You are on page 1of 3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი: ჰუმანიტარული მეცნიერება

სტუდენტი: ჩაღლა ილმაზი


საგანი: ენათმეცნიერების შესავალი
რეფერატი
„ენა და მეტყველება“
ჯგუფი 18
ლექტორი: ივანე ლეჟავა

ენათმეცნიერებას აქვს ორი სხვადასხვა მხარე, ესენია: ენა და მეტყველება.


მეტყველების საშუალებით ადამიანები საუბრობენ და მისი წყალობით
შესაძლებელია კომუნიკაციის დამყარება. ის დამოკიდებულია მოსაუბრეზე და
შესაბამისად ინდივიდუალურია. მეტყველება ვერ იქნებოდა ვერაფერი, რომ არა
ენა, რადგან ენის საშუალებით მეტყველება ფუნქციონირდება. ენა და მეტყველება
უკავშირდებიან ერთმანეთს ისე, როგორც აღმნიშვნელი და აღსანიშნი. ამ კავშირის
მეშვეობით ერთმანეთში მოსაუბრე პირებს უჩნდებათ საერთო ფსიქიკური ხატი.
შესაბამისად, ენა არის ფსიქიკური ფენომენი, მაგრამ არა მხოლოდ ფსიქიკური,
არამედ სოციალურიც. ენა სასრულია, ხოლო მეტყველება უსრული. რამდენად
დიდიც არ უნდა იყოს ენობრივი ნიშნების სისტემა, მათი ჩამოთვლა ჩვენ მაინც
შეგვეძლება, მით უმეტეს ძალიან მარტივია ფონემების, მორფემებისა და
სინტაქსური კონსტრუქციების ჩამოთვლა. ენა გვაძლევა ნიშნებს, რომელთა
მეშვეობით ჩვენ ვადგენთ უსასრულო რაოდენობის წიბადადებას. ენა, როგორც
მეტყველების უმთავრესი ნაწილი თამაშობს როლს, რომლის მეშვეობითაც
კომუნიკაცია და მეტყველება უფრო მეტად გასაგები ხდება. თუ ეს ყველაფერი
წინასწარ არ გამოვლინდება მეტყველებაში, ამ ცნებას ვერ დავაკავშირებთ
სიტყვასთან. დასკვნა რომ გამოვიტანოთ მივალთ იმ აზრამდე, რომ ენა
მეტყველების საფუძველიცაა და პროდუქტიც. ენა და მეტყველება ერთმანეთის
ურთიერთგამომრიცხავნი არიან, ხოლო პროცესს, რომელიც გულისხმობს ენის
რეალიზაციას მეტყველებაში ეწოდება ენობრივი აქტივობა.
ფონემა არის ერთეული, რომელიც სხვადასხვა ჟღერადობებს განასხვავებს და
აღიქმება, როგორც სამეტყველო ბგერა.
მორფემა არის უმცირესი ენობრივი ერთეული, რომელიც მნიშვნელობის მქონეა.

