You are on page 1of 12

რეფერადი

სოციოლინგვისტიკა

სამირ კახრამანოვი

ლექციის ხელმძღვანელი: პროფ. მ. ივანიშვილი

სემინარის ხელმძღვანელი: ა. ჩუტკერაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ


მეცნიერებათა ფაკულტეტი

2022
სარჩევი

 ენა და საზოგადოება........................................................................3

 დიალექტოლოგია და ლინგვისტური გეოგრაფია.....................7

 ორენოვნება და დიგლოსია.............................................................8

 ენა და კულტურა................................................................................9

 ლინგვისტური დეტერმინიზმი და რელატივიზმი......................9

 დასკვნა.................................................................................................11

 ბიბლიოგრაფია...................................................................................12
ენა და საზოგადოება

სოციოლინგვისტიკა ენის არსებობის ფორმებს შეისწავლის სოციალურ გარემოში.


ტერმინი „სოციოლინგვისტიკა“ პირველად იხმარეს 50-იან წლებში და
ნეოლოგიზმად აღიქმებოდა იგი.
ენა და საზოგადოება ენასა და საზოგადოებას შორის მიმართებას განიხილავს,
რადგან მას შეისწავლის სოციოლინგვისტიკა.
თეზისი ითვლება დარგის ძირითად და საყრდენ დებულებად. ენის ვარიანტულობა
სამეტყველო ჩვევების მრავალფეროვნება, ის არ არის დამოუკედებელი და
თავისუფალი, ის სისტემურ სოციალურ განსხავებას უკავშირდება.
ანტუან მეიე, სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია, ის თვლიდა, რომ ენა
შეიძლება გავიგოთ მხოლოს მისი სოციალური ბუნების გათვალისწინებით.
ტერიტორიული და რელიგიური გაერთიანება გავლენას ახდენს, პოლიტიკურ
საზღვრების დადგენაზე.
სოციოლინგვისტიკა განსხვავდება ორ ნაირად „ შიდა“ და „გარე“ ლინგვისტიკად, მათ
შორის განსხვავება ის არის, რომ გარე ლინგვისტიკა შიდა ლინგვისტიკასთან
შედარებით უფრო მეტად შეისწავლის ენობრივ ნიშნებთან დაკავშირებულ
ექსტრალინგვისტურ მოვლენებს. ენას აქვს ორი ძირითადი ასპექტი ესენია:
„სტრუქტურული და სოციალური“. ამ ასპექტების შესწავლას დასაბამი ფერდინან დე
სოსიურმა მისცა, ორივე ენას იკვლევენ, მაგრამ ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს.
ენის სოციალური დიალექტები ენობრივი კოლექტივის სოციალური
არაერთგვაროვნების და სხვადასხვა საზოგადოებრივი ძალების ზემოქმედების
პირობები წარმოიშიბა.
ენას საზოგადოებასთან მიმართებას სოციალური დიალექტოლოგია შეისწავლის.
ტერმინები: დიალექტი, ენის ვარიანტი და ენის სტილი მხოლოდ შიდაენობრივი
ფაქტორების გათვალისწინებით ვერ განისაზღვრება.
ენის ვარიანტებს ორ სახეს განარჩევენ 1. დიალექტური ვარიანები, რომლებიც
სხვადასხვა სოციალურ ან ტერიტორიულ ჯგუფებს შორის იჩენს თავს და 2.
პიროვნული ვარიანტები, რომლებიც განპირობებყლია საკომუნიკაციო სიტუაციით.
ეთნოგრაფიულს უწოდებენ სოციოლინგვისტიკის იმ მიმართულებას, რომელიც
თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით არსებითია ენის ბუნების გააზრება და
ლინგვისტიკაში ახალი მიმართულების მეტყველების ეთნოგრაფიის ჩამოყალიბების
მცდელობა.

პირველადი მნიშნელობა ენიჭება ენის ფარდობითობის თვალსაზრისით კულტურას,


რომელიც განაპირობებს ენის გამოყენების ტიპებს. მეტყველების ეთნოგრაფია ენის
ფორმალურ გრამატიკულ აღწერასა და კულტურის ეთნოგრაფიულ აღწერას შორის
ერთგვარი გარდამავალი რგოლია. გრამატიკა ლინგვისტურად არის
დეტერმინირებული, ხოლო მეტყველების ეტნოგრაფია ფარდობითია, ეს
განსაზღვრავს მეტყველების ეთნოგრაფიულ კონტექსტს.

