You are on page 1of 2

ნიკა მარეხიშვილი

1) ექსკურსიები ანტიკურ ხანაში- ტურიზმი და ექსკურსიები სათავეს იღებს


ანტიკური ხანის ეგვიპტიდან, რომლითაც ფარაონები სარგებლობდნენ,
ხოლო გარკვეული დროის შემდეგ ეს ტენდენცია დამკვიდრდა საბერძნეთსა
და რომში.პრივილეგირებული მოსახლეობის მოგზაურობის მიზანი
ძირითადად იყო განათლების მიღება და დასვენებისგან სიამოვნების
მიღება, ხოლო მოგზაურობის მოტივაციას წარმოადგენდა კომფორტი,
გართობა, გამოცდილების მიღება და ფიზიკური თუ სულიერი
ჯანმრთელობის აღდგენა.
რომაელებმა ტურიზმისა და დასვენების განვითარებისთვის დიდი რესურსი
დახარჯეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში. მათი მიზანი იყო
ცხელ ზაფხულში დაესვენათ საბერძნეთისა და ეგვიპტის საზღვაო
კურორტებზე. მათი მოგზაურობები ითვლებოდა ჯანსაღ დასვენებად თუმცა,
ამასთან ერთად ის შეიცავდა უამრავ გასართობ აქტივობას. რომის იმპერიის
დაცემის შემდეგ, მათი მოწესრიგებული ინფრასტუქტურა მოიშალა, რამაც
რთული და სახიფათო გახადა გადაადგილება.

2) ექსკურსიები შუა საუკუნეებში- შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ახალი


მოგზაურობის ტიპი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის
სხვადასხვა ჯგუფებისთვის. მე-12 საუკუნეში მოსახლეობამ მოგზაურობა
დაიწყო მეცნიერების დაუფლების, რაიმე ახლის შემეცნების მიზნით. ისინი
სასწავლებლად მიდიოდნენ ევროპის საგანმანათლებლო
დაწესებულებებში, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ტურიზმის ახალი ტიპი-
მოგზაურობის გამოყენებით მიზნის მიღწევა.

3) გიდის მომზადება საბერძნეთში- საბერძნეთში, გიდის პროფესიას


საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან. იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს
გიდობა, მან უნდა გაიაროს ერთწლიანი კურსი, რომელსაც
ხელმძღვანელობს საბერძნეთის უცხოეთის ტურიზმის გაერთიანება.
ერთწლიანი კურსის დამთავრების შემდეგ გიდი იღებს ექსკურსიების
ჩატარების უფლების ლიცენზიას იონიის კუნძულსა და ეპიროტის
სანაპიროზე, ხოლო მეორე ერთწლიანი კურსის გავლის შემდეგ გიდს
უფლება აქვს ჩაატაროს ექსკურსია დოდეკანესის ყველა კუნძულზე, კრეტას
ჩათვლით.
ამ 2 კურსის გავლის შემდეგ, სწავლის გაგრძელება შესაძლებელია ათენში
ან თესალონიკში, სადაც 2 წლიანი კურსის გავლის შემდეგ, გიდი იღებს
დიპლომს და შეუძლია გიდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მხოლოდ ამ 2
სკოლის დიპლომირებულ გიდებს შეუძლიათ ექსკურსიის წაყვანა მთელი
ქვეყნის ტერიტორიაზე.

You might also like