You are on page 1of 6

სიგნალის აღმოჩენის ექსპერიმენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტი: ფსიქოლოგია ელენე გორგაძე

კურსის ხელმძღვანელი: ნიკოლოზ კაპანაძე

2022
აბსტაქტი
მოცემული ექსპერიმენტის მიზანია დაადგინოს, მცირდება თუ არა სიგნალის
აღმოჩენის რაოდენობა, ხმაურის მატებასთან ერთად. ვივარაუდეთ, რომ ნაკლები
ხმაურის შემთხვევაში სიგნალის აღმოჩენა უფრო ხშირი იქნებოდა, ხოლო ხმაურის
მატებასთან ერთად სიგნალის აღმოჩენის რაოდენობა შემცირდებოდა. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 14-მა პირმა, რომელთაგან 13 იყო მდედრობითი სქესის, ხოლო
1 - მამრობითი სქესის წარმომადგენელი. ცდისპირებს ეკრანზე ჰქონდათ
წარმოდგენილი სტიმული და სწრაფად უნდა განესაზღვრათ შესაბამისი პასუხი.
კვლევამ აჩვენა, რომ ხმაურის დაბალი ინტენსივობის შემთხვევაში საპუხთა
სისწორის რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ხმაურის მაღალი
ინტენსივობის შემთხვევაში პასუხთა სისწორის რაოდენობისგან.

სიგნალის აღმოჩენის ექსპერიმენტი


ფსიქოფიზიკოსები დიდიხანია დაინტერესებულნი არიან გაზომონ ადამიანის
სენსორული მგრძნობელობა - ის თუ როგორ ვამჩნევთ გარეგან სტიმულს.
თავდაპირველად შეგრძნებების შემსწავლელ მეთოდებს, რომელთაგან ერთ-ერთი არის
ზღვრების მეთოდი, საფუძველი ჩაუყარა გუსტავ ფეხნერმა. თუმცა ამ კლასიკურ
მიდგომას ჰქონდა ნაკლი, ვერ მოხერხდა მტკიცე ბარიერის დადგენა. ექსპერიმენტებში
ზოგ მონაწილეს ადვილად ესმოდა სუსტი ფონური ხმა, როცა სხვები საერთოდ ვერ
ამჩნევდნენ უფრო მაღალლი ინტენსივობის ხმაურს. ასეთი შედეგების გამო
სტანდარტული ზღურბლი ვერ ჩამოყალიბდა. აქედან გამომდინარე, გახდა საჭირო
სხვაგვარი ახსნა პრობლემის გადასაჭრელად. შესაბამისად მკვლევრები მივიდნენ
დასკვნამდე, რომ კითხვაზე ამჩნევს თუ არა დამკვირვებელი სტიმულს, პასუხს
ტენდენციურობისა და შეგძნების კომპონენტები ერთად განსაზღვრავენ. ასე გაჩნდა
სიგნალის შემჩნევის თეორია, რომელიც ერთ-ერთი მთავარი თეორიაა ფსიქოფიზიკაში
და შეგრძნების ზღურბლის შემსწავლელი კლასიკური მეთოდისგან განსხვავებით,
ამბობს, რომ სტიმულის შემჩნევა დამოკიდებულია როგორც ფიზიკურ
გამღიზიანებელზე, ასევე პასუხის გაცემის სხვადასხვა, ინდივიდუალურ ტენდენციაზე.
მისი უპირატესობაა ის, რომ შეუძლია გაზომოს როგორც სენსიტიურობა, ისე პასუხის
გაცემის ტენდენცია.

