You are on page 1of 7

მარიამ ჩხაიძე

შუალედური გამოცდა სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში


ფასდება 30 ქულით

საგამოცდოდ მოგეწოდებათ 3 საკითხი - ერთი თეორიულად სამსჯელო და ორი


კაზუსი. აქედან, თითოეულის მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა
შენიშვნა: პასუხები ერთმანეთისგან განცალკევებით ჩამოაყალიბეთ, დაიცავით
ნუმერაცია. პასუხის მიიღება შეწყდება წერის დაწყებიდან 4 საათის
გასვლისთანავე!
სემინარის ხელმძღვანელი: სამართლის დოქტორი ირინე ხერხეულიძე,
პროფესორ მაია ივანიძის სალექციო კურსი
იმუშავეთ ამავე ფაილში, შემდეგ დაარქვით თქვენი სახელი და გამოგზავნეთ
მეილზე: irine.kherkheulidze@tsu.ge
1. თეორიული საკითხი
ახსენით და დაახასიათეთ კანონიერების პრინციპი და მნიშვნელობა სისხლის
სამართალში.

კაზუსი N1 ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული პირთა ჯგუფი


რესტორნის უკანა გასასვლელ კართან უნდა ჩასაფრებოდა მოლარს, რომელსაც
სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ ღამით, რესტორნიდან გამოჰქონდა
ნავაჭრი ფული. ჯგუფის წევრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავს დასხმოდნენ
მოლარს და თუ საჭირო გახდებოდა, მზად იყვნენ მოეკლათ იგი ქონების
დაუფლების მიზნით. ოპერატიული ინფორმაციით, პოლიციის მუშაკებმა
შეიტყვეს პირთა ჯგუფის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, რის გამოც ისინი
დააკავეს გზაში შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ნახევარი საათით ადრე.
იმსჯელეთ შემთხვევის გარშემო, მიეცით სამართლებრივი შეფასება მომხდარს და
განმარტეთ, დანაშაულის ჩადენის რომელ სტადიაზე შეწყდა მათი ქმედება?
თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ

კაზუსი N2 გიორგი თავის მეუღლე ელენესთან ერთად იახტით სასეირნოდ წავიდა


ზღვაზე. ელენე ისე გაიტაცა ტალღების ყურებამ რომ, ვერც კი შეამჩნია როგორც
მივიდა იახტის კიდესთან, სადაც მან უცებ წონასწორობა დაკარგა, წყალში
ჩავარდა და იხრჩობოდა. შეშინებულ ქალს, ცხადია, გიორგის იმედი ჰქონდა.
მართლაც, გიორგის გვერდით იდო მაშველი რგოლი, რომლის ელენესთვის
გადაგდებაც მას თავისუფლად შეეძლო. თუმცა, რამდენადაც უნცაური არ უნდა
იყოს, გიორგი ადგილიდანაც კი არ დაძრულა ცოლის დასახმარებლად. აღმოჩნდა,
რომ მას ისედაც დიდი ხანია ელენეს თავიდან მოშორება უნდოდა და ამიტომ,
მისი ზღვაში ჩავარდნა გაუხარდა კიდეც. გიორგის რომ ელენესთვის მაშველი
რგოლი გადაეგდო, ქალი უპრობლემოდ გადარჩებოდა, მაგრამ გიორგიმ ეს არ
გააკეთა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას იახტით, ელენე კი დატოვა ზღვაში
მოფართხალე. ქალი მხოლოდ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, რადგან
სულ მოკლე ხანში იგი იმ ტერიტორიაზე შემოსული მეთევზეების ნავიდან
შენიშნეს და გადაარჩინეს. იმსჯელეთ შემთხვევის გარშემო და მიეცით
სამართლებრივი შეფასება გიორგის ქმედებას. თქვენი მოსაზრება დაასაბუთეთ.

თეორიული საკითხი:

1. სამართლის პრინციპები მიმართული არიან სახელმწიფოზე ან მის ორგანზე,


რათა ნორმატიული აქტები ამ პრინციპების შესაბამისად შემუშავდეს.
სამართლის ზოგადი პრინციპები წინ უსწრებენ ნორმატიული აქტების
შემუშავებას და შესაბამისად, განსაზღვრავენ კანონშემოქმედებით საქმიანობას.
ზოგადად ტერმინი „პრინციპი“ აღნიშნავს-ქცევის ძირითად წესს, რითაც
ხელმძღვანელობენ პრაქტიკულ თუ თეორიულ საქმიანობაში. ამიტომაა
აუცილებელი ნებისმიერ საქმიანობაში პრინციპების დაცვა, ამ პრინციპების
საფუძველზე სხვადასხვა ნორმაიული აქტებისა თუ კანონების შედგენა.