აღინიშნება მეტყველების შესახებ რამდენიმე სახის სირთულე : ეს არის „არასწორი“


მეტყველება . ცნობილია რომ მეტყველების დროს ვერ ხერხდება ენობრივი
კომპეტენციის სრულყოფილი განხორციელება, ამიტომ ითველება, რომ მეტყველება
სავსეა შეცდომებით.

მეტყველების არაერთგვარონებათა და სამეტველო, არსებობს მეტყველების


ფონეტიკური, გრამატიკული და ლექსიკური ვარიანტები. ძალიან ადვილია
ვარიანტების გამოვლენა ის მოითხოვს ათასი მეტყველების ჩაწერას, მისი
დასადგენად საკმარისია გულდასმით ვიცოდე ამორჩეული ცდისპირზე დაკვირვება.

შეიძლება სოცალური კოტექსები დალაგდეს გარკვეული იერაარქიის მიხედვით.


ესეთ შემთხვევაში ამბობენ, რომ ინდიკატორები სტრატიფიცირებულია.

ყველაზე კარგად ჩანს სოციალურ მახასიათებლები სოციალურ დიალექტებში.

მსმენელის სოციალურ მდგემარობა მაშინ ხდება აშკარა, როდესაც სტატუსით უფრო


მაღალი პირისადმი მიმართვის დროს იხმარება განსხვავებული ლექსიკა, როგორც ეს
ხდება, ზოგიერთ აღმოსავლურ და ოკეანიის ენაში ( ესეთი მსგავსი ლექსიკური
ვარიანტები ქართულშიც გვაქვს : გახლავთ, დაბრძანდით,ბრზანეთ, ინებეთ ).

ხალხური ლინგვისტიკა იმას გულისხმობს რომ რას ფიქრობენ ხალხი თავისი და


სხვისი ენობრივი ქცევის შესახებ.

ასეთ დროს ხშირად ხდებ ხალხური ინტერპრეტაციების „მაღალი მეტყველება -


დაბალი მეტყველება“

მეტყველების მრავალფეროვნების მაშდაბი ახასითებს ერთი და იმავე საზოგადოების


ფენების შორის, ანდა სხვადასხვა საზოგადოებებსა თუ ერებს შორის არსებულ
სამეტველო სამეტყველო განსხვავებებს.

იქ წარმოდგენილია საკლასიფიკაციო ტიპი:

1.მულტიდიალექტური ტიპი. ამ შემთხვევაში შეისწავლება ენის სოციალურად


შეპირობებული ვარანტები ერთი ენისა და ერთი ერის ფარგლებში.
2.მულტიენობრივი ტიპი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ერთი საზოგაადოების ან ერთი
სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ენა გამოიყენება.

3.მულტისოციალური ტიპი .იმ შემთხვებებში ხდება, როდესახ სხვადასხვა


საზოგადოებრივი ფენა საუბრობს სხვადასხვა ენაზე.ასეთ შემთხვევაში მკლევრის
ამოცანა ეროვნული და სოციალური განსხვავებს გამიჯვნა.

კვლევის შედეგების გამოყენება . ეს პარამეტრი გულისხმობს სოციოლინგვისტური


აღწერის უფრო ფართო და უფრო ყრმა ანალიზს.

შეგვიძლიათ აქაც წარმოვადგინოთ სამი კატაგორია:

1. სოციოლოგის ინტერესები სოციოლინგვისტური მონაცემები იძლება ამ


თვალსაზრისით იძლება სტრუქტურის ან ცალგეული სოციალური
მოვლენების ინტერპრეტაციის საშაუალებას .

2. ლინგვისტ-ისტორიკოსის ინტერესები .ისტორიული თვალსაზრისით


ღირებულია პასუხის გაცემა შემდეგ კითხვებზე: სხვადასხვა ხორციელდება
თუ არა ენობრივი ცვლილებები?

3. ენობრივი დაგეგმარება. ამით დაინტერესებულია ლინგვისტები, განათლების


მუშაკები განონშემოქმედნი და ადმისტრატორები. ესენი ახორციელებენ
ოფიციალური ენობრივი პოლიტიკას.

შეიძლება ითქვას რომ ,რომ XIX საუკუნემდე მთელი ლინგვისტიკა ნორმალური


იყო:წერილობითი და ზეპირი მეტყველების ურღვევი კანონების დადგენას.

