You are on page 1of 45

შეგრძნებები

4 თავი
ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები

შეგრძნება არის პროცესი, როდესაც სენსორული რეცეპტორის გაღიზიანება


დასაბამს აძლევს ნერვულ იმპულსებს, რაც სხეულის შიგნით თუ გარეთ არსებული
პირობების განცდას, მათ გაცნობიერებას იწვევს.

შეგრძნებებს გააჩნია ორი ფუნქცია: თვითგადარჩენა და გრძნობადობა.

შეგრძნებები, როგორც გამაფრთხილებელი სიგნალი, ისე ეხმარება ადამიანს ,


უბიძგებს სწრაფად იმოქმედოს საფრთხის წინააღმდეგ და წარმართავს
მოქმედებას, რათა განიცადოს უფრო მისაღები შეგრძნებები .

გარდა ამისა შეგრძნებები განსაზღვრავს გრძნობადობას. გრძნობადია ადამიანი ,


რომელიც გატაცემულია შეგრძნებებისგან მიღებული სიამოვნების განცდით .

გრძნობადობა იწვევს სწრაფვას, მიიღოთ და ისიამოვნოთ მრავალფეროვანი


შეგრძნებებით - მხედველობის, სმენის, შეხების, გემოსა და ყნოსვის.
სამყაროს სენსორული შემეცნება

გარე სამყაროს განცდა ზუსტი და შეცდომებისგან თავისუფალი უნდა იყოს, რათა


ცოცხალი არსება გადარჩეს.

ჩვენ გვჭირდება კვება, რათა შევინარჩუნოთ არსებობა; თავშესაფარი, სხვა


ადამიანებთან ურთიერთობა, საფრთხის გაცნობიერება , რათა დავიცვათ თავი .

ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭიროა სანდო ინფორმაცია


მივიღოთ გარემოდან.

ცხოველთა ყველა სახეობამ განავითარა სამყაროდან ინფორმაციის მიღების


სპეციალური მექანიზმები.

ადამიანი არ არის სპეციალიზირებული მხოლოდ ერთ სენსორულ სფეროზე :


ადამიანს არა აქვს ისეთი სრულყოფილი მხედველობა, როგორც შევარდენს,
ისეთივე მახვილი სმენა, როგორც ღამურას და ისეთივე ყნოსვა, როგორც
მღრღნელებს, მაგრამ აღჭურვილია ისეთი სენსორული მექანიზმებით , რომელიც
შემომავალი რთული სენსორული სიგნალების ფართო სპექტრის გადამუშავების
შესაძლებლობას აძლევს.
ფსიქოფიზიკა

ფსიქოფიზიკის ძირითადი ამოცანაა შეისწავლოს კავშირი ფიზიკურ


გამღიზიანებლებსა და ქცევას ან იმ ფსიქიკურ განცდებს შორის, რომელსაც ეს
სტიმული აღძრავს.

რამდენად ძლიერი უნდა იყოს სახანძრო განგაშის ხმა ქარხანაში, რომ მუშებმა
გაიგონ მანქანის ხმაურში?

რამდენი შაქარი გჭირდებათ ჭიქა ყავაში, რათა ის თქვენთვის ტკბილი გახდეს?

რამდენად კაშკაშა უნდა იყოს სინათლე, რომ საგნების გარჩევა შევძლოთ ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ უნდა შეგვეძლოს სენსორული განცდის


ინტენსივობის გაზომვა. ეს არის ფსიქოფიზიკის ამოცანა.
ფსიქოფიზიკა

აბსოლუტური ზღურბლები და სენსორული ადაპტაცია

როგორია გამღიზიანებლის ის უმცირესი, უსუსტესი ენერგია, რომლის შემჩნევაც


შეუძლია ორგანიზმს? მაგ. რამდენად სუსტი შეიძლება იყოს ტონი, რათა
შესაძლებელი იყოს მისი გაგონება?

ეს კითხვები ეხება სტიმულაციის აბსოლუტურ ზღურბლს - ფიზიკური ენერგიის იმ


მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა სენსორული განცდის
წარმოსაქმნელად; ოპერაციონალურად ის განისაზღვრება , როგორც
გამღიზიანებლის დონე, რომელზეც ხდება სენსორულის სიგნალის შეჩნევა
შემთხვევათა ნახევარში.

თუ ფსიქომეტრული მრუდით გამოვსახავთ, იგი არის ყოველთვის გლუვი S-ის


ფორმის მრუდი, რომელშიც არის მონაკვეთი, სადაც ხდება გადასვლა სრული
შეუმჩნევადობისაგან გამღიზიანებლის დროდადრო შემჩნევადობისკენ და
შემდგომ სრული შემჩნევადობისკენ.
ფსიქოფიზიკა

აბსოლუტური ზღურბლები და სენსორული ადაპტაცია

სენსორული მოდალობა
მიახლოებული შემჩნევის
ზღურბლი ნაცნობი ზღურბლი
მოვლენებისთვის
სინათლე სანთლის ალი 48 კმ მანძილზე
სრულ სიბნელეში
ბგერა საათის წიკწიკი სრულ სიჩუმეში
6მ მანძილზე
გემო ერთი ჩაის კოვზი შაქარი 9 ლ.
წყალზე
ყნოსვა სუნამოს ერთი წვეთი გაფანტული
სამოთახიანი ბინის მთელ
სივრცეში
შეხება 1 სმ-ის სიმაღლიდან ლოყაზე
დაშვებული ფუტკრის ფრთა
ფსიქოფიზიკა

აბსოლუტური ზღურბლები და სენსორული ადაპტაცია

სენსორული სისტემა უფრო მგრძნობიარეა სენსორული გარემოს


ცვლილებებისადმი, ვიდრე მყარი მდგომარეობებისადმი. სისტემები ისეთნაირად
ვითარდებიან, რომ ხელს უწყობენ ახალი გარემო სიგნალების შეჩვევას ადაპტაციის
პროცესის საშუალებით.

