You are on page 1of 4

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

ამ დანაშაულს გააჩნია საგანი. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს


როგორც მოძრავი, ისე უძრავი ნივთი.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დროს ვეუფლები


სხვის ქონებას.

გარდაცვლილის ქონებასთან მიმართების დროს მაგ: პიროვნება


მიდის სამძიმარზე და გარდაცვლილის ნივთს ეუფლება სახეზე გვაქვს
ქურდობა. როდესაც მოხდება დაკრძალვა, მივა პიროვნება ამოთხრის
საფლავს და დაეუფლა გარდაცვლილის ნივთს ეს ქმედება არ
ჩაითვლება ქურდობად. ეს არის მიცვალებულის უპაივცემულობა,
როდესაც ხდება საფლავზე არსებული ნივთის ან საფლავში
ჩაყოლებული ნივთის დაუფლება.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები სახეები:

1.დაუფლებითი დანაშაული (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა).

2.არადაუფლებითი დანაშაული (მაგ:ვიმგზავრე ტაქსით და არ


გადავუხადე თანხა, შევედი სასტუმროში ვიქირავე ნომერი და არ
გადავუხადე თანხა)

დაუფლებითი დანაშაულების ნიშნები:

1.ფიზიკური პარამეტრები უნდა ჰქონდეს ნივთს. უნდა იყოს


ხელშესახები და ჰქონდეს ზომა, წონა.

2.ნივთზე უნდა იყოს დახარჯული ადამიანის შრომა. მაგ: მე თუ ტყეში


მოვჭრი ხეს ეს არ არის დაუფლებითი დანაშაული. მაგ: თუ გადავალ
მეზობლის ეზოში და მოვიპარავ შინაურ ცხოველს ეს იქნება ქურდობა.

3.ნივთი უნდა იმყოფებოდეს კონკრეტული პირის საკუთრებაში, თუ


ნივთი კონკრეტულ პირის საკუთრებაში არ იმყოფება მაგ:ძველი ავეჯი
გამოვიტანე და დავალაგე ქუჩაში და გიორგიმ წაიღო ეს არ იქნება
დაუფლებითი დანაშაული, რადგან ამ ნივთის მფლობელი არავინ არ
იყო.
4.დაუფლება უნდა მოხდეს უკანონოდ - არანაირი შემხებლობა არ აქვს
ნივთთან პირს და კანონდარღვევით ეუფლება ამ ნივთს

5.უსასყიდლოდ - მაგ: შევედი მაღაზიაში გამყიდველი არ არის ავიღე


ნივთები და ამ ნივთების საფასური დავუტოვე სალაროსთან.

6.პირს უნდა ჰქონდეს მისაკუთრების მიზანი - შევედი ლაშას ბინაში


ავიღე პიჯაკი წავედი კონცერტზე და შემდგომ უკან დავაბრუნე ეს
პიჯაკი ამ დროს მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია პირს.

დაკარგული ნივთი -ის ადგილი, რომელიც არის დაუცველი,


რომელსაც არ ჰყავს ადმინისტრაცია მაგ: ქუჩაში ამომივარდა საფულე
და იპოვა კონკრეტულმა პირმა ეს არის დაკარგული ნივთი.

დავიწყებული ნივთი -როდესაც ნივთი საბოლოოდ არ არის გასული


მესაკუთრის მფლობელობიდან მაგ: უნივერსიტეტში ამომივარდა
საფულე ეს არის დავიწყებული ნივთი.

ნივთის მითვისება, მითვისების დროს აუცილებელია


მართლზომიერად ვფლობდე ნივთს მაგ: როდეაც ქუჩაში ვიპოვნი
ნივთს მას მართლზომიერად არ ვფლობ, უნდა განვაცხადო
პოლიციაში, განცხადების გაკეთებიდან თუ 1 წლის განმავლობაში არ
გამოჩნდა მესაკუთრე, ამ შემთხვევაში მე ვხვდები ამ ნივთის
მესაკუთრე.

მაგ: ბანკომატიდან ვიღებ თანხას და დამივარდა 100 ლარიანი


ჩამოიარა ნიკამ და აიღო ეს თანხა ეს არ არის ქურდობა, რადგან
გასულია მესაკუთრის მფლობელობიდან. მაგ: თუ მე ვიღებ თანხას,
დამავიწყდა და აპარატში დამრჩა ნიკამ დაინახა და აიღო ეს არის
ქურდობა რადგან ნივთი ჯერ კიდევ არ არის გასული ჩემი
მფლობელობიდან.

ქურდობა 177-ე მუხლი


სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით.
1.უნდა იყოს სხვისი ნივთი 2.უნდა იყოს მოძრავი ნივთი
3. ფარულად უნდა დაეუფლო
4. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი უნდა ჰქონდეს პირს

ქურდობა არის მატერიაული დანაშაული, დამთავრებულია ნივთის


დაუფლებისთანავე და თუ ნივთს ვერ დაეუფლები სახეზე იქნება
ქურდობის მცდელობა.

მოსაზრებები ქურდობის დამთავრებასთან დაკავშირებით.

1.ქურდობის დამთავრება ხდება ნივთის დაუფლებისთანავე.

2.ქურდობა დასრულებულად ითვლება ნივთი განკარგვის


შესაძლებლობის მომენტიდან. პირი კი დაეუფლა ნივთს მაგრამ არ
არის დამთავრებული ეს პროცესი

ბინის ქურდობის დროს ქურდობა დამთავრებულად


ითვლება,როდესაც ბინიდან გამოვა პირი, ხოლო თუ ამ პირს ბინაში
დააკავებენ ეს იქნება ქურდობის მცდელობა.

ქურდობის დროს სახეზე უნდა გვქონდეს 2 კრიტერიუმი

1.ობიექტური კრიტერიუმი - ფარულად, ვერავინ ვერ მამჩნევს და ისე


ვიპარავ ნივთს

2.სუბიექტური კრიტერიუმი - შეცნობილი მაქვს, რომ ვერავინ ვერ


მამჩნევს.

დამამძიმებელი გარემოება:

1.ჩვეულებრივი ქურდობა - 150 ლარის ჩათვლით

2.ქურდობა რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - 150 ლარს ზევით

3.დიდი ოდენობით ქურდობა - 10000 ლარს ზევით

დამამძიმებელი გარემოება:
ბინაში უკანონო შეღწევა - ბინაში შესვლამდე პირს წინასწარი
განზრახვა უნდა ჰქონდეს.

თანამონაწილეობა ქურდობის დროს

მაგ: მე. გიორგიმ და ლუკამ გადავწყვიტეთ ქურდობის ჩადენა. ლუკა


დგას გარეთ, მე და გიორგი შევედით შიგნით და ვიპარავთ ნივთებს.

1.სამივეს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს ჯგუფური მკვლელობით.

დამამძმებელი გარემოება:

არაერთგზის ქურდობა - ამ დროს არ არის აუცილებელი, რომ


ქურდობისთვის იყოს ნასამართლევი პირი. შეიძლება ნასამართლევი
იყოს ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის, თაღლითობისთვის,
გამოძალვისთვის.

You might also like