You are on page 1of 44

აღქმა

5 თავი
აღქმა

აღქმა - არის იმ პროცესების ერთობლიობა, რომლებიც სენსორულ ხატში


აწესრიგებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის, როგორც გარე სინამდვილით
წარმოქმნილს უზრუნველყოფენ.

აღქმა შეგრძნებას აძლევს აზრს.

პერცეპტული პროცესები მნიშვნელობას იღებენ მუდმივად ცვალებადი , ხშირად


ქაოტური ინფორმაციიდან და მას სტაბილური, მოწესრიგებული პერცეპტული
ხატების სახით აწესრიგებენ.

პერცეპტული ხატი არის ის, რაც აღქმულია, აღქმის პროცესის შედეგი .

უმეტესად აღქმა და შეგრძნება იმდენად ძალადაუტანებლად ხდება , რომ მას


თავისთავად პროცესად მივიჩნევთ.
შეგრძნება, ორგანიზება, იდენტიფიცირება და ცნობა

ტერმინი აღქმა , მისი ფართო მნიშვნელობით, ნიშნავს გარემოში საგნების და


მოვლენების წვდომის პროცესს, რათა შევიგრძნოთ ისინი, გავიგოთ, მოვახდინოთ
იდენტიფიკაცია, მივაკუთვნოთ რაიმე კატეგორიას და მოვემზდოთ მათზე
რეაგირებისთვის.

აღქმის პროცესების უკეთ გაგების მიზნით მათ ყოფენ სამ საფეხურად :


• შეგრძნება
• პერცეპტული ორგანიზაცია
• იდენტიფიკაცია/საგნების ცოდნა.

შეგრძნება ნიშნავს ნერვულ კოდებში ფიზიკური ენერგიის გარდაქმნას, რომელსაც


ტვინი აცნობიერებს.

პერცეპტული ორგანიზაცია შემდეგი საფეხურია, როდესაც საგნის შინაგანი


გამოსახულება ფორმირდება და გარეგანი სტიმულის აღქმა ყალიბდება .

შინაგანი გამოსახულება გვაწვდის სამყაროს ზედაპირულ მონახაზს . მხედველობის


შემთხვევაში ხდება საგნის ფერის, ფორმის, მოძრაობის, დაშორების და ორიენტაციის
შეფასება.
შეგრძნება, ორგანიზება, იდენტიფიცირება და ცნობა

იდენტიფიკაცია და ცნობა მესამე საფეხურია, როდესაც პერცეპტულ ხაზს


მნიშვნელობა ეძლევა.

მაგ. ადამიანები შეიძლება კლასიფიცირდნენ ქალად ან კაცად, ნათესავად ან როკ -


ვარსკვლავად.

ამ ეტაპზე, პერცეპტული შეკითხვა „რას ჰგავს ეს საგანი?“ იცვლება იდენტიფიკაციის


შეკითხვით „რა არის ეს საგანი?“ და ბოლოს ცნობის შეკითხვით - „რა არის საგნის
ფუნქცია?“.

იმისათვის, რომ მოვახდინოთ რაიმეს იდენტიფიკაცია, ვიცნოთ და გავარკვიოთ რა


ეწოდება მას, საჭიროა მაღალი დონის კოგნიტური პროცესები, რომლის
მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს აზროვნება , მეხსიერება , ღირებულებები ,
რწმენები და სხვა.
პროქსიმალური და დისტალური ფუნქციები
პროქსიმალური და დისტალური სტიმულები

ადამიანი, რომელიც ოთახს მოხერხებული სკამიდან აკვირდება .

ოთახში მოთავსებული საგნებიდან არეკლილი სინათლის ნაწილი თვალებამდე


აღწევს და თვალის ბადურაზე ქმნის გამოსახულებებს.

რამდენად შეესაბამება გამოსახულება რეტინალურ გარემოს, რომელმაც ის შექმნა ?

ერთერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ბადურაზე მიღებული


გამოსახულება ორგანზომილებანია, მაშინ როცა თავად გარემო
სამგანზომილებანია.

ამ განსხვავებას ბევრი შედეგი მოყვება. მაგ.5.1.A სურათზე მოცემული ობიექტების


ფორმები ბადურაზე მიღებული გამოსახულების ფორმებს 5.1.C, მაგიდას, ნოხს,
ფანჯარას და სურათს რეალურ სამყაროში მართკუთხა ფორმა აქვს, მაგრამ
რეტინალური გამოსახულებებიდან მხოლოდ ფანჯარას აქვს ასეთი ფორმა .
პროქსიმალური და დისტალური სტიმულები

სამყაროში ფიზიკურ საგანსა და ბადურაზე მის ოპტიკურ გამოსახულებას შორის


განსხვავება იმდენად დიდია და მნიშვნელოვანი, რომ ფსიქოლოგები მათ აღქმის
ორ განსხვავებულ სტიმულად მიიჩნევენ.

