You are on page 1of 64

7) ეგვიპტე.

1. ძვ.წთ. IV ათასწ. - მენესმა (ფარაონმა) შექმნა ერთიანი ეგვიპტე. გააერთიანა ჩრდ. და სამხ.
ქვეყნები ეგვიპტეში.
2. მუმიფიცირება - დაბალზამება - სწამდათ იმ ქვეყანაში დასჭირდებოდა
3. ძვ.წთ XVII ს - დაიპყრეს აზიიდან მოსულმა ჰიქსოსებმა (უცხოური მმართველი)
4. ეგვიპტელი ქურუმი მანეთონი მათ ,,მწყემსების მეფეებს‘’ უწოდებს
5. ჰიქსოსებისგან ისწავლეს სამხედრო ხელოვნება
6. ძვ.წთ XV ს-ის I ნახ. თოთმეს III- ყველაზე დიდია ეგვიპტე
7. ძვ.წთ XIV ს - რეფორმატორი ფარაონი ამენხოტეპ IV (პირველი პიროვნება). ჩაატარა რელიგიური
რეფორმა. შექმნა ერთი ღმერთი- ატონი- მზის ღმერთი.
8. ახეტატონი- დედაქალაქი
9. ეხნატონი - დაირქვა
10. ნეფერტიტი -- ცოლი
11. ტუტანხამონი - შვილი (ერთადერთია მისი აკლდამა გაუძარცვავი)
12. ძვ.წთ 1274წ (1312) - ქადეშის ბრძოლა
13. ეგვიპტე - რამზეს II ფარაონი ძვ. ხეთები მუვათალი მეორე
14. ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა
15. დაიდო მსოფლიოში I საზავო ხელშეკრულება- მისი ასლი გაეროს შტაბბინაშია
16. კოპტები -- ძვ. ეგვიპტელების ჩამომავლები
8) შუმერი და ბაბილონი.
1. ძვ.წთ. IV-III ათასწ. მესოპოტამიაში (შუამდინარეთში) შუმერები
2. გამოგონება-- ლურსმული დამწერლობა, I კანონები
3. ,,გილგამეშიანი“ - უძველესი შუმერული პოემა მეფე გილგამეშზე - ურუქის მეფე.
4. შუმერი დაიპყრეს აქადელებმა- სემიტურმა ტომებმა
5. ძვ.წთ XXIV ს სარგონ დიდი აქადელი - ყველაზე ძლიერი მეფე
6. ძვ.წთ IIათასწ.- აღორძინდა ბაბილონის სამეფო
7. ძვ.წთ. XVIII ს - ბაბილონის მეფის ჰამურაბის კანონები, ჩვენამდე მოღწეული I კანონები
8. დედაქალაქი ბაბილონი (8 კვ. კმ-ზე) მდ- ევფრატის შუა წელზე
9.ახალბაბილონურ სამეფოს ყველაზე ძლიერი მეფეა ნაბუქოდონოსორი II (ძვ.წთ. 605-562)
10. ძვ.წთ 586 წ დაიპყრო იერუსალიმი- ებრაელები გადაასახლეს

11. ძვ.წთ. 539 წ- ბაბილონი დაიპყრო კიროს IIდიდმა(აქემენიანთა სპარსეთი)


9) ასურეთი,ხეთები, ურარტუ
1. ჩრდ. მესოპოტამიაში მდ.ტიგროსის შუა წელზე ძვ.წთ.II ათასწ.დედაქალაქი. აშური
2. მთავარი ღმერთიც აშური.
3. ისტორია ორ ნაწილად იყოფა - ძველასურული ძვ.წთ XX-ს-დან, ახალასურული ძვ.წთ IX-VII
4. ორი დედაქალაქი აშური და ნინევია
5. მთავარი დამსახურება - სამხედრო ხელოვნების დახვეწა.საფუძველი ჩაუყარეს იმპერიის ხისტ
პოლიტიკას
6. შემოიღეს ხალხთა მასობრივი დეპორტაცია- გადასახლება
7. ძვ.წთ 614 წ აშური, ძვ.წთ 612 წ ნინევია დაიპყრო ახალბაბილონმა, მიდიამ და ეხმარებოდნენ
სკვითები.
ხეთები.
სახლობდნენ მცირე აზიაში(დღ. თურქეთის
ტერიტორია) ინდოევროპული წარმოშობის ხალხი
დედაქალაქი ხათუსა
ითვლებიან I მეფოლადეებად
1274 წ ძვ.წთ ქადეშის ბრძოლა . I ხელშეკრულება
მუვათალი II ამ ბრძოლაში დაიჭრა და მისმა ძმამ ხათუსილი III -მ დადო ხელშეკრულება რამზეს
მესამესთან.(პირველი ზავი-ასლი გაეროს შტაბბინაში).
ძვ.წთ. XIII ს-ის ბოლოს ,, ზღვის ხალხების“ შემოსევების შედეგად პატარ-პატარა სახელმწიფოებად
იშლება და წყვეტს არსებობას.
ურარტუ
სახლობდნენ ვანის ტბის მიდამოებში ძვ.წთ IX-VII სს-ში
ძვ.წთ. IX ს ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს
დიაოხზე (შაშილუ)
ძვ.წთ VIII ს მენუას შვილი არგიშთი I ლაშქრობს
დიაოხზე (ზუა)
ძვ.წთ VIII ს-ის შუახანებში სარდური II ლაშქრობს კოლხაზე- იღებს სამეფო ქალაქს ილდამუშას
ძვ.წთ 590წ - მის დედაქალაქს ტუშპას იღებენ მიდიელები,კიმირიელების დახმარებით(ბევრი
საერთო სიტყვა გვაქვს) არალე - ნაყოფიერების ქალღერთი. აქედან არი-არალე- ჩვენი სიმღერა.
10) უძველესი ქართული სახელმწიფოები.
1. დაიაენი - ასურულად , დიაოხი ურარტულად. სამხ.-აღმ. საქართველო..
2. ძვ.წთ. 1112 წ- ასურეთის მეფე თიგლათფილესერ I - ჩრდილოეთით ლაშქრობდა
3. თიგლათფილესერ I - ებრძვის დაიეანს. მეფე სიენი ტყვედ ჩაიგდო. მიაღებინა ,,აშურის რწმენა”
გამოუშვა(რატომ?)
4. სიენს ეხმარებოდა ,, ნაირის“ ქვეყნების “ 60 მეფის ლაშქარი
5. IX ს-ის (ძვ.წთ) II ნახევარში დიაოხზე ლაშქრობს ურარტუს მეფე მენუა (კლდეზე
ამოკვეთილი ლურსმნული წარწერები გვამცნობს)
6.მენუამ აიღო დიაოხის სამეფო ქალაქი შაშილუ.
7. ძვ.წთ.VIII ს-ის I ნახ. მენუას ვაჟი არგიშთი I ლაშქრავს დიაოხს - აიღო სამეფო ქალაქი ზუა
8. ორივე ურარტუელ მეფეს უჯანყდებოდა დიაოხის მეფე უტუფურსი, ამან დაასუსტა დიაოხი.
9. ძვ.წთ VIII ს-ის 60-იანი წლები დიაოხი წყვეტს არსებობას
10. დიაოხი გაიყვეს კოლხამ- ჩრდ. ნაწილი შეიერთა ,და ურარტუმ- სამხ.ნაწილი
11. ურარტუს მეფე სარდურ II ძვ.წთ. VIII ს-ის 40- იან წლებში 2-ჯერ ლაშქრავს
კოლხას,იღებს სამეფო ქალაქს ილდამუშას
12. ძვ.წთ. VIII ს-ის ბოლოს ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან კოლხას თავს ესხმიან კიმირიელები.
13. ძვ.წთ VII ს-ის 80-70 -იან წლებში კოლხას თავს ესხმიან სკვითები (კასპიისპირეთიდან-
დარიალის გამოვლით). ამ ორმა შემოსევამ დაასუსტა.
11) აქემენიანთა სპარსეთი (ძვ.წთ.VI-IV სს)
1. დინასტიის დამფუძნებელი აქემენი - აქედან აქემენიანები
2. ძვ.წთ. 558-530. კიროს II დიდი აყალიბებს იმპერიას.
3. 550 ძვ.წთ. დაამარცხა მიდიელები.

4. 539 ძვ.წთ. დაამარცხა ბაბილონი და გაათავისუფლა იერუსალიმი, ებრაელები დააბრუნა. ამის


გამო
5. კიროს II დიდს ყველაზე დიდი პატივი მიეგება ბიბლიაში.
6. კიროს II-მ პირველად დაუშვა რელიგიური ავტონომია, საფუძველი დაუდო იმპერიის მართვის
რბილ პოლიტიკას.
7. კამბიზ II 530-522 ძვ.წთ - დაიპყრო ეგვიპტე (ძვ.წთ 526)
8. დარიოს I 522-486 ძვ.წთ - რეფორმატორი მეფე
9. დარიოსის რეფორმები: ა) ენა არამეული, ბ) სამართალი ბაბილონური,
გ) ადმინისტრაციული- დაყო 20 სატრაპიად ანუ ოლქად (18 და 19 სატრაპიებში ქართველური
ტომები სასპერები და სამხ. კოლხური ტომები)
დ) სამხედრო - დაიყო ტოპარქიებად (სათავეში
ტოპარქი)
10. ტოპარქები და სატრაპები მხოლოდ მეფეს
ემორჩილებიან
11. დედაქალაქი - პერსეპოლისი- თეთრი ქალაქი. სასახლეს ჰქვია აპადანა
12. პირადი გვარდია - 10 ათასი უკვდავი.
13. ტიტული- „მეფეთა მეფე და მთელი ქვეყნიერების მეფე“- იწყებს ომს ბერძნებთან.
13. 490 ძვ.წთ. დარიოს I დამარცხდა ათენთან მარათონის ბრძოლაში
14. ქსერქსეს ბრძოლები ბერძნულ პოლისებთან:
ა} 480 ძვ.წთ. თერმოპილეს ყელთან სახმელეთო, სამას სპარტანელთან, გაიმარჯვა ქსერქსემ
ბ) 480წ. ძვ.წთ- სალამინის საზღვაო
ბრძოლა
გ) 479წ.ძვ.წთ- პლატეას სახმელეთო
ბრძოლა
გ) 479წ.ძვ.წთ- მიკალის კონცხის საზღვაო ბრძოლა - ამ ბრძოლებში ქსერქსე დამარცხდა
15. 449 წ.ძვ.წთ (კალიასის ზავი) -- სპარსეთსა და ბერძნებს შორის სპარსეთი დამარცხდა.
16. 334-330 წ.ძვ.წთ უკანასკნელი აქემენიანი მეფე დარიოს III მარცხდება ალექსანდრე
მაკედონელთან. აქემენიანთა სპარსეთმა შეწყვიტა არსებობა.
12) ფინიკია
1. მდებარეობა - ხმელთაშუა ზღვის აღმ. სანაპიროზე, დღევანდელი - სირია, ლიბანი, ისრაელის
ტერიტორიაზე.
2. ცნობილი ქალაქები -- სიდონი, ბიბლოსი, ტვიროსი, უგარიტი
3. ძვ.წთ. XIV ს.- პირველი მოხსენიება
4. ბატონობდნენ ხმელთაშუა ზღვაზე, იყვნენ ცნობილი ვაჭრები, აარსებდნენ კოლონიებს,
ხმელთაშუაზღვისპირეთში.
5. ფინიკიური კოლონიებია: გენუა, პალერმო, ალიკანტე, კადისი, მალაგა, ტრიპოლი, ტანჟერი და
სხვა
6. ძვ.წთ. 814 წ ტუნისის ტერიტორიაზე დააარსეს ქალაქი- კოლონია კართაგენი.( გადმოცემით მეფე
პიგმალიონმა)
7. ძვ.წთ. VII ს-ში ასურეთმა დაიპყრო ტვიროსი, ბიბლოსი, სიდონი
8. ძვ.წთ. III-II ს. ს-ში პუნიკური ომები რომსა და კართაგენს შორის
9. რომმა გაიმარჯვა; კართაგენი გადახნეს
10. დამსახურება - ფინიკიელებმა კაცობრიობას მისცეს პირველი ანბანური დამწერლობა. აგრეთვე
ხომალდები, მიწაყრილები - მეფე ჰირამის დროს
13) ბერძნული პოლისები.სახელმწიფოს მმართველობის ფორმები
1. პოლისი - ქალაქ-სახელმწიფო, თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება
2.ბერძნული მმართველობის ფორმები:
ა) მონარქია - ერთმმართველობა მემკვიდრეობითია. ძვ.საბერძნეთში ცოტა იყო
ბ) ოლიგარქია - მცირეთა მმართველობა: 1)არისტოკრატიული - დიდგვაროვნების მმართველობა
2)ტიმოკრატიული -მდიდრების მმართველობა.
გ) ტირანია -- ასევე ერთმმართველობა ოღონდ არა ღვთის ნებით და არ არის
მემკვიდრეობითი
დ) დემოკრატია -- ხალხის მმართველობა -- დემოსის მმართველობა
3. დემოკრატიის საუკეთესო ნიმუშია ათენი
4. საბერძნეთში დაწინაურდა ორი პოლისი ათენი და სპარტა
5. სპარტა -- სამხ.საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა ძვ. წთ IX ს-ში
6. ჩამოაყალიბეს დამპყრობელმა დორიელებმა (ინდოევროპული ტომები)
7. ჰელოტი -- დაკაბალებული სპარტანელი მიწათმოქმედი
8. სპარტას მეორე სახელი -- ლაკონიკა- აქედან ლაკონური საუბარი
9. სათავეში 2 მეფე -- ირჩევდნენ, არიან უმაღლესი ქურუმები და მხედართმთავრები
10. უხუცესთა საბჭოს ჰქვია -- გერუსია - სათათბირო ორგანო, სახალხო კრება - აპელა -
საკანონმდებლო ორგანო
11. კანონმდებელი ლიკურგე
12. კანონების შესრულებას უზრუნველყოფს 5 არჩეული ეფორი
13. პერიეკები -- პოლიტიკურად უუფლებო სპარტანელები
14.ათენში -- დრაკონის კანონები ძვ.წთ.- 624წ I წერილობითი კანონები საბერძნეთში, ძალიან
სასტიკი, მაგრამ პირველი ჩაწერილი კანონებია.
15. ძვ.წთ.- 594წ ათენში სოლონის რეფორმები. ძალიან დემოკრატიული
16.სახალხო კრებას ჰქვია - ეკკლესია - საკანონმდებლო ორგანო..
17.ოთხასთა საბჭო -- ბულე - სათათბირო ორგანო.
18. ძვ.წთ.- 500წ - კლისთენეს რეფორმებმა ათენში საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია შემოიღო
ოსტრაკიზი -- ვისაც ხალხი ჩათვლიდა საშიშად დემოკრატიისთვის მას ათენიდან აძევებდნენ.
( ხის ფირფიტაზე წერდნენ მის სახელს)
19 პერიკლე ათენის არქონტ-სტრატეგოსი პელოპონესის ომის დროს...
14) დიდი ბერძნული კოლონიზაცია და მისი შედეგები
1. განაპირობებდა:
ა) დემოგრაფიული -- სტენოხორია - ანუ ჭარბი მოსახლეობა
ბ) ეკონომიური -- ჭარბი პროდუქტი უნდა გაეტანათ, გაესაღებინათ
გ) პოლიტიკური -- არჩევნებში დამარცხებული პარტია ტოვებდა ქალაქს თავის მომხრეებიანად.
(მეტროპოლისი- დედაქალაქი)
2. ოიკისტი-- ექსპედიციის ხელმძღვანელი, ყველაფერზე პასუხისმგებელია
3. ორაკული(მისანი,წინასწარმეტყველი)-- ქ. დელფოში მასთან ჩადიოდნენ რჩევის საკითხავად
4. კოლონიზაცია წარიმართა სამი მიმართულებით :
ა) დას-ით -- იტალია,ესპანეთი
ბ) სამხ-თით ჩრდ. აფრიკა, ეგვიპტე
გ) აღმ-ით- ბოსფორ-დარდანელის გავლით შავი ზღვის სანაპიროებზე
5. ბერძნული პოლისები შავი ზღვის სანაპიროებზე :
I - ჩრდ. შავი ზღვისპირეთში -- ოლვია, ხერსონესი, თეოდოსია და სხვა
II -- აღმ. შავი ზღვისპირეთში (ჩვენთან)—დიოსკურია-სოხუმი, პიტიუნტი- ბიჭვინთა,
გიენოსი- ოჩამჩირე, ფაზისი- ფოთი.
III - სამხ. შავი ზღვისპირეთში --სამსუნი, ტრაპეზუნტი,კერასუნტი და სხვა
6. ჩრდ. შავი ზღვისპირეთში ბერძნებმა შექმნეს ბოსფორის სამეფო, სამხ. შავი ზღვისპირეთში
შექმნეს პონტოს სამეფო. ვერ შექმნეს აღმ. შავი ზღვისპირეთში, აქ იყო ძლიერი კოლხეთი
7. სტრაბონი - რომაელი ისტორიკოსი (I-I ს.ს) გეოგრაფიის მამა, იძლევა ცნობებს კოლხეთზე
8. კოლხური თეთრი - ქართული ვერცხლის ფული- ძვ.წთ VI-III ს.ს
9. სური-სურიუმი - გათხრების შედეგად კოლხეთში აღმოჩენილი ქალაქი
10. ადგილობრივი კოლხური ქალაქებია -- ვანში, საირხეში, დაბლაგომში, აგრეთვე აია - ქუთაია
დედაქალაქი
11. ჰეროდოტეს ცნობა,რომ მეოტიდის ზღვიდან (აზოვი) მეწამულ ზღვამდე ( წითელი) ოთხი
ჯიშის ხალხი - კოლხები, სასპერები (ქართველები), მიდიელები და სპარსელები
12. კოლხეთი სპარსეთს უხდიდა ნებაყოფლობით ხარკს 5 წ-ში ერთხელ. 100 ქალი და ვაჟი
13. სასპერი-სპერი-იბერი - დღეს ისპირი შედის თურქეთში. ქართველური ტომები. შედიოდნენ XIX
სატრაპიაში
14.სათავეში ედგათ მამასახლისი - გვარის უფროსი
15. მესხური ტომების მოძრაობა - მცხეთა-მესხთა და სამცხე-სამესხე
15) ბერძენ-სპარსელთა ომები
1. ძვ.წთ. VIს-ის ბოლოს დარიოს I-მა (სპარსელების მეფე) ხიდი ბოსფორზე უტევს ევროპაში
სკვითებს. დამარცხდა (სკვითების პარტიზანული ბრძოლა)
2. ძვ.წთ. 500წ იონიის საბერძნეთში აჯანყება. მხარი დაუჭირა ათენმა
3. ძვ.წთ. 493წ ქარიშხალმა იხსნა ათენი
4. ძვ.წთ. 490წ მარათონის ბრძოლა დარიოსი. სპარსელთა და ათენს შორის. დარიოსი დამარცხდა
ათენთან
5. ფიდიპიდესი -- შიკრიკი, ამბავი მიიტანა ათენში მის საპატივსაცემოდ მარათონის დისტანცია
ოლიმპიადაში
6. თემისტოკლე იწყებს ფლოტის მშენებლობას ათენში
7. ძვ.წთ. 480წ ქსერქსე შეიჭრა საბერძნეთში
8. თერმოპილეს ყელი -- ჩრდ. საბერძნეთიდან შუა საბერძნეთში შესასვლელი ვიწრო ადგილი.
ლეონიდასმა 300 კაცით გააჩერა 3 დღე.
9. ევრიბიადესი - სპარტანელი სარდალი, ფლოტს ჩაუყენეს ბერძნებმა
10. ძვ.წთ. 480წ სალამინის ყურეში შეიტყუა თემისტოკლემ. ბერძნების ბრწყინვალე გამარჯვება
11. ქსერქსე წავიდა დატოვა სარდალი მარდონიოსი
12. ძვ.წთ. 479წ ბერძნებმა სპარტანელი პავსანიასის მეთაურობით პლატეასთან დაამარცხეს
სპარსელები
13. ძვ.წთ. 479წ მიკალის კონცხთან- ისევ ბერძნებმა გაიმარჯვეს საზღვაო ბრძოლაში
14. ძვ.წთ. 449წ კალიასის ზავი სუსაში. სპარსეთი დამარცხდა, ხარკი იკისრა.
16) ათენის კავშირი-საზღვაო იმპერია
1. ძვ.წთ. 479წ ათენის ინიციატივით შეიქმნა პირველი ,, საზღვაო კავშირი“,ხაზინა კუნძულ
დელოსზე, ამიტომ მეორენაირად ,, დელოსის კავშირსაც“ ეძახიან
2. ათენი სთავაზობდა მოკავშირე პოლისებს გარკვეული ანაზღაურების ფასად ფლოტის აგებას და
დაკომპლექტებას. ათენი გამდიდრდა.
3. ათენის პორტს შემოარტყეს პირეოსის გალავანი.
4. ხაზინა გადავიდა ათენში. ათენი იმპერიის ცენტრი გახდა.
5. ათენის მოქალაქეობა დაფასდა, ამიტომ მისი მიღება შეეძლოთ მხოლოდ მათ ვისაც ორივე
მშობელი ათენელი ჰყავდა. {პერილემ გაატარა}
6. ძვ.წთ. 443-429- არქონტ-სტრატეგოსი ათენში არის პერიკლე- მან თავის შვილებს ვერ გაუკეთა
ათენის მოქალაქეობა
7. ოსტაკიზმი - დემოკრატიისთვის საშიშ პირებს აძევებდნენ.ეს იყო არჩევნები პირუკუ.
8. ძვ.წთ.V ს-ის 60-იან წლებში ათენის გაძლიერებით შეშფოთებულმა სპარტამ შექმნა
,,პელოპონესის კავშირი“.
9. ,,პელოპონესის კავშირს“ შეუერთდა ათენის საზღვაო მეტოქე კორინთო და ოლიგარქიული
წყობის მქონე პოლისები
10. იწყება კონფლიქტი ,,ათენის კავშირსა“ და ,,პელოპონესის კავშირს“ შორის.
17. პელოპონესის ომი
1. ათენსა და სპარტას შორის - ძვ.წთ.431-404
2. საბაბი: ათენი ჩაერია კორინთოსა და კორკირას კონფლიქტში
3. ათენმა მხარი დაუჭირა კორკირას, სპარტამ კორინთოს
4. შედგება 3 ნაწილისაგან.
5. 1 ეტაპი: ძვ.წთ. 431-421, ჰქვია სპარსის მეფის არქიდამოსის სახელი - ,,არქიდამოსის ომი“
6. ძვ.წთ. 430წ შავი ჭირი ათენში,შეიწირა 30000 კაცი, მათ შორის პერიკლე და მისი ვაჟები
7. პერიკლეს შემდეგ არქონტი გახდა კლეონი
8. პირველი ეტაპი უშედეგოდ დამთავრდა
9. მეორე ეტაპი: ძვ.წთ. 418 წ მანტინეას ბრძოლა. ყველაზე მსხვილი სახმელეთო ბრძოლა
პელოპონესის ომში
10. არგოსი ებრძვის სპარტას, ეხმარება არგოსს ათენელი სარდალი ალკიბიადე, ამის მიუხედავად
სპარტამ გაიმარჯვა.
11. ძვ.წთ. 415-413 წწ სიცილიის ექსპედიცია ათენის მიერ მოწყობილი
12. ათენელი სარდალი ალკიბიადე გადადის სპარტის მხარეს, ათენი სიცილიაზე დამარცხდა
13. მესამე ეტაპი: ძვ.წთ.411წ სიმესთან ათენელთა ფლოტმა გაანადგურა სპარტა (ალკიბიადე კვლავ
ათენის მხარესაა)
14. ძვ.წთ. 410წ ათენმა კიზიკოსთან ხმელეთზეც დაამარცხა სპარტა
15. ძვ.წთ. 406წ სპარსელთა ახალი სარდალი ლისანდროსი ამარცხებს ათენს
16. ძვ.წთ. 405წ ლისანდროსმა აეგოსპოსტამოსთან დაამარცხა ათენელთა ფლოტი. დაიწყო ათენის
ალყა
17. ძვ.წთ.404წ სპარტამ აიღო ათენი. ომი დამთავრდა. ათენში დამყარდა ე.წ ,,30-ის ტირანია“, თუმცა
რამდენიმე წელიწადში ტირანები დაამარცხეს და კვლავ დემოკრატიაა.
18) ალექსანდრე მაკედონელი, ელინიზმი
1. ძვ.წთ. 356-323 ალ.მაკედონელი, მამა ფილიპე II დედა ოლიმპიადა, მასწავლებელი არისტოტელე
2. ძვ.წთ. 336 20 წ ასაკში მეფე. მიზნად დაისახა მსოფლიოზე გაბატონება
3. ძვ.წთ. 334 წ - იწყებს ომს აქემენიან დარიოს III-თან
4. ძვ.წთ. 333 წ - ისოსთან პირველად დაამარცხა დარიოს III
5. ძვ.წთ. 332 წ - აიღო ეგვიპტე, დაარსა ეგვიპტის ალექსანდრია, აღიარეს ქურუმებმა ფარაონად და
ღმერთად
6. ძვ.წთ. 331 წ ოქტომბერს გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა დარიოს III
7. ძვ.წთ. 330 წ - სატრაპმა ბესამ მოკლა დარიოს III
8. თავისი იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა ბაბილონი
9. ილაშქრა ინდოეთში, დაიჭრა, უკან გამობრუნდა
10. ძვ.წთ. 324 წ სუსაში დიდი ქორწილი 10000 ბერძენი ბიჭი და გოგო დააქორწინა
(კოსმოპოლიტიზმი უნდა)
11. ძვ.წთ. 323 წ დაბრუნდა ბაბილონში და იქ გარდაიცვალა.
12. შექმნა ბერძნული ენისა და აღმოსავლური ენებისაგან ახალი ენა - კოინე, რომელსაც მერე
რამდენიმე საუკუნე ხმარობდნენ ელინისტურ სამყაროში
13. მისი სიკვდილის შემდეგ იწყება - დიადოხოსების (ანუ მისი სარდლების) ომი.
რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა
14. ალექსანდრეს მემკვიდრეებმა ასე დაინაწილეს
მსოფლიო: ა) ანტიპატროსი -- საბერძნეთი,
მაკედონია
ბ) ლიზიმაქე -- თრაკია,
პონტო გ) პტოლემაიოსი
-- ეგვიპტე
დ) ანტიგონე -- ფრიგია, ლიკია,
პამფილია ე) სელევკოსი --
ბაბილონი და სირია
15. ელინიზმის ხანა -- ძვ.წთ. 323 წ ალექსანდრეს გარდაცვალებიდან ძვ.წთ. 30 წ კლეოპატრა VII
პტოლემაიოსის გარდაცვალებამდე
16. ტერმინი ელინიზმი იხმარა -- XIXს-ის გერმანელმა ისტორიკოსმა იოჰან გუსტავ დრაიზენმა
17. ელინიზმი ნიშნავს: ბერძნული კულტურის და ენის გავრცელების არეალს არაბერძენ ხალხში
19) ქართული სახელმწიფოები ელინისტურ ხანაში
1. ქართლში მამასახლისების მმართველობა, გვარის უფროსი
2. უკანასკნელი მამასახლისი სამარა, ფარნავაზის ბიძა
3. ,,მოქცევაი ქართლისაი“ –IX ს
4. ,,ქართლის ცხოვრება“- XI ს. ლეონტი მროველი
5. ორივე ამბობს ალ. მაკედონელმა ქართლში ილაშქრა. სინამდვილეში არ ულაშქრია
6. ალ. მაკედონელმა ქართლში დანიშნა სარდალი აზო
7. I წყაროთი აზო - არიან ქართლიდან - ანუ ქართველია II წყაროთი -მაკედონელის ნათესავია - ანუ
ბერძენია
8. 24 წელი მეფობდა აზო
9. 27 წლის ფარნავაზი, სამარას დისშვილი დაამხობს სელევკიანების დახმარებით, აზოს ეხმარება
პონტო
10. ფარნავაზს აგრეთვე ეხმარებიან ჩრდ. კავკასიელები (რატომ?) და ეგრისის მმართველი ქუჯი
(დააარსა ციხე-გოჯი)
11. სელევკიანთა მეფე ანტიოქს I -მა გამოგზავნა სამეფო ნიშნები
12. ფარნავაზის რეფორმები: ა) 8 საერისთავო და 1 სასპასპეტო. სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე
პირია, ზის შიდა ქართლში. ერისთავები არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო
მმართველები. ბ) შექმნა მწიგნობრობა ქართული გ) არმაზის კულტი აღმართა გაცსა და გაიმს
შორის (არ დაანგრია, რატომ?) დ) აღადგინა მცხეთა,
აგრეთვე დას. საქართველოში დიმნას და შორაპნის ციხეები.
13. ქართლის მოწყობაზე ცნობები სტრაბონი - 4 გვარი
14. ს ტ რ ა ბ ო ნ ი ს ე უ ლ ი 4 გვარი:
1) სამეფო გვარი - სეფე გვარი - გამოდიან მეფეები და უმაღლესი მოხელეები..
2)ქურუმთა გვარი - კულტის მსახურები, აგრეთვე ელჩები (რატომ?)
3) ერი - თავისუფალი მეთემეები - ჯარში მსახურობენ, იხდიან
გადასახადებს
4) ლაოები - სამეფო მონები - დაკაბალებული თავისუფალი მეთემეები ასრულებენ სამეფო
ოჯახის საქმეებს
15. არსებობდა ეზოსმოძღვრის თანამდებობა.