სისხლის სამრთლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი


ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც კანონმდებელი უნდა დაემორჩილოს.
სისხლის სამართლის კანონი ამ მოთხოვნების მიხედვით უნდა აიგოს. სისხლის
სამართლის ყველა პრინციპი კანონმდებლის საქმიანობას განსაზღვრავს და მათ
მნიშვნელობა აქვთ ჩადენილი დანაშულისთვის სასჯელის დანიშვნისას.

რაც შეეხება კანონიერების პრინციპს, ჩეზარე ბეკარიას მიხედვით, კანონიერების


პრინციპი ნიშნავდა სახელმწიფოს, როოგორც სუვერენული სუბიექტის, მტკიცე
დავალდებულებას, რომ დანაშაულებრივი ქმედება და სასჯელი ამ ქმედებისთვის
გათვალისწინებული ყოფილიყო სისხლის სამართლის კანონით.

კანონიერების პრინციპი, სამართლის ზოგადი პრინციპია, მაგრამ იგი


უპირველესად გულისხმობს, ანალოგიის აკრძალვასა და ლეგალობის პრინციპის
დამკვიდრებას. ამის თანახმად,ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო
დანაშაულად მიიჩნევს, გათვალისწინებული უნდა იყოს სისხლის სამართლის
კოდექსში. „არ არსებობს დანაშაული კანონის გარეშე“ (Nnullum crime sige lege),
ასევე, „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (Nnulla peona sine lege).

ამასთან, საქართველოს ისტორიას ახსოვს გამონაკლისი, როცა სისხლის


სამართალში გამოიყენებოდა ანალოგიის წესი. ყოფილი საბჭოთა კავშირისას,
რასაც დანაშაულთა ბრძოლის სიძნელეებით ამართლებდნენ, მაშნდელ რთულ და
ცვალებად ვითარებაში,თითქოს შეუძლებელი იყო ყველა შესაძლო
დანაშაულებრივი ქმედების გათვალისწინება სისხლის სამართლის კანონში.
მაგრამ, რა თქმა უნდა, აღნიშნული ანალოგია პოლიტიკური მიზანშეწონილობით
უფრო აიხსნებოდა, ვიდრე არსებული ვითარების ცვალებადობით. 1958 წელს ეს
ჩანაწერი გაუქმდა, და დანაშაულად ითვლებოდა, მხოლოდ სისხლის სამართლის
კანონით გათალისწინებული საზოგადოებრივად საშიში ქმედება... დღეს კი სსკ-ის
7.1-ის მიხედვით, დანაშაული არის სსკ-ით გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

ნორმის ანალოგიის წესით გამოყენება არაა გამორიცხული სისხლის სამართლის


კერძო ნაწილში, როდესაც საქმე ეხება ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისთვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას. სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში
ცალ-ცალკე არაა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი
გარემოებანი, რაც გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ გარემოებათა
დადგენას. თუ პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს უნდა მიეცეს
შეზღუდული ახსნა-განმარტება, შემამსუბუქებელს პირიქით ფართო ახსნა-
განმარტება უნდა მიეცეს, რაც თავის მხრივ ანალოგიის წესით კანონის
გამოყენებასაც გულისხმობს. კანონიერების პრინციპი სისხლის სამართალში
ვლინდება სასჯელის ასპექტითაც. საჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი
სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში,ანუ ამ ჩამონათვალში მოუხსენიებელი
სასჯელის გამოყენება დაუშვებელია. მეორე მხრივ, სისხლის სამართლის კერძო
ნაწილშიც თითოეული დანაშაულბრივი ქმედების აღწერასთან ერთად
გათვალისწინებულია შესაბამისი სასჯელები, რაც სასამართლომ კანონის
ფარგლებში და შესაბამისად შეიძლება გამოიყენოს. დაუშვებელია სისხლის
სამართლის კერძო ნაქწილით ამა თუ იმ მუხლით გაუთვალისწინებელი
სასჯელის გამოყენება.

