You are on page 1of 26

ინფორმატიზაცია არის ქმედებათა კომპლექსის რეალიზაცია, რომელიც მიმართულია

ცოდნის სრული და დროული გამოყენების უზრუნველსაყოფად.


ინფორმაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს განმარტებას.
ინფორმა პმციის გაცვლა წარმოებს როგორც ადამიანებს, ასევე ადამიანსა და ავტომატს
შორის, ან ორ ავტომატს შორის.
ცოცხალ ორგანიზმში მუდმივად ხდება ინფორმაციის ნაკადის ცირკულაცია, დღეს
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მრავალი დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს ინფორმაციის
გადამუშავებისა და მართვის პროცესის დარღვევა.
ინფორმაცია გულისხმობს შეტყობინებასა და ცნობას რაიმე ობიექტის,
მოვლენის, პროცესის განვითარების შესახებ. ფართო გაგებით ინფორმაცია
გულისხმობს ნებისმიერ ცნობას, ადრე უცნობი რაიმე მოვლენის შესახებ. ნებისმიერი
ცნობა შეიძლება არ იყოს ინფორმაცია. ინფორმაცია არის ის, რაც შეიცავს რაიმე
ახალს მოვლენის, ობიექტის თუ პროცესის შესახებ.
● ინფორმაციას მოაქვს ცოდნა
● არ არის მატერიალური
● მოცემულია ნიშნებითა და მათი განლაგებით
● ამ ნიშნებსა და სიგნალებს მოაქვთ ინფორმაცია.
ინფორმაცია შეიძლება იყოს წარმოდგენილი დისკრეტული სიმბოლოების
გარკვეული თანმიმდევრობით, ან უწყვეტი მნიშვნელობების სახით.
მონაცემი არის პირველადი წყაროდან მიღებული საწყისი ცნობები.
ინფორმაცია არის სისტემატიზირებული ცნობები, რომლებიც მიიღება
მონაცემებისაგან და განსაზღვრულია ამოცანის ამოსახსნელად. (ინფორმაციის
მიმღები არის მაგალითად ექიმი)

ინფორმაციის შესაქმნელად საჭიროა:


● ინფორმაციის შეგროვება
● დამუშავება
● შენახვა
● მოძებნა
● გავრცელება
● მოთხოვნა
ეფექტურობის მაჩვენებლები:
● სისრულე
● სიზუსტე
● ოპერატიულობა
● ღირებულება
სამედიცინო ინფორმაცია არის ცოდნა ფაქტების, მოვლენების, პროცესების,
იდეების, მეცნიერული თეორიების შესახებ, რომელიც წარმოდგენილია
მომხმარებლისათვის მისაღები ფორმით და გამოიყენება მედიცინისა და ჯანდაცვის
მართვის რეჟიმში.

სამედიცინო ინფორმაცია:
● ზოგადსისტემური - ფილოსოფიური, მეთოდოლოგიური,
სამეცნიერო-გამოყენებითი, პრობლემის ანალიზი.
● კლინიკური - გამოხატავს დაავადების გამოვლინებას კლასიფიკაციებით.
● ინჟინრულ-ტექნიკური - შეიცავს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის
ინსტრუმენტების აღწერას და მართვის ტექნიკას.
● სანიტარულ-ჰიგიენური - ადამიანის ჯანმრთელობის შესწავლა და დაცვა.
● მედიკო-ტექნოლოგიური - შეიცავს ცნობებს ქირურგიული და მკურნალობის სხვა
მეთოდების ტექნოლოგიების შესახებ.
სამედიცინო მონაცემებს მიეკუთვნება ფაქტები და ცნებები, რომლებიც ასახავს იმ
პროცესებს, რომელთაც პირდაპირი და ირიბი კავშირი აქვს მედიცინასა და ჯანდაცვასთან.

ინფორმაცია არის რაღაც პირველადი, განუსაზღვრელი ცნება, დაახლოებით ისეთი,


როგორიც სიმრავლეა მათემატიკაში.

1 ბაიტი 8 ბიტი

1კ ბაიტი 1024 ბიტი

1მ ბაიტი 1024კ ბაიტი

1გ ბაიტი 1024მ ბაიტი

1ტ ბაიტი 1024გ ბაიტი

ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ბიტების იმ რაოდენობით იზომება, რომლებიც


1წმ-ში გადაიცემა. ბიტების გადაცემის სიჩქარე 1ბოდია.

ინფორმაციის გადაცემის სქემა:


ინფორმაციის წყარო - გადამცემი - (კავშირის არხები) - მიმღები - ინფორმაციის მიმღები.

