You are on page 1of 3

1.

ცვლადი- გარემოს ნებისმიერი მდგომარეობა, ნებისმიერი სტიმული, პირობნული


მახასიათებელი ან ქცევა, რომელმაც შეიძლება მიიღოს სხვადასხვა მნიშვნელობა
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა ადამიანთან.
2. სტატისტიკა (მეცნიერება)- ის მეთოდები თუ პროცედურები, რომლებიც გამოიყენება
მონაცემების სისტემატიზაციისთვის, გასაანალიზებლად და მათგან დასკვნების
გამოსატანად.
3. სტატისტიკა (სტატისტიკური სისდიდე)-მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი
ცალკეული ტიცხვი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შერჩევის მონაცემთა
ერთობლიობის აღსაწერად, ან ამ მონაცემთა უფრო სრული გაანალიზებისთვის.
4. პოპულაცია- არის საერთო მახასიათებლის მქონე ადამიანთა, ცხოველთა ან
მოვლენათა სრული ერთობლიობა.
5. შერჩევა- პოპულაციიდან მთელი რიგი წესების დაცვით (რათა შერჩევა პოპულაციის
რეპრეზენტაბელური იყოს) არჩეული ქვესიმრავლე ანუ ქვეჯგუფი.
6. დამოუკიდებელი ცვლადი- ცვლადი, რომლითაც მანიპულირებენ ექსპერიმენტში
დამოკიდებულ ცვლადზე მისი გავლენის განსაზღვრის მიზნით.
7. დამოკიდებული ცვლადი- ცვლადი ექსპერიმენტში, რომელიც დამოკიდებულია
დამოუკიდებელ ცვლადზე. შემთხვევათა უმრავლესობაში დამოკიდებული ცვლადი
ქცევის გარკვეული საზომია.
8. ცდის პირთა შორის სქემა- კვლევის სქემა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი
ჯგუფი.
9. კვლევის ჰიპოთეზა- დებულება ორ ან მეტ ცვლადს შორის მოსალოდნელი ან
ნაწინასწარმეტყველები კავშირის შესახებ. Ექსპერიმენტში კვლევის ჰიპოთეზა არის
ნაწინასწარმეტყველები კავშირი დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს
შორის.
10. ეკვივალენტური ჯგუფები- ცდის პირთა ჯგუფები, რომლებიც, სავარაუდოდ, არ
განსხვავდებიან ერთმანეთისგან რაიმე მუდმივი მახასიათებლით ექსპერიმენტის
დამოუკიდებელი ცვლადის მიწოდებამდე.
11. შემთხვევითი განსხვავება- განსხვავება ეკვივალენტურ ჯგუფებს შორის, რომელიც
მიიღება შემთხვევით ან გაუთვალისწინებელი მიზეზით.
12. კორელაციის კოეფიციენტი- სტატისტიკა, რომელიც რიცხობრივად გვიჩვენებს
მაჩვენებელთა ორი ჯგუფის დაკავშირებულობის ხარისხს და ამ კავშირის
მიმართულებას.
13. ექსპერიმეტი- ზედმიწევნით გაკონტროლებული სტუაცია, სადაც მეცნიერი ახდენს
ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადის მანიპულირებას და აკვირდება, თუ რა
გავლენას ახდენს ეს დამოკიდებულ ცვლადზე.
14. თვისებრივი მონაცემები- სახელდების სკალაზე მიღებული მონაცემები, რომლებიც
მიუთითებენ, რომ ცვლადები თვისებრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
15. რაოდენობრივი მონაცემები- რიგის, ინტერვალების ან შფარდების სკალაზე
მიღებული მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ, თუ რა სიდიდის არის ცვლადი.
16. დისკრეტული (წყვეტილი) ცვლადი- ცვლადი, რომელმაც შეიძლება მიიღოს სასრული
ან თვლადი მნიშვნელობა.
17. უწყვეტი ცვლადი- ცლადი, რომელმაც შეიძლება მიიღოს უსასრულო მნიშვნელობა
ცვლადის ნებისმიერ ორ დონეს შორის.
18. პროცენტილი- ქულა, რომელზეც ქულათა გარკვეული პროცენტი განაწილებაში
ტოლია ან ნაკლებია ამ ქულაზე.
19. ქულის პროცენტული რანგი- იმ ქულათა პროცენტი განაწილებაში , რომლებიც
ტოლია ან ნაკლებია ამ ქულაზე.
20. მოდა- ქულათა განაწილებაში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ქულა.
21. ცენტრალური ტენდენციის საზომები- რიცხვები, რომლებიც წარმოადგენენ
შერჩევიდან მიღებულ საშუალო ან ტიპურ ქულას.
22. მედიანა- ქულა განაწილებაში, რომლის ზემოთ და ქვემოთ განლაგებულია ქულათა
ტოლი რაოდენობა, მედიანა არის 50-ე პროცენტილი განაწილებაში.
23. შერჩევის საშუალო- მიღებულ ქულათა ჯამი გაყოფილი ქულათა მთლიან
რაოდენობაზე.
24. შერჩევის დისპერსია- ცვალებადობის საზომი, რომელიც მიიღება განაწილებაში
შემავალი თითოეული ქულისა და ამ განაწილების საშუალოს სხვაობების კვადრატში
აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებითა და მიღებული ჯამის გაყოფით
განაწილებაში შემავალი ქულების რაოდენობაზე.
25. შერჩევის სტანდარტული გადახრა- კვადრატული ფესვი შერჩევის დისპერსიიდან.
26. პოპულაციის სტანდარტული გადახრა- კვადრატული ფესვი პოპულაციის
დისპერსიიდან.
27. აღწერითი სტატისტიკა- სტატისტიკური პროცედურები, რომლებიც გამოიყენება
შერჩევიდან მიღებული მონაცემების შესაჯამებლად და აღსაწერად.