სენსორული ადაპტაცია არის სენსორული სისტემების მგრძნობიარობის


დაქვეითება ხანგრძლივ გაღიზიანებაზე.

მზის კაშკაშა სინათლე ნაკლებად დამაბრმავებლად ჩანს, როდესაც გარკვეული


პერიოდის განმავლობაში გარეთ იმყოფებით.
ფსიქოფიზიკა

პასუხის სისტემატური შეცდომა და სიგნალის შემჩნევის თეორია

აბსოლუტური ზღურბლის გაზომვაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს პასუხის სისტემატურმა


შეცდომამ - სისტემატურმა ტენდენციამ, რომლის დროსაც დამკვირვებელი განსაკუთრებული
გზით რეაგირებს ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად , რომლებიც არ არიან
დაკავშირებულნი სტიმულის სენსორულ თვისებებთან.

ექსპერიმენტი:

ცდის პირებს ევალებათ სუსტი სინათლის შემჩნევა.

პირველ სერიაში სწორ პასუხზე „არის სინათლე“ ეძლევათ 5$.

მეორე სერიაში სწორი პასუხია „არ არის სინათლე“ ეძლევათ 5$

მცდარ პასუხზე ჯარიმა 2$.

დაჯილდოების ამგვარმა სტრუქტურამ შექმნა გადახრა პასუხის სისტემატურ შეცდომაში ერთი


სერიიდან მეორე სერიაში გადასვლის დროს.
ცდის პირები ამბობენ უფრო მეტს „დიახ“ პირველ სერიაში ვიდრე მეორე სერიაში , მაშინაც კი ,
როდესაც წარმოდგენილი სტიმულები ერთნაირი შემჩნევადობით ხასიათდებიან .
ფსიქოფიზიკა

პასუხის სისტემატური შეცდომა და სიგნალის შემჩნევის თეორია

სიგნალის შემჩნევის თეორია არის სისტემური მიდგომა პასუხის სისტემატური


შეცდომის პრობლემისადმი, რომელმაც საშუალება მისცა ექსპერიმენტატორს ,
განესაზღვრა და განეცალკევებინა სენსორული პროცესებისა და ინდივიდის
ფაქტორის როლი ერთმანეთისგან.

სიგნალის შემჩნევის თეორია სენსორულ პროცესებზე მკაცრად ფოკუსირების


ნაცვლად ყურადღებას ამახვილებს თავად მსჯელობის პროცესზე გამღიზიანებლის
არსებობისა თუ არაარსებობის შესახებ.

სიგნალის შემჩნევის თეორია განსაზღვრავს ორ განსხვავებულ პროცესს სენსორულ


დეტექციაში:
1. საწყისი სენსორული პროცესი, რომელიც ასახავს დამკვირვებლის
მგრძნობიარობას გამღიზიანებლის სიძლიერის მიმართ და

2. შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებელი პროცესი , რომელიც


ასახავს დამკვირვებლის პასუხის სისტემატურ შეცდომას.
ფსიქოფიზიკა

პასუხის სისტემატური შეცდომა და სიგნალის შემჩნევის თეორია

სიგნალის შემჩნევის თეორია გვთავაზობს ორივე - სენსორული და


გადაწყვეტილების - პროცესის ერთდროული შეფასების პროცედურას .

სუსტი სტიმული წარმოდგენილია ცდათა ნახევარში, მეორე ნახევარში არა .

ცდის პირები პასუხობენ „დიახ“, როდესაც ფიქრობენ, რომ სტიმული


წარმოდგენილია, და „არა“, როცა ფიქრობენ, რომ სტიმული არ არის
წარმოდგენილი.

თითეული პასუხი დათვლილია, როგორც

• წარმატებული დამთხვევა
• მცდარი განგაში
• პასუხის გამოტოვება.
ფსიქოფიზიკა

სხვაობის ზღურბლი

სხვაობის ზღურბლი - უმცირესი ფიზიკური სხვაობა ორ გამღიზიანებელს შორის ,


რომლებიც შეიძლება განსაზღვრული იქნეს როგორც განსხვავებული ; სხვაობის
ზღრურბლი ოპერაციონალურად განისაზღვრება როგორც წერტილი , რომელზეც
გამღიზიანებლები არიან გაცნობიერებული, შემთხვევათა ნახევარში .

სხვაობის ზღურბლის გასაზომად უნდა გამოვიყენოთ გამღიზიანებელთა წყვილი და


შევეკითხოთ დამკვირვებლებს, ერთნაირია თუ არა ორი გამღიზიანებელი .

სხვაობის ზღურბლის სიდიდე ცნობილია, როგორც ოდნავ შესამჩნევი სხვაობა.


ოდნავ შესამჩნევი სხვაობა არის უმცირესი განსხვავება ნებისმიერ ორ შეგრძნებას
შორის, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნან განსხვავებულად.