გარემოში მოცემულ ფიზიკურ საგანს ეწოდება დისტალური სტიმული


(დამკვირვებლიდან დაშორებული),

ბადურაზე მის ოპტიკურ გამოსახულებას ეწოდება პროქსიმალური სტიმული


(დამკვირვებელთან ახლოს).

იგივე ეხება აღქმის სხვადასხვა მოდალობას - სმენას, შეხებას, გემოს და ა .შ.

აღქმა მოიცავს პროცესებს, რომლებიც იყენებენ პროქსიმალური


სტიმულების ინფორმაციას, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია
დისტალური სტიმულის თვისებებზე.
პროქსიმალური და დისტალური სტიმულები
რეალობა, ორაზროვნება და ილუზიები
ორაზროვნება

აღქმის ძირითადი ამოცანაა სამყაროზე ზუსტი წარმოდგენის შექმნა .

სწორი რეაქცია გარემოში საგნებისა და მოვლენების ზუსტ აღქმაზეა


დამოკიდებული.

თუმცა ეს ყოველთვის ადვილი გასარკვევი არ არის. რა ფიგურაა ეს?


რეალობა, ორაზროვნება და ილუზიები

ეს სტიმული ორაზროვანია, რადგან აკლია კრიტიკული ინფორმაცია, არ ჩანს


ჩვეული სტრუქტურა.

ორაზროვნება აღქმის გაგებისთვის მნიშვნელოვანი ცნებაა. იგი გვიჩვენებს, რომ


სენსორულ საფეხურზე მოცემული ხატი შეიძლება მრავალნაირად
ინტერპრეტირდეს აღქმისა და იდენტიფიკაციის საფეხურზე .

ორაზროვანი გამოსახულება - პერცეპტული ობიექტი, რომელსაც შეიძლება ერთზე


მეტი ინტერპრეტაცია ჰქონდეს.
რეალობა, ორაზროვნება და ილუზიები

სალვადორ დალის „მონათა ბაზარი“ ვოლტერის უჩინარი ბიუსტით

ნორმალური აღქმის ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისებაა გარემოს


ორაზროვნების და გაურკვევლობის ნათელი ინტერპრეტაციით შეცვლა, რათა
შევძლოთ თავდაჯერებული მოქმედება.
რეალობა, ორაზროვნება და ილუზიები
ილუზიები
რეალობა, ორაზროვნება და ილუზიები
ილუზიები

როდესაც პერცეპტული სისტემა სტიმულის სტრუქტურას მკვეთრად ამახინჯებს და


ცვლის, განვიცდით ილუზიას.

ილუზიები მიუთითებს პერცეპტულ ხატსა და რეალობას შორის განსხვავებაზე .

ილუზიები ყოველდღიურ ცხოვრებაში

ილუზიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მზის „ამოსვლა “ და „ჩასვლა “.

როდესაც სავსე მთვარეა ცაზე, გვეჩვენება, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ , თან
მოგვყვება.
აღქმის შემსწავლელი მიდგომები
ჰელმჰოლცის კლასიკური თეორია

1866 წ. ჰერმან ფონ ჰელმჰოლცი იცავდა აღქმაში გამოცდილების ანუ შეძენილი


მნიშვნელოვნების პოზიციას.

მისი თეორიის მიხედვით ნერვულ სისტემაზე მოქმედი , ხშირად ორაზროვანი


სტიმულების ინტერპრეტაციისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფსიქიკურ
პროცესებს.

გარემოს შესახებ წარსულში მიღებული ცოდნის საფუძველზე დამკვირვებელი ქმნის


ჰიპოთეზებს, ანუ ვარაუდებს, თუ როგორია ესა თუ ის საგანი სინამდვილეში .

აღქმა, მისი აზრით, ინდუქციური პროცესია, კონკრეტული ხატიდან დასკვნის


გაკეთება ხდება საგნების ან მოვლენების ზოგად კლასზე , რომელსაც შეიძლება ეს
კონკრეტული ხატი მიეკუთვნებოდეს.

