You are on page 1of 3

1 თემა

1.ენათმეცნიერების საგანი. ენის რაობა და ფუნქციები. ობიექტი-ენა და მეტაენა

1.ენათმეცნიერების საგანი

ბუნებრივი ენა გასაკუთრებული,უმნიშვნელოვანესი ფენომენია,რომელი პიროვნების


აუცილებელ საფუძველს წარმოადგენს. ენის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანთა
არსებობა.ყოველი ნორმალური ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია ენაზე . იმათგან
განსხვავებით,ვინც ენა მხოლოდ ურთიერთგაგებინების საშუალებად იყენებს ,ზოგიერთი
პროფესიის წარმომადგენლებს ენის შესახებ სპეციალური ცოდნა სჭირდებათ .

ამ სპეციალისტთა შორის არის:მწერალი,პოეტი, ვისთვისაც ენა თვითგამოხატვის


საშუალებაა და რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ ენას,არამედ ქმნიან და თხზავენ
საჭიროებისდა მიხედვით მის ცალკეულ ელემენტებს.ენის მასწავლებელი ,რომელმას
მოსწავლეს უნდა გადასცეს მშობლიური ენის წესები და ა.შ.

ამათგან განსხვავებით,სპეციალისტთა ერთი ჯგუფისთვის ენის შესწავლას თავისთავადი


ღირებულება აქვს; მათთვის ენობრივი კვლევის ძირითადი მიზანია ენის ბუნების
გარკვევა.სპეციალისტთა ამ ჯგუფს ენათმეცნიერები ეწოდება ,ხოლო მათი კვლევა -ძიების
შედეგად მიღებულ დებულებათა ორგანიზებულ სისტემას ენათმეცნიერება ანუ
ლინგვისტიკა.

2.ენის რაობა და ფუნქციები.

ენა ურთულესი მოვლენაა.იგი იმდენად რთულია,რომ ჭირს კიდეც გავავლოთ ზღვარი


ენასა და არაენას შორის.ენის ძირითად ფუნქციად განიხილება ექსპრესიული ფუნქცია .ამ
შემთხვევაში იგულისხმება ის,რომ ადამიანი ბგერითი ენის საშუალებით გამოხატავს
თავის აზრებს.მაგალითად,ყრუ-მუნჯი ამ უნარს მოკლებულია.

ბგერით ენას მეორე ფუნქციაც აქვს.ესაა საკომუნიკაციო ფუნქცია .ენის საშუალებით ხდება
აზრების გაზიარება ინდივიდებს შორის ანუ ინფორმაციის გადაცემა ერთი ინდივიდის
მიერ მეორესათვის.ამ ფუნქციის მიხედვით ენა სოციალური მოვლენაა.ამავე ფუნქციას
ასრულებს დამწერლობას,ჟესტიკულაციაც და სხვა.

მესამე ფუნქციას ეწოდება საარტიკულაციო. საარტიკულაციო ფუქნცია.


ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გამოდის, რომ ბგერითი ენა არ
განსხვავდება სხვა ენებისაგან არც ექსპრესიული და არც საკომუნიკაციო ფუნქციის
მიხედვით. ამის გააზრების შემდეგ გვიჩნდება კითხვა: მაშასადამე რაღა არის
ბგერითი ენის სპეციფიკა სხვა ენებთან მიმართებაში? ნუთუ ეს სპეციფიკა მხოლოდ
ისაა, რომ ბგერითი ენა იყენებს ბგერებს აზრების გამოსახატავად, ხოლო გრაფიკული
და კინეტიკური ენები – ასოს, ჟესტებსა და მიმიკებს სათანადოდ?
მაგრამ განსხვავება ბგერით და არაბგერით ენებს შორის უფრო ღრმაა და იგი არ
დაიყვანება მხოლოდ გარეგნულ გამოხატულებაზე. ამ განსხვავების სათანადოდ
წარმოსაჩენად საჭიროა ენის მესამე ფუნქციის განხილვა, რომელსაც ენის
საარტიკულაციო ფუნქცია ეწოდება. ლათინური
სიტყვა artikulatio ნიშნავს ,,ვანაწევრებ’’.
ადამიანი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან. ობიექტურ სინამდვილესთან,
აღიქვამს რა საგანთა სამყაროს. საგანი შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც
მოქმედებს შეგრძნებათა ორგანოებზე. აღქმის პროცესში საგნის დამახასიათებელი
ფიზიკური ინფრომაცია გარდაიქმნება ნერვულ იმპულსებად, ე.ი ფიზიოლოგიურ
ინფორმაციად. ფიზიოლოგიური ინფორმაცია აღწევს ცენტრალური ნერვიულ
სისიტემამდე, სადაც იგი გარდაიქმნება ფსიქიკურ ინფრომაციად. ამიტომ საგნის
ჩვენს ცნობიერებაში ჩნდება მისი ანაბეჭდი წარმოდგენის ანუ საგნის ხატის
სახით.       ადამიანს შეუძლია იაზროვნოს წარმოდგენებით, ე.ი წარმოიდგინოს ესა
თუ ის საგნები,თუ მოვლენები, ამგვარ აზროვნებას ეწოდება
– ვიზუალური (ხედვითი).
ადამიანს აქვს სხვაგვარი აზროვნებაც,
რომელსაც კონცეფტუალურს ანუ ცნებით აზროვნებასაც უწოდებენ. აზროვნების ეს
ტიპი მთლიანად განპირობებულია ენით. ის ხორციელდება რომელიმე კონკრეტულ
ენაზე. მაგ: ქართველი ვერ იაზროვნებს ინდოელთა ენაზე ან პირიქით.  ადამიანი ან
გარდაქმნილ ინფრომაციას გამოხატავს ბგერის მეშვეობით. ანუ ის ერთ კონკრეტულ
სიტყვაში დებს აზრს და ეს სიტყვა იქცევა ცნებად.
ენისა და აზროვნების მჭიდრო კავშირი დიდი ხნის წინ იქნა შემჩნეული. ამ
საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში. კარლ მაქსი ამასთან
დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ ,,ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა’’, რაც
ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ენა უშუალო სინამვილეა კონცეპტუალური
აზროვნებისა, რადანაც კონცეპტუალური ანუ ვერბალური აზროვნება არსებობს
იმდენად, რამდენადადაც არსებობს ენა და ენა არსებობს იმდენად , რამდენადაც
კონცეპტუალური აზროვნება არსებობს. თუ ენასა და კონცეპტუალურ აზროვნებას
შორის ისეთი მჭიდრო კავშირია, რომ ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ, მაშინ
სიტყვა გამოხატავს არა წარმოდგენას, არამედ ცნებას, რომელიც გარკვეული
თვალსაზრისით წარმოდგენას ჰგავს, მაგრამ მისგან არსებითადაც განსხვავდება.
ცნებაც, ისევე როგორც წარმოდგენა, მენტალური მოვლენაა და ამიტომ მისი აღქმა
გრძნობის ორგანოების საშუალებით შეუძლებელია. წარმოდგენასა და ცნებას შორის
მსგავსებაცაა და განსხვავებაც. მსგავსება ისაა, რომ ორივე მათგანი მენტალური
მოვლენაა, ისინი მხოლოდ გნოსეოლოგიურად არსებობენ და არა ონტოლოგიურად.
განსხვავება კი, მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენა იკონურია, საგანს ან
მოვლენას ჰგავს, ხოლო ცნება არ არის იკონური, იგი აზრია საგნისა ან მოვლენის
შესახებ. ამრიგად, ენა ძირითადად შედგება ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც
პირობითად აღნიშნავენ საგნებსა და მოვლენებს, ე.ი ენაში მოქმედებს არა
იკონიურობის, არამედ პირობითობის პრინციპი.

3.ობიექტი-ენა და მეტაენა
საკვლევ ობიექტთა შესწავლის დროს ვიყენებთ რაღაც ენას.ლინგვისტიკას აქვს
ენა,რომელზეც იგი აყალიბებს მეცნიერულ
დებულებებს.მაშასადამე,ენათმეცნიერებისათვის ფუნქციურად გასარჩევია ორი
ენა:ის,რომელსაც იგი აღწერს,და ის,რომელზე აღწერს,რომლის ტერმინებითაც იგი
აყალიბებს საკვლევი ობიექტის შესწავლის შედეგად მიღებულ დებულებებს .პირველ
მათგანს შეიძლება ვუწოდოთ ობიექტი-ენა,ხოლო მეორეს-მეტაენა.ისინი ფუნქციურად
განსხვავდებიან ერთმანეთისგან.მაგალითად, გამონათქვამი კაცი მიდის ობიექტი -ენის
გამონათქვამია,ხოლო გამონათქვამი „კაცი მიდის“ თხრობითი წინადადებაა -მეტაენას
განეკუთვნება.

You might also like