You are on page 1of 5

კომპიუტერული უნარ-ჩვევები

1. განმარტეთ რას წარმოადგენს ინფორმაცია, სამართლებრივი ინფორმაცია, დაახასიათეთ


ინფორმაციის განხილვის ასპექტები: ინფორმაცია არის ყოველგვარი ცნობა, რომელიც
ექვემდებარება შენახვას, გადამუშავებას და გამოყენებას. ნებისმიერი ინფორმაციის განხილვა
შესაძლებელია სამი ასპექტით: სინტქსური, სემანტიკური და პრაგმატიკული ასპექტებით.
სინტაქსური ასპექტი გულისხმობს ინფორმაციის წარმოდგენის ფორმების განხილვას, სინტაქსი –
ანუ სახე, ფორმა, წარმოდგენის საშუალება. სემანტიკური ასპექტი გულისხმობს ინფორმაციის
აზრობრივი შინაარსის გარკვევას, სემანტიკა – ანუ აზრობრივი შინაარსი, აზრობრივი კავშირები.
პრაგმატიკული ასპექტი გულისხმობს, თუ რამდენად ფასობს და როგორია ინფორმაციის
სარგებლიანობა სწორი დასკვნებისა და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების საქმეში.
სამართლებრივი ინფორმაცია არის ცნობები, შეტყობინებები სამართლებრივ სფეროში
მიმდინარე ფაქტებზე, საგნებზე, პირებზე, მოვლენებზე, რომლებიც ასახულია სამართლებრივ
წყაროებში და გამოიყენება კანონშემოქმედებითი და კანონდაცვითი საქმიანობის, პიროვნების
უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ამოცანების გადასაწყვეტად
2. რას წარმოადგენს საკომუნიკაციო ქსელი? ჩამოთვალეთ და მოკლედ დაახასიათეთ საბაზო
საკომუნიკაციო მოდელის კომპონენტების მინიმალური ერთობლიობა:
ყველაზე განზოგადებულ დონეზე ქსელი – არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს
ვაწარმოოთ ინფორმაციის გაცვლა და რომლის საბაზო საკომუნიკაციო მოდელის კომპონენტების
მინიმალური ერთობლიობაა: წყარო, მიმღები, გადაცემის გარემო, შეტყობინება.
წყაროდ და მიმღებად შეიძლება იყვნენ ორი ერთმანეთთან მოსაუბრე ადამიანი, ქსელში კი,
პერსონალური კომპიუტერი და მთავარი ეგმ, ან თანამგზავრი და მიმღები ანტენა.
შეტყობინება წარმოადგენს ინფორმაციას, გადაცემულს წყაროდან მიმღებამდე.
გადაცემის გარემო ანუ არხი შეიძლება იყოს სატელეფონო ხაზი, კაბელი ან ჰაერი, რომელშიც
ვრცელდება მიკროტალღური გამოსხივება. შესაბამისად, მონაცემთა გადაცემის გარემო შეიძლება
იყოს ორი სახის:
- მავთულიანი (კაბელები), რომლებშიც მონაცემთა გადაცემის ძირითად გარემოს
წარმოადგენს სპილენძიანი- კოაქსიალური ან მინაბოჭკოვანი- ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები;
- უმავთულო (უკაბელო), ამ შემთხვევაში გადაცემის ძირითად გარემოდ გამოიყენება
ინფრაწითელი სხივი ან რადიოტალღები (რადიოეთერი)
3. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ კომპიუტერული ვირუსების სახეები მოქმედების სფეროს
შესაბამისად:
კომპიუტერული ვირუსი არის მცირე მოცულობის სპეციალური პროგრამები, რომელიც
დაწერილია ჩვეულებრივ ალგორითმულ ენაზე, შეუძლიათ სხვა პროგრამასთან ავტომატურად
მიერთება, მათი დაზიანება ანუ დავირუსება და თავისი ასლის ავტომატური შექმნა.
კომპიუტერული ვირუსის მიზანია დააზიანოს პროგრამა, რომელსაც მიუერთდა. მოქმედების
სფეროს შესაბამისად კომპიუტერული ვირუსები კლასიფიცირდება, როგორც ჩამტვირთავი,
ფაილური, სისტემური, ქსელური, ფაილურ–ჩამტვირთავი. ჩამტვირთავი ვირუსები
ინერგება დისკოს ჩამტვირთავ სექტორში, ფაილური ინერგება შემსრულებელ ფაილებში,
სისტემური ვირუსები აღწევენ სისტემურ მოდულებთან და პერიფერიული მოწყობილობების
დრაივერებთან, ქსელური ვირუსები ვრცელდება კომპიუტერული ქსელებით, ფაილურ–
ჩამტვირთავი ვირუსები კი დაიყოფიან რეზიდენტულ და არარეზიდენტულ ვირუსებად.
