You are on page 1of 11

ნინოს საკითხები

1 . იზომორფიზმი(იზომორფიზმის მნიშნელობა სოციალურ მეცნიერებებში),


მრავლობითი ინდიკატორები(მაგალითია დემოკრატიებს რომ განიხილავს...) და
ოპერაციული განსაზღვრება. განმარტეთ პასუხისას გამოყენებული ძირითადი
ცნებები და მოიყვანეთ სახელმძღვანელოსგან განსხვავებული მაგალითი.

ჩვენთვის ცნობილია, რომ გაზომვა რიცხვებისა და ციფრების მიწერას მოიაზრებს


ობიექტებზე, მოვლენებზე ან ცვლადებზე წესების შესაბამისად. გაზომვაში წესებს
ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ წესის ფუნქციაა გაზომვის
პროცედურების დაკავშირება რეალობასთან. გაზომვის პროცედურა და რიცხვთა
სისტემა რეალობის იზომორფული უნდა იყოს.

იზომორფიზმი ნიშნავს სტრუქტურულ მსგავსებას. ანუ გაზომვაში მნიშნელოვანია


რიცხვითი სისტემის სტრუქტურა გაზომილი სისტემის სტრუქტურის იგივეობრივი
იყოს. როდესაც ვამბობთ, რომ ორი სისტემა იზომორფულია, ვგულისხმობთ იმას,
რომ მათ მსგავსი სტრუქტურა აქვთ და მიმართება მათ შიდა ნაწილებს შორის
იგივეობრივია.

ხშირად სოციალური მეცნიერების წარმომადგენლები ისეთ ცნებებს ზომავენ,


რომელთა პირდაპირ გაზომვა არ ხდება და აუცილებელი ხდება ცნების
მრავლობითი ინდიკატორების გაზომვა. ეს იდეა ოპერაციული განსაზღვრების
მსგავსია. თუ გავიხსენებთ ოპერაციული განმარსაზღვრება აღწერს პროცედურებს,
რომლებსაც უნდა მიჰყვეს მკვლევარუ, რათა დაადგინოს იმ ფენომენის არსებობა,
რომელსაც მკვლევარი აღწერს. მაგალითაისთვის შეგვიძლია ავიღოთ რელიგიურობა.
ცხადია ამ ცნებას პირდაპირ ვერ დავაკვირდებით და გავზომავთ. საჭიროა იმ
ინდიკატორებზე დაკვირვება, რომლებსაც ეს ცნება მოიცავს თუნდაც რამდენად
ხშირად დადის ადამიანი ტაძარში, რამდენად ხშირად ატარებს რელიგიურ
რიტუალებს და ა.შ. ასევე შეგვიძლია წიგნის მაგალითიც გავიხსენოთ: დემოკრატიის
ცნებაც ასევე მისი ინდიკატორების მეშვეობით გაოზომება იქნება ეს სიტყვის
თავისუფლება, არჩევნებში მონაწილეობა, პრესის თავისუფლება და ა.შ.
აუცილებელია აღვნიშნოთ რომ ცნების მრავლობითი ინდიკატორების
თვითნებურად შემუშავება არ ხდება. ისინი მნიშნელოვანია ემყარებოდეს თეორიას
და ემპირიულ სამყაროს. ხოლო მას შემდეგ რაც მკვლევრები ინდიკატორებს
დააკვირდებიან, ისინი რიცხვებით ჩაანაცვლებენ ინდიკატორების მნიშნელობას და
განაყორციელებენ მათ რაოდენობრივ ანალიზს. აქაც, რა თაქმა უნდა, გაზომვის
ინსტრუმენტის რიცხობრივი სტრუქტურა და ინდიკატორების სტრუქურა
იზომორფული უნდა იყოს.
2 . პროცენტული განაწილება ფარდობითი სიხშირე, გამოკვეთეთ პროცენტული
განაწილების ძლიერი მხარე. განმარტეთ პასუხისას გამოყენებული ძირითადი
ცნებები. და მოიყვანეთ სახელმძღვანელოსგან განსხვავებული მაგალითი.

