You are on page 1of 202

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 1

სისხლის სამართალი შედგება ორი ნაწილისაგან, ანუ ზოგადი და კერძო


ნაწილებისაგან. ზოგადი ნაწილი თქვენ უკვე შესწავლილი გაქვთ ხოლო რაც
შეეხება კერძო ნაწილს, მაქვს პატივი გაგიზიაროთ ცოდნა სისხლის სამართლის
კერძო ნაწილის ირგვლივ.

კერძო ნაწილის ცნება

სისხლის სამართლის კერძო ნაწილის განმარტება შესაძლებელია ასე ჩამოყალიბდეს: ეს არის


სისხლის სამართლის კანონით დადგენილ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს
დანაშაულად აღიარებულ წრესა და ნიშნებს და მისი ჩადენისათვის დადგენილ სასჯელის
ზომასა და სახეს.

ყველა დანაშაულებრივ ქმედებას (ნორმებს) თავის მხრივ აქვს ობიექტი, სუბიექტი,


ობიექტური მხარე და ა.შ.

1. სუბიექტია - დანაშაულის ჩამდენი პირი (ასაკი, შერაცხადობა).


2. ობიექტია - სამართლებრივი სიკეთე, რასაც ემუქრება, აზიანებს, ანადგურებს ან
საფრთხეს უქმნის დამნაშავე.
3. ობიექტური მხარე - არის ა) ქმედება (რაში გამოიხატება იგი), ბ) შედეგი, გ)
მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის.
4. დანაშაულის საგანი - ის, რის გარშემოც ხდება სამართალდარღვევა.
5. დანაშაულის ხერხი - რა გზით ჩაიდინა დანაშაული.
6. დანაშაულის სუბიექტური მხარე - ესეიგი პირის ფსიქიკური დამოკიდებულება
მის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან (განზრახვით ჩადის თუ
გაუფრთხილებლობით).
7. მოტივი და მიზანი -- რა ამოძრავებს დამნაშავეს.
8. ჩადენის ფორმის მიხედვით
დანაშაული მატერიალურია (ესეიგი შედეგიანი) თუ მუხლში მითითებულია,
რომ რაიმე შედეგი უნდა გამოიწვიოს.
მაგალითად აფეთქება, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანება.
ფორმალურია დანაშაული, (ანუ დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის
შედეგის დადგომას მნიშვნელობა არ აქვს) თუ მას არ სჭირდება რაიმე შედეგის
დადგომა.
მაგალითად: გამოძალვა დამთავრებულია საკუთრების მოთხოვნისთანავე და
მნიშვნელობა არ აქვს დაზარალებულმა გამომძალველს გადასცა თუ არა რაიმე
ქონება ან საერთოდ დააპირა თუ არა ამ ქონების გადაცემა.

შეკვეცილი შემადგენლობაა მაშინ, როდესაც მიზანი, რის გამოც დამნაშავე


სჩადის ამა თუ იმ ქმედებას უკვე დანაშაულია.

მაგალითად: აგრესიული ომის მომზადება მიუხედავად სტადიისა უკვე დანაშაულია.

კოდექსის სტრუქტურა:
ს.ს. კერძო ნაწილში მოცემულია დანაშაულთა ამომწურავი ჩამონათვალი. ეს ჩამონათვალი, ანუ
ნორმები გარკვეული წესით არის განლაგებული, რაც მთლიანობაში მის სისტემას ქმნის. იგი
დაყოფილია კარებად, თავებად და მუხლებად. თითოეულ თავში დაჯგუფებულია ის მუხლები,
რომლებიც სახეობით და ობიექტების ნიშნის მიხედვით ერთგვაროვანია. მაგალითად:
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ; დანაშაული
საკუთრების წინააღმდეგ და ასე შემდეგ.

კერძო ნაწილის თითოეული მუხლის სტრუქტურა შედგება ორი ნაწილისგან - დისპოზიცისგან


და სანქციისგან.

დისპოზიცია ნიშნავს კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედების დასახელებასა და აღწერას,


ხოლო სანქცია განმარტავს სასჯელის სახეს და ოდენობის ფარგლებს. მაგალითად:

დისპოზიციაა - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო


მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯამრთელობისათვის საშიში
ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.

სანქცია - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

მუხლი შესაძლებელია ითვალისწინებდეს დამამძიმებელ გარემოებებს, რაც ასახულია მუხლის


- ნაწილებში და პუნქტებში, მაგალითად:
ყაჩაღობის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შემდეგ დამამძიმებელ გარემოებებს: ა) ყაჩაღობა
ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით; ბ)ჯგუფურად; გ)სატრანსპორტო
საშუალების წინააღმდეგ. მოცემულ პირობებში ჩადენილი დანაშაულისთვის
გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი. ამ შემთხვევაში სასჯელი ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე.

რაღათქმა უნდა სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილი გადაჯაჭვულია ზოგად


ნაწილთან, რომლის დახმარებითაც ხდება ადამიანისათვის ბრალის შერაცხვა ანუ ამა თუ იმ
ქმედებაში დადანაშაულება კერძო ნაწილის შესაბამისად ხდება ზოგადი ნაწილის ნორმების
გამოყენებით. მაგალითად იგივე ყაჩაღობის დროს პირს ვერ შევრაცხავთ ბრალს თუ იგი
არაქმედუნარიანია, იმყოფება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ან არსებობს
პასუხისმგებლობის გამომრიცხავი სხვა გარემოება, რომელიც უკვე ისწავლეთ ზოგად ნაწილში
და ამჯერად აღარ შევჩერდებით.

დანაშაულის კვალიფიკაცია და მისი მნიშვნელობა

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ დანაშაული.


სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ პირს, რომლის ქმედება შეიცავს
სისლხის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ერთ-ერთ დანაშაულს.

დანაშაულის კვალიფიკაცია ეს არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული


დანაშაულის ნიშნებთან ამა თუ იმ კონკრეტული ქმედების შესაბამისობის დადგენა.

დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის, პირველ რიგში, დადგენილი უნდა


იქნეს ხელყოფის სახეობითი და უშუალო ობიექტი. ასევე აუცილებელია ქმედების ნიშნები
სრულად ემთხვეოდეს კერძო ნაწილში მოცემულ ნორმებს.

ახლა კი მივყვეთ ს.ს. კერძო ნაწილს კარების, თვავებისა და მუხლების ძირეულ შესწავლა-
გაანალიზებას:
კერძო ნაწილი

კარი მეშვიდე
დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ

ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის


კოდექსით გათვალისწინებულ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამინაის
ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ.

თავი XIX
დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ

კანონი იცავს ადამიანის სიცოცხლეს მისი დაბადებიდან გარდაცვალებამდე. სამედიცინო და


იურიდიულ მეცნიერებაში არსებული შეხედულებით ადამიანის სიცოცხლის დასაწყისად
ითვლება მისი დაბადების პროცესი. ამდენად ბავშვის სიცოცხლე მკვლელობის ობიექტად
შეიძლება იყოს მშობიარობის დაწყების მომენტიდან.

რაც შეეხება გარდაცვალების დადგომის უდავო მომენტს, იგი მიჩნეულია თავის ტვინისა და
ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ორგანული ცვლილებების მომენტი - (ბიოლოგიური
სიკვდილი) და არა სუნთქვის შეწყვეტის ან გულის გაჩერების მომენტი - (კლინიკური
სიკვდილი). აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მედიცინაში არის შემთხვევები,
როდესაც კლინიკური სიკვდილის შემდეგ შესაძლებელი ხდება სუნთქვისა და გულისცემის
აღდგენა.

მუხლი 108. განზრახ მკვლელობა

განზრახ მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტი ადამიანის


სიცოცხლეა.
ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული ნებიმიერი ქმედუნარიანი პირია.

ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, (მაგ: სუფრაზე


მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯღარკავამ დანის გამოყენებით მოკლა
ელოშვილი.) ასევე უმოქმედობაში, მაგრამ დიდწილად მკვლელობა ან მისი მცდელობა
ხდება მოქმედებით.

უმოქმედობით ჩადენილი მკვლელობის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი


შემთხვევა: გიორგაძემ უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ლელაშვილს. შესაბამისად
იგი რამოდენიმე დღით ჩაკეტა ოთახში. მიუხედავად მის მიერ უკვე ჩადენილი
დანაშაულისა (თავისუფლების უკანონო აღკვეთა 143 მუხ.) გიორგაძემ ლელაშვილი არ
უზრუნველყო სასმელით, რის გამოც ეს უკანასკნელი 3 დღეში გარდაიცვალა. ოდნავ
შევცვალოთ მოყვანილი მაგალითი. ლელაშვილის თავისუფლების აღკვეთისა და
მისთვის საკვების მიუწოდებლობის შესახებ ცნობილი გახდა იქვე მცხოვრები
ლაცაბიძისათვის. ლაცაბიძემ დასახმარებლად არაფერი არ მოიმოქმედა და არც
სამართალდამცავებს არ შეატყობინა. ლელაშვილი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში
გიორგაძე დაისჯება მკვლელობის ჩადენისათვის, ხოლო ლაცაბიძე არ იყო
სამართლებრივი გარანტი ლელაშვილისათვის და შესაბამისად დაისჯება
დაუხმარებლობისათვის (129 მუხ).

ყველანაირი მკვლელობა მატერიალური (ანუ შედეგიანი) შემადგენლობისაა და იგი


დამთავრებულია სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან. აქედან გამომდინარე კი
მნიშვნელია მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის,
ანუ დამნაშავის ქმედების გარეშე სიკვდილი არ დადგებოდა.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ


განზრახვას გულისხმობს.
მოტივი შესაძლებელია სხვადასხვაგვარი იყოს, როგორიცაა შურისძიება, სისხლის
აღება და სხვა.

იმ შემთხვევაში თუ პირის ქმედებამ, რომელიც მიზნად ისახავდა მსხვერპლის მოკვლას,


სიკვდილი არ გამოიწვია სახეზე გვექნება განზრახ მკვლელობის მცდელობა - 19,108-ე მუხლი.
(მე-19 მუხლი, როგორც უკვე ავღნიშნეთ არის დანაშაულის მცდელობა). მაგ:

ბ.-მ განზრახ მკვლელობის მიზნით დანით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენა გ.-ს. გ.
დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ბ.-ს ქმედება
შეფასდება განზრახ მკვლელობის მცდელობად -19,108 მუხლი.
მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში

1. განზრახ მკვლელობა:
ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. განზრახ მკვლელობა:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ1) გენდერის ნიშნით;
ე) ჯგუფურად;
ვ) ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. განზრახ მკვლელობა:
ა) ორი ან მეტი პირისა;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის
ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
ვ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი,
მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა,
ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. ეს მუხლი შეიცავს 13 პუნქტს,
რომელთაგან ერთის ჩადენაც საკმარისია, რათა მკვლელობა ჩავთვალოთ დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილად. პუნქტები განაწილებულია სამ ნაწილად და ერთმანეთისგან
განსხვავდებიან თავისი სოციალური საშიშროებით და შესაბამისად სასჯელის სიმძიმით.

ისევე როგორც 108 მუხლის შემთხვევაში, 109 მუხლით გათვალისწინებულ


შემთხვევაშიც დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტი
ადამიანის სიცოცხლეა.

ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული ნებიმიერი ქმედუნარიანი პირია.

ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე


უმოქმედობაში, მაგრამ დიდწილად მკვლელობა ან მისი მცდელობა ხდება
მოქმედებით. დანაშაული მატერიალური (შედეგიანი) კატეგორიისაა და შესაბამისად
უმნიშვნელოვანესია მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამის გარეშე 109 მუხლის შემადგენლობა ფიზიკურად ვერ დადგება.

განვიხილოთ თითოეული დამამძიმებელი გარემოება ცალ-ცალკე:

მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით:

ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მკვლელობა გულისხმობს


მსხვერპლისათვის წინასწარ, მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით თავისუფლების აღკვეთას.

მძევლად ხელში ჩაგდება ცალკე დამოუკიდებელი დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის


კოდექსის 144 მუხლით. (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების
პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება).

ამ მიზნით ჩადენილი მკვლელობა ყოველთვის იწვევს დანაშაულთა ერთობლიობას, ანუ ქმედება


დაკვალიფიცირდება როგორც 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ისე 144-ე
მუხლით. მაგ:

ბ.-მ. თანხის გამოძალვის მიზნით მძევლად აიყვანა გ. ბ.-ს დათქმულ დროს ფული ვერ
გადაუხადეს და მოკლა გ.

(კაზუსის დროს შეიძლება მოვიყვანო ლოტკინის მაგალითი მანქანის გატაცების შემდგომ თანხაზე)
მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯამრთელობას.

ამ დანაშაულისთვის აუცილებელია დადგინდეს თვით მკვლელობის ჩადენის საშუალების


საყოველთაო საშიშროება. ანუ რამდენად საშიშია მკვლელობისთვის გამოყენებული საშუალება
სხვა ადამიანთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის. გარშემომყოფთათვის საფთხის
შემქნელად ჩაითვლება, მაგალითად: აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანთა თავშეყრის
ადგილას ცეცხსასროლი იარაღის სროლა, წყლის ან საჭმლის მოწამვლა, რომლითაც
დაზარალებულის გარდა სხვებიც სარგებლობენ.

ამ დანაშაულისთვის არ არის აუცილებელი სხვა პირს მიეყენოს ფიზიკური ზიანი, საკმარისია


თუნდაც სასიში საშუალების გამოყენების ხერხიც. მაგ:

ა.-მ ბ.-ს მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა მისი
მიმართულებით ხალხმრავალ მოედანზე. ა.-ს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად
მოკვდა ბ. სხვა მოქალაქეები არ დაზარალებულან. გამოყენებული იარაღი (ავტომატური
ცეცხლსასროლი იარღი) აუცილებლად ჩაითვლება ისეთ საშუალებათ, რაც აშკარად საფრთხეს
უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯამრთელობას.

აღსანიშნავია ის გარმოებაც, რომ შესაძლებელია მკვლელობისას გამოყენებული იყოს ისეთი


საშუალება, რაც თავისთავად საშიშია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში საფრთხეს არ უქმნის
სხვა ადამიანებს. მაგ: ადამიანის მოსაკლავად ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება
უკაცრიელ ადგილზე, სადაც მხოლოდ დაზარალებული იმყოფება. ასეთი ვითარება მოცემული
დანაშაულის შემადგენლობას ვერ მოგვცემს.

განვიხილოთ შემდეგი მაგალითიც: დ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტოსადგურში მოკლა


გ. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სხვა ორი მოქალაქეც. ამ შემთხვევაში გვექნება განზრახ
მკვლელობის ორი დამამძიმებელი გარემოება, პირველი - მკვლელობა ისეთი საშუალებით,
რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯამრთელობას; მეორე - მკვლელობა
ორი ან მეტი პირის მიმართ.

(კაზუსისთვის შესაძლებელია მოვიყვანო დუშეთის მაგალითი -- ავტომატით, ან ფირუზას მაგალითი ქავთარაძეზე


აფეთქებით)
მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით:

109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ჩადენილი მკვლელობის განსაკუთრებული


საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ დამნაშავე ფაქტობრივად ჩადის ორ დანაშაულს.
მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით გულისხმობს, რომ მკვლელობამდე სხვა
დანაშაული უკვე იყო ჩადენილი და დამნაშავე ცდილობს დაფაროს, როგორც დანაშაული, ისე
მასში მონაწილე პირები. მაგ:

კ.-მ ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილთან ახლოს მოკლა თვითმხილველი გ.


რომელმაც კ.-ში თავისი მეზობელი ამოიცნო და თავისუფლად შეეძლო სამართალდამცავი
ორგანოებისთვის ეცნობებინა მის შესახებ.

სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მკვლელობაში იგულისხმება იმ პირის


ჩამოშორება, რომელსაც დამნაშავის აზრით, შეუძლია ხელი შეუშალოს მას გაზრახვის
შესრულებაში. დამნაშავე ჯერ უსპობს სიცოცხლეს მსხვერპლს, ხოლო შემდეგ კი ახორციელებს
მის მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს. მაგ: დამნაშავე ჯერ კლავს საიუვილერო მაღაზიის დარაჯს,
შემდეგ კი შედის მაღაზიაში და ეუფლება ოქროულობას.

(კაზუსის მაგალითი: მცხეთის ყაჩაღობა ჯანგულა) (ავხსნა განსხვავება გაადვილებასა და დაფარვას შორის)

მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა:

მოცემული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს ორსულობის პერიოდს,


მთავარია დამნაშავისთვის ცნობილი იყოს ამის შესახებ. მაგ: გ.-მ საყვარლისგან გაიგო, რომ ეს
უკანასკნელი ელოდებოდა მისგან შვილს. გ.-ს არ სურდა ამ ბავშვის ყოლა და მოკლა
საყვარელი.გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ქალი ნამდვილად ფეხმძიმედ
იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში თუ ქალი არ აღმოჩნდებოდა ფეხმძიმედ და მან გ.
გარდაცვალებამდე მოატყუა ამის შესახებ გ.-ს ქმედებაში გვექნება 108-ე მუხლი (განზრახ
მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) და 19,109 მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპიუნქტი (წინასწარი შეცნობით ორსული ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა). ამდენად
ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს დამნაშავის განზრახვა და დამდაგარი
შედეგი.

(კაზუსის მაგალითი ფონიჭალა დედა + ბავშვი + ცეცხლის წაკიდება)


მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფისა:

არასრულწლოვნის მკვლელობაში იგულისხმევა 18 წლამდე პირის მკვლელობა. უმწეო


მდგომარეობაში მყოფი შეიძლება იყოს მძიმე ავამდყოფი, ღრმად მოხუცებული, რომელთაც
თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თავის დაცვა.
მაგალითად: უგონო მდგომარეობაში მყოფის, მთვრალის და ძილში სიცოცლის მოსპობა. ამ
შემთხვევაში მათ არ აქვთ დამნაშავის ქმედებაზე რეაგირების და წინააღმდეგობის გაწევის
უნარი.

მკვლელობის აღნიშნული პუნქტით კვალიფიკაციისათვის საჭიროა, რომ დამნაშავეს


გაცნობიერებული ჰქონდეს ადამიანის უმწეო მდგომარეობაში ყოფნა და მის მიერ
წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა ან ის ფაქტი, რომ მისი მსხვერპლი ნამდვილად
არასრულწლოვანია.

(კაზუსის მაგალითი ქსნის ციხეში მძინარე, ასევე არასრულწლოვნები წინასწარი შეცნობით - სკოლის ეზოში)

მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით:

მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხშირად ხორციელდება რაიმე სპეციალური მიზნის


არარსებობისა და იმდენად მცირე საბაბის საფუძველზე, რომ მას „უმოტივო მკვლელობა“-საც
უწოდებენ. მაგალითად:

გ. მოქალაქეს სთხოვს ასანთს სიგარეტის მოსაკიდებლად. უარყოფითი პასუხის მიღების


შემდგომ განაწყენებული გ. დანით კლავს მას. ან გ.-ს გამვლელი აძლევს შენიშვნას ქუჩის
დანაგვიანების გამო. შეურაცხყოფილი გ. კლავს მას.

ხულიგნური ქვენაგრძნობა ხშირად გვხვდება ჩხუბის, კონფლიქტის შედეგად, მაგრამ ეს არ


მიუთითებს მასზედ, რომ ყველა მკვლელობა ჩადენილი ჩხუბში უნდა დაკვალიფიცირდეს ამ
ქვეპუნქტით. ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გაირკვეს ვინ იყო ჩხუბის წამომწყები.
ხომ არ იყო კონფლიქტი პროვოცირებული დამნაშავის მიერ მკვლელობის საბაბად და ასე
შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ ჩხუბის წამომწყები იყო დაზარალებული, დამნაშავე პასუხს არ აგებს
ხულიგნური მოტივით მკვლელობისათვის.

(კაზუსის მაგალითი: რესტორნის უამრავი შემთხვევა)


მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო:

ამ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მკვლელობა


ხორციელდება იმ პირისადმი სიძულვილის გამო, რომელიც სხვა რასას, ეროვნებას თუ ეთნიკურ
ჯგუფს განეკუთვნება ან აღიარებს სხვა რელიგიას.

ამ მოტივით მკვლელობის ჩადენა გულისხმობს სხვა ეროვნებისა თუ რასის


წარმომადგენლისადმი მტრულ განწყობას, რაც შეიძლება პიროვნულ კონფლიქტში
გადაიზარდოს. ამ დროს შეიძლება არსებობდეს სხვა მოტივიც, მაგრამ უნდა დომინირებდეს ეს
საფუძველი.

(კაზუსის მაგალითი: ძვ. თბილისში ფერადკანიანის მკვლ.)

მკვლელობა გენდერის ნიშნით;

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“


ევროსაბჭოს კონვენციის მიხედვით --- გენდერი არის ის როლი, რომელსაც საზოგადოება აკისრებს
მამაკაცებსა და ქალებს, აგრეთვე ის ქცევები, საქმიანობა და ნიშან-თვისებები, რომლებიც ქალისა და
მამაკაცისათვის მიზანშეწონილად და სწორად ითვლება;

მაგალითად:

1. გიამ მეუღლე მარის აუკრძალა წვეულებაზე წასვლა. მიუხედავად ამისა მარი მაინც წავიდა
წვეულებაზე და იქიდან დაბრუნებულს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კონფლიქტი
მოუვიდა მეუღლესთან. კონფლიქტისას გიამ წამოავლო ხელი იქვე არსებულ სამზარეულოს
დანას, რომლის გამოყენებითაც სიცოცხლე მოუსპო მარის.
2. ალექსანდრემ გადაწყვიტა სქესობრივი კავშირი დაემყარებინა რესტორანში ახლად გაცნობილ
ქალბატონთან. აღნიშნული კავშირის დროს აღმოჩნდა, რომ ქალბატონი რეალურად მამაკაცი
იყო, რის გამოც ალექსანდრემ მოკლა ხსენებული პირი.

(რეალური მაგალითი: ჩემის საქმე - ვაკეში ილიაუნის ლექტორის მკვლელობა და მეუღლის


სუიციდი)

აღნიშნული ქმედება შესაძლებელია ჩადენილი იქნას როგორც პირდაპირი ასევე არაპირდაპირი


განზრახვით.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პარტნიორის მკვლელობა ყოველთვის არ ნიშნავს გენდერული


ნიშნით მკვლელობას. ამოსავალი წერტილი აქ მოტივია და აუცილებელია ამ მოტივის დადგენა.
მაგალითად მეუღლეები მამაკაცის სურვილის მიუხედავად დაშორდნენ ერთმანეთს, ხოლო
ამაზე გამწარებულმა მამაკაცმა მოკლა ყოფილი მეუღლე. ამ შემთხვევაში მოტივი შურისძიებაა
(108 მუხ.) და არა გენდერის ნიშნით მკვლელობა.

იგივე შედეგი იქნება იმ შემთხვევაში თუ მეუღლე იეჭვიანებს მის პარტნიორზე და მოკლავს


სწორედ ეჭვიანობის ნიადაგზე ან მოკლავს ერთად ცხოვრების დროს მომხდარი კონფლიქტის
დროს.

მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად:

როგორც უკვე აღინიშნა დანაშაული ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება თუ მის


განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებით ან შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა
ორი ან მეტი პირი. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა
განპირობებულია იმით, რომ ამ დროს დამნაშავის კოლექტიურ მოქმედებას მინიმუმამდე
დაჰყავს დაზარალებულის მიერ აუცილებელი მოგერიების უფლება, ხელს უშლის მსხვერპლის
მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას და უფრო იოლს ხდის დამნაშავეთა მიერ
მკვლელობის განხორციელებას.

(ამსრულებელზე, დამხმარეზე, ორგანიზატორზე ვილაპარაკო)

უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია მკვლელობა, ჩადენილი


ორგანიზებული ჯგუფის მიერ. (იხილე 27-ე მუხლის მე-4-ე ნაწილი).

(კაზუსის მაგალითი ყირმიზ - ქოზ მცხეთაში)

მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ:

ოჯახის წევრებათ ითვლებიან პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერთ ოჯახად და


ეწევიან ერთიან მეურნეობას. ოჯახის წევრებს შესაძლოა არც აკავშირებდეთ ნათესაური კავშირი
და მიუხედავად ამისა მუდმივად ცხოვრობდნენ ერთად. მაგალითად მუდმივად ერთად
ცხოვრობდეს და ერთ მეურნეობას ეწეოდეს დედა, შვილი და შვილის მეგობარი. რაც შეეხება
ახლო ნათესავებს, იგი ჩამოთვლილია ამავე მუხლის შენიშვნაში.

ასეთი მკვლელობის დროს მნიშვნელობა არ აქვს მოტივს (შურისძიება, სიძულვილი და სხვა).

(კაზუსის მაგალითი ვაკეში ძმამ და და დედა.)


მკვლელობა ორი ან მეტი პირისა:

ორი ან მეტი პირის მკვლელობაში მოიაზრება ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცლის


მოსპობა, რომელიც ჩადენილია ერთდროულად ან სხვა პირთათვის სიცოცხლის მოსპობა,
პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელია იმის
გათვალისწინებაც, რომ მკვლელობის ამ პუნქტით კვალიფიკაციისათვის დამნაშავეს უნდა
გააჩნდეს ორი ან მეტი პირის მკვლელობის სურვილი (ერთიანი განზრახვა). ასეთი სურვილის არ
არსებობის შემთხვევაში იქნება ორი დამოუკიდებელი დანაშაული, მაგალითად:

ა.-მ გადაწყვიტა ი.-ს და ბ.-ს მოკვლა. რაც ერთ დღეს განახორციელა. ამ შემთხვევაში გვაქვს
განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ.

ა.-მ გადაწყვიტა მოეკლა მხოლოდ გ. მკვლელობის შემდეგ ა.-მ მოკლა თვითმხილველი. ამ


შემთხვევაში სახეზეა ორი დამოუკიდებელი დანაშაული, კერძოდ: განზრახ მკვლელობა და სხვა
დანაშაულის დაფარვის მიზნით მკვლელობა.

(კაზუსის მაგალითი: გუდაურის მკვლელობა)

მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით:

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილად ითვლება, როდესაც დაზარალებულს


აწამებენ, პირს ცოცხლად წვავენ ან მარხავენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში წყალს და
საკვებს არ აძლევენ დ. ა.შ.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობად შეიძლება მივიჩნიოთ


მსხვერპლისათვის მრავლობითი ჭრილობების მიყენება. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ
ამ კატეგორიის დანაშაულში მოიაზრება მშობლის თვალწინ შვილის მკვლელობაც ან პირიქით
შვილის თანდასწრებით მშობლის განზრახ მკვლელობა. (ბავშვს უნდა შეეძლოს მკვლელობის
ფაქტის აღქმა). ასეთი სახის მკვლელობა იმ მოტივით არის განსაკუთრებულ სისასტიკეთ
მიჩნეული, რომ ისინი არა მარტო განიცდიან დაზარალებულის სიკვდილს, არამედ მათი
ახლობლისთვის სიცოცხლის მოსპობის პროცესის თვითმხილველნიც არიან.

(კაზუსის მაგალითი (ჩიტუკა - მცხეთა))

მკვლელობის შემდგომ გვამის დანაწევრება კვალიფიცირდება, როგორც მიცვალებულისადმი


უპატივცემულობა - (258-ე მუხლი) და არ მიიჩნევა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ
მკვლელობად. მაგ. გ-მ ჩაიდინა ბ-ს განზრახ მკვლელობა და კვალის დაფარვის მიზნით ბ-ს გვამი
დაანაწევრა. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა,
როგორიც არის განზრახ მკვლელობა - (108-ე მუხლი) და მიცვალებულისადმი უპატივცემულობა
- (258-ე მუხლი).

მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით:

ანგარებით მკვლელობაში იგულისხმება ისეთი მკვლელობა, რომლის მიზანია მატერიალური


გამორჩენის მიღება, მაგალითად: ფულის, ქონების, ქონებაზე ან საცხოვრებელ სახლზე უფლების
მიღება და სხვა. ანგარებით ჩადენილ მკვლელობად ჩაითვლება, როდესაც იგი მიმართულია
მატერიალური ხარჯებისგან გასანთავისუფლებლად, მაგ: - ალიმენტის გადახდისაგან,
ავამდყოფის მოვლისაგან, ვალის დაბრუნებისაგან თავის არიდება და სხვა. იმ შემთხვევაში თუ
მკვლელობა ანგარების მოტივით არ იყო ჩადენილი და დამნაშავეს მხოლოდ მსხვერპლის
სიკვდილის შემდეგ აღეძრა სურვილი დაუფლებოდა გარდაცვლილის ქონებას, ქმედება არ
დაკვალიფიცირდება ამ ქვეპუნქტით. მაგ: ბ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა გ. ბ.-მ
გარდაცვლილს ჯიბეში შენიშნა მობილური ტელეფონი და იგი მიისაკუთრა. ანგარებით
მკვლელობისათვის აუცილებელია, რომ ეს მოტივი წინ უსწრებდეს მკვლელობას, მაგალითად:
ბ.-მ გ.-ს მობილური ტელეფონის დასაუფლებლად მოკლა იგი.

ანგარებითი მკვლელობა ითვლება იმ შემთხვევაშიც თუ დამნაშავე მკვლელობას ჩაიდენს ამ


მოტივით, მაგრამ ვერ შეძლებს ქონების დაუფლებას. მაგ: კ.-მ იცის, რომ მისმა მეზობელმა გაყიდა
ავტომანქანა და სახლში დიდი ოდენობით თანხით ბრუნდებოდა. ამ ფულის მისაკუთრების
მიზნით მან მოკლა მეზობელი, თუმცა თანხას ვერ დაეუფლა, რადგან მეზობელმა სახლში
დაბრუნებამდე იგი ბანკში შეინახა. მიუხედავად იმის, რომ კ. ვერ დაეუფლა ქონებას მისი
ქმედება ამ მუხლით დაკვალიფიცირდება. ამდენად ამ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის არ
წარმოადგენს აუცილებლობას მატერიალური სიკეთე გადავიდა თუ არა დამნაშავეზე.
საკმარისია მკვლელს გააჩნდეს შესაბამისი მოტივი.

(მოვუყვე თბილისში სამეგრელოს პროკურორის მკვლელობა, გამოძიების მიმდინარეობა, გახსნა და შედეგი)

მკვლელობა შეკვეთით, ანგარებითი მკვლელობის სახესხვაობაა და იგი უმეტეს შემთხვევაში


ხორციელდება დამკვეთის (წამქეზებლის) მიერ დამნაშავისთვის (ამსრულებლისათვის)
გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ანუ პირი მკვლელობის ჩასადენად იღებს მატერიალურ
გამორჩენას.
მკვლელობა მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა
სხვაგვარად გამოყენების მიზნით:

ამ სახის მკვლელობა შეიძლება განხორციელდეს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ისე იმ


პირის მიმართ, რომელიც ავტო ან სხვაგარ კატასტროფაში მოყვა და ჯამრთელობის
მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა უპარტონოს თავს. სხეულის ორგანო ან ქსოვილი
შეიძლება ამოღებულ იქნეს ძალადობის გზითაც, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
მოჰყვება. ამ დანაშაულის მოტივი ყველაზე ხშირად ანგარებითია, თუმცა არც სხვა მოტივია
გამორიცხული: ახლობლის გადარჩენა სხვისი სიცოცხლის ხარჯზე, სამედიცინო ექსპერიმენტის
ჩატარების უზრუნველსაყოფად და სხვა.

(თბილისი - კაციჭამიების მაგალითი)

მკვლელობა არაერთგზის :

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არაერთგზის დანაშაულად ითვლება წინათ


ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის
ჩადენა. ამდენად ამ ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობის ჩამდენი
პირი წარსულში ნასამართლევი იყო მკვლელობისათვის.

(კაზუსის მაგალითი: კიკნაძე უვადო)

მკვლელობა მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან


საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, –

მაგალითად: იმის გამო, რომ პროკურორმა ბრალდებულის წინააღმდეგ შეკრიბა ყველა


მტკიცებულება, ხოლო მოსამართლემ კი გამოიტანა კანონიერი განაჩენი, ბრალდებულის მამამ
მოკლა პროკურორი და მოსამართლეს მოუკლა ახლო ნათესავი. ასეთი მკვლელობა
დაკვალიფიცირდება როგორც მკვლელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე 109
მუხლის განსახილველი ნაწილით და ქვეპუნქტითაც.

მაგალითი 2. --- ერთერთი ქალაქის მერმა აშკარად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რის
საფუძველზეც ლევანს დაუნგრიეს სახლი. ამაზე გამწარებულმა ლევანმა მოკლა მერი. -- ამ
შემთხვევაში გვექნება მხოლოდ შურისძიებით ჩადენილი მკვლელობა (108 მუხ), ვინაიდან
ლევანმა მერი არა მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის არამედ მიღებული უკანონო
გადაწყვეტილებისათვის გამწარებულმა მოკლა.
მუხლი 110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით - ეუთანაზია

მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების


შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან
გათავისუფლების მიზნით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ეუთანაზია (იგივეა რაც ევთანაზია) ბერძნული სიტყვაა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან „ეუ“ -
რაც ნიშნავს კარგს და „თანატოს“ - სიკვდილს. იგი გულისხმობს ადამიანის სიკვდილის განზრახ
დაჩქარებას ან მოურჩენელი ავამდმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობას მისი ტანჯვისაგან
განთავისუფლების მიზნით.

ევთანაზია წარმოშობს კონფლიქტს ორ უფლებას შორის: ერთია მომაკვდავი ადამიანის


სიცოცხლის უფლება და მეორე თავად მომაკვდავის სიკვდილის სურვილი.

ევთანაზია ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, მაგალითად: რატომ უნდა დაამთავროს ადამიანმა
სიცოცხლე და წავიდეს ამ ქვეყნიდან სიცოცხლის სიძულვილით? თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის
უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს სიკვდილის უფლება? რა უფრო ჰუმანურია - რეამინაცია
პაციენტისა, რომელიც დროებით მოვა გონს და ტანჯვაში იქნება, თუ ევთანაზიის
განხორციელება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება შემდეგ
პრინციპს - არავის აქვს უფლება ხელყოს ადამიანის სიცოცხლე.

არსებობს სამი სახის ქვეყნები. პირველია ქვეყნები, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ


მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეტი, რუსეთი). მეორე ჯგუფის ქვეყნები
ევთანაზიისათვის მსუბუქ სასჯელს აწესებენ (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) მესამე ჯგუფის
ქვეყნებმა მოახდინეს ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია).

რაც შეეხება საქართველოს, ევთანაზია, სისხლის სამართლის კოდექსმა - მკვლელობა


მსხვერპლის თხოვნით პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს მიაკუთვნა. ეს თხოვნა
უნდა გამოხატავდეს მომაკვდავის ნამდვილ ნებას. იგი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ
სრულად შეეძლოს კონტროლი გაუწიოს და უხელმძღვანელოს თავის მოქმედებას. თუ
მსხვერპლს ამის შესაძლებლობა არ აქვს, მისთვის სიცოცხლის მოსპობა უკვე ჩვეულებრივი
მკვლელობაა, ცხადია თუ არ არსებობს სხვა დამამძიმეელი გარემოება.

110-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი


მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავის მოქმედების სუბიექტურ შემადგენლობას. მკვლელობა ხდება
პირდაპირი განზრახვით, თუმცა იგი ნაკარნახევია მომაკვდავის თხოვნით, რათა ავამდყოფი
განთავსიუფლდეს ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის
მოტივს, იგი ერთადერთია დაზარალებულისადმი სიბრალულის გრძნობა.

ამდენად, ქმედებას ევთანაზიის კვალიფიკაცია რომ მიეცეს, თხოვნა უნდა მომდინარეობდეს


მხოლოდ ავამდყოფისგან, თხოვნა ადვილი სიკვდილის შესახებ გამოთქმული უნდა იყოს
გაცნობიერებულად, საღი გონებით, თხოვნა განმეორებული ინდა იქნეს არაერთგზის
(რამდენჯერმე), ავამდყოფი უნდა მოქმედებდეს იძულების გარეშე, სიკვდილის სურვილის
შესახებ თხოვნის საფუძველი უნდა იყოს ავამდყოფობით გამოწვეული ძლიერი ფიზიკური
ტკივილი, ტანჯვა და არა სხვა ფაქტორები (მაგალითად ოჯახური ან სხვა ფაქტორები) ქმედების
ერთადერთი მოტივი უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური
ტკივილისგან განთავისუფლებას.

მუხლი 111. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების


მდგომარეობაში

1. განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც


გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის
მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა
ქმედებამ, აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური
ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მოცემულ დანაშაულს ასევე აფექტში ჩადენილ დანაშაულსაც უწოდებენ.

აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი სავალდებულო


გარემოებით არის განპირობებული:

1 - დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში, უეცრად აღძრული


ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე.

2 - მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის არამართლზომიერი ქცევით,


სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და დაზარალებულის
მოკვლის სურვილს.
ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულის ქმედება უნდა იყოს
არამართლზომიერი ანუ უკანონო. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ დანაშაულს 111
მუხლით ვერ შევრაცხავთ. მაგალითად: მოსამართლემ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და 12
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსჯავრდებულს. ამის გაგონებაზე მსჯავრდებულის
მშობელი ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში და იქვე მოკლა მოსამართლე. ვინაიდან
მოსამართლე მოქმედებდა კანონიერად და არა უკანონოდ, მშობელი დაისჯება განზრახ
მკვლელობით (109) და არა 111 მუხლით.

იგივე შედეგი ექნება თუ დაზარალებულის მიერ ჩადენილი ქმედება გაუფრთხილებელია.


მაგალითად: დაუდევარი დამოკიდებულებისა და უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფის
გამო მშენებლობაზე მუშას სიმაღლიდან ჩამოუვარდა ბეტონის ბლოკი, რომელიც დაეცა
ბრიგადირს და ადგილზევე მოკლა. იქვე მომუშავე ბრიგადირის მშობელი ჩავარდა აფექტურ
მდგომარეობაში და მოკლა მუშა. აღნიშნული დაკვალიფიცირდება მკვლელობით და არა 111-ე
მუხლით.

ცნობილია, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული სწრაფწარმავალი სულიერი განცდა (ემოცია),
რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და გამოსავალს
მოქმედებაში პოულობს. ამ ემოციის წარმოშობა შეიძლება გამოწვეული იყოს დაზარალებულის
მიერ დამნაშავისშეურაცხყოფით, ძალადობით, მუქარით, ცილისწამებლური ცნობების
გავრცელებით და სხვა.

(მაგალითი: წეროვანში სიძის მიერ სიმამრის აფექტში მკვლელობა)

მაგ: ა. სისტემატიურად უსამართლოდ ამცირებდა და სცემდა მეზობელ ბ.-ს. ერთ-ერთი ასეთი


დამცირებისა და ცემის შედეგად ბ. ჩავარდა აფექტურ მდგომარეობაში და ა. თავში ქვის
ჩარტყმით მოკლა.

მოცემული მუხლის კვალიფიკაციას გვაძლევს ისეთი გარემოებაც, როდესაც ძალადობა


ხორციელდება არა მკვლელის მიმართ, არამედ მისი ახლო ნათესავის მისამართით, მაგ: დ.-მ ბ.-ს
თვალწინ სცემა და დანით დაჭრა ბ.-ს შვილი. ამის დანახვაზე ბ.ჩავარდა უეცარი ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში და თავში ჯოხის ჩარტყმით მოკლა დ.

მოცემული მუხლის მეორე ნაწილში გაზრდილია პასუხისმგებლობა აფექტში ჩადენილი


მკვლელობისათვის თუ მოხდა ორი, ან მეტი ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა. ამ
კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობა
ჩადენილი იყო ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთიანი განზრახვით აფექტურ
მდგომარეობაში, ვინიდან ამ დანაშულისათვის აუცილებელი პირობაა მკვლელობა
განხორციელდეს იმწუთიერად აფექტის მდგომარეობაში.
(მაგალითი მცხეთაში მამაშვილის მკვლელობა)

ამდენად აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა შემასუბუქებულ გარემოებად არის


მიჩნეული და იგი ნაკლებად მძიმე დანშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.

სუბიექტური მხრივ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია


მხოლოდდამხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ხოლო მოტივს კი მნიშვნელობა არ გააჩნია და
კვალიფიკაციაზე გავლენა არ აქვს.

მუხლი 112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის


შემდეგ უმალვე, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა მიჩნეულია შემამსუბუქებელ გარემოებად, ვინაიდან


მშობიარე ქალი შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში, როდესაც მას თავისი
მოქმედების მიმართ, ნაწილობრივ შესუსტებული აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის
უნარი.

დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ახალშობილი.

სუბიექტია ახალშობილის დედა (მნიშვნელობა არ აქვს სრულწლოვანია თუ


არასრულწლოვანი. მთავარია 14 წელს ზევით იყოს და ქმედუნარიანი). ამასთან მას
შესაძლებელია ყავდეს წამქეზებელი ან დამხმარე, რომელთა ქმედება
დაკვალიფიცირდება 109 მუხლით და არა 112-ით.

ობიექტური მხრივ ახალშობილის მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იყოს,როგორც


მოქმედებით (მაგალითად დახრჩობა), ისე უმოქმედობით (როდესაც არაფერი კეთდება
ახალშობილის დახმარებისთვის - (ახალშობილს არ აჭრიან ჭიპლარს).

სუბიექტურ მხრივ ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, ხოლო მოტივს ან ხერხს


მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის.
ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ მკვლელობა მოხდეს
მშობიარობისას ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ. ამდენად იგი უნდა განხორციელდეს მცირე
დროის მონაკვეთში.

იმ შემთხვევაში თუ მშობიარობა არ არის დაწყებული, სახეზე გვექნება ნაყოფის მოსპობა და არა


მკვლელობა. ამ შემთხვევაში გვექნება უკანონო აბორტი.(მუხლი 133)

იმ შემთხვევაში, თუ დედას მშობიარობამდე ქონდა ჩვილის მოკვლის განზრახვა, ქმედება


დაკვალიფიცირდება 109 მუხლით - მცირეწლოვნის მკვლელობად, ვინაიდან მკვლელობის
განზრახვა დედას წარმოეშვა შერაცხად და არა შეზღუდულ შერაცხად (მშობიარობისთანავე)
მდგომარეობაში.

(მაგალითი: ძეგვში ახალშობილის მკვლელობა, ქარელში ჩადენილი მკვლელობა)

მუხლი 113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების


გადაცილებით

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, –


ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ
წლამდე.

როგორც უკვე ავღნიშნეთ აუცილებელი მოგერიება მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი


გამომრიცხველი გარემოებაა (მუხლი 28) და იგი სისხლის სამართლის კანონდებლობით დასჯად
ქმედებად არ მიიჩნევა. მოქმედი კანონდებლობით დასჯადია ისეთი მოქმედება,თუ არსებობს
მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და
საშიშროებასთან.

მაგ: გ.-ს ცემის მიზნით თავს დაესხა ბ. მიუხედავად იმისა, რომ ბ.-ს შეეძლო მისი ხელით
მოგერიება, დანით მოკლა გ.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ ქმედებაში და მიმართულია


თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსასპობად.

აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს:

1. იმყოფებოდა თუ არა პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. 2. ზუსტად უნდა


განისაზღვროს მისი მხრიდან დაცვის განხორციელების ფარგლები, ანუ კონკრეტულად რა
დონის დაცვა იქნებოდა საკმარისი კონკრეტულ შემთხვევაში თავდასაცავად და რას გადაამეტა
დამცველმა.

სუბიექტურ მხრივ დანაშაული ჩადენილია მხოლოდამხოლოდ განზრახვით.

თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსპობა თავდასხმის დამთავრების შემდეგ, (საფრთხის


გასვლის შემდეგ) ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილება. ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც
მკვლელობა ჩადენილი შურისძიების ნიადაგზე(მუხლი 108).

მუხლი 114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი


ზომის გადაცილებით

მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, –


ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით
ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ
წლამდე.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მოქმედებდა თუ


არა დამნაშვე დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობის სიტუაციაში.

თუ შეპყრობა ხდება ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხელყოფის დროს ან წინააღმდეგობის


გაწევისას, სიცოცხლის მოსპობა ხორციელდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში
ან მისი ფარგლების გადაცილებით. დანაშაულებრივი ხელყოფის დამთავრების შემდეგ ან
სხვა სიტუაციაში (მაგალითად გაქცევისას)აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა აღარ
არსებობს.

დამნაშვის შეპყრობისას ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა უნდა გავმიჯნოთ


შურისძიებით მოტივით მკვლელობისგან, რომელიც თვითგასწორების აქტს წარმოადგენს.
დამნაშავის შეპყრობის მიზანს წარმოადგენს მისი ხელისუფლების ორგანოში წარდგენა.
პირდაპირი განზრახვით მკვლელობა თავისთავად გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევას. ასეთ
შემთხვევაში მკვლეობა 114-ე მუხლით დაკვალიფიცირდება მხოლოდ არაპირდაპირი
განზრახვის არსებობისას, როდესაც დამნაშვეს არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან
გულგრილად ეკიდებოდა შეპყრობილისათვის სიცოცხლის მოსპობას.
თუ პირი წინააღმდეგობას არ უწევს შემპყრობს ან არ ცდილობს მიმალვას, მისთვის
სიცოცხლის მოსპობა დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლებით, ან
როგორც მკვლელობა აფექტში 111-ე მუხლი.
ამდნად, ამ მუხლისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობა განხორცილებული იყოს
დამნაშვისათვის შეპყრობისას აუცილებელი ზომის გადაცილებით, ჩადენილი
არაპირდაპირი განზრახვის პირობებში.

რაც შეეხება აუცილებელი ზომის გადაცილებას იგი ნიშნავს ამ ზომის აშკარა


შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშულის სიმძიმესთან ან შეპყრობის
გარემოებებთან. მაგ: პირმა დანის მუცლის არეში დარტმით სიცოცხლეს გამოასამლა ის ვინც
ქუჩაში მეუღლის ცემის შემდეგ გარბოდა შემთხვევის ადგილიდან.

მუხლი 115. თვითმკვლელობამდე მიყვანა

1. თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი


მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური
დამცირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) გენდერის ნიშნით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მივამატო გენდერი და არაერთგზისობა


როგორც დანაშაულის დისპოზიციიდან ჩანს, ამ დანაშაულის ჩამდენი პირია, ის ვინც მსხვერპლს
არაადამიანური მოპყრობით, სისტემატიურად პატივისა და ღირსების შელახვით მიიყვანს
თვითმკვლელობამდე ან ასეთის ცდამდე. მაგ: გ. თავის მეუღლეს მ.-ს უმიზეზოდ
სისტემატიურად სცემდა და ამცირებდა. მ-მ ვერ აიტანა ასეთი სახის დამცირება და თავი
ჩამოიხრჩო.

ობიექტურ მხრივ მნიშვნელოვანია ქმედება (მუქარა, სასტიკი მოპყრობა, სისტემატიური


დამცირება და სხვა), შედეგი (თვითმკვლელობა ან მისი მცდელობა) და მიზეზობრივი კავშირი
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასეთი კავშირის არ არსებობის შემთხვევაში დანაშაულის
ნიშნები არ გვექნება, მაგ: მოცემული მაგალითიდან გამომდინარე თუ ვერ დადგინდება ქმრის
მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ცოლის ჩამოხრჩობას შორის მიზეზობრივი კავშირი (რომ
ნამდვილადარაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია თვითმკვლელობა), ქმარს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

პრაქტიკაში პრობლემატურ საკითხად გვევლინება იმის გამიჯვნა, თუ რამდენად სასტიკი იყო


მოპყრობა ან მუქარა იმისათვის, რომ დაზარალებულს მოეკლა თავი? ყველა ადამიანი
ინდივიდუალურია და თუ ერთისათვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს მის დამცირებას და ამ
შემთხვევაში იგი არა თუ თავს არ მოიკლავს, არამედ ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს ასეთ ფაქტს,
მეორე ადამიანისათვის ასეთი მოპყრობა ნიშნავს ერთგვარ წითელ ხაზს. გარდა ამისა არის
სემთხვევები, როდესაც უბრალოდ დაძაბული საუბრის სემდგომ ადამიანები ცდილობენ თავის
მოკვლას, რაც დამატებით სიძნელეებს წარმოქმნის მტკიცებით ნაწილში და არაგონივრულს
ხდის 115 მუხლით ადამიანის პასუხისგებაში მიცემას.

