You are on page 1of 5

სტრუპის ეფექტი: მელნის ფერისა და ფერის აღმნიშვნელი

სიტყვის შინაარსის ურთიერთმიმართება რეაქციის დროსთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა
ფაკულტეტი

ბაკალავრის სტუდენტი: საბა შოშიტაშვილი

თბილისი, 2023
აბსტრაქტი

მეხსიერბის კვლევა ფსიქოლოგიაში აქტუალობას დღემდე არ კარგავს ვინაიდან იგი


ერთ ერთი ყველაზე ფუნდამენტური უნარია ადამიანის ადაპტაციისთვის გარე
სამყაროსთან. ებინგჰაუსიდან მოყოლებული მეხსიერების ფსიქოლოგიაში
ყოველთვის ხაზგასმული იყო ასოციაციური გავშირების გავლენა დახსომების
პროცესზე, ჩვენი ექსპერიმენტი სწორედ ამ საკითხს შეეხება. ჩვენი ჰიპოთეზის
დანახმად ცდისპირები უკეთესად აღადგენენ ერთმანეთთან ასოციაციურად
დაკავშირებულ სითყვათა წყვილს ვიდრე ასოციაციურად არადაკავშირებულ
წყვილს. 40 ცპ.-ს მონაცემების სტატიკური ანალიზიდან გამომდინარე ჩვენი
ჰიპოთეზა მართებულად იქნა მიჩნეული.

შესავალი

მეხსიერბის კვლევას ფსიქოლოგიაში ფსიქოლოგიაშიაში ყოველთვის


განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა. „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია 1“-ის
რიდერში მეხსიერების შესახებ აღმოვაჩენთ რომ ჯერ კიდევ ებინგჰაუსი იკვლევდა
მეხსიერებას ექსპერიმენტული მეთოდით. ებინგჰაუსი ხაზს უსვამდა დახსომებაზე
ასოციაციური კავშირის გავლენას და სწორედ ამიტომ განიზრახა, „სუფთა
მეხსიერების“ კვლევის მიზნით, გამოეყენებინა უაზრო მარცვლება, რათა
დახსომებაში ასოციაციების ჩართულობა გამოერიცხა. ებინგჰაუსისგან განსხვავებით
ჩვენ მიზანს წარმოადგენს ასოციაციური კავშირების გავლენის კვლევა დახსომების
პროცესზე, და ვიმედოვნებდით, რომ ცპ.-ები ასოციაციურად დაკავშირებულ
სიტყვებს უფრო მარტივად მოიგონებდნენ. ამ მიზნით ექსპერიმენტში გამოვიყენეთ
„დაწყვილებული ასოციაციის აღდგენის პრინციპი“, რომლის შედეგებიც შევადარეთ
საკონტროლო ჯგუფს. ექსპერიმენტში დამოუკიდებელ ცვლადად განისაზღვრა
სიტყვათა წყვილები, ხოლო დამოკიდებულ ცვლადად სწორად მოგონებულ
სიტყვათა რაოდენობა.

მეთოდი

მონაწილეები
ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია 1“-ს 40-მა
სტუდენტმა, რომელთა ასაკიც 19-დან 21 წლამდე მერყეობდა.

აპარატურა

ექსპერიმენტი ჩატარდა „ექსპერიმენტული ფსიქოლოგია 1“-ის სამუშაო ჯგუფის


კაბინტში. ექსპერიმეტის მიმდინარეობისას ცპ.-ები პასუხების დასაფიქსირებლად
იყენებდნენ ფურცელს და კალამს, ხოლო სიტყვათა წყილები ვერბალურად
მიეწოდებოდათ ექსპერიმენტატორის მიერ.

პროცედურა

ექსპერიმენტული შერჩევის პირველ ჯგუფს ვერბალურად მიეწოდება ერთმანეთთან


შინაარსობრივად ასოცირებული სიტყვათა წყვილები, რის შემდეგაც ცპ.-ებს
სტიმულის სახით წარედგინებოდა ასოციაციური დიადის პირველი სიტყვა,
სუბიექტის მიზანი იყო სამიზნე სტიმულზე სწორად აღედგინა დიადის მეორე
სიტყვა. ხოლო ექსპერიმენტული შერჩევის მეორე ჯგუფს ასევე ვერბალურად
მიეწოდება ერთმანეთთან შინაარსობრივად არაასოცირებული სიტყვათა წყვილები,
რის შემდეგაც ცპ.-ებს სტიმულის სახით წარედგინებოდა ასოციაციური დიადის
პირველი სიტყვა, სუბიექტის მიზანი იყო სამიზნე სტიმულზე სწორად აღედგინა
დიადის მეორე სიტყვა.

შედეგები

ექსპერიმენტში მონაწილე 40 ცპ.-ს მონაცემების სტატისტიკური ანალიზის


საფუძველზე პირველი ჯგუფის (N 20 M 23.4500 SD. 3.72014) საშუალოსა და მეორე
ჯგუფის (N 20 M 13.8000 SD. 1.79473) საშუალოს შორის 95% ნდობის ინტერვალზე
განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია p<0,05. დანართის სახით იხ.
ცხრილები.

შედეგების განხილვა
ექსპერიმენტის შედეგების სტატიკურ ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია დავას,
რომ ცპ.-ები უკეთესად აღადგენენ ასოციაციურად დაკავშირებული წყვილის მეორე
სიტყვას ვიდრე ასოციაციურად არადაკავიშირებული წყვილის მეორე სიტყვას.

გამოყენებული ლიტერატურა

H. Kantowitz, Henry L. Roediger III, David G. Elmes (2009). Experimental Psychology, 9th
Edition. WADSWORTH Cengage learning . თარმგანი. შემოკლებული ვერსია. თავი 10;

დანართი

Group Statistics

JGUFEBI N Mean Std. Deviation Std. Error Mean


აღდგენილ სიტყვათა SHINAARSOBRIVAD
20 23.4500 3.72014 .83185
რაოდენობა MSGAVSI SITYVEBI

SHINAARSOBRIVAD
20 13.8000 1.79473 .40131
ARAMSGAVSI SITYVEBI

Independent Samples Test

Levene's Test for


Equality of
Variances t-test for Equality of Means

95% Confidence Interval

Sig. (2- Mean Std. Error of the Difference

F Sig. t df tailed) Difference Difference Lower Upper


აღდგენილ Equal 5.070 .030 10.448 38 .000 9.65000 .92359 7.78028 11.5197
სიტყვათა variances 2
რაოდენობა assumed
Equal
11.5438
variances not 10.448 27.390 .000 9.65000 .92359 7.75620
0
assumed

You might also like