You are on page 1of 81

მუხლი 108 - განზრახ მკვლელობა

სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახი


მკვლელობისთვის, იგივე მარტივი მკვლელობისთვის. ამ დანაშაულისთვის აუცილებელია
კონკრეტული პირის მოქმედებამ ან უმოქმედობამ გამოიწვიოს სიკვდილი. 108-ე მუხლით
კვალიფიკაციისტვის აუცილებელია, რომ გამოირიცხოს მკვლელობის დამამძიმებელი და
შემამსუბუქებელი გარემოებანი, რადგან ცხადია, მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ პირდაპირი/
არაპირდაპირი განზრახვით. ამ სახის მკვლელობის ყველაზე უფრო ტიპიური შემთხვევაა
მკვლელობა ჩადენილი ეჭვიანობის, შურისძიების ან ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე.
მოტივთა კონკურენცია არ ახდენს გავლენას კვალიფიკაციაზე, მაგრამ შეიძლება მოახდინოს
სასჯელის დანიშვნაზე, ამ დროს უპირატესობა მიეცემა დომინირებულ მოტივს. ქმედების
კვალიფიკაციის დროს კი ყურადღება ექცევა ჩხუბის წარმოშობის ყველა გარემოებას (მონაწილეთა
ქცევას პროცესამდე/პროცესში და კონფლისქტის შემდგომ, ჩადენის მოტივსა და მიზნებს და ა.შ).

კლასიკური მაგალითები ეჭვიანობისა და ღალატის: ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე


ჩხუბის დროს შურისძიების მოტივით დანის გულმკერდის არეში ჩარტყმის შედეგად მოკლა ბ. ან
ა.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე იარაღიდან გასროლით მოკლა თავისი მეუღლე.

ჩხუბში ჩადენილი მკვლელობის სწორად კვალიფიკაციისთვის უნდა დადგინდეს მოტივი, რათა


პრაქიკულად, არ აგვერიოს ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილ დანაშაულთან. ე.ი ირკვევა-
ინიციატორი, პირადი ან მცირე მნიშვნელობის მოტივი/ საბაბი. დამნაშავე (ჩხუბის წამომწყეი იყო
თუ სხვა).

პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები უმოტივო მკვლელობების, თუ ამ დროს სახეზე არ არის რაიმე


დამამძიმებელი გარემოება და შეუძლებელია მოტივის დადგენა, კვალიფიცირდება მარტივ
მკვლელობად, ამის მაგალითია - მკვლელობა სიმთვრალეში, როდესაც დამნაშავე ვერ იხსენებს
საქმის გარემოებებს. ამავე მუხლით კვალიფიცირდება მკვლელობა დაზარალებულის თანხმობით.

იმ შემთხვევაში თუ პირის ქმედებამ, რომელიც მიზნად ისახავდა მსხვერპლის მოკვლას,


სიკვდილი არ გამოიწვია სახეზე გვექნება განზრახ მკვლელობის მცდელობა - 19,108-ე მუხლი.

109- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში


განსახილველი დამამძიმებელი გარემოებები იყოფა ორ ჯგუფად:

1. სუბიექტური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებებს მიეკუთვნება მოტივი, მიზანი,


ამსრულებლისთვის პერსონალურად დამახასიათებელი რაიმე ნიშანი (მაგ. ნასამართლეობა). ამ
დროს არაა გაზრდილი უმართლობის ხარისხი, არამედ მხოლოდ ბრალის ხარისხი. როცა
ისინია სახეზე, თანაამსრულებლის ან თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისთვის
ვიყენებთ სსკ 25-ე მუხლის მე-5 ნაწილს- პერსონალური ნიშანი შეერაცხება იმ ამსრულებელს ან
თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.
2. ობიექტური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებებს მიეკუთვნება ისეთნი, სადაც მდგომარეობას
ამძიმებს დანაშაულის ხერხი და საშუალება, მსხვერპლი, მასრულებელთა რაოდენობა. ეს ის
ნიშნებია, რომელიც თავად მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ახასითებს, რადგან გაზრდილია
უმართლობის ხარისხი. თანაამსრულებლის ან თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისთვის
ვიყენებთ სსკ 25-ე მუხლის მე-4 ნაწილს- ქმედებისთვის დამახასიათბელი ნიშანი შეერაცხება
სხვა ამსრულებეს ან თანამონაწილს, თუ იგი შეცნობილი ჰქონდა.

პირველი ნაწილი

ა) ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მკვლელობა გულისხმობს


მსხვერპლისათვის წინასწარ, მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით თავისუფლების აღკვეთას.-
გარემოება დამამძიმებელია ობიექტური ნიშნით.

მძევლად ხელში ჩაგდება ცალკე დამოუკიდებელი დანაშაულია და ისჯება სისხლის სამართლის


კოდექსის 144 მუხლით. (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების
პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება).

ამ მიზნით ჩადენილი მკვლელობა ყოველთვის იწვევს დანაშაულთა ერთობლიობას, ანუ ქმედება


დაკვალიფიცირდება როგორც 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპინქტით, ისე 144-ე ანდა
144, 19 მუხლებით (მძევლად ხელში ჩაგდება ან მისი მცდელობა)

მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებული მკვლელობისას მსხვერპლი შეიძლება იყოს


როგორც მძევლად აყვანილი, ისე სხვა პირიც (მაგ. ვინც ხელს უშლის დამნაშავეს მძევლად ხელში
ჩაგდების ბოლომდე მიყვანაში, ანდა სამართალდამცავი ორგანოს მუშაკი, რომელიც მონაწილეობს
მძევლის გათავისუფლების ოპერაციაში). სსკ 3531 მუხლის ამოქმედების გამო ამ შემთხვევაში
გამოიყენება არა 109ე, არამედ ეს სპეციალური მუხლი.

ბ) მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან


ჯამრთელობას. აქ, როგორც ვხედავთ, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მკვლელობის
საშუალება. ასეთ საშუალებას იურიდიულ ლიტერატურაში უმართავ საშუალებასაც უწოდებენ. ეს
შემადგენლობაც ობიექტური ნიშნითაა დამამძიმებელი. ამ დანაშაულისთვის აუცილებელია
დადგინდეს თვით მკვლელობის ჩადენის საშუალების საყოველთაო საშიშროება. ყურადღება
ექცევა რამდენად საშიშია მკვლელობისთვის გამოყენებული საშუალება სხვა ადამიანთა
სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის. გარშემომყოფთათვის საფრთხის შემქნელად ჩაითვლება,
მაგალითად: აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანთა თავშეყრის ადგილას ცეცხსასროლი
იარაღის სროლა, წყლის ან საჭმლის მოწამვლა, რომლითაც დაზარალებულის გარდა სხვებიც
სარგებლობენ და ა.შ

ამ დანაშაულისთვის არ არის აუცილებელი სხვა პირს მიეყენოს ფიზიკური ზიანი, საკმარისია


თუნდაც საშიში საშუალების გამოყენების ხერხიც, დამნაშავეს წინასწარ უნდა ჰქონდეს
შეცნობილი ეს საშიშროება და საფრთხე უნდა შეექმნას სულ მცირე 2 ადამიანს. მაგ: ა.-მ ბ.-ს
მოკვლის მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა მისი
მიმართულებით ხალხმრავალ მოედანზე. ა.-ს მიერ განხორციელებული სროლების შედეგად
მოკვდა ბ. სხვა მოქალაქეები არ დაზარალებულან. გამოყენებული იარაღი (ავტომატური
ცეცხლსასროლი იარღი) აუცილებლად ჩაითვლება ისეთ საშუალებად, რაც აშკარად საფრთხეს
უქმნის სხვათა სიცოცხლესა და ჯამრთელობას.

აღსანიშნავია ის გარმოებაც, რომ შესაძლებელია მკვლელობისას გამოყენებული იყოს ისეთი


საშუალება, რაც თავისთავად საშიშია, მაგრამ კონკრეტულ ვითარებაში საფრთხეს არ უქმნის სხვა
ადამიანებს. მაგ: ადამიანის მოსაკლავად ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება უკაცრიელ
ადგილზე, სადაც მხოლოდ დაზარალებული იმყოფება. ასეთი ვითარება მოცემული დანაშაულის
შემადგენლობას ვერ მოგვცემს.

განსალხილველი დამამძიმებელი გარემოების არსი ისაა, რომ სხვა პირთა სიცოცხლის მოსპობაზე
პირი მოქმედებეს მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვით ( თუ პირდაპირია, ითვლება ორი ან მეტი
პირის მკვლელობად, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ა. )

განვიხილოთ მაგალითი: ა-მ ასაფეთქებელი მოწყობილობით ავტოსადგურში მოკლა ბ.(პირველი


ხარისხის პირდაპირი განზრახვით) აფეთქების შედეგად გარდაიცვალა სხვა ორი მოქალაქეც
( არაპირდაპირი განზრახვით) . ამ შემთხვევაში გვექნება განზრახ მკვლელობის ორი
დამამძიმებელი გარემოება, პირველი - მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ
უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; მეორე - მკვლელობა ორი ან მეტი პირის
მიმართ.

შესაძლებელია რომ სახეზე გვქონდეს არაპირდაპირი განზრახვა როგორც ერთი, ასევე „სხვა
პირთა“ მიმართაც. მაგ. პოლიციელი ხალხმრავალ ქუჩაში ძებნილ პირს მისდევს შესაპყრობად, ამ
ძებნილმა პირმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის შესაშინებლად დაიწყო
უმისამართოდ სროლა იმ მხარეს, საიდანაც იგი მას მოსდევდა. ერთ-ერთი ტყვია მოხვდა
პოლიციელს და გარდაიცვალა. სხვა მოქალაქეებს კი მხოლოდ საფრთხე შეექმნათ. პოლიციელის
მვკლელობა არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი რა დროსაც გამოყენებულია ისეთი
საშუალება, რაც ასევე არაპირდაპირი განზრახვით უქმნიდა საფრთხეს სხვების სიცოცხლეს ან
ჯანმრთელობას.

მკვლელობის ჩადენის მოტივს რაც შეეხება, იგი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ვინაიდან ამ
დანაშაულის კვალიფიკაცია დაკავშირებულია არა მკვლელობის მოტივთან, არამედ მისი
განხორციელების ხერხთან. იმ შემთხვევაში თუ რეალურად სახეზე გვაქვს სხვათა სიკვდილი,
გამოვიყენებთ ორ ქვეპუნქტს (იგულისხმება შემთხვევა როცა დადგა ორი ან მეტი პირის
სიკვდილი და ამავე დროს საფრთხე შეექმნა სხვა პირებსაც). ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში სახეზეა „დანაშაულთა სიმრავლე“. ანუ, მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც
განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას თუ რეალურად მოჰყვება
საზიანო შედეგი სხვებისთვის, მას დამოუკიდებელი კვალიფიკაცია მიეცემა დანაშაულთა
ერთობლიობით.

რაც შეეხება ტერორიზმისგან გამიჯვნას, ტერორისტისთვის სულერთია ვინ და რამდენი კაცი


დაიღუპება აქტის შედეგად, როდესაც ჩვენს შემთხვევაში პირი ითვალისწინებს კონკრეტული
ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და სხვა ადამიანების დაღუპვის შესაძლებლობას.

გ)მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით. სხვა


დანაშაულის დაფარვის მიზნით მკვლელობის განსაკუთრებული საშიშროება იმაში მდგომარეობს,
რომ დამნაშავე ფაქტობრივად ჩადის ორ დანაშაულს. გარემოება დამამძიმებელია სუბიექტური
ნიშნით, კერძოდ, მიზნით. იგულისხმება რომ მკვლელობამდე სხვა დანაშაული უკვე იყო
ჩადენილი და დამნაშავე ცდილობს დაფაროს, როგორც დანაშაული, ისე მასში მონაწილე პირები.
თუ პირი მკვლელობის გზით ფარავს მის მიერ ჩადენილ წინა დანაშაულს, სახეზეა დანაშაულთა
ერთობლიობა, წინა დანაშაულის სიმძიმეს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მაგ. ა-მ ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ, შემთხვევის ადგილთან ახლოს მოკლა თვითმხილველი ბ.
რომელმაც გ.-ში თავისი მეზობელი ამოიცნო და თავისუფლად შეეძლო სამართალდამცავი
ორგანოებისთვის ეცნობებინა მის შესახებ.

სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მკვლელობაში იგულისხმება იმ პირის


ჩამოშორება, რომელსაც დამნაშავის აზრით, შეუძლია ხელი შეუშალოს მას განზრახვის
შესრულებაში. დამნაშავე ჯერ უსპობს სიცოცხლეს მსხვერპლს, ხოლო შემდეგ კი ახორციელებს
მის მიერ ჩაფიქრებულ დანაშაულს. მაგ: დამნაშავე ჯერ კლავს დარაჯს, შემდეგ კი შედის
მაღაზიაში და ეუფლება ოქროულობას. კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პირმა თავისი
თუ სხვისი დანაშაული დაფარა, შეძლო თუ არა სხვა დანაშაულის გაადვილება.

ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლოა, როგორც წესი, პირდაპირი განზრახვით, თუმცა დანაშაულის


გაადვილების მიზნით მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვითაცაა შესაძლებელი. მაგ. უკვე
მოყვანილ მაგალითში მაღაზიის გაქურდვამდე პეტრემ დარაჯს თავში ჩაარტყა მძიმე საგანი და
გონება დააკარგვინა. გაცნობიერებული აქვს მას რომ თავგატეხილი დარაჯი შეიძლება მოკვდეს
თუმცა გულგრილობას იჩენს ამ ფაქტის მიმართ, მისთვის მთავარია ხელი არავინ შეუშალოს
გაქურდვაში. პეტრე მაღაზიას გაქურდავს და ტოვებს იქაურობას. თავგატეხილი დარაჯი
მართლაც გარდაიცვლება.
მეორე ნაწილი ა)

დ) მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა. ამ დროს დამნაშავე


ხელყოფს ორ ობიექტს: ქალის სიცოცხლეს, როგორც ძირითად ობიექტს და ფეტუსის სიცოცხლეს,
როგორც დამატებით ობიექტს. ეს გარემოება დამძიმებულია ობიექტური ნიშნით, ვინაიდან
მომეტებულია უმართლობის ხარისხი. დანაშაულის კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს
ორსულობის პერიოდს, მთავარია დამნაშავისთვის ცნობილი იყოს ამის შესახებ, შეცნობა კი
გულისხმობს რეალობის სწორ აღქმას.

აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი არ გამოიყენება, თუ დამნაშავე ვარაუდობდა მსხვერპლის


ორსულობას. საქ. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ყველა
დაუდასტურებელი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ. მაგ: ა.-მ საყვარლისგან გაიგო,
რომ ეს უკანასკნელი ელოდებოდა მისგან შვილს. ა.-ს არ სურდა ამ ბავშვის ყოლა და მოკლა
საყვარელი. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ქალი ნამდვილად ფეხმძიმედ
იმყოფებოდა. იმ შემთხვევაში თუ ქალი არ აღმოჩნდებოდა ფეხმძიმედ და მან ა.
გარდაცვალებამდე მოატყუა ამის შესახებ ა.-ს ქმედებაში გვექნება 108-ე მუხლი (განზრახ
მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე) და 19,109 მუხლის მეორე ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი (წინასწარი შეცნობით ორსული ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობა). მოსაზრება
სადავოა, რადგან ქალის სიცცოცხლე არის სს-ვი დაცვის ძირითადი ობიექტი, ემბრიონი-
დამატებითი. როცა მოსპობილია ძირითადი ობიექტი და მიზეზობრვი კავშირიც უდავოა,
არასწორია მკვლელობის მცდელობაზე საუბარი. მსგავს დანაშაულთა ერთობლივად
კვალიფიცირება ხელოვნურია და იძლევა უსამართლო სასჯელის დანიშვნის საფუძველს. ასეთ
დროს კვალიფიკაცია უნდა მოხდეს მარტივ მკვლელობად (108), ხოლო დამნაშავის წარმოდგენები
უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ( 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
ამდენად ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს დამნაშავის განზრახვა და
დამდაგარი შედეგი.

მეორე ნაწილი ბ)

ე) მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა ან უმწეო


მდგომარეობაში მყოფისა. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ არასრულწლოვნის სიცოცხლის
მოსპობის დამამძიმებელ გარემოებად შემოღება უნდა დასაბუთდეს არა იმ არგუმენტით, რომ
მისი სიცოცხლე უფრო ღირებულია, არამედ არასრულწლოვნის მიმართ მეტი შემწყნარებლობისა
და მეტი მიმტევებლობის ვალდებულების არგუმენტით, სწორედ ამიტომაა ეს გარემოება
დამამძიმებელი ობიექტური ნიშნით. არასრულწლოვნის მკვლელობაში იგულისხმევა 18 წლამდე
პირის მკვლელობა, სრულწლოვანი პირის მიერ ( რადგან სწორად მას მოეთხოვება მეტი
შემწყნარებლობა) .
უმწეო მდგომარეობაში მყოფად ითვლება მძიმე ავამდყოფი, ღრმად მოხუცებული, რომელთაც
თავისი ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ თავის დაცვა, მსხვერპლი
ვერ აღიქვამს თავდასხმას. ამგვარად უმწეობა არის ორი სახის: ფიზიკური და ფსიქიკური.
მაგალითად: უგონო მდგომარეობაში მყოფის, მთვრალის და ძილში სიცოცლის მოსპობა. ამ
შემთხვევაში მათ არ აქვთ დამნაშავის ქმედებაზე რეაგირების და წინააღმდეგობის გაწევის უნარი.

ამ დროს დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს პირის უმწეობა, ეს არ გულისხმობს


შემთხვევებს, როდესაც დამნაშავემ თავად ჩააგდო პირი ასეთ მდგომარეობაში მკვლელობის
გაადვილების მიზნით ( მაგ. შეუკრა ხელ-ფეხი). თუ სახეზეა სხვა დამამძიმებელი გარემოებები,
ქმედება დაკვალიფიცირდება დამამძიმებელ გარემოებათა ერთობლიობით. ჩასაფრება ვერ
ჩაითვლება უმწეო მდგომარეობაში ყოფნად, რადგან მსხვერპლს არ აღენიშნება არც ფიზიკური და
არც ფსიქიკური ნაკლი (მაგ. პეტრეს სურს ვასოს მოკვლა შურისძიების მოტივით და მას სახლის
შესასვლელთან ჩაუსაფრდება. ვასო სახლიდან გამოდის, ჩასაფრებული პეტრე ზურგში ტყვიას
დაახლის და მოკლავს. ამ შემთხვევაში ვასო უბრალოდ ვერ ხედავს და ვერც აღიქვამს საფრთხეს,
მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ იგი უმეწო მდგომარეობაში მყოფი არაა, ამ ქვეპუნქტს ვერ
გამოვიყენებთ)

მეორე ნაწილი გ)

ვ) მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით, რომელიც ხდება საზოგადოებრივი თანაცხოვრების


წესების უგულებელყოფის ნიადაგზე. მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხშირად
ხორციელდება რაიმე სპეციალური მიზნის არ არსებობის ან იმდენად მცირე საბაბის საფუძველზე,
რომ მას „უმოტივო მკვლელობა“-საც უწოდებენ. თუმცა ცხადია, განზრახი მკვლელობა უმოტივო
ვერ იქნება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ასეთი მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს
მსხვერპლისგან ყოველგვარი საბაბის გარეშე ან უმნიშვნელო საბაბით. ამდროს დამნაშავის ქცევა
განპირობებულია მისი სწრაფვით, დაუპირისპირდეს გარშემომყოფთ, იგი არასწორად აღიქვამს
მისი მოქმედების თავისუფლების არსს. მსხვერპლის შერჩევა შემთხვევითობის პრინციპზე ხდება.
მაგალითად: ა. მოქალაქეს სთხოვს ასანთს სიგარეტის მოსაკიდებლად. უარყოფითი პასუხის
მიღების შემდგომ განაწყენებული ა. დანით კლავს მას. ან ა.-ს გამვლელი აძლევს შენიშვნას ქუჩის
დანაგვიანების გამო. შეურაცხყოფილი ა. კლავს მას.

ხულიგნური ქვენაგრძნობა ხშირად გვხვდება ჩხუბის, კონფლიქტის შედეგად, მაგრამ ეს არ


მიუთითებს იმაზე, რომ ყველა მკვლელობა ჩადენილი ჩხუბში უნდა დაკვალიფიცირდეს ამ
ქვეპუნქტით. ზუსტი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია გაირკვეს ვინ იყო ჩხუბის წამომწყები,
ხომ არ იყო კონფლიქტი პროვოცირებული დამნაშავის მიერ მკვლელობის საბაბად და ა.შ. იმ
შემთხვევაში თუ ჩხუბის წამომწყები იყო დაზარალებული, ან კონფლიქტის საბაბი იყო
ამორალური ან არამართლზომიერი საქციელი, დამნაშავე პასუხს არ აგებს ხულიგნური მოტივით
მკვლელობისათვის, არამედ მარტივი მკვლელობისთვის.

განხილული მკვლელობა ჩადენილი შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი


განზრახვით. აღსანიშნავია, თუ პირმა დანაშაულებრივი ქმედება ხულიგნობით დაიწყო, ხოლო
შემდეგ ხულიგნური ქვენაგრძნობით მოკლა მეორე პირი, სახეზე იქნება ორი დამოუკიდებელი
დანაშაული: ხულიგნობა და ჩვენს მიერ განხილული დანაშაული. (239, 109 მუხლები)

მეორე ნაწილი დ)

ზ) მკვლელობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო.


სახეზეა სუბიექტური ნიშნით დამძიმებული მდგომარეობა, მაღალია ბრალის ხარისხი. ამ
დანაშაულის დამამძიმებელი გარემოების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მკვლელობა
ხორციელდება იმ პირისადმი სიძულვილის გამო, რომელიც სხვა რასას, ეროვნებას თუ ეთნიკურ
ჯგუფს განეკუთვნება ან აღიარებს სხვა რელიგიას. იგი ხდება პირდაპირი განზრახვით, მაგრამ
შესაძლოა სხვათა მიმართ (მაგალითად მსხვერპლის ოჯახის წევრების მიმართ) სახეზე იყოს
არაპირდაპირი განზრახვა.

ამ მოტივით მკვლელობის ჩადენა გულისხმობს სხვა ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლისადმი


მტრულ განწყობას, რაც შეიძლება პიროვნულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ამ დროს შეიძლება
არსებობდეს სხვა მოტივიც, მაგრამ უნდა დომინირებდეს ეს საფუძველი. იგი იმიჯნება
გენოციდისგან, რადგანაც ამ უკანასკნელის დროს სუბიექტებს გეგმა აქვთ და მათი მიზანია პირთა
კონკრეტული ჯგუფის ამოწყვეტა მთლიანად/ნაწილობრივ.

მეორე ნაწილი დ1)

თ) გენდერის ნიშნით. მკვლელობის მოტივია მსხვერპლის გენდერული კუთვნილება, იგი უნდა


იყოს დომინანტი მოტივი, იგულისხმება როგორც ბიოლოგიური სქესობრივი კუთვნილება, ასევე
მისი გენდერული იდენტობა. შეიძლება ჩადენილ იქნეს პირდაპირი და არაპირდაპირი
განზრახვით. პირდაპირი განზრახვის დროს თუ შედეგი არ დადგა დაკვალიფიცირდება ამ
მუხლის მცდელობით, არაპირდაპირი განზრახვის დროს კი შედეგის მიხედვით.

მაგ. პეტრე ცოლისგან უსიტყვო მორჩილებას და მისი მითითების ზუსტ შესრულებას ითხოვს,
ვინაიდან ცოლს ქმრის საკუთრებად თვლის. ერთხელაც იგი შეიტყობს, რომ მისი ცოლი
ნებართვის გარეშე გავიდა მარტო ქალაქში, რის გამოც მას მოკლავს. სახეზე გვექნება მკვლელობა
გენდერის ნიშნით, ვინაიდან ასეთი შეზღუდვების დაწესების საფუძველი სწორედ ცოლის
გენდერული კუთვნილებაა.
თუ სახეზეა სხვა მოტივი (შურისძიება, ეჭვიანობა და ა.შ) მკვლელობა დაკვალიფიცრდება 108-ე
მუხლით და არა ამ მუხლით. მაგ. ცოლი ქმარს გაეყარა და ქმრის არაერთი თხოვნის მიუხედავად
არ ურიგდება მას. ქმარმა შური იძია და ცოლი მოკლა. ამ შემთხვევაში მკვლელობა არაა ჩადენილი
გენდერული ნიშნით, რადგან მკვლელობის მოტივი არ იყო ცოლის გენდერული კუთვნილება,
არამედ შურისძიება შერიგებაზე უარის თქმის გამო.

მეორე ნაწილი ე)

თ) მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად. გარემოება არის ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი,


ვინაიდან უმართლობის ხარისხია მომეტებული. დანაშაული ჯგუფის მიერ ჩადენილად ითვლება
თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეთანხმებით ან შეუთანხმებლად ერთობლივად
მონაწილეობდა ორი ან მეტი პირი. ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის დამამძიმებელ
გარემოებად მიჩნევა განპირობებულია იმით, რომ ამ დროს დამნაშავის კოლექტიურ მოქმედებას
მინიმუმამდე დაჰყავს დაზარალებულის მიერ აუცილებელი მოგერიების უფლება, ხელს უშლის
მსხვერპლის მიერ წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას და უფრო იოლს ხდის დამნაშავეთა
მიერ მკვლელობის განხორციელებას. ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც ორი ან მეტი
ამსრულებელი სრულად ან ნაწილობრივ ახორციელებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური დანაშაული გულიხმობს ყველანაირი ფორმით 2 ან მეტი


პირის შეთანხმებას, რომელიც წარმოიშობა ამ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის
დაწყებამდე და მიმართულია უშუალოდ დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისკენ.
დამნაშავეები უნდა მოქმედებდნენ ერთიანი, პირდაპირი და კონკრეტიზებული განზრახვით.

შეუთანხმებელი მოქმედება სახეზეა, როდესაც პირი მოქმედებს მეორე პირის მოკვლის


განზრახვით და მესამე პირი უერთდება მას და ახორციელებს იმავე ქმედებას. ისინი ერთად,
შეუთანხმებლად ახორციელებენ დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას, რომელიც დაიწყო
ერთ-ერთმა. იგი შეთანხმებულზე ნაკლებად საშიშია, რადგან იძლევა დაზარალებულის მიერ
აუცილებელი მოგერიების შესაძლებლობას.

უფრო მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია მკვლელობა, ჩადენილი


ორგანიზებული ჯგუფის მიერ. (27-ე მუხლის მე-4-ე ნაწილი). ორგანიზებული ჯგუფის მიერ
ჩადენილი ქმედება განსხვავდება წინასწაარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ ჩადენილისგან რადგან
1. ორგ. ჯგუფი არსებობს განსაზღვრული დროის მონაკვეთში და არ იქმნება უშუალოდ
დანაშაულის ჩადენის წინ და 2. მას აქვს ორგანიზებული სტრუქტურული ფორმა, რომელიც არ
არის აუცილებელი, რომ იყოს განვითარებული.

მეორე ნაწილი ვ)
ი) ოჯახის წევრის მიმართ. სუბიექტური ნიშნით დამამძიმებელი. ოჯახის წევრებად ითვლებიან
პირები, რომლების მუდმივად ცხოვრობენ ერთად და ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას,
შესაძლებელია, მათ არ ჰქონდეთ ნათესავური კავშირი ( თუ შვილი ცალკე ცხოვრობს
მშობლებისგან, ჰყავს თავისი ოჯახი, იგი არ ითვლება მისი მშობლების ოჯახის წევრად).
განსახილველი მუხლი სახეზეა, როდესაც ოჯახის ერთი წევრი ჩაიდენს მკვლელობას მეორე
წევრის მიმართ. მოტივს მნიშვნელობა არ აქვს, იგი შეიძლება იყოს ეჭვიანობა, შურისძიება და ა.შ.
მთავარია, რომ დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ სიცოცხლეს უსპობს თავისი ოჯახის
წევრს.

მესამე ნაწილი ა)

ზ) მკვლელობა ორი ან მეტი პირისა. გარემოება დამამძიმებელი ობიექტური ნიშნით. ორი ან მეტი
პირის მკვლელობაში მოიაზრება ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცლის მოსპობა,
რომელიც ჩადენილია ერთდროულად ან სხვა პირთათვის სიცოცხლის მოსპობა, პირველი
მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელია იმის
გათვალისწინებაც, რომ მკვლელობის ამ პუნქტით კვალიფიკაციისათვის დამნაშავეს უნდა
გააჩნდეს ორი ან მეტი პირის მკვლელობის სურვილი (ერთიანი განზრახვა), დამდგარი შედეგი და
ასევე, არ უნდა იყოს წყვეტა დროში. ასეთი სურვილის არ არსებობის შემთხვევაში იქნება ორი
დამოუკიდებელი დანაშაული, მაგალითად: ა.-მ გადაწყვიტა ბ.-ს და გ.-ს მოკვლა. რაც ერთ დღეს
განახორციელა. ამ შემთხვევაში გვაქვს განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ.

თუ სახეზე გვაქვს შემდეგნაირი მაგალითი: ა.-მ გადაწყვიტა მოეკლა მხოლოდ ბ. მკვლელობის


შემდეგ ა.-მ მოკლა თვითმხილველი. ამ შემთხვევაში სახეზეა ორი დამოუკიდებელი დანაშაული,
კერძოდ: განზრახ მკვლელობა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით მკვლელობა.

იმ შემთხვევაში თუ ადგილი ექნება ორი ან მეტი მკვლელობის ჩადენას, რომელთაგან პირი არც
ერთისთვის მსჯავრდებული არ ყოფილა და ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით არ იყო მოცული,
მაშინ თითოეულ მკვლელობას ცალკე კვალიფიკაცია მიეცემა (108) და სასჯელი დაინიშნება
დანაშაულთა ერთობლიობისთვის დადგენილი წესით (59).

პრობლემურია ქმედების კვალიფიკაცია მაშინ როცა დამნაშავეს 2 პირის მოკვლა სურდა, მაგრამ
მხოლოდ ერთის მოკვლა შეძლო, მეორე კი გადარჩა. ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები
არსებობს.

პირველი მოსაზრების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდებოდა როგორც


დამთავრებული 2 ან მეტი პირის მკვლელობა, თუმცა ამ მოსაზრების გაზიარება დაუშვებელია,
ვინაიდან განსახილველი მაკვალიფიცირებელი გარემოება დამძიმებულია ობიექტური ნიშნით -
შედეგად უნდა დადგეს სულ მცირე 2 პირის სიკვდილი, რაც სახეზე არ გვაქვს, ანუ ნაკლოვანი
შედეგია.
მეორე მოსაზრების მიხედვით ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით
როგორც განზრახი მკვლელობა (108) და 2 ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა (19, 109). ამ
შემთხვევაში შეფასების გარეშე გარეშე არ რჩება ის ფაქტი რომ მკვლელმა მიზანს ვერ მიაღწია და
ვერ მოკლა ორივე, ასევე სამართლებრივი შეფასების გარეშე არ რჩება ისიც რომ დამნაშავემ
სიცოცხლე მოუსპო 1 ადამიანს. ამის მიუხედავად ამ მოსაზრების გაზიარებაც არ იქნება
მართებული, ვინაიდან იგი ხელოვნურად ქმნის დანაშაულთა ერთობლიობას იქ, სადაც ის არ
არის. აქაც დგება უსამართლო სასჯელის დანიშვნის საკითხი, რადგან დანაშაულთა
ერთობლიობისას 59ე მუხლის მიხედვით შეიძლება დანიშნული იყოს თავისუფლების აღკვეთა 30
წლის ვადით. გამოდის, რომ როცა დამნაშავე შეძლებს ორივე მსხვერპლის მოკვლას, მის მიმართ
დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 20 წელს ვერ გასცილდება, მაგრამ როცა მან მხოლოდ 1 პირი
მოკვლა შეძლო, შესაძლოა 30 წელი მიესაჯოს რაც თავისთავად მიუღებელია.