ეს პროცესი ცნობიერების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს და მას


ჰელმჰოლცმა უწოდა არაცნობიერი დასკვნა.
აღქმის შემსწავლელი მიდგომები
ჰელმჰოლცის კლასიკური თეორია

ჰელმჰოცის თეორია აღქმას ორ ეტაპად ყოფს.

1. ანალიტიკურ ეტაპზე შეგრძნების ორგანოები ფუნდამენტური შეგრძნების


დონეზე ახდენენ სამყაროს ანალიზს;

2. სინთეზის საფეხურზე ხდება სენსორული ელემენტების გაერთიანება და


სინთეზირება ობიექტების და მათი თვისებების აღქმის სახით .

ჰელმჰოლცის თეორიის მიხედვით ჩვენ შეგრძნებების


ინტერპრეტაციას გარემოდან მიღებული გამოცდილების საფუძველზე
ვახდენთ.
აღქმის შემსწავლელი მიდგომები
გეშტალტმიდგომა

გეშტატლტფსიქოლოგია , რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში


ჩამოყალიბდა დიდ ყურადღებას უთმობდა პერცეპტულ გამოცდილებაში
თანდაყოლილი სტრუქტურების როლს.

გეშტალტფსიქოლოგები ამტკიცებდნენ, რომ ფსიქოლოგიური ფენომენის გაგება


მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მას ორგანიზებულ, სტრუქტურულ
მთლიანობად მივიჩნევთ და არ დავანაწევრებთ მარტივ პერცეპტულ ელემენტებად.

მათი აზრით, მთელი გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნაწილების უბრალო


მექანიკური ჯამი.

როდესაც ვუსმენთ მუსიკას, ჩვენ აღვიქვამთ მთლიან მელოდიას და არა ცალკეულ


ბგერებს
აღქმის შემსწავლელი მიდგომები
გიბსონის ეკოლოგიური ოპტიკა

ჯეიმს და ელინორ გიბსონებმა აღქმისადმი ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა


შემოგვთავაზეს.

გიბსონის ეკოლოგიური ოპტიკის თეორია გარეგანი სტიმულის თვისებებს უფრო


მეტ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე იმ მექანიზმებს, რომლითაც ამ სტიმულების აღქმა
ხდება.

მის კონცეფციაში აღქმა გაგებულია, როგორც გარემოს აქტიური გამოკვლევა .


როდესაც დამკვირვებელი გარემოში მოძრაობს, ბადურაზე სტიმულაციის პატერნი
გამუდმებით იცვლება დროსა და სივრცეში.

ეკოლოგიური ოპტიკის თეორია ცდილობდა განესაზღვრა გარემოს შესახებ ის


ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოძრავი დამკვირვებელი
თვალისთვის.
აღქმის შემსწავლელი მიდგომები
გიბსონის ეკოლოგიური ოპტიკა

„როგორ ვსწავლობთ გარემოს?“

ჩვენ გარემოდან პირდაპირ ვიღებთ ინფორმაციას სენსორული ინფორმაციის


ინვარიანტული ანუ სტაბილური თვისებების შესახებ - აღქმა პირდაპირ, უშუალოდ
ხდება, მიუხედავად იმისა, რომ გარემოში არსებული თითეული საგნის რეტინალური
ზომა და ფორმა იცვლება დამკვირვებლიდან საგნის დაშორებულობის და ხედვის
კუთხის მიხედვით.

ვიზუალური სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ამჩნევს ამ ინვარიანტულობას .

ადამიანები ისეთ გარემოში ვითარდებოდნენ, სადაც სწორედ ინვარიანტობის


აღქმას ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა.
ყურადღების პროცესები
შეეცადეთ, რომ თქვენს ირგვლივ აღმოაჩინოთ 10 რამ, რომელიც მანამდე არ
შეგიმჩნევიათ.

თუ გარემოს ყურადღებით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ უამრავი საგანია


ირგვლივ, რომლისთვისაც შეიძლებოდა ყურადღების მიქცევა.

რაც მეტად მივაქცევთ ყურადღებას საგანს თუ მოვლენას, მეტის აღქმას და გაგებას


შევძლებთ.

ყურადღება - ხელმისაწვდომი პერცეპტული ინფორმაციის რომელიმე ნაწილზე


ცნობიერების ფოკუსირება.

გავარკვიოთ გარემოდან მომდინარე რა ტიპის სტიმულებს ექცევა ჩვენი ყურადღება


და რა წვლილი შეაქვს ყურადღებას სტიმულების განცდაში.
ყურადღების პროცესები
სელექციური (შერჩევითი) ყურადღება

ვნახოთ, როგორ ვირჩევთ, თუ სამყაროს რომელ ნაწილს მივაქციოთ ყურადღება და


რა შედეგი მოსდევს ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის, იოლად ხელმისაწვდომი
ინფორმაციის თვალსაზრისით.