სოციოლინგვისტიკური კვლევის დროს ყურადღება ექცევა სალიტერატურო ენას


როგორც სტანდარტიზებულ ენობრივ სისტემას, იქმნება საზოგადოების გარკვეული
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სწორედ სწორედ სალიტერატურო ენას,
რომელსაც ოფიციალური ენის სტატუსი აქვს, კონსტიტუციით ენიჭება სახელმწიფო
ენის სტატუსი.

საზოგადოებრივი როლის განვითარება ხდება ორი ტენდენციით:1. გავრცელების


ტენდენცია და კოინედ კადაიქცევა:2. მონოპოლიური როლის დამკვიდრება და
საერთო ეროვნული მახასიათებლის ფუქციის შესრულება.

კოინე ეწოდება ფუნქციურ ტიპს, რომელსაც გამიყენება სხვადასხვა დიალექტისა.


კოინე შეიძლება განვითარდეს გარკვეული ენის ერთი ან რამდენიმე დიალეტქტის
ბაზაზე, ან წამოადგენდეს მოცემულ არეალში გავრცელებულ ერთ-ერთ ენას . კოინე
განსაკუთრებით ქალაქური, სალიტერატურო ენის ფორმირების მნიშნელოვანი
წინაპირობაა.

ენობრივი ნორმის ცნება ჩამოყალიბდა პრაღის ლინგვისტური წრეში. ნორმა


გულისხმობს იმ გრამატიკულ საშუალებათა ერთობლიობას , რომელებიც
საყოველთაოდ იხმარება და ენობრივი სტაბილიზაციის წინაპირობას
ქმნის .სალიტერატურო ენა ცნობიერად , მიზანდასახულად მუშავდება
თეორიტიკოსი ლინგვისტების მოიერ იმისათვის,რომ მან უკეთ შეუსრულოს თავი
იფუნქცია--იყოს საყოველთაო კომუნიკაციის საშუალება.

ნორმატიული გრამატიკის შექმნა შეიძლება მივიჩინოთ გარკვეული სახის მართვად


ან მანიპულაციად ენის მიმართ,რასაც სოციოლინგვისტიკაში ენობრივი დაგეგმარება
ეწოდება.

1.ფართო მასშტაბით მასალის დაგროვება:

2.ალტერნატიული გეგმების განხილვა:

3.გადაწყვეტილების მიღება და გარკვეული მეთოდებითამ გადაწყვეტილების


დანერგვა:

ენობრივი დაგეგმარება გულისხმობს ნორმატიკული ორთოგრაფიის,გრამატიკისა


და ლექსიკონის შექმნას. არაერთგვაროვანი ენობრივი კოლექტივის წევრები
ნორმატიულ რეკომენდაციებს ზეპირი თუ წერითი მეტყველების დროს იყენებენ.

როდესაც საუბარია ლინგვისტიკური აღწერის ობიექტზე, სოციოლინგვისტიკაში


იყენებენ ტერმინს იდიოლექტი(განსაკუთრებული, საკუთარი, პიროვნული)
იდიოლექტი ლინგვისტიკური აღწერის ჭეშმარიტი ობიექტია. იგი უპირისპირტება
ფერდინანდ დე სესიურის ცნებას „ენა“ რომელიც ნიშნავს მთელი სოციალური
ჯგუფის ყველა წევრებისთვის საერთო ენობრივ სისტემას. ლინგვისტის შეუძლია
გარკვეული ტექნიკის გამოყენებით მისთვის საინტერესო იდიოლექტის ზუსტი და
ამომწურავი დაფიქსირება მიღებული ლინგვისტური ტერმინებით.ასეთ ზუსტ
ჩანაწერს გრაფოლექტს უწოდებენ.

დიალექტოლოგია და ლინგვისტური გეოგრაფია


სოციალურ დიალექტებთან ერთად გამოიყოფა რეგიონულ დიალექტები რაც
საკუთრივ დიალექტოლოგიის საგანს წარმოადგენს.

დიალექტოლოგიის როგორხ რეგიონული დიალექტების შემსწავლელი


დისცოპლინიის, განვითარებას ბიძგი მისცა XIX საუკუნის ბოლოს გავრცელებულმა
თვალსაზრისმა ,რომლის თანახმად არასალიტერატურო რეგიონული დიალექტები
სალიტერატურო ენასთან შედარებით კონსერვატიულია და მათში სესხება უფრო
შეზღუდულია ,რის გამოც ამ დიალექტებში უკეთ არის შემონახული არქაული
ფორმები.