კოდირება - ინფორმაციის წყარო და გადამცემი


დეკოდირება - მიმღები და ინფორმაციის მიმღები
კავშირის არხი ეწოდება გარემოს, რომლის საშუალებითაც გადაიცემა სიგნალები ანუ
არხი ის რგოლია, რომლის საშუალებითაც სიგნალი გადაიცემა ინფორმაციის
წყაროდან ადრესატამდე.

კოდირება ეწოდება ინფორმაციის წარმოდგენას დროში ან სივრცეში მოსახერხებელი


ფორმით გადასაცემად.(გარდაქმნის სიგნალებს, არ ცვლის შინაარს, ცვლის ფორმას)
დეკოდირება კოდირების სისტემის სწორად შერჩევა, რათა კოდირებული სიგნალი იყოს
ინფრომაციის გადამტანი და შეიძლებოდეს გადაცემული ინფორმაციის აღდგენა, რასაც
დეკოდირება ეწოდება.

შეტყობინების მანძილზე გადაცემა ხორციელდება კავშირის არხებით. (სივრცეში)


ინფორმაციის გადაცემა დროში ხორციელდება დამამახსოვრებელი მოწყობილობის
საშუალებით.(დროში)

კიბერნეტიკა არის მეცნიერება მართვის შესახებ, რომლის მიზანიც რთული სისტემის


მართვის ოპტიმალური გზის მოძიებაა. ძირითადი ცნებები კიბერნეტიკის:
კიბერნეტიკული სისტემა, მართვა და უკუკავშირი.

დინამიური სისტემა - იცვლის მდგომარეობას


პროცესი - ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა.

კიბერნეტიკული სისტემა შედგება მმართველისაგან, სამართავი ობიექტისაგან, ორი


პირდაპირი და უკუკავშირის არხისაგან.
მართვა - ზემოქმედებათა ერთობლიობა, რომელიც სამართავი ობიექტის ნორმალური
ფუნქციონირების შესანარჩუნებლად არის საჭირო.
პირდაპირით გადაეცემა სამართავ ობიექტს, როლო საშემსრულებლო ინფორმაცია
უკუკავშირის არხით უბრუნდება მმართველ ობიექტს.

მმართველი ობიექტი - სამართავი ობიექტი (პირდაპირი)


სამართავი ობიექტი - მმართველს (უკუკავშირი)
უკუკავშირი არის დადებითი და უარყოფითი
უარყოფითი ბრძანების გაცემას უზრუნველყოფს
დადებითი აძლიერებს სისტემაში აღძრულ დარღვევას

მართვის ძირითადი დანიშნულებაა უკუკავშირის გზებით მიღებული ინფორმაციის


დამუშავება და მართვითი ზემოქმედების გამომუშავება, რომლითაც მიიღწევა მართვის
მიზანი.
ბიოლოგიური კიბერნეტიკიდან გამოყოფენ რამდენიმე მიმართულებას,
რომლებიც შეისწავლის სხვადასხვა ბიოლოგიურ სისტემებს და მათ კერძო
ფუნქციებს.

1. სამედიცინო
2. ფიზიოლოგიური
3. ფსიქოლოგიური კიბერნეტიკა
4. ნეიროკიბერნეტიკა
5. ბიონიკა.

სამედიცინო კიბერნეტიკა იყოფა 3 ძირითად ნაწილად:

1. დაავადების გამოთვლითი დიაგნოსტიკა. მისი ძირითადი ამოცანაა


გამოთვლითი ტექნიკის გამოყენებით დაავადების დიაგნოსტიკა.

2. კიბერნეტიკული მიდგომა სამკურნალო პროცესის წარმართვაში. ექიმი


დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს უნიშნავს და უტარებს მკურნალობას

3. მართვის ავტომატიზირებული სისტემები და მათი გამოყენება


ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციაში.

ორგანიზმის კიბერნეტიკული ფუნქციები იყოფა 3 ჯგუფად:


1. ინფორმაციის დამუშავება, გადაწყვეტილებათა მიღება, ქცევის
პროგრამის შემუშავება. იგი ცენტრალური ნერვული სისტემის საშუალებით
ხორციელდება

2. ინფორმაციის აღქმა, ორგანიზმის სენსორული სისტემების (სმენა,


მხედველობა, ყნოსვა და სხვა) და რეცეპტორების საშუალებით

3. მიღებული პროგრამების რეალიზაცია, რომელსაც ასრულებს კუნთოვანი,


ძვალსახსროვანი, პერიფერიული, ნერვული, ენდოკრინული, რეპროდუქციული,
მეტყველების სისტემები და სხვა.
მოდელირება სამეცნიერო კვლევის მეთოდს წარმოადგენს და ობიექტური
სინამდვილის შეცნობის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა. მოდელირება
ბიოლოგიასა და მედიცინაში ეფექტურად გამოიყენება ცოცხალი ორგანიზმის
შესწავლის ყველა დონეზე, დაწყებული სუბუჯრედულიდან დამთავრებული
უმაღლესი ნერვული მოქმედებით.

