You are on page 1of 35

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

სეუ

კვლევის მეთოდები ტურიზმში

ვალერი მოსიაშვილი
ეკონომიკის დოქტორი. პროფესორი
vmosiashvili@seu.edu.ge
ტ.: 577 64 34 85
ლექცია 4. ემპირიული კვლევა
დაკვირვებით

1. დაკვირვების არსი და კლასიფიკაცია


2. კონტროლირებული დაკვირვების მეთოდები
3. არაკონტროლირებული დაკვირვების თავისებურებანი

4. დაკვირვების ადგილი და როლი ტურიზმის კვლევაში


ფართო გაგებით, დაკვირვება სამყაროს
შემეცნების ხერხია. ყოველდღიური,
ჩვეულებრივი დაკვირვება ადამიანებს
გარე სამყაროს შესახებ ინფორმაციის
მიღების საშუალებას აძლევს.
მეცნიერული დაკვირვება მიმართულია
გარკვეული მიზნის მისაღწევად -
გამოკვლევის ამოცანების
გადაწყვეტისათვის აუცილებელი
სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად.

დაკვირვებას ახასიათებს სისტემატურობა, გეგმაზომიერება და კონტროლი.


უფრო კონკრეტულად,
დაკვირვება - ეს არის გარე
სამყაროს მიზანმიმართული,
გააზრებული, ორგანიზებული
აღქმა პირველადი ემპირიული
ინფორმაციის ემპირიული
ფაქტების ფორმაში მიღების
მიზნით.
იგი წარმოადგენს რესპოდენტებიდან პირველადი
მონაცემების მიღების მეთოდს.
დაკვირვებისას გამოყენებული პროცედურის დანიშნულების
მიუხედავად, მკვლევარმა, მიღებული მონაცემების
სისტემატურობასა და მნიშვნელოვანებაში დასარწმუნებლად, უნდა
გადაწყვიტოს სამი რამ:

რას ვაკვირდებით
-

როდის ვაკვირდებით
-

• როგორი ხარისხის დასკვნა მოგვეთხოვება


-
N საკლასიფიკაციო ტიპები
ნიშანი
1 კონტროლირების კონტროლირებული (ფორმალიზებული, სტანდარტიზებული, სტრუქტურირებული)
ხარისხი არაკონტროლირებული (არაფორმალიზებული, არასტანდარტიზებული,
არასტრუქტურირებული)
2 დაკვირვების დროის სისტემატური
რეგლამენტაცია არასისტემატური
3 ჩატარების ადგილი საველე

ლაბორატორიული

ლაბორატორიულ-საველე

4 დაკვირვების ობიექტი აქტიორული (დაკვირვება რესპოდენტთა ქმედებებსა და ქცევაზე)

ვერბალური (დაკვირვება რესპოდენტთა სიტყვებსა და თვალსაზრისზე)

5 მკვლევარის ჩართული (დამკვირვებლის მონაწილეობით, დაკვირვება შიგნიდან)


მონაწილეობის ფორმა
გამჟღავნებული (ღია) გაუმჟღავნებელი (ფარული)
(პოზიცია)
ჩაურთველი (დამკვირვებლის მონაწილეობის გარეშე, დაკვირვება გარედან)
გამჟღავნებული (ღია) გაუმჟღავნებელი (ფარული)

6 დამკვირვებლის მიერ ზოგადი (დაკვირვება მათზე, ვინც უშუალოდ კვლევაში არ მონაწილეობს)


აღებული როლი
სპეციფიკური (დაკვირვება მათზე, ვინც უშუალოდ კვლევაში მონაწილეობს)
დაკვირვების ტიპების კლასიფიკაცია
ერთმანეთისაგან განვასხვავებენ დაკვირვების ორ მეთოდს

კონტროლირებული სისტემა არაკონტროლირებული სისტემა

ხასიათდება ნათელი და არის ნაკლებ სისტემატური


მკაფიო გადაწყვეტილებებით: ხასიათისა და იძლევა
რას, როგორ და როდის უნდა მოქნილობის საშუალებას.
დავაკვირდეთ. დროის შერჩევა დროის შერჩევა ხდება
ხდება დაკვირვებამდე შემთხვევითად
კონტროლირებული დაკვირვების
წარმოება შეიძლება როგორც
ლაბორატორიაში, ასევე ველზე. ორივე
გარემოში მკვლევარს სურს, რომ დასკვნა
გამოიტანოს მიზეზობრიობის შესახებ,
კონტროლის მაქსიმიზაციით გარეგან და
შინაგან ცვლადებზე, როდესაც
ექსპერიმენტულ დიზაინს იყენებს და
სისტემატურად იწერს დაკვირვების
შედეგებს.