შესაბამისად ყოველი კონკრეტული შემთხვევა ფასდება ინდივიდუალურად და დეტალურად.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა გენდერული ნიშანი ან არაერთგზისობა,


ისევე უნდა გავიგოთ როგორც 109-ე მუხლის განხილვისას.

მუხლი 116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით

1. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, –


ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მკვლელობად არ მიიჩნევა. იგი ითვლება


სიცოცხლეზე დანაშაულებრივი ხელყოფის სახესხვაობად.

გაუფრთხილებელი დანაშაული, როგორც უკვე აღინიშნა ორი სახისაა - თვითიმედოვნება და


დაუდევრობა. ამ ნორმისთვის მნიშვნელობა არ აქვს გაუფრთხილებლობის რა სახით მოესპო
სიცოცხლე მსხვერპლს.

მაგ: 1. რესტორანში მზარეულმა მარილის ნაცვლად საჭმელში ჩაყარა შხამი, რის გამოც
ადამიანი გარდაიცვალა. 2. მეცნიერმა ცდების დროს ააფეთქა ქიმიური ნაზავი, რის გამოც
გარდაიცვალა ადამიანი. 3. ნადირობის დროს პირს ეგონა რომ ბუჩქებიდან ცხოველი მორბოდა.
ისე რომ დარწმუნებული არ იყო, მან მოახდინა თოფის გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა
ხსენებული ბუჩქებიდან მომავალი ადამიანი.
(რეალური მაგალითი სიძემ რომ შეაშინა გულით ავადმყოფი სიდედრი და ეს უკანასკნელი გარდაიცვალა)

თავი XX
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციით, სისხლის სამართლის
კოდექსით და სხვა კანონებით.

ჯანმრთელობის დაზიანებად ჩაითვლება ნებისმიერი ხელყოფა სხვა პირზე, რომელმაც მისი


ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული
მატერიალურია (ე.ი. ამ დანაშაულის დამთავრბულად ცნობისთვის აუცილებელია შესაბამის
ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის შექმნა).

ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ


ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების სიმძიმის
განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა (სასამართლო სამედიცონო
ექსპერტიზა).

მუხლი 117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება,


რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის,
სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური
ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან
ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის
და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით
დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ
დაკარგვასთან, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
გ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას;
დ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;
ე) ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
გ) ხულიგნური ქვენა გრძნობით;
დ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
დ1) გენდერის ნიშნით;
ე) ჯგუფურად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
7. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) განსაკუთრებული სისასტიკით;
გ) ანგარებით ან შეკვეთით;
დ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის
ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით;
ე) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული
მკვლელობებისა);
ვ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით
გათვალისწინებული მკვლელობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სიცოცხლის სახიფათო დაზიანება ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც
ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი სახის
დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ - შემავალი ჭრილობა თავის ქალაში, გულმკერდში,
მუცლის ღრუში, ხერხემლის არეში; დახურული დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ტვინში
სისხლჩაქცევა, ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, საშვილოსნოს გაგლეჯა.
დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სხვა.

დაზიანება, რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე


ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა: ასეთი სახის დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ
სხეულის რომელიმე ორგანოს დაკარგვა, მაგ: დაზიანების შედეგად თვალი ამოვარდნილია
ბუდიდან, ყური მოკვეთილია და სხვა.

შესაძლებელია, რომ ორგანო ფიზიკურად არ იყოს დაკარგული, მაგრამ არ


ფუნქციონირებდეს, მაგ: თვალი დაბრმავებულია, ყურში სმენა დაკარგულია.

რაც შეეხება მხედველობის დაკარგვას აქიგულისხმება, როგორც სრული დაბრმავება, ისე


მხედველობის იმგვარი დაზიანება, როცა პირი ვერ არჩევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს.
ცალი თვალით დაბრმავება ითვლება ჯამრთელობის მძიმე დაზიანებად. სმენის დაკარგვად
ითვლება ისეთი განუკურნებელი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია გაიგოს ყურის
ნიჟარიდან 3-5 სანტიმეტრის დაშორებით ხმამაღალი საუბარი. ცალ ყურში სმენის დაკარგვა არ
იწვევს ჯამრთელობის მძიმე დაზიანებას- იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მეტყველების დაკარგვად ჩაითვლება ისეთი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია თავისი აზრი
გასაგებად გადმოსცეს.

ფსიქიკური ავამდყოფობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა (ცემამ), ისე


ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ (დაშინება). ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს ავამდყოფობა
მუდმივია თუ დროებითი. შესაძლებელია პირი დაავადებული იყო ფსიქიკურად, მაგალითად
შიზოფრენიით, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
თუკი მიყენებულმა დაზიანებამ მას განუახლა ძველი ავამდყოფობა (შიზოფრენია), ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს 117-ე მუხლით.

ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია ჩატარდეს, როგორც სასამართლო სამედიცინო, ისე


ფსიქიატრიული ექსპერტიზები იმის დასადგენად ნამდვილად გამოიწვია, თუ არა
ჯანმრთელობის დაზიანებამ დაავადება.

(ვისაუბრო ექსპერტიზებზე და მათ პასუხებზე)

სხეულის დაზიანების შედეგად ორსულობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაა


(მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი კვირის ორსულობა შეწყდა). მოცემული დანაშაულის ამ
კატეგორიაში გაყვანა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ორსულობის შეწყვეტა ძალადობით იწვევს
ძლიერ სისხლდენას, რაც დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.გარდა
ამისა, ორსულობის ამ სახით შეწყვეტამ შეიძლება მომავალში გამოიწვიოს ქალის უშვილობა. ეს
დანაშაული იმით განსხვავდება უკანონო აბორტისგან, რომ ამ შემთხვევაში ექიმი დედის
სურვილით ახდენს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სათანადო სამედიცინო ხერხების
გამოყენებით, რის გამოც ქალის ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე გაცილებით
ნაკლებია.

სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თავისებური სახეა.


იგი არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს, მაგრამ სახის წარუშლელი დამახინჯება
ძლიერ მორალურ ტანჯვას აყენებს დაზარალებულს, იწვევს დიდ შინაგან განცდებს, რომელიც
მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება.

სახის წარუშლელ დამახინჯებად მიიჩნევა დაზიანება მიყენებული უშუალოდ სახეზე და


არა ყელის ან კისრის მიდამოში. დაზიანება უნდა იყოს წარუშლელი, ანუ თერაპიული
მკურნალობით შეუძლებელია მისი გაქრობა (აუცილებელია ქირურგიული ჩარევა). დაზიანება
უნდა ამახინჯებდეს სახეს (თვალების სიმეტრიის დარღვევა სახე იწვევს ზიზღს ან სიბრალულს).
აღნიშნული გარემოებების დასადგენად აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარება.

ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და


დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით
დაკარგვასთან ან წინასწარ შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
ჯანმრთელობის დაზიანების ეს სახე ორ ნიშანს მოიცავს - პირველი: იგი სახიფათო უნდა იყოს
სიცოცხლისთვის; მეორე: დაკავშირებულია შრომიისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან ან დაკავშირებულია წინასწარ შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.

საერთო შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა სახეზეა მაშინ, როცა იგი დაკარგულია


სამუდამოდ ან მისი აღდგენა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. (120
დღეზე მეტი ხნის ვადით). საერთო შრომისუნარიანობა გულისხმობს ზოგადად ფიზიკური და
გონებრივი საქმიანობის შესრულების უნარს. იგი ერთი მესამედით მაშინაა დაკარგული თუ 33%-
ზე მეტადაა დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ გარემოებების დასადგენად
აუცილებელია სპეციალური სამედიცინო ცოდნის გამოყენება, რის გამოც ტარდება სასამართლო
სამედიცინო ექსპერტიზა.

დამნაშავეს სრულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ სხეულს უზიანებს ამა თუ იმ


პროფესიის ადამიანს, მაგ: პიანისტს ან მევიოლინეს განზრახ უმტვრევენ ხელს ან თითებს.
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად
ითვალისწინებს იგივე ქმედებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აქ ნაგულისხმევია
ისეთი შემთხვევა, როცა ძირითადი შედეგი (ჯამრთელობის მძიმე დაზიანება) გამოწვეულია
განზრახ, ხოლო თანამდევი შედეგი (სიკვდილი) დადგა გაუფრთხილებლობით.

მაგ: ჩხუბში ერთმა მეორეს ფეხის არეში დანის დარტყმით ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა,
რის გამოც დაზარალებულს სისხლდენა დაეწყო. იგი წაიყვანეს საავამდყოფოში, სადაც ექიმმა
თავისი დაბალი პროფესიონალიზმის გამო ვერ შესძლო სისხლდენის შეჩერება და დაჭრილი
გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში რასაკვირველია არსებობს მიზეზობრივი კავშირი ექიმის
უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირშია ასევე
დამჭრელიც - რომ არა დაზიანება, პირი საავამდყოფოში არ მოხვდებოდა ოპერაცია არ
დასჭირდებოდა და სისხლისგან არ დაიცლებოდა.

117 მუხლის გამოძიებისას ქმედების, დამდგარი შედეგის და მიზეზობრივი კავშირის


დადგენასთან ერთად უმნიშვნელოვანესია დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, ანუ
რამდენად სურდა დამნაშავეს დაზარალებულისათვის მიეყენებინა უშუალოდ მძიმე და არა
მსუბუქი, ნაკლებად მძიმე დაზიანება ან საერთოდ მოკვლა. ყოველი კონკრეტული შემთხვევა
ინდივიდუალურია და სწორედ ამ ინდივიდუალიზმით უნდა მივუდგეთ გამოძიებას. უდიდესი
ყურადღება ეთმობა აგრეთვე ფაქტს, თუ რამდენად შეეძლო დამნაშავეს დამატებითი
დაზიანებების მიყენება, ან რამდენად საშიში დანაშაულის იარაღით აყენებდა იგი დაზიანებას.

მაგალითად: ე.წ. „საქმის გარჩევისას“ გოგსაძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და მუცლის


არეში ერთხელ ესროლა თალაკვაძეს. სროლის შემდეგ მან დაინახა თუ როგორ წამოუვიდა
სისხლი. მიუხედავად იმისა, რომ გოგსაძეს იარაღი ისევ ხელში ეჭირა, ტყვიების საბრძოლო მზად
ყოფნაში ქონდა და ხელსაც აღარავინ უშლიდა, მან ჩათვალა რა, რომ მიზანი (მძიმე დაზიანება)
მიღწეული იყო და აღარ გაუგრძელებია სროლა. ამ შემთხვევაში სახეზეა 117-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული.

შევცვალოთ მაგალითი. პირველი გასროლისა და სისხლის წამოსვლის შემდგომ გოგსაძე აღარ


გაჩერდა და გააგრძელა სროლა ვიდრე ტყვიის მარაგი არ ამოეწურა. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს
მკვლელობასთან ან მის მცდელობასთან (შედეგის მიხედვით).

კიდევ შევცვალოთ მაგალითი. გოგსაძეს სურდა თალაკვაძისათვის მხოლოდ მსუბუქი


დაზიანება მიეყენებინა და ამიტომ ხსენებული იარაღი ესროლა ფეხში. მიუხედავად ამისა
თალაკვაძეს ტყვია მოხვდა არტერიაში, რაც თავის მხრივ მძიმე დაზიანებაა და არა მსუბუქი. ამ
შემთხვევაში საქმე უნდა დაკვალიფიცირდეს შედეგის მიხედვით. ანუ თუ თალაკვაძე გადარჩა,
მაშინ საქმე გვექნება მძიმე (და არა განზრახვის მიხედვით მსუბუქ) დაზიანებასთან, ხოლო თუ
თალაკვაძე გარდაიცვალა, სროლის ლოკალიზაციისა და განლაგების გათვალისწინებით (ფეხში
ესროლა), კვალიფიკაცია გვექნება მძიმე დაზიანებასთან, რამაც გამოიწვია სიკვდილი (117 მუხ.
მე-2 ნაწ).

(ავხსნა რატომ ხდება ასე პრაქტიკაში)

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ყველა იმ დამამძიმებელ


გარემოებას, რომელიც გააჩნია ამავე კოდექსის 109-ე მუხლს (მძევლად ხელში ჩაგდებასთან
დაკავშირებით; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯამრთელობას და ასე შემდეგ).

მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის


სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ
მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად
დაკარგვასთან, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან
სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-
ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების
არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ
მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება იმით განსხვავდება მძიმე დაზიანებისაგან, რომ იგი
არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არც იმ შედეგებს იწვევს, რომელიც ჩამოთვლილია 117-
ე მუხლში (მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოს, ან მისი ფუნქციის დაკარგვა).
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამახასიათებელია ჯანმრთელობის
ხანგრძლივი მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვა.

ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გულისხმობს რომელიმე ორგანოს ფუნქციის მოშლას 21


დღეზემეტი ვადით. თუ ასეთი მდგომარეობა 21 დღემდე აღწევს, მაგრამ მას არ სცილდება
ადგილი აქვს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას.

ნაკლებად მძიმე დაზიანებებს განეკუთვნება: ერთ ყურში სმენის დაკარგვა, ხელზე საჩვენებელი
ან ცერა თითის დაკარგვა. წვრილი ძვლების დახურული მოტეხილობა, ფეხის თითის დაკარგვა,
და ასე შემდეგ.

118-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას,


რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ შემთხვევაშიც პირი განზრახ აყენებს დაზარალებულს
დაზიანებას, ხოლო სიკვდილი დგება გაუფრთხილებლობით. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე
დაზიანება დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და საჭიროებს სათანადო
მკურნალობას. უარყოფით შემთხვევაში დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

მაგ: მოჭრილია ხელის თითი. თუ დაჭრილს არ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო დახმარება,


შეიძლება დადგეს სიკვდილი. ამდენად ასეთი სახის შემთხვევების არსებობისას პირის ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს 118-ე მუხლის მეორე ნაწილით.

რაც შეეხება ამ მუხლის სხვა დამამძიმებელ გარემოებებს, ისინი 109-ე მუხლის დამამძიმებელი
გარემოებების ანალოგიურია.

მუხლი 120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება

1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან


საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
როგორც დისპოზიციიდან ჩანს მოცემული დანაშაულისათვის აუცილებელია შემდეგი სახის
შედეგი: ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან
არამყარი დაკარგვა.

ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გულისხმობს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს


ისეთ ავამდყოფურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს 6 დღიდან 21 დღემდე ვადით
მკურნალობას. თუ მკურნალობა გრძელდება 6 დღეზე მცირე ხნით, ქმედება არ მიიჩნევა
ჯანმრთელობის დაზიანებად. ასეთ შემთხვევაში დანაშაული დაკვალიფიცირდება ცემით (125-
ე მუხლი).

საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს შრომისუნარიანობის


დაკარგვას 5-დან 10-თ პროცენტამდე. თუ შრომისუნარიანობა 5%-ზე ნაკლებადაა დაკარგული,
დაზიანება არ ჩაითვლება მსუბუქათ და ამ შემთხვევაშიც ადგილი ექნება ცემის კვალიფილაციას
(125-ე მუხლი).

ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: სისხლნაჟღენთები, მხედველობის ან სმენის


ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა;
ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ასე შემდეგ.

120 მუხლის დამამძიმებელ გარემოებებზე უკვე ნამსჯელი გვაქვს 109 მუხლის განხილვისას და
იდენტურად უნდა გავიგოთ.

მუხლი 121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე


დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი


სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო
ნათესავის მიმართ დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე
შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე დაზარალებულის
არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულმა
ფსიქიკურმა ტრავმამ, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით
ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
როგორც 111-ე მუხლის განხილვისას (მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების
მდგომარეობაში), ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ერთგვარ შეზღუდულ
შერაცხადობასთან. დამნაშავე იმყოფება აფექტურ მდგომარეობაში და შესაბამისად
ასეთი მდგომარეობა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი მდგომარეობაა. ამიტომაც
ამგვარი ქმედების ჩამდენი შედარებით მსუბუქი სანქციით დაისჯება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ძლიერი სულიერი აღელვების დროს დასჯადია
მხოლოდ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და არა მსუბუქი დაზიანება. ეს კი
გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ჯერ ერთი მსუბუქი დაზიანება არ ქმნის
ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს, ქმედებას ახორციელებს ძლიერად
აღელვებული პირი, რომელიც ამ მომენტში ნაკლებად უწევს კონტროლს თავის
ქმედებას და ასეთი ქმედება გამოწვეულია ობიექტის არამართლზომიერი და
ზღვარსგადასული ქმედებით.
დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული პირია, ხოლო სუბიექტური მხარე
მხოლოდ პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, რამეთუ არაპირდაპირი განზრახვისას
დამნაშავეს არ სურს მაგრამ შეგნებულად უშვებს შედეგს ან გულგრილად ეკიდება მას.
ასეთ შემთხვევაში კი ძლიერი სულიერი აღელვებაც ფიზიკურად ვერ გვექნებოდა
სახეზე. შესაბამისად როგორც აღინიშნა ამ კატეგორიის დანაშაულის ჩადენა
შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

მუხლი 122. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება


აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით

ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების


ფარგლების გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.

მსგავსად 113 მუხლისა (მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების


გადაცილებით), შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის ერთერთი
სახეა ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების
ფარგლების გადაცილებისას.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


ჯანმრთელობა.

სუბიექტურ მხრივ მოტივს არ აქვს მნიშვნელობა, ხოლო მიზანი მნიშვნელოვანია და


ეს უნდა იყოს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვა. აღნიშნული
დანაშაულის ჩადენა მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. კერძოდ
მომგერიებელი აცნობიერებს, რომ მოგერიებისას მის მიერ გამოყენებული საშუალება
გადამეტებულია დაცვისათვის, მაგრამ იგი შეგნებულად უშვებს მის გამოყენებას ან
გულგრილად ეკიდება შედეგს. პირდაპირი განზრახვის შემთხვევაში გვექნებოდა
სხეულის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება და არა 122-ე მუხლით
გათვალისწინებული ქმედება.

ზემოთგამოთქმული პოზიციიდან გამომდინარე ასეთ დანაშაულს ფიზიკურად


ვერ ექნება მცდელობაც, ვინაიდან განზრახვა არაპირდაპირია. ზოგადად პირი ვერ
ეცდება გადააცილოს მოგერიების ფარგლებს. იგი ცდილობს დაიცვას სიკეთე და ამ
დგოს ცდება დაცვის ფარგლებს. როგორც აღინიშნა მცდელობის შემთხვევაში
გვექნებოდა ჩვეულებრივი სხეულის დაზიანება და არა მოგერიების ფარგლების
გადაცილებით მიყენებული ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

დანაშაულის ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

როგორც 121 მუხლის შემთხვევაში, აქაც არ გახლავთ დასჯადი მოგერიების


ფარგლების გადაცილებისას მსუბუქი დაზიანების მიყენება. კერძოდ 1. მსუბუქი
დაზიანება არ ქმნის ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხეს და 2. მომგერიებელი
მოქმედებს თავდამსხმელის თავდასხმიდან გამომდინარე და მისი
არამართლზომიერი ქმედების შედეგადაა ამ აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობაში.

მუხლი 123. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება


დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით

ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის


აუცილებელი ზომის გადაცილებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


ჯანმრთელობა და იგი შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი დანაშაულის
ნაირსახეობაა.

დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.


დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, ანუ ჯანმრთელობის
მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი
ზომის გადაცილებით.
დამნაშავის შეპყრობისათვის ზომის გადაცილება ნიშნავს აშკარა შეუსაბამობას
დამნაშავის შესაპყრობად საჭირო მოქმედების. მაგალითად: დავითმა მაღაზიაში
მობილური ტელეფონის ქურდობის დროს წაასწრო გაგას. თავდაპირველად დავითმა
სცადა ხელები გაეკავებინა გაგასთვის, მაგრამ გაგამ გაუწია წინააღმდეგობა. ამ
წინააღმდეგობის დასაძლევად დავითმა ამოიღო დანა და 3-ჯერ დაარტყა იგი გაგას,
რითაც მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება. დიდი რაოდენობის სისხლის დაკარგვის
გამო გაგამ შეწყვიტა წინააღმდეგობა და შესაძლებელი გახდა მისი დაკავება. ამ
შემთხვევაში მობილური ტელეფონის ქურდობასა და სხეულის მძიმე დაზიანებას
შორის აშკარად შეუსაბამობაა. სამართლებრივი სიკეთის კუთხით ადამიანის
ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნივთის გატაცება და ამიტომ დავითი
დაისჯება 123-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისათვის.
შევცვალოთ მაგალითი: დავითმა გაგას წაასწრო ქიმიური იარაღის ქურდობის
დროს. რა დროსაც იმავე სიტუაციაში გაგას მიაყენა იგივე დაზიანება. მართალია, რომ
ორივე სიტუაციაში ადგილი აქვს ერთნაირად დასჯად ქმედებას - ქურდობას, მაგრამ
იმის გათვალისწინებით, რომ ქიმიურ იარაღის გამოყენება გაგას მხოლოდდამხოლოდ
დანიშნულების მიხედვით შეეძლო გამოეყენებინა და შესაბამისად პოტენციურად
ქიმიური იარაღი ბევრად დიდი საშიშროებისაა მრავალი ადამიანის ჯანმრთელობისა
და სიცოცხლისათვის, ვიდრე ერთი ადამიანის გაგას ჯანმრთელობა, ამ შემთხვევაში
ზომის გადაცილებას არ ექნება ადგილი.

აღნიშნული დანაშაული განეკუთვნება მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას


და მისთვის შესაბამისად აუცილებელია შედეგი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან
მძიმე დაზიანება.

სუბიექტურ მხრივ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვითაა


შესაძლებელი, რამეთუ პირდაპირი განზრახვისას საქმე გვექნება განზრახ სხეულის
დაზიანებასთან და არა იმ მიზანთან, რომ სავარაუდო დამნაშავე წარადგინონ
სამართალდამცავ სტრუქტურაში. შესაბამისად ამ დანაშაულის მცდელობაც
გამორიცხულია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გაუფრთხილებლობით ასეთი დანაშაულის


ჩადენაც გამორიცხულია და იგი არ დაისჯება. მაგალითად იოსებმა დამნაშავეს
შეპყრობისას ამოუტრიალა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელს მოტყდა ხელი და მიიღო
ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამ შემთხვევაში იოსები პასუხს არ აგებს, ვინაიდან მას
სხეულის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია.
მუხლი 124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება
გაუფრთხილებლობით
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

განსახილველი დანასაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ობიექტი ადამიანის ჯანმრთელობაა.

ობიექტური მხარე გამოიხატება 1. ქმედებაში (ნებისმიერი გაუფრთხილებელი ქმედება), 2.


შედეგში (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება) და 3. მიზეზობრივ კავშირში
ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ დამნაშავემ რომ იმოქმედა გაუფრთხილებლობით, ზუსტად მაგ
მიზეზით მიადგა დაზარალებულს ჯანმრთელობის შესაბამისი ხარისხის დაზიანება.

124 მუხლით გათვალისწინებული ქმედება მატერიალურ (ანუ შედეგიან) დანაშაულთა


კატეგორიას განეკუთვნება. თუ არ გვაქვს შედეგი, არ გვაქვს განსახილველი დანაშაულიც.

მიყენებული სხეულის დაზიანების ხარისხის დასადგენად საჭიროა სპეც. ცოდნა. ეს ცოდნა კი


გააჩნიათ სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს, რომლებიც შესაბამის ექსპერტიზის დასკვნაში
ასახავენ იმას, თუ რა სახის დაზიანება აქვს მიყენებული ამა თუ იმ პირს (მსუბუქია, ნაკლებად
მძიმეა თუ მძიმეა). ასევე როგორია მათი ლოკალიზაცია, ხანდაზმულობა ან განლაგება.
შეესაბამება თუ არა გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (მაგალითად დაზიანების
დრო, დაზიანების მიყენების მექანიზმი, ნივთი, რომლითაც დაზიანება მიადგა და სხვა).

სუბიექტურ მხრივ დანაშაული გაუფრთხილებელია. იგი ხორციელდება თვითიმედოვნების ან


დაუდევრობის გზით.

მაგალითი: სანადიროდ წასული ძმებისგან ერთი ჩასაფრებაში დარჩა, ხოლო მეორე დადიოდა
ნადირის მოსაძებნად. ტოტების მტვრევისა და ფოთლის შრიალის ფონზე ჩასაფრებაში მყოფმა
ძმამ იფიქრა, რომ უახლოვდებოდა ნადირი, რის გამოც მოემზადა სასროლად. ისე, რომ
ბოლომდე არ დარწმუნებულა რას ესროდა, მან სასხლეტს გამოკრა ხელი. შედეგად ნადირის
ნაცვლად ობიექტი აღმოჩნდა საკუთარი ძმა, რომელმაც გასროლის შედეგად მიიღო მძიმე
დაზიანება.

შევცვალოთ მაგალითი: იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული მიიღებდა მსუბუქ დაზიანებას,


მსროლელი საერთოდ არ მიეცემოდა პასუხისგებაში, ვინაიდან დასჯადია მხოლოდ ნაკლებად
მძიმე ან მძიმე დაზიანება (როგორც აღინიშნა ამას საზღვრავს ექსპერტიზა).

კიდევ შევცვალოთ მაგალითი: იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი მიიღებდა მძიმე დაზიანებას,


რომლის შედეგადაც მოგვიანებით გარდაიცვლებოდა, მაშინ სახეზე გვექნებოდა 116-ე მუხლი -
სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
მუხლი 125. (ამოღებულია)

მუხლი 126. ძალადობა

1. ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი


გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
11. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
12. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური
ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე
მუხლით გათვალისწინებული შედეგი, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.
2. ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან
დაკავშირებით;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებული პირის მიმართ;
ე) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
ვ) შეკვეთით;
ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
თ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ი) არაერთგზის;
კ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ლ) ჯგუფურად;
მ) იარაღის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


ჯანმრთელობა.

დანაშაულის სუბიექტი ანუ ამსრულებელი 14 წელს მიღწეული პირია.

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება 1. ქმედებაში (სისტემატიურ ცემაში ან სხვაგვარ


ძალადობაში) 2. დამდგარ შდეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და 3.
მიზეზობრივ კავშირში, მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად ძალადობა, ისევე
როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშულები, მატერიალური
შემადგენლობისაა.

ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ორი სახის ძალადობა - სისტემატიური ცემა და


სხვაგვარი ძალადობა.

სისტემატიურია ცემა, მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც ხანმოკლე ინტერვალის
დაშორებით. აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური
და ფსიქიკური ტრამვა ჯერაც არგამქრალადა დაზარალებულის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ
მესამედ და ასე შემდეგ. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით
ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით.

სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა


თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს
უმოქმედობითაც, მაგალითად პირი ღამით სახლის კარებს არ უღებს ოჯახის წევრს, ტოვებს
გარეთ და ამას ადგილი აქვს სისტემატიურად. სხვარი ძლადობა შეიძლწება გამოიხატოს
ფსიქიკურ ზემოქმედებაშიც, მაგალითად მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების
სისტემატური მუქარა, თუ კი მისი განხორციელების რეალობას დაზარალებული აღიქვამს,
როგორც საფუძვლიანს და მას სისტემატიური ხასიათი გააჩნია, რაც თავის მხრივ იწვევს
ფსიქიკურ ტანჯვას.

იმ შემთხვევაში თუ ძალადობას შედეგად მოჰყვა სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით


გათვალისწინებული შედეგი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ძალადობად ანუ 126-ე
მუხლით. იგი შესაბამისად დაკვალიფიცირდება მიყენებული დაზიანების ხარისხის
მიხედვით.
სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული ჩანდეილი შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახ
(პირდაპირით ან არაპირდაპირით), ხოლო მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს
კვალიფიკაციისათვის.

126-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია 117-ე მუხლის დამამძიმებელი


გარემოებების და ისინი დეტალურად გავიარეთ ამ მუხლის განხილვის პროცესში.

რაც შეეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ძალდობის ჩადენას ისიც ამ


მუხლის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ მასში არ მოიაზრება
მოხელე არამედ მისი ამსრულებელია სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი,
რომელიც თავისი მდგომარეობის გამოყენებით ძალადობს ხელქვეითზე. იმ შემთხვევაში თუ
ასეთი ძალადობა ხორციელდება მოხელის მიერ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა
მოცემული მიხლით არამედ, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით).

(მაგალითად მათე მოტორსის საქმე მოვუყვე. მართალია იქ წამება იყო მაგრამ შემადგენელი ერთია)

მუხლი 1261. ოჯახში ძალადობა

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური
შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა
და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას
ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) ჯგუფურად;
ე) არაერთგზის, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას
საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ოჯახში ძალადობის მუხლი (1261) აერთიანებს ორ ქმედებას, რომელთაგან თითოეული ცალ-
ცალკე იძლევა დანაშაულის შემადგენლობას:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა;

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

„ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა“, რამაც გამოიწვია ფიზიკური
ტკივილი, გაგებულ უნდა იქნეს როგორც ფიზიკური ხასიათის თუნდაც ერთჯერადი
ძალადობრივი ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან
მსუბუქი დაზიანება.
ფსიქოლოგიური ძალადობა გამოხატული უნდა იყოს შეურაცხყოფაში, შანტაჟში ან/და
დამცირებაში, რასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. შეურაცხყოფა,
შანტაჟი, დამცირება - ეს ქმედებები შესაძლოა გვხვდებოდეს ცალ-ცალკე ან
კუმულაციურად. სამივესთვის აუცილებელი მახასიათებელია სისტემატურობა და შედეგი
_ „ტანჯვა“, ანუ მორალური ზიანი. აღსანიშნავია, რომ სისტემატურობა (სსკ-ის 1261-ე
მუხლის მიზნებისათვის) მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობის მახასიათებელია.

თუ სახეზეა ერთჯერადი, მაგრამ მძიმე ხასიათის დამამცირებელი მოპყრობა, ქმედების


შინაარსიდან და შედეგის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია დანაშაული
დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1443-ე მუხლით.

თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის სხეულის


დაზიანების ხარისხი იძლევა უფრო მძიმე მუხლის შემადგენლობას, მაგრამ ამავდროულად
სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს,
როგორც სსკ-ის 111, 1261-ე მუხლით, ასევე ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის მარეგულირებელი სხვა მუხლით.

რაც შეეხება ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებებს ისინია:


ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი
პირის მიმართ
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ
დ) პირთა ჯგუფუს მიერ
ე) არაერთგზის
ოჯახში ძალადობა არაერთგზისად ითვლება, როდესაც პირი ნასამართლევია უშუალოდ სსკ-ის
1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სსკ-ის 111-ე და 1261-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
1. ნათესაური კავშირის მქონე პირები: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი),
შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი,
მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე.
2. აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
,,პირები რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“ არის სიახლე სისხლის
სამართლის კოდექსისათვის და გულისხმობს ორი პირის თანაცხოვრებას გარკვეული პერიოდის
განმავლობაში, როდესაც ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ანუ ცხოვრობდნენ,
როგორც ერთი ოჯახი, ინაწილებდნენ სახლის/მეურნეობის მოვლასთან დაკავშირებულ შრომას
ან/და იყოფნდნენ ხარჯებს საერთო მეურნეობის საწარმოებლად.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან არარეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი პირები; ასევე პირები,
რომლებიც შეიძლება ვერ აკმაყოფილებენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის
კრიტერიუმებს, მაგრამ არიან პარტნიორები და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ
ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის ერთსქესიანი წყვილებიც.
აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს ისეთ ნათესავებს, როგორიცაა მაზლი, მული, ქვისლი,
მძახალი, თუმცა თუ ისინი აკმაყოფილებენ ისეთ კატეგორიას, როგორიცაა „პირები, რომლებიც
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ ოჯახის
წევრებად.
ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სსკ-ის 111 მუხლში მოცემული რომელიმე მუხლით
გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ასევე 111 მუხლზე
მითითება. მაგალითად შვილმა მოკლა დედა თავში ნაჯახის ჩარტყმით. შვილის ქმედება
დაკვალიფიცირდება 111 ,108-ე მუხლით.
დანაშაულის ამსრულებელი ანუ სუბიექტია ოჯახის ბრალუნარიანი წევრი.
დანაშაულის მსხვერპლიც გახლავთ ოჯახის წევრი. (სხვა პირის შემთხვევაში ჩვეულებრივი
ძალადობა იქნებოდა 126 მუხლით).
ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა), შედეგში (ტკივილი, ტანჯვა) და
მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. შესაბამისად დანაშაულიც მატერიალური
ანუ შედეგიანი კატეგორიისაა.
სუბიექტური მხრივ მიზეზს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია (პირდაპირი და არაპირდაპირი).
(მაგ: გლდანის პოლ-ში მაკრატელი რომ გაუყარა ყელში)

თავი XXI
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის
შექმნა

მუხლი 127. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენება, ვისაც შესაძლებლობა არა


აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს ქმედებაში, ანუ სიცოცხლისათვის საშიში
მდგომარეობის შექმნით იმ პირისათვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის
დასაცავად. ასეთ შესაძლებლობას ადამიანი შეიძლება მოკლებული იყოს იმის გამო, რომ
მცირეწლოვანია, მოხუცია, უმწეოა და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე ობიექტური მხარე ისეთ მოქმედებას გულისხმობს, რომელიც ქმნის


ადამიანის სიცოცხლისათვის რეალურ და კონკრეტულ საფრთხეს. დანაშული დამთავრებულად
ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება, რაიმე
შედეგის განხორციელება ამ დანაშულისათვის საჭირო არ არის. იგი ფორმალური დანაშულია.

დანაშულის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს, სახელდობრ დამნაშვეს


გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თავისი მოქმედებით სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის
დასაცავად, ამასთანავე, განზრახვა მოიცავს სხვა ადამიანის სიცოცხლისათვის მხოლოდ და
მხოლოდ საფრთხის შექმნას და არა მის სიკვდილს. თუ დამნაშავეს სურს სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობსში ჩაყენებით მოკლას დაზარალებული, ქმედება დაკვალიფიცირდება
მკვლელობის მცდელობით, ხოლო თუ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებისას
დამნაშვე უშვებდა ადამიანის სიკვდილის შესაძლებლობას და ეს შედეგი კიდეც დადგა, ამ
შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა 127-ე მუხლით, არამედ როგორც სიცოცხლის
საწინააღმდეგო დანაშული.
მაგალითი: 1. დედის მიერ ახალშობილი ბავშვის სხვისთვის მიგდება, რითაც საფრთხეში
აყენებს ბავშვის სიცოცხლეს. ასევე მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს როცა მშობელი ბავშვთან
ერთად ადიდებულ მდინარეში შევიდა და საფრთხეში ჩააგდო ბავშვის სიცოცხლე; მთასვლელმა
შეაგულიანა გამოუცდელი ტურისტი სახიფათო კლდეზე ასასვლელად და საშიშ მდგომარეობაში
ჩააყენა მისი სიცოცხლე.
3. გადაადგილების შესაძლებლობის არ მქონე მოხუცი დატოვა სახლში 3 დღით.
დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.

მუხლი 128. განსაცდელში მიტოვება

დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში


იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ
მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე
ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

ამდენად, განსაცდელში მიტოვება ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარებაში


მყოფი ადამიანის დაუხმარებლობას იმის მიერ, ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი
დახმარება.
სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის ნებისაგან
დამოუკიდებლად ან და დამნაშავის მოქმედებით, მაგრამ მისი განზრახვის გარეშე. განსაცდელში
მიტოვების დროს დამნაშვე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში.
მაგ: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პირმა დააზიანა ქვეითად მოსიარულე დაუსახლებელ
ადგილზე, რის შემდეგაც მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით არ
გაუწია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობში მყოფ დაზარალებულს და გაიქცა შემთხვევის
ადგილიდან. ამ მაგალითში გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა
(ჩადენილი გაუფრთხილებლობით) და განსაცდელში მიტოვება (განზრახვით).
დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი
პირობების არსებობას:
1. ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ აქვს
მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
2. განსაცდელში მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შუძლია მისი
დახმარება.
განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის დახმარების სპეციალური ვალდებულება შეიძლება
გამომდინარეობდეს უშუალოდ კანონიდან მაგალითად სამოქალაქო კოდექსით მშობლები
ვალდებულნი არიან დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს, შვილები - შრომისუუნარო
მშობლებს. მოქმედების ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს არჩეული პროფესიით
ან სამსახურებრივი მდგომარეობით მაგალითად: ასეთი სპეციალური მოვალეობა აკისრია
სკოლამდელი საბავშო დაწესებულების აღმზრდელს, მაშველს, მეხანძრეს, ძიძას და ასე შემდეგ.

გარკვეული რისკი, რომელიც თან ახლავს განსაცდელში მყოფის დახმარებას, ვერ


გაამართლებს დამნაშავის უმოქმედობას, თუ ეს რისკი მისთვის სახიფათო არ არის.
განსაცდელში მიტოვება ფორმალური დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ
მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა
(მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში შედეგი).

საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემული დანაშაულის ამსრულებელი - სუბიექტი


შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც სპეციალური ვალდებულება აკისრია, იზრუნოს
განსაცდელში მყოფ ადამიანზე და თავიდან ააცილოს ხიფათი.
ამ დანაშულის სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ
➢ ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მოკლებულია
შესაძლებლობას თავი გადაირჩინოს.
➢ დაკისრებული აქვს მოქმედების, დახმარების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა,
ანუ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.
➢ განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის დახმარების გაწევა მისი შესაძლებლობის
ფარგლებშია.

სუბიექტურ მხრივ დაუხმარებლობის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს - შურისძიება,


ეჭვიანობა მოსალოდნელი სასჯელის შიში და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ამ დანაშაულის ჩადენის განზრახვას იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ
არაპირდაპირი განზრახვით ან გაურთხილებლობით.
მაგ: მძღოლმა რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დააზიანა ქვეითად მოსიარულე
მიატოვა იგი და გიაქცა იმ განზრახვით რომ შესაძლოა სხვა გამვლელი შეამჩნევდა
დაზარალებულს და აღმოუჩენდა დახმარებას.
პირდაპირი განზრახვით მიტოვების შემთხვევაში კი გვექნება არა განსაცდელში მიტოვება
არამედ მკვლელობის მცდელობა.

მუხლი 129. დაუხმარებლობა

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად


გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება
თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე
დახმარების საჭიროების შესახებ სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის
შეუტყობინებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

129-ე მუხლით გათვაისწინებული ნორმა პრევენციული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მასში


ურთიერთდახმარების ზოგადი მოქალაქეობრივი (ზნეობრივი) მოვალეობა სამართლებრივ
ვალდებულებად არის აღიარებული.
დაუხმარებლობის დროს სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.
დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში.
მაგალითად: ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას სტიქიური
უბედურებით - მიწისძვრა, ხანძარი, წყალდიდობა, მეწყერი და სხვა, ასევე ავამყოფობა,
ინფარქტი, მშობიარობა და ასე შემდეგ. ადამიანის საფრთხე უნდა იყოს რეალური, ხოლო
დახმარების აღმოჩენა აუცილებელი და გადაუდებელი.
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება ნიშნავს იმას, რომ შექმნილ
ვითარებაში დაუხმარებლობა გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას. ამასთან დაზარალებულ პირს
თავად არ შეუძლია შექმინილი ვითარებიდან თავის დაღწევა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ დანაშაულად არ ჩაითვლება დახმარების აღმოუჩენლობა არა


მარტო მაშინ, როცა პირს ფაქტობრივად არ შეეძლო დახმარება, არამედ მაშინაც, როცა
დახმარების აღმოჩენა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მაგ: ცეცხლმოკიდებულ სასხლში
იმყოფება მოხუცებული, თუმცა გარეთ მყოფი ვერ უწევს დახმარებას ვინაიდან მისი სიცოცხლეც
საფრთხეში ჩავარდება ცეცხლმოკიდებულ ბინაში შესვლის შემთხვევაში.
სათანადო დაწესებულებაში შეუტყობინებლობა ნიშნავს პირის მიერ ისეთ ორგანიზაციის
ინფორმირებას, რომელსაც ევალება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაწევა. ესეთი ორგანიზაციებია სასწრაფო
დახმარება, სახანცრო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და სხვა.

რაც შეეხება სხვა პირს დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების ადრესატი შეიძლება
იყოს არა ნებისმიერი, შემთხვევითი პირი, არამედ ის, ვისაც სპეციალური ცოდნის,
თანამდებობის თუ დაზარალებულთან დამოკიდებულების გამო შეუძლია ან ევალება
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის დახმარება. ესეთი პირი შეიძლება იყოს -
ექიმი, მზრუნველი, დაზარალებულის ახლო ნათესავი და სხვა.

დაუხმარებლობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და წმინდა უმოქმედობას


წარმოადგენს. თავად ფაქტი - დახმარების აღმოუჩენლობისა დამთავრებული დანაშაულია და
რაიმე შემდგომი შედეგის განხორციელება ამ დანაშაულისათვის საჭირო არ არის. თუ
დაუხმარებლობას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი ეს მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის
დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულს მიატოვებს ის
ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა, მაშინ იგი პასუხს აგებს არა დაუხმარებლობითვის, არამედ
განსაცდელში მიტოვებისათვის.
განსაცდელში მიტოვება განსხვავდება დაუხმარებლობისაგან სწორედ იმით, რომ
განსაცდელში მიტოვებისას პირს დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი
მოვალეობა ანუ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, ხოლო დაუხმარებლობის დროს კი ასეთი
სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა არ არსებობს.

დაუხმარებლობის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული


უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, ამასთანავე, შეუძლია მისი დახმარება
თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფთხის შექმნის გარეშე, მაგრამ გულგრილად ეკიდება
თავის ადამიანურ (ზნეობრივ) მოვალეობას და არ მოქმედებს.

მუხლი 130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება

1. სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისათვის მედიცინის


მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების არასაპატიო მიზეზით
გაუწევლობა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
ან უამისოდ, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან
შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

მუხლიდან გამომდინარე აუცილებელია რომ ავამდყოფი ვისაც მედიცინის მუშაკი არ


ეხმარება, უნდა იყოს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, ვინაიდან დისპოზიციაში
საუბარია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობაზე.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში გადაუდებელი სამედიცო დახმარება
განმარტებულია შემდეგი სახით: „სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია
პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესება“
ამავე კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე „ექიმი მოვალეა აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო
დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში
მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცო დახმარებას. ეს მოვალეობა ექიმს
ეკისრება როგორც სამუშო ადგილზე, ისე არასამუშო ადილზე შესაძლებლობების ფარგლებში“.
ექიმს დაუხმარებლობისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ იგი უარს
იტყვის დახმარების გაწევაზე არასაპატიო მიზეზით, თუ დაუხმარებლობის მიზეზი
საპატიებელია, მაშინ მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. ასეთ შემთხვევად შეიძლება
მივიჩნიოთ მოვალობათა კოლიზია, მაგალითად: ექიმი ერთდროულად გამოიძახეს ორ მძიმე
ავამდყოფთან. ექიმს არ აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს ორივეს ერთდროულად. მან მხოლოდ
ერთის დახმარება და გადარჩენა შეძლო, მეორე კი დაიღუპა. ექიმის ესეთი მოქმედება
მართლზომიერია ვინაიდან იგი იმყოფებოდა მოვალეობათა კოლიზიის მდგომარეობაში.

ამ დანაშულის ამსრულებელია სპეციალური სუბიექტი მედიცინის მუშკი - ექიმი.


მოცემული დანაშაულის სუბიექტი მოქმედებს განზრახვით მხოლოდ დახმარების
აღმოუჩენლობის მიმართ და არა შედეგის მიმართ შედეგის მიმართ სუბიექტური
დამოკიდებულება გაუფრთხილებელია. თუ ექიმი ითვალისწინებს, რომ მის უმოქმედობას
შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სურს ეს შდეგი,
ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობას, მაშინ იგი პასუხს აგებს არა 130-
ე მუხლით, არამედ ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის საწინააღმდეგო
დანაშაულისათვის შედეგის მიხედვით.
ამ მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური დანაშულია და იგი დამთავრებულად ითვლება იმ
მომენტიდან, როდესაც ექიმი უარს იტყვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევაზე.
ამ მუხლის მეორე ნაწილი ითვალიწინებს იმავე ქმედებას, რამაც ავამდყოფის მძიმე დაზიანება
ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ შემთხვევაში აუცილებელია დადგინდეს ექიმის
უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი.

მუხლი 131. შიდსის შეყრა

1. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
3. სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა პროფესიული მოვალეობის
შესრულებისას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის
მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (შიდსი) ერთ-ერთ ყველაზე სოციალურად საშიში


დაავადებაა, რომელიც ბოლომდე შესწავლილი არ არის და პრაქტიკულად განუკურნებელია.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნას,
სხვისთვის შიდსის განზრახ შყრა, სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შყრას
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
მედიცინაში დადგენილია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელება ხდება
სექსუალური კავშირით, ინფიცირებული დონორის სისხლის ან მისი კომპონენტების
გამოყენებით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით სარგებლობით ქირურგიული
ოპერაციის, მშობიარობის, დონორისაგან სისხლის აღებისა და სისხლის გადასხმის,
ინექციისათვის არასტერილური შპრიცის გამოყენებით. ცნობილია ასევე ინფექციის გადაცემის
შემთხვევები დედის რძით.

ამრიგად, სხვისთვის შიდსის შეყრის საფრთხის შექმნა (მუხლის პირველი ნაწილი) განზრახი და
ფორმალური ხასიათის დანაშაულია და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ასეთი ვირუსის
საფრთხის შექმნის მომენტიდან.

რაც შეეხება შიდსის განზრახ სხვისთვის შეყრას იგი შემადგენლობით იდენტურია შიდსის
შეყრის საფრთხის, შემადგენლობა მატერიალურია, განზრახია და იგი დამთავრებულად
ჩაითვლება სხვა პირის ინფიცირების მომენტიდან (შედეგიანი დანაშაული). ორივე შემთხვევაში
პირის სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახვაში.
პირველი-მეორე ნაწილების სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს შიდსის სხვისთვის გაუფრთხილებლობით შეყრას


პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ამ დანაშაულის ამსრულებელი სპეციალური
სუბიექტია, როგორიც არის მედიცინის მუშაკი, სისხლის გადასხმის სადგურის მუშაკი და ასე
შემდეგ. პროფესიული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამაც გაუფრთხილებლობით
შიდსის შეყრა გამოიწვია, შეიძლება გამოიხატოს არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტის
გამოყენებაში, დონორის შეუმოწმებელი სისხლის გადასხმაში და სხვა.
131-ე მუხლს გააჩნია დამამძიმებელი შემდეგი გარემოებები, კერძოდ: შიდსის შეყრის საფრთხის
შექმნა ან შიდსის შეყრა-
ა) ორი ან მეტი პირისათვის
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისათვის ან არასრულწლოვანისათვის.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის, ხოლო


როგორც ავღნიშნეთ პირველი, მეორე და მეოთხე ნაწილები შესაძლებელია ცადენილი იქნას
განზრახვით, ხოლო მესამე ნაწილი გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება
და მას ყავს სპეც სუბიექტი.
(მაგალითი: დიდუბეში მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებს რომ ყრიდა შიცს მამაკაცი)
მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა

1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის


შექმნა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.
2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის
მიმართ, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

განსახილველი ნორმა ანალოგიურია 131-ე მუხლისა განსხვავება მხოლოდ მდგომარეობს მასში,


რომ ნაცვლად შიდსისა მითითებულია განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადება. ასეთი
დაავადებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით წარმოადგენს
ქოლერას, შავ ჭირს, ყვითელ ცხელებას, სისხლმდენი ვირუსული ცხელება, ციმბირის წყლულს
ათაშანგი, ჰონორეა და ასე შემდეგ, რომელთა გავრცელების დროსაც შეიძლება გამოცხადდეს
კარანტინი.

