You are on page 1of 4

დანაშაულის ობიექტი

დანაშაულის ობიექტი არის სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის


შედეგად მიადგა ან შეიძლება მიადგეს ზიანი.

დანაშაულის ობიექტის ნიშნებია:

1. დანაშაულის ობიექტი არის სამართლებრივი სიკეთე ან პირის ინტერესი, რომლითაც


იგი მონაწილეობს სხვადსხვა სახის საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მაგ: დ-მ მოპარა
ავტომანქანა ჟ-ს. დანაშაულის ობიექტი არის ჟ-ს საკუთრების უფლება მანქანაზე.
დანაშაულის ობიექტად ჩაითვლება მხოლოდ ის სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც
დანაშაულის ჩადენის შედეგად ადგება ზიანი ანუ იგი არის სისხლის სამართლის დაცვის
ობიექტი.
2. დანაშაულის ობიექტად ჩაითვლება სამართლებრივი სიკეთე, იმისდა მიუხედავად
მიადგა თუ არა მას ზიანი, მთავარია, რომ მის მიმართ განხორციელდეს
დანაშაულებრივი ხელყოფა. მაგ: დაუმთავრებელი მკვლელობის დროს, მართალია,
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ ხდება, მაგრმ მის მიმართ
ხორციელდებადანაშაულებრივი ხელყოფა და ადამიანის სიცოცხლე წარმოადგენს
მკვლელობის მცდელობის ან მომზადების ობიექტს.
3. დანაშაულის ობიექტი ქმედების ობიექტური შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია . არ
არსებობს არცერთი დანაშაული, რომელსაც არ ჰქონდეს ხელყოფის უშუალო ობიექტი.
დანაშაულის ობიექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქმედების დანაშაულად სწორი
კვალიფიკაციისათვის, რათა ერთი დანაშაული გავმიჯნოთ მეორისგან და სწორედ
გადავწყვიტოთ პასუხისმგებლობის საკითხი.

სისხლის სამართლის მეცნიერებაში ტრადიციულად გამიჯნავენ დანაშაულის ობიექტის


შემდეგ სახეებს: ზოგადი, გვარეობითი, სახეობითი და უშუალო ობიექტი.

ზოგადი ობიექტი არის იმ სიკეთეთა(ინტერესთა) ერთობლიობა, რომელსაც სისხლის


სამართლის კანონი იცავს დანაშაულებრივი ხელყოფისაგან. სსკ-ში ჯერ დაცულია ადამიანის
ინტერესები, შემდეგ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესები. ამრიგად , დანაშაულის
ზოგადი ობიექტი არის ის სიკეთე, რომლის ნაწილობრივი ხელყოფა მაინც ხორციელდება
ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის დროს.

გვარეობითი (სპეციალური) ობიექტი არის ზოგადი ობიექტის ნაწილი, ერთგვაროვან


სიკეთეთა ერთობლიობა, რომელსაც ხელყოფს ერთგვაროვან დანაშაულთა ჯგუფი.

სახეობითი ობიექტი არის ერთგვაროვანი სიკეთის ცალკეული მხარეები, რომელსაც


ხელყოფს დამნაშავე დანაშაულის ჩადენის დროს. სწორედ დანაშაულის სახეობითი ობიექტი
არის სსკ-ის თავებად დაყოფის საფუძველი. მაგ: დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ,
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ...

უშუალო ობიექტი არის ის სიკეთე, რასაც ხელყოფს კონკრეტული დანაშაული. დანაშაულის


უშუალო ობიექტი ყველა დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ელემენტია .
სწორედ უშუალო ობიექტის მიხედვით ხდება დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია . იგი ასევე
შეიძლება იყოს ძირითადი და დამატებითი. ეს ეხება ორობიექტიან დანაშაულს, რომლებიც
ერთდროულად ხელყოფენ ორ სიკეთეს. მაგ: ყაჩაღობისას ძირითადი ობიექტია საკუთრება ,
ხოლო დამატებითი ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. დამატებითი ობიექტი კი, თავის
მხრივ, შეიძლება იყოს აუცილებელი (სავალდებულო. მაგ: ყაჩაღობისას ადამიანის სიცოცხლე
და ჯანმრთელობა) და ფაკულტატური (ალტერნატიული. მაგ: გამოძალვის დროს ადამიანის
პატივი და ღირსება ან სიცოცხლე და ჯანმრთელობა.)