ლაბორატორიული ექსპერიმენტი გულისხმობს ლაბორატორიის,


გარკვეული პირობების შექმნას, რომლის თავისებურებები განისაზღვრება
მკვლევარის მიერ, რის შედეგადაც ვიღებთ კონტროლირებულ გარემოს.
ლაბორატორიული ექსპერიმენტის კლასიკური
მაგალითია სოლომონ აშის ექსპერიმენტები
ინტერპერსონალურ გავლენაზე. აშის მიზანი იყო
შეემოწმებინა სოციალური და პიროვნული
ფაქტორები, რომელიც უბიძგებს ინდივიდებს
დაემორჩილონ ან წინააღმდეგობა გაუწიონ
ჯგუფის წნეხს, როდესაც ჯგუფის აღქმული ქცევა
ეწინააღმდეგება რეალობას. აშმა განავითარა
ინდივიდების განთავსების პროცედურა სხვა
ადამიანებთან ინტენსიური უთანხმოების
პირობებში და ამ მიმართების ეფექტების
გასაზომად.

სოლომონ აშის და სხვა ლაბორატორიულ ექსპერიმენტს გააჩნია ორი


მთავარი უპირატესობა: იგი იძლევა: ა. მკაცრი კონტროლის წარმოების
საშუალებას გარეგან და შინაგან ფაქტორებზე; ბ. არაორაზროვან
საბუთებს მიზეზობრიობასთან დაკავშირებით.
პრობლემამ, რომ ლაბორატორია არ წარმოადგენს რეალურ სამყაროს,
მეცნიერები მიიყვანა იმ ორ მნიშვნელობას შორის ზღვრის გავლების
საჭიროებამდე, რომლებითაც ექსპერიმენტი შეიძლება დახასიათდეს, როგორც
რეალური.
პირველი მნიშვნელობა მიუთითებს, რომ
ექსპერიმენტი რეალურად ჩაითვლება, თუ
კვლევის მონაწილეთა მიერ სიტუაცია
განიცდება, როგორც რეალური, ანუ თუ იგი
მოიცავს და გავლენას ახდენს მათზე. რეალობის
ამ ტიპს ექსპერიმენტული რეალიზმი ეწოდება.
რეალიზმის მეორე მნიშვნელობა ეხება იმას,
თუ რამდენად არის შესაძლებელი
ლაბორატორიაში მიმდინარე მოვლენების
რეალურ ცხოვრებაშიც მოხდენა. რეალიზმის ამ
ტიპს პირობითად შეიძლება ბუნებრივი
რეალიზმი ვუწოდოთ.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, უპირატესობების მიუხედავად, გარკვეული
შეზღუდვებიც ახასიათებთ. ეს შეზღუდვები შემდეგ სამ ჯგუფად იყოფა:

გადახრები, რომელთაც ადგილი აქვთ თვითონ


ექსპერიმენტული სიტუაციის მოთხოვნათა თავისებურებების
1 გამო;

გადახრები, რომლებიც ხდება ექსპერიმენტატორის


2 გაუთვალისწინებელი გავლენის გამო

• გაზომვის არტეფაქტები
3
ექსპერიმენტული სიტუაციის მოთხოვნათა თავისებურებებთან დაკავშირებული
გადახრა შეიძლება აღმოცენდეს მაშინ, როდესაც ინდივიდებმა იციან, რომ ისინი
ექსპერიმენტულ სიტუაციაში იმყოფებიან, აცნობიერებენ, რომ მათ აკვირდებიან და
სჯერათ, რომ მათგან გარკვეული ტიპის პასუხებს მოელიან. შედეგად, ექსპერიმენტულ
მანიპულაციას ისინი შეიძლება პირდაპირ არ პასუხობდნენ.