20) რომის წარმოშობა - მეფობა და რესპუბლიკა


1. აპენინის ნ-ზე - დღ. იტალია ძვ.წთ. I ათასწ. I ნახ.
2. 753 ძვ.წთ - შვიდ ბორცვზე ტყუპი ძმები: რემუსი და რომულუსი. რომულუსი I მეფეა
3. ნუმა პომპილიუსი - მეორე მეფე - კანონები
4. ბოლო VII მეფე - ტარკვინიუს ამაყი - გააძევეს ძვ.წთ. 509წ
5. ჩრდ-დან რომს ემეზობლებოდნენ ეტრუსკები. იტალიის წამყვანი ტომები.. 753-509 ძვ.წთ. რომის
სამეფო
6. ძვ.წთ 509 წ დამყარდა რესპუბლიკა, ნიშნავს ,,საერთო საქმეს“
7. სენატი -- სათათბირო ორგანო - უხუცესთა საბჭო 300 დიდებული
8. სახალხო კრება (ლაშქრის კრება)- საკანონმდებლო ორგანო
9. ცენტურია -- ასეული (თუმცა ასზე მეტი შედიოდა)
10. მაგისტრატები -- აღმასრულებელი ხელისუფალნი. 1 წლით 2 კაცს
11. კონსული -- რესპუბლიკის I პირი, ხანდახან ანიჭებდნენ დიქტატორის უფლებებს,
არაუმეტეს 6 თვისა
12. ცენზორი -- იცავდა ადათებს და ქონებრივ ცენზს, ყველას ეშინოდა
13. პრეტორი - მოსამართლე.
14. კვესტორი - ებარა ხაზინა
15. ედილი -- ქალაქის სამსახური
16. თანამდებობის დასაკავებლად არსებობდა ასაკობრივი ცენზი.
17. მარკუს ტულიუს ციცერონი -- ძვ.წთ.Iს- ცნობილი იურისტი და სამართალმცოდნე ძვ.
რომის რესპუბლიკაში
18. რომაული გამოთქმა ,,გათიშე და იბატონე“
21) რომაული დაპყრობები. რესპუბლიკების დაცემა
1. ძვ.წთ. III ს-ში რომის მეტოქეა კართაგენი (ჩრდ. აფრიკაში-ტუნისი)
2. პუნიკური ომები რომსა და კართაგენს შორის (პუნიებს ეძახდნენ, რომაელები კართაგენს)
I ძვ.წთ. 264-241 რომმა გაიმარჯვა. კართაგენს წაართვეს სიცილია, სარდინია, კორსიკა.
დააკისრა დიდი კონსტრიბუცია.
II ძვ.წთ. 218-201 - რომს ებრძვის ჰანიბალი, გადალახა ალპები, შეიჭრა იტალიაში. ა) ძვ.წთ. 216 წ
კანესთან დაამარცხა რომი. ბ) ვერ გაბედა რომზე შეტევა, სციპიონ აფრიკელმა აქეთ შეუტია
კართაგენს გ)202 ძვ.წთ. ზამასთან დაამარცხა სციპიონმა ჰანიბალი (თავი მოიკლა 183 ძვ.წთ).
III ძვ.წთ. 149-146 - კატონი ,,კართაგენი უნდა დაინგრეს“- დაანგრიეს
3. ძვ.წთ. 190 წ - მაგნეზიის ბრძოლა. რომი გადადის აზიაში და ამარცხებს სელევკიანებს (ანტიოქოს
III) ჩვენთვის ცუდია(რატომ?)
4. ძვ,წთ. 146 საბოლოოდ დაიქვემდებარა საბერძნეთი (გახდა მსოფლიოს ჰეგემონი)
5. მითრიდატული ომები: სამი ომი მითრიდატე VI პონტოელთან
I) 89-84 ძვ.წთ II) 83-82 ძვ.წთ III )74-64 ძვ.წთ. პირველ ომში ებრძვის სულა და ამარცხებს,
მაგრამ ბოლომდე არ მიჰყავს საქმე, რადგან იწყება აჯანყებები
6. ოპტიმატები -- მდიდართა პარტია
7. პოპულარები - სახალხო პარტია სათავეში მარიუსი
8. სულამ ჩაახშო ეს გამოსვლები და თავი გამოაცხადა დიქტატორად ძვ.წთ. 82-79
9. პროსკრიფციები - კანონგარეშედ გამოცხადებულ მოქალაქეთა სიგელი
10. ძვ.წთ. 60 წ - ტრიუმვირატი - პომპეუსი, კრასუსი. კეისარი - სამთა მმართველობა რომში
11. ძვ.წთ 53წ - კრასუსი იღუპება პართიელებთან ბრძოლაში
12. ძვ.წთ 49-46 - სამოქალაქო ომი რომში - პომპეუსი და კეისარი იბრძვის, კეისარი გაიმარჯვებს
და ხდება დიქტატორი
13. ძვ.წთ 49 - კეისარმა გადალახა რუბიკონი - ,,წილი ნაყარია“
14. ძვ.წთ 47 - ზელასთან დაამარცხა მითრიდატე VI-ის ვაჟი ფარნაკე, რომში გამოგზავნა წერილი:
მიველ, ვნახე, გავიმარჯვე. veni.vidi,vici
15.ძვ.წთ. 44 წ 15 მარტი - კასიუსმა და ბრუტუსმა მოკლეს კეისარი (შენც ბრუტუს)
22) რომი იმპერიის ეპოქაში.
1. კეისარის მემკვიდრე მისი დისშვილი ოქტავიანე (ავგუსტუსი -ღვთით განდიდებული ძვ.წთ
27)
2. ებრძვის ანტონიუსი - დაამარცხა 31 ძვ.წთ აქციუმის ბრძოლაში ის და კლეოპატრა, ორივემ თავი
მოიკლა.
3. ოქტავიანე ხდება ძვ.წთ 31წ ერთპიროვნული მმართველი
4.ძვ წთ 27 წ მიიღო ,,ღვთით განდიდებულის“- ავგუსტუსის ტიტული
5. დაიწყო პრინციპატის პერიოდი - I სენატორი ანუ პრინცეპსი პირველობს
6. ძვ.წთ 31-ახ წთ.14 წწ- ოქტავიუს ავგუსტუსი ,,ოქროს ხანა“
7. მის კარზე პოეტები - ვირგილიუსი, ოვიდიუსი
8. 98-117 ტრაიანე - რომი ყველაზე შორს გაფართოვდა აღმოსავლეთში
9. ტახტი მემკვიდრეობითია, ოღონდ ხშირია შვილობილის აყვანა
10. ,,ნაშვილები“ იმპერატორებია ,,ტრაიანე“ და მარკუს ავრელიუსი
11. 212 წ- იმპერატორ. კარაკალას ედიქტი, იმპერიაში მცხოვრებ ყველა ადამიანს მიენიჭა
მოქალაქეობა
12. III ს. რომის კრიზისი
13. დიოკლეტიანე - 284-305 ხდება აბსოლუტური მმართველი, ანუ - დომინური - აქედან დომინატეს
პერიოდი
14. ტეტრარქია - იმპერია დაყო 4-ად -- თანაკეისრები განაგებდნენ
15. 303 წ აკრძალა ქრისტიანობა აწამა წმ. გიორგი
16. ძვ.წთ 73-71 - მონების აჯანყება - სპარტაკი (ჩაახშო კრასუსმა)
23)რომის იმპერია და საქართველო
1. ძვ.წთ 190 - მაგნეზიის ბრძოლა, რომმა დაამარცხა სელევკიანები, ჩვენი მოკავშირეები
2. სელევკიანთა დაშლის შედეგად წარმოიშვა - ორ სომხური სახელმწიფო - სოფენე (მცირე არმენია)
და დიდი არმენია, ალბანეთი ეს კავკასიაში, აგრეთვე აზიაში პართია (არშაკ I –III ს ძვ.წთ)
3. პონტოს მეფე მითრიდატეს მოკავშირე დიდი არმენია - ტიგრან II და ქართლის არტაგ მეფე
(არტოკი)
4. ძვ.წთ 66 პომპეუსმა დაამარცხა მითრიდატე VI, რომელიც ქართლზე გავლით გაიქცა
5. ძვ.წთ 65 წ პომპეუსი გამოეკიდა და ქართლში შემოვიდა
6. სამჯერ დაამარცხა არტაგი ( 9 ათასი მოკვდა, 10 ათასი ტყვედ ჩავარდა)
7. ზავი არ იყო მძიმე, დაგვევალა გადმოსასვლელის ჩაკეტვა (რატომ არ არის ზავი მძიმე)
8. I საუკუნეში ფარსმან I ცდილობს სომხეთის დაუფლებას
9. სომხეთში მეფდება ჯერ ფარსმან I-ის ძმა მითრიდატე და მერე ფარსმან I-ის ვაჟი რადამისტი,
მაგრამ სომხები აჯანყდებიან და იწყება ომი რომსა და პართიას შორის სომხეთისათვის
10. 63 წ ზავი რომსა და პართიას შორის. რომმა დაკარგა სომხეთზე ძალაუფლება, ჩვენ დავიბრუნეთ
სომხეთის წართმეული ხორძენე, გოგარენე, პარიადრეს კალთები და კამბისენა.
11. იმპერატორი ვესპასიანე (69-79) ქართლს თავის მეგობარს უწოდებს (აღუდგინა მცხეთის
გალავანი)
12. 128 წ იმპერატორმა ადრიანემ თავისთან მიიწვია ქართლის მეფე ფარსმან II ქველი - არ ჩავიდა
13. კიდევ გამოუგზავნა საომარი სპილო და 50 მხედარი და ისევ მიიწვია, ისევ არ ჩავიდა,
გაუგზავნა 300 წითელი მოსასხამი საჩუქრად
14. გამწარებულმა ადრიანემ გლადიატორებს ჩააცვა არენაზე
15. 134 წ ფარსმან II -მ გახსნა ჩრდ-ის გადმოსასვლელი და რომს შეუსია ოსები
16. მიზეზი ქართლის და რომის დაპირისპირების: ფარსმან ქველმა შეიერთა დღ. აჭარის
ტერიტორია (ძიდრიტებით დასახლებული) გავიდა შავ ზღვაზე. ეს ტერიტორია მაშინ
რომს ეკუთვნოდა
17. ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა რომში ჩაიყვანა სტუმრად ფარსმან ქველი ოჯახით.
დიდი პატივი მიაგო, მისცა მსხვერპლშეწირვის უფლება
18. გამართა მის საპატივსაცემოდ ჯირითი და ფარსმან ქველმა თავი გამოიჩინა
19. ძეგლი დაუდგა ფარსმანს მარსის მოედანზე, ერთადერთი ბარბაროსის ძეგლი იყო
20. 63.წ რომმა კოლხეთი პირდაპირ შეიერთა

24) რომი და ბარბაროსები.