პროგრამა „ტროას ცხენი“, შენიღბულია სასარგებლო პროგრამის სახით და ასრულებს
დამატებით ფუნქციებს, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხვდება. პროგრამა „ლოგიკური ბომბი“
ინერგება რომელიმე პროგრამულ კომპლექსში და უმოქმედოა შესაბამისი მომენტის
დადგომამდე.
პროგრამა- მუტანტები ქმნიან პროგრამის ასლებს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან
ორიგინალისაგან.
უხილავი ვირუსები ისეთი პროგრამებია, რომლებიც იტაცებენ ოპერაციული სისტემის
ბრძანებებს დავირუსებული ფაილებისა და მეხსიერების სექტორების შესახებ და ცვლიან მათ
მისამართს.
მაკროვირუსები გამოიყენებენ მაკროენების შესაძლებლობებს.
უვნებელი ვირუსები არ ასრულებენ დამანგრეველ მოქმედებას, მაგარმ იკავებენ მეხსიერებას და
ამით ზრდიან მის მოცულობას. არ ანადგურებენ ფაილებს, მაგრამ ამრავლებენ მათ რაოდენობას
და გამოაქვთ გრაფიკული ნახატები, ხმოვანი ეფექტები და სხვა
4. განმარტეთ რას წარმოადგენს ღრუბლოვანი სერვისები, დაახასიათეთ Google-ს ღრუბლოვანი
სერვისები:ღრუბლოვანი გარემო (cloud) არის სერვერების ქსელი, სადაც ყოველ სერვერს აქვს
განსხვავებული ფუნქცია.კომპიუტერული პროგრამებისაგან განსხვავებით “ღრუბლოვანი
სერვისი” უშუალოდ მომხმარებლის კომპიუტერში კი არ ინსტალირდება, არამედ
მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერზე ან სულაც სერვერთა ჯგუფშია განლაგებული.
ასეთი სერვისების მომხმარებლები ერთობლივად იყენებენ ქსელურ, სისტემურ და
პროგრამულ რესურსებს და მომხმარებლის დონეზე ძლიერი კომპიუტერის არსებობა
არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მთავარია, კომპიუტერი შეუფერხებლად
მუშაობდეს ინტერნეტში.მიუხედავად იმისა, რომ “ღრუბლოვანი სერვისი”
მომხმარებლისაგან მოშორებულ სერვერებზეა განლაგებული და სერვისის წვდომა
ინტერნეტის საშუალებით ხორციელდება, მომხმარებელი “ღრუბლოვანი სერვისით” ისე
სარგებლობს, თითქოს ის უშუალოდ მის კომპიუტერში იყოს დაინსტალირებული. Google
ძირითადად თავისი საძიებო სისტემით არის ცნობილი, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია რაც
გაცდა საძიებო სისტემის ჩარჩოებს. გუგლის სხვადასხვა სახის “ღრუბლოვან სერვისებს”
შორის ონლაინ დოკუმენტებს (Google doc) განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან ეს
სერვისი არა მარტო კომპიუტერული სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო
აუდიტორიისათვისაც არის განკუთვნილი.ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების
შესაქმნელად შესაძლებელია Google doc-ის გამოყენება. კომპიუტერში არსებული
ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ ფოლდერი იმით განსხვავდება, რომ ის
ინტერნეტშია განთავსებული და ამ ფოლდერში განთავსებულ ფაილებთან წვდომა
ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან შემიძლია. მაგრამ Google doc-ი მხოლოდ
ფაილების საცავი როდია, Google doc-ის საშუალებით არსებული ფაილების რედაქტირება ან
სულაც ახალი ფაილის შექმნაა შესაძლებელი.

5. მოახდინეთ სამართლებრივი ინფორმაციის კლასიფიკაცია სამართლის სისტემაში როლის


მიხედვით:
სამართლის სისტემაში როლის მიხედვით სამართლებრივი ინფორმაცია იყოფა: ნორმატიულ და
არანორმატიულ ინფორმაციად. ნორმატიული სამართლებრივი ინფორმაცია იქმნება
კანონშემოქმედებითი საქმიანობის წესით და შედის ნორმატიულ სამართლებრივ აქტებში.
