You are on page 1of 38

1

თავი 7. მეხსიერების ლანდშაფტი: მენტალური


ხატები, რუკები და პროპოზიციები1
ცოდნის მენტალური რეპრეზენტაცია (ფსიქიკური ასახვა)
ცოდნის შესახებ: სურათები სიტყვების წინააღმდეგ
სურათები ჩვენს გონებაში: ფსიქიკური გამოსახულება
ორმაგი კოდის თეორია: ხატები და სიმბოლოები
ცოდნის შენახვა აბსტრაქტულ ცნებებად:
პროპოზიციული თეორია
რა არის პროპოზიცია?
პროპოზიციების გამოყენება
ასრულებს თავის ფუნქციას პროპოზიციული თეორია და ფსიქიკური ხატები?
ფსიქიკური ხატების შეზღუდვები
პროპოზიციული თეორიის შეზღუდვები
გამოსახულებებით ფსიქიკური მანიპულაცია
მხედველობითი წარმოსახვის პრინციპები
ნეირომეცნიერება და ფუნქციური ეკვივალენტობა
ფსიქიკური როტაციები
როგორ მუშაობს ფსიქიკური როტაცია
ნეირომეცნიერება და ფსიქიკური როტაცია
გენდერი და ფსიქიკური როტაცია
ფსიქიკური გამოსახულების გადიდება: ხატის მასშტაბირება
ობიექტების დათვალიერება: გამოსახულების სკანირება
რეპრეზენტაციული უარყოფა
გამოსახულებებისა და პროპოზიციების სინთეზი
ექსპერიმენტატორის მოლოდინები აისახება ექსპერიმენტის შედეგებზე?
ჯონსონ-ლაიარდის ფსიქიკური მოდელები
ნეირომეცნიერება: მრავალი კოდის არსებობის მტკიცებულებები
მარცხენა თუ მარჯვენა ჰემისფერო: ინფორმაციით მანიპულირების ადგილი
გამოსახულების ორი ტიპი: მხედველობითი და სივრცითი
სივრცითი კოგნიცია და კოგნიტური რუკები
ვირთხების, მტრედებისა და ადამიანების შესახებ
ფსიქიკური რუკების გამოყენების წესები: ევრისტიკა
მოსმენილის რუკის შექმნა: ტექსტური რუკები
საკვანძო საკითხები
შეჯამება

1 proposition - გამონათქვამი. პროპოზიცია არის ცნებებს შორის არსებული კავშირის


საფუძველმდებარე მნიშვნელობა.
2

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული შეკითხვები


საკვანძო ცნებები
მედიარესურსი
ამ თავში განსახილველი საკითხები:

1. ძირითადი ჰიპოთეზები გონებაში ცოდნის რეპრეზენტაციის შესახებ.


2. ფსიქიკური გამოსახულების ზოგიერთი მახასიათებელი
3. ხატებისა და პროპოზიციების გავლენა ცოდნის რეპრეზენტაციაზე.
4. კონცეპტუალური აზროვნებისა და მოლოდინების გავლენა ჩვენს მიერ
ხატების გამოყენებაზე.