1. IV-VII სს ხალხთა დიდი გადასახლება, იგივე ეთნიკური რევოლუცია, გამოიწვია ჰუნების
მოწოლამ გერმანელ ტომებზე
2. ევროპაში გაბატონდა სამი ინდოევროპული ტომი: კელტები (გალები), გერმანელები, სლავები
3. კელტები პირველები გამოჩნდნენ - დაიკავეს დღ. საფრანგეთის ტერიტორია და იტალიის ჩრდ.
მიწები. მერე განიცადეს რომანიზაცია
4. გერმანელები -- კელტებს მოყვნენ გერმანელები, დაიკავეს ჩრდ. ევროპა სკანდინავიისა და
იუტლანდიის ნახევარკუნძულები, ბალტიის ზღვის სანაპიროები
5. ძვ.წთ Xს -ში აცივდა და ქვემოთ ჩამოვიდნენ შეავიწროვეს გალები და დასახლდნენ ცენტრალურ
ევროპაში
6. ძვ.წთ II ს იწყებენ რომზე თავდასხმას გერმანელები

7. იულიუს კეისარმა შეაჩერა, მანვე პირველმა განასხვავა კელტები და გერმანელები


ერთმანეთისაგან. გერმანელები განსახლდნენ მდ. რაინს, ოდერს და დუნაის შორის.
8. I ს-ში გერმანელები ისევ გადმოდიან შეტევაზე
9. ლიმესის კედელი - ააგეს რომაელებმა გერმანელების შესაჩერებლად - 500კმ. დუნაის გასწვრივ და
რაინის
10. IV-V ს.ს-ში იწყება გერმანელთა რომანიზაცია და ლიმესის კედელმა ფუნქცია დაკარგა, დაინგრა
25) დას. რომის იმპერიის დაცემა.აღმ. რომის იმპერია- ბიზანტია
1. 375 წ - ჰუნებმა ჩრდ. შავიზღვისპირეთში დაამარცხეს გოთები. დაიწყო ხალხთა დიდი
გადასახლება
2. ჰუნები - თურქული ჯიშის ხალხი, მოვიდა აზიის სტეპებიდან
3. ვესტ-გოთები ვალენტინიანემ (დას. რომის იმპერია) დაასახლა ცუდ მიწებზე
4. 378წ - ვესტოგეთები აჯანყდნენ, დაამარცხეს რომაელები ანდრიანოპოლის ბროლაში -
იმპერატორი დაიღუპა
5. 379-395 თეოდოსი I-მა ზავი დადო ვესტგოთებთან დაიქირავა
6. 395წ - თეოდისი I-მა რომი ორად გაუყო თავის შვილებს: ა) უფროსს - არკადიუსს - აღმ.რომი
(მომავალი ბიზანტია) ბ) უმცროსს - ჰონორიუსს დას. რომი (ეხმარება ვანდალი
სტილიქონე)
7. 408წ - ჰონორიუსმა მოაკვლევინა სარდალი სტილიქონე
8. 408წ - ვესტ-გოთების I ალყა რომზე, ალარიხი გამოსასყიდი აიღო
9. 410წ - ალარიხის II ალყა, იღებს რომს, სამი დღე ძარცვავს (რომის პირველი დაცემა)
10. 441-453 - ატილა - ,,ღვთის რისხვა“ - ჰუნების გამაერთიანებელი ბელადი
11. ჯერ დალაშქრა აღმ. რომის იმპერია და ხარკი დაადო
12. 451 წ დაიძრა დას. რომზე - ბრძოლა ,,კატალაუნის ველებზე“, ცნობილია ,,ხალხთა ბრძოლის“
სახელით. რომაელი სარდალი აეციუსი იმარჯვებს
13. 452 წ - ატილა კვლავ დაიძრა დას. რომისკენ, ვალენტი III-მ გაგზავნა რომის პაპი ლეო-I . ატილამ
ხარკი აიღო, წავიდა
- ,, ღვთის სასწაული“
14. 455 წ ვანდალთა ბელადი ჰაიზერიხი ალყას შემოარტყავს რომს
15. ისევ ლეო I – 10 დღე აძარცვინებს ჰაიზერიხს რომს, გაჩნდა ტერმინი ,,ვანდალიზმი“
16. 475 წ - უკანასკნელი იმპერატორი. რომელუს ავგუსტულუსი
17. 476 წ - გერმანელთა ბელადი ოდოაკრი აჯანყდა, ჩამოაგდო რომულუსი, მოიწვია სენატი,
გააუქმებინა დასავლეთ რომის იმპერია. რეგალიები აღმ/რომში გაგზავნა
18. 330 წ კონსტანტინე I-მა დედაქალაქი გადაიტანა კონსტანტინეპოლში, ბოსფორის სრუტე
მდებარე ქ. ბიზანტიონის
(აქედან ბიზანტია) ადგილას. თავის თავს ბიზანტიელები ეძახდნენ რომეებს, ჩვენ ბერძნებს
19. მეფე - ბასილევსი
20. სენატი - სინკლიტი
21. სენატორი - სინკლიტიკი
22. დიარქიის პრინციპი - საერო ხელისუფლებას მეფე, სასულიეროს პატრიარქი (დას-ში
თეოკრატიაა)
23. დინატები - მიწათმფლობელი დიდგვაროვნები
24. პარიკი - ყმა გლეხი
26) ქრისტიანობა - მსოფლიო რელიგია.
1. ოთხთავი - ქრისტეს ოთხმა მოწაფემ - მათემ, მარკოზმა, ლუკამ და იოანემ გვახარეს
ქრისტეს ცხოვრება. მახარობლები.
2. ბიბლია - ძვ.აღთქმა - ახალი აღთქმა
3. I-IV ს.ს-ში რომის იმპერატორები არბევენ ქრისტიანებს
4. 64 წ - ნერონმა გადაწვა რომი და დააბრალა ქრისტიანებს
5. 303 წ - დიოკლეტიანემ აკრძალა ქრისტიანობა. აწამა წმ. გიორგი
6. 313 წ - მილანის ედიქტი კონსტანტინე დიდმა გამოსცა ,,რჯულშემწყნარებლობის
აქტი“ - ქრისტიანობა ნებადართული რელიგია გახდა
7. ლაბარუმი - კონსტანტინეს სიზმარში ნანახი ჯვარი
8. ჰლოდვიგ მეროვინგი - ფრანკთა I მეფე- 496 წ მოინათლა (პირველი ქრისტიანული ბარბაროსული
სამეფო)
9. ცოლად მოიყვანა ქრისტიანი ქალი კლოტილდა და ფრანკებიც მონათლა

10. ფრანკთა სამეფო არის I ბარბაროსული სამეფო, რომელიც ევროპაში გაქრისტიანდა


11. 303 წ. სომეხთა სავარაუდო გაქრისტიანების თარიღი. გრიგოლ პართიელმა
გააქრისტიანა, ამიტომ სომხურ ეკლესიას გრიგორიანული ჰქვია
27) ქრისტიანობა საქართველოში.
1. 298 წ - ნისიბინის (რომსა და სასანიანურ ირანს შორის) ზავი. საქართველო რომის
დაქვემდებარებაში
2. I ს- ანდრია პირველწოდებული, სვიმონ კანანელი, მატათა. იქადაგეს საქართველოში
3. მატათა - დაკრძალეს გონიოში, სვიმონ კანანელი - ანაკოფიაში
4. ნასტაგისი- III ს-ის ქალაქი-ეკლესია მტკვრის და ქსნის შესართავთან
5. წმ. ნინო - კაპადოკიიდან. მამა ზაბილონი, დედა სუსანა
6. აღზარდა - სარა ნიაფორმა
7. 326წ. გააქრისტიანა ჯერ ნანა დედოფალი, მერე მირიან მეფე
8. კონსტანტინე დიდმა და დედოფალმა ელენემ გამოგვიგზავნეს იოანე ეპისკოპოსი და მღვდლები,
რომლებმაც მტკვარში მონათლეს ქართველები
9. V ს-ში ვახტანგ გორგასალმა მოგვიპოვა ავტოკეფალია. მსოფლიო საეკლესიო კრებები:
1) 325 წ - ნიკეას (ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე);
2) 381წ - კონსტანტინეპოლის (I-II კრებას შემუშავდა რწმენის სიმბოლოები);
3) 431წ - ეფესო;
4) 451წ - ქალკედონი - დაიგმო მონოფიზიტობა;
5)553წ - კონსტანტინოპოლი;
6) 680-681 კონსტანტინოპოლი;
7) 787 წ - ნიკეა - ბოლო კრება
10. 1054 წ - დიდი სქიზმა - ქრისტიანობა გაიყო მართლმადიდებურ და კათოლიკურ ეკლესიებად
28)ვახტანგ გორგასალი.
1. 428 წ - სასანიანებმა (ირანი) მეფობა გააუქმეს სომხეთში
2. 510 წ - ალბანეთში 523წ - სავარაუდოდ ქართლში
3.ირანელებს ეხმარებიან დიდაზნაურები. უნდათ მიწები და თანამდებობები
მემკვიდრეობითი გახადონ
4. VIს 40-იანი წწ ვახტანგის გამეფება
5. 16 წლისამ ილაშქრა ჩრდ. კავკასიაში, ოსები გაიყვანა იქიდან დას. საქრთველოში, მიეხმარა
აჯანყებულ გუბაზ I-ს მიიღო სვანეთი და არგვეთი, იქიდან კლარჯეთი წაართვა
ბიზანტიელებს (დაარსა არტანუჯი)
6. შემოიერთა ჰერეთი და ჩრდ. კავკასიაში წუქეთი
7. 60-იან წლებში ირანის ახალმა შაჰმა პეროზმა ვახტანგი 7 წლით წაიყვანა შუა აზიაში სალაშქროდ
(მის არ ყოფნაში ვარსქენი გათავხედდა)
8. 70-იანი წლები - ვახტანგის დაპირისპირება მთავარეპისკოპოს მიქაელთან და ავტოკეფალიის
მიღება
9. 482 წ - ვარსქენი მოაკვლევინა, აჯანყდა. ელოდებოდა ჩრდ. კავკასიიდან ჰუნების დახმარებას,
მაგრამ მხოლოდ 300
კაცი
10. 483 წ - სომხეთს სთხოვა დახმარება, ჭერმინიანის ველზე სომხეთის ღალატი, დავმარცხდით.
ვახტანგი გადადის დას. საქართველოში
11. 484წ- მეფე პეროზი იღუპება ჰუნებთან (ჰეფთალებთან) ბრძოლაში, ჩვენ გადავიგდეთ უღელი
12. VI ს-ის დასაწყისში ახალი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის, ირანმა მოითხოვა
დახმარება, ჩვენ უარი, ირანი შემოდის
13. სავარაუდოდ 502 წ სამგორის ველზე ბოლო ბრძოლა. ვახტანგი დაიჭრა, ჭერემში გადაიყვანეს,
გარდაიცვალა
14. დაკრძალეს თავისივე აგებულ თეთრი ქვის სვეტიცხოველში - მცხეთაში
29) ბიზანტია და ირანი VIს-ში
1. 226 წ - დამარცხებულ პართიას ჩაენაცვლა სასანიანთა ირანი (არდაშირ პაპაკის ძე), იწყება ომი
რომთან
2. 298 წ - ნისიბინის ზავი - რომსა და სასანიანთა ირანს შორის, ჩვენ შევედით რომის მფარველობაში
3. VI ს -ში იწყება ხანგრძლივი ომები ბიზანტიასა და ირანს შორის
4. იუსტინიანე I- ბიზანტიის იმპერატორი 527-565
5. ყველაზე მეტად გაძლიერდა ბიზანტია. 3 მიზანი: ა) კანონმდებლობა ბ) დაშლილი რომის
იმპერიის აღდგენა გ) ქალაქების აღმშენებლობა - სამივე შეასრულა
6. 532 წ - კონსტანტინეპოლში ჩაახშო ნიკეს აჯანყება
7. 528 წ - დაიწყო კანონების შედგენა. 4 ნაწილისგან შედგება: 1) ინსტიტუციები --
სახელმძღვანელო დამწყები იურისტებისათვის; 2) დიგესტები ანუ პანდექტები -
ფრაგმენტები, გამონათქვამები კლასიკური რომაელი
სტორიკოსების თხზულებიდან; 3) იუსტინიანეს კოდექსი - იუსტინიანეს გამოცემული
კანონები; 4)
ნოველები - წინა კანონები დამუშავებული და მორგებული
თანამედროვეობას. 8. ,,იუსტინიანეს სამართალი“ შუა საუკუნეების
ევროპის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი
9. ხოსრო I ანუშირვანი - 531-579 (უკვდავი სული)
10. ყველაზე დიდი სასანიანი შაჰი. ყველაზე დიდი დამპყრობელი
11. დეჰყანები - გლეხთა მეომარი. რაზმები სოფლებში
12. ნარდი გამოიგონეს მის დროს
13. ირანი დაჰყო 4 კუსტაკად ანუ პროვინციად
14. კუსტაკების სათავეში - მარზპანი - მეფის ნაცვალი.
15. 532 წ იუსტინიანე I და ხოსრო I - ,,საუკუნო ზავი“
16. 542-562 წ - ოცწლიანი ომი მათ შორის, დარას ზავი
30) საქართველო VI საუკუნეში
1. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ ირანმა დანიშნა მეფის ნაცვალი ანუ მარზპანი
2. 542 წ ლაზიკის მეფემ (დას. საქართველოს ეგრისის სამეფო) გუბაზ II-ემ ბიზანტიელთა
წინააღმდეგ დას. საქრთველოში გადაიყვანა ირანი და დაიწყო ,,დიდი ომიანობა ეგრისში“
3. გაგრძელდა 20 წელიწადს 542-562 წწ-ში
4. ჯერ ირანის წარმატებით, მერე გუბაზი კვლავ ბიზანტიის მხარეს გადადის და ირანი უკან
იხევს
5. 554 წ ბიზანტიელმა სარდლებმა ხობის წყალზე მუხანათურად მოკლეს გუბაზ II
6. ლაზების კრება - ორი ორატორი ა) აიეტი - ირანის მხარეს იცავს ბ) ფარტაზი - ბიზანტიელთა
მხარეს იცავს.
7. გაიმარჯვა ფარტაზის აზრმა - ცნობას ამ კრებაზე გვაძლევს აგათია სქოლასტიკოსი
8. 562 წ დარას ზავი - 50 წლიანი. ეგრისი დარჩა ბიზანტიას, ქართლი-ირანს
9. 571 წ. ირანს აუჯანყდა სომხეთი
10. 572 წ ირანს აუჯანყდა ქართლი (გუარამ-გურგენ ბაგრატიონი)
11. ბიზანტიის დახმარებით ქართლში ადგილობრივმა ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავარი ანუ-
ერისთავთ-ერისთავი
12. ერისმთავრობა - მემკვიდრეობითია, მისი მთავარი ფუნქციაა მხედართმთავრობა და საგარეო
საქმეების წარმოება
13. ერისთავებს ვერ აკონტროლებს
14. I ერისმთავარია - გუარამ-გურგენ ბაგრატიონი
15. ის სცნო ბიზანტიამაც და კურაპალატობა მიანიჭა
16. 591-605 წწ- ერისმთავარი სტეფანოზ I. ბიზანტიის მოკავშირეა
17. სტეფანოზ I-ის დროს 596 წ დაიწყო მცხეთის ჯვრის ტაძრის მშენებლობა. დასრულდა ადარნასე
I-ის დროს 510 წ
18. 604-628 წწ ბიზანტია-ირანის ახალი ომი
19. 608 წ ქართველ სომეხთა საეკლესიო განხეთქილება
20. სომეხთა კათალიკოსმა აბრაამმა დაგვწყევლა
21. ჩვენი კათალიკოსია კირიონ I.
31) ფეოდალიზმი ევროპაში.
1. VI ს-დან ჩნდება პირველი მიწათმფლობელობა გოთებში
2. კარლოს მარტელი - ურო (მაიორდომი-ანუ დიდი ვეზირი) 737-741 ჩამოართვა ფეოდალებს
მიცემული მიწები და შემდეგ ისევ გადასცა, ოღონდ ჯარში სამსახურის პირობით - ასეთ მიწას
ჰქვია
3.ბენეფიციუმი - წყალობა (დროებით -პირობითი მიწა, მერე იქცა ფეოდად-პირობით -
მემკვიდრეობითი მიწა)
4. გვასალი - კელტური სიტყვა ,,გვა“- ,,გვასალე“ - ნიშნავს ყმას
5. სენიორია - მიწის ნაკვეთი, რომელიც ეძლევა გარდა სამხედრო სამსახურისა, ადმინისტრაციულ,
სახელმწიფო ან პოლიტიკური საქმიანობისთვის