ქმედების დანაშაულებრიობა განისაზღვრება სსკ-ს კანონით, რომელიც


მოქმედებდა მისი ჩადენის დროს(სსკ 2). გამონაკლისია სსკ-ს კანონის უკუძალა,
რაც ნიშნავს ახალი კანონის გამოყენებას ამ კანონის ძალაში შესვლამდე ჩადენილი
ქმედების მიმართ, თუ ეს ახალი კანონი აუქმებს ძველი კანონით ჩადენილი
ქმედების დასჯადობას. (სსკ 3). მაშასადამე, დანაშაულის ჩადენის დროისთივს
მოქმედი კანონის გამოყენების მოთხოვნა კანონიერების პრინციპის თავისებური
გამოვლინებააა.

სისხლის სამართალი ქმედების სამართალია. ეს ნიშნავს, რომ დანაშაულებრივი


ქმედების ნიშნები მეტი თუ ნაკლები სირთულით აღწერილია სისხლის სამართლის
კანონში. დნაშაულის ამ ნიშნებში (7.1) უპირველესია დანაშაულის შემადგენლობა,
როგორც სუბიექტური ისე ობიექტური ნიშნწების ერთობლიობა.
სისხლის სამართალში კანონიერების პრინციპი ნიშნავს არა მხოლოდ ქმედების
ფორმალურ შესაბამისობას ქმედების საკანონმდებლო შემადგენლობასთან, არამედ
თვით ამ ქმედების ზუსტ საკანონმდებლო აღწერას და მის სისხლისსამართლებრივ
შეფასებას.

კაზუსი #1:

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს თუ როდის ეკისრება პირს


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სსკ-ის 7.1-ის მიხედვით
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ
კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პირს ქმედება ობიექტურად შეერაცხება ხოლოდ მაშინ , თუ რისკის თეორიის


საფუძველზე, მათი ამ მოქმედებით მოხდა სამართლებრივად დასაძრახი საფრთხის
შექმნა ან ამაღლება.

დამთავრებული დანაშაული ობიექტური და სუბიექტური მხარეების თანხვედრით


ხასიათდება. თუ ობიექტური და სუბიექტური მხარეები ერთმანეთს არ ემთხვევა,
ადგილი აქვს ან შეცდომას ან დაუმთავრებელ დანაშაულს. შეცდომისას დანაშაულის
სუბიექტური მხარეა ნაკლული, ხოლო დაუმთავრებელი დანაშაულისას ობიექტური.

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული, რადგან ოპერატიული


ინფორმაციით, პოლიციის მუშაკებმა შეიტყვეს პირთა ჯგუფის დანაშაულებრივი
განზრახვის შესახებ, რის გამოც ისინი დააკავეს გზაში შემთხვევის ადგილზე
მისვლამდე ნახევარი საათით ადრე. დანაშაულის მომზადება კი, სსკ-ის მე-18 მუხლის
მიხედვით დასჯად ქმედებას წარმოადგენს, თუ სახეზეა მძიმე, განსაკუთრებით მძიმე
ან სპეციალურად ჩამოთვლილ დანაშაულების მომზადება.

მომზადების ობიექტური მხარე სსკ-ის 18.1-ის მიხედვით დანაშუის ჩასადენად


პირობების შექმნაა. დანაშაულის მომზადებაში კონკრეტული დანაშაულის
ჩასადენად პირობების შექმნა იგულისხმება. მოცემულ შემთხვევაში, ვიგებთ, რომ
პირები ცეცხლსასროლი იარაღით არიან შეიარაღებულები, აპირებენ რესტორნის
უკანა გასასვლელ კართან მოლარეს ჩასაფრებოდნენ, რომელსაც სამუშაო საათების
დამთავრების შემდეგ ღამით, რესტორნიდან გამოჰქონდა ნავაჭრი ფული. ჯგუფის
წევრებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, თავს დასხმოდნენ მოლარს და თუ საჭირო
გახდებოდა, მზად იყვნენ მოეკლათ იგი ქონების დაუფლების მიზნით.

კონკრეტულ შემთხვევაში პირევს თავისი ქმედება, რომ განეხორციელებინათ, რა


თქმა უნდა, დამთავრებული დანაშაული გვექნებოდა სახეზე, კონკრეტულად კი
ყაჩაღობა. ამასთან აღსანიშნია ის ფაქტი, რომ ყაჩაღობა ქმედების განხორციელების
მომენტიდან დამთავრებული დანაშაულია (*ანუ ფორმალური დანაშაულია) და მას
მცდელობა არ გააჩნია. ყაჩაღობის მომზადება კი შესაძლებელიადა. სსკ-ის 12-ე
მუხლის მიხედვით, მძიმეა ისეთი განზრახი დანაშაული რომლის ჩადენისათვის ამ
კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ათი წლით
თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრება დანაშაულის მომზადებისთვის შეგვიძლია.

