You are on page 1of 14

ეროვნული კულტურის განსხვავებები

კურსის ავტორი: ნათია დაღელიშვილი

2020
კულტურული
მრავალფეროვნება

... კულტურული მრავალფეროვნების პირველი მიზეზია ახალ


გარემოსთან შეგუება.

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ დედამიწა დაფარა,


გადარჩენის საჭიროებამ კულტურულად განსხვავებული
გზების ძებნას მისცა ბიძგი. მაგალითად, ცივი კლიმატის
ქვეყნებში ადამიანები უფრო თანასწორუფლებიანნი არიან,
ვიდრე ტროპიკული კლიმატის ქვეყნებში.
ეროვნული კულტურული
განსხვავებები

 ერი მთელი მსოფლიოს დამყოფი პოლიტიკური ერთეულია,


რომელშიც ყოველი ადამიანია გაწევრიანებული - რაც მის
პასპორტში ჩანს.

 მსოფლიოში ერების სისტემა მეოცე საუკუნის შუა წლებში


დამკვიდრდა. ერებამდე სახელმწიფო არსებობდა, მაგრამ მას
ყველა არ ეკუთვნოდა, ან მის წევრად თავს არ თვლიდა.

 ერების ჩამოყალიბება წინა საუკუნეებში არსებულ კოლონიურ


სისტემას მოჰყვა. ყოფილი კოლონიური ერების საზღვრები
ახლაც კოლონიურ დაყოფას ასახავს. აფრიკაში, მაგალითად,
ეროვნული საზღვრების ლოგიკა კოლონიურ წყობას ასახავს და
არა განსხვავებული კულტურების საზღვრებს.
ეროვნული კულტურული
განსხვავებები

 ამგვარად, ერი არ არის საზოგადოების ეკვივალენტი,


რომელიც სოციალური ორგანიზაციის ისტორიულ, ორგანულ
ფორმას წარმოადგენს. მკაცრი განსაზღვრებით, კულტურას
ერები კი არა, საზოგადოებები იზიარებენ.

 ამისდა მიუხედავად, მრავალი ერი ისტორიულ


ერთობლიობას წარმოადგენს. ის სხვადასხვა ჯგუფისა და
ხანდახან ნაკლებად ინტეგრირებული უმცირესობებისაგან
შედგება.
ეროვნული კულტურული
განსხვავებები
ერების შემდგომ ინტეგრაციას განაპირობებს შემდეგი
ფაქტორები:
ერთი დომინანტური ეროვნული ენა;
საერთო მასობრივი მედია;
განათლების ეროვნული სისტემა;
სპორტულ ღონისძიებებში ეროვნული წარმომადგენლობა
სიმბოლოებითა და ემოციური მოწონებით;
გარკვეული უნარების ეროვნული ბაზარი;
პროდუქტები და მომსახურება.

ამგვარად, კულტურული განსხვავებების კვლევისას ეროვნება, ანუ


პასპორტით მიკუთვნებულობა, კულტურული დაყოფისათვის
ხშირად სანდო არ არის. მიუხედავად ამისა, ხშირად ეს
კლასიფიკაციის ერთადერთი კრიტერიუმია. მაგ, „ტიპური
გერმანული“.
ეროვნული კულტურული
განსხვავებები
შარლ-ლუი მონტესკიე (1689-1755): არსებობს „ერის ზოგადი
სული“ (რასაც ჩვენ ახლა კულტურას ვუწოდებთ) და
„კანონმდებელი ერის სულს უნდა მიჰყვებოდეს.…იმაზე
უკეთესად არაფერი გამოგვდის, რასაც თავისუფლად და
ჩვენი ბუნებრივი გენიის მიხედვით ვასრულებთ“.
ინსტიტუტები გონებრივ პროგრამებს მიჰყვება და თავისი
ფუნქციით ადგილობრივ კულტურას მიესადაგება.

როგორც ევროკავშირის მაგალითმა აჩვენა, მსგავსი კანონები


განსხვავებულ ქვეყნებში განსხვავებულად მოქმედებს.
კულტურაში შეზრდილი ინსტიტუტები იმ მენტალურ
პროგრამებს ავრცელებს, რომლებზედაც ეს ინსტიტუტები
დაფუძნდა.

ინსტიტუტების გაგება კულტურის განხილვის გარეშე


შეუძლებელია, ხოლო კულტურის გაგება ინსტიტუტების უკეთ
გააზრებას უწყობს ხელს.
ეროვნული კულტურული
განსხვავებები

! უცხოური ინსტიტუციების შემოტანით ჩვენ ვერ შევცვლით


ქვეყნის მოსახლეობის აზროვნებას, განცდასა და ქცევას.