მესამე, უფრო დასაბუთებული მოსაზრების მიხედვით, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 2 ან


მეტი პირის მკვლელობის მცდელობით (109 ზ). ამ დროს ხელოვნურად არ იქმნება დანაშაულთა
ერთობლიობა იქ, სადაც ის არაა სახეზე, დანიშნული სასჯელი იქნება სამართლიანი და ასევე
მცდელობით კვალიფიკაცია სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ შეფასების გარეშე დარჩება 1 პირის
სიკვდილის ფაქტი, ვინაიდან ეს დაფიქსირდება ბრალდების ფორმულირებაში, რაც ბრალდებას
ამძიმებს და მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას 53 3 მუხლის საფუძველზე.

2 ან მეტი პირის მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, თუ იგი
ჩადენილია დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით. მაგრამ განზრახვა შეიძლება იყოს როგორც
პირდაპირი ისე არაპირდაპირი როცა 2 ან მეტი პირის მკვლელობა ერთდროულადაა ჩადენილი.

მესამე ნაწილი ბ)

თ) მკვლელობა ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.- ობიექტური ნიშნით დამამძიმებელი


გარემოებაა. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილად ითვლება, როდესაც
დაზარალებულს აწამებენ, პირს ცოცხლად წვავენ ან მარხავენ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში
წყალს და საკვებს არ აძლევენ დ. ა.შ.

განსაკუთრებული სისასტიკის დასადგენად საჭიროა კუმულაციურად 2 კრიტერიუმის არსებობა:


1.ობიექტური და 2.სუბიექტური. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს იმას რომ მკვლელობისას
გამოყენებული ხერხი ან საშუალება ობიექტურად ძლიერ ტანჯვას იწვევს მსხვერპლში, ხოლო
სუბიექტური კრიტერიუმი იმას გულისხმობს, რომ მკვლელმა შეგნებულად უნდა შეარჩიოს
მკვლელობის ისეთი ხერხი ან საშუალება, რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს
მსხვერპლში, ე.ი დამნაშავის განზრახვა უნდა მოიცავდეს მკვლელობის ჩადენას განსაკუთრებული
სისასტიკით.
იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კრიტერიუმი არ გვაქვს სახეზე, მკვლელობა განსაკუთრებული
სისასტიკით ვერ იქნება ჩადენილი. თუ, მაგ. სახეზე გვაქვს მხოლოდ სუბიექტური და არა
ობიექტური კრიტერიუმი (პეტრემ საწამლავი შეუკვეთა ვანოს რათა ვასო მოეკლა
განსაკუთრებული სისასტიკით, თუმცა ვასო მისი მიღებიდან რამდენიმე წამში გარდაიცვალა) ამ
შემთხვევაში ქმედებას დავაკვალიფიცირებთ როგორც მარტივ მკვლელობად (108) თუმცა პეტრეს
ეს სურვილი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას, როგორც დამამძიმებელი გარმეოება
(53 3).

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობად შეიძლება მივიჩნიოთ მსხვერპლისათვის


მრავლობითი ჭრილობების მიყენება. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ამ კატეგორიის
დანაშაულში მოიაზრება მშობლის თვალწინ შვილის მკვლელობაც ან პირიქით შვილის
თანდასწრებით მშობლის განზრახ მკვლელობა. (ბავშვს უნდა შეეძლოს მკვლელობის ფაქტის
აღქმა). ასეთი სახის მკვლელობა იმ მოტივით არის განსაკუთრებულ სისასტიკეთ მიჩნეული, რომ
ისინი არა მარტო განიცდიან დაზარალებულის სიკვდილს, არამედ მათი ახლობლისთვის
სიცოცხლის მოსპობის პროცესის თვითმხილველნიც არიან.

მკვლელობის შემდგომ გვამის დანაწევრება კვალიფიცირდება, როგორც მიცვალებულისადმი


უპატივცემულობა - (258-ე მუხლი) და არ მიიჩნევა განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ
მკვლელობად. მაგ. გ-მ ჩაიდინა ბ-ს განზრახ მკვლელობა და კვალის დაფარვის მიზნით ბ-ს გვამი
დაანაწევრა. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა,
როგორიც არის განზრახ მკვლელობა - (108-ე მუხლი) და მიცვალებულისადმი უპატივცემულობა
- (258-ე მუხლი).

მესამე ნაწილი გ)

ი) მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით.

ანგარებით მკვლელობაში იგულისხმება ისეთი მკვლელობა, რომლის მიზანია მატერიალური


გამორჩენის მიღება, მაგალითად: ფულის, ქონების, ქონებაზე ან საცხოვრებელ სახლზე უფლების
მიღება და სხვა. იგი დამამძიმებელია სუბიექტური ნიშნით. ანგარებით ჩადენილ მკვლელობად
ჩაითვლება, როდესაც იგი მიმართულია მატერიალური ხარჯებისგან გასათავისუფლებლად, მაგ: -
ალიმენტის გადახდისაგან, ავამდყოფის მოვლისაგან, ვალის დაბრუნებისაგან თავის არიდება და
სხვა. იმ შემთხვევაში თუ მკვლელობა ანგარების მოტივით არ იყო ჩადენილი და დამნაშავეს
მხოლოდ მსხვერპლის სიკვდილის შემდეგ აღეძრა სურვილი დაუფლებოდა გარდაცვლილის
ქონებას, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ამ ქვეპუნქტით. ანგარებითი მოტივი წინ უნდა
უსწრებდეს მკვლელობას. მაგ: ბ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა გ. ბ.-მ
გარდაცვლილს ჯიბეში შენიშნა მობილური ტელეფონი და იგი მიისაკუთრა. ანგარებით
მკვლელობისათვის აუცილებელია, რომ ეს მოტივი წინ უსწრებდეს მკვლელობას, მაგალითად: ბ.-მ
გ.-ს მობილური ტელეფონის დასაუფლებლად მოკლა იგი.

ანგარებით მკვლელობა ითვლება იმ შემთხვევაშიც თუ დამნაშავე მკვლელობას ჩაიდენს ამ


მოტივით, მაგრამ ვერ შეძლებს ქონების დაუფლებას. მაგ: ა.-მ იცის, რომ მისმა მეზობელმა გაყიდა
ავტომანქანა და სახლში დიდი ოდენობით თანხით ბრუნდებოდა. ამ ფულის მისაკუთრების
მიზნით მან მოკლა მეზობელი, თუმცა თანხას ვერ დაეუფლა, რადგან მეზობელმა სახლში
დაბრუნებამდე იგი ბანკში შეინახა. მიუხედავად იმის, რომ ა. ვერ დაეუფლა ქონებას მისი ქმედება
ამ მუხლით დაკვალიფიცირდება. ამდენად ამ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის არ
წარმოადგენს აუცილებლობას მატერიალური სიკეთე გადავიდა თუ არა დამნაშავეზე. საკმარისია
მკვლელს გააჩნდეს შესაბამისი მოტივი.

ანგარება უნდა გაიმიჯნოს სიხარბისგან, რომელიც უფრო ფართე ცნებაა. ეს უკანასკნელი მოიცავს
ანგარებასაც, მაგრამ არა პირიქით. მაგ. პეტრეს ფული ჰქონდა გასესხებული პავლეზე. როცა ვალის
დაბრუნების დრო მოვიდა, პავლემ უპასუხა რომ მატერიალური პრობლემის გამო ფული არ
ჰქონდა და ვალს საერთოდ ვერ დაუბრუნებდა. გაგულისებულმა პეტრემ პავლე მოკლა.
მკვლელობა ჩადენილია სიხარბის მოტივით, მაგრამ არა ანგარების მოტივით რადგან ამ
მკვლელობით პეტრე არც მატერიალურ გამორჩენას ელოდებოდა და არც მატერიალური
ვალდებულებისგან გათავისუფლებას. სახეზეა მარტივი მკვლელობა (108)

მკვლელობა შეკვეთით - დამამძიმებელია ობიექტური ნიშნით. ანგარებითი მკვლელობის


სახესხვაობაა და იგი უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება დამკვეთის (წამქეზებლის) მიერ
დამნაშავისთვის (ამსრულებლისათვის) გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ანუ პირი მკვლელობის
ჩასადენად იღებს მატერიალურ გამორჩენას.

მესამე ნაწილი დ)

კ)მკვლელობა მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა


სხვაგვარად გამოყენების მიზნით. გარემოება დამამძიმებელია სუბიექტური ნიშნით. ამ სახის
მკვლელობა შეიძლება განხორციელდეს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ისე იმ პირის
მიმართ, რომელიც ავტო ან სხვაგარ კატასტროფაში მოყვა და ჯამრთელობის მდგომარეობის გამო
არ აქვს შესაძლებლობა უპარტონოს თავს. სხეულის ორგანო ან ქსოვილი შეიძლება ამოღებულ
იქნეს ძალადობის გზითაც, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვება. ამ დანაშაულის
მოტივი ყველაზე ხშირად ანგარებითია, თუმცა არც სხვა მოტივია გამორიცხული: ახლობლის
გადარჩენა სხვისი სიცოცხლის ხარჯზე, სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარების
უზრუნველსაყოფად და სხვა. დანაშაული ხორციელდება როგორც პირდაპირი, ასევე
არაპირდაპირი განზრახვით (ექიმი მოტყუებით იყოლიებს პაციენტს ორგანოს ამოცლაზე, როცა
იცის, ამას შეიძლება მოჰყვეს ამ უკანასკნელის სიკვდილი).

მესამე ნაწილი ე)

ლ) მკვლელობა არაერთგზის. სუბიექტური ნიშნით დამამძიმებელი გარმეოებაა. სისხლის


სამართლის კოდექსის მიხედვით არაერთგზის დანაშაულად ითვლება წინათ ნასამართლევი
პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენა. ამდენად ამ
ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობის ჩამდენი პირი წარსულში
ნასამართლევი იყო მკვლელობისათვის. კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პირი
დამთავრებული მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი თუ მცდელობისთვის.

არაერთგზისად მკვლელობა არ ჩაითვლება, თუ პირი ნასამართლევი იყო შემამსუბუქებელი


გარემოებებით მკვლელობისთვის, ასევე თუ პირს წინათ ჩადენილი მკვლელობისთვის
ნასამართლობა გაქარწყლებული ან მოხსნილი ჰქონდა.

მესამე ნაწილი ვ)

მ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი


მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით
გარემოება დამძიმებულია ობიექტური ნიშნით
მსხვერპლის საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს მართლზომიერი.
ეს დანაშაული, ძირითადად,წარმოადგენს შურისძიებას მსხვერპლის საქმიანობასთან
დაკავშირებით ან საქმიანობის ხელის შეშლის მიზნით ჩადენილ დანაშაულს.
თუკი ამ დანაშაულს თან ახლავს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზანი, სახეზეა მეორე
დამამძიმებელი გარემოებაც, რადგან პირველი ობიექტური ნიშნითაა დამძიმებული,მეორე კი
სუბიექტურით.
თუკი დამნაშავე შეცდომით სულ სხვა პირს მოკლავს, ქმედება დაკვალიფიცირდება არა 109-ე
არამედ 108-ე მუხლით. ადგილი არ ექნება შეცდომას მსხვერპლის პიროვნებაში, რადგან ეს ვერ
მოახდენდა გავლენას კვალიფიკაციაზე. კანონმდებელს სურს სათანადო პირობების შექმნა,რათა
მოქალაქეებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალელობები უშიშრად.
110. მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით
ეუთანაზია (იგივეა რაც ევთანაზია) ბერძნული სიტყვაა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან „ეუ“ - რაც
ნიშნავს კარგს და „თანატოს“ - სიკვდილს. იგი გულისხმობს ადამიანის სიკვდილის განზრახ
დაჩქარებას ან ტერმინალურ მდგომარეობაში მოურჩენელი ავადმყოფისათვის სიცოცხლის
მოსპობას მისი ტანჯვისაგან გათავისუფლების მიზნით. დღესაც განსაკუთრებით საკამათო
საკითხია და ეთიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული.

ევთანაზია წარმოშობს კონფლიქტს ორ უფლებას შორის: ერთია მომაკვდავი ადამიანის


სიცოცხლის უფლება და მეორე თავად მომაკვდავის სიკვდილის სურვილი.

ევთანაზია ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, მაგალითად: რატომ უნდა დაამთავროს ადამიანმა
სიცოცხლე და წავიდეს ამ ქვეყნიდან სიცოცხლის სიძულვილით? თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის
უფლება, რატომ არ უნდა ჰქონდეს სიკვდილის უფლება? რა უფრო ჰუმანურია - რეამინაცია
პაციენტისა, რომელიც დროებით მოვა გონს და ტანჯვაში იქნება, თუ ევთანაზიის
განხორციელება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა რთულია ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება შემდეგ
პრინციპს - არავის აქვს უფლება ხელყოს ადამიანის სიცოცხლე. იქიდან გამომდინარე, რომ ამ
კითხვებზე პასუხი სცილდება სამედიცინო ეთიკის ფარგლებს, იგი მოითხოვს სამართლებრივი
თვალსაზრისით შეფასებას.

განასხვავებენ ნებაყოფლობით და იძულებით, აქტიურ და პასიურ ევთანაზიას, პირდაპირ და


არაპირდაპირ ევთანაზიას.

იძულებით ევთანაზიას დღეს გმობს მთელი მსოფლიო. ამას ცხადჰყოფს მეორე მსოფლიო ომის
დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები. არავის აქვს უფლება ხელყოს ადამიანის სიცოცხლე
მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მისი შენარჩუნება საზოგადოებას „ტვირთად“ აწვება. ამდენად,
დისკუსიის საკითხია მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითი და არა იძულებითი ევთანაზიის
ლეგალიზაციის საკითხი.

ნებაყოფლობით ევთანაზიაზე კი ლეგალურად სამი სისტემა არსებობს: პირველ ჯგუფს შეადგენენ


ქვეყნები, რომლებიც ევთანაზიას ჩვეულებრივ მკვლელობად აფასებენ (ინგლისი, საფრანგეთი,
რუსეთი), მეორე ჯგუფის ქვეყნები ევთანაზიისათვის მსუბუქ სასჯელს აწესებენ (გერმანია,
ავსტრია, შვეიცარია, საქართველო), მესამე ჯგუფის ქვეყნებმა მოახდინეს ევთანაზიის
დეკრიმინალიზაცია (პერუ, ურუგვაი, ჰოლანდია, ბელგია).

აქტიური ნებაყოფლობითი ევთანაზია - უკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი


ავადმყოფის მიმართ ისეთი პრეპარატის გამოყენებას, რომელიც აჩქარებს სიკვდილს. პასიური
ევთანაზია გულისხმობს დამხმარე თერაპიის შეწყვეტას, რაც იწვევს იმავე შედეგს, მაგრამ მას არ
აჩქარებს.
ბუნებრივია, ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი კითხვა წარმოიშობა. კერძოდ, როცა
ავამდყოფის სიცოცხლის შენარჩუნება ხელოვნურად ხდება, როდემდე შეიძლება ამის
გაგრძელება? თუ აპარატის გამორთვის შემდეგ ავამდყოფი მოკვდება რა არის ეს - ჩვეულებრივი
მკვლელობა თუ ევთანაზია? მეცნიერები თვლიან, რომ ტვინის დისოციალური კვდომის
შემთხვევაში რეანიმატორს უნდა გაააჩნდეს აპარატის გამორთვის უფლება, თუკი აპარატის გარეშე
დამოუკიდებლად სიცოცხლის აღდგენა შეუძლებელია. იურიდიულად აქ არც ევთანაზიასთან და
არც მკვლელობასთან საქმე არ გვაქვს და ექიმს უფლება გააჩნია თავისი მეცნიერული რწმენის
საფუძველზე გამორთოს აპარატი, როცა ხელოვნურად ხდება სიცოცხლის შენარჩუნება. უფრო
მეტიც პაციენტის უფლებების შესახებ კანონის 24-ე მუხლი ასეთ გარემოებაში ექიმის ქმედებას
კანონიერად მიიჩნევს. „ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს
ნება უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების
უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან მკურნალობის
ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია უკურნებელი დაავადების
ტერმინალური სტადიით.

ევთანაზიის მოწინააღმდეგეებს სერიოზული არგუმენტები აქვთ: გამორიცხული არაა შეცდომა


დიაგნოზში, ის რაც დღეს განუკურნებლად ითვლება, შეიძლება ხვალ განკურნებადი გახდეს.
ასევე მედიცინაში მრავალი შემთხვევა არსებობს იმის, რომ განუკურნებლად მიჩნეული
ავადმყოფები გამოჯანმრთელდნენ და ა.შ

რაც შეეხება საქართველოს, ევთანაზია, სისხლის სამართლის კოდექსმა - მკვლელობა მსხვერპლის


თხოვნით პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს მიაკუთვნა, ვინაიდან საკითხი ეხება არა
მარტო მკვლელობას დაზარალებულის თანხმობით, არამედ მძიმე მომაკვდავი ადამიანის
დაჟინებულ თხოვნას მისი ფიზიკური ტანჯვისგან გათავისუფლების შესახებ.

ეს თხოვნა უნდა გამოხატავდეს მომაკვდავის ნამდვილ ნებას. იგი უნდა იყოს ისეთ
მდგომარეობაში, რომ სრულად შეეძლოს კონტროლი გაუწიოს და უხელმძღვანელოს თავის
მოქმედებას. თუ მსხვერპლს ამის შესაძლებლობა არ აქვს, მისთვის სიცოცხლის მოსპობა უკვე
ჩვეულებრივი მკვლელობაა, ცხადია თუ არ არსებობს სხვა დამამძიმეელი გარემოება.

110-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობის სწორი კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი


მნიშვნელობა ენიჭება დამნაშავის მოქმედების სუბიექტურ შემადგენლობას. იქიდან გამომდინარე,
რომ მიზანი არის მაპრივილეგირებელი გარემოება, მკვლელობა ხდება პირდაპირი განზრახვით,
თუმცა იგი ნაკარნახევია მომაკვდავის თხოვნით, რათა ავამდყოფი გათავსიუფლდეს ძლიერი
ფიზიკური ტკივილისაგან. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, იგი ერთადერთია -
დაზარალებულისადმი სიბრალულის გრძნობა.

ამდენად, ქმედებას ევთანაზიის კვალიფიკაცია რომ მიეცეს, თხოვნა უნდა მომდინარეობდეს


მხოლოდ ავამდყოფისგან, თხოვნა ადვილი სიკვდილის შესახებ გამოთქმული უნდა იყოს
გაცნობიერებულად, საღი გონებით, თხოვნა განმეორებული ინდა იქნეს არაერთგზის
(რამდენჯერმე), ავამდყოფი უნდა მოქმედებდეს იძულების გარეშე, სიკვდილის სურვილის
შესახებ თხოვნის საფუძველი უნდა იყოს ავამდყოფობით გამოწვეული ძლიერი ფიზიკური
ტკივილი, ტანჯვა და არა სხვა ფაქტორები (მაგალითად ოჯახური, ფინანსური ან სხვა ფაქტორები)
ქმედების ერთადერთი მოტივი უნდა იყოს და მიზნად ისახავდეს მომაკვდავის ძლიერი
ფიზიკური ტკივილისგან გათავისუფლებას.

111. განზრახ მკვლელობა უეცარი, სულიერი აღელვების


მდგომარეობაში
აფექტში ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით არის
განპირობებული: პირველი - დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ მდგომარეობაში,
უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე. მეორე - მკვლელობა პროვოცირებულია
თვით დაზარალებულის ქცევით, სწორედ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს დამნაშავის
აფექტს და დაზარალებულის მოკვლის სურვილს.

ცნობილია, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული სწრაფწარმავალი სულიერი განცდა (ემოცია),
რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას (და არა სრულ გაქრობას) და
გამოსავალს მოქმედებაში პოულობს. ამ ემოციის წარმოშობა შეიძლება გამოწვეული იყოს
დაზარალებულის მიერ დამნაშავის შეურაცხყოფით, ძალადობით, მუქარით, ცილისწამებლური
ცნობების გავრცელებით და სხვა.

111-ე მუხლში მოცემულია აფექტის მაპროვოცირებელი გარემოებები, ესენია:

მართლსაწინააღმდეგო ძალადობა - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური. ფიზიკურია მაგ.


ცემა, ხოლო ფსიქიკური ძალადობაა ფიზიკურად გასწორების მუქარა, ცილისმწამებლური
ცნობების გავრცელების, ქონების დაზიანების ან განადგურების მუქარა და ა.შ. მთავარია, რომ
აფექტის გამომწვევი მიზეზი უნდა ატარებდეს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. თუ
გამოყენებული ძალადობა არაა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის, ის აფექტს ვერ გაამართლებს.
მაგ. პოლიციელმა შეიცნო ძებნილი პირი და დაუპირა ხელბორკილის დადება. ძებნილი პირი ამ
ფაქტმა ჩააგდო აფექტის მდგომარეობაში, ვინაიდან ამ დროს იგი იმყოფებოდა ქუჩაში თავის ახალ
შერთულ მეუღლესთან ერთად და თავი იგრძნო შეურაცხყოფილად. ამიტომაც მან იქვე მოკლა
პოლიციელი. რადგან სახეზე არაა მართლსაწინააღმდეგო ძალადობა, მკვლელობა აფექტში
ჩადენილად ვერ დაკვალიფიცირდება.
ასევე სახეზე უნდა იყოს არა ნებისმიერი მართლსაწინააღმდგო ქმედება, არამედ სწორედ
მართლსაწინააღმდეგო ძალადობა. მაგ. პეტრე დაინახავს, რომ მისი შვილი კვეთს ქუჩას, რა
დროსაც მას დაეჯახა არანორმალური სიჩქარით მიმავალი მანქანა და მძიმედ დააშავა. პეტრე
ჩავარდა ძლიერი სულიერი აღელვების მდგ-ში და იქვე მოკლა მანქანის მძღოლი. მიუხედავად
იმისა, რომ პეტრე ნამდვილად ჩავარდა აფექტის მდგ-ში, ქმედებას 111-ე მუხლით ვერ
დავაკვალიფიცირებთ, რადგან მძღოლი მოქმედებდა გაუფრთხილებლობით და არა განზრახ. ე.ი
მისი მხრიდან ჩადენილია მართლსაზინააღმდეგო ქმედება და არა მართლსაზინააღმდეგო
ძალადობა.

მძიმე შეურაცხყოფა - შეიძლება გამოხატული იქნეს ზეპირსიტყვიერად, ფიზიკური


ზემოქმედებით, პირის შეურაცხმყოფელი კარიკატურის სახით და ა.შ. მძიმე შეურაცხყოფის ცნება
შეფასებითია, ამიტომ მისი სიმძიმის ხარისხის დასადგენად მხედველობაში უნდა მივიღოთ
შეურაცხყოფის შინაარსი და ფორმა, რამდენად ეწინააღმდეგება იგი საყოველთაოდ აღიარებულ
ნორმებს, უნდა გავითვალისწინოთ დამნაშავის ინდივიდუალური თავისებურებები და სხვ.
ასეთად შეიძლება ჩაითვალოს მაგ. სახეში შეფურთხება, სახეში ღვინის შესხმა, უცენზურო
სიტყვებით გინება და ა.შ

სხვა ამორალური ქცევა - იგულისხმება მაგ. ცოლქმრული ღალატი, შვილად აყვანის


საიდუმლოების გახმაურება და ა.შ.

აფექტის წარმოშობა შეიძლება დაკავშირებული იყოს მსხვერპლის არაერთგზისი


მართლსაზინააღმდეგო ან ამორალური ქცევით განპირობებულ ფსიქიკურ ტრავმასთან. არაა
გამორიცხული, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნას ოჯახში სისტემატიური ჩხუბის და ცემის
შედეგად, ლოთი მეუღლის მიერ ქონების ფლანგვასთან და ა.შ. ფსიქიკაზე სისტემატიური
ზემოქმედების შედეგად ხდება ნეგატიური ემოციების აკუმულირება და არაა გამორიცხული
აფექტური აფეთქება, როცა მოთმინების ფიალაც ივსება.

ქმედება უნდა წარმოადგენდეს დამნაშავის საპასუხო რეაქციას დაზარალებულის


არამართლზომიერ ქცევაზე. როგორც წესი, აფექტური მდგომარეობა წარმოიშობა
მართლსაწინააღმდეგო ქცევისთანავე, მაგრამ შესაძლოა მკვლელობა განხორციელდეს გარკვეული
დროის შემდეგაც, თუ ფსიქიკური ტრავმა ძალიან ძლიერი იყო და დამნაშავეს არ ჰქონდა
შესაძლებლობა რეაგირება მოეხდინა მართლსაწინააღმდეგო აქტზე. მაგ. პირის მიერ
გაუპატიურებული ქალი გარკვეული დროის შემდეგ ამ პირს ქუჩაში დაინახავს, ჩავარდება
აფექტში და მოუსპობს მას სიცოცხლეს, თავში ქვის ჩარტყმით. დანაშაულის კვალიფიკაციისთვის
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აფექტის წარმოქმნასა და მის რეალიზაციას შორის დრო
არ იყოს გასული.
უეცრად აღძრული ძლიერ სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა შეიძლება
ჩადენილ იქნეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. პირის სურვილი შეიძლება მიმართული იყოს
როგორც განსაზღვრული შედეგის მიღწევისკენ, ისე წინასწარ განუსაზღვრელი შედეგის
დადგომისკენ (კონკრეტიზებული ან არაკონკრეტიზებული პირდაპირი განზრახვა).

არაპირდაპირი განზრახვით ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია. არაპირდაპირი განზრახვის


დროს პირს არ სურს მძიმე შედეგის დადგომა. მას გაცნობიერებული აქვს, რომ მის ქმედებას
შეიძლება მოჰყვეს ისეთი შედეგი, რომლის დადგომასაც იგი ან ეგუება, ან გულგრილია მის
მიმართ. თუ პირს შედეგის მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების უნარი გააჩნია,
მაშინ იგი არც ყოფილა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ვინაიდან რისხვის
ასპექტში მყოფი პირის გული „ისეა გადახურებული“ რომ გულგრილობისთვის იქ „ადგილი არაა“.

მოტივს კვალიფიკაციაზე გავლენა არ აქვს. იგი შეიძლება იყოს ეჭვი, შურისძიება, სიძულვილი და
ა.შ

მოცემული მუხლის მეორე ნაწილში გაზრდილია პასუხისმგებლობა აფექტში ჩადენილი


მკვლელობისათვის თუ მოხდა ორი, ან მეტი ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა. ამ
კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობა ჩადენილი
იყო ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთიანი განზრახვით აფექტურ მდგომარეობაში, ვინიდან
ამ დანაშულისათვის აუცილებელი პირობაა მკვლელობა განხორციელდეს იმწუთიერად აფექტის
მდგომარეობაში. ასევე ორივე მათგანმა (მსხვერპლებმა) უნდა შეიტანონ წვლილი აფექტის
წარმოშობაში.

აფექტურ მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა შემასუბუქებულ გარემოებად არის მიჩნეული


და იგი არ შეიძლება იყოს დამამძიმებელ გარემოებად აღიარებული, თუნდაც სახეზე იყოს რაიმე
მაკვალიფიცირებელი გარმეოება (მაგ. ორსული ქალის მკვლელობა ან მკვლელობა
განსაკუთრებული სისასტიკით).

112. დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა


კანონში დანაშაულის დისპოზიცია ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: დედის მიერ
ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ. მოცემული
დანაშაულის ჩადენა მიჩნეულია შემამსუბუქებელ გარემოებად, ვინაიდან მშობიარე ქალი
შეიძლება იმყოფებოდეს ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში, როდესაც მას თავისი მოქმედების
მიმართ, ნაწილობრივ შესუსტებული აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის უნარი.
დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის მიხედვით, მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იქნეს
როგორც მოქმედებით (მაგ. დახრჩობა), ისე უმოქმედობით (როცა არაფერი კეთდება
ახალშობილის დახმარებისთვის: მაგ. არ ხორციელდება მოქმედება ჭიპლარის მოსაჭრელად და
მოსაშორებლად)

მკვლელობა უნდა მოხდეს მშობიარობისას ან უმალვე, მშობიარობის შემდეგ. თუ დამტკიცდება,


რომ დედას მშობიარობის დაწყებამდე უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის მოკვლა და ამისთვის
იგი საგულდაგულოდ ემზადებოდა, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა 112-ე, არამედ 109-ე
მუხლით, როგორც არასრულწლოვნის მკვლელობა, ვინაიდან დედა სრული შერაცხადობის
მდგომარეობაში იყო.

112-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაციისთვის დიდი


მნიშვნელობა ენიჭება მის გამიჯვნას აბორტისგან. ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება ნაყოფის
მოსპობა და არა მკვლელობა. ამდენად, თუ დედამ მის სხეულში მყოფ ფეტუსს სიცოცხლე მოუსპო
მანამ, სანამ მშობიარობა დაიწყება, ეს იქნება უკანონო აბორტი (133)

ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. რაც შეეხება მოტივს, იგი
სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, როგორიცაა გაუთხოვარი ქალის შიში საზოგადოებრივი
გაკიცხვის გამო, მშობიარობის პროცესის გავლენა ფსიქიკაზე და ა.შ.

დანაშაულის ამსრულებელია მხოლოდ დედა, სხვა პირი შეიძლება იყოს წამქეზებელი ან


დამხმარე, ეს უკანასკნელი დაისჯება არასრულწლოვნის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის.

ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ მკვლელობა მოხდეს მშობიარობისას ან


უმალვე, მშობიარობის შემდეგ. ამდენად იგი უნდა განხორციელდეს მცირე დროის მონაკვეთში.

113. მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების


გადაცილებით
აუცილებელი მოგერიება მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი გამომრიცხველი გარემოებაა
(მუხლი 28) და იგი სისხლის სამართლის კანონდებლობით დასჯად ქმედებად არ მიიჩნევა.
მოქმედი კანონდებლობით დასჯადია ისეთი მოქმედება, თუ არსებობს მომგერიებლის მიერ
თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან. მაგ: ა-ს ცემის
მიზნით თავს დაესხა ბ. მიუხედავად იმისა, რომ ა-ს შეეძლო მისი ხელით მოგერიება, დანით
მოკლა ბ.