ზოგადად სიხშირე მოიაზრებს ცვლადის თითოეულ კატეგორიაში მონაცემთა


რაოდენობას. თუმცა სიხშირის უნივარიაციული ცხრილით წარმოდგენა და
მხოლოდ სიხშირე აუცილებელია სხვა სიხშირეებთანაც იყოს შედარებული მეტი
ინფორმაციის გასაგებად. მაგალითად ჩვენ შეიძლება ვაფასებთ 1000 ადამიანის
დამოკიდებულებას ოჯახში ძალადობის მიმართ. მნიშნელოვანია აღვნიშნოთ რასთან
მიმართებაში ვაფასებთ 1000 ადამიანის დამოკიდებულებას მთელი მოსახლეობის
მიმართ ქვეყანაში თუ რომელიმე ქალაქის დასახლების მიმართ.

შესადარებლად მკვლევრები სიხშირეებს პროპორციების სახით ან პროცენტულად


წარმოადგენენ. პროპორცია გამოითვლება კონკრტული კატეგორიის
სიცხშირე/განაწილებაში პასუხების საერთო რაოდენობასთან. ამ შედეგის 100ზე
გამრავლებით კი მივიღებთ პროცენტულ შეფარდებას. პროპორციაც და
პროცენტული განაწილებაც ასახავს კონკრეტული კატეგორიის ფარდობით ხვედრით
წილს განაწილებაში. პროცენტულ განაწილებას თავისი ძლიერი მხარეც გააჩნია. მან
შეიძლება აჩვენოს რომ სიხშირეებით შექმილი შთაბეჭდილება არასწორია
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: რელიგიის განაწილება

1 . კათოლიკე 10 ფარდ სიხშ/% 0.2 და 20

2 . მართლმადიდებელი22 0.44 და 44

3 . ბუდისტი12 0.24 და 24

4 . პროტესტანტი4 0.08 და 8

5 . სხვ. 2 0.04 და 4

სულ 50

ამგვარი გამოთვლა უფრო ამარტივებს სიხშირეთა ორი განაწილების შედარებასაც.

3 . შეიძლება თუ არა რაოდენობრივი ცვლადი გავზომოთ რიგის სკალით? განმარტეთ


პასუხისას გამოყენებული ძირითადი ცნებები

1 . გაზომვის განსაზღვრება განმარტეთ თითოეული ცნება რომელიც გამოიყენება


გაზომვის განსასაზღვრად მოიყვანეთ სახელმძღვანელოსაგან განსხვავებული
მაგალითი.(მეორე სახელმძღვანელოდანაც კარგი იქნება რომ დავწეროთ)
ზოგადად გაზომვა მნიშნელოვნად უკავშირდება ოპერაციულ განმარტებას. ვიცით
რომ ოპერაციული განმარტებები მოიაზრებს საზომ პროცედურებს, რომლებიც
ცნებით-თეორიულ დონეს ემპირიულ-დაკვირვებად დონესთან აკავშირებს. გაზომვა
კი მოიაზრებს პროცედურას რომლის დროსაც მკვლევარი ნომრებს(რიცვებს ან
სიმბოლოებს) მიაწერს ემპირიულ თავისებურებას ანუ ცვლადებს წესების
შესაბამისად. გაზომვის განსაზღვრებისას ჩვენ რამდენიმე ტერმინი გამოვიყენეთ,
რომლებით თავის მხრივ საჭიროებს დაზუსტებას. პირველ რიგში, ესაა ნომრები რაც
მოიაზრებს სიმბოლოებს 1,2,3,.. ნომერს არ ექნება რაოდენობრივი მნიშნელობა მანამ,
სანამ მკვლევარი არ მიანიჭებს მას . ნომრები შეგვიძლია გამოვიყენოთ თვეების,
ქუჩების და ა.შ. აღსანიშნად. როდესაც ნომერს რაოდენობრივ მნიშნელობას
მივანიჭებთ იგი უკვე რიცხვად იქცევა და ამით საშუალება გვეძლევა მისი
მათემატიკური და სტატისტიკური დამუშავების ანუ დაექვემდებარება
რაოდენობრივ ანალიზს. რაც შეეხება მიწერას, ეს არის დაკავშირება ანუ ნომრები ან
რიცხვები დაკავშირებულია ობიექტებთან ან მოვლენებთა. მესამე ცნება რომელიც
გაზომვის განსასაზღვრად გამოვიყენეთ არის წერები. წესი აკონკრეტებს
პროცედურას, რომელსაც იყენებს მკვლევარი რიცხვების ან ნომრების მისაწერად
ობიექტებზე ან მოვლენებზე. მაგალითად წესი შეიძლება ამბობდეს, რომ მიაწერეთ
ციფრები 1-5პოლიტიკურ სისტემებს მათი დემოკრატიულობიდან გამომდინარე 1
არის ძალიან დემოკრატიული ხოლო 5 არის ძალიან არადმეოკრატიული. წესებს
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ გაზომვაში. ვინაიდან დაბალი ხარისხის წესები
გაზომვას უაზროს ხდის. წესებმა მნიშვნელოვანია გაზომვის პროცედურები
რეალობას დაუკავშოროს და მისი იზომორფული გახადოს. გაზომვის მაგალითი:
რაიმე ცვლადი.