(ანალოგია შეიძლება გაკეთდეს კორონავირუსის განზრახ შეყრაზე)

მუხლი 133. უკანონო აბორტი


1. უკანონო აბორტი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან სამას
საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან
რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან/და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

აბორტი ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში აბორტი 1955 წლიდან
ლეგალიზებულია. აქედან გამომდინარე აბორტი ისჯება არა როგორც ჩანასახის
სიცოცხლისუნარიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, არამედ როგორც დანაშაული,
რომელიც საფრთხეში აგდებს ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ამდენად სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ორსული ქალის ჯანმრთელობა და
სიცოცხლე. აბორტი ოსრული ქალის თანხმობით ხდება. მისი თანხმობის გარეშე მუცლის მოშლა
შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინაე თუ იგი ქალის გადარჩენის
ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს და გამორიცხავს ქმედების მართლწინააღმდეგობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე მოქმედებას გულისხმობს, რაც გამოიხატება დედის
ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნაში - ორსულობის შეწყვეტაში, ასევე შედეგს (ორსულობის
შეწყვეტა, ჯანმრთელობის დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა) და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა
და შედეგს შორის.
შესაბამისად დანაშაული მატერიალურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და
დამთავრებულია შედეგის დადგომისთანავე.

როგორც უკვე აღინიშნა, აბორტის კანონიერი გზით გაკეთება ჩვენს ქვეყანაში ნებადართულია.
აბორტი უკანონოდ ჩაითვლება, როცა ის კეთდება კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით
დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის თანახმად ორსულობის
ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო
დაწესებულებაში, ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ
✓ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემარება 12 კვირას.
✓ ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან
ოპერაციამდე გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. (ნაყოფის შენარჩუნების თაობაზე)
✓ 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ
სამედიცინო და სოციალური ჩვენების მიხედვით. (მძიმე სამედიცინო თუ სოციალური
მდგომარეობის გამო)
ორსულობის შეწყვეტის ხერხს მნიშვნელობა არ აქვს ამ დანაშაულისათვის. იგი შეიძლება
გაკეთდეს ოპერაციის გზით, მექანიკური ან ტოქსიკური ზემოქმედებით. დანაშული
დამთავრებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ დედის
ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა აბორტმა გამოიწვია
თუ არა რაიმე მძიმე შედეგი ან გარდაცვალება. ეს გარემოებები ამ მუხლის დამამძიმებელი
ფაქტორებია, კერძოდ: მეორე ნაწილი ითვალისწინებს უკანონო აბორტის გაკეტებას ამავე
დანაშაულისათვის მჯავრებულის მიერ ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან
სხვა მძიმე შდეგი.

უკანონო აბორტის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა,


რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია კანონით გათვალისწინებული წესით. შვილოსნობის
სამუდამო მოშლის გარდა, უკანონო აბორტის სხვა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიხატოს
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ქრონიკულ ავამდყოფობაში და ასე შემდეგ.

მუხლის მესამე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს უკანონო აბორტს, რამაც გამოიწვია
სიცოცხლის მოსპობა.

133-ე მუხლის 2 და 3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტური მხარე


გაუფრთხილებლობას გულისხმობს თანამდევი შდეგის მიმართ და იგი შეიძლება გამოიხატოს
თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით. განზრახვის დადგენის შემთხვევაში დამნაშავის
მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სიცოცხლის ან ჯანმრთელობის საწინააღმდეგო
დანაშაული და არა როგორც უკანონო აბორტი.
იმ შემთხვევაში თუ 133-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე
შედეგი დადგა მართლზომიერი აბორტის ფარგლებში ექიმის დაუდევრობით, მაშინ იგი პასუხს
აგებს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებისათვის ან სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობისათვის.

მუხლი 1331. სტერილიზაცია თანხმობის გარეშე

1. წინასწარი თანხმობის გარეშე პირისთვის ისეთი ოპერაციის ან მანიპულაციის


ჩატარება, რომლის მიზანი ამ პირის რეპროდუქციის უნარის მოშლაა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული
ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.
საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ თანახმად, სამედიცინო
საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გარკვეული სამედიცინო მანიპულაციის
ჩატარების წინ პაციენტისაგან მიიღოს წერილობითი თანხმობა. სტერილიზაცია
ერთერთ ასეთ მანიპულაციას განეკუთვნება.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია როგორც
ქალის, ასევე მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ამსრულებელი (სუბიექტი) 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

სუბიექტურ მხრივ დანაშაული განზრახია და სავალდებულოა, რომ დადგინდეს


დამნაშავის მიზანი (მიზნით დაფუძვნებული დელიქტი). თუ მიზანი რეპროდუქციის
მოშლა არ არის, მაშინ დამნაშავის ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება ამ მუხლით.
სახეზე გვექნება მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანება (შესაბამისი შედეგიდან
გამომდინარე.) რაც შეეხება მოტივს, მას მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის.

მუხლის პირველი - მეორე ნაწილები ფორმალური შემადგენლობისაა და მას არ


სჭირდება რაიმე შედეგის დადგომა, ხოლო მესამე ნაწილი მატერიალური ანუ
შედეგიანი კატეგორიისაა და საჭიროა დადგინდეს ქმედებისა და შედეგის
მიზეზობრივი კავშირი.

მუხლი 1332. ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება

1. რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი


გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა,
ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს
ამგვარი ოპერაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული
ქალის მიმართ;
გ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

როგორც მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილია რამოდენიმე


მხარე, სადაც დღემდე არსებობს ქალის ე.წ. „წინდაცვეთის“ ტრადიცია (რიტუალი). იგი
გარკვეულ მიზნებს ემსახურება, მაგრამ დღევანდელი საზოგადოებისათვის ყოვლად
მიუღებელი, ამაზრზენი და არაადამიანური ქმედებაა. შესაბამისად ადამიანის
უფლებათა დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე კანონმდებელმა ასეთი
ქმედება სისხლისსამართლებრივად დასჯადად გამოაცხადა.

დანაშაულის ამსრულებელია 14 წლის ასაკს მიღწეული ქმედუნარიანი პირი (თავად


ის ქალი რომლის თუნდაც თანხმობით ჩატარდა ასეთი რიტუალი ამსრულებლად არ
ჩაითვლება).

დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს რამოდენიმე ალტერნატიულ


ქმედებას, როგორიცაა ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ
ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება. აგრეთვე ქალის იძულება ან
ნებისმიერი ხერხით დაყოლიება ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია.

დანაშაული ფორმალური კატეგორიისაა და დამთავრებულია იძულების ან


დაყოლიებისთანავე.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის,


ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი
დანაშაული.
მუხლის მე-3 ნაწილი გაუფრთხილებელია შედეგის მიმართ.

მუხლი 134. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების


იძულება
1. სამკურნალოდ, გადასანერგად, ექსპერიმენტისათვის ან სამკურნალო პრეპარატის
დასამზადებლად ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღების
იძულება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული
ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ანდა დამნაშავეზე
მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესაძლებლობა (ტრანსპლანტაცია) მედიცინის უდიდესი
მიღწევაა და იგი მიმართულია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად დაავადების
პროგრესირების შესაფერხებლად ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
ადამიანის ორგანოს გარდა შესაძლებელია ქსოვილის გადანერგვაც, მაგალითად ძვლის
ტვინის, სისხლის გადასხმა და ასე შემდეგ. ამ პროგრესთან ერთად წარმოჩინდა არაერთი
სამართლებრივი პრობლემა, რომელთა დარეგულირება მოხდა საერთაშორისო მაშტაბით ესენია
1982 წელს მიღებული „სამედიცინო ეთიკის პრინციპი“ 1996 წლის ევროპის კონვენცია
„ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ და ასე შემდეგ.
საქართველოში ეს ურთიერთობები მოწესრიგებულია 1997 წლის კანონით „ჯანმრთერლობის
დაცვის შესახებ“ და 2000 წლის 23 თებერვლის კანონით „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის
შესახებ.“
134-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხელყოფის ობიექტია ადამიანის
ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში კერძოდ: აიძულოს პირი
ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის აღებაში.
იძულებაში უნდა ვიგულისხმოთ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური იძულება.
ფიზიკური იძულება შეიძლება გამოიხატოს ცემაში წამებაში, ჯანმრთელობის მსუბუქ ან
ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებაში. ფსიქიკური იძულება გულისხმობს ნებისმიერი
სიმძიმის ფიზიკური ძალადობის მუქარას ორგანოს გაცემაზე თანხმობის მისაღებად. ასევე
შანტაჟს მოტყუებას.
დანაშული ფორმალურია და დამავრებულად ჩაითვლება პოტენციური დონორის იძულების
მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა დამნაშვემ დაითანხმა თუ არა დაზარალებული
ტრანსპლანტაციაზე.

სუბიექტური მხარე გამოიხატება განზრახვაში დაითანხმოს დაზარალებული ორგანოს


გაცემაზე. მოტივი შეიძლება იყოს ანგარებითი, ან ახლობელი ადამიანისათვის დახმარების
გაწევის სურვილი და სხვა. მოტივი კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს.

134-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად თვლის იმავე ქმედების ჩადენას
წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან და
დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ.
უმწეო მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ავამდყოფობით, მცირეწლოვნობით ან
მოხუცებულობით, სიმთვრალით ან ისეთი მდგომარეობით, რაც მას დამნაშავისათვის
წინააღმდეგობის გაწევის უნარს ართმევს.
დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებულება გულისხმობს ოჯახურ,
სამსახურებრივ, ნათესაურ ან სხვაგვარ დამოკიდებულებას, რასაც ზემოქმედების მოხდენა
შეუძლია დაზარალებულზე.
(მაგალითი: საავადმყოფოში აზერბაიჯანელების და ქართველების მიერ ჩადენილი ქმედება (ქალაქის საგამოძიებო))

მუხლი 135. სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა

სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობა, ჩადენილი ანგარებით, –


ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამ დანაშულის საგანია სისხლი და მისი კონპონენტები.

სისხლი მიეკუთვნება იმ ორგანოთა რიცხვს, რომელსაც ხელმეორედ წარმოშობის უნარი


გააჩნია. სისხლის ჩაბარების დროს მიღებული გასამრჯელო წარმოადგენს არა მხოლოდ
ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ სისხლის საფასურსაც.
აღსანიშნავია, რომ კანონი კრძლავს არა საზოგადოდ სისხლითა და მისი კომპონენტებით
ვაჭრობას, არამედ მხოლოდ უკანონო ვაჭრობას.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 126-ე მუხლის მიხედვით
სისხლისა და სიხლის კომპონენტების დამზადება, შენახვა და გამოყენება წარმოებს
საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროს მიერ შემუშავებული წესებით.

დანაშაულის ამსრულებელი შესაძლებელია იყოს 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გულისხმობს ქმედებას, რომელიც მიმართულია სისხლითა


და მისი კომპონენტებით ნებისმიერი ფორმით ვაჭრობისაკენ. დანაშაული ფორმალური
შემადგენლობისაა და დამთავრებულია ვაჭრობისთანავე.

დანაშაულის სუბიექტური მხარე მხოლოდ პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, მოტივი


ანგარებითია. განზრახვის შინაარსი მოიცავს იმის გაცნობიერებას, რომ ადგილი აქვს სისხლის ან
სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას ანგარებით.
მუხლი 135 1 . ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა

1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი, სუბიექტური მხარე და


სუბიექტი იგივეა რაც სისხლითა და მისი კომპონენტებით ვაჭრობის შემთხვევაში.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში. იგი
გულისხმობს ადამიანის ორგანოს შეძენას კომერციული გარიგების საფუძველზე (ყიდვა-
გაყიდვა). ეს დანაშული წარმოადგენს აუცილებელი თანამონაწილეობის შემთხვევას და
დამთავრებულად ჩაითვლება ადამიანის ორგანობზე გარიგების განხორციელების მომენტიდან,
ანუ გარკვეული საზღაურის ფასად ადამიანის ორგანოს გასხვისაბის (შეძენის) მომენტიდან.
აღნიშნული დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერ იქნება ჩადენილი, თუ იგი
განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა,
სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან
რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური
ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღბა.

სადავოა საკითხი რამდენად შეიძლება იყოს სუბიექტი პირი, რომელიც კანონიერი გზების
გვერდის ავლიტ საკუთარი ან ახლო ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყიდის საკუთარ
ორგანოს ან ყიდულობს მას. (განვიხილოთ ლექციაზე)

მუხლი 136. გენეტიკური მანიპულაცია

გენეტიკური მანიპულაცია, ესე იგი ადამიანის მსგავსი არსების შექმნა, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
თანამედროვე გენეტიკის განვითარების დონე საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ
მოსალოდნელია გენეტიკის მიღწევათა ბოროტად გამოყენება.
ეს ცხადი გახდა მას შემდეგ, რაც გენების მანიპულაციის გზით განხორციელდა ცოცხალი
არსების კლონირება. ცხოველზე ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ ნათელი გახდა, რომ
შესაძლებელია ადამიანის კლონირება (1997 წელს განხორციელდა ცხვრის კლონირება). ამის
საპასუხოთ მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა ეროვნული კანონმდებლობით აკრძალეს
კლონირება ეს ქვეყნებია - აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი.

კლონირება წარმოადგენს ერთი უჯრედიდან მთლიანი ორგანიზმის შექმნას. კლონირების


დროს ერთი უჯრედი ვითარდება, ისევე, როგორც ჩანასახი, შემდეგ ხდება მისი ზრდა და ასე
შემდეგ. იგი გარკვეულ წილად წააგავს ხელოვნურ განაყოფიერებას. შესაძლებელია ერთი
ადამიანის რამდენიმე კლონის შექმნა, რომელთა გარეგნობაშიც არ იქნება განსხვავება, თუმცა
განსხვავებული იქნება მათი ხასიათი და ასაკი.
გენეტიკური მანიპულაციის კრიმინალიზაცია ისახავს მიზნად ადამიანის უფლებების
დაცვას რეპროდუქციული საქმიანობის სფეროში. აქ იგულისხმება ოჯახის დაგეგმვის, ჯანსაღი
შთამომავლობის ყოლისა და სხვა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეექმნას ასეთი ოპერაციის
ჩატარების შედეგად. ამ პრობლემის ბოლომდე გაუცნობიერებლობის გამო მოსალოდნელი
საფრთხის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

გენეტიკური მანიპულაციისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ის სოციალური


ურთიერთობები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის წარმოშობისა და განვითაების
გენეტიკურ კანონზომიერებას.

დანაშაულის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს მანიპულაციაში, ანუ ადამიანის


მსგავსი არსები შექმნაში.

დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს. მოტივები ან მიზანი


სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, რაც კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს. მაგ: მეცნიერული
ინტერესი, შურისძიება და სხვა.

თავი XXII
დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ

სქესობრივი დანაშაულები ისეთი მართლსაწინააღმდეგო და განზრახი ქმედებებია, რომელიც


ხელყოფს სხვის სქესობრივ თავისუფლებას ან ხელშეუხებლობას, ასევე მოზარდთა ნორმალურ
ზნეობრივ და ფიზიკურ განვითარებას - სახეობითი ობიექტი.
სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, საკუთარი სურვილით აირჩიოს ან არ
აირჩიოს სქესობრივი პარტნიორი.
სქესობრივი ხელშეუხებლობა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან სქესობრივი
კავშირი კანონით აკრძალულია მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი.
დაზარალებულად სქესობრივ დანაშაულში შეიძლება მოგვევლინოს როგორც ქალი, ისე
მამაკაცი. როგორც სრულწლოვანი ისე არასრულწლოვანი.

ამგვარი დანაშაულის ობიექტური მხარე როგორც წესი გამოიხატება მოქმედებაში და


დამთავრებულად ითვლება სქესობრივი კავშირის ან აქტის დაწყებისთანავე.

დანაშაულის ჩადენის ხერხს ან საშუალებას როგორც წესი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა


არ აქვს.

ამსრულებელი ზოგ შემთხვევაში 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია, ხოლო


განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეც სუბიექტებიც გვხვდება. მაგალითად გაუპატიურება
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით 137-ის მე-2 ნაწ. და სხვა.

სუბიექტურ მხრივ ასეთი კატეგორიის დანაშაულის მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს


კვალიფიკაციისათვის, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა პირდაპირი განზრახვით
ჩადენილი დანაშაული.

მუხლი 137. გაუპატიურება

1. გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური


ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით,
ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის
გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა
მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ათ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-ე–141-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის
ან ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –
[ დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან
გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, (ამოქმედდეს 2020 წლის 3 აგვისტოდან)]
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა,


სიცოცხლე და სქესობრივი თავისუფლება და ხელშეუხებლობა.

სუბიექტი ნებისმიერი 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირია.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ შემდეგ ქმედებებში:


პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი
ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით 1. ძალადობით, 2. ძალადობის მუქარით, 3.
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
გაუპატიურებისათვის მხოლოდ ძალადობა არ არის საკმარისი ძალადობის მუქარა ან უმწეო
მდგომარეობის გამოყენება. ასეთ ქმედებებს თან უნდა ახლდეს სქესობრივი კავშირი.

ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ცემით, ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე


დაზიანების მიყენებით. თუ ძალადობამ შედეგად გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,
ეს უკვე გასცილდება 137-ე მუხლის ფარგლებს და დაკვალიფიცირდება ამავე მუხლის მეორე
ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებით.
იმ შემთხვევაში თუ მოძალადემ მსხვერპლი ცემა, გაკოჭა და დამაძინებელი საშუალება
გაუკეთა, რითაც იგი უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა და მას შემდეგ გააუპატიურა,
კვალიფიკაცია იქნება შემდეგი სახის: გაუპატიურება, როგორც ძალადობის, ასევე უმწეო
მდგომარეობის გამოყენებით, რაც ზეგავლენას მოახდენს სასჯელზე.
ფსიქიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის
დათრგუნვის საშუალება. იგი შეიძლება მიმართული იყოს სხვა პირის წინააღმდეგაც, ვისი
ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული (შვილი, მეუღლე, მშობელი და სხვა) ვინაიდან
ამგვარი ძალადობით დაითანხმოს მსხვერპლი სქესობრივ კავშირზე.
რაც შეეხება ძალადობის მუქარას (ფსიქიკური ძალადობა) შეიძლება განხორციელდეს
სიტყვით, იარაღის დემონსტრირებით. იგი გამოიხატება მკვლელობის, ჯანმრთელობის
დაზიანების, სხვა პირის გაუპატიურების, მუქარაში. ამასთანავე ეს მუქარა უნდა იყოს
იმწუთიერი და უნდა არსებობდეს მისი განხორციელების საკმაო საფუძველი.

დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენება გაუპატიურების ერთ-ერთი ხერხია.


უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ისეთი პირი, ვისაც არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს
დამნაშავეს. (ღრმა მოხუცებული, ავამდყოფი, ფიზიკური ნაკლის მქონე პირი) ან არ აქვს უნარი
შეიცნოს, რა ხდება მის თავს (სულით ავამდყოფი, გონებასუსტი, ძლიერ მთვრალი და ასე
შემდეგ).
პირს, რომელიც მცირეწლოვნობის გამო უმწეო მდგომარეობაშია, იგი არ წარმოადგენს 137-ე
მუხლის პირველი ნაწილის დაზარალებულს. ასეთი უმწეობა გათვალისწინებულია ამავე
მუხლის მეხუთე ნაწილში.

გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როცა დამნაშვე სხვადასხვა ხერხის


გამოყენებით დაიწყებს სქესობრივი კავშირის დამყარებას დაზარალებულთან, ამასთან
მნიშვნელობა არ აქვს მიიყვანს თუ არა ბოლომდე სქესობრივ აქტს.
ამდენად გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება სქესობრივი აქტის დაწყების
მომენტიდან, ვინაიდან ამ დროიდან უკვე ხელყოფილია ადამიანის სქესობრვი თავისუფლება.
გაუპატიურება ფორმალური დანაშაულია.

როდესაც დამნაშავემ მუქარის ან ძალადობის შემდგომ ნებაყოფლობით აიღო ხელი


გაუპატიურების ჩადენაზე, თუმცა ამის ჩადენის შესაძლებლობა მას გააჩნდა, ასეთი ქმედება
ჩაითვლება დანაშაულის ჩადენაზე ნებაყოფლობით ხელის აღებად. ამ შემთხვევაში მას
პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რაც მან ნებაყოფლობით ხელის
აღებამდე განახორციელა ანუ ცემისათვის ან ჯანმრთელობის დაზიანებისათვის.

სუბიექტური მხრივ გაუპატიურება ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

137-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებააა გაუპატიურება ჩადენილი სამსახურებრივი


მდგომარების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს უჭირავს ისეთი სამსახურებრივი
მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც მას შეუძლია გაიადვილოს გაუპატიურება. აქ
იგულისხმება, როგორც საჯარო სამსახურის მოხელე, ისე კერძო დაწესებულების
თანამშრომელი.
მაგალითად: 1. საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი აუპატიურებს პატიმარ ქალს. ამ
შემთხვევაში სამსახურებრივი მდგომარეობა მას უადვილებს გაუპატიურების განხორციელებას.
2. ექიმმა სამკურნალოდ მისულ პაციენტს მოტყუებით გაუკეთოს ძილის წამალი, ამ
გზით ჩააგდოს იგი უმწეო მდგომარეობაში და მას შემდეგ განახორციელოს
დანაშაულებრივი განზრახვა.

კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოება რაც გაუპატიურებას გააჩნია ეს არის გაუპატიურება,


რამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი.
ეს შედეგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს გაუპატიურებასთან ან მის მცდელობასთან.
საყურადღებოა, რომ გაუპატიურება (პირველი ნაწილი, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე
კვალიფიკაცია) მოიცავს დაზარალებლისათვის ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად
მძიმე დაზიანების მიყენებას. ხოლო თუ გაუპატიურებისას მსხვერპლს მიადგა ჯანმრთელობის
მძიმე ხარისხის დაზიანება, მაშინ მოძალადის ქმედება დაკვალიფიცირდება ამ დამამძიმებელი
გარემოებით.
„სხვა მძიმე შედეგში“ იგულისხმევა დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის
თვითმკვლელობა ან სულით ავამდყოფობის გამოწვევა. ასევე შიდსის შეყრა და სხვა.
მაგალითად: ა-მ გააუპატიურა ბ. ძალადობრივმა გაუპატიურებამ გამოიწვია ბ-ს უშვილობა, რაც
თავის მხრივ სხეულის მძიმე დაზიანებაა. ამასთან ამ ამბის გაგებისას ბ-ს მშობელმა სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა (მძიმე შედეგი).

აღნიშნული მუხლი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს როგორც არაერთგზისობას, ასევე


მის გაუპატიურების ჩდენას იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშული. აქედან გამომდინარე დამამძიმებელ
გარემოებად მიიჩნევა არა მარტო არაერთგზისობა არამედ ამ თავით გათვალიწინებული
ნებისმიერი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამ შემთხვევაში პირს ადრე
ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა არ უნდა ჰქონდეს გაქარწყლებული ან მოხსნილი.

ჯგუფური გაუპატიურებისას, რომელიც ასევე დამამძიმებელი გარემოებაა იგულისხმება


როგორც წინასწარ შეუთანხმებელი, ასევე წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული ჯგუფის
მიერ ჩადენილი გაუპატიურება. ამასთანავე აუცილებელია, რომ უშუალოდ გაუპატიურების
განხორცილებაში მონაწილეობდეს ორი ამსრულებელი მაინც. გაუპატიურების ამსრულებლად
ჩაითვლება პირი, ის ვინც 137-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ნაწილს (ძალადობა,
ძალადობის მუქარა, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ გაკავება და სხვა) მაინც ასრულებს. ამდენად,
ჯგუფური გაუპატიურების დროს არაა სავალდებულო ორივე ამსრულებელი ამყარებდეს
სქესობრივ კავშირს დაზარალებულთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯგუფურ გაუპატიურებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როცა
ორი პირი უშუალოდ აღასრულებს გაუპატიურების შემადგენლობას, მაგრამ ერთ-ერთი
შეურაცხადია, რის გამოც არ შეიძლება მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში შერაცხადი პირის ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის
137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
(მაგალითი: გომბორის სამხედრო ნაწილი)

დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან


ორსული ქალის მიმართ.
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს ორსულობის მერამდენე კვირაშია
დაზარალებული, მთავარია დამნაშვეს შეგნებული ჰქონდეს ორსულობის ფქტი. ანალოგიურია
შეზღუდული შერაცხადობის შემთხვევაშიც, დამნაშავემ უნდა იცოდეს რომ აუპატიურებს
შეზღუდულ შერაცხადს. უარყოფით შემთხვევაში ეს დამამძიმებელი გარემოება ვერ შეერაცხება
პირს.

დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის


წევრის მიმართ.
მაგალითად:
1. სახელმწიფომ მოხუცებულ პირს დაუნიშნა მზრუნველი, რომელმაც ისარგებლა მისი უმწეო
მდგომარეობით და გააუპატიურა ხსენებული მოხუცი.
2. მამინაცვალი დედის მოკვლის მუქარით აუპატიურებს სრულწლოვან გერს.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი იცნობს განსაკუთებით დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს


ა) გაუპატიურება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით (სისასტიკე იგივენაირად უნდა იქნას გაგებული როგორც 109-ე მუხლის
დამამძიმებელ გარემოებებში)

ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა. მაგალითად: გაუპატიურების


დროს დამნაშავემ დაზარალებულს ძლიერად წაუჭირა ყელში, რამაც ამ უკანასკნელის გაგუდვა
გამოიწვია. (მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირი)
გაუპატიურებას რასაც მოჰყვა დაზარალებულის გარდაცვალება ბრალის ორმაგი ფორმაა,
კერძოდ: განზრახვა გაუპატიურების მიმართ და გაუფრთხილებლობა დაზარალებულის
სიცოცხლის მოსპობის მიმართ.

გ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. ამ შემთხვევაში დამნაშავემ


ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მისი მსხვერპლი არასრულწლოვანია.

დ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი


მდგომარეობის გამოყენებით.
მაგალითად: არასრულწლოვნის წარმოდგენაში ავტორიტეტულმა პირმა დაარწმუნა
არასრულწლოვანი, რომ თუ უნდოდა ავტორიტეტულ წრეში დარჩენილიყო, უნდა
დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. (მარნეულის მაგალითი)

მუხლი 138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება

1. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-


ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით,
ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) ჩადენილი ჯგუფურად;
დ) ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 139-ე, 140-
ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ვ) ჩადენილი დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ
მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ;
ზ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა
მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ;
ბ) ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი
მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის
მიმართ;
ბ) ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია როგორც ქალის, ისე მამაკაცის


სქესობრივი თავისუფლება ან ხელშეუხებლობა.

სუბიექტი შესაძლებელია იყოს 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ობიექტური მხრივ დანაშული გამოიხატება მხოლოდ მოქმედებაში, კერძოდ:


1. მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული
ფორმით, ჩადენილი ძალადობით.
2. ჩადენილი ძალადობის მუქარით
3. ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით

ძალადობა, ძალადობის მუქარა და უმწეობის გამოყენება, ისევე უნდა გავიგოთ, როგორც


გაუპატიურების დროს. განსახილველი დანაშაული იმით განსხვავდება გაუპატიურებისაგან,
რომ აქ ადგილი არ აქვს ბუნებრივ სქესობრივ კავშირს დაზარალებულთან. დაზარალებულთან
ადგილი აქვს მამათმავლობას, ლესბოსელობას ან სხვაგვარ გაუკუღმართებულ კონტაქტს.
მამათმავლობა და ლესბოსელობა ჰომოსექსუალიზმის ნაირსახეობაა.
ჰომოსექსუალიზმი კი ნიშნავს საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი პათოლოგიურ
არაბუნებრივ ლტოლვას.
გაუკუღმართებული ფორმით ჩადენილი სქესობრივი კონტაქტი (მაგ: სექსის დროს ცემა და
სხვა) მაშინ არის დასჯადი სისხლის სამართლის კანონმდებლობით თუ იგი ჩადენილია
ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უწეობის გამოყენებით.

დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება როცა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან


უმწეობის გამოყენებით დამნაშვე დაიწყებს დაზარალებულთან გაუკუღმართებულ სექსუალურ
კონტაქტს, მიუხედავად იმისა დაამთავრებს თუ არა მას.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს მხოლოდ პირდაპირი


განზრახვით.

სსკ-ის 138-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები იგივეა რაც 137-ე მუხლისა.

მუხლი 139. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან


სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება

1. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის


სხვაგვარი ქმედების იძულება, ჩადენილი ქონებრივი დაზიანების, სახელის გამტეხი
ინფორმაციის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან ისეთი ცნობის
გახმაურების მუქარით, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის
უფლება, ანდა დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე, 138-ე, 140-ე და 141-
ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
გ) ჯგუფურად;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის
ან ოჯახის წევრის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება:
ა) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;
ბ) ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

აღნიშნული დანაშაულის სსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სქესობრივი


თავისუფლება და ხელშეუხებლობა. დამატებითი ობიექტი შესაძლებელია იყოს ადამიანის
პატივი და ღირსება.
სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში ისევე


უმოქმედობაშიც. კერძოდ: ჩამდენი სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად იყენებს
იძულების სხვადასხვა ხერსხ. ერთ-ერთი ასეთი ხერხია სახელგამტეხი ცნობის გახმაურების
მუქარა. იგი გამოიყენება ისეთი ცნობის გადაცემის მუქარაში სხვა პირისათვის, რაც სახელს
გაუტეხს დაზარალებულს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს ეს ცნობა ნამდვილია თუ გამოგონილი
დანაშაულში იმხილება პირი თუ ამორალური საქციელის ჩადენაში. კვალიფიკაციისათვის ასევე
არ აქვს მნიშვნელობა სახელგამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა იმწუთიერია თუ იგი
მომავლისკენაა მიმართული. (პარალელი გავავლო გამოძალვასთან)
ქონებრივი დაზიანების მუქარა გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას
დაზარალებულზე. მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც უძრავი ისე მოძრავი ნივთის
დაზიანებისაკენ. აღსანიშნავია, რომ ეს მუქარა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. უმნიშვნელო ქონების
მუქარის შემთხვევაში არ გვექნება 139-ე მუხლის შემადგენლობა. იმ შემთხვევაში თუ 139-ე
მუხლის განხორციელების შედგომ დამნაშვე რეალურად აღასრულებს მუქარას და
გაანადგურებს ან დააზიანებს დაზარალებულის ქონებას, სახეზე გვექნება დანაშაულთა
ერთობლიობა - როგორც 139-ე მუხლი, ასევე 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება).
დამნაშავესთან მატერიალურ დამოკიდებულებას ადგილი აქვს მაშინ, როცა დაზარალებული
არსებობისათვის აუცილებელ სახსრებს იღებს დამნაშავისგან - კვება, სწავლა, ჩაცმა, მკურნალობა
და ა.შ. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას იყენებს დამნაშვე იმისათვის, რომ აიძულოს პირი
მასთან სექსუალურ კონტაქტზე. ამასთან ასეთი ქმედების ჩადენა შესაძლებელია
უმოქმედობითაც.
„სხვაგვარ დამოკიდებულებად“ უნდა მივიჩნიოთ მასწავლებლისა და მოსწავლის, ლექორისა
და სტუდენტის, გამომძიებლისა და ბრალდებულის, მწვრთნელისა და სპორცმენის
დამოკიდებულება და ა.შ. ეს ისეთი დამოკიდებულებაა, როცა პირის მდგომარეობა
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი ცხოვრების წესი და მომავალი მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული მეორე პირზე და ამ დამოკიდებულების გაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა
დაკავშირებული. დამნაშვე იყენებს სწორედ ამ მომენტს, რათა აიძულოს პირი მასთან
სექსუალურ კონტაქტზე.
ამ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება აშკარად ნაკლებია, ვიდრე გაუპატიურებისა,
ვინაიდან ამ შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულის ჯანმრთელობასა და
სიცოცხლეს. ამასთან პირს აქვს დრო დაფიქრდეს დამნაშვის წინადადებაზე, აწონდაწონოს
ვითარება, სხვა პირებს მიმართოს საშველად და ა. შ.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაულის ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა
შესაძლებელი, ხოლო მოტივი და მიზანი უმეტესწილად სექსუალური ხასიათისაა მაგრამ არ
არის გამორიცხული სხვა მოტივებიც, როგორიცაა შურისძიება და სხვა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებებს, ისინი 137-138 მუხლების ანალოგიურია და უნდა


გავიგოთ იგივე შინაარსით.

მუხლი 140. სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს


მიუღწევლის სხეულში

1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი


შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) არაერთგზის;
ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−139-ე და 141-ე
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის სქესობრივი
ხელშეუხებლობა. მისი მორალური, ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება.
დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც ვაჟი, ისე გოგონა, რომელსაც არ მიუღწევია 16
წლამდე. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკამდე მოზარდთან სქესობრივი კავშირი, ზნეორბივი
თვალსაზრისით ხელს უწყობს მის გარყვნას. ბიოლოგიური კუთხით კი ხელს უშლის ნორმალურ
ფიზიკურ განვითარებას, ვინაიდან 16 წლამდე მოზარდი სქესობრივად ჯერ კიდევ
მოუმწიფებელია. აქედან გამომდინარე 16 წლამდე ასაკის მქონე მოზარდთან სექსუალური
კონტაქტი, თუნდაც ნებაყოფლობით დაუშვებელია.

ეს დანაშაული იმით განსხვავდება გაუპატიურებისაგან, რომ იგი დაზარალებულის


თანხმობითა და სურვილით ხორციელდება. ამასთან ერთად დაზარალებული არ იმყოფება
უმწეო მდგომარეობაში.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა გვექნება მაშინაც, როცა სრულწლოვანმა ცოლად
შეირთო 16 წელს მიუღწეველი გოგონა. (მაგალითი: მცხეთაში. მოვუყვე როგორ იგებენ სამართალდამცავები
და რა ზომებს მიმართავენ)

დანაშაულის ამსრულებელია შერაცხადი სრულწლოვანი 18 წლის პირი. ანუ ვისაც უკვე


შეუსრულდა 18 წელი.
თუ არასრულწლოვანი ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს ამყარებს 16 წელს
მიუღწეველთან, დანაშაულის შემადგენლობა საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან ამ დროს ძნელია
გაირკვეს ამ ორი არასრულწლოვანიდან რომელია დამნაშავე და რომელი დაზარალებული.

მუხლი 141. გარყვნილი ქმედება

1. ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის


წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირის ან ორსული ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის
მიმართ;
ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

საინტერესოა რით განსხვავდება გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველთან იმავე პირთან


გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტისაგან (140-ე მუხლი). გაუკუღმართებული
სექსუალური კონტაქტის დროს დამნაშავე ფიზიკურად სექსუალურ კავშირს ამყარებს 16 წელს
მიუღწეველთან გაუკუღმართებული ფორმით. ასეთი კონტაქტი გარეგნულად სქესობრივი
კავშირის იმიტაციით ხასიათდება. გარყვნილი ქმედების დროს კი დამნაშავე დაზარალებულთან
არ ამყარებს სქესობრივ კონტაქტს, არამედ სხვაგვარი ქმედებით ახდენს მის გარყვნას.
გარყვნილი ქმედება შეიძლება ორი სახის იყოს: ფიზიკური ან ინტელექტუალური.

ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა, მაშინ რომცა 16 წელს მიუღწეველი მოზარდის თვალწინ
სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა პირთან ანდა
საკუთარ სხეულზე ახდენს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. ფიზიკური გარყვნილი ქმედება
სახეზეა მაშინაც, როცა დამნაშვე 16 წელს მიუღწეველს ასწავლის, თუ როგორ განახორციელოს
საკუთარ სხეულზე გარყვნილი ქმედება.
ინტელექტუალური გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე თვითონ არ ახორციელებს
სექსუალური ხასიათის მოქმედებას. იგი 16 წელს მიუღწეველს ესაუბრება სექსუალური
ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რამაც შეიძლება მოზარდში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიოს.
ინტელექტუალური გარყვნილი ქმედება სახეზეა აგრეთვე, როცა პირი მოზარდს უ|ჩვენებს
პორნოგრაფიულ ნაწარმოებს (ფილმს, სურატებს და ა.შ.)

ასეთი დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი


პირის სქესობრივი თავისუფლება.

ობიექტური მხარე გამოიხატება ნებისმიერ ისეთ ქმედებაში, რითაც ხორციელდება


დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ან ინტელექტუალური გარყვნილი ქმედება.

გარყვნილი ქმედება ფორმალური დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება, როცა პირი 16


წელს მიუღწეველთან ჩაიდენს ინტელექტუალურ ან ფიზიკურ გარყვნილ ქმედებას ძალადობის
გარეშე. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის მნიშვნელობა არ აქვს მოახერხა თუ არა
დამნაშავემ 16 წელს მიუღწეველი პირის გარყვნა.

განსახილველი დანაშაულის ამსრულებელია შერაცხადი და სრულწლოვანი (18 წლის) პირი


(როგორც ქალი, ისე მამაკაცი).
სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს
კვალიფიკაციისათვის, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირი
განზრახვითაა ჩადენილი.

თავი XXIII
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების
წინააღმდეგ
ამ თვით გათვალისწინებული დანაშაულებისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი
ობიექტია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ადამიანთა
ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი.
დაზარალებულად გვევლინებიან, როგოც საქართველოს მოქალაქენი, ისე უცხოელები და
მოქალაქეობის არ მქონე პირები, რომლებიც მუდმივად თუ დროებით ცხოვრობენ
საქართველოში.
ობიექტური მხარე უმეტესწილად მოქმედებაშია გამოხატული. მაგ: (143-ე მუხლი)
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა მხოლოდ მოქმედებით შეიძლება იქნეს ჩადენილი და სხვა.
ამ თავით გათვალისწინებულ დანაშულთა ნაწილი მატერიალური შემადგენლობისაა, ე. ი.
მათი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია შედეგის დადგომა, მაგალითად, ადამიანთა
თანასწორუფლებიანობის დარღვევა (142-ე მუხლი), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირის უფლებების შეზღუდვა (1422-ე მუხლი), განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, რამაც
მძიმე შდეგი გამოიწვია (147-ე მუხლის მესამე ნაწილი) და ასე შემდეგ, ხოლო ნაწილი კი
ფორმალურ დანასაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
დანაშაულის დროს, ადგილს, ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისას მნიშვნელობა არ
ენიჭება.
ბრალის ფორმის მიხედვით კი ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულები უმეტეს წილად
განზრახვითაა ჩადენილი.
მუხლი 142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა

1. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი ენის, სქესის, ასაკის,


მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური
კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის
მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და
გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რამაც
არსებითად ხელყო ადამიანის უფლება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან/და
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

განსახილვევლი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


თავისუფლება დათანასწორობა, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონტიტუციით
(მუხლი 14) – „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია
განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა
შხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა,
ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში. კერძოდ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის
დარღვევაში, რაც შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.
უმოქმედობის მაგალითია, როცა ამა თუ იმ ერის წარმომადგენლებს არ უწევენ მომსახურებას
საყოფაცხოვრებო მომსახურებას ამათუ იმ დაწესებულებაში.
მოქმედების მაგალითია, როცა რომელიმე ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლებს
დაბრკოლების შექმნით არ აძლევენ საშუალებას ისარგებლონ ტრანსპორტით, მაღაზიაში
მომსახურებით და სხვა.
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარისათვის აუცილებელი ნიშანია ის, რომ
თანასწორუფლებიანობის დარღვევას ადგილი აქვს არა ნებისმიერი ადამიანის მიმართ, არამედ
რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის მიმართ, ეს ნიშნებია: რასა (მაგ. ყვითელკანიანი), კანის
ფერი, სალაპარაკო ენა (მაგ. რუსულენოვანი) სქესი, რელიგიისადმი დამოკიდებულება (მაგ.
მუსულმანური) აღმსარებლობა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება, ეროვნული, ეთნუიკური,
სოციალური კუთვნილება, რომელიმე წოდებისადმი ან საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი
კუთვნილება (მაგ. რომელიმე კავშირის წევრი), წარმოშობა, საცხოვრებელი ადგილი ან
ქონებრივი მდგომარეობა (მაგ. სოციალურად დაუცველი - ღარიბი) მაგალითად ისეთი კანონის
მიღება, რომელიც პირს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დასაკავებლად
ავალდებულებს წარმოადგინოს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი არის სოლიდური
სიმდიდრის მფლობელი.
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თანასწორუფლებიანობის დარღვევა ნიშნავს უფლებების
შეზღუდვას საქართველოს ტერიტორიის რომელიმე ნაწილში ცხოვრების ნიშნის მიხედვით (მაგ.
სოფლად ცხოვრების ნიშანი) ამდენად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
თანასწორუფლებიანობის დარღვევად არ ჩაითვლება ის შემთხვევა, როცა პირს არჩევნებში
მონაწილეობისათვის (როგორც პასიური, ისე აქტიური საარჩევნო ხმის უფლება) მოეთხოვება
საქართველოში გარკვეული დროით ცხოვრება.
სსკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის
საკმარისი არ არის მხოლოდ ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც არღევს ადამიანის
თანასწორუფლებიანობას, არამედ აუცილებელია ამას შდეგად მოჰყვეს ადამიანის უფლების
არსებითი ხელყოფა. ამდნად, სახეზეა მატერიალური დანაშული.
ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალურ, ისე
მორალურ ზიანში. მაგალითად, მატერიალური ზიანი სახეზეა მაშინ, როცა ბაზრის მოვაჭრეები
საშუალებას არ აძლევენ რომელიმე ერის წარმომადგენლებს, გამოიტანონ ბაზარზე თავიანთი
ნივთი გასაყიდად. მორალური ზიანი სახეზეა მაშინ, როცა, რომელიმე ერის წარმომადგენლებს
არ ეძლევათ შესაძლებელი ისარგებლონ ხელოვნებისა თუ კულტურის მიღწევით (მაგ. ნახონ
სპექტაკლი, დაათვალიერონ ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და სხვა) ხელყო თუ არა
არსებითად ადამიანის უფლება თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტმა. ეს საკითხი ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ მიყენებული მატერიალური და
მორალური ზიანის შეფასების შედეგად.
სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი,
ისე არაპირდაპირი განზრახვით.
სსკ-ის 142-ე მუხლის მეორე ნაწილით ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედების
ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აქ სახეზეა სპეციალური სუბიექტი. იგი
შეიძლება იყოს, როგორც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ასევე კერძო ორგანიზაციის
ხელმძღვანელი პირი. სამსახურებრივი მდგომარეობა შეიძლება გამოიყენოს ორგანიზაცია-
დაწესებულების რიგითმა მუშაკმაც, მაგ: სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი (სკოლის
დირექტორი ან უნივერსიტეტის რექტორი), არ იღებს სასწავლებელში ამა თუ ეროვნების
წარმომადგენელს, ან რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელი სამუშოზე არ იღებს რომელიმე
სქესის წარმომადგენელს, მაგ: ქალს, იმ სამსახურში სადაც კანონით ასეთი შეზღუდვა არ არის
დაწესებული, ან და სალონში სტილისტები არ ემსახურებიან რომელიმე რასის
წარმომადგენლებს და სხვა.
შემდეგი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ასეთი
შედეგი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა შორის კონფლიქტში,
საწარმოო პროცესის დიდი ხნით შეწყვეტაში, დიდ მატერიალურ ზარალში,
ტრანსპორტისმოძრაობის გარკვეული დროით შეფერხებაში და სხვა. ამ შედეგების მიმართ
ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც გაუფრთხილებლობას, ისე განზრახვას.
მუხლი 1421. რასობრივი დისკრიმინაცია

1. რასობრივი დისკრიმინაცია, ესე იგი ქმედება, ჩადენილი ეროვნული ან


რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და
ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური
კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი
შეზღუდვა ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭება, რამაც
არსებითად ხელყო მისი უფლება, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

დისკრიმინაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს უფლებების შეზღუდვას,


თანასწორუფლებიანობის წართმევას.
ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ანდა ეროვნული პატივისა
და ღირსების მიზნით ჩადენილი ქმედება შეიძლება გამოიხატოს რომელიმე ერის ღირსების
საჯარო დისკრიმინაციაში, რაც გამოიხატება ამ ერის დამცირებაში მიუღებელი ფორმით.
მაგალითად, პირი საქვეყნოდ აცხადებს, რომ ეს ერი გამოირჩევა გონებრივი სიჩლუნგით, მისი
ადგილი არ არის კულტურულ საზოგადოებაში. ასეთი ქმედება შეიძლება გამოიხატოს ასევე ამა
თუ იმ ერის სულიერი სიწმინდისადმი შეურაწმყოფელ ქმედებაში, ამა თუ იმ ერის კულტურული
დაწესებულების (მაგლაითად სომხური თეატრის) მუშაობის შეფერხებაში დაბრკოლებების
შექმნაში, ამა თუ იმ რასის კუთვნილი სასაფლაოების (მაგ. ებრაელური სასაფლაოებს)
წაბილწვაში და სხვა.
დანაშაული ფორმალურია და აღნიშნული ქმედებების ჩადენისთანავე ეს დანაშული
ჩაითვლება დამთავებულად და არ აქვს მნიშვნელობა ამ ქმედებებს მოჰყვა თუ არა რაიმე მძიმე
შედეგი.
ამ დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული პირი.
სუბიექტურ მხრივ მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით იგი
განზრახი დანაშაულია.

რასობრივი დისკრიმინაცია უნდა განვასხვაოთ ადამიანთა თანასწორუფლებიანობისაგან - 142-ე


მუხლი.
✓ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისას დაზარალებულთა წრე უფრო ფართოა
ვიდრე რასობრივი დისკრიმინაციის დროს, კერძოდ: 1421-ე მუხლით დაზარალებული შეიძლება
იყოს პირი ეროვნების, რასის, კანის ფერის, სოციალური კუთვნილების, ეთნიკური
წარმომავლობის ნიშნით. ხოლო 142-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას
დაზარალებული გარდა ზემოთჩამოთვლილისა დამატებით შეიძლება იყოს პირი ენის, სქესის,
რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების,
საცხოვრებელი ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით.
✓ ქმედების რასობრივი დისკრიმინაციით კვალიფიკაციისათვის ზოგ შემთხვევაში მიზანს
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ადამიანთათანასწორუფლებიანობის დარღვევისას
მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.
✓ რასობრივი დისკრიმინაცია არის ფორმალური დანაშაული, ხოლო ადამიანთა
თანასწორუფლებიანობის დარღვევა მატერიალური შემადგენლობისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ
აუცილებელია ქმედებას შედეგად მოჰყვეს ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა.

მოცემული მუხლის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება ჩადენილი


სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშიძალადობით ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარით.

სიცოცხლისათვის საშიშია ისეთი ძალადობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს


დაზარალებულის სიკვდილი, მაგ: ბლაგვი საგნის (არმატურის) ძლიერად დარტყმა თავის არეში,
მაღალი სართულიდან გადმოგდება, პოლიეთილენის პარკის თავზე ჩამოცმევა და ა. შ.
ჯანმრთელობისათვის საშიშია ისეთი ძალადობა, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს
მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე ხარისხის დაზიანება. მაგალითად: ცემა, წამება, კიდურების
გადამტვრევა და სხვა. აღნიშნული მუხლი მოიცავს 120-ე და 118-ე მუხლებს, ხოლო მძიმე
დაზიანების მიყენებისას უნდა მოხდეს ქმედების დანაშულთა ერთობლიობით
1
დაკვალიფიცირება. 142 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 117-ე მუხლით.