 დავიჯეროთ თუ არა

მუსიკის რუკები უსინათლოთათვის

როგორ გაიგნებს გზას ახალ ქალაქში უსინათლო ადამიანი? არც თუ შორეულ


მომავალში ისინი გზის გაგნებას შეძლებენ მუსიკად გარდაქმნილი პეიზაჟის
მეშვეობით. მკვლევრები მუშაობენ ხელსაწყოზე, რომელიც უსინათლო ადამიანებს
დაეხმარება გადაადგილებისას ნავიგაციისთვის თვალების ნაცვლად ყურები
გამოიყენონ (Cronly-Dillon et al., 2000). მუსიკოსის მსგავსად, რომელიც გარკვეულ
სივრცეში განლაგებულ შავ წერტილებს (ნოტებს) მუსიკად გარდაქმნის,
გამოსახულების პიქსელებიც2 მუსიკად ტრანსფორმირდება. მსმენელი შეისწავლის
მუსიკალურ პეიზაჟს და შემდეგ უკვე შეძლებს შესაბამისი ფსქიკური ხატის
ჩამოყალიბებას. სურათი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება; ჰორიზონტალური ხაზი
ჟღერს, როგორც ერთი უწყვეტი ნოტი, ვერტიკალური ხაზი კი მრავალი სწრაფი
წყვეტილი ნოტით გამოისახება, დიაგონალური ხაზი ზედა მარცხენა კუთხიდან
ქვედა მარჯვენა კუთხემდე გაჟღერდება, როგორც ნოტა, რომლის ინტენსივობა ნელ-
ნელა იკლებს. მსმენელს შეუძლია მთლიანი სურათის სკანირება ან გარკვეული
საგნის გადიდება დეტალების უკეთ სანახავად. მთლიანობაში მუსიკა თანამედროვე
მიმდინარეობებს გავს. ეს შესაძლებლობა მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც
ხედავდა და შემდეგ დაკარგა მხედველობა, რადგან მხოლოდ მათ აქვთ
ჩამოყალიბებული სამგანზომილებიანი ფსიქიკური ხატების შემუშავების უნარი.
მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში უსინათლო პირებს შეეძლოთ გაერჩიათ

2 გამოსახულების მინიმალური ელემენტი


3

ერთმანეთისგან ხეები, სხვადასხვა ნაგებობა (ვიქტორიანული სტილით ნაშენი,


თანამედროვე სახლი თუ ეკლესია) და მანქანები. უსინათლო პირები ნანახს
ხატავდნენ. ფიგურაში 7.1 შეგიძლიათ ნახოთ ორი მანქანის გამოსახულება და
უსინათლო პირების მიერ დახატული მათი ანალოგები. ამ თავში ჩვენ ვიკვლევთ
გონებაში ცოდნის რეპრეზენტაციას სიტყვებისა და ხატების სახით.

ნახატი 7.1 როგორ იყალიბებენ უსინათლო ადამიანები ფსიქიკურ გამოსახულებებს

Source: Cronly-Dillon, J., Persaud, K. C., & Blore, R. (2000), უსინათლო პირები აგებენ მხედველობითი გამოსახულების
ფსიქიკურ ანალოგებს მუსიკის სახით კოდირებული ვიზუალური სცენებით. Proceedings of the Royal Society B: Biological
Sciences, 267, 2231–2238.

ყურადღებით დააკვირდით 7.2 ნახატზე შერჩეულ ფოტოებს. ახლა დაფარეთ


ფოტო და წარმოიდგინეთ, როგორ გამოიყურება და როგორ ჟღერს ეს ორი ადამიანი.
გასაგებია, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ჩვენს გონებაში იარსებებენ. როგორ ახერხებთ
მათ წეარმოდგენასა და აღწერას? თქვენ უკვე გაქვთ გონებაში გარკვეული ფსიქიკური
რეპრეზენტაცია, რომელიც შეესაბამება ამ ადამიანებს იმის მიხედვით, თუ რა ვიცით
ჩვენ მათზე.

ცნობილი ადამიანების გასახსენებლად ჩვენ მივმართავთ ცოდნის


რეპრეზენტაციას - საგნებზე, იდეებზე, მოვლენებზე და სხვა მრავალზე ჩვენს მიერ
დაგროვებული ცოდნის ფორმას.

ამ თავში განხილულია ის, თუ როგორ არის შენახული და წარმოდგენილი ცოდნა


ჩვენს გონებაში:
4

 უპირველეს ყოვლისა, ჩვენ განვიხილავთ ცოდნის შენახვისა და გონებაში


რეპრეზენტირების პროცესს.
 შემდეგ გავეცნობით ცოდნის რეპრეზენტაციის ამხსნელ თეორიებს და
ვიმსჯელებთ, რა ფორმით - ხატების, სიმბოლოებისა თუ პროპოზიციების
სახით - არის წარმოდგენილი ცოდნა.
 უფრო დეტალურად შევისწავლით ჩვენს გონებაში არსებულ ხატებს. როგორ
შეგვიძლია მათი როტაცია ან სკანირება: კერძოდ, როგორ ვიყენებთ ამ ხატებს?
 შევამოწმებთ, არის თუ არა შესაