You are on page 1of 35

sisxlis samarTlis zogadi

nawili
asoc. prof. baCana jiSkariani, LL.M. (Munich)
XI leqcia

1
I.უმოქმედობა (გამეორება)

• უმოქმედობის სახეები
- წმინდა უმოქმედობა
- შერეული უმოქმედობა

• მოქმედებისა და უმოქმედობის ერთმანეთისგან


გამიჯვნა

2
I.უმოქმედობა (გამეორება)

• უმოქმედობის წინაპირობები
- (ჰიპოთეტური) მიზეზობრივი კავშირი
- გარანტის ფუნქცია
- ობიექტურად შესაძლო და სავალდებულო მოქმედების
შეუსრულებლობა

3
II. დაუმთავრებელი დანაშაული
• დანაშაულის ეტაპები

- ჩანაფიქრი დანაშაულის ჩადენის შესახებ (არ ისჯება)


- მომზადება/პირობების შექმნა (დასჯადია როგორც წესი)
- მცდელობა/ქმედების შემადგენლობის განხორციელებაზე
გადასვლა (დასჯადია)
- დამთავრებული დანაშაული (დასჯადია)

4
II. დაუმთავრებელი დანაშაული
• დანაშაულის ეტაპები

მაგალითი
• ა-მ ერთხელაც სერიალის ყურებისას გადაწყვიტა მეზობლის
სახლის გაქურდვა (არდასჯადი ჩანაფიქრი) და მეორე
დღესვე წავიდა ნაცნობთან კარების გასატეხი
ხელსაწყოების მოსატანად და სახლში დააწყო (ქურდობის
მომზადება). საღამოს კი უპრობლემოდ შევიდა მეზობლის
სახლში შიგნით (ქურდობის მცდელობა) და წამოიღო
ძვირფასეულობა (დამთავრებული ქურდობა)
5
III. დანაშაულის მომზადება
• საკანონმდებლო დეფინიცია - სსკ მუხ. 18

- დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის


ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა
- დასჯადია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების
მომზადება, გარდა გამონაკლისებისა
- კვალიფიკაციის დროს მომზადების დასჯადობისათვის
საჭიროა ამ მუხლზე მითითება (მაგ. მუხ. 18, 109)

6
III. დანაშაულის მომზადება
• მოსამზადებელ ქმედებად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება,
რომელიც მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ
პირმა ვერ შეძლო განზრახულის განხორციელება (მაგ.
იარაღის შეძენა)
• პასუხისმგებლობის გამორიცხვას საფუძვლად უდევს
შედეგისგან დიდი დაშორება

• უშედეგო წაქეზება ისჯება როგორც მომზადება (სსკ მუხ. 25,


ნაწ. 7), დახმარებაზე კი დასჯადობა არ გვაქვს

7
III. დანაშაულის მომზადება
• დანაშაულის მომზადების სქემა

მომზადების წინაპირობები
- შედეგი არ დამდგარა
- მომზადება დასჯადია
1. ქმედების შემადგენლობა
ა) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
(კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება)
ბ) ქმედების ობიექტური შემადგენლბა
(დანაშაულის ჩადენისთვის პირობების შექმნა)
2. მართლწინააღმდეგობა
3. ბრალი 8
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადების წინაპირობები
- შედეგი არ დამდგარა
იმისათვის რომ მომზადებაზე დავიწყოთ მსჯელობა, პირველ
რიგში უნდა დავადგინოთ, რომ შედეგი არ დამდგარა

- მომზადება დასჯადია
მეორე ეტაპზე კი სსკ-ის კოდექსის მე-18 მუხლის მეორე
ნაწილის საფუძველზე ვარკვევთ, ისჯება თუ არა საერთოდ
კონკრეტული დანაშაულის მომზადება

9
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადების წინაპირობები
ქმედების შემადგენლობა
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა -
(კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შესახებ მიღებული
გადაწყვეტილება)

იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს დანაშაულის მომზადებისთვის, მისი


განზრახვის გამომჟღავნება უნდა იყოს კონკრეტული, ანუ ის საფრთხეს
უნდა უქმნიდეს კონკრეტულ სამართლებრივ სიკეთეს. თუ მას ზოგადად
სურს დანაშაულის ჩადენა და აბსტრაქტულად ქმნის პირობებს, ეს არ
იქნება დასჯადი ქმედება
10
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადების წინაპირობები
ქმედების შემადგენლობა
ქმედების სუბიექტური შემადგენლობა

კაზუსი
ა-მ გადაწყვიტა ბ-ს მოკვლა. ამისათვის
შაშხანა გადატენა და სამიზნის გასწორება
დაიწყო, მერე საღამოსთვის რომ ყველაფერი
მზად მქონდესო, თუმცა უცებ ტყვია გაუვარ-
და, რომელიც იქვე მდგომ ბ-ს მოხვდა.