2 . სიხშირეთა განაწილება. სიხშირის უნივარიაციული განაწილება, კატეგორიების


ჩამოწერის წესი სიხშირეთა განაწილებაში.განმარტეთ თითოეული ცნება რომელიც
გამოიყენეთ განსაზღვრებებისას და მოიყვანეთ სახელმძღვანელოსაგან
განსხვავებული მაგალითი

სიხშირეთა უნივარიაციული განაწილება მოიაზრებს ცხრილს, რომელიც გვიჩვენებს


დაკვირვების მონაცემების სიხშირეს ცვლადის თითოეულ კატეგორიაში. ანუ
სიხშირე არის ცვლადის თითოეულ კატეგორიაში მონაცემთა რაოდენობა.

იმისათვის რომ მოვახდინოთ სიხშირეთა განაწილება უნდა ჩამოვწეროთ ცვლადის


კატეგორიები და დავთვალოთ ამ კათეგორიებში მოთავსებული მონაცემების
რაოდენობა. სიხშირე f ასოთი აღინიშნება(მაგალითი) თუნდაც ავიღოთ რელიგიების
მიხედვით:
რელიგია f
პროტესტანტი 11
მართლმადიდებელი 15
კათოლიკეე 4
სხვა 2
სულ 32
საკმაოდ მნიშვნელოვანია კატეგორიების ჩამოწერის წესიც. ამ შემთხვევაში
გასათვალისწინებელია მონაცემთა გაზომვის დონე. ზემოთ მოყვანილი მაგალთი
ნომინალური დონის არის, რომელიც მონაცემების იგივეობრიობასა და
კატეგორიზაციის შესაძლებლობას იძლევა. აქ არანაირი მიმართება არ გვაქვს. და
რადგანაც კატეგორიები სახელწოდებებია დიდი მნიშვნელობა არ აქვს ნომინალურ
დონეზე კატეგორიების ჩამოწერის თანმიმდებრობას. თუმცა ისეთ დონეებზე სადაც
უკვე გვაქვს მიმართება მაგალიტად რიგის დონეზე მნიშნელოვანია ჯერ რომელ
კატეგორიას დავწერთ. მაგალიტად კატეგორიები რანჟირებული შეიძლება იყოს
უმაღლესიდან უდაბლესისაკენ ან პირიქით. ინტერვალის და შეფარდების დონეზე
კატეგორიები ასახავს როგორც რანგს ისე კატეგორიებს შორის განსხვავების
მაგნიტუდასაც. აქ მთავარი განსხვავება ის არის, რომ ინტერვალის დონეზე არ გვაქვს
აბსოლუტური ნული ანუ ამ დონეზე არ შეუძლია მკვლევარს თვას რომ ერთი
კატეგორია ორჯერ უფრო დიდია.

3.

1 . კოდი, კოდის კონსინსტენტურობა კოდების გამოყენება ცვლადის მნიშვნელობათა


კატეგორიების გამოსაყოფად.

