You are on page 1of 7

კიბერდანაშაული

კიბერდანაშაული თანამედროვე ეპოქაში ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც


სხვა სახის დანაშაულები. ტექნოლოგიურმა განვითარებამ უამრავი სერვისი გახადა
ხელმისაწვდომი კიბერსივრცეში, როგორც რიგითი მოქალაქისთვის ასევე
ბოროტმოქმედისთვის.
სხვადასხვა სახის დანაშაულმა 21-ე საუკუნეში რეალური სამყაროდან გადაინაცვლა
კიბერსივრცეში. მაგალითისთვის ქურდობა, თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება,
ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღით ვაჭრობა და სხვა.

კიბერდანაშაულის ისტორია

პირველი დაფიქსირებული კიბერდანაშაული იმ გაგებით რაც დღეს გვაქვს


დაფიქსირდა აშშ-ში 1970 იან წლებში, ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა დაადგინა კოდები
და ტონალობა რომლის გამოყენებითაც დისტანციური სატელეფონო საუბრის ტარიფი
გაანულეს. იმ დროისთვის არანაირი კანონი არ არსებობდა რათა მომხდარიყო პირთა
გასამართლება, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში არ იყვნენ გამოცდილი კადრები
შესაბამის სფეროში, აშკარა გახდა რომ ელექტრონული მოწყობილობები ღია იყო ე.წ
“ჰაკინგისთვის”. ამ ქმედების შემდეგ დაზარალებულმა ოპერატორმა განავითარა
პროგრამული უზრუნველყოფა სატელეფონო სისტემების და უფრო დაცული სისტემა
შესთავაზა მის კლიენტებს, თუმცა უფრო კომპლექსურმა ელექტრონულმა სისტემამ კარი
გაუხსნა ბოროტმოქმედებს განევითარებინათ კიბერდანაშაული.
მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ასევე 1986 წელს როდესაც აშშ ბერკელეის
ლაბორატორიის, რომელიც ძირითადად ბირთვულ და ატომურ პროექტებზე მუშაობდა,
სისტემის ადმინისტრატორმა კლიფორდ სტოლმა დააფიქსირა შეცდომები მონაცემებში.
მან პირველმა შექმნა ციფრული კვლევის ტექნიკა და დაადგინა, რომ ლაბორატორიის
სისტემაში ელექტრონულად მოხდა უცხო პირის შეჭრა. სტოლმა ე.წ. შეტყუების ტაქტიკით
დაადგინა წყარო თუ რა მიმართულებით ხდებოდა ინფორმაციის გაჟონვა და შედეგად აშშ-
ს სამართალდამცავებმა დააკავეს მარკუს ჰესი, რომელიც საბჭოთა კგბ ზე ყიდდა
ლაბორატორიიდან მოპარულ სამხედრო დანიშნულების ინფორმაციას.
ბერკელეის ლაბორატორიის ამბის შემდეგ მალევე გამოვლინდა ე.წ მორისის ჭიის
“morris worm” ვირუსი, რომელიც ინტერნეტ სივრცის სრული აღქმისთვის და
შესწავლისთვის შექმნა რობერტ მორისმა, თუმცა ამ პროგრამამ გადატვირთა მთელი
ინტერნეტ სივრცე დაახლოებით 6000 მდე კომპიუტერში შეაღწია და 98 მილიონი აშშ
დოლარის ზარალი გამოიწვია რამდენიმე დღეში. ამას მოჰყვა აშშ კონკრესის მიერ
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და 1986 წლის ფედერალური კანონი
კომპიუტერულ თაღლითობასა და ბოროტად გამოყენების შესახებ მიღება, რაც რიგ
კომპიუტერულ დანაშაულებებზე ითვალისწინებდა როგორც ფინანსურ სახდელს ასევე
თავისუფლების აღკვეთას.