ყურადღების ფაქტორები

როგორ ვირჩევთ საგნებს, რომლებიც ჩვენი ყურადღების ცენტრში ექცევიან?


ამ კითხვაზე პასუხს აქვს ორი კომპონენტი:

• მიზნით მართული სელექცია - განსაზღვრავს იმას, თუ რატომ ირჩევენ


ადამიანები შემომავალი ინფორმაციის რაღაც ნაწილს შემდეგი
გადამუშავებისთვის. შერჩევა ხდება ადამიანის მიზნებიდან გამომდინარე .

• სტიმულით გამოწვეული ყურადღების მიპყრობა - განსაზღვრავს იმას, თუ


რატომ ირჩევენ ადამიანები სენსორული შემომავალი ინფორმაციის რაღაც
ნაწილს შემდეგი გადამუშავებისთვის; ხდება მაშინ, როდესაც სტიმულების
ნიშნები (საგნები გარემოში) ავტომატურად იპყრობენ ყურადღებას, ადამიანის
კერძო მიზნებისგან დამოუკიდებლად.
ყურადღების პროცესები
სელექციური (შერჩევითი) ყურადღება
ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია
თუ თქვენ შერჩევითად მიაქციეთ ყურადღება პერცეპტული ეკრანის რომელიმე
ნაწილს, საკუთარი მიზნებიდან ან სტიმულის თვისებებიდან გამომდინარე , რა ბედი
ეწევა ყურადღების მიღმა დარჩენილ ინფორმაციას?

მაგ. უსმენთ ლექციას. თქვენგან ორივე მხარეს კი ადამიანები საუბრობენ. როგორ


შეიძლება მიყვეთ ლექციის შინაარსს? რა გესმით საუბრიდან? შეიძლება რამე
ისეთს მოკრათ ყური რომელიმე საუბრის შინაარსში, რაც ლექციიდან თქვენი
ყურადღების გადანაცვლებას გამოიწვევს?

ამ კითხვებით პირველად დაინტერესდა რონალდ ბროუდბენთი (1958).

მისი თეორიის მიხედვით, ტვინს, როგორც საკომუნიკაციო არხს, ინფორმაციის


სრული გადამუშავების შეზღუდული შესაძლებლობა აქვს.

ამის გამო საჭიროა, რომ ყურადღებამ მკაცრად დაარეგულიროს შემავალი


სენსორული ინფორმაციის ცნობიერებაში გადასვლა.

ყურადღება ავიწროვებს კოგნიტურ სისტემაში შემავალი ინფორმაციის ნაკადს ,


ფილტრავს გარკვეულ ნაწილს და დანარჩენ ინფორმაციას უშვებს შემდეგ
საფეხურზე.
ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია
ყურადღების ფილტრის თეორია ამტკიცებს, რომ შემომავალი ინფორმაციის
სელექცია მისი მნიშვნელოვნების წვდომამდე ხდება.

ამის შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა დიხოტომიური მოსმენის მეთოდი.


(ექსპერიმენტის მონაწილეებს ყურზე უკეთებდნენ ყურსასმენებს, რომელშიც
ერთდროულად უსმენდნენ ორ განსხვავებულ ინფორმაციას. მონაწილეებმა
ექსპერიმენტატორს უნდა გადასცენ ერთ ყურში მოსმენილი ინფორმაცია და არ
მოუსმინონ მეორე ყურში შემავალ ინფორმაციას).

ფილტრის თეორიის მოსაზრება ეჭვქვეშ დადგა, როდესაც აღმოჩნდა რომ


ზოგიერთი ც.პ. იხსენებდა იგნორირებული მასალის მომენტებსაც.

ასეთი ტიპის ექსპერიმენტის საფუძველზე მკვლევარები ვარაუდობენ , რომ


ყურადღების მიღმა დარჩენილი ინფორმაცია გარკვეულწილად მაინც
გადამუშავდება, მაგრამ იმდენად არა, რომ ცნობიერების საზღვრებს მიაღწიოს .

ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიქცევს ყურადღებას, თუ ყურადღების


მიღმა დარჩენილი ინფორმაციის მახასიათებლები საკმაოდ
გამოდიფერენცირდებიან, მაგ. ეს შეიძლება იყოს მსმენელის სახელი .
ყურადღება და საგნები გარემოში
ყურადღების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მრავალფეროვან ვიზუალურ გარემოში
კონკრეტული ობიექტების მოძებნა.