სხვაობის ზღურბლის სიდიდე სტანდარტული გამღიზიანებლის ინტენსივობის


პროპორციულია.
ფიზიკური მოვლენებიდან ფსიქიკური მოვლენებისკენ.
როგორ ხდება, რომ ფიზიკური ენერგია დასაბამს აძლევს სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ
განცდას?

მაგ. როგორ აღმოცენდება სინათლის ტალღის სხვადასხვა სიგრძისგან ცისარტყელას


განცდა?

განვიხილოთ, როგორ ხდება ინფორმაციის გადასვლა ფიზიკური მოვლენებიდან -


სინათლის და ბგერის ტალღებიდან ფსიქიკური მოვლენებისკენ - სინათლის, ბგერის,
გემოს და ყნოსვის შეგრძნებებისკენ.

სენსორული ფიზიოლოგია შეისწავლის ფიზიკური მოვლენების ნერვულ


მოვლენებად გარდაქმნის ბიოლოგიურ მექანიზმებს.

ერთი ფორმის ფიზიკური ენერგიის, მაგალითად, სინათლის გადაქცევას მეორე


ფორმად - ნერვულ იმპულსად, ტრანსფორმაცია ეწოდება.

ყველა ტიპის სენსორული ინფორმაცია ტრანსფორმირდება ნერვული იმპულსების


იდენტურ ტიპში და თავის ტვინი იმის საშუალებით განასხვავებს სენსორულ
ინფორმაციას, რომ თავის ტვინის ქერქის ცალკეულ ზონებს მიუსადაგებს თითეულ
სენსორულ სფეროს.
ფიზიკური მოვლენებიდან ფსიქიკური მოვლენებისკენ.
მკვლევარები ცდილობენ თითეული ამ სენსორული სფეროსათვის დაადგინონ , თუ
როგორ ხდება ფიზიკური ენერგიის ტრანსფორმაცია ნერვული სისტემის
ელექტროქიმიურ აქტიობაში, რომელიც წარმოშობს თვისობრივად (მაგ. წითელი ,
მწვანე) და რაოდენობრივად (ხმამაღალი, ჩუმი) განსხვავებულ შეგრძნებებს.

გარემო გამღიზიანებლების შეჩნევა ხდება სპეციალიზირებული სენსორული


რეცეპტორების საშუალებით.

სენსორული რეცეპტორები სენსორული გამღიზიანებლების ფიზიკურ ენერგიას


უჯრედის სიგნალებად გარდაქმნიან, რომლის გადამუშავება ხდება ნერვული
სისტემის მიერ.
ადამიანის სენსორული სისტემა: ფუნდამენტური თვისებები
შეგრძნება სტიმულები სენსორული რეცეპტორი შეგრძნება
ორგანო

მხედველობა სინათლის თვალი ჩხირები და ფერები,


ტალღები კოლბები ობიექტები,
ტექსტურა,
მოძრაობა, სიღრმე
სმენა ბგერითი ტალღები ყური ძირითადი ხმაური, ტონი
მემბრანის
ბეწვიანი უჯრედები

შეხება ექსტერნალური კანი ნერვული შეხება, ტკივილი,


კონტაქტი დაბოლოებანი სითბო, სიცივე
კანში

ყნოსვა აქროლადი ცხვირი ყნოსვის სუნი


ნივთიერებები ორგანოების
ბეწვიანი
ეპითელიუმი

გემო ხსნადი ენა გემოს ბოლქვები გემო (ტკბილი,


ნივთიერებები მლაშე, მჟავე,
მწარე)

წონაწორობის მექანიკური და შინაგანი ყური ნახევარრკალოვან მოძრაობა


შეგრძნება გრავიტაციული ი არხების ბუსუსები სივრცეში,
ძალები და დერეფანი გრავიტაციული
მიზიდულობა

კინესთეტიკური სხეულის კუნთები, მყესები, ნერვული სხეულის


შეგრძნებები მოძრაობა სახსრები ბოჭკოები ნაწილების
კუნთებში, მყესებში მოძრაობა და
პოზიცია
მხედველობის სისტემა
მხედველობის სისტემა ყველაზე რთული, მაღალგანვითარებული და
მნიშვნელოვანი შეგრძნებაა ადამიანისა და სხვა მოძრავი არსებების
უმრავლესობისთვის.

ადამიანის თვალი

თვალი არის ფოტოაპარატი თავის ტვინისთვის.

თვალი, როგორც ფოტოაპარატი კრებს სინათლეს და ახდენს მის ფოკუსირებას -


სინათლე შემოდის რქოვანაში (თვალის წინა ამობურცული ნაწილი).

შემდეგ სინათლე გაივლის წინა საკანს, რომელიც სავსეა სითხით ანუ ნამით .

იმისთვის, რომ თვალმა სინათლის ფოკუსირება მოახდინოს, ლობიოს მარცვლის


ზომის კრისტალი - თვალის ბროლი - იცვლის ფორმას - წვრილდება, როდესაც
ფოკუსირდება მოშორებულ საგნებზე და მსხვილდება, როდესაც ფოკუსირდება
ახლომდებარე ობიექტებზე.
მხედველობის სისტემა
მხედველობის სისტემა
შემომავალი სინათლის ხარისხის გასაკონტროლებლად თვალში ირისის კუნთური
დისკი ცვლის გუგის სიდიდეს, რომლის საშუალებითაც სინათლე შემოდის თვალში .

