You are on page 1of 2

XVIს-ის ბოლოსათვის, ფაქტობრივად კახეთის სამეფო სამი დიდი სახელმწიფოს

ირანის,ოსმალეთის და რუსეთის ვასალი იყო.ალექსანდრეII კახეთის მეფე ქართლის


გმირულ ბრძოლებში მონაწილეობას არ იღებდა და ირანის და ოსმალეთისადმი
ფორმალური მორჩილებით ქვეყნისათვის მშვიდობიანობის შენარჩუნებას
ცდილობდა. 1601წ კახეთის სამეფო კარზე გადატრიალება მოხდა,ალექსანდრეს
შვილმა დავითმა მამამისი აიძულა ბერად წასულიყო,ძმა-გიორგი დააპატიმრა და
თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა.მოულოდნელად 1602წ დავითი გარდაიცვალა და
ალექსანდრემ ტახტი დაიბრუნა.გიორგი ბატონიშვილი კი ციხიდან
გაათავისუფლეს.კახეთის სოფლებს თავს ესხმოდნენ დაღესტნელი
მთიელები,აოხრებდნენ და უამრავი ტყვე მიჰყავდათ და ოსმალეთის ბაზარზე
ყიდნენ.კახელები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ დაღესტნელთა ალაგმვას
ამიტომ ალექსანდრეII მოკავშირე რუსეთისგან მოითხოვდა საშამხლოს დაკავებას და
კახეთ-თერგის გზის გახსნას,ამ მიზნით რამდენიმე ელჩობა რუსეთში
მიავლინა,შედეგად რუსეთის მეფემ ბორის გოდუნოვმა გამოაგზავნა საშამხლოში
ჯარი,თუმცა დამარცხდა.რუსეთისა და კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰ
აბას I-s 1587-1629წ,ოსმალეთთან ბრძოლაში იმედი რუსეთის მხარდაჭეის
ჰქონდა.ამიტომ კახეთის მეფის რუსეთთან დაკავშირებას წინააღმდეგობა არ
გაუწია.შემდგომ შეიცვალა ვითარება,გარკვეული ცვლილებები განახორციელა
ირანში შაჰაბასმა.განსაკუტრებით გააძლიერა სამხედრო რეფორმა.ამ რეფორმას კი
ხელმძღვანელობდა გასპარსებული ქართველის ალავერდი-ხან უნდილაძის
ხელმძღვანელობით,რომელიც საქართველოდან იქნა ტყვედ წაყვანილი
ბავშვობაში.რეფორმების გატარებისას შაჰ-აბასის მიზანი იყო ირან-ოსმალეთის 1590
წლის ზავით დაკარგული პოზიციების აღდგენა.ქართლისა და კახეთის მეფეები შაჰმა
გამოიძახა,ალექსანდრემე-2 დიდიხნის ფიქრის შემდეგ გამოცხადდა მასთან და
თიტქმის 1 წელი გააჩერა თავისთან.ამდროს ოსმალები ირანმა დამოუკიდებლად
დაამარცხა და ამიერკავკასიაში მის ბატონობას საფრთხეს რუსეთი უქმნიდა,შეეცვალა
დამოკიდებულება კახეთ-რუსეთის კავშირთან,გამობრუნებულ ალექსანდრეს მან
შვილი კონსტანტინე გამოაყოლა ყიზილბაშთა ჯარით,კონსტანტინე შაჰის კარზე
იმყოფებოდა მძევლად ბავშვობიდან და გამაჰმადიანდა იქ.შაჰისაგან ალექსანდრე მე-
2ს ნაბრძანები ჰქონდა თავის შვილს უნდა დამხარებოდა შარვანის აღებაში,შაჰმა
კონსტანტინეს საიდუმლოდ დაავალა რომ მოეკლა მამა და კახეთი დაეკავებინა.1605წ
12 მარტს ალექსანდრეს რუსი ელჩები უნდა მიეღო ძეგამში,აუდენციის დაწყებამდე
კონსტანტინე და მასთან მყოფი ყიზილბაში ამირები ალექსანდრეს სადგომს
ეწვიენ.,კონსტანტინემ მოიწვია ძმა გიორგი შირვანზე გალაშქრების განხილვის
საბაბით,XVIIს-ის სპარსელი ისტორიკოსის ისკადერ მუნშის გადმოცემიტ
თათბირისას კონსტანტინებ მოულოდნელად ხმალი იშიშვლა და ძმა
მოკლა,ალქესანდრემ შვილის მიშველება სცადა თუმცა ხმლებით აჩეხეს.კახელი
დიდებულები,რომლებიც ალექსანდრეს იცავდნენ,იქვე დახოცეს.შეცვლილმა
კონსტანტინემ მამისა და ძმის მოჭრილი თავები შაჰ-აბასს გაუგზავნა და კახეთის
მეფედ გამოიცხადა თავი. თუმცა კახელმა ხალხმა არ მიიღო მკვლელი კონსტანტინე
მეფედ და დაიწყო აჯანყება,რომელსაც სათავეში ალექსანდრეს რძალი ქეთევან
დედოფალი ჩაუდგა,იმავე წელს მათ მოკლეს ალექსანდრე და ყიზილბაშთა ჯარი
გააძევეს კახეთიდან/ოსმალეთთან ბრძოლის გამო შაჰი იძულებული გახდა უკან
დაეხია,კახეთის მეფედ კი ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ1ლი დაამტკიცა 1606-
16წ,ქართლ-კახეთის მეფედ იყო 1623-1632წ,.1612წ ზავი დაიდო ირანსა და ოსმალეთს
შორის,რითაც ისარგებლა შაჰ-აბასმა და ოთხჯერ ტავად ილაშრა 1614-17წლებში.ამ
ლაშქრობებმა გაანადგურა კახეთი,დაინგრა სოფლები და ქალაქები.მოსახლეობის
დიდი ნაწილი უთანასწორო ბრძოლით განადგურდა,200 ათასამდე კახელი ტყვედ
წაიყვანეს და გადაასახლეს ირანში,რომელთა შთამომავლები დღემდე ფერეიდანში
ცხოვრობენ.ისკანდერ მუნში,XVIIIს-ის სპარსელი ისტორიკოსი გვაწვდის
ცნობებს1616 წელს შაჰ აბასის მიერ კახეთის დარბევაზე,აღნიშნულია რომ როცა
გაიგეს კახელების აჯანყების ამბავი დიდი ლაშქარი გამოგზავნა კახეთის
გასანადგურებლად,სარდლებს დაავალა ალყაში მოექციათ ურწმუნო
ქართველები,მამაკაცები დაეხოცათ,ქალები და ბავშვები ასევე მათი ქონება ხელთ
ეგდოთ.იუსიფ ხანი და შირვანელი ამირები აღმოსავლეთით,ძეგამში კვალიც არ
დატოვეს მოსახლეობის,ასევე კახეთში.ასეთი ქრისტიანების ცოხვა-ჟლეტა არ
ყოფილა ისლამის გაჩენიდან.მოკლულთა რაოდენობა 70ათას გადააჭარბა,ტყვეთა
რიცხვმა კი 130ათასს.

You might also like