You are on page 1of 6

3 სლაიდი

დანაშაულის მომზადების სუბიექტური მხარე დანაშაულის ჩასადენად


პირობების შექმნისა და დანაშაულის შემადგენლობის განორციელებისკენ
მიმართულ განზრახვას მოიცავს. სუბიექტურ შემადგენლობაზე მსჯელობისას უნდა
გავარკვიოთ ჰქონდა თუ არა პირს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის
გადაწყვეტილება მიღებული ეს აუცილებლადაა გასათვალისწინებელი რადგან თუ
მხოლოდ ჩანაფიქრზეა საუბარი მაშინ ეს დანაშაულის მომზადებად ვერ
დაკვალიფიცირდება, რადგან ზოგადი ჩანაფიქრის დასჯადობა კონსტიტუციით
განსაზღვრულ პრინციპებს დაარღვევდა.

4 სლაიდი
იმისათვის რომ ქმედება დავაკვალიფიციროთ დანაშაულის მომზადებად
ამისთვის შემდეგი კრიტერიუმებია საჭირო:

მომზადების წინაპირობები, რომლებიც შეიცავს შედეგის არ დადგომას და


მომზადების დასჯადობას, წინაირობებს მოყვება ქმედების სუბიექტური და
ობიექტური შემადგენლობა, რომელიც შეიცავს კონკრეტული დანაშაულის ჩადენის
შესახებ მირებულ გადაწყვეტილებას,ხოლო უკანასკნელის შემთხვევაში
დანაშააულის ჩადენისთვის პირობების შექმნას, ასევე გასათვალისწინებელია
მართლწინააღმდეგობა და ბრალის არსებობა.

6 სლაიდი
დანაშაულების ჩადენისა და განხორციელების პირველი სტადიაა პირის
შინაგანი, გარეგნულად გამოუხატავი გადაწყვეტილებაა, რომ ჩაიდინოს დანაშაული.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ სტადიაზე მოკლებულია გარე სამყაროში
გაცხადებას და ბოლომდე პირის გონებაში ისახება მხოლოდ, სწორედ ამიტომ იგი
ჩვენი კანონმდებლობით- დაუსჯელია, რადგან პირის დასჯა მისი აზრისა და
განწყობისათვის არ ხდება. პირი მანამ არ დაისჯება აღნიშნულისათვის, სანამ
საკუთარ სურვილსა და განზრახვას აქტიური ქმედებით რეალობაში
განხორციელებას არ დაუწყებს და სანამ მისი მოქმედებები რეალურ საფრთხედ არ
იქცევა სამართლებრივი სიკეთისათვის.

7 სლაიდი
დანაშაულის ჩადენისა და განხორციელების მეორე სტადიად მოსამზადებელი
ქმედებები ითვლება, რომელშიც იგულისხმება ამსრულებლის მიერ
სამართლებრივად გასაკიცხი მიზნის მისაღწევად გადადგმული მოსამზადებელი
ქმედებები, რომლებიც დროსა და სივრცეში, უშუალო სიახლოვეში უნდა
იმყოფებოდნენ იმ სამართლებრივ სიკეთესთან, რომლისკენაც არიან მიმართულნი.
მაგალითად, პირმა განიზრახა მეორე პირის მოკვლა და ამისათვის შეიძინა იარაღი,
აღნიშნული არ შეიძლება მომზადებად ჩავთვალოთ, რადგან დროსა და სივრცეში
მსხვერპლთან სიახლოვეს ვერ ვხედავთ, კერძოდ შესაძლოა ამ პირმა სრულადაც
გადაიფიქროს მკვლელობის ჩადენა, მხოლოდ იარაღის შეძენის გამო, მას
მკვლელობის მომზადებისათვის ვერ დავსჯით. შეძენა. აღნიშნულ ქმედებებს არ
უნდა მოყვეს დანაშაულის უშუალო განხორციელება. გერმანული სამართალი ამ
სტადიებს დაუსჯელად ტოვებს, რადგან ამ დროისათვის მათი დასაბუთებით
სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე არ არსებობს. (გარდა
კანონით სპეციალურად გათვალისწინებული შემთხვევებისა).

