You are on page 1of 5

სტუდენტი: ანა შუშანაშვილი

ფაკულტეტი: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანი: აკადემიური წერა

რეფერატი

რა მნიშვნელობა აქვს ლინგვისტიკასა და სოციოკულტურა საზოგადოებისათვის?

საზოგადოების დიდი ნაწილი ცდილობს მშობლიურ ენასთან ერთად სხვა დამატებითი


ენასაც დაუფლოს, ეს კი ეხმარება საზოგადოებას უცხო კულტურის გაცნობასა და
ათვისებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არაერთი მოსაზრება. რეფერატის
მიზანია კულტურისა და ენის კავშირის სიღმისეული შესწავლა და განხილვა. ამისათვის კი
ჩვენ გავეცნობით რამდენიმე მკვლევარის ნაშრომს ამ საკითხთან დაკავშირებით. რეფერატში
განვიხილავთ მ. თანდაშვილის, ხათუნა ბოლგვაძის, გ. შაბაშვილისა და ქ. გოჩიტაშვილის
მსჯელობებს ენისა და კულტურის შესახებ. ასევე განვიხილავთ დემას, ოქსანასა და მოელის
საერთო ნაშრომს და ინტახაბ ხანის, ბრუქსის, ობერგის ნაშრომებს.

მკვლევარმა მ. თანდაშვილმა ჩამოაყალიბა კულტურის ცნების განმსაზღვრელი სამი


ძირითადი ელემენტი, როგორც ის ამბობს: (1) კულტურა არის ტრადიციად ქცეული ცოდნა
ანუ სოცუალური ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა სწავლების გზით, ამ
ფენომენს კულტურულ ტრანსმისიასაც უწოდებენ. (2) კულტურა არის იმ ნორმების
ერთობლიობა, რომელსაც სოციალიზაციის პროცესში შევიძენთ და არ არის გენეტიკური [ მ.
თანდაშვილი,http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1
%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90, 04.06.2022 16:22].

განვიხილოთ ხათუნა ბოლქვაძის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. მკვლევარი


მიიჩნევს, რომ მშობლიურ ენას დიდი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ის, რომ
ადამიანი საზოგადოების წევრია განსაზღვრავს ცხოვრების მრავალ ასპექტს, ხოლო
კულტურა ამგვარი ასპექტების ერთობლიობაა (ხათუნა ბოლქვაძე, ბათუმი, 2017, გვ.46).

ქალბატონი ხათუნა ენას განიხილავს, როგორც კულტურის ფენომენს, რომელიც დიდ


როლს ასრულებს კაცობრიობის განვითარების პროცესში., მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ
ასაკში ენის შესწავლაში იმიტაცია გარკვეულ როლს თამაშობს, თუმცა უმნიშვნელოს. ენა
არის ის ფენომენი, რომლის საშუალებითაც ხდება ცოდნის მიღება, დაგროვება და გადაცემა
თაობიდან თაობებში (ხათუნა ბოლქვაძე, ბათუმი, 2017, გვ.47).

საყურადღებოა ბრუქსის მიერ გამოყოფილი კულტურის ხუთი სახესხვაობა: კულტურა 1-


რომელიც ბიოლოგიური არსებების სიცოცხლეს უკავშირდება. კულტურა 2- პიროვნების
კუტურას გულისმობს. კულტურა 3- ცოდნა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. კულტურა 4-
ცხოვრების წესის ცოდნა. კულტურა 5- მიღებული ცოდნის შეჯამება და შედარება
კულტურის შესახებ (ბრუქსი, N3, 204-17, 1968, ).

იგი ასევე აღნიშნავს, რომ კულტურის ისტორიის თუ გეოგრაფიის საკითხის ცოდნა სულაც
არ ნიშნავს კულტურის ცოდნას. როდესაც ნაჩვენებია თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი ამა თუ
იმ გარემოში, როგორ განსაზღვრავს, მაგალითად, ბუნებრივი პირობები ადამიანის
ცხოვრების წესს, სწორედ, მაშინ გახდება ეს პირობები კულტურის ნაწილი. ყველა ეს
მონაცემი ადამიანის ყოფისა და შეხედულებების ჭრილში უნდა ისწავლებოდეს (ბრუქსი, N3,
204-17, 1968, გვ. 210).