დანასაულის მომზადება, შესაძლებელია, როგორს მოქმედებით ისე უმოქმედობით.


მოქმედბისა და უმოქმედობის გასამიჯნად ვიყენებთ შუალედურ გამაერთიანებელ
თეორიას, რომლის მიხედვითაც, მოქმედება უმოქმედობისგან უნდა გაიმიჯნოს,
როგორც ქცევის გარეგანი ფორმით, ასევე პირისთვის დაკისრებული ვალდებულების
ხასიათით. კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა აქტიური მოქმედებით ჩადენილი
დანაშაული.

ასევე აუცილებელია, ერთმანეთისგან განვასხვავოთ დამთავრებული და


დაუმთავრებელი მომზადება. როდესაც დანაშაულის ჩასადენად არა მხოლოდ ერთი,
არამედ რამდენიმე პირობის შექმნაა საჭირო და პირმა მხოლოდ ერთი პირობა შექმნა,
მისი ქმედება დაუმთავრებელ მომზადებად დაკვალიფიცირდება. დანაშაულის
მომზადება დამთავრებულია, როდესაც პირმა დანაშაულის ჩასადენად ყველა პირობა
შექმნა. კაზუსის ფაბულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჯგუფის მიერ
განხორციელებული იყო მომზადების ყველა პირობა, ისინი გზაში, წინასწარ
განზრახული კონკრეტული დანაშაულის ადგილისკენ მიმავალნი ნახევარი საათით
ადრე დააკავეს. ანუ, სახეზეა დამთავრებული მომზადება.

ფაბულიდან ირკვევა, რომ საქმე გვაქვს პირდაპირ(პირველი ხარისხის) განზრახვასთა


(სსკ 9.2), პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,
ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და
სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების
გარდაუვალობას. ამასთან, დანშაულის მომზადება, პირდაპირი განზრახვითაა
შესაძლებელი. შეუძლებელია პირს დანაშაულის განხორციელება არ უნდოდეს (სსკ
9.3) და მაინც ქმნიდეს პირობებს დანაშაულის ჩასადენად.

დასკვნა: საქმე გვაქვს დანაშაულის მომზადებასთან, რომლისთვისაც საქართველოს


სსკ-ის მე-18 მუხლის მიხედვით სისხლის სამართლებრიცი პასუხისმგებლობაა
გათვალისწინებული.
კაზუსი #2:

თავდაპირველად უნდა აღინიშნოს თუ როდის ეკისრება პირს


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სსკ-ის 7.1-ის მიხედვით
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ
კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

პირს ქმედება ობიექტურად შეერაცხება ხოლოდ მაშინ , თუ რისკის თეორიის


საფუძველზე, მათი ამ მოქმედებით მოხდა სამართლებრივად დასაძრახი
საფრთხის შექმნა ან ამაღლება.

სამართლის კოდექსი აკრძალვებისა და ვალდებულებებისგან შედგება.


კანონმდებელი კოდექსით კრძალავს როგორც სამართლებრივი სიკეთის აქტიურ
ხელყოფას ( მოქმედებით ჩადენილი დანაშაულები), ასევე ავალდებულებს პირს
სამართლებრივი სიკეთის გადარჩენას (უმოქმედობით ჩადენილი დანაშაულები).
აქედან გამომდინარე, ქმედების ერთ-ერთი სახეა უმოქმედობა, რომელიც
კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაა. არსებობს წმინდა
უმოქმედობა, მაგალითად, დაუხმარებლობა, დანაშაულის შეუტყობინებლობა და
შერეული უმოქმედობა, როცა თავს იჩენს სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.
მოქმედბისა და უმოქმედობის გასამიჯნად ვიყენებთ შუალედურ გამაერთიანებელ
თეორიას, რომლის მიხედვითაც, მოქმედება უმოქმედობისგან უნდა გაიმიჯნოს,
როგორც ქცევის გარეგანი ფორმით, ასევე პირისთვის დაკისრებული
ვალდებულების ხასიათით.