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
ამ ფაქტების შემდეგ რა თქმა უნდა მოხდა სისტემების განახლება და უფრო დაცული
სივრცის შექმნა, თუმცა ამავე ქმედებებმა გამოიწვია კიბერდანაშაულის განვითარებაც და
ახალი გზების მოძიება სისტემებში შესაღწევად.
კიბერდანაშაულისთვის ე.წ ოქროს ხანა 1990 წლებიდან იწყება, მიუხედავად იმისა
რომ პლასტიკური საბანკო ბარათები უფრო ადრეც არსებობდა მათი მოხმარება შედარებით
1990 წლიდან გაიზარდა, უფრო მეტი ადამიანი იყენებდა და დღემდე იყენებს
გადახდა/მიღების ამ კომფორტულ საშუალებას, თუმცა მომხმარებელთა ზრდამ ამ
კონკრეტულ სივრცეში მიიპყრო ბოროტმოქმედების ყურადღება და სხვადასხვა ადამიანის
საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპარვა და გამოყენება.
1990 წლიდან აშკარა გახდა ასევე რომ გამოძიების პერიოდში საკრედიტო
ბარათებთან დაკავშირებით, სამართალდამცავები მასიურად ათვალიერებდნენ სხვადასხვა
პირის პირად მონაცემებს, რამაც უფლებადამცველების შეშფოთება გამოიწვია. ამ
კონკრეტულმა ქმედებამ გამოიწვია ინტერნეტ სივრცეში ანონიმურობის საკითხის
დაყენება, და ინტერნეტ სივრცის ანონიმიზაცია. რამაც რა თქმა უნდა ბოროტმოქმედების
ყურადღება მიიპყრო. ანონიმიზაციის განვითარებამ ერთის მხრივ ხელი შეუწყო ადამიანის
პირადი მონაცემების დაცვას, თუმცა გაართულა ინტერნეტ სივრცეში ბოროტმოქმედის
დადგენა.

კიბერდანაშაულის სახეები და სამართლებრივი განმარტება

1997 წლის იუსტიციის მისნისტრების ევროპულ მინისტერიალზე, რამდენიმე


ქვეყნის მინისტრმა დააყენა საკითხი თანამშრომლობის გაძლიერებაზე როგორც
ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ასევე კიბერდანაშაულთან.
2001 წლისთვის აშკარა იყო, რომ კიბერდანაშაული საკმაოდ რთული გამოსაძიებელი
გახდა. ბოროტმოქმედს ტექნოლოგიურმა განვითარებამ, დიჯიტალიზაციამ, ინტერნეტის
ხემისაწვდომობამ და კიბერსივრცეში სხვადასხვა სერვისის განვითარებამ საშუალება მისცა
დაეფარა მთელი მსოფლიო. ანუ პირს შეეძლო ერთი ქვეყნიდან მოეპოვებინა ინფორმაცია
მეორე პირზე რომელიც სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა და გამოეყენებინა ის. იქნებოდა ეს
საკრედიტო ბარათის მონაცემები თუ სხვა სახის სენსიტიური ინფორმაცია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი კიბერდანაშაულთან დაკავშირებით
მიღებულია 2001 წელს ბუდაპეშტში, ევროპული საბჭოს მიერ, კონვენცია
კიბერდანაშაულის შესახებ. სადაც ხელმომწერ ქვეყნებს ეკისრებათ ვალდებულება
ითანამშრომლონ ერთმანეთთან კიბერდანაშაულთან ბრძოლაში. ასევე მოხდა რიგი
ტერმინების განმარტება, და ვალდებულება საკანონმდებლო ცვლილებების გატარებასთან
დაკავშირებით, მაგალითად ხელმომწერი მხარეები ვალდებულნი იყვნენ შეეტანათ
ცვლილებები და დასჯადი გაეხადათ კანონით: არალეგალური შეღწევა/დაშვება,
არალეგალური თვალთვალი/მონაცემთა ხელში ჩაგდება, მონაცემთა ცვლილება/ხელყოფა,
სისტემის ცვლილება/ჩარევა, მოწყობილობის ბოროტად გამოყენება, კომპიუტერულ
სისტემებთან დაკავშირებული თაღლითობა, ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული
საკითხები, საავტორო უფლებების დარღვევა. თითოეული ეს დანაშაული უნდა