თვალში სინათლე მოგზაურობს მინისებრ სხეულში, ბოლოს ეცემა ბადურას - თხელ


ფირფიტას, რომელიც თვალის კაკლის უკანა კედელს წარმოადგენს.

დეტალურად განვიხილოთ მხედველობის პროცესის კომპონენტები .

გუგა და ბროლი

თვალის გუგა იხსნება ირისში, რომელშიც სინათლე გადის.

ირისი აიძულებს გუგას გაფართოვდეს ან შეიკუმშოს, რათა გააკონტროლოს


თვალის კაკლისკენ მიმავალი სინათლის რაოდენობა.

სინათლე, რომელიც გაივლის გუგას, ბროლის მიერ ფოკუსირდება ბადურაზე .


ბროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან იცვლის ფოკუსს ახლო და შორს
მდებარე საგნებისთვის.
მხედველობის სისტემა
წამწამოვან კუნთებს შეუძლით შეცვალონ ბროლის სისქე და აქედან გამომდინარე
მისი ობიექტური თვისებებიც.

ამ პროცესს ეწოდება აკომოდაცია.

აკომოდაცია - პროცესი, რომლის საშუალებითაც წამწამოვანი კუნთები ცვლიან


თვალის ბროლის სისქეს, რაც საშუალებას აძლევს, შეცვალოს ფოკუსი ახლო და
შორი ობიექტებისთვის.

ასაკთან ერთად იზრდება აკომოდაციის პრობლემებიც.

ბროლი აღარ არის სუფთა, გამჭვირვალე და ამოზნექილი, იგი ხდება უფრო


მკვრივი, მუქი, ბრტყელი და კარგავს ელასტიურობას.

იგი ვეღარ იკუმშება საკმარისად, რათა დაინახოს ახლომდებარე საგნები .


მხედველობის სისტემა
ბადურა

ჩვენ ვუყურებთ თვალებით, მაგრამ ვხედავთ ტვინის საშუალებით.

თვალი კრებს სინათლეს, ახდენს მის ფოკუსირებას და დასაბამს აძლევს ტვინისკენ


მიმავალ ნერვულ სიგნალს.

სინათლის ტალღა გარდაიქმნება ნერვულ იმპულსად.

სინათლის ენერგიის გარდაქმნა ნერვულ იმპულსად ხდება ჩხირების და კოლბების


საშუალებით.

მათ ფოტორეცეპტორები ეწოდებათ.

ბადურა - თვალის უკან მდებარე შრე, რომელიც შეიცავს ფოტორეცეპტორებს და


გარდაქმნის სინათლის ენერგიას ნერვულ რეაქციაში.

ფოტორეცეპტორები - ბადურაზე მდებარე სინათლისადმი მგრძნობიარე


რეცეპტორული უჯრედები.
მხედველობის სისტემა
ბადურა

120 მლნ. წვრილი ჩხირი მოქმედებს საუკეთესოდ სუსტი განათების პირობებში.

7 მლნ. მსხვილი კოლბა კი ნათელ, ფერად გარემოში სამუშაოდაა


სპეციალიზებული.

ადამიანი ჩხირების და კოლბების მუშაობაში ყოველთვის შეიგრძნობს განსხვავებას ,


როცა დაძინების წინ აქრობს სინათლეს: თავიდან ბევრს ვერაფერს ხედავთ , მაგრამ
ცოტა ხანში მხედველობის მგრძნობიარობა უმჯობესდება.

ადამიანი განიცდის სიბნელისადმი ადაპტაციის პროცესს - თვალის


მგრძნობიარობის გრადუალურ გაუმჯობესებას განათების ცვლილების შედეგად
სინათლიდან თითქმის სიბნელისკენ.

სიბნელისადმი ადაპტაციის მიზეზი ჩხირების ამოქმედებაა . ჩხირები უფრო


მგრძნობიარენი ხდებიან, ვიდრე კოლბები.
მხედველობის სისტემა
ბადურა

ბადურის ცენტრთან ახლოს არის პატარა უბანი, რომელსაც ფოვეას უწოდებენ. ის


შეიცავს მჭიდროდ განლაგებულ კოლბებს. იქ ჩხირები არ არიან.

კოლბები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ფერების მიმართ , ასევე ყველაზე


ზუსტად ამჩნევენ სივრცით დეტალებს.

ბადურის სხვა უჯრედები პასუხისმგებლები არიან მიღებული ინფორმაციის


ინტეგრაციაზე, რომელსაც იღებენ ჩხირებიდან და კოლბებიდან. ეს არის
ბიპოლარული უჯრედები.

ბიპოლარული უჯრედები ახდენენ ნერვული იმპულსების კომბინირებას მრავალი


რეცეპტორიდან და შედეგებს აგზავნიან განგლიოზურ უჯრედებში.

განგლიოზური უჯრედების აქსონები ქმნიან ოპტიკურ ნერვს, რომელიც ვიზუალურ


ინფორმაციას თვალიდან აგზავნის თავის ტვინისკენ.
მხედველობის სისტემა
ბადურა

ბადურას ანატომიურ აგებულებაში არის ერთი საინტერესო უცნაური ადგილი, სადაც ოპტიკური
ნერვი გამოდის. ამ ადგილს ეწოდება ოპტიკური დისკი ანუ ბრმა წერტილი.

ის სრულებით არ შეიცავს რეცეპტორულ უჯრედებს. მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ


ხარვეზს, თუკი სპეციალურ პირობებს არ შევქმნით ამისთვის.