რეგიონული დიალექტების სწავლა შესაძლებელია ორი სხვადასხვა თვალსაზრისით


1.სალიტერატურო ენის ან მეზობელი დიალექტების მონაცემებისგან
დამოკიდებლად-მეტ-ნაკლებად სრული ფონოლოგიური და გრამატიკული აღწერის
მისაღებად; 2. გარკვეულია არეალის ადგილობრივი დიალექტები შეიძლება
ერთმანეთს შევუდაროთ რაღაც ნიშნის მიხედვით მსგავსებისა თუ განსხვავების
დასადგენად. ასეთ კვლევას ხშირად ლინგვისტურ გეოგრაფიას უწოდებენ .

ორენოვნება და დიგლოსია

გარკვეული სოციალური ერთიანობის პირველ რიგში სახელმწიფოს ფარგლებში


შესაძლებელია ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ რამდენიმე ენის
გამოყენება, რაც კონკრეტული საკომნიკაციო სიტუაციით არის განპირობებული.ამ
მოვლენას მრავალენოვნებას ანუ მულტილინგვიზმს უწოდებენ .

განარჩევენ „ინდივიდალურ“ და „ნაციონალურ“ ბილინგვიზმს, სწორედ


ნაციონალური ბილინგვიზმია სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანია.

მულტილინგვიზმის პირობებში ენები და ენათა ვარიანტები ქმნიან ფუნქციურ


იერარქიას. ზოგი მათგანი გამოყენება კომუნიკაციისთვის.

დიგლოსიან საკმაოდ გავრცელებულ, მაგრამ ნაკლებად შესწავლილი მოვლენაა.


იგი შეიძლება სხვადასხვა სამეტყველო სიტუაციით იყოს გამოწვეული.

დიგლოსიის მოვლენამ გააღვივა ინტერესსი სტანტარტული (სალიტეტატურო)


ენების დახასიათებისა და შესძავლისადმი, თვით დიგლოსიის ფენომენის
ანალიზისადმი.

დიგლოსიას განსაზღრავს ენის „მაღალი“ და „დაბალი“ ვარიანტების შორის


განსხვავება დიგლოსიის სიტუაციაშ უაღრესად მნიშნელოვანი სწორი ვარიანტის
ხმარება . მაგლითად,არაბული სამყაროში საუნივერსიტეტო ლექციები
სტანდარტულ ენაზე ტარდება, მაგრამ სავარჯიშოებისთვის ახსნა-განმარტებების
შედგენისას დაბალ ვარიანტს მიმართავენ .

დიგლოსანის დროს სალიტერატურო ენა პრიველეგირებულად მიიჩნევა .ზოგჯერ


ითვლება რეალურ ენად , ხოლო არასტანდარტული ენა იგნორირებულია .

ერთ-ერთი განსხვავება ენას დაბალ და მაღალ ვარიანტებში თავს იჩენს გრამატიკაში


-პირველის გრამატიკული სტრუქტურა გაცილებით უფრო მარტივია.

ძირითადი ლექსიკონი ენის მაღალ და დაბალ სახოებებს ერთი ნაირი აქვთ, თუმცა
ნაწილობრივ განსხვავებულია ლექსიკურ ერთეულთა ფორმა და გამოყენება.

ფონოლოგიური დონეზე ენის მაღალ და დაბალ სახეობებს შორის არ არის


თანმიმდევრული. დიგლოსიის დროს ფონოლოგიური სისტემები შეიძლება
თითქმის ერთნაირი იყოს მაგალითად ბერძნულში ან სრულად განსხვავედობოდეს
ერთმანეთისგან.

ენა და კულტურა

მშობლიური ენა მჭიდროდ და მრავალმხრივ არის დაკავშირებული


საზოგადეობაში ადამიანის ცხოვრების მრავალ მხარესთან. ეს დებულება
სამრთლიანია ყველა ხალხისა და ყველა ენის მიმართ.

ადამიანის ცხოვრების მრავალი ასპექტი იმით განისაზღვრება,რომ ეს ადამიანი


საზოგადოების წევრია . ამგვარი ასპექტების ერთობლიობა კულტურას
წარმოადგენს.

ენათმეცნიერების დარგი რომელიც შეისწავლის საზოგადეობაში არსებულ


ურთიერთმიმართებებს ენასა კულტურას შორის ,ცნობილია ანთროპოლოგიური
ლინგვისტიკის სახელწოდებით. კომპლექსიური დისციპლინა ,რომელიც
შეისძავლის ენობრივი.ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური ფაქტორების
ურთიერთქმედებას ენის ფუნქციენირებისას და ევოლუციის პროცესში ,ცნობილია
ეთნოლინგვისტიკის სახელწოდებით. ცხოველთა ქცევაში ერთი სახეობის შიგნით
არეალური განსხვავებები თითქმის არ დასტურდება , მაშინ როდესაც ადამიანთა
კულტურები.

ლინგვისტური დეტერმინიზმი და რელატივიზმი

ადამიანის როგორც მოაზროვნე არსებობის აქტივობა გარკვეულ ეკოლიგიურ


სივირცეში - ფიზიკურ-ბიოლოგიურ და კულტურულ-სოციალურ გარემოში
მიმდინარეობს.

რეალური სამყაროს სურათი უმეტესად გაუცნობიერებლად აიგება ადმიანთა


მოცემული ჯგუფის ენობრივი ნომრების საფუძველზე.ჩვენ გვესმის, ვხედავთ და
აღვიქვამთ სინამდვილეს ამა თუ იმ კონკრეტული სახით იმის გამო,რომ ჩვენი
საზოგადოების ენობრივი ნორმები განგვაწყობს გარკვეული ინტერპრეტაციის
ასარჩევად .

აქედან გამომდინარე ,სავარაუდოა სხვადასხვა ენა სხვადასხვაგვარ გავლენას


ახდენდეს ადამიანის აზროვნებასა და გამოცდილებაზე.ამას უკავშირდება
ლინგვისტური რელატივიზმისა და ლინგვისტური დეტერმინიზმის ცნებები.

„მსოფლხედვას“ უკავშირდება ენის შინაფორმის ჰუმბოლდტისეული გაგება ,


რომელიც „საგანთხედვასთან“ ერთად „გრამატიკული ხედვასაც“ გულისხმობს

რაც შეეხება ენის გარე ფორმას შინაფორმის გამოვლინებას ,რეალიზაციას


წარმოადგენს- ბგერითი ,გრამატიკული და სხვა საშუალებებით.

უცხო ენის შესწავლის დროს ხშირად გაოცნებას იწვევს განსხვავებები, რომელებიც


ახალი ენას აქვს მშობლიური ენასთან შედარებით.

ბენჯამინ ლი უორფის მიხედვით, პირველი და მეორე ტიპის საშუალებათა კავშირი


„სამყაროს ხედვისთან „ ყველაზე მნიშნელოვანია.

ენა განსაზღვრავს აზროვნებისა და ქცევის ხასიათს. უფრო გავრცელებულია


ნაკლებკატეგორიული დებულება, რომელიც მხოლოდ იმას ამტკიცებს,რომ ენის
ზოგი ასპექტი განაწყობს ადამიანს აზროვნებისა და ქცევის გარკვეული ტიპისადმი.

ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტი ენას ადმიანის გონის უმთავრეს მოღვაწეობად მიიჩნევს.


ენობრივი კოლექტივი ჰუმბოლტის მოძღვრებაში ერთდროლად სოციოლოგიური
და ლინგვისტურ ცნებად გვევლინება.

ენასა და კულტურის ურთიერთმიმართებას იკლევს ეთნოლიგვისტიკა -დარგი


რომელიც კულტურის ხალხის ფსიქოლოგიის ,მითოლოგიის კვლევისას იყენებს
ლინგვისტურ მეთოდებს . ეთნოლინგვისტიკის ინტერესთა სფეროს განეკუთვნება
აგრეთვე კავშირები რომელებიც ენის ფუნქციონირებისა და ევოლუციის პროცესში
მყარდება ენობრივ, ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლიგიურ ფაქტორების
შორის.

დასკვნა

სოციოლინგვისტიკა არის ენათმეცნიერების ნაწილი, ის შეისწავლის იმას თუ როგორ


იცვლება მეტყველება სოციალური ცვლადების მიხედვით განსხვავებულ ჯგუფებს
შორის. მეტყველების სოციოლოგია განსხვავდება სოციოლინგვისტიკისგან იმით,
რომ ეს უკანასკნელი შეისწავლის საზოგადოების გავლენას მეტყველებაზე, მეორე კი
— პირიქით, იკვლევს მეტყველების გავლენას საზოგადოებაზე.

ბიბლიოგრაფია
 გამყრელიძე. თ, თეორიული ენათმეცნიერების კურსი, 2003 გვ.449-464
 ენა და საზოგადოება გვ.449-458
 დიალექტოლოგია და ლინგვისტური გეოგრაფია გვ. 458-459
 ორენოვნება და ლიგლოსია გვ. 459-461
 ენა და კულტურა გვ. 461- 463

You might also like