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
ასახულიყო ხელმომწერი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში და ამ დანაშაულებს უნდა
გამოეწვია პროპორციული რეაგირება მათ შორის თავისუფლების აღკვეთა. საქართველომ
ეს კონვენცია 2012 წელს შეიყვანა ძალაში, თუმცა საკანონმდებლო ცვლილებები
კიბერდანაშაულთან დაკავშირებით 2010 წელს იყო უკვე მიღებული.
კონვენცია განმარტავს შემდეგ ტერმინებს:
1. კომპიუტერული სისტემა – ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ ან
ურთიერთდაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელთაგან ერთი ან მეტი, პროგრამის
მეშვეობით, ასრულებს მონაცემთა ავტომატურ დამუშავებას
2. კომპიუტერული მონაცემები – ფაქტების, ინფორმაციის ან კონცეფციათა ნებისმიერი
გამოსახვა კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ფორმით, მათ
შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას
3. მომსახურების მომწოდებელი – ნებისმიერი საჯარო ან კერძო პირი, რომელიც მისი
სერვისის მომხმარებლებს უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტების საშუალებით
ურთიერთობის შესაძლებლობით, და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც გადაამუშავებს ან
ინახავ კომპიუტერულ მონაცემებს ამგვარი საკომუნიკაცო მომსახურებისან ამგვარი
მომსახურების მომხმარებელთა სახელით
4. ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემები – კომუნიკაციებთან დაკავშირებული და
კომპიუტერული სისტემის მიერ გენერირებული ნებისმიერი კომპიუტერული მონაცემები,
რომელიც წარმოადგენს კომუნიკაციათა ჯაჭვის ნაწილს, მიუთითებს კომუნიკაციის
წყაროს, დანიშნულების ადგილს, მიმართულებას, დროს, თარიღს, ზომას, ხანგრძლივობას,
ძირითადი მომსახურების ტიპს.

საქართველოს კანონმდებლობაში კიბერდანაშაული წარმოდგენილი გვაქვს 3 მუხლში:

მუხლი 284. კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა


მუხლი 285. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ
გამოყენება
მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა

აღნიშნულ მუხლებში გამოყენებული ტერმინების განმარტება ხდება 2001 წლის


ბუდაპეშტის კონვენციის მიერ განმარტებული ტერმინების საშუალებით.

თავად სიტყვა კიბერდანაშაული რომ განვმარტოთ ეს არის იგივე კომპიუტერული


დანაშაული სადაც დამნაშავე იყენებს კომპიუტერულ სისტემას ინსტრუმენტად რათა
ჩაიდინოს დანაშაული რომელიც კონვენციაში არის განმარტებული.
თეორიულად არსებობს ვარაუდი, რომ კონვენციაში განმარტებული დანაშაულების
გარდა, კიბერსივრცის განვითარებამ მისი არაპროგნოზირებადი ხასიათიდან
გამომდინარე, შესაძლოა გამოიწვიოს დანაშაულის სახეცვლილებაც, რაც გამოიწვევს ასევე
საკანონმდებლო ცვლილებებს. უნდა გავითვალისწინოთ წარსული გამოცდილებაც,
კიბერსივრცეში უსაფრთხოების ზრდა და განვითარება, რა თქმა უნდა კიბერშეტევის ძველ

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
მეთოდებს უსარგებლოს ხდის, თუმცა იძლევა საშუალებას უფრო მდგრადი და რთულად
დასადგენი შეღწევის მეთოდების განვითარების.

