You are on page 1of 2

შეცდომა

განასხვავებენ 2 შეცდომას:

1. სამართლებრივი, ანუ იურიდიული შეცდომა;

2. ფაქტობრივი შეცდომა.

1. იურიდიულ ანუ სამართლებრივ შეცდომას-აქ იგულისხმება ისეთი შემთხვევა,


როდესაც პიროვნება, მოქმედი სუბიექტი შეცდომას უშვებს თავისი ქმედების
მართლწინააღმდეგობაში, ანუ ქმედების აკრძალვაში. აქ იგულისხმება, რომ
როცა ჩადის ქმედებას და გონია, რომ ეს ქმედება აკრძალულია და
სინამდვილეში არაა, ანუ არ იცის, რომ ჩადის ნებადართულ ქმედებას - უშვებს
სამართლებრივ, იურიდიულ შეცდომას. ან, ზოგადად იცის, რომ არის ეს
ქმედება აკრძალული - მართლსაწინააღმდეგოა, მაგრამ ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, როდესაც ის მას ახორციელებს, ჰგონია, რომ არსებობს
მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება და სინამდვილეში ასე არ
არის.
2. ფაქტობრივი შეცდომა არის განზრახი დანაშაულის დროს სუბიექტი არასწორი,
მცდარი წარმოდგენა მის მიერ ჩადენილი ქმედების ობიექტური მხარის
ნიშნებზე, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები საერთოდ არ არსებობს, ანდა
არსებობს, მაგრამ არა იმ სახით, როგორიც სუბიექტს წარმოუდგენია.
მაგ. ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს - გონია, რომ მოკლა ადამიანი, მაგრამ
სინამდვილეში ცოცხალია.

ფაქტობრივი შეცდომის სახეები


1. შეცდომა დაშვებული მოქმედების, ან უმოქმედობის ობიექტურ შინაარსზე, ანუ თავისივე
განხორციელებული მოქმედების ობიექტურ ხასიათზე.

მაგ. უნდა, რომ ჩაიდინოს ქურდობა (ქურდობა არის სხვისი ნივთის ფარული
დაუფლება მისაკუთრების მიზნით) და როდესაც სხვის ნივთს ეუფლება, ჰგონია, რომ
ამას ფარულად აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში შეამჩნიეს, ან პირიქით, ჰქონია, რომ
ძარცვაა (სხვისი ნივთის აშკარა გატაცება) და ნივთს იტაცებს აშკარად და სხვა
ადამიანები ხედავენ ამას, მაგრამ ამ ადამიანებს ასეთი წარმოდგენა, რომ ამ ნივთს
იტაცებენ საერთოდ არ აქვთ და სინამდვილეში ეს ნივთი ფარულად მოიპარა.
მაგ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. პირს ჰგონია, რომ ნარკოტიკი
მიჰყიდა ჩვეულებრივ მომხმარებელს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მიჰყიდა პოლიციელს

ობიექტური შერაცხვის საკითხი შეცდომის დროს


1. შეერაცხება- მაგალითდ ისე არ მოხდა მკვლელობა როგორც დამნაშავეს
წარმოადგინა, მაგრამ ის შედეგი მაინც დადგა რაც დამნაშავეს სურდა . მაგალითად
იარაღი ამოიღო უნდოდა თავში ჩარტყმით მოეკლა,მაგრამ ტყვია გაუვარდა და ისე
მოკლა.
2. გაუფრთხილებლობით შეერაცხება- მაგალითად პირმა ჟანგიანი რკინა ჩაარტყა
ადამიანს და წარმოიდგინა რომ თავში ჩარტყმით მოკვდებოდა , მაგრამ სანამ
თავის გატყდომით მოკვდებოდა, ჭრილობაში შეეჭრა ბაქტერიები ტეტანუსის და
ასე მოკვდება. ეს შეიძლება უკვე მას შეერაცხოს როგორც მკვლელობის მცდელობა
და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, რადგან აქ გადახრა არის
არსებითი.
3. მაგ 3: არ შეერაცხება - მოკვლის მიზნით დაჭრა ადამიანი, მიიყვანეს საავადმყოფოში
და იქ მოხდა მიწისძვრა, რის შედეგადაც მოკვდა ის ადამიანი. ეს ვერ შეერაცხება,
რადგან განჭვრეტადი არ იყო სტიქიური უბედურება მისთვის. ასეთ შემთხვევაში
გარკვეული კავშირი არსებობს, მაგრამ ობიექტურად ვერ შეერაცხება , რადგან
გადახრა არის მნიშვნელოვანი და არსებითი.

ორი აქტით ჩადენილი დანაშაული-ორივე შეერაცხება, მცდელობაც და


გაუფრთხილებლობაც.

ობიექტში დაშვებული შეცდომა- როცა მოკვლა გინდოდა იქს ადამიანის მიხვედი


ესროლე ტყვია მძნარეს, მარა ის უკვე მკვდარი იყო გულის შეტევით -ობიეექტი არის
უვარგისი ხელყოფისთვის. პირი დაისჯება მკვლელობის მცდელობისთვის.

ობიექტში შეცდომა 2- როცა პირს ჰგონია რო 1 სამ. სიკეთეს ხელყოფს მარა


სინამდვილეში 2-ს. მაგალითად შევაგდე ყუმბარა სადც იყო მარტო ელენე
მინდოდა მაგის მოკვლა, მარა არვიცოდი რო იქ იყვნენ კიდე თაკო, ანა და სხვა
ვიღაცები და ისინიც მოკვდნენ. სხვების მიმართ ეს იქნება გაუფრთხილებლობა და
ვისი მოკვლაც განზრახული მქონდა ეგ იქნება განზრახვა. მაგრამ 5ის მოკვლა რო
ნდომოდა და 1 დახვედროდა პასუხისმგებლობა დაეკისრება უფრო მძმე შედეგის
დადგომის მცდელობისთის და ადამაინის მკვლელობისთვის.

You might also like