8 სლაიდი
გერმანული სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლი მცდელობის
დაწყების სუბიექტური მხარეს ასე განმარტავს: “დანაშაულის ჩადენას ცდილობს ის,
ვინც, ქმედებაზე თავისი წარმოდგენით, უშუალოდ იწყებს შემადგენლობის
განხორციელებას” (70), ანუ გერმანული კოდექსი მნიშვნელობას ანიჭებს დანაშაულის
ჩამდენის უშუალო წარმოდგენას საკუთარ საქციელზე, რაც ობიექტურ მხარესთან
ერთად, ნამდვილად საყურადღებოა. ქმედების ობიექტური მხარის განმარტვისას კი
გერმანული სამართლის ყურადღება ექცევა სივრცობრივ და დროულ კავშირს. ანუ,
როდესაც პირი ისეთ ქმედებას ახორციელებს, რომლის საბოლოო შედეგიც
დანაშაულის ჩადენაა, შედეგის დადგომაა. გერმანულისგან განსხვავებით, ქართული
კანონმდებლობა მხოლოდ ამ უკანასკნელს, ობიექტურ მხარეს ცნობს და სისხლის
სამართლის კოდექსში უთითებს, რომ მცდელობა უშუალოდ დანაშაულის
ჩადენისკენ მიმართული განზრახი ქმედებით იწყება (მე-19 მუხლი)

9 სლაიდი
ქართული სამართალი დანაშაულის მომზადების ორ კატეგორიას ცნობს
დასჯადობის მიხედვით. კერძოდ, დასჯადობას მე-18 მუხლის(დანაშაულის
მომზადება) მიხედვით, რომელიც მთელ კოდექსს ერგება მეორე, განსაზღვრული
დანაშაულებისათვის შერჩევით დასჯადობას. აქვეა აღსანიშნავი, რომ მე-18 მუხლი
მძიმე და განსაკუთრებით მძიმე და შეზღუდულად ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე
ვრცელდება.
დანაშაულის მომზადების დასჯადობას სუბიექტურ დონეზე “დანაშაულის
გეგმის დაკონკრეტების” მოთხოვნა ზღუდავს. კერძოდ, საჭიროა, რომ დანაშაულის
მომზადებისას მისი ქმედების გეგმა მის ზოგად კონტურებში მაინც იკვეთებოდეს.
დანაშაულის მომზადების დასჯადობას ობიექტურ დონეზე შემდეგი
ელემენტების არსებობა ზღუდავს:

დანაშაულის მომზადების განმარტების კონკრეტიზაცია, რაშიც დანაშაულის


ჩადენის იარაღის მომარჯვება იგულისხმება, აღნიშნულის დროს აუცილებელი და
მნიშვნელოვანია იმ სამართლებრივ სიკეთესთან რომლის ხელყოფასაც აპირებენ,
სივრცობრივი და დროითი სიახლოვე. იარაღის მომარჯვება შეგვიძლია გავიგოთ,
როგორც მაგალითად, ჩასაფრების შემდეგ, მსხვერპლის ჰორიზონტზე გამოჩენა,
პირის მასთან მიახლოება და იარაღის დატენვა. მოცემულ შემთხვევაში ეს ორი პირი
იმყოფება ერთმანეთთან სიახლოვეში როგორც სივრცობრივად ისე დროის კუთხითაც
და არსებობს რეალური საფრთხე სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისათვის.

ქმედების მომზადებად მიჩნევისათვის აუცილებელია სოციალური


ადეკვატურობის არარსებობა. მანამ სანამ პირის ქმედება სოციალური
ადეკვატურობის ფარგლებს არ სცდება, აღნიშნული ქმედება ინარჩუნებს პირველ
სტადიას და რჩება პირად სფეროში, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის
დასჯადი. დანაშაულის მომზადება მხოლოდ მაშინ დაისჯება, როცა იგი
სამართლებრივი სიკეთისათვის რეალური საფრთხე გახდება, რომლის მაგალითზეც
ვისაუბრეთ.

10 სლაიდი
ფრანგული სისხლის სამართლიდან ზეგავლენით ჩამოყალიბდა ე. წ პირველი
აქტის თეორია, რომელიც დასჯადად მიიჩნევს პირის მიერ ჩადენილ ნებისმიერ
მოსამზადებელ ქმედებას, ნებისმიერ გადადგმულ ნაბიჯს. მოცემული თეორიის
გამოყენება და გათვალისწინება ქართულ კანონმდებლობაში არ ხდება.

11 სლაიდი
მიუხედავად იმისა, რომ უამრავი შრომა დაწერილა მოცემული საკითხის
შესახებ, დანაშაულის მომზადებისა და მცელობის გამიჯვნა საკმაოდ
პრობლემატური და სადავოა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს
დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ხშირად შესაძლოა,რომ იყოს
მრავალსაფეხურიანი პროცესი, რადგან იგი გრძელდება განზრახვის გამოვლენიდან
დანაშაულის დასრულებამდე. აქედან გამომდინარე, როგორც კახა წიქარიშვილი
თავის ნაშრომში წერს: ,,ძნელია ,,მაგიური ფორმულის’’ გამოგონება, რომელიც
მომზადებას და მცდელობას ერთმანეთისგან მათემატიკური სიზუსტით გამიჯნავს’’.
განსხვავებული მიდგომები არსებობს და საკანონმდებლო თუ დოქტრინული
განმარტებებიც რადიკალურად განსხვავდება ევროპულ და ამერიკულ სისხლის
სამართალში.
12 სლაიდი
შედარებით რომ გამარტივდეს იმის აღქმა თუ რაოდენ განსხვავებებია
ევროპულ და ინგლისურ სისხლის სამართალში ურიგო არ იქნებოდა კაზუსების
მაგალითზე დაგვენახა განსხვავებები, შესაბამისად მაგალითის სახით კახა
წიქარიშვილის ნაშრომში განხილულ კაზუსებს მოვიყვან:

