You are on page 1of 24

sisxlis samarTlis zogadi

nawili
asoc. prof. baCana jiSkariani, LL.M. (Munich)
IV leqcia

1
I. მიზეზობრივი კავშირი (გამეორება)

• მიზეზობრივი კავშირის ადგილი დანაშაულის აგებულებაში


• მიზეზობრივი კავშირის ფორმულა
• მიზეზობრივი კავშირის სახეები
• მიზეზობრივი კავშირის ფუნქცია

2
II. ობიექტური შერაცხვა

• ობიექტური შერაცხვა, როგორც ფილტრი / მიზეზობრივი


კავშირის შეზღუდვის ნორმატიული კრიტერიუმი

• მხოლოდ ქმედების შედეგთან კავშირი არ არის საკმარისი


დანაშაულის კვალიფიკაციისათვის, მაგრამ მიზეზობრივი
კავშირის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია

3
II. ობიექტური შერაცხვა

ობიექტური შერაცხვის ფორმულა

- სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხის შექმნა,


რომელიც
- კონკრეტულ შედეგში რეალიზდა

4
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა

ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება, თუ სახეზეა

- ზოგადი ცხოვრებისეული რისკი


- ბუნებრივი მოვლენები
- რისკის შემცირება
- შეგნებული თვითდაზიანება მსხვერპლის მიერ
- კავშირის არარსებობა ნორმის დაცვის მიზანსა და
ჩადენილ დარღვევას შორის...
5
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა
კაზუსი (ზოგადი ცხოვრებისეული რისკი)

გიორგის ყელში ამოუვიდა კაპასი


ცოლი და გადაწყვიტა მისი იმ იმედით
სამოგზაუროდ გაშვება, იქნებ ავარიაში
მოყვეს სადმე და დაიღუპოსო. ცოლი
მართლაც ავარიაში დაიღუპა.

დაისჯება თუ არა გიორგი მკვლელობისთვის?

6
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა
კაზუსი (ბუნებრივი მოვლენები)

გიორგი ვერ იტანდა მის ახალ


მეზობელს და ერთხელაც თხოვა
ცუდ ამინდში, ეზოდან მანქანის
ნაწილი შემომიტანეო. გიორგი
იმედოვნებდა, იქნებ მეზობელს
მეხი დაეცესო, რაც მოხდა კიდეც.
დაისჯება თუ არა გიორგი
მკვლელობისთვის?

7
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა
კაზუსი (რისკის შემცირება)

დალის მუზეუმის ეზოში მყოფმა


გიორგიმ დაინახა, თუ როგორ მოძვრა
კვერცხი სახურავს და ქვემოთ დაეშვა,
სადაც გიორგის მეგობარი იდგა.
გიორგიმ სწრაფად მოახერხა მეგობრის
გვერდზე გაწევა და სიკვდილს
გადაარჩინა. თუმცა მეგობარი
მოუხერხებლად დაეცა და ხელი მოიტეხა.

დაისჯება თუ არა გიორგი?

8
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა

რისკის შემცირების დროს ობიექტური შერაცხვა


გამოირიცხება, ვინაიდან პირი აr ქმნის
სამართლებრივად გასაკიცხ საფრთხეს

9
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა
კაზუსი (რისკის შემცირება თუ ახალი რისკის შექმნა?)

გიორგიმ არ იცოდა ცურვა, მაგრამ მაინც


შეცურა ზღვაში. მას იმპროვიზებულმა
სამაშველო რგოლმა არ უშველა და მალე
ჩაძირვა დაიწყო. მისკენ მაშინათვე გაეშურა
მაშველი, მაგრამ გიორგი ისეთ პანიკაში იყო, რომ
ხელებს მთელი ძალით იქნევდა და
მაშველს დახმარების საშუალებას არ აძლევდა.
მაშველმა ის თავში ჩარტყმით გათიშა და ისე
გამოიყვანა წყლიდან.
გიორგის ამის შედეგად ჯანმრთელობა მსუბუქად
დაუზიანდა.
დაისჯება თუ არა მაშველი? 10
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა
კაზუსი (რისკის შემცირება თუ ახალი რისკის შექმნა?)

მაშველს ჩადენილი ქმედება ობიექტურად შეერაცხება,


ვინაიდან მან შექმნა ახალი საფრთხე

თუმცა პასუხისმგებლობა გამოირიცხება სავარაუდო


თანხმობის ან უკიდურესი აუცილებლობის საფუძველზე

11
1. სამართლებრივად გასაკიცხი
საფრთხის შექმნა

რისკის შემცირება

მხოლოდ მაშინ გვაქვს, როდესაც პირი არსებულ საფრთხეს


ამცირებს. ხოლო თუ ხდება ერთი საფრთხის მეორე
საფრთხით ჩანაცვლება, მაშინ ობიექტური შერაცხვა არ
გამოირიცხება

12
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
ობიექტური შერაცხვა გამოირიცხება მაშინ, თუ კონკრეტულ
შედეგში არ რეალიზდება პირის მიერ დაფუძნებული საფრთხე