ინფორმაციის წყაროს მიეკუთვნებიან კანონმდებლობითი და სხვა ნორმატიული
სამართლებრივი აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო
სამართლის სააყოველთაოდ აღიარებული ნორმები და პრინციპები. მასვე ეკუთვნის
სამართლებრივ ნორმებზე მსჯელობა და სამართლებრივი პრაქტიკის განზოგადება (მაგ.
სასამართლო). ნორმატიული სამართლებრივი ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იქნას 4
დონედ: საერთაშორისო სამართლებრივი ინფორმაცია; სახელმწიფო დონის; საქართველოს
სუბიექტების (რეგიონალური) დონე; ადგილობრივი თვითმართველობის.
არანორმატიულ სამართლებრივ ინფორმაციას მიეკუთვნება: ზოგადი ინფორმაცია
კანონიერებისა და მართლწესრიგის მდგომარეობის შესახებ; ინფორმაცია სამოქალაქო-
სამართლებრივ ურთიერთობებზე, სახელშეკრულებო და სხვა გარემოებებზე (ხელშეკრულებები,
შეთანხმჯებები და სხვა დოკუმენტები); ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს აღმასრულებელი
ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ადმინისტრაციულ
საქმიანობას ნორმატიული განაწესის შესრულებისათვის; სასამართლოების და სასამართლო
ორგანოების ინფორმაცია (სასამართლო საქმეები, სასამართლო გადაწყვეტილებები და სხვა);
სამართალ დარღვევის გახსნასა და გამოძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
6. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის
კომპონენტები:
ყველაზე განზოგადებულ დონეზე ქსელი – არის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს
ვაწარმოოთ ინფორმაციის გაცვლა და რომლის საბაზო საკომუნიკაციო მოდელის კომპონენტების
მინიმალური ერთობლიობაა: წყარო, მიმღები, გადაცემის გარემო, შეტყობინება. ქსელის
აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტებია:
სამუშაო სადგური – კომპიუტერი, რომელიც მიაერთებულია ქსელზე და მუშაობს
ლოკალური ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ;
ქსელის სერვერები – ასრულებენ ქსელური რესურსების განაწილების მართვის ფუნქციას და
უზრუნველყოფენ სერვისულ მომსახურებას;
საკომუნიკაციო კვანძები – მიმღებები, კონცენტრატორები(ჰაბები), კომუტატორები და ა.შ.
კავშირის არხები და საშუალებები – მონაცემების მიმღები და გადამცემი მოწყობილობებისა
და დამაკავშირებელი ხაზების (სადენები, კოაქსილური, ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები,
ტელეფონი) ერთობლიობა;
პროგრამული უზრუნველყოფა – ქსელის ინფორმაციულ რესურსებთან კოლექტიური
წვდომის ორგანიზების და რესურსების განაწილებისათვის;
კომუტაციის კვანძები _ მოწყობილობები, რომლებიც აწარმოებენ მონაცემთა ნაკადების
გადართვას ქსელში.
7. დაახასიათეთ ინფორმაციის საიმედოობის დარღვევის პროცესები:
ინფორმაციის საიმედოობის დარღვევის პროცესები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: შემთხვევით
და წინასწარგანზრახვითი. დარღვევების პირევლი ჯგუფი მოიცავს შემთხვევით შექმნილ
გაუთვალისწინებელ დარღვევებს, რომლებიც როგორც წესი იქმნება ხშირად და ადვილად
მოსაგვარებელია. მეორე ჯგუფი ითვალისწინებს წინასწარი ბოროტგანზრახვის პროცესებისა და
გაძარცვის შესაძლებლობებს და კომპიუტერულ დანაშაულად კვალიფიცირდება. არსებობს
ინფორმაციული შეღწევის საკმაოდ მრავალი არასანქცირებული საშუალება, კერძოდ:
დათვალიერება, მონაცემთა ასლის გადაღება და შეცვლა; მცდარი პროგრამებისა და
შეტყობინებების შეტანა კავშირის არხებით; ინფორმაციის მატარებლებზე ნარჩენი ინფორმაციის
წაკითხვის შესაძლებლობა; ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ტალღური ხასიათის
სიგნალის მიღება; სპეციალური პროგრამული და აპარატული „ჩახშობების“ გამოყენება და ა.შ.