გაზომვის სკალები

1. სახელდების სკალა- გაზომილი ცვლადის სხვადასხვა კატეგორიაში გაერთიანება. (მაგ:


ასეთი ცვლადი შეიძლება იყოს ინდივიდის ეთნიკური წარმომავლობა. Ემ ცვლადის
მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები ადამიანები შეიზლება გავაერთიანოთ კატეგორიებში:
აბორიგენი, აზიელი ამერიკელი, აფროამერიკელი, თეთრკანიანი ან ესპანური
წარმოშობის ამეიკელი და შემდეგ თითოეულ კატეგორიას მივანიჭოთ პირონითი
ნომერი.
2. რიგის სკალა- სკალაზე ცვლადის სიდიდე დალაგებულია მნიშვნელობების მიხედვით.
( მაგ: ადამიანებს შეიძლება ვთხოვოთ მულტიპლიკაციური ფილმის სერიების
დალაგება სკალაზე უფრო სასაცილოდან ნაკლებად სასაცილომდე.
3. ინტერვალების სკალა- ცვლადის მნიშვნელობები დალაგებულია სკალაზე და
მნიშვნელობებს შორის მინიჭებულ რიცხვებს შორის განსხვავება ასახავს ცვლადის
მნიშვნელობებს შორის ერთი და იმავე სიდიდის სხვაობას. ინტერვალთა სკალაზე
ნული პირობითად საწყისი წერტილია. (მაგ: ინტერველების სკალის მაგალითებია
ფარენჰაიტისა და ცელსიუსის ტემპერატური სკალები. Ეულოვანი მაჩვენებელი
არცერთზე არ ნიშნავს ტემპერატურის საერთოდ არქონას. …)
4. Ეეფარდების სკალა- ცვლადის სიდიდე დალაგებულია სკალაზე და მინიჭებულ
რიცხვებს შორის განსხვავება ასახავს ცვლადის მნიშვნელობებს შორის იგივე სიდიდის
განსხვავებას. Ეეფარდების სკალაზე არსებობს ჭეშმარიტად ნულოვანი წერტილი,
რომელიც შეესაბამება გასაზომი მახასიათებლის სრულ არარსებობას. (ეს სკალა
შეგვიძლია გამოვიყენოთ რეაქციის დროის ან ამოცანის შესრულებაზე დახარჯული
დროის გამოთვლისას, რადგან ამ სიდიდეებს აქვთ აბსოლუტური ნული, სკალის
ინტერვალები კი თანაბარი ინტერვალებით არიან ერთმანეთისგან დაშორებული.

ცვალებადობის საზომები

1. დიაპაზონი- სხვაობა განაწილების მაქსიმალურ და მინიმალურ ქულებს შორის.


2. კვატილთშორისი გაბნევის დიაპაზონი- განაწილებაში შემავალ ქულათა შუათანა 50%.
3. კვარტილთშორისი გაბნევის დიაპაზონის ნახევარი

You might also like