You are on page 1of 2

თეზისი 3 - კომუნიკაციის სტიმულირების ფორმები და მეთოდები

ძირითადი საკითხები:

1. კომუნიკაციის სტიმულირების ხერხები


2. კომუნიკაციის სტიმულირების შეფასება
3. რეკლამის სტიმულირების ეფექტურობის ექვსი ეტაპი

სარეკლამო კომუნიკაციები დღეს ერთობ მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს


რეკლამის დაგეგმვის ჩვევები და მათი გამოყენება დიდი მოთხოვნით სარგებლობს
ინტეგრირებული კომუნიკაციების ერაში.

დღეისათვის სატელევიზიო რეკლამის როლი და მნიშვნელობა სულ უფრო


კლებულობს, რადგან ინტეგრირებული მარკეტინგის გამოჩენით სარეკლამო საშუალებები
არჩევანი ძალიან გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ სარეკლამო კომუნიკაციებს განსაზღვრავენ როგორც დარწმუნების


არაპირდაპირ ფორმას, რომელიც დაფუძნებულია პროდუქტის უპირატესობის ინფორმაციულ
და ემოციურ აღწერაზე. მისი ამონაცაა შეუქმნას მომხმარებელს პროდუქტზე
კეთილგანწყობილი შთაბეჭდილება და მისი ქმედებანი მიმართულია შესყიდვისაკენ, ხოლო
სტიმულირება განიხილება როგორც დარწმუნების პირდაპირი საშუალება, რომლის
საფუძველს წარმოადგენს გარეთა სტიმულები და არა პროდუქტის გამორჩენის თვისებები.
გასაღების სტიმულირების ღონისძიებები ადამიანში იწვევენ ყიდვის დაუყოვნებლივ სურვის,
რის გამოც რეკლამირებული პროდუქტი მყისიერად გაიყიდება.

მთავარი კონცეპტუალური მსგავსება რეკლამისა და გასაღებისა არის ის, რომ ორივე


საშუალება წარმოადგენს მარკეტინგული კომუნიკაციების ფორმას. ისინი ერთი და იგივე
მიზნებს ემსახურება.

რეკლამის მოქმედების ძალა დამოკიდებულია ინფორმაციის გამეორების სიხშირეზეც.


ინფორმაციის ერთხელ მიღება მომხმარებლისათვის არ არის საკმარისი, რადგან ხშირად
ხდება ინფორმაციის დავიწყება.

გასაღების სტიმულირების ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება შეიძლება


აღმოჩნდეს ისეთივე რთული, როგორც რეკლამის ეფექტიანობის შეფასება.

რეკლამის სტიმულირებას გააჩნია ექვსი ეფექტური ეტაპი, ესენია: კონტაქტი,


ინფორმაციის დამუშავება, კომუნიკაციის და მარკის პოზიცირების ეფექტები, მიზნობრივი
მყიდველების ქმედებანი, გაყიდვის მოცულობის გაზრდა და ბაზრის წილი, გაყიდვების
მოცულობის გაზრდა და მოგების მიღება. ეს ეტაპები მოცემულია შემდეგ ნახაზზე:
ლიტერატურა:

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩარიტა ჯაში,


ელისაბედ ხახუტაიშილი, რეკლამა და სტიმულირება, ლექციების კურსი 2012. თავი 4
კომუნიკაციის სტიმულირების ფორმები და მეთოდები (გვ.81-122)

You might also like