შემდეგი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის


მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ამ შედეგების მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა, ანუ სახეზეა
ორმაგი ე. ი. რთული ბრალი - განზრახვა 1421-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილებით
გათვალისწინებული დანაშაულების მიმართ და გაუფრთხილებლობა სიკვდილის ან სხვა მძიმე
შედეგის მიმართ.
(რუსთაველის გამზირზე მომხდარი მაგალითი)

მუხლი 1422. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების


შეზღუდვა
1. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირისათვის კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით
მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი
უფლება, −
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი არაერთგზის;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საზოგადოების წევრთა უმრავლესობა შედგება


პრაქტიკულად ჯანმრთელი პირებისაგან, რომელთაც აქვთ უნარი შეუზღუდავად გამოავლინონ
თავიანთი ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობანი. ამასთანავე, ჩვენს გვერდით
ცხოვრობენ ის ადამიანებიც, რომელთა ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობა
შეზღუდულია. ესენი არიან პირველი, მეორე ან მესამე ჯგუფის ინვალიდები. სახელმწიფოები
ვალდებულნი არიან განსაკუთრებულად დაიცვან მათი უფლებები, რათა ეს პირები არ
აღმოჩნდნენ ცხოვრებისათვის აუტანელ პირობებში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს
კანონმდებლობითა (მაგ: შრომის კანონმდებლობით) და საერთაშორისო ხელშეკრულებებით
(1958 წლის კონვენვია შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის შესახებ) დადგენილია
ინვალიდთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები (მაგალითად: შრომის უფლება და ზოგიერთი
შეღავათი ამ უფლებასთან დაკავშირებით შეღავათები სამუშაოზე მიღებისას და დათხოვნისას,
ასევე დასვენების უფლება და სხვა).

ამ დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია შეზღუდული


შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები და ჩადენისას დაზარალებულად გვევლინება
მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - ინვალიდი.

დანაშაულის ამსრულებელი ანუ სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.


დანაშაულის ობიექტური მხარე სახეზეა, როდესაც ინვალიდს უარს ეუბნებიან იმ უფლების
განხორციელებაზე, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონით ან საერთაშორისო
ხელშეკრულებით. ამდენად, მართლზომიერად ჩაითვლება უარის თქმა იმ საქმიანობის
შესრულებაზე, რომელიც ინვალიდს ეკრძალება კანონით. მაგალითად საწარმოს ხელმძღვანელი
უარს ეუბნება პირველი ჯგუფის ინვალიდს, რომელსაც სურს მიიღონ მიწისქვეშა სამუშაოზე.
ასეთი უარი კანონიერია და იგი დანაშულის შემადგენლობას არ გვაძლევს. დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს ისეთი ქმედება, როდესაც ინვალიდს უარს ეუბნებიან უფასო მგზავრობაზე, როცა
შესაბამისი აქტით უფლება აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს უფასოდ ან უარს
ეუბნებიან ურიგოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება როცა ასეთი უფლება
გათვალისწინებულია ნორმატიული აქტით.
სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია.

აღნიშნულ ნორმას გააჩნია შემდეგი სახის დამამძიმებელი გარემოებები:


✓ არაერთგზისობა
✓ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
✓ რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა
✓ რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
აღნიშნული გარემოებებზე აღარ შევჩერდებით ვინაიდან ისინი შინაარსობრივად უკვე
განვიხილეთ ზემოთ მოყვანილ მუხლების აღწერისას.

მუხლი 143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა

1. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ბ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ
დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან
უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ადამიანის თავისუფლება ხელშეუხებელია და ყველა


პირს გააჩნია თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ამდენად სასამართლოს გადაწყვეტილების
გარეშე არავის არ აქვს უფლება თავისუფლება აღუკვეთოს ან სხვაგვარად შეუზღუდოს იგი პირს.

ამდენად ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი გადაადგილების უფლება.

სუბიექტი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. აღსანიშნავია


ის გარემოება, რომ სამართალდამცავი, რომელსაც გააჩნია დაკავების უფლება და თავისი
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ აკავებს პირს, ამ დანაშაულის
სუბიექტი არ შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში საქმე გვექნება 147 მუხლის შემადგენლობასთან
(განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება) და არა 143 მუხლთან, ხოლო თუ სამართალდამცავი
არ იმყოფება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მაშინ პირიქით საქმე გვექნება
143-ე მუხლთან.

ობიექტურ მხრივ თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება ჩადენილი იყოს, როგორც


მოქმედებით, ისე უმოქმედობით, მაგ: ბინაში ან დაწესებულებაში მყოფ პირს არ ურებენ კარებს -
(უმოქმედობა); ან პირი მიაბეს ხეზე - (მოქმედება).
აღნიშნული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება და მას არ
სჭირდება რაიმე შედეგის დადგომა. თავად გადაადგილების შეზღუდვა უკვე დანაშაულია.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს ადამიანის მოტაცებით. მაგ:


ცოლად შერთვის მიზნით ქალი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში და მისი ნების
საწინააღმდეგოდ გაიტაცეს.

ამდენად თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით


დაკავებასთან, როცა მას ფაქტიურად წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების
შესაძლებლობა.

დაკავების ხანგრძლივობას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში


მიიღება სასჯელის დანიშვნისას.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქვე უნდა გამოირიცხოს
მძევლად ხელში ჩაგდების მიზანიც. მაგალითად გიორგიმ დათოს მამისთვის ფულის
მოსათხოვად მოიტაცა დათო. გზაში დათომ შეძლო გათავისუფლება და გაიქცა. ამ შემთხვევაში
გვექნება მძევლად ხელში ჩაგდების მცდელობა და არა 143 მუხლი.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი.

მოცემულ დანაშაულს გააჩნია შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: თავისუფლების


უკანონო აღკვეთა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით; უცხოეთის
ოფიციალურ წარმომადგენლებად ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას
დაქვემდებარებულის მიმართ; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების
მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; არაერთგზის; ორი ან მეტი პირის მიმართ;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ; სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობით ან
ასეთი ძალადობის გამოყენების მუქართ; ორგანიზებული ჯგუფის მიერ; რამაც გამოიწვია
დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შდეგი.

დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანა დამამძიმებელ გარემოებად ჩამოყალიბდა იმ


მოტივით, რომ ფაქტიურად რთულდება დაზარალებულის საზღვარგარეთიდან დაბრუნება
თვის საცხოვრებელ ადგილას. გარდა ამისა არსებობს სასიშროება დაზარალებული გახდეს
ადამიანით ვაწრობის მსხვერპლი.
უცხოეთის ოფიციალურ წარმომადგენლებად ან საერთაშორისო სამართლებრივ დაცვას
დაქვემდებარებულ პირებად ითვლებიან უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის
ხელმძღვანელები, უცხო სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით
იმყოფებიან საქართველოში. სამშვიდობო მისიის წასრმომადგენლები, უცხო ქვეყნიდან
აკრედიტებული დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები. მათ მიმართ თავისუფლების უკანონო
აღკვეთამ შესაძლოა გაართულოს სახელმწიფოებს შორის ურთიართობა.

ხშირ შემთხვევასი თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავის მხრიდან ხორციელდება მის


მიერ უკვე ჩადენილი დანაშაულის დაფარვის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების
განხორციელების გაადვილების მიზნით. მაგ: დამნაშავე ყაჩაღური თავდასხმისას ხელ ფეხს
უკრავს ოჯახის წევრებს, რათა მათ ხელი არ შეუშალონ დანაშაულის ჩადენაში.

(მაგალითი: მთაწმინდაზე ღამის კლუბში სპეციალურად გაზრდილი საფასურის გადაუხდელობის გამო მოვუყვე)

მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების


განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით,
მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან
ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან
მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის
მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,
ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
გ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
დ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
ე) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის ექსპლუატაციად მიიჩნევა
დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით:
ა) შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება;
ბ) სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება;
გ) პირის დანაშაულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა
ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმა;
დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის იძულებით ან
მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება;
ე) ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში
ჩაყენება. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის
ისეთი მდგომარეობის შექმნას, როდესაც ის ანაზღაურებით, არაადეკვატური
ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს
სამუშაოს ან ეწევა მომსახურებას და მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე
დამოკიდებულების გამო. პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს, მათ
შორის:
ე.ა) პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან
განზრახ ხელყოფით;
ე.ბ) თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი
გადაადგილების კონტროლით;
ე.გ) ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და
სატელეფონო კონტაქტის, შეზღუდვით ან კონტროლით;
ე.დ) იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით.
2. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის პირის წინასწარგანზრახულ
ექსპლუატაციაზე მის თანხმობას მნიშვნელობა არ აქვს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ბოლო პერიოდში კრიმინალურ ბიზნესს, კიდევ ერთი სარფიანი სფერო დაემატა. ესაა
ადამიანით ვაჭრობა. ადამიანი ყიდვა-გაყიდვის ობიექტად იქცა. შეიქმნა მთელი რიგი
დანაშულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც ნაყიდ ან სხვა გზით უკანონოდ მოპოვებულ
ადამიანებს შემდგომში იყენებენ ისეთი საქმის შესრულებისათვის, რაც მოგების მიღებასთანაა
დაკავშირებული.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის


ობიექტია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი უფლება და
თავისუფლება, კერძოდ: ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის უფლება,
ადამიანის თვისუფლების ხელშეუვალობა, მისი უფლება, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი და
საქმიანობის სფერო, მისი პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა.

დანაშაულის სუბიექტია ნებისმიერი 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი.

დანაშაული დამთავრებულია ნორმაში ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერთის


ჩადენისთანავე და არაა სავალდებულო რაიმე მძიმე შედეგის დადგომა. ამდენად, სახეზეა
ფორმალური დანაშული.

„ადამიანის ყიდვა“ „ადამიანის გაყიდვა“ შეიძლება მოხდეს ფულის გადახდით, რაიმე ნივთში
გაცვლით, ვალში ჩათვლით. ყიდვის შემდეგ ადამიანი გადადის მყიდველის განკარგულებაში. ამ
დანაშაულისათვის სისხლისსამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება როგორც
გამყიდველი ისე მყიდველიც.

„ადამიანის მიმართ სხვა უკანონო გარიგების“ განხორციელებას ადგილი აქვს მაშინ, როცა
ადამიანის შემძენი მის გამსხვისებელს ჰპირდება, რომ ხელს შუწყობს სამეწარმეო საქმიანობის
წამოწყებაში ან საკუთარი შემოსავლიდან პერიოდულად გადაუხდის გარკვეულ პროცენტს,
მოაწყობს სამუშაოზე, ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ გამგზარებაზე, ჩამოაშორებს კონკურეტს
ბიზნესში და ა. შ. (მაგ: ვიზები)

ადამიანით ვაჭრობის ობიექტური მხარის შემდეგი ნიშანია ადამიანის გადაბირება, გადაყვანა,


გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება, მუქარით, ძალადობით, ან
იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო
მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის
ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღებად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა
შეუძლია, ანდა მისი მიღება. ამდენად, მუქარა ძალადობა და სხვა ხერხის გამოყენება
მიმართულია ადამიანის გადაბირების, გადაყვანის, გადამალვის დაქირავების,
ტრანსპორტირების გადაცემის ან შეფარებისაკენ.
დანაშულის ერთ-ერთი ხერხია ასევე „იძულების სხვა ფორმით მისი ჩადენა.“ აქ არ
იგულისხმება ძალადობა ან მუქარა. იძულების სხვა ფორმაში უნდა ვიგულისხმოთ
დაზარალებულის სისტემატიური დამცირება, აბუჩად აგდება, რათა ის იძულებული გახდეს
დაემორჩილოს დამნაშავეს ექსპლუატაციის გაწევაზე.

ტრეფინგისათვის დამახასიათებელია ასევე დანაშაულის ჩადენის რამოდენიმე ხერხი


მაგალითად: „მსხვერპლის მოტაცება.“ მასში იგულისმება პირის ნების საწინააღმდეგოდ
დამნაშავის სასურველი მიმართულიებით მისი გადაადგილება.

„შანტაჟში“ იგულისმება სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა. ამასთან არ აქვს


მნიშვნელობა ეს ცნობები მოგონილია თუ რეალური.

„თაღლითობა“ ადამიანით ვაჭრობის ხერხია, როცა დამნაშავე მოტყუებით ეუფლება სხვის


ნივთს და შემდეგ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად (მაგ: ფულის) დაზარალებულს აბამს
ექსპლუატაციაში (მაგ: პროსტიტუციაში და ამ გზით უბრუნებს თაღლითობით დაკარგულ
ქონებას)

„მოტყუების დროს“ ადგილი აქვს ადამიანის შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა სახის დაპირებით.
დაზარალებულს ჰპირდებიან, რომ წაიყვანენ საზღვარგარეთ და მოაწყობენ
მაღალანაზღაურებად სამუშაოზე (მაგ: ძიძად), სინამდვილეში კი მიჰყავთ იმ პირთან ვინც
ყიდულობს ფულით.

ადამიანით ვაჭრობის კიდევ ერთი ხერხია „საზღაურის ანდა სარგებლის მიცემა ან მიღება
თანხმობის მისაღებად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“. აღნიშნულის
მაგალითად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი სიტუაცია: ქმარს გადასცეს ფული, რათა იგი
დათანხმდეს ცოლის ექსპლუატაციაში ჩაბმას და მოახდინოს მასზე ზეგავლენა.

ზემოაღნიშნული გარემოებები როგორც უკვე აღინიშნა არის ადამიანით ვაჭრობის ხერხები, რაც
მიმართულია უშუალოდ ამ დანაშაულის ქმედებებისაკენ. ეს ქმედებებია:

➢ ადამიანის გადაბირება
➢ გადაყვანა
➢ გადამალვა
➢ დაქირავება
➢ ტრანსპორტირება
➢ გადაცემა
➢ შეფარება
➢ მიღება

გადაბირება ნიშნავს პირის დაყოლიებას ექსპლუატაციაში, რომელიც შეიძლება განხორციელდეს


ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ხერხის გამოყენებით.
გადაყვანა ნიშნავს პირის წაყვანას თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა მიმართულებით,
რათა მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში.

გადამალვის დროს პირი მალავს ადამიანს მითითებული ხერხების გამოყენებით, რათა


მომავალში მოხდეს მისი ჩაბმა ექსპლუარაციაში. გადამალვა თავისთავად მოიცავს ადამიანის
თავისუფლების აღკვეთასაც.

ადამიანის დაქირავება ნიშნავს იმას, რომ შესასრულებული სამუშაოს საზღაური მიეცემა


დაქირავებულს, თუმცა ეს საზღაური არაადეკვატურია შესრულებული სამუშაოსი, ამდენად
ადამიანის დაქირავება ხდება ექსპლუატაციის მიზნით.

ტრანსპორტირებაში იგულისხმება ტრეფიკინგის მსხვერპლის გადაყვანა ერთი დასახლებული


პუნქტიდან მეორეში ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით.

გადაცემა ნიშნავს დანაშულის მსხვერპლის ჩაბარებას სხვა პირზე მომავალი მისი


ექსპლუატაციის მიზნით.

სუბიექტური თვალსაზრისით ადამინაით ვაჭრობა განზრახი დანაშულია. მისი ჩადენა ხდება


პირდაპირი განზრახვით.

1431მუხლს გააჩნია შენიშვნა, რომლის თანახმადაც ამ და 1432 მუხლების (არასრულწლოვნით


ვაჭრობა) მიზნებისათვის „ექსპლუატაციათ“ მიიჩნევა დამნაშავის მიერ მარტერიალური
სარგებლის მიზნით,

❖ შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება


❖ სექსუალური მომსახუერბის გაწევის იძულება
❖ პირის დანაშულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაციაში ან სხვა
ანტისაზპგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა
❖ ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით
ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება
❖ ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება.
ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის ისეთი
მდგომარეობის შექმნას, რომელსაც ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან
ანაზღაურების გარეშე, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშოს ან ეწევა მომსახურებას და
მას არ შეუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო. პირზე
დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს
o პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ
ხელყოფით
o თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების
კონტროლით
o ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო
კონტაქტის შეზღუდვას ან კონტროლის
o იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით

ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის პირის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მის


თანხმობას მნიშვნელობა არ აქვს.

რაც შეეხეება ამ დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებებს ისინი იდენტურია 143-ე მუხლის


დამამძიმებელი გარემოებებისა.

მუხლი 1432. არასრულწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)

1. არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების


განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება,
ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;
გ) ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
ვ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
ანდა უვადო თავისუფლების აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


არასრულწლოვნის პირადი უფლება და თავისუფლება,

კერძოდ: მისი პიროვნების ხელშეუხებლობა, მისი უფლება იზრდებოდეს მშობლებთან,


პატივი და ღირსება რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე
საერთაშორისო კონვენციებით, მაგ: 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციით ბავშვთა უფლებების
დაცვის შესახებ, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1994 წელს. ასევე 1996 წელს სტოქჰოლმის
მსოფლიო კონგრესზე მიღებული დეკლარაცია ბავშვთა კომერციული სექსუალური
ექსპლუატაციის წინააღმდეგ, ბავშვის გატაცებასთან დაკავშირებული სამოქალაქო ასპექტების
შესახებ კონვენცია.

ამ დანაშაულისათვის დაზარალებული არის არასრულწლოვანი ე. ი. 18 წელს მიუღწეველი


პირი. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულ პირს თავისი მცირეწლოვნობის გამო არ შესწევს უნარი
გააცნობიეროს თუ რა ქმედებას ჩადიან მის მიმართ. ასეთი დაზარალებულის ვაჭრობისას
დამნაშვის ქმედება დაკვალიფიცირდება არა პირველი ნაწილით არამედ დამამძიმებელი
გარემოებით, ანუ 1432მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - „დამნაშავისათვის წინაწრარი
შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად
დამოკიდებულის მიმართ“.

დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

სუბიექტური მხრივ არასრულწლოვნით ვაჭრობა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი


დანაშაულია, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ვაჭრობას ანხორციელებს არასრულწლოვნის
მიმართ და სურს ეს შედეგი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როცა ადგილი აქვს არასრულწლოვნის ყიდვას ან მის მიმართ სხვა
უკანონო გარიგებას შვილად აყვანის მიზნით, ქმედება დაკვალიფიცირდება არა ამ მუხლით
არამედ 172-ე მუხლით (არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების განხორციელება
შვილად აყვანის მიზნით.

საყურადღებოა ამ მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება


- არასრულწლოვნით ვაჭრობა, რამაც გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
მისი სანქცია ითვალისწინებს ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
ასეთი ქმედებისათვის სუბიექტური მხრივ ქმედება უნდა განხორციელდეს განზრახვით და არა
გაუფრთხილებლობით. ამასთან არასრულწლოვნის ტრეფიკინგსა და დამდგარ (სიცოცხლის
მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს შორის) შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

(მაგალითი: დუშეთისკენ კოშკში რომ ზრდიდა ბავშვს)

მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის


(დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა

1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული


დანაშაულის მსხვერპლის ან დაზარალებულის ისეთი მომსახურებით სარგებლობა,
რომელიც, ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად, არის ექსპლუატაცია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან
დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით;
გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა: პირი, რომელმაც ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა,
გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის
თაობაზე ინფორმაცია გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის
ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ნებაყოფლობით მიაწოდა
საგამოძიებო ორგანოებს, ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას და მის ქმედებაში არ
არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია იმ ადამიანთა


უფლებები (პატივი, ღირსება), რომლებიც ცნობილნი არიან მსხვერპლად ამ კოდექსის
1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას.

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ასეთი პირებისაგან ისეთი


მომსახურების მიღებაში, რომელიც 1431 მუხლით წარმოადგენს ადამიანის
ექსპლუატაციას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ ექსპლუატაციად ითვლება:

❖ შრომის ან მომსახურების გაწევის იძულება


❖ სექსუალური მომსახურების გაწევის იძულება
❖ პირის დანაშულებრივ საქმიანობაში, პროსტიტუციაში, პორნოგრაფიაში ან სხვა
ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმა.
❖ ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ან ქსოვილის იძულებით ან მოტყუებით
ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება
❖ ადამიანის მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება.
ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის ისეთი
მდგომარეობის შექმნას, რომელსაც ანაზღაურებით, არაადეკვატური ანაზღაურებით ან
ანაძღაურების გარეშ, სხვა პირის სასარგებლოდ ასრულებს სამუშოს ან ეწევა მომსახურებას და
მას არ შუძლია ამ გარემოების შეცვლა ამ პირზე დამოკიდებულების გამო.

პირზე დამოკიდებულება შეიძლება გამოწვეული იყოს


o პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ჩამორთმევით, კონტროლით ან განზრახ
ხელყოფით
o თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვით ან თავისუფალი გადაადგილების
კონტროლით
o ოჯახის წევრთან ან სხვა პირთან კომუნიკაციის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო
კონტაქტის შზღუდვით ან კონტროლით
o იძულებითი ან დამაშინებელი გარემოს შექმნით
აქედან გამომდინარე ეს ნორმა დასჯადობას აწესებს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც არ
განუხორციელებიათ ადამიანით ან არასრულწლოვნით ვაჭრობია, თუმცა მათ შეგნებული აქვთ,
რომ ექსპლუატაცია უწევენ ტრეფიკინგის მსხვერპლს და სურთ კიდევაც მისი ასეთ
მდგომარეობაში ყოფნა.

სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ


აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი.

აღნიშნულ მუხლს აქვს იგივე დამამძიმებელი გარემოებები რაც 1431 მუხლს.

მუხლი 144. მძევლად ხელში ჩაგდება

1. მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით


აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება,

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ე) შვიდ დღეზე მეტი ხნით;
ვ) ანგარებით;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან
უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ;
თ) უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო სამართლებრივ
დაცვას დაქვემდებარებულის მიმართ;
ი) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თვრამეტ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მძევლად ხელში ჩაგდება საერთაშორისო ტერორისტული დანაშაულების ერთ-ერთი


ნაირსახეობაა. მას აწესრიგებს საერთაშორისო კონვენცია „მძევლების აყვანის შესახებ.“

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი


თავისუფლება და უშიშროება.

დანაშაულის სუბიექტი 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირია.

ობიექტური მხარე მძევლად ხელში ჩაგდებისა ხორციელდება ადამიანის თავისუფლების


მართლსაწინააღმდეგო შეზღუდვით. იგი შეიძლება განხორციელდეს ძალადობით. ამ დროს
მძევლად ხელში ჩაგდებულს შეზღუდული აქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება,
წართმეული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტის შესაძლებლობა.

განსხვავებით თავისუფლების უკანონო აღღკვეთისგან მძევლად ხელში ჩაგდებულის


განთავისუფლება დამოკიდებულია იმაზე შეასრულებენ თუ არა მესამე პირები ან ორგანიზაცია
იმ მოთხოვნას, რაც დაყენებულია დაზარალებულის განთავისუფლების საფუძვლად. ანუ
სახეზე გვაქვს ე.წ. სამმხრივი ურთიერთობა -- დამნაშავე, წამებული და მოთხოვნის ადრესატი.

მესამე პირები შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირები, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე
მოქალაქეობის არ მქონენი ან უცხოელები, ხოლო ორგანიზაციაში იგულისხმება კერძო
სამართლის ორგანიზაციები. აქ არ შედიან საერთაშორისო ან რელიგიური ორგანიზაციები, ასევე
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (საკანონმდებლო ან სასამართლო ორგანოები)
რადგნაც მათზე ულტიმატუმის წაყენების შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა 144-ე
მუხლით არამედ 329-ე მუხლით - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.

მძევლად ხელში ჩაგდება არის ფორმალური დანაშაული. იგი დამთავრებულად ითვლება


ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს მძიმე შედეგის
დადგომას. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოასწრებს თუ არა დამნაშვე მესამე პირზე ულტიმატუმის
წაყენებას ან რამდნად შესრულდა ულტიმატუმი.

დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დროს, რომლის განმავლობაშიც პირი


მძევლადაა ხელში ჩაგდებული. დროის ხანგრძლივობა (7 დღეზე მეტი ვადით) ითვლება ამ
დანაშაულის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად.

მძევლად ხელში ჩაგდება დენადი დანაშაულია. იგი იწყება პირის მძევლად ხელში
ჩაგდებიდან და შემდეგ უწყვეტლივ მიედინება მანამ, სანამ მძევალს თვით დამნაშავე ან სხვა
პირები არ გაანთავისუფლებენ.

სუბიექტური მხრივ მძევლად ხელში ჩაგდება განზრახი დანაშაულია, კერძოდ მისი ჩადენა
ხდება პირდაპირი განზრახვით.

მძევლად ხელში ჩაგდებას ანგარებით მაში აქვს ადგილი, როცა პირი ამ დანაშაულის ჩადენით
ცდილობს მიიღოს მატერიალური სარგებელი, თავი გაინთავისუფლოს მატერიალური
პასუხისმგებლობიდან, ან ამ ქმედებას ჩადის შეკვეთით. მაგ: დამნაშავე მძევლის
განთავისუფლების სანაცვლოდ ითხოვს ფულს, ან ითხოვს მძევლის ოჯახისგან გაანადგუროს ის
ხელშეკრულება, რომლითაც მას ნაკისრი აქვს ფულადი ვალდებულება, და ა. შ.

(ბადრი ესებუას მაგალითი სამეგრელოში, ოქროს ბირჟაზე 90-ბში, ებრაელი ბავშვის მძევლობა 90-ბში.)

მუხლი 1441. წამება

1. წამება, ესე იგი პირისათვის ან მესამე პირისათვის ისეთი პირობების შექმნა ან


ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით ან ხანგრძლივობით
იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას და რომლის
მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება, პირის დაშინება ან
იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ
ჩადენილი ქმედებისათვის, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის,
სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის,
დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
კ) სამედიცინო მანიპულაციის, მედიკამენტის ან სპეციალური ინსტრუმენტის
(ხელსაწყოს) გამოყენებით;
ლ) ანგარებით;
მ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღიარების იძულების მიზნით ან მესამე
პირის ცრუ დასმენის მიზნით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. იგივე ქმედება, –
ა) ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალადობის გამოყენებით;
ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
გ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის დაცვა წამებისაგან პირის აბსოლუტური უფლებაა და მისი
გამართლება არ შიძლება რაიმე საზოგადოებრივი აუცილებლობით ან სახელმწიფოებრივი
ინტერესებისათვის. (გამონაკლისი წყლით წამება) თუმცა წამებად არ ჩაითვლება ქმედება, როცა ის
მიმართულია თავად ამ პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად, მაგ: პირს უკეთებენ
სასწრაფო ოპერაციას გაუტკივარების ანუ ნარკოზის გარეშე.

ამ დანაშაულისაგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და


ფსიქიური ჯანმრთელობა.
სუბიექტი 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირია.

წამების ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (მოქმედებას ან უმოქმედობაში)


შედეგში, (ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა) და მიზეზობრივ
კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად სახეზეა შედეგიანი ანუ მატერიალური
დანაშული.

„პირობების შექმნა“ ნიშნავს პირისათვის ადამიანური ცხოვრების პირობების მოსპობას. მაგ:


ისეთი პირობების განზრახ შექმნას როცა პირს არ აქვს შესაძლებლობა დაიძინოს, იკვებოს
ნორმალურად, დაიცვას ელემენტარული პირადი ჰიგიენა. რაც შეიძლება გამოიხატოს ხმაურიანი
ოთახის გამოყოფა, ისეთი სახლის დათმობა, სადაც არ არსებობს სველი წერტილები, საკვების
მიუცემლობა ან ძალიან მცირე დოზით მიცემა და ასე შემდეგ.

მოპყრობა გულისხმობს უფრო აქტიურ და აგრესულ მოქმედებას, მაგ: ცემა, ძალადობა,


შეურაწმყოფელი ქმედება (დაცინვა) პირის იძულება საათობით იდგეს ფეხის წვერზე
ხელებაწეული, დაიჩოქოს კენჭებზე და ა. შ. პირობების შექმნა ან მოპყრობა ცალკე აღებული
წამების ობიექტურ მხარეს მაშინ მოგვცემს თუ იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათით ან
ინტენსივობით ანდა ხანგრძლივობით და სწორედ ასეთი ქმედებები იწვევს ძლიერ ფიზიკურ
ტკივილს ან ფსიქიკურ ან მორალურ ტანჯვას.

ქმედების ხასიათში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა ეს ქმედება ერთჯერადად ჩადენის


შემთხვევაშიც როგორც წესი იწვევს 1441 მუხლში მითითებული შედეგებიდან ერთ-ერთს,
კერზოდ: ხელის ან ფეხის ფრჩხილის ამოძრობა, ან ცხელი ორთქლის სახეზე მიფრქვევა, ან
ცეცხლში ჩაგდების, ან მაღალი სართულიდან გადმოგდების რეალური მუქარა. ეს ქმედებიბი
შეიძლება არ გამოირჩეოდეს დიდი ინტენსივობით ან ხანგრძლიობი, მაგრეამ ისეთი ხასიათისაა,
რომ დაზარალებულში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური
ტანჯვა. დიდი ხნით დარჩეს ეს შიში მის ფსიქიკაში.

ქმედების ინტენსივობაში იგულისხმება ძალადობის ხასიათი და მისი უწყვეტობა. მაგ: პირის


დიდი ხნით თავდაყირა დაკიდება, სისტემატიური ცემა და სხვა.

რაც შეეხება ქმედების ხანგრძლიობას აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა თავად ქმედება
ცალკე აღებული არც ხასიათითაა გამორჩეული და არც ინტენსივობით, მაგრამ იგი გრძელდება
იმდენად ხანგრძლივად, რომ იწვევს ამ დანაშულისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ რომელიმე
შედეგს. მაგ: პირს რამდენიმე დღის განმავლობაში აიძულებენ იდგეს ცალ ფეხსზე ან იყოს
დაჩოქილი ანდა ხელებაწეული, რაც იწვევს მის მორალურ ტანჯვას.

რაც შეეხება მორალურ ტანჯვას, იგი არ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის


დაზიანებასთან, მაგრამ ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეითებას (საკუთარი თავის
უპატივცემულობას) და არასრულფასოვნების კომპექსს.
სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ განზრახვით. ამ
დანაშაულისათვის ასეთი განზრახვის არსებობის გარდა აუცილებელია მიზნის არსებობაც.
(მიზნით დაფუძვნებული დელიქტი) ეს მიზანია: ინფორმაციის მტკიცებულების ან აღიარების
მიღება, პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან
სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის. კვალიფიკაციისათვის არ აქვს მნიშვნელობა დამნაშვე
მიაღწევს თუ არა ამ მიზანს.

ამდენად, დამნაშავის მიზანი შეიძლება იყოს რაიმე ინფორმაციის (თუ სად იმალება ესა თუ ის
პირი) მტკიცებულების (მკვლელობის აღიარება ან სისხლიანი დანის მიღება) ან აღიარების
(ნაწამებმა აღიაროს, რომ ჩაიდინა დანაშული ან რაღაც ქმედება) მიღბა. ეს ქმედება უნდა
განვასხვავოთ 335-ე მუხლისაგან - სადაც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ადამიანს
აიძულებს მისცეს ჩვენება, ხოლო ექსპერტს მისცეს დაკვნა. ამდენად 1441 მუხლი ითვალიწინებს
საერთო სუბიეტს და არა სპეციალურ სუბიექტს.

წამება, როცა დამნაშავის მიზანია პირის იძულება შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე


ქმედება, იმით განსხვავდება 150-ე მუხლისაგან (იძულებისაგან), რომ ამ უკანასკნელ
შემთხვევაში არ დგება ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ან ფიზიკური ტანჯვა.

წამების ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა წამება, ჩადენილი ადამიანთა


თანასწორუფლებიანობის დარღვებით, მათი რასის კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი
დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული,
ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობის გამო.

ამ დამამძიმებელი გარემოების არსიდან აშკარად ჩანს, რომ პირის წამებისათვის არაა საჭირო
განსახილველ მუხლში მითითებული რომელიმე მიზნის არსებობა, არამედ აქ ადამიანის წამება
ხდება რასის, ეროვნების თუ სხვა ნიშნის გამო, ესი იგი სიძულვილის მოტივით.

(მაგალითი: ციხის წამება ნავთლუხი, ჩინური წამება წვეთებით, კიბის ქვეშ მოთავსება და ზემოდან ჩექმით
სიარული, ციხის მაგალითი პატიმარს სიგარეტებს რომ აწვავდნენ)

მუხლი 1442. წამების მუქარა

1. ამ კოდექსის 144 1 მუხლში აღნიშნული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის


მუქარა, განხორციელებული იმავე მიზნით, თუ ეს მუქარა არის რეალური და
იმწუთიერი, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიური ხელშეუხებლობა, ხოლო სუბიექტი


იგივეა რაც წამების დროს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში - მუქარაში, კერძოდ 1441 მუხლში


მითითებული პირობების შექმნის, მოპყრობის ან დასჯის მუქარაში. დანაშაული
დამთავრებულია მუქარის განხორციელების მომენტიდან და არ არის საჭირო რაიმე მძიმე
შედეგის დადგომა. ამდენად სახეზეა ფორმალური დანაშაული.

მუქარა შეიძლება წარმოთქმული იყოს ზეპირად, წერილობით, სატელეფონო ზარის მეშვეობით


და ასე შემდეგ.

განსახილველი დანაშულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

წამების მუქარა უნდა განვასხვავოთ 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარის


დანაშაულისაგან. ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ობიექტური, ისე
სუბიექტური შემადგენლობით . 151-ე მუხლით (მუქარით) დაკვალიფიცირდება ისეთი
შემთხვევა, როცა პირი ემუქრება ადამიანს, რომ სადმე ჩაუსაფრთება და ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენებით მოკლავს ან დაჭრის, ხოლო წამების მუქარით დაკვალიფიცირდება
შემთხვევა, როცა პირს ემუქრებიან, რომ არ მისცემენ საჭმელს და წყალს დიდი ხნის მანძილზე,
ანდა ანთებული სიგარეტით დაუწვავენ სხეულს, ნემსით დაუჩხვლიტავენ ხელს ან ფეხის
კიდურებს, მოათავსებენ ისეთ ოთახში,სადაც სინესტე და სიცივეა და ასე შემდეგ.

ამდენად, წამების მუქარის დროს დამნაშავე იმუქრება ისეთი ქმედების ჩადენით, რომელსაც
მომეტებულად არ მოჰყვება ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება და მით უმეტეს სიკვდილი,
არამედ იმუქრება ისეთი ქმედების ჩადენით, რომელსაც მოჰყვება ძლიერი ფიზიკური ტკივილი
ან ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ დანაშაულს
შორის სუბიექტური შემადგენლობა, კერძოდ: 151-ე მუხლისათვის მნიშვნელობა არ აქვს
დამნაშავის მიზანს (მუქარაის განზრახვა შეიძლება იყოს გართობაც) მაშინ, როცა წამების
მუქარისათვის მაკვალიფიცირებელია სპეციალური მიზნები - ინფორმაციის, მტკიცებულების ან
აღიარების მიღება, პირის დაშინება, იძულება ან დასჯა.

აღნიშნული მუხლი ერთი ნაწილისაგან შდგება და მას დამამძიმებელი გარემოებები არ


გააჩნია.
მუხლი 1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა

1. პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ


მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ
ტანჯვას აყენებს, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) არაერთგზის;
დ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
ე) ჯგუფურად;
ვ) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რასის, კანის ფერის, ენის,
სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა
შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების, წარმოშობის,
საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის გამო;
ზ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის,
დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში
მყოფი ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის
მიმართ;
თ) შეკვეთით;
ი) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ
წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში და მისგან გამოწვეულ შედეგში


(ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა) ანუ მიზეზობრივი კავშირი უნდა
არსებობდეს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც მიუთითებს მასზე, რომ ეს ნორმა
შედეგიან ანუ მატერიალურ დანაშულს განეკუთვნება.

დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშნებია პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური,


ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება.
დამცირებაა ისეთი ქმედება, როგორიცაა სახეში შეფურთხება, ადამიანის გატიტვლება, თავზე
სასმელის დასხმა და სხვა.

1443 მუხლში გათვალისწინებული იძულება უნდა განვასხვავოთ 150-ე მუხლით


გათვალისწინებული იძულებისაგან. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს მასში, რომ ჩვენს
მიერ განსახილველ შემთხვევაში პირის იძულებას შედეგად უნდა მოჰყვეს ძლიერი ფიზიკური
ან ფსიქიკური ტკივილი არ მორალური ტანჯვა. თუ ასეთი შედეგი იძულებას არ მოჰყვა, მაშინ
პასუხისმგებლობა დადგება 150-ე მუხლით.

არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება გამოიხატოს იგივე ქმედებაში, რაც


დამახასიათებელია წამებისათვის (1441) მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ჩვენს მიერ განსახილველ
შემთხვევაში დამნაშავეს არ ამოძრავებს ის მიზნები, რაც აუცილებელია ქმედების წამებად
კვალიფიკაციისათვის(ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება) ღირსების და
პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება კი გამოიხატება ისთი ქმედებების ჩადენაში,
რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს.

პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება გამოიხატოს ადამიანის


ცემაში სხვა პირების თანდასწრებით, მისი ქუჩაში გაგდებაში ნახევრად შიშველი ან და სრულიად
შიშველ მდგომარეობაში, მოსწავლეების თვალწინ პედაგოგისათვისთავზე რაიმე დოკუმენტის
გადახევა და სხვა.

1443 მუხლის დამამძიმებელი გარემოებები განხილულია წამების მუხლის მიმოხილვისას.

აღსანიშნავია რომ 1441, 1442, 1443 მუხლებზე არ ვრცელდება ამავე კოდექსის 71-ე მუხლით
გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

(მაგალითი: ციხეში პატიმრებს შორის დამცირებები, ჯარში მიწიანი ტომრებით რომ არბენინეს და სხვა)

მუხლი 145. დანაშაულის პროვოკაცია

დანაშაულის პროვოკაცია, ესე იგი სხვისი დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად მისი


სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას აქვს როგორც საერთო ისე განმასხვავებელი ნიშნები.


საერთო ნიშანია ის, რომ ორივე შემთხვევაში პირი დაიყოლიებს სხვას კონკრეტული
დანაშაულის ჩასადენად. დაყოლიება შეიძლება მოხდეს რჩევით, მოსყიდვით, მუქარით,
აგიტაციით და ასე შემდეგ. დანაშაულის პროვოკაციასა და წაქეზებას შორის განსხვავება ისაა,
რომ წამქეზებელს გამიზნული აქვს სხვა პირს ჩაადენინოს დანაშაული, მაგრამ არ სურს მისი
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. დანაშაულის პროვოკატორი კი იმიტომ
დაიყოლიებს სხვას დანაშაულის ჩასადენად, რომ შემდგომში იგი მიაცემინოს
სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. ამდენად პროვოკატორისათვის სხვა პირის მიერ
დანაშაულის ჩადენა მისთვის სასურველი მიზნის მიღწევის მოტივია. პროვოკაციული
საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დანაშაულის ჩასადენად. ამასთან ის პირი
ვისაც დაიყოლიებენ დანაშაულის ჩასადენად უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანაშაულის
სუბიექტის ყველა მოთხოვნას - ასაკს შერაცხადობას და სხვა. თუ დაყოლიებული არ
აკმაყოფილებს სუბიექტის სტანდარტებს, გვექნება არა დანაშაულის პროვიკაცია, არამედ
შუალობითი ამსრულებლობა.

განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა დაყოლიებული პირი დაიწყებს


დანაშაულის მომზადებას (თუ დანაშაული განსაკუტრებით მძიმე კატეგორიისაა) ან მცდელობას.
შესაბამისად დანაშაული მატერიალური კატეგორიისაა.

სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა შეიძლება პირდაპირი განზრახვით. ამასთანავე,


აუცილებელია პირს ამოძრავებდეს სპეციალური მიზანი - პროვოცირებული პირის
სისხლისსამარლის პასუხისგებაში მიცემა. მიაღწევს თუ არა დამნაშავე ამ მიზანს, მის
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია არსებობდეს ეს მოტივი. თუ ასეთი
მოტივი არ არსებობს ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულის წამქეზებით.

(მაგალითი: გამომძიებელმა ორბელიანის მოედანზე პირი რომ გააქურდინა, ნარკოტიკების მაგალითი და ა.შ.)

მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა


სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში

1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის


თავისუფლება, ღირსება და პატივი.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება შემდეგში: უდანაშაულო პირის სისხლისსამართლის
პასუხისგებაში მიცემაში. პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულად უნდა
ჩაითვალოს მაშინ, როცა პროკურორი ან მისი თანხმობით გამომძიებელი გამოიტანს
დადგენილებას პირის ბრალდების შესახებ, რაც 48 საათის განმავლობაში უნდა წარედგინოს
ბრალდებულს.

ამ დანაშაულისათვის არ არის საჭირო რაიმე შედეგის დადგომა იგი დამთავრებულად


ჩაითვლება ამ დადგენილების გამოტანის მომენტიდან. შესაბამისად დანაშაული ფორმალურია.

განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება, როცა პირის მიმართ


არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რაც მიუთითებენ პასუხისგებაში მისაცემი პირის
ბრალეულობაზე. მთავარი მიზანი ამ ნორმისა არის ის, რომ არ მოხდეს უნდანაშაულო პირის, ანუ
მტკიცებულებების არ არსებობის მიუხედავად, მისი სისხლისსამართლის პასუხისგებაში
მიცემა.

იმ შემთხვევაში თუ უდანაშაულო პირის პასუხისგებაში მიცემას მოჰყვა დაკავება, ამ


შემთხვევაში გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა 146-ე და 147-ე მუხლები (განზრახ უკანონო
დაკავება ან დაპატიმრება).

სსკ-ის 146-ე მუხლის ამსრულებელი სპეციალური სუბიექტია. ესეთად ჩაითვლება ის პირები


ვისაც კანონით მინიჭებული აქვს უფლება მისცეს პირი პასუხისგებაში ასეთებად კი
გვევლინებიან პროკურორები და გამომძიებლები, რომლებიც ბოროტად იყენებენ თავიანთ
უფლებამოსილებას.

სუბიექტური მხრივ დანაშაული გაზრახია.

დანაშაულის მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია.


იგი შეიძლება იყოს ამ პირისადმი სიძულვილი, ანგარება, შური, ეჭვიანობა და სხვა.

146-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს უდანაშაულო პირის


სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების
აღკვეთით.

მუხლი 147. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება


1. განზრახ უკანონო დაკავება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე ანდა
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე
ან უამისოდ.
2. განზრახ უკანონო დაპატიმრება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე
შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.

კანონიერი დაკავება არის ადამიანის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც


გამოიყენება მაშინ, როცა არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე ისეთი დანაშაულის
ჩადენაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

დაკავების მიზნია დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა, ასევე გაქცევის, დამალვის ან


მტკიცებულებების მოსპობის თავიდან აცილება.

დანაშულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების უფლება აქვს პოლიციის


თანამშრომელს, აგრეთვე საქართველოს შს თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროების,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ თანამშრომლებს.

გარდა ამისა დაკავების უფლება აქვს პირს, რომელიც არ არის სამართლადამცავი ორგანოს
თანამშრომელი, რომელმაც წაასწრო პირს დანაშაულის ჩადნაზე ან დააკავა დანაშაულის
ჩადენისთანავე.

დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დაკავების კანონიერი საფუძვლები მითითებულია


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 142-ე მუხლში. ამავე მუხლის მესამე
ნაწილის მოთხოვნათა დაცვით დაუშვებელია დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის
ხელმეორედ დაკავება იმავე ფაქტზე. საქართველოს კონსტიტუციის მე18-ე მუხლის თანახმად
ეჭვმიტანილის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს. დაკავებული პირი უნდა
წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. თუ
მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების
ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა
განთავისუფლდეს.

ამდენად, პირის დაკავება უკანონოდ ჩაითვლება, როცა არ არსებობს სსსკ-ის 142-ე მუხლით
გათვალისწინებული დაკავების საფუძვლებიან დაკავება განხორციელდა ამავე (სსსკ-ის 142-ე)
მუხლის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.
დაპატიმრება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთი ღონისძიების
ერთ-ერთი სახეა.

147-ე მუხლის მეორე ნაწილი დასჯად ქმედებას აწესებს უკანონო დაპატიმრებას. იგი
კანონიერად ჩაითვლება, როცა დაპატიმრება ხორციელდება მოსამართლის ბრძანებით ან სხვა
სასამართლო გადაყწვეტილებით. დაპატიმრება გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც
ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია
თავისუფლების არკვეთა ორი წლით ან მეტი ვადით.დაპატიმრება ასევე შეიძლება
გამოყენებული იქნას მაშინ, როცა ბრალდებულმა დაარღვია ნაკლებად მკაცრი აღკვეთის
ღონისძიება.

პირის დაპატიმრება უკანონოდ ჩაითვლება ასევe თუ გასულია წინასწარი პატიმრობის ვადა,


პატიმრობის ვადა კანონიერად არ არის გაგრძელებული და პირს მაინც არ ანთავისუფლებენ,
ანდა მოსამართლემ გასცა ბრძანება პირის დაპატიმრების შესახებ, მაშინ როცა ამისათვის
კანონიერი საფუძველი არ არსებობდა. ამდენად ამ ნორმის სუბიექტი შიძლება იყოს
მოსამართლე ან პატიმრობის დაწესებულების მუშაკი. (სპეციალური სუბიექტები)

ობიექტურ მხრივ ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგოც მოქმედებით ისე


უმოქმედობით, მაგალითად უმოქმედობად ჩადენილად ჩაითვლება ეს ქმედება თუ ციხის
დაწესებულების დირექტორი არ უშვებს იმ პირს, რომელსაც გაუვიდა პატიმრობაში ყოფნის
ვადა.

147-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვაისწინებულია პასუხისმგებლობა თუ უკანონო დაკავებამ ან


დაპატიმრებამ გამოიწვია მძიმე შედეგი. ამდენად ამ ნაწილისათვის აუცილებელია მძიმე
შედეგის დადგომა ანუ მატერიალური შემადგენლობა და შესაბამისად მოითხოვს მიზეზობრივი
კავშირის არსებობას უკანონო დაკავებასა და მძიმე შედეგის დაგომას შორის.

მძიმე შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სიკვდილი, ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად


მძიმე დაზიანება, თვითმკვლელობა და ა. შ.

სიკვდილის მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებლობა, ხოლო სხვა მძიმე შდეგის მიმართ
შესაძლოა სახეზე იყოს როგორც განზრახვა, ისე გაუფრთხილებლობა.

მუხლი 148. (ამოღებულია)


მუხლი 149. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან
დაკავება

1. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსება ან დაკავება, –


ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ბ) რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა
ან სხვა მძიმე შედეგი;
გ) ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ეს დანაშული არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფელბის უკანონო აღკვეთის ნაირსახეობად,


რადგან მათ შორის არის არსებითი განსხვავება. თავისუფლების უკანონო აღკვეთისას პირის
იძულებითი დაკავება არ ხდება ფსიქიატრიულ საავამდყოფოში, სადაც მას უნდა ჩაუტარდეს
იძულებითი მკურნალობა, არამედ ამ დროს პირის დაკავება ხდება სხვა ნებისმიერ ადგილას -
ბინაში, სარდაფში, ავტომანქანის საბარგულში და ა. შ. 149-ე მუხლით გათვალისწინებული
ქმედების დროს პირს არამარტო თავისუფლება აქვს უკანონოდ აღკვეთილი, არამედ იგი
მოთავსებულია სულით ავამდყოფებს შორის, სადაც მასზე უნდა განხორციელდეს იძულებითი
მკურნალობა, რაც არაა საჭირო მისი ჯანმრთელობისათვის. სწორედაც ამიტომ ეს დანაშაული
მომეტებულად საშიშია ვიდრე თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სასჯელიც შესაბამისად
მკაცრია.

პირი ფსიქიატრიულ საავამდყოფოში უკანონოდ მოთავსებულად ჩაითვლება, როცა მისი


ფსიქიკური მდგომარეობა არ ქმნის ამ პირის საავამდყოფოში იძულებით მოთავსების
აუცილებლობას, თუმცა მაინც ათავსებენ მისი ნების საწინააღმდეგოდ.

მაგალითად პირს სურს თავიდან მოიშოროს თავისი ოჯახის წევრი რაიმე პირადი მოტივით. ამ
მიზნის მისაღწევად იგი მოაწყობს ინსცენირებას, ვითომ ეს პირი მოულოდნელად გახდა
აგრესიული, თავს დაესხა ოჯახის სხვა წევრებს და უპირებდა მათ მოკვლას ასვე თითქოსდა
დაამტვრია ყველაფერი და გახდა უმართავი. ამ მიზეზებით გამოიძახებს სათანადო სამედიცინო
სამსახურს, რის შედეგადაც პირი იძულებით მიჰყავთ ფსიქიატრიულ საავამდყოფოში
გამოსაკვლევად, სადაც იგი გარკვეული ვადის მანძილზე იმყოფება სანამ არ გამოიკვლევენ მის
სულიერ მდგომარეობას.

