You are on page 1of 12

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -

სეუ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

ტურიზმის
საფუძვლები
მეორე თავი (ლექცია ) დოქტორი
კობა არაბული - ეკონომიკის აკადემიური
, სეუ-ს აფელირებული
პროფესორი

2021 წელი, ქ. თბილისი


თავი 2. ტურიზმის განვითარების ისტორია

წინამდებარე თავის მიზანი:


• ადამიანის დაბადებიდან დღევანდელ დღემდე მოგზაურობის, როგორც
თვითონ ადამიანის, სრულყოფის, მისი განვითარების ფორმებისა და სახეების
ჩამოყალიბება;
• ხმელეთსა და წყლის უკიდეგანო სივრცეში მამაცი ადამიანების, კონკრეტული
ხალხების უძველეს მოგზაურობათა გეოგრაფიისა და მიზნების გაცნობა;
• იმის გათვითცნობიერება, თუ როგორ დაიბადა თანამედროვე ტურიზმი
მილიონობით ადამიანის ფათერაკებით აღსავსე მოგზაურობების საფუძველზე;
• იმ ადამიანებისა და ხალხების გაცნობა, რომლებმაც განსაკუთრებული კვალი
დატოვეს ისტორიაში და საფუძველი ჩაუყარეს ჩვენი სამყაროს შესწავლის
მრავალ მეცნიერებას;
• ცალკეული ისტორიული ეტაპების შესაბამისად, მოგზაურობის წიაღში, როგორ
დაიბადა და განვითარდა ტურიზმი, რა მსგავსება და განსხვავებაა ცალკეული
პერიოდების მიზნებს, მოტივაციასა და რეალიზაციის შესაძლებლობებს
შორის.
პირველყოფილი „ტურიზმი“ / პირველი
მოგზაურები
 პრეისტორიული ცივილიზაცია - აფრიკა - ევრ-აზია (დმანისი!)
 ძველი მსოფლიოს იმპერიები - მოთხოვნილება მართვაზე (ინფრასტრუქტურა), მოთხოვნილება
დასვენებაზე (აქტიური და პასიური ფორმები - შეჯიბრებები, ფესტივალები, თერმები...)
 ძველი ეგვიპტე - ფარაონი ნეჰო (აფრიკის გარშემოვლა - ფინიკიელები)
 ძველი ჩინეთი - სიმა ციანი და ჯან ციანი („დიდი აბრეშუმის გზა“);
 ასირიული იმპერია - სამხედრო-გამოყენებითი განვითარება - გზები, საგზაო მაჩვენებლები,
ოთხბორბლიანი საბრძოლო ეტლები (სპარსელები)
 ხმელთაშუა ზღვის ხალხები
• ფინიკიელები - აფრიკის გარშემოვლა; ბორბალი, ფული, დამწერლობა - „ტურისტული ბიზნესის
ფუძემდებლები“.
• კართაგენელები - განონი (აფრიკის დასავლეთი სანაპირო)
• ბერძნები - პითიასი, ჰეროდოტე, სტრაბონი, კლავდიუს პტოლემე, პაუსინიასი - „საბერძნეთის
გზამკვლევი“, ოლიმპიური თამაშები
• რომის იმპერია - გზების ქსელი, საგზაო სასტუმროები, რუკა-გზამკვლევები, აბანოები-თერმები,
 მალაელები - სახელმწიფო შრივიჯაი, დედაქალაქი - მალაკა. ჯონკებით გაიარეს წყნარი ოკეანე
ჰავაიმდე (3000 კმ.ზე მეტი)
მათ პირველი ცოდნა მოგვცეს დედამიწის შესახებ
• თალესი - დედამიწა ნახევარსფეროა
• ანაქსიმანდრე - დედამიწა ცილინდრია
• პითაგორა და არისტოტელე - დედამიწა მრგვალია
• არისტარხე სომოსელი - დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს
• ერატოსთენე კირენელი - პირველმა გამოთვალა დედამიწის დიამეტრი; გამოსახა
დედამიწა ქაღალდზე - კარტოგრაფიის საფუძველი;
• ჰიპარქე - შემოიღო გეოგრაფიული კოორდინატები (გრძედი, განედი);
• კლავდიუს პტოლემე - დატოვა პირველი სახელმძღვანელო
­ ­ , დაამუშავა სამი
გეოგრაფიაში
კარტოგრაფიული პროექცია;
• მარტინ ბერხაიმი - შექმნა პირველი გლობუსი (1492 წელი)
• გერჰარდ მერკატორი - შექმნა პირველი გეოგრაფიული ატლასი (17 საუკუნე).
• ოსმალო ადმირალი ფირი რეისი - 1513 წელს შექმნილი მისი რუკები დღემდე აუხსნელია!
შუა საუკუნეები / დიდი აღმოჩენების ეპოქა
არაბები - ვაჭარი სულეიმანი, მწერალი იბნ-დასტა, მოგზაური ელ-იდრისი, ვაჭარი იბნ-ბატუტა
- წიგნი „იბნ-ბატუტას მოგზაურობა“,
მარკო პოლო - იტალიიდან ჩინეთში