კიბერდანაშაულის განვითარების ხელშემწყოფი გარემომებები

კიბერდანაშაულის ხელშემწყოფი გარემოებებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი


არის ტექნოლოგიური განვითარება, რაც უფრო მეტი სერვისი გადადის კიბერსივრცეში,
მით უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს ბოროტმოქმედს ექსპლუატაცია გაუკეთოს და
ბოროტად გამოიყენოს ეს მეთოდები.
ნათელი მაგალითი ამის არის ე.წ VPN (virtual private network) და DNS Spoof (domain
name system spoof). ტექნიკურად რომ განვმარტოთ შეძლებისდაგვარად მარტივად, ჩვენი
ინტერნეტის პროვაიდერები როდესაც შევდივართ ინტერნეტ სივრცეში გვაძლევენ
უნიკალურ მისამართს აიპი IP მაგალითისთვის 0.0.0.0 და ასევე დომეინის სახელის
სიტემის მისამართს მაგალითისთვის 0.0.0.0. პროვაიდერი ხედავს თუ ჩვენ რა “პაკეტებს”
ვიყენებთ რომელ საიტზე შევედით, რა სერვისით ვვისარგებლეთ და ა.შ. პროვაიდერს
შეუძLია გარკვეული ვებგვერდები დაგვიბლოკოს, მაგალითად როგორც ხდება ჩინეთში
facebook, instagram და სხვა სოც ქსელების დაბლოკვა, თუმცა ინტერნეტ სივრცეში სიტყვის
თავისუფლების უფლების გამოსახატავად აქტიურად მოიხმარენ VPN სისტემას.
როგორ მუშაობს VPN: არსებობს ფასიანი და უფასო სერვისები, თუ ჩვენ ვსარგებლობთ
VPN ით ჩვენი პროვაიდერი ხედავს რომ ჩვენ დავუკავშირდით VPN სერვერს, და
შესაბამისად VPN ოპერატორი ხდება უკვე ჩვენი პროვაიდერი და პაკეტებს აღარ აწვდის
ჩვენს რეალურ პროვაიდერს, ასევე ცვლის ჩვენს IP მისამართს, სიტყვაზე თუ იყო 0.0.0.0
ახლა გვაქვს 0.0.0.1. მისამართის ცვლილებასთან ერთად იცვლება გეოლოკაციაც, ანუ ჩვენ
თუ ჩინურ პროვაიდერს ვიყენებთ და ჩინეთში ვართ VPN გეოლოკაციას გვიცვლის
ვირტუალურ სივრცეში და შესაძლოა საიტმე დაგაფიქსიროს როგორც მომხმარებელი
საფრანგეთიდან და შესაბამისად შეგვიშვას ჩინეთში დაბლოკილ საიტზე. ასევე ეს
ართულებს რეალურად შეცვლილი IP მისამართის მიღმა მყოფი ადამიანის პოვნას,
ვინაიდან გვაქვს სრულად ახალი მონაცემები, თუმცა VPN არ არის 100% იანი
უსაფრთხოება, შესაძლოა DNS გაჟონვა მოხდეს ინტერნეტით სარგებლობისას რაც
მიუხედავად იმისა რომ გვაქვს შეცვლილი IP და გეოლოკაცია მოხდეს ჩვენი დადგენა DNS
მისამართით. ამისთვის კი იყენებენ DNS Spoof სისტემას რაც ცვლის DNS მონაცემებს და
უფრო ართულებს პირის დადგენას.
დამნაშავეთათვის კი ეს ორი მეთოდი არის იდეალური რათა არ მოხდეს მათი
მონაცემების დადგენა, და იყვნენ ანონიმურები, მაგალითად თუ დამნაშავემ მოიპოვა სხვა
პირის საბანკო ინფორმაცია, მას შეუძლია სრულად ფარულად განახორციელოს
გადარიცხვა ბარათიდან, ისე რომ მისი ლოკაცია ვერ დადგინდეს. თუმცა ექმნება
დამნაშავეს მეორე პორბლემა, აღნიშნული თანხა მან სადმე უნდა მიიღოს და