ასეთი ფაქტი შეიძლება განხორციელდეს რომელიმე დაწესებულების ხელმძღვანელის


მხრიდან მისი ქვეშევრდომის მიმართ, რომელიც კანონიერად აკრიტიკებს ხელმძღვანელს და
ამხელს მას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. ასეთ შემთხვევებში ფსიქიატრიული
დაწესებულების თანამშრომლების ქმედებები კანონიერია. ისინი ვალდებულნი არიან იძულებთ
მოათავსონ პირი ამ საავამდყოფოში, რათა გაირკვეს მისი ჯანმრთელობის რეალური
მდგომარეობა, ხოლო დაზარალებულის ოჯახის წევრის ან დაწესებულების ხელმძღვანელის
ქმედება უნდა შეფასდეს როგორც შუალობითი ამსრულებელი 149-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშულისა. ამდენად პირის უკანონო მოთავსება ფსიქიატრიულ
საავამდყოფოში შეიძლება ჩაიდინოს კერძო პირმაც.

აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს ასევე უმოქმედობითაც, მაგალითად


ფსიქიატრიული საავამდყოფოს ხელმძღვანელი ან შექმნილი კომისია რაიმე პირადი მოტივით
არ უშვებს უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს სამკურნალო დაწესებულებიდან.

ამ დანაშულის ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული ნებისმიერი პირი. ასევე ექიმ
ფსიქიატრი ან მოხელე.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს, რომ უკანონოდ


ფსიქიატრიულ საავამდყოფოში ათავსებს ადამიანს, ვისაც თავისი ფსიქიკური მდგომარეობიდან
გამომდინარე არ სჭირდება ფსიქიარტიული მკურნალობა.

149-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ითვალსიწინებს შემდეგი სახის დამამძიმებელ
გარემოებას - „იგივე ქმედება ჩდენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აქ უკვე
გვევლინება სპეციალური სუბიექტი ვისაც შესაძლებლობა აქვს თავისი სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით ზეგავლენა მოახდინოს ექიმ ფსიქიატრზე ან მოსამართლეზე
გადაწყვეტილების გამოტანისას. მაგ: ფსიქიატრიული საავამდყოფოს მთავარი ექიმი, ჯანდაცვის
მინისტრი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ა. შ.

მუხლი 150. იძულება

1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი


ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება,
რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა
საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული
ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების
შეზღუდვით ან უამისოდ.

იძულება ობიექტურ მხრივ გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო


შეზღუდვაში, კერძოდ: პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება.

პირის ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება - მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე
დოკუმენტის ან საგნის გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და ასე შემდეგ.

იმ შემთხევაში თუ დაზარალებულისადმი გამოყენებულ იძულებაში, მაგალითად ცემას,


შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე დაზიანება ან სიკვდილი, ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით, ხოლო თუ პირის იძულებისათვის
გამოყენებული იქნება ისეთი ხერხი, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, ქმედება 150-ე
მუხლით არ დაკვალიფიცირდება და იგი შეფასდება 143-ე მუხლით.

მაგალითად:

დამნაშავემ ხელები შეუკრა დაზარალებულს იმ მოტივით, რომ მას არ დაერეკა პოლიციაში.


(იძულება)

დამნაშავემ ხელ-ფეხი შეუკრა დაზარალებულს, რათა მას ხელი არ შეშალა


ბოროტმომქმედისათვის დაუფლებოდნენ ისინი სხვის ქონებას (თავისუფლების აღკვეთა)

ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის -


მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების, გატაცების,
ბინიდან გაგდების და ასე შემდეგ. მუქარა შეიძლება მიმართული იყოს, როგორც იმ პირის
მიმართ, რომლისგანაც ითხოვს გარკვეული ქმედების შესრულებას, ისე მისი ახლობლისადმი,
ვისი ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული.

მაგალითად: პირს ემუქრებიან, თუ უკან არ გამოიტანს სასამართლოში შეტანილ საჩივარს, მას


შვილს მოუკლავენ.
ამდენად, იძულების ძირითად პრინციპია ადამიანს აიძულონ შეასრულოს გარკვეული
მოქმედება. მაგალითად:

მასწავლებელს აიძულებენ დაუწეროს მოსწავლეს მაღალი ქულა. დაწესებულების


ხელმძღვანელს აიძულებენ სამუშოზე მიიღოს პირი, ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისგან - არ
გარიცნოს სტუდენტი არ დაითხოვოს სამსახურიდან მუშაკი და ასე შემდეგ.

საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, კერძოდ:


პირს აიძულებენ დალიოს ახალი სამედიცინო პრეპარატი, რათა დადგინდეს ამ პრეპარატის
სასარგებლო ან მავნე თვისებები. ასევე პირს აიძულებენ თავის თავზე გამოსცადოს ჰიპნოზის
ზემოქმედება და ასე შემდეგ.

იძულება, როგორც დანაშაული სახეზეა იმ შემთხვევაში როცა პირს აიძულებენ შეასრულოს ან


არ შეასრულოს ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელება ან თავის შეკავება მისი უფლებაა,
ანუ მისი გადასაწყვეტია ამ ქმედებას ჩაიდენს თუ არა. შესაბამისად დანასაული ფორმალური
ხასიათისაა.

იმ შემთხვევაში როცა პირი სხვას აიძულებს ისეთი ქმედების ჩადენას, რომელიც მას კანონით
უნდა შეესრულებინა 150-ე მუხლით პასუხისმგებლობა გამორიცხულია. მაგალითად არ გვექნება
იძულება, როცა ავამდყოფის მშობელი მუქარით აიძულებს მედიცინის მუშაკს დახმარება
აღოუჩინოს ავამყოფ ბავშვს. ამ შემთხვევაში მედიცინის მუშაკი ისედაც ვალდებულია დახმარება
აღმოუჩინოს პაციენტს.

მუხლი 1501. ქორწინების იძულება

1. ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, −


ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას
საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიცია, რა დროსაც მშობლები და


ახლონათესავები წყვიტავენ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ პირთან ქორწინებაში. ასეთი
ქმედება კანონმდებელმა სისხლის სამართლის კანონით დასჯადად გამოაცხადა.
ქორწინების იძულება ზოგადად იძულების ერთერთი სახეა და იმავე გაგებუთ უნდა
გავიგოთ როგორც ეს 150-ე მუხლის (იძულება) განხილვისას იყო. კერძოდ: იძულების
ძირითად პრინციპია ადამიანს აიძულონ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. ამ
შემთხვევაში ქორწინებაში შევიდეს არასასურველ პირთან. უარი არ თქვას მის
შემოთავაზებაზე დაქორწინების შესახებ და სხვა.

მაგ: შვილს მამა აიძულებს, რომ ცოლად გაყვეს შვილისათვის არასასურველ პირს.
თავდაპირველად მამა თავისი ავტორიტეტისა და ფსიქოლოგიური ხრიკების
გამოყენებით ცდილობდა ეიძულებინა შვილი, რომ დათანხმებულიყო. შემდგომში კი
იძულებამ უფრო სერიოზული სახე მიიღო და მამამ შვილს შეუწყვიტა ფინანსური
დახმარება, შეუზღუდა თავისუფალი ნებით გადაადგილება და სხვა.

მუხლს გააჩნია დამამძიმებელი გარემოებაც, რომელიც ეხება არასრულწლოვნის


მიმართ ჩადენილ იძულებას და არაერთგზის ჩადენილ ქორწინების იძულებას.

მუხლი 151. მუქარა

1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების


განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან
უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში
მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, –
დ) ოჯახის წევრის მიმართ, −
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამ დანაშაულისაგან ს/სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური
ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება.

სუბიექტი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირია.

კაზუსი: გიორგი რომელიც არაერთხელ არის ქურდობისთვის ნასამართლევი პირადი


განაწყენების მოტივით, დაემუქრა ირაკლის, რომ მოპარავდა ძვირად ღირებულ ავტომანქანას.
გიორგის ქმედება შეიცავს თუ არა მუქარის ნიშნებს? (არა)

სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოხატავდეს


სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა
სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას , რაც შეიძლება ნორმის ხარვეზად
ჩაითვალოს.

მუქარა ობიექტურ მხრივ გამოიხატება მოქმედებაში (ანუ თავად მუქარაში). მისი უმოქმედოთ
ჩადენა შეუძლებელია, შედეგში შიშში და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს შორის.

მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატეფონო საუბრით, იარაღის


დემონსრტირებით. ასევე დამნაშავემ მუქარა შეიძლება შეუთვალოს დაზარალებულს სხვა პირის
მეშვეობით. მუქარათ ჩაითვლება ასევე ის გარემოებაც, როცა დამნაშავე დაზარალებულების
ახლობლებთან იმუქრება ამ პირის მოკვლით.

დანაშაულის შემადგემნლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება


არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი
შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს
წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და მნიშვნელობა არ აქვს მუქარა აღსრულდა თუ


არა.

სუბიექტურ მხრივ დანაშაულის მოტივს ან მიზანს მნიშვნელობა არ აქვს და ბრალის ფორმის


მიხედვით დანაშაული პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი.

აღსანიშნავია, რომ მესამე პირთან განხორციელებული მუქარა ამ დანაშაულის კვალიფიკაციას


ვერ მოგვცემს. მაგალითად გიორგიმ დათოსთან საუბარში განაცხადა, რომ ყელს გამოჭრიდა
ნიკას. იმ შემთხვევაში, თუ დათო ამის შესახებ აცნობებს ნიკას, გიორგის ვერ მივცემთ სს
პასუხისგებაში.

რა არის იძულების და მუქარის განმასხვავებელი ნიშნები?


იძულების დროს მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იმისთვის, რომ დაზარალებულს
შეასრულებინონ რაიმე ქმედება ანდა საკუთარ თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება. ხოლო მუქარის დროს დამმუქრებელს არ აქვს ასეთი მიზანი, იგი
არანაირ ქმედებას არ მოითხოვს დაზარალებულისგან, მაგალითად: პირი ემუქრება ადამიანს,
თუ შეიტანს განცხადებას პოლიციაში მის წინააღმდეგ მას შვილს მოუკლავს. ამ შემთხვევაში
გვაქვს იძულება, ხოლო თუ ერთი პირი ემუქრება მეორეს, სადაც კი შეხვდება მას აუცილებლად
მოკლავს, სახეზეა მუქარა.

კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი ამ დანაშაულებს შორის არის შემდეგი: 150-ე მუხლით
გათვალისწინებული ფსიქიკური იძულება (მუქარა) შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის, ხოლო
151-ე მუხლით მუქარის შინაარსი შეზღუდულია და ის სულ სამი სახისაა - სიცოცხლის
მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა.

(მაგალითი ციხიდან რომ ემუქრებოდა ყოფილ ცოლს და საბოლოოდ ვაკეში რომ დაჭრა.)

მუხლი 1511. ადევნება

1. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო


ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება
ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი
ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ
ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის
გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების
წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ
საჭიროებას უქმნის, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო
მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული
ქალის მიმართ;
ბ) ჯგუფურად;
გ) არაერთგზის;
დ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან
დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის უფლება
დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი კომუნიკაციისაგან.

სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებაში, ალტერნატიულ


შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
კერძოდ:
ქმედება ---- პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან
ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება
ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი
ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება.
შედეგი ---- იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან
ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების
საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან
მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
მიზეზობრივი კავშირი --- თუ სუბიექტი არ აედევნებოდა დაზარალებულს, მაშინ
ამ უკანასკნელს არ გაუჩნდებოდა შიში, არ შეეცვლებოდა ცხოვრების სტილი და ა.შ.

აღნიშნული ქმედება იძულებისაგან უნდა გაიმიჯნოს იმით, რომ 1. იძულებისას


პირი იყენებს ფიზიკური ან ფსიქიკური ზეწოლის ხერხს, რათა აიძულოს
დაზარალებული შეასრულოს ან უარი თქვას გარკვეულ მოქმედებაზე, ხოლო
ადევნებისას არაა აუცილებელი დამნაშავეს ამოძრავებდეს იგივე მიზანი. 2 იძულება
ერთჯერადი აქტია, ხოლო ადევნება სისტემატიური ხასიათის. 3. იძულებისას არ არის
აუცილებელი რაიმე შედეგის დადგომა, რაც აუცილებელია ადევნებისას, ანუ პირის
ფსიქიკური ტანჯვა და ა.შ.
სუბიექტურ მხრივ დამნაშავის მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის არ აქვს
მნიშვნელობა, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული შესაძლებელია
ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

ამ დანაშაულს გააჩნია შესაბამისი დამამძიმებელი გარემოებები, რაც ასახულია


თავად მუხლში.

(მაგალითი: ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ ადევნება ბოკოვის მხრიდან)


მუხლი 152. ადგილსამყოფლის თავისუფლად არჩევის უფლების
ხელყოფა

1. საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე


თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან
საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს
მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების
განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე.

განსახილველი მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საქართველოს


კონსტიტუციის 22-ე მუხლი, კერძოდ: კონსტიტუციის ძალით, ყველას, ვინც კანონიერად
იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ასევე შეუძლია თავისუფლად გავიდეს
საქართველოსთან, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შუძლია თავისუფლად შემოვიდეს
საქართველოში.

დაზარალებული შეიძლება იყოს:

1.საქართველოს მოქალაქე

2. საქართველოში კანონიერად მყოფი პირი

განსახილველი ნორმა არ ეხება იმ პირებს ვინც უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს


ტერიტორიაზე.

სუბიექტი 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირია


ობიექტური მხრივ 152-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ძირითადად მოქმედებაში
გამოიხატება, თუმცა გამორიცხული არაა მისი ჩდენა უმოქმედობითაც (მაგალითად პირს არ
აძლევენ შესაბამის დოკუმენტს, რაც საჭიროა მისი საქართველოდან გასვლისათვის). ამ
დანაშაულისათვის აუცილებელია ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი. ამდენად
სახეზეა შედეგიანი დანაშული.

შესაბამისად სახეზე გვაქვს ქმედება, შედეგი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს


შორის.

ადამიანის უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლა კანონიერი იქნება მაშინ, თუ ის


ხორციელდება სახელმწიფო უშიშროების, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან
აცილების ან მართლსაჯულების განხორციელების მიზნით. მაგ: საქართველოს მოქალაქეს არ
აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას მძიმე ინფექციური დაავადების თავიდან
ასაცილებლად (კარანტინის მდგომარეობა). ასეთ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე
შემოსვლის უფლების აკრძლვა კანონიერად ჩაითვლება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებაში იგულისხმება პირის მიერ


ადგილსამყოფელის თავისუფლად შეცვლა.

საცხოვრებელი ადგილის თვისუფლად არჩევა ნიშნავს პირის უფლებას, მისი ნება-სურვილით


აირჩიოს, თუ სად იცხოვრებს - თბილისში ქუთაისში, სოფლად თუ ბინაში სასტუმროში და
სხვაგა.

საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება ნიშნავს საქართველოში კანონიერად


მყოფის შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს კანონის დაცვით დატოვოს ჩვენი ქვეყნის საზღვრები.

როგროც უკვე აღინიშნა ეს დანაშაული შდეგიანია რაც გამოიხატება მნიშვნელოვანი ზიანის


გამოწვევაში. თუ ასეთი ზიანი არ დადგა სახეზეა ადმინისტრაციული ან დისწიპლინური
გადაცდომა. მნიშვნელოვან ზინად შეიძლება ჩაითვალოს მატერიალური ფაქტორი, (სამეწარმეო
საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა) მორალური ფაქტორი, (ვერ მიუსწრო მშობლის
დაკრძალვას), პირადი ხასიათისფაქტორი, (ვერ ჩაიტარა აუცილებელი მკურნალობა, რადგან არ
მისცეს საშუალება დროულად მისულიყო სამკურნალო დაწესებულებაში) და ა. შ. დანაშაული
მატერიალური შემადგენლობისაა.

სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის


ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი.

მეორე ნაწილი ამ დანაშაულისა ითვალისწინებს იმავე ქმედებას ჩადებილს ძალადობით,


ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. აღნიშნული
დამამძიმებელი გარემოებების განხილვაზე აღარ შევჩერდებით.
(მაგალითი -- უსაფრთხოების მიზნით საზღვარზე რომ არ უშვებენ გარკვეული კატეგორიის უცხოელებს -- ავუხსნა
--- შესაძლებელია ირანის სასტუმროს კაზუსის მოყოლაც)

მუხლი 153. სიტყვის თავისუფლების ხელყოფა

სიტყვის თავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, ანდა ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში მითითებულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს


სიტყვის თავისუფლება. ამ დროს ხასგასმულია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის,
აზრის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება, ხოლო 24-ე მუხლში
აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს
ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი
საშუალებებით.

ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიტყვისა და


გამოხატვის თავისუფლება.

სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სიტყვის თვისუფლების ანდა


ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის
შეშლაში.

დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უფლების


შეზღუდვამ მნიშვნელვანი ზიანი გამოიწვია, რაც შეფასებითი ცნებაა. მასში უნდა ვიგულისხმოთ
პირისათვის უკანონოდ თავისუფლების შეზღუდვა, სამსახურში მოწყობაზე უარის თქმა და ა. შ.

მეორე შედეგი ამ დანაშაულისა არის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, მაგალითად


გაზეთის რედაქტორის მიერ მოქალაქისათვის უსაფუძვლოდ უარის თქმა ისეთი სტატიის
გამოქვეყნებაზე, რომელშიც გაკრიტიკებულია მაღალი რანგის ხელისუფლების
წარმომადგენლის საქმიანობა.
სუბიექტურ მხრივ მოტივს ან მისანხ მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით
დანაშაული შესაძლებელია ჩადენილი იქნას პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.

მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ


ხელის შეშლა
1. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი
მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას
ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმავია. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ მასობრივი
ინფორმაციის საშუალებების თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია.

ჟურნალისტია ის პირი, რომელიც კრებს ინფორმაციას და ამზადებს მასალას მასობრივი


ინფორმაციის საშუალებებისათვის, რომელთანაც იგი დაკავშირებულია შრომითი ან
სახელშეკრულებო ურთიერთობით, ან კიდევ ეწევა ამგვარ საქმიანობას მასმედიის მიერ
უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე. ჟურნალისტის იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია
ან თავი შიკავოს მისი გავრცელებისაგან, ნიშნავს მის ნებაზე სხვადახვა ხერხით ზემოქმედებას,
გარდა ძალადობისა, რამდენადაც იგი ამძიმებს პასუხისმგებლობას და აღნიშნულია 154-ე
მუხლის მეორე ნაწილში. ზემოქმედების საშუალება შეიძლება იყოს შანტაჟი, სამსახურში
დაწინაურება ან დაქვეითება და სხვა .

აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ჟურნალისტზე იძულების განხორციელების


მომენტიდან, იმისდა მიუხედავად , მიაღწია თუ არა დამნაშვემ მისთვის სასურველ შედეგს.

სუბიექტურ მხრივ აღნიშნული დანაშაული შეიძლება ჩადენილი იყოს მხოლოდ პირდაპირი


განზრახვით.

თუ თანამდებობის პირი ხელს შეუშლიშს ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში


სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქმედება დაკვალიფიცირდება 154-ე მუხლის
მეორე ნაწილით და დამატებით სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მუხლი
საჭირო არ არის.

ამ მუხლის მეორე ნაწილის სანქცია ითვალისწინებს სასჯელის სახით ჯარიმას ან თავისუფლების


აღკვეთას ვადით ორ წლამდე, თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.

(კასპის გამგებლის მაგალითი (გია))

მუხლი 155. რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის


შეშლა

1. ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის


უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ
მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების
ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის
აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა
სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი
აზრი მათ შესახებ.

დანაშულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური


წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში ძლადობით ან
ძალადობის მუქარით ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური
გრძნობის შეურაწყოფა.

რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლა შეიძლება გულისხმობდეს რელიგიური


ორგანიზაციის საქმიანობის, წესის და ჩვეულების აღსრულებისათვის დაბრკოლების შექმნას,
გამოხატულს ფიზიკური ზემოქმედებით, მუქარით, ღვთისმსახურების განმახორციელებელი
შენობის (ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა) დარბევით, დაკეტვით და სხვა ისეთი
მოქმედებით, რომელიც ხელს უშლის ნათლობის, ქორწინების რიტუალისა და სხვა რელიგური
წესის თუ ჩვეულების აღსრულებას.

სისხლისსამართლებრივი დაცვის ქვეშ იმყოფება მხოლოდ ისეთი რელიგიური დაწესებულება


წეს-ჩვეულების აღსრულება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. ამიტომ კოდექსის 252-ე
მუხლით სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად ითვლება ისეთი რელიგიური
გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ასევე
ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

155-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია ძალადობის ან მისი მუქარის


გამოხატვის, ან მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაწყოფის
მომენტიდან.

სუბიექტური მხარე ამ დანაშაულისა პირდაპირ განზრახვას ითვალისწინებს, ხოლო მოტივს ან


მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.

155-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებად იგივე ქმედებას


ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე.

(მაგალითი: იაღოველების შეკრების ჩაშლა - მარნეული)

მუხლი 156. დევნა

1. ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან


მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან
მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქენი


თანასწორნი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში
განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა.
კონსტიტუციის 19-ე მუხლში კი ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის,
აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი
შეხედულება მათ შესახებ.

დაზარალებულის დევნა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა გზით: მისთვის სამუშაოდ


მიღებაზე უარის თქმით, სამუშაოდან უკანონო დათხოვნით, მეცნიერულ მოღვაწეობაში
დაბრკოლების შექმნით, პროფესიული საქმიანობის უკანონო აკრძალვით, პრემიის
მიუცემლობით, დაწინაურებაზე უარის თქმით და სხვა.

156-ე მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური სახისაა. იგი დამთავრებულად ჩაითვლება


დევნის განხორციელების მომენტიდან. სავალდებულო არ არის, რომ დაზარალებულის დევნას
რაიმე არასასურველი შედეგი მოჰყვეს. აღნიშნული დანაშაული მხოლოდ პირდაპირ განზრახვას
გულისხმობს.

მუხლის მეორე ნაწილში უფრო გამკაცრებულია პასუხისმგებლობა, თუ ადამიანის დევნა


ჩადენილია ძალადობით ან ასეთის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ნორმა კი შედეგიანი დანაშაულია, რის გამოც
აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა დევნასა და დამდგარ მნიშვნელოვან ზიანს
შორის.

მნიშვნელოვანი ზიანის ცნება შეფასებითი ხასიათისაა და სასამართლო ვალდებულია


გაითვალისწინოს საქმის ყველა კონკრეტული გარემოება რათა სწორედ შეფასდეს
მნიშვნელოვანი ზიანის არსებობა.
მუხლი 157. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან
პერსონალური მონაცემების ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის
სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული
ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი
მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ ინფორმაციის ან მონაცემების
დაცვა ან რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
(მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,
რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ
გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

საქართელოს კონსტიტუციის 20-ე მუხლში ჩაწერილია, რომ ყოველი ადამიანის პირადი


ცხოვრება ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას. კონსტიტუციის 41-ე მუხლში მითითებულია, რომ ოფიციალურ ჩანაწერებში
არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის
ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ
ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს
აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვა უფლებების და თავისუფლებების დასაცავად.

პირად და ოჯახურ საიდუმლოებას წარმოადგენს ცნობები, რომლებიც დაზარალებულის


აზრით არ უნდა იქნეს გახმაურებული. პირადი ცხოვრების საიდუმლოება შეიძლება ეხებოდეს
მის ჯანმრთელობას, ცხოვრების წესს, სექსუალურ ორიენტაციას, შემოქმედებით გეგმებს და სხვა.

საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება გულისხმობს სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით


კონკრეტული პირის თუ ოჯახის კერძო ცხოვების შესახებ ცნობების მოძიებასა და შეგროვებას.
ინფორმაცია შეიძლება იკრიფებოდეს საიდუმლოდ ან ღიად ორგანიზაცია-დაწესებულებაში
დოკუმენტების გაცნობის გზით, ნათესავებთან, მეზობლებთან საუბრით ცნობების გატაცებით
და სხვა.

საიდუმლოების შემცველი ცნობების გამოყენება შესაძლოა მისი გავრცელების გარეშეც,


როდესაც დამნაშვე ამ ცნობებს იყენებს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედების მიზნით, ხოლო
ცნობების გავრცელებად ითვლება მისი შინაარსის შეტყობინება სხვა პირისა ან პირთა
ჯგუფისათვის.

157-ე მუხლის მეორე ნაწილის ობიექტური შემადგენლობა დასჯადად აცხადებს პირადი ან


ოჯახური საიდუმლოს უკანონო გამოყენებას ანდა გავრცელებას ამა თუ იმ ხერხით
გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით, საჯარო გამოსვლისას ან ინტერნეტით.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პასუხუსმგებლობა დგება იმ პირების მიმართ რომლებსაც


საიდუმლოების დაცვა ევალებოდათ თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოებათა გამო და მიუხედავად ამისა გაავრცელეს ეს ინფორმაცია. ასეთი
პირები შეიძლება იყვნენ - მოსამართლეები, რომელთა მეშვეობითაც ხდება შვილად აყვანა, ექიმი,
რომელსაც არა აქვს უფლება გაახმაუროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე
სასულიერო პირი, რომელსაც ასევე ეკრძალება აღსარების შედეგად მიღებული ინფორმაციის
გახმაურება და სხვა.

მოცემული მუხლის შენიშვნის თანახმად ამ ნორმის პირველ ნაწილით გათვალისწინებული


დანაშაულისათვის (მოპოვება შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილლი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით
მიაწოდა.

(მაგ: ბეს-ს საქმე - კუდი (იგივეა შემდეგ მუხლზეც))


მუხლი 1571. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა
1. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება,
გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
2. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ
იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური
ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება,
ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული
საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა ან რომელმაც
აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
(მოპოვება, შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს,
რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ
გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

მუხლი 158. კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა

1. კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ


სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული
მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების
უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის
ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული
მონაცემის უკანონოდ შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული
ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან
ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის მიზნებისათვის „კომპიუტერული მონაცემი“, „კომპიუტერული
სისტემა“ და „უნებართვო“ განიმარტება ამ კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული
განმარტებების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული
ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ყოველი ადამიანის


საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრთვე ტექნიკური საშუალებით
შეტყობინება ხელშეუხებელია.

მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ობიექტურ შემადგენლობას ქმნის კერძო


საუბრის კომუნიკაციის უკანონო ჩაწერა ან მიყურადება ტექნიკური საშუალების გამოყენებით.
იგი გულისხმობს ამ კომუნიკაციის შინაარსის ჩაწერას იმ პირისთანხმობის გარეშე, რომელიც
საუბრობს და მეორე მხრივ ამგვარი საუბრის (კომუნიკაციის) მოსმენას კანონის საფუძვლის
გარეშე. ადამიანის ზემოაღნიშნული უფლების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს
გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი
აუცილებლობისას.

157-ე მუხლის მეორე ნაწილით დამამძიმებელი გარემოებაა კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის,


ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ
გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.

მუხლის ამ ნაწილით დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას ქმნის მოპოვებული


ინფორმაციის უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება. გამოყენება შეიძლება მიზნად ისახავდეს
შანტაჟს, პირის რეპუტაციის შელახვას და სხვა. ხოლო ინფორმაციის გავრცელებაში უნდა
ვიგულისხმოთ დაზარალებულის კომუნიკაციის შინაარსის თუნდაც ერთი პირისათვის
გადაცემა, ასევე ინფორმაციის მიწოდება მასმედიისათვის და სხვა.

განსახილველი მუხლის სხვა დამამძიმებელი გარემოებებია მეორე ნაწილში აღნიშნული


ქმედების ჩადენა ანგარებით, არაერთგზის, ასევე რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

„კომპიუტერული სისტემა“ არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ


მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს
(მათ შორის პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით,
აგრეთვე მობილური ტელეფონი)

„კომპიუტერული მონაცემი“ არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშვებისათვის ხელსაყრელი


ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც
უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას.

„უნებართვო“ გულისხმობს უკანონოს, აგრეთვე იმ შემთხვევას, როდესაც უფლების მფლობელს


პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გადაუცია უფლება ქმედების ჩამდენი პირისათვის.

მოცემული მუხლის შენიშვნის თანახმად ამ ნორმის პირველ ნაწილით გათვალისწინებული


დანაშაულისათვის (მოპოვება შენახვა) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ
დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და
ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით
მიაწოდა.

მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი


ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა
1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით,
ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების
უკანონოდ მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით,
ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების
უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი
უზრუნველყოფა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ანგარებით;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული
ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა
დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

აღნიშნული მუხლის სტრუქტურა იდენტურია 157-ე და 158-ე მუხლებისა განსხვავება


მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ 157-ე მუხლი არეგულირებს პირადი ან ოჯახური
საიდუმლოს, ან პერსონალური მონაცემების ხელყოას - ავამდყოფობასთან სექსუალური
ორიენტაციასთან დაცული პირადი ინფორმაციასთან დაკავშირებით. 158-ე მუხლი კერძო
კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას - კერძო საუბრის, კომპიუტერული სისტემის
მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის „ვორდის“„ექსელის“„პედეფ ფაილებში“ არსებული
ინფორმაციის მოპოვებას და გავრცელებას. რაც შეეხება 159-ე მუხლს იგი არეგულირებს
ტელეგრაფის, ფოსტის ფაქსის ან ტელეფონის მეშვეობით კომუნუიკაციის უნებართოდ
მოპოვებას ან გავრცელებას.

აღნიშნული მუხლიც ოთხი ნაწილისაგან შედგება და როგორც უკვე ავღნიშნეთ იდენტურია


157-ე და 158-ე მუხლების სტრუქტურის და მათში მოყვანილი დამამძიმებელი გარემოებების.
მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა

1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ


შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა
მფლობელობის ხელშეუხებლობას, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული
უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
გ) არაერთგზის, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე,
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

საქართველოს კონსტიტუციის 20-ე მუხლში აღნიშნულია, რომ არავის არ აქვს უფლება


შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების
საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან
კანონით გათვალისწინებული აუცილებლობა.

აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა


მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას, უკანონო ჩხრეკას ან
სხვა ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

ბინისა და მფლობელობის ცნებაში იგულისხმება არა მარტო სახლი თუ საცხოვრებელი ბინა,


არამედ სასტუმროს ნომერი, ოთახი საერთო საცხოვრებელში, სარდაფი, გარაჟი და სხვა.

გარდა ამისა, კანონი კრძალავს უკანონო ჩხრეკასა და სხვა მსგავს მოქმედებას. სისხლის
სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბინაში ჩხრეკისა და სხვა მოქმედებათა
ჩასატარებლად (მაგალითად, ამოღება) სავალდებულოა სასამართლოს ბრძანება, რომლითაც
პირს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელების უფლება ეძლევა.
160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ
შემადგენლობათა ჯგუფს მიეკუთვნება. იგი დამთავრებულად ითვლება უკანონო შესვლის ან
უკანონო ჩხრეკის თუ სხვა მოქმედების ჩატარების მომენტიდან.

160-ე მუხლის მეორე ნაწილით პირის პასუხისმგებლობა მძიმდება თუ ქმედება ჩადენილია


ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით, ასევე თუ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.

(მაგალითი: 1. გამომძიებელმა გაჩხრიკა იმ დროს, როდესაც არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა. 2.


მდგმური არ გამოდის ხელშეკრულების გასვლის შემდგომ. 3. ლტოლვილები შეიჭრნენ სხვის მფლობელობაში.)

მუხლი 161. შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა


1. შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების
განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით
ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იარაღის გამოყენებით, ან რამაც მასობრივი არეულობა,
სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის საფუძველზე ყველას, გარდა იმ პირებისა,


რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის
შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და
უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების
წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და
ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან
მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი
მიიღო.

ამ დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი, მაგრამ ზოგიერთ


შემთხვევაში შესაძლებელია საქმე გვქქონდეს სპეც. სუბიექტთან, როგორიცაა სხვადასხვა
თანამდებობის პირი, ჩინოვნიკი და სხვა.

აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება შეკრების ან


მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის
უკანონოდ ხელის შეშლაში, თუ იგი განხორციელდა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

შეკრება ეს არის მოქალაქეთა ჯგუფის თავშეყრა ჭერქვეშ ან გარეთ, მიტინგი -


საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.
მანიფესტაცია კი გულისხმობს მოქალაქეთა დემონსტრაციას, მასობრივ საჯარო გამოსვლას,
ქუჩეში მსვლელობას პლაკატების, ლოზუნგების, ტრანსპარანტებისა და სხვა სახვითი
საშუალების გამოყენებით.

ამგვარ შეკრებათა აუცილებელ პირობას წარმოადგენს მათი მშვიდობიანი ხასიათი და იარაღის


უქონლობა, ანუ როდესაც იგი ტარდება როგორც კანონით ნებადართული ღონისძიება.

161-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის პასუხისმგებლობა მყარდება, თუ იგი


ჩადენილია იარაღის გამოყენებით ან თუ ქმედებამ მასიური არეულობა, სიცოცხლის მოსპობა ან
სხვა მძიმე შდეგი გამოიწვია.

შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, თუ მან მასობრივი არეულობა გამოიწვია,
გულისხმობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენას, ანუ ისეთი მოქმედების განხორციელებას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა,
ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების
წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს მნიშვნელობა არ აქვს კვალიფიკაციისათვის, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახვას გულისხმობს. კერძოდ პირდაპირ
განზრახვას.

მუხლი 162. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების


განხორციელებისათვის ხელის შეშლა
1. არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელებისათვის
ხელის შეშლა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით;
ბ) მოტყუებით;
გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით;
დ) ჯგუფურად, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის საფუძველზე ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან


აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო ან თვითმართველობის ორგანოების არჩვნებში
მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩევლთა ნების თავისუფალი გამოვლინება.
კონსტიტუციაში ასევე დათქმულია, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება
არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ ან სასამართლოს განაჩენით
იმყოფება სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს არჩევნებში, რეფერენდუმში ან


პლებისციტში მოქალაქის ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. კანონმდებელი მუხლის
პირველ ნაწილში არ მიუთითებს დანაშაულის ჩადენის ხერხზე, იგი სხვადასხვა საშუალებით
შეიძლება განხორციელდეს.

ხელის შეშლა შეიძლება გამოიხატოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისაგან


ჩამოშორებაში, საარჩევნო სიის გაცნობისათვის შეშლაში, სიაში შეტანის თაობაზე განცხადების
მიღებაზე უარის თქმაში და სხვა.

162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულია ხელის შეშლის ფაქტის


დადგენიდან, იმისდა მიუხედავად, რეალურად დაირღვა თუ არა მოქალაქის უფლებები.

მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობა მძიმდება, თუ იგი ჩადენილია სამსახურებრივი


მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, ასევე მოტყუებით, ძალადობით, ძლადობის მუქარით
ან ჯგუფურად.

მოტყუება გულისხმობს პირის შეცდომაში შეყვანას ამა თუ იმ მოქმედების ან მოვლენის


ნამდვილი თვისების, დანიშნულებისა და მიზნის შესახებ.

მაგ: მოქალაქის შეცდომაში შეყვანა დეპუტატობის კანდიდატის მონაცემების შესახებ.


აგრეთვე არჩევნების დროის შეცვლის მოტყუება, საარჩევნო უბნის მისამართის მოტყუება და
სხვა.

მუხლი 1621. კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების


ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო
აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს
ძალადობა ან ძალადობის მუქარა

1. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე


კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების
დროს ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, ან ძალადობის მუქარა, −
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე
კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე
ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების
დროს ძალადობა, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, ანუ ცემაში


ან სხვაგვარ ძალადობაში, რასაც არ უნდა მოყვეს ამ კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი. აგრეთვე ან ძალადობის მუქარაში.

აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროსა და ადგილს.

კერძოდ ასეთი ქმედება უნდა იყოს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების


საბოლოო შედეგების შეჯამებამდე, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს.

აგრეთვე კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ


მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ კომპონენტებიდან (დრო, ადგილი) ერთერთის არ არსებობა გამორიცხავს პირის
ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციას.
მაგ: კენჭისყრის შენობაში ერთერთი კანდიდატის მომხრეებმა ცემეს სხვა
კანდიდატის მომხრეები, ხოლო კონფლიქტში ჩართული პირებიდან რამოდენიმე კი
სიკვდილით ემუქრებოდა მეორე ჯგუფის წევრებს.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს,


ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს
როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
მუხლი 163. საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის
ხელის შეშლა
საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, რამაც
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის
პროცესის ჩაშლა გამოიწვია, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

განსახილველი დანაშაული ახლოს დგას კოდექსის 162-ე მუხლით აღწერილ ქმედების


შინაარსთან, რამდენადაც ორივე შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციით
გათავლისწინებული იმ ძირითადი პოლიტიკური უფლების განხორციელებისათვის ხელის
შეშლას, რომელიც არჩევნებთან არის დაკავშირებული.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის


მუშაობისათვის ხელის შეშლას, რამაც არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა
საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლა გამოიწვია.

ხელის შეშლა შეიძლება გამოიხატოს საარჩევნო კომისიისათვის შენობის მიუცემლობაში,


შენობის ბლოკირებაში, საარჩევნო კომისიის წევრისათვის ხსდომაზე დასწრების თუ ხმების
დათვლაში მონაწილეობის აკრძალვაში და სხვა.

დანაშაული მატერიალური შინაარსისაა და საჭიროებს ქმედებას -- საარჩევნო ან


სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლას, შედეგს -- რამაც არჩევნების,
რეფერენდუმის ან პლებისციტის ანდა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცედურის ჩაშლა
გამოიწვია და ამ ორს შორის მიზეზობრივ კავშირს.

დანაშაულის სუბიექტია 14 წლის ასაკს მიღწეული პირი. თუ ამ არჩევნებს, რეფერენდუმს ან


პლებისციტს ჩაშლის ის პირი ვინც იყენებს სამსახურებივ მდგომარეობას, ეს დანაშაულის
კვალიფიკაციაზე არ იმოქმედებს (ეს მუხლი ერთი ნაწილისაგან შედგება), თუმცა აისახება
სასჯელის ზომაზე.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
მუხლი 164. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ხმების არასწორად
დათვლა ან არჩევნების შედეგების არასწორად შეჯამება
არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილის ხმის მიცემის ფარულობის
დარღვევა, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში
რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო, სარეფერენდუმო ან
საპლებისციტო დოკუმენტის გაყალბება, ხმების განზრახ არასწორად დათვლა,
არჩევნების შედეგების განზრახ არასწორად შეჯამება ანდა რეფერენდუმის ან
პლებისციტის შედეგების განზრახ არასწორად დადგენა, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოში არჩევნები ტარდება,


საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული
კენჭისყრით. აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე და საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით
სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ხელყოფს
ობიექტს --- მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებას კანონით განსაზღვრული ხმის მიცემის წესით
მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 8-ე მუხლის თანახმად, საქართველოში არჩევნები


ტარდება ფარული კენჭისყრით. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს
ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენასა და მასზე კონტროლს. კენჭისყრის ფარულობა
გარანტირებულია იმით, რომ საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის
დასწრება. ამომრჩეველს, რომლესაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო
ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრის კაბინაში დახმარებისათვის მიიწვიოს
ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის
წარმომადგენლისა და დამკვირვებლია.

რაც შეეხება, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის წევრის ან ასეთ კომისიაში


რწმუნებულად ან მეთვალყურედ დანიშნულის მიერ საარჩევნო სარეფერენდუმო ან
საპლებისციტო დოკუმენტების გაყალბებას, იგი გულისხმობს ამგვარ დოკუმენტში ცრუ
ცნობების შეტანას, ნამდვილი დოკუმენტის შინაარსის შეცვლას, ტექსტის ნაწილის შესწორებას,
სხვა რიცხვით დათარიღებას, ასევე ყალბი შინაარსით ახალი დოკუმენტის შექმნას

მაგ; საარჩევნო სიაში მკვდარი სულების ან ისეთი პირების შეყვანას, რომელთაც არ აქვთ
საარჩევნო უფლება. საარჩევნო დოკუმენტს მიეკუთვნება საარჩევნო ბიულეტინი,
ამომრჩეველთა სია, კენჭისყრის ოქმი და სხვა.

ხმების განზრახ არასწორად დათვლა გამოიხატება ხმის მიცემის შედეგის განზრახ


დამახინჯებაში, ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიმცემთა რაოდენობის შემცირებასა
თუ გაზრდის გზით.
არჩევნების შედეგის განზრახ არასწორად შეჯამება და განზრახ არასწორად დადგენა,
განსხვავებით ხმების არასწორი დათვლისაგან, გულისხმობს ხმის დათვლის საბოლოო ეტაპს და
მის გამოქვეყნებას როდესაც ხდება ცრუ, არასწორი შედეგის გამოცხადება, მაგ: არსებული
სინამდვილის საწინააღმდეგოდ ესა თუ ის კანდიდატი ცხადდება არჩეულად ან რეფერენდუმის
შედეგი გაუქმებულად და სხვა.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და 164-ე მუხლით გათვალისწინებული


დანაშაული დამთავრებულია ჩამოთვლილ მოქმედებათაგან თუგინდ ერთი მოქმედების
ჩადენის შემდეგ და მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი, გაყალბდა თუ არა
საბოლოოდ არჩევნებისა თუ რეფერენდუმის შედეგები.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

აღნიშნული მუხლიც ერთი ნაწილისაგან შედგება მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

მუხლი 1641 . ამომრჩევლის მოსყიდვა


1. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ
შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების,
მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან
გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი
შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა
გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატება 100 ლარს, −
ისჯება ჯარიმით.
2. საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ
შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების,
მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან
გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი
შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა
გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება აღემატება 100 ლარს, −
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებულ ქონებაში არ იგულისხმება მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანების კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარები −
მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავსი ნივთები.
2. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება
სადღესასწაულო ღონისძიების აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე,
წლის განმავლობაში არაუმეტეს 5 000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების
საჩუქრად შეთავაზებისათვის, დაპირებისათვის ან გადაცემისათვის, აგრეთვე ამგვარი
საჩუქრის მიღებისათვის.
3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება პირი,
რომელსაც შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ
ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების,
ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემას ან
გაწევას, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით
მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე
ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.
4. პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური
და საარჩევნო დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების
სამომავლო განაწილებას და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა
პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა)
ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით.

სსკ-ის 1641 მუხლი ბლანკეტური ნორმაა და საქარელოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლით
გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) კანონით განსაზღვრული
კონკრეტული წესების დარღვევის დროს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ითვალისწინებს.

დანაშაულის სუბიექტია სისლხის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიწეული პირი,


რომელიც მოქმედებს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის
მიცემისგან თავის შეკავების მიზნით. ეს შეიძლება იყოს საჯარო ხელისუფლების
წარმომადენლობით ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი,
მისი წარმომადგენელი ან სხვა პირი.

საარჩევნო ბატალიებში ხშირია შემთხვევები, როდესაც კანონიერი საარჩევნო კომისიის


ნაცვლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათი მხარდამჭერები ცდილობენ
ამომრჩეველთა მოსყიდვას, ისეთი აკრძალული მოქმედებებით, როგორიცაა: ფულადი
სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან
ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახუების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი
ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა დაპირება.
რაც შეეხება უფასო მომსახურების გაწევას, იგულისხმება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო,
სამედიცინო, სადაზღვევო ან სხვა სახის მატერიალურ ფასეულობათა სამომავლოდ გადაცემის
დაპიერბა.

დანაშაული დამთავებულად ითვლება აკრძალული ქონების განხორციელებისთანავე ან ზემოთ


აღნიშნული რომელიმე შეღავათის ან სიკეთის სამომავლოდ განხორციელების დაპირების
მომენტიდან.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული ქმედებები უნდა განხორციელდეს არჩევნების დანიშვნის


მომენტიდან მისი საბოლოო შედეგების გამოქვენებამდე პერიოდში რათა მოხდეს ასეთი
ქმედებების ამ მუხლით დაკვალიფიცირება.

1641-ე მუხლს გააჩნია შენიშვნა, რომლის მიხედვითაც დისპოზიციაში მოცემული სიტყვა -


„ქონება-ში“ არ იგულისხმება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კომპანიის მცირე
ღირებულების მქონე აქსესუაები მაისურები, კეპები, ქუდები, დროშები და სხვა მსგავში ნივთები.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება სადღესასწაულო ღონისძიების


აღნიშვნის ფარგლებში მცირე ღირებულების მქონე, წლის განმავლობაში არ უნდა
აღემატებოდეს 5000 ლარის საერთო ღირებულების ნივთების საჩუქრად შეთავაზებისათვის ან
გადაცემისათვის, ამგვარი საჩუქრის მიღებისათვის.

სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობიდან განთავისუფლდება პირი, რომელსაც


შესთავაზეს ან დაჰპირდნენ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი
ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურებისა ან სხვა უპირატესობის
გადაცემას ან გაწევას, ანდა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდების
მიზნით მოჩვენებით, თვალთმაქცურ ან სხვა გარიგებაში მონაწილეობას, თუ მან ამის თაობაზე
ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს.
პასუხიმგებლობისგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის
სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანო.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პოლიტიკური და საარჩევნო


დაპირებებისათვის, რომლებიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას
და სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას.

ამ ქმედებისათვის იურიდიული პირი (გარდა პარტიისა, რომელსაც არ ეკისრება


სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა) ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ან ჯარიმით.

პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ


შესაბამისი თანხის ოდენობა (გარიგების ღირებულება) არ აღემატება 100 ლარს.
მუხლი 1642. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში,
რეფერენდუმში ან პლებისციტში მონაწილეობის მიღება
არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის დროს სხვისი პიროვნების
დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ან არაერთგზის
ხმის მიცემა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლი უთითებს, რომ თითოეული ამომრჩეველი


ხმას აძლევს პირადად. აქვე განსაზღვრავს კანონმდებელი ხმის მიცემის პროცედურის წესს და
თანმიმდევრობას.

აღნიშნული წესების დაცვისათვის საარჩევნო კოდექსის 521-ე და 54-ე მუხლები


ითვალისწინებენ ამომრჩეველთა მარკირებას, რაც ნიშნავს უხილავი და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ცერის ან
საჩვენებელი თითის ფრჩხილზე.

საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ზუსტი წესების მიუხედავად, ხშირად ხდება


სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენება და ხმის მიცემა, ანდა
არაერთგზის ხმის მიცემა ე. წ. საარჩევნო კარუსელის გავრცელებული ხერხით.

დანაშაულის სუბიექტია ამომრჩეველი.

დანაშაული დამთავრებულად ითვლება ხმის მიცემის პროცედურის განხორციელებისთანავე,


მიუხედავად იმისა ამან გავლენა მოახდინა თუ არა არჩევნების, რეფერენდუმის პლებისციტის
შედეგებზე.

კონკრეტულ შემთხვევაში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის


კოდექსის 362-ე მუხლის შემადგენლობას გვაძლევს თუმცა ამ შემთხვევაში 1641 მუხლს
პრიორიტეტული მნიშვნელობა გააჩნია და არჩევნებისას ყალბი ან სხვისი დოკუმენტის
გამოყენება სსკ-ის 362-ე მუხლით კვალიფიკაცია არ არის საჭირო (სპეც ნორმა).

განსახილველი დანაშაული ერთი ნაწილისგან შედგება. იგი შეიზლება ჩადენილი იყოს მხოლოდ
პირდაპირი განზრახვით.
მუხლი 1643. არჩევნების გაყალბება
არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების,
სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

განსახილველი დანაშაული საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი


პოლიტიკური უფლების - არჩევნების უფლების განხორციელების ხელის შეშლას უკავშირდება.
მიუხედავად ამ მუხლის სათაურისა - „არჩევნების გაყალბება“ ( რომელზე შედეგზე ან
არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას გულისხმობს).