ობერგის აზრით, მატერიალური კულტურა აისბერგის ზედა ნაწილს ჰგავს, ასეთი ტიპის
კულტურა ადვილად შესამჩნევია, ისევე როგორც აისბერგი ტურისტებისათვის, თვალით
უხილავი კულტურა კი აისბერგის დაფარული ნაწილია, უხილავ კულტურაში ერთიანდება
სწორედ ღირებულებები, დამოკიდებულებები და კომუნიკაციის წესები (ობერგი, 1960, 177-
182).

გ. შაბაშვილისა და ქ. გოჩიტაშვილის საერთო ნამუშევარში ყურადღება გამახვილებულია


ბრუქსის მიერ აღწერილ კულტურის სახეობებზე, თუ მათგან რომელი უნდა გამოიყენონ ენის
ამა თუ იმ დონეზე. კულტურა 3-სა და 4-ს ისინი საშუალო დონეს უკავშირებენ, რადგან
მიზნად ისახავს ენის კულტურული ცოდნის გაფართოებას ხელოვნების ნიმუშების ან
წერილობითი ტექსტების საშუალებით. კულტურა 5-ს უკავშირებენ მოთხოვნას, რომლის
მიხედვითაც ენის სწავლების ზედა საფეხურის შესაბამისი უნდა იყოს (გ. შაბაშვილი, ქ.
გოჩიტაშვილი, 2020, 2 )

შუქუროვამ გარკვევით ჩამოაყალიბა თუ რას მოითხოვს არამატერიალური კულტურის


შესწავლა. ადამიანს, რომელიც ენასა და კულტურას სწავლობს, უნდა ჰქონდეს ანალიზისა და
ახსნის უნარები, შეეძლოს გადმოსცეს თავისი აზრები და ფიქრები (შუქუროვა, 2017).

დემა, ოქსანა და მოელი საერთო ნაშრომში განიხილავენ თუ რატომ უნდა შეიცვალოს


მიდგომა მასწავლებლებელმა, როდესაც ენას ასწავლის. ენის შემსწავლელმა უნდა ისწავლოს
დამოკიდებულებები, ღირებულებები თუ ცრურწმენები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურის
მოვლენისათვის არის დამახასიათებელი და არა მშრალი ინფორმაცია კულტურის
კომპონენტების შესახებ [დემა, ოქსანა, მოელი.

http://digitalcommons.unl.edu/teachlearnfacpub/181, 04.06.2022. 17:45].

მკვლევარ ინტახაბ ხანის აზრით, კულტურის სწავლება მეორე ენის გაკვეთილზე


ზედაპირულია და მოძველებული მეთოდებით ისწავლება. იგი მიიჩნევს, რომ
მასწავლებელმა მნიშვნელოვანი ლინგვისტური საკითხები უნდა გამოყოს და დააკავშიროს
კულტურის საკითხებთან, რათა სტუდენტებმა შეძლონ ამ საკითხების რეალურ ცხოვრებაში
გამოყენება (ინტახაბ ხან, 2014).