ექსპერიმენტი:

• მოძებნეთ რაიმე წითელი; ეხლა სცადეთ იპოვოთ რაიმე ალისფერი.


• მოძებნეთ ოთხკუთხედი; ეხლა სცადეთ იპოვოთ რაიმე მრგვალი.

რომლის პოვნა უფრო გაგიადვილდათ?

ალისფერის პოვნა უფრო ადვილია ვიდრე წითლის; ოთხკუთხედის პოვნა უფრო


ადვილია, ვიდრე მრგვალის.

რაიმე ერთი ნიშნით განსაზღვრულის პოვნა უფრო ადვილია, ვიდრე ორი ნიშნით
განსაზღვრულის.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერი მეხსიერება და საგნების ცნობა ყურადღებას


საჭიროებს, ინფორმაციის საკმაოდ რთული გადამუშავება ყურადღებასა და ცნობიერების
გარეშეც ხდება.

გადამუშავების ამ ადრეულ ეტაპს ეწოდება ყურადღებამდელი გადამუშავება.


ყურადღება და საგნები გარემოში
ყურადღება და საგნები გარემოში

ყურადღებამდელი გადამუშავების საშუალებით ადვილად ვპოულობთ მხოლოდ


ერთი ნიშნით გამორჩეულ საგნებს სურათის A და C ნაწილში.

ყურადღებამდელი გადამუშავება საშუალებას გაძლევთ პარალელურად


გადასინჯოთ გარემო ერთი ცალკეული გამორჩეული ნიშნის მიხედვით .

მკვლევარები ერთმანეთისგან განასხვავებენ პარალელურ და სერიულ ძებნას იმის


განსაზღვრით, თუ რამდენად ძნელია სამიზნეს პოვნა , რომელიც ყურადღების
გამფანტველების რაოდენობის ფუნქციას წარმოადგენს.

სურათის B და D ნაწილებზე გაცილებით უფრო რთულია განსხვავებული ნიშნის,


თეთრი T-ს პოვნა. აქ თითეული T-ს პოვნისთვის სერიულად ყურადღების მიქცევა
გიწევთ. ანუ ეძებთ თითეულ თეთრ ელემენტს, სანამ არ იპოვით შესაბამის საგანს .
აღქმის ორგანიზაციის პროცესები
რამდენად უწესრიგო იქნებოდა სამყარო, მილიონი რეტინალური რეცეპტორიდან
მიღებული ინფორმაციის თავმოყრა და ორგანიზება რომ არ შეგვეძლოს.

გვექნებოდა თვალებთან მოძრავი და მბრუნავი ფერების დაუკავშირებელი


ნაწილების კალეიდოსკოპი.

პროცესებს, რომლებიც აერთიანებს სენსორულ ინფორმაციას


თანმიმდევრული აღქმის მისაღებად, პერცეპტული ორგანიზაციის პროცესები
ეწოდება.

ადამიანი ასეთი პერცეპტული გადამუშავების შემდეგ რასაც განიცდის, პერცეპტი


(აღქმის ხატი) ეწოდება.

ორგანზომილებიანი გეომეტრიული კომპოზიციის


პერცეპტული ხატი სამ დიაგონალურად განლაგებული
ფიგურებია.

აღქმის ეს ერთი შეხედვით თავისთავადი პროცესი


დახვეწილი, ნატიფი გადამუშავებით არის მიღებული.
ფიგურა, ფონი და დასრულებულობა (შევსებულობა)
რატომ აღვიქვამთ წინა სლაიდში განხილულ სურათს ჩვენთვის ჩვეული გზით ?

ამ გამოსახულებას აღქმისას ორგანიზაციული პროცესი მას ფიგურად და ფონად


ყოფს.

ფიგურა - ფონისგან განსხვავებული, საგნისმაგვარი წინ წამოწეული არე ვიზუალურ


ველში.

ფონი - სივრცე ვიზუალურ ველში, რომელზეც ფიგურა დევს.

ფიგურის ფონიდან წინ წამოწევის ტენდენცია ძალიან ძლიერია . ეს მაშინაც ხდება ,


როდესაც ფიგურა რეალურად არ არსებობს.
ფიგურა, ფონი და დასრულლებულობა (შევსებულობა)
ამ მაგალითში როგორც ჩანს, ფიგურა-ფონის ორგანიზაციაში სამი დონეა : თეთრი
ნაძვის ხე, წითელი წრეები და უფრო ფართო ზედაპირი ამ ყველაფრის უკან.