ამის ნაცვლად, მათი პასუხები შეიძლება ასახავდეს იმ


ქცევის მათებურ ინტერპრეტაციას, რომლის გამოვლენასაც
ისახავს მიზნად ეს მანიპულაციები. მაშინაც კი, თუ
ექსპერიმენტატორი ამბობს, რომ მოცემულ კონკრეტულ
შემთხვევაში არ არსებობს მცდარი და სწორი პასუხები,
დაკვირვების ობიექტებმა შეიძლება განაგრძონ ფიქრი, რომ
მათგან კონკრეტულ ქცევებს ელიან და შესაძლოა სცადონ ამ
მოლოდინის გამართლება. დაკვირვების ობიექტებმა ასევე
შეიძლება აღმოაჩინონ კვლევის ჰიპოთეზა და ისეთი რეაგირება
მოახდინონ მის შესაბამისად, რაც, მათი აზრით, ესიამოვნება
ექსპერიმენტატორს.
ექსპერიმენტატორის ქცევა, რომელიც არ არის ექსპერიმენტული მანიპულაციის
ნაწილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ახდენს გავლენას დაკვირვების
ობიექტებზე, არის ექსპერიმენტატორის გაუთვალისწინებელ გავლენასთან
დაკავშირებული გადახრა, ანუ ექსპერიმენტული მოლოდინის ეფექტი.

ექსპერიმენტატორები შეიძლება წინასწარი


განზრახვის გარეშე ავლენდნენ საკუთარ
მოლოდინებს სუბიექტის ქცევასთან
დაკავშირებით და ამას სხვადასხვა გზით
აკეთებდნენ, მაგალითად, დაძაბულობის ან
შვების გამოვლენით, ან თავის დაქნევით,
როდესაც პასუხებს იღებენ.
გაზომვის არტეფაქტები: გაზომვა კრიტიკული საკითხია კვლევის პროცესში.
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში, სადაც დამოუკიდებელი ცვლადის
ეფექტები შესაძლოა პატარა, მოკლე და სენსიტიური იყოს, საჭიროა ზუსტი
გაზომვა. გარდა ამისა, გაზომვის პროცედურები არ არის დამოუკიდებელი
კვლევის დიზაინის სხვა პრობლემებისგანაც.
გაზომვის პროცედურები შეიძლება იწვევდეს
მონაცემების მიკერძოებულ ინტერპრეტაციას,
მაგალითად, ექსპერიმენტის მონაწილეთათვის
ბიძგის მიცემით ექსპერიმენტის ნამდვილ
მიზანთან დაკავშირებით, აძლევდეს მათ
საშუალებას, მიიღონ სასიამოვნო შთაბეჭდილება
და ა.შ. თავის მხრივ, გაზომვის ინსტრუმენტები
შესაძლოა რეაქციული იყოს იმ თვალსაზრისით,
რომ ცვლიდეს გასაზომ ფენომენს.
ველის ექსპერიმენტი: როგორც თვით
ტერმინებიდანაც ჩანს, ძირითადი
განსხვავება ლაბორატორიულ და ველის
ექსპერიმენტებს შორის არის გარემო.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტში მკვლევარები გარემოში ქმნიან


კონტროლირებულ პირობებს, რომლებიც ასახავენ ბუნებრივი გარემოს
გარკვეულ თვისებებს. ამის საპირისპიროდ, ველის ექსპერიმენტში, რამდენადაც
კვლევა მიმდინარეობს ბუნებრივ სიტუაციაში, მკვლევარი მანიპულირებს ერთი
ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადით ბუნებრივ პირობებში, რომელიც
ყურადღებით გაკონტროლებულია იმდენად, რამდენადაც სიტუაცია ამის
შესაძლებლობას იძლევა.
საველე კვლევა არის მონაცემთა შეგროვების ყველაზე
ცენტრალური სტრატეგია, რომელიც დაკავშირებულია თავისებრივ
მეთოდოლოგიასთან
ზოგადად თუ ვიტყვით, საველე
კვლევა განისაზღვრება, როგორც
„ადამიანების კვლევა ყოველდღიურ
ცხოვრებაში მათი მოქმედებისას.
ველზე მომუშავენი სხვათა სამყაროში
იმისათვის ერთვებიან, რომ, პირველ
რიგში, გაიგონ, როგორ ცხოვრობენ
ისინი, როგორ ლაპარაკობენ, როგორ
იქცევიან, რა ხიბლავთ ან რა აყენებთ
მათ სტრესს“.
მონაცემთა შეგროვების მეთოდი, რომელიც ყველაზე მჭიდროდაა
დაკავშირებული თანამედროვე საველე კვლევასთან, არის ჩართული დაკვირვება,
- როდესაც მკვლევარი ცდილობს გახდეს გარკვეული ჯგუფის წევრი ან ახლო
კავშირი დაამყაროს ჯგუფთან, რომლის შესწავლაც სურს.