6. მამული იყოფოდა 2 ნაწილად: საბატონო - ანუ დომენი და საგლეხო - სადაც გლეხი ცხოვრობდა
7. სამი წოდების თეორია:
ა) პირველი წოდება - ეკლესია - კლერუსი, მლოცველთა
ბ) მეორე წოდება - საერო ფეოდალები - მეომართა
გ) მესამე წოდება - მშრომელთა - ყველა დანარჩენი
8. სამო წოდების თეორიამ იარსება საფრანგეთის დიდ რევოლუციამდე XVIII ს
9. სოფელს ჰქონდა ერთნაირი თვითმართველობა - ირჩევდა თემის ყრილობა მამასახლისს.
დამნაშავეს აძევებდნენ თემიდან
10. ნახევრად დაკაბალებულ გლეხს ინგლისში ქვია - ვილანი, საფრანგეთში - სერვი
11. ორი ბატონის ყოლა არ შეიძლებოდა
12. მოქმედებდა პრინციპი -ჩემი ვასალის ვასალი, არ არის ჩემი ვასალი
13. ყველას სენიორი არის მეფე, მეფე არის მხოლოდ ღმერთის ვასალი, ხანდახან რომის პაპისაც
14. XI-ს -დან ეკლესია მოუწოდებს ,,საღვთო ზავისაკენ“
15. XII-XIV სს-ში მოქმედებდა ,,სარაინდო ქცევის კოდექსი“ იგივე ,,ღირსების კოდექსი“
32) პაპიზმი. ეკლესია და ძალაუფლების ლეგიტიმაცია
1. პაპი - ბერძ. მამა VI ს-მდე ყველა ეპისკოპოსს ერქვა
2. პაპი ინოკენტი I –V ს-ის დასაწ. -- თავს აცხადებს წმ. პეტრეს მოადგილედ
3. ნეტარი ავგუსტინე - V ს დასაწ. -- თხზულებაში ,,ღვთიური ქალაქის“ შესახებ ამბობს -- ,, ყველა
ძალაუფლება“ ღვთისგანაა
4. პაპი ლეო I (440-461წ) (მხსნელი პაპი) – 445 წ დაექვემდებარა ყველა დასავლეთის ეპისკოპოსი -
აღმოსავლეთში პატრიარქებთან არ გამოუვიდა მორჩილების მიღება...
5. 496 წ -- ჰლოდვიგ მეროვინგი აქრისტიანებს ფრანკებს
6. 751 წ - მეროვინგების დინასტია შეცვალა კაროლინგების დინასტიამ. პიპინ მოკლე იღებს
ტიტულს ,,ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“
7. სანაცვლოდ პიპინი ჩუქნის რომის პაპს რომის ოლქს და რავენას საეგზარქოსოს, საფუძველი
ჩაუყარა პაპების საერო მმართველობას.
8. თეოკრატია - როცა სასულიერო მართავს საეროსაც
9. 800 წ კარლოს დიდი (პიპინის შვილი) ეკურთხა იმპერატორად
10. კარლოს დიდი იწყებს ეპისკოპოსების დანიშვნას საერო თანამდებობებზე
11. სიმონია - თანამდებობის ყიდვა-გაყიდვა
12. X ს-ში კლიუნის მონასტერში (აღმ. ბურგუნდია) დაიწყო ბრძოლა ეკლესიის საერო
ხელისუფლებისაგან გასათავისუფლებლად, ეწოდა ,,კლიუნიელთა მოძრაობა“, ან ,,ბრძოლა
ინვესტიტურისათვის“
13. ინვესტიტურა - შევმოსავ - ეპისკოპოსად კურთხევის წესი.
14. 1059 წ - ლატერანის კრებამ აუკრძალა სამღვდელო პირებს საერო თანამდებობების მიღება.
(კლიუნიელი ბერი გრიგოლ ჰილდებრანდი)
15. ლატერანის კრებამ მიიღო ,,პაპის დეკრეტი“- პაპის არჩევის წესი
16.გრიგოლ VII (ჰილდებრანდი) იღებს - ,,პაპის დიქტატს“ - იწყება დაპირისპირება
გერმანელ იმპერატორებთან, ჰაინრიხ IV და ჰაინრიხ V
17. ვორმსის კონკორდატი - 1122წ კომპრომისული გადაწყვეტილება, ორივეს შეუძლია
ეპისკოპოსების დანიშვნა.
18. ინოკენტი III - მეთორმეტე საუკუნეში - რომის პაპს აცხადებს ,,ქრისტეს ვიკარად“ მოადგილედ
19. ფილიპე IV ლამაზმა (საფრანგ) - რომის პაპის რეზიდენცია რომიდან გადაიტანა ავინიონში (XIV
ს-ის დასაწ)
20. ამ პერიოდს ეწოდა ,,ავინინიონის ტყვეობა“- პროტესტი დას-ის ქვეყნებში.
21. 1376 წ რომში აირჩიეს მეორე პაპი - ეს არის I სქიზმა დას-ის ეკლესიაში
22. 1414-1418 წწ კონსტანცის საეკლესიო კრებამ რომის პაპი კვლავ რომში დააბრუნა. აღდგა
ერთიანობa
33) შუა საუკუნეების ევროპის ქალაქები და საქალაქო ცხოვრება
1. VII-IX სს- საეპისკოპოსო ქალაქების გვერდით ჩნდება ვაჭართა დასახლებები - ,,ვიკები“ (სავაჭრო
ქალაქი)
2. ქალაქს აარსებს მეფე ან დიდებული
3. გილდია - ვაჭართა კავშირები
4. ამქარი - ხელოსანთა კავშირი
5.ჰანზას (კავშირი) -- სავაჭრო კავშირი ჩრდ.გერმანულ ქალაქებს შორის - აერთიანებს ჩრდ-ის ზღვის
ქალაქებს.
6. XII ს - ,,ქალაქების დაარსების ციებ-ცხელება“
7. ქალაქის ჰაერი ათავისუფლებს“ - ცნობილი გამოთქმა. ვინც ქალაქში დაჰყოფდა 1 წელს და ერთ
დღეს თავისუფლდებოდა ბატონისაგან.
8. ორი ფორმის ქალაქები: დამოუკიდებელი ან ნახევრად დამოუკიდებელი
9. ამქრის წევრი გახდებოდა, ის ვინც გაივლიდა შეგირდობას და მერე ქარგლის საფეხურებს. მერე
ენიჭებოდა ოსტატის წოდება.
34) ფეოდალიზმი საქართველოში.
1. ანტიკურ პერიოდში საქართველოს მიწათმოქმედი ფენებია: ა) ერი - თავისუფალი მიწათმოქმედი
-
გაერთიანებულნი თემში ბ) ლაოები - სამეფო ოჯახის მიერ დაკაბალებული მიწათმოქმედნი გ)
მონები - მცირე რაოდენობით, ასაქმებდნენ მიწაზე.
2. იწყებს თემი დაშლას და ერის დიფერენცირება ხდება
3. ერისგანთაგან წარმოიქმნება მდიდარი ფენა - ,,აზნა“- ეწოდათ აზნაური, აგრეთვე მეორე ნაწილი -
გლახა, ეწოდათ გლეხი (არაფრის მქონე).
4. მონები და ტყვეები აქციეს ყმა გლეხებად -- დასვეს მიწაზე
5. გლეხს ჰქონდა ამ მიწაზე მემკვიდრეობით მუშაობის უფლება
6.ბატონს არ შეეძლო ცალკე გლეხის გაყიდვა, ან მიწის გაყიდვა გლეხის გარეშე
7. ნაწყალობევი მიწა - როცა ბატონი ან მეფე აძლევდა მიწას ვალდებულების შესრულების
სანაცვლოდ. ასეთი მიწა პირობით-სამოკარგავოა (ევროპაში ასეთ მიწას ჰქვია
ბენეფიციუმი, აგრეთვე სინიორია), მერე ასეთი მიწა იქცა
მამულად (მამეული), რომელიც პირობით-მემკვიდრეობითია (ევროპაში ფეოდი)...
8. შეწირული - ეს არის მიწა, რომელსაც მეფე სწირავდა ეკლესიას, შეეძლო შემდეგ მეფეს ამ მიწის
უკან გამოწირვა.
35) განათლება და მეცნიერება- უნივერსიტეტები
1. სქოლასტიკა - VIII-XV სს თეოლოგიური მიმდინარეობა ცნობილი პიროვნებების
გამონათქვამების და ნაშრომების, აგრეთვე წმინდა წერილის საფუძველზე მოსაზრებების
გამოთქმა და მსჯელობა.
2. პიერ აბელარი - 1079-1142 ფრანგი - ,,ირწმუნე, რათა შეიცნო“, შეაბრუნა ,,შეიცან, რათა ირწმუნო“
3. აბატი ბერნარ კლერვოელი - 1090-1153 - სდევნიდა აბელარს კლერვოს მონასტრის მისტიკოსი
აბატი
4.ალბერ მაგნუსი -1193-1280 - არისტოტელეს საუკეთესო მცოდნე სქოლასტი - გერმანელი - ,,დიდი“
უწოდეს
5. თომა აკვინელი - მაგნუსის მოწაფე, ,,თომიზმს ჩაუყარა საფუძველი“
6. 1088 წ იტალიის ქ. ბოლონიაში I ევროპული უნივერსიტეტი
7. IV ს. ფაზისის მახლობლად არსებობდა რიტორიკის სკოლა
8. XII ს გელათის აკადემია და იყალთოს აკადემია
9. საზღვარგარეთ: ათონის მთაზე ივერთა მონასტერი X ს-დან და ბულგარეთში - პეტრიწონის
მონასტერი XI ს-დან
36)შუა საუკუნეების წოდებრივ - წარმომადგენლობითი ორგანოები.
1. 1215 წ მეფე ჯონ უმიწაწყლო ინგლისელმა დიდებულებმა აიძულეს მიეღო
,,თავისუფლების დიდი ქარტია“, ამან საფუძველი ჩაუყარა ინგლისურ
პარლამენტს...
2. 1302 წ ფილიპე IV -მ მოიწვია ფრანგი ხალხის წარმომადგენელთა კრება - ეწოდა გენერალური
შტატები
3. 1188 წ - ესპანეთში - ლეონის სამეფოში მოიწვიეს I წოდებრივ-წარმომადგენლობითი კრება -
კორტესები
4. ლანდთაგები - გერმანიაში
5. თამარის ეპოქაში 1184 წ ყუთლუ არსლანი მოითხოვა კარვის დადგმა ისანში. უნდა ყოფილიყო
წოდებრივ -
წარმომადგენლობითი კრება. თამარმა დაიჭირა და ჩაშალა.
37) ბიზანტია VII-XII სს-ში
1. 604-628 ბოლო ომი ბიზანტიასა და სასანიანურ ირანს შორის
2. ჰერაკლე კეისარი (610-641) ებრძვის ხოსრო II -ს.
3. 615 წ ირანელებმა აიღეს იერუსალიმი და ქრისტეს წმინდა ჯვარი გადაიტანეს ქტეზიფონში
(დედაქალაქი)
4. 627 წ ჰერაკლემ ნინევიასთან დაამარცხა ირანი
5. 628 წ აიღო ქტეზიფონი და წმ. ჯვარი დააბრუნა
6. 627 წ ბიზანტიამ და ხაზარებმა ვერ აიღეს თბილისი
7. 628 წ აიღეს, მონოფიზიტები გაწყვიტეს. საბოლოოდ დიოფიზიტობა
8. 730 წ იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა აკრძალა ხატების თაყვანისცემა. იგივე გააგრძელა
კონსტანტინე V-მ
9. 787 წ-VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ კონსტანტინოპოლში აკრძალა ხატმებრძოლობა
10. 1054 წ 16 ივლისს პაპის ლეგატებმა (ელჩებმა) წმ. სოფიას ტაძარში მოიტანეს პაპის სიგელი,
სადაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი და ყველა აღმოსავლელი პატრიარქი განკვეთილ იქნენ
ეკლესიიდან
11. 1054 წ 20 ივლისი აღმოსავლელმა პატრიარქებმა განკვეთეს რომის პაპი - ამას ჰქვია ,,დიდი
სქიზმა“
12. ორად გაიყო ქრისტიანობა - ბერძნული-მართლმადიდებლური და ლათინურ - კათოლიკური-
რომაული
13. 1202-1204 წწ IV ჯვაროსნული ლაშქრობა
14.1204 წ ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი
15. შეიქმნა ,,ლათინთა იმპერია“ 1204-1261 წწ
16. 1261 წ ნიკეის მეფემ მიქაელ VIII პალეოლოგოსმა აღადგინა ბიზანტიის იმპერია
38) იმპერიის გადატანა.
1. 330 წ - იმპერიის დედაქალაქი გახდა კონსტანტინოპოლი
2. 800 წ კარლოს დიდი (ფრანკთა მეფე) ხდება იმპერატორი, ბიზანტია არ აღიარებს, მაგრამ ვერც
ეწინააღმდეგება
3. 843 წ იშლება ფრანკთა იმპერია. (ვერდენის ხელშეკრულება)
4. Xს ოტო I - გერმანიის მეფე თავს აცხადებს იმპერატორად
5. 1453 წ 29 მაისი - დაეცა კონსტანტინოპოლი
6. ივანე III - რუსეთის დიდი მთავარი აცხადებს პრეტენზიას იმპერიის რუსეთში გადმოტანაზე.
მღვდელი ფილოფეი
,,სამი რომის თეორია“.
7. 1547 წ ივანე IV იღებს ტიტულს ,,ცარ“ - კეისარი, ხდება რუსეთის პირველი მეფე
39) არაბები და ისლამური სახალიფო.
1. ისლამი-ღვთის ნდობა ყველაზე ახალგაზრდა რელიგია
2. შეიქმნა - არაბეთის ნ-ზე VII ს I ნახ.
3. ბედუინი-უდაბნოს ხალხი-მომთაბარე არაბები
4. დას. ზღვისპირა არაბეთში მექა-მაქორაბა - საკულტო ქალაქი და იასრიბი - მედინა
(წინასწარმეტყველის ქალაქი)
5. მუჰამედი -570 წ მექა - კურაიშთა ტომის - ჰაშიმის გვარის ვაჭრის ოჯახში
6. ლოცულობდა ჰირას მთაზე, სადაც ესაუბრებოდა მთავარანგელოზ გაბრიელს
7. 622 წ - ჰიჯრა - გადასახლება, გაიქცა მექადან მედინაში
8.622 წ აქედან იწყება მუსულმანთა წელთაღრიცხვა, ახალი კალენდარი
9. 630 წ - დაიკავა მექა, საფუძველი ჩაუყარა ერთიან არაბეთს თეოკრატიული მმართველობით, მექა
რელიგიური ცენტრი
10.დალეწა კერპები, არ დაამსხვრია ქააბას წმინდა შავი ქვა
11. ჰაჯი - მოლოცვა - ისლამში სავალდებულოა, ლოცვის დროს პირი მექისაკენ
12. 632 წ გარდაიცვალა - იწყება ხალიფების პერიოდი (ხალიფა-ნაცვალი,მოადგილე)
13. ყურანი - წმინდა წიგნი - 114 თავი ანუ სურა და აიები-ლექსები
14. სუნნა - ყურანის დამატება, შეიქმნა მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ
15. სუნიტები ვინც აღიარებს სუნნას, შიიტები - ვინც არ აღიარებს
16. ოთხი მართლმორწმუნე ხალიფა:
აბუ-ბაქრი - 632-634 წწ,
ომარი - 634-644 წწ,
ოსმანი - 644-656 წწ,
ალი 656-661
17. ამ ხალიფების დროს ხალიფა არჩევითია, დედაქალაქია მექა
18. 661 წ მოავია ომაიანმა ჩამოაგდო ალი- ომაიანთა დინასტია დაიწყო 661-750 წწ. ხალიფობა
მემკვიდრეობითი გახდა. მათ დროს:
ა) დედაქალაქი დამასკო
ბ) არაბობა პრესტიჟულია
გ) 711წ გადადის ევროპაში - იპყრობენ ესპანეთს (სამ წელიწადში)
დ)732 წ პუატიესთან ევროპაში პირველად გააჩერა არაბები ფრანკთა სარდალმა კარლოს
მარტელმა
ე) მურვან II - მერვან იბნ. მუჰამედი - მურვან ყრუ-ბოლო ომაიანი
19. 750 წ აბასი-აბასიანთა დინასტია - დედაქალაქი ბაღდადი
ა) 946 წ - შიიტმა ბუვეიანებმა დაიკავეს ბაღდადი და ხალიფა მარიონეტად აქციეს
ბ) 1055 წ სუნიტმა თოღრულ-ბეგმა (თურქ-სელჩუკთა ბელადი) აიღო ბაღდადი,
ხალიფამ მას მისცა სულთნის ტიტული, ხალიფას შერჩა მხოლოდ სასულიერო
ძალაუფლება.
გ) 1258 წ - ბაღდადი აიღო მონღოლმა ჰულაგუ ყაენმა, უკანასკნელი ხალიფა ალ მუჰთასიმი,
ოჯახიანად გაწყვიტა, არაბული სახალიფო დამთავრდა
40) არაბული კულტურა. (არასაპროგრამოა)
1. ბაღდადი - მსოფლიოს ინტელექტუალური ცენტრი IX-XI ს.ს
2. ხალიფა ალ-მამუნი ბაღდადში აარსებს ,,სიბრძნის სახლს“
3.იაჰია იბნ მასავაიჰი - მესუა - ქრისტიანი ექიმი - მრავალი ნაშრომი
4. ჰუნაინ იბნ ისჰაკი- მესუას მოწაფე-ქრისტიანი - არაბული მედიცინის მამა, ლათინურიდან
თარგმნიდა, თარგმნა ჰიპოკრატეს ფიციც
5. 1212 წ ესპანელებმა არაბები განდევნეს. ესპანეთიდან, არაბებს შერჩათ მხოლოდ ქალაქი გრანადა
6. 1492 წ - გრანადაც წაართვეს ესპანელებმა
7.“მუდეჯარის“ სტილი არქიტექტურაში - ესპანეთში - იყო გავრცელებული
8. ყადი-სასამართლო ფუნქციები
9. მუჰთასიბი - ქალაქის ჰიგიენა და კეთილმოწყობა
10. ვაკფი - რელიგიური გადასახადი, აგროვებს ყადი
11. ქაღალდის კეთება სელისგან (იაფია) ევროპამ ისწავლა მუსულმანებისგან.
41)არაბთა ბატონობა საქართველოში
1.VII ს-ის 40-იანი წლები-I გამოჩნდა კავკასიაში
2. 654 წ. - I დაცვის სიგელი - ჰაბიბ იბნ მასლამა და სტეფანოზ II
3. ვახუშტი - სამი მხრით უხდებათ ბრძოლა ქართველებს (რომელი მხარეებია?)
4. 697 წ. ეგრისის პატრიკიოსმა სერგი ბარნუკის ძემ გადაიყვანა არაბები, დას. საქართველოში.
მთლიანად დაეუფლნენ, გარდა აბაზგიისა
5. 724 წ II დაცვის სიგელი - ჯარაჰი და სტეფანოზ III დაემატა ხარაჯა
6. ჯიზია - სულადობრივი გადასახადი
7. ხარაჯა - სამამულო გადასახადი
8. 730 წ. ხაზართა დახმარებით გავდევნეთ არაბები
9. 735 წ -- 120000 - იანი ლაშქრით მერვან იბნ მუჰამედი (მურვან ყრუ)
10. აიღო და დაანგრია - ციხე გოჯი (დედაქალაქი ეგრისის) და ცხუმი. აწამა დავით და კონსტანტინე
მხეიძეები, არგვეთის მთავრები.
11. ვერ აიღო ანაკოფიის ციხე, სადაც იყვნენ ერისმთავრები - სტეფანოზ III-ის შვილები, მირი და
არჩილი
12. 742 წ მიდის სახალიფოში და ხდება ბოლო ომაიანი ხალიფა
13. დაგვიტოვა მმართველად ამირა-მმართველი (თავი)
14. VIII ს-ის 80-იანი წწ. აბოს წამება (იოანე საბანის ძე)
15. 853 წ ბუღა თურქის შემოსევა აიღო თბილისი. კახეთში შეიპყრო და აწამა სარდალი
კონსტანტი კახა და თარხუჯი
(ვაჟი)
16. 914 წ არაბთა ბოლო შემოსევა - აბულ კასიმ საჯი. შეიპყრო და აწამა მიქელ გობრონი
42.საქართველოს სოც-ეკონომიკური განვითარება და კულტურა VIII-IX
1. ქართული გუთნის სახეობები - გუთანი, ერქვანი, აჩაჩა და დიდი ქართული გუთანი
2. იმუნიტეტი-შეუვალობა - მოიპოვეს ერისთავებმა, მეფეს აღარ შეეძლო მათი გადაყენება, მიწების
წართმევა, მხოლოდ ჯარში სამსახური ევალებოდათ
3. X ს-დან საქართველოში ყალიბდება პატრონყმობის ინსტიტუტი
4. ლიტერატურის ძეგლები VIII-IX ს-ში: ა) აბო თბილელის წამება-იოანე საბანის ძე ბ) ,,ილარიონ
ქართველის წამება“- უცნობი გ) ,,კონსტანტი კახას მარტვილობა“- უცნობი დ) ,,მიქელ გობრონის
მარტვილობა“-სტეფანე მტბევარი
5. საისტორიო თხზულებები: ა) ,,მოქცევაი ქართლისაი“ ბ) ,,წმინდა ნინოს ცხოვრება“
6. IX ს-დან ქართული ენა გახდა მწიგნობრობის და ეკლესიის ერთადერთი ენა. გავრცელებულია
ჩრდ. კავკასიაშიც
7. სწავლა-განათლების და მეცნიერების ცენტრები მონასტერებში
8. VIII ს-დან მძლავრი სამონასტრო მოძრაობა ტაო-კლარჯეთში
9. VIII- IX ს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებია: სამშვილდის სიონი, გურჯაანის
ყოვლადწმინდა (ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარი), ოპიზის ტაძარი და სხვა
10. განვითარდა - ტიხრული მინანქარი და ოქრომქანდაკებლობა (ამკობდნენ წიგნებს, ხატებს,
ჯვრებს)
11. განვითარდა რელიეფური ქანდაკება
43) ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება
1. VIII ს-ის ბოლოს და IX ს-ის დასაწყისში ქართულ მიწებზე ჩამოყალიბდა რამდენიმე
პოლიტიკური ერთეული:
ა) ქართული: კახეთის საქორეპისკოპოსო, ჰერეთის სამთავრო, აფხაზეთის სამეფო, ტაო-
კლარჯეთის სამეფო ბ) არაქართული: თბილისის საამირო და ტაშირ-ძორაგეთის სამეფო
2. კახეთის საქორეპისკოპოსო - VIII-ს-ის ბოლოს. ა) ქორეპისკოპოსი - უმრევლო ეპისკოპოსი,
საერო მმართველი კახეთში ბ) წამყვანი ტომები იყვნენ - წანარები
3. ჰერეთის სამეფო-VIII ს-ის ბოლოს, კახეთის აღმოსავლეთით, რანთა მეფის ტიტული მიიღეს - IX
ს-ის შუა ხანებში
4. აფხაზეთის სამეფო - ლეონ II VIII ს-ის 70-იან წლებში.
ა) მან დაიხმარა თავისი სიმამრი ხაზარმა ხაკანი და მოიპოვა დამოუკიდებლობა ბიზანტიისაგან.
ბ) IX ს-ის დასაწყისში აფხაზეთი შევიდა მცხეთის საკათალიკოსოს
დაქვემდებარებაში (მანამდე კონსტ. პატრიარქის)
გ) X ს-ის დასაწყისიდან გიორგი I აფხაზთა მეფე (ლეონიანი) იკავებს შიდა ქართლს და იქ სვამს
თავის ერისთავს
5. ტაო - კლარჯეთის სამეფო - IX ს-ის დასაწყისში
ა) დაარსა უკანასკნელმა ერისმთავარმა აშოტ ბაგრატიონმა -
ბიზანტიამ მისცა კურაპალატის ტიტული
ბ) განაახლა ვახტანგ გორგასლის დაარსებული და მურვან-ყრუს მიერ დანგრეული არტანუჯის
ციხე-აქცია დედაქალაქად
გ) 888 წ აშოტის შვილთაშვილი ადარნესე II იღებს ქართველთა მეფის ტიტულს - I
ქართველთა მეფე
6. თბილისის საამირო - IX ს-ის 30-იანი წლებიდან აღარ ემორჩილება არაბთა ხალიფას (ამირა
საჰაკი). 853 წ ბუღა თურქი იღებს თბილისს, კლავს საჰაკს, მაგრამ თბილისი მაინც დარჩა
ცალკე პოლიტიკურ ერთეულად -თბილისის საამიროდ - 1122 წ-მდე სანამ დავით
აღმაშენებელმა არ აიღო და დედაქალაქად აქცია.
7. IX-X სს-ები - საქართველოში ახალქალაქების ხანა