ჩვენთის ცნობილია, რომ გაზომვვა დაკვირვების მონაცემებისათვის რიცხვების,


ციფრების მიწერაას გულისხმობს. ეს მიწერა შეიძლება სრულიად შემთხვევითი
იყოს(ნომინალური ცვლადის შემტხვევაში) ან რიგისა და ინტერვალის ცვლადების
რანჟირებას ასახავდეს.

კოდი მოიაზრებს ციფრს, რომელიდ დაკვირვების მონაცემს მიეწერება.


მნიშვნელოვანია რომ კოდი კონსინსტენტური(თანმიმდევრულობა?არონოუ
შედგენილობით) იყოს თითოეული შემთვევის და ანალიზისათვის ერთსა და იმავე
პირობებში. მაგალითად თუ კოდი ერთი აღნიშნავს იმერელს, რეგიონთან
დაკავშრებულ ცვლადში ყველა იმერელი უნდა იყოს კოდირებული ციფრით -1.
ხოლო ინფორმაცია თუ რას აღნიშნავს ციფრი ერთი მითითებულია კოდურ
ჩანაწერებში. ეს განყოფილება აღწერს პროცესს, როგორ მიაწერენ მკვლევრები
კოდებს დაკვირვების მონაცემებს.
მკვლევრებს კოდების გამოყენება შეუძლიათ ცვლადის მნიშვნელობების სხვადასხვა
კატეგორიის გამოსაყოფადაც, მონაცემთა დაჯგუფების მიზნით. მაგალითად
მკვლევარს მოგროვებული აქვს ინფორმაცია საქმიანობის შესახებ და უბრალოდ
ჩამოთვლილია საქმიანობები: ექიმი, ადვოკატი, ვეტერინარი, ინჟინერი,
ელექტრიკოსი, ბროკერი, სარეკლამო აგენტი. ვიდრე ამ მონაცემებს გააანალიზებს
მკვლევარი მან ამ მონაცემების კლასიფიკაცია უნდა მოახდინოს. რისი მაგალითიცაა:

1 . პროფესიული და მენეჯმენტი: ადვოკატი, ვეტერინარი , ინჟნერი

2 . ტექნიკური და გაყიდვები: სარეკლამო აგენტი, ბროკერი

3 . სერვისი და კვალიფიკაციური შრომა: დალაქი, ლიფტის ოპერატორი, პრაქტიკოსი


მედდა..

4 . არაკვალიფიციური შრომა: ფერმერის მიგრირებული მუშა.

ამგვარი კლასიფიკაცია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია. პირველ რიგში


იკვეთება საერთო ნიშნები რაც მკვლევარს აძლევს საშუალებას მრავალი
კონკრეტული საქმიანობის ნაცვლად ანალიზში ოთხი განსაზღვრული კატეგორია
გამოიყენოს. ამ მაგალითის მსგავს კატეგორიათა სისტემებს, რომლებიც გამოიყენება
პასუცების ან მოქმედებების კლასიფიკაციისათვის და დაკავშირებულია ერთ
ცვლადთან ან კითხვასთან არის კოდირების სქემები.

აქედან გამომდინარე დავადგინეთ რომ კოდირება მოიაზრებს პროცესს როდესაც


პასუხები მართებულ კატეგორიებადაა კლასიფიცირებულ. საწყისი კოდირება არის
ის, რომ მონაცემებისათვის მინიჭებული რიცხვები ინტუიციურად განისაზღვრება.
მაგალითად ცვლადის მიხედვით მიღებულ მაღალ ქულებს მაღალი კოდური
ნიშვნები მიეწერება. მაგალითად 21 წლის ადამიანი მიიღებს კოდს 21ს. თუ
ასაკობრივი კატეგორიები დაჯგუფებულადაა შემოტავაზებული რიგობითად, მაშინ
მაღალი კოდი მაღალ ასაკობრივ ჯგუფს ექნება. ყოველივე კი ინტუიციურად
კეთდება.

ზოგიერთი ცვლადის(ნომინალური) შემთხვევაში აარ არსებობს რაციონალური


საფუძველი ციფრების მისაწერად. სქესი რომ ავიღოთ 1 ქალი და 2 კაცი აქ არსებითი
მნიშნელობა არ აქვს შეგვიძლია კოდებით 4 და 5 აღვნიშნოთ. თუმცა სანდოობა
რომმშევინარჩუნოთ კოდური ციფრები უნდა შემოვფარგლოთ ციფრებით რომლებიც
იწყება 0დან ან 1დან და ყოველ შემდეგ კატეგორიას ემატება 1.