1. საფრანგეთი-ა-მ გადაწყვიტა დაეყაჩაღებინა მოლარე, რომელსაც


თანამზრახველებთან ერთად ჩაუსაფრდა იმ შენობის კიბეებთან, სადაც მას უნდა
გამოევლო. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის
მცდელობას.

2. აშშ, ნიუ-იორკის შტატი-ანალოგიური შემთხვევა, მხოლოდ იმ


განსხვავებთ, რომ ა ყაჩაღობის მიზნით მოლარეს ქალაქის ქუჩებში ეძებდა,
სასამართლომ დააკვალიფიცირა დანაშაულის მომზადებად.

3. გერმანია-ავტომანქანის გატაცების მიზნით ა-მ ავტოსადგომზე მდგომ


ავტომანქანებს ფეხით მოუსინჯა საბურავები, რათა გაეგო რომელ მათგანს ჰქონდა
დაუკეტავი საჭე. სასამართლომ ეს შემთხვევა დააკვალიფიცირა ავტომანქანის
გატაცების მცდელობად.

მოცემული კაზუსებიდან ნათლლად იკვეთება,რომ დანაშაულსა და


მცდელობას შორის ზღვარის გავლება დამოკიდებულია აღნიშნული ქვეყნების
კანონმდებლობაზე და თეორიებზე რომლებსაც იყენებს სასამართლო.

13 სლაიდი
ფორმულირებანი, რომლებიც ათვლის წერტილად ირჩევენ განზრახვის
ობიექტურ გამოვლინებას

ფორმულირებანი, რომლებიც ათვლის წერტილად ირჩევენ დანაშაულის


დამთავრებას
14 სლაიდი
ფორმულირებანი, რომლებიც ათვლის წერტილად ირჩევენ განზრახვის
ობიექტურ გამოვლინებას

აშშ მოდალური სისხლს სამართლის კოდექსით, დანაშაულის მცდელობა


დანაშაულის განსახორციელებლად წარმოადგენს ,,არსებით ნაბიჯს“;

ინგლისის, 1981 წლის სისხლის სამართლის კანონით, ,,თუ პირი, დანაშაულის


ჩადენის მიზნით, ჩაიდენს ქმედებას, რომელიც უფრო მეტია ვიდრე უბრალო
მომზადება (more then preparatory) დანაშაულის ჩასადენად, მაშინ ის პასუხს აგებს
მცდელობისთვის’’;
არაორაზროვნების თეორიის (unequivocality approach) მიხედვით, პირის ქმედებები
დაკვალიფიცირდება მცდელობად, თუ ისინი ერთმნიშვნელოვნად, არაორაზროვნად
ადასტურებენ პირის განზრახვას ჩაიდინოს დანაშაული. ეს თეორია აფართოებს
მცდელობას და მოიცავს როგორც მოსამზადებელ მოქმედებებს ასევე განზრახვის
უბრალო გამოვლენასაც კი.
ბოლო აქტის თეორია (last act test) გულისხმობს, რომ დამნაშავე ახორციელებს რა
მოქმედებათა სერიას, რომელშიც მცელობა არის ბოლო მოქმედების განხორციელება.

15 სლაიდი
ფორმულირებანი,რომლებიც ათვლის წერტილად ირჩევენ დანაშაულის
დამტავრებას;

გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 22. ,, დანაშაულის მცდელობას


ჩადის ის, ვინც თავისი წარმოდგენის შესაბამისად, უშუალოდ შეუდგება
დანაშაულის შემადგენობის განხრციელებას’’ (unmittelbar ansetzt).
საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით, დანაშაულის
მცდელობა,ეს არის დანაშაულის ,,განხორციელების დასაწყისი’’ (commencement
d’execution) .
შედეგთან სიახლოვის თეორიით, (proximitry test) ქმედება წარმოადგენს დანაშაულის
მცდელობას, თუ ის ახლოს არის დანაშაულის განხორციელბასთამ. რაც სიახლოვეს
როგორც დროში ასევე სივრცეში გულისხმობს;
შემადგენლობის თეორია გულისხმობს, რომ პირი მცდელობისას ასრულებს
ქმედების შემაგენლობის რომელიმე ნიშანს, ან დამამძიმებელ გარემოებას.

ბოლოს- ჩვენი აზრი- რომელ თეორიას ვემხრობით და ა.შ

You might also like