მოდელში იგულისხმება - ბუნებრივად და ხელოვნურად შექმნილი სისტემები.


მოდელის ცნება ემყარება ორ ობიექტს შორის რაღაც "მსგავსების", ანალოგიის
არსებობას.

მსგავსება შეიძლება იყოს გარეგნული ან მდგომარეობდეს მისი შინაარსისა


და ფორმის მსგავსებაში. თუ ორ ობიექტს შორის შეიძლება მსგავსების დადგენა
ერთი რომელიმე განსაზღვრული აზრით, მაშინ მათ შორის არსებობს
ორიგინალისა და მოდელის დამოკიდებულება, ე.ი. ერთი მათგანი შეიძლება
ჩაითვალოს ორიგინალად, ხოლო მეორე - მოდელად.

ბიოლოგიური მოდელირება ხორციელდება ცოცხალ ორგანიზმზე, სისტემებსა


და ქსოვილებზე, იმ ვარაუდით, რომ კვლევისათვის საინტერესო ზოგიერთი
პროცესი თითქმის ერთნაირად მიმდინარეობს მოდელში და ნატურალურ
ობიექტში.

ბიოლოგიურ მოდელად შეგვიძლია განვიხილოთ ცხოველებში ხელოვნურად


გამოწვეული ჰიპერტონული დაავადება, ავთვისებიანი სიმსივნე და სხვა
დაავადებები, რომლებიც გვხვდება ადამიანებშიც.

ბიოლოგიური მოდელი წამოადგენს ადამიანის დაავდების პათოგენეზის


შესწავლის საფუძველს. იგი გვეხმარება ეტიოლოგიისა და დიაგნოსტიკის
საკითხების გადაჭრაში. შესაძლებელია ნებისმიერი მოდელის შექმნა ორგანიზმის
ინტეგრაციის დონეზე. ბიოლოგიური მოდელი სინამდვილეს ასახავს, ამავე
დროს ამარტივებს მას და გამოყოფს დაავდების დამახასიათებელ თვისებებს,
მის სინდრომებსა და სიმპტომების ნაწილებს. მოდელის მეშვეობით შეიძლება
განხორციელდეს დაავადების კერძო ნიშნების ანალიზი.

განვიხილოთ მოდელების კლასიფიკაცია. განასხვავებენ:

● გარეგნულ
● ფიზიკურ
● ელექტრულ
● კიბერნეტიკულ
● სტატისტიკურ
● ინფორმაციულ
● მათემატიკურ მოდელებს.

გარეგნული მოდელირების დროს იქმნება მოდელი, რომელიც მხოლოდ


გარეგნულად მოგვაგონებს ორიგინალს, ასეთ მოდელებს წარმოადგენს
პროთეზები, რომელთაც კოსმეტიკური დანიშნულება გააჩნია.

ფიზიკური მოდელირების დროს მოდელი იქმნება გარკვეული მასშტაბის დაცვით.


იგი შეიძლება იყოს ორიგინალი მინიატურაში. მასში მიმდინარე პროცესების
ბუნება დაცულია.

ელექტრონული მოდელირებისას ორიგინალის ფიზიკური პროცესები იცვლება


მათი შესატყვისი ელექტრონული პროცესებით.

კიბერნეტიკული მოდელები იქმნება ორიგინალის მართვისა და კავშირის


პროცესების მიხედვით. იგი არის ანალოგიის მეთოდი.

დიაგნოსტიკური და მკურნალობის პროცესის ავტომატიზაციისას იქმნება და


გამოიყენება პათოლოგიის ინფორმაციული მოდელები. ეს მოდელები ფიზიკური
მოდელირებისაგან განსხვავებით იდეალურია, განხორციელებულია
მატერიალური ფორმით, როგორიცაა გრაფიკები, ნახაზები და სხვა.

ინფორმაციულ მოდელირებასთან მჭიდრო კავშირშია მათემატიკური


მოდელირება. მათემატიკური მოდელირება ეწოდება მათემატიკური
მოდელების აგების გზით მოვლენების ან პროცესების შესწავლის მეთოდებს.

შეგვიძლია განვასხვავოთ მათემატიკური მოდელის აგების ხუთი ეტაპი. ესენია:

1. მოვლენის ან პროცესის შესწავლა


2. მის პარამეტრებზე მონაცემთა შეკრება და წარმოდგენა რიცხობრივი და
სიმბოლური ნიშნების დახმარებით
3. მოდელის აგება
4. მიზანშეწონილი ალბათური გამოსავალის დადგენა
5. მოდელირებით მიღებული შედეგების რეალიზაცია.