ვიკინგები - ერიკ მწითური და მისი ვაჟი ლეიფი - გრენლანდია, ჩრდილოეთ ამერიკა
ჯვაროსნული ლაშქრობები -
პირველი უნივერსიტეტები - ოქსფორდი, კემბრიჯი, სალამანკა
„ელისაბედის ტური“ - „გრანდ ტური“ - ტომას ნუგენტი „გრანდ ტურის გზამკვლევი“
ბართოლომეუ დიაში - კეთილი იმედის კონცხი, ვასკო და გამა - ახალი გზა ინდოეთისაკენ,
ქრისტეფორე კოლუმბი - „ვესტ ინდოეთი“ (ცენტრალური ამერიკა), ამერიგო ვესპუჩი -
სამხრეთი ამერიკა, ფერნანდო მაგელანი - დედამიწის გარშემოვლა,
კონკისტადორები - ბალბოა (წყნარი ოკეანე), ერნანდო კორტესი (მექსიკა, აცტეკები),
ფრანცისკო პისარო (ინკები, დააარსა ლიმა), პედრო ვალდივია (ჩილეს პირველი
გუბერნატორი)
კონტინენტური ამერიკის კვლევა - ესპანელები
მსოფლიო ტურიზმის განვითარება XVIII-XIX საუკუნეებში
ჩრდილოეთი ამერიკა - ჯონ კაბოტი, მარტინ ფრობიშერი, ჯონ დევისი, ჰენრი ჰუძონი, თომას
ბატონი, რობერტ ბოლოტი, უილიამ ბაფინი, ლიუკ ფოქსი;
„სამხრეთის მატერიკი“ - ავსტრალიის კვლევა - ფრენსის დრეიკი, ალვარო საავედრა, ანდრეს
ურდანეტი, ალვარო მენდენა, აბელ ტასმანი (კუკამდე 200 წლით ადრე აღმოაჩინა
ავსტრალია, თუმცა ეს აღმოჩენა ჰოლანდიელებმა „დაუმალეს“ მსოფლიოს, განსაკუთრებით
დიდ ბრიტანეთს), ჯეიმს კუკი.
აფრიკა - მუნგო პარკი, ალექსანდრე ლენგი, ბარტი, კლაპერტონ-დენხემ-ოუდნი, სპიკი, დავით
ლივინგსტონი, სტენლი, კოვალევსკი, იუნკერი, ელისეევი.
მსოფლიო ოკეანის კვლევა - გარსაქვეყნო მოგზაურობები: ბუგენვილი, ჯეიმს კუკი, ფრანსუა
ლაპერუზი, ოტო კოცებუ, უილიამ ედვარდ პირი, ფრედრიკ ბიჩი, ჟიულ დიუმონ
დიურვილი, რობერტ ფიც-როე, ჟივილ ტომსონი, სტეფანე მაკაროვი და სხვები. გემები:
„პერსეი“, „ვიტიაზი“, „მიხეილ ლომონოსოვი“, „აკადემიკოსი კოროლიოვი“, „აკადემიკოსო
კურჩატოვი“, „პლანეტ“, „მიხეილ სარსი“, „ანდრეი პერვოზვანნი“, „ერმაკი“, და ა.შ.
არქტიკის მკვლევარები - ფრიტიოფ ნანსენი, რობერტ პირი, „ჩრდილოეთის დიდი ექსპედიცია“,
ვრანგელი და მატიუშკინი, გემსკერკი და ბარენცი, მაკაროვი, ნობილე, შმიდტი,
„ჩელუსკინელები“, „სედოვი“, „ბელგიკა“, „იოა“, „ტაიმირი“ და „ვაიგაჩი“, „მოდი“, „არქტიკა“.
ანტარქტიდის მკვლევარები - ბელინსჰაუზენი და ლაზარევი, როსი, რობერტ სკოტი, შეკლტონი,
როალ ამუნდსენი, ბერდი, სომოვი, „დისკავერი“, „სკოტია“, „დოიჩლანდი“, „პერკუა პა“.
• მე-18-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი იყო მოგზაურობის სრულიად ახალი მიზნების
წარმოჩენა, ესაა გართობა და ბუნებაში დასვენება.
• მე-18-მე-19 ს.ს. დასაწყისში ევროპული ქვეყნების ახალგაზრ­დებს შორის გავრცელება ჰპოვა
„გრანდ-ტურებმა“ ევროპის მსხვილ ქალაქებში
• XIX ს-ის შუახანებში ტურისტების კონტინგენტი გაფართოვდა ინტელიგენციისა და
სტუდენტების ხარჯზე.
• მე-19 ს-ის მეორე ნახევარი ხასიათ­დება მასობრივი ტურიზმის განვითარე­ბის დასაწყისად.
• ევროპელების ამერიკაში გადასახ­ლებამ განავითარა მასობრივი საერთა­შო­რისო ტურიზმი.
• პირველი მოგზაურობა, რომელიც გახდა მომავალი პაკეტ-ტურის პრო­ტო­ტიპი,
ორგანიზებულ იქნა 1841 წ. თომას კუკის მიერ - თანამედროვე ტურიზმის ერა!
• შიდა და საერთაშორისო მასობრივი ტურიზმის განვითარებამ განაპირობა მაღალი კლასის
სასტუმროების მშენებლობა, სარესტორნო ბიზნესის განვითარება.
• XIX საუკუნის დასაწყისიდან საზღვაო ტურიზმის განვითარების ეპოქა იწყება.
ტურიზმის ისტორიული ეტაპები XX საუკუნეში
• 1769 წ. გერმანელი გამომგონებლების გ. დაიმლერის და კ. ბენცის მიერ შიგა წვის ძრავის მქონე
ავტომობილის შექმნამ კაცობრიობას გადაადგილების სწრაფი და კომფორტული საშუალება
მისცა.