დასაბუთება -

შედეგში რეალიზდება არა უშუალოდ პირის მიერ ჩადენილი


ქმედებიდან, არამედ შემთხვევითობით დაფუძნებული საფრთხე

13
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
• ატიპიური მიზეზობრიობა

მიზეზობრივი კავშირი ატიპიურად ჩაითვლება, თუ მისი


განვითარების პროგნოზირება ზოგადი ცხოვრებისეული
გამოცდილებიდან გამომდინარე მოქმედი პირისათვის
სრულიად წარმოუდგენელი იყო

14
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
კაზუსი (ატიპიური მიზეზობრიობა)

ა-მ მოკვლის განზრახვით დაჭრა ბ. დაჭრილი ბ სასწრაფო


დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც
ის საოპერაციოში შეიყვანეს. ამ დროს საავადმყოფოს ეზოში
აფეთქდა მანქანა, რომელიც გაზზე მუშაობდა, რის
შედეგადაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ბ-ც დაიღუპა.

შეერაცხება თუ არა ა-ს ბ-ს სიკვდილი ობიექტურად?

15
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
• კუმულატიური მიზეზობრიობა (=ატიპიური
მიზეზობრიობა)

საწამლავის ორი პირის მიერ მესამისათვის ერთდროულად


ჩაყრა, ისე რომ მათ ერთმანეთის შესახებ არაფერი იციან,
წარმოადგენს იმდენად იშვიათ მოვლენას, რომ ობიექტური
შერაცხვა გამოირიცხება.

(მაგრამ დასჯადობა მცდელობისათვის დარჩება)

16
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში

• მსხვერპლის მიერ მიყენებული თვითდაზიანება

თუ მსხვერპლი თავისუფალი, საკუთარი ნებით მოქმედებს და


სწორედ ამის შედეგად დადგება შედეგი, მაშინ ეს შედეგი
სხვას ვერ შეერაცხება ობიექტურად

17
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
კაზუსი (თვითდაზიანება)

ა ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ერთხელაც მასთან მივიდა ბ და


იყიდა მისგან ჰეროინი, რომელიც მოგვიანებით დიდი დოზით
გაიკეთა, რის გამოც დაიღუპა.

მართალია, ა-მ ჩაიდინა აკრძალული ქმედება და გაყიდა


ჰეროინი, მაგრამ მას ბ-ს სიკვდილი ობიექტურად ვერ
შეერაცხება, ვინაიდან ბ საკუთარი ნებით მოქმედებდა და
თვითონ დააფუძნა სიკვდილის საფრთხე.
18
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
კაზუსი (თვითდაზიანება)

ა-მ შურისძიების მიზნით წაუკიდა მეზობლის სახლს. ოჯახის წევრებმა


სახანძრო გამოიძახეს. ცეცხლის ჩაქრობის დროს ერთ-ერთი
მეხანძრე დაიღუპა.

შეერაცხება თუ არა ა-ს ობიექტურად მისი სიკვდილი?

შეიცვლება თუ არა კვალიფიკაცია მეზობლის დაღუპვის შემთხვევაში,


რომელიც მეხანძრის ნაცვლად დააპირებს სახლის გადარჩენას?

19
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
• მესამე პირის ჩარევა

ა-მ ბ სასტიკად ცემა და ქუჩაში დავარდნილი მიატოვა. ცოტა ხანში,


შემთხვევით, ჩამოიარა გ-მ, რომელიც ვერ იტანდა ბ-ს. მან ისარგებლა
სიტუაციით და დავარდნილ ბ-ს მოკვლის განზრახვით თავში
რამდენიმეჯერ ჩაარტყა ფეხი. ბ ამის შედეგად გარდაიცვალა.

ა-ს დამდგარი შედეგი, სიკვდილი, ობიექტურად არ შეერაცხება,


ვინაიდან, გ-მ ფეხის ჩარტყმით, საკუთარი პასუხისმგებლობით, ახალი
საფრთხე დააფუძნა და სწორედ ეს საფრთხე აისახა შედეგში.

20
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
• ურთიერთკავშირი დარღვევასა და ნორმის დაცვის მიზანს შორის
(გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებში)

ა და ბ თავიანთი მანქანებით ღამით გზაზე მოძრაობდნენ. არცერთს არ


ქონდა ფარები ანთებული. ამის გამო ა-ს მანქანას საპირისპირო
მხრიდან მომავალი სხვა მანქანა დაეჯახა, რის გამოც ა დაიღუპა. ბ-ს
რომ ქონოდა ფარები ანთებული, მაშინ მესამე მანქანის მძღოლი ა-ს
მანქანას დაინახავდა და შეჯახება არ მოხდებოდა.

შეერაცხება თუ არა ბ-ს ა-ს სიკვდილი ობიექტურად?

21
2. საფრთხის რეალიზება
კონკრეტულ შედეგში
• ურთიერთკავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს
შორის
(გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებში)

დამდგარი შედეგი პირს ობიექტურად არ შეერაცხება


დარღვევის მიუხედავად, თუ ალტერნატიული ქცევის
შემთხვევაში მაინც იგივე შედეგი დადგებოდა

22
ობიექტური შერაცხვა

ლექციის შეჯამება

-სამართლებრივად გასაკიცხი საფრთხის შექმნა


-კონკრეტულ შედეგში რეალიზება

23
მადლობა ყურადღებისთვის!

24

You might also like