You are on page 1of 2

სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება წარმოიშვას ისეთ პირებს შორის, რომლებიც

სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ან იურიდიული პირები არიან, ან ყველანი ერთისახელმწიფოს


წარმომადგენლები გახლავან, მაგრამ ობიექტი, რისგამოც ეს ურთიერთობა წარმოიშვა (მაგ.
სამკვიდრო ქონება), უცხოეთშია, ან იურიდიულ ფაქტს (მაგ. ზიანის მიყენებას) ადგილი ჰქონდა
უცხოეთში.ასეთი შემთხვევისას სამართალშემფარდებელი ორგანოს წინაშე აუცილებლად
წამოიჭრებასაკითხი: რომელი ქვეყნის სამართალი (კანონი) უნდა იქნეს გამოყენებული ამ
ურთიერთობის მოსაწერიგებლად.მაგ,ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირი საქართველოს
მოქალაქე არ არის,ხოლო ქორწინებაგანხორციელდა საქართველოში. რომელი ქვეყ-ნის
სამართალი უნდა იქნესგამოყენებული ქორწინების პირობების განსაზღვრისათვის?
ანსაქართველოს ფიზიკური/იურიდიული პირი დებს ხელშეკრულებას ნივთზე საკუთრების
უფლების წარმოშობის შესახებ,ხოლო ნივთი არა საართველოში,არამედ საფრანგეთში
იმყოფება,რომელი ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული ნივთზე უფლების
წარმოშობის მოსაწესრიგებლად.თუ საქართველოში მყოფმა უცხოელმა ტურისტებმა დააზიანეს
ნაგებობა, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება,
მაგრამ რომელი ქვეყნის სამართალს უნდა დაექვემდებაროს ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება: საქართველოსსამართალს თუ იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ზიანის
მიმყენებელი ტურისტები
ეკუთვნიან?ანალოგიურ შემთხვევებში იქმნება ისეთი ვითარება, რომელსაც კანონთა კოლიზიას
ანუ კონფლიქტს უწოდებენ.კანონთა კოლიზია ემყარება განსხვავებას, რომელიც არსებობს, ერთი
მხრივ, იმ ქვეყნის სამოქალაქო სამართალსშორის, რომელსაც ერთ-ერთი უცხოელი ელემენტი
ეკუთვნის და,მეორე მხრივ, იმ ქვეყნის სამოქალაქო სამართალს, რომელსაც სა-
მართალშემფარდებელი (სამართალგამომყენებელი) ორგანო (სასამართლო, არბიტრაჟი და სხვა)
ეკუთვნის.საკოლიზო ნორმა მოწოდებულია, პასუხი გასცესკითხვას, რომელი ქვეყნის კანონი
(სამართალი) უნდა იქნეს გამოყენებული სამართალშემფარდებელი ( სასამართლო, არბიტრაჟი)
თუსხვა ორგანოს მიერ. ესაა საკოლიზიო ნორმის ძირითადი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი
ფუნქცია.ამრიგად, საკოლიზო ნორმა, ესაა ნორმა, რომელიც განსაზღვრა-ს, თუ რომელი ქვეყნის
სამართალი უნდა იქნეს გამოყენებულისაერთაშორისო ელემენტითდატვირთული კერძო
სამართლებ-რივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.
საკოლიზიო ნორმა არის სამართლის ნორმა, ამიტომმას არ შეიძლება არ ჰქონდეს ყველა ის ნიშან-
თვისება, რომელიც ახასიათებს სამართლის ნორმას.საკოლიზიო ნორმა, ისე როგორც სამართლის
ნორმა,
თავისი სტრუქტურის თვალსაზრისით, ორი ელემენტისგან შედგე-
ბა: ჰიპოტეზა და დისპოზიცია, რომლებსაც საერთაშორისო კერძო
სამართალში უწოდებენ მოცულობას (ჰიპოტეზა) და საკოლიზიონორმის საბამს
(დისპოზიცია),რომელიც წარმოადგენს კონკრეტუ-ლი ურთიერთობის მიმაგრებას (მიმბას) ამა
თუიმ ქვეყნის სამართალზე, რომელმაც ეს ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს.საკოლიზიო
ნორმის მოცულობა (ჰიპოტეზა) – ესაა ამ ნო-რმის მითითება იმ ურთიერთობებზე, რომელთა
მიმართ ეს ნორმაგამოიყენება, საკოლიზიო ნორმის საბამი (დისპოზიცია) – ესაა ნორმის
მითითება იმ სამართალზე (კომპეტენტურ მართლწესრიგ-ზე), რომელიც ამ სახის ურთიერთობის
მიმართუნდაიქნეს გამოყენებული, რომელსაც ეს ურთიერთობა მიება (მიემაგრა).32-ე მუხლის
თანახმად, „ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლა და
შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაც ეს ნივთი იმყო-
ფება“. მითითება „ნივთზე უფლების წარმოშობა, შეცვლადა შეწყვეტა“ – არის ამ ნორმის
მოცულობა, რადგან იგი მიუთითებსურთიერთობებზე, რომელთა მიმართ ეს ნორმა გამოიყენება,
ამ მუხლის მითითება: „წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით, სადაცეს ნივთი იმყოფება“ – არის
ნორმის საბამი. დისპოზიციის ნაცვლადსაბამს იმიტომ უწოდებენ, რომ საკოლიზიო ნორმაში
მითითებულიურთიერთობა ყოველთვის არის ამა თუ იმ ქვეყნის სამართალზე, რომლის მეშვე-
ობითაც ეს ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს.
საერთაშორისო კერძო სამართლის წყაროებია შიდასახელმწიფოებრივი კანონები და სხვა
ნორმატიულიქტები.სახელმწიფო ქმნის თავის საკოლიზიო სამართალს,თავისი საკოლიზიო
ნორმების ჩამოყალიბებისას იღებს მხედველობაში საერთაშორისო კერძო სამართლის
გამოყენების პრაქტიკას,შესაბამისრეკომენდაციებს, მოწინავე მეცნიერების მიღწევებს.ეს ხელს
უწყობსსხვადასხვა სახელმწიფოების მიერ თავიანთი შიდასახელმწიფოებ-რივი სამართლებრივი
(მათ შორის საკოლიზიო) ნორმების ერთგვა-როვნად ჩამოყალიბებას, ანუ სამართლის
უნივიფიკაციას.

You might also like