You are on page 1of 3

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებები

საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ქმედების


შემადგენლობის შესაბამისი მოქმედების ან უმოქმედობის დანაშაულებრივი ხასიათის
გამომრიცხველ გარემოებათა ორკვალიან სისტემას. არსებობს ორი სახის
მართლწინააღმდეგობა: ფორმალური და მატერიალური. სახელმწიფოშ, მართლწესრიგის
უზრუბველყოფის მიზნით კანონმდებელი ადგენს ზოაგადი ხასიათის ქცევის სავალდებულო
წესებს. ზოგიერთი მათგანი არის ამკრძალკავი ან მავალებელი. ეს აკრძალვები და
ვალედბულებები ქმედების შემადგენლობათა ფორმით მოცემულია სისხლის სამართლის
სამართლის კოდექსის კერძო ნაწილში. სწორედ ამ შემადგენლობათა განხორციელება,
მაშასადამე მათი შესაბამისი ქმედების შესრულება წარმოადგენს ფორმალურ
მართლწინააღმდეგობას. ქმედება მხოლოდ მაშნ არის მატერიალურად
მართლსაწინააღმდეგო, როცა იგი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი არც ერთი
გარემოებით არ შეიძლება იქნეს გამართლებული. სისხლისსამართლებრივი უმართლობა
არსებობს სწორედ მხოლოდ მატერიალური მართლწინააღმდეგობის განხორციელების
შემთხვევაში. მაშასადამე, დანაშაულის ორი ნიშნის ქმედების შემადგენლობისა და
მართლწინააღმდეგობის არსებობა ერთობლიობაშ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი
უმართლობის განხორციელებას. აუცილებელი მოგერიების უფლება მოცემულია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს აუცილებელი
მოგერიების ორ სახეს: აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება.
კანონმდებელი მათ შორის არ აკეთებს სისხლისსამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით
დიდ განსხვავებას. თვითდაცვისაგან განსხვავებით, აუცილებელი დახმარება არის
აუცილებლი მოგერიება სხვა პირის დასაცავად. ორივე შემთხვევას საფუძვლად უდევს ე.წ.
დუალისტური პრინციპი, რაც ნიშნავს ინდივიდუალური და ზეინდივიდუალური
სამართლებრივი სიკეთეების დაცვის მართლზომიერებას. იგი განსხვავდება აუცილებელი
მოგერიების ე.წ. მონიდტური თეორიისგან, რომელიც აღიარებს მხოლოდ ინდივიდუალური
სამართლებრივი სიკეთეების დაცვის შესაძლებლობას აუცილებელი მოგერიების
ფარგლებში. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით შეიძლება საფრთხე შეექმნას არა მარტო
ინდივიდუალურ სამართლებრივ სიკეთეს, არამედ ასევე საყოველთო სამართლებრივ
სიკეთეს, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივი მართლწესრიგის არსებობის საფუძველს,
რის გამოც აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების ფარგლებში შეიძლება წარმოიშვას
სწორედ ასეთი საყოველთო სამართლებრივი სიკეთეების დაცვის აუცილებლობა და
უფლება. თვითდაცვის პრინციპი, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალური დაცვის
საშუალებას, გულისხმობს, რომ ხელყოფილ ინდივიდს აუცილებელი მოგერიების
მართზომიერების პირობებში თავისი ხელყოფილი სიკეთეები შეუძლია თვითონ დაიცვას.
საყოველთაო (არაინდივიდუალური) სამართლებრივი სიკეთეების დაცვის დროს
აუცილებელი მოგერიება მიზნად ისახავს დაიცვას სამართალი უმართლობის წინააღმდეგ.
აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს, ხელმყოფს, რომელმაც
მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის
დასაზიანებლად. თავდაცხის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი
სიკეთის დაცვა. მომგერიებელს უფლება აქვს, დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად ,
შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აუცილებელი მოგერიების
სტრუქტურა ასეთია: იგი შედგება სამი ნიშნისაგან:უკიდურესი მდგომარეობა,
უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. ზოგჯერ არსებობს
აუცილებელი მოგერიების მეოთხე პირობაც. იგი მდგომარეობს გარკვეულ შემთხვევებში
აუცილებელი მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკურ შეზღუდვაში. 1. აუცილებელი
მოგერიების პირველი ნიშანია: უკიდურესი მდგომარეობა, რომელიც შედგება სამი