ქსელური უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევის ძირითადი სახეებია: დაშორებული
ადმინისტრირების საფრთხე; აქტიური შემადგენლობის საფრთხე; ტრანსპორტირების გზაზე
მონაცემების დაჭერისა და შეცვლის საშიშროება; პირად ცხოვრებაში ჩარევის საფრთხე;
მიუღებელი შემადგენლობის დოკუმენტების მიღების საფრთხე.
ინტერნეტის გამოყენებისას მწვავედ დგას მონაცემების ტრანსპორტირებისას მათი ხელში
ჩაგდების და შეცვლის საფრთხე.
8. განმარტეთ რას წარმოადგენს ღრუბლოვანი გარემო (cloud) და დაახასიათეთ ღრუბლოვანი
ტექნოლოგიები: ღრუბლოვანი გარემო (cloud) არის სერვერების ქსელი, სადაც ყოველ სერვერს
აქვს განსხვავებული ფუნქცია. ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ძირითადი იდეა მდგომარეობს
იმაში, რომ ზოგიერთ სერვერზე შესაძლოა გაშვებული იყოს აპლიკაცია ან რაიმე მომსახურება
და სერვისი და საჭირო აღარ არის ცალკემდგომი აპლიკაცია ან სერვისი რომელიც
გაშვებულია ყოველი მომხმარებლის კომპიუტერზე ცალცალკე. ღრუბლოვანი გარემო
საშუალებას გვაძლევს გავაზიაროთ ტექნოლოგიები და რესურსები ისე რომ მასზე დაშვება
ჰქონდეს რამდენიმე მომხმარებელს. ამასთან შესაძლებელია ერთ ფიზიკურ სერვერზე გაეშვას
რამდენიმე ვირტულური სერვერი, რაც საშუალებას გვაძლებს მაქსიმალურად გამოვიყენოთ
სერვერის ფიზიკური მახასიათებლები. თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებში
გამოიყენება სამი ტიპის ღრუბლოვანი გარემო: ღია, დახურული და პიბრიდული. ღია ტიპის
ღრუბლოვანი გარემოში მომხმარებელს შეუძლია, ნებისმიმიერ დროს და ადგილიდან
ინფორმაციაზე წვდომა. დახურული ტიპის ღრუბლოვანი გარემოს აქვს იგივე
მახასიათებლები და ბენეფიტები რაც ღია ტიპისას, იმ გასხვავებით რომ დახურილი ტიპის
გარემოში მომხმარებლების წვდომა შეზღუდულია. ჰიბრიდული ტიპის ღრუბლოვან
გარემოში გაერთიანებული როგორც ღია ასევე დახურული ტიპის მახასიათებლები.გარდა
გარემოს ტიპებისა, ღრუბლოვან ტექნოლოგიებში არსებობს სერვისების მოდელები,
რომლებიც დიდ როლს თამაშობს. ძირითადად განისაძღვრება სამი ტიპის სერვისული
მოდელი: Software as a Service (SaaS), Platform as a Service (PaaS) , Infrastructure as a Service
(IaaS).ყველა ამ კომპონენტის გამოყენებით და საშუალებით თანამედროვე
ინფორმაციულიტექნოლოგიებში ღრუბლოვანი ტექნოლოგიები დიდი პოპულარობით
სარგებლობს.
9. განმარტეთ რას წარმოადგენს სამართლებრივი ინფორმაცია, სამართლებრივი ინფორმაციის
თავისებურებები:
სამართლებრივი ინფორმაცია არის ცნობები, შეტყობინებები სამართლებრივ სფეროში
მიმდინარე ფაქტებზე, საგნებზე, პირებზე, მოვლენებზე, რომლებიც ასახულია სამართლებრივ
წყაროებში და გამოიყენება კანონშემოქმედებითი და კანონდაცვითი საქმიანობის, პიროვნების
უფლებებისა და თავისუფლების დაცვის ამოცანების გადასაწყვეტად. სამართლებრივ
ინფორმაციას გააჩნია ოფიციალური და დოკუმენტური ხასიათი, მისთვის დამახასიათებელია
სისტემურობა. მაგალითად, ყველა ნორმატიული სამართლებრივი აქტები ჯგუფდება
საქართველოს კონსტიტუციის გარშემო. სამართლებრივ ინფორმაციას ახასიათებს შემდეგი
თავისებურებები: უნდა იყოს სარწმუნო ანუ ობიექტურად ასახავდეს რეალობას, უნდა იყოს
სრული ანუ უნდა ასახავდეს მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტებს,
მოვლენებს, პროცესებს, ახასიათებს ცნობების, მონაცემების დამოუკიდებლობა, ამა თუ იმ
ინფორმაციის მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა, გადაცემული ინფორმაციის შენახვა
გამგზავნელ ან მიმღებ სუბიექტთან, დამუშავების, ინტეგრაციის და დაარქივების
შესაძლებლობა, ინფორმაციის მათემატიკური ანალიზის შესაძლებლობა, სისტემურობა,
კომუნიკაციურობა.