ორივე თვალის ბრმა წერტილები ისე არიან განლაგებული, რომ თითეული თვალის
რეცეპტორები იმის რეგისტრაცია ახდენენ, რაც გამორჩა მეორე თვალს;

მეორე მიზეზი ის არის, რომ ტვინი „ავსებს“ ამ ადგილს, შესატყვისი სენსორული ინფორმაციით,
გარშემო მყოფი არეებიდან.
ფერთა შეგრძნება

ისააკ ნიუტონი, 1671 წ.

სხივები (სინათლის) სწორად რომ ვთქვათ, არ არის შეფერილი. მათში


არაფერია, გარდა ენერგიისა და ამა თუ იმ ფერის შეგრძნების
აღმოცენების უნარისა. ასევე ბგერა, იქნება ეს ზარის, მუსიკალური სიმის
თუ სხვა რამ მჟღერი სხეულის, არაფერია, გარდა რხევადი მოძრაობისა
და ჰაერში არაფერია, გარდა ობიექტიდან გავრცელებული მოძრაობისა, -
ასე რომ , ობიექტის ფერები არაფერია, გარდა უნარისა, აირეკლოს ამა თუ
იმ სახის სხივები უფრო ფართოდ, ვიდრე დანარჩენი. . .

ფერები აღმოცენდება მაშინ, როდესაც თავის ტვინი ამუშავებს ინფორმაციას ,


რომელიც კოდირებულია სინათლის წყაროში.
ფერთა შეგრძნება
ტალღის სიგრძე და ფერი

სინათლე, რომელსაც ადამიანი ხედავს, ფიზიკური განზომილების პატარა ნაწილია ,


რომელსაც ელექტრომაგნიტური სპექტრი ეწოდება.

ფიზიკური თვისება, რომელიც განასხვავებს ელექტრომაგნიტური ენერგიის ტიპებს ,


მათ შორის სინათლისაც, არის ტალღის სიგრძე ანუ მანძილი ორ უახლოეს ქიმს
შორის.

ხილული ტალღის სიგრძე ნანომეტრებში (მეტრის მემილიარდე ნაწილი) იზომება .

რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც სინათლეს, არის ტალღის სიგრძის დიაპაზონი 400-
დან 700 ნანომეტრამდე.

გარკვეული ფერის განცდა აღმოცენდება გარკვეული ფიზიკური ტალღების


სინათლის სხივებიდან.
მხედველობის სისტემა
ფერთა შეგრძნება

ფერის განცდა ხასიათდება სამი ძირითადი თვისებით:

ფერის ტონი - ფერის თვისება, რომელიც გულისხმობს სინათლის ფერის


თვისობრივ განცდას.

სიმაძღრე - ფერის თვისება, რომელიც გამოხატავს იმას, თუ რამდენად წმინდაა


ფერი.

სიკაშკაშე - ფერის თვისება, რომელიც გულისხმობს სინათლის ინტენსივობას.


მხედველობის სისტემა
ფერთა შეგრძნება
მხედველობის სისტემა
ფერთა შეგრძნება

ტალღის სიგრძეებს, რომლებიც ფერთა წრის მოპირდაპირე მხარეებზეა განლაგებული,


შემავსებელი ფერები ეწოდება. ისინი შერევისას თეთრი ფერის შეგრძნებას იწვევენ.

მწვანე - ყვითელი - შავი დროშა ნეგატიური თანმიმდევარი კვალის განცდას


მოგცემთ.
(თანმიმდევარ კვალს ნეგატიური ეწოდება, რადგან ის საწყისი ფერის საპირისპიროა).
ვიზუალური ობიექტების კომპლექსური ანალიზი

ნეირონების ცალკეულ ჯგუფებს აქვთ უნიკალური თვისებები, დასაბამი


მისცეს ფერის, ფორმის, კონტრასტის, მოძრაობის და ტექსტურ აღქმას.

ადამიანის აღქმა, საბოლოო ჯამში, ერთიან ვიზუალურ სურათს


წარმოადგენს.

ადამიანთა აღქმა (მე-5 თავი) ძალიან ხშირად წარმოადგენს გარემოდან


მიღებული ინფორმაციის - სინათლის ტალღების, რომელიც აღწევს
თვალს - და ინფორმაციის შიდა წყაროს კომბინაციას - ცოდნას, რომელიც
შენახულია ტვინში.
სმენა
სამყაროს განცდისას სმენა და მხედველობა ერთმანეთის შემავსებელ ფუნქციებს
ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა უფრო სრულყოფილი საშუალებაა იმ


ობიექტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც ერთხელ მაინც მოხვდა
მხედველობის ველში, ვიდრე სმენა, ადამიანები ხშირად მხოლოდ იმიტომ ხედავენ
ობიექტებს, რომ ყურებმა თვალებს სწორი მიმართულება მიუთითეს.

ბგერის ფიზიკა

დააკაკუნეთ ფანქრით მაგიდაზე, რატომ წარმოქმნის ეს მოქმედება ბგერებს ? მიზეზი


ისაა, რომ იგი ობიექტის რხევას იწვევს.

რხევის ენერგია გადაეცემა გარემოს, ჰაერს, როგორც კი რხევადი ობიექტები


უბიძგებენ გარემოს მოლეკულებს.