2 . დიაგრამების გამოყენება. წრიული დიაგრამა (თუ გინდათ დახატეთო)

სიხშირეთა განაწილება მკვლევარს საშუალებას აძლევს საშუალებას


მოხერხხებულად გადმოსცეს ინფორმაცია მონაცემთა შესახებ. ინფორმაციის
გადმოცემის ალტერნატიულ მეთოდს დიაგრამების გამოყენება წარმოადგენს
განაწილების აღსაწერად. დიაგრამების გამოყენებით და მონაცემების შესახებ
ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნით, მკვლევარს შეუძლია უფრო ეფექტურად
გადმოსცეს ინფორმაცია. ანუ დიაგრამებს ემსახურება მონაცემთა ვიზუალიზაციას.
მათი ძირითადი ფუნქციაა ინფორმაციის გავრცელება. დიაგრავა მნიშვნელოვანია
იყოს რელევანტური ანუ შესაბამისი და ობიექტური. და რაც მთავარია მარტივად
აღქმადი.

მკვლევრები ყველაზე ხშირად იყენებენ სამი სახის დიაგრამას: წრიული, სვეტოვანი


და ჰისტპგრამა. წრიული და სვეტოვანი დიაგრამა შეგვიძლია გამოვიყენოთ
ნომინალურ და ორდინალურ დონეებზე გაზომილი მონაცემების წარსადგენად.
ჰისტოგრამას კი იყენებენ იმ მონაცემების წარსადგენად, რომლებსაც ზომავენ
ინტერვალის და შეფარდების დონეზე.

წრიული დიაგრამა გვიჩვენებს განსხვავებას სიხშირეების ან პროცენტული


შეფარდების მიხედვით ნომინალური და ორდინალური ცვლადების კატეგორიების
შორის. აქ კატეგორიები წრის სეგმენტის მიხედვითაა წარმოდგენლი. სეგმენტები
ერთმანეთისგან რომ განსხვავდებოდეს სხვადასხვა სახის ფერითაა შეფერილი
როგორც წესი . მთელი წრე 100%ასახავს. ერთი წრიული დიაგრამა ერთი ცვლადისა
და კატეგორიების წარმოსაჩენად გამოიყენება ამიტომ როგორც წესი მკვლევარი
რამდენიმე წრიულ დიაგრამას იყენებს. თუ გვსურს რომ ყურადღება გავამაცვილოთ
მონაცემების რომელიმე ასპექტზე ჩვენ შეგვიძლია რომელიმე ასპექტი წინა პლანზე
წამოვწიოთ. წრიული დიაგრამა საშუალებას იძლება კატეგორიებს შორის სხვაობა
თვალის ერთი შეხედვითაც დავინახოთ პროცენტული განაწილების უნახავად.

რელიგიის განაწილება

კათოლიკე მართლმადიდებელი პროტესტანტი ბუდისტი


3.

1 . ინდუქციური კოდირება

ინდუქციურ კოდირებას იმ შემთხვევაში იყენებენ როდესაც კვლევა ძიებით ხასიათს


ატარებს ან როდესაც საკვლევი საკითხის შესახებ მცირე თეორია არსებობს.
ინდუქციური კოდირებისას მკვლევარი აგებს კოდირების სქემას
კითხვებზე(განსაკუთრებით ღია ტიპის კითხვებზე) პასუხების რეპრეზენტატული
შერჩევის საფუძველზე- დოკუმენტებიდან ან დაკვირვებით მიღებული მონაცემების
საშუალებით. მაგალითისათვის განვიხილოთ პასუხები და კითხვა, რომლებიც ეხება
ქალებზე ძალადობის შესახებ რეაქციას:

ზოგადად თუ მამაკაცი ძალადობს ცოლზე, რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში


ქალმა?