• 1903 წ. ამერიკაში ძმებმა რაიტებმა გამოიგონეს თვითმფრინავი, ამავე დროს ჩნდება პირველი
თვითმფრინავები ევროპაში.

• XX საუკუნის დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომამდე – მასობრივი სპეციალიზირებული


ტურიზმის დასაწყისი (ჩასახვის პერიოდი);

• მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი – მასობრივი „სოციალური“ ტურიზმი;


ტურისტული ინდუსტრიის, როგორც დარგთაშორისი ­
კლასტერის (კომპლექსის)
ჩამოყალიბება, რომელიც ქმნის საქონელს და მომსახურებას ტურისტებისათვის.

• XX საუკუნის დასასრული XXI საუკუნის დასაწყისი - თანამედროვე ეტაპი - ტურიზმის „საუკუნის


ეკონომიკურ ფენომენად“ ჩამოყალიბება;
„ძველი“ და „ახალი“ შვიდი საოცრება
ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. II საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ელინისტ მოგზაურთა
შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც
იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ
კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში . აღსანიშნავია, რომ ამ სიაში
მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული
არ იყო
7 ივლისს 2007 წელს, „სამი შვიდიანის” დღეს, პორტუგალიის დედაქალაქ - ლისაბონში
დასახელ-და თანამედროვე შვიდი საოცრება. ისინი არიან: ჩინეთის დიდი კედელი, ტაჯ-
მაჰალი, კოლიზე-უმი, ქ. პეტრა, ქრისტეს ქანდაკება, ჩიჩენ იცა, მაჩუ პიქჩუ
ახალი შვიდი საოცრების კონკურსის ფინალისტები: სიდნეის ოპერის თეატრი, აია-სოფია, ათენის
აკროპოლი, ალ-გამბრა, ანგკორი, მოაი, კრემლი, ნოიშვანშტაინი, თავისუფლების ქანდაკება,
სტონხენჯი, ტამბუქტუ, ტაძარი კიემირუ დზერა, ეიფელის კოშკი
შეგიძლია თუ არა ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენება?

სარეიტინგო (წერითი) დავალება


მსოფლიოს 7 საოცრების ნუსხა კაცობრიობამ უკვე ორჯერ შეადგინა. ჩვენ არაერთხელ
ვისაუბრებთ (გავიხსენებთ) მათ შესახებ. მართალია თქვენ ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს
ტურიზმში, მაგრამ მოდით დავფიქრდეთ და შევადგინოთ „საქართველოს შვიდი საოცრების “
თქვენეული (ალბათ უფრო ემოციური) ნუსხა. თქვენ, როდესაც მეოთხე კურსზე იქნებით და
საბაკალავრო შრომისთვის დაიწყებთ მზადებას, კიდევ ერთხელ (უკვე მიღებულ ცოდნაზე
დაფუძნებით) მოგიწევთ იგივე დავალების შესრულება - ძალიან საინტერესო იქნება,
რამდენად განსხვავებული იქნება ხედვა?

საპრეზენტაციო დავალება
რაიონი (მუნიციპალიტეტი), რომლის ტურისტული პოტენციალის შესახებაც აპირებ
პრეზენტაციის მომზადებას, შენთვის უკვე ცნობილია. ნურც დაიზარებ და ნურც მოგერიდება -
თქვენს პედაგოგთან შეათანხმეთ პრეზენტაციის სავარაუდო სქემა , მოამზადეთ თქვენი
მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებთ დავალების შესრულებას.

You might also like