მკვლელობის მომზადება თუ გაუფრთხილებ-


11
ლობით სიცოცხლის მოსპობა? მუხ. 116
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადების წინაპირობები
ქმედების შემადგენლობა
ქმედების ობიექტური შემადგენლობა

დანაშაულის ჩადენისათვის პირობების შექმნა

მაგ.იარაღის შეძენა, საჭირო ცნობების მოპოვება, ძაღლის


მოწამვლა, ჩასაფრება და ა.შ.

12
III. დანაშაულის მომზადება
• აბსოლუტურად უვარგისი მომზადება

კაზუსი

ა-მ გადაწყვიტა ბ-ს მოწამვლა და


ამისათვის შეიძინა გვირილას ჩაი,
ამით მოვუღებ ბოლოსო. მას მართლაც
ეგონა, რომ გვირილა ბ-ს მოკლავდა.

დაისჯება თუ არა ა?

სსკ მუხ. 20

13
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადება და აუცილებელი მოგერიება

მომზადების ეტაპზე დამნაშავის მიმართ შესაძლებელია


აუცილებელი მოგერების უფლების გამოყენება

მაგ.: ა ხედავს, თუ როგორ ჩაუსაფრდა ბ თოფით ხელში გ-ს


მოსაკლავად, რომელმაც მალე უნდა ჩამოიაროს. ა-ს
შეუძლია აუცილებელი დახმარების სახით ბ-ს დაესხას თავს
თავდასხმის თავიდან ასაცილებლად

14
III. დანაშაულის მომზადება
• მომზადება და უმოქმედობა
მაგ. ხელოსანი არ შეაკეთებს კარებს, რათა საღამოს სახლი
გაქურდოს.

• მომზადება და თანამონაწილეობა
მაგ. ხელოსანი არ შეაკეთებს კარს, რათა სხვებმა საღამოს
სახლში გასაქურდად შესვლა შეძლონ.

15
IV. დანაშაულის მცდელობა

• დანაშაულის მცდელობის საკანონმდებლო დეფინიცია -


სსკ მუხ. 19

დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება,


რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის
ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა
მიყვანილი

16
IV. დანაშაულის მცდელობა
• დანაშაულის მცდელობის სქემა

მცდელობის წინაპირობები
-შედეგი არ დამდგარა
- მცდელობის დასჯადობა
1. ქმედების შემადგენლობა
ა) ქმედების სუბიექტური შემადგენლობა
(საბოლოო და მყარი გადაწყვეტილების მიღება)
ბ) ქმედების ობიექტური შემადგენლობა
(უშუალოდ დაწყება)
2. მართლწინააღმდეგობა
3. ბრალი
17
4. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება (სსკ მუხ. 21)
IV. დანაშაულის მცდელობა
• მცდელობის წინაპირობები
ქმედების შემადგენლობა
ქმედების სუბიექტური შემადგელობა

პირი იღებს საბოლოო და მყარ გადაწყვეტილებას ქმედების


შემადგენლობის განხორციელების თაობაზე

ეს განზრახვა ემთხვევა დამთავრებული დანაშაულის


განზრახვას
18
IV. დანაშაულის მცდელობა
• მცდელობის წინაპირობები

ქმედების შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ


დაწყება - ეს ის კომპონენტია, რომელიც მცდელობას
განასხვავებს მომზადებისგან

ქმედების შემადგენლობის ერთი ნიშნის შესრულებაც უკვე


საკმარისია მცდელობისათვის

19
IV. დანაშაულის მცდელობა
• მცდელობის დეფინიცია

პირის მიერ სუბიექტურად „ახლა დაიწყოს მომენტის“


გადალახვა და ობიექტურად ქმედების შემადგენლობის
შესაბამის ისეთ ქმედებაზე გადასვლა, რომელიც ხელის
არშეშლის შემთხვევაში ქმედების შემადგენლობის
განხორციელებას გამოიწვევს და მასთან დროისა და
სივრცის თვალსაზრისით ახლოს დგას