დანაშაულის ობიექტური მხარე ხასიათდება აქტიური მოქმედებით, რომელიც მიმართულია იმ


ადამიანისთვის სიცოცხლის მოსასპობად, რომელმაც საშიში ხელყოფა ჩაიდინა.
ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის კრიტერიუმად კანონი თვლის მომგერიებლის მიერ დაცვის
აშკარა შეუსაბამობას ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან, როცა ხელმყოფს აუცილებლობის
გარეშე განზრახ ადგება ზიანი.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ დაცვის და თავდასხმის საშუალებას, თავდასხმის
საშიშროების ხარისხს, არამედ სხვა გარემოებებსაც, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ
მომგერიებლისა და ხელმყოფის ძალის რეალურ შესაძლებლობებზე (თავდამსხმელთა და
მომგერიებელთა რაოდენობა, მათი ფიზიკური განვითარება, იარაღის არსებობა და ა.შ). მაგ. პეტრე
თავს დაესხა პავლეს ხის ჯოხით ხელში და მოკვლით დაემუქრა. პავლემ ცეცხლსასროლი იარაღი
ამოიღო და მოგერიების მიზნით რამდენჯერმე გაისროლა იმ მხარეს, საიდანაც პეტრე მისკენ
მიიწევდა. ერთი ტყვია პეტრეს მოხვდა და გარდაიცვალა. სახეზეა მკვლელობა აუცილებელი
მოგერიების გადაცილებით, ვინაიდან პავლეს იარაღი ჰქონდა და ეს ძალათა თანაფარდობას მის
სასარგებლოდ ცვლიდა. მას შეეძლო იარაღის მუქარით ან ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით
თავდამსხმელი გაეჩერებინა. ამგვარად მის მიერ გამოყენებული საშუალება შეუსაბამო იყო
ხელყოფის ხასიათთან და საშიშროებასთან.

მომგერიებლის მოქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც აუცილებელი მოგერიების


ფარგლების გადაცილება იმ შემთხვევაში, როცა მიყენებული ზიანი უფრო დიდია, ვიდრე
თავიდან აცილებული, რა თქმა უნდა, თუ არ არსებობს აშკარა შეუსაბამობა დაცვასა და ხელყოფის
ხასიათსა და საშიშროებას შორის. მაგ. პეტრე ცივი იარაღით ქალს დაესხა თავს და გაუპატიურება
დაუპირა. ქალმა მოასწრო და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა პეტრე. მართალია, მიყენებული
ზიანი (სიცოცხლის მოსპობა) უფრო დიდია, დირე თავიდან აცილებული ზიანი (სქესობრივი
თავისუფლება), მაგრამ აუცილებელი მოგერიების დროს სიკეთეთა რანგირება არა გადამწყვეტი.

თუ აუცილებელი მოგერიება განხორციელდა დამთავრებული ხელყოფის შემდეგ, მაგრამ საქმის


გარემოებიდან გამომდინარე ეს მომგერიებლისთვის ნათელი არ იყო, სახეზე გვექნება შეცდომა,
რამაც შეიძლება ბრალი გამორიცხოს.

თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსპობა თავდასხმის დამთავრების შემდეგ, (საფრთხის


გასვლის შემდეგ) ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილება. ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობა
ჩადენილი შურისძიების ნიადაგზე (108) ან როგორც მკვლელობა აფექტის მდგომარეობაში (111)

როცა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობა ხორციელდება


მაკვალიფიცირებელ გარემოებათა არსებობისას (მაგ. ორსული ქალის, 2 ან მეტი პირის და სხვ.)
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ 113 მუხლით.

ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია არაპირდაპირი განზრახვა. ხელყოფისგან დაცვის


განმახორციებელს გაცნობიერებული აქვს, რომ მის მიერ გამოყენებული საშუალება არ შეესაბამება
ხელყოფის საშიშროებას ან ხასიათს, ასევე ითვალისწინებს რომ ამას შეიძლება მოჰყვეს რომელიმე
მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ამის დადგომას, რადგან
მისი მიზანია როგორმე დაიცვას თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე.

ამ დანაშაულის ჩადენა პირდაპირი განზრახვით შეუძლებელია, აქედან გამომდინარე


შეუძლებელია ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობის ჩადენა. მაგ. როცა
პავლემ პეტრეს მიმართულებით რამდენიმე ტყვია გაისროლა, თუ პეტრეს არც ერთი ტყვია არ
მოხვდა, შეუძლებელია ეს დაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობის მცდელობა აუცილებელი
მოგერიების ფარგლებში. თუ დასაბუთდა სასიკვდილო შედეგისადმი პირდაპირი განზრახვა,
ქმედება 108 მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.

114. მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის


გადაცილებით
სისხლის სამართლის კოდექსში გადმოცემულია დამნაშავის მართლზომიერი დაკავებისას
მისთვის ზიანის მიყენების საფუძველი. 29-ე მუხლში მითითებულია, რომ
მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ხელისუფლების ორაგნოში წარსადგენად
შეიპყრობს დამნაშავეს საამისოდ აუცილებელი ზომის გადაუცილებლად.

ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს მოქმედებდა თუ არა


დამნაშვე დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობის სიტუაციაში. თუ შეპყრობა ხდება ჯერ კიდევ
დაუმთავრებელი ხელყოფის დროს ან წინააღმდეგობის გაწევისას, სიცოცხლის მოსპობა
ხორციელდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ან მისი ფარგლების გადაცილებით.
დანაშაულებრივი ხელყოფის დამთავრების შემდეგ ან სხვა სიტუაციაში (მაგალითად გაქცევისას)
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა აღარ არსებობს.

დამნაშვის შეპყრობისას ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა უნდა გავმიჯნოთ შურისძიებით


მოტივით მკვლელობისგან, რომელიც თვითგასწორების აქტს წარმოადგენს (108). დამნაშავის
შეპყრობის მიზანს წარმოადგენს მისი ხელისუფლების ორგანოში წარდგენა. პირდაპირი
განზრახვით მკვლელობა თავისთავად გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევას, ვინაიდან
ხელისუფლებას მართლმსაჯულების განსახორციელებლად გარდაცვლილი პირი ვერ გადაეცემა.
ასეთ შემთხვევაში მკვლელობა 114-ე მუხლით დაკვალიფიცირდება მხოლოდ არაპირდაპირი
განზრახვის არსებობისას, როდესაც დამნაშვეს არ სურდა, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან
გულგრილად ეკიდებოდა შეპყრობილისათვის სიცოცხლის მოსპობას. იგულისხმება რომ
დამნაშავის შეპყრობა ხდება ისეთ ვითარებაში, როცა იგი წინააღმდეგობას უწევს შემპყრობელს
ან ცდილობს მიმალვას და ამიტომაცაა მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუცილებელი. თუ
პირი წინააღმდეგობას არ უწევს შემპყრობს ან არ ცდილობს მიმალვას, მისთვის სიცოცხლის
მოსპობა დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლებით, ან როგორც მკვლელობა
აფექტში 111-ე მუხლი.

ამდნად, ამ მუხლისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობა განხორცილებული იყოს


დამნაშვისათვის შეპყრობისას აუცილებელი ზომის გადაცილებით, ჩადენილი არაპირდაპირი
განზრახვის პირობებში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის
საკმარისი უნდა იყოს ერთ-ერთ გარემოებასთან (მაგ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან)
აშკარა შეუსაბამობის ფაქტის არსებობა და არა კუმულაციურად ორივე შეუსაბამობის, როგორც
ეს 29-ე მუხლშია დაფიქსირებული. მაგ. პოლიციელმა ქუჩაში შეიცნო ნაკლებად მძიმე
დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილი პირი, რომლის შეპყრობაც მოინდომა. მას არ აქვს უფლება,
გამოიყენოს შეპყრობისას ისეთი ძალა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ძებნილის სიკვდილი,
რადგან ეს იქნება აშკარა შეუსაბამობა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან (ნაკლ. მძიმე
დანაშაული).

მეორე მაგალითი: პოლიციელმა ქუჩაში შეიცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის (109)


ჩადენისთვის ძებნილი პირი და გადაწყვიტა მისი შეპყრობა. თუ იგი პოლიციელს არ უწევს
წინააღმდეგობას ან მიმალვას არ ცდილობს, პოლიციელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისეთი
ძალა, რამაც შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს, რადგან ეს იქნება აშკარა შეუსაბამობა
შეპყრობის გარემოებებთან.

29-ე მუხლით კანონმდებელი მოითხოვს კუმულაციურად ორივე სახის აშკარა შეუსაბამობის


არსებობას, რაც არაა სამართლიანი, შესაბამისად საჭიროა ამ მიმართებით საკანონმდებლო
ცვლილებების გატარება.

შესაძლოა პირი წინააღმდეგობას უწევდეს შემპყრობს, მაგრამ თუ შესაძლებელია იგი სხვა ნაკლებ
საშიში საშუალებითაც იყოს დაძლეული, შემპყრობელმა სწორედ ეს სხვა საშუალება (მაგ. ხელის
გადაგრეხა) უნდა გამოიყენოს.

თუ დამნაშავის შეპყრობისას აუცილებელი ზომის ფარგლებს გადაცილებით ჩადენილმა ქმედებამ


არაპირდაპირი ქმედებით გამოიწვია არა თავად შესაპყრობი, არამედ სხვა პირის (მაგ. ქუჩაში
მდგომი მოქალაქის) სიკვდილი, ქმედება განსახილველი დაკვალიფიცირდება არა განსახილველი
მუხლით, არამედ მარტივი მკვლელობით (108) თუ სახეზე არაა რაიმე დამამძიმებელი გარემოება.
115. თვითმკვლელობამდე მიყვანა
პირველი ნაწილი

მოცემული დანაშაული არ არის მკვლელობის სახე, რადგან ადგილი არ აქვს შუალობით


ამსრულებლობას. როგორც დანაშაულის დისპოზიციიდან ჩანს, ამ დანაშაულის ჩამდენი პირია,ის
ვინც მსხვერპლს არაადამიანური მოპყრობით, სისტემატიურად პატივისა და ღირსების შელახვით
მიიყვანს თვითმკვლელობამდე ან ასეთის ცდამდე. მაგ: ა თავის მეუღლეს ბ-ს უმიზეზოდ
სისტემატიურად სცემდა და ამცირებდა. ბ-მ ვერ აიტანა ასეთი სახის დამცირება და თავი
ჩამოიხრჩო. არამართლზომიერი ქმედება შეიძლება გამოიხატოს:

 მუქარაში - მნიშვნელობა არ აქვს მის ხასიათს, იგი შეიძლება იყოს სამსახურიდან გაშვების
მუქარა, შვილის მოკვლის მუქარა და ა.შ. მნიშვნელოვანია, მსხვერპლი აღიქვამდეს მას,
როგორც მისი ინტერესებისთვის სახიფათოს, იყოს გინდ მრავალჯერადი, გინდ
ერთჯერადი. იმ შემთხვევაში, თუ მუქარა მართლზომიერია, იგი არ გვაძლევს ამ
დანაშაულის შემადგენლობას (მაგ. მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ან
დანაშაულებრივი ქმედების გამომჟღავნების მუქარა)
 სასტიკი მოპყრობა - შეფასებითი ცნებაა და ეს არის მოპყრობა, რომელიც დაზარალებულს
განსაკუთრებულ ფიზიკურ/ფსიქიკურ ტანჯვას აყენებს. მაგ. სასტიკი ცემა, წამება, საკვების
გარეშე დატოვება, მსხვერპლის მიმართ ძალადობითი სქესობრივი დანაშაულის ჩადენა და
ა.შ
 პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირება - იგი შესაძლოა გამოიხატოს
ფსიქოსადიზმში, შეურაცხყოფაში და სხვა ისეთ ქმედებაში, რომელიც ამცირებს
დაზარალებულის ღირსებასა და პატივს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც ყველა დანაშაულს, მათ შორის თვითკმვლელობამდე


მიყვნასაც უნდა გააჩნდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ასეთი
კავშირის არ არსებობის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები არ გვექნება, მაგ: მოცემული
მაგალითიდან გამომდინარე თუ ვერ დადგინდება ქმრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და
ცოლის ჩამოხრჩობას შორის მიზეზობრივი კავშირი (რომ ნამდვილად არაადამიანურმა მოპყრობამ
გამოიწვია თვითმკვლელობა), ქმარს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც დაზარალებული


თვითმკვლელობამდე ან მის მცდელობამდე მიიყვანა, სსკ-ით უფრო მკაცრად ისჯება, ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით, როგორც 115 მუხლით, ისე იმ მუხლით,
რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადამიანის ჯანმრთელობის, უფლებისა და
თავისუფლების, სქესობრივი ხელშეუხებლობის თუ სხვა სათანადო ხელყოფის გამო. მაგ. წამება
და თვითმკვლელობამდე მიყვანა (1441 და 115)
მისი ჩადენა შეიძლება როგორც პირდაპირი (მაგ. პირი სისტემატიურად სწორედ იმისთვის
აყენებს შეურაცხყოფას სხვა პირს, რომ მან თავი მოიკლას და მიაღწევს კიდეც ამას), ასევე
არაპირდაპირი, ევენტუალური განზრახვით (პირი უშვებს რომ მისი ქმედების შედეგად შეიძლება
სხვამ თავი მოიკლას, რაც არ სურს, მაგრამ ამის მიმართ გულგრილობას იჩენს)

შეუძლებელია ამ დანაშაულის ჩადენა გაუფრთხილებლობით.

მცირეწლოვანი ან შეურაცხადი პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა უნდა განიხილებოდეს,


როგორც შუალობითი ამსრულებლობა. ასევე მკვლელობით უნდა დაკვალიფიცირდეს
თვითმკვლელობის ფიზიკური იძულება, როცა მსხვერპლს დათრგუნული აქვს თავისი ნების
გამოხატვის შესაძლებლობა.

მეორე ნაწილი

სს-ივ პასუხისმგებლობას ამძიმებს იგივე ქმედება გენდერის ნიშნით და არაერთგზის. გენდერის


ნიშანში, ისევე როგორც 109-ე მუხლში, იგულისხმება ბიოლოგიური სქესობრივი კუთვნილება,
ასევე მისი გენდერული იდენტობა.

116. სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით


გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა მკვლელობად არ მიიჩნევა. იგი ითვლება
სიცოცხლეზე დანაშაულებრივი ხელყოფის სახესხვაობად.

გაუფრთხილებელი დანაშაული ორი სახისაა - თვითიმედოვნება და დაუდევრობა. ამ ნორმისთვის


მნიშვნელობა არ აქვს გაუფრთხილებლობის რა სახით მოესპო სიცოცხლე მსხვერპლს.

ამ დანაშაულის სუბიექტია სს-ივი პასუხისმგებლობის ასაკს (14 წელს) მიღწეული, ბრალუნარიანი


პირი)

თვითიმედოვნებით ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მაგალითია: პეტრე მიზანში მსროლელია.


მან კედელთან დააყენა პავლე, თავზე დაადგა ვაშლი და მიზანში ისროლა იმისი მტკიცე რწმენით,
რომ ტყვია აუცილებლად ვაშლს მოხვდებოდა. ტყვია შუბლში მოხვდა პავლეს და ადგილზევე
გარდაიცვალა. მოც. შემთხვევაში პეტრეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ წინდახედულობის
ნორმას არღვევდა, ისიც ჰქონდა გათვალისწინებული, თუ ამგვარ ქმედებად საზოგადოდ რა
შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ ვითარებაში იგი გამორიცხავდა ამ შედეგის
დადგომას რადგან იმედს ამყარებდა მის გამოცდილებაზე მიზანში სროლაში.

თვითიმედოვნებით სიცოცხლის მოსპობა უნდა გაიმიჯნოს არაპირდაპირი განზრახვით


მკვლელობისგან. ორივე შემთხვევაში დამნაშავეს არ სურს მავნე შედეგის დადგომა.
არაპირდაპირის შემთხვევაში პირი მავნე შედეგის დადგომის რეალურ შესაძლებლობას
ითვალისწინებს, ხოლო თვითიმედოვნებისას - შედეგის დადგომის აბსტრაქტულ
შესაძლებლობას. ასევე, არაპირდაპირის დროს პირს მართალია არ სურს მავნე შედეგის დადგომა,
მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას, ხოლო თვითიმედოვნებისას
პირი უსაფუძვლოდ იმედოვნებს ამ შედეგის აცილებას. მას თავისი ძალის, პროფესიონალიზმისა
და მოხერხებულობის იმედი აქვს.

დაუდევრობით სხვისი სიცოცხლის მოსპობის მაგალითი: პოლიციელები პეტრე და პავლე


კიბეებზე ადიოდნენ. წინ პეტრე მიდიოდა, უკან პავლე მიჰყვებოდა. პავლეს ლიმონათის შუშის
ბოთლის გახსნა სურდა, ამ მიზნით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სასხლეტის კიდის
გამოყენებით ბოთლის გახსნა დაიწყო, რა დროსაც ბოთლის თავი სასხლეტს მიებჯინა და მოხდა
გასროლა. ტყვია პეტრეს მოხვდა და იგი გარდაიცვალა. აქ პავლეს არ ჰქონდა გაცნობიერებული,
რომ დაარღვია წინდახედულობის ნორმა, აქედან გამომდინარე არც მართლსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომას ითვალისწინებდა, მაგრამ ვალდებული იყო და შეეძლო როგორც
წინდახედულობის ნორმის, ისე ამ შედეგის გათვალისწინება

116-ე მუხლს გააჩნია მეორე ნაწილიც, რითაც გათვალისწინებულია გაუფრთხილებლობით


სიცოცხლის მოსპობა ორი ან მეტი პირის მიმართ.

117. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება


პირველი ნაწილი

სიცოცხლის სახიფათო დაზიანებად ითვლება ჯანმრთელობის ისეთი დაზიანება, რომელიც


ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. ასეთი სახის
დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ - შემავალი ჭრილობა თავის ქალაში, გულმკერდში, მუცლის
ღრუში, ხერხემლის არეში; დახურული დაზიანება, რომელმაც გამოიწვია ტვინში სისხლჩაქცევა,
ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის, საშვილოსნოს გაგლეჯა.დიდი
რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სხვა.

ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ჩაითვლება მძიმედ, როცა სახეზეა სხეულის დაზიანება,


რომელიც:

1. სახიფათოა სიცოცხლისთვის,

2. გამოიწვია მხედველობის,სმენის,მეტყველების ან რომელიმე ორგანოს დაკარგვა,

3. გამოიწვია რომელიმე ორგანოს ფუნქციის დაკარგვა,

4. გამოიწვია ფსიქიკური ავადმყოფობა,


5. შეწყდა ორსულობა,

6. გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება,

7. გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება,რომელიც სახიფათოა


სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ,არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან,ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ
დაკარგვასთან.

სულ არის ორი ჯგუფი: 1. რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და 2. რომელიც არაა სახიფათო
სიცოცხლისთვის, მაგრამ იწვევს კონკრეტულ მძიმე შედეგს.
1. სიცოცხლისთვის სახიფათო- მთავარია,რომ დაზიანება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს
ზიანის მიყენების მომენტში, არაა აუცილებელი რომელიმე მძიმე შედეგი დადგეს ან პირი
მართლაც გარდაიცვალოს. (მაგალითად,გულში დაჭრილი გადარჩა. ვინაიდან გულში მიყენებული
ჭრილობა სახიფათოა სიცოცხლისთვის,ქმედება დაკვალიფიცირდება ამ მუხლით). თუ ზიანი
სახიფათოა სიცოცხლისთვის და თან რომელიმე სხვა მძიმე შედეგიც დადგა,ორივე უნდა
მიეთითოს ბრალდებაში, რაც ზეგავლენას მოახდენს სასჯელის დანიშვნაზე.
2. გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს დაკარგვა- აქ შეიძლება
გამოვყოთ ორი შემთხვევა: 1. როცა დაკარგულია სხეულის რომელიმე ორგანო (მაგ:თვალი) და 2.
როცა ორგანო შენარჩუნებულია,მაგრამ მას ფუნქცია აქვს დაკარგული (მაგ: თვალი
დაბრმავებულია).
მხედველობის დაკარგვად ითვლება როგორც სრული დაბრმავება,ისე მხედველობის იმგვარი
დაზიანებაც,რომ პირი ახლო მდებარე საგნებს ვერ ამჩნევს. ცალი თვალით დაბრმავებაც მძიმეა,
რადგან შრომისუნარიანობა ერთ მესამედზე მეტადაა დაკარგული. თუკი თვალი ამოვარდნილია
სხვა მძიმე შედეგიც გვაქვს, კერძოდ, სახის წარუშლელი დამახინჯება.
თუკი თვალი ამოვარდნილია, მაგრამ ის შუშის თვალი იყო,მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მცდელობით (19, 117).
სმენის დაკარგვა სახეზეა, როცა პირს არ შეუძლია გაიგონოს ყურის ნიჟარიდან 3-5 სმ-ის
დაშორებით ხმამაღალი საუბარი. ცალ ყურში სმენის დაკარგვა იწვევს შრომისუნარიანობის
დაკარგვას ერთ მესამედზე ნაკლებას, ამიტომ ის არის ნაკლებად მძიმე დაზიანება. მაგრამ თუ
მოჭრილია ერთი ყური, ეს დაკვალიფიცირდება, როგორც სახის წარუშლელი დამახინჯება.
მეტყველების დაკარგვა სახეზეა, როცა პირს არ შეუძლია საკუთარი აზრის გასაგებად გადმოცემა.
აქ არ აქვს მნიშვნელობა ამოჭრილია თუ არა ენა.
სხვა რომელიმე ორგანოდ ჩაითვლება ხელი,ფეხი,მისი მტევნები და სხვა. ხელის ან ფეხის
იტაყვამდე ან მუხლამდე მოკვეთა ნიშნავს ამ ორგანოს დაკარგვას. სხვა შემთხვევაში მხოლოდ
მისი ნაწილია დაკარგული, მაგრამ შეიძლება მაინც მძიმე დაზიანება იყოს, თუკი
შრომისუნარიანობა დაკარგულია ერთ მესამედზე მეტად, ანდა ამ ორგანოს მოკვეთას მოჰყვა
ძლიერი სისხლდება და სახიფათო იყო სიცოცხლისთვის.
4. ფსიქიკური ავადმყოფობა - შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა, ისე ფსიქიკურმა
ზემოქმედებამ. არ აქვს მნიშვნელობა ეს მუდმივია თუ დროებითი, მთავარია რომ ქმედება
მიზეზობრივ კავშირში იყოს ამ ავადმყოფობასთან. თუ დაზიანებამ ისეთი ფსიქიკური აშლილობა
გამოიწვია, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება, მაშინ ქმედება არ დაკვალიფიცირდება ამ
მუხლით. შესაძლებელია პირი დაავადებული იყო ფსიქიკურად, მაგალითად შიზოფრენიით,
მაგრამ სათანადო მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუკი მიყენებულმა
დაზიანებამ მას განუახლა ძველი ავამდყოფობა (შიზოფრენია), ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
117-ე მუხლით. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია ჩატარდეს როგორც სასამართლო
სამედიცინო, ისე ფსიქიატრიული ექსპერტიზები იმის დასადგენად ნამდვილად გამოიწვია თუ
არა ჯანმრთელობის დაზიანებამ დაავადება.
5. ორსულობის შეწყვეტა - ამ დროს სახეზე უნდა იყოს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, რაც
დაკავშირებულია ძლიერ სისხლდენასთან, ტკივილთან და სახიფათოა ქალის როგორც
ჯანმრთელობისთვის, ისე სიცოცხლისთვისაც. თუკი ორსულობის შეწყვეტა სხვა რაიმემ
გამოიწვია და დამნაშვის ქმედებას (მაგალითად,სახეში ხელის გარტყმა) არ შეეძლო ამ შედეგის
დადგომა, მას ვერ შევრაცხავთ 117-ე მუხლს. ნაადრევი მშობიარობა არ იწვევს 117-ე მუხლით
კვალიფიკაციას, თუნდაც ბავშვი მკვდარი დაიბადოს, რადგან ამ დროს არ ემუქრება საფრთხე
დედის სიცოცხლეს, ამ დროს ქმედება დაკვალიფიცირდება დედის ჯანმრთელობის
მდგომარეობის მიხედვით.
6. სახის წარუშლელი დამახინჯება - ის არ იწვევს ისეთ მძიმე შედეგებს, რომლებიც ჩამოთვლილია
117-ე მუხლის 1 ნაწილში,მაგრამ დაკავშირებულია ძლიერ მორალურ ტრამვასთან. ამ დანაშაულის
შემთხვევაში, საჭიროა არა მარტო სამედიცინო ექსპერტიზა, არამედ სასამართლოც. სამედიცინო
დასკვნა უბრალოდ ადგენს როგორი დაზიანებაა სახეზე, რითია მიყენებული, ექვემდებარება თუ
არა მკურნალობას და სხვ., ხოლო არის თუ არა ის წარუშლელი დამახინჯება წყვეტს სასამართლო
დათვალიერებით. დამახინჯება უნდა იყოს შესაზარი, შესაბრალისი, უნდა იწვევდეს ზიზღს, შიშს,
სიბრალულს და ა.შ. აუცილებელია რომ ორივე კრიტერიუმი ( სამედიცინო და სასამართლო) იყოს
სახეზე. საბოლოოდ, არაა მთავარი, რომ ქმედება საშიში იყოს სიცოცხლისთვისაც, თუკი დადგა
რომელიმე მძიმე შედეგი ქმედება მაინც ამ მუხლით დაკვალიფიცირდება!
7. გამოიწვია ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება,რომელიც სახიფათოა
სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ,არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან,ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ
დაკარგვასთან - ეს სახე კუმულაციურად მოიცავს ორ ნიშანს: 1. იგი სახიფათო უნდა იყოს
სიცოცხლისთვის და 2. დაკავშირებული უნდა იყოს შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი
მესამედით დაკარგვასთან, ან დაკავშირებული უნდა იყოს წინასწარი შეცნობით პროფესიული
შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან.
შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა სახეზეა,როცა იგი დაკარგულია სამუდამოდ ან მისი
აღდგენა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ (120 დღეზე მეტი).
შრომისუნარიანობა ერთ მესამედით მაშინაა დაკარგული,როცა იგი დაქვეითებულია 33%-ზე
მეტად. ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს როგორც მყარი, ისე ერთი მესამედით დაკარგვა.
პროფესიული შრომისუნარიანობა დაკარგული უნდა იყოს მთლიანად! თანაც დამნაშავეს
შეცნობილი უნდა ჰქონდეს,რომ ჯანმრთელობას უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს. ამ
გარემოებების დასადგენად აუცილებელია სპეციალური სამედიცინო ცოდნის გამოყენება, რის
გამოც ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება მხოლოდ განზრახ. სწორედ ეს განასხვავებს 117-ე მუხლს


მკვლელობის მცდელობისაგან. მაგალითად, თუ პირმა მოკვლის განზრახვით მძიმე
ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა სხვას, მაგრამ ეს სხვა გადარჩა,სახეზე იქნება მკვლელობის
მცდელობა. ასევე ყურადღება ექცევა ფაქტობრივ გარემოებებს, თუ დამნაშავე ამტკიცებს, რომ მას
არ სურდა მოკვლა, არამედ ჯანმრთელობის დაზიანება, მაგრამ მსხვერპლს დანა გულში ჩასცა,
სახეზე იქნება მკვლელობა/მცდელობა.

დამნაშავეს სრულად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ სხეულს უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის
ადამიანს, მაგ: პიანისტს ან მევიოლინეს განზრახ უმტვრევენ ხელს ან თითებს.

მეორე ნაწილი

117-ე მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს იგივე ქმედებას, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აქ იგულისხმევა ისეთი შემთხვევა, როცა ძირითადი შედეგი
(ჯამრთელობის მძიმე დაზიანება) გამოწვეულია განზრახ, ხოლო თანამდევი შედეგი (სიკვდილი)
დადგა გაუფრთხილებლობით. მაგ: ჩხუბში ერთმა მეორეს ფეხის არეში დანის დარტყმით
ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა, რის გამოც დაზარალებულს სისხლდენა დაეწყო. იგი წაიყვანეს
საავამდყოფოში, სადაც ექიმმა თავისი დაბალი პროფესიონალიზმის გამო ვერ შეძლო
სისხლდენის შეჩერება და დაჭრილი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში რასაკვირველია არსებობს
მიზეზობრივი კავშირი ექიმის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს შორის, თუმცა სიკვდილთან
მიზეზობრივ კავშირშია ასევე დამჭრელიც - რომ არა დაზიანება, პირი საავამდყოფოში არ
მოხვდებოდა ოპერაცია არ დასჭირდებოდა და სისხლისგან არ დაიცლებოდა. მიუხედავად ამისა,
კვალიფიკაციისთვის არ არის საკმარისი მარტო მიზეზობრივი კავშირის დადგენა და იგი
შეფასებული უნდა იყოს განზრავახვასთან ერთად, კერძოდ დასადგენია სურდა თუ არა
დამჭრელს მისი მკვლელობა, სხეულის რა ადგილზე მიაყენა დაზიანება, შეეძლო თუ არა
დამატებითი დაზიანებების მიყენება, იმედოვნებდა თუ არა, რომ დაჭრილს დროულად
აღმოუჩენდნენ დახმარებას და ასე შემდეგ. ამ კონკრეტული მაგალითიდან პირს არ შეეძლო
გაეთვალისწინებინა, რომ ექიმის უმოქმედობა გამოიწვევდა სიკვდილს, თუმცა შეეძლო მისი
სიკვდილის გათვალისწინება და ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა იგი.

განხილული დანაშაული განსხვავდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლისგან


(სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) და ეს განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: სხვისი
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის დროს დამნაშავის განზრახვა არაა მიმართული
სხვისი ჯანმრთელობის დაზიანებისკენ (როგორც ამას ადგილი აქვს 117-ე მუხლის მეორე
ნაწილში), არამედ პირის თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით ჩადენილი ქმედების გამო დგება
სიკვდილი.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ყველა იმ (ცამეტივე) დამამძიმებელ


გარემოებას, რომელიც გააჩნია ამავე კოდექსის 109-ე მუხლს (მძევლად ხელში ჩაგდებასთან
დაკავშირებით; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან
ჯამრთელობას და ა.შ).

(118!!!!!)

120. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.


როგორც დისპოზიციიდან ჩანს მოცემული დანაშაულისათვის აუცილებელია შემდეგი სახის
შედეგი: ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან
არამყარი დაკარგვა.

ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გულისხმობს ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ისეთ


ავამდყოფურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს 6 დღიდან 21 დღემდე ვადით მკურნალობას.
თუ მკურნალობა გრძელდება 6 დღეზე მცირე ხნით, ქმედება არ მიიჩნევა ჯანმრთელობის
დაზიანებად. ასეთ შემთხვევაში დანაშაული დაკვალიფიცირდება ძალადობით (126-ე მუხლი).

საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს შრომისუნარიანობის


დაკარგვას 5-დან 10 პროცენტამდე. თუ შრომისუნარიანობა 5%-ზე ნაკლებადაა დაკარგული,
დაზიანება არ ჩაითვლება მსუბუქად და ამ შემთხვევაშიც ადგილი ექნება ძალადობის
კვალიფილაციას (126-ე მუხლი).

ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: სისხლნაჟღენთები, მხედველობის ან სმენის


ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა;
ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ასე შემდეგ.

121. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება


უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
შემამსუბუქებელი გარემოებაა, რადგან ფიზიოლოგიური აფექტი არის უეცრად აღძრული,
ძლიერი ემოციური განცდა, რომელიც ამცირებს პირის უნარს, შეიგნოს მის მიერ ჩადენილი
ქმედების მნიშვნელობა და შედეგი, ასევე პირის შესალებლობას თავი შეიკავოს ამ ქმედებისგან.
იგი ზუსტად შეესაბამება 111-ე მუხლით გათვალისწინებულ ნიშნებს. დანაშაულის
ამსრულებელია ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი, მისი ჩადენა შეიძლება მხოლოდ
პირდაპირი განზრახვით. თუ საქმე გვაქვს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან, სახეზე არ
არის დანაშაულის შემადგენლობა. ეს პოზიცია ემყარება: 1. ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება
არ უქმნის პირს სერიოზულ საფრთხეს. 2. შედეგი გამოწვეულია პირის მიერ, რომლის
შერაცხაობის უნარი შემცირებულია. 3. პირის მდგომარეობა გამოწვეულია
მსხვერპლისმაპროვოცირებელი ქმედებით.

განსხვავება 111-ე მუხლისგან: 1. განზრახვის მიმართულება - 111-ე მუხლით მიმართულია


მკვლელობისკენ. 121-ე მუხლით კი მიმართულია ჯანმრთელობის მძიმე ან განზრახ მძიმე
დაზიანებისკენ. ამ მიმართულების განსაზღვრაში გვეხმარება ჩადენილი ქმედების ხასიათის
ანალიზი და მოწმობს თუ არა იგი მკვლელობის / ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას. მაგ:
თუ ცეცხლსასროლი იარაღით ტყვია დაახალა გულის არეში, მსხვერპლი გადარჩა, მაგრამ
ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანდა, ქმედება დაკვალიფიცირდება აფექტში ჩადენილი
მკვლელობის მცდელობით ( 111; 19 ).

122. ჯანმრთელობის მზიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი


მოგერიების ფარგლების გადაცილებით.
აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის
აშკარა შეუსაბამობას მასთან თავდასხმის ხასიათთან. 113-ე მუხლისგან განსხვავდება დაცვის
ობიექტით - აქ ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და დამდგარი შედეგით - ჯანმრთელობის
მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება. იგი შეუძლებელია ჩადენილ იქნას პირდაპირი განზრახვით,
შესაბამისად განზრახვის მიმართულებებს შორის განსხვავება არ არსებობს, გამორიცხულია მისი
მცდელობა, არ შეიძლება პირი ცდილობდეს ფარგლების გადამეტებას.

კვალიფიკაციისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელმყოფთა რაოდენობა, შეიარაღება,


ფიზიკური მდგომარეობა, სქესი, დრო, ადგილი და სხვა. პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ
არ დადგა კანონში მითითებული შედეგი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაშიც კი.
მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.

თუ მომგერიებელს გაცნობიერებული აქვს თავდაცვის საშუალების აშკარა შესაბამობა, მძიმე


შედეგის დადგომის გარდაუვალობა და სურვილის აქვს ამ შედეგის, მაშინ სახეზეა შურისძიება და
არა თავდაცვა.
123. ჯანმრთელობის მზიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშვის
შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.
დამნაშავის შეპყრობა პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობაა, მოქალაქისთვის კი
უფლება. ობიექტურის მხრივ გამოიხატება მოქმედებაში. მსუბუქი დაზიანება არ იწვევს ამ
მუხლით კვალიფიკაციას. დამნაშვის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილება ნიშნავს
შემპყრობის მიერ შეპყრობის გარემოებების აშკარა შეუსაბამობას მასთან შეპყრობილი პირის მიერ
ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან. მაგ: პირმა სცემა ვინმე, პოლიციელმა კი შეპყრობის დროს
მძიმედ დაუზიანა ჯანმრთელობა. დანაშაული მატერიალურია, კვალიფიცირდება მხოლოდ
შედეგის დადგომის დროს. 114-ე მუხლისგან მხოლოდ ამ შედეგით განსხვავდება. ბრალის
ფორმით საქმე გვაქვს არაპირდაპირ განზრახვასთან - შეუძლებელია მისი მცდელობა. თუ კი
პირდაპირია განზრახვა, გამოდის რომ შეპყრობის მიზანი არა დამნაშავის სათანადო ორგანოსთვის
გადაცემა, არამედ მისთვის სამაგიეროს მიზღვა იყო.

თუ შემპყრობელმა გაუფრთხილებლობით გადაამეტა აუცილებელ ზომას, იგი განხილული


მუხლით სს-ივ პასუხისმგებლობაში არ მიეცემა - დაკვალიფიცირდება 124-ე მუხლით.

შეპყრობის გარემოებებია ფაქტობრივი ვითარებები: 1. ცდილობდა თუ არა პირი გაქცევას; 2.


უწევდა თუ არა შემპყობელს წინააღმდეგობას და რამდენად საშიში იყო ეს უკანასკნელი.

124. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება


გაუფრთხილებლობით.
დაცვის ობიექტი- ადამიანის ჯანმრთელობა.

ობიექტური მხრივ გამოიხატება 1. ქმედებაში ან უმოქმედობაში; 2. დამდგარ შედეგში და 3.


მიზეზ-შედეგობრიობაში. 117-ე და 118-ე მუხლისგან განსხვავდება მხოლოდ ბრალის ფორმით- ამ
დროს პირი არღვევს წინდახედულობის ნორმას. ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14
წელს მიღწეული პირი, გაუფრთხილებლობა შეიძლება ორივე სახით გამოვლინდეს:

 თვითიმედოვნებით ჯანმრთელობის დაზიანება - პირი უგულვებელყოფს ნორმატიულ


ვალდებულებას (ზოგად და სპეციალურ წინდახედულობის ნორმას) და გადაჭარბებლად
აფასებს თავის შესაძლებლობებს, არ ითვალისწინებს შესაძლო მართლსაწინააღმდეგო
შედეგს.
 დაუდევრობით - პირს შეუძლია და ვალდებულია მაგ; იარაღში შეამოწმოს დევს თუ არა
ტყვია, გამოიჩიინოს წინდახედულობა თავის ქმედებაზე. გაკიცხვის ღირსია
უპასუხისმგებლობა, დაუდევრობაც სწორად ამაში გამოიხატება.

126. ძალადობა
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტია ადამიანის
ჯანმრთელობა. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატიურ ცემაში ან
სხვაგვარ ძალადობაში) დამდგარ შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა)
და მიზეზობრივ კავშირში, მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად ძალადობა, ისევე
როგორც ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშულები, მატერიალური
შემადგენლობისაა.
ამ დანაშაულისათვის დამახასიათებელია ორი სახის ძალადობა - სისტემატიური ცემა და
სხვაგვარი ძალადობა.
სისტემატიურია ცემა, მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც ხანმოკლე ინტერვალის
დაშორებით. აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და
ფსიქიკური ტრამვა ჯერაც არგამქრალა და დაზარალებულის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ
მესამედ და ასე შემდეგ. ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება
თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით.
სხვაგვარ ძალადობაში იგულისხმება თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული სიგარეტით ან სხვა
თერმული საშუალებით ზემოქმედება. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს
უმოქმედობითაც, მაგალითად პირი ღამით სახლის კარებს არ უღებს ოჯახის წევრს, ტოვებს
გარეთ და ამას ადგილი აქვს სისტემატიურად. სხვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს
ფსიქიკურ ზემოქმედებაშიც, მაგალითად მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების სისტემატური
მუქარა, თუ კი მისი განხორციელების რეალობას დაზარალებული აღიქვამს, როგორც
საფუძვლიანს და მას სისტემატიური ხასიათი გააჩნია, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ
ტანჯვას.

ძალადობა ცემისგან განსხვავდება რამოდენიმე ნიშნით


1. ცემა, იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ხოლო ძალადობა ფიზიკურ და ფსიქიკურ
ტანჯვას.
2. ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო ძალადობას
შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი, თუმცა მისი დადგომა სავალდებულო არ არის ქმედების
ძალადობად კვალიფიკაციისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ძალადობას შედეგად მოჰყვა სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლებით
გათვალისწინებული შედეგი, ქმედება არ დაკვალიფიცირდება ძალადობად ანუ 126-ე მუხლით.
იგი შესაბამისად დაკვალიფიცირდება მიყენებული დაზიანების ხარისხის მიხედვით.
სუბიექტური მხრივ ეს დანაშაული ჩადენილი შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახ.
126-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებები იდენტურია 117-ე მუხლის დამამძიმებელი
გარემოებების და ისინი დეტალურად გავიარეთ ამ მუხლის განხილვის პროცესში.
რაც შეეხება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ძალდობის ჩადენას ისიც ამ მუხლის
ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა. აღსანიშნავია, რომ მასში არ მოიაზრება მოხელე არამედ
მისი ამსრულებელია სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი, რომელიც თავისი
მდგომარეობის გამოყენებით ძალადობს ხელქვეითზე. იმ შემთხვევაში თუ ასეთი ძალადობა
ხორციელდება მოხელის მიერ მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა მოცემული მუხლით
არამედ, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით).

126 ‘. ოჯახში ძალადობა


ოჯახში ძალადობის მუხლი (1261) აერთიანებს ორ ქმედებას, რომელთაგან თითოეული ცალ-
ცალკე იძლევა დანაშაულის შემადგენლობას:

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფიზიკური ძალადობა;

2. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება „ოჯახის ერთი წევრის მიერ
მეორის მიმართ ძალადობა“, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, გაგებულ უნდა იქნეს როგორც
ფიზიკური ხასიათის ძალადობრივი ქმედება, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მძიმე,
ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება
(ფიზიკური ძალადობის ნაწილში) არის სსკ-ის 125-ე მუხლის (ცემა) სპეციალური შემადგენლობა,
როდესაც ფიზიკური ძალადობა ხორციელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ.
ამდენად, თუ სახეზე გვაქვს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის ცემის ან სხვაგვარი ფიზიკური
ძალადობის ფაქტი და სხეულის დაზიანების ხარისხი არ გვაძლევს სხვა უფრო მძიმე მუხლის
შემადგენლობას, პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა სსკ-ის 125-ე მუხლით, არამედ სსკ-
ის 111, 1261-ე მუხლით. სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობას იძლევა ფიზიკური ძალადობის
ერთჯერადი ფაქტიც.
თუ სახეზეა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური ფიზიკური ძალადობა
(მაგ.: ცემის ორზე მეტი შემთხვევა), პირის ქმედება სცილდება სსკ-ის 1261-ე მუხლის
ფარგლებს და უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 126-ე მუხლით. ფსიქოლოგიური ძალადობა
გამოხატული უნდა იყოს შეურაცხყოფაში, შანტაჟში ან/და დამცირებაში, რასაც აუცილებლად
უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება - ეს ქმედებები
შესაძლოა გვხვდებოდეს ცალ-ცალკე ან კუმულაციურად. სამივესთვის აუცილებელი
მახასიათებელია სისტემატურობა და შედეგი - „ტანჯვა“, ანუ მორალური ზიანი.
აღსანიშნავია, რომ სისტემატურობა (სსკ-ის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის) მხოლოდ
ფსიქოლოგიური ძალადობის მახასიათებელია.
თუ სახეზეა ერთჯერადი, მაგრამ მძიმე ხასიათის დამამცირებელი მოპყრობა, ქმედების
შინაარსიდან და შედეგის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია დანაშაული
დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1443-ე მუხლით.
თუ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულის სხეულის
დაზიანების ხარისხი იძლევა უფრო მძიმე მუხლის შემადგენლობას, მაგრამ ამავდროულად
სახეზე გვაქვს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები, მაშინ ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს,
როგორც სსკ-ის 111, 1261-ე მუხლით, ასევე ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის
მარეგულირებელი სხვა მუხლით.
რაც შეეხება ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებებს ისინია:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი
პირის მიმართ
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ
დ)პირთა ჯგუფუს მიერ
ე) არაერთგზის
ოჯახში ძალადობა არაერთგზისად ითვლება, როდესაც პირი ნასამართლევია უშუალოდ სსკ-ის
1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
სსკ-ის 111-ე და 1261-ე მუხლების მიზნებისათვის ოჯახის წევრებად ითვლებიან:
1. ნათესაური კავშირის მქონე პირები: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი),
შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი,
მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე.
2. აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
,,პირები რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“ არის სიახლე სისხლის
სამართლის კოდექსისათვის და გულისხმობს ორი პირის თანაცხოვრებას გარკვეული პერიოდის
განმავლობაში, როდესაც ისინი ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ანუ ცხოვრობდნენ,
როგორც ერთი ოჯახი, ინაწილებდნენ სახლის/მეურნეობის მოვლასთან დაკავშირებულ შრომას
ან/და იყოფნდნენ ხარჯებს საერთო მეურნეობის საწარმოებლად.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან არარეგისტრირებული ქორწინებაში მყოფი პირები; ასევე პირები,
რომლებიც შეიძლება ვერ აკმაყოფილებენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის
კრიტერიუმებს, მაგრამ არიან პარტნიორები და გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ
ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათ შორის ერთსქესიანი წყვილებიც.
აღნიშნული ჩამონათვალი არ მოიცავს ისეთ ნათესავებს, როგორიცაა მაზლი, მული, ქვისლი,
მძახალი, თუმცა თუ ისინი აკმაყოფილებენ ისეთ კატეგორიას, როგორიცაა „პირები, რომლებიც
ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“, მაშინ შეგვიძლია მივიჩნიოთ ოჯახის
წევრებად.
ამდენად, ოჯახის წევრებად ითვლებიან, როგორც ნათესაური კავშირის მქონე ზემოხსენებული
პირები, ასევე ერთიანი საოჯახო მეურნეობის მქონე პირები. ამ მუხლის შენიშნვის სწორი
განმარტებისათვის მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ ნათესაური კავშირის მქონე პირები
სავალდებულო არ არის ცხოვრობდნენ და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მაგ: თუ
მოძალადე არის შვილი, ხოლო მსხვერპლი მამა, ისინი ითვლებიან ოჯახის წევრებად მიუხედავად
იმისა, ცხოვრობენ თუ არა ერთად და ეწევიან თუ არა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში სსკ-ის 111 მუხლში მოცემული რომელიმე მუხლით
გამოძიების დაწყებისას კვალიფიკაციის განსაზღვრისას უნდა მოხდეს ასევე 111 მუხლზე
მითითება. მაგალითად შვილმა მოკლა დედა თავში ნაჯახის ჩარტყმით. შვილის ქმედება
დაკვალიფიცირდება 111 ,108-ე მუხლით.

127. სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება


მოცემული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული საფრთხის შემქმნელ დელიქტს
წარმოადგენს და ითვალისწინებს საფრთხის შექმნას ადამიანის სიცოცხლისთვის, ე.ი მსგავსი
დანაშაულებრივი ხელყოფისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის
სიცოცხლე.
ამსრულებელი 14 წელს მიღწეული, ბრალუნარიანი პირია.
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის
შექმნით იმ პირისთვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად
(მცირეწლოვანი, მოხუცი და ა.შ). დანაშაულის ობიექტური მხარე ისეთ მოქმედებას გულისხმობს,
როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება და რაიმე შემდგომი შედეგის განხორციელება
საჭირო არ არის.
ამ დანაშაულის ჩადენა პირდაპირი განზრახვით ხდება. განზრახვა სახეზეა საფრთხის და არა
მოსალოდნელი შედეგის (სიკვდილის) მიმართ. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ
თავისი მოქმედებით სიცოცხლისთვის საშიშ მდგ-ში აყენებს იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს
შესაძლებლობა მიიღოს ზომები თავის დასაცავად. მოსალოდნელი შედეგის მიმართ სახეზე უნდა
იყოს არაპირდაპირი განზრახვა ან თვითიმედოვნება.

შედეგისადმი არაპირდაპირი განზრახვის მაგალითი:


დედამ გამთენიისას, ცუდი ამინდის პირობებში, ქუჩაში როცა არავინ მოძრაობდა, მიატოვა
ახალშობილი. დაახლ. ნახევარ საათში მაცხოვრებელმა შემთხვევით შენიშნა ჩვილი და გადასცა
შესაბამის სამსახურს.
ამ მაგალითში დედა შექმნილი საფრთხის მიმართ მოქმედებს პირდაპირი განზრახვით,
მოსალოდნელი შედეგის მიმართ კი არაპირდაპირი განზრახვით. კერძოდ, გაცნობიერებული აქვს
ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის
შესაძლებლობას (და არა გარდაუვალობას), მართალია არ სურს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად
უშვებს მის დადგომას, ანუ ეგუება ამას. ამ ვითარებაში არავისზე და არაფერზე არ ამყარებდა
იმედს. ამგვარად, სახეზეა 127 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და არა მკვლელობის
მცდელობა.
შედეგისადმი თვითიმედოვნების მაგალითი:
დედამ დღისით, მზიან ამინდში დატოვა ახალშობილი პარკში, სადაც ხალხი მოძრაობდა. ერთ-
ერთმა მოქალაქემ შენიშნა იგი და შესაბამის სამსახურს შეატყობინა. ბავშვი უვნებელი გადარჩა.
ამ მაგალითში დედა საფრთხის მიმართ მოქმედებს პირდაპირი განზრახვით, ხოლო
მოსალოდნელი შედეგის მიმართ მას აქვს თვითიმედოვნებითი დამოკიდებულება. კერძოდ,
მართალია გაცნობიერებული აქვს, რომ არღვევს წინდახედულობის ნორმას, ასევე ისიც, რომ ასეთ
ქმედებას შეიძლება მოჰყვეს მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს შედეგი
არ დადგება - იმედს ამყარებს კარგ ამინდზე და იმაზე, რომ ჩვილის მიტოვების ადგილას ხალხია
და ისინი მიხედავენ მას. სახეზეა 127 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
იმ შემთხვევაში თუ დამნაშავეს სურს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებით მოკლას
დაზარალებული, სახეზე გვექნება მკვლელობის მცდელობა. მაგალითად: დედამ ახალშობილი
ქალაქის გარეუბანში არსებულ ნაგავსაყრელზე წაიყვანა და იქ დატოვა. ბავშვი შემთხვევით
იპოვეს და გადაარჩინეს. ის ფაქტი, რომ დედამ ჩვილი ნაგავსაყრელზე დატოვა, სადაც საშინელი
ანტისანიტარიაა, მრავლად არიან მღრღნელები და ადამიანები არ იმყოფებიან, იმაზე მიუთითებს,
რომ იგი მოქმედებდა სიკვდილის მიმართ პირდაპირი განზრახვით. ე.ი, სახეზე გვექნება
არასრულწლოვნის მკვლელობის მცდელობა (19, 109).
როცა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებისას დამნაშავე უშვებდა ადამიანის
სიკვდილის შესაძლებლობას და ეს შედეგი კიდეც განხორციელდა, მაშინ ეს ქმედება
დაკვალიფიცირდება არა 127 მუხლით, არამედ არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი
მკვლელობით. მაგალითად: დედამ საღამოს ახალშობილი დატოვა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში
იმ დროს, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. ბავშვი მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს. დედას
გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგ-ში ჩააყენა შვილი, ასევე იგი არავისზე
და არაფერზე იმედს არ ამყარებდა. ე.ი მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ იმ ვითარებაში
შესაძლო იყო, რომ ბავშვი არავის ენახა და მძიმე შედეგი დამდგარიყო, რაც არ სურდა. სახეზეა
არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილი მკვლელობა წინასწარ შეცნებით არასრულწლოვანისა
(109).
თუ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გაუფრთხილებლობით (კერძოდ,
თვითიმედოვნებით) მოჰყვება სასიკვდილო შედეგი, ქმედება დაკვალიფიცირდება სხვისი
სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობით (116).

128. განსაცდელში მიტოვება


განსაცდელში მიტოვება საფრთხის შემქმნელი დელიქტია და ითვალისწინებს სიცოცხლისთვის
საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობას იმის მიერ, ვისაც ევალებოდა მასზე
ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.
სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია იმ ადამიანის სიცოცხლე, ვინც სიცოცხლისთვის
საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად
(ავადმყოფობა, ადამიანის სხვადასხვაგვარი მოქმედებით და ა.შ). სიცოცხლისთვის საშიში
მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის ნებისგან დამოუკიდებლად ანდა მისივე
მოქმედებით, მაგრამ მისი განზრახვის გარეშე.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი
პირობების არსებობას:
 ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და არ აქვს შესაძლებლობა
მიიღოს ზომები თავის დასაცავად.
 განსაცდელში მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შეუძლია მისი
დახმარება.

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც სპეციალური ვალდებულება


აისრია, იზრუნოს განსაცდელში მყოფ ადამიანზე და თავიდან ააცილოს საფრთხე, ე.ი პირს უნდა
ჰქონდეს სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.
დახმარების შესაძლებლობის არქონა გამორიცხავს ნებელობით ქცევას და, მაშასადამე,
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების სპეციალური ვალდებულება შეიძლება


გამომდინარეობდეს:
უშუალოდ კანონიდან (მაგ. სამოქალაქო კოდექსით მშობლები ვალდებული არიან დაეხმარონ
არასრულწლოვან შვილებს, შვილები - შრომისუუნარო მშობლებს)
არჩეული პროფესიით ან სამსახურებრივი მდგომარეობით (მაშველი, მეხანძრე..)
სპეციალური ვალდებულება შეიძლება ეკისრებოდეს დამნაშავის წინარე ქმედებას, რითაც
საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს. მაგ. მძღოლი, რომელიც დაეჯახა ქვეითად მოსიარულეს,
ვალდებულია იზრუნოს მასზე.
მოქმედების სპეციალურ ვალდებულებას წარმოშობს ასევე ხელშეკრულება, მაგ. ძიძას აკისრია
ბავშვზე ზრუნვის მოვალეობა

გარკვეული რისკი, რომელიც თან ახლავს განსაცდელში მყოფის დახმარებას, ვერ გაამართლებს
დამნაშავის უმოქმედობას, თუ ეს რისკი მისთვის სახიფათო არ არის.
განსაცდელში მიტოვება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა
დახმარების აღმოჩენის ვალდებულება და ეს მან არ შეასრულა (მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა
მართლსაწინააღმდეგო შედეგი). სს-ვი პასუხისმგებლობა დამნაშავეს 128 მუხლით დაეკისრება
მაშინაც, როცა იგი სათანადო დახმარების აღმოჩენითაც ვერ გადაარჩენდა დაზარალებულის
სიცოხლეს.
დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განზრახ.
128 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისას განსაცდელში მყოფი ადამიანის სიკვდილის
მიმართ პირდაპირი განზრახვა გამორიცხულია. თუ პირს სურდა განსაცდელში მყოფის
სიკვდილი ან ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას, იგი პასუხს
აგებს მკვლელობის მცდელობისთვის. მაგ. პეტრემ დაინახა რომ მისი ცოლი ჭაშია ჩავარდნილი და
იხრჩობა. პეტრე ფიზიკურადაც ძლიერია და მაშველი რგოლიც იქვე დევს. მას დახმარება
უპრობლემოდ შეეძლო, თუმცა დიდი ხანია ცოლის მოშორება და სხვა ქალზე დაქორწინება
სურდა, ამიტომაც შეგნებულად არ გაუწია დახმარება. სახეზეა არა განსაცდელში მიტოვება,
არამედ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი უმოქმედობით (19, 108).
თუ პეტრეს ცოლი დაიხრჩო, პეტრეს ქმედება შესაძლოა დაკვალიფიცირდეს განზრახ
მკვლელობით, რაც ჩადენილია უმოქმედობით, თუ დადასტურდება უმოქმედობის
მიზეზობრიობის სამივე პირობა ( 1)ადამიანი იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
და არ შეუძლია თავის გადარჩენა, 2)პირს დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური
სამართლებრივი მოვალეობა, 3)განსაცდელში მყოფი ადამიანისთვის დახმარების გაწევა მისი
შესაძლებლობის ფარგლებშია ). პირველი და მეორე პირობა, ცხადია, დასტურდება. რაც შეეხება
მე-3 პირობას, იგი მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან უნდა დადგინდეს არა საალბათოდ,
არამედ უეჭველად. თუ ექსპერტის დასკვნა არ იქნება კატეგორიული (მაგ. დახმარების
შემთხვევაში ქალის გადარჩენის შანსი გაიზრდებოდა, თუმცა მას იმდენი ქვიშა ჰქონდა
გადაყლაპული, ზუსტად არ შეიძლება ამისი მტკიცება), მაშინ გამოდის, რომ ზუსტად არაა
დადგენილი უმოქმედობის მიზეზობრიობის მესამე პირობა და პეტრეს ქმედება დამთავრებული
მკვლელობით ვერ დაკვალიფიცირდება - იგი პასუხს აგებს მკვლელობის მცდელობისთვის (ყველა
ეჭვი უნდა გადაწყდეს პირის სასარგებლოდ).
განსაცდელში მიტოვებისას, რასაც სიცხოხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის
სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება არა 128 მუხლით, არამედ
სიცოცხლის განზრახ (არაპირდაპირი განზრახვით) ან გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის (108
ან 116), თუ სახეზეა უმოქმედობის მიზეზობრიობის სამივე წინაპირობა.
129. დაუხმარებლობა

129 მუხლით გათვალისწინებული ნორმა პრევენციული მნიშვნელობისაა, რადგან მასში


ურთიერთდახმარების ზოგადი მოქალაქეობრივი (ზნეობრივი) მოვალეობა სამართლებრივ
ვალდებულებადაა აღიარებული. სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, ანუ სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების
გაუწევლობაში, ასევე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობაში სათანადო
დაწესებულებისთვის ან პირისთვის.
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება ნიშნავს იმას, რომ შექმნილ
ვითარებაში დაუხმარებლობა გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას. დახმარების აუცლებლობა
განპირობებულია ასევე იმით, რომ სიცოცხლისთვის საშიშ მდგ-ში მყოფ ადამიანს თავად არ
შეუძლია შექმნილი ვითარებიდან თავის დაღწევა.
დაუხმარებლობა დანაშაულად ჩაითვლება, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან
სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, მაგრამ კანონი არ ათავისუფლებს პირს
პასუხისმგებლობისგან, როცა დაუხმარებლობა დაკავშირებულია ერთგვარ რისკთან, პირადი
ინტერესების ერთგვარ შეზღუდვასთან, თუ ასეთი რისკი სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის
კანონით დაცულ ინტერესებს.
რაც შეეხება დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას:
სათანადო დაწესებულებაში იგულისხმება ისეთი ორგანო, რომლის მოვალეობაშიც შედის
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი
დახმარების გაწევა (სასწრაფო სახმარება, პოლიცია, სახანძრო უსაფრთხოების სამსახური და ა.შ)
სხვა პირი - დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების ადრესატი შეიძლება იყოს არა
ნებისმიერი, შემთხვევითი პირი, არამედ ის, ვისაც სპეციალური ცოდნის, თანამდებობის თუ
დაზარალებულთან დამოკიდებულების გამო შეუძლია ან ევალება მისი დახმარება (ექიმი,
მზრუნველი, ახლო ნათესავი და ა.შ).
თავად დახმარების აღმოუჩენლობის ფაქტი დამთავრებული დანაშაულია და რაიმე შემდგომი
განხორციელება ამ დანაშაულისთვის საჭირო არაა.
თუ დაუხმარებლობას შედეგად მოჰყვება ადამიანის სიკვდილი, ეს შედეგი კვალიფიკაციას არ
შეცცვლის, იგი მხედველობაში იქნება მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს, როგორც
დამამძიმებელი გარემოება, თავად უმოქმედობა კი მიუხედავად ადამიანის სიკვდილისა, მაინც
დაუხმარებლობად შეფასდება, თუნდაც დაუხმარებლობის მოტივი შურისძიება იყოს.
დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს სს-ივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული,
ნებისმიერი ფიზიკური პირი.
განსაცდელში მიტოვება განსხვავდება დაუხმარებლობისგან იმით, რომ განსაცდელში
მიტოვებისას პირს დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა,
ანუ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, დაუხმარებლობისას კი ასეთი მოვალეობა არ არსებობს.
დაუხმარებლობის ჩადენა შესაძლებელია განზრახ. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს,
რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, ასევე შეუძლია მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის
სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, მაგრამ გულგრილად ეკიდება თავის ზნეობრივ
მოვალეობას და არ მოქმედებს. როგორი სუბიექტური დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს
მოსალოდნელი შედეგისადმი (თუნდაც პირდაპირი განზრახვა), ეს ქმედების კვალიფიკაციას არ
შეცვლის, ვინაიდან ამ დანაშაულის ამსრულებელი არაა სამართლებრივი გარანტი, რაც
აუცილებელია უმოქმედობის მიზეზობრიობის დასაბუთებისთვის (მე-8 მე-3 ნაწილი).
მაგალითად; პეტრე დაინახავს ქუჩაში მწოლიარე პირს, რომელსაც ვენიდან სისხლი სდის. მიდის
მის დასახმარებლად მაგრამ აღმოაჩენს, რომ ეს პირი მისი მტერია, რომლის მოკვლა დიდი ხანია
სურდა. პეტრემ შეგნებულად არ გაუწია მას დახმარება, რაც მას ადვილად შეეძლო. მიუხედავად
იმისა, რომ პეტრეს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანი იყო იმ პირის
სიკვდილი, ქმედება მკვლელობის მცდელობად ვერ დაკვალიფიცირდება - პეტრე არაა პირის
სამართლებრივი გარანტი. სახეზეა დაუხმარებლობა (129) და სასჯელის დანიშვნისას სასამართლო
მხედველობაში მიიღებს პეტრეს ამ მიზანს, როგრც დამამძიმებელ გარემოებას (53 მე-3).

130. ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება


განსახილველი დანაშაულისგან სს-ვი დაცვის ობიექტია ავადმყოფის სიცოცხლე, ხოლო
კვალიფიკაციური შედეგის განხორციელებისას (130 2) - მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დანაშაულის ამსრულებელია მედიცინის მუშაკი. ეს ფართო ცნებაა და გულისხმობს უმაღლესი და
საშუალო სამედიცინო განათლების მქონე დიპლომიან პირებს, რომლებიც ეწევიან სამედიცინო
საქმიანობას (ექიმი, ექთანი..). დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, რომელსაც სხვადასხვა
ნორმატიული აქტით დაკისრებული აქცს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი
ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოვალეობა.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი
ადამიანისთვის არასაპატიო მიზეზით მედიცინის მუშაკის მიერ გადაუდებელი სამედიცინო
დახმარების გაუწევლობაში - გათვალისწინებულია წმინდა უმოქმედობის დელიქტი.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
განმარტებულია შემდეგნაირად: „სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია
პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული
გაუარესება“.
მედიცინის მუშაკს სს-ივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ დახმარების
გაუწევლობის საპატიო მიზეზი აქვს. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს:
 მოვალეობათა კოლიზია - მაგ. ექიმი ერთდროულად 2 ავადმყოფთან გამოიძახეს და მას
ორივეს დახმარება ფიზიკურად არ შეუძლია
 რაიმე ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, მაგ. სტიქიური უბედურება,
უტრანსპორტობა, სათანადო პრეპარატების არქონა, მედიცინის მუშაკის ავადმყოფობა და
სხვა გარემოებები, რომლებიც შეუძლებელს ხდის ავადმყოფის დახმარებას.
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფის დაუხმარებლობა საპატიო მიზეზით
მოხდა თუ არა, ფაქტის საკითხია და სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის კონკრეტული
გარემოებების გათვალისწინებით.
დახმარების აღმოუჩენლობის საპატიო მიზეზად არ ჩაითვლება ისეთი საბაბი, როგორიცაა
ავადმყოფთან გამოძახება არასამუშაო საათებში, შვებულებაში ყოფნის დროს, რაიმე
ღონისძიებაზე წასვლის სურვილი და სხვ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ექიმი მსახურობს თუ არა
(ვთქვათ, პენსიონერია ან უმუშევარი).
იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევს არ აქვს შესაძლებლობა აღმოუჩინოს
პაციენტს დახმარება, იგი ვალდებულია მიაწოდოს პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ
წარმომადგებელს ინფორმაცია, თუ სად შეიძლება ამ მომსახურების მიღება. ამ მოვალეობის
შეუსრულებლობაც გამოიწვევს 130 მუხლით პასუხისმგებლობას.
ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განზრახ. მედიცინის მუშაკს გაცნობიერებული უნდა
ჰქონდეს, რომ ავადმყოფი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია და ესაჭიროება გადაუდებელი
სამედიცინო დახმარება, მაგრამ, ამის მიუხედავად, საპატიო მიზეზის გარეშე არ უწევს
დახმარებას. განზრახვა უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ დახმარების გაუწევლობაზე და არა
შედეგზე. მოსალოდნელი შედეგის მიმართ მედიცინის მუშაკს აკავშირებს არაპირდაპირი
განზრახვა ან თვითიმედოვნება.
თუ პირი ითვალისწინებს, რომ მის უმოქმედობას შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიკვდილი ან
სხეულის მძიმე დაზიანება და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს მისი განხორციელების
გარდაუვალობას, იგი პასუხს აგებს არა 130 მუხლით, არამედ ადამიანის სიცოცხლის ან
ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულისთვის - კონკრეტული შედეგის მიხედვით ან
დანაშაულის (მაგ. მკვლელობის) მცდელობისთვის.
დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როგორც კი მედიცინის მუშაკი არ
გაუწევს გადაუდებელ დახმარებას საპატიო მიზეზის გარეშე.
130 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს თანმდევი შედეგით კვალიფიცირებულ დელიქტს -
იმავე ქმედებას, რამაც გამოიწვია ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის
მოსპობა.
დახმარების აღმოუჩენლობასა და ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ან სიკვდილს
შორის უნდა იყოს მიზეზობრივი კავშირი. რადგან სახეზეა უმოქმედობის დანაშაული,
მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული
სამივე წინაპირობა.
ავადმყოფის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა უნდა დადგეს მხოლოდ
გაუფრთხილებლობით, ე.ი 130 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობა
წარმოადგენს თანმდევი შედეგით კვალიფიცირებულ დელიქტს (11). თუ შედეგი დადგა
არაპირდაპირი განზრახვით, ქმედება დაკვალიფიცირდება განზრახი დანაშაულის შესაბამისი
მუხლით (მაგ.108), თუ სახეზეა უმოქმედობის მიზეზობრიობის სამივე წინაპირობა.

131. შიდსის შეყრა


ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), შიდსი ერთ-ერთი ყველაზე სოციალურად საშიში
დაავადებაა, რომელიც ბოლომდე არაა შესწავლილი და პრაქტიკულად განუკურნებელია.
საქართველოში შიდსთან ბრძოლის ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა აივ ინფექციაზე/შიდსზე
გამოკვლევის, დაავადებულთა მკურნალობისა და საპროფილაქტიკო მეთვალყურეობის
საკითხებსა და სამართლებრივ რეჟიმს, დაავადებულთა და მედიცინის მუშაკთა უფლებებსა და
მოვალეობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით
ინფექციის/შიდსის პროფილაქტიკის შესახებ“.
ამ დანაშაულის ხელყოფის ობიექტად ტრადიციულად ადამიანის ჯანმრთელობას მიიჩნევენ,
თუმცა მისაღებია მოსაზრება ობიექტად ადამიანის სიცოცხლის აღიარებაზეც.
131 მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებულია სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის
შექმნა.
მედიცინაში დადგენილია, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გავრცელება ხდება
სექსუალური კავშირით, ინფიცირებული დონორის სისხლის ან მისი კომპონენტების
გამოყენებით, არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტებით სარგებლობით ქირურგიული
ოპერაციისას, მშობიარობის, დონორისგან სისხლის აღებისა და სისხლის გადასხმისას,
ინექციისთვის არასტერილური შპრიცის გამოყენებით, ასევე დედის რძით.
ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი,
რომელმაც იცის, რომ შიდსით არის დაავადებული, ან იცის, რომ შიდსით ინფიცირებული პირის
მიერ გამოყენებულ ნივთს (მაგ. კბილის ჯაგრისს) აძლევს სხვა პირს გამოყენებისთვის.
131 მუხლის 2 ნაწილით გათვალისწინებულია სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა.
ეს დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება შიდსით სხვა პირის ფაქტობრივი ინფიცირების
მომენტიდან.
შიდსის განზრახ შეყრა მკვლელობისგან იმით განსხვავდება, რომ დამნაშავეს, როგორც წესი, არ
აქვს სხვისი სიცოცხლის მოსპობის მიზანი. ასევე შიდსის განზრახ შეტრისას სიკვდილი დგება
ხანგრძლივი დროის (წლების) გასვლის შემდეგ, რაც შეუძლებელს ხდის ქმედების კვალიფიკაციას
მკვლელობის მცდელობით. გარდა ამისა, დაუხმარებლობის მსგავსად, შიდსის შეყრის საფრთხის
შექმნა არ გამორიცხავს პირდაპირი განზრახვის არსებობას მოსალოდნელი შედეგის მიმართაც.
ანუ შედეგის მიმართ პირდაპირი განზრახვის დასაბუთების შემთხვევაშიც ქმედებას ვერ
დავაკვალიფიცირებთ მკვლელობის მცდელობით
131 მუხლის 3 ნაწილით გათვალისწინებულია სხვისთვის შიდსის გაუფრთხილებლობით შეყრა
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.
ეს შემადგენლობა 1 და 2 ნაწილით გათვალისწინებული შემადგენლობისგან განსხვავდება
როგორც ამსრულებლით, ისე ქმედების სუბიექტური შემადგენლობით. ამსრულებელი შეიძლება
იყოს მედიცინის მუშაკი - სხვადასხვა პროფილის ექიმი (ქირურგი, სტომატოლოგი, გინეკოლოგი),
ფარმაცევტი და ა.შ. მის მიერ პროფესიული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, რამაც
გაუფრთხილებლობით შიდსის შეყრა გამოიწვია, შეიძლება გამოიხატოს არასტერილური
სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენებაში, დონორის შეუმოწმებელი სისხლის გადასხმაში და სხვ.
ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება გაუფრთხილებლობით, რომელიც შეიძლება გამოიხატოს
როგორც თვითიმედოვნების, ისე დაუდევრობის სახით.
131 მუხლის 4 ნაწილით გათვალისწინებულია 1, 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების
დამამძიმებელი გარემოებები.
ეს გულისხმობს შიდსის შეყრის საფრთხის შექმნას ან შიდსის შეყრას ა) ორი ან მეტი პირისთვის, ბ)
დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისთვის ან არასრულწოვნისთვის.

133. უკანონო აბორტი


აბორტი ნიშნავს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას. ჩვენს ქვეყანაში იგი 1955 წლიდან
ლეგალიზებულია. აქედან გამომდინარე, აბორტი ისჯება არა როგორც ჩანასახის
სიცოცხლისუნარიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, არამედ როგორც დანაშაული,
რომელიც საფრთხეში აგდებს ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
სს-ივი დაცვის ძირითადი ობიექტია ორსული ქალის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო
დამატებითი ობიექტი - ემბრიონის სიცოცხლე.
აბორტი ორსული ქალის თანხმობით ხდება. მისი თანხმობის გარეშე მუცლის მოშლა
შესაძლებელია უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში, რაც ქალის გადარჩენის ერთადერთ
საშუალებას წარმოადგენს და გამორიცხავს ქმედების მართლწინააღმდეგობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე მოქმედებას გულისხმობს, რაც გამოიხატება ქალის
ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნაში, ორსულობის შეწყვეტაში.
ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო
დაზესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება 12 კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან
ოპერაციამდე გასულია 5 დღის მოსაფიქრებელი ვადა (გამონაკლის შემთხვევაში - 3 დღე)
გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი
ქალის პრეროგატივაა.
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ
სამედიცინო და არასამედიცინო ჩვენების მიხედვით.
სამედიცინო ჩვენებებში შედის ცალკეული დაავადებები, როგორიცაა მაგ. ტუბერკულოზი,
წითურა, ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც საჭიროებს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, შაქრიანი
დიაბეტი მძიმე ფორმით და სხვ.
არასამედიცინო ჩვენებებში შედის:
*ორსულობა სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად;
*თუ ქალის ასაკი არ აღწევს 15 წელს;
*თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 49 წელს.
ამ შემთხვევებში აბორტის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ 22 კვირის ორსულობის ვადამდე.
აბორტი შეიძლება გაკეთდეს ოპერაციის გზით, მექანიკური ან ტოქსიკური ზემოქმედების სახით.
დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის, ანუ დედის
ორგანიზმიდან ნაყოფის გამოდევნის მომენტიდან.
ამსრულებელი შეიძლება იყოს სს-ივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ნებისმიერი
ფიზიკური პირი, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, რომელიც უკანონო აბორტს აკეთებს.
ამ დანაშაულის ჩადენა შეიძლება განზრახ. 133 1 მუხლით განზრავა მოიცავს მოქმედების
მართლსაწინააღმდეგო ხასიათის გაცნობიერებასა და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის
სურვილს ან მისი განხორციელების გარდაუვალობას.
დანაშაულის მოტივი და მიზანი სხვადასხვა შეიძლება იყოს (ანგარება, სიბრალული..) მათ
კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვთ, მაგრამ მხედველობაშია მისაღები სასჯელის
ინდივიდუალიზაციის დროს.
133 2 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - იგივე
ქმედება ჩადენილი უკანონო აბორტისთვის მსჯავრდებულის მიერ ან რამაც გამოიწვია
შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი (მასში შეიძლება იგულისხმებოდეს
ჯანმრთელობის სხვა მძიმე დაზიანება, ქრონიკული ავადმყოფობა და ა.შ)
133 3 მუხლი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს უკანონო აბორტს, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. საჭიროა მიზეზობრივი კავშირის დადგენა უკანონო აბორტსა და
დამდგარ შედეგს შორის. 133 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული
გაუფრთხილებელია რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც თვითიმედოვნებაში ისე
დაუდევრობაში. ამ შედეგის მიმართ პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვის დადგენის
შემთხვევაში დამნაშავის მოქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სიცოცხლის ან
ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული (მაგ.108 ან 109) და არა როგორც უკანონო აბორტი.
თუ 133 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული შედეგი დადგა მართლზომიერი აბორტის
ფარგლებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის შედეგად, მაგრამ ექიმის დაუდევრობით, იგი
პასუხს აგებს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ან სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის.
137. გაუპატიურება
ამ დანაშაულისგან სს-ივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება და
ხელშეუხებლობა. სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, თვითონ აირჩიოს
სქესობრივი პარტნიორი, სქესობრივი ხელშეუხებლობა კი გაუპატიურებისას ნიშნავს იმას, რომ
კანონით დადგენილ შემთხვევაში პირთან სქესობრივი კავშირი დაუშვებელია მისი თანხმობის
შემთხვევაშიც კი მისი ასაკის ან ფსიქიკური ან სხვა მდგომარეობის გამო უმეწო მდგომარეობაში
მყოფთან. სს-ივი დაცვის დამატებითი ობიექტია პირის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და
არასრულწლოვნის ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება.
კანონის ცვლილებებამდე თუ გაუპატიურებად ითვლებოდა ძალადობით, ძალადობის მუქარით
ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით მხოლოდ ბუნებრივი სქესობრივი კავშირის
დამყარება, დღეის მდგომარეობით გაუპატიურებად ითვლება პირის სხეულში ნებისმიერი
ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავის სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან
ნებისმიერი საგნის გამოყენებით.
გაუპატიურებისთვის დამახასიათებელია:
ა) განსახილველ მუხლში მითითებული ხერხი (ძალადობა, ძალადობის მუქარა ან
დაზარალებულის უმწეობის გამოყენება) და
ბ)პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა
ეს უკანასკნელი თავის თავში გულისხმობს:
1.სხვის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავის სხეულის ნებისმიერი ნაწილის
გამოყენებით, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ბუნებრივ სქესობრივ კავშირში ქალსა და კაცს
შორის, ასევე სექსუალურ კონტაქტში ქალსა და ქალს ან კაცსა და კაცს შორის.
2.სხვის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ნებისმიერი საგნის გამოყენებით.
 ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ცემით, ხელ-ფეხის შეკვრით, ჯანმრთელობის
მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანებით. თუ ძალადობამ შედეგად გამოიწვია
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ეს სცილდება 137 მუხლის 1 ნაწილის შემადგენლობას.
თუ დაზიანება მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც დამნაშავე უკანონოდ
ატარებდა, ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით. ფიზიკური
ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის დათრგუნვის
საშუალება. იგი შეიძლება მიმართული იყოს სხვა პირის წინააღმდეგაც, ვისი ბედითაც
დაინტერესებულია დაზარალებული (მაგ. შვილი) ან ვინც ცდილობდა დანაშაულისთვის
ხელის შეშლას, რათა ამგვარი ძალადობით დაითანხმოს ქალი სექსუალურ კავშირზე.
თუ დამნაშავემ განახორციელა ძალადობა ან ძალადობის მუქარა, მაგრამ სექსუალური
ხასიათის შეღწევა დაზარალებულთან ვერ მოახერხა სხვადასხვა გარემოებების გამო,
ქმედება დაკვალიფიცირდება გაუპატიურების მცდელობით (19, 137), ვინაიდან პირის
ქმედება მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, განახორციელა
გაუპატიურების შემადგენელი ერთ-ერთი ნიშანი - ძალადობა (ან მისი მუქარა).
 ძალადობის მუქარა (ფსიქიკური ძალადობა) შეიძლება განხორციელდეს სიტყვით, იარაღის
დემონსტრირებით. იგი გამოიხატება მკვლელობის, ჯანმრთელობის დაზიანების, სხვა
პირის გაუპატიურების (მაგ. შვილის) მუქარაში. მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი. აპირებდა
თუ არა დამნაშავე მუქარის განხორციელებას, ამას ქმედების კვალიფიკაციისთვის
მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ იგი იმდენად რეალური ჩანდა, რომ მოახდინა
დაზარალებულის ნების პარალიზება. არ აქვს მნიშვნელობა, დაზარალებულმა გაუწია თუ
არა წინააღმდეგობა.
ცივი იარაღის გულმკერდზე მიბჯენით მამაკაცმა ქალი დაითანხმა სქესობრივ კავშირზე.
რადგან მუქარა მიმართულია მომავლისკენ, ქმედება გაუპატიურებით არ
დაკვალიფიცირდება, თუნდაც მუქარა რეალური და საფუძვლიანი იყოს. იგი შეიძლება
დაკვალიფიცირდეს 139 მუხლით - პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის
იძულებით, თუ მაგალითად მუქარა მიმართული იყო სახელისგამტეხი ცნობის
გახმაურებისკენ, ან 150 მუხლით - იძულება, თუ სახეზე იყო მოკვლის ან სხვაგვარი
ფიზიკური ძალადობის სამომავლო მუქარა.
 დაზარალებულის უმეწო მდგომარეობის გამოყენება გაუპატიურების ერთ-ერთი ხერხია.
უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ისეთი პირი, ვისაც არ აქვს უნარი, წინააღმდეგობა
გაუწიოს დამნაშავეს (მოხუცებული, ავადმყოფი, ძლიერ მთვრალი..) ან არ აქვს უნარი
შეიმეცნოს, რა ხდება მის თავს (გონებასუსტი, ღრმა ძილში მყოფი ძლიერი მთვრალი). რაც
შეეხება პირს, რომელიც მცირეწლოვანების გამო უმეწო მდგომარეობაშია, იგი წარმოადგენს
დაზარალებულს არა 137 1 ნაწილით, არამედ 137 4 ნაწილით გათვალისწინებულ
ქმედებაში.

მნიშვნელობა არ აქვს, რა დამოკიდებულება ჰქონდა დაზარალებულს დამნაშავესთან (ცოლი,


საცოლე, საყვარელი..), როგორია დაზარალებულის მორალური სახე (მეძავი..)
ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი (უმეტესად მამაკაცი I mean obviously),
რომელმაც მიაღწია სს-ივი პასუხისმგებლობის ასაკს.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში.
უმოქმედობით შეიძლება ამ დანაშაულში თანამონაწილეობა, მაგრამ არა ამსრულებლობა.
უმოქმედობით გაუპატიურებაში თანამონაწილეობის მაგალითი: სამართლებრივი გარანტი ხელს
არ უშლის მოძალადეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში, როცა შეუძლია და ევალება,
შეუშალოს მას ხელი (დახმარება გაუპატიურებაში - 25, 137)
თუ დამნაშავემ განახორციელა ძალადობა ან ძალადობის მუქარა, მაგრამ სექსუალური ხასიათის
შეღწევა დაზარალებულთან ვერ მოახერხა სხვადასხვა გარემოებების გამო, ქმედება
დაკვალიფიცირდება გაუპატიურების მცდელობით (19, 137), ვინაიდან პირის ქმედება
მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, კერძოდ, განახორციელა გაუპატიურების შემადგენელი
ერთ-ერთი ნიშანი - ძალადობა (ან მისი მუქარა).
თუ ძალადობა ან მუქარა უშუალოდ მიმართული არ იყო სექსუალური ხასიათის შეღწევისკენ,
არამედ მხოლოდ პირობებს უქმნიდა გაუპატიურებისთვის, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
გაუპატიურების მომზადებით. მაგ. კაცი მოკვლის მუქარით აიძულებს ქალს, ჩამოვიდეს
მანქანიდან და შეჰყვეს მას ტყეში, სადაც აპირებს მის გაუპატიურებას.
როცა პირი დაზარალებულს მოიყვანს უმწეო მდგომარეობაში ძალადობის ან მუქარის გარეშე (მაგ.
მოტყუებით დააძინებს), მაგრამ ვერ შეძლებს სექსუალური ხასიათის შეღწევას, რადგან სხვები
ხელს შეუშლიან, ქმედება დაკვალიფიცირდება არა გაუპატიურების მცდელობად, არამედ
მომზადებად. (18, 137).
როცა ერთმა პირმა ძალადობის გარეშე (მაგ. მოტყუებით ჩაუყარა დასაძინებელი წამალი, რაც
მსხვერპლმა თავად დალია) დააძინა მსხვერპლი, ხოლო მეორემ მასთან განახორციელა
სექსუალური ხასიათის შეღწევა, სახეზე არაა ჯგუფური გაუპატიურება. სახეზე გვაქვს
გაუპატიურების მარტივი შემადგენლობა (1371 1). ხოლო ის, ვინც მსხვერპლი ძალადობის გარეშე
მოიყვანა უმწეო მდგომარეობაში არის ამ დანაშაულის თანამონაწილე, კერძოდ - დამხმარე (25, 137
1).
გაუპატიურების შემადგენლობას არ მოგვცემს სექსუალური ხასიათის შეღწევა მოტყუებით (მაგ.
ქორწინების დაპირებით)
გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როცა დამნაშავე სხვადასხვა ხერხის
გამოყენებით დაიწყებს სექსუალური ხასიათის შეღწევას დაზარალებულის სხეულში.
მნიშვნელობა არ აქვს, ბოლომდე მიიყვანს თუ არა იგი სქესობრივ აქტს.
როცა დამნაშავემ ნებაყოფლობით აიღო ხელი გაუპატიურების ჩადენაზე, თუმცა ამის
განხორციელება შეეძლო, ქმედება ჩაითვლება დანაშაულის ბოლომდე მიყვანაზე ნებაყოფლობით
ხელის აღებად. ამ შემთხვევაში მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება
მხოლოდ მაშინ, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს (ცემა,
ჯანმრთელობის მსუბუექი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, იძულება, მუქარა, ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო ტარება).
იგივე შეიძლება ითქვას უმწეო მდგომარეობაში პირის მოყვანის მიმართ. როცა დამნაშავე უმწეო
მდგომარეობაში მოიყვანს სხვა პირს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრებს დანაშაულის ჩადენას და არ
განახორციელებს მასთან სექსუალური ხასიათის შეღწევას, ამ პირის სს-ივ პასუხისგებაში მიცემა
შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მისი ქმედება შეიცავს სხვა დანაშაულის ნიშნებს. მაგ. მან ქალი
დაიყოლია ნარკოტიკის მოხმარებაზე, რათა უმწეო მდგომარეობაში მოეყვანა (272).
სუბიექტური მხრივ გაუპატიურების მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი
მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა სექსუალური მოტივებით.
ბრალის ფორმის მიხედვით გაუპატიურება ჩადენილია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. პირს
გაცნობიერებული აქვს რომ იყენებს ძალადობას, ძალადობის მუქარას ან დაზარალებულის
უმწეობას, პირის სხეულში ახდენს სექსუალური ხასიათის შეღწევას და სურს ეს.
გაუპატიურების ჩადენისას დაზარალებულს წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების
შესაძლებლობა. გაუპატიურება თავის თავში მოიცავს თავისუფლების უკანონო აღკვეთას და
დამატებითი კვალიფიკაცია 143 მუხლით არაა საჭირო. მაგრამ როცა დამნაშავე გაუპატიურების
ჩადენის მერე აგრძელებს დაზარალებულის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რათა მერე ისევ
გააუპატიუროს იგი, ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით (137, 143).

დამამძიმებელი გარემოებები:
გაუპატიურება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გაუპატიურება, რამაც გამოიწვია დაზაერალებულისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან


სხვა მძიმე შედეგი;
ეს შედეგები მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს გაუპატიურებასთან ან მის მცდელობასთან.
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუპატიურებისას ან მისი მცდელობისას უნდა მოჰყვეს
გაუფრთხილებლობით. თუ დადგინდება, რომ ასეთი შედეგი დამნაშავემ განზრახ გამოიწვია,
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით - 137 1 (თუ არ არსებობდა სხვა
დამამძიმებელი გარემოება) და 117 მუხლის შესაბამისი ნაწილით. ამ დასკვნის საფუძველს ის
ფაქტი იძლევა, რომ 117 მუხლის სანქცია უფრო მკაცრია.
სხვა მძიმე შედეგში სასამართლო პრაქტიკა ხშირად თვლის დაზარალებულის დაორსულებას.
თვითონ ორსულობა არაა მძიმე შედეგი, მაგრამ გაუპატიურებისას მოძალადე პირისგან
არასასურველი ორსულობა როგორც წესი აბორტის გაკეთებით მთავრდება, რაც მავნებელია ქალის
ორგანიზმისთვის.
სხვა მძიმე შედეგში ასევე იგულისხმება დაზარალებულის თვითმკვლელობა როგორც
გაუპატიურების მცდელობისას, ისე მის შემდეგ. თუ გაუპატიურებას მოჰყვა თვითმკვლელობის
მცდელობა, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით - 137 1 და 115
მუხლებით, რადგან ცდა არაა მძიმე შედეგი.
სხვა მძიმე შედეგად შეიძლება ჩაითვალოს დაზარალებულის მშობლის ან სხვა ახლო ნათესავის
თვითმკვლელობა ან სულით ავადმყოფობის გამოწვევა,
ასევე დაზარალებულისთვის შიდსის შეყრა გაუფრთხილებლობით. შიდსის განზრახ შეყრისას
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულის ერთობლიობით (137 1, 131 2). შიდსი
დაზარალებულს შეიძლება შეეყაროს როგორც უშუალოდ დამნაშავის ორგანიზმიდან სქესობრივი
კონტაქტით, ასევე გამოყენებული იარაღის მეშვეობით. თუ წინასწარი შეცნობით შიდსით
დაავადებულმა ჩაიდინა გაუპატიურება, მაგრამ დაზარალებულს არ შეეყარა შიდსი, ქმედება
დაკვალიფიცირდება ერთობლიობით (137 1, 131 1).

გაუპატიურება ჩადენილი არაერთგზის;


..არაერთგზის ჩადენილად ითვლება გაუპატიურება მაშინაც, როცა პირი ნასამართლევია
გაუპატიურების მცდელობისთვის ან გაუპატიურებაში თანამონაწილეობისთვის.

გაუპატიურება ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 138-141
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;
ამ შემთხვევაში პირს ადრე აქვს ჩადენილი არა გაუპატიურება, არამედ სხვა სქესობრივი
დანაშაული. არ აქვს მნიშვნელობა ნასამართლევია თუ არა. თითოეული მათგანი ჩადენილი უნდა
იყოს ხელახლა აღმოცენებული განზრახვით და არ უნდა იყოს გასული სს-ივი ხანდაზმულობის
ვადა, ასევე არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლეობა ადრე ჩადენილი
სქესობრივი დანაშაულისთვის. თუ პირი ადრე ჩადენილი ნასამართლეობისთვის არაა
ნასამართლევი მისი ქმედება დაკვალიფიცირდება ერთობლიობით.

გაუპატიურება ჩადენილი ჯგუფურად;


გაუპატიურების განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს 2 ამსრულებელი მაინც. ამსრულებლად
ჩაითვლება ის პირი, ვინც 137 1 მუხლის შემადგენლობის ნაწილს მაინც ასრულებს. მაგ. პირი, ვინც
დაზარალებულის მიმართ ახორციელებს ძალადობას (სცემს მას..) ან მუქარას (ემუქრება ცივი
იარაღით..) და ამით უადვილებს მე-2 პირს, განახორციელოს სექსუალური ხასიათის შეღწევა
დაზარალებულის სხეულში. არაა სავალდებულო ორივე ამსრულებელმა განახორციელოს
სექსუალური ხასიათის შეღწევა დაზარალებულის სხეულში.
არ ჩაითვლება ჯგუფურ გაუპატიურებად შემთხვევა, როცა:
*ერთმა პირმა დაზარალებული ძალადობის გამოყენების გარეშე მოიყვანა უმწეო მდგომარეობაში,
რათა მეორეს გაადვილებოდა მასთან სექსუალური ხასიათის შეღწევა. ეს იმიტომ, რომ ძალადობის
გარეშე პირის მოყვანა უმწეო მდგომარეობაში გაუპატიურების შემადგენლობის მიღმაა.
*ორი პირი მართალია აღასრულებს გაუპატიურობის შემადგენლობას, მაგრამ მხოლოდ ერთ-
ერთია შერაცხადი, მეორე კი შეურაცხადი და არ დაეკისრება სს-ივი პასუხსიმგებლობა. შერაცხადი
პირის ქმედება დაკვალიფიცირდება 137 1 მუხლით.

გაუპატიურება დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით ორსული ქალისა ან არასრულწლოვნისა ან


ჩადენილი შეზღუდული შესაძლებლობის პირის მიმართ;
ორსულობა: პასუხისმგებლობას ამძიმებს სს-ივი დაცვის ობიექტის განსაკუთრებულობა. კერძოდ,
ქალის სქესობრივ თავისუფლებასთან ერთად ემბრიონის ნორმალური განვითარება. ორსული
ქალის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ძალადობით ან მუქარით საფრთხეში აგდებს
ემბრიონის სიცოცხლისუნარიანობას. კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ორსულობის
მერამდენე კვირაშია დაზარალებული. მთავარია დამნაშავეს გაცნობიერებული ჰქონდეს
ორსულობის ფაქტი. ორსულობის ხანგრძლივობამ ზეგავლენა უნდა მოახდინოს სასჯელის
დანიშვნაზე. თუ გაუპატიურების შემდეგ დამნაშავემ კვალის დაფარვის მიზნით მოკლა ორსული
ქალი, ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით (137 3 დ და 109 გ, დ).
არასრულწლოვანი: არასრულწლოვნად ჩაითვლება დაზარალებული 14დან 18 წლამდე.
აუცილებელია დამნაშავემ ზუსტად იცოდეს დაზარალებულის არასრულწლოვნება. თუ მან არ
იცოდა ამის შესახებ, იგი პასუხს აგებს 137 1 მუხლით.
როცა სრულწლოვანი პირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველი არასრულწლოვნის
გაუპატიურების შემდეგ მასთან აგრძელებს ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს, ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით - 137 4 გ და 140.
შეზღუდული შესაძლებლობის პირი: უნდა გავმიჯნოთ შეზღუდული შესაძლებლობა და უმწეო
მდგომარეობა. ყველანაირი უმწეო მდგომარეობა არაა შეზღუდული შესაძლებლობის
გამოვლინება. მაგ. სიმთვრალე ან ძილის მდგომარეობა უმწეო მდგომარეობაა, მაგრამ არა შშ-ის
შემთხვევა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური,
ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან
ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და
ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში.
შეზღუდულ შესაძლებლობას რამდენიმე ნიშანი ახასიათებს:
1. აუცილებელია, რომ დარღვევა ატარებდეს არა დროებით ხასიათს, არამედ იგი უნდა იყოს
მყარი.
2. მყარი დარღვევა შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: ფიზიკური (კუნთების თანდაყოლილი და
მოურჩენელი ატროფია, რაც მის ქმედუნარიანობას ზღუდავს..), ფსიქიკური (თანდაყოლილი
ნერვული აშლილობა..), ინტელექტუალური (გონებრივი ჩამორჩენილობა..), სენსორული (სახის
კუნთების, კიდურების ან მეტყველების სენსორის დარღვევა..)

თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (მაგ. მუნჯი) არ იმყოფება უმწეო მდგომარეობაში,


მაშინ ქმედების გაუპატიურებად კვალიფიკაციისთვის (ამ დამამძიმებელი გარემოებით) საჭიროა
სახეზე იყოს სხვაგვარი უმწეობა (მაგ. სიმთვრალე) ან გამოყენებული იყოს ძალადობა ან მუქარა.

გაუპატიურება დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის


მიმართ;
არ აქვს მნიშვნელობა, დაზარალებული სრულწლოვანია თუ არა, ან იყოფება თუ არა უმწეო
მდგომარეობაში. მთავარია პირი იმყოფებოდეს დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან
მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ დაზარალებული ამავე დროს იყო არასრულწლოვანი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირი (დამნაშავეს ეს შეცნობილი ჰქონდა), ქმედება 137 3 ე მუხლთან ერთად დაკვალიფიცირდება
დ ან 4 გ ქვეპუნქტითაც.