კომპონენტისგან: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და
ხელყოფის მართლწინააღმდეგობა რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ
ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული
სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით
მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული. ასევე შესაძლებელია აუცილებელი
მოგერიება ,,გაუფრთხილებლობითი“ ხელყოფის წინააღმდეგ. შესაძლებელია, ესა თუ ის
ხელყოფა არ იყოს დანაშაული ან მოგერიების ეტაპზე ჯერ კიდევ არ წარმოადგენდეს
სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას, მაგრამ მისი მოგერიება მაინც ჩაითვალოს
აუცილებელ მოგერიებად. ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი მაშასადამე უშუალოდ დაწყების
პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ეს ნიშნავს იმას რომ ე.წ.
პრევენციული აუცილებელი მოგერიება არ არის ნებადართული, რადგან ხელყოფა არ არის
იმწუთიერი. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა გრძელდება და აუცილებელი მოგერიების
უფლება არსებობს მანამ სანამ მიუხედავად დანაშაულის იურიდიულად დამთავრებისა,
სამართლებრივი სიკეთის დაზიანება ჯერ კიდევ შეიძლება გაღრმავდეს. ასეთ შემთხვევაში
დანაშაულის იურიდიული დამთავრება და რეალური დასრულება არ ემთხვევა ერთმანეთს,
რის გამოც აუცილებელი მოგერიების უფლება დანაშაულის რეალურად დასრულებამდე
არსებობს. ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისხმობს რომ
იგი ეწინააღმდეგება ცივილიზებულ სახელმწიფოთა კულტურის ნორმებით დადგენილ
მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური და არა მხოლოდ მომგერიებლის წარმოდგენაში
არსებული ხელყოფის მართლწინააღმდეგობა. აუცილებელი მოგერიების შემდეგ
უკიდურესი აუცილებლობა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი მნიშვნელოვანი
გარემოებაა. უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან
ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ
სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და
დაზიანებული სიკეთ გადარჩენილზზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. უკიდურესი
აუცილებლობის დროს სახეზე გვაქვს სამართლებრივ სიკეთეთა და ინტერესთა
ურთიერთშედარება. უკიდურესი აუცილებლობის ნიშნებია: უკიდურესი მდგომარეობა,
უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, ინტერესთა ურთიერთშეჯერება და სუბიექტური
ნება. უკიდურესი აუცილებლობა ორი სახისაა: 1.დეფენზიური, ანუ თავდაცვით
2.აგრესიული, ანუ თავდასხმით. დეფენზიური უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში
პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ თვით საფრთხის წყაროს ანუ ხელმყოფს და ამ
დროს პირს სამოქალაქო-სამართლებრივი წესით ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება.
დეფენზიური (თავდაცვითი) უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაშ მიყენებული
ზიანისთვის პირი სამოქალაქო წესით პასუხს არ აგებს. აგრესიული, ანუ თავდასხმითი
უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალქო წესით. ამ მდგომარეობაში
პირი აზიანებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითრაი წვლილი არ
შეუტანია შექმნილი საფრთხის წარმოშობაში. უკიდურესი აუცილებლობის აუცილებელი
პირობაა ის ,რომ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყოს, ვიდრფე გადარჩენილი
სიკეთე. პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით მხოლოდ მაშინ
შეიძლება გამართლდეს, როცა დაცულია სამართლებრივ სიკეთეთა რანგირების პრინციპი:
ყველაზე უფრო დიდ სიკეთედ ადამიანის სიცოცხლე ითვლება. ამიტომ ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს უკიდურესი აუცილებლობის
მდგომარეობით. უკიდურესი აუცილებლობა მხოლოდ მაშინ გვაქვს სახეზე, როცა
ობიექტური მოქმედება სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის სუბიექტური ნებით არის
დეტერმინირებული.

You might also like