20
IV. დანაშაულის მცდელობა
კაზუსი

ა-მ გადაწყვიტა ბ-ს დაყაჩაღება და იარაღით


ხელში მისი ბინის კარებს მიადგა. ის კარის
გაღებისთანავე იარაღით დამუქრებასა და
ძვირფასეულობის წაღებას აპირებდა, თუმცა
ბ სახლში არ აღმოჩნდა.

ა დაისჯება ყაჩაღობის მცდელობისათვის


ბინაში შეღწევით
(სსკ მუხ. 19, 179, ნაწ. 3, ქვეპ. ბ)

21
IV. დანაშაულის მცდელობა
• მცდელობის პრობლემატური შემთხვევები
• უვარგისი მცდელობა (დასჯადია)

უვარგის მცდელობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ქმედების


შემადგენლობის განხორციელება ვერ ხერხდება პირის მცდარი
წარმოდგენების გამო სამართლებრივ ან ფაქტობრივ გარემოებებთან
მიმართებაში

მაგ. გვამის მოკვლის მცდელობა, გვირილის ჩაით მოწამვლის


მცდელობა, სამოხელეო დანაშაული(თუ პირს ეგონა, მაგრამ
სინამდვილეში ჯერ არ ყოფილა მოხელედ დანიშნული)
22
IV. დანაშაულის მცდელობა
• მცდელობის პრობლემატური შემთხვევები
• არარეალური წარმოდგენები
მაგ.: წყევლა, ჯადოს გაკეთება - არ არის დასჯადი, ვინაიდან მათ
ობიექტურად საერთოდ არ შეუძლიათ შედეგის გამოწვევა

• სრულიად უვარგისი მცდელობა


არ არის დასჯადი. მაგ. ვიტამინ C-თი ვინმეს მოწამვლის მცდელობა

• მოჩვენებითი დანაშაულის მცდელობა


არ არის დასჯადი. მაგ. პირს გონია, რომ ცოლის ღალატით
დანაშაული ჩაიდინა და ეს სსკ-ით ისჯება 23
IV. დანაშაულის მცდელობა

• დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება (სსკ მუხ. 21)

პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი


პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე
ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი (მაგ. არ
მიიყვანა მკვლელობა ბოლომდე სინდისის ქენჯნის გამო)

24
IV. დანაშაულის მცდელობა
• დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ


პირს არ ჩაუდენია ბრალეული ქმედება. 21-ე მუხლის საფუძველზე
ხდება არდასჯა და არა იმის შეფასება, რომ ბრალი განეიტრალდა

- „ოქროს ხიდის“ თეორია (ლეგალურობაში დაბრუნების შანსი)


- დამსახურების თეორია (პირის ჰონორირება ხელის აღების გამო)
- დანაშაულებრივი ნების სისუსტე (პირი არ არის იმდენად საშიში,
რომ დაისაჯოს)
25
IV. დანაშაულის მცდელობა
• დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

დამთავრებული დანაშაულიდან ნებაყოფლობით ხელის აღება


გამორიცხულია

მაგ.: ა-მ დაჭრა ბ მოკვლის განზრახვით, თუმცა სიკვდილისათვის


საჭირო ბოლო ჭრილობა არ მიაყენა და გადაიყვანა
საავადმყოფოში გადარჩენის მიზნით. ბ მაინც დაიღუპა.

ა პასუხს აგებს დამთავრებული მკვლელობისათვის, მუხ. 108


26
IV. დანაშაულის მცდელობა
• დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

ნებაყოფლობით ხელის აღება იქნება, თუ დამდგარი შედეგი პირს


ვერ შეერაცხება

მაგ. ა-მ მოკვლის განზრახვით დაჭრა ბ, თუმცა მერე საავადმყოფოში


გადაიყვანა გადარჩენის მიზნით. მისი გადარჩენა იქ შესაძლებელი
იქნებოდა, ტერორისტს საავადმყოფო რომ არ აეფეთქებინა.