ამით გამოწვეული წნევის მცირე ცვლილებები ვრცელდება რხევადი ობიექტიდან


გარემოში სინუსოიდური ტალღების ერთობლიობის სახით, რომელიც 335 მ/წმ-ში
მოძრაობს.

ბგერა ვერ გაჩნდება სრულ ვაკუუმში., სადაც არ არის ჰაერის მოლეკულები .


სმენა
ბგერის ფიზიკა

სინუსოიდურ ტალღას ორი ძირითადი ფიზიკური თვისება აქვს, რომელიც


განსაზღვრავს მის ჟღერადობას: სიხშირე და ამპლიტუდა.

სიხშირე იზომება რხევათა იმ რაოდენობით, რომელსაც ასრულებს ტალღა დროის


მოცემულ მონაკვეთში.

ბგერის სიხშირე გამოისახება ჰერცებში, რომელიც ზომავს რხევათა რაოდენობას


ერთ წამში.

ამპლიტუდა ზომავს ბგერითი ტალღის სიძლიერის ფიზიკურ თვისებას - სიმაღლის


პიკიდან დადაბლებამდე.

ამპლიტუდა განისაზღვრება ბგერის წნევის ან ენერგიის ერთეულებით .


სმენა
ბგერის ფსიქოლოგიური განზომილებები

სიხშირისა და ამპლიტუდის ფიზიკური თვისებები დასაბამს აძლევს ბგერის სამ


ძირითად განზომილებას:
• ბგერის ტონის სიმაღლე
• სიძლიერე
• ტემბრი

ბგერის ტონი - თვისება, რომელიც ძირითადად ბგერითი ტალღის რხევის


სიხშირით განისაზღვრება.

მაღალი სიხშირეები წარმოქმნიან მაღალ ტონებს, დაბალი სიხშირეები - დაბალ


ტონებს.

სუფთა ტონების მიმართ მგრძნობიარობა ცვალებადობს 20 ჰერცის სიხშირიდან - 20


000 ჰერცის სიხშირემდე.

20 ჰერცზე დაბალ სიხშირეებს ადამიანი ვიბრაციის სახით შეიგრძნობს, უფრო


შეხების, ვიდრე ბგერის საშუალებით.
სმენა
ბგერის სიძლიერე - ბგერის პერცეპტული თვისება, რომელიც გამოხატავს ბგერითი
ტალღის ამპლიტუდას; დიდი ამპლიტუდის ბგერითი ტალღა საერთოდ განიცდება
როგორც ხმამაღალი, ხოლო მცირე ამპლიტუდის ბგერითი ტალღა, როგორც
ხმადაბალი.

მაჯის საათის წიკწიკის ხმა, რომელიც დაახლოებით 6 მეტრის მანძილიდაბ გვესმის ,


ინტენსივობის ქვედა ზღვარზე მდებარეობს. ის არის სისტემის აბსოლუტური ზღურბლი .

ინტენსივობის ზედა ზღვარზე მდებარედ შეიძლება განვიხილოთ რეაქტიული


თვითმფრინავი, რომელიც დაახლოებით 90 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავს. ეს ხმა
იმდენად ძლიერი იქნება, რომ შეიძლება ყურებში ტკივილიც გამოიწვიოს .

ბგერის წნევის ფიზიკური ერთეულების ტერმინებით, რეაქტიული თვითმფრინავი


წრმოქმნის ბგერით ტალღას, რომელიც მილიარდჯერ უფრო ძლიერია , ვიდრე საათის
წიკწიკი.

ტემბრი - სმენითი შეგრძნების თვისება, რომელიც ასახავს ბგერითი ტალღის


სირთულეს.

ტემბრი არის ის, რაც განასხვავებს მაგ. ფორტეპიანოს ხმას ფლეიტის ხმისგან.
სმენის ფიზიოლოგია
როგორ მუშაობს ყური.
სმენის ფიზიოლოგია
ბგერითი ტალღები მიემართება გარეთა ყურის, ანუ ნიჟარის საშუალებით , გარეთა
სასმენი მილის გავლით და იწვევს დაფის აპკის რხევას, რომელსაც მოქმედებაში
მოჰყავს შუა ყურის პატარა ძვლები - ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი.

მექანიკური რხევები გადაეცემა ოვალური სარკმლის საშუალებით ლოკოკინას . მათ


მოძრაობაში მოჰყავთ მის ღრუში არსებული სითხე .

პატარა ბეწვიანი უჯრედები განლაგებულნი არიან ძირითადი მემბრანის გასწვრივ


ლოკოკინაში და ირხევიან სითხის მოძრაობაზე, რითაც ახდენენ მათთან უშუალოდ
დაკავშირებული ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას.

ამის შემდეგ მექანიკური ენერგია გარდაიქმნება ნერვულ ენერგიად და ეგზავნება


ტვინს სმენითი ნერვის საშუალებით.
ყნოსვა
სუნი თავის არსებობას გვატყობინებს რეცეპტორის ცილებთან
ურთიერთქმედებისას, რომელიც ყნოსვის ბუსუსების მემბრანაზე მდებარეობს .
ყნოსვა
რეცეპტორს შეუძლია მიიღოს ნივთიერების მხოლოდ 8 მოლეკულა , რათა
დასაბამის მისცეს ერთერთს ნერვულ იმპულსიდან, მაგრამ ადამიანმა სუნი რომ
შეიგრძნოს სულ მცირე 40 ნერვული დაბოლოება უნდა იყოს სტიმულირებული.