სტიმულში თეთრ არეს ჩვენ პერცეპტულად ვყოფთ ორ განსხვავებულ რეგიონად :


თეთრ სამკუთხედად და თეთრ ფონად.

გაყოფის ადგილზე აღვიქვამთ ილუზორულ კონტურებს. ისინი რეალურად


არსებობენ არა დისტალურ სტიმულში, არამედ მხოლოდ ჩვენს სუბიექტურ
გამოცდილებაში.

ამ სურათებზე თეთრი სამკუთხედის აღქმა კიდევ ერთ მძლავრ ორგანიზაციულ


პროცესს - დასრულებულობას (შევსებულობას) გვიჩვენებს.

დასრულებულობა -
დაუმთავრებელ ფიგურებს
დამთავრებულად,
შევსებულად გვანახებს.
პერცეპტული დაჯგუფების პრინციპები

როგორ აჯგუფებს ვიზუალური სისტემა ამ ობიექტებს და რა ფაქტორები განსაზღვრავს


მას?
დაჯგუფების საკითხი პირველად შეისწავლა გეშტალტფსიქოლოგმა მაქს
ვერთჰაიმერმა.

პირველი სამი დაჯგუფება ვერთჰაიმერმა სიახლოვის კანონის სახით წარმოადგინა,


შემდეგი სამი მსგავსების კანონის და ბოლო დაჯგუფება საერთო ბედის კანონის
მიხედვით.
სივრცითი და დროითი ინტეგრაცია
გეშტალტის წესების მიხედვით აღქმა უმეტესწილად წარმოადგენს სამყაროს „სწორად“
გაერთიანებულ ნაწილებს, თუმცა ხშირად ჩვენ ვერ აღვიქვამთ მთლიან სურათს თვალის
ერთი შევლებით ან ფიქსაციით.

ექსპერიმენტის მონაწილეებს ეკითხებოდნენ მეორე გამოსახულება პირველის მსგავსი იყო


თუ განსხვავებული. როდესაც იცვლებოდა ან აკლდებოდა საგანი ც.პ.-ები ხშირად ვერ
აფიქსირებდნენ ცვლილებებს.
მოძრაობის აღქმა

მოძრაობის აღქმა - აღქმის ერთერთი სახეობაა, რომელიც სამყაროდან მიღებული


სხვადასხვა, სწრაფად ცვალებადი შთაბეჭდილებების ურთიერთშედარებას
საჭიროებს.

მოძრაობის აღქმა ხშირად დამოკიდებულია ათვლის სისტემაზე .

მოჩვენებითი მოძრაობა - ილუზია, როდესაც მოძრავ ათვლით სისტემაში უძრავი


წერტილი მოძრავად გვეჩვენება, თავად ათვლის სისტემა კი უძრავად .

აშკარა/თვალაჩინო მოძრაობა - მოძრაობის ილუზია, როდესაც ერთი ან მეტი


წერტილის უწყვეტი ანთება-ჩაქრობა ერთ მოძრავ წერტილად აღიქმება .
სიღრმის აღქმა

ყოველდღიური აღქმა საგნებს სამგანზომილებიან სივრცეში მოიცავს .

სამივე სივრცით განზომილების აღქმას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა


გააჩნია, რათა მივუახლოვდეთ ან მოვშორდეთ ობიექტებს.

სიღრმის აღქმისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზუალური სისტემა იყენებს


რეტინალურ გამოსახულებას, რომელსაც მხოლოდ ორი განზომილება აქვს -
ვერტიკალური და ჰორიზონტალური.

სიღრმის აღსაქმელად საჭიროა შემომავალი სენსორული ასლის ინტერპრეტაცია


და ეს ინტერპრეტაცია ზოგჯერ შესაძლოა მცდარიც იყოს.

სიღრმის ინტერპრეტაცია, მანძილის შესახებ ინფორმაციის მრავალ წყაროს


ეყრდნობა, რომელთა შორისაა ბინოკულარული, მოძრაობის და პიქტორული
(გამოსახულების) მანიშნებლები.
ბინოკულარული და მოძრაობის მანიშნებლები
რატომ გვაქვს ორი თვალი და არა ერთი?

იგი სიღრმის შესახებ ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის.

ბინოკულარული სიღრმის შესახებ ინფორმცია ორი წყაროდან მიიღება :


რეტინალური დისპარატი და კონვერგენცია.

თვალების ბადურაზე მიღებული გამოსახულების ჰორიზონტალურ პოზიციებს შორის


შეუსაბამობას რეტინალური დისპარატი ეწოდება.