დანაშაული ფორმალურია, დამთავრებულად ითვლება ქმედების განხორციელების


მომენტიდან და საჭირო არ არის საარჩევნო დოკუმენტების გაყალბებას შედეგად მოჰყვეს
არჩევნების შედეგების გაყალბება. ამ მუხლით დანაშაულებრივი ქმედების
კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა იქონია
თუ არა საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებამ.

განსახილველ მუხლში ჩამოთვლილია ის დოკუმენტები რომელთა გაყალბებაც ჩაითვლება


არჩევნების გაყალბებად, ესენია საარჩევნო სიები, ოქმები, ბიულეტენების, სარეგისტრაციო
ჟურნალები და საკონტროლო ფურცლები.

საარჩევნო სიები არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, ანუ აქტიური საარჩევნო უფლების მქონე
პირთა სია, რომლებსაც სისწორეს ამოწმებს საარჩევნო ადმინისტრაცია.

ოქმები არის საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი


ოქმები.

ბიულეტენი არის ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემისას დაფიქსირებული მისი ნების ამსახველი
დოკუმენტი (რაზეც ხდება სასურველი პარტიის ან პირის შემოხაზვა).

კ ონკრეტულ შემთხვევაში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის


კოდექსის 362-ე მუხლის შემადგენლობას გვაძლევს თუმცა ამ შემთხვევაში 1643 მუხლს
პრიორიტეტული მნიშვნელობა გააჩნია და არჩევნებისას ყალბი ან სხვისი დოკუმენტის
გამოყენება სსკ-ის 362-ე მუხლით კვალიფიკაცია არ არის საჭირო (სპეც ნორმა).

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.
მუხლი 165. გაფიცვის უფლების ხელყოფა

გაფიცვის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი


ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან
სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის იძულება, თავი შეიკავოს
გაფიცვისაგან, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების


განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით „ კოლექტიური შრომითი დავის მოწესრიგების
წესის შესახებ“. ეს კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს გაფიცვის უფლების
რეალიზაციის წესს და ვრცელდება ყველა მუშაკზე, საწარმო-დაწესებულებასა და
ორგანიზაციაზე.

ობიექტური მხრივ გაფიცვის უფლების ხელყოფა გულისხმობს გაფიცვის უფლების


განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა
მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით პირის
იძულებას თავი შეიკავოს გაფიცვისაგან.

გაფიცვის უფლების ხელყოფა ფორმალური დანაშაულია და დამთავებულია მისი


განხორციელების მომენტიდან და მავნე შედეგის დადგომას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა
არა აქვს.

სუბიექტურ მხრივ მიზანს ან მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო


ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული შესაძლებელია ჩადენილ იქნეს როგორც პირდაპირი,
ასევე არაპირდაპირი განზრახვით.

მუხლი 166. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური


გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის
შეშლა

პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან


მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის
მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს საზოგადოებრივი


გაერთიანების, მათ შორის პროფესიული კავშირის შექმნის და მათში გაერთიანების უფლება.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური
გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

კონსტიტუციაში ხაზგასმულია, რომ დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური


გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური
წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
აღვივებს ეროვნულ, კუთხურ რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებეია საზოგადოებრივ
და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირების შექმნა.

საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“


აღნიშნულია, რომ პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით.

დანაშაულის ობიექტური ნიშანია ზემოაღნიშნული ორგანიზაციების შექმნის ან


საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

დანაშაული დამთავრებულია პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების


წარმოშობის ან საქმიანობისათვის დაბრკოლების შექმნის მომენტიდან, როდესაც
გამოყენებულია ძალადობა ან ასეთის მუქარა. ძალადობით დამდგარი შედეგი სცილდება
დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს და მოხდება განხორციელებული ძალადობის შედეგის
მიხედვით ანუ დანაშაულთა ერთობლიობის გზით.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია როგორც კერძო პირი, ისე სპეციალური სუბიექტი -


თანამდებობის პირი, რომელიც იყენებს რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ხელს
უშლის პარტიულ თუ სხვა ორგანიზაციების შექმნას და საქმიანობას. ამ შემთხვევაში გვექნება
დანაშაულთა ერთობლიობა 166-ე (ანუ განსახილველი მუხლი) და 333-ე მუხლი (სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტება).
მუხლი 167. ინფორმაციის გაცნობაზე უარის თქმა ან არასწორი
ინფორმაციის წარდგენა
პირისათვის უკანონოდ უარის თქმა მასზე არსებული ინფორმაციის ან
ოფიციალური დოკუმენტის გაცნობაზე, ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე,
რომელიც უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს, აგრეთვე ასეთი
ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა,
ანდა მის გასაცნობად სხვაგვარად უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით ოფიზიალური ინფორმაცია დაკავშირებულია


ადამიანის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხთან არავისთვის არ უნდა
იყოს ხელმისაწვდომი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია
სახელწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
ჯანმრთელობის სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.

ინფორმაციის ცნების ქვეშ იგულისხმება ის მასალები და დოკუმენტები, რომლებიც შეკრებილია


კანონით დადგენილი წესით და შეიცავს ცნობებს, რომელიც აინტერესებს მოქალაქეს იმის გამო,
რომ ისინი შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს.

დანაშაულის ობიექტური ნიშნები მდგომარეობს:

1. პირისათვის უკანონოდ უარის თქმაში მასზე არსებული ინფორმაციის ან ოფიციალური


დოკუმენტის გაცნობას ანდა იმ დოკუმენტის ან მასალის წარდგენაზე, რომელიც უშუალოდ
შეეხება მის უფლებებსა და თავისუფლებებს.
2. ისეთი ინფორმაციის, დოკუმენტის ან მასალის არასრულად ან დამახინჯებულად წარდგენა.
3. ცნობების გასაცნობად სხვაგვარად ხელის შეშლაში.

ყველა ზემოაღნიშნული ქმედება იწვევს სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობას მხოლოდ


მაშინ, თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც მოქმედებით ის უმოქმედობით. მაგალითად


ინფორმაციის გამოთხოვაზე დაზარალებულის მოთხოვნის იგნორირება.

დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნულმა


ქმედებამ დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს როგორც
ქონებრივ, ისე მორალურ ზიანში, მაგ: პირს არ აძლევენ იმ დოკუმენტაციას რომელიც
აუცილებელია სამკვიდრო მოწმობის ასაღბად, რათა მიიღოს მემკვიდრეობა. აღნიშნული
დოკუმენტების მიუცემლობის გამო გავიდა სამკვიდროს გახსნის ვადები რამაც გამოიწვია
მნიშვნელოვანი ზიანი - პირმა ვერ მიიღო მემკვიდრეობა.
დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს მხოლოდ თანამდებობის პირი.

მუხლი 168. შრომის თავისუფლების ხელყოფა


შრომის თავისუფლების ხელყოფა, ესე იგი ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით
საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის საფუძველზე საქართველოში შრომა თავისუფალია.


სახელწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის
განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შრომითი უფლებები, შრომის სამართლიანი


ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, ასევე არასრულწლოვანისა და ქალის შრომის
პირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დანაშაულის ობიექტური ნიშანი


გამოიხარება თავისუფლების ხელყოფაში. ე. ი. ნებისმიერი სახის კანონიერ შრომითი
საქმიანობისათვის ხელის შეშლაში ძალადობით ან ასეთის მუქარით.

168-ე მუხლით გათვაისწინებული დანაშაული ფორმალურ შემადგენლობათა ჯგუფს


მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ძალადობის ან ასეთის მუქარის წარმოთქმის მომენტიდან.

აღნიშნული დანაშული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა


პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან
განთავისუფლების თაობაზე, ან სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო
გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოხატულია მოქალაქის სამუშაოდან უკანონო
დათხოვნაში, სამუშოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში
ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებით დარღვევაში.

სამუშაოდან უკანონო დათხოვნა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც იგი განხორციელებულია


შრომის კანონთა კოდექსში მითითებული ნორმების საწინააღმდეგოდ. როდესაც არ არსებობს
ობიექტური პირობები და საკმაო საფუძველი ამვარი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგ:
ორსული ქალის დათხოვნა შტატების შემცირების დროს, შრომის უუნარობის ფურცელზე
(ბიულეტენზე) მყოფი მუშა-მოსამსახურის დათხოვნა და სხვა.

ზემოაღნიშნული დანაშაული დამთავრებულია უკანონო მოქმედების განხორციელების


მომენტიდან. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის შედეგის დადგომას მნიშვნელობა არ გააჩნია.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს მხოლოდ ორგანიზაცია-


დაწესებულების წარმომადგენელი, რომელსაც მოქალაქეების სამუშაოდ მიღებისა და
დათხოვნის უფლებამოსილება გააჩნია.

მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა


1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის
დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში ხაზგასმულია, რომ შრომითი უფლებების დაცვა,


უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები დაცულია საქართველოს კანონმდებლობით. განსაზღვრული
პირობების არსებობისას ამ უფლების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლის
პასუხისმგებლობა.
აღნიშნული დანაშაული ორობიექტიანია ჯანმრთელობა (პირველი ნაწილი - ჯანმრთლობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება) და სიცოცსლე (რამაც გამოწვია ადამიანის სიცოცხლე).

170-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია. პირის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის


დასადგენად აუცილებელია გაირკვეს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის რომელი
კონკრეტული წესი იყო დარღვეული. შრომის დაცვის სხვა წესებში იგულისხმება საწარმოს
ჰიგიენის, სანიტარიის წესების და უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფაქტები.

დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. იგი


მატერიალურ შემადგენლობას განეკუთვნება და დამთავრებულია კანონში მითითებული
შედეგის დადგომის მომენტიდან.

დანაშაული გაუფრთხილებელი ბრალით ხასიათდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს


წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ვინაიდან იცის, რომ არღვევს ტექნიკის
უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის სხვა წესს, ითვალისწინებს 170-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგის დადგომის შესაძლებლობას (ჯანმრთელობის დაზიანებას ან
სიცოცხლის მოსპობას), მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებს ან
არ ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის
გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

თავი XXIV
დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ

მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში


1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაზე, –
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას
ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა
არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. (ამოღებულია - 17.05.2018, №2354).
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და
ჯარიმით.

მოცემული დანაშაულის დაცვის ობიექტია არასრულწლოვნის ნორმალური ზნეობრივი ან


ფიზიკური განვითარება.

როდესაც არასრულწლოვნის მშობელი უკიდურესი მატერიალური გაჭირვების გამო


დაიყოლიებს შვილს მათხოვრობაზე, ასეთი ქმედება საერთოდ არ შეიძლება ჩაითვალოს
მართლსაწინააღმდეგოდ, ვინაიდან იგი მიმართულია ელემენტარული საციცოცხლო
მოთხოვნების დამაკმაყოფილებლად.

არასრულწლოვნის დაყოლიება სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე გულისხმობს ლოთობაში,


აზარტულ თამაშში, მაწანწალობაში არასრულწლოვნის ჩაბმას.

171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დამთავრებულად ჩაითვლება,


როცა პირი შეძლებს ჩააბას არასრულწლოვანი მათხოვრობაში ან სხვა ანტისაზოგადოებრივ
ქმედებაში. მოჰყვება თუ არა ამას რაიმე მძიმე შედეგი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ
გააჩნია.

არასრულწლოვნის ჩაბმა გამაბრუებელ ან სამკურნალო საშუალებათა არასამედიცინო


მოხმარებაში გულისხმობს მოზარდის ჩაბმას ისეთ სამკურნალო ან ტექნიკური ან
საყოფაცხოვებო დანიშნულების ნივთიერებების არასამედიცინო მოხმარებაში რაც იწვევს
არასრულწლოვნის ფსიქიკის და ქცევის არსებით შეცვლას. ასეთ ნივთიერებებს მიეკუთვნება
სხვადასხვა ალკოჰოლური ნივთიერებების ნარევი, დიმედროლისა და ალკოჰოლის ნარევი,
გამხსნელები , ტოქსიკური ნივთიერებები და სხვა.

არასრულწლოვნის ჩაბმა პროსტიტუციაში გულისხმობს 18 წელს მიუღწეველი პირის ჩაბმას


სექსუალურ კონტაქტში ნებისმიერ მსურველთან გარკვეული საზღაურის მიღების მიზნით.
პროსტიტუცია ნიშნავს სხეულით ვაჭრობას, რასაც სისტემატიური ხასიათი აქვს.

მუხლი 172. არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების


განხორციელება შვილად აყვანის მიზნით
1. არასრულწლოვნის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელება შვილად აყვანის მიზნით –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. არასრულწლოვნის გაყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების
განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით,


მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის მოთხოვნათა დაცვით. არ შეიძლება არასრულწლოვანი იქცეს
ყიდვა გაყიდვის ობიექტად, თუნდაც ის ჩადენილი იყოს მისი შვილად აყვანის მიზნით.ამდნად
ეს მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს არასრულწლოვნის ყიდვას და გაყიდვას შვილად აყვანის
მიზნით. არასრულწლოვნის ყიდვა ნიშნავს გარკვეული ფასის გადახდით, ასევე სხვა ნივთში
გაცვლით, ვალში ჩათვლით და სხვა.

სხვა უკანონო გარიგებაში იგულისხმება ისეთი მომენტი, როცა მშვილებელი გამშვილებელს


სანაცვლოდ შეპირდება სამსახურში მოწყობას, ბიზნესის წამოწყებას, საზღვარგარეთ
გამგზავრებაში ხელის შეწყობას და ა. შ.

ეს დანაშული დამთავრებულად ჩაითვლება, როცა პირი იყიდის არასრულწლოვანს ან უკვე


განახორციელებს მის მიმართ სხვაგვარ უკანონო გარიგებას და ეს არასრუწლოვანი გადავა მის
მფლობელობაში.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.

აღასანიშნავია ის გარემოება, რომ თუ არასრულწლოვნის ყიდვის მოტივი არ არის შვილად აყვანა


მაშინ ეს ქმედება შეფასდება არა 172-ე მუხლით არამედ 1432-ე მუხლით (არასრულწლოვნით
ვაჭრობა).

მუხლი 172 1 . შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი


შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ
გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთ გაშვილებაში ხელის
შეწყობა
1. შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარი შერჩევა და
მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა
ან ასეთ გაშვილებაში ხელის შეწყობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან პირთა ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ამ დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხარება შემდეგ ქმედებებში:

1. ფეხმძიმე ქალების წინასწარ შერჩევა და მშობიარობისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ


გაყვანის შესაძლებლობის შექმნაში
2. ასეთ გაშვილებაში ხელშეწყობა.

ამ ორიდან ერთ-ერთი ქმედების ჩადენა საკმარისია დანაშაულის დამთავრებულად


ცნობისათვის და მნიშვნელობა არა აქვს რეალურად მოხდა თუ არა ბავშვის გაშვილება
საზღვარგარეთ, ამდენად სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.

როგორც ტექსტიდან ჩანს წინაწარ შერცეული უნდა იყოს არა ერთი არამედ ორი ქალი მაინც,
ამასთან ეს ქალები უკვე ორსულები უნდა იყვნენ, ამდენად არ მოგვცემს დანაშაულის
შემადგენლობას იმ ქალების წინასწარი შერჩევა და საზღვარგარეთ გაყვანისათვის
შესაძლებლობის შექმნა, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან ორსული. თუ ეს ქალბატონები
საზღვარგარეთ დაორსულდებიან და გაჩენილ ბავშვს იქვე გააშვილებენ ამ მუხლის
შემადგენლობა არ არსებობს. ამასთანავე აუცილებელია ორსული ქალის საზღვარგარეთ გაყვანის
შესაძლებლობის შექმნა მიმართული იყოს იქითკენ, რომ ქალებმა იმშობიარონ საზღვარგარეთ
რათა გააშვილონ საზღვარგარეთ გაჩენილი ბავშვი.

აქედან გამომდინარე განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა არა გვაქვს, როცა წინასწარ


შეარჩევენ ორსულ ქალებს, რომლებიც იმშობიარებენ საქართველოში და ამის შემდეგ მოხდება
ბავშვთან ერთად მათი საქრთველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა, რათა ამ
ქალებმა საზღვარგარეთ გააშვილონ ბავშვები.

განსახილველი მუხლისათვის მნიშვნელობა არ აქვს ორსული ქალები საქართველოს


მოქალაქეები არიან, მოქალაქეობის არმქონენი თუ უცხოელები, რომლებიც მუდვივად
ცხოვეობენ საქართველოში. მთავარია ორსული ქალების შერჩევა მოხდეს საქართველოს
ტერიტორიაზე და საქართველოდანგაყვანისათვის შეექმნას სათანადო შესაძლებლობა.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.

მუხლი 173. შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის


დარღვევა
1. შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევა, რამაც მძიმე
შედეგი გამოიწვია, −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, −
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

აღნიშნული დანაშული თვით დისპოზიციიდან გამომდინარე შედეგიანი დანაშაულია.


ამდენად, შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას უნდა მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი
და ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრვი კავშირი.

შვილად ავანის ან შვილობილის მიღების წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო


კანონმდებლობაში. საერთოდ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო
მშვილებლის ან შვილოად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მას შემდეგ, რაც
მიიღებს დასკვნას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოდან. გადაწყვეტილების კანონიერ
ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სასამართლომ ამის შესახებ უნდა აცნობოს
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს. შვილება ითვლება სასამართლოს
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან და არა ამ გადაწყვეტილების სამოქალაქო
რეგისტრაციაში გატარების დღიდან.

მშვილებელი არ შეიძლება იყო ის პირი ვისაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ანდა ადრე
ჰყავდა ნაშვილები, მაგრამ შვილება გაუქმდა მის მიერ მშვილებლის მოვალეობის არაჯეროვნად
შესრულებისათვის. მშვილებელი ვერ გახდება პირი თუ იგი ეტანება სასმელს, არის პირველი
კატეგორიის ინვალიდი არ აქვს შვილად აყვანის მატერიალურად ელემენტარული მოვლის
საშუალება არ გააჩნია სახლკარი ან აქვს ისეთი საცხოვრებელი რომელიც არ აკმაყოფილებს
ჰიგიენის ან ნორმალური ცხოვრების სტანდარტებს, ასევე მშვილებელი შვილად აყვანილზე
მინიმუმ 16 წლით მაინც უნდა იყოს უფროსი და სხვა.

მძიმე შედეგი შეიძლება გამოიხატოს მორალურ ზიანში (ხანგრძლივი ძლიერი ემოციური


განცდა, შვილის ფაქტობრივი დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, ჯანმრთელობის დაზიანება და სხვა.

ამ მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს იგივე ქმედებას


ჩადენილსსამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რომელიც სასჯელის ზომად აწესებს
ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე ან თანამდებობის ან საქმიანობის
ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მუხლი 174. ბავშვის შეცვლა


ბავშვის შეცვლა ანგარებით ან სხვა ქვენა გრძნობით, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ამ მუხლის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ერთი ბავშვის მეორეთი შეცვლაში, მაშინ
როდესაც მშობელს ჯერ არ აქვს შესაძლებლობა გააცნობიეროს ბავშვის შეცვლის ფაქტი (მაგ:
ახალშობილის შეცვლა სამშობიარო სახლში). დანაშული ფორმალური ხასიათისაა და იგი
დამთავრებულია ბავშვის შეცვლის მომენტიდან.

სუბეიქტური მხრივ ეს დანაშული პირდაპირი განზრახვით შეიძლება იქნას ჩადენილი.


სუბიექტები შეიძლება იყოს თვით მშობელი, სამშობიაროს თანამშრომელი და სხვა
დაინტერესებული პირი. იმ შემთხვევაში თუ ბაშვის შეცვლა სამშობიარო სახლის
თანამშრომლბის მიერ გაუფრთხილებლობით მოხდა ეს გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას და ესეთი პირის მიმართ შეიძლება იმსჯელონ დისწიპლინარული ფორმით.

მუხლი 175. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება


1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება მშვილებლის ნება-სურვილის
გარეშე, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე.
2. იგივე ქმედება:
ა) ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებულია დაიცვას შვილად აყვანის ფაქტი,
როგორც სამსახურებრივი ან პროფესიული საიდუმლოება;
ბ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გამჟღავენება გულისხმობს შვილად აყვანის ფაქვის სხვა პირისათვის ზეპირი ან წერილობითი


ფორმით გადაცემას. იგი შეიძლება მოხდეს როგორც ერთი პირისათვის, ისე ყველანაირი
ინფორმაციის საშუალების გამოყენებით.

დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია იგი დამთავრებულია ამ ინფორმაციის გამჟღავნების


მომენტიდან და არ არის აუცილებელი ასეთმა გამჟღავნებამ გამოიწვია თუ არა რაიმე შედეგი.
მთავაირა დადგინდეს ის ფაქტი, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების ნება არსებობდა თუ არა
მშობლის მხრიდან.

დანაშაული მძიმდება დანაშაულის სუბიექტის მიხედვით, კერძოდ: როდესაც შვილად აყვანის


საიდუმლოებას ამჟღავნებს ის პირი, ვისაც აკისრია სამსახურებრივი ან პროფესიული
ვალდებულება დაიცვას შვილად აყვანის საიდუმლოება. ეს შეიძლება იყოს მოსამართლე ან
პროცესის მდივანი, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ, ან ის
სახელმწიფო მოხელე რომელმაც განახორციელა შვილად აყვანის რეგისტრაცია და
მზრუნეველობის ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც ჩართული იყო პროფესიულად შვილად
აყვანის პროცედურების მოგვარებაში. გარდა აღნიშნულისა ამ მუხლის დამამძიმებელი
გარემოებაა, როდესაც გამჟღავნებას მოჰყვა რაიმე მძიმე შედეგი ( ეს უკვე მატერიალური
შემადგენობისაა), რომელშიც შეიძლება ვიგულისხმოთ შვილად აყვანილის მძიმე ფსიქიკური
ტრამვა, ოჯახის დანგრევა და სხვა. ამ შემთხვევაში მძიმდება სასჯელი რაც ითვალისწინებს
ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე
ვადით, ან თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

მუხლი 176. ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება


სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის
ჯიუტად თავის არიდება, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან
ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან


არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც
დახმარებას საჭიროებენ. სამოქალაქო კოდექსში ასევე ხაზგასმულია, რომ სრულწლოვანი
შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც
დახმარება სჭირდებათ. იმ მშობელს რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ერთმევა
ასევე ალიმენტის გადახდის მოვალეობაც. ამავე კანონმდებლობით განსაზღვრულია და-ძმის
ურთიერთრჩენის მოვალეობა, შვილიშვილის საალიმეტო მოვალეობა შრომისუუნარო პაპისა და
ბებიის მიმართ ან პირიქით პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობა შვილიშვილების მიმართ
და სხვა. სწორედ ასეთი ალიმენტების გადაუხდელობაზე აწესებს 176-ე მუხლი
პასუხისმგებლობას.

ალიმენტის გადახდისაგან ჯიუტად თვის არიდებაში უნდა ვიგულისხმოთ არა ამრტო


პირდაპირი უარი ალიმენტის გადახდაზე, არამედ პირის მიერ თავისი ნამდვილი შემოსავლის
დაფარვა, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა, რათა თავიდან აიცილოს სააღსრულებო
ფურცლით სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდა.

დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. დამნაშავეს


გაცნობიერებული აქვს, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, იგი ჯიუტად თავს
არიდებს ალიმენტის გადახის მოვალეობას და სურს ასე მოიქცეს.
სუბიექტები არიან მშობელი, შვილი, და-ძმა, შვილიშვილი, პაპა, ბებია, მამინაცვალი და
დედინაცვალი, გერი და სხვა.

დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ჩაითვლება საქართველოს სისხლის


სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება,
რომელიც მიმართულია საკუთრების უფლების დარღვევისკენ, ესე იგი მესაკუთრისათვის
ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი მიყენების საფრთხის შექმნისკენ. ასეთი სახის
დანაშაულებია: ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა, თაღლითობა,მითვისება ან გაფლანგვა, გამოძალვა,
სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ან განადგურება და სხვა.

საკუთრებაზე ხელყოფის განხორციელებისას დანაშაულის საგანს წარმოადგენს


ეგრეთწოდებული მოძრავიქონება, თუმცა ზოგჯერ მისი საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონებაც.
უძრავ ქონებად მიჩნეულია - მიწა წიაღისეული და ყველაფერი ის, რაც მჭიდროდ არის
დაკავშირებული მიწასთან (შენობა-ნაგებობები), ე. ი. იმ ობიექტებს, რომელთა გადაადგილება
მათი დანიშნულებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარეშეშეუძლებელია. არსებობს
ისეთი ობიექტებიც, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობა დასადგენია მაგ: ოქრო და ძვირფასი
ქვები. თუ მათზე არ არის დახარჯული საზოგადოებრივად აუცილებელი შრომა, ისინი არ
წარმოადგენენ ქონებას და ამიტომ არ შეიძლება ჩაითვალონ საკუთრების წინააღმდეგ
მინართულ დანაშაულის საგნად. მაგ: გადაუმუშავებელი ოქროს მოპოვება ჩაითვლება არა ამ
თავში მითითებულ რომელიმე დანაშაულად, არამედ წიაღითუკანონო სარგებლობად (მუხლი
299-ე), ხოლო ოქროს სამკაულების საიუვილერო მაღაზიიდან ფარულად დაუფლება მიიჩნევა
ქურდობად. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, როცა უკვე მოპოვებული ბუნებრივ
მდგომარეობაში არსებული ოქრო იმყოფება საწარმოო ზონის ტერიტორიაზე. ასეთ შემთხვევაში
ეს საგანი ბუნებრივ სიმდიდრეს აღარ წარმოადგენს, ვინაიდან დაკავშირებულია ტექნოლოგიურ
და საწარმოო პროცესთან.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული წარმოადგენს ქონებისსხვადასხვა ხერხითა


და საშუალებით ხელყოფას. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძირითადად სწორედ
დანაშაულის ჩადენის ხერხითა და საშუალებით განასხვავებს ამ დანაშაულებს ერთმანეთისგან,
მაგალითად: ნივთის დაუფლება ქურდობით, ყაჩაღობით, ძარცვით და სხვა.
ქურდობა:(მუხლი177)

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო


მისაკუთრების მიზნით.

ქურდობა საკმაოდ გავრცელებული დანაშაულია და გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის


ფარულად დაუფლებას ანუ დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავემ თავი აარიდოს, როგორც
ქონების მესაკუთრეს ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. ამდენად ქურდობის
სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. იგი შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისთვის.

ყველაზე ხშირად ქურდობა ხორციელდება მესაკუთრისა და სხვა ადამიანთა დაუსწრებლად მაგ:


ღამით საწყობის, მაღაზიის ან ბინის გაქურდვა მაშინ, როდესაც პატრონი სახლში არ არის.
ზოგჯერ ქურდობა ხდება მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც
დაზარალებული ვერ ხედავს და ვერ იგებს იმას, რომ ქურდავენ.

ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის


ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ,
მიუხედავად იმისა მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზაცია.მაგ: გ.-მ ბინა გაქურდა
და ნაქურდალი ნივთები გაყიდა. ეს არის დამთავრებული ქურდობა. გ. ბინის ქურდობის შემდეგ
ნაქურდალ ნივთრებთან ერთად სადარბაზოში დააკავა პოლიციამ ეს არის დაუმთავრებელი
ქურდობა ანუ ქურდობის მცდელობა. (დამნაშავეს ფაქტიურად მისი განკარგვის საშუალება არ
მიეცა).

ქურდობას გააჩნია არაერთი დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ: ქურდობა, რომელმაც


მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზიანი მნიშვნელოვნად მიჩნეულია იმ შემთხვევაში, თუ
ნივთის (ნივთების) ღირებულება აღემატება 150 ლარს.მაგ: გ.-მ ბ.-ს მოპარა ბეჭედი, რომლის
ღირებულებაც შეადგენდა 200 ლარს. ვინაიდან 200 ლარი 150 ლარზე მეტია, გ.-ს ქმედებაში
დაკვალიფიცირდება ქურდობად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მნიშვნელობან ზიანად არ ჩაითვლება 10000 ლარზე მეტის ღირებულების მქონე ნივთის


ქურდობა. ამ შემთხვევაში სახეზეა დიდი ოდენობა და იგი ქურდობის კიდევ ერთი
დამამძიმებელი გარემოებაა.

ნივთის ღირებულების ზუსტად განსასაზღვრად აუცილებელია სასაქონლო ექსპერტიზის


ჩატარება .

სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევითჩადენილი ქურდობაც დამამძიმებელ გარემოებად


ითვლება. სადგომი გულისხმობს შენობა-ნაგებობებს, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა
განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია,
თეარტი სასწავლო დაწესებულება და სხვა.
საცავი არის ასევე მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი
ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარად
დაცვა. მაგალითად : სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი, პირუტყვის სადგომი და სხვა.

177-ე მუხლის კიდევ ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ქურდობა, ჩადენილი წინასწარი


შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი


ქურდობით მიყენებული ზიანის ოდენობა დასადგენია. ამ დროს ქურდობით მოპოვებული
ქონების თითოეული დამნაშავის წილი შეიძლება დიდ ოდენობას არ აღწევდეს, მაგრამ მათი
ქმედება მაინც დაკვალიფიცირდება, როგორც ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ვინაიდან
სახეზეა ჯგუფური დანაშაული.მაგალითად: დ.-მ ბ.-მ და გ.-მ წინასწარი შეთანხმებით გაქურდეს
საიუვილირო მაღაზია. ქურდობის შედეგად გ.-ს მიერ დაუფლებული ნივთების ღირებულება
შეადგენდა 8000 ლარს, ბ.-სი 4000 ლარს, ხოლო გ.-სი 5000 ლარს.მიუხედავად იმისა, რომ მათ
მიერ ცალ-ცალკე დაუფლებული ნივთების ღირებულება არ აღემატება 10000 ლარს, დამნაშავეთა
ქმედება მაინც დაკვალიფიცირდება დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობით. ამის მიზეზია ის
ფაქტი, რომ მათ წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ეს დანაშაული და ასეთ შემთხვევაში
დაუფლებული ნივთების ღირებულება უნდა შეიკრიბოს და ისე გადაწყდეს მათი
კვალიფიკაციის საკითხი. ამ შემთხვევაში საერთო ღირებულება წარმოადგენს 17000 ლარს და
იგი აღემატება 10000 ლარს.

წინასწარი შეთანხმებისთვის აუცილებელია, რომ თითოეული ჯგუფის მონაწილე იყოს


ამსრულებელი (თანაამსრულებლები).

ქურობადამამძიმებელ გარემოებათ ასევე ითვალისწინებს არაერთგზისობას. (წინათ


ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ცადენას).

ქურდობა არაერთგზისობად ჩაითვლება, თუ იგი ჩაიდინა წარსულში შემდეგი მუხლებით


ნასამართლევმაპირმა:

177-ქურდობა, 178- ძარცვა, 179- ყაჩაღობა, 180- თაღლითობა, 181- გამოძალვა, 182- მითვისება
გაფლანგვა, 183- განსაკუთრებული ისტორიული, მეცნიერული ან ეროვნული
ღირებულებისმქონე ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით, 185 - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, 186 - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი
გზით მოპოვებული ნივთის შეძენა ან გასაღება, 224 - რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა, 231
- ბირთული მასალის ან რადიაციული საშუალების ხელში ჩაგდება, 237 - იარაღის, საბრძოლო
მასალის, ფეთქებადი ნიოვთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, 264 - ნარკოტიკული საშუალების, მისი
ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების მართლსარინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა.

ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობა ხორციელდება დადგენილი აკრძალვის


მიუხედავად იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ გააჩნია. მაგ: გ.-მ კარების შემტვრევით
შეაღწია ბინაში და დაეუფლა ქონებას. ეს არის ბინაში უკანონო შეღწევა.შესაძლებელია ბინაში
მოხდეს ქურდობა, თუმცა არ ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, მაგ: გ. რომელიც
სტუმრად იმყოფებოდა ბ.-თან, ამ უკანსკნელს მოპარა ოქროს საყურე. ამ შემთხვევაში დამნაშავე
კანონიერად იმყოფება ბინაში და ისე ახორციელებს ქურდობას, რაც გამორიცხავს ბინაში
უკანონო შეღწევის კვალიფიკაციას.

დამამძიმებელი გარემოების არსებობა განპირობებულია იმით, რომ დამნაშავე შეღწევისას


დამატებით, ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან ძალასა და ხერხს იყენებს, რომ გადალახოს
წინააღმდეგობა და დაეუფლოს ქონებას მაგ: კარის, საკეტის შემტვრევა, კედლის გამონგრევა,
სეიფის გატეხვა და სხვა.

სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობა კოდექსის ნოვაციას


წარმოადგენს. მის დამამძიმებელ გარემოებად გამოცხადება გამოწვეული იყო საქართველოში
ამ სახის დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლის მატებამ. სატრანსპორტო საშუალებაში
იგულისხმება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალება, მაგ: ავტომანქანა, იახტა, კატერი, ასევე
მათი შემადგენელი ნაწილი, როგორიც არის ვთქვათ ავტომანქანისთვის საბურავის გვერდითი
სარკის ან რაიმე ნაწილის ქურდობა.

ქურდობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ: ცნობილია რომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ


ჩადენილი დანაშაული ყველაზე მძიმე სახეა (27-ე მუხლი). ამ მუხლიდან გამომდინარე,
სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი
და ხელმძღვანელობდა მას. ასეთი პირი პასუხს აგებს, როგორც ყველა იმ ქურდობის
აღმსრულებელი, რაც ჩადენილი იყო პირთა ჯგუფის მიერ, მიუხედავად იმისა მონაწილეობდა
თუ არა იგი უშუალოდ მათ ჩადენაში. რაც შეეხება ამ ჯგუფის სხვა მონაწილეებს, ისინი პასუხს
აგებენ იმ დანაშაულისთვის, რომლის ჩადენაშიც უშუალოდ მონაწილეობდნენ.

ქურდობის განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებაა:მისი ჩადენა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან


მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის. მუხლის ეს ნაწილი მიუთითებსდანაშაულის
რეციდივზე და კანონი სწორედ ამ პრინციპით ამძიმებს ასეთ პირთა პასუხისმგებლობას.

ანალოგიურად განსაკუთრებულ დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა ქურდობა, ჩადენილი


მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ, ეს გარემოებაც წარმოადგენს
ნოვაციას, ვინაიდან ქურდობის სხვა სახეებისგან განსხვავებით ეს ქმედება
საზოგადოებისათვისსაშიშროების მომტანი შეიძლება იყოს.
ძარცვა: (მუხლი 178)

ძარცვა, ესეიგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო


მისაკუთრების მიზნით. იგი ფაქტიურად ანალოგიურია, ქურდობის დანაშაულისა, თუმცა
განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: თუ პირი ქურდობის შემთხვევაში სხვის ქონებას
ფარულად ეუფლება,ძარცვისას ეს ქმედება აშკარად ხორციელდება. ამდენად ძარცვისთვის
დამახასიათებელიამისი აშკარა ხასიათი, რაც მდგომარეობს ქონებისთვალნათლივ
დაუფლებაში, როგორც იმ პირისთვის ვის მფლობელობაშიც იმყოფება ის ნივთი, ასევე სხვა
ადამიანებისთვისაც. ძარცვას გააჩნია ყველა ის დამამძიმებელი გარემოება, რაც ქურდობას.ამ
დანაშაულისთვის დამახასიათებელი ერთი ძირითადი და განმასხვავებელი დამამძიმებელი
გარემოებააძარცვა ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთველობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის მუქარით.

ძალადობაში იგულისხმებაისეთი ქმედება, რომელიც არ მიეკუთვნება სისხლის სამართლის


კოდექსით გათვალისწინებულ ჯანმრთველობის განძრახ მძიმე, ნაკლებათ მძიმე, ანმსუბუქი
დაზიანების დანაშაულის შემადგენლობას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში გვექნებოდა
დანაშულთა ერთობლიობა, კერძოდ: როგორც (178-ე მუხლი) ისე 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლები.
ძარცვამოიცავს 125-ე მუხლითგათვალისწინებულ დანაშაულს (ცემა), რაც იმაზე მიუთითებს,
რომ ძარცვისას ჩადენილი ცემის შემთხვევაში, ცალკე დამატებით 125-ე მუხლის წარდგენა
საჭირო აღარ იქნება მაგ: გ.-მ ქუჩაში გამვლელ ს.-ს ჩამოგლიჯა საყურე და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. გ.-მ ჩაიდინა ძარცვა.იმ შემთხვევაში თუ ს.-ს ყურზე მიღებულმა
დაზიანებამ მოგვცა მსუბუქი ხარისხის დაზიანება,გ.-ს დამატებით ბრალად წარედგინება 120-ე
მუხლითგათვალისწინებული დანაშაული.იმ შემთხვევაში თუ გ. ყელსაბამს ჩამოგლეჯდა ს.-ს,
ამასთან ერთად დაზარალებულს დანაშაულის გაადვილების მიზნით რამოდენიმეჯერ
დაარტყამდა, რომლის შედეგადაც ს. ჯამრთველობის არანაირი სახის დაზიანებას არ მიიღებდ,ა
გ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდება მარტო 178-ე მუხლით.

რაც შეეხება ფსიქიკურ ძალადობას, იგი გულისხმობს პირის დაშინებას, მუქარას - გამოიყენეოს
ისეთი ძალადობა, რაც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთველობისათვის. ასეთი სახის
ძალადობა ან მუქარა, დამნაშავემ შეიძლება გამოიყენოს, როგორც ქონების დაუფლების, ისე უკვე
დაუფლებული ქონების, შენარჩუნების საშუალებად.მაგ: დ.-მ ავტობუსით მგზავრობისას ს.-ს
ჯიბიდან ამოაცალა საფულე. ს.-მ შეამჩნია ეს ფაქტი და შეეცადა მის უკან დაბრუნებას, დ.
დაზარალებულსცემით დაემუქრა და ავტობუსი დატოვა. მოცემულ მაგალითში დ. ქონებას
დაეუფლა ქურდობით, თუმცა შემდგომ მისი ქმედება გადაიზარდა ძარცვაში, კონკრეტულ
შემთხვევაში დ.-ს ქმედება შეფასდება როგორც ძარცვა.
ყაჩაღობა. (179-ე მუხლი)

ყაჩაღობა, ესეიგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების


მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯამრთველობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი
ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობა ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის
საკუთრებას, ისე მის ჯანმრთველობას.

ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან


ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთველობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის
მუქარა. მაგ:გ. დანით ხელში თავს დაესხა ბ.-ს, რომელსაც ყელზე მიადო დანა და მოსთხოვა
საფულის გადაცემა, ბ.-მ საფულე გადასცა. ამ შემთხვევაში ბ-ს მიმართგანხორციელდა
თავდასხმა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარა, ქონების დაუფლების მიზნით. იმ
შემთხვევაში თუ გ. დანით მიაყენებდა ბ.-ს ჯანმრთველობის დაზიანებას, გვექნებოდა
სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა. ამდენად, თუ თავდასხმას არ ახლავს სიცოცხლისათვის ან
ჯანმრთველობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთის მუქარა, ქმედება ყაჩაღობად ვერ
დაკვალიფიცირდება.

მოცემული დანაშაული მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლით


გათვალისწინებულდანაშაულის ნიშნებსაც- კერძოდ, თუ თავდამსხმელმა ყაჩაღობისას
დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთველობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება (დანით გაუჭრა ფეხი),
მისი ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ 179-ე მუხლით. იმშემთხვევაში თუ თავდამსხმელი
ყაჩაღობისას დაზარალებულს ჯანმრთველობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას
მიაყენებს გვექნება ორი დამოუკიდებელი დანაშაული, როგორც 179-ე მუხლი, ისე 117-ე ან 118-ე
მუხლები.

ყაჩაღობა ფორმალური დანაშაულია,რომელიც დამთავრებულად ჩაითვლება დამნაშავის მიერ


დაზარალებულის თავდასხმის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, შეძლო თუ არა დამნაშავემ
სხვისი ქონების დაუფლება. აქედან გამომდინარე, ყაჩაღობას მცდელობის სტადია არ
გააჩნია.თუ პირი თავს დაესხა დაზარალებულს და იარაღის დემონსტრირებით მოსთხოვა
ქონების გადაცემა, მაგრამ ქონებას ვერ დაეუფლა მისი პოლიციისმუშაკების მიერ დაკავების
გამო, ყაჩაღობა მაინც დამთავრებულად ჩაითვლება (დამნაშვის დაკავებამდე თავდასხმა უკვე
განხორციელებული იყო).

ყაჩაღობას გააჩნია ყველა ის დამამძიმებელი გარემოება რაც ქურდობას და ძარცვას.


თუ ყაჩაღობა ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, არ არის სავალდებულო ყველა
თანაამსრუბელმა გამოიყენოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა.
საკმარისია, მათგანთუგინდ ერთმა მიმართოს ამგვარ ძალადობას.

თაღლითობა (მუხლი 180)

თაღლითობა, ესე იგი მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება,


ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ამდენად, თაღლითობის ძირითადი ელემენტია
ქონების დაუფლება, ან ქონებაზე უფლების მიღება მოტყუებით.

ცხადია მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას,მაგრამ მისი


დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. თაღლითობისას, განსხვავებით იმ
დანაშაულებებისგან, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, დაზარალებული დამნაშავეს
ქონებას გადასცემს ნებაყოფლობით, შეცდომაში შეყვანის საფუძველზე. ამრიგად, მოტყუება ეს
არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება, ან გარკვეულ გარემოებათაგანზრახ დაფარვა ქონების
მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მაგ: გ.-მ დაარწმუნა ბ. რომ მას შეეძლო ამ
უკანასკნელის სამსახურში მოწყობა, რისთვისაც წინასწარ გამოართვა 1000 ლარი. გ.
თაღლითურად დაეუფლა ბ.-ს 1000 ლარს.

თაღლითობა ხშირად დაკავშირებულია ყალბი დოკუმენტების წარდგენასთან, რაც თითქოსდა


კანონიერ საფუძველს ქმნის დამნაშავისათვის ქონების გადასაცემად. ამ შემთხვევაში, ყალბი
დოკუმენტის გამოყენება მოტყუების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მაგ: გ.-მ გააყალბა ლატარიის
ბილეთი და ამ ხერხით მიიღო 500 ლარი. გ.-მ თაღლითობის ჩასადენად ფაქტიურად შექმნა
ყალბი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა
ერთობლიობით - თაღლითობა და ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება
გასაღება ან გამოყენება. (მუხლი 362).

თაღლითობის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია ქურდობისა. თაღლითობას გააჩნია


დამატებით ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება, როგორიცაა თაღლითობა ჩადენილი
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის აღმსრულებელი შეიძლება
იყოს როგორც სახელმწიფო მოხელე, ისე კომერციული სტრუქტურის წარმომადგენელიც.
მაგ:ბანკის თანამშრომელმა მოქალაქე დაარწმუნა, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი 3000 ლარს
მიუტანდა, 20000 ლარის კრედიტს დაუმტკიცებდა შეღავათიან პროცენტში. ბანკის
თანამშრომელმა 3000 ლარი აიღო, ხოლო მოქალაქემ კრედიტი ვერ მიიღო. ბანკის
თანამშრომელს კრედიტის დამტკიცების უფლებამოსილებაარ გააჩნდა.

გამოძლვა (მუხლი 181).


გამოძალვა სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის
მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლონათესავის მიმართ ძალადობის
გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების ანდა მათთვის სახელის გამტეხი
ცნობის გახმაურების ან სხვა ისეთი ცნობის, გავრცელების მუქარა, რამაც შეილება არსებითად
დააზიანოს მათი უფლებები.

გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლების მიღება (ხელწერილი,
ხელშეკრულება ან სხვა დოკუმენტი), რომლის თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება,
ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის.

ქონების მუქარით მოთხოვნა, შეიძლება შეიცავდეს ძალადობის გამოყენებას, სხვისი ქონების


განადგურებას. დაზარალებულის ან მისი ახლონათესავის მიმართ სახელგამტეხი ცნობის
გახმაურებას, მაგ: ბ.-მ დ.-ს გაუგზავნა მუქარის წერილი . ბ. დ.-ს სთხოვდა გადაეცა მისთვის
10000 ლარი, უარყოფით შემთხვევაში გადაუწვავდა სახლს.

გამოძალვის კვალიფიკაციისათვის მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. იგი


შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმის, მთავარია დაზარალებულის მიერ
მუქარის შინაარსი იყოს რიალურად აღქმული.

ძარცვისა და ყაჩაღობისგან განსხვავებით, გამოძალვის დროს დამნაშავე სხვის ქონებას


არაიმწუთიერად ეუფლება, არამედ გარკვეული პერიოდის შემდგომ. გამოძალვა როგორც
ყაჩაღობა, ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიასგანეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება
არა ქონების დაუფლების შემდეგ, არამედ დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების
მომენტიდან. მუქარის რეალური განხორციელების შემთხვევაში, სახეზე გვექნება დანაშაულთა
ერთობლიობა- როგორც გამოძალვა, ისე დამდგარი შედეგი. მაგ: დ. გამოძალვის მიზნით
დაემუქრა ბ.-ს, რომ იმ შემთხვევაში თუ იგი სამდღეში არ გადასცემდა 5000 ლარს, დაუწვავდა
ავტომაქანას. ბ.-მ თანხა ვერ გადასცა, ხოლო დ.-მ დაუწვა ავტომანქანა. დ. დაისჯება როგორც
დამთავრებული გამოძალვით, ისე სხვისი ნივთის განძრახ განადგურების მუხლით.

იმ შემთხვევაში თუ დამნაშავე დაზარალებულს სძალავს 10000 ლარზე მეტ თანხას და თუნდაც


იგი მას ვერ დაეუფლა, გვექნება გამოძალვა (დამთავრებული) დიდი ოდენობით. მაგ: იმ
შემთხვევაში თუ ბ. არ გადასცემდა 15000 ლარს დ.-ს, ეს უკანასკნელი აუფეთქებდა სახლს, ასეთი
მოთხოვნის გამო დ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც გამოძალვა დიდი ოდენობით.

მითვისება ან გაფლანგვა: (მუხლი 182)

სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს


ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ
მფლობელობაში ან გამგეობაში - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ
წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ამ მუხლში გაერთიანებულია ორი დამოუკედებელი დანაშაული - მითვისება და გაფლანგვა.

მითვისებისას დამნაშავე ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან გამგებლობას ახორციელებს


სამსახურებრივი მდგომარეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობის თუ სპეციალური
დავალების სახით. ამგვარი უფლებამოსილება აქვთ, მაგალითად მომარაგების აგენტებს,
მოლარეს, გამყიდველს და სხვა.

მითვისების დროს დანაშაული დამთავებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის


კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ შუერთა თვის ქონებას რითაც
მიეცა უფლება საკუთარი სურვილით განკარგოს იგი.

დანაშაულის სუბიექტური მხარე გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. დამნაშავეს შეგნებული


აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი,
ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც
ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებითი მოტივით და მიზნად ისახავს
უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. მითვისების მაგალითად შეიძლება განვიხილოთ
ესეთი შემთხვევები. პირმა დროებითი სარგებლობისათვის იქირავა ავტომანქანა რაც არ
დააბრუნა დათქმულ დროს და იგი მიითვისა, ან ელექტრო მაღაზიის დისტრიბუტორმა არ
მიიტანა საქონელი მაღაზიაში და ამ ქონებას თავად დაეუფლა.

გაფლანგვა, როგორც დამოუკიდებელი დანაშაული, გულისხმობს დამნაშავის მართლზომიერ


მფლობელობასა და გამგეობაში არსებული ქონების დახარჯვას, მის გაყიდვას ან სხვაგვარად
გასხვისებას.

გაფლანგვა არ არის მითვისების შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის ეტაპი. იგი არ


შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მითვისების კერძო შემთხვევა, ვინაიდან ერთიანი
მოქმედების ხელოვნურად დანაწევრება ორ დამოუკიდებელ დანაშულად არ შეიძლება. ამასთან
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე ნივთი ერთდროულად
მიითვისონ და გაფლანგონ.