ნერვული იმპულსები სუნის შესახებ ინფორმაციას აგზავნიან ყნოსვის ბოლქვში .

ყნოსვის ბოლქვი - ცენტრი, სადაც ყნოსვის რეცეპტორები აგზავნიან თავიანთ


სიგნალებს, რომელიც განლაგებულიაზუსტად თავის ტვინის ქერქის შუბლის წილის
ქვევით.

ყნოსვის შეგრძნება ერთ-ერთი იმ მცირე ფუნქციათაგანია ნერვულ სისტემაში,


რომელიც არის თვითგანახლებადი: როცა ყნოსვის რეცეპტორები დაბერდებიან და
მოკვდებიან, მათ ცვლის ახალი უჯრედები.
გემოს შეგრძნება
როდესაც ადამიანი ჭამს, ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები მჭიდროდ
თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
როდესაც ადამიანი გაციებულია, საკვები უგემური ეჩვენება , რადგან ცხვირის
შესასვლელები ბლოკირებულია და დაკარგული აქვს ყნოსვა .

ადამიანის ენის ზედაპირი დაფარულია გემოს დვრილებით , რომელიც მას


უსწორმასწორო იერს აძლევს.

დვრილების დიდი ნაწილი შეიცავს გემოს რეცეპტორული უჯრედების ჯგუფებს,


რომელსაც უწოდებენ გემოს ბოლქვებს.
ინდივიდუალური რეცეპტორული უჯრედები კარგად რეაგირებენ გემოს ოთხი
თვისებიდან ერთერთზე: ტკბილზე, მჟავეზე, მწარეზე ან მლაშეზე .

მკვლევარებმა აღმოაჩინეს გემოს მეხუთე ძირითადი თვისების რეცეპტორები -


უმამი (umami).

უმამი ნატრიუმის გლუტამატია, რომელსაც ხშირად უმატებენ აზიურ საჭმელებს და


ბუნებრივად გვხვდება ცილებით მდიდარ საკვებში, როგორიცაა ხორცი, ზღვის
პროდუქტები და ძველი ყველი.
გემოს შეგრძნება
გემოს შეგრძნების რეცეპტორები შეიძლება დაზიანდნენ ალკოჰოლის , სიგარეტის
ბოლის ან მჟავის შედეგად.

საბედნიეროდ, გემოს შეგრძნების რეცეპტორები რამდენიმე დღეში ერთხელ


იცვლება, უფრო ხშირად, ვიდრე ყნოსვის რეცეპტორები.
შეხების და კანის შეგრძნებები
კანი შესანიშნავი ადაპტირებადი ორგანოა. ის იცავს ზედაპირს დაზიანებისგან,
გამოშრობისგან, ახორციელებს ტემპერატურის რეგულაციას.

კანი შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, რომლებიც წარმოშობენ წნევის, სითბოს და


სიცივის შეგრძნებებს.

ამ შეგრძნებებს კანის შეგრძნებები ეწოდებათ.

რადგან ადამიანი კანის საშუალებით იღებს დიდი რაოდენობის სენსორულ


ინფორმაციას, სხეულის ზედაპირთან ახლოს განსხვავებული ტიპის მრავალი
რეცეპტორული უჯრედი ფუნქციონირებს.

მაგ. მეისნერის სხეულები რეაგირებენ რაიმე ობიექტის გახახუნებაზე კანის მიმართ.

მერკელის დისკები ყველაზე აქტიური არიან პატარა ობიექტების კანზე დაწოლის


მიმართ.
არსებობს სითბოს და სიცივის შეგრძნებებისთვის სხვადასხვა რეცეპტორი.

თავის ტვინი სითბოს და სიცივის ცალკეული სიგნალების ინტეგრირებას ახდენს, რათა


აკონტროლოს გარემოს ტემპერატურული ცვლილებები.
შეხების და კანის შეგრძნებები
ადამიანურ ურთიერთობებში ცენტრალურ როლს ასრულებს კანის მგრძნობელობის
ერთ ასპექტი, ესაა შეხება.

შეხების საშუალებით თქვენ გადასცემთ სხვებს თქვენს სურვილს, მიიღოთ ან გასცეთ


სიმშვიდე, მხარდაჭერა, სიყვარული და ვნება.

შეხება შეიძლება გარკვეულ როლს თამაშობდეს თვითგადარჩენის პროცესში .

ის ნაშიერები, რომლებიც სიცოცხლის პირველ წლებში ხშირად აყავდათ ხელში ,


უფრო ჯანმრთელები არიან მთელი ცხოვრების მანძილზე.

ბავშვებს, რომლებსაც უტარდებოდათ ყოველდღიური მასაჟი, გაცილებით სწრაფად


იზრდებოდნენ გონებრივად და ფიზიკურად.

პრაქტიკული რეკომენდაცია: შეეხეთ ხშირად მათ, ვისზეც ზრუნავთ და სხვებიც


წაახალისეთ, რომ თქვენც შეგეხონ. ეს არამარტო სიამოვნების მოგგვრით , არამედ
გააუმჯობესებს თქვენს და მათ ჯანმრთელობას.
წონასწორობის და კინესთეტიკური შეგრძნებები
წონასწორობის შეგრძნება - ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სხეულის ორიენტაციის
შესახებ სივრცეში.