..."ერთიანობა
მრავალფეროვნებაში"
 სუბკულტურა
 ერთი კულტურის ფარგლებში არსებობს განსხვავებული
ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან ჩაცმულობით ,
ვარცხნილობით, გემოვნებით , ინტერესებით , ლექსიკითა და
მეტყველების მანერით, იუმორით, ურთიერთობის ფორმებით ,
ფასეულობებით – მოკლედ, ყველაფერი იმით, რასაც, ზოგადად ,
ცხოვრების წესს ვუწოდებთ.

 სუბკულტურას გაბატონებული კულტურისაგან განსხვავებული


ფასეულობები და ნორმები აქვს, მაგრამ იგი არ უარყოფს , არ
უპირისპირდება გაბატონებულ კულტურას , არ გამოდის მის
წინააღმდეგ, არამედ არსებობს მის ფარგლებში .

 არსებობს ეთნიკური, რელიგიური, ასაკობრივი , კრიმინალური,


პროფესიული და სხვა სუბკულტურები.
 სუბკულტურა

 თუ ევროპაში სუბკულტურა მუსიკისა და ხელოვნების


შედეგად გაჩნდა, რასაც მოყვა მუსიკალური
რევოლუციები, უნიჭიერესი მუსიკოსების და
ლეგენდარული ჯგუფების დაბადება. საბჭოეთში
დამნაშავეებს, ცივსისხლიან მკვლელებს და
კანონიერი ქურდებს მიეკრა სუბკულტურის იარლიყი.
 სუბკულტურის წარმომადგენლები არ იბრძვიან
იმისათვის, რომ საკუთარი ფასეულობანი, იდეები თუ
შეხედულებები საყოველთაოდ აქციონ. პირიქით,
ისინი დაინტერესებული არიან საკუთარი
განსხვავებულობის შენარჩუნებით.
 სუბკულტურა

“როკერობა” არ არის უბრალო ახირება და მას


საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტებიც აქვს.
ადამიანთა ის ერთობა, რომელსაც მეინსტრიმ
საზოგადოება “როკერს” ეძახის, სინამდვილეში
შეიძლება მრავალ სუბკულტურად დაიყოს:
 პანკ (Punk),
გოთ (Goth) და
ემო (Emo) სუბკულტურები.
 კონტრკულტურა

 ის გამოიყენება იმ სოციოკულტურული ნორმების


აღსანიშნავად, რომლებიც ეწინააღმდეგებიან
კულტურის დომინირებულ ფასეულობებსა და
ნორმებს.

 სხვა შემთხვევაში, ის გაიგივებულია 1960-იანი


წლების ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ
ევროპის ახალგაზრდულ ამბოხთან, რაც
თანამედროვე კულტურისადმი კრიტიკული
დამოკიდებულებისა და მისი, როგორც „მამების
კულტურის“ უარყოფის გამოხატულება იყო.
 კონტრკულტურა
 კონტრკულტურა უპირისპირდება
გაბატონებულ კულტურას და აყალიბებს
უმრავლესობის კულტურის საწინააღმდეგო
ფასეულობებსა და  ნორმებს.

ჩვენ … გვზარავს სამყარო, რომელიც მემკვიდრეობით


მივიღეთ, ბავშვობაში ჩვენ დადებითად მივიჩნევდით
ამერიკის ფასეულობებს: თავისუფლება და
თანასწორობა ყველასათვის.“
პორტ-ჰურონის დეკლარაცია ”ახალგაზრდები
დემოკრატიული საზოგადოებისათვის”, 1962 წელი.
 კონტრკულტურა
„მე უკვე აღარ შემიძლია გავიზიარო ამერიკის – ყოველ
შემთხვევაში, დღევანდელი ამერიკის – მორალი. ხვალ,
შეიძლება, დაიბადოს ახალი ამერიკა და მე მოვინდომო მის
ნაწილად გახდომა, მაგრამ დღეს მე ჩემი საკუთარი მორალი
მაქვს და ამერიკა მას არ იღებს”, – ასე გამოხატავდა თავის
პოზიციას ერთ-ერთი სტუდენტი.

„ჩვენი მოღვაწეობა ნაკარნახევია გრძნობით, რომ,


შეიძლება, ჩვენ ვართ უკანასკნელი თაობა ექსპერიმენტისა,
რომელსაც სიცოცხლე ეწოდება“ (პორტ-ჰურონის
დეკლარაცია, 1962). „მე როგორღაც ვგრძნობ, რომ ჩვენ არც
ისე ბევრი დრო დაგვრჩა ჩვენი იდეების დასახვეწად“ (ერთ-
ერთი ჰიპის სიტყვები).
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like