ა პასუხს აგებს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანებისთვის

27
IV. დანაშაულის მცდელობა
• (სუბიექტურად) ჩაშლილი მცდელობა

მაგალითი
ა-მ გადაწყვიტა ბიზნესმენ ბ-ს მისსავე მანქანაში მოკვლა და
რამდენიმეჯერ ესროლა, თუმცა მანქანა დაჯავშნული აღმოჩნდა.
ა-მ ხელი ჩაიქნია და წავიდა.

ა პასუხს აგებს მკვლელობის მცდელობისთვის, ვინაიდან მისი


სუბიექტური გადმოსახედიდან გამომდინარე მას შედეგის
გამოწვევა არ შეუძლია
28
IV. დანაშაულის მცდელობა
• დამთავრებული და დაუმთავრებელი მცდელობა

განსხვავება მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკითხთან


დაკავშირებით

დაუმთავრებელია მცდელობა, თუ პირი ფიქრობს, რომ


შედეგის გამოსაწვევად ჯერ კიდევ ყველაფერი არ
გაუკეთებია, დამთავრებული კი, პირიქით, მაშინ იქნება, თუ
მოქმედი პირის პერსპექტივიდან ყველაფერი გაკეთდა

29
IV. დანაშაულის მცდელობა
• დაუმთავრებელი მცდელობა

ა-მ გადაწყვიტა სიდედრის დახრჩობა


და კისერში წვდა კიდეც. სიდედრს
დახრჩობამდე არაფერი უკლდა,
როდესაც ა-მ ხელი გაუშვა, ერთ
კვირაში დავახრჩობ, მანამდე ქონებას
გადმოვაფორმებინებო.

როგორ დაისჯება ა?

რადგანაც საბოლოოდ არ აუღია ხელი, დაის-


ჯება მკვლელობის მცდელობისთვის
30
IV. დანაშაულის მცდელობა
• დამთავრებული მცდელობა

დამთავრებული მცდელობისას აუცილებელია, რომ პირმა თავიდან


აიცილოს საბოლოო შედეგი

მაგ. ა-მ მოკვლის განზრახვით დაჭრა ბ, თუმცა მისი მოკვლა


გადაიფიქრა და ხელში ტელეფონი დააკავა სასწრაფოს
გამოსაძახებლად. ბ ექიმებმა გადაარჩინეს.

გაბატონებული მოსაზრებით ეს საკმარისია ნებაყოფლობით ხელის


აღებისათვის. მთავარია, რომ გადარჩენაში ა-მ წვლილი შეიტანა
31
IV. დანაშაულის მცდელობა

• დამთავრებული მცდელობა

დამთავრებული მცდელობის დროს შედეგის თავიდან


ასაცილებლად პირმა ყველა ის ნაბიჯი უნდა გადადგას,
რომელიც მისი პერსპექტივიდან გამომდინარე აუცილებელია
(უნდა ამოწუროს ყველა შესაძლებლობა)

32
IV. დანაშაულის მცდელობა
• ნებაყოფლობით ხელის აღება

ნებაყოფლობითობის წინაპირობები
ნებაყოფლობითია დანაშაულზე ხელის აღება, თუ ის ემყარება პირის
ავტონომიურ, გარემო ფაქტორებისგან დამოუკიდებელ
გადაწყვეტილებას
მაგ. სინდისის ქენჯნა, სინანული, სირცხვილის შეგრძნება,
თანაგრძნობა, სასჯელის შიში

არ იქნება ნებაყოფლობითობა შემდეგ შემთხვევებში: რისკის გაზრდის


გამო ქმედების შეწყვეტა (მაგ. პოლიციელის გამოჩენა),
დამნაშავისათვის გადაულახავი შინაგანი ბარიერი (მაგ. არ შეუძლია
სისხლის დანახვა და მობრუნდება) 33
IV. დანაშაულის მცდელობა
• ნებაყოფლობით ხელის აღება და თანამონაწილეობა

სსკ მუხ. 21 ნაწ. 3, 4

პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ძირითადი


ტვირთი მოდის თანამონაწილის აქტიურ ჩარევაზე, რათა
შედეგი თავიდან იქნეს აცილებული

34
მადლობა ყურადღებისთვის!

35

You might also like