კინესთეტიკური შეგრძნება - ინფორმაციას გვაწვდის ჩვენი სხეულის და მისი


ნაწილების მოძრაობისა და მდგომარეობის შესახებ

ამ ინფორმაციას გვაწვდიან რეცეპტორები, პატარა ბუსუსები, რომელნიც შიდა


ყურში - სითხით სავსე პარკუჭებსა და არხებში მდებარეობენ.

ბუსუსები იხრება, როდესაც სითხე მოძრაობს და აწვება მათ.

სამი არხი, რომლებსაც ნახევარრკალოვან არხებს უწოდებენ, ერთმანეთის მიმართ


კუთხითაა განლაგებული, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინფორმაცია
ნებისმიერი მიმართულების მოძრაობის შესახებ - თუ როგორ მოძრაობს თავი , როცა
ვტრიალდებით, როდესაც ვაქნევთ მას ან გვერდზე გადავხრით (წონასწორობის
შეგრძნება).

კინესთეტიკური შეგრძნება უზრუნველყოფს მუდმივ სენსორულ უკუკავშირს


წონასწორობის და კინესთეტიკური შეგრძნებები
კინესთეტიკური შეგრძნება უზრუნველყოფს მუდმივ სენსორულ უკუკავშირს სხეულის
მოტორული აქტივობის შესახებ. ამის გარეშე ადამიანი ვერ შეძლებდა ნებისმიერი
მოძრაობების დიდი ნაწილის კოორდინირებას.

ადამიანს გააჩნია კინესთეტიკური ინფორმაციის 2 წყარო:

• რეცეპტორები, რომლებიც მდებარეობენ სახსრებში


• რეცეპტორები, რომლებიც მდებარეობენ კუნთებსა და მყესებში .

სახსრებში მდებარე რეცეპტორები რეაგირებენ იმ დაჭიმულობაზე , რომელიც თან


ახლავს კიდურების სხვადასხვა პოზიციას და დაჭიმულობის ცვლილებებზე , რასაც
იწვევს სახსრების მოძრაობები.

კუნთებსა და მყესებში მდებარე რეცეპტორები რეაგირებენ იმ დაძაბულობის


ცვლილებებზე, რომლებიც თან ახლავს კუნთების შეკუმშვას და გაფართოებას .
ტკივილი
ტკივილი - არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე
გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც არის საკმაოდ ინტენსიური , რათა
გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან შეუქმნას მას საფრთხე .

ტკივილის შეგრძნება მნიშვნელოვანია გადარჩენისათვის.


ადამიანები, რომლებსაც დაბადებიდან დაკარგული აქვთ ტკივილის შეგრძნების
უნარი, ხშირად იღებენ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებს, რომელთა თავიდან
აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუკი თავის ტვინი შეძლებდა მათ
გაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

არსებობს ორი სახის ტკივილის შეგრძნება: ნოციცეპტური და ნევროპათიური .

ნოციცეპტური ტკივილი არის უარყოფითი შეგრძნება, რომელსაც მავნე


ზემოქმედების მქონე გამღიზიანებელი იწვევს. (ცხელ ქურაზე ხელის დაწვა ).

ნევროპათიული ტკივილი გამოწვეულია ნერვების არანორმალური


გადაჭარბებული ფუნქციონირებით. იგი აღმოცენდება დაზიანებული დაავადებული
ნერვიდან.
ტკივილი
მეცნიერებმა დაიწყეს იმ სპეციფიკური რეცეპტორების განსაზღვრა , რომლებიც
რეაგირებენ ტკივილის გამომწვევ სტიმულებზე.

აღმოჩნდა, რომ
ზოგიერთი რეცეპტორი რეაგირებს ტემპერატურაზე , ზოგი ქიმიურ ნივთიერებებზე ,
სხვები - მექანიკურ სტიმულებზე.

არსებობს რეცეპტორები, რომლებიც ტკივილის გამომწვევი სტიმულების


კომბინაციაზე რეაგირებენ.

ტკივილის ბოჭკოების ქსელი ქმნის შესანიშნავს ბადეს, რომელიც მთელ სხეულს


ფარავს.

პერიფერიული ნერვული ბოჭკოები ტკივილის სიგნალებს ცენტრალურ ნერვულ


სისტემაში ორი გზით აგზავნიან:
• სწრაფი გამტარუნარიანობის ნერვული ბოჭკოებით, რომლებიც მიელინით
არიან დაფარული და
• ნელი, უფრო პატარა ნერვული ბოჭკოებით, მიელინის საფარველის გარეშე .
ტკივილის ფსიქოლოგია
ემოციური რეაქციები, კონტექსტუალური ფაქტორები და სიტუაციის ინტერპრეტაცია
შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს ტკივილის განცდაში ,
როგორც რეალური ფიზიკური სტიმული.

ფსიქოლოგიური პროცესების მნიშვნელობას ნათლად გვიჩვენებს შემდეგი ორი


უკიდურესი შემთხვევა:

1. როცა არის ტკივილი, მაგრამ არ არსებობს მისი გამომწვევი ფიზიკური სტიმული;


(ფანტომური კიდურის ფენომენი).

2. როცა არ არის ტკივილი, მიუხედავად დიდი ინტენსივობის ტკივილის გამომწვევი


სტიმულის არსებობისა. (მაგ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისას, ტკივილის
შეგრძნების ბლოკირება - ცხელ ნაკვერჩხლებზე სიარული ან ნემსით სხეულის
გახვრეტა).

You might also like