4. დანაშაულის საგანი არის კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობით


გათვალისწინებული მატერიალური ნივთი, რომელზეც ზემოქმედების გზითაც დამნაშავე
ხელყოფს დანაშაულის ობიექტს. მაგ: ტელეფონის ყაჩაღური თავდასხმის შედეგად
დაუფლებისას ტელეფონი დანაშაულის საგანია, ხოლო ობიექტი არის სხვისი
საკუთრების უფლება ტელეფონზე. ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის საგნის
მიხედვით მძიმდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ზოგიერთ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენისას პირი ზიანს აყენებს პიროვნებას და მას
დანაშაულის მსხვერპლი ეწოდება, მსხვერპლის პიროვნების შესწავლას
ახორციელებს ვიქტიმოლოგია. ხშირად დანაშაულის მსხვერპლის მიერ ხდება
დანაშაულის პროვოცირება. ასეთი ქმედება კვალიფიცირდება როგორც დანაშაულის
პრივილეგირებული შემადგენლობა. მაგ: ძლიერი სულიერი აღელვების დროს
ჩადენილი მკვლელობისას აფექტის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს მსხვერპლის
მხრიდან დამნაშავის მიმართ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ძალადობა
ან მძიმე ამორალური ქმედება.
დანაშაულის საგნისაგან განსხვავდება დანაშაულის იარაღი და საშუალება, ასევე ის
საგნები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულნი იქნან დანაშაულის ჩადენის
საშუალებად. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც პირი ჩაიდენს დანაშაულს
და ზემოქმედებს დანაშაულის საგანზე. მაგ: ძალაყინის(იარაღი) მეშვეობით პირმა
გატეხა მანქანა. (საგანი)

დანაშაულის ობიექტური მხარე


დანაშაულებრივი ქმედება მრავალი, მისთვის დამახასიათებელი ნიშნით ხასიათდება .
ობიექტური მხარის ნიშნებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, დანაშაულებრივი შედეგი,
მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის, დანაშაულის ჩადენის ხერხი, იარაღი და
საშუალება, ადგილი, დრო და ვითარება. დანაშაულის ობიექტური მხარე
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელი და თანაც მნიშვნელოვანი
წინამძღვარია.

მართლსაწინააღმდეგო ქმედება
ადამიანის კონკრეტული ქმედება ის ძირითადი ნიშანია, ურომლისოდაც არ არსებობს
დანაშაული და ამიტომ გამორიცხულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ადამიანი
ისჯება მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის და ამის შესაბამისად ქმედება წარმოადგენს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არსებით პირობას და ამ პასუხისმგებლობის
ერთ-ერთ განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნიშანს. სამართლებრივი ნორმები ადამიანს
მიმართავენ და მათგან მოითხოვენ ნორმის შესაბამის ქცევას. სამართლის ნორმის ადრესატია
ადამიანი და მას მოეთხოვება, რომ თავისი ქცევა მართლწესრიგის მოთხოვნების მიხედვით
წარმართოს.

სისხლისსამართლებრივი მოქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო აქტიურ ქცევას.


დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს არა მარტო მოქმედებას, არამედ უმოქმედობას.
უმოქმედობა შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად მაშინ, როდესაც პირს ეკისრებოდა
მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა ემოქმედა და შეეძლო კიდევაც
შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

პირის მოქმედების მოვალეობა შეიძლება პირობადებული იყოს სხვადასხვა საფუძვლით: ა )