10. განიხილეთ კომპიუტერული ქსელის ტიპიური ტოპოლოგიები:
ქსელის ტოპოლოგიას უწოდებენ ქსელური მოწყობილობების ურთიერთქმედების
ორგანიზაციისა და ქსელის კვანძების ფიზიკური დაკავშირების წესების ერთობლიობას.
ელემენტების დაკავშირების მიხედვით ქსელები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: სრულკავშირიანი
და არასრულკავშირიანი.
სრულკავშირიანი ტოპოლოგიის ქსელი გულისხმობს, რომ თითოეული კომპიუტერი
დაკავშირებულია ქსელი ყველა დანარჩენ კომპიუტერთან. აღნიშნული ქსელის მაგალითს
წარმოადგენს ფიჭური ტოპოლოგია.
არასრულკავშირიანი სტრუქტურა გააჩნიათ უმეტეს შემთხვევაში ქსელურ ტოპოლოგიებს,
რომლის დროსაც ურთიერთობა ორ კომპიუტერს შორის ხდება ქსელის სხვა კვანძების
საშუალებით. ასეთი ტოპოლოგია შეიძლება იყოს რამოდენიმე: სალტისებრი (მაგისტრალური),
ვარსკვლავისებრი, რგოლური (წრიული) და შერეული. აქედან პირველი სამი წარმოადგენს
საბაზო ტოპოლოგიებს. სალტისებრი ტოპოლოგიის შემთხვევაში კავშირი ორ ნებისმიერ
კომპიუტერს შორის მყარდება ერთი საერთო მაგისტრალური ხაზით. ვარსკვლავისებრი
ტოპოლოგიის ქსელებში არსებობს ცენტრალური საერთო მოწყობილობა - კონცენტრატორი
(ჰაბი) , რომლიდანაც გამოდიან მონაცემთა გადაცემის ხაზები თითოეულ დანარჩენ კვანძებამდე.
რგოლური (წრიული) ტოპოლოგიის პირობებში ქსელის კვანძები დაკავშირებულია მონაცემთა
წრიული გადაცემის ხაზით - საერთო წრიული ქსელური კაბელით. შერეული ტოპოლოგიის
ქსელებს მიეკუთვნება დიდი ქსელების უმრავლესობა, რომლებშიც შეიძლება გამოიყოს საბაზო
ტიპიური ტოპოლოგიის ფრაგმენტები. შერეული ტოპოლოგიის ქსელების აგების აუცილებლობა
განპირობებულია, როგორც წესი, ქსელების გაზრდისა და მათი მოდერნიზაციის
აუცილებლობით.
11. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ინტერნეტის მომსახურების სახეები:
ინტერნეტის მომსახურების სახეები გამოყენების სიხშირის მიხედვით შემდეგი
თანმიმდევრობით განლაგდებიან:
WWW - მსოფლიო ობობას ქსელი , რომელშიც შეგვიძლია მოვძებნოთ და წავიკითხოთ
ნებისმიერი ინტერნეტში არსებული web- გვერდი.
E-mail - ელექტრონული ფოსტა გვაძლევს საშუალებას გავაგზავნოთ და მივიღოთ
შეტყობინება მსოფლიო სნებისმიერი ადგილიდან. მას დასჭირდება რამდენიმე წუთი, რათა
წერილი დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდეს. წერილთან ერთად შეგვიძლია გავაგზავნოთ
ტექსტი, ნახატი, აუდიო და ვიდეომასალა.
Mailinglist - გზავნილები სხვადასხვა სერვერზე არსებულ თემატურ სიებიდან შეგვიძლია
ხელი მოვაწეროთ რომელიმე მათგანს და მივიღოთ ჩვენს საფოსტო ყუთში ინფორმაცია ამ
თემაზე.