ასე მოქცევით მონაწილე დამკვირვებელი


ცდილობს გაიზიაროს დაკვირვების იმ
ობიექტების პერსპექტივა, რომლებიც
იმყოფებიან შესასწავლ სიტუაციაში. მონაწილე
დამკვირვებლის როლი გულისხმობს:
„რამდენადაც პირობები ამის საშუალებას
მოგვცემს, ცხოვრებისეული აქტივობების
ცნობიერ და სისტემატურ გაზიარებას, ასევე,
კონკრეტულ შემთხვევებში ინტერესებისა და
ჯგუფებზე მოქმედი გავლენების გაზიარებას“.
განასხვავებენ ჩართული დაკვირვების ორ ძირითად
ტიპს:
დამკვირვებელი ხდება საკვლევი (სამიზნე)
სრული ჯგუფის მონაწილე წევრი ისე, რომ არ
მონაწილეობა ავლენს საკუთარ ვინაობასა და კვლევის
მიზნებს

მონაწილე, დამკვირვებლები ისე ხდებიან ჯგუფის


როგორც აქტივობების მონაწილეები, რომ საკუთარ
დამკვირვებელ ვინაობას ავლენენ და კვლევის მიზნებსაც
აცხადებენ.

სრული მონაწილეობისას დამკვირვებელი მთლიანადაა
ჩართული, კვლევის მიზნები უცნობია დაკვირვების
ობიექტთათვის და მკვლევარი ცდილობს გახდეს
დასაკვირვებელი ჯგუფის წევრი.

სრული მონაწილე
ინტერაქციაში იმყოფება
დაკვირვების ობიექტებთან
„იმდენად ბუნებრივად,
რამდენადაც ეს შესაძლებელია,
ნებისმიერ, მისთვის
საინტერესო და მისაწვდომ,
ცხოვრებისეულ სიტუაციში“.
„მონაწილე, როგორც დამკვირვებელი“ - როდესაც
მკვლევარი ამ ტიპის როლს ირგებს, ის ინფორმაციას აწვდის
ჯგუფის წევრებს, რომ ისინი კვლევის პირობებში იმყოფებიან.

მკვლევარები იღებენ
ხანგრძლივ ვალდებულებას
გახდნენ ჯგუფის წევრები და
ცდილობენ დაამყარონ ახლო
კავშირები ჯგუფის წევრებთან,
რომლებიც ერთდოულად
ასრულებენ როგორც
ინფორმატორის, ისე
რესპონდენტის როლს.
საველე კვლევის კომპლექსურობა
არ დაიყვანება მხოლოდ
ხელმისაწვდომობის მიღწევასა და
ურთიერთობების დამყარებამდე. ველის
დატოვება სამუშაოს დასრულების შემდეგ
არანაკლებ პრობლემური საკითხია. ეს
ფაზა დამოკიდებულია კვლევის
დასაწყისში დამკვირვებლისა და
დაკვირვების ობიექტების შეთანხმებაზე
და კვლევის პროცესში მათ შორის
განვითარებული ურთიერთობების ტიპზე.

კვლევის მოთხოვნა - მკვლევარი ჩართული იყოს ჯგუფში ველზე


მუშაობისას, თავისთავად პრობლემად იქცევა, როდესაც წასვლის
დრო დგება.
საველე კვლევის განსაკუთრებით სათუთი ეტაპია დაკვირვების ჩაწერა.
საველე კვლევაში მონაცემთა ძირითადი წყარო არის ის, რასაც ამბობენ ან
აკეთებენ დაკვირვების ობიექტები.
მკვლევარებს შეუძლიათ ჩაინიშნონ
ქცევა, რომელსაც აკვირდებიან, გადაიღონ
ფოტოსურათები თუ ვიდეო. ზოგიერთ
შემთხვევაში, როდესაც დაკვირვების
ობიექტთათვის ცნობილია მკვლევარის
ვინაობა და კვლევის მიზნები, ჩაწერა
შესაძლოა დაუყოვნებლივ მოხდეს,
უშუალოდ დაკვირვების პროცესში.
თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში
მკვლევარებს სურთ დაივიწყონ, რომ
აკვირდებიან, რათა მათი ქცევა და
ინტერაქცია ბუნებრივი დარჩეს.
როდესაც მკვლევარს არ შეუძლია დაუყოვნებლივ სრულად ჩაიწეროს
დაკვირვების შედეგები, იზრდება ფაქტების დამახინჯებისა და
მცდარი ინტერპრეტაციის რისკი.