კანონით (მაგ: არასრულწლოვანი შვილისათვის სასამართლო გადაწყვეტილებით
დაკისრებული ალიმენტის გადაგდისაგან თავის არიდება. ამ მოვალეობის ჯიუტად თავის
არიდებისათვის პირი ისჯება საქართველოსსსკ-ის 176-ე მუხლით. ბ) სამსახურებრივი ან
პროფესიული მდგომარეობით (მაგ: რკინიგზის მეისრის მოვალეობით დახმარება აღმოუჩინოს
ავადმყოფს); გ) წინა მოქმედებით, რომელმაც შექმნა მავნე შედეგის განხორციელების
შესაძლებლობა (მძღოლი, რომელმაც თუნდაც ბრალის გარეშე გადაურა ქვეითად
მოსიარულეს, მოვალეა აღმოუჩინოს მას დახმარება). უმოქმედობა არ წარმოადგენს
ნებელობით აქტს, თუ პირს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემოქმედა (მაგ :რკინიგზის მეისრე
ბოროტმოქმედებმა გათოკეს და ამიტომ მან ვერ შეძლო შეესრულებინა თავისი მოვალეობა ).
დანაშაულის შედეგი
შედეგად ითვლება გარესამყაროში ადამიანის მოქმედებით გამოწვეული ცვლილება . სისხლის
სამართალში შედეგი არის ის ცვლილება გარესამყაროში, რომელიც სპეციალურად
აღნიშნულია სისხლის სამართლის ნორმით დისპოზოციაში, როგორც დანაშაულის
შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი. დანაშაულებრივი შედეგი შეიძლება ორ ძირითად
ჯგუფად დანაწილდეს: მატერიალური და არამატერიალური. თავის მხრივ მატერიალური
შედეგი იყოფა ქონებრივი ხასიათის შედეგად(მაგ: ქონების გატაცება, განადგურება,
დაზიანება ) და ზიანის მიყენება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. (მაგ:
სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება...). მეორე არამატერიალური შედეგი
მდგომარეობს საწარმო-დაწესებულებათა ან საზაოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და
მოქალაქის პატივისა და ღირსების, მისი არაქონებრივი უფლების ხელყოფაში .

მატერიალური შედეგით დანაშაულს უნდა მივაკუთვნოთ ისეთი შემადგენლობები, რომლებიც


დამთავრებულად ითვლებიან ზიანის განხორციელების კონკრეტული საფრთხის შექმნის
მომენტიდან. ზოგჯერ სისხლის სამართლის კანონით დანაშაული დამთავრებულად ითვლება
აკრძალული ქმედების ჩადენისთანავე და არ მიუთითებს შემდგომ შედეგებზე, როგორც მის
აუცილებელ ელემენტზე. მაგ: თუ დანაშაული(განსაცდელში მიტოვება) დამთავებულად
ითლება, დამოუკიდებლად იმისა, ავად გახდა თუ გარდაიცვალა დაზარალებული. ამ
შემთხვევაში პასუხისმგებლობა დგება განსაცდელში მიტოვების გამო. ასეთ დანაშაულს
ფორმალურ დანაშაულს უწოდებენ.

ფორმალურ, შედეგგარეშე შემადგენლობებს კანონმდებელი მაშინ აყალიბებს როცა:

ა) შედეგი გარდაუვლად ხორციელდება განსაზღვრული მოქმედების შესრულებასთან ერთად


და ამიტომ მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნა შეუძლებელია. ასეთია მაგალითად თავისუფლების
უკანონო აღკვეთა, დეზერტირობა.

ბ)როდესაც განსაზღვრულმა მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დანაშაულებრივი


შედეგები და ამის გამო მათი კონკრეტიზაცია კანონში დიდ სიძნელეებთანაა დაკავშირებული .

გ) კანონით დასაცავი სიკეთე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელი შეუძლებლად


თვლის დანაშაულის დამთავრება ნამდვილი ზიანის დადგენას დაუკავშიროს. ამგვარი
დანაშაულის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ბანდიტიზმი. ბანდიტიზმი დამთავრებულად
ითვლება თავად შეიარაღებული ჯგუფის შექმნის მომენტიდან. შედეგიანი დანაშაულის და
კონკრეტული საფრთხის შემქმნელი დანაშაულის დროს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს
მიზეზობრივი კავშირის საკითხს. შედეგი მხოლოდ მაშინ შეერაცხება პირს, როდესაც მისი
გამომწვევი მიზეზი მისი მოქმედება ან უმოქმედობა იყო.