News - ტელეკონფერენციები USENET ქსელში. ეს მომსახურება სადისკუსიო კლუბს გავს,
არსებობს რამდენიმე ათასი სადისკუსიო კლუბი, რომელშიც შეგვიძლია ჩავერთოთ და
მოვისმინოთ სხვისი აზრი და გამოვხატოთ ჩვენი აზრი სადისკუსიო თემაზე. შეტყობინებები
თავსდება სადისკუსიო ახალ ამბებში და არ ეგზავნება ინდივიდუალურ მომხმარებელს.
FTP - ფაილების კოპირება. სპეციალურ FTP - სერვერებზე ინახება საერთო დანიშნულების
ფაილები, მაგ: პროგრამები ნახატი, აღნიშვნები და სხვა. პროგრამა კლიენტების დახმარებით
შეგვიძლია გადავცეთ FTP - სერვერს ჩვენი ფაილი ან პირიქით, გადმოვწეროთ ჩვენს
კომპიუტერზე.
Internet RelayChat – საუბარი ქსელში, შეგვიძლია დაველაპარაკოთ ნაცნობებს ნებისმიერ
თემაზე. არსებობს საუბრის სხვადასხვა ფორმები: კლავიატურით, მიკროფონით, ტელეფონით.
12. განიხილეთ რას წარმოადგენს Google-ს ღრუბლოვანი სერვისი „ონლაინ დოკუმენტები“
(Google doc), რა უპირატესობა გააჩნია ონლაინ დოკუმენტებს?Google ძირითადად თავისი
საძიებო სისტემით არის ცნობილი, თუმცა იგი უკვე დიდი ხანია რაც გაცდა საძიებო
სისტემის ჩარჩოებს. Google -ის სხვადასხვა სახის “ღრუბლოვან სერვისებს” შორის ონლაინ
დოკუმენტებს (Google doc) განსაკუთრებული ადგილი უკავია, ვინაიდან ეს სერვისი არა
მარტო კომპიუტერული სპეციალისტებისათვის, არამედ ფართო აუდიტორიისათვისაც არის
განკუთვნილი.ვორდის ნაცვლად, ტექტური დოკუმენტების შესაქმნელად შესაძლებელია
Google doc-ის გამოყენება. კომპიუტერში არსებული ფოლდერებისაგან განსხვავებით, ონლაინ
ფოლდერი იმით განსხვავდება, რომ ის ინტერნეტშია განთავსებულლი და ამ ფოლდერში
განთავსებულ ფაილებთან წვდომა ნებისმიერ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან
შემიძლია. მაგრამ Google doc-ი მხოლოდ ფაილების საცავი როდია, Google doc-ის
საშუალებით არსებული ფაილების რედაქტირება ან სულაც ახალი ფაილის შექმნაა
შესაძლებელი.ონლაინ ფოლდერში განთავსებული დოკუმენტების ერთერთი უპირატესობა
იმაში მდგომარეობს რომ მათი გაზიარებაა შესაძლებელი. Google doc – ის შემთხვევაში,
ინტერნეტში განთავსებულ ერთსა და იმავე დოკუმენტზე რამოდენიმე ადამიანს შეუძლია
მუშაობა. ამისათვის საჭიროა თქვენს მიერ შექმნილი დოკუმენტი გაუზიაროთ იმას, ვისაც
გსურთ რომ დოკუმენტზე წვდომა გაუხსნათ. ანუ დოკუმენტი უნდა დააშეიროთ. ამისათვის
სასურველი დოკუმენტი უნდა გახსნათ და ეკრანის მარჯვენა ზედა მხარეში განლაგებულ
ღილაკს Share უნდა მიაჭიროთ და იმ ფანჯარაში რომელიც ღილაკზე მიჭერისას ამოცურდება
წარწერის Add people: ქვეშ იმ პიროვნების ემაილი მიუთითოთ ვისაც გსურთ, რომ
დოკუმენტი გაუზიაროთ. ღილაკი Share ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეშია. თუკი თქვენს
“ღრუბელში” შექმნილი ფაილის თქვენს კომპიუტერში გადმოწერის სურვილი გაგიჩნდათ
მაშინ აირჩიეთ მენიუ File. შემდეგ ქვემენიუ Download as და შეარჩიეთ იმ ფორმატის ტიპი და
ონლაინ ფოლდერიდან თქვენს მიერ შექმნილი ფაილი თქვენს კომპიუტერში არსებულ
ფოლდერში გადმოიწერება.

You might also like