ის სიღრმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რადგან შეუსაბამობის, ანუ


განსხვავების ოდენობა ჩვენსა და ობიექტს შორის მანძილზე არის დამოკიდებული .

როდესაც ორივე თვალით ვიყურებით, ჩვენს მიერ დანახულ საგანთა უმრავლესობა


თვალების ბადურის სხვადასხვა ადგილს აღიზიანებს.

თუ ერთი და იგივე ობიექტის ორივე ბადურაზე მიღებული გამოსახულებებს შორის


შეუსაბამობა საკმაოდ მცირეა, ვიზუალური სისტემა მათ ერთი ობიექტის სიღრმით
აღქმაში აერთიანებს.
ბინოკულარული და მოძრაობის მანიშნებლები

ჩვენი ვიზუალური სისტემა სრულიად გასაოცარ რამეს აკეთებს: იღებს ორ


განსხვავებულ რეტინალურ გამოსახულებას, ადარებს მათ ერთმანეთს შესაბამისი
ნაწილების ჰორიზონტალური წანაცვლების დასადგენად და ქმნის საგნის ერთიან
პერცეფციას სიღრმეში.

სიღრმეზე სხვა ბინოკულარულ ინფორმაციას იძლევა კონვერგენცია.

ობიექტზე ფიქსაციისას თვალები გარკვეულწილად შიგნით ბრუნდება , როდესაც


საგანს ძალიან ახლოს ვუყურებთ.

თვალები ერთმანეთისკენ საკმაოდ უნდა შებრუნდეს, რათა ორივე თვალში


დაფიქსირდეს ერთი და იგივე გამოსახულება.

ტვინი თვალის კუნთებიდან მიღებულ ინფორმაციას, სიღრმეზე დასკვნის


გასაკეთებლად იყენებს.
პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები
დავუშვათ ვხედავთ მხოლოდ ერთი თვალით. შევძლებდით სიღრმის აღქმას?

ფაქტობრივად ინფორმაცია სიღრმეზე ერთი თვალითაც მიიღება . ამ წყაროებს


პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები ეწოდებათ, რადგან ისინი ნახატებში
აღმოჩენილი სიღრმის შესახებ ინფორმაციის მატარებლები არიან .

მხატვრები ორგანზომილებიან ქაღალდზე ქმნიან სამგანზომილებიან


გამოსახულებას.
პიქტორული (გამოსახულების) მანიშნებლები
გადაფარვა ან ოკლეზია თავს იჩენს მაშინ, როდესაც გაუმჭირველე ობიექტი ფარავს
მეორე ობიექტის ნაწილს.

გადაფარვით ვიღებთ ინფორმაციას, რომ გადაფარული საგანი უფრო შორსაა ,


ვიდრე გადამფარავი.
აღქმის კონსტანტობა
აღქმის (პერცეპტული) კონსტანტობა - საგნის ხატის უცვლელად დარჩენა,
რეტინალური გამოსახულების ცვლილების მიუხედავად.

სიდიდის და ფორმის კონსტანტობა

რა განსაზღვრავს საგნის სიდიდის აღქმას?

საგნის რეალურ სიდიდეს, ნაწილობრივ, ბადურაზე მისი შესატყვისი გამოსახულების


სიდიდის საფუძველზე აღვიქვამთ. თუმცა ბადურაზე გამოსახულების ზომა
დამოკიდებულია, როგორც საგნის სიდიდეზე, ისე თვალიდან მის დაშორებაზე.

სიდიდის კონსტანტობა - საგნის რეალური სიდიდის აღქმა, მისი რეტინალური


გამოსახულების ცვლილების მიუხედავად.

თუ საგნის სიდიდე მანძილის მანიშნებლების გათვალისწინებით აღიქმება, მაშინ


მანძილზე ზუსტი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, მას ყოველთვის
დამახინჯებულად აღვიქვამთ.

კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც პერცეპტული სისტემა საგნის რეალურ სიდიდეზე


გვაწვდის ინფორმაციას, მსგავსი ფორმის ობიექტების სიდიდის შესახებ წარსული
ცოდნის გამოყენებაა.
აღქმის კონსტანტობა

ფორმის კონსტანტობა - საგნების რეალური ფორმის აღქმის უნარი რეტინალური


გამოსახულების ზომების ცვლილების მიუხედავად.

ფორმის კონსტანტობა მჭიდროდ უკავშირდება სიდიდის კონსტანტობას.