8. X ს-ის ბოლოს ყველაზე ყველაზე ძლიერია ქართველ მეფეთა შორის იმიერ-ტაოს მეფე დავით III
კურაპალატი. გარდაიცვალა 1001წ
44) ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები.
1. იოანე მარუშის ძე - შიდა ქართლის ერისთავი. საქართველოს გაერთიანების გეგმა ბაგრატ
გურგენის ძის III-ის ირგვლივ
2. ბაგრატი სამი ტახტის მემკვიდრეა:
ა) მისი ბაბუა მამის მხრიდან არის ქართველთა მეფე ბაგრატ II (რეგვენი)
ბ) მისი უსინათლო და უშვილო ბიძა დედის გურანდუხტის მხრიდან თეოდოსი არის აფხაზეთის
მეფე
გ) დავით იმიერ ტაოს მეფემ ის გამოაცხადა მემკვიდრედ და შვილობილად
3. 975 წ დავით კურაპალატმა ბაგრატს გადასცა ქართლის ერისთავობა.
4. 978 წ ბაგრატ III -მ მიიღო პირველი ტიტული - აფხაზთა მეფე უსინათლო თეოდოსი გაგზავნა
მამობილთან ტაოში
5. 1001 წ გარდაიცვალა დავით III კურაპალატი - გახდა ქართველთა მეფე ბიზანტიამ წაიღო იმიერ-
ტაო, რომელიც დავით კურაპალატმა თავის სიცოცხლეში ანდერძით გადასცა ბიზანტიას.
6. 1008 წ გარდაიცვალა გურგენ მეფეთ-მეფე - შეიერთა მისი მიწები
7. 1008-1010 წწ შემოიერთა კახეთ-ჰერეთი და მიიღო რანთა და კახთა მეფის ტიტულიც
8. 1014 წ გარდაიცვალა - დაკრძალეს ბედიის ტაძარში
9. გიორგი I -1014-1027
ა) მისი ახალგაზრდობით ისარგებლეს კახელებმა და აღადგინეს კახეთის მეფედ კვირიკე III.
ბ) იწყებს ბრძოლას ბიზანტიასთან - შემოიერთა იმიერ ტაო გ) 1021 წ შირიმნის ბრძოლა.
დამარცხდა ბიზანტიასთან (ბასილი II ბულგართმჟლეტი)
დ) 1027 წ გარდაიცვალა დაკრძალულია ქუთაისში.
10. ბაგრატ IV -1027-1072წ
ა) 1028 წ შემოიჭრა ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VIII- საბა მტბევარის და ლიპარიტ IV
ბაღვაშის გმირობა. ბიზანტია უკან გაბრუნდა ბ) ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე
IXმონომახის დროს(1042-1055) ახალი ომი ბიზანტია-საქართველოს შორის გ) ბიზანტიის მხარეს
იბრძვის ლიპარიტ IV ბაღვაში დ) ბაგრატ IV მარცხდება და დას. საქართველოში გადადის,
ლიპარიტი ხდება ფაქტობრივი მმართველი ე) 1054-1057 წწ ბაგრატ IV და დედამისი მარიამი მიდიან
ბიზანტიაში და სთხოვენ ლიპარიტის მოშორებას ვ) 1057წ ბიზანტიამ შეარიგა ლიპარიტი და
ბაგრატი, ლიპარიტმა მიიღო მესხეთის ერისთავობა. ზ) 1058 წ მესხმა დიდებულმა სულა
კალმახელმა შეიპყრო ლიპარიტი და ბაგრატ IV-ს გადასცა თ) ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გაუშვა,
ჩამოართვა კლდეკარი ი) იწყებს საქ-ოს გაერთიანებისთვის ბრძოლას, მაგრამ თურქ-სელჩუკების
გამოჩენამ ჩაშალა.
45) თურქ -სელჩუკთა სახელმწიფო.
1. XI ს-ში თურქული მოდგმის ხალხის ორი მიგრაცია:
ა) ყივჩაღი თურქები - მდ. ირტიშის სანაპიროებიდან დაიძრნენ დას-ისკენ და შეავიწროვეს
ოღუზი თურქები. გააგრძელეს გზა ევროპისაკენ
ბ) ევროპაში ეძახდნენ კუმანებს-
რუსეთში პოლოვცებს.
გ) ოღუზი თურქები სახლობდნენ სირდარიის სანაპიროებზე, შეავიწოვეს ყივჩაღებმა ჩამოვიდნენ
ამუდარიაზე და მერე შემოვიდნენ ისლამურ მიწებზე
2. სელჩუკები ბელადმა სელჩუკმა გააერთიანა, აქედან სახელი სელჩუკები
3. X ს-ის შუახანებში იწყება მათი ისლამიზაცია (სუნიტები)
4. 1055 წ სელჩუკის შვილიშვილი თოღრულ-ბეგი იღებს ბაღდადს და ხალიფა აძლევს სულთნის
ტიტულს(1055-1063წ)
5. ალფ-არსლანი - 1083-1072 წ - II სულთანი. ის პირველად გამოჩნდა საქ-ში 1064 წ
6. 1071 წ ალფ-არსლანი მანასკერტის ბრძოლაში ამარცხებს ბიზანტიელებს - იმპერატორი
ტყვედ ჩაიგდო, იწყება მცირე აზიის დაკავება
7. 1072-1092წ - მალიქ შაჰი - ყველაზე მეტად გაფართოვდა სელჩუკთა საზღვრები
8. ნიზამ ალ მულქი - დიდი ვეზირი - დაწერა პოლიტიკის წიგნი - ,,სიასათ ნამე“- შემოიღო
მადრასეების სისტემა განათლების დარგში, 70 ათასიანი მუდმივი ჯარის შენახვის
პრობლემა გადაჭრა. მოკლეს ასასინებმა 1092 წ
9. 1090 წ ისმაილიტელთა სექტის მეთაურმა ჰასან საბაჰმა შექმნა ალამუთის ციხეში თავისი
სახელმწიფო - ასასინების - ფიდაების ანუ მკვლელების
10. 1092 წ კვდება მალიქ-შაჰი, იწყება შიდა ომები, აგრეთვე I ჯვაროსნული ლაშქრობა 1096-1099 წწ
11. სელჩუკები სუსტდებიან. 1118 წ მალიქ-შაჰის ვაჟი სანჯარი აერთიანებს, მაგრამ დროებით. მალე
დაიშლება
46) თურქ-სელჩუკები და საქართველო.
1. 1048 წ - სელჩუკების გამოჩენა საქართველოში
2.1064 წ - ალფ-არსლანის I შემოსვლა საქ-ში. აიღო ახალქალაქი
3. 1068 წ - ალფ-არსლანის II შემოსვლა. გადაყვა ბაგრატ IV-ს დას. საქ-ში. ვერ დაითანხმა ხარკის
გადახდაზე
4. 1072 წ - გარდაიცვალა ალფ-არსლანი - მალქ შაჰი ტახტზე, მისი ვაჟი
5. 1074 წ - ბიზანტიამ თავისი აღმ. პროვინციები დაუთმო სელჩუკებს
6. 1080 წ - ქ. კარის გამო სელჩუკთა შემოსევა საქ-ში. დაიწყო ,,დიდი თურქობა“. ადრე
გაზაფხულზე შემოდიოდნენ გვიან შემოდგომამდე
7. 1083 წ გიორგი II ჩადის ისპაჰანში. ზავი მალიქ შაჰთან
8. მალიქ შაჰმა ჯარი გამოაყოლა კახეთის დასაპყრობად. გიორგი II-მ კახეთი ამ ჯარით არ
დაიპყრო და გადავიდა დას. საქართველოში.
9. 1088-89 წწ მიწისძვრები საქართველოში
10. 1089 წ. გიორგი II გადადგა, ტახტზე 16 წლის დავით IV
47) დავით აღმაშენებლის რეფორმები.
1.1089 წ გამეფდა - მეფე აფხაზთა, ქართველთა
2. მარბიელი რაზმები - თურქები შეყარა ციხე-სიმაგრეებში
3. 1102 წ გაუსწორდა ზედაზნის ციხის პატრონს ძაგან აბულეთის ძეს და მის ძმას მოდისტოსს
4. 90-იან წწ-ში - შეიპყრო ლიპარიტ V ბაღვაში, ბერად აღკვეცა და ბიზანტიაში გააძევა. გააუქმა
კლდეკარის საერისთავო
5. 1096-99 წწ - ჯვაროსანთა I ლაშქრობა. გვიშველა
6. 1099 წ - ხარკი შეუწყვიტა სელჩუკებს
7. 1104 წ - კახეთ-ჰერეთის შემოერთება (აღსართან II შეიპყრო) მიიღო რანთა და კახთა მეფის
ტიტულები
8. 1104 წ - ერწუხის ბრძოლა (აღმ.კახეთი) დაამარცხა განძის ათაბაგი ფადლონი და სელჩუკები
9. 1104 წ - რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
10. მსტოვართა ინსტიტუტი - კონტრდაზვერვა
11. სამხედრო რეფორმა: ა) მონა სპა - 5000 - პირადი გვარდია ბ) სამეფო სპა - 20000 ძირითადი ჯარი
გ) მეციხოვნენი. (1118 წ-დან იწყება ყივჩაღთა
ჩამოსახლება)
12. დააბრუნა მოსაკარგავე ერისთავობა
48) დიდგორის ბრძოლა.
1. 1110 წ - სამშვილდე
2. 1115 წ - რუსთავი
3. 1117 წ - ჰერეთის უკანასკნელი ციხე გიში აიღო
4. 1118 წ - ლორე - მიიღო სომეხთა მეფის ტიტული
5. X ს-ის 80-იანი წლებიდან თბილისში შეწყდა ჯაფარიან ამირათა დინასტია
6. ირჩევდნენ 12 უხუცესს, თითოეული 1 თვე ერთი მართავს
7. 1118 წ დავითმა დაიწყო ყივჩაღების ჩამოსახლება ჩრდ. კავკასიიდან (40 ათასი ოჯახი)
8. ხელს უშლიდნენ ოსები 1118 წ ილაშქრა ოსებზე, გაივასალა, გზა გაუხსნა ყივჩაღებს...
9. იქ დაიღუპა გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი
10. 1120 წ თბილისს ალყა. 1120 წ - დემეტრე უფლისწული ლაშქრობს შარვანში - აიღო ყაბალა
11. 1121წ 12 აგვისტო - დიდგორი. ცნობები ამ ბრძოლაზე:
ა) გოტიე - ანტიოქიის კანცლერი (1122 წ დაწერა) 200ევროპელი
ბ) მატე ურჰაეცი - სომეხი ისტორიკოსი - 100 ევროპელი
გ) ალ ჯაუზი და ალ ფარიკი - არაბი ისტორიკოსები
დ) დავითის ისტორიკოსი- ქართველი მემატიანე
12. სელჩუკებს 300 ათასი - დავითს 55 ათას 700 ა) 40000 ქართველი ბ) 15 ათასი ყივჩაღი
გ) 500 ალან-ოსი და 200 ჯვაროსანი
13. სელჩუკთა სარდალი - ნეჯმ ად დინ ილ ღაზი
14. ჩვენი ლაშქარი - ნიჩბისის ხევში - დავითმა ამოქოლა
15. დემეტრე უფლისწული - ამოაფარა დიდგორის მთას.
16. ბრძოლა 3 საათში მოვიგეთ - 3 დღე ვდიეთ ანისამდე
17. 1122 წ. თებერვალი თბილისი აიღო - ურჰაეცის ცნობით სასტიკად მოექცა თავიდან. დედაქალაქი
გადმოიტანა ქუთაისიდან
18. მერე შეღავათები განსაკუთრებით მუსლიმებს - (რატომ?)
19. 1123 წ დმანისი - დაამთავრა ქართული მიწების შემოერთება
20. 1123 წ სულთანი მაჰმუდი შეიჭრა შარვანში - დავითმა სასტიკად დაამარცხა ,,სამარცხვინოდ“
გაიპარა
21. 1123 წ ანისი აიღო და მეფე შაჰანშას ტიტული
22. 1124 წ დაასრულა შარვანის დაპყრობა და შარვანშას ტიტული
23, 1125 წ 24 იანვარს გარდაიცვალა
24. 26 იანვარი - 8 თებერვალი დავითის ხსოვნის დღე.
49) თამარ მეფის ეპოქა.
1.დემეტრე I - 1125- 1156 წწ - თავდაცვითი პოლიტიკა
2. ანისი დავუბრუნეთ შადადიან მფლობელებს ყმადნაფიცობის პრინციპით
3. შარვანიც ყმადნაფიცი გახდა
4. 1138 წ განძის აღება (მიწისძვრით დანგრეული). განძის კარები შესწირა გელათს
5. 1130 წ დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულება - უმცროსი ძმა ვახტანგი... წარუმატებელი
6. 1155 წ დემეტრეს წინააღმდეგ შეთქმულება - უფროსი ვაჟი დავითი... დემეტრეს გადაყენება -
გახდება დავითV (ექვსი თვე მეფობს), მისი შვილია დემნა უფლისწული...
7. დემეტრე მონასტერში აღიკვეცება, მაგრამ 1155 წ დავით V კვდება, ბრუნდება დემეტრე 1156
წლამდე
8. 1156-1184 წ წ - გიორგი III - დემეტრეს სიკვდილის შემდეგ გამეფდა
9. 1161-62 წწ-ში - დაიბრუნა სომხეთის ქალაქები ანისი და დვინი, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ
10. 1177 წ - დემნა უფლისწულის აჯანყება ეხმარება ამირსპასალარი (სიმამრი) ივანე ორბელი
11. გიორგი III-მ სასტიკად დასაჯა - მამაკაცი აღარ დარჩა ტახტის მემკვიდრე
12. 1179 წ - თამარი აიყვანა თანამეფედ
13. 1184 წ - თამარი ერთპიროვნულად გამეფდა
14. 1184 წ - დიდებულთა გამოსვლა, მოსთხოვეს მეფედ ხელახლა კურთხევა და ,,უგვაროების“
გადაყენება, შეასრულა
15. ყუთლუ არსლანის (მეჭურჭლეთუხუცესი) გამოსვლა - ,,კარვის“ დადგმის მოთხოვნა ისანში
(თამარმა ჩაშალა)
16. 1185 წ დაქორწინდა გიორგი (იური) რუსზე- ვლადიმერ სუზდალის მთავრის ანდრია
ბოგოლუბსკის დევნილ ვაჟზე
17. 1187 წ გააძევეს გიორგი რუსი
18. 1188 წ - დავით სოსლანი- ოსი უფლისწული
19. 1191-1193 წწ - ორჯერ სცადა გიორგი რუსმა დაბრუნება-უშედეგოდ
20. 1195 წ შამქორის ბრძოლა - დავამარცხეთ აბუ-ბაქარი სამხ. აზერბაიჯანის მმართველი
21. 1203 წ (1202წ) - ბასიანი-დავამარცხეთ რუმის სულთანი - რუქნ ად დინი (400 ათასი ყავდა)
22. 1204 ავიღეთ ქალაქი კარი
23. 1204 წ - შავი ზღვის სამხ. აღმ- დავაარსეთ ტრაპიზონის იმპერია - ალექსი კომნენოსი გახდა I
იმპერატორი
24. 1207 წ - არდებილის მმართველმა ანისში აღდგომის დღეს ჩახოცა 12 ათასი ქრისტიანი
25. შემდეგ წელს შევიჭერით - რამადანის დროს 12 ათასი მუსულმანი გავწყვიტეთ
26. 1210 წ მხარგრძელების ინიციატივით ირანში ლაშქრობა, მარბიელი-ირანის შუამდე მივედით
27. სავარაუდოდ - 1210 წ გარდაიცვალა თამარი (1213 წ).. მემატიანის ცნობით დაკრძალეს გელათში.
28. თამარის ეპოქაზე ორი საისტორიო თხზულება - „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“,
“ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისი“. ორივე გვეუბნება, რომ გელათში დაკრძალეს...
50) საქართველოს განვითარება თამარის ეპოქაში.
1. დარბაზი - დიდი და მცირე. მთავარია მცირე
2. ,,ხელმწიფის კარის გარიგება“- სოციალური სამართლის წიგნი, განსაზღვრულია მოხელეთა
უფლება - მოვალეობანი და ეტიკეტი
3. ორი არხი - ალაზნის და სამგორის
4. დიდი ქართული გუთანი - 8-10 წყვილი ხარ-კამეჩი
5. ეგვიპტიდან და ევროპიდან მომავალი გზა ჩინეთზე (ჩვენზე)
6. 65 გოგირდის აბანო
7. თბილისს 5 კარი ჰქონდა. დარბაზის შემადგენლობა:
1. მეფე- იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას
2. კათალიკოს პატრიარქი
3. აფხაზეთის კათალიკოსი
4. გელათის მოძღვართ-მოძღვარი (ერთადერთს ეგებება მეფე ნოხის პირას)
5. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი - მეფის კანცლერი. ემორჩილება 26 მწიგნობარი ორია
ცნობილი-საწოლის მწიგნობარი და ზარდახნის მწიგნობარი. მეფის და პატრიარქის შემდეგ II
პირია ეკლესიაშიც და საეროშიც
6. ამირსპასალარი - ერთადერთია ვინც ხმლით ესწრება (მოადგილე ამირახორი - ესწრება, ხმას
ვერ იღებს)
7. მანდატურთუხუცესი - (ფოსტა-პოლიციის მინისტრი) (მოადგილე ამირეჯიბი - გარეთ დგას)
8. მეჭურჭლეთუხუცესი - ფინანსთა მინისტრი (მოადგილე-ნაცვალი)
9. მსახურთუხუცესი
10. ათაბაგი - მემკვიდრის აღმზრდელი
51) ჯვაროსნული ეპოქა.
1. 1095 წ კლერმონში (საფრანგეთი) პაპმა ურბან II-მ საეკლესიო კრებაზე საზეიმოდ
მოუწოდა ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყებისაკენ
2. მიზანი - ქრისტეს საფლავის გათავისუფლება
3. მიზეზები: შიმშილობა ევროპაში, ჭარბი მოსახლეობა ევროპაში, რაინდების მომრავლება
ევროპაში, ახალი მიწების დაპყრობის სურვილი.
4. საბაბი: პეტრე მუდაბნოეს მოწოდება და ალექსი I კომნენოსის (ბიზანტიის იმპერატორი)
თხოვნა სელჩუკების წინააღმდეგ დასახმარებლად.
5. I ჯვაროსნული - 1096-99 წწ - ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი. 15 ივლისს 1099 წ წარმატებით
დამთავრდა. შეიქმნა: იერუსალიმის სამეფო, ანტიოქიის სამთავრო, ედესის და ტრიპოლის
სამარკგრაფოები.
II ჯვაროსნული- 1147-1149 წწ- ლუიVII(საფრ) და კონრად.III (გერმ.იმპ) წარუმატებელი - ვერ
დაიბრუნეს ედესა. III ჯვაროსნული - 1189-1192წწ - ეგვიპტის სულთანს სალადინს
(იერუსალიმი აიღო 1187 წ) ებრძვიან - რიჩარდ Iლომგული (ინგლ.), ფრიდრიხ I ბარბაროსა
(გერმ. იმპერ) და ფილიპე II ავგუსტი (საფრ) ვერ დაიბრუნეს იერუსალიმი.
წარუმატებელია.
IV ჯვაროსნული - 1202-1204 წწ - 1204 წ აიღეს კონსტანტინოპოლი, დააარსეს ლათინთა
იმპერია (1261 წლამდე) V ჯვაროსნული - 1217-1221 წწ - ეგვიპტეზე ლაშქრობს უნგრეთის
მეფე - უშედეგოდ
VI ჯვაროსნული - 1228-1229 წწ - გერმანიის იმპერ. ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენმა
დიპლომატიურად ჩაიგდო იერუსალიმი (1244 წ-მდე)
VII 1248-54 წწ - ლუი მეცხრე ტყვედ ვარდება, გამოიხსნეს...
VIII 1270 წსაფრანგეთის მეფე ლუი IX (წმინდა ლუი) შავმა ჭირმა იმსხვერპლა.. უშედეგოდ.
6. ორდენები:
I იონიტები ანუ ჰოსპიტალიერები - შავი მანტია თეთრი ჯვარი;
II ტამპლიერთა - მეტაძრეები - თეთრი მანტია წითელი ჯვარი; 1307 წ დააპატიმრეს და დაწვეს
(ფილიპე IV ლამაზმა);
III ტევტონთა - გერმანული -თეთრი მანტია - შავი მოსასხამი
7. იერუსალიმის მეფე ბალდუინ II (1118-1131) სავარაუდოდ ფარულად ესტუმრა დავით
აღმაშენებელს
8. 1204 წ ჯვაროსნების მიერ კონსტანტინეპოლის აღებით ვისარგებლეთ და დავაარსეთ
ტრაპიზონის იმპერია
9. 1221 წ რომის პაპი ჰონოსიუს III ლაშა-გიორგის ეპატიჟებოდა V ჯვაროსნულ ლაშქრობაში-
მონღოლებმა შეუშალეს ხელი.
52) მონღოლთა დაპყრობები და მისი შედეგები.
1. თურქეთის მონათესავე ხალხია - თათრებსაც ეძახიან
2. 1206 წ მდ. ონონთან - ყურულთაიზე (კრება) დიდ ყაენად აირჩიეს თემუჩინი
3. უწოდეს ჩინგიზი - შეუდრეკელი
4. 1219 წ შეიჭრა ხორეზმის სამეფოში - ხორეზმშაჰი გაიქცა
5. დაადევნა ორი სარდალი - ჯებე და სუბუდაი
6. 1227 წ ჩინგიზ ყაენი გარდაიცვალა, ქვეყანა 4 შვილს გაუყო
7. 1220 წ გარდაიცვალა ხორეზმშაჰ მუჰამედი-მემკვიდრე გახდა ჯალალ-ედ-დინ მანგუბერტი -
მისი შვილი
8. კოალიციის შეკვრის ნაცვლად ებრძვის თავის პოტენციურ მოკავშირეებს. 1231წ მონღოლთაგან
დევნილი მოკლეს ქურთისტანის მთებში ქურთმა მწყემსებმა უნაგირის გამო.
9. 1236-1242 წწ - ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი ბათუ იპყრობს რუსეთს, აღწევს ევროპამდე -
აარსებს ოქროს ურდოს.
10. პაპი ინოკენტი IV-ის ელჩი მონღოლეთში ფრანცისკანელი ბერი პლანო კარპინი დაესწრო
გიუიქის ყაენად კურთხევას.
11. 1258 წ ჰულაგუ ყაენი იპყრობს ბაღდადს. ოჯახიანად გაწყვეტს უკანასკნელ ხალიფას ალ-
მუჰთასიმს
12. 1260 წ - ჰულაგუს წინსვლა შეაჩერეს ეგვიპტელმა მამლუქებმა. დაამარცხეს აიუნ-ჯალუთის
ბრძოლაში
13. ჰულაგუ ყაენი აარსებს ჰულაგუს ულუსს ანუ ილხანთა საყაენოს, ჩვენ აქ შევდივართ
14. იასაკი - რკინის დისციპლინა - ჯარი დაყოფილია ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და
10 000 ად -
დუმანებად. სათავეში დუმან-ნოინი.
15. ჰაშარის სისტემა - ცოცხალი ფარი. ტყვეებს იფარებდნენ წინ
16. ურთუუ-საფოსტო სისტემა-ყოველ 15 კმ ცხენები
17. პოეტები - საადი, ჰაფეზი - სპარსეთში, კერძოდ შირაზში
18. რაშიდ ად დინი - 1277-1318 წწ - სპარსელი ისტორიკოსი, დაწერა ,,ისტორიათა კრებული“
- ,,ჯამი ათ-თავარიხი“- მსოფლიოს ისტორია. 500 წლით გაუსწრო ევროპას.
19. რაშიდ ად დინმა -- მიაღებინა ყაზან ყაენს მუსულმანობა
20. ჰულაგუიანთა დედაქალაქი გახდა - თავრიზი
53) საქართველო XIII ს-ში. მონღოლები საქართველოში.
1. 1220 წ. ჯებე და სუბუდაის გამოჩენა (დაზვერვითი) საქართველოს ფარგლებში - 3 - ჯერ
დაგვამარცხეს ლაშა დაიჭრა.
2. 1223 წ ლაშა - გიორგი IV გარდაიცვალა
3. დარჩა უკანონო შვილი დავითი (VII ულუ)
4. ტახტი დაიკავა მისმა დამ რუსუდანმა 1223-1245 წწ მეუღლე ერზრუმის უფლისწული მუღის
ად დინი (დიმიტრი)
5. შეეძინა 2 შვილი - დავითი ( VI ნარინი) და თამარი
6. 1225 წ გარნისის ბრძოლაში დავმარცხდით ჯალალ ედ დინთან

