You are on page 1of 4

ვესტფალიის მოდელი და მისი მოდიფიკაციები

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას


საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემების ფორმირების საკითხი
წარმოადგენს. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა თავის
წელთაღრიცხვას 1648 წლიდან, ვესტფალიის საზავო ხელშეკრულების გაფორმების
შემდეგ იწყებს. მან დაასრულა ოცდაათწლიანი ომი და თანამედროვე მსოფლიო
პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ჩაუყარა საფუძველი, რომელშიც მთავარი
მოქმედი აქტორი "ეროვნული სახელმწიფო" ანუ "ერი-სახელმწიფოა", ხოლო
საერთაშორისო ურთიერთობების დომინანტური პრინციპი - ეროვნული ინტერესი.
ამ პერიოდიდან მოყოლებილი მსოფლიო ისტორიამ ოთხი გეოპოლიტიკური ეპოქა
გაიარა, სადაც თითოეული მათგანი საკუთარ მსოფლიო წესრიგს ამყარებდა. ის
საერთაშორისო არენაზე ახალი "ძალთა ბალანსით", ახალი "თამაშის წესებით" და
მსოფლიოს ახალი გავლენის სფეროებზე გაყოფით ხასიათდებოდა. ესენია:
ვესტფალიის, ვენის, ვერსალ-ვაშინგტონისა და იალტა-პოტსდამის ეპოქა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველა ახალი წესრიგის ფორმირებას, წინ
გრანდიოზული ომები უძღოდა. ვესტფალიის ეპოქას - ოცდაათწლიანი ომი; ვენის -
ნაპოლეონის ომები; ვერსალის - პირველი მსოფლიო ომი; იალტა-პოტსდამის - მეორე
მსოფლიო ომი.

1648 წლის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია პირობითად


მის რვა სისტემას გამოყოფს. ესევია: ვესტფალიის, უტრეხტის, ტილზიტის, ვენის,
პოსტფრანკფურტის, ვერსალ-ვაშინგტონის, იალტა-პოტსდამის და თანამედროვე
სისტემის, რომელიც დღემდე გრძელდება.

1648 წლის ვესტფალიის მშვიდობამ, რომელმაც ევროპულ ნორმატიულ


წესრიგს ახალი სახე და მნიშვნელობა მიანიჭა, შექმნა ახალი იდეური, ხოლო
მოგვიანებით უკვე პოლიტიკური სივრცე. ვესტფალიის მშვიდობამ პირველად
ევროპული მასშტაბით, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მექანიზმები
ჩამოაყალიბა. ვესტფალიის ზავი კი საერთაშორისო ურთიერთობების ევოლუციის
მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი ხელმოწერით საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში
ახალი ერა დაიწყო, რომლის ბაზისად "ეროვნული სახელმწიფოს" იდეა ითვლებოდა.

ვესტფალიის მშვიდობის მოდელის ძირითადი პრინციპები შემდეგში


მდგომარეობდა: მსოფლიო სუვერენული სახელმწიფოებისაგან შედგება;
სახელმწიფოების თანასწორობის სისტემა; სუვერენული სახელმწიფოების მიერ
საკუთარ ტერიტორიაზე შეუზღუდავი ძალაუფლებით სარგებლობა; მსოფლიოს
საერთაშორისო სამართლის ნორმებით დარეგულირება; საერთაშორისო
ურთიერთობების აღიარებული სუბიქტი სუვერენული სახელმწიფოა;
საერთაშორისო სამართალი და რეგულარული დიპლომატიური პრქტიკა
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების განუყოფელი ატრიბუტია.

სუვერენულ სახელმწიფოს ოთხი ძირითადი მახასიათებელი უნდა


დაეკმაყოფილებინა. ესენია: ტერიტორიის არსებობა; ამ ტერიტორიაზე მცხოვრები
მოსახლეობა; მოსახლეობის ლეგიტიმური მართვა და სხვა ეროვნული
სახელმწიფოების მიერ აღიარება. ერთ-ერთი მათგანის არ ქონის შემთხვევაშიც კი,
სახელმწიფო თავის შესაძლებლობებში მკვეთრად შეზღუდული ხდებოდა ან
არსებობას წყვეტდა. ასევე პირველად ისტორიაში, სახელმწიფოების საზღვრები
გადაისინჯა და მკაფიოდ განისაზღვრა ისინი. სახელმწიფოები კი საგარეო
პოლიტიკას საკუთარი ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად აგებდნენ.

ფაქტობრივად ვესტფალიის მშვიდობის ზოგიერთი პრინციპი ემსგავსებოდა


ადრეულ შუა საუკუნეებში წარმოშობილ საერთაშორისო ურთიერთობების ე. წ.
იტალიურ მოდელს. მაგრამ უშუალოდ ვესტფალიის ზავის შემდეგ, სახელმწიფოების
საგარეო პოლიტიკურმა მიზნებმა მაქსიმალისტური ხასიათი დაკარგეს და უფრო
რეალისტურები გახდნენ. ვესტფალიის ზავის შემდეგ სპონტანურად ჩამოყალიბებას
იწყებს "ძალთა ბალანსის" კონსტრუქცია, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყიში
უტრეხტის ზავის დადების შემდეგ, რომელიც ვესტფალიის მოდელის დამატებად
ითვლება, საერთაშორისო დოკუმენტებში ოფიციალურად ჩნდება "ძალთა ბალანსის"
ცნება. ამის მიხედვით, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც ძალთა ბალანსის
შენარჩუნება სურს, უნდა დაუპირისპირდეს იმ სახელმწიფოებსა და კოალიციებს,
რომელიც ან რომლებიც ეცდებიან აღნიშნული ბალანსის დარღვევას და
უპირატესობის მოპოვებას. მიუხედავად გაზრდილი დომინირებისა "ძალთა
ბალანსის" კონცეფციას მაინც არ გააჩნდა საკმარისი ძალა სრული
დომინირებისათვის. ეს ხდება XVIII საუკუნის ბოლომდე.