გაფლანგვის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ შემდეგი სახის შემთხვევა: ელექტრონიკის


მაღაზიაში უფროსი გამყიდველი ანაზღაურების გარეშე გადასცემს მაგნიტოფონს მის ნათესავს.

182-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები ანალოგიურია 177-ე მუხლის დამამძიმებელი


გარემოებებისა, რის ამოც მათ განხილვაზე აღარ შევჩერდებით.
სააღსრულებო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე: (მუხლი 1822)

სააღსრულებო საქმიანობა „სააღსრულებო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით


გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ხუთ წლამდე.

ეს ნორმა ფაქტიურად შეეხება იურიდულ პირებს, რომლებიც ვალდებულები არიან ასეთი


საქმიანობის განხორციელების სურვილის შემთხვევაში აიღონ შესაბამისი ლიცენზია. ასეთი
ორგანიზაციები მრავლად არსებობს საქართველოში და უმეტესობა თანამშრომლობს ბანკებთან,
რომლებსაც ხშირად უჩდებათ პრობლემები მათი კლიენტებიდან თანხების ამოღების
საკითხებზე, (პრობლემური სესხები).

მოცემული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობაა ლიცენზიის გარეშე სააღსრულებო


საქმიანობის წარმოებაა, რითაც დამნაშვე შემოსავლის იღებს.

სუბიექტი ამ დანაშაულისა შესაძლოა იყოს როგორც ფიზილური ისე იურიდიული პირი. მისი
ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების


ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუტერების მიზნით: (მუხლი
183)

განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ან ეროვნული ღირებულების


ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუტერების მიზნით - ისჯება
თავისუფელების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსახილველი მუხლი გამოირჩევა


ხელყოფის საგნის განსაკუთრებული თვისებებით. იმისთვის, რომ დავადგინოთ ამ ნივთებისა
თუ დოკუმენტების განსაკუთრებული ღირებულება, სავალდებულოა ექსპერტის დასკვნა და არა
მარტო მათი ღირებულების ფულადი გამოხატულების დასადგენად, არამედ ამ ნივთების
ქვეყნისათვის ისტორიული, მეცნიერული, კულტურული და ეროვნული მნიშვნელობის
დასადგენად.

ზემოაღნიშნული დანაშაულის ხელყოფის საგანი შეიზლება იყოს არა მარტო ცალკეული ნივთი,
არამედ ეროვნულ ღირებულებათა კოლექციაც, რომელსაც მასში შემავალი ცალკეული ნივთის
ღირებულების მიუხედავად ერთიანად აღებულს აქვს ისტორიული, კულტურული,
მეცნიერული თუ ეროვნული მნიშვნელობა. მაგ: სურათების, ხატების, უნიკალური და იშვიათი
მუსიკალური ინსტრუმენების, საფოსტო მარკების, ძველებური მონეტებისა და სხვა კოლექცია.
განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული ისტორიული და ეროვნული
ღირებულების მქონე ნივთების ჩამონათვალი, რაც შეიძლება ამ დანაშაულის საგნად იყოს
ცნობილი მოცემულიასაქართელოს კანონში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ.“

ეს დანაშული შეიძლება მოხდეს როგორც ქურდობით, ისე ძარცვით, ყაჩაღობით თაღლითობით,


თუმცა დამნაშავის ქმედება დამატებითი კვალიფიკაცია არ დასჭირდება და უნდა
შემოვიფარგლოთ მხოლოდ 183-ე მუხლით.

განსაკუთრებული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის ყაჩაღური თავდასხმის გზით


დაუფლება დამთავრებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მაშინ, როცა დამნაშავე ფაქტიურად
დაეუფლა ამ ქონებას. იმ შემთხვევაში თუ ყაჩაღური თავდასხმა არ დამთავრებულა ნივთის
დაუფლებით იგი უნდა დაკვალიფიზირდეს 183-ე მუხლის მცდელობით და არა როგორც
დამთავერბული დანაშაული. ანუ ყაჩაღური თავდასხმა, როგორც ფორმალური დანაშაული,
ჩადენილი ასეთი ნივთების დაუფლების განზრახვით გამორიცხავს ფორმალურ დანაშაულს და
იგი უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ როგორც შედეგიანი დანაშაული, ვინაიდან 183-ე მუხლი
თავისი ბუნებით შედეგიანი დანაშაულია.

აღნიშნული დანაშული სუბიექტური მხრივ პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. დამნაშავეს


შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მეცნიერულ თუ
ეროვნული ღირებულებების მქონე ნივთს.

ქონებრივი დაზიანება მოტყუებით: (მუხლი 185)

ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ


კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ისჯება ჯარიმით ან
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან
გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე.

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან


ქონების სხვა მფლობელს ადგენა ქონებრივი ზიანი. ამასთან კანონმდეგელი ხაზს უსვამს, რომ
დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი
დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების
დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი -
მოტყუება.

ამასთან ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება


გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების
საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს
მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას. ამასთან დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს
მისთვის მინდობილ ქონებას, ან თავს არიდებს მის გადაცემას, მაგ: დამნაშვე არ გადასცემს
ორგანიზაცია დაწესებულებას იმ მატერიალურ სიკეთეს, რისი გადაცემაც მის ვალდებულებას
წარმოადგენს. ამ მოქმედებათა შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე. წ. აცდენილი სიკეთის
სახით.

ამ დანაშულის მაგალითებია: ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას უძრავი ქონების


ფაქტობრივი ღირებულების შემცირება, რითაც ხდება ბიუჯეტში შესატანი კანონით
გათვალისწინებული თანხის ოდენობის შემცირება და ამ გზით მისი დაუფლება. ასევე შეიძლება
მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი. რკინიგზის ვაგონის გამცილებლის, ავტობუსის და სხვა
სატრანსპორტო საშუალების მძღოლისაგან უბილეთოდ მგზავრობისაგან დაზოგილი თანხის
დაუფლება.

ამავე მუხლით დაკვალიფიცირდება დამნაშვის მიერ ელექტროენერგიის, გაზის, და სხვა


კომუნალური გადასახადის სრული ან ნაწილობრივი გადაუხდელობა, დაკავშიერბული
მრიცხველის მონაცემის გაყალბებით და სხვა.

ზემოაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად


ჩაითვლება არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან არამედ ქონების მესაკუთრისათვის ან სხვა
კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან.
ამდენად, აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენასა და დამდგარ შედეგს შორის
მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენა.

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება:


(მუხლი186)

წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების


შეძენა, ფლობა ან გასაღება - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას
ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
დანაშაულის ობიექტია ქონება, რომელიც დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, ანუ
შეძენილია დანაშაულის ჩადენის შემდეგ.

გასაღების ცნების ქვეშ იგულისხმება ანაზღაურების მიღებით ან მის გარეშე ყველანაირი


საშუალებით ქონების სხვა პირისათვის გადაცემა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა, ამავე დროს გულისხმობს მის შენახვას
ანუ ამ ქონების ფლობას. წინასწარ შეუპირებელი შენახვა, ამ დანაშაულის შემადენლობას ქმნის
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიზანს ამ ქონების გასაღება წარმოადგენს.

„წინასწარი შეცნობა“ ნიშნავს დამნაშავის მიერ იმ ფაქტის შეგნებას, რომ მის მიერ შეძენილი ან
გასაღებული ქონება მოპოვებული იყო დანაშაულის ჩადენის შედეგად. ქონება რომ
მოპოვებულია დანაშაულის გზით, შეიძლება დავასკვნათ ნივთის თავისებურობით, მისი
რაოდენობით, ვითარებით, რომელშიც შეიძინეს, ფასის სიმცირით და სხვა ფაქტორებით.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემძენი თანამონაწილედ ჩაითვლება, თუ იგი


დამნაშავისათვის დანაშაულის ჩადენამდე, დანაშულის ჩადენისას ან სხვა გარემოებათა გამო
წინასწარ იყო ცნობილი. მაგ: დამნაშავემ იცოდა რომ ყაჩაღები მართლსაწინააღმდეგოდ უნდა
დაუფლებოდნენ ოქროს სამკაულებს. ყაჩაღობის შემდეგ კი დამნაშავემ ყაჩაღებისაგან ნახევარ
ფასში შეისყიდა ოქროს სამკაულები. ამ შემთხვევაში ეს პირი (მყიდველი) არ იქნება 186-ე
მუხლის სუბიექტი, არამედ იგი ჩაითვლება მომხდარი ყაჩაღობის თანამონაწილედ, როგორც
დამხმარე.

ნივთის დაზიანება ან განადგურება (მუხლი 187)

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამ დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება


გააჩნია. დანაშაულის ხელყოფის საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონებაც- მაგ:შენობა ან ნაგებობა.

განადგურება გულისხმობს ნივთზე გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება მისი


ფიზიკური არსებობა ან ხდება გამოუსადეგარი მიზნობრივი გამოყენებისთვის.

მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა ნიშნავს, როდესაც ნივთის დაზიანების ან განადგურების


შედეგად ზიანი აღემატება 150 ლარს. მაგ: გ. რომელიც ნაჩხუბარი იყო მაზობელს.-სთან
დაუნგრია პირუტყვისთვის განკუთვნილი სადგომი.თუ მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 150
ლარზე ნაკლები, გ. არ დაისჯება 187-ე მუხლის ნიშნებით, ხოლო თუ ზარალის ოდენობამ
გადააჭარბა მოცემული თანხის ოდენობას, გ. პასუხს აგებს სხვისი ნივთის დაზიანებასადა
განადგურებისთვის.ამდენად, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა 150 ლარზე ნაკლებია,
ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით არ დაისჯება.

ამ მუხლის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ნივთის დაზიანება, ან განადგურება


ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან სხვა საყოველთაო საშიში საშუალებით, მაგ: როგორიცაა
რადიაქტიურ ნივთიერებათა გამოყენება, წყლით დატბორვა და სხვა, ე.ი. ისეთი საშუალებებით,
რაც საშიშროებას უქმნის ადამიანთა სიციცხლესა და ჯამთველობას. თუ ქონების განადგურებასა
და დაზიანებას გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, იგი ამ მუხლის მესამე
ნაწილით დაისჯება, მაგ: გ.-მ ცეცხლი წაუკიდა მეზობლის სახლს, მან იცოდა რომ სახლში არავინ
იმყოფებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ სახლში ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი იყო, რომელიც
ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში, გ.-მ პირდაპირი განძრახვით ჩაიდინა ქონების
განადგურება, რამაც გამოიწვია მოხუცებულის სიცოცხლის გაუფრთხილობლებობით მოსპობა.

ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით: (მუხლი 188)

სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი


გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვაღით ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

აღნიშნული დანაშაული 187-ე მუხლის იდენტურია და განსხვავება მხოლოდ სუბიექტურ


მხარეში გამოიხატება, კერძოდ: ეს დანაშაული ნაცვლად გაზრახვისა ჩადენილი უნდა იქნეს
გაუფრთხილებლობით. პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს წინდახედულობის ნორმით
აკრძალული მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ზოგადად ითვალისწინებდეს მისი
შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს, რომ ამ შედეგს (სხვისი
ნივთის დაზიანება ან განადგურება იგულისხმება) თავიდან აიცილებს; ან პირს
გაცნობიერებული არ აქვს ამგვარი შედეგის დადგომის შესაძლებლობა, თუმცა ამის
გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

ქმედების დამამძიმებელ გარემოებაში გათვალისწინებული მომეტებული საფრთხის წყაროს


ქვეშ, ცეცხლის გარდა, იგულისხმება სხვადასხვა მანქანები, მექანიზმები, ელექტროხელსაწყოები
ელექტრომოწყობილობა და სხვა. მათთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გულისხმობს მათ
ექსპლუატაციას ტექნიკის წესების დაუცველობით, წინდახედულობის ნორმების დარღვევას და
ა. შ.
საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების
ხელყოფა: (მუხლი189)

ამ მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციაა - საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის


მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება. მეორე ნაწილი ითვალისწინებს ამ ქმედების
არაერთგზის ჩადენას. მესამე ნაწილი კი ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით - „საავტრო და
მომიჯნავე უფლების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის,
ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა,
იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ანდა საავტორო, მომიჯნავე უფლების
მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი
ოდენობით შემოსავლის მიღბის მიზნით. მეოთხე ნაწილი ამავე მუხლისა ჩამოყალიბებულია
შემდეგი შინაარსით: მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
განსაკუთრებული დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით და წინასწარი შეთანხმებით
ჯგუფის მიერ.

ამავე მუხლს აქვს შენიშვნა, რომლის თანახმადაც ამ მუხლისათვის დიდ ოდენობად ითველბა
შემოსავლის მიღება 5000 ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 10 000
ლარზე მეტი თანხის შემოსავლის მიღება.

საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ“ აწესრიგებს იმ


ურთიერთობებს, რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების
ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები), აგრეთვე ზოგიერთ მათ
მომიჯნავე უფლებას, დაკავშირებულს შემსრულებლებთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და
მონაცემთა ბაზის დამამზადებლებსა და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან (მომიჯნავე
უფლებები).

საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე,


ასევე გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშსზე, რომლებიც
წარმოადგენენ ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს. ნაწარმოების
დანიშნულების, ავკარგიანობის, ჟანრის, მოცულობის, გამოხარვის ფორმის მიუხედავად.

საავტორო უფლება არსებობს, როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ თუმცა არსებულ


ნაწარმოებზე.

189-ე მუხლში მითითებული დანაშაულისაგან დაზარალებულნი შეიძლება იყვნენ, როგორც


ნაწარმოების ავორები და საავტორო უფლების მქონე პირები, ასევე მომიჯნავე უფლების
მფლობელები, როგორიც არის მაგ: შემსრულებლები, ფონოგრამის მწარმოებლები, ეთერის ან
საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციები.
საავტორო უფლების მითვისებაში იგულისხმება სხვისი ნაწარმოების სრული მოცულობით ან
მისი ნაწილის გამოცემა თავისი სახელით, ანდა სხვა თანაავტორებთან ერთად შექმნილი
ნაწარმოების მხოლოდ თავისად აღიარება სხვა ავტორთა გვარების მითითების გარეშე.

რაც შეეხება იძულებას თანაავტორობაზე, იგი გულისხმობს ავტორზე ზეგავლენას სხვადასხვა


საშუალებით. ეს ზეგავლენა მიმართულია ავტორისაგან თანხმობის მისაღებად, რათა შეიყვანოს
თანაავტორად დამნაშავე ან მისთვის სასურველი პირი, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა
ნაწარმოების შექმნაში. ასეთი პირიშეიძლება იყოს ინსტიტუტის ხელმძღვანელი ან
განყოფილების გამგე, თანამდებობრივად დაქვეითების შესრულებული სამუშაოსათის
ანაზღაურებაზე უარის თქმის მუქარითა და სხვა.

ობიექტური მხრივ დანაშაული ფორმალური შემადგენობისაა და დამთავრებულია ერთ-ერთი


მოქმედების შესრულების მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი
განზრახვით.

სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა: (მუხლი 1891)

გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის,


მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება -
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

სასარგებლო მოდელი განიხილება მცირე გამოგონებად. მას უფრო დაბალი შემოქმედებითი


დონის განსაზღვრული კრიტერიუმი ახასიათებს სხვა დანარჩენი გამოგონებებთან შედარებით.

სამრეწველო ნიმუში არის ნაწარმის დეკორატიული ან ესთეტიკური შთაბეჭდილების


გამომწვევი გარეგანი სახე - რეკლამა, შეფუთვადა სხვა.

ინტეგრირებული მიკროსქემის ტოპოლოგია არის ელექტრონული ელემენტების შემცველი, და


ასეთი შეიძლება იყოს მიკრო ჩიპები, ფლეშკები და ა. შ.

სელექციური მიღწევა შეიძლება განიმარტოს, როგორც ბიოლოგიური არსების ახალი ჯიში ანუ
მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიში. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს - სუბიექტურ და
ობიექტურ მხარეებს, ისინი იდენტურია 189-ე მუხლისა.
დანაშული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ

კანონით ყველას აქვს უფლება მისდევდეს მეწარმეობას. უფრო მეტიც,სამოქალაქო


ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის
კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იურიდიულ პირებს უფლება
გააჩნიათ განახორციელონ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ
ემსახურება საზოგადოების მიზნებს და აკრძალული არ არის კანონით. ამით სამეწარმეო
ორგანიზაციები გათავისუფლდნენ ზედმეტი, დაუსაბუთებელი ზედამხედველობისაგან, რასაც
საკონტროლო ორგანოები ანხორციელებენ მათ მიმართ.

კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის შეშლა: (მუხლი190)

დაუსაბუთებლად უარის თქმა საწარმოს რეგისტრაციაზე, ნებერთვის ან ლიცენზიის გაცემაზე,


ანდა მისი ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა, საწარმოს
საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე მის საქმიანობაში ჩარევა, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომით ვადით ას ოცი საათიდან ას ორმოც საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ
წლამდე.

დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის


შეშლაში შემდეგი ფორმებით:

➢ დაუსაბუთებელი უარი საწარმოს რეგისტრაციაზე


➢ სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გაცემაზე
➢ ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა
➢ საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება
➢ მის საქმიანობაში ჩარევა

ეს დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია და დამთავრებულად ჩაითვლება


მაშინ, თუ მოხელის ზემოაღნიშნულმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საწარმოს რეგისტრაციას ანხორცილებს


საგადასახადო ორგანოები.
სპეციალური ნებართვის - ლიცენზიის გაცემა მოწესრიგებულია კანონით „ლიცენზიებისა და
ნებართვის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს თუ რომელი ორგანო არის უფლებამოსილი ასეთი
ლიცეზიების გასაცემ,ად.

უარი საწარმოს რეგისტრაციასა და ლიცენზიის გაცემაზე, დაუსაბუთებელია თუ -


სარეგისტრაციო პირს დაცული აქვს სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნის წესი, სადამფუძნებლო
დოკუმენტები შეესაბამება კანონს და დაცულია სამეწარმეო საქმიანობის მარეგულირებელი სხვა
ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

დანაშაულის სუბიექტი სპეციალურია - საჯარო მოხელე, რომლის კომპეტენციაში შედის


მეწარმის რეგისტრაცია, ლიცენზიის გადაცემა, საკონტროლი-საზედამხედლო მოქმედებათა
ჩატარება და სხვა.

ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა ან საწარმოს საქმიანობაზე


კონტროლის კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება და მის საქმიანობაში ჩარევა
შეიძლება განხორციელებული იქნეს შემდეგი ფორმებით, მაგ:მოხელე
სამეწარმეო
ორგანიზაციის რეგისტრაციის დროს მოითხოვს წესდებიდან ამოღებულ იქნეს სამეწარმეო
საქმიანობის ესა თუ ის ძირითადი საზე, რომელიც კანონით აკრძალული არ არის. ან კიდევ
მეწარმის იძულება სხვადასხვა თანამდებობაზე განსაზღვრულ პირთა დანიშვნა ან
იძულებადამფუძნებლად სეიყვანოს კონკრებტული პირი. მოხელის მიერ უკანონო ფორმით
კონტროლის დაწესება მეწარმის საქმიანობაზე, ეკონომიკური სანქციებით მუქარა და სხვა.

რაც შეეხება საჯარო მოხელეს, მისი განმარტება მოცემულია საქართველოს კანონში „საჯარო
სამსახურის შესახებ“ ამ კანონის პირველი მუხლის შესაბამისად საჯარო მოხელეა ის ვინც
საქმიანობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)
დაწესებულებაში ანუ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია: (მუხლი 191)

მიწასთან დაკავშირებული გარიგების უკანონო რეგისტრაცია, სახელმწიფო მიწის კადასტრის


საარღიცვო მონაცემის დამახინჯება ანდა მიწის გადასახადის შემცირება ანგარებით ანდა სხვა
პირადი მოტივით - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას
ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მიწის ნაკვეტზე საკუთრების უფლების წარმოება ხდება მხოლოდ კანონით დადგენილი წესით,
რეგისტრაციის შემდეგ. რეგისტრაციის მეშვეობით შესაძლებელია ყველა იმ გარიგების
კონტროლი, რომელიც საერთოდ დადებულია მოცემული მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.
მიწასთან დაკავშირებული გარიგებების სამართლებრივი რეგლამენტაცია მოცემულია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში; საქართველოს კანონში „სასოფლო სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების შესახებ;“ საქართელოს კანონში „მიწის
რეგისტრაციის შესახებ“.

მიწაზე უკანონო გარიგებებმა შეიძლება გამოიწვიოს მიწის სასოფლო სამეუნეო ბრუნვიდან


ამოღება, ერთი პირის ხელში მიწების უკანონო კონცენტრაცია, მიწის გადაქცევა
არამართლზომიერი სპეკულაციის საგნად და სხვა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების


რეგისტრაციაში, სახელმწიფო მიწის კადასტრის სააღრიცხვო მონაცემის დამახინჯებაში,
აგრეთვე მიწის გადასახადის შემცირებაში. ანუ როგორც უკვე აღინიშნა ამ დანაშაულის ჩადენის
ერთ-ერთი ძირითადი ფორმა არის მიწასთან დაკავშირებული უკანონო გარიგების
რეგისტრაცია.

მოხელის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად საჭიროა დადგინდეს


კონკრეტულად, რაში გამოიხატა გარიგების უკანონობა, მაგ: ნაკრძალი მიწების გაცემა იჯარით,
კომერციული მიზნებით, ტყის ფონდიდან მიწის გამოყოფა და რეგისტრაცია ფიზიკურ თუ
იურიდიულ პირებზე, მიწის ფართობის ან საზღვების გაზრდა და კორექტირადა და სხვა.

სახელმწიფო მიწის კადასტრი ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც შეიცავს მონაცემებს


მიწების ბუნებრივი, სამეურნეო, სამართლებრივი რეჟიმის შესახებ. ნებისმიერი ამ მონაცემის
დამახინჯება ქმნის განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს. სახემწიფო მიწის კადასტრს
აწარმოებს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. დანაშაული დამთავრებულია
მითითებულ დოკუმენტში ყალბი მონაცემის შეტანის მომენტიდან.

მიწასთან დაკვშირებული უკანონო გარიგების რეგისტრაციისას დანაშაულის სუბიექტი


სპეციალურია - საჯარო მოხელე.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობა: (მუხლი 192)

სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის, ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე, ანდა სანებარვო ან


სალიცენზიო პირობების დარღვევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც ახლდა
დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება ჟარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით
სამ წლამდე.

„მეწარმეთა“ შესახებ კანონი სამეწარმეო საქმინობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად


საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და
ორგანიზებულად. ფიზიკური (ინდ მეწარმე) და იურიდიული პირების (შეზღუდული
პასუხისმგებლობის საწარმო შპს, ან სააქციო საზოგადოება და სხვა) სამეწარმეო საქმიანობა
ექვემდებარება სავალდებულო სახელწიფო რეგისტრაციას.

კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მასში განსაზღვულია ლიცენზიით


ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები.
ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელზედაც სავალდებულოა ლიცენზია,
წარმოიშობა ნებართვის მირების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის გასვლის
შემდეგ.

დანაშაულის ობიექტური მხარე სამი ნიშნით ხასიათდება:

1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე


- მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შედეგად.
2. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე
- ლიცენზია გაიცემა შესაბამისი უწყებების მიერ
3. სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიების პირობის დარღვევით
- დაცული უნდა იყოს ლიცენზიაში ასახული მისი შესრულების პირობები.

აღნიშნული მუხლის დამამძიმებელი გარემოებებია იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად,


არაერთგზის, ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ. მოცემული დანაშაულის
სუბიექტური მხარე მდგომარეობს პირდაპირ განზრახვაში და მოტივს მნიშვნელობა არ გააჩნია.

უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა: (1921)

შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე სახელწიფოს მიერ აღიარებული განათლების


დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ან ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული
საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის
გამოყენება ავტორიზაციის გარეშე - ისჯება ჯარიმით.

მოცემული ნორმა სტრუქტურულად იდენტურია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ნორმისა. რაც


გულისხმობს შესაბამისი ლიცენზიის არ მქონე ანდა აკრედტაციის გავლის გარშე უკანონოდ
წარმოებული საგანმანათლებლო საქმიანობის მქონე დაწესებულების მიერ განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას, მაგ: პირმა გასცა ყალბი დიპლომი იმ ინსტიტუტის
სახელით რომელსაც არც აკრედიტაცია ქონდა გავლილი განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში და ლიცენზიაც შეჩერებული ჰქონდა ეწარმოებინა ასეთი სახის სამეწარმეო
საქმიანობა.

ამ დანაშაულის მეორე ობიეტური მხარე გამოიხატერბა უკვე არსებული და მოქმედი


საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის სხვა პირის მიერ ავტორიზაციის
გარეშე კვლავ გამოყენებას. რაც იწვევს ასეთი დაწესებულების გაორებას, მოქალაქეთა და
სახელწიფო ინტერესების დარღვევას. მაგ: პირი ავტორიზავიის გარეშე
უკანონოდ იყენებს
ტექნიკური უნივერსიტეტის სახელს და ამით რეკლამირებას ახდენს თავისი ახლად
ჩამოყალიბებული ინსტიტუტთან მიმართებაში.

აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

ცრუ მეწარმეობა: (მუხლი 193)

ცრუ მეწარმეობა, ესე იგი საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე,
კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღბის ანდა აკრძალული საქმიანობის დაფარვის
მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით იმავე
ვადით.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფორმალურად ლეგიტიმური სამეწარმეო


ორგანიზაციის შექმნაში. ასეთი ორგანიზაციის შექმნა შეიძლება მიზნად ისახავდეს კრედიტის ან
სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღებას, გადასახადისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე
აკრძალული საქმიანობის დაფარვას.

192-ე მუხლში ჩენ უკვე შევხვდით სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის წესს, რომელიც
განსაზღვრულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონით. განსახილველი დანაშაული მოიცავს
სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადებას რეგისტრაციისათვის ლიცენზიის მიღებისათვის,
შემდეგ კანონით დადგენილი წესით სამეწარმეო ორგანიზაციის დაფუძვნებას. ამით
ორგანიზაციის გარეგნულად კანონიერი საქმიანობა მთავრდება. შემდეგში ცრუ მეწარმეები
სჩადიან ისეთ მოქმედებას, რაც ზიანს აყენებს მოქალაქეებს, ორგანიზაციებს ან სახელმწიფოს.
იღებენ სესხებს, მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისაგან კრეფენ ფულად სახსრებს ან იწყებენ
აკრძალულ საქმიანობას.
ამ დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ზიანის
არსებობა, ანუ ეს დანაშაული შედეგიანია. მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი ხასიათისაა და მას
აფასებს სასამართლო.

რაც შეეხება სუბიექტურ მხარეს იგი განზრახია. გაზრახვა უნდა არსებობდეს სამეწარმეო
საქმიანობის შექმნის მომენტშივე ანუ პირი ასეთი საწარმოს შქმნისას მიზნად ისახავდა არა
სამეწარმეო საქმიანობას, არამედ კრედიტის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის უკანონოდ
მიღებას.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: (მუხლი 194)

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი უკანონო ან და დაუსაბუთებელი ქონებისათვის


კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსიაკონვერტაცია,
გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ანდა დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ანდა
სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით,
აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების,
მოძრაობის, მასზე საკუთრების ანდა მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან
შენიღბვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

1990 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს კონვენცია დანაშაულებრივი
საქმიანობიდან მიღბული შემოსავლების გამოვლენის, ამოღების და კონფისკაციის შესახებ. 2003
წლის 6 ივნისს საქართველოს პარლამეტმა მიირო კანონი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის
აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ რომელშიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია
განმარტებულია როგორც უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა,
გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება) აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან
მფლობელის ანდა ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა.

უკანონო შემოსავლის მიღბის წყარო შეიძლება იყოს ნარკოტიკებით ან იარაღით ვაჭრობა,


სათამაშო და პორნობიზნესი, მექრთამეობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა, რომლიდან
მიღბული შემოსავლის ლეგალიზაციასაც, ანუ კანონიერი სახის მიცემას ცდილობენ
დამნაშავეები.

დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს პირველი: უკანონო


შემოსავლის ლეგალიზაციაში, ესე იგი დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებისათვის
კანონიერი სახის მიცემაში - შეძენა, ფლობა, სარგებლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა
მოქმედება მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით. მაგალითად ნაღდი ფული
გარდაიქმნება სხვა ღირებულებად - საბანკო ანაბრად ან უძრავ ქონებად. უძრავი ქონება შემდგომ
იყიდება და მიღებული შემოსავალი კანონიერად გამოიყურება. ან „ჭუჭყიანი“ ფულის
ინტეგრირება ხორციელდება ქვეყნის შიდა საფინანსო სისტემაში ან მისი ექსპორტირება ხდება
ლიბერალური საფინანსო სისტემის მქონე ქვეყანაში და სამშობლოში ბრუნდება კანონიერი
გადმორიცხვების ფორმით. ასევე შეიძლება ფულის ლეგალიზება ანუ გათეთრება კაზინოს
ტოტალიზატორის ან ლატარიის მეშვეობით მოგების ფორმით.

სუბიექტური მხრივ დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს შეგნებული აქვს,


რომ სჩადის მოქმედებას, რომელიც მიმართულია უკანონო გზით მიღებული შემოსავლის
ლეგალიზაციაზე და მას სურს ეს ქმედეება.

194-ე მუხლს გაააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა:

ამ მუხლის მიზნებისათვის უკანონო ქონებად ითვლოება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან


მიღბული შემოსავალი, აქციები(წილი) რომელიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნატესავს ან
დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნავთა დარღვევით.

ამ მუხლის მიზნებისათვის დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, ამ ქონებიდან მიღბული


შემოსავალი, აქციები (წილი) რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების
დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან და
დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად
მიღბული ფულადი სახსრებით.

ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, ხოლო
განსაკუთრებით დიდ ოდენობად - შემოსავალი 50 000 ლარის ზემოთ.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების


შეძენა, ფლობა ან გასახება: (მუხლი 1941)

წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით


სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება - ისჯება ჯარიმით საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით
ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ეს ნორმა იდენტურია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და დანაშაულად აცხადებს ფულის
გათეთრების გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობას, ქონების შეძენას, ფლობას ან გასაღებას.
მაგ: ქრთამის აღების შემდგომ მოხელემ შეიძლიან აგარაკი, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ
გაყიდა და ამით მოახდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზავია, რის შემდგომაც უკვე
გათეთრებული ფულით იყიდა ბინა რითაც სარგებლობდა.

ამდენად 194-ე მუხლი აწესებს უკიანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით


სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო 1941-ე მუხლი კი უკვე ლეგალიზებული
ფულით ქონების ყიდვას, ფლობას ან მის გასაღებას.

სხვა მხრივ განსახილველი დანაშაული სტრუქტურულად იდენტურია 194-ე მუხლისა.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა: (მუხლი 1951)

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ


პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი
შეთანხმება ან სხვა გარიგება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან
უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის
არსებითი დარღვევა გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე.

აღნიშნული ნორმის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სახელწიფო შესყიდვებისას მასში


მონაწილე სუბიექტების წინასწარ შეთანხმებას ან სხვა გვარ გარიგებას, რომლის მოტივია
მატერიალური გამორჩენა ან ვიმესთვის უპირატესობის მიღბა.

სახელმწიფო (საბიუჯეტო) ორგანიზაციები ვალდებულნი არიან ბიუჯეტიდან გამოყოფილი


თანხების ხარჟვა (შესყიდვები) მოახდინონ მათ მიერ გამოცხადებული ტენდერების მეშვეობით.

ტენდერი ცხადდება ქონების შესაძენად ან გარკვეული სამუშაობეის შესასრულებლად, რაშიც


სახელწიფო იხდის თანხებს. ასევე ქვეყნდება ტენდერის პირობები ანუ მასში მონაწილე პირებს
განემარტებათ რა სტანდარტებს და პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მონაწილე პირები.
ტენდერში მონაწილეობისათვის მსურველს შეაქვს განაცხადი, სადაც ტენდერის აუციელბელი
პირობების აღწერასთან ერთად უნდა მიეთითოს თუ რა ფასში მოახდენს იგი ტენდერით
გათვალისწინებული სამუშაობის შესრულებას. აღნიშნული ინფორმაცია არ არის საჯარო და
წარმოდგენილ განაცხადებს პირობების გათვალისწინებით სწავლობს ტენდერის
გამომცხადებელი ორგანო, რომელიც შეისწავლის შემოთავაზებულ წინადადებებს და მათთვის
მიღებულ პირობების შემთხვევაში გამარჯვებულს აცხადებს.

ტენდერის მოსაგებად ხშირად ხდება მოხელეებსა და შესყიდვებში მონაწილე კომპანიებს შორის


უკანონო გარიგებების წარმოება, რითაც ილახება თვით შემსყიდველი ანუ სახელმწიფოს
ინტერესები. სწორესდ ასეთ უკანონო გარიგებების თავიდან აცილების მიზნით სისხლის
სამართლის კოდექს დაემატა ეს ნორმა.

აღნიშნული დანაშულის სუბიექტური მხარე გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. მოტივი


შეიძლება იყოს ანგარება, პირადი მოტივი. დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება თუ ასეთ
უკანონო გარიგებას მოჰყვა შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების დარღვევა.
ანუ აღნიშნული დანაშაული შედეგიანია.

სასაქონლო (მომსახურების)ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო


გამოყენება: (მუხლი 196)

დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან


გეოგრეფიული აღნიშვნის უკანონო დამზადება ან მათი სხვაგვარი უკანონო გამოყენება,
აგრეთვე სხვისი სასაქონლო ნიშნით, საქონლის ადგილწარმოების დასახელებით, ან
გეოგრაფიული აღნიშვნით, რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ
ნიშანდებული საქონლის წარმოება ან სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, რამაც მნიშვნელოვანი
ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

სასაქონლო ნიშანი - ეს არის საქონელზე ან შეფუთვაზე მოთავსებული ნიშანდება საქონლის ან


მისი მწარმოებლის (გამყიდველის) ინდივიდუალიზაციისათვის. იგი შეიძლება გამოიხატოს
სიტყვებით ან ციფრებით, ნახატით გრაფიკული სიმბოლოებით ფერთა შეხამებით და ა. შ.
მეწარმეთა კანონის მიხედვით სასაქონლო ნიშანი ასრულებს საქონლის რეკლამისა და მისი
ხარისხის გარანტის ფუნქციას.

საფირმო სახელწოდება არის სახელი, რომლითაც საქმიანობს საწარმო.

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება - ეს არის ქვეყნის, დასახელებული პუნქტიის


ადგილმდებარეობის ან სხვა გეოგრაფიული ობიექტიის დასახელება, რომელიც გამოიყენება იმ
საქონლის აღნიშვნისათვის, რომლის განსაკუტრებული თვისებებიც უმთავრესად
განისაზღვრება მოცემული გეოგრეფიული ობიექტისათვის დამახასიათებელი ბუნებრივი
პირობებით.

სხვისი სასაქონლო ნიშნის, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული


აღნიშვნის უკანონო დამზადება გულისხმობს საქონლის ნიშანდებისათვის (მარკირებისათვის)
ვარგისი ნიშნის (სხვა კომერციული ნიშნის) დაბეწდვას ან სხვა გზით გამოშვებას მისი
მესაკუთრის ნებართვის გარეშე.

სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება გულისხმობს მათ


სერიულ გამოშვებას, ხოლო სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა სავაჭრო ქსელში შეტანას ან
შეთავაზებას. სასაქონლო ნიშნის გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადილწარმოებით სარგებლობის
უფლების მფლობელს შეიძლია სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილ საქონელზე დაიტანოს
გამაფრთხილებელი აღნიშვნა. სასაქონლო ნიშნისათვის გამოიყენება „რ“ ან “R” ან ტეწსტი
„სასაქონლო ნიშნი რეგისტრირებულია საქართველოში“

მეორე ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს არარეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან,


საქონლის ადგიწარმოშობის დასახელებასთან ან გეოგრაფიულ აღნიშვნასთან ერთად
გამაფრთხილებელი აღნიშვნის ყალბი მითითება

გმაფრთხილებელი აღნიშვნა სასაქონლო ნიშნთან და სხვა განმასხვავებელ აღნიშვნასთან ერთად


გამოიყენება ნებაყოფლობით და აფრთხილებს მომხმარებელს, რომ ეს სასაქონლო ნიშანი
რეგისტრირებულია. ფაქტობრივად გამაფრთხილებელი აღნიშვნა დამატებით გარანტიაა
სასაქონლო ნიშნის დასაცავად.

მოცემულ მუხლს გააჩნია შენიშვნა, რომლის თანხმადაც, სხვისი სასაქონლო ნიშნის, საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის უკანონო დამზადებას დიდი
ოდენობით ადგილი აქვს, როდესაც მათი საერთო რაოდენობა აღემატება 1000 ცალს, ხოლო
მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევად დანაშაული ჩადენილად ითვლება, თუ წარმოებული ან
სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იმ საქონლის ღირებულება, რომელიც სხვისი სასაქონლო
ნიშნით, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებით, გეოგრაფიული აღნიშვნით ან
რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ არის ნიშანდებული აღემატება 5000
ლარს.

სუბიექტური მხრივ ეს დანაშული პირდაპი განზრახვით მოიაზრება. სუბიექტი შეიძლება იყოს


14 წელს მიღწეული ყველა პირი.

ფალსიფიკაცია: (მუხლი 197)


ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან
გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი
ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან
უამისოდ.

ფალსიფიკაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლას


მცდარით, რისამე გაყალბებას. ამდენად ფალსიფიკაცია არის კუსტარულად დამზადებული
პროდუქტი, რომელსაც ეტიკეტის ან შეფუთვის გზით აძლევენ რეალურ პროდუქტის მსგავს
სახეს.

197-ე მუხლის მეორე ნაწილითპასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ფალსიფიკაციის


არაერთგზის ჩადენა. მესამე ნაწილი დასჯად ქმედებად თვლის პირველი ან მეორე ნაწილებით
გათვალისწინებულ ქმედებას, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით პასუხიმგებლობის განსაკუთრებულ გარემოებად თვლის


პირველ ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას,რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ამ მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები შედეგიანი
დანაშაულებია, ხოლო პირველი და მეორე ფორმალური.

სხვა მძიმე შედეგი შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაში, დიდ


მატერიალურ ზარალში და სხვა. მძიმე შედეგი შეფასებითი ნიშანია, მისი მოცულობის და
ხასიათის დადგენა კანონმდებელმა სასამართლოს პრეროგატივად დატოვა.

ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება:(მუხლი 1971)

წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება - ისჯება


ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
იმავე ვადით.

მოცემული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამომდინარეობს ფალისფიცირებული


პროდუქციის გადაზიდვას ან გასაღებაში, ჩადენილი პირდაპირი განზრახვით. ასეთი სახის
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული პირი.

მოცემული დანაშული ფორმალური ხასიათისაა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგს


გამოიწვევდა ეს ფალსიფიცირებული პროდუქტი.
აღნიშნულ დანაშულს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება,


შემოტანა ან რეალიზაცია: (მუხლი 198)

ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამაზება, შემოტანა


ან რეალიზაცია ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება - ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთითვადით სამიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულის საგანია დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქცია, რაც


შეიძლება იყოს, როგორც სამამულო, ისე იმპორტული წარმოების, სამრეწველო ან სასურსათო
პროდუქცია, რომელზეც დადგენილია მომხმარებელთა უსაფრთხოების მოთხოვნები.
განსახილველი დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ უხარისხოდ წარმოებული,
არამედ სტანდარტების შესაბამისად შექმნილი პროდუქციაც, რომელიც შემდგომ გაფუჭდა
შენახვის, ტრანსპორტირებისშედეგად.

ყველა მწარმოებლისა და გამსაღებლისათვის პროდუქციის ხარისხის ზოგადი მოთხოვნები


განსაზღვრულია ისეთ კანონებში, როგორიცაა კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“, კანონი
„პროდუქციისა და მომსახურების სერთიფიკაციის შესახებ“, კანონი „სურსათისა და თამბაქოს
შესახებ“ და სხვა.

დამზადება გულისხმობს პროდუქციის მომზადებას მომხმარებლისათვის მისაწოდებლად.

რეალიზაცია - სურსათის შესახებ კანონით ეს არის გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით
მზა პროდუქციის საღად შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა.

198-ე მუხლი 197-ე მუხლისაგან განსხვადება მხოლოდ შემდეგი გარემოებით: 197-ე მუხლის
პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს მხოლოდ პროდუქტის ფალსიფიკაციას, ხოლო
198-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი ფალისფიცირებული
პროდუქტის შექმნაზე, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცლისა და ჯანმრთელობისათვის და
ეს პროდუქცია შემოტანილი ან რეალიზებულია. 198-ე მუხლი დამამძიმებელი გარემოებები
ანალოგიურია 197-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებებისა.
ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა: (მუხლი199)

ეკომარკით უკნონოდ სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით


ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

ეკომარკა წარმოადგენს ნიშანს - გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც მიენიჭევა


საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და რომელიც დაიტანება
საბოლოო პროდუქციის (შეფუთვის ჩალით) გარე, თვალსაჩინო ადგილზე.

დანაშაულის ობიექტური მხარე მოიცავს მოქმედებას - ეკომარკით უკანონო სარგებლობა,


შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის სახით და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და
დამდგრშედეგს შორის.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეკომარკას ანიჭებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების


დაცვის სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათშორისო კომისია.

ეკომარკის მინიჭების შესახებ განცხადების გაკეთება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე ფიზიკურ ან


იურიდიულ პირს, რომელიც პროდუქციას საქართველოში ამზადებს. პროდუქციის შეფასების
საფუძველზე ეკომარკირების საუწყებათშორისო კომისია წყვეტს ეკომარკის მინიჭების საკითხს.
ეკომარკა პროდუქციას ენიჭება სამ წლამდე ვადით.

მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება,


შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა: (მუხლი 200)

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის


გარეშე, გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე

აქციზი არაპირდაპირი გადასახადია ფართო მოხმარების საგნებზე, როგორიცაა - ალკოჰოლური


სასმელები, თამბაქო და სხვა.

აქციზური მარკების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინსტრო.


დანაშაულის საგანია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონელი -ალკოჰოლიანი
სასმელები, ლუდი თამბაქოს ნაწარმი.
დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქციზური მარკის სავალდებულო დართვას
დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებაში, რეალიზაციასა და
გადაზიდვაში.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც აქციზური მარკის სავალდებულო დართვის
დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება ორიათას ლარს აღემატება.

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს. განზრახვა როგორც წესი


პირდაპირია.

ამ მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იმავე


ქმედების ჩადენა არაერთგზის,დიდი ოდენობით, პირთა ჯგუფის მიერ.

დიდ ოდენობად ითლება აქციზურიმარკის სავალდებულო დართვას


დაქვემდებარებულისაქონლის ღირებულებას 2 000 ლარის ზევით.

მესამე ნაწილი ითვალისწინებს პირველი ან მეორენაწილით გათვალისწინებული ქმედების


ჩადენას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რომელშიც იგულისხმება ასეთი საქონლის
ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ანდა გამოყენება: (მუხლი 2001)

ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ანდა გამოყენება - ისჯება თავისუფლების


აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი აქციზური მარკების დამზადებაში,


გასაღებაში ანდა გამოყენებაში.

აქციზური მარკა ყალბად ჩაითვლება, თუ ის ფორმით, ზომით, ფერით და სხვა რეკვიზიტებით


განსხვავდება ორიგინალისაგან, ანუ დადგენილი ნიმუშის არ არის, ანდა შესაბამისი ორგანოს
მიერ არ არის გაცემული.

დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა აქვს და დამთავრებულად ჩაითვლება თავისთავად


ყალბი აქციზური მარკების დამზადების, გასაღბის ან გამოყენების მომენტიდან.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.


მოცემული მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ
გარემოებებს, როგორიც არის არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ და
დიდი ოდენობით.

დიდ ოდენობად ჩაითვლება 1000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება გასაღება ან
გამოყენება.

მესამე ნაწილი დამამძიმებელი გარემოებად თვლის იგივე ქმედების ჩადენას მოხელის მიერ
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო მეოთხე ნაწილი კი ითვალისწინებს
დამამძიმებელ გარემოებად იგივე ქმედებას ჩადენილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის
დამზადება გასაღბა ანდა გამოყენება.

აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ანდა მათი
სხვა პირისათის გადაცემა: (მუხლი 2002)

პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება
ანდა სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით
ნიშანდებას დაქვემდებაებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები
საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტული აქციზური საქონლის მწარმოებელს - ისჯება
თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამომდინარეობს უკვე გამოცემული აქციზური მარკის მეორედ


მის გამოყენებაში. ანუ ერთხელ უკვე გამოცემული აქციზის, რომელიც კონკრეტული
პროდუქციისათვის იყო განკუთვნილი, აძრობა და ხელმეორედ მის სხვა პროდუქტზე
გამოსაყენებლად გასაღება, შეძენა ან გამოყენება.

ამ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია 200 და 2001 მუხლების


დამამძიმებელი გარემოებებისა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ
ოდენობად ჩაითვლება 1000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5000 ცალზე
მეტი აქციზური მარკის მეორედი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ანდა
მათი სხვა პირისათვის გადაცემა.
სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება,
მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას
სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი: (მუხლი 2003)

სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრასპორტირება,


მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას
სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარი, თუ მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის
ღირებულების თანხა დიდი ოდენობისაა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე.

საგადასახადო კოდექსის თანახმად ყველა საწარმო, რომელიც ანხორციელებს რაიმე სახის


პროდუქციის შეძენას ან რეალიზაციას ვალდებულია ამ პროდუქციის ბრუნვის კონტროლის
მიზნით გამოწეროს სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული დოკუმენტი ეხმარება სადასაზადო
სამსახურებს აკონტროლონ თუ რა რაოდენობის პროდუცია მიიღო ან რა რაოდენობის
პროდუქციის რეალიზავია მოახრინა მოცემულმა ორგანიზავიამ და რა ღირებულებულების
შემოსავალი მიიღო. მოცემული დოკუმენტის საშუალებით დგინდება ამა თუ იმ საწარმოს
შემოსავლისა და გასავლის ოდენობების დადგენა და შესაბამისად ბიუჯეტთან ანგარისწორების
წარმოება. ამდენადა ამ დოკუმენტს განსაკუთრებული მნიშვნეობა ენიჭება და ექვემდება მკაცრ
აღრიცხვას, რაც გულისხმობს ამ დოკუმენტების ბრუნვაზე განსაკუთრებული კონტროლის
განხორციელებას.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სასაქონლო ზედნადების გარეშე


საქონლის ტრანსპორტირებაში; მყიდველის მიერ საქონლის ყიდვისას ზედნადების მოთხოვნის
მიუხედავად ამ დოკუმენტის გაუცემლობაში და მის გაცემაზე უარის თქმაში, თუ
მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა, დიდი ოდენობისაა. აღნიშნული
ობიექტური შემადგენლობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ თუ
მიწოდებული ან მისაწოდებელი საქონლის ღირებულების თანხა დიდ ოდენობაზე დაბალია,
ქმედება არ შეფასდება როგორც სისხლის სამათლის დანაშაულად და განიხილება როგორც
ადმინისტრაციული სამართლადარღვევა.

ამ მუხლისათვის დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც მიწოდებული მისაწოდებელი საქონლის


ღირებულების თანხა აღემატება 10 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 25 000
ლარს.

პირს ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება საქართველოში წარმოებული


სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის, აგრეთვე ელექტრო ანთბოენერგიის, გაზის,
წყალის ტრანსპორტირებისას ან მიწოდებისას. ასევე საგანგებო სიტუაციებში აუცილებლობის
მიზნით, შესაბამისი საქონლის ტრასპორტირებისას, რაც გულისხმობს გაზის, წყლის,
ელექტროენერგიით მომარაგების, ავარიული დაზიანების აღმოფხვრისათვის აუცილებელი
საქონლის (პროდუქტების) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას.
მოცემული დანაშულის დამამძიმებლეი გარემოებაა იგივე ქმედება ჩდენილი არაერთგზის და
განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთიტ ვადით ხუთ
წლამდე.