მაშასადამე, წინამდებარე რეფერატში განვიხილეთ სხვადასხვა მკვლევარის მოსაზრება


ენისა და კულტურის მნიშვნელობაზე საზოგადოების განვითარებითვის. ახლა კიდევ
ერთხელ მოკლედ შევაჯამოთ ზემოთ არსებული მოსაზრებები. მ. თანდაშვილი განმარტავს
სიტყვა “კულტურის” მნიშვნელობას და გამოყოფს კულტურის ცნების განმსაზღვრელ
ძირითად ელემენტებს და თვლის, რომ კულტურა შეიძლება ერთი მხრივ, სოც.
ურთიერთქმედებათა სახეების მსაზღვრელია, მეორე მხრივ კი ამ ურთიერთქმედებების
შედეგი. Ენა მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობებს სწავლების გზით. მკვლევარი
ხათუნა ბოლქვაძე ყურადღებას ამახვილებს ენაზე, როგორც კულტურის ფენომენზე. ისიც
თვლის, რომ ენისა და კულტურის საშუალებით ხდება ცოდნის მიღება, რომელიც გადადის
და გროვდება თაობიდან თაობებში. ბრუქსი ყურადღებას ამახვილებს კულტურის ხუთ
სახესხვაობაზე და აღნიშნავს, რომ კულტურის ცოდნა ნიშნავს ისწავლო ყველა მონაცემი,
კულტურის ისტორია თუ გეოგრაფია, თუმცა ადამიანის ყოფისა და ჩვეულებების ჭრილში.გ.
შაბაშვილი და ქ. გოჩიტაშვილიც ბრუქსის მიერ განხილულ კულტურის სახეობებს
განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ ენის სწავლების გაფართოების მიზნით კულტურა 3-ს, 4-სა
და 5-ს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ობერგიც და შუქუროვაც მატერიალურ კულტურას
განიხილავენ, თუმცა ობერგი განმარტავს მატერიალური კულტურის არსს და მას აისბერგის
ზედა ნაწილს ადარებს, რომელიც ადვილად შესამჩნევია, ხოლო შუქუროვა
არამატერიალური კულტურის შესწავლაზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ
უნარებზე, რასაც ენის შემსწავლელი ადამიანი უნდა ფლობდეს. ინტახაბ ხანი თვლის, რომ
მასწავლებლებმა უნდა შეცვალონ ახალი ენისა და კულტურის სწავლების მეთოდი, რადგან
ის ზედაპირული და პასიურია. სტუდენტებმა მიღებული ცოდნის გამოყენება რეალურ
ცხოვრებაშიც უნდა შეძლონ. სწორედ ამაზე არის გამახვილებული ყურადღება დემას,
ოქსანასა და მოელერის საერთო ნაშრომში, რომლებიც მიიჩნვენ, რომ მასწავლებელმა
მიდგომა უნდა შეცვალოს და ენის შემსწავლელს ახალი ენისა თუ კულტურის
ღირებულებები და დამოკიდებულებები ასწავლოს.

ამრიგად, ენის და კულტურის კავშირი ფართოდ გავრცელებული საკითხია. Როგორ თავში


აღვნიშნეთ, მათ საზოგადოების განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
თითოეული მკვლევარი, სიღრმისეულად აანალიზებს ენისა და კულტურის გადამწყვეტ
მნიშვნელობას საზოგადოებისათვის.

ბიბლიოგრაფია:

1. ბოლქვაძე ხათუნა. კულტურული მეხსიერების სემიოტიკური მექანიზმი და კონცეპტის


თარგმნის პრობლემა, დისერტაცია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად, ბათუმი, 2017.

2. შაბაშვილი გ. და გოჩიტაშვილი ქ. , პრაქტიკული აქტივობები და მათი თეორიული


საფუძვლები მეორე ენისა და კულტურის ინტეგრირებული სწავლების პროცესში (ქართული
ენისა და კულტურის მონაცემების მიხედვით), ლინგვისტური ჟურნალის საგანმანათლებლო
როლი, 2020, 2 (4), DOI:10.36534/erlj.2020.02.03

3. ბრუქსი, 1968;
Brooks N. (1968). Teaching Culture in the Foreign Language Classroom. Foreign Language Annals.
V1, N3, 204-17

4. ისტახაბ ხან, 2014;

Intakhab Khan. (2014). Teachers' Perceptions of the Significance of Local Culture in Foreign
Language Learning. Journal of English Language and Literature Volume 1 No.3

5. ობერგი, 1960

Oberg. (1960). Cultural Shock: Adjustment to New Cultural Environments. Practical Anthropology,
os-7(4), 177–182.

6. შუქუროვა, 2017:

Shukurova Zumratkhon Ismoilovna. (2017). Teaching culture of the second language. European


Journal of Literature and Linguistics Scientific journal № 2

ინტერნეტ წყაროები:

1. http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%
94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90
2. http://digitalcommons.unl.edu/teachlearnfacpub/181 ,

You might also like