You are on page 1of 3

ძველი აღმოსავლეთი და საქართველო

მოვლენა თარიღი მოვლენის დაზუსტება

ძველი ეგვიპტე ძვ.წ. IV ● ეგვიპტე - ,,ნილოსის ნობათი“ (ჰეროდოტე)


ათასწლეული ● ფარაონი ზემო და ქვემო ეგვიპტის მფლობელის
ძვ.წ.3100 წ. - ახ.წ. ტიტულებსა და გვირგვინებს ატარებდა (იარსება
VII საუკუნე 33 - მა დინასტიამ).
● ძვ.წ. XVII ს - ში ეგვიპტეში შემოიჭრნენ
ჰიქსოსები. მათ შეძლეს ნილოსის დელტას
დაპყრობა. ეგვიპტიდან განდევნეს XVI ს - ში.
● ძვ.წ. XV - XIII სს ეგვიპტის ძლიერების ხანაა.
ყველაზე შორს ეგვიპტის საზღვარი განავრცო
თოტმეს III - მ.
● ეხნატონი (ამენხოტეპ IV) -- ფარაონი -
რეფორმატორი (ძვ.წ. XIV ს): შემოიღო ერთი
ღმერთის, ატონის, თაყვანისცემა. ეს მოვლენა
მონოთეიზმის შემოღების პირველი და
წარუმატებელი მცდელობაა.
● 1274 წ. - ქადეშის ბრძოლა (მხარეები: ეგვიპტე
და ხეთები; მონარქები: რამზეს II და მუვათალი;
ხელშეკრულების მხარეები: რამზეს II და
ხათუსილი III)
● დამპყრობლები ეგვიპტეში: ასურეთი,
სპარსეთი, მაკედონია, რომი, არაბები.
ძველი შუამდინარეთი ● შუმერული ქალაქები: ური, ურუქი (გილგამეშის
(მესოპოტამია) ქალაქი), უმა, ერიდუ, ლაგაში, ნიპური...
● გამოგონებები: ბორბალი, ეტლი, სამეთუნეო
ა) შუმერი ძვ.წ. IV- III მორგვი, გუთანი, მათემატიკის საფუძვლები,
ათასწლეულები დოკუმენტები, ე.წ. ლურსმული დამწერლობა.
● ძვ.წ. XXIV ს-ში შუმერი დაიპყრო აქადის მეფე
სარგონ დიდმა.

● ძველი სამეფო - ხამურაბი (ძვ.წ. XVIII ს.) -


გააერთიანა შუამდინარეთი. შეადგინა კანონთა
კრებული (282 მუხლი).ძვ.წ. 1531 წელს მის
დინასტიას ბოლო მოუღო ხეთების მეფე
ბ) ბაბილონი ძვ.წ. II მურსილმა.
ათასწლეული ●ახალი სამეფო - ნაბუქოდონოსორი (ძვ.წ. 604-
562 წწ) - საზღვრები გადაჭიმა ხმელთაშუა ზღვასა
და სპარსეთის ყურეს შორის. დაიპყრო კიროსმა
ძვ.წ. 539 წელს.
● შემდგომში მცირე ხნით ალექსანდრე
მაკედონელის მსოფლიო იმპერიის დედაქალაქი
იყო.

ფინიკიური ქალაქ - ძვ.წ. III ● აქადის მეფეების ლაშქრობა ,,კედრის ტყეში“


სახელმწიფოები და ფინიკიური ათასწლეული ● ადგილობრივი ტომები აღმოსავლეთ
კოლონიზაცია ხმელთაშუაზღვისპირეთს ,,ქანაანის ქვეყანას“
უწოდებდნენ.
დიდი ქალაქები: ტვიროსი, ბიბლოსი, უგარიტი
და სიდონი.

● ძვ.წ. XIV ს - დან დასტურდება


სახელწოდება ,,ფინიკია“ (ბერძნული სიტყვაა და
მეწამულს ნიშნავს).
ძვ.წ. II
ათასწლეული ● ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოებისა
(აქადი, ასურეთი, ახალბაბილონური სამეფო,
ხეთები) და ეგვიპტის ფარაონების ლაშქრობები
ფინიკიაში.