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
მაქსიმალურად ანონიმურად მოახდინოს მისი განაღდება. ამაში მას კრიპტოვალუტა
ეხმარება.
კრიპტოვალუტა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც შუამავალი გადარიცხვებში.
არსებობს სხვადასხვა საიტი სადაც ანონიმურად გაქვთ საშუალება შეიძინოთ
კრიპტოვლაუტა, თქვენი ოფიციალური მონაცემების დარეგისტრირების გარეშე ე.წ
ვერიფიკაციის და მიიღოთ ის კრიპტოსაფულეში. რა თქმა უნდა გარკვეულ საიტებს აქვთ
უსსაფრთხოების შეზღუდვები. არსებობს ასევე ე.წ DESKTOP WALLET ები რომელიც არ
არის ონლაინ განთავსებული.
ანუ სრული სურათი რომ წარმოვიდგინოთ ბოროტმოქმედი გარკვეული გზით
ახერხებს საბანკო მონაცემების მოპოვებას, შემდეგ ის მის კომპიუტერზე VPN და DnS Spoof
საშუალებით ახდენს კრიპტოვალუტის საიტზე შესვლას, სხვისი სახელით რეგისტრაციას,
თანხის გადარიცხვას და კრიპტოვალუტის ყიდვას, შემდგომ Desktop Wallet ში
გადარიცხვას. მეტი უსაფრთხოებისთვის მას შეუძლია 3 Desktop Wallet შექმნას და
მოახდინოს სრულად ანონიმური გადარიცხვები, და შემდგომ უკვე მის სახელზე
ვერიფიცირებული ანგარიშით მოახდინოს საბოლოოდ თანხის მის ბარათზე გადარიცხვა.
კვალი გადარიცხვების ქრება მას შემდეგ რაც ბოროტმოქმედი საიტიდან Desktop
Wallet ზე რიცხავს კრიპტოვალუტას. ანუ ციფრული გამოძიება უკვე უძლურია, თუ არ
გვაქვს წვდომა ბოროტმოქმედის კომპიუტერზე უშუალოდ, რისთვისაც პირის დადგენა
არის საჭირო, თუმცა ვინაიდან ბოროტმოქმედი VPN და DNS Spoof იყენებს მისი დადგენა
99% შეუძლებელია.

კიბერდანაშაულთან ბრძოლა

კიბერდანაშაულთან ბრძოლის აპრობირებული მეთოდებია საერთაშორისო


თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სისტემური უსაფრთხოების
განახლება, ინფორმირება მოსახლეობის თუ როგორ უნდა დაიცვან თავი
კიბერდანაშაულისგან.
ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი კიბერდანაშაულთან ბრძოლაში არის პენეტრაციის
ტესტირება, რასაც სახელმწიფო ორგანოები და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები
ხშირად აკეთებენ. მაგალითისთვის საბანკო სისტემა, ე.წ ონლაინ ბანკინგის სიტემის
შექმნის შემდეგ ქირაობს ადამიანს, ე.წ ეთიკურ ჰაკერს ethical hacker რომელიც ბანკის
ნებართვით ახდენს სისტემაში შეღწევის გზების ძიებას, და ნახვის შემთხვევაში
ატყობინებს ბანკს ამის შესახებ და აღნიშნული შეცდომები სწორდება. ეს ხდება საკმაოდ
ხშირად, თუმცა არის მეორე მხარეც, შესაძლოა სისტემა სრულად იყოს გამართული თუმცა
ადამიანური ფაქტორის გამო მომხმარებელმა დაუშვას შეცდომა და თავისი ნებით
მიაწოდოს ბოროტმოქმედს მისი ინფორმაცია. ამის ნათელი მაგალითია PHISHING
ფიშინგი, როდესაც ბოროტმოქმედი ქმნის სისტემის იდენტურ ვებგვერდს, თუმცა
ინფორმაცია რასაც მომხმარებელი შეიყვანს გრაფებში მისდის დამნაშავეს. PHISHING ისგან
თავის დასაცავად აუცილებელია ლინკზე შესვლისას გადამოწმება რაიმე შეცდომა ხომ არ
არის დასახელებაში. ერთ-ერთი ცნობილი შემთხვევა საქართველოში PHISHING ის არის