რა ხდება სიგნალის შემჩნევისას? თეორიული ხედვის მიხედვით, სენსორული


ანალიზით მონაცემთა მნიშვნელობები იგზავნება გადაწყვეტილების მიღების
მოდულში. მონაცემთა მნიშვნელობები წარმოადგენს სიგნალის სიძლიერისა და
დაკვირვების სიმახვილის ფუნქციას. გასამრჯელო/ღირებულება, მოტივაცია და
ყურადღების პროცესები გადასცემენ პასუხის მიკერძოებულობის ინფორმაციას
გადაწყვეტილების მიღების მოდულს. პასუხის ტენდენციურობისა და შეგრძნების
კომპონენტები ერთად განსაზღვრავენ დამკვირვებლის პასუხს. თეორია დაადასტურა
ჰარდის, ვოლფისა და გუდელის (Hardy, Wolff, & Goodell, 1952) კვლევებმა. ისინი
თავდაპირველად ზღვრების მეთოდს იყენებდნენ მათ ექსპერიმენტებში, სადაც ისინი
იკვლევდნენ ადამიანის რეაქციას სხივურ სითბოზე.თუმცა, მრავალი კვლევის
ჩატარების შედეგად , მათ შენიშნეს, რომ სხვადასხვა სახის შთაგონებას შეუძლია,
შეცვალოს ტკივილის ზღურბლები. მაგალითად, ზღურბლებმა აიწია, როცა სუბიექტები
ფიქრობდნენ, რომ მათ ტკივილგამაყუჩებელი მიიღეს, იმ შემთხვევებთან შედარებით,
როდესაც ისინი ასე არ ფიქრობდნენ. გარდა ამისა, ჰარდიმ და მისმა კოლეგებმა
გამოავლინეს, რომ ეს შთაგონებები მაღლა წევდა ზღურბლებს როგორც მაშინ, როცა
სუბიექტები ნამდვილ ანალგეტიკებს იღებდნენ, ისე მაშინაც, როდესაც მათ პლაცებო აბი
ჰქონდათ მიღებული. სიგნალის შემჩნევის კლარკის მიერ მიღებული შედეგებიდან
გამომდინარე, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ შთაგონება ცვლიდა ზღვრების
მეთოდით დადგენილ აბსოლუტურ ზღურბლს სუბიექტებთა გადაწყვეტილების
კრიტერიუმის შეცვლის მეშვეობით.

მეთოდები
ცდისპირები

ექსპერიმენტში მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის


ფაკულტეტის, კერძოდ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ჯგუფის 14 სტუდენტი, რომელთაგან
13 მდედრობითი, ხოლო 1 მამრობითი სქესის წარმომადგენელია.

აპარატურა

ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოვიყენეთ ვებსაიტი http://psychologytest.tsu.ge

ინსტრუმენტი

კვლევაში პასუხის სისწორის მონაცემთა შესაგროვებლად გამოვიყენეთ ზემოთაღნიშნულ


ვებსაიტზე განთავსებული ტესტი „სიგნალის შემჩნევის ექსპერიმენტი“.

პროცედურა

ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ცდისპირთა შიდა სქემა. იგი მოიცავდა ცდების ორ ბლოკს,


რომელთა შორისაც განსხვავება იყო ხმაურის ინტენსივობა. პირველი იყო ხმადაბალი (noise low),
ხოლო მეორე უფრო ხმამაღალი(noise high). ექსპერიმენტი მოიცავდა საცდელსა (10 ცდა 50%იანი
ბარიერით) და ძირითად (150 ცდა) ტესტებს. ექსპოზიციის ხანგრძლივობა - 1000მწ.
ექსპერიმენტის დასაწყისში ეკრანზე გამოისახა ინსტრუქცია:

“ეკრანზე ძალიან სწრაფად ჩნდება ლათნური ასო “P” სიმრავლე. მათ შორის შეიძლება იყოს ასო
“R”. მისი აღმოჩენის შემთხვევაში აჭერთ ღილაკს „დიახ“. თუ R ასო არ იქნება მოცემული
სიმრავლეში, აჭერთ ღილაკს „არა“. ყოველი ცდის შემდეგ ეკრანზე ჩნდება უკუკავშირი -
პასუხები სისწორე და დრო. ექსპერიმენტი იწყება სავარჯიშო ცდებით, რომელთა 50%-ის
სწორად შესრულების შემთხვევაში შეძლებთ ძირითად ნაწილზე გადასვლას.“
ექსპერიმენტი ყველა მონაწილემ მისთვის სასურველ დროს დაიწყო. დასრულების შემდგომ
მიღებული მონაცემები შეგროვდა „ექსელის“ ფაილში.