ჩვენ სწორად აღვიქვამთ ობიექტის რეალურ ფორმას მაშინაც კი, როდესაც საგანი
შებრუნებულია და თავად ობიექტისგან განსხვავებული სახის რეტინალურ
გამოსახულებას ქმნის.
ორიენტაციის კონსტანტობა
თუ საგნის ყურებისას თავს გადავხრით, გარემო გადახრილად არ მოგვეჩვენება .

ორიენტაციის/მიმართულების კონსტანტობა არის სამყაროში საგნების


მიმართულების რეალური აღქმის უნარი, რეტინალური გამოსახულების
მიმართულების ცვლილების მიუხედავად.

ორიენტაციის კონსტანტობა ეყრდნობა შიდა ყურის ვესტიბულარული სისტემიდან


მიღებულ ინფორმაციას თავის დახრილობაზე.

ვესტიბულარული სისტემიდან მიღებული ინფორმაციისა და რეტინალური


ორიენტაციის კომბინირებით, ჩვენი ვიზუალური სისტემა ჩვეულებრივ, გარემოში
არსებული ობიექტის ზუსტ აღქმას აყალიბებს.

ნაცნობ გარემოში წარსული გამოცდილება რეალურ ორიენტაციაზე დამატებით


ინფორმაციას იძლევა.

თუმცა შეიძლება გაგვიჭირდეს რთული და უცნობი ფიგურების ამოცნობა, თუ ისინი


უჩვეულო ორიენტაციით არის მოცემული.
ორიენტაციის კონსტანტობა
ფერის კონსტანტობა

როდესაც სურათზე გამოსახული აგურის


კედელს უყურებთ, ზოგ აგურს უფრო მუქ
წითლად და ზოგს უფრო ღია წითლად კი
არ აღვიქვამთ, არამედ აღვიქვამთ კედელს,
რომელშიც ყველა აგური ერთნაირი ფერისაა
და ზოგიერთი მათგანი ჩრდილშია
მოქცეული.

ფერის კონსტანტობა არის განათების ხარისხის


ცვალებად პირობებში ობიექტების სითეთრის, სირუხის ან სიშავის უცვლელად
აღქმის ტენდენცია.
იდენტიფიკაცია და ცნობა
აღმავალი და დაღმავალი პროცესები

საგნის იდენტიფიკაციისას ამჟამად ნანახი უნდა შევადაროთ წარსულში მიღებულ , შენახულ


ცოდნას.

სენსორული მონაცემების გარემოდან მიღებას და ტვინში გადაგზავნას ამორჩევისა და


ანალიზისთვის აღმავალი გადამუშავება ეწოდება.

აღმავალი გადამუშავება ეფუძნება ემპირულ რეალობას და ინფორმაციის მცირე ნაწილებს


შეეხება. ის სტიმულის კონკრეტულ ფიზიკურ ნიშნებს აბსტრაქტულ ხატებად გარდაქმნის .

ამ ტიპის გადამუშავებას მონაცემებით აღძრულ გადამუშავებასაც უწოდებენ.

ბევრ შემთხვევაში, პერცეპტული იდენტიფიკაციის გასაიოლებლად, შესაძლებელია ხელთ


არსებული ინფორმაციის გამოყენება. ზოოპარკში უფრო მოსალოდნელია ვეფხვის ნახვა ,
ვიდრე საკუთარ ეზოში.

როდესაც მოლოდინები გავლენას ახდენს აღქმაზე, ფენომენს დაღმავალი გადამუშავება


ეწოდება.

დაღმავალ გადამუშავებას სამყაროს აღქმაში წარსული გამოცდილება , ცოდნა , მოტივები და


კულტურული ფონი შემოაქვს.
იდენტიფიკაცია და ცნობა

აღმავალი და დაღმავალი პროცესების უკეთ გასაგების მიზნით განვიხილოთ


მეტყველების აღქმა.

წვეულებაზე, სადაც ხმაურია ყველა წარმოთქმული სიტყვა ერთმნიშვნელოვნად ვერ


აღწევს მსმენელი ყურამდე.

მიუხედავად ამისა, ადამიანები იშვიათად აცნობიერებენ, რომ ისინი ფიზიკურ


სიგნალებს ხარვეზებით იღებენ.

ამ ფენომენს ფონემური რეკონსტრუქცია ეწოდება.

„სახლში უნდა წავიდე აღლი მყავს გასასეირნებელი“.

თუ ხმაური ფარავს ბგერა „ძ“-ს, მოსალოდნელია იფიქროთ, რომ მართლაც


სრულიად გაიგონეთ სიტყვა ძაღლი.

You might also like