ნაპოლეონის ომების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ვენის კონგრესმა


ნორმატიულად გააფორმა ახალი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემა.
საერთაშორისო ურთიერთობების ვენის სისტემას კოლექტიური უსაფრთხოების
სისტემასაც უწოდებენ, რადგან დიდ სახელმწიფოებს შორის დადებული
შეთანხმებები მიმართული იყო ევროპაში ძალთა ბალანსისა და სტატუს-ქვოს
შენარჩუნებაზე და ასევე კონფლიქტების თავიდან აცილებაზე. ვენის სისტემას
ჰქონდა ხუთი ძირითადი მახასიათებელი. პირველი ის, რომ საერთაშორისო
ურთიერთობების განვითარება დამოკიდებული იყო სახელმწიფოების ვიწრო წრეზე,
ამ შემთხვევაში ევროპის ხუთ სახელმწიფოზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში
მსოფლიო არენაზე ვითარებას დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პრუსიის,
ავსტრიისა და რუსეთის ურთიერთობები განსაზღვრავდა. მეორე იყო ის, რომ ყველა
დიდი ევროპული სახელმწიფოს ინტერესები, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის
გამოკლებით, ძირითადად ევროპაზე კონცენტრირდებოდა. მესამე - სახელმწიფოებს
უნდა ეზრუნათ ძალთა ბალანსის შენარჩუნებაზე. ანექსია და კონტრიბუცია
საერთაშორისო პრაქტიკის ფორმად კვლავ რჩებოდა და მეხუთე გახლდათ ვენის
სისტემის არსებობა, რომელიც საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა.

რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობების ვერსალ-ვაშინგტონის სისტემას,


მისი ფუძემდებლური დებულებები პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ,
1919 წლის ვერსალის საზავო ხელშეკრულებაში და 1921-1922 წლების ვაშინგტონის
კონფერენციაზე, გერმანიის მოკავშირეებთან გაფორმებულ შეთანხმებებში აისახა. ამ
სისტემის ევროპული ნაწილის ფორმირება პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული
სახელმწიფოების გეოპოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიული შეხედულებების
გავლენით და დამარცხებული თუ ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოების
ინტერესების იგნორირებით მოხდა. ეს ფაქტორი კი ამ სტრუქტურას სუსტს ხდიდა
და მსოფლიოში სტაბილურობის დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებას არ უწყობდა
ხელს. მსოფლიო ომების შემდეგ შეიცვალა ევროპის პოლიტიკური რუკა. დიდი
სახელმწიფოები კონტინენტური წონასწორობის ჩანაცვლებას გლობალური
წონასწორობით აპირებდნენ, მაგრამ ეს არ მოხერხდა. აშშ-მ უარი თქვა ქცეულიყო
ომის შემდგომი მსოფლიოსა და ევროპის წესრიგის გარანტი, რამაც შეასუსტა მისი
საფუძვლები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა საერთაშორისო ურთიერთობების


იალტა-პოტსდამის სისტემა, რომელიც აიგო ანტიჰიტლერული კოალიციის
სახელმწიფოების მეთაურების მიერ იალტისა და პოტსდამის კონფერენციებზე
მიღწეულ შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებზე. იალტა-პოტსდამის სისტემას
ვერსალის სისტემისაგან მრავალპოლარულობის ნაცვლად მსოფლიოს მოწყობის
ბიპოლარული სისტემის ფორმირება განასხვავებდა, რომელშიც დომინირებდა და
ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი ზესახელმწიფო - აშშ და საბჭოთა კავშირი.
იქედან გამომდინარე, რომ ისინი მსოფლიოს განვითარების ორ რადიკალურად
განსხვავებულ პროექტს - ლიბერალურს და კომუნისტურს წარმოადგენდნენ, მათ
შორის დაპირისპირებამ თავიდანვე მკაცრი იდეოლოგიური ხასიათი მიიღო. ეს
კონფრონტაცია "ცივი ომის" სახელით არის ცნობილი, რომელიც საბჭოთა ბლოკის
დაშლით დასრულდა. ორი ზესახელმწიფოს დომინირება და მნიშვნელოვანი
სამხედრო უპირატესობა ყველა სხვა დანარჩენ ქვეყნებს მათ შორის არჩევანის
გაკეთებას აიძულებდა. ამან განაპირობა საერთაშორისო ურთიერთობებში
"შეზღუდული სუვერენიტეტის" დოქტრინი დამკვდრება, რამას სხვა დოქტრინებსაც
დაუდო საფუძველი.
იალტა-პოტსდამის სისტემამ 40 წელზე მეტი იარსება და საერთაშორისო
ურთიერთობებში უდიდესი კვალი დატოვა. პირველად ისტორიაში, მან
ფუნქციონირება არა გლობალური კონფლიქტის, არამედ ერთ-ერთი პოლუსის
დაშლის შედეგად შეწყვიტა და ეს 1989-1991 წლებში მოხდა. ძველი სისტემის
მშვიდობიანად დაშლამ გამოიწვია საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის
შექმნა, რომელსაც მალევე "მსოფლიოს ახალი წესრიგი" ეწოდა.

You might also like