მართვის ავტომატიზებული სისტემა ეწოდება დაწესებულებების,


ორგანიზაციების, ტერიტორიული გაერთიანებების, დარგების,
სასწავლებლების მართვის სისტემას, რომელიც ინფორმაციის
ავტომატიზებულად დამუშავებისათვის ეყრდნობა თანამედროვე
მათემატიკური მეთოდების და ტექნიკური საშუალებების რეგულარულად
გამოყენებას.

მოდელირება წარმოადგენს მართვის ავტომატიზირებული სისტემების აგების


ძირითად მეთოდს, ხოლო მოდელი - მართვის ავტომატიზირებული სისტემის
მათემატიკური უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია, სადაც უდიდესი როლი
ენიჭება ოპტიმიზაციის მეთოდების გამოყენებას.

ჯანდაცვის მართვის ავტომატიზებული სისტემა მოიცავს ქვესისტემებს.

კერძოდ:

1. ჯანდაცვის პერსპექტიული განვითარება


2. მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ანალიზი და
დაგეგმარება
3. მედიკო-სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი
4. სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მართვა
5. კადრების აღრიცხვა და ანალიზი
6. ჯანდაცვის დაწესებულებების დაგეგმარება და ფინანსირება
7. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაგეგმარება და აღრიცხვა
8. მედიკამენტოზური უზრუნველყოფისა და სააფთიაქო მეურნეობის
დაგეგმარება და მართვა
9. მატერიალურ-ტექნიკური მეურნეობის მართვა
10. კაპიტალური მშენებლობების დაგეგმარება და მართვა
11. საბუღალტრო აღრიცხვა
12. სამედიცინო ტექნიკის რემონტი და მართვა
13. დოკუმენტების აღრიცხვიანობაზე კონტროლი.

ადამიანის ორგანიზმის ყველა აქტიური პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა


სიგნალების გამომუშავებით, როგორიცაა:

● ელექტრო-მაგნიტური
● ბგერითი
● მექანიკური სიგნალები.

სამედიცინო მონაცემთა შეფასების დროს საჭიროა მკვეთრად გაიმიჯნოს ორი


სხვადასხვა ცნება - ნიშანთვისება და პარამეტრი.

ნიშანთვისება - არის პაციენტის ან მოვლენის დახასიათება, რომელსაც შეიძლება


ჰქონდეს ორი მნიშვნელობა: არსებობა ან არ არსებობა.

პარამეტრი - არის სიდიდე, რომლითაც ხასიათდება პროცესი, მოვლენა ან


სისტემა აბსოლიტურ ან ფარდობით ერთეულებში. პარამეტრებია: სხეულის
ტემპერატურა, არტერიული წნევის მაჩვენებელი

გაზომვის სხვადასხვა შკალა


დასახელებათა შკალა

რიგითი შკალა

ინტერვალთა შკალა

ფარდობითობის შკალაზე

მონაცემებზე მუშაობისას არსებობს რამდენიმე ეტაპი:


მონაცემთა შეგროვება და პირველადი დამუშავება

მონაცემთა ეფექტურობის შეფასება -

მონაცემთა შენახვა

მონაცემთა ფორმალიზება და სტანდარტიზაცია

მონაცემთა ფილტრაცია და გასუფთავება

მონაცემთა დახარისხება

მონაცემთა გარდაქმნა

მონაცემთა შეკუმშვა და არქივირება

მონაცემთა დაცვა

მონაცემთა ტრანსპორტირება

მონაცემთა შეგროვება არის მათი დაგროვება იმ რაოდენობით, რომ შევძლოთ


ადექვატური გადაწყვეტილების ან სტატისტიკურად სარწმუნო შედეგის
მიღება

გაზომვათა მეთოდების ეფექტურობის შეფასებისათვის გამოიყენება რიგი


კრიტერიუმები, ესენია:

გაზომვის სიზუსტე

გაზომვის სისწორე

გაზომვათა თანხვედრა

გაზომვათა განმეორებითობა
ფარმაცევტულ ინფორმაციაში იგულისხმება ინფორმაცია,რომელიც
წარმოადგენს სამკურნალო საშუალებათა ფარმაცევტულ და სამედიცინო
მხარეებს.

ფარმაცევტული ინფორმაციის ორი სახე:

1. მართვის ფუნქცია
2. მართვის დონე.

მართვის ფუნქციის მიხედვით ფარმაკოინფორმაცია იყოფა:

● გეგმიურ-სააღრიცხვო(დირექტორული)
● ანგარიშ-სტატისტიკური
● ნორმატიულ-საძიებელი ინფორმაცია

გეგმიურ-სააღრიცხვო- დასაგეგმარებელი და ბიზნეს-გეგმარების მაჩვენებლების


დირექტორული მნიშვნელობა.