მიზეზობრივი კავშირი
მიზეზობრივი კავშირი მატერიალური დანაშაულის ობიექტური მხარის ერთ-ერთი ნიშანია . მის
გარეშე შეუძლებელია პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, ეს იმას
ნიშნავს, რომ დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი აუცილებლად მიზეზობრივ კავშირში
უნდა იყოს პირის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. პოპულარულია ორი თეორია:

ეკვივალენტობის თეორიის წარმომადგენელთა აზრით მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა


და შედეგს შორის ყოველთვის არსებობს, როდესაც ეს მოქმედება ამ შედეგის ერთ-ერთი
აუცილებელი პირობა იყო. მათ ყველა წინაპირობა თანაბარმნიშვნელოვან პირობად მიაჩნიათ .
სწორედ ესაა მიუღებელი. იგი არ იძლევა შესაძლებლობას ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ
დანაშაულის მომზადება და მცდელობა.

მიზეზობრიობის ადეკვატური თეორიის მიხედვით პირობათა ტოლფასოვნება მართებულია


მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საქმე კონკრეტულ მიზეზობრივ კავშირს შეეხება, მაგრამ ამ
თეორიის მიმდევართა აზრით, კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი მიუღებელია, რადგან იგი
მეტად აფართოებს პასუხისმგებლობას და არ იძლევა საქმის სამართლიანი გადაწყვეტის
შესაძლებლობას.

დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო, ვითარება, საშუალება, იარაღი, ხერხი


დანაშაულის ჩადენის ადგილი ეს არის განსაზღვრული ტერიტორია, სადაც იქნა ჩადენილი
დანაშაული. მაგ: დანაშაულადაა მიჩნეული თევზის ან წყლის სხვა ორგანიზმის უკანონოდ
მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში, განსაკუთრებულ
ეკონომიკურ ზონაში ან შიდა წყლებში.

დანაშაულის ჩადენის დრო- ეს არის დროის განსაზღვრული პერიოდი, როდესაც შეიძლება


ჩადენილი იქნეს დანაშაული. მაგ: ისჯება სააარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის
მუშაობისათვის ხელის შეშლა. ეს დანაშაული გულისხმობს ამ ქმედების ჩადენას არჩევნებისას
ან რეფერენდუმის ჩატარებისას.

დანაშაულის ჩადენის ვითარება- ესაა ის ობიექტური პირობები, რომელთა არსებობისას


ხდება დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის ჩადენის ვითარებამ შეიძლება უშუალოდ იმოქმედოს
ქმედების საშიშროებაზე. მაგ: დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან
საომარ მოქმედებაში მკაცრ სასჯელს იწვევს. აქ სასჯელის გამკაცრებაზე იმოქმედა შექმნილმა
ვითარებამ, ამ შემთხვევაში კონფლიქტმა/საომარმა ვითარებამ.

დანაშაულის ჩადენის საშუალება და იარაღი ამძიმებს პასუხისმგებლობას. სწორედ ამის


გამო ცალკე გამოყოფს და გაძლიერებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის ტარების, დამზადების,
გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღებისათვის.

კანონმდებელი ასევე ითვალისწინებს იმ ხერხებსა და მეთოდებს, რომლებსაც დამნაშავე


იყენებს დანაშაულის ჩასადენად. სსკ-ში დანაშაულის ჩადენის ხერხი სხვადასხვაგვარადაა
ასახული. ზოგჯერ კანონმდებელი მიუთითებს დანაშაულის ჩადენის ერთ ხერხზე, ზოგჯერ
ჩამოთვლილია დანაშაულის ჩადენის რამდენიმე ან სანიმუშო ხერხები. ხდება ისეც, რომ
დანაშაულად ითვლება მისი ნებისმიერი ხერხით ჩადენა.

You might also like