რაც უფრო დიდი დრო გავა, სანამ


მკვლევარი ჩანაწერების გაკეთებას
შეძლებდეს, მით უფრო იზრდება არასწორად
გახსენების ალბათობა. ამ დროს
სასარგებლოა გარკვეული წერითი ჩვევების
გამოყენება, რათა შეძლებისდაგვარად
თავიდან იქნეს აცილებული ფაქტების
დამახინჯება. მაგალითად, მკვლევარმა
შეიძლება ბრჭყალებით აღნიშნოს
ჩანაწერები, რათა შემდეგ ზუსტად
გაიხსენოს, რაც იგულისხმა. თუ
მონაცემებში ასეთი მინიშნებები არ არის
გამოყენებული, იგი დაემყარება
შთაბეჭდილებებსა და დასკვნებს.
ჯონ ლოფლენდისა და ლინ ჰ. ლოფლენდის მოსაზრებით,
მონაცემების წერის დასრულებამდე სასურველია შემდეგი
კითხვების დასმა:
არის თუ არა ეს ანგარიში პირველადი?
-

სად იყო მკვლევარის სივრცითი ადგილმდებარეობა?


-

ჰქონდათ თუ არა კვლევის მონაწილეებს რაიმე მიზეზი საიმისოდ, რომ


- მიკერძოებული ან მცდარი ინფორმაცია მოეცათ?

არის თუ არა ანგარიში კონსისტენტური?


-

შესაძლებელია თუ არა ანგარიშის ვალიდიზაცია სხვა დამოუკიდებელი


- ანგარიშებით?
მონაცემთა ანალიზის მნიშვნელოვანი ასპექტი არის მონაცემთა შეგროვების
პროცესში კარტოთეკისა და კოდირების სისტემის შექმნა.
საველე სამუშაოს მოსამზადებელ
საფეხურზე მკვლევარს შეუძლია
ჩამოაყალიბოს მარტივი კატეგორიები
დასაკვირვებელი ობიექტის
თავისებურებებზე დაყრდნობით.
მაგალითად, მკვლევარს შეუძლია ჯგუფის
წევრები დაყოს ლიდერებად, მიმდევრებად
და განდგომილებად. საველე კვლევის
შენიშვნები, რომლებიც ეხება ჯგუფის
თითოეული ტიპის წევრთა მოქმედებებს,
დახარისხებულია, ანუ კოდირებულია
შესაბამისი კლასიფიკაციით.
საველე კვლევის კულმინაცია არის წერილობითი ანგარიშის შედგენა.

საბოლოო ანგარიში აღწერს ამ


კვლევის ბექგრაუნდს, მის წარმმართველ
თეორიულ სტრუქტურას, კვლევის
დიზაინსა და მეთოდოლოგიას. იგი
იძლევა მონაცემთა დაწვრილებით
ანალიზსა და ინტერპრეტაციას, ასევე
ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა
მნიშვნელობა აქვს კვლევის აღმოჩენებს
მომავალი ანალიზის ან საზოგადოებრივი
გადაწყვეტილებების მიღების
თვალსაზრისით.
თვისებრივი საველე კვლევა საპირისპირო მიმართულებით მიდის - ამ
დროს გამოიყენება მეთოდი, რომელსაც ანალიტიკურ ინდუქციას უწოდებენ

მკვლევარები აგროვებენ მონაცემებს,


აყალიბებენ ჰიპოთეზებს მონაცემებზე
დაყრდნობით, ამოწმებენ ჰიპოთეზებს ამ
მონაცემების გამოყენებით და ცდილობენ
განავითარონ თეორია. მათ მიერ
განვითარებული თეორია მყარი
საფუძვლის მქონე თეორიაა, რამდენადაც
იგი გამომდინარეობს კონკრეტული
საკვლევი გარემოდან და პირდაპირ
შესაბამისობაში მოდის მასთან.
რამდენადაც საველე სამუშაო ხასიათდება დაკვრვების
ობიექტების ყოველდღიურ ცხოვრებაში ხანგრძლივი და
უშუალო მონაწილეობით, იგი დაკავშირებულია მთელ რიგ
ეთიკურ დილემებთან. ველზე მუშაობას ორი სახის ეთიკური
საკითხი უკავშირდება:

პოტენციური მოტყუების პრობლემა

გავლენა, რომელიც საველე სამუშაომ


შეიძლება მოახდინოს შესასწავლ ობიექტებზე.
კატეგორია 1
საკვლევი
პრობლემის ძიება და
დეტალიზაცია