ანგარიშ-სტატისტიკური -ასახავს სამედიცინო და ფარმაცევტული წარმოებების


მოღვაწეობის ფაქციურ შედეგებს.

ნორმატიულ-საძიებელი- ინფორმაცია სამკურნალო საშუალებების დამუშავების,


წარმოების,ანალიზისა და განაწილების შესახებ.

ფარმაცევტული ინფორმაცია მართვის დონეების მიხედვით:


1.შემავალი ინფორმაცია

2.გამომავალი ინფორმაცია

შემავალი ინფორმაცია- არის ინფო, რომელიც შედის სტრუქტურულ


დაწესებულებაში და ითვლება პირველად ინფორმაციად, რომელიც საჭიროებს
დამუშავებას.

გამომავალი ინფო- ინფო, რომელიც მართვის ერთი სისტემიდან შედის მეორეში.


პუბლიკაციებში შემავალი მონაცემების შეცდომები:
● კლინიკური
● სტატიკური
● რედაქტორული
● ტიპო(ტოპოგრაფული)

ინფორმაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელია-ო პ ე რ ა ტ ი უ ლ ო ბ ა, რაც


გულისხმობს მუდმივად განახლებას.3-5 წლის შემდეგ შესაძლოა მოძველებული
იყოს!

1. სარწმუნოება(შემავალი და გამავალი ინფოს ეფექტურობა)


2. საკმარისობა-ინფოს მოცულობა
3. სიღრმე-ინფოს ძიების ხარისხი
4. ოპერატიულობა

ფარმაცევტული ინფოს მომხმარებლებია:

-პროვიორები -ექიმები -ჯანდაცვის ორგანიზატორები

-აღმასრულებელი ორგანოები -პაციენტები(მოსახლეობა)

ფარმაცევტული ინფოს ფორმა:

● ანბანურ-ციფრული(ტექსტების)
● გრაფიკული(გრაფიკები,სქემები)

ინფორმაციის ფიზიკური მატარებლები:

1. ქაღალდები
2. დისკები
3. გამოსახულება ეკრანზე

ფამრაცევტული ინფორმაციის ძირითადი მახასიათებლებია:


● რაოდენობა
● ხელმისაწვდომობა
● სიზუსტე
● ოპერატიულობა
● სიღრმე
● სარწმუნოება

● საკმარისობა

სამკურნალო საშუალებების დასახელება ოთხი სახისაა:

1. სრული ქიმიური დასახელება-(ექიმები არ იყენებენ)

2. რაციონალური ქიმიური დასახელება-არ გამოიყენება

3. საერთაშრისო არაპატენტირებული დასახელება

4. პატენტირებული კომერციული დასახელება,რომელიც კომერციულ


საკუთრებას წარმოადგენს. ანუ ჯ ე ნ ე რ ი კ ე ბ ი პრეპარატებს
რომლებიც შეიცავენ ერთი და იგივე სამკურნალო საშუალებებს.

სიხშირული ცხრილების აგების ეტაპებია:

1)უნდა განისაზღვროს დაკვირვების შედეგდ მიღებული უდიდესი და


უმცირესი მონაცემი

2)უდიდესს გამოკლდება უმცირესი,რომელითაც განისაზღვრება


მონაცემთ ცვალებადობის დიაპაზონი
3)განისაზღვრება კლასთა რაოდენობა.

ვარიაციული მწკრივი ეწოდება - შერჩევის მონაცემები (ნედლი მონაცემები)


დალაგებული ზრდის მიხედვით.
საშუალო არითმეტიკული - არის დაკვირვებულ მნიშვნელობათა (მონაცემთა)
ჯამი შეფარდებული დაკვირვებათა რაოდენობასთან. არითმეტიკული საშუალო
აღინიშნება x.

მედიანა -არის შუალედური დაკვირვება.დაკვირვებათა ნახევარი მასზე


მეტია,ნახევარი კი-ნაკლები.მედიანა აღინიშნება სიმბოლო M-ით ან Me-თი

მოდა - არის დაკვირვებათა ის მნიშავნელობა,რომელიც ყველაზე ხშირად


გვხვდება ანუ რამდენჯერ მეორდება მიმდევრობაში რაიმე მნიშვნელობა

საშუალო გეომეტრიული - იგი განისაზღვრება GM-ით ან G-ით,როგორც n-ური


რიგის ფესვი n დაკვირვების შედეგად მიღებული სიდიდეების ნამრავლიდან.

სტანდარტული გადახრა - აღინიშნება S ან Sd

1–ლი ნაბიჯი: იპოვეთ საშუალო.