7. 1226 წ ჯალალ ედ დინმა აიღო თბილისი (100 ათასი მოწამე)


8. 1235 წ მონღოლთა დაპყრობითი შემოსევა. ყველამ ჩააბარა ციხეები. ებრძვის მხოლოდ ივანე-
ციხისჯვარელ - ჯაყელი
9. 1243 წ ზავი მონღოლებთან, დაგვეკისრა 50 ათასი პერპერა ყოველწლიურად.
10. დავით რუსუდანის ძეს ვაგზავნით ოქროს ურდოში მეფედ დასამტკიცებლად, იქიდან ყარა-
ყორუმში დიდ ყაენთან
11. 1245 წ რუსუდანი გარდაიცვალა. დავით გიორგის ძესაც ვაგზავნით დიდ ყაენთან მეფედ
დასამტკიცებლად. ორივე იქ არიან.
12. 1245-1247 წწ უმეფობა. მონღოლებმა საქართველო დაყვეს 8 დუმანად. სათავეში დუმან-ნოინები
- ქართველი ერისთავები
13. კოხტასთავის შეთქმულება - ცოტნე დადიანი
14. 1247 წ - ყაენმა ორივე დაამტკიცა: დავით VI რუსუდანის ძე ნარინი-უმცროსი და დავით
VI გიორგის ძე-უფროსი ულუ.
15. ბასკაკები - გადასახადების ამკრეფნი
16. 1259 წ - დავით ნარინის აჯანყება გადადის დას. საქართველოში
17. 1260 წ - დავით ულუს აჯანყება. ეხმარება სარგის ჯაყელი, დამარცხდა, ეახლა ჰულაგუს. აპატია.
ებრძვის ოქროს ურდოს ყაენს ბერქას
18. 1266 წ სარგის ჯაყელმა ხასინჯუდ გამოაცხადებინა ყაენს სამცხე
19. ხასინჯუ - (ჩემი მიწა) ყაენის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი მიწა. პირველი ხასინჯუს
მფლობელი სარგის ჯაყელი
20. 1270 წ - გარდაიცვალა დავით ულუ-ტახტზე მცირეწლოვანი დემეტრე II
21. მისი აღმზრდელი და მეურვე სადუნ მანკაბერდელი
22. 1277 და 1281 წწ ილხანთა ჯარი მარცხდება მამლუქებთან დემეტრე დაიჭრა, ძლივს გადარჩა.
23. 1289 წ მარტი - დემეტრე II სიკვდილით დასაჯეს, უწოდეს თავდადებული
24. დავით VI ნარინი 1247-1293 წწ
54) ქართული სახელმწიფოს დაშლა.
1. 1299 I - ად, 1314 II - ედ, 1318 III - ედ გიორგი V დემეტრე თავდადებულის უმცროსი ვაჟი 1246 წ-
მდე
2. ახლო ურთიერთობა ჩობან ნოინთან
3. თავიდან განდევნა გიორგიმ გორში ჩამსხდარი ოსები, მერე ჩრდილოეთში გადაჰყვა ოსებს და
გაივასალა
4. 1329 წ მიქაელ დავით ნარინის ძის სიკვდილის შემდეგ შემოიერთა დას. საქართველო.
5. 1334 წ - თავისი ბიძის სარგის ჯაყელის სიკვდილის შემდეგ შემოიერთა სამცხე
6. ცივის მთაზე დასაჯა ურჩი დიდებულები (კახეთის და ქვემო ქართლის დიდებულები)
7. ,,ხელმწიფის კარის გარიგება“ ხელახლა გადააწერინა (სოციალური სამართლის წიგნი).
8. ,,ძეგლის დადება“ - ქსნისა და არაგვის საერისთავოები სამართლის წიგნი.
9. ,,გიორგაული თეთრი“- მოჭრა ფული
10. სმირნიდან თბილისში გადმოიტანა კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო ცენტრი (იოანე XXII
რომის პაპი) რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო გზების აღდგენას.
11. შეუწყვიტა ხარკი მონღოლებს. 1335 წ ილხანთა საყაენო დაიშალა
12. თემურ ლენგის 8 შემოსევა ჯერ ბაგრატ V-ის (1360-93) და მერე გიორგი VII-ის (1393-1407) დროს.
I 1386 წ; II 1387 წ; III 1394 წ; IV 1394 წ; V 1399 წ; VI 1400 წ; VII 1401 წ ზავი; VIII 1403 წ დას. საქ-ში
ზავი
13. 1407-1412 კონსტანტინე II - შეეწირა ყარა-ყოინლუს (შავბატკნიანები) ბრძოლას
14. 1412-1442 წ ალექსანდრე I დიდი-უკანასკნელი ძლიერი მეფე
15. 1446-1466 წწ - გიორგი VIII გაერთიანებული საქართველოს ბოლო მეფე.
16. დაშლის საგარეო ფაქტორები: 1453წ კონსტანტინოპოლის აღება, 1481 ტრაპიზონის აღება, 1475წ
ყირიმის დაკავება. შავი ზღვა გადაიქცა ოსმალეთის ტბად - ჩაიკეტა სავაჭრო გზები, ევროპამ
დაიწყო საოკეანო გზების ძიება
(კოლუმბი, ვასკო და გამა, მაგელანი)
17. დაშლის საშინაო ფაქტორები: ა) 1463 წ ჩიხორთან ბრძოლაში გიორგი VIII დამარცხდა ბაგრატ
იმერეთის ერისთავთან; ბ) 1465 წ გიორგი VIII დამარცხდა ყვარყვარე II -თან (სამცხის მთავარი)
ფარავნის ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა; გ) 1466 წ იმერეთიდან გადმოდის ბაგრატი და თავს
აცხადებს საქ-ოს მეფედ - ბაგრატ VI (1466-78წწ); დ)
1466 წ ყვარყვარე II-ემ გამოუშვა გიორგი VIII დაავალა ბაგრატთან ბრძოლა, არ შეებრძოლა,
გადავიდა კახეთში გახდა
I კახეთის მეფე გიორგი პირველი. ე) ქართლ-იმერეთის მეფე კონსტანტინე II არადეთის
ბრძოლაში ყვარყვარე II - თან
1483 წ დამარცხდა; ვ) 1490 წ კონსტანტინე II -ემ მოიწვია დარბაზი - საქართველო დაიშალა.
55) კონსტანტინოპოლის დაცემა.
1. 1300 წ დაიშალა რუმის სასულთნო, ოსმან ბეი აარსებს ოსმალეთის იმპერიას (ოტომანები-
ევროპულად-1299წ)
2. ბრწყინვალე პორტა - დიდვეზირის სასახლის კარი სტამბულში
3. 1402 წ ანგორის (ანკარის) ბრძოლაში ტყვედ ჩაიგდო ბაიაზეთ I თემურ ლენგმა და 10 წელი
არსებობა შეწყვიტა ოსმალეთმა.
4. მურად II დაემუქრა კონსტანტინოპოლს (1421-1451)
5. 1261 წ ბიზანტიის იმპერია აღადგინა მიხეილ VIII პალეოლოგმა
6. 1438-39 წწ - ფერარა-ფლორენციის უნიატური (გამაერთიანებელი) კრება, ბიზანტია დათანხმდა
აღმ-ის და დას-ის ეკლესიების გაერთიანებას, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სანაცვლოდ
7. დასავლეთი მაინც არ დაეხმარა
8. ბერძნებს არ სურდათ კათოლიკებთან ერთობა: ,,მირჩევნია,ქალაქში ვიხილო სულთნის ჩალმა,
ვიდრე პაპის ტიარა“- ლუკა ნოტარას (ბიზანტიის ფლოტის სარდალი) სიტყვები.
9. 1453წ 29 მაისს, 53 დღიანი ალყის შემდეგ მეჰმედ II ფათიჰმა (დამპყრობელი) აიღო
კონსტანტინეპოლი (1451-81)
10. კონსტანტინე XI პალეოლოგი (1449-53) უანასკნელი იმპერატორი ბრძოლაში დაიღუპა
11. აია-სოფიას ტაძარი მუსლიმებმა მეჩეთად გადააკეთეს
12. მძიმე დარტყმა სრულიად ქრისტიანობისთვის. პიუს II-მ -რომის პაპმა სცადა კოალიციის
მოწყობა ოსმალეთის წინააღმდეგ
13. საეკლესიო კრება მანტუაში - დას-ის მონარქები არ გამოეხმაურნენ
14. საქართველოში პაპმა პიუს II-ემ გამოგზავნა ელჩი-ლეგატი ლუდოვიკო ბოლონიელი. დახმარება
გვთხოვა
15. გიორგი VIII - ემ ელჩობა გაგზავნა ევროპაში პაპთან და ბურგუნდიის ჰერცოგთან (ნიკოლოზ
თბილელი და ხარდან ხაჩიკიანი)
16. შეხვდნენ - ფრიდრიხIII -ს, ვენეციის სენატს, რომის პაპს
17. ევროპელთა გამო ჩაიშალა. ევროპამ დაიწყო ახალი სავაჭრო გზების ძიება, საქართველო
დაივიწყა.
56) რენესანსი და ჰუმანიზმი. ანტიკურის აღორძინება.
1. ჩაისახა იტალიაში - (ფრანგ. სიტყვაა რენესანსი-აღორძინება)
2. რენესანსი - პირველად იხმარა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ
3. ჰუმანიზმი - ლათ. ადამიანურობა. ნიშნავს ადამიანის თავისუფალ განვითარებას
4. მიქელანჯელო - იტალიელი - 1475-1564
5. ლეონარდო და ვინჩი - 1452-1519
6. ალბრეხტ დიურერი - გერმანელი - 1471-1528
7. ნიკოლაი კოპერნიკი - პოლონელი - 1473-1543 - შეიმუშავა ჰელიოცენტრული (მზე ცენტრში)
სამყაროს თეორია
8. მანამდე იყო გეოცენტრული (დედამიწა ცენტრში)
9. კოპერნიკის თეორია დაამტკიცა გალილეო გალილეიმ - იტალიელი
10. გალილეის მოუწყვეს 1633 წ სასამართლო-უარყო თავისი იდეები
11. ლორენცო ვალა - 1407- 1457წ - ჰუმანისტი მკვლევარი - კრიტიკის გზით დაამტკიცა
,,კონსტანტინეს ნაბოძების“ სიყალბე (იტალიელი)
12. ერაზმუს როტერდამელი- ნიდერლანდელი - 1469-1536 - ჰუმანისტი მკვლევარი -
ბიბლია თარგმნა ძვ. ბერძნულიდან
13. იოჰანეს როიხლინი-გერმანელი - 1455- 1522- ჰუმანისტი მკვლევარი - შეადგინა ძვ.ებრაული
ენის გრამატიკა. ამან გააადვილა ბიბლიის შესწავლა ებრაულ ენაზე.
14. ,,ად-ფონტე“ - ,,მიმართეთ წყაროებს“- ჰუმანისტთა დევიზი
15. იოჰანეს გუთენბერგი - გერმანელი - 1448 წ. წიგნის ბეჭდვის ტექნოლოგია
16. იტალიაში - მედიჩები, გერმანიაში - ფუგერები - სავაჭრო სახლების დამაარსებელი
საგვარეულოები
17. შექმნეს ჩეკების (უნაღდო ანგარიშსწორება) სისტემა საბანკო საქმეში, აგრეთვე საბუღალტრო
აღრიცხვა

18. სავაჭრო დაწესებულებები - იტალიაში - კანტორები, გერმანიაში - ფაქტორიები, იწყება


,,კომერციული რევოლუცია“
19. XIV ს-ის დასაწყისში გირებიანი საათის გამოგონება, დრო დაფასდა
20. ბენჟამინ ფრანკლინი - ამერიკელი პოლიტიკოსი და გამომგონებელი - 1706-1790 - ,,დრო
ფულია“.

57) ახალი სამიმოსვლო გზების და კონტინენტების აღმოჩენა.


1. XV ს-ში დაიწყო ,,დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ ეპოქა
2. XVI-ში პორტუგალიაში ააგეს ორანძიანი გემი-კარაველა
3. 1492 წ კოლუმბის მოგზაურობების დაწყება. ამერიკა ეგონა ინდოეთი.
4. 1494 წ ,,ტორდესელიასის ხელშეკრულება“ - 490 321 მერიდიანზე აღმ. პორტუგალიას - დას.
ესპანეთს. გამიჯნეს დასაპყრობი მსოფლიო. პაპმა დაუმტკიცა. ეწოდა ,,პაპის მერიდიანი“
5. უამრავი მცენარე, ცხოველი და პროდუქტი შევიდა ამერიკიდან ევროპაში და პირიქით 1519 - 22
მაგელანი;
1498 წ ვასკო და გამა
58.კოლუმბამდელი ამერიკა
1. ძვ.წთ. II ათასწ-დან ოლმეკების მესოამერიკული ცივილიზაცია. მერე მაიას ცივილიზაცია
2. მაიას ტომმა - შექმნა უნიკალური მზის კალენდარი
3. ინდიელებში ერთადერთი მაიას ხალხს ჰქონდა პიქტოგრაფიული დამწერლობა
4. აცტეკები - (მექსიკა) - XIV-XVI სს-ში მწვერვალი
5. კეცელკოატლი - ღმერთი
6. ტბა - ტესკოკოს შუაში მათი დედაქალაქი - ტენოჩტიტლანი (100 ათასამდე ადამიანი)
7. 1519-21 - დაიპყრო ფერნანდო კორტესმა
8. ინკები - სამხრეთ ამერიკაში - კუსკო (პერუ) დედაქალაქი
9. 1530-იან წწ-ში დაიპყრო პისარომ
10. ინკებს ჰქონდათ კვანძოვანი დამწერლობა (კიპუ)
11. კეჩუას ენაზე ლაპარაკობდნენ.
59) კოლონიური ეპოქის დასაწყისი.
1. 1600წ - ,,ისტ-ინდია კომპანი“- ინგლისში
2. XVI-XVII ს-ში - 13 კოლონია - ჩრდ. ამერიკაში ინგლისელებმა.
3. კოლონიალიზმის სახეები: ა) ექსპლუატატორული - რესურსების გამოზიდვა; ბ) პლანტაციური
კოლონიალიზმი -ჰქმნიდნენ პლანტაციებს
4. გავრცელდა ამერიკაში
მონობა
5. აზიაში ადგილობრივებს იყენებდნენ მონებივით - მათ ეძახდნენ კულის
6. შედეგები: დღესაც გავრცელებულია რელიგია და ენა დამპყრობლების იმ ქვეყნებში, სადაც
ბატონობდნენ
60) რეფორმაცია და კონტრეფორმაცია.
1. 1515 წ პაპი ლეო X წმ. პეტრე ტაძრის მშენებლობისთვის ინდულიგენციებით (ცოდვების
მიტევების ფურცელი) ვაჭრობას იწყებს..
2. 1517 წ ოქტომბერი - დაუპირისპირდა ვიტენბერგში (ჩრდ. გერმანია) თეოლოგიის პროფესორი
მარტინ ლუთერი -
,,95 თეზისი“
3. 1520 წ ლეო X-მ განკვეთა ლუთერი ეკლესიიდან
4. 1521 წ კარლ V-მ ვორმსში კანონგარეშედ გამოაცხადა
5. შეიფარა გართბურგის ციხეში ფრიდრიხ საქსონელმა - ბრძენმა - ბიბლია გერმანულად თარგმნა
ლუთერმა..
6. 1531 წ ,,შმალკალდენის კავშირი“- გერმანელი თავადები იწყებენ ბრძოლას კარლ V-ს წინააღმდეგ
7. 1548 წ კარლ V-მ დაამარცხა, აღადგინა ერთიანი რწმენა
8. 1552 წ ისევ ,,თავადთა შთქმულება“- ომი, ეხმარება გერმანელ თავადებს საფრანგეთის მეფე
9. 1555 წ აუგსბურგის ,,საღვთო ზავი“- კარლV დამარცხდა. გაიმარჯვა პრინციპმა ,,ვისიცაა ქვეყანა,
სჯულიც მისია”
10. 1541 წ შვეიცარიელმა ჟან კალვინმა შეიმუშავა ჟენევაში კალვინისტური ეკლესიის პრინციპები
11. კალვინისტები არიან: ა) საფრანგეთში - ჰუგენოტები ბ) ინგლისში - პურიტანები; გ)
შოტლანდიაში -
პრესბიტერიანელები
12. ჰენრი VIII - 1509- 1547 - აწესებს ანგლიკანურ ეკლესიას, განუდგება რომის პაპს, ინგლისური
ეკლესიის მეთაური
გახდა მეფე
13. ედუარდVI - 1546-1552 - ლოცვა ლათინურის ნაცვლად ინგლისურად
14. მერი - კათოლიკე 1553-1558 - ცდილობს დააბრუნოს ინგლისი კათოლიკობაში
15. ელისაბედ I - საბოლოოდ გახდა ანგლიკანური. ის არის უკანასკნელი ტიუდორი - 1558-1603.
მერე სტიუარტები
16. კონტრრეფორმაცია - პავლე III რომის პაპი იწყებს კათოლიკური ეკლესიის გარდაქმნას - 1545-
1563 ტრიენტის კრებები
17. 1542 წ დაარსა წმინდა ინკვიზიცია, შემოიღო ,,აუტოდაფე“ - კოცონზე დაწვა
18. 1534 წ - ბასკი დიდგვაროვანი იგნასიო ლოიოლა აარსებს ,,იესოს საზოგადოებას“ - ,,იეზუიტთა
ორდენს“ - აღიარა პავლე III-მ.
19. მთელს მსოფლიოში სასწავლებლები. 7 წელი უნდა მიეღოთ თეოლოგიური განათლება, რომ
იეზუიტთა ორდენში მოხვედრილიყვნენ.
61) რელიგიური ომები.
1. 1534-35 წწ - მიუნსტერში (ვესტფელიაში) ანაბაპტისტებმა დაარსეს ,,მიუნსტერის კომუნა“ -
ჯერ მეფუნთუშე იან მატისი, მერე მკერავი იოჰანეს ლეინდენსელი - 14 თვე იარსება .
სიკვდილით დასაჯეს
2. 1572 წ 24 აგვისტო - ,,ბართლომეს ღამე“ - კათოლიკებმა - გიზები, გაწყვიტეს პროტესტანტები
- ბურბონები
3. მეფე შარლ IX ვალუა – 1560-1574 წ (დედა ეკატერინე მედიჩი)
4. მთავარი მტრები პროტესტანტების გიზები-ჰერცოგები
5. 1589 წ - ანრი III ვალუას გარდაცვალების შემდეგ, შეწყდა ვალუების დინასტია
6. საფრანგეთის ტახტი 1589 წ დაიკავა ანრი IV (ნავარელი) ბურბონმა. 1589 წ იწყება
ბურბონთა დინასტია. ცოლი მარგარიტა ვალუა.
62) ჰოლანდიის რევოლუცია და მისი მნიშვნელობა.
1. XVI ს-ში ნიდერლანდები (ჰოლანდია,ბელგია) ემორჩილებოდა იმპერატორებს -
ჰაბსბურგებს (რომის საღვთო იმპერია)
2. 1556 წ-ესპანეთის მეფეს ფილიპე II-ს გადასცა მამამ კარლV-ემ ნიდერლანდები
3. 1568 წ ჩრდ. ნიდერლანდების 7 პროვინცია აჯანყდა
4. 1581 წ მეფე გადაყენებულად გამოაცხადეს და შექმნეს ჰილანდია (შვიდიდან ერთ-ერთს ერქვა)
5. ჰოლანდიას მართავდა პარლამენტი და შტატჰალტერი
6. I შტატჰალტერი - უილიამ I ორანელი - მერე შტატჰალტერები არიან ორანელები
7. 1648 წ - მიუნსტერის ზავით ევროპელმა მონარქებმა, მათ შორის ესპანეთმაც აღიარეს ჰოლანდიის
რესპუბლიკა
63) XVIIს-ის ინგლისის რევოლუცია.
1. 1455-1485- წწ ვარდების ომი ინგლისში: ებრძვის ორი დინასტია ლანკასტერები და იორკები
2. ტიუდორების დინასტიის დროს 1485-1603 ინგლისი დაწინაურდა
3. 1603-1625 წ- ინგლისის მეფე-I სტიუარტი - ჯეიმ I
4. 1625-1649 წ - ჩარლზ I სტიუარტი 1649 წ. 30 იანვარს თავი მოჰკვეთეს
5. 1640-60 წწ - ინგლისის რევოლუცია და სამოქალაქო ომი
6.1640-49 წწ - პარლამენტი ებრძვის მეფეს. პარლამენტი იმარჯვებს. მეფეს თავი მოკვეთეს.
პარლამენტის ჯარებს
(რკინის გვერდებიანები) სათავეში უდგას ოლივერ კრიმველი
7. 1653-58 წწ - ოლივერ კრომველი ხდება - ინგლისის, შოტლანდიის და ირლანდიის ლორდ
პროტექტორი
8. 1660 წ - აღდგა სტიუარტების დინასტია - ჩარლზII 1660-1685 რესტავრაციის ხანა
9. 1685-88 - ჯეიმს II სტიუარსი.
10. ჯეიმს II -ის წინააღმდეგ პარლამენტი გამოდის
11. 1688 წ ,,სახელოვანი რევოლუცია“ - უსისხლო რევოლუცია. ჯეიმს II აიძულეს დაეტოვებინა
ტახტი და ქვეყანა
12. პარლამენტმა მეფედ მოიწვია მისი ქალიშვილი მერი II და მისი მეუღლე - ჰოლანდიის
შტატჰალტერი უილიამ III
ორანელი
13. 1689 წ პარლამენტმა მიიღო ,,უფლებათა ბილი“. ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოყალიბდა
,,კონსტიტუციური მონარქია“.
64) აბსოლუტიზმი.
1. ლუი XIV - 1643-1715 წწ (1661-დან ერთპიროვნულად)- მეფე მზე
2. ,,სახელმწიფო მე ვარ“ - პარიზიდან 18 კმ-ში ააგო ვერსალის სასახლე. ბაღი, იქ გადაიყვანა დაშნით
აზნაურები- გააფუქსავატა
3. მანტიის აზნაურებს წაართვა საკანონმდებლო უფლება. 1678წ
4. იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს-რეგიონებში 30 ინტენდანტი-რათა პროვინციები
ეკონტროლებინა
5. 1685 წ გააუქმა ,,ნანტის ედიქტი“ (1598წ), რომლის ძალითაც პროტენსტანტობა
ნებადართული იყო: ,,ერთი მეფე, ერთი კანონი, ერთი რელიგია“
6. საფრანგეთი გაფართოვდა ბუნებრივ საზღვრამდე-რეინამდე
7. სამხედრო რეფორმა - მუდმივი ჯარი, ბევრი ომი
8. სასამართლო გაუქმდა, დალუქული წერილების საფუძველზე სვამდნენ ხალხს ბასტილიის
ციხეში
9. მერკანტილიზმის (სავაჭრო) პოლიტიკა - იგივე კოლბერტიზმი - ლუი XIV-ის ფინანსთა
მინისტრმა - ფინანსთა გენერალურმა კონტროლიორმა ჟან ბასისტ კოლბერმა(1619-83)
10. მერკანტილიზმის არსი - აქტიური სავაჭრო ბალანსი, მეტი ექსპორტი, ნაკლები იმპორტი
11. სახელმწიფო აარსებს სახელმწიფო მანუფაქტურებს, ერევა ქვეყნის ეკონომიკაში და ვაჭრობაში
12. მიზეზი: ორი ფენა არ იხდის გადასახადს და III ფენა უნდა ფინანსურად გაძლიერდეს, რომ
შეძლოს გადასახადების გადახდა.
13. ლანგედოკის არხი - უმოკლესი გზა ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვამდე.
14. მწერალი დრამატურგები: - მოლიერი, კორნელი, რასინი
15. ლუი XIV - ის აბსოლუტიზმს წინ უსწრებდა ორი დიდი კარდინალის მმართველობის პერიოდი:
ა) რიშელიე 1624-42
და ბ) მაზარინი 1643-61
16. მაზარინის დროს პარიზში ,,ფრონდას“- (შურდული) აჯანყება. მცირეწლოვანმა მეფემ
რამდენიმე წლით დატოვა პარიზი.
65) შვიდწლიანი ომი ევროპაში 1756-1763 წწ
1. ჩერჩილმა უწოდა ,,პირველი მსოფლიო ომი“
2. ორი კოალიცია ებრძვის: ა) ინგლისი და პრუსია ბ) რუსეთი, ავსტრია და საფრანგეთი
3. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II ამბობდა ,,სამ დედაკაცს ვებრძვიო“ (ელისაბედ I რუსეთი, მარია
ტერეზა-ავსტრია, მადამ დე პომპადური - საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის საყვარელი)
4. 1759 წ 12 აგვისტო- კუნესდორფის ბრძოლა,პრუსიის მარცხი, მაგრამ ,,ბრანდებურგის სახლის I
სასწაული“
5. 1762 წ რუსეთის იმპერატრიცას ელისაბედ I გარდაცვალება და პეტრე III (პრუსიელი) რუსეთის
ახალი იმპერატორი ყველაფერს უკან უბრუნებს პრუსიას (,,ბრანდებურგის სახლის II
სასწაული“)
6. 6 თვეში ტახტიდან ჩამოაგდეს და მოახრჩვეს
7. რუსეთის იმპერატრიცა გახდა მისი ცოლი - სოფია ანჰალპტ ცერბსტელი ანუ ეკატერინე II 1762-
1796
8. 1763 წ 15 თებერვალი - ზავით დასრულდა 7 წლიანი ომი.
9. პრუსიამ მიიღო - ავსტრიისგან სილეზია, უარი თქვა საქსონიაზე, პრუსია გახდა ევროპის ერთ-
ერთი წამყვანი ქვეყანა
10. ინგლისმა საფრანგეთიდან მიიღო - კანადა ჩრდ. ამერიკაში და თითქმის მთლიანი ინდოეთი-
აზიაში.
66) განმანათლებლობა.
1. რენე დეკარტი (1596-1650) ფრანგი მათემატიკოსი-რაციონალიზმი
2. ფრენსის ბეკონი (1561-1626) ინგლ. მეცნიერი - ემპირიზმი (ცდისეული)
3. რაციონალიზმი+ემპირიზმი = მატერიალიზმს
4. დიდრო,ვოლტერი, მონტესკიე, ჟან-ჟაკ რუსო ,ჰოლბახი და სხვა-განმანათლებლები
5. დენი დიდრო-ფრანგი. იმოგზაურა კ. ტაიტიზე. ,,კეთილშობილი ველური“
6. ჟან-ჟაკ რუსო - შვეიცარიელი - რომანი ,,ემილი“- სახელმწიფომ უნდა გააფორმოს
,,საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ თითოეულ მოქალაქესთან
7. მონტესკიე -,,კანონთა გონი“- სამწვეროვანი დაყოფა ხელისუფლების (განავრცო ჯონ ლოკის
იდეები): საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო. ერთ ხელში დიქტატურაა.
8. 1751-1772 წწ დიდროს და დალამბერის ინიციატივით შეიქმნა ,,მეცნიერებათა,
ხელოვნებათა და ხელობათა ენციკლოპედია“- 28 ტომი (17 ტექსტები, 11 ილუსტრაციები) ეწოდათ
ენციკლოპედისტები)
9. ფიზიოკრატები-ეკონომისტთა წრე - ,,მიეცი მოქმედების თავისუფლება“ - ქადაგებდნენ
თავისუფალ ეკონომიკას
(ტიურგო)
10. დავით ბატონიშვილი - დიდი ვოლტერიანელი - თარგმნა მონტესკიეს ,,კანონთა გონი“
67) ამერიკის კოლონიზაცია და აშშ-ს შექმნა.
1. 1607 წ ამერიკის კონტინენტზე 129 კაცმა I ინგლისური კოლონია ჯეიმს თაუნი დააარსა
2. XVIII- ს - თვის 13 კოლონია დაარსდა
3. 7 წლიანი ომის შემდეგ ინგლისმა დაიწყო ამერიკული კოლონიებისთვის გადასახადების გაზრდა
4. 1773 წ - პროტესტის ნიშნად ბოსტონში ოკეანეში გადაყარეს გემიდან ინდიელებად
გადაცმულმა ამერიკელმა ჩაი- ამას ჰქვია ,,ბოსტონის ჩაის სმა“
5. 1774 წ 13 კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქ. ფილადელფიაში I
კონტინენტურ I კონგრესზე. დაუპირისპირდნენ ინგლისელებს. დაიწყო ომი
6. 1775 წ II კონტინენტური კონგრესი ფილადელფიაში
7. მოითხოვეს ინგლისისგან სრული დამოუკიდებლობა
8. 1776 წ 4 ივლისი - ,,დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ თომას ჯეფერსონი (მესამე პრეზიდენტი).
აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე
9. აჯანყებულ ამერიკელებს სარდლობს ჯორჯ ვაშინგტონი - მომავალი I პრეზიდენტი
10. 1778 წლიდან ეხმარება საფრანგეთი - მარკიზი ლაფაიეტი
11. 1781 წ იორკთაუნთან გადამწყვეტი გამარჯვება ინგლისელებზე
12. 1783 წ პარიზში ზავი. ინგლისმა აღიარა აშშ-ს დამოუკიდებლობა
13. 1787 წ-ამერიკის კონსტიტუცია (მედისონი)
14. საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი - კონგრესი. ზედა პალატა - სენატი, ქვედა პალატა -
წარმომადგენელთა პალატა.
15. პრეზიდენტს ირჩევენ 4 წლით (2 ვადით)