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის


გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გასაღება: (მუხლი 2004 )

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის


გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად არსებობს ისეთი საქონელი, რომელიც


ექვემდებარება აქციზურ მარკირებას -ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ნაქარმი. ასევე
არსებობს ისეთი სხვა პროდუქციაც, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო მარკირებას.

მარკირება, როგორც აქციზი არაპირდაპირი გადასახადია ფართო მოხმარების საგნებზე. ანუ


ასეთია თითქმის ყველა პროდუქცია გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა.

მარკირების რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინსტრო. დანაშაულის


საგანია მარკირებას დაქვემდებარებული საქონელი. ყველა საწარმო, რომელიც უშვებს რაიმე
სახის პროდუქციას ვალდებულია მარკირება განახორციელოს ამ პროდუქტებზე რათა მოხდეს
საგადასახადო ორაგნოების მიერ იმის კონტროლი თუ რა რაოდებობის საქონელი დამზადდა, და
მოხდა მისი რეალიზაცია. ამდენად მარკირება ფაქტიურად არის აქციზის მსგავსი საგადასახადო
ნიშანი,რომლითაც კონტროლირდება გამოშვებული პროდუქციის ოდენობა, მისი რეალიზაციის
მიმდინარეობა და აქედან გამომდინარე, ამ საწარმოების ბიუჯეტთან ანგარისწორება.

დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება მარკირების ნიშნის სავალდებულო დართვას


დაქვემდებარებული საქონლის ამ ნიშნის გარეშე გამოშვებაში, შენახვაში, რეალიზაციასა და
გადაზიდვაში.

ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული
საქონლის ღირებულება ორიათას ლარს აღემატება.

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახვას გულისხმობს. განზრახვა როგორც წესი


პირდაპირია.
ამ მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს იმავე
ქმედების ჩადენა არაერთგზის,დიდი ოდენობით, პირთა ჯგუფის მიერ.

დიდ ოდენობად ითლება სავალდებულო მარკირებას დართვას დაქვემდებარებულისაქონლის


ღირებულება 5 000 ლარის ზევით.

მესამე ნაწილი ითვალისწინებს პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების


ჩადენას გნსაკუთრებით დიდი ოდენობით, რომელშიც იგულისხმება ასეთი საქონლის
ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების


ნიშნის დამზადება, გასაღება ანდა გამოყენება: (მუხლი 2005)

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ყალბი მარკირების


ნიშნის დამზადება, გასაღება ანდა გამოყენება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
ორიდან ოთხ წლამდე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი მარკირების ნიშნის დამზადებაში,


გასაღებაში ანდა გამოყენებაში.

მარკირების ნიშანი ყალბად ჩაითვლება, თუ ის ფორმით, ზომით, ფერით და სხვა რეკვიზიტებით


განსხვავდება ორიგინალისაგან, ანუ დადგენილი ნიმუშის არ არის, ანდა შესაბამისი ორგანოს
მიერ არ არის გაცემული.

დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა აქვს და დამთავრებულად ჩაითვლება თავისთავად


ყალბი მარკირების ნიშნის დამზადების, გასაღბის ან გამოყენების მომენტიდან.

ქმედების სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.

მოცემული მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ


გარემოებებს, როგორიც არის არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ და
დიდი ოდენობით.

დიდ ოდენობად ჩაითვლება 1000 ცალზე მეტი ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება გასაღება
ან გამოყენება.

მესამე ნაწილით დამამძიმებელი გარემოებად თვლის იგივე ქმედების ჩადენას მოხელის მიერ
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო მეოთხე ნაწილი კი ითვალისწინებს
დამამძიმებელ გარემოებად იგივე ქმედებას ჩადენილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დიდ
ოდენობად ითვლება 5 000 ცალზე მეტი ყალბი მარკირების ნიშნის დამზადება გასაღბა ანდა
გამოყენება.

სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის


მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ანდა სხვა პირისათვის გადაცემა:
(მუხლი 2006)

პირის მიერ სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის


მარკირების ნიშნის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ანდა სხვა
პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავალდებულო მარკირებას
დაქვემდებარებული საქონლის იმპორტიორის მიერ მარკირების ნიშანი საქონელზე დასატანად
გადაეცემა იმპირტირებული საქონლის მწარმოებელს - ისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით ექვს თვემდე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამომდინარეობს უკვე გამოცემული მარკირების ნიშნის


მეორედ მის გამოყენებაში. ანუ ერთხელ უკვე გამოცემული მარკირების ნიშნის, რომელიც
კონკრეტული პროდუქციისათვის იყო განკუთვნილი, აძრობა და ხელმეორედ მის სხვა
პროდუქტზე გამოსაყენებლად გასაღება, შეძენა ან გამოყენება.

ამ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია 2005 მუხლის დამამძიმებელი


გარემოებებისა. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება
1000ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5000 ცალზე მეტი მარკირების ნიშნის
მეორედი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ანდა მათი სხვა პირისათვის
გადაცემა.

ყალბი რეკლამა: (მუხლი 201)

რეკლამის დამკვეთის, მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიერ მომხმარებლის განზრახ


შეცდომაში შეყვანა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელილი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით
ერთ წლამდე.
ყალბი რეკლამა არაჯანსაღი კონკურეციის ერთ-ერთი ფორმაა. საქართველოს კანონი „ რეკლამის
შესახებ“ რეკლამას შემდეგნაირად განსაზღვრავს: ეს არის საქონელზე, მომსახურებასა და
სამუშაოზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, იდეასა და წამოწყებაზე, ნებისმიერი საშუალებითა
და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნიულია პირთა განუსაძღვრელი
წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეასა და
წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე, საქონლის იდეისა და
წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.

აშკარად ყალბია რეკლამა, რომლის მეშვეობითაც რეკლამის დამკვეთს (რეკლამის მწარმოებელს,


გამავრცელებელს) განზრახ შეჰყავს შეცდომაში მომხმარებელი. აქედან გამომდინარე,
განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება რეკლამაში შეგნებულად ყალბი
ინფორმაციის გამოყენებაში საქონლის, მომსახურების, იდეის, წამოწყების შესახებ, ანდა მათი
მწარმოებლების. შემსრულებლების გამყიდველთა თაობაზე.

ყალბი რეკლამისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება მხოლოდ მაშინ,


თუ მან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ზიანი შეიძლება მიადგეს საქონლისა და
მომსახურების მომხმარებელს, ეკონომიკის საქმიანობის სხვა სუბიექტებს, თუ ყალბი რეკლამის
შედეგად დაზარალდა მათი საქმიანი რეპუტაცია, შემცირდა მოთხოვნილება მათ პროდუქციაზე,
მომსახურებაზე და ასე შემდეგ.

დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით და როგორც წესი ანგარების მოტივით


ხასიათდება.

დანაშაულის ამსრულებლები არიან - რეკლამის დამკვეთი, რეკლამის მწარმოებელი და


გამავრცელებელი.

ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის


უკანონოდ შეგროვება, გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება: (მუხლი 202)

ინსაიდერული ინფორმაციის, კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის


უკანონოდ შეგროვება მისი გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით, აგრეთვე ასეთი
ინფორმაციის უკანონოდ გადაცემა, გახმაურება ან გამოყენება - ისჯება ჯარიმით ან
გამასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით
ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით
ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ინსაიდერული ინფორმაციას წარმოედგენს არასაჯარო არსებით ინფორმაციას, რომელიც


დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან, ანუ ისიც კომერციული
საიდუმლოების მატარებელი ინფორმაციაა. გარდა ამისა კომერციულ საიდუმოს შემცველი
ინფორმაციის შინაარსსა და მოცულობას, მის დაცვის წესს განსაზღვრავს თვით მეწარმე ან
საწარმოს ხელმძღვანელი.

„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი საბანკო


საიდუმლოებას მიაკუთვნებს ცნობებს იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და
ანგარიშების შესახებ ამავე მუხლის თანახმად არავის არ აქვს უფლება დაუშვას ვინმე
კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას და გაავრცელოს ასეთი ინფორმაცია ან
გამოიყენოს პირადი სარგებლობისათვის გარდა კანონით გათვალისწინებული
გამონაკლისებისა, რაც გამომდინარეობს მოსამართლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.

ამ მუხლის პირველი ნაწილი გამომდინარეობს კომერციული ან საბანკო საიდუმლოების


შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებაში, მისი უკანონოდ გახმაურების ან უკანონოდ
გამოყენების მიზნით. დანაშაული ფორმალურია და შედეგის დადგომას არ ითვალისწინებს.

მეორე ნაწილით გათვალისწინებულია შემდეგი სახის დამამძიმებელი გარემოებები: იგივე


ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; არაერთგზის;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით და რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზიანი შეიზლება გამოიხატოსდიდ მატერიალურ დანაკლისში, კონკურეტულ მეტოქეობაში,


წარმოების ან მომხმარებლის შემცირებაში და სხვა.

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული პირი.

მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ფაქტის


გახმაურება: (მუხლი 2021)

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და მონიტორინგის


განმახორციელებელი პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მიერ მონიტორინგს
დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის კომპეტენტური ორგანოებისათვის
მიწოდების ფაქტის გახმაურება.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის“ შესახებ საქართელოს კანონის


თანახმად ფინანსური მონიტორინგი არის მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ
საეჭვო გარიგებეის აღმოჩენის შემთხვევაში ამ ინფორმცაიის ფინანსური მონიტორინგის
სამსახურისათვის შემდგომი რეაგირების მიზნით წარდგენა. ფინანსური მონიტორინგის
სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი,
რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის
მინიჭებულ უფლებას, ანუ ეს სამსახური ამოწმებს რამდენად კანონიერია საეჭვო გარიგებები და
ხომ არ აქვს ადგილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან კომერციული ბანკები, ფულადი


გზავნილების განმახორციელებელი პირები, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები,
ნოტარიუსები, შემოსავლის სამსახურის მუშაკები და სხვა, რომლებსაც ევალებათ საეჭვო
გარიგებების აღმოჩენისთანავე ეს ინფორმაცია შემდგომი რეაგირებისათვის მიაწოდონ
ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს.

საეჭვო გარიგებებებად, ანუ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებად მიიჩნევა:


გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა 30 000 ლარს ზემოთ, საყურადღებოა ან საეჭვო
ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ ფულადი ოპერაციები; სხვა სახელმწიფოში ანონიმური
პირის საბანკო ანგარიშსზე თანხის საქართველოდან გადარიცხვა; საეჭვო ფინანსური
ინსტიტუტის მონაწილეობით განხორციელებული გარიგება და სხვა.

ამდენად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესული ინფორმაცია საეჭვო გარიგებასთან


დაკავშირებით, მისი რეაოლობის ფაქტი მოწმდება ამავე სამსახურის თანამშრომელბისა და
ხელმძღვანელების მიერ და იმ შემთხევაში თუ მიწოდებული ინფორმაცია შეიცავს უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს ვალდულნი არიან მასალები შემდგომი რეაგირებისათვის
მიაწოდონ სამართალდამცავ ორგანოებს.

2021 მუხლის დისპოზიცია დანაშაულ ქმედებად აცხადებს ფინანსური მონიტორინგის მუშაკების


მიერ გამოძიების ჩასატარებლად სამსართალდამცავი ორგანოებისთვის მიწოდებული
ინფორმაციის ფაქტის გახმაურებას.

სუბიექტები მოცემული დანაშაულისა არის სპეციალური, ისინი შეიძლება იყვნენ როგორც


ფინანსური მონიტორინგის თანამშრომლები ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი
პირები.
პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის
ან ორგანიზაციის მოსყიდვა: (მუხლი 203)

პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის


ხელმძღვანელის, ან ორგანიზატორის, ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის
ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვა შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის
მოხდენა - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ას ოციდან ას ოთხმოც
საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სპორტული შეჯიბრის მონაწილის, მსაჯის


მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის, ან ორგანიზატორის, აგრეთვე კომერციულ-
სანახაობითი კონკურის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვაში.

მოსყიდვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს - დამნასავეს შეგნებული


აქვს, რომ უკანონო გასამრჯელოს გადასცემს დისპოზიციაში მითითებულ რომელიმე პირს და
სურს მისი მოსყიდვა, იმ მიზნით, რომ ზეგავლენა მოახდინოს შეჯიბრის ან კონკურსის შედეგზე.

მოცემული მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს იგივე ქმედებას


ჩადენილს არაერთგზის, ხოლო მესამე ნაწილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილს.

ამ მუხლის პიველი სამი ნაწილი განსაზღვრავს უკანონო გასამრჯელოს გადაცემას


დისპოზიციაში მოყვანილი პირებისათვის, ხოლო მეოთხე და მეხუთე ნაწილები დანაშაულად
აცხადებს დისპოზიციაში მითითებული სუბიექტების მიერ უკანონო გასამრჯელოს აღებას,
კერძოდ:

ამ მუხლის მეოთხე ნაწილი დანაშაულად აცხადებს პროფესიული სპორტული შეჯიბრის


მონაწილის მიერ უკანონო ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღებას, ანდა ქონებრივი
მომსახურებით სარგებლობას ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

მეხუთე ნაწილი კი ჩამოყალიბებულია შემდეგი ფორმით - პროფესიული სპორტული


შეჯიბრების მსაჯის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის ანდა კომერციულსანახაობითი
კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან
სხვა ქონების მიღება ანდა ქონებრივი მომსახურებით სარგებლობა შეჯიბრის ან კონკურსის
შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

ეს შემადგენლობაც ფორმალურია და დამთავებულად ითვლება გასამრჯელოს თუნდაც


ნაწილის მიღების ან მომსახურებით სარგებლობის დაწყების მომენტიდან. მნიშვნელობა არ აქვს
შესრულდა თუ არა დაპირება, მოახდინა თუ არა მოსყიდვამ ზეგავლენა შეჯიბრიას ან
კონკურსის შედეგზე.
203-ე მუხლს აქვს წამახალისებელი ნორმა - შენიშვნა: სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება, ის ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების
ორგანოს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული,
ფასიანი ქაღალდი ან სხვა ქონება, ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.

ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა: (მუხლი 2041)

ბუღალტრული აღრიცხვის განმახორციელებელი პირის მიერ არასწორი ან არასრული


ინფორმაციის შემცვლელი საბუღალტრო დოკუმენტის შექმნა, გამოყენება ან საგადასახადო
დოკუმენტის აღრიცხვა, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მიღების,
ზეგავლენით ვაჭრობის ან ასეთი საქმიანობის დაფარვის მიზნით - ისჯება ჯარიმით

ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვიანობის


წარმოებას არასწორი მონაცემებით და მის გამოყენებას. ასევე საგადასახადოში წარსადგენი
დოკუმენტების არასწორი აღრიცხვა. მოტივი ამ ქმედებისა არის რაიმე გამორჩენის მიღბა.

ყველა საწარმო ვალდებულია კანონის სრული დაცვით აწარმოოს საბუღალტრო დოკუმენტაცია,


სადაც უნდა აისახოს ყველანაირი სახის შემოსავლისა თუ გასავლის მოძრაობა.ამ
ინფორმაციების არასწორედ ან არასრულად შესაბამის დოკუმენტაციაში შეტანა იწვევს
მოცემული მუხით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ დოკუმენტაციის ანალიზით ხდება საწარმოს ბიუჯეტთან


დაკავშირბით ანგარიშვალდებულება და ანგარიშსწორება. აქედან გამომდინარე კანონმდებელი
მკაცრად განსაზღვრავს ბუღალტრული აღრიხვის წესს და შესაბამისადაც აწესებს
პასუხისმგებლობას.

მოცემულ ნორმას გააჩნია შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: იგივე ქმედება ჩადენილი


არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაულის სუბიექი სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს ბუღალტერი ან ბუღალტრულ


აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი.

უკანონო ქმედება გადახდიუუნარობისას (გაკოტრებისას): (მუხლი 205)


გადახდისუუნარობისას ქონების იმ ნაწილის განკარგვა ან დამალვა კრედიტორისათვის
ხელმიუწვდომლობის მიზნით, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში
მოექცეოდა სამეურვეო ქონებაში, აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა
საწინააღმდეგოდ მისი დაზიანება გაუვარგისება ან განადგურება - ისჯება ჯარიმით ან
თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

კერძო სამართლის სუბიექტები, რომელთაც უნარი არ შესწევთ დააკმაყოფილონ კრედიტორთა


მოთხოვნები, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გამოაცხადოს
გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად). ამ შემთხვევაში ხდება იმ მატერიალური ფასეულობების
მოძიება, რომლებიც გააჩნდა საწარმოს ანუ იყო მათ ბალანსზე და კრედიტორების
დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს ამ ქონების რეალიზაცია. ამ ფორმით მიღებული
შემოსავლი უნდა გადანაწილდეს კრედიტორთა შორის ვალის დასაფარათ..

დანაშაულის უშუალო ობიექტია კრედიტორთა კანონიერი ინტერესები, დანაშაულის საგანი


შეიძლება იყოს ქონება (როგორც მოძრავი, ისე უძრავი) ან მისი ნაწილი.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოვალის მიერ გაკოტრების წინა პერიოდში


ქონების ინ მაწილის რომელიც გაკოტრების წარმოების გახსნის შემთხვევაში მოექცეოდა
გაკოტრების მასაში. აგრეთვე მეურნეობის სწორად გაძღოლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ
მის დაზიანებაში, გაუვარგისებაში და განადგურებაში.

დანაშაულის სუბიერტური მხარე განზრახვას გულისხმობს. პირს შეგნებული აქვს, რომ


გაკოტრების წინა პერიოდშია, ე. ი. კერძო სამართლის სუბიექტს, რომელიც ფლობს საკმარის
ქონებას, დაუდგა გაკოტრების წარმოების წინაპირობა და შეგნებულად უშვებს ამგვარი
ქმედებით კრედიტორთათვის დაბრკოლების შექმნას, რომ ქონება არ მოექცეს გაკოტრების
მასაში, რათა არ დაკმაყოფილდნენ კრედიტორები.

დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია. ეს შეიძლება იყოს კერძო სამსართლის სუბიექტი


ფიზიკური პირი ან იურიდიული საზოგადოების ხელმძღვანელობის მქონე პირი.

ქონების გადამალვა მოჩვენებითი ანდა თვალთმაქცური გარიგებით: (მუხლი 2051)

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა


სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ანდა
თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ანდა უკვე არსებული ქონებრივი
ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით ას ორმოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშათი ვადით
ორ წლამდე ანდა თავისუფლების არკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია
გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ
შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვება (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად
დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა ეს თვალთმაქცური გარიგებაა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი.

ამდენად,მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგება ნიშნავს ისეთი სახის ხელშეკრულების


გაფორმებას, რომელიც ემსახურება ქონების მფლობელის ანუ მესაკუთრის ფორმალურად
შეცვლას ანუ გადამალვას, ხოლო თუ ესეთი გადამალვა მიმართულია მოსალოდნელი ან უკვე
არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით იწვევს 2071 მულით
გათვალისწინებულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ამ მუხლის სუბიექტი სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს საწარმოს ან სხვა ორგანიზაციაში


ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე
პირი.

ამ მუხლის დამამძიმებელი გარემოებებია: იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი


მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით და არაერთგზის.

დიდ ოდენობად ითვლება როდესაც მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით გადამამული


ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას: (მუხლი 206)

გადახდისუუნარობისას საბუღალტრო წიგნის წარმოების დარღვევა, რამაც რეალური


ქონებრივი მდგომარების შეფასება გაართულა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით
ვადით ორ წლამდე.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოვალის მიერ გაკოტრების წინა პერიოდში


საბუღალტრო აღრიცხვის წესის, კერძოდ: საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევაში,
რათა გაკოტრების მასის მოცულობა, კონკრეტული მომენტისათვის აისახოს არაზუსტად და
მოვალის ქონება შემცირებული ზომით მოხვდეს გაკოტრების მასის შემადგენლობაში.

დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია. ეს შეიძლება იყოს კერძო სამსართლის სუბიექტი


ფიზიკური პირი ან იურიდიული საზოგადოების ხელმძღვანელობის მქონე პირი.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა
გადახდიუუნარობისას: (მუხლი 207)

გადახდიუუნარობისას ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის ან


ლიკვიდატორის მიერ გადახდიუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ
განცხადებისშუტანლობა - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე
ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო


საზოგადოების დირექტორი ვალდდებულია, გაკოტრების საფუძვლის არსებობისას, შეიტანოს
გაკოტრების თაობაზე განცხადება გადახდიუუნარობის ან ზედავალიანობის დადგომიდან
არაუგვიანეს სამი კვირის განმავლობაში. ამრიგად, მეწარმეთა კანონი განცხადების შეტანის
ვალდებულებას აკისრებს თვით მოვალეს, ანუ საზოგადოებას. საზოგადოების შიგნით
აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირს.

დანაშაულის ობიექტია კრედიტორთა კანონიერი ინტერესები. რაც შეეხება ამსრულებელს ისიც


სპეციალურია. ეს არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების
მქონე პირი ან ლიკვიდატორი.

მოვალის მართვისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ მეურვისათვის


ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღევა (მუხლი 2071)

საწარმოს გაკოტრების თაობაზე სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის მომენტიდან ამ


პროცესის მიმდინარეობისას მოვალეს ენიშნება მისი ინტერესების დასაცავად
უფლებამოსილებითი წარმომადგენლობითი პირი ანუ მეურვე. საწარმოს ხელმძღვანელი
ვალდებულია მის წარმომადგენელს გადასცეს პროცესის დაწყებამდე საჭირო ინფორმაცია,
რომელიც შეეხება საწარმოს ქონებას, ფინანსურ მდგომარეობას კრედიტორულ და დებიტორულ
დავალიენებს. მათი გადაუცემლობა ან ნაწილობრივ გადაცემა იწვევს ამ ნორმით
გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენას.

ქმედება ძირითადად გამომდინარეობს უმოქმედობაში.


დანაშაულის სუბიექტს წარმოადგენს სპეციალური სუბიექტი, რომელიცაა საწარმოას
წარმომადგენლობითი ან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

რაც შეეხება 2072-ე მუხლს (მოვალის მართვისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის


მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის
ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევას), იგი არეგულირებს უკვე მეურვის მიერ
გაკოტრების მმართველისთვის ფინანსური დოკუმენტების წარუდგენლობას ან გაყალბებული
მონაცემებით წარგენას.

დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში


კრედიტის უკანონოდ მიღება (208)

ბანკისათვის ან სხვა კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ


ყალბი ცნობის მიწოდება კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის ანდა შეღავათიანი
კრედიტის მიღების მიზნით, აგრეთვე მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ
გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დანაშაულის უშუალო ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს ბანკებისა და სხვა


საკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო საქმიანობას.

კრედიტი - არის ფულადი საშუალება, რომელსაც ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია აძლევს
მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით.

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე ორი ფორმით შეიძლება გამოიხატოს:

1. ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდება სამეურნეო ან ფინანსური


მდგომარეობის შესახებ, კრედიტის მიღების ან მისი ოდენობის გაზრდის, ან შეღავათიანი
კრედიტის მიღების მიზნით.
2. მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობა შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს
საკუთრების, ქონების უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ცნობებს შემოსავლებთან
დაკავშირებით და სხვა.

დანაშაული დამთავრებულია ყალბი ცნობის წარდგენის მომენტიდან ანუ ფორმალური


შემადგენლობისაა.

თუ დამნაშავეს კრედიტის მიღბის მომენტში მისი მითვისება ჰქონდა გაზრახული, მაშინ ეს


თაღლითობაა, ხოლო თუ სურდა მხოლოდ მასზე გაცემულიყო გარკვეული რაოდენობის
კრედიტი, რომლის დაფარვასაც იგი მოახდენდა, მაშინ ასეთი ქმედების შემადგენლობა ჯდება
208-ე მუხლის დისპოზიციაში.

დანაშულის სუბიექტი შეიძლება იყოს ინდივიდუალური მეწარმე ან ამა თუ იმ ორგანიზაციის


ხელმძღვანელი.

მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებ გამოყენება - აქ სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობის საფუძველია კრედიტის არამიზნობრივი ხარჯვა, რომელმაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ შედეგიანი დანაშაულია. რაც შეეხება მნიშვნელოვან
ზიანს ეს სასამართლოს შეფასების საგანია.

მოცემული მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა სახელმწიფოს მიზნობრივი კრედიტის


უკანონოდ მიღება, ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია. ამ შემთხვევაში შეცვლილია დანაშაულის საგანი და იგი წარმოდგენილია როგორც
სახემწიფო მიზნობივ კრედიტად. იგი კრედიტის განსაკუთრებული სახეა, რომელსაც ფინანსთა
სამინისტრო გასცემს ზუსტად განსაზღვრული საჭიროებისთვის საბიუჯეტო თანხების ხარჯზე.
ასეთი კრედიტის უკანონოდ მიღებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა კრედიტის მიმღები
განზრახ დაარღვევს შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს, რომელიც
განსაზღვრავს მოცემული კრედიტის მიღების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
(ყალბი დოკუმენტების წარდგენა, მიღებული კრედიტიდან თანხების მითვისება და სხვა)

ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (მუხლი


210)

ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის ან


ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება ან შეძენა
გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი,
– ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით
ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
დანაშაულის საგანია საკრედიტო ან საანგარიშგებო ბარათი, ან სხვა საანგარიშგებო დოკუმენტი.
პლასტიკური ბარათი არის საგადასახადო ინსტრუმენტი, რომელიც წამოადგენს საანგარიშგებო
საშუალებას, საქონლის ან მიღბული მომსახურების საფასურის გადასახდელად, ნაღდი ფულის
მისაღბად, ვალუტის გასაცვლელად და სხვა ოპერაციების განსახორციელებლად. მათ ამზადებენ
ბანლები იმ პირებზე რომლებსაც, კონკრეტულ ბანკში აქვთ გახსნილი ანგარიში.

რაც შეეხება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც ფასიანი


ქაღალდი არ არის, მიეკუთვნება საკუთრების უფლების მოწმობა (ამონაწერი საჯარო
რეესტრიდან), ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, და სხვა.

დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება ჩამოთვლილი საგადასახადო დოკუმენტების


უკანონოდ დამზადებაში ან შეძენაში, მათი გასაღების ან გამოყენების მიზნით.

სუბიექტური მხრივ იგი გამოიხატება პირდაპირ განზრახვაში. დამნაშავეს შეგნებული აქვს რომ
იგი ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს.

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება (მუხლი 211)

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი მნიშვნელოვნად


დააზიანა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ჩეკი - დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდია, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით
დავალებას საბანკო დაწესებულებისადმი გაანაღდოს ჩეკში აღნიშნული თახა.

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის გაყალბებას ითვალისწინებს 210-ე მუხლი ხოლო 211-ე მუხლის
შემადგენლობას იძლევა ჩეკის ან საბანკო ბარათის ბოროტად გამოყენება, რამაც გამნაღდებელი
ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დააზიანა. აღნიშნული შეიძლება გამოიხატოს სხვისი ჩეკით თუ
საკრედიტო ბარათით სარგებლობაში. მოცემული დანაშულისთვის აუცილებელია, რომ მისმა
გამოყენებამ გამნაღდებლისათვის მნიშნელოვანი ზიანი მიაყენოს, ანუ შედეგიანი დანაშაულია.
მნიშვნელოვანი ზიანის დადგენის პრეროგატივა კი სასამართლოს უფლებამოსილებაა.

ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება (მუხლი 212)

ყალბი საბანკო ბილეთის, ლითონის მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება,


შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით
ოთხიდან შვიდ წლამდე.
აღნიშნული დანაშაული საერთაშორისო სისხლისსამართალდარღევათა რიცხვს მიეკუთვნება.
იგი მომეტებულ საშიშროებას იძენს საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ძირს უთხრის ფულის
სიმყარეს და ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას.

დანაშაულის საგანია სახელმწიფო ბანკის ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან


ვალუტა.

ფასიანი ქაღალდი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ან სასესხო


დამოკიდებულებას დოკუმენტის გამომშვებ პირსა და მის მფლობელს შორის. მათ რიცხვს
მიეკუთვნება აქციები, ობლიგაციები და სხვა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედების ჩადენაში - ყალბი ფულის, ფასიანი


ქაღალდის ან ვალუტის დამზადებაში, შეძენაში, შენახვაში გასაღების მიზნით ან გასაღება.

დამზადება გულისხმობს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის როგორც ნაწილობრივ ისე


მთლიან გაყალბებას.

გასაღება გულისხმობს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის მიმოქცევაში გაშვებას, მათ


გამოყენებას ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში.

დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის საკმარისია ფულის, ფასიანი ქაღალდის ან


ვალუტის თუნდაც ერთჯერადი გამოყენება, ანუ ფორმალური შემადგენლობის დანაშულია.

დანაშულის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული პირი.

212-ე მუხლს არვს დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა დიდი ოდენობა. მასში


იგულისხმება ის გარემოებო, თუ ყალბი მონეტის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის მაჩენებლები
აღემატება 10 000 ლარს.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა (მუხლი 213)

განზრახ სათანადო ნებართვის მიუღებლად ფასიანი ქაღალდის საჯარო შეთავაზება ემისიის


პროსპექტის გარეშე ან შეჩერებული ემისიის პროსპექტით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა
თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების დარღვევისათვის სისხლისსამაღთლებრივი


პასუხისმგებლობის შემოღება ერთ-ერთი გარანტია ინვესტორთა უფლებების სადაცავად.

დანაშულის საგანია ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტი, რაც ნიშნავს წერილობით


შეტყობინებას ან შეტყობინებას ელექტრონული თუ ბჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით,
რომლის მიზნია ფასიანი ქაღალდების გასაყიდად შეთავაზება, რაც რეგულირდება კანონით
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სათანადო ნებართვის გარეშე ფასიანი ქაღალდების


საჯარო შეთავაზებაში ემისიის პროსპექტის გარეშე.

ფასიანი ქაღალდების ემისიაზე ნებართვას გასცემს და მათზე ემისიის პროსპექტს ამტკიცებს


ფინანსური მონიტორინგის სამსახური.

თუ საბროკერო კომპანია არღვევს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის შესაბამის


მოთხოვნებს, ან ემისიის პროსპექტში მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია არსებითად არასწორი
ან არასრულია, ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია შეაჩეროს
დამტკიცებული პროსპექტის მოქმედება ან განსაზღვროს დრო დარღვევების
გამოსასწორებლად. თუ ისინი განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორდა, მონიტორინგის
სამსახურს შეუძლია დამტკიცებული პროსპექტის მოქმედების გაუქმება.

სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს ასევე შეჩერებული ან გაუქმებული


პროსპექტის პირობებში ემისიის შეთავაზებაც, რამაც უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი,
რომელსაც სასამართლო განსაზღვრავს. ამდენაც მოცემული ნორმა შედეგიან დანაშაულთა
კატეგორიას განეკუთვნება.

დანაშაული საფინანსო საქმიანობის შესახებ


საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის
დარღვევა - ანუ საბაჟო წესების დარღვევა: (მუხლი 214)

საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა,


ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან
იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი
მონაცემების შეტანით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ
წლამდე.

საბაჟო წესების დარღვევის სოციალური მავნებლობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ზიანს
აყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს, ვინაიდან ბიუჯეტში არ შედის საბაჟო
გადასახადები და მოსაკრებლები. ამ დანაშულით შესაძლოა ზიანი მიადგეს ასევე
საზოგადოებრივ უშიშროებას, როცა მის საგანს წაარმოედგენს იარღი, საბრძოლო მასალა,
რადიაქტიული ნივთიერება და თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული სხვა საგნები.

განსახილველი დანაშაულის საგნები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად:

1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა საბაჟო საზღვარზე


დასჯადია, თუ ეს დიდი ოდენობით მოძრავ ნივთს ეხება და კანონში მითითებული
არალეგალური ხერხით მოხდა.
2. საგნები, რომლებიც ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან და მათი
გადაადგილება საბაჟო საზღვარზე აკრძალულია თუნდაც 214-ე მუხლით
გათვალისწინებული ხერხების დაცვით. ასეთ საგნებზე დადგენილია საბაჟო საზღვარზე
გადატანა-გადმოტანის სპეციალური წესები ეს ეხება იარაღს, შხამსდა ამ მუხლის მეოთხე
ნაწილში ჩამოთვლილ სხვა საგნებს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი


ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანასა და გადმოტანაში ა) საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მალულად, ბ) დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი
გამოყენებით, გ) დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანით.

ნივთის გადატანა ან გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს


საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ხოლო ნივთების
გადაადგილება საბაჟო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხადასხვა
საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა.

დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებაში ჩაითვლება


საბაჟო კონტროლისათვის ყალბი დოკუმენტის წარდგენა, დოკუმენტის წარდგენა ყალბი
მონაცემებით, აგრეთვე უკანონოდ მიღბული, შევსებული ან დამოწმებული დოკუმენტის
წარდგენა.

იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენება იქნება ბეჭდის, შტამპის ან მარკირების


გაყალბება.

დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანა ნიშნავს ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტში - საბაჟო


დეკრაციაში გადასატანი ნივთების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანას. მაგალითად საბაჯო
საზღვარზე გადასატანი ნივთის ოდენობის შემცირება.

დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000 ლარს
ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულება
აჭარბებს 25 000 ლარს.

ამ მუხლის მეორე ნაწილით დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება, ჩადენილი


განსაკუთრებით დიდი ოდენობით
რაც შეეხება სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გზით საბაჟო
კონტროლის გვერდით ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი,
რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 5 000 ლარს ზემოთ, ხოლო განსაკუთრებით დიდ
ოდენობად, როდესაც ნივთის საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს.

214-ე მუხლის მესამე ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე


საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურული ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე
ობიექტის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის
ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა. ამ ნაწილით კვალიფიკაციისათვის საჭიროა
მივმართოთ შესაბამის სპეციალურ ნორმატიულ აქტს, რადგანაც ბლანკეტურ დისპოზიციასთან
გვაქვს საქმე. ამ სფეროში მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტებია კანონი

❖ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა შესახებ“


❖ „ კულტურულ ფასეულობათა საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის
შესახებ“.
❖ „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლისა და დადამღვის
შესახებ“

214-ე მუხლის 4-ე ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო


საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადაქტიული, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან
მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის
შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანის ან
გადმოტანისათვის.

ამ მუხლის დამამძიმებელი სხვა გარემოებებია ასევე არაერთგზის, მოხელის ან მასთან


გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოტენებით, საბაჟო
კონტროლის განმხორციელებლის მიმართ ძალადობით.

საზღვარგარეთ გატანილი საქონლის კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან


ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა: (მუხლი 215)

საზღვარგარეთ გატანილი საქონლის კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან


ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დადგენილ ვადაში საქართელოში დაუბრუნებლობა - ისჯება
ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
კულტურული ფასეულობათა დაბრუნების ვადა დგინდება ამა თუ იმ პირისათვის მათი
დროებითი გატანის უფლების მინიჭებისას უკან დაბრუნების ვალდებულებით. კულტურულ
ფასეულობათა დროებით გატანა ხორციელდება სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებისა და კულტურული ფასეულობების გატანის უფლების მოწმობის
საფუძველზე.

დანაშაულის უშუალო ობიექტია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურული


ფასეულობის საზღვარგარეთ გატანასა და შემოტანასთან დაკავშირებით აღმოცენებული
ურთიერთობები.

დანაშაულის საგანია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლი ან


ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტი.

215-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გამომდინარეობს „კულტურულ ფასეულობათა


საზღვარგარეთ გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ კანონში ასახული წესების
დარღვევებიდან.

დანაშაულის ობიექტური მხარე უმოქმედობაში გამოიხატება, კერძოდ, საზღვარგარეთ


გატანილი საქართველოს კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის
საქართველოსათვის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობაში. სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, თუ მითითებული საგნების საქართველოში
დაბრუნება სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობით და ეს რეალურად შესაძლებელია.
დამთავრებულია ეს დანაშაული მაშინ, როცა მითითებული საგნების დაბრუნების დადგენილი
ვადა გავა. დანაშაულს ფორმალური შემადგენლობა აქვს.

საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის


დარღევა: (მუხლი 216)

საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის


დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით, თანამდებობის დაკავების
ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

1995 წლის 2 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი საგადასახადო საშუალება


ლარია.
ამ მუხლისათვის აუცილებელია ეროვნული ვალუტის გამოყენების წესის დარღვევას მოჰყვეს
მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის დადგენაც სასამართლოს პრეროგატივაა. ანუ ეს დანაშაული
შედეგიანია და აუცილებლობას წარმოადგენს ქმედებასა და შედეგს - მნიშვნელოვან ზიანს
შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა.

საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა: (მუხლი 217)

საზღვარგარეთიდან უცხოურ ვალუტაში თანხის დაუბრუნებლობა, თუ საქართველოს


კანონმდებლობით სავალდებულოა მისი გადმორიცხვა საქართველოს უფლებამოსილი ბანკის
ანგარიშსზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია -ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დანაშულის საგანია ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში.

უცხოური ვალუტა არის ფულადი ერთეული, რომელიც საფუძვლად უდევს სხვა სახელმწიფოთა
ფულად სისტემას: აშშ დოლარი, ევრო, ფუნტ სტერლინგი და სხვა. სახსრები განსახილველი
დანაშაულის საგანი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვარგატეთ
იმყოფება და სავალდებულოა მატი გადმორიცხვა საქართველოსუფლებამოსილი ბანკის
ანგარიშსზე.

მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, ანუ


საზღვარგარეთიდან უცხოური ვალუტის დაუბრუნებლობაში, როცა სავალდებულოა მათი
გადმორიცხვა. ამასთან ამ უმოქმედობამ უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის
განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა.

ამსრულებელი სპეციალურია. იგი შეიძლება იყოს - საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც


ვალდებულია გადმორიცხოს სავალუტო სახსრები.

გადასახადებისათვის თავის არიდება: (მუხლი218)

დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების


აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ფიზიკურ პირს ეკისრება მხოლოდ
საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე თავის არიდებისათვის, რაც შეეხება იურიდიულ პირებს,
გადასახადით დასაბეგრი მათი ობიექტების წრე უფრო ფართოა (მოგება, ქონება, პროდუქციის
დამატებითი ღირებულება, სამუშო და მომსახურება და სხვა).

„ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადების შესახებ“ კანონის თანახმად, გადასახადის


გადამხდელები არიან საქართველოს მოქალაქეები, უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არ
მქონე პირები. კანონი ჩამოთვლს ფიზიკური პირების გადასახადით დასაბეგრ ობიექტებს, რაც
შიძლება განისაზღვროს, როგორც კალენდარულ წელიწადში მიღებული ერთობლივი
შემოსავალი - ფულადი ან ნატურალური ფორმით. ფიზიკური პირები მოვალენი არიან აღრიცხონ
მიღებული შემოსავლები, წარადგინონ დეკლარაციები შემოსავლებისა და გასავლების შესახებ
დადგენილი ფორმით, დროულად და სრულად შეიტანონ ბიუჯეტში გადასახადი თანხები.

იურიდიული პირების ბიუჯეტში სავალდებულო შესატანებს (გადასახადებს) მიეკუთვნება


მოსაკრებლები: მოგების, საწარმოს ქონების, დამატებითი ღირებულების, ეკოლოგიური
გადასახადი და სხვა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის


არიდებაში.

დიდ ოდენობად ითვლება გადასახადის თანხა რომელიც აღემატება 50 000 ლარს

218-ე მუხლის მეორე ნაწილით პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ამ


ქმედების ჩადენა არაერთგზის ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით. განსაკუთრებით
დიდოდენობად ითვლება გადასახადის თანხა აღემატება 100 000 ლარს.

ამავე მუხლის შენიშვნაში მოცემულია წამახალისებელი ნორმა, კერზოდ: ამ მუხლით


გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება თუ საგადასახადო შემოწმების
შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 45 სამუშო დღის ვადაში გადახდილი იქნება
გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა.

მომხმარებლის მოტყუება: (მუხლი 219)

მომხმარებლის მოტყუება ზომაში, წონაში ან ანგარიშში, ანდა მისთვის მცდარი წარმოდგენის


შექმნა საქონლის სამომხმარებლო თვისების ან ხარისხის შესახებ, აგრეთვე მისი სხვაგვარი
მოტყუება მომსახურებისას, რამაც მომხმარებელი მნიშვნელოვნად დააზარალა - ისჯება
ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.

ზომასა და წონაში მოტყუების დროს მომხმარებელი იღებს გადახდილთა შედარებით ნაკლები


რაოდენობის საქონელს. ამ მოქმედებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს როგორც უშუალოდ
გაყიდვის პროცესში, ისე წინასწარი დაფასოების დროს. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა
აქვს, რა ხერხით არის შეცვლილი საქონლის რაოდენობრივი პარამეტრები.

ანგარიშში მოტყუება ნიშნავს გამყიდველის ან მომსახურების გამწევი პირის მიერ


მომხმარებელთან წინასწარშეთანხმებული ან გამოცხადებული თანხიდან გადახვევას. ეს არის
მომხმარებლის მოტყუება საქონლის ან მომსახურების ფასის გამოთვლის დროს ან მისთვის
კუთვნილი ხურდის დაბრუნების დროს და სხვა. ანგარიშში მოტყუებად ასევე შეიძლება
ჩაითვალოს შეგნებულად ფასის არასწორად მითითება.

დანაშაული დამთავრებულად ითვლება თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა მომხმარებელი


მნიშვნელოვნად დააზარალა, რაც სასამართლოს დადგენის პრეროგატივაა.

დანაშაულის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვას გულისხმობს, დამნაშავე შეგნებულად


ატყუებს მომხმარებელს გამდიდრების, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით.

ამსრულებელი სპეციალურია - ორგანიზაციის მოსამსახურეები, რომლებიც საქონლის


რეალიზაციას ახდენენ, აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმე ვაჭრობის ან მომსახურების
სფეროში.

ამ მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა მომხმარებლის მოტყუება წინასწარი შეთანხმებით პირთა


ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ან ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

219-ე მუხლში დიდ ოდენობად ითვლება მოტყუებით მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც
აღემატება მომხმარებლის მიერ გადასახდელი ღირებულების 20 პროცენტს.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება: (მუხლი 220)

საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა


სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის
საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისათვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით,
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით
ორ წლამდე ანდა თავისუფლევის აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით 220-ე მუხლი აგებულია 332-ე მუხლის (სამსახურებრივი
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)მსგავსად, მაგრამ განსხვავება მისგან დაცული
ინტერესებია და ამსრულებელი.

დანაშაულის ობიექტური მხრივ პირი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ


იყენებს თავის უფლებამოსილებას, თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ
ახორცილებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ორგანიზაციის სახელით დადებულ
გარიგებებში ჩქმალავს პირად დაინტერესებას, სახელს უტეხს ორგანიზაციის საქმიან
რეპუტაციას და ასე შემდეგ.

სამეწარმეო ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური


უფლებამოსილებები განსაზღვრულია შესაბამისი სამეურნეო სუბიექტის დებულებით,
წესდებით შიდა განაწესით და ასე შემდეგ. ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში იმის ასახსნელად,
იყო თუ არა უფლებამოსილება ბოროტად გამოყენებული, ხსენებულ სამართლებრივ აქტებსაც
უნდა მივმართოთ.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ აუცილებელია გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი,


რათა ესა თუ ის ქმედება დანაშაულად შეფასდეს. ეს ზიანი სასამარტოს მიერ შეფასებითი
კატეგორიაა საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი ზიანი
შეიძლება გამოწვეული იყოს მატერიალური ფორმით, კომპანიის ინტერესების საწინააღდეგო
შედეგით და ა. შ.

დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვით.

დანაშულის ამსრულებელი სპეციალურია. ეს არის კერძო სამსართლებრივი ურთიერთობის


მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა
სპეციალური უფლებებით.

გულგრილობა: (მუხლი 2201)

გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი,


წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი
სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი
დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების
არსებითი დარღევა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა მდგომარეობს მასში, რომ საწარმოს
ხელმძღვანლობითი ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის
გაუფრთხილებლობით (დაუდევრობით ან თვითიმედოვნებით) ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია
სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დაღვევა.მაგალითად: საწარმოს
ხელმძღვანელს ბიუჯეტთან ანგარისწორების დოკუმენტაციის შევსებისას დაუდევრობით
გამორჩა ქონების გადასახადისათვის აუცილებელი ინვენტარის ჩამონათვლის შეტანა, რის გამოც
სახელმწიფომ იზარალა - ანუ ბიუჯეტში არ შევიდა ქონების გადასახადის სავალდებულო თანხა
და ამით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს ინტერესები.

დანაშულის ამსრულებელი სპეციალურია. ეს არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის


მონაწილე პირი, რომელიც აღჭურვილია ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა
სპეციალური უფლებებით.

სუბიექტური მხარე ამ დანაშაულისა გამოიხატება გაუფრთხილებლობაში - თვითიმედოვნებას ან


დაუდევრობაში.

განსახილველი მუხლის დამამძიმებელი გარემოებაა, იგივე ქმედება რამაც გამოიწვია ადამიანის


სიცოცხლის მოსპობა. მაგ: საწარმოს ერთმა თანამშრომელმა გახუმრების მიზნით მის
კოლეგასდაუმალა სამუშაო ჩაფხუტი და ამის გამო იგი დამცავი ჩაფხუტის გარეშე ასრულებდა
დაკისრებულ სამუშაოებს. ამ ვითარებაში, მას შემთხვევით თავზე დაეცა ამწედან მოწყვეტილი
საგანი, რითაც მიიღო სიცოცხლისათვის მძიმე ხარისხის დაზიანება. მოცემულ შემთხვევაში ის
პირი ვინც დამალა ჩაფხუთი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ნორმით, ვინაიდან მისდამი
დაუდევარი დამოკიდებულების გამო დადგა მძიმე შედეგი.

კომერციული მოსყიდვა: (მუხლი 221)

პირისათვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით,


წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ
ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან
ქონებრივი მომსახურების ანდა სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება,
დაპირება, გადაცემა, ან გაწევა მის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მან განახორციელოს რაიმე
ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი
ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის - ისჯება
ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით
ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ
წლამდე ან უამისოდ.
კომერციული მოსყიდვა ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია და დამთავრებულია
პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი
მომსახურების გადაცემის ან გაწევის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად სამეწარმეო ან სხვა
ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური
უფლებამოსილების განმხორციელებელმა ან ამ ორგანიზაციაში მომუშავემ თავისი
სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება
მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის.

ამ მუხლის მეორე ნაწილის დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად ან


არაერთგზის.

მესამე ნაწილით გათვალისწინებულია იმ პირის მიერ, რომელიც სამეწარმეო ან სხვა


ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ
უფლებამოსილებას ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში პირდაპირ ან არაპირდაპირ,
ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან სხვა რაიმე
არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზების, დაპირების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნა
რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან
თავისი სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის
ინტერესებისათვის.

ამდენად, პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აწესებს მოსყიდვის შეთავაზებას, ანუ


ორგანიზაციის მუშკს სთავაზობს პირი მატერიალურ სარგებელს, ხოლო მესამე ნაწილი პირიქით
ორგანიზაციის მუშაკი მატერიალურ სარგებელს სთხოვს პირს.

ამ მუხლის მეოთხე ნაწილი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებს 221-ე მუხლის მესამე


ნაწილით გთვალისწინებული ქმედების ჩადენას - ჯგუფურად, არაერთგზის და გამოძალვით.

221-ე მუხლს აქვს წამახალისებელი ხასიათის მქონე შენიშვნა:ის ვინც ჩაიდენს ამ მუხლის
პირველი ან მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან, თუ იგი ამის თაობაზე ნებაყოფლობით
განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს. პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სისხლის სამართლის პროცესის
მწარმოებელი ორგანო.

You might also like