ფაბულიდან ვიგებთ, რომ გიორგი თავის მეუღლე ელენესთან ერთად იახტით


სასეირნოდ წავიდა ზღვაზე. ელენე ისე გაიტაცა ტალღების ყურებამ რომ, ვერც კი
შეამჩნია როგორც მივიდა იახტის კიდესთან, სადაც მან უცებ წონასწორობა
დაკარგა, წყალში ჩავარდა და იხრჩობოდა. შეშინებულ ქალს, ცხადია, გიორგის
იმედი ჰქონდა. მართლაც, გიორგის გვერდით იდო მაშველი რგოლი, რომლის
ელენესთვის გადაგდებაც მას თავისუფლად შეეძლო. მაშასადამე, გიორგი
სამართლებრივ გარანტს წარმოადგენდა თვისი მეუღლე, ელენესთვის. რადგან
გარანტის მოვალეობის წარმოშობის ფორმალური საფუძველია ნათესაური
კავშირი, სსკ-ის 109-ე მუხლის მიხედვით კი, ნათესავთა რიცხს მეუღლეც
მიეკუთვნება. ამ პირის მიმართ გარანტს წარმოეშობა დაცვისა და
მეთვალყურეობის ფუნქცია (მცირეწლოვნის მიმართ). ამ შემთხვევაში, გიორგის
წარმოეშვა ელენეს დაცვის ვალდებულება.

უმოქმედობა იმ შემთხვევაში ჩაითვლება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით


გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების ან
კონკრეტული საფრთხის შექმნის აუცილებელ პირობად, როდესაც პირს
ეკისრებოდა მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა, ჰქონდა
ასეთი მოქმედების შესაძლებლობა და სავალდებულო და შესაძლებელი
მოქმედებით შედეგი თავიდან იქნებოდა აცილებული (8.3). როგორც ზემოთ
აღვნიშნე, გიორგის ჰქონდა ვალდებულება მეუღლის დაცვისა, ასევე მას ჰქონდა
შესაძლებლობა -გიორგის გვერდით იდო მაშველი რგოლი, რომლის ელენესთვის
გადაგდებაც მას თავისუფლად შეეძლო.- და, რომ არა გიორგის ქმედება, (არ
გადაუგდო მაშველი რგოლი დასასწრაფოდ გაეცალა იქაურობას იახტით) ელენეს
სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დადგებოდა, ის სასწაულებრივად გადაურჩა
სიკვდილს. შერეული უმოქმედობისთვის პასუხისმგებლობა ხოლოდ გარანტს
ეკისრება.

ფაბულიდან გამომდინარე გიორგის დაუხმარებლობის მიზანს ელენეს


სიცოცოცხლის მოსპობა წარმოადგენდა, ხოლო მოტივი არ იკვეთება.

ბრალთან დაკავშირებით, არსებობს სხვადასხვა თეორია (ფსიქოლოგიური და


ნორმატიული), რომლებიც კარგად ვერ ხსნის ბრალის მნიშვნელობას, მაგრმ გ.ნ-მა
გურამ ნაჭყებიამ შემოგვთავაზა „ბრალის პასუხისმგებლობის“ თეორიაა, რომლის
მიხედვითაც: ბრალი ეს არის ნორმატიულად დაკისრებული ვალდებულებისადმი
უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ჩადენაში, გამოხატული განზრახვით ან გაუფრთხილებლობით და
ასევე აუცილებელია, რომ ეს ქმედება ჩადენილი იყოს სისხლის სმართლის
სუბიექტის მიერ. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ნორმატიულად დაკისრებული
ვალდებულებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება (8.3- გარანტის
ფუნქცია არ შეასრულა პირმა) შემდგომ აღმოცენებული მიზეზობრიობის სახით-
ქმედების ჩადენისას პირი არ მოქმედებდა განზრახ, თუმცა შედეგის დადგომით
კმაყოფილია.- გიორგის, მართალია თავდაპირველად პირდაპირი განზრახვით არ
განუხორციელებია ეს ქმედება, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მას ისედაც დიდი ხანია
ელენეს თავიდან მოშორება უნდოდა და ამიტომ, მისი ზღვაში ჩავარდნა
გაუხარდა კიდეც. ასევე ეჭვს არ იწვევს გიორგის შერაცხადობა, ანუ
სისხლისსამართლის სუბიექტია.

დასკვნა: გიორგი იყო გარანტი, როგორც ზემოთ აღვნიშნე მას გააჩნდა სხვადასხვა
ვალდებულება, რომელიც არ განახორციელა. მიუხედავად მისი სურვილისა,
ელენე მაინც გადაარჩინეს, ამიტომ გიორგი პასუხს აგებს უმოქმედობით განზრახ
მკვლელობის მცდელობისთვის. (8.3 19 109)

You might also like