ენა და მეტყველება პირველმა განასხვავა ფრანგმა ენათმეცნიერმა


ფერდინანდ დე სოსიურმა, ხოლო მათ გამიჯვნას დიქოტომია შეარქვა და დღემდე
ასე ჰქვია. ენა სოციალურ ასპექტს ქმნის სამეტყველო აქტში, ხოლო მეტყველება
ინდივიდუალურ ასპექტს. შესაბამისად, ენა ზეინდივიდუალური კატეგლრიაა.
ენის მიმართება ინდივიდთან არის იმპერატიული, ანუ ენა ინდივიდზე
ზემოქმედებს და ბატონობს. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი ინდივიდს არ
შეუძლია ენის ან გარდაქმნა და მასში ცვლილებების შეტანა, ან მისი შექმნა. მაგრამ
მეტყველების შექმნა და მასში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ინდივიდს
შეუძლია. ენასა და მეტყველებას შორის განსხვავების მეტად ნათლად დასანახად
მოჰყავთ მაგალითად ჭადრაკი. ვიცით, რომ ჭადრაკს აქვს თავისი განსაზღვრული
წესები, რომელთა შეცვლაც მოთამაშეს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია. ის
მიჰყვება ჭადრაკის წესებს, მაგრამ ქმნის პარტიას, ანუ თამაში მიჰყავს თავის
ნებაზე. ის თავისი გათვლებით თამაშობს იქამდე. სანამ არ მოიგებს. ენა კი
ჭადრაკის წესების მსგავსია, რადგან მას ინდივიდის მართვა შეუძლია.
მეტყველება კი იმ პარტიას ჰგავს, რომელსაც მოთამაშე თამაშის მსვლელობისას
თავისი წარმოსახვით ქმნის. ენა გვევლინება ტექსტების სახით. ჩვენ, ინდივიდები
ენას ვიყენებთ იმისთვის, რომ შემდეგ ტექსტები შევქმნათ, ასე რომ, რაოდენ
დიდიც არ უნდა იყოს ტექსტი, ის ვერ წარმოაჩენს ენის სრულ სახეს. მაგალითად,
„ვეფხისტყაოსანი“ ვერ შეგვიქმნის მთლიანად ქართულ ენაზე წარმოდგენას.
ენასა და მეტყველებას სამი ძირითადი პრინციპი განასხვავებს:
 ენა სოციალური რეალიზაციაა, ხოლო მეტყველება ინდივიდუალური.
 ენა ელემენტებისა და წესების სასრული სისტემაა, მეტყველება კი
უსასრულო.
 ენა ძირითად დაკვირვებაში არ იჩენს თავს, ხოლო მეტყველება ყოველთვის
უშუალო დაკვირვებაშია.
მოვლენები, რომლებიც უშუალო და ძირითად დაკვირვებებში არ გვეძლევიან,
კიბერნეტიკაში შავ ყუთს უწოდებენ. კომუნიკაციის პროცესი შეგვიძლია
განვიხილოთ კიბერნეტიკულ მანქანად, რომელსაც მიეწოდება ფსიქიკურო და
ფიზიკური ინფორმაცია ბგერებისა და წარმოდგენების სახით. შავ ყუთში ეს
ინფორმაცია გარდაიქმნება ფონემებად და ცნებებად, შედეგად კი ვიღებთ
მეტყველებას.

ენა და მეტყველება ერთმანეთის სწორნი არ არიან, არ უდრიან ერთმანეთს, მაგრამ


ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ერთი ობიექტები არ არიან და განსხვავდებიან ამ
მხრივ. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ენა და მეტყველება სხვადასხვა
მეცნიერებებს უნდა მიეკუთვნებოდნენ. ენის შესახებ მეცნიერებას ეწოდება
ლინგვისტიკა, ხოლო მეცნიერებას მეტყველების შესახებ ეწოდება მეტყველების
ლინგვისტიკა. „ენათმეცნიერების შესავლის საკითხებში“ ასეთი დაყოფა
არასწორადაა მიჩნეული. მეტყველების ლინგვისტიკას არ გააჩნია საკუთარი
დაკვირვების ობიექტი, შესაბამისად, ასეთი მეცნიერება ფიზიკურად არ არსებობს.
ლინგვისტიკა უშუალოდ ენის მეცნიერებაა და მხოლოდ ენას შეისწავლის, ამიტომ
მეტყველების ლინგვისტიკა ვერ იარსებებს. ენაზე ძირითადი დაკვირვება და მისი
უშუალო კვლევა შეუძლებელია. ენას მხოლოდ მეტყველებაზე დაყრდნობით
გამოვიკვლევთ.შესაბამისად, ენათმეცნიერება ენის სისტემას მეტყველების
გამოყენებით იკვლევს.
საბოლოო ჯამში ენა და მეტყველება ორი სხვადასხვა ცნებაა, მაგრამ
არა სხვადსხვა ობიექტი. ენა ფსიქოფიზიკური ინფორმაციის გარდაქმნის გზით
წარმოიქმნება, შემდეგ კი რეალიზდება მეტყველებაში.

ბიბლიოგრაფია:
1. ახვლედიანი გ. „ენათმეცნიერების შესავლის საკითხები“. თბილისი. 1972.
2. გამყრელიძე თ. კიკნაძე ზ. შადური ი. შენგელაია ნ. თეორიული
ენათმეცნიერების კურსი. თბილისი, 2003. 2008.
3. ნებიერიძე გ. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი. 1991. 1999. 2003ზ
4. ჩიქობავა ა. ენათმეცნიერების შესავალი. თბილისი. 1952. 2008.

You might also like