You are on page 1of 3

8.

უკანონო სამეწარმეო და საგანმანათლებლო საქმიანობა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 192-ე მუხლით გათვალისწინებული


დანაშაულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. ჩვენი სახელმწიფო, რომელიც
საბაზრო ეკონომიკაზეა ორიენტირებული, ერთი მხრივ, ხელს უწყობს
სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაზღვრულ კონტროლსაც
ახორციელებს მასზე, რაც აუცილებელია საზოგადოების უშიშროების,
ადამიანთაა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. სახელმწიფო
კონტროლი სამეწარმეო საქმიანობაზე აუცილებელია ასევე მეწარმეთა
დასაბეგრად, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს
მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება
მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და
იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო
სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას კონსტიტუციური
მნიშვნელობა აქვს , „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს
რეგისტრაციის პირობებს.

განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც


აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას. დანაშაულის ობიექტური მხარე სამი
ნიშნით ხასიათდება: ქმედება, მძიმე შედეგი და მიზეზობრივი კავშირით
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული
შესაძლებელია გამოიხატოს შემდეგ ფორმებში:1. სამეწარმეო საქმიანობა
რეგისტრაციის გარეშე, 2.სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის ან ლიცენზიის
გარეშე, 3.სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების
დარღვევით. მოცემული დანაშაულის ჩადენის პირველი ფორმაა სამეწარმეო
საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე. სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაცია
წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, ამ მომენტიდან სამეწარმეო
საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს. დანაშაულის მეორე ფორმაა სამეწარმეო
საქმიანობა ლიცენზიის ან ნებართვის გარეშე. როგორც აღინიშნა, მეწარმეს
შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის
კანონით, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც. ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო
საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის ან ლიცენზიის მიღების
შემდეგ. ლიცენზირებას საჭიროებს საბანკო საქმიანობა, იარაღითა და
საბრძოლო მასალებით ვაჭრობა და სხვა. დანაშაულის მესამე ფორმაა
სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან ლიცენზირების პირობის დარღვევით
სახეზეა მაშინ, როცა განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ნებართვის ან
ლიცენზიის მქონე პირი ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას.
დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული
პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით
შემოსავლის მიღების მომენტიდან. მნიშვნელოვან ზიანსა და დიდი ოდენობის
შემოსავალს სასამართლო განსაზღვრავს. განსახილველი დანაშაულის
ამსრულებელია ნებისმიერი ფიზიკური პირი, ვინც ეწევა სამეწარმეო
საქმიანობას, ასევე იურიდიული პირი. ქმედების სუბიექტური მხარე
გულისხმობს განზრახვას , მოტივი ანგარებითია. პასუხისმგებლობის
დამამძიმებელი გარემოებები გათვალისწინებულია 192-ე მუხლის მეორე
ნაწილით:1.უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჯგუფურად, 2.არაერთგზის, 3.იგივე
ქმედება ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

რაც შეეხება უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობას, ეს ნოვაცია სისხლის


სამართლის კოდექსში 2010 წლის 15 ოქტომბერს ამოქმედდა. ამ ქმედების
კრიმინალიზაცია განაპირობა სათანადო უფლებამოსილების არმქონე
დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აღმნიშვნელი სახელის გამოყენებამ. კანონმდებლის მიზანია არ დაუშვას
მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. აღნიშნული ნოვაციის მიხედვით ნორმით
დაცულ ინტერესს წარმოადგენს პოტენციური კლიენტი. აკრძალვის მიზანია იგი
შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი დაწესებულების მიერ, რომ მას აქვს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი ანუ ავტორიზაცია და გასცემს
შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ქმედების ობიექტური
შემადგენლობა ორი ფორმით შეიძლება განხორციელდეს :1. შესაბამისი
უფლებამოსილების გარეშე სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა, 2.ზოგადსაგანმანათლებლო,
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელის გამოყენება
ავტორიზაციის გარეშე. განსხილველი დანაშაულის ამასრულებელი შეიძლება
იყოს, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი. ქმედების სუბიექტური მხარე
მხოლოდ პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. მოტივს კი ქმედების
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

You might also like