68) საფრანგეთის დიდი რევოლუცია: მიზეზები


1. რევოლუცია-ასტრონომიიდან - შემობრუნება
2. 1789-99 ერთი ვერსიით 1789-1815 მეორე ვერსიით-საფრანგეთის რევოლუციის თარიღი...
3. მიზეზები: ა) მხოლოდ III წოდება იხდიდა და ვეღარ აუდიოდა გადასახადებს ბ)
გაუმართლებელი სამეფო ხარჯები ფუფუნებაზე გ) მარცხიანი სამხედრო კამპანიები დ) 70-იან
და 80-იან წლებში მოუსვლიანობა.
4. 1788 წ ფინანსთა მინისტრმა ნეკერმა გამოაქვეყნა ფინანსური ანგარიში (პირველად), აღმოჩნდა,
რომ საფრანგეთი გაკოტრებული იყო.
5. ყველა ფენას უნდა გენერალური შტაბების მოწვევა. ა) I-II ფენას უნდა აბსოლუტიზმის დროს
დაკარგული
პრივილეგიების აღდგენა ბ) III ფენას უნდა გადასახადების შემსუბუქება და I და II ფენასთან
გათანაბრება
6. 1789წ მაისში ლუი XVI-მ მოიწვია გენერალური შტატები
69) რევოლუციის დასაწყისი.
1. გენერალური შტაბების შეკრება ვერსალში. დაიწყო კენჭისყრის წესის შეცვლის
მოთხოვნით. უნდათ საერთო კენჭისყრა.
2. 1789 წ 17 ივნისს - საერთო კენჭისყრა, თავის თავს უწოდეს ეროვნული კრება
3. 20 ივნისი - მეფემ დაუკეტა დარბაზი, არ დაიშალნენ დაიფიცეს მიეღოთ კონსტიტუცია -
ამიტომ გახდა დამფუძნებელი კრება.
4. 11 ივლისს-მეფე ჯარები შეიყვანა ვერსალში, აჯანყდნენ
5. 14 ივლისი-აიღეს ბასტილიის ციხე, ეს დღე ითვლება საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღედ
6. 17 ივლისი - მეფე ჩადის პარიზში. კომუნის თავმა სამფეროვანი დროშა - ლურჯი, თეთრი,
წითელი. საფრანგეთის დროშაა.
7. დაიწყო პროვინციებში რბევა - ეწოდა ,,დიდი შიში“
8. 4-5 აგვისტოს ღამე - გაუქმდა პრივილეგიები

9. 26 აგვისტო - ,,ადამიანის და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია“


10. 1789-90 წწ - საეკლესიო რეფორმები. ეკლესია გახდა სამოქალაქო. ჩამოერთვათ მიწები
11. 1791 წ ივნისში - ლუი XVI-მ და დედოფალმა მარი ანტუანეტამ გაქცევა სცადეს, დააკავეს
სასაზღვრო ქალაქ ვარენში -
ეწოდა ,,ვარენის კრიზისი“
12. 1791წ 13 სექტემბერი - I კონსტიტუცია. საფრანგეთი გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად
13. სანკიულოტები - (კიულოტი-მუხლებამდე შარვალი) - სიტყვასიტყვით კიულოტის გარეშე,
პარიზელი მეამბოხეები.
14. 1792 წლისათვის ცნობილი გაზეთები-ბრისოს ,,ფრაზები პატრიოტი“, მარატის ,,ხალხის
მეგობარი“
15. კლუბები: ა) იაკობინელთა კლუბი - მაქსიმილიან რობესპიერი (იკრიბებოდნენ წმ. იაკობის
ეკლესიაში)
ბ) ,,1789 წ საზოგადოება“- კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები (მირაბო, ლაფაიეტი და
სხვა) მემარჯვენეები; გ),, კორდილიერები“- რესპუბლიკას ითხოვენ (მარატი, დანტონი,
კამილ დემულენი) (იკრიბებოდნენ
კორდილიერების ეკლესიაში). მემარცხენეები.; დ)ფეიანები-კონსტიტუციური მონარქიის
მომხრეები
(იკრიბებოდნენ ფეიას მონასტერში)
70) მონარქიის დამხობა. I რესპუბლიკა.
1. 1791 წ 1 ოქტომბერს იწყებს მუშაობას ეროვნული კრება. ა) უმრავლესობა-ფეიანები-კონსტ.
მონარქიის მომხრე; ბ) ოპოზიცია - ბრისოს გარშემო ჟირონდისტები (ჟირონდის
დეპარტამენტიდან) მემარცხენეები - უნდათ
რესპუბლიკა; გ) რადიკალური ოპოზიცია - მონტანიერები (მთიელები, ისხდნენ მაღალ
იარუსებზე) –
იაკობინელები - უკიდურესი მემარცხენეები.
2. 1792 წ 20 აპრილი-საფრანგეთმა ომი გამოუცხადა
ავსტრიას
3. 1792 წ 11 ივლისი - მოწოდება ქვეყანა საფრთხეშია, იწყება მოხალისეების შეკრება
4. რაინის მოხალისეთა არმიის სიმღერა (მარსელელები, იყვნენ). ,მარსელიოზა-რუჟე დე ლილის
დაწერილი სიმღერა... დღეს საფრანგეთის ჰიმნი.
5. 1792 წ 25 ივლისი - მოწინააღმდეგეთა ჯარების სარდალმა პარიზელებს შემოუთვალა მეფე არ
შეევიწროვებინათ, თორემ პარიზს დაბომბავდა.
6. 10 აგვისტოს სანკიულოტიბმა აიღეს ტიუილრის სასახლე-მეფე-დედოფალი დააპატიმრეს
7. 1792 წ 21 სექტემბერი - გამოცხადდა I რესპუბლიკა.
8. შემოიღეს ახალი კალენდარი, თვეებს შეეცვალათ სახელი
9. ახალ საკანონმდებლო ორგანოში - კონვენტში ა) მემარჯვენეები - ჟირინოსტები ბ) შუაში
უმრავლესობა-ცენტრი ე.წ ჭაობი გ) მემარცხენეები-მონტანიარები
10. მონტანიარები ითხოვენ მეფის სიკვდილით დასჯას
11. 1793 წ 21 იანვარი-ლუი XVI-ს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს
12. გილიოტინა - ,,თანასწორობის ნამგალი“
13. 1793წ ივნისი სანკიულიტებმა დააპატიმრეს ჟირონდისტი დეპუტატები (4 ოქტომბერს
ისინი და დედოფალი მარი- ანტუანეტა სიკვდილით დასაჯეს)
14. 1793 წ ივნისი - I რესპუბლიკური კონსტიტუცია. არ ამუშავებულა
15. 1793 წ ივლისი - მაქსიმილიან რობესპიერი (იაკობინელთა ლიდერი) უდგება სათავეში ,,ხსნის
კომიტეტს“
16. სექტემბერში - რობესპიერმა შემოიღო ,,დიდი მაქსიმუმი“... დაიწყო ხალხთა მასობრივი
დასჯა გილიოტინაზე- დიდი ტერორი
17. 1794 წ 27 ივლისი - 9 თერმიდორი, რობესპიერი დააპატიმრეს, მეორე დღეს სიკვდილით დასაჯეს
18. ახალ კონვენტს ეწოდა ,,თერმიდორიანული“
19. 1795-96 წწ- ჯერ მონაქრისტების და მერე ,,ეგალიტერისტების“ (ეგალიტე-
თანასწორობა) გამოსვლა ჩაახშო ეროვნულმა გვარდიამ (სათავეში ნაპოლეონი)
20. 1796-97 ნაპოლეონის იტალიური კამპანია, დაამარცხა ავსტრიის და პიემონტის (იტალია) ჯარები
21. 1797 წ კამპოფორმიოს ზავი, ავსტრიამ დათმო იტალიური მიწები.
22. 1798-99 წწ - ნაპოლეონის ეგვიპტური კამპანია
23. 1798 წ 21 ივლისი - პირამიდებთან ბრძოლაში დაამარცხა ეგვიპტელი მამლუქები, შევიდა
კაიროში
24. 1798 წ 1 აგვისტო - აბუკირთან - საზღვაო ბრძოლაში დამარცხდა ადმირალ ნელსონთან
25. 1799 წ ოქტომბერი - ნაპოლეონი ჩამოდის პარიზში
26. 1799 წ 9 ნოემბერი - 18 ბრიუმერი გადატრიალება - სამი კონსული - I ნაპოლეონი - ,,მოქალაქენო
რევოლუცია დამთავრდა“