მე–2 ნაბიჯი: იპოვეთ თითოეული წევრიდან საშუალომდე მანძილის კვადრატი.

მე–3: შეკრიბეთ მე–2 ნაბიჯში მიღებული მნიშვნელობები.

მე–4 ნაბიჯი: გაყავით მონაცემების რაოდენობაზე.

მე–5 ნაბიჯი: ამოიღეთ ფესვი.

ვარიაციის კოეფიციენტი - აღინიშნება CV-ით.

CV=S/X⋅100%,

● სადაც S შერჩევის სტანდარტული გადახრაა


● X-ვარიაციის კოეფიციენტი - განისაზღვრება,როგორც სტანდარტული

გადახრა გაყოფილი საშუალოზე და გამრავლებული 100-ზე.


მათემატიკურ სტატისტიკაში - გამოიყენბა,,თავისუფლების ხარისხის’’ ცნება და

აღინიშნება y ასოთი და გამოითვლება ფორმულით:y=n-k

● y- თავისუფალების ხარისხია

● n-ამონარჩევის განზომილებაა,რომლითც შესაფასებელი პარამეტრი

განისაზღვრება

● k-დამატებითი პარამეტრების რაოდენობაა.

კონიუნქციისთვის გამოიხატება ასეთი ცხრილით:

ეს დამოკიდებულება დიზიუნქციისთვის ამ ცხრილით:


ინფორმაცია ლათინური სიტყვაა და განმარტებას ნიშნავს.
ინფორმატიკა არის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებაზე დაფუძნებული
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის სტრუქტურასა და მის
ზოგად თვისებებს.
კომპიუტერები დანიშნულებისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით
იყოფა: სუპერკომპიუტერებადმ მეინფრეიმებად, სსერვერებად და
პერსონალურ კომპიუტერებად.
სუპერკომპიუტერები არის დიდი კომპიუტერები, მზადდება სპეც.
ამოცანების ამოსახსნელად.
მეინფრეიმი უნივერსალურ კომპიუტერებს ეწოდება. მეინფრეიმი ერთ
კორპუსად მზადდება. ძირითადად მეინფრეიმები გამოიყენება დიდი
მოცულობის მონაცემთა ბაზების დასამუშავებლად.
სერვერები ქსელის მართვის ცენტრალური კომპიუტერებია, სერვერში
შენახული ინფორმაციის გამოყენება შეუძლია ქსელში ჩართულ ნებისმიერ
კომპიუტერს.
პერსონალური კომპიუტერები იყოფა
● მაგიდის კომპიუტერებად
● გადასატან კომპიუტერებად
კომპიუტერი შედგება შემდეგი ძირითადი მოწყობილობებისაგან
● სისტემური ბლოკი
● მონიტორი
● კლავიატურა
● მაუსი
● პრინტერი
● სკანერი

ინსტრუმენტების პანელი
New - ახალი სამუშაო ფურცელი
Open - დოკუმენტის გახსნა
Save - დოკუმენტის შენახვა
Print - დოკუმენტის დაბეჭდვა
Page Preview - დაბეჭდვამდე დოკუმენტის დათვალიერება
Cut - მონიშნული ფრაგმენტის ამოჭრა
Copy - მონიშნული ფრაგმენტის კოპირება
Paste - ამოჭრილი ან კოპირებული ფრაგმენტის ჩასმა.

Formating
Bold - მკვეთრი სტილი
Italic - დახრილი სტილი
Underline - ხაზგასმული სტილი
Align Left - ტექსტის გასწორება მარცხენა კიდესთან
Centered - ცენტრიტება
Justified - ტექსტის გასწორება ორივე კიდესთან
Numbering - ჩამონათვალის გადანომრვა
Bullets - ჩამონათვლის მარკირება
Decrease Indent - შეწევა მარჯვენა მინდვრიდან მარცხნივ
Increase indent - შეწევა მარცხენა მინდვრიდან მარჯვნივ

კითხვები ტესტიდან:
1. რა არის ბოდი?
ინფორმაციის გადაცემის სიჩქარის ერთეული.
2. დაასახელეტ ინფორმაციის გადაცემის სისტემის ძირითადი ნაწილები?
ინფორმაციის წყარო, გადამცემი, კავშირის არხი, მიმღები, ინფორმაციის
მიმღები.
3. რით ხორციელდება შეტყობინების გადაცემა დროში?
კავშირის არხით.
4. ჭეშმარიტია თუ მცდარი შემდეგი გამონათქვამი
(PvQ)
(P-vQ-)
P=2x2=4
Q=3+3=6
5. რომელ მოდულს ეწოდება გარეგნული ?
რომელიც მხოლოდ გარეგნულად მოგვაგონებს ორიგინალს
6. რომელ მოდულს ეწოდება კიბერნეტიკული?
რომელიც იქმნება ორიგინალის მართვისა და კავშირის პროცესების მიხედვით.
7.როგორ ხორციელდება შეტყობინების მანძილზე გადაცემა?
კავშირის არხით.
8. რა არის გამონათქვამი?
წინადადება, რომელიც ჭეშმარიტია ან მცდარი.
9. დაადგინეთ ჭეშმარიტია თუ მცდარია?
(PvQ) (P-vQ-) ჭეშმარიტია.
P=3X4=12
Q=4+4=8
10. როგორ იწერება კონიუქციის ოპირატორი?