● ფინიკიურ ქალაქებს შორის პირველობას


ტვიროსი აღწევს.
● დაიწყო ფინიკიური კოლონიზაცია.
ძვ.წ. 814 წელს, გადმოცემის თანახმად, ტვიროსის
მეფემ, პიგმალიონმა, დააარსა კართაგენი
ძვ.წ. I (დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე).
ათასწლეული
● ფინიკიელთა ზოგადსაკაცობრიო
მნიშვნელობის გამოგონებაა ანბანი. მათგან ეს
სიახლე ბერძნებმა აითვისეს და ფინიკიურ
თანხმოვანთა ნუსხას დაუმატეს ხმოვნები.
ასურეთი ძვ.წ. II ● პირველი მილიტარისტული სახელმწიფო
ათასწლეული - ● ა) ძვ.წ. XIX – XVIII სს - ჩრდ. მესოპოტამია
ძვ.წ. 605 წ. ბ) ძვ.წ. XIV – XI სს - ტიგლათფალასარ I – მა შავ
ზღვას მიაღწია.
გ) ძვ.წ. IX – VII სს - ასურელთა ძლიერების
მწვერვალი. ის ბატონობს თითქმის მთელ ახლო
აღმოსავლეთზე.
● ,,გამოგონებები“ სამხედრო სფეროში
● ა) აშური და ნინევია
ბ) იმპერიის მართვის სისტემა
ხეთები ძვ.წ. II ● ხეთები - ინდოევროპელები
ათასწლეული - ● ,,ათასი ღვთაების ქვეყანა“
ძვ.წ. 1200 წ. ● ძვ.წ. 1531 წ. - მეფე მურსილმა ხამურაბის
დინასტიას მოუღო ბოლო.
● ძვ.წ. XIV – XIII სს - ხეთების ძლიერების
მწვერვალი
● ძვ.წ. 1274 წ. - ქადეშის ბრძოლა
● ტახტის მაძიებელთა დაპირისპირების, ,,ზღვის
ხალხების“ და ქასქების შემოსევების შედეგად
იმპერია დაეცა.
ურარტუ ძვ.წ. IX – ძვ.წ. 590 წ. ● ქალაქები - არზაშკუნი, ტუშპა, მუსასირი,
ერევანი
● ა) მენუასა და არგიშდი I - ის ლაშქრობები
დიაოხის წინააღმდეგ
ბ) სარდურ II – ის ლაშქრობა კოლხას
წინააღმდეგ
● ურარტუ გაანადგურა მიდიამ.

დიაოხი და კოლხა ქართველი ტომები ● დაიაენი / დიაოხი / ტაოხი (შდრ.: ტაო)


წინა აზიის ● ძვ.წ. 1112 წ. - ტიგლათფალასარ I – ის
ასპარეზზე ლაშქრობა დაიაენის წინააღმდეგ.
აქტიურად ● სიენი (დაიაენის მეფე), უტუფურსი (დიაოხის
გამოჩნდნენ ძვ.წ. მეფე)
XIII საუკუნიდან ● ძვ.წ. VIII ს - ის შუა ხანებში დიაოხმა შეწყვიტა
არსებობა (კოლხა და ურარტუ ინაწილებენ მის
ტერიტორიას).
● მითი არგონავტებზე
● ურარტუსა და კიმერიელების ლაშქრობები
● ქალაქები:
ა) შაშილუ, ზუა - დიაოხი
ბ) ილდამუში - კოლხა

აქემენიანთა ირანი

ძვ.წ. 558 წელს სპარსულ - აქემენურ სამეფოს სათავეში ჩაუდგა


სახელმწიფოს აქემენის შთამომავალი კიროს II დიდი;
წარმოქმნა ძვ.წ. 550 წელს კიროსმა დაამარცხა მიდიის მეფე ასტიაგი და
შემოიერთა მიდია;
ძვ.წ. 530 – 522 წწ - კიროს II დიდის მემკვიდრის კამბისეს II - ის
მმართველობა ( მან დაიპყრო ეგვიპტე);
შემოიღო ე.წ. ,,რელიგიური ავტონომია“ (პირველად კაცობრიობის
საშინაო პოლიტიკა ისტორიაში);
დარიოს I - ის რეფორმები: ადმინისტრაციულ - ფინანსური - 20
სატრაპია (მე-19 სატრაპიაში შედიოდა კოლხეთის ნაწილი).
გაიმიჯნა სატრაპისა და მხედართმთავრის ფუნქციები.
სახელმწიფო დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად
(ცვალებადი რაოდენობით). 10 000 ,,უკვდავი“ მეომარი - არმიის
ბირთვი;
პერსეპოლისი (თახთე - ჯემშიდი)- აქემენიანთა სატახტო ქალაქი;
აქემენიანთა სახელმწიფოს კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ
ენას.

ძვ.წ. 490 წ. - მარათონის ბრძოლაში დარიოს I დაამარცხეს


საგარეო პოლიტიკა ათენელებმა.
ძვ.წ. 480 წ. - ქსერქსე I ბერძნებმა დაამარცხეს სალამინის საზღვაო
ბრძოლაში.
ძვ.წ. 479 წ. - პლატეაში (სახმელეთო ბრძოლა) და მიკალის
კონცხთან (საზღვაო ბრძოლა) სპარსელები დაამარცხეს ბერძნებმა.
ძვ.წ. 449 წ. - დასრულდა ბერძენ - სპარსელთა ომები.
ძვ.წ. 334 წ. - ბერძნულ - მაკედონიური არმია შეიჭრა აქემენიანთა
სახელმწიფოში და რამდენიმე წელიწადში აქემენიანთა იმპერიამ
არსებობა შეწყვიტა (ალექსანდრემ დაამარცხა დარიოს III).
ზოროასტრიზმი (მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცემლობა) -
რელიგია ოფიციალური სახელმწიფო რელიგია აქემენიანთა ირანში. მისი
საფუძვლების შექმნა მიეწერება ზარათუშტრას (ბერძნ.
ზოროასტრი).

You might also like