ტურიზმის სფეროში
დაკვირვება გამოიყენება კატეგორია 2
შემდეგი კატეგორიის
ამოცანების ორიენტირება
გადასაჭრელად:

კატეგორია 3
მახასიათებელი
სიტუაციები
დაკვირვების მეთოდის გამოყენების დროს (ისევე, როგორც ნებისმიერი
სხვა კვლევის ჩატარებისას) მკაფიოდ უნდა იქნეს განსაზღვრული კვლევის
მიზანი და ხარჯთაღრიცხვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:

კვლევის მორალურ-ეთიკურ მხარეს;


-

კვლევის ხელმისაწვდომობას (სადამდე შეიძლება ვიკვლიოთ);


-

მკვლევარის უნარ-ჩვევებს;
-

კვლევისათვის საჭირო დროს და ამ დროის გამოყოფის შესაძლებლობას.


-
ბიზნესის სფეროში გამოიყენება
დაკვირვების ორი ძირითადი ფორმა:

ზოგადი სპეციფიკური

გულისხმობს დაკვირვებას მათზე, ვინც გულისხმობს დაკვირვებას კვლევაში


უშუალოდ კვლევაში არ მონაწილეობს მონაწილე პირებზე. მკვლევარი
(დაკვირვება არამონაწილეებზე). ეს მთლიანად ჩართულია
არის დაკვირვების მეთოდის ძირითადი მონაწილეებთან ერთად კვლევის
ტიპი. ამ დროს მკვლევარი აკვირდება პროცესში. მიზანი არის საკვლევი
და იწერს ადამიანთა საუბარს ან „ობიექტის“ (რასაც ან ვისაც
მოქმედებებს მათი კვლევაში ჩართვის იკვლევენ) ღირებულებების,
გარეშე. კვლევის საგანი მათ შეიძლება მოტივაციის, პრაქტიკის ზუსტად
არც იცოდნენ. გაგება.
ლიტერატურა
 მოსიაშვილი ვ., ტურიზმის კვლევის მეთოდები, ლექციების კურსი. თბილისი
ძირითადი 2021.
ლიტერატურა  ვანიშვილი მ., მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ხიდირბეგიშვილი ნ., ბიზნესის
კვლევის მეთოდები. თბილისი გამომცემლობა „დანი“ 2021.

 ფრანკფორტ-ნაჩმიასი ჩ., ნაჩმიასი დ., კვლევის მეთოდები სოციოლოგიურ


დამხმარე მეცნიერებებში, თბილისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
ლიტერატურა გამომცემლობა 2009.
 მექვაბიძე რ. კვლევის მეთოდები ბიზნესსა და ეკონომიკაში. პრაქტიკული
კურსი. - თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011.

 https://tsu.ge/assets/media/files/7/biblioteka/statistika.pdf)
 www. geostat.ge
ინტერნეტრესურსი  https://www.geostat.ge/ka/modules/categories/658/metadata-turizmis-statistika
 https://ka.khanacademy.org/science/biology/intro-to-biology/science-of-biology/a/the-
science-of-biology
კონსულტაცია/კითხვები

კონსულტაციის დრო და ადგილი მითითებულია


სილაბუსში
და/ან

კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე:


vmosiashvili@seu.edu.ge
კითხვები თვითკონტროლისათვის

ჩამოთვალეთ დაკვირვების ტიპები, და მათი კლასიფიკაციისა კრიტერიუმები;


1

რა განხვავებაა დაკვირვების კონტროლირებულ და არაკონტროლირებულ სისტემას შორის?


2

ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს, ძირითადი შეზღუდვები;


3

რაში მდგომარეობს ძირითადი განსხვავება ლაბორატორიულ ექსპერიმენტსა და ველის


4 ექსპერიმენტს შორის?

რაში მდგომარეობს საველე კვლევის უპირატესობები?


5

რით განსხვავდება მონაწილე-დამკვირვებლის როლი სრული მონაწილეობისაგან?


6

რომელი კითხვების დასმაა სასურველი საველე კვლევის ჩატარებისას მონაცემების წერის


7 დასრულებამდე, ჯონ ლოფლენდისა და ლინ ჰ. ლოფლენდის მოსაზრებით?

რომელი ძირითადი კატეგორიის ამოცანების გადასაჭრელად გამიყენება დაკვირვება ტურიზმის


8 სფეროში?
მადლობთ ყურადღებისთვის

You might also like