11. რა არის კიბერნეტიკა?
მეცნიერება მართვის შესახებ
12. რას გულისხმობს სანიტარულ-ჰიგიენური ინფორმაცია?
სანიტარულ-ჰიგიენური ინფორმაცია გულისხმობს ადამიანის ჯანმრთელობის
შესწავლასა და დაცვისაკენ მიმართული პროცესის ამსახველ ცნობებსა და
ღონისძიებებს.
13. რა არის ინფორმაციის ორობითი კოდირება?
ინფორმაციის წარმოდგენა ნულებისა და ერთების კომბინაციის სახით.
14. გადაიყვანეთ 63 ათობით თვლის სისტემიდან ორობითში
63 ორობითში არის 111111.
15.1001001 ათობითში უდრის:
16. წარმოადგინეთ ინფორმაციის გადაცემის სისტემა ზოგადი სქემის სახით:
ინფორმაციის წყარო -> გადამცემი -> (კავშირის არხები) ->მიმღები ->
ინფორმაციის მიმღები.
17. ჩამოთვალეთ კიბერნეტიკული სისტემის ძირითადი ნაწილები:
შედგება მმართველი და სამართავი ობიექტისაგან, რომლებიც ერთმანეთთან
დაკავშირებული არიან ორი პირდაპირი და უკუკავშირის არხით.
18. ჩამოთვალეთ სამედიცინო კიბერნეტიკის ძირითადი ნაწილები
● დაავადების გამოთვლითი დიაგნოსტიკა
● კიბერნეტიკული მიდგომა სამკურნალო პროცესის წარმართვაშ
● მართვის ავტომატიზირებული სისტემები და მათი გამოყენება
ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციაში.
19. ჩამოთვალეთ ადამიანის ორგანიზმის კიბერნეტიკული ფუნქციების
ძირითადი ნაწილები:
● ინფორმაციის დამუშავება
● ინფორმაციის აღქმა
● მიღებული პროგრამების რეალიზაცია.
20. დაასახელეთ სამედიცინო ინფორმაციის სახეები:
● ზოგადსისტემური
● სანიტარულ-ჰიგიენური
● კლინიკური
● ინჟინრულ-ტექნიკური
● მედიკო ტექნიკური
21. რომელ მოდელს ეწოდება ფიზიკური?
რომელიც იქმნება გარკვეული მაშტაბის დაცვით
22. რომელ მოდელს ეწოდება ინფორმაციული?
დიაგნოსტიკური და მკურნალობის პროცესის ავტომატიზაციის მოდელებს.
23. როგორ გამოისახება დიზრუქციის ნიშანი?

24. კიბერნეტიკის მთავარი მიზანი?

მისი მიზანია რთული სისტემის მართვის ოპტიმალური გზის მოძიება.

25. კიბერნეტიკული სისტემის ძირითადი ნაწილები:


მმართველი და სამართავი ობიექტი, რომლებიც პირდაპირი და უკუკავშირის
არხით არის დაკავშირებული.
26. სამედიცინო კიბერნეტიკის ძირითადი ნაწილები

დაავადების გამოთვლითი დიაგნოსტიკა

კიბერნეტიკული მიდგომა სამკურნალო პროცესის წარმართვაში

მართვის ავტომატიზირებული სისტემები და მათი გამოყენება


ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციაში

27. რას ნიშნავს სიტყვა ინფორმაცია?

შეტყობინებას,

28. რას შეისწავლის ინფორმატიკა?

ინფორმაციის თვისებებს.

29. რა არის მონაცემი?

პირველადი წყაროდან მიღებული საწყისი ცნობები.