გაუპატიურება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული


სისასტიკით;
განსაკუთრებული სისასტიკე შეფასებითი ნიშანია და უნდა შეაფასოს სასამართლომ, რომელიც
ხელმძღვანელობს საყოველთაოდ მიღებული მორალური ან ბიოლოგიური კრიტერიუმით.
შეიძლება ამგვარი შეფასების გაკეთებაში მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
დაეხმაროს, სადაც მითითებულია, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი
დაზიანებები, მოტეხილობები და ა.შ.
„განსაკუთრებული სისასტიკე“ ორ კრიტერიუმს მოიცავს, ობიექტური და სუბიექრტური..... ორივე
კრიტერიუმი უნდა გვქონდეს სახეზე.
თუ განსაკუთრებული სისასტიკით მიყენებულმა ტრავმამ განზრახ გამოიწვია პირის სიკვდილი,
ქმედება გაუპატიურებასთან ერთად უნდა დაკვალიფიცირდეს განსაკუთრებული სისასტიკით
ჩადენილი განზრახი მკვლელობით (109 მ). ამ შემთხვევაში გაუპატიურების კვალიფიკაცია უნდა
მოხდეს 137 1 ნაწილით, რადგან ერთი პირის მიმართ ჩადენილი ერთი ქმედებისთვის (ამ
შემთხვევაში განსაკ. სისასტიკე) არ შეიძლება დამნაშავემ ორჯერ აგოს პასუხი. თუ განსაკ.
სისასტიკე გამოვლენილ იქნა როგორც დაზარალებულის, ისე სხვა პირის მიმართაც (მაგ. მშობლის
თვალწინ აუპატიურებენ შვილს განსაკ. სისასტიკით, რამაც განზრახ გამოიწვია შვილის
სიკვდილი), მაშინ კვალიფიკაცია მოხდება 137 4 ა მუხლით და 109 მ მუხლით. ანუ ორივე
დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.

გაუპატიურება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა;


ბრალის ორმაგი (რთული) ფორმა გვაქვს სახეზე - განზრახვა გაუპატიურების მიმართ და
გაუფრთხილებლობა დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის მიმართ. სწორედ გაუპატიურება
უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში დაზარალებულის სიკვდილთან. არ აქვს მნიშვნელობა
სიკვდილი გაუპატიურების პროცესში დადგა თუ გარკვეული დროის შემდეგ. თუ მიზეზობრივი
კავშირი არ არსებობს, დამნაშავის ქმედება 137 1 მუხლით დაკვალიფიცირდება. თუ
დაზარალებულზე მიყენებული დაზიანება იმგვარია, რომ ჩვეულებრივად იგი არ იწვევს
სიკვდილს მაგრამ ამ შემთხვევაში სიკვდილი ამ დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის
ორგანიზმისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურების გამო (ახლად
გაკეთებული ჰქონდა თავის ოპერაცია), რის შესახებაც დამნაშავემ არ იცოდა და არ შეეძლო
სცოდნოდა, არ არსებობს ბრალი სიკვდილის მიმართ და ქმედება დაკვალიფიცირდება 137 1
მუხლით.
როცა დამნაშავე ჯერ კლავს ქალს, რათა შემდგომ გვამთან დაამყაროს სქესობრივი კავშირი
(ნეკროფილია), ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით (108, 258).

როცა პირის ქმედებაში ერთდროულად არის რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება (მაგ.


არაერთგზის და განსაკუთრებული სისასტიკით), ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს ყველაზე
მძიმე ქვეპუნქტებზე და ნაწილებზე მითითებით. სასჯელი კი უნდა დაინიშნოს არა
ერთობლიობის წესით (59) არამედ ყველაზე მკაცრი სანქციის ფარგლებში.

138. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება


აქ ნაგულისხმევია ნებისმიერი სექსუალური ხასიათის ქმედება, რაც არაა დაკავშირებული
დაზარალებულის სხეულში სექსუალურ შეღწევასთან, ჩადენილი იგივე მართლსაწინააღმდეგო
ხერხის გამოყენებით, რაც დამახასიათებელია გაუპატიურებისთვის.
სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის სქესობრივი თავისუფლება ან ხელშეუხებლობა. დამატებით
ობიექტად უნდა ჩაითვალოს მოზარდის ნორმალური ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება,
ასევე პირის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება ა) სექსუალური ხასიათის ქმედებაში და ბ) შესაბამისი
ხერხის გამოყენებაში
სექსუალური ხასიათის ქმედებაში იგულისხმება დამნაშავის მიერ დაზარალებულის სხეულის
ინტიმურ ადგლებზე ხელით შეხება, ან სხვაგვარად შეხება, ასევე დაზარალებულის იძულება,
შეეხოს დამნაშავის სხეულის რომელიმე ინტიმურ ნაწილს და ა.შ.
თუ დამნაშავემ ძალადობის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხის გამოყენებით შეაღწია
დაზარალებულის სხეულში და ამავე დროს მის მიმართ სხვაგვარი სექსუალური ქმედებაც
განახორციელა, ქმედება დაკვალიფიცირდება მხოლოდ 137 მუხლის შესაბამისი ნაწილით და არ
სჭირდება დამატებითი კვალიფიკაცია 138 მუხლით. ეს იმიტომ, რომ გაუპატიურება უფრო მეტია,
ვიდრე სექსუალური ხასიათის სხვაგვარო ქმედება, ანუ იგი თავის თავში მოიცავს 138 მუხლით
გათვალისწინებულ ქმედებებსაც.
დანაშაულის ხერხს რაც შეეხება (ძალადობა, მისი მუქარა ან დაზარალებულის უმწეობის
გამოყენება), იგი ისევე უნდა გავიგოთ, როგორც გაუპატიურების დროს.
დანაშაული იურიდიულად დამთავრებულია მაშინ, როცა დამნაშავე ძალადობის ან ამ მუხლში
მითითებული სხვა ხერხის გამოყენებით დაზარალებულთან დაიწყებს სექსუალური ხასიათის
სხვაგვარ ქმედებას, რაც არ იყო დაკავშირებული დაზარალებულის სხეულში სექსუალურ
შეღწევასთან. არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტობრივად დაამთავრებს თუ არა იგი ამგვარი ქმედების
განხორციელებას.
სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მნიშვნელობა ქმედების
კვალიფიკაციისთვის, მაგრამ პრაქტიკაში უფრო გავრცელებულია სექსუალური მოტივი და
მიზანი. არაა გამორიცხული იყოს სხვა მოტივიც, მაგ. პენიტენციური დაწესებულების
თანამშრომელი ამგვარ ქმედებას ჩადის იქ მოთავსებული პირის მიმართ, რათა „ჭკუა ასწავლოს“
მას (ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით).
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს განზრახ, კერძოდ,
პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და
სურს მისი ჩადება, ე.ი გაცნობიერებული აქვს, რომ ძალადობით, ძალადობის მუქარით ან
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით ჩადის მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას და
სურს ეს.

139. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური


ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება
ამ დანაშაულისგან სს-ივი დაცვის ობიექტია პირის სქესობრივი თავისუფლება ან ხელშეუხლობა.
დამატებითი ობიექტი შეიძლება იყოს ადამიანის პატივი და ღირსება. დამატებით ობიექტად ვერ
ჩავთვლით საკუთრებით ურთიერთობას და პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, რადგან თუ
ადგილი ექნება ქონების დაზიანების ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო
მოპოვებასა და მის გავრცელებას, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა
ერთობლიობით (139 და 187 ან 157 მუხლები)
ამსრულებელია 14 წელს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი
ქმედება - პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედების იძულება.
დანაშაულის ხერხები: ქონებრივი დაზიანების მუქარა; სახელის გამტეხი ინფორმაციის
გახმაურების მუქარა; პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მუქარა; ისეთი ცნობის
გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება;
დაზარალებულის უმწეობის ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების
დამოკიდებულება.
სახეზეა შედეგგარეშე (ფორმალური) შემადგენლობა, რომელიც დამთავრებულია იძულების
მომენტიდან და არ აქვს მნიშვნელობა, მოახერხებს თუ არა დამნაშავე დაზარალებულთან
სექსუალური კონტაქტის დამყარებას.
ობიექტური მხრივ იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში.
სახელგამტეხი ინფორმაციის, ან პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, ან ისეთი ცნობის
გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის უფლება, შეიძლება
ჩადენილი იყოს მოქმედებით.
დაზარალებულის უმწეობის, მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების
გამოყენებით იძულება შეიძლება იქნეს ჩადენილი როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით.

ხ ე რ ხ ე ბ ი
ქონებრივი დაზიანების მუქარა: გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას
დაზარალებულზე. მუქარა შეიძლება მიმართული იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების
დაზიანებისკენ. დაზიანებასთან ერთად იგულისხმება ქონების განადგურებაც. ეს ქონება უნდა
იყოს მნიშვნელოვანი როგორც საზოგადოდ, ისე თვით დაზარალებულისთვის. უმნიშვნელო
ქონების დაზიანების მუქარა არ მოგვცემს 139 მუხლის შემადგენლობას. როცა დამნაშავე მართლაც
დაუზიანებს ქონებას, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს 139 და 187 მუხლებით.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარა: იგი აუცილებლად არ მოიცავს
პირად საიდუმლოს, თუმცა აუცილებლად ასახავს პირადი ცხოვრების დეტალებს, რისი
გასაჯაროებაც პირს არ სურს (რას აკეთებს სახლში, როგორ ერთობა, სად მიდის, ვის ხვდება..).
არავის აქვს უფლება, კანონიერი საფუძვლის გარეშე მოიპოვოს ეს ინფორმაცია ან გაავრცელოს
იგი. სწორედ ამ ქმედებით ემუქრება დამნაშავე დაზარალებულს, თუ არ დათანხმდება მას
ინტიმურ ურთიერთობაზე.
ისეთი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის
უფლება: ასეთი სახის ცნობაში არ იგულისხმება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. ეს
სხვა ისეთი ცნობაა, რომლის გახმაურება პირს, მართალია, არ ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში
საზოგადოების წინაშე, მაგრამ შეიძლება არსებითად დააზიანოს ამ პირის კანონით დაცული
რომელიმე უფლება. მაგ. დააზიანოს მისი უფლება, არ იქნეს გამჟღავნებული კომერციული
ინფორმაცია. ანდა მისი უფლება, არ იქნეს გამჟღავნებული ინფორმაცია, რომ იგი არაა მისი
შვილის ბიოლოგიური მშობელი (შვილად აყვანის საიდუმლო) და სხვ.
დაზარალებულის უმწეობის გამოყენება: დაზარალებულია პირი, რომელიც იმყოფება უმწეო
მდგომარეობაში, საჭიროებს სხვა პირთა მხრიდან მზრუნველობასა თუ მხარდაჭერას, თუმცა არ
ჰყავს ასეთი მხარდამჭერი. დამნაშავე, რომელზეც იგი არაა დამოკიდებული მატერიალურად,
სამსახურებრივად ან სხვაგვარად, სთავაზობს უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირს მხარდაჭერას იმ
პირობით, თუ იგი დათანხმდება სექსუალური ხასიათის ურთიერთობაზე.
სახელგამტეხი ინფორმაციის გახმაურების მუქარა: გამოიხატება ისეთი ცნობის გადაცემის
მუქარაში სხვა პირისთვის, რაც სახელს უტეხს დაზარალებულს (მაგ. ქალს ემუქრებიან, რომ რომ
თუ იგი არ დათანხმდება სქესობრივ კავშირზე, მის მეუღლეს შეატყობინებენ, რომ ადრე
საყვარელი ჰყავდა). არ აქვს მნიშვნელობა, ეს ცნობა ნამდვილია თუ გამოგონილი, დანაშაულში
იმხილება პირი თუ ამორალურ ქმედებაში. არ აქვს მნიშვნელობა, მუქარა იმწუთიერია თუ იგი
მომავლისკენაა მიმართული. თუ ეს მუქარა მართლაც განახორციელა დამნაშავემ, რაც გამოიხატა
პირისთვის დანაშაულის ცრუ დასმენაში, ქმედება დაკვალიფიცირდება ერთობლიობით - 139 და
373 მუხლებით, სხვა შემთხვევაში მხოლოდ 139 მუხლით.
დამნაშავესთან მატერიალური დამოკიდებულება: მას ადგილი აქვს მაშინ, როცა დაზარალებული
არსებობისთვის აუცილებელ სახსრებს დამნაშავისგან იღებს (კვება, ჩაცმა, სწავლის ქირა..) სწორედ
ამ დამოკიდებულებას იყენებს დამნაშავე იმისთვის, რომ აიძულოს პირი მასთან სექსუალურ
კონტაქტზე. თუ დამნაშავე ჰპირდება სექსუალური კონტაქტის სანაცვლოდ მე-2 პირს
მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილი არ ექნება ამ დანაშაულის
შემადგენლობას, რადგანს სახეზე უნდა იყოს მატერიალური მდგომარეობის გაუარესების მუქარა
და არა და არა მისი ცდუნება. დანაშაულის ეს შემადგენლობა შეიძლება განხორციელდეს
უმოქმედობითაც. მაგ. მამინაცვალი გერს სთავაზობს სქესობრივ კავშირს მასთან. უარის მიღების
შემდეგ კი წყვეტს მასზე ზრუნვას (არ აჭმევს, არ უხდის სწავლის ხარჯებს..), რათა ამით აიძულოს,
დათანხმდეს მასთან სექსუალურ კონტაქტზე.
სამსახურებრივი დამოკიდებულება: ამ დროს დაზარალებული დამნაშავის ხელქვეითია,
მნიშვნელობა არ აქვს საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში. დამნაშავე იყენებს თავის ფაქტობრივ
შესაძლებლობას და პირდაპირ ან მინიშნებით აგრძნობინებს დაზარალებულს, რომ თუ იგი არ
დასთანხმდება სექსუალურ კონტაქტზე, მისი სამსახურებრივი მდგომარეობა გაუარესდება. არ
არსებობს სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენება როცა პირებს შორის ჯერ არაა
დამყარებული სამსახურებრივი ურთიერთობა, ეს იქნება დისციპლინური გადაცდომა. თუ მაგ.
ხელმძღვანელი პირი არ აიყვანს კანდიდატს იმის გამო, რომ მან უარი უთხრა სექსუალურ
კონტაქტზე, კვალიფიკაცია უნდა მოხდეს 139 მუხლთან ერთად შესაბამისი ნორმით (მაგ. 169, 220
ან 332 მუხლებით). ამ დანაშაულის ხერხი არაა პირის ცდუნებაც.
სხვაგვარი დამოკიდებულება: უნდა მივიჩნიოთ მასწავლებლისა და მოსწავლის, ლექტორისა და
სტუდენტის და ა.შ დამოკიდებულება. ეს ისეთი დამოკიდებულებაა, როცა პირის მდგომარეობა
საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი ცხოვრების წესი და მომავალი მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული მე2 პირზე და ამ დამოკიდებულების გაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა
დაკავშირებული.
140. სექსუალური ხასიათის შეღწევა 16 წლის ასაკს მიუღწევლის
სხეულში
დანაშაულისგან სს-ივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის სქესობრივი
ხელშეუხებლობა, მისი ნორმალური ზნეობრივი და ბიოლოგიური განვითარება.
ეს დანაშაული გაუპატიურებისგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ სექსუალური ხასიათის
შეღწევა 16 წელს მიუღწევლის სხეულში ხდება მისივე თანხმობით. ასევე ეს თანხმობა არის
ნამდვილი - მსხვერპლი არ იმყოფება უმწეო მდგომარეობაში და თავისი ასაკიდან და გონებრივი
შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აცნობიერებს სხეულში სექსუალური შეღწევის არსს და
მნიშვნელობას, ასევე მის შედეგებს.
ამსრულებელი - სახეზეა სპეციალური ამსრულებელი, 18 წელს მიღწეული, შერაცხადი პირი.
როცა 16 წელს მიუღწეველი ნებაყოფლობით ამყარებს სექსუალურ კავშირს 16 წელს
მიუღწეველთან, ქმედება ამ მუხლით არ დაკვალიფიცირდება. ამ დროს არაა გამოყენებული
ძალადობა ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხი, ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, ამ 2
არასრულწლოვნიდან რომელია დამნაშავე და დაზარალებული.
პასუხს არ აგებს 16დან 18 წლამდე ასაკის პირიც, რადგან მხოლოდ სრულწლოვნებს შეიძლება
ნათლად ჰქონდეთ გაცნობიერებული 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის შეღწევის
მავნეობა.
თუ 16 წელს მიუღწეველი ვერ იაზრებს სექსუალური ხასიათის შეღწევის არსს და შედეგებს, იგი
ჩაითვლება უმწეო მდგომარეობაში მყოფად და ქმედება დაკვალიფიცირდება 137 მუხლით.
ქმედება - ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მხოლოდ მოქმედებაში, ანუ 16 წლის ასაკს
მიუღწევლის სხეულში ნებაყოფლობით სექსუალური ხასიათის შეღწევაში.
დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა სრულწლოვანი პირი 16 წელს მიუღწევლის სხეულში
ნებაყოფლობით განახორციელებს სექსუალური ხასიათის შეღწევას.
სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის მოტივი და მიზანი უმეტესად სექსუალური ხასიათისაა,
თუმცა შეიძლება სხვაგვარიც იყოს.
ბრალის ფორმის მიხედვით 140 მუხლი განზრახი დანაშაულია, კერზოდ, სახეზეა პირდაპირი
განზრახვა. სრულწლოვან პირს გაცნობიერებული აქვს რომ 16 წელს მიუღწევლის სხეულში
ახორციელებს სექსუალური ხასიათის შეღევას და სურს ეს.
მთავარია, პირმა ზუსტად იცოდეს სექსუალური პარტნიორის ასაკი (რომ იგი არაა მიღწეული 16
წელს), მაგრამ არაა აუცილებელი დადგინდეს, იცოდა თუ არა დამნაშავემ რა ასაკს მიუღწეველ
პირთანაა აკრძალული სექსუალური ხასიათის შეღწევა ამ პირის თანხმობის შემთხვევაში.
განსახილველი ნორმა კლასიკური დელიქტია და იგულისხმება, რომ მისი შინაარსი ყველასთვის
ცნობილია.

141. გარყვნილი ქმედება


სს-ივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიუღწეველი პირის ნორმალური ზნეობრივი განვითარება.
ამსრულებელი - სრულწლოვანი პირი
დაზარალებული შეიძლება იყოს 16 წელს მიუღწეველი პირი
ობიექტური მხრივ დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნეს მოქმედებით, რაც გამოიხატება
სრულწლოვნის გარყვნილ ქმედებაში 16 წელს მიუღწეველთან.
რით განსხვავდება გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი პირის სხეულში სექსუალური
შეღწევისგან (140)? 140 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემთხვევაში სრულწლოვანი
ნებაყოფლობით ახორციელებს სექსუალური ხასიათის შეღწევას 16 წელს მიუღწეველი პირის
სხეულში, ხოლო გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე დაზარალებულთან არ ამყარებს
სექსუალურ კონტაქტს, არამედ სხვაგვარი ქმედებით ახდენს მის გარყვნას.
გარყვნილი ქმედება თავისი გარეგანი გამოხატულების ხასიათის მიხედვით შეიძლება ორი სახის
იყოს: ფიზიკური ან ინტელექტუალური გარყვნილი ქმედება.
ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინ, როცა პირი 16 წელს მიუღწეველი მოზარდის
თვალწინ სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა პირთან ანდა
საკუთარ სხეულზე ახორციელებს ასეთი სახის ქმედებას. ეს სახეზე გვაქვს მაშინაც, როცა
დამნაშავე 16 წელს მიუღწეველ პირს ასწავლის, თუ როგორ უნდა განახორციელოს საკუთარ
სხეულზე გარყვნილი ქმედება, ან ხელით ეხება მის სხეულის ეროგენულ ნაწილებს, რა დროსაც არ
იყენებს ძალადობას.
ინტელექტუალური გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე თვითონ არ ახორციელებს
სექსუალური ხასიათის მოქმედებას. იგი 16 წელს მიუღწეველს ესაუბრება სექსუალური
ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რამაც შეიძლება მოზარდში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიოს.
სახეზე გვაქვს ეს მაშინაც, როცა პირი მოზარდს უჩვენებს პორნოგრაფიულ ნაწარმოებს.
დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი 16 წელს მიუღწეველთან ჩაიდენს
ინტელექტუალურ თუ ფიზიკურ გარყვნილ ქმედებას ძალადობის გარეშე.
სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის არ აქვს
მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ პირდაპირი განზრახვაა სახეზე.
პირს გაცნობიერებული აქვს რომ 16 წელს მიუღწეველთან ჩადის ისეთ ქმედებას, რომელიც
საყოველთაოდ მიღებული ზნეობის ნორმებით ფასდება როგორც გარყვნილება.

142. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა


სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის თავისუფლება და თანასწორობა, რომელიც განმტკიცებულია
საქართველოს კონსტიტუციით (14 მუხლი), ასევე სხვადასხვა საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და კონვენციებით.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში ან უმოქმედობაში, მძიმე შედეგში
(ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ
შედეგს შორის. უმოქმედობის მაგალითია, როცა ამა თუ იმ ერის წარმომადგენლებს არ უწევენ
მომსახურებას საყოფაცხოვრებო მომსახურების ამა თუ იმ დაწესებულებაში (აქ სახეზეა
დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება). მოქმედების
მაგალითია, როცა რომელიმე ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლებს დაბრკოლების შექმნით არ
აძლევენ საშუალებას ისარგებლონ ტრანსპორტით, მაღაზიაში მომსახურებით და სხვ.
თუ ადგილი აქვს ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევას იმ მიმართებით, რომ მან ვერ
განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლება, ქმედება საქმის
ფაქტობრივი გარემოების მიხედვით (კერძოდ, ადგილი აქვს ძალადობას თუ მუქარას)
დაკვალიფიცირდება 168 და არა 142 მუხლით. 168 მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის
დარღვევის კერძო შემთხვევას აწესრიგებს, ხოლო ზოგადი და კერძო ნორმის კონკურენციის დროს
იმარჯვებს კერძო ნორმა.
ობიექტური მხარისთვის აუცილებელი ნიშანია ის, რომ თანასწორუფლებიანობის დარღვევას
ადგილი აქვს რაიმე ნიშნით განსხვავებული პირის მიმართ. ეს ნიშნებია: სალაპარაკო ენა, სქესი,
ასაკი, მოქალაქეობა, წარმოშობა, დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ქონებრივი ან
წოდებრივი მდგომარეობა, რელიგია ან რწმენა, სოციალური კუთვნილება, პროფესია, ოჯახური
მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა
და გამოხატვა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულება.
თუ ზემოხსენებული ნიშნით პირის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ემსახურება
ლეგიტიმურ მიზანს, ასეთი ქმედება დანაშაულს არ წარმოადგენს.
ადამიანის უფლების არსებითი ხელყოფა შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალურ, ისე
მორალურ ზიანში. მაგალითად, მატერიალური ზიანი სახეზეა მაშინ, როცა ბაზრის მოვაჭრეები
საშუალებას არ აძლევენ რომელიმე უცხო ენოვან მოქალაქეებს, გამოიტანონ ბაზარზე თავიანთი
ნივთი გასაყიდად. მორალური ზიანი სახეზეა მაშინ, როცა რომელიმე ერის თუ რელიგიის
წარმომადგენლებს არ ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ სპექტაკლი, დაათვალიერონ მუზეუმი და
ა.შ. ხელყო თუ არა არსებითად ადამიანის უფლება თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტმა,
ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ მიყენებული
მატერიალური და მორალური ზიანის შეფასების შედეგად.
ამსრულებელია ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე
მოქალაქეობის არმქონე პირი და უცხოელი.
სუბიექტური მხრივ ამ დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ
აქვს. მოტივი შეიძლება იყოს ანგარება, შური, შურისძიება, სიძულვილი. მიზანი შეიძლება იყოს
სამაგიეროს მიზღვა და ა.შ.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ მისი ჩადენა შეიძლება როგორც
პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი
ქმედებით არღვევს ადამიანის თანასწორუფლებიანობას რასობრივი, ეროვნული თუ სხვა ნიშნის
მიხედვით, ითვალისწინებს რომ ამ ქმედებას მოჰყვება პირის უფლების არსებითი ხელყოფა და
სურს ეს შედეგი (ან ამ შედეგის გარდაუვალობას ითვალისწინებს), ან შეგნებულად უშვებს მის
დადგომას ან გულგრილია მის მიმართ.
142 2 მუხლის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება სამსახურებრივი
მდგომარეობის გამოყენებით. აქ სახეზეა სპეციალური სუბიექტი. იგი შეიძლება იყოს როგორც
მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ასევე კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი.
შემდეგი დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება, რამაც მძიმეა შედეგი გამოიწვია. ასეთი
შედეგი შეიძლება გამოიხატოს ოჯახის დანგრევაში, საცხოვრებელი ბინის დაკარგვაში, საწარმოო
პროცესის დიდი ხნით შეწყვეტაში, დიდ მატერიალურ ზარალში და ა.შ ამ შედეგების მიმართ
შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც გაუფრთხილებლობას, ისე განზრახვას.

1421. რასობრივი დისკრიმინაცია


სს-ივი დაცვის ობიექტია სხვადასხვა ერისა და რასის წარმომადგენელთა თავისუფლება და
თანასწორობა, ასევე სხვადასხვა კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის წარმომადგენელთა
თანასწორობა, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო
სამართლის ნორმებით. რასობრივი დისკრიმინაციის დამატებითი ობიექტია სხვა პირის
სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ობიექტური მხრივ რასობრივი დისკრიმინაცია გამოიხატება: ა) ისეთ ქმედებაში, რომელიც
ჩადენილია ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული
პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით. ბ) ადამიანის უფლებების პირდაპირ ან
არაპირდაპირ შეზღუდვაში ან გ) ადამიანისთვის უპირატესობის დაწესებაში, რასის, კანის ფერის,
სოციალური კუთვნილების, ეროვნული ან ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით.
ეროვნული ან რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების, ან ეროვნული პატივისა და
ღირსების დამცირების მიზნით ჩადენილი ქმედება შეიძლება გამოიხატოს რომელიმეს ერის
ღირსების საჯარო დისკრიმინაციაში, რაც გამოიხატება ამ ერის დამცირებაში მიუღებელი
ფორმით. მაგ. პირი საქვეყნოდ აცხადებს, რომ ეს ერი გამოირჩევა გონებრივი სიჩლუნგით, მისი
ადგილი არაა კულტურულ საზოგადოებაში. ასეთი ქმედება შეიძლება გამოიხატოს ასევე ამა თუ
იმ ერის სულიერი სიწმინდეებისადმი (მეჩეთი..) შეურაცხმყოფელ ქმედებაში, ამა თუ იმ ერის
კულტურული დაწესებულების მუშაობის შეფერხებაში დაბრკოლებების შექმნით და ა.შ
ადამიანის უფლებების პირდაპირი შელახვა სახეზეა მაშინ, როცა გამოდის ისეთი კანონი ან სხვა
ნორმატიული აქტი, რითაც ამა თუ იმ ერის, რასისა თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირს ეკრძალება
დაიკავოს თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. არაპირდაპირია შეზღუდვა, როცა რომელიმე
ეროვნული, რასობრივი თუ სხვა ნიშნის მიხედვით პირდაპირ და აშკარად პირი არ იზღუდება,
მაგრამ სხვა გარემოებების მომიზეზებით არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელოს თავისი
უფლება, მაგ. რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში რასის, კანის ფერის და სხვ. ნიშნის მიხედვით
სტუდენტების ცოდნას აფასებენ არაობიექტურად, მეტისმეტად მკაცრად. შედეგად ადგილი აქვს
მათ გარიცხვას. ამ დროს გარიცხვის მოტივი ოფიციალურად არ ჩანს და შენიღბულია თითქოსდა
არადამაკმაყოფილებელი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ სინამდვილეში ესაა ეროვნული თუ
სხვა ნიშნის მიხედვით ადამიანის დისკრიმინაცია.
რასობრივი თუ სხვა ნიშნით უპირატესობის მინიჭება შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირი, ისე
არაპირდაპირი გზით. უპირატესობის მინიჭება სახეზეა, როცა რომელიმე ეროვნული ან 1421
მუხლში ჩამოთვლილი სხვა ნიშნით ხდება პირთა დაწინაურება სამსახურებრივ საქმიანობაში,
პრემიების გაცემა, პრესტიჟულ მივლინებებში გაგზავნა და ა.შ
2014 წლის საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ რასობრივი დისკრიმინაცია ნაწილობრივ გახდა
მატერიალური დანაშაული. კერძოდ, რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით
ადამიანის უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება
დასჯად ქმედებად ითვლება მაშინ, როცა მან არსებითად ხელყო პირის უფლება. იგულისხმება
პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების არა უმნიშვნელო, არამედ არსებითი ხელყოფა
(დაკარგა სწავლის, ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება და სხვ.).
თუ ამ ქმედებას ეს შედეგი არ მოჰყვა, სახეზე არაა სს-ივი წესით დასჯადი ქმედება, თუმცა,
შესაძლოა, სახეზე იყოს სხვა სახის (მაგ. დისციპლინური) სამართალდარღვევა.
დანაშაულის ჩადენა შეიძლება როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. უმოქმედობით
შეიძლება ჩადენილ იქნეს უფლებების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეზღუდვა (სკოლებში არ
იღებენ რომელიმე ერის წარმომადგენლებს..).
ამსრულებელი შეიძლება იყოს 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.
სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს 1421 მუხლით კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ
აქვს. ასეთი მოტივი შეიძლება იყოს სიძულვილი სხვა ერისა თუ რასის მიმართ, შური, ანგარება..
ბრალის ფორმის მიხედვით რასობრივი დისკრიმინაცია განზრახი დანაშაულია. მისი ჩადენა
ხდება პირდაპირი განზრახვით, რაზეც მიუთითებს კონკრეტული მიზანი. ესაა ეროვნული ან
რასობრივი მტრობის ან განხეთქილების ჩამოგდების მიზანი, ან ეროვნული პატივისა და
ღირსების დამცირების მიზანი. ამ მიზნის გარეშე მოცემული დანაშაულის შემადგენლობა არ
გვაქვს, მაგრამ ამ დროს ქმედება შეიძლება დაკვალიფიცირდეს სხვა მუხლებით, მაგ.
ხულიგნობით (239), ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულით და ა.შ
თუ ამ ნიშნებით პირის უფლების შეზღუდვა დაკავშირებულია ამ ქმედების ჩამდენის პირად ან
ოჯახურ ცხოვრებასთან, 1421 მუხლის შემადგენლობა არ გვაქვს. რასობრივი დისკრიმინაციის
დროს ადგილი აქვს პირის ისეთი უფლებების შეზღუდვას, რომელიც დაკავშირებული არაა
დამნაშავის პირად ან ოჯახურ ცხოვრებასთან.

დამამძიმებელი გარემოებები:
სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის ანდა ასეთი ძალადობის
გამოყენების მუქარა;
სიცოცხლისთვის საშიშია ისეთი ძალადობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დაზარალებულის
სიკვდილი. მაგ. ძლიერი დარტყმა რაიმე ბლაგვი საგნით სიცოცხლისთვის საშიშ ორგანოებში,
სახეზე მომწამვლელი გაზის შეფრქვევა, ფანჯრიდან გადმოგდება და სხვ.
ჯანმრთელობისთვის საშიშია ისეთი ძალადობა, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს
ჯანმრთელობის ამა თუ იმ ხარისხის დაზიანება (მსუბუქი, ნაკლებად მძიმე ან მძიმე), მაგ. ცემა,
წამება და სხვ.
თუ გამოყენებულმა ძალადობამ გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე
დაზიანება, ქმედების კვალიფიკაცია 120 და 118 მუხლებით არაა საჭირო, მაგრამ თუ სახეზეა
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით), ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით - 1421 2 ა) და 117 მუხლებით.
ძალადობის მუქარა მდგომარეობს მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, რაც
შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, იარაღის დემონსტრირებით და ა.შ. მთავარია, ამ დროს
დაზარალებულს შეექმნას წარმოდგენა, რომ ეს მუქარა რეალურია.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება;


ისევე უნდა გავიგოთ, როგორც 142 2 ა) მუხლშია მოცემული.

ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ;


ჯგუფური დანაშაული უნდა გავიგოთ ისე, როგორც ეს გადმოცემულია 27 მუხლში. ის სახეზე
გვაქვს მაშინ, როცა 2 პირი მაინც უშუალოდ აღასრულებს 1421 მუხლით გათვალისწინებული
ქმედების შემადგენლობის რომელიმე ნაწილს. მაგ. მინისტრი და მოადგილე ამ სამინისტროს
აპარატში დაუმსახურებლად იღებენ საპასუხსაგებ თანამდებობაზე რომელიმე ერის
წარმომადგენლებს, რათა ძირითადად ამ ეროვნებისგან დაკომპლექტდეს სამინისტრო. ამ
შემთხვევაში ეს პირები იყენებენ სამსახურებრივ მდგომარეობას, მაგრამ ქმედების
კვალიფიკაციისას არაა საჭირო 1421 2 ბ) მუხლზე მითითება, რადგან მე-3 ნაწილი მოიცავს ამ
მუხლის მე-2 ნაწილის შემადგენლობასაც.

რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;


სხვა მძიმე შედეგში შეიძლება ვიგულისხმოთ ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე
დაზიანება, სხვადასხვა რასებსა თუ ერებს შორის შუღლის და კონფლიქტის ჩამოგდება,
შეიარაღებული შეტაკება ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებულ ადამიანებს შორის და სხვ. აქ
ჩამოთვლილი შედეგების მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებლობა და არა განზრახვა.
სახეზეა ორმაგი ანუ რთული ბრალი - განზრახვა 1421 მუხლის 1 ან 2 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების მიმართ და გაუფრთხილებლობა სიკვდილის ან სხვა მძიმე
შედეგის მიმართ.

1422. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა


ის ადამიანები, რომელთა ფიზიკური თუ ინტელექტუალური შესაძლებლობა შეზღუდულია,
არიან I, II და III ჯგუფის ინვალიდები. სახელმწიფოები კი ვალდებული არიან
განსაკუთრებულად დაიცვან მათი უფლებები, რათა ეს პირები არ აღმოჩნდნენ ცხოვრებისთვის
აუტანელ პირობებში. სწორედ ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო
ხელშეკრულებებით დადგენილია ინვალიდთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებები.
სს-ივი დაცვის ობიექტია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ის უფლებები, რომელიც
მას მინიჭებული აქვს კანონით ანდა საერთაშორისო ხელშეკრულებით.
დანაშაულის მსხვერპლად (დაზარალებულად) გვევლინება მხოლოდ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირი - ინვალიდი.
ობიექტური მხრივ იგი გამოიხატება:
 ქმედებაში - შშმ პირისთვის ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლების
განხორციელებაზე უარის თქმაში;
მართლზომიერად ჩაითვლება უარის თქმა იმ საქმიანობის შესრულებაზე, რომელიც
ინვალიდს ეკრძალება კანონით. მაგ. საწარმოს ხელმძღვანელი უარს ეუბნება 1-ლი ჯგუფის
ინვალიდს, რომელსაც სურს მიიღონ მიწისქვეშა სამუშაოზე. ასეთი უარი კანონიერია და ამ
მუხლის შემადგენლობას ვერ მოგვცემს.
ინვალიდისთვის კანონით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა სახეზეა,
როცა უარს ეუბნებიან უფასო მგზავრობაზე, როცა მას ამისი უფლება აქვს და ა.შ
 შედეგში - რამაც არსებითად ხელყო ინვალიდის უფლება;
აუცილებელია ქმედებას (უარის თქმას) მოჰყვეს გარკვეული შედეგი - ინვალიდის უფლების
არსებითი ხელყოფა. თუ რა უნდა ჩაითვალოს არსებით ხელყოფას, ეს სასამართლომ უნდა
გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებულის მორალური თუ
მატერიალური ზიანის შეფასების გზით. მატერიალური ზიანის შეფასებისას მხედველობაში
უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ქონებრივი ზიანის მოცულობა საზოგადოდ, არამედ თვით
დაზარალებულის ეკონომიკური მდგომარეობაც.
 მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
თუ ქმედებამ არ გამოიწვია პირის უფლებების არსებითი ხელყოფა, ამ დანაშაულის
შემადგენლობაც არ არსებობს. ამ დროს ქმედების ჩამდენი შეიძლება დაისაჯოს დისციპლინური
წესით.
ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
სუბიექტური მხრივ მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მოტივს აქვს.
უარის თქმა უნდა მოხდეს სწორედ ინვალიდობის მოტივით. თუ უარის თქმა სხვა მოტივითაა
განპირობებული, ამ დანაშაულის შემადგენლობა არ გვაქვს. მაგ. დაწესებულების ხელმძღვანელი
უარს ეუბნება ინვალიდს სამსახურში მიღებაზე უნდობლობის მოტივით, ამის საფუძველს კი
იძლევა ის ფაქტი, რომ ეს პირი არაერთხელაა დათხოვნილი სამუშაოდან შრომის დისციპლინის
უხეში დარღვევისთვის.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია, შეიძლება გვქონდეს როგორც პირდაპირი, ისე
არაპირდაპირი განზრახვა. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ უარს ეუბნება ინვალიდს იმ
უფლების განხორციელებაზე, რომელიც მას მინიჭებული აქვს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
ასევე ითვალისწინებს, რომ ამ უარის თქმას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ინვალიდის უფლების
არსებითი ხელყოფა და სურს ეს შედეგი ან შეგნებული აქვს ასეთი შედეგის გარდაუვალობა, ანდა
შეგნებულად უშვებს მის დადგომას.
დამამძიმებელი გარემოებები:
იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის;
ამ დროს პირი ნასამართლევია 142 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იმის
მიუხედავად, დამთავრებული იყო იგი თუ არა, ამსრულებელი იყო თუ თანამონაწილე. მთავარია,
ეს ნასამართლობა არ იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული ან არ იყოს სს-ივი
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული კანონის შესაბამისად.

იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;


ისევე უნდა გავიგოთ, როგორც 142 და 1421 მუხლების შესაბამისი დამამძიმებელი გარემოება.

იგივე ქმედება, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის გამოყენების მუქარა.


იგულისხმება ნებისმიერი მუქარა და ძალადობა იმის მიუხედავად, არის თუ არა იგი საშიში
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთი შეიძლება იყოს ცემა, თმებით თრევა და სხვა, რაც არ
იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას თუნდაც მსუბუქად.

იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია;


ისევე უნდა გავიგოთ, როგორც 142 მუხლში.

143. თავისუფლების უკანონო აღკვეთა


სს-ივი დაცვის ძირითადი ობიექტია ადამიანის ხელშეუხებლობა და მისი თავისუფალი
გადაადგილების უფლება, ხოლო ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს სხვა პირის სიცოცხლე,
ჯანმრთელობა და ღირსება.
ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
არ შეიძლება ამ დანაშაულის ამსრულებელი იყოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი,
ვისაც აქვს პირის დაკავების უფლება და ამ მომენტში იყენებს თავის სამსახურებრივ
მდგომარეობას. მაგ. თუ პოლიციელი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
უკანონოდ აღუკვეთავს თავისუფლებას პირს, ქმედება დაკვალიფიცირდება 147 მუხლით.
ობიექტური მხრივ იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში.
უმოქმედობითაა ეს დანაშაული ჩადენილი, როცა რომელიმე ბინაში ან დაწესებულებაში მყოფ
პირს არ უღებენ კარებს და არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას, რის გამოც
იგი იძულებულია დარჩეს ამ ბინაში თუ სადგომში. არ აქვს მნიშვნელობა დანაშაული ჩადენილი
იქნება ღია ცის ქვეშ თუ დახურულ სივრცეში.
დანაშაული დამთავრებულია სხვა პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტიდან და
არაა საჭირო, ამ ქმედებას მოჰყვეს რაიმე მძიმე შედეგი. სახეზეა ფორმალური შემადგენლობა.
თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ
გარემოებებში. მაგ. დამნაშავის შეპყრობისას, უკვე მომზდებული დანაშაულის ჩადენის თავიდან
ასაცილებლად.. შეიძლება განხორციელდეს კანონიერადაც, მაგ. ბრალდებულის დაკავება.
შეიძლება განხორციელდეს ადამიანის მოტაცებითაც.
თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეიძლება წინ უძღოდეს ადამიანის მოტყუებით მიყვანა იმ
ადგილას, სადაც ხდება მისი დამწყვდევა; ისეთი ძალადობის ან მუქარის გამოყენებით, რომელიც
არაა საშიში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის (გათოკვა, ხელის გადაგრეხა..).
არ ჩაითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად ისეთი შემთხვევა, როცა პირს წაუყენებენ
მოთხოვნას, არ გამოვიდეს სახლიდან და ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოკვლით
ემუქრებიან. აქ პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა გავიდეს ბინიდან (კარები არაა დაკეტილი,
ხელ-ფეხი არ აქვს შეკრული..). მაგრამ ის ფაქტი, რომ მკვლელობის მუქარით აიძულებენ არ
გამოვიდეს სახლიდან, უნდა შეფასდეს როგორც იძულება (150). ასეთ ფსიქიკური ძალადობა
მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება თავისუფლების უკანონო აღკვეთად, როცა ეს მუქარა
იმწუთიერია. მაგ. პირს თავზე ადგას ან კარებთან ელოდება შეიარაღებული ადამიანი, რომელიც
ურჩობის შემთხვევაში ემუქრება მოკვლით.
თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს
ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას და შემდეგ უწყვეტლივ
მიედინება. მისი ხანგრძლივობა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს.
ამ დანაშაულში შესაძლებელია როგორც თანაამსრულებლობა, ისე თანამონაწილეობა.
პეტრემ პავლეს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება - დაამწყვდია სარდაფში. მეორე დღეს კი
გადაწყვიტა მისი ტყეში წინასწარ გამზადებულ ორმოში ჩამწყვდევა. ამისთვის პეტრე
დაუკავშირდა მეგობარ გიორგის, აუხსნა საქმის მდგომარეობა და სთხოვა დახმარება. გიორგი
მივიდა საკუთარი მანქანით და ერთად გადაიყვანეს პავლე ტყეში. გიორგი არის
თანაამსრულებელი პეტრესთან ერთად.
პეტრე დაუკავშირდა მეგობარ გიორგის, აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა ავტომანქანა, რითაც
თავად პეტრემ გადაიყვანა მსხვერპლი ტყეში და ჩაამწყვდია ორმოში. გიორგი აქ არის
დანაშაულის თანამონაწილე, კერძოდ, დამხმარე.
დანაშაულის ჩადენის ხერხსა და საშუალებას არ აქვს მნიშვნელობა ქმედების
კვალიფიკაციისთვის, გარდა 143 3 ე) მუხლით გათვალისწინებული გარემოებისა - სიცოცხლისა
და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან მუქარით.
სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს,
თუმცა უნდა გამოირიცხოს ის მიზანი, რაც ახასიათებს მძევლად ხელში ჩაგდებას. მოტივი და
მიზანი შეიძლება იყოს ანგარება, ხულიგნური ქვენაგრძნობა, ეჭვიანობა და ა.შ.
ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ სახეზეა პირდაპირი განზრახვა -
პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღუკვეთს თავისუფლებას და სურს ეს.
დამამძიმებელი გარემოებები:
იგივე ქმედება, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
ასეთი ქმედებით რთულდება დაზარალებულის დაბრუნება თავის საცხოვრებელ ადგილას, ასევე
დამნაშავის გამოვლენა. და არსებობს საშიშროება, რომ დაზარალებული გახდეს ადამიანით
ვაჭრობის მსხვერპლი.

უცხოეთის ოფიციალური წარმომადგენლის ან საერთაშორისო-სამართლებრივ დაცვას


დაქვემდებარებულის მიმართ;
ასეთ პირებად უნდა ჩაითვალონ უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელები,
უცხო სახელმწიფოს მეთაურები, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში,
სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები, უცხო ქვეყნიდან აკრედიტებული დიპლომატები და მათი
ოჯახის წევრები და სხვ. მათ მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთამ შესაძლო გაართულოს
სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა.

იგივე ქმედება ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით;

იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;


27 2 მუხლის მიხედვით, ეს დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ
მასში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. აუცილებელია
ორი პირი მაინც წინასწარი შეთანხმებით უშუალოდ აღასრულებდეს ამ დანაშაულს, ანუ უნდა
ასრულებდეს მის ობიექტურ შემადგენლობას.

იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის;


ეს უნდა გავიგოთ 1422 2 ა) მუხლის შესაბამისად.

ორი ან მეტი პირის მიმართ;


ამას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირი ერთიანი განზრახვით ერთდროულად ან დროის მცირე
ინტერვალის დაშორებით აღუკვეთს თავისუფლებას 2 ან მეტ პირს. როცა ადგილი აქვს 2 ან მეტი
პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთას არა ერთიანი, არამედ ახლად აღმოცენებული
განზრახვით, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ____ მუხლებით. (დასაზუსტებელია ეს ok).
სასჯელი თითოეულ ეპიზოდზე დაინიშნება ცალ-ცალკე, ხოლო საბოლოო სასჯელი დაინიშნება
დანაშაულთა ერთობლიობისთვის დადგენილი წესით (59).
თუ პირი ცდილობდა 2 ან მეტი პირის თავისუფლების აღკვეთას, მაგრამ მოახერხა მხოლოდ
ერთის დაკავება, ხოლო სხვები ხელთ ვერ იგდო, სახეზე იქნება 2 ან მეტი პირის თავისუფლების
უკანონო აღკვეთის მცდელობა (19, 143 3 გ)
დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო
მდგომარეობაში მყოფის მიმართ;

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ან მუქარა;


ეს უნდა გავიგოთ ყაჩაღობისა და 1421 2 ა) მუხლის შესაბამისად.

ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ:


27 3 მუხლის თანახმად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორგანიზებული ჯგუფის მიერაა
ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა შეთანხმებულად
მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწაერ შეკავშირდნენ 1
ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად, ან რომლის მიზანია პირდაპირი ან არაპირდაპირი
ფინანსური ან მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
წინასწარ შეთანხმებული ჯგუფისგან იმით განსხვავდება, რომ ამ უკანასკნელს არ აქვს
სტრუქტურული ფორმა და შექმნილია დანაშაულის დაუყონებლივ ჩასადენად.

რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;


ისევე უნდა გავიგოთ როგორც 1421 3 ბ) მუხლშია მოცემული.

როცა პირის ქმედებაში არის 143 მუხლის როგორც 2, ისე 3 და 4 ნაწილის ნიშნები, ქმედება
დაკვალიფიცირდება მხოლოდ 4 ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტით, ხოლო ბრალდებაში
დაფიქსირდება 2 და 3 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი დამამძიმებელი გარემოება.

144. მძევლად ხელში ჩაგდება


სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი თავისუფლება და უშიშროება, რომელიც
გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
დეკლარაციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით.
სს-ივი დაცვის ობიექტია ასევე მე-3 პირთა (ორგანიზაციები და ფიზიკური პირები) თავისუფლება
და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ფაკულტატურ ობიექტს წარმოადგენს ადამიანის
ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ამსრულებელია 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი პირი.
მსხვერპლი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი. 144 2 ზ) და თ) ქვეპუნქტებში მოცემულია
სპეციალური ამსრულებლები.
ობიექტური მხრივ მძევლად ხელში ჩაგდება, ისევე როგორც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა
ხორციელდება ადამიანის თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო შეზღუდვით. იგი შეიძლება
განხორციელდეს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობით, რომელიც არაა საშიში სიცოცხლისთვის
ან ჯანმრთელობისთვის (144 1) ან რომელიც საშიშია სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის
(144 2 ი) ).
შესაძლებელია განხორციელდეს ძალადობის ან მუქარის გარეშეც, მაგ. პირს გამოკეტავენ
რომელიმე შენობაში, სადაც იგი თავისი ნებით მივიდა.
შეიძლება მოხდეს ფარულად ან აშკარად (სხვების თანდასწრებით).
მძევლად ხელში ჩაგდებულს შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტი და წართმეული აქვს
თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. განსხვავებით თავისუფლების უკანონო
აღკვეთისგან, მძევლის გათავისუფლება დამოკიდებულია იმაზე, შეასრულებენ თუ არა მე-3
პირები დამნაშავის მოთხოვნას.
მე-3 პირები შეიძლება იყვნენ ფიზიკური პირი (ნებისმიერი ადამიანი), ან ორგანიზაცია - კერძო
სამართლის ორგანიზაციები, რაშიც არ შედის საერთაშორისო ან რელიგიური ორგანიზაციები,
ასევე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, რადგან მათზე ულტიმატუმის წაყენების
შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება არა 144 არამედ 329 მუხლით.
მძევლად ხელში ჩაგდება ფორმალური დანაშაულია. იგი იწყება ადამიანის მძევლად ხელში
ჩაგდების მომენტიდან და შემდეგ უწყვეტად მიედინება (დენადი დანაშაული).
მნიშვნელობა არ აქვს მძიმე შედეგის დადგომას;
მნიშვნელობა არ აქვს მოასწრებს თუ არა დამნაშავე ულტიმატუმის წაყენებას მე-3 პირებზე. ასეთი
ულტიმატუმის წაყენების ფაქტი სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მხოლოდ სასჯელის
განსაზღვრისთვის.
მძევლად ხელში ჩაგდება თავის თავში მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა გამოძალვა და
იძულება. არ აქვს მნიშვნელობა, დამნაშავე თვითონ წაუყენებს ულტიმატუმს მესამე პირს თუ
დაზარალებულს აიძულებს ამას. სწორედ ამიტომ 144 მუხლის სანქცია უფრო მკაცრია ვიდრე
თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
მძევლად ხელში ჩაგდება გულისხმობს სამმხრივ ურთიერთობას - დამნაშავე, მძევალი, მესამე
პირი. ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთა ორმხრივ ურთიერთობას - დამნაშავე, მსხვერპლი.
თუ დამნაშავე გარკვეული ქმედების განხორციელებას მოითხოვს მსხვერპლისგან, და არა მესამე
პირისგან, ქმედება კვალიფიცირდება 143 და არა 144 მუხლით.
რადგან ეს დანაშაული დენადია, მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტამდე, შესაძლებელია
როგორც მასში თანაამსრულებლობა, ისე თანამონაწილეობა.
სუბიექტური მხრივ მძევლად ხელში ჩაგდება არის მიზნით დაფუძნებული დელიქტი. ე.ი 144
მუხლში აღწერილი მიზნის გარეშე ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება მძევლად ხელში ჩაგდებით.
კერძოდ, მძევლად ხელში ჩაგდება ხდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით
აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება. მძევლად
ხელში ჩაგდების თანამონაწილის ქმედების კვალიფიკაციისას გამოიყენება 25 4 მუხლი. მოტივს არ
აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ერთადერთი მოტივი აქ ანგარებაა, რომელიც
გათვალისწინებულია ამ მუხლის დამამძიმებელ გარემოებაში (იგი აქ ბრალის ნიშანია და არა
ქმედების ნიშანი).
დანაშაულის დამთავრებისთვის არ აქვს მნიშვნელობა მოასწრებს თუ არა დამნაშავე მესამე პირზე
ულტიმატუმის წარდგენას, მაგრამ ამ ქმედების ჩადენას, ცხადია, აქვს მტკიცების თვალსაზრისით
უდიდესი მნიშვნელობა
თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისას დამნაშავე ცდილობს დამალოს მის მიერ ჩადენილი
ქმედება, ხოლო მძევლად ხელში ჩაგდებისას დამნასავეს სააშკარაოზე გამოაქვს მის მიერ
ჩადენილი ქმედება, როცა წაუყენებს ულტიმატუმს მესამე პირს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი
აუცილებლად აცხადებს მის ვინაობას, მხოლოდ მის მიერ ჩადენილ ქმედებას ააშკარავებს.
ბრალის ფორმის მიხედვით განზრახი დანაშაულია, კერძოდ სახეზეა პირდაპირი განზრახვა.
არაპირდაპირი განზრახვა გამორიცხულია, ვინაიდან ეს არის ფორმალური დანაშაული და მისი
ჩადენა ხდება სპეციალური მიზნით. თუ კონკრეტული მიზანი გვაქვს, ესეიგი პირდაპირი
განზრახვაა სახეზე.
დამამძიმებელი გარემოებების ჩამომწერი არ ვარ, მაინც იგივეა.

1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)


ამ დანაშაულისგან სს-ივი დაცვის ობიექტია კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი
უფლება და თავისუფლება. კერძოდ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის
უფლება, ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობა, მისი უფლება, აირჩიოს საცხოვრებელი
ადგილი და საქმიანობის სფერო, მისი პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა. ფაკულტატური
ობიექტია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ადამიანით ვაჭრობის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.
ამ დანაშაულის განხორციელება გაივლის რამდენიმე ეტაპს:
ა) ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა ხელში ჩაგდება (ყიდვა, სხვაგვარი უკანონო გარიგების
განხორციელება, გადაბირება);
ბ) მათი თავმოყრა (გადამალვა, გადაცემა);
გ) მათი მსვლელობა (გადაყვანა, ტრანსპორტირება)
დ) მათი მიღება
სახეზეა რთული შემადგენლობა ალტერნატიული ქმედებით (ერთიანი დანაშაული).
ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ალტერნატიულ ქმედებაში (ყიდვა, გაყიდვა, სხვაგვარი უკანონო გარიგების განხორციელება,
გადაბირება, გადაყვანა და ა.შ)
ბ) ამ ქმედებათა განხორციელების ხერხში (მუქარა, ძალადობა ან იძულების სხვა ფორმა,
მოტაცება, შანტაჟი და სხვ.)
ობიექტური მხრივ იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს უმეტესწილად მოქმედებით, მაგრამ
გამორიცხული არაა უმოქმედობაც: ბინის მეპატრონემ შეიტყო, რომ მის ბინაში მოყვანილი პირები
არიან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი, მაგრამ არ ათავისუფლებს მათ (გადამალვა).
დანაშაული დამთავრებულია ნორმაში ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერთის ჩადენისთანავე
და არაა სავალდებულო რაიმე მძიმე შედეგის დადგომა. სახეზეა ფორმალური დანაშაული.

ადამიანის ყიდვა შეიძლება მოხდეს ფულის გადახდით, რაიმე ნივთში გაცვლით, ვალში
ჩათვლით. ყიდვის შემდეგ ადამიანი გადადის მყიდველის განკარგულებაში უვადოდ.
ადამიანის გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფულის მიღებით, რაიმე ნივთში გაცვლით ანდა
ვალის სანაცვლოდ.
ადამიანის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებაა სახეზე, როცა ადამიანის შემძენი მის
გამსხვისებელს ჰპირდება, რომ ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში, ან საკუთარი
შემოსავლიდან პერიოდულად გადაუხდის გარკვეულ პროცენტს, მოაწყობს მას სამუშაოზე, ხელს
შეუწყობს საზღვარგარეთ გამგზავრებაში და ა.შ. აუცილებელია, რომ უკანონო გარიგება
განხორციელდეს არა თავად მსხვერპლთან, არამედ მესამე პირთან. არაა აუცილებელი, რომ ამ
ქმედებებს თან ახლდეს რაიმე მართლსაწინააღმდეგო ხერხის გამოყენება.
ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება
აუცილებლად ჩადენილია სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ხერხის გამოყენებით. კერძოდ,
მუქარით, ძალადობით, ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით,
მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა
სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე
ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
მსხვერპლის მიღება ექსპლუატაციის მიზნით - აქ არაა აუცილებელი რომელიმე ზემოხსენებული
ხერხის გამოყენება.

ამ დანაშაულის ხერხებია:
მუქარა - ფსიქიკური ზემოქმედება (იძულება), რაც გამოიხატება ცემის, ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანების, სქესობრივი დანაშაულის ჩადენის, მოტაცების და სხვაგვარი ძალადობის მუქარაში.
მუქარა არ უნდა იყოს საშიში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ისეთი ფორმით უნდა
იყოს გამოთქმული, რომ ადამიანს გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში ან ეჭვი მაინც.
ძალადობა - ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება სხვადასხვა აგრესიული ქმედებით, მაგ. ცემა,
გათოკვა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, წამება და ა.შ
იძულების სხვა ფორმით მისი ჩადენა - იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა საზღვარგარეთ
მოტყუებით ჩაყვანილ პირს მართალია არ ართმევენ საიდენტიფიკაციო საშუალებას, არც
თავისუფლებას აღუკვეთავენ და არც ძალადობენ მასზე, მაგრამ განუცხადებენ, რომ თუ იგი მათ
არ დაემორჩილება, არ უზრუნველყოფენ მას თავშესაფრითა და სამუშაოთი.. და ამდენად ამ პირმა
თავად უნდა მიხედოს თავს, რასაც ვერ შეძლებს, ვინაიდან ფული არ აქვს, სამუშაოსაც ვერ იშოვის
რადგან არალეგალურადაა ჩასული. სხვა ფორმაში შეიძლება ასევე იგულისხმებოდეს
დაზარალებულის სისტემატიური დამცირება, აბუჩად აგდება, რათა ის იძულებული გახდეს
დაემორჩილოს დამნაშავეს ექსპლუატაციის გაწევაზე.
მსხვერპლის მოტაცება - იგულისხმება პირის ნების საწინააღმდეგოდ, დამნაშავისთვის
სასურველი მიმართულებით მისი გადაადგილება. მოტაცება დამთავრებულია მაშინ, როცა
დაზარალებულს დაძრავენ ადგილიდან სხვადასხვა ხერხისა და საშუალების გამოყენებით. მაგ.
ადამიანი შეკრეს, ჩასვეს მანქანაში ან მოტყუებით ჩასვეს და წაიყვანეს. იგი თავის თავში მოიცავს
თავისუფლების უკანონო აღკვეთას.
შანტაჟი - იგულისხმება სახელის გამტეხი ცნობების გახმაურების მუქარა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს
ცნობები მოგონილია თუ რეალური. მთავარია, რომ ეს სახელს უნდა უტეხდეს პიროვნებას
საზოგადოების თვალში და დაზარალებულს არ სურს მისი გახმაურება.
თაღლითობა - იგი ადამიანით ვაჭრობის ხერხია მაშინ, როცა დამნაშავე მოტყუებით ეუფლება
სხვის ნივთს და შემდეგ დაკარგული ქონების (მაგ. ფულის) ანაზღაურების პირობით
დაზარალებულს აბამს ექსპლუატაციაში, მაგ. პროსტიტუციაში და ამ გზით მართლაც უბრუნებს
(ან ჰპირდება რომ დაუბრუნებს) თაღლითობით დაკარგულ ქონებას. ქმედების
კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, აპირებდა თუ არა იგი თაღლითობით გამოწვეული
ზარალის ანაზღაურებას მსხვერპლის ექსპლუატაციაში ჩაბმის შედეგად მიღებული შემოსავლით.
მოტყუება - ამ დროს ადგილი აქცს ადამიანის შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა სახის დაპირებით.
უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება - მოცემულ შემთხვევაში უმწეო
მდგომარეობაში მყოფი პირი არაა ამ დანაშაულის მსხვერპლი, არამედ ამსრულებელია. უმწეო
მდგომარეობაში იმყოფება პირი, რომელსაც არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ვინმეს ან
გააცნობიეროს, რა ხდება მის თავს. სწორედ ამ მდგომარეობას იყენებს იგი ადამიანით
ვაჭრობისთვის. აქ იგულისხმება შემთხვევა, როცა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი
სპეკულირებს თავისი უმწეობით, გადაიბირებს სხვას, რომ იგი ჩაებას ექსპლუატაციაში და ამას
ამართლებს მისი უმწობის გამო შექმნილი ოჯახური სიდუხჭირით. ძალაუფლების ბოროტად
გამოყენებაში იგულისხმება კრიმინალური ავტორიტეტის ძალაუფლება, რომელსაც ის იყენებს
ადამიანით ვაჭრობის განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში სათანადო პირების არსებობისას 1431
მუხლთან ერთად კვალიფიკაცია უნდა მოხდეს 2231 მუხლით ან 2241 მუხლით.
საზღაურის ან სარგებლის მიცემა ან მიღება იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა
პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია - საზღაურის მიცემაში იგულისხმება ფულის ან სხვა
მატერიალური ფასეულობის გადაცემა იმ პირზე, ვისაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვა
პირზე და აიძულოს იგი ექსპლუატაციაში ჩაბმაზე. სარგებლის მიცემა კი ნიშნავს ამ პირზე ისეთი
ნივთის უფასოდ მიცემას ან ისეთი მომსახურების უფასოდ გაწევას, რაზეც საერთოდ თანხაა
გადასახდელი. მაგ. თვითმფრინავის ბილეთის ჩუქება, ბინის უსასყიდლოდ გარემონტება და ა.შ
საზღაურის ან სარგებლის მიღებაში იგულისხმება ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის,
ქონებრივი ან არაქონებრივი სარგებლის აღება.