1 . უნდა დარჩეს და ეცადოს მოაგვაროს პრობლემა

2 . უნდა წავიდეს სახლიდან

3 . უნდა გამოიძახოს პოლიცია

4 . უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რჩევისთის

5 . არ ვიცი/ უარი პასუხზე.

6 ............

ინდუქციული კოდირების სქემაში ყველაზე ხშირად გაცებული პასუხი შედის


კოდირების სქემაში და მონაცემთა ანალიზისათვის გამოიყენება.

კატეგორიების განსაზღვრა ყოველთვის ადვილი არ არის. ვინაიდან იგი


აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კვლევის ზოგად მიზანს. ამას კი და ზოგადად
ინდუქციურ კოდირებას დიდი დრო და ენერგია მიაქვს.

ინდუქციური მიდგომის მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობა და ნაყოფიერებაა.


ეს კი საშუალებას აძლევს მკვლევარს მოგვცეს ახსნა საკუთარ აღმოჩენებზე
დაყრდნობით. ასევე იგი საშუალებას იძლევა მკვლევარმა გამოიყენოს კოდირების
მრავალი სქემა ერთი და იმავე მონაცემთან მიმართებაში, რაც ხშირად ახალი
კატეგორიის ჩამოყალიბებასაც გულისხმობს. ამ მეთოდს ის ნაკლი გააჩნია რომ
მკვლევარს დიდი დრო და ენერგია ეხარჯება წვრილმან დეტალებზე.
2 . ჰისტოგრამები

სიხშირეთა განაწილება მკვლევარს საშუალებას აძლევს საშუალებას


მოხერხხებულად გადმოსცეს ინფორმაცია მონაცემთა შესახებ. ინფორმაციის
გადმოცემის ალტერნატიულ მეთოდს დიაგრამების გამოყენება წარმოადგენს
განაწილების აღსაწერად. დიაგრამების გამოყენებით და მონაცემების შესახებ
ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნით, მკვლევარს შეუძლია უფრო ეფექტურად
გადმოსცეს ინფორმაცია. ანუ დიაგრამებს ემსახურება მონაცემთა ვიზუალიზაციას.
მათი ძირითადი ფუნქციაა ინფორმაციის გავრცელება. დიაგრავა მნიშვნელოვანია
იყოს რელევანტური ანუ შესაბამისი და ობიექტური. და რაც მთავარია მარტივად
აღქმადი.

მკვლევრები ყველაზე ხშირად იყენებენ სამი სახის დიაგრამას: წრიული, სვეტოვანი


და ჰისტპგრამა. წრიული და სვეტოვანი დიაგრამა შეგვიძლია გამოვიყენოთ
ნომინალურ და ორდინალურ დონეებზე გაზომილი მონაცემების წარსადგენად.
ჰისტოგრამას კი იყენებენ იმ მონაცემების წარსადგენად, რომლებსაც ზომავენ
ინტერვალის და შეფარდების დონეზე.

მკვლევრები ჰისტოგრამას იყენებენ სიხშირეთა განაწილების საჩვენებლად


ინტერვალის და შეფარდების დონი მონაცემების შემთხვევაში. ჰისტოგრამა
სვეტოვან დიაგრამას ჰგავს მაგრამ მართკუთხედებს შორის სივრცე არ არის აქ
დატოვებული. აქ მართკუთხედები ერთმანეთს ესაზღვრება, რათა ნაჩვენები უყოს
ცვლადის უწყვეტობა. ჰორიზონტალურ გვერდზე გამოსაზულია ინტერვალები და
არა დისკრეტული კატეგორიები. მართკუთხედის სიდიდე ასახავს ინტერვალის
პროცენტულ მაჩვენებელს ან სიხშირეს. აღსანიშნავია რომ ჰისტოგრამას ვერ
გამოვიყენებთ ერთზე მეტი ცვლადის საჩვენებლად.
1 . დედუქციური კოდირება