30. დაასახელეთ ინფორმაციული პროცესის ეფექტურობის მაჩვენებელი

1. სისრულე;
2. სიზუსტე;
3. ოპერატიულობა;
4. ღირებულება
31. დაასახელეთ სამედიცინო ინფორმაციის ძირითადი თვისებები
● ინფორმაციას მოაქვს ცოდნა, რომელიც მოცემული მომენტისათვის და
სივრცის მოცემულ მომენტში უცნობია.
● ინფორმაცია არის მატერიალური, მაგრამ იგი ვლინდება მატერიალური
მატარებლის სახით,
● ინფორმაცია შეიძლება იყოს მოცემული ნიშნებით და მათი განლაგებით
● ნიშნებს და სიგნალებს მოაქვთ ინფორმაცია იმ მიმღებისთვის,
რომელსაც შეუძლია მათი ამოცნობა.
მოდელირება - სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი მეთოდია, ობიექტური
სინამდვილის შეცნობის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება, ემყარება 2 ობიექტს
შორის რაღაც მსგავსებას.
სახეები:
● გარეგნული
● ფიზიკური
● ელექტრული
● კიბერნეტიკული
● სტატისტიკური
● ინფორმაციულ ი
● მათემატიკური

უკუკავშირი აძლიერებს სისტემაში აღძრულ დარღვევას.

უკუკავშირი არის დადებითი და უარყოფითი


უარყოფითი ბრძანების გაცემას უზრუნველყოფს
დადებითი აძლიერებს სისტემაში აღძრულ დარღვევას
პირდაპირით გადაეცემა სამართავ ობიექტს, როლო საშემსრულებლო ინფორმაცია
უკუკავშირის არხით უბრუნდება მმართველ ობიექტს.

ბიოკიბერნეტიკა - კიბერნეტიკის მიმართულება სწავლობს ინფორმაციის შენახვის


დამუშავების და გადაცემის ზოგად კანონებს ბიო სისტემებში.

კიბერნეტიკა- მეცნიერება მართვის შესახებ, მიზანია რთული სისტემების


მართვისთის ოპტიმალური გზის გამოძებნა.

რითადი ცნებები :
● კიბერნეტიკული სისტემა
● მართვა
● უკუკავშირი

დინამიური- სისტემა, რომელიც იცვლის მდგოამრეობას

პროცესი- სისტემის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა

უკუკავშირი- უზრუნველყოფს ბრძანების გაცემას მმართველიდან სამართავ


ობიექტზე, რათა აღმოიფხვრას შეუთანხმებლობა მოცემულ პროგრამაში.

1.მოცემულია ცდის შედეგად მიღებული მონაცემები:

3, 11, 6, 4, 9, 2, 10, 5, 9 , 11. იპოვეთ საშუალო არითმეტიკული, მედიანა, მოდა,


სტანდარტული გადახრა, დისპერსია, ვარიაციის კოეფიციენტი, დიაპაზონი

ამოხსნა

2 3 4 5 6 9 9 10 11 11

მოდა - 9 , 11

მედიანა- 6+9=15 15/2=7,5

დიაპაზონი - 11-2=9

საშუალო არითმეტიკული - 2+3+4+5+6+9+9+10+11+11=70 70/10=7

სტანდარტული გადახრა 2-7= -5 (-5)2= 25

3-7= -4 (-4)2 =16

4-7= -3 (-3)2=9

5-7= -2 (-2)2=4

6-7= -1 (-1)2=1

9-7= 2 22=4
9-7= 2 22=4

10-7=3 32=9

11-7=4 42=16

11-7=4 42=16

25+16+9+4+1+4+4+9+16+16=104

104/10=10,4

√10.4 = 3,2249

ვარიაციის კოეფიციენტი - CV=S/X⋅100%,

S=3,2249 X=7

CV=( 3,2249/7) ⋅100%,= 46,07 %

2.დაადგინეთ კავშირი ქვემოთ მოცემულ მახასიათებლებს შორის კორელაციის


კოეფიციენტის გამოყნებით:

X 6, 3 , 4, 3, 5, 3, 7, 5 , 4, 3

Y 1, 3, 5, 4, 3, 5, 2, 3, 6, 12

X Y X-X1 Y-Y1 (X-X1)(Y-Y1) (X-X1)2 (Y-Y1)2

_________________________________________________________________________

6 1 1,7 -3,4 -5,78 2.89 11.56


3 3 -1,3 -1,4 1,82 1.69 1.96

4 5 -0,3 0,6 -0,18 0.09 0.36

3 4 -1,3 -0,4 0,52 1.69 0.16

5 3 0,7 -1,4 -0,98 0.49 1.96

3 5 -1,3 0,6 -0,78 1.69 0.36

7 2 2,7 -2,4 -6,48 7.29 5.76

5 3 0,7 -1,4 -0,98 0.49 1.96

4 6 -0,3 1,6 -0,48 0.09 2.56

3 12 -1,3 7,6 -9,88 1.69 57.76

_____________________________________________________________________________

4,3 4,4 22.6670507538 18.1 84.4

22,6670507538/ √18,1 ×√84,4= 0.579942

You might also like