71) ინდუსტრიული რევოლუცია


1. ინდუსტრიული რევოლუცია - საწარმოო ძალების ცვლა
2. ინდუსტრიალიზაცია - საწარმოო საშუალებების მოდერნიზაცია (დახვეწა)
3. ინდუსტრული რევოლუციის სამშობლოა ინგლისი
4. ინდუსტრიულ რევოლუციას წინ უსწრებდა ,,აგრარული რევოლუცია“ - ,,შემოღობვათა პროცესი“
- გლეხთა
,,პაუპერიზაცია“ - გაღატაკება.
5. მიზეზები რატომ ინგლისში: პრიმოგენიტური - მემკვიდრეობითობის წესი ინგლისში
6. თავადაზნაურებს ინგლისში არ ეკრძალებათ კომერციული საქმიანობა
7. ჯენტრი - წვრილი და საშუალო აზნაურობა - ინგლისში
8. 1651წ. ,,სანავიგაციო აქტი“ - უცხოური საქონლის შეტანა ინგლისში მხოლოდ ინგლისური
გემებით, ამან დაარტყა ჰოლანდიას.
9. 1652-54; 1665-67; 1672-74 წ.წ. ინგლის-ჰოლანდიის ომები - ჰოლანდია დამარცხდა,
მეორეხარისხოვან ქვეყნად იქცა.
10. 1760წ ინგლისმა საფრანგეთი გამოდევნა ინდოეთიდან. ეს თარიღი ითვლება
ინდუსტრიალიზაციის და
,,ინდუსტრიული რევოლუციის“ დაწყების თარიღად.
11. 1788 წლის უსისხლო რევოლუციის შემდეგ ინგლისში გამეფდა უილიამ ორანელი (მერი
მეორის ქმარი) –
ჰოლანდიის შტატჰალტერი, შემოიტანა ჰოლანდიიდან ტექნოლოგიები
12. 1694 წ - ამსტერდამის ბანკის ანალოგიით დაარსდა ,,ინგლისის ბანკი“. ხელს უწყობს
მეწარმეობას
13. 1661 წ ,,სამეფო აკადემიის“ დაარსება ინგლისში
14. 1765 წ - ჯეიმს ჰარგრივსმა ძაფის სართავი დაზგა გამოიგონა - ,,სართავი ჯენი“ - ქალიშვილის
სახელი
15. ედმუნდ ქართრაითი - საქსოვი დაზგა.
16. ჯეიმს უაიტი - გლაზგოელი მექანიკოსი, ორთქლის მანქანა. XVIII ს
17. 1825 წ პირველი ლოკომოტივი - შეაერთა მანჩესტერი (საფეიქრო ცენტრი) და ლივერპული
(პორტი)
18. დაიწყო განვითარება მეტალურგიულმა მრეწველობამ.
72) ბრძოლა ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ.
1. სიფაჰიები - ცხენოსანი არმია ოსმალეთში
2. იანიჩარები - ოსმალური გვარდია, გამაჰმადიანებული დაპყრობილი ხალხების მეომრებისგან
შედგებოდა.
3. სელიმ I 1512-1520 - დაამარცხა ირანის შაჰი ისმაილ I 1514 წ-ჩალდირინის ბრძოლაში.
4. სულეიმან I - კანონმდებელი (კანუნი) დიდი - 1520-1566 ყველაზე ძლიერი სულთანი ოსმალეთის
იმპერიაში.
5. 1555 წ - ამასიის ზავი ოსმალეთსა (სულეიმან I) და სეფიანთა ირანს (თამაზ I) შორის. საქართველო
შუაზე გაიყვეს -
აღმ. საქ. ირანს; დას. საქ. ოსმალეთს - სამცხე შუაზე.
6. 1571 წ - ლეპანტოს ბრძოლაში (საბერძნეთის ნაპირებთან). ევროპელთა ფლოტმა გაანადგურა
ოსმალთა ფლოტი. ამ გამარჯვებამ იმედი ჩაუსახა ევროპას, რომ ოსმალებს განდევნიდნენ.
7. 1683 წ - ოსმალთა უკანასკნელი უშედეგო იერიში ვენაზე. ევროპელებმა პოლონეთის
მეფის იან სობესკის მეთაურობით უკუაგდეს ოსმალები.
8. დაიწყო ,,დიდი თურქული ომი“ - ევროპელებმა შექმნეს ,,საღვთო ლიგა“ ოსმალეთის წინააღმდეგ
9. 1699 წ კარლოვაცის ზავით ოსმალეთმა დათმო უზარმაზარი ტერიტორიები ევროპაში, ომები და
80-იან წლებში ოსმალეთს მოუწია ყირიმის დათმობაც.
73) სეფიანთა ირანი.
1. ისმაილ I – 1502-1524- I სეფიანი შაჰი (შიიტები)
2. 1514 წ დამარცხდა ჩალდირინის ბრძოლაში სელიმ I-თან (ოსმალებთან)
3. 1555 წ ამასიის ზავი - თამაზ I - ოსმალეთთან. საქართველო გაიყვეს.
4. 1578 წ ოსმალეთი შეიჭრა ირანში. 1590 წ სტამბულის ზავი.
5. 1587-1629 წწ - აბას I - ყველაზე დიდი სეფიანი შაჰი
6. ალავერდი ხან უნდილაძე -- ირანის რეფორმატორი სამხედრო საქმეში
7. შაჰ აბასმა დედაქალაქი თავრიზიდან ისპაჰანში გადაიტანა.
8. მემკვიდრეებიდან გამორჩეული შაჰ აბას II - 1642-1666
9. XVIII ს-დან იწყებს დასუსტებას. და 30-იან წლებში სეფიანთა ირანი ამთავრებს არსებობას.
74) რუსეთის გამოჩენა. რეჩ-პოსპოლიტა.
1. IX ს-ში შეიქმნა კიევის რუსეთი (რიურიკი-ვარიაგი)
2. 988 წ - ვლადიმირ დიდი - რუსეთი გაქრისტიანდა
3. XI ს - იაროსლავ ბრძენი ,,რუსკაია პრავდა: რუსული კანონმდებლობა - ყველაზე დიდი გახდა.
4. 1237-1241 წწ - ბათო ყაენი (ჩინგიზის შვილიშვილი) იპყრობს რუსეთს - აყალიბებს (ვოლგაზე)
,,ოქროს ურდოს“.
5. 1240 წ - მდ. ნევაზე შვედები; 1242 წ - ჩუდის ტბაზე ყინულის ბრძოლაში გერმანელი
ტევტონები დაამარცხა ალექსანდრე ნეველმა მონღოლთა დახმარებით.
6. 1380 წ - დიმიტრი დონელი კულიკოვოს ველზე ამარცხებს მონღოლებს, მაგრამ უღელი ვერ
გადააგდეს
7. 1480წ - მდ. უგრაზე ივანე III უკან გააბრუნებს მონღოლებს. დამთავრდა მონღოლთა ბატონობა
(1462-1505) ივანე III.
8. 1547-1584 - ივანე IV მრისხანე - I ცარი (კეისარის შემოკლება), ანუ მეფე 1547 წ-დან. შემოიერთა
ყაზანის და ასტრახანის სახანოები. დაიწყო ციმბირის სახანოს დაპყრობა (ერმაკი). 24-წლიანი
ომი ლივონიასთან (ლივონიის ორდენი)
ბალტიის ზღვაზე გასასვლელად-ლივონიის ომი. არაფრით დამთავრდა.
9. შექმნა სტრელეცთა-მსროლელთა კორპუსი. ზემსკი სობორი ანუ I რუსული პარლამენტი,
საკანონმდებლო წიგნი
,,სუდებნიკ“
10. 1613 წ - ახალი რუსული დინასტია - რომანოვების
11. 1669 წ - რეჩ პოსპოლიტა-პოლონეთის სამეფო და ლიტვის საჰერცოგო. ლიუბლინის უნიით...
12. 1772-1793; 1795 წწ სამჯერ დაყვეს. არსებობა შეწყვიტა. რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ
გაინაწილეს...
75) პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკა და რეფორმები.
1. 1682-1725 - პეტრე I -1689 წლიდან ერთპიროვნული მმართველი
2. საგარეო პოლიტიკა-რუსეთის ექსპანსია დას-ით და სამხ-ით - აგრეთვე შავ და ბალტიის
ზღვებზე გასვლა.
3. 1700-1721 - ,,ჩრდილოეთის ომი“ შვედებთან ბალტიის ზღვაზე გასასვლელად და ,,ევროპაში
ფანჯრის“ გასაჭრელად.
4. 1703 წ დაიწყო პეტროგრადის მშენებლობა, მდ. ნევის შესართავთან ბალტიის ზღვაზე.
მალე დედაქალაქი მოსკოვიდან აქ გადმოვიდა.
5. 1709 წ პეტრე I -მა პოლტავის ბრძოლაში გაანადგურა შვედები (მეფე კარლXII)
6. 1714 წ ზღვაზე დაამარცხა შვედები (განგუდის კონცხთან)
7. 1721 წ - ზავი. რუსეთმა შემოიერთა ბალტიის ზღვის გარკვეული ნაწილი და გაჭრა
გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ,, ფანჯარა ევროპაში“
8. 1721 წ 2 ნოემბერი-პეტრემ მიიღო იმპერატორის ტიტული, ხოლო რუსეთი გახდა იმპერია
9. 1796 წ რუსებმა თურქებს წაართვეს ციხე-სიმაგრე, აზოვი
10. 1713 წ ანდრიანოპოლის ზავით პეტრემ აზოვი დაუბრუნა თურქებს, რითაც დროებით დათმო
შავ ზღვაზე გასასვლელი.
11. 1722-23 წწ - სამხედრო კამპანია კასპიის ზღვაზე გასასვლელისთვის
12. 1723 წ ირანმა აღიარა კასპიის ზღვის სანაპიროს ნაწილის რუსეთის ხელში გადასვლა
(ბაქო,დერბენტი)
13. 1724 წ კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება ოსმალეთთან. ჩრდ. კავკასია რუსეთს და სამხრეთ
კავკასია ოსმალეთს
14. პეტრეს რეფორმები: სამხედრო, საფინანსო, რელიგიური, საგანმანათლებლო,
ადმინისტრაციული , კალენდარი და სხვა.
76) საქართველო XVIს-ში.
1. მეფე -ბაგრატიონი, სამცხე-ჯაყელი, ოდიში (სამეგრელო)-დადიანი, გურია-გურიელი, აფხაზეთი-
შარვაშიძე, სვანეთი- ჯერ გელოვანები, მერე დადეშქელიანები
2. 1555 წ ამასიის ზავი-სპარსეთი და ოსმალეთი. გაიყვეს საქართველო
3. ოსმალეთს - დას.საქართველო და სამცხის ნაწილი-მდ. ჭოროხზე ხეობის ქვეყნები - ტაო-
კლარჯეთი, შავშეთი, ნიგალის ხევი, აჭარა
4. სპარსეთს - აღმ. საქ. და სამცხის ნაწილი - მდ. მტკვრის ქვემო წელი-სამცხე, ჯავახეთი,კოლა და
არტაანი
5. ოსმალეთს საქ-ო სჭირდება პლაცდარმად შემდგომი დაპყრობებისთვის, ხოლო სპარსეთს
თავდაცვისათვის ოსმალეთისგან.
6. XV ს-ის ბოლო - XVI ს-ის დასაწ. ჩამოყალიბდა სათავადოების სისტემა.
7. XV-XVI ს-ში ყველაზე მეტად დაწინაურდა კახეთი მშვიდობიანი პოლიტიკა. ალექსანდრე I-მა
ჩაუყარა საფუძველი.
8. ყველაზე მეტად გაძლიერდა კახეთი ალექსანდრე II-ის დროს. (1574-1605). პირველმა დაამყარა
რუსეთთან კავშირი კახეთმა (ალექსანდრე პირველი კახთა მეფე)
9. გიორგი I კახთა მეფე (1466-1476) - კახეთი დაყო 4 სადროშოდ და სათავეში ჩაუყენა ეპისკოპოსები
(რატომ?)
10. აგრეთვე გააუქმა საერისთავოები და მათ ნაცვლად შექმნა ბევრად მცირე ადმინისტრაციული
ერთეულები სამოურავოები.
11. შაჰ თამაზ I-ის 4 შემოსევა ქართლში (ლუარსაბ I-ის დროს): ა) 1541წ - თბილისი ბ) 1547წ-
ჯავახეთი (მტკვარი გაიყინა); გ) 1551-ვარძია დ) 1554წ-აიღო გორი, ატენი-ტყვედ ჩაიგდო
მეფის დედა (თავი მოიწამლა). 30 ათასი
კაცი გადაასახლა
12. სიმონ I (1556-1600) ებრძვის ჯერ ყიზილბაშებს (წითელთავიანები), - სპარსელებს (1569წ ტყვედ
ჩავარდა), მერე ოსმალებს 1600 წ. ახლა ოსმალებს ჩაუვარდა ტყვედ. ქართლის მეფე ლუარსაბ
I-ის შვილი
13. 1535 წ მურჯახეთის ბრძოლა. ბაგრატ III იმერეთის მეფემ დაამარცხა სამცხის ათაბაგი
ყვარყვარე და სამცხე შეიერთა.
14. 1545 წ სოხოისტას ბრძოლა. ბაგრატ III იმერეთის მეფე დამარცხდა ოსმალეთთან, სამცხე
დაიკარგა
15. იწყება სამცხის გამაჰმადიანება.
77) აღმ. საქართველო შაჰ აბას I-ის დროს და მერე.
1. 1590 წ სტამბულის ზავით ირანმა დაუთმო ოსმალეთს მთელი საქართველო. ციხეებში ოსმალური
გარნიზონები.
2. 1603 წ - ირანის შაჰმა აბას I-მა (1587-1629) განაახლა ომი ოსმალეთთან და რამდენჯერმე
დაამარცხა
3. აღსდგა ამასიის ზავი, თუმცა სამცხე მთლიანად დარჩა ოსმალეთს.
4. 1614-17 წწ-ში შაჰ აბასის შემოსევები
5. 1606 წ კახეთში თეიმურაზ I, ქართლში ლუარსაბ II
6. ლუარსაბ II-ის შემდეგ 1614 წლიდან ქართლში გამაჰმადიანებული მეფეები მამა-შვილი ბაგრატ
ხანი და სვიმონ ხანი
7. ლუარსაბ II არ გამაჰმადიანდა შაჰმა ციხეში მოაკვლევინა
8. თეიმურაზ I სპარსეთის ტყვეობაში ციხეში გარდაიცვალა ასტრაბადში 1663 წ არ გამაჰმადიანდა.
9.1625 წ 25 მარტი - მარტყოფის ბრძოლა (სააკაძე) მოვიგეთ
10. 1625 წ 1 ივლისი - მარაბდის ბრძოლა (სააკაძე) დავმარცხდით
11. 1626 წ შემოდგომაზე - ბაზალეთის ძმათაშორისი ბრძოლა, სააკაძე დამარცხდა თეიმურაზ I-თან
ოსმალეთში გაიქცა
1629 წ. მოკლეს.
12. 1632-1658 როსტომ მეფე. ქართლის მეფე ხდება სპარსეთის მოხელე-ვალი. (ადგილობრივი
დინასტიის წარმომადგენელი).
13. 1658-1675 - ვახტანგ V - შაჰ ნავაზ I - გამაჰმადიანებელი ქართლის მეფე, მუხრან-ბატონების I
ჩამომავალი ქართლის ტახტზე
14. 1659 წ ბახტრიონის აჯანყება და სპარსელების წინააღმდეგ კახეთში - ბიძინა ჩოლოყაშვილი,
შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. აგრეთვე მთის ხალხები: ნადირა ხოშარაული-
ხევსური, ზეზვა გაფრინდაული- თუშეთი,
გოგოლაური- ფშაველი.
15. შაჰ აბას II-მ აჯანყების მოთავეები სიკვდილით დასაჯა.
78) საქართველო აღმ-სა და დას-ს შორის XVIII ს-ში
1. სამცხე საათაბაგოში XVII ს-ში ოსმალებმა შექმნეს ჩილდირის საფაშო. დიდებულები მიწის
მიღების გამო მაჰმადიანდებოდნენ.ეკლესიას ავიწროვებდნენ.
2. ძლიერდება ირანში ქართული ელემენტი - 1588 წ შაჰმა შექმნა პირადი დაცვა-ყულის ჯარი
(ყულიები იყვნენ გამაჰმადიანებული კავკასიელი ჭაბუკები). 12 ათასი კაცი, მხოლოდ
ქართველები. I ყულარაღასი-ანუ ყულის
ჯარის უფროსი იყო ალავერდი ხან უნდილაძე
3. 1598 წ ალავერდი ხანი ირანის მთელი ჯარების მთავარსარდალი
4. ისფაჰანში ააგო 33 თაღიანი ულამაზესი ხიდი
5. შვილები - იმამყული ხანი - შირაზის ბეგლარბეგი; დაუთ - ხანი - განჯა - ყარაბახის ბეგლარბეგი
6. 1618-1722 წწ-ში 100 წელზე მეტხანს ირანის დედაქალაქის ისპაჰანის გამგებლები - ტარუღები
(მოურავი) იყვნენ

მხოლოდ ქართველები (ისტორიკოსი ფარსადან


გორგიჯანიძეც) 7. ქართველი მხატვარი შაჰის კარზე-სიაოშ
ბეგი
8. XVII-ს-დან კათოლიკური სამყარო საქ-ში აგზავნის კათოლიკე მისიონერებს: აღმ. საქ-ში -
კაპუცინების კათოლიკური ორდენის და დას-ში თეათინელების ორდენის
წარმომადგენლები
9. ერთ-ერთი მათგანი შაჰნავაზ I-ის ექიმიც იყო. ა) არქანჯელო ლამბერტი - ჩანაწერები
სამეგრელოზე; ბ) ქრისტოფორე კასტელი - ჩანახატები (სააკაძის სურათი); გ) დონ ჯუზეპე
მილანელი - კათოლიკე მისიონერი; დ) ჟან შარდენი -
ფრანგი ვაჭარი - ცნობები საქ-ზე
10. კაპუცინელების ორდენმა თბილისში დააარსა კათოლიკური სკოლა
11. იქ ვინც კარგად ისწავლიდა რომში იგზავნებოდა. იქ იღებდა განათლებას, მერე უკან
დაბრუნებულს ევალებოდა კათოლიციზმის ქადაგება
12. 1629 წ რომში თეიმურაზ I-ის ელჩმა ნიკოფირე ირბახ- ირუბაქიძე ჩოლოყაშვილმა და სტეფანო
პაოლინიმ გამოსცეს პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - ქართულ-იტალიური ლექსიკონი.
79) საქართველო XVIII საუკუნის I ნახევარში.
1. 1703 წ ვახტანგ უფლისწული ხდება ქართლის ჯანიშინი (ნაცვალი, მოადგილე). მეფე არის
გიორგი XI
2. 1711 წ შაჰი დაიბარებს ვახტანგს ირანში მეფობის მისაღებად. არ გამაჰმადიანდა, არ მისცა მეფობა.
შინაპატიმრობა.
3. 1714-16 წწ - სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში. შეხვდა: ა) საფრანგეთის მეფეს ლუი XIV ბ)
რომის პაპს კლიმენტ
XI-ს საფრანგეთის სამეფო კარმა გამოიყოლა ბერი ჟან რიშარი, მაგრამ ლუი XIV
გარდაიცვალა, რიშარი არ გაატარა ოსმალეთმა, ჩაიშალა
4. 1716 წ ვახტანგმა მიიღო მუსულმანობა, გახდა მეფე
5. 1719 წ დააბრუნეს ქართლში ვახტანგ VI გაქრისტიანდა
6. 1722 წ ისპაჰანი აიღეს ავღანელებმა, სეფიანთა დინასტია სულს ღაფავდა. ვახტანგმა კურსი აიღო
რუსეთზე
(პეტრე I)
7. პეტრე I-მა გამოიყენა ვახტანგ VI -ის ნდობა და მერე აღარ დაეხმარა. 1724 წ კონსტანტინოპოლის
ზავით. საქართველო დაუთმო ოსმალეთს. 1724 წ ვახტანგი წავიდა რუსეთში
8. 1737 წ - გარდაიცვალა ასტრახანში. დაკრძალეს იქვე მიძინების ტაძარში
9. მყრელობა - გახიზნული გლეხობა დააბრუნეს თავის მიწაზე.
10. 1709 წ - თბილისში სტამბა (ანთიმოზ ივერიელი მიეხმარა)
11. 1712 წ გამოიცა ვეფხისტყაოსანი
12. გვერდში უდგას სულხან საბა. (სიტყვის კონა, სიბრძე სიცრუისა)
13. ვახტანგ VI-მ შეადგინა - ,,დასტურლამალი“ - სოციალური სამართლის წიგნი - მოხელეთა
უფლება-მოვალეობანი.
14. ,,სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“- სისხლის სამართლის წიგნი-ამიტომ უწოდეს
რჯულმდებელი.
“სწავლულ კაცთა კომისია“ (სათავეში ბერი ეგნატაშვილი) - გადაწერა ძველი „ქართლის
ცხოვრება“, დაწერა ახლი „ქართლის ცხოვრება“
15. 1723-35 - ოსმალობა - 1735-47- ყიზილბაშობა საქართველოში....
16. 1744 წ - ქართლის მეფე თეიმურაზ II - კახეთის - ერეკლე II
17. 1745 წ 1 ოქტომბერი - 140 წლის მერე ქრისტიანულად ეკურთხნენ
18. 1748 წ უკანასკნელი ხარკი ირანს. (100 ბიჭი და გოგო)
19. 50-იან წლებში დავიმორჩილეთ - ერევნის, განჯის, ყარაბახის და ნახიჩევანის ხანები (ჩვენი
ვასალებია)
20. 1761 წ თეიმურაზ II მიდის რუსეთში. უშედეგოდ.
21. 1762 წ თეიმურაზ II პეტერბურგში გარდაიცვალა. ასტრახანში დაკრძალეს ვახტანგის
გვერდით. ერეკლე II გახდა ქართლ-კახეთის მეფე.
80) საქართველო XVIII ს-ის II ნახევარში. საგარეო ორიენტაცია.
1. 1774 წ - ერეკლე II-ემ შექმნა ,,მორიგე ჯარი“. წელიწადში 1 თვე ყველა მსახურობს...
2. 1763 წ - ერეკლე II-მ ირანის მმართველს ქერიმ ხან ზენდის გადასცა მისი მთავარი მეტოქე
ტახტისთვის ბრძოლაში აზატხანი
3. 1768-74 წწ რუსეთ-თურქეთის ომი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავი
4. 1770 წ - ასპინძის ბრძოლაში ერეკლეს უღალატა რუსმა გენერალმა ტიტლებენმა. მაინც გაიმარჯვა

5. 1783 წ 24 ივლისი - გეორგიევსკის ტრაქტატი. რუსეთის მხრიდან ხელი მოაწერა გენერალმა


პავლე პოტიომკინმა, საქ-ოს მხრიდან გარსევან ჭავჭავაძემ და იოანე მუხრანბატონმა
6. ახტალაში და ალავედში - ვერცხლის და სპილენძის გამოდნობა
7. 70-იან წლებში კავშირი დაამყარა სომეხ ვაჭართნ ჩახმირ ჩახმირიანთან. შესთავაზა საქ-ში
საწარმოების დაარსება.
8. 1752 წ - იმერეთის მეფე ხდება სოლომონ I (1752-1784) ალექსანდრე V-ის ვაჟი. იწყებს თურქეთის
წინააღმდეგ ბრძოლას.
9. 1757 წ - ხრესილის ბრძოლაში სოლომონ I- მა დაამარცხა თურქეთი.
10. 1774 - ქეჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთი აღიარებდა თურქეთის სუვერენობას დას.
საქართველოზე, თუმცა უკრძალავდა მონებით ვაჭრობას და ხარკის აკრეფას.
11. 1784 წ სოლომონ I გარდაიცვალა.მისი მემკვიდრე გახდა მისი ძმისშვილი დავით არჩილის ძე,
რომელიც ამავე დროს იყო ერეკლე II-ის ქალიშვილის ელენეს ვაჟი.
12. 1789 წ დავით არჩილის ძე ხდება იმერეთის მეფე-დაირქვა სოლომონ II (1789-1810) უკანასკნელი
ბაგრატიონი მეფე.
13. 1790 წ სოლომონ ლიონიძემ შეადგინა ,,ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართა“ -
რომელიც მცდელობაა ქართული სამეფო სამთავროების კონფედერაციული გაერთიანებისა.
სათავეში ერეკლე II. ხელი მოაწერეს
ერეკლემ, სოლომონ II-მ, დადიანმა და გურიელმა.
14. 1795 წ - კრწანისის ბრძოლა, დავმარცხდით აღა მაჰმად ხან ყაჯართან, ირანის მბრძანებელთან.
15. 1798 წ 11 იანვარი-ერეკლე II გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა გიორგი XII - ქართლ-კახეთის
უკანასკნელი მეფე.
1798-1800 წწ.
81) საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან.
1. XV ს-ის 80-იანი წლები ალექსანდრე I კახთა მეფე და რუსეთის დიდი მთავარი ივანე III
2. 1567 წ ივანე IV მრისხანემ ჩრდ. კავკასიაში ააგო თერგის ციხე და ლევან კახთა მეფეს
გამოუგზავნა კაზაკთა რაზმი. არ მოეწონათ ეს თურქეთს და ირანს. ციხე დაანგრევინეს, ჯარი
გააწვევინეს
3. 1587 წ ალექსანდრე II კახთა მეფემ ,,ფიცის წიგნი“ თევდორე მეფესთან. 1589წ ,,წყალობის სიგელი“
4. 1619 წ თეიმურაზ I- ის პირველი ელჩობა რუსეთში
5. 1639 წ თეიმურაზ I-მა განაახლა ,,ფიცის წიგნი“
6. 50-იან წლებში თეიმურაზ I-მა თავისი შვილიშვილი გაგზავნა რუსეთში-ერეკლე, მერე თავადაც
ჩავიდა (უშედეგოდ)
7. 1699 წ არჩილ მეფე ჩავიდა რუსეთში და დასახლდა ვსესვიატსკოეში, დაარსა ქართული
სათვისტომო, იქვე გარდაიცვალა.
8. 1724 წ ვახტანგ VI მიდის რუსეთში.1737 წ ასტრახანში გარდაიცვალა, დაკრძალეს მიძინების
ტაძარში.
9. 1761 წ თეიმურაზ II მიდის რუსეთში. 1762 წ პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალეს
ასტრახანში ვახტანგის გვერდით.
10. 1768 წ სოლომონ I იმერთ მეფე გზავნის მაქსიმე ქუთათელს და სთავაზობს დახმარებას
თურქებთან ომში.
11.1783 წ 24 ივლისი - გეორგიევსკის ტრაქტატი,საქართველოს ეზღუდება საგარეო კურსი
12. გეორგიევსკის ტრაქტატმა გააღიზიანა ოსმალეთი, ირანი და კავკასიელი მუსულმანები
13. 1795 წ - აღა მაჰმად ხან ყაჯარის შემოსევა - კრწანისის მარცხი.
14. 1799 წ აპრილში გიორგი XII-მ განაახლა გეორგიევსკის ტრაქტატი, რუსეთს მიეცა
უფლება საშინაო საქმეებში ჩარევის.
15. 1800 წ 18 დეკემბერს პავლე I -მა გამოსცა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების I მანიფესტი.
გიორგი XII-მ არ მოაწერა ხელი.
16. 1800 წ 28 დეკემბერს გარდაიცვალა გიორგი XI
64

You might also like