ადამიანით ვაჭრობის ქმედებებია:


გადაბირება - პირის დაყოლიება ექსპლუატაციაში.
გადაყვანა - პირის წაყვანა თავისი საცხოვრებელი ადგილიდან სხვა მიმართულებით, რათა
მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში. გადაყვანისას
დამნაშავე ხელს უწყობს მსხვერპლს საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში, ტრანსპორტით
უზრუნველყოფაში ანდა თან ახლავს მსხვერპლს გადაყვანისას.
გადამალვა - ამ დროს პირი მალავს ადამიანს ზემოთ მითითებული ხერხების გამოყენებით, რათა
მომავალში მოხდეს მისი ჩაბმა ექსპლუატაციაში. გადამალვა თავის თავში მოიცავს ადამიანის
თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამატებით კვალიფიკაციას 143 მუხლით არ საჭიროებს.
ადამიანის დაქირავება - ის შემთხვევაა, როცა ადამიანი ქირავდება როგორც ნივთი და საზღაური
გადაეცემა არა თავად დამქირავებელს, არამედ მის „მესაკუთრეს“, რომელსაც იგი ნაყიდი ჰყავს,
როგორც მონა. ისეთი შემთხვევაც, როცა მართალია შესასრულებელი სამუშაოს საზღაური მიეცემა
თავად დაქირავებულს, მაგრამ ეს საზღაური არაადეკვატურია შესასრულებელ სამუშაოსთან
მიმართებაში. ე.ი ადამიანის დაქირავება ხდება ექსპლუატაციის მიზნით.
ტრანსპორტირება - ტრეფიკინგის მსხვერპლის გადაყვანა ერთი ქვეპუნქტიდან მეორეში
ნებისმიერი სახის ტრანსპორტის გამოყენებით. ამსრულებელია ის, ვინც მართავს ამ ტრანსპორტს
და გაცნობიერებული აქვს საქმის არსი.
გადაცემა - მსხვერპლის ჩაბარებას სხვა პირზე თუნდაც დროებით გადამალვისთვის მომავალში
მისი ექსპლუატაციის მიზნით.
ადამიანის შეფარება - საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, სადაც ოფიციალური სამუშაოს
(კონტრაქტით) შოვნა არაა ადვილი. ამიტომ თუ ვინმე მშიერს შეიფარებს და სიკვდილის
განსაცდელისგან იხსნის თუნდაც გარკვეული სამუშაოს შესრულების პირობით, მისი ქმედება არ
უნდა ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ. ასეთი პირის ექსპლუატაციაში ჩაბმისთვის არაა
საჭირო ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა მუქარა, ძალადობა და სხვა ძალმომრეობითი
ხერხი, რადგან იგულისხმება რომ შეფარებული პირი ისედაც ნებაყოფლობით თანხმდება
შეთავაზებულ სამუშაოზე.
მოვიყვანოთ მაგალითი: ა დაპირდა განსაცდელში მყოფ ბ-ს, რომ თუ იგი შეასრულებდა მძიმე
ფიზიკურ სამუშაოს, მისცემდა მას თავშესაფარს და თანაც სათანადო ანაზღაურებას.
სინამდვილეში კი არ აპირებდა ანაზღაურების მიცემას. აქ სახეზეა არა შეფარება, არამედ
გადაბირება მოტყუებით, რადგან პირი თანხმობას აცხადებს იმიტომ რომ მისცემენ ანაზღაურებას
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისცემენ თავშესაფარს. თუ იგი თანახმაა მხოლოდ თავშესაფრისა
და საკვებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, სახეზეა შეფარება.
ადამიანის მიღება ექსპლუატაციის მიზნით - როცა პირი სხვის მიერ უკვე გადაბირებულ ადამიანს
მიიღებს ექსპლუატაციის გასაწევად. ამდენად, იმას, ვინც მიიღო ადამიანი ექსპლუატაციისთვის,
თავად არ გამოუყენებია იძულება, შანტაჟი ან სხვა ხერხი მისი გადაბირების, გადაყვანისა თუ
გადამალვისთვის, თანაც არ ყოფილა ორგანიზებული დაჯგუფების წევრი. მისი დანაშაულებრივი
ქმედება გამოიხატება იმაში, რომ სხვა პირის მიერ გადაბირებულ ადამიანს იღებს ექსპლუატაციის
მიზნით.
სუბიექტური მხრივ მოტივს კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა. მიზანი კი არის
ექსპლუატაციის მიზანი. მას უმეტეს შემთხვევაში მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა აქვს.
როდესაც ადამიანის გადაბირებას, გადაყვანას და ა.შ თან არ ახლავს ექსპლუატაციის მიზანი,
ქმედების ამ მუხლით კვალიფიკაცია გამორიცხულია.
ადამიანის ყიდვის, გაყიდვის ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებისას
მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ ამ ქმედების ჩადენის მიზანს. ანუ პირის ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს ადამიანით ვაჭრობად იმის მიუხედავად, ამოძრავებდა თუ არა
ექსპლუატაციის მიზანი. ადამიანს უნდა ეპყრობოდნენ როგორც ნივთს.

ადამიანით ვაჭრობა უნდა განვასხვაოთ პროსტიტუციაში ჩაბმისგან (253):


1. 253 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წინ არ უძღვის 1431 მუხლით
გათვალისწინებული ქმედებები (ადამიანის ყიდვა, გაყიდვა და ა.შ).
2. 253 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის
პროსტიტუციაში ჩაბმაში და დამთავრებულია მაშინ, როცა დამნაშავე პირს უკვე ჩააბამს
პროსტიტუციაში. 1431 მუხლის ობიექტური მხარე კი არ გულისხმობს პირის პროსტიტუციაში
ჩაბმას, ამ დანაშაულის ჩამდენს მხოლოდ შეიძლება მომავალში ჰქონდეს მიზნად პირის ჩაბმა
ამ საქმიანობაში. ე.ი ქმედების 1431 მუხლით კვალიფიკაციისთვის არაა აუცილებელი მოხდეს
პირის ექსპლუატაციაში რეალურად ჩაბმა.
3. ადამიანით ვაჭრობისას პროსტიტუციაში ჩაბმული პირი ფაქტობრივად დამნაშავის
„საკუთრებაში“ გადადის, როგორც ცოცხალი ნივთი. დამნაშავე წარმართავს მისი ცხოვრების
წესს, ისაკუთრებს და განკარგავს პროსტიტუციის შედეგად მიღებულ შემოსავალს პირადი
მიზნის შესაბამისად. მსხვერპლს შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილების
შესაძლებლობა, ახლობლებთან კავშირი და ა.შ. ეს კი არაა დამახასიათებელი პროსტიტუციით
ჩაბმისთვის (253).

დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაკვალიფიცირდეს შემთხვევა, როცა ადამიანის


იძულებისთვის დამნაშავე ჩადის ძალადობით სქესობრივ დანაშაულს (მაგ. გაუპატიურება).
როცა ამსრულებელი მსხვერპლს ჩააბამს რომელიმე დანაშაულებრივ ქმედებაში (მაგ. მკვლელობა),
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით - 1431 მუხლით და მკვლელობის
წაქეზებით ან ორგანიზებით. ხოლო როცა მსხვერპლი მოქმედებს ბრალის გამომრიცხავ
გარემოებებში (მაგ. მკვლელიბისას მისი ნება პარალიზებული იყო იმწუთიერი მუქარით), მაშინ
ექსპლუატატორი თავად იქნება ამ დანაშაულის შუალობითი ამსრულებელი.
1441. წამება
წამებისგან სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა როგორც ფიზიკური, ისე
ფსიქიკური თვალსაზრისით. დამატებითი ობიექტია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა,
რომელიც დაკავშირებულია ადამიანის პირად, ოჯახურ თუ სხვაგვარი საიდუმლოების
დაცვასთან, ასევე ადამიანთა თანასწორუფლებიანობა.
წამების ობიექტური მხარე გამოიხატება:
ა) ქმედებაში (მოქმედებასა ან უმოქმედობაში)
ბ) შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური ან მორალური ტანჯვა)
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.
სახეზეა მატერიალური დანაშაული.
მსხვერპლი შეიძლება იყოს როგორც ის პირი, ვისგანაც დამნაშავე ცდილობს ინფორმაციის,
მტკიცებულების ან აღიარების მიღებას, ასევე მისი ნათესავი ან მატერიალურად ან სხვაგვარად
დამოკიდებული პირი.
წამება შეიძლება გამოვლინდეს ორგვარად: მყისიერი ქმედებით (მაგ. ფრჩხილის უეცარი
ამოძრობა..) და დროში გაწელილი ქმედებით (მაგ. ფეხის გულებში წვეტიანი საგნის ჩხვლეტა
გარკვეული დროის განმავლობაში..).
როგორ უნდა გავიგოთ „ისეთი პირობების შექმნა ან ისეთი მოპყრობა“ ?
პირობების შექმნა გარეგნულად არააგრესიულ ქმედებაში გამოიხატება. მაგ. პირისთვის
ადამიანური ცხოვრების პირობების მოსპობა. კერძოდ, როცა მას არ აქვს საშუალება დაიძინოს,
იკვებოს ნორმალურად.. მაგ. პირს ათავსებენ გვამებით მოფენილ ოთახში და ა.შ
მოპყრობა გულისხმობს უფრო აქტიურ და აგრესიულ ქმედებას. მაგ. სისტემატიური ცემა,
სხვადასხვა ძალადობა.. ეს ქმედებები წამების ობიექტურ მხარეს მხოლოდ მაშინ მოგვცემს, თუ
იგი გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათით, ან ინტენსივობით ან ხანგრძლივობით და სწორედ
ამგვარი თვისების გამი იწვევს მძიმე შედეგს. თუ ქმედება არ გამოირჩევა არც თავისი ხასიათით
არც ინტენსივობით და არც ხანგრძლივობით, ამას წამებად ვერ ჩავთვლით და შეიძლება ქმედება
დაკვალიფიცირდეს 126 მუხლით.
რა იგულისხმება ქმედების ხასიათში, ინტენსივობასა და ხანგრძლივობაში?
ქმედების ხასიათში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა ეს ქმედება ერთჯერადად ჩადენის
შემთხვევაშიც იწვევს 1441 მუხლში მითითებული შედეგებიდან ერთ-ერთს. მაგ. ფრჩხილის
ამოძრობა, ადუღებულ წყალში პირის იძულებით ჩასმა.. ეს ქმედებები შეიძლება არ
გამოირჩეოდეს დიდი ინტენსივობით ან ხანგრძლივობით, მაგრამ ისეთი ხასიათისაა, რომ
დაზარალებულში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან ფსიქიკური ტანჯვა.
ქმედების ინტენსივობაში იგულისხმება ძალადობის ხარისხი და მისი უწყვეტობა. მაგ. პირის
დიდი ხნით თავდაყირა დაკიდება, ანდა ცემა ისეთი ძალით და ისეთ ორგანოებში, რომელიც ამ
ძალადობის შეწყვეტის შემდეგაც ხანგრძლივ ფიზიკურ ტკივილს ტოვებს.
ქმედების ხანგრძლივობაში იგულისხმება შემთხვევა, როცა თავად ქმედება ცალკე აღებული არც
ხასიათითაა გამორჩეული და არც ინტენსივობით, მაგრამ გრძელდება იმდენად ხანგრძლივად,
რომ იწვევს ამ ნორმაში მითითებულ რომელიმე შედეგს. მაგ. პირს რამდენიმე დღის განმავლობაში
აიძულებენ იდგეს ცალ ფეხზე და ა.შ
წამებას შედეგად უნდა მოჰყვეს ნორმაში მითითებული ერთ-ერთი შედეგი:
ძლიერი ფიზიკური ტკივილი. შევადაროთ იგი 126 მუხლით გათვალისწინებულ შედეგს -
ფიზიკურ ტანჯვას. ფიზიკური ტანჯვა ნიშნავს ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილით გამოწვეულ
წუხილს. ძლიერია ფიზიკური ტკივილი, როცა აუცილებელი გახდება ტკივილგამაყუჩებელი
წამლის გამოყენება, ვინაიდან ასეთი წამლის მიუცემლობა საფრთხეს შეუქმნის ავადმყოფის
ჯანმრთელობას (შოკური მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად) ანდა ტკივილი, რასაც მოჰყვა
მსხვერპლის გონების დაკარგვა.
ფსიქიკური ტანჯვა. ფსიქიკურ ტანჯვად უნდა ჩაითვალოს ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს
ადამიანის ნერვული სისტემის ისეთ მოშლას, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში კარგავს
სულიერ სიმშვიდეს და იწვევს სულიერ განცდას - წვალებას. მაგ. პირს სისტემატიური ძალადობის
შედეგად ნევროზი ემართება.
მორალური ტანჯვა. იგი არაა დაკავშირებული ნერვული სისტემის დაზიანებასთან, მაგრამ
ადამიანში იწვევს ღირსების დაქვეიტებას და არასრულფასოვნების ისეთ კომპლექსს, როცა პირი
გაურბის სოციუმთან კონტაქტს და ხდება ჩაკეტილი თავის თავში.

სუბიექტური მხრივ წამებისთვის აუცილებელია სპეციალური მიზნის არსებობა (მიზნით


დაფუძნებული დელიქტი). ეს მიზანია: ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება,
პირის დაშინება ან იძულება ანდა პირის დასჯა მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან
სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის. მიაღწევს თუ არა პირი ამ მიზანს, ქმედების
კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. მოტივს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა არ აქვს.
ბრალის ფორმის მიხედვით წამება განზრახი დანაშაულია, კერძოდ სახეზეა პირდაპირი
განზრახვა.

1443. დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.


სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი
და ღირსება. დამეტებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა.
ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, შედეგში (ძლიერი ფიზიკური ტკივილი ან მორალური
ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მატერიალური შემადგენლობაა.
ობიექტური მხარეა პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის
შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება.
დამცირება ისეთი ქმედებაა, როგორიცაა სახეში შეფურთხება, ტანსაცმლის შემოხევა და ა.შ.
იძულება ნიშნავს ადამიანზე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას, რაც მიმართულია იქითკენ,
რომ მან შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-
სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. 1443 მუხლში მოცემული იძულება უნდა განვასხვაოთ
150 მუხლში მოცემული იძულებისგან. 1443 მუხლში მოცემულ იძულებას შედეგად უნდა მოჰყვეს
ძლიერი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა, რაც არ ახასიათებს 150
მუხლს.
არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება შეიძლება გამოიხატოს იგივე ქმედებაში, რაც
დამახასიათებელია წამებისთვის (1441), მაგრამ განსხვავება ისაა, რომ 1443 მუხლში დამნაშავეს არ
ამოძრავებს ის მიზნები, რაც აუცილებელია ქმედების წამებად კვალიფიკაციისთვის
(ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება..).
ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება გამოიხატება ისეთი ქმედების
ჩადენაში, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანებისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს. მაგ.
ადამიანის ქუჩაში გაგდება ნახევრად შიშველ / სრულიად შიშველ მდგომარეობაში..
ზემოთ განხილულ ქმედებებს შედეგად უნდა მოჰყვეს ძლიერი ფიზკური ან ფსიქიკური ტკივილი
ან მორალური ტანჯვა.
ამსრულებელია 14 წელს მიღწეული ნებისმიერი შერაცხადი პირი.
სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შეიძლება როგოც პირდაპირი,
ისე არაპირდაპირი განზრახვით.

150. იძულება
სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული
თავისუფლება, კანონის ფარგელებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ობიექტური მხრივ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო
შეზღუდვაში, კეროდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს
მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება (შედეგგარეშე ანუ ფორმალური დანაშაული)
ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების შეზღუდვა უნდა იყოს უკანონო. თუ იძულება
მართლზომიერია, ამ მუხლით ვერ დავაკვალიფიცირებთ.
დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება:
1.პირის ფიზიკურ იძულებაში;
2. პირის ფსიქიკურ იძულებაში.
თუ პირის თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა სხვა ხერხის ან საშუალების გამოყენებით
იზღუდება (მაგ. მოტყუებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით..) მაშინ 150 მუხლის
შემადგენლობა არ გვაქვს.
ფიზიკურ იძულებაში იგულისხმება მისი გათოკვა, ხელების გაკავება, ხელიდან რაიმე
დოკუმენტის ან სხვა საგნის გამოგლეჯა, ცემა, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.
როცა გამოყენებულ იძულებას შედეგად მოჰყვება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, მძიმე
დაზიანება ან სიკვდილი, ქმედება დაკვალიფიცირდება დანაშაულთა ერთობლიობით.
ფსიქიკური იძულება იგივე მუქარაა. იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის: მოკვლის,
ჯანმრთელობის დაზიანების, ადამიანის გატაცების და სხვ. აქ მუქარა უფრო ფართოდაა
გაგებული, ვიდრე 151 მუხლში.
როცა ძალადობის სამომავლო მუქარით პირს დაიყოლიებენ ნარკოტიკის უკანონო მოხმარებაში,
ქმედება დაკვალიფიცირდება არა 150 არამედ 272 მუხლით, თუ მან რეალურად მიიღო
ნარკოტიკის ერთი დოზა მაინც. მაგრამ თუ დამნაშავემ ვერ მიაღწია მიზანს, მაშინ ქმედება
დაკვალიფიცირდება 150 მუხლით.
სუბიექტური მხრივ დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს,
იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. მიზანს კი მნიშვნელობა აქვს - იძულების
მიზანია სხვა პირს ჩაადენინოს რაიმე ქმედება ან საკუთარ თავზე გამოაცდევინოს მისი ნება-
სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. მიაღწია თუ არა მიზანს დამნაშავემ, ამას
კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება.

151. მუქარა
ამ დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით,
თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის
განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. დაზარალებული კარგავს სიმშვიდეს, ერღვევა
მყუდროება და ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან.
სს-ივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო
გარემოში ცხოვრების უფლება.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება:
ა) მოქმედებაში, კერძდ მუქარაში (უმოქმედობით ამ დანაშაულის ჩადენა შეუძლებელია);
ბ) შედეგში - შიში;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული.
151 მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულია. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის
მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ
გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას (ძალადობითი სქესობრივი დანაშაულის მუქარა,
ადამიანის მოტაცების მუქარა, ქონების დაზიანების მუქარა..).
როდის ჩაითვლება მსხვერპლის შიში საფუძვლიანად? ამის დასადგენად სასამართლომ უნდა
იხელმძღვანელოს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური კრიტერიუმებით. ანუ მუქარის
საფუძვლიანობის შესაფასებლად უნდა წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი და
განსაზღვროს, ჩათვლიდა თუ არა ასეთი ადამიანი ამ მუქარას რეალურად. თუ იმას, ვისაც
ემუქრებოდნენ, შიში არ გასჩენია, მუქარა საზოგადოდ საფუძვლიანი შიშის მომგვრელიც რომ
იყოს, დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვაქვს.
როცა მუქარა არის სხვა რომელიმე დანაშაულის შემადგენელი ნაწილი, ქმედება არ
დაკვალიფიცირდება მუქარით, რადგანაც მთელი და ნაწილი ნორმის კონკურენციისას
უპირატესობა ენიჭება მთელ ნორმას. მაგ. გაუპატიურება ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის
მუქარით, დაკვალიფიცირდება 137 მუხლით.
ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ იძულება და მუქარა:
1. იძულება შეიძლება განხორციელდეს მუქარის გამოყენებით, მაგრამ იძულებისთვის მუქარა
არაა ერთადერთი ხერხი (შეიძლება განხორციელდეს ძალადობითაც)
2. იძულებისას მუქარა არის ერთ-ერთი ხერხი და საშუალება იმისთვის, რომ დაზარალებულს
შეასრულებინონ რაიმე ქმედება, ანდა საკუთარ თავზე გამოაცდევინონ თავისი ნება-სურვილის
საწინააღმდეგო ზემოქმედება. ხოლო მუქარის დროს დამმუქრებელს არ აქვს ასეთი მიზანი.
მისი ერთ-ერთი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ პირის დაშინება. ამიტომ როგორც წესი
არანაირ ქმედებას არ მოითხოვს მსხვერპლისგან, ან შეიძლება ითხოვდეს ისეთ ქმედებას, რისი
შესრულების ვალდებულებაც მას აკისრია.
ამსრულებელია ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.
სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ
აქვს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს
სამომავლოდაც კი შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად ამ მუქარის განხორციელება, არამედ მხოლოდ
პირის დაშინება სურდეს.
ბრალის ფორმის მიხედვით მუქარა არის განზრახი დანაშაული.
თუ გაუფრთხილებლობა გვაქვს სახეზე, პირს სს-ივ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებთ. მაგ.
პეტრეზე განაწყენებულმა პავლემ თავის მეგობარს ივანესთან თქვა რომ პეტრეს მოკლავდა. ეს
ამბავი ივანემ პეტრეს მიუტანა, რომელსაც დაეუფლა მოკვლის შიში. ვინაიდან პავლეს არ ჰქონდა
გაცნობიერებული პავლეს დაშინება, მას მუქარა ვერ შეერაცხება.

1511. ადევნება
სს-ივი დაცვის ობიექტია პირის უფლება, დაცული იყოს სხვა პირთა მხრიდან არასასურველი
კომუნიკაციისგან, უფლება, იცხოვროს მშვიდ გარემოში.
ამსრულებელია ნებისმიერი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი.
ობიექტური მხარე გამოიხატება ალტერნატიულ ქმედებებში, ალტერნატიულ შედეგსა და
ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირში.
სახეზეა ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით, საიდანაც თითოეული
განხორციელებული უნდა იყოს სისტემატიურად, ანუ მინიმუმ სამჯერ დროის მცირე
ინტერვალის დაშორებით. ეს ქმედებებია:
ა) დაზარალებულის ან მისი ოჯახის წევრის ან დაზარალებულის ახლო ნათესავის უკანონო
თვალთვალი.
ეს შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულზე სისტემატიურ ადევნებაში თვალთვალის მიზნით, ე.ი
იმ მიზნით, რათა დამნაშავისთვის ცნობილი გახდეს მსხვერპლის თითოეული ნაბიჯი,
საცხოვრებელ ბინასთან თუ სამუშაო ადგილას სისტემატიურ თვალთვალში როგორც სათანადო
ტექნიკის (ჭოგრიტი..), ისე მის გარეშე.
ბ) მათთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა
საშუალებით.
აქაც ქმედება სისტემატიურად უნდა იყოს ჩადენილი. იგულისხმება შემთხვევა, როცა დამნაშავე
პირისპირ, ტელეფონისა თუ ინტერნეტის საშუალებით სისტემატიურად ლანძღავს და
შეურაცხყოფს პირს, აშინებს მას ადევნებით, აშინებს რომ მოუკლავს შინაურ ცხოველს და სხვ. არ
აქვს მნიშვნელობა აპირებდა თუ არა დამნაშავე ამ მუქარის განხორციელებას. ამას შედეგად უნდა
მოჰყვეს ნორმაში მითითებულთაგან ერთ-ერთი შედეგი.
გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება.
იგულისხმება დაზარალებულის ოჯახის წევრებთან ისეთი სისტემატიური კონტაქტი, რომლის
მიზანია დამნაშავემ გაარკვიოს დაზარალებულის ადგილსამყოფელი და მოძრაობის მარშრუტი,
ვისთან აქვს ურთიერთობა და ა.შ. იგულისხმება ასევე დაზარალებულის მოძრაობისას
სისტემატიური დაბრკოლების შექმნა (მანქანით წინ გადადგომა და ა.შ).

იწვევს შემდეგ შედეგებს:


ა) იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას. დადგა თუ არა ეს შედეგი, ამას გადაწყვეტს ექსპერტიზა.
ბ) ძალადობის გამოყენების ანდა ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს პირის ან მისი ოჯახის
წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ.
გ) პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს.
დ) უქმნის მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას.

ეს ნორმა უნდა გაიმიჯნოს იძულებისა და მუქარისგან.


იძულებისგან იგი განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
1. იძულებისას პირი იყენებს ფსიქიკური ან ფიზიკური ზეწოლის ხერხს იმ მიზნით, რომ
აიძულოს დაზარალებული, შეასრულოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს ამისგან. ხოლო
ადევნებისას არაა აუცილებელი დამნაშავეს ეს მიზანი ამოძრავებდეს.
2. იძულებისას ეს ქმედება ერთჯერადი ხასიათისაა და არაა აუცილებელი სისტემატურობა, რაც
აუცილებელია ადევნებისას
3. იძულებისას არაა აუცილებელი რაიმე მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - იგი
დამთავრებულია იძულების მომენტიდან, ხოლო ადევნებისას აუცილებლად უნდა დადგეს
მუხლში მითითებული მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
მუქარისგან იგი განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
1. მუქარა აუცილებლად დაკავშირებულია პირზე ფსიქიკურ ზემოქმედებასთან, რაც გამოიხატება
სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ეს კი
არაა აუცილებელი ადევნებისას~
2. მუქარისთვის არაა აუცილებელი სისტემატიურობა, იგი ერთჯერადი ქმედებაა ადევნებისგან
განსხვავებით
3. მუქარას შედეგად მოსდევს მხოლოდ ერთი შედეგი - საფუძვლიანი შიში, ხოლო ადევნებას -
ნორმაში მითითებული რამდენიმე შედეგიდან ერთ-ერთი.
სუბიექტური მხრივ მოტივსა თუ მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, როგორც პირდაპირი ისე
არაპირდაპირი განზრახვა.
XXII თავი: დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და
ხელშეუხებლობის წინააღმდეგ
საქართველოს სსკ 22-ე თავში მოცემულია სქესობრივი დანაშაულები, ე.ი ისეთი
მართლსაწინააღმდეგო და განზრახი ქმედებები, რომელიც ხელყოფს სხვის სქესობრივ
თავისუფლებას ან ხელშეუხებლობას, ასევე მოზარდთა ნორმალურ ზნეობრივ და ფიზიკურ
განვითარებას. ესენი არის ამ ჯგუფის დანაშაულთაგან სს-ივი დაცვის სახეობითი ობიექტები.
სქესობრივი თავისუფლება ნიშნავს პირის უფლებას, საკუთარი სურვილით აირჩიოს (ან არ
აირჩიოს) სქესობრივი პარტნიორი. იგი, როგორც სს-ივი დაცვის ობიექტი, დამახასიათებელია
შემდეგი დანაშაულებისთვის: გაუპატიურება, სექსუალური სხვაგვარი ქმედება, პირის სხეულში
სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების იძულება (137,
138, 139).
სქესობრივი ხელშეუხებლობა ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან (მაგ.
მცირეწლოვანთან) სქესობრივი კავშირი კანონით აკრძალულია მისი თანხმობის შემთხვევაშიც კი.
იგი სს-ივი დაცვის ობიექტია ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა მცირეწლოვნის გაუპატიურება
(137 4), სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება მცირეწლოვანთან (138 4), სქესობრივი კავშირი
16 წელს მიუღწეველთან (140), შეურაცხადის გაუპატიურება.
მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ ზნეობრივ და
ფიზიკურ განვითარებას, რაც ამ დანაშაულისგან (141) სს-ივი დაცვის ძირითად ობიექტად უნდა
ჩაითვალოს.
დაზარალებული სქესობრივ დანაშაულებში შეიძლება იყოს როგორც ქალი, ისე კაცი, როგორც
სრულწლოვანი (137, 138, 139), ისე არასრულწლოვანი (140, 141 და სხვ.)
ამსრულებელი ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი
(137 1, 138 1, 139), ზოგ შემთხვევაში საქმე გვაქვს სპეციალურ ამსრულებელთან (137 2 ა..)
ობიექტური მხრივ სქესობრივი დანაშაულები შეიძლება ჩადენილ იქნეს, როგორც წესი,
მოქმედებით. მათი უმრავლესობა დამთავრებულია მაშინ, როცა დამნაშავე დაიწყებს სქესობრივ
კავშირს ან სხვაგვარ სექსუალურ კონტაქტს სხვა პირთან (137. 138, 140). ზოგიერთისთვის
საკმარისია კანონში მითითებული ხერხის ჩადენა (139, 141). დანაშაულის ჩადენის ხერხს და და
საშუალებას უმეტეს შემთხვევაში მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა აქვს (137, 138, 139), ზოგ
შემთხვევაში კი არა (140, 141).
სუბიექტური მხრივ სქესობრივი დანაშაულების მოტივს და მიზანს ქმედების
კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ისინი სასმართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს
სასჯელის დანიშვნისას.
ბრალის ფორმის მიხედვით სახეზეა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაული.
სქესობრივ დანაშაულთა კლასიფიკაცია იურიდიულ ლიტერატურაში მრავალგვარია, თუმცა
უფრო გამართლებულად უნდა ჩაითვალოს მათი 2 ჯგუფად კლასიფიკაცია მათი ჩადენის ხერხის
მიხედვით: 1.ძალმომრეობითი დანაშაულები სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ (137, 138, 139), 2.სქესობრივი დანაშაულები, რომლებიც არაა დაკავშირებული
ძალადობასთან (140, 141).
ამ თავმა წლების განმავლობაში სერიოზული ცვლილებები განიცადა. მათგან განსაკუთრებით
აღსანიშნავია 2017 წლის 4 მაისის ცვლილება, რომლითაც გაფართოვდა გაუპატიურების
შემადგენლობა, ასევე ნაწილობრივ მიუერთდა 138 მუხლის შემადგენლობა. ამ ცვლილების მერე
გაუპატიურებად ითვლება ძალმომრეობით ჩადენილი არა მხოლოდ ბუნებრივი სქესობრივი
კავშირი, არამედ პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური შეღწევა. აქედან
გამომდინარე, დავიწროვდა 138 მუხლის შემადგენლობა და მასში იგულისხმება მხოლოდ
სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ძალადობითი ქმედება, რაც არაა დაკავშირებული
დაზარალებულის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევასთან. სქესობრივ დანაშაულებს
დაემატა ახალი დამამძიმებელი გარემოებები, დაიხვეწა 140 მუხლის არსი და სხვ.

XXIII თავი: დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების


წინააღმდეგ
საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვის სამართლებრივ გარანტიას. ეს უფლებები და თავისუფლებები
შინაარსის მიხედვით შეიძლება დაიყოს 3 ჯგუფად: პირადი, სოციალურ-ეკონომიკური და
პოლიტიკური უფლება. ამათ გარდა მოქალაქეებს სხვა უფლებებიც აქვთ, რომლებიც
გამომდინარეობენ კონსიტუციური უფლებებიდან და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტის
როლში გამოდის სამართლის სხვადასხვა დარგი (მათ შორის, სისხლის სამართალიც). სსკ-ის 23-ე
თავში მოცემულია სწორედ ის ნორმები, რომლებიც წარმოადგენენ მოქალაქეთა (და არა მარტო
საქართველოს მოქალქეთა) პირად, სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებათა დაცვის
სს-ივ გარანტიას.
სს-ივი დაცვის ობიექტია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული ადამიანთა
ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც
საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც მუდმივად თუ
დროებით ცხოვრობს საქართველოში. თუმცა მრავალი ნორმისთვის დაზარალებულთა წრე
დაკონკრეტებულია - მაგ. 1432 მუხლში არასრულწლოვანი, 154 მუხლში ჟურნალისტი და ა.შ.
ამ დანაშაულთა ობიექტური მხარე უმეტეს შემთხვევაში მოქმედებაში გამოიხატება (143, 144, 145,
150..), თუმცა ზოგიერთის შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში (142,
1421, 147...).
ამ თავით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნაწილი მატერიალური შემადგენლობისაა, ე.ი მათი
დამთავრებულად ცნობისთვის აუცილებელია მძიმე შედეგის დადგომა, მაგ. ადამიანთა
თანასწორუფლებიანობის დარღვევა (142), განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, რამაც
მძიმე შედეგი გამოიწვია (147 3), შრომის კანონმდებლობის დარღვევა (169).. მეორე ნაწილი კი
ფორმალური შემადგენლობისაა, ე.ი ისინი დამთავრებულად ითვლებიან მოქმედების ან
უმოქმედობის ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომას კვალიფიკაციისთვის არ აქვს
მნიშვნელობა, მაგ. რასობრივი დისკრიმინაცია (1421), არასრულწლოვნით ვაჭრობა (1432) და სხვ.
თუმცა მძიმე შედეგის დადგომა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის
ინდივიდუალიზაციისას.
დანაშაულის ჩადენის დროს, ხერხსა და საშუალებას უმეტეს შემთხვევაში კვალიფიკაციისას არ
აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ხერხსა და
საშუალებას. მაგ. რასობრივი დისკრიმინაცია, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის
საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის მუქარით (1421 2 ა) და ა.შ.
ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც საერთო (ე.ი ნებისმიერი შერაცხადი, 14 წელს მიღწეული
პირი), ისე სპეციალური - მაგ. განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება (147) და სხვ. ასევე
ბევრი დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია როგორც სპეციალური, ისე საერთო სუბიექტების მიერ,
მაგ. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა (142)..
ბრალის ფორმის მიხედვით 23-ე თავში გათვალისწინებული დანაშაულების უმრავლესობა
ხასიათდება განზრახვით. გვაქვს გაუფრთხილებელი დანაშაულიც (შრომის წესის დარღვევა (170)).
მოტივსა და მიზანს უმეტეს შემთხვევაში არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, მაგრამ ზოგ
შემთხვევაში აქვს - მაგ. რასობრივი დისკრიმინაცია (1421), არასრულწლოვნით ვაჭრობა (1432)..

You might also like