მკვლევრის ინტუიცია ერთ-ერთია რამდენიმე ფაქტორიდან, რომელიც ჩარტულია


კოდირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. კოდირებისას
მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს თეორია, ორმხრივად ექსკლუზიური,
ამომწურავი და დაწვრილებიი კატეგორიზება. რაოდენობრივ ანალიზში მკვლევრები
თეორიიდან გამომდინარე ამოწმებენ ჰიპოთეზებს. მათ მიერ გამოყენებული
კოდირების სისტემაც ამ თეორიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. სწორედ
თეორიის შემოწმება აწვდის მკვლევარს იდეას რესპონდენტებისაგან მოსალოდნელი
ოასუხების ტიპების შესახებ. ბევრი საკითხი შესაძ₾ოა მრავალგანზომილებიანი იყოს
და თითოეული განზომილება მოითხოვს ცალკეულ კატეგორიას. მაგალითად
ლიბერალიზმის შესწავლით დაინტერესებული მკვლევარი თეორიიდან შეიტყობს
რომ ეს ცნება მრავალგანზომილებიანია.

დედუქციური კოდირება საშუალებას აძლევს მკვლევარს გამოიყენოს თეორია


პასუხის კატეგორიების შესამუშავებლად. მნიშვნელოვანია ვიდრე დედუქციურ
კოდირებას გამოვიყენებთ წინასწარ შევამოწმოთ ინსტრუმენტი შერჩეულ მცირე
პოპულაციაზე. ამით კი შესაძლებელია თეორიით ნაკარნახევი კატეგორიების
შეცვლაც გახდეს აუცილებელი და მათი მორგება კონკრეტულ პოპულაციაზე.
წინასწარი კოდირების მაგალითია დახურული ტიპის კითხვები, სადაც პასუხები
პირდაპირ კლასიფიცირებულია კატეგორიებად.
2 . სვეტოვანი დიაგრამები

სიხშირეთა განაწილება მკვლევარს საშუალებას აძლევს საშუალებას


მოხერხხებულად გადმოსცეს ინფორმაცია მონაცემთა შესახებ. ინფორმაციის
გადმოცემის ალტერნატიულ მეთოდს დიაგრამების გამოყენება წარმოადგენს
განაწილების აღსაწერად. დიაგრამების გამოყენებით და მონაცემების შესახებ
ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნით, მკვლევარს შეუძლია უფრო ეფექტურად
გადმოსცეს ინფორმაცია. ანუ დიაგრამებს ემსახურება მონაცემთა ვიზუალიზაციას.
მათი ძირითადი ფუნქციაა ინფორმაციის გავრცელება. დიაგრავა მნიშვნელოვანია
იყოს რელევანტური ანუ შესაბამისი და ობიექტური. და რაც მთავარია მარტივად
აღქმადი.

მკვლევრები ყველაზე ხშირად იყენებენ სამი სახის დიაგრამას: წრიული, სვეტოვანი


და ჰისტპგრამა. წრიული და სვეტოვანი დიაგრამა შეგვიძლია გამოვიყენოთ
ნომინალურ და ორდინალურ დონეებზე გაზომილი მონაცემების წარსადგენად.
ჰისტოგრამას კი იყენებენ იმ მონაცემების წარსადგენად, რომლებსაც ზომავენ
ინტერვალის და შეფარდების დონეზე.

სვეტოვანი დიაგრამაც იძლევა საშუალებას თვალსაჩინოდ წარმოვაჩინოდ


ნომინალური და ორდინალური ცვლადები. სვეწოვან დიაგრამაზე შეგვიძლია
წარმოვაჩინოთ ორი ან მეტი განაწილება. სვეტოვანი დიაგრამა შემდეგნაირადაა
წარმოჩენილი: ჰორიზონტალურ ღერძზე განლაგებულია ცვლადის კატეგორიები და
თითოეულ კატეგორიაზე აგებულია თანაბარი სიგანის მართკუთხედები.
თითოეული მართკუთხედის სიმაღლე მისი სიხშირის ან პროცენტული განაწილების
პროპორციულია. სვეტოვანი დიაგრამა შეიძლება იყოს ვერტიკალური ან
ჰორიზონტალური.
Chart Title
80

70

60

50

40

30

20

10

0
ძალიან ცოტა ცოტა საშუალო ბევრი ძალიან ბევრი

დანახარჯი სურსათზე დანახარჯი საყოფაცხოვრებო ნივთებზე


Column1

You might also like