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
ლიბერთი ბანკის ვებგვერდის იდენტური გვერდის შექმნა. ოფიციალური გვერდის
დასახელება www.libertybank.ge ხოლო PHISHING საიტის www.libertobank.ge ერთი ასოს
ცვლილებით ბოროტმოქმედმა დაარეგისტრირა დომეინი და შექმნა იდენტური გვერდი
ოფიციალური ბანკის, რის შემდეგაც მიითვისა ასობით ადამიანის პირადი ინფორმაცია და
განახორციელა გადარიცხვები. ანუ მეორე ფაქტორი კიბერდანაშაულთან ბრძოლაში არის
ჩვენი ცნობიერების ამაღლება ამ საკითხში, რათა არ მოვტყუვდეთ და არ მივაწოდოთ
ჩვენივე ნებით ბოროტმოქმედს სენსიტიური ინფორმაცია. ცნობიერების ამაღლება ეხება
ჰაკინგის სხვა სახეებსაც. მოსახელობა უკეთ რომ იყოს დაცული თეორიულად იდეალური
უსაფრთხო სისტემის პირობებშიც კი, მათ უნდა გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თუ
სად ათავსებენ პერსონალურ მონაცემებს, ასევე გამოიყენონ ყველა უსაფრთხოების
პარამეტრი.

სხვა დანაშაულთა ხელშეწყობა კიბერსივრცეში

როგორც დავადგინეთ კიბერსივრცე გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მაქსიმალურად


ანონიმურები სურვილის შემთხვევაში. ეს ყველაფერი კი გარდა კიბერდანაშაულისა ხელს
უწყობს სხვა დანაშაულთა განვითარებას, ისეთი როგორიცაა მაგალითად ნარკოტიკებით
უკანონო ვაჭრობა, იარაღით უკანონო ვაჭრობა. მიუხედავად იმისა რომ კიბერსივრცეში
ისეთი მასშტაბებით არ ხდება გაყიდევა არალეგალური ნივთების და ნივთიერებებისა
როგორც რეალურ სივრცეში, ის აძლევს საშუალებას მოვაჭრეს იყოს სრულად ანონიმური,
მიიღოს და გაანაღდოს თანხა ანონიმურად. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით
მხოლოდ 2013-2015 წლებში 100 მილიონი აშშ დოლარის ღიებულების ნარკოტიკული
ნივთიერების გასაღების დადგენილი ფაქტი გამოვლინდა ონლაინ. ამჟამინდელი
სტატისტიკა ცაკლეულად ონლაინ გაყიდვებით არ არსებობს.
მიუხედავად იმისა რომ რეალურ სივრცეში გაყიდვებთან შედარებით ეს სტატისტიკა
მცირეა, ნარკომოვაჭრეები უფრო ხშირად მიმართავენ გაყიდვების ამ მეთოდს, ვინაიდან
უმარავი რამ უწყობთ ხელს გაყიდონ და მიიღონ თანხები ანონიმურად, ასევე
გარკვეულწილად მყიდველიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს მსგავსი მეთოდით ვაჭრობის
წარმოებისას.
თუ ონლაინ გაყიდვებამდე მხოლოდ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს
მიუწვდებოდათ ხელი ნარკოტიკულ საშუალებებზე და იარაღზე, ახლა სახლიდან
გაუსვლელად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს მოსახლეობას საშუალება
დაათვალიეროს და ანონიმურად შეიძინოს ზემოთაღნიშნული პროდუქცია. ამის
საშუალებას იძლევა DeepWeb სივრცე რომელშიც შესვლა და დათვალიერება
შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ვებ ბროუსერით რომელიც არის უფასო და
ხელმისაწვდომი ყველასთვის.

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი
საბოლოოდ უნდა ავღნიშნოთ რომ კიბერდანაშაული და სხვა დანაშაულები რაც
კიბერსივრცეში ხდება მუდმივად განიცდის ევოლუციას და სამართალდამცავთათვის
უფრო და უფრო რთული ხდება კიბერსივრცეში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება, თუ
ბოროტმოქმედმა შეცდომა არ დაუშვა.
კიბერდანაშაულთან ბრძოლისათვის კი საჭიროა:
1. საერთაშორისო თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება
2. მუდმივი სისტემური განახლება
3. მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.

დუჩა-გიორგი ბეროზაშვილი

You might also like