მონაცემთა ანალიზი

მონაცემები სტატისტიკურად პროგრამა SPSS-ის გამოყენებით დამუშავდა.

შედეგები
პასუხთა სისწორის მონაცემები, ხმაურის დაბალი და მაღალი ინტენსივობის
შემთხვევებში, შევაფასეთ დამოკიდებული ტ კრიტერიუმის საშუალებით. შედეგების
მიხედვით აღმოჩნდა, რომ ხმაურის დაბალი ინტენსივობის შემთხვევაში პასუხების
სისწორის საშუალოსა (M=64,9 მწ; SD=12,8) და ხმაურის მაღალი ინტენსივობის
შემთხვევაში პასუხების სისწორის საშუალოს (M=70,1 მწ; SD= 8,6) შორის
სტატისტიკურად არსებითი განსხვავება არ არის. t=-1,519 ; p=0,153 (two-tailed). (იხ.
ცხრილები დანართ N1-ში).

მონაცემთა ანალიზის შედეგად ჰიპოთეზა, რომ ხმაურის მატებასთან ერთად სიგნალის


აღმოჩენის რაოდენობა მცირდება, არ გამართლდა.

დისკუსია
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ჰიპოთეზა, ხმაურის მატებასთან ერთად სიგნალის
აღმოჩენის რაოდენობა მცირდება, სტატისტიკურად არ დადასტურდა, ტენდენცია მაინც
არსებობს. ჩვენი ჰიპოთეზის უარყოფა შესაძლოა განაპირობა რიგმა პრობლემებმა,
რომლებიც წარმოიშვა ექსპერიმენტის ჩატარებისას. საიტს ჰქონდა ტექნიკური
ხარვეზები, რის გამოც მონაწილეებმა ვერ შეძლეს საცდელი ტესტის გავლა, რაც მათ
ასოციაციებს კლავიშსა და გამოსახულებას შორის, გააძლიერებდა და დაასწავლიდა.
ასევე საყურადღებოა, რომ ცდისპირთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა და ასევე
ერთფეროვანია მათი სქესი და ასაკი. ვფიქრობ, თუ იგივე ექსპერიმენტის რეპლიკაცია
მოხდება სხვა პირობებში, რაშიც ვგულისხმობ ცდისპირთა უფრო ფართო და
მრავალფეროვან შერჩევას, უაროფილი ჰიპოთეზა შესაძლოა დადასტურდეს.
გამოყენებული ლიტერატურა
Barry H. Kantowitz, Henry L. Roediger III, David G. Elmes (2009). Experimental Psychology, 9th Edition. WADSWORTH
Cengage learning (ქართულ ენაზე)თავი 6;

James D. St. James; Walter Schneider; Amy Eschman. Experiments for Teaching Psychology. PsychMate, Student
Guide, version 2.0, 2016;

https://study.com/academy/lesson/signal-detection-theory-definition-examples.html

დანართი N1

Paired Samples Statistics


Mean N Std. Deviation Std. Error Mean
Pair 1 low 64.8571 14 12.76327 3.41113
high 70.1429 14 8.60105 2.29873

Paired Samples Correlations


N Correlation Sig.
Pair 1 low & high 14 .307 .285

Paired Samples Test


Paired Differences
95% Confidence Interval of
the Difference
Std. Std. Error
Mean Deviation Mean Lower Upper t df Sig. (2-tailed)
Pair 1 low - high -5.28571 13.01732 3.47902 -12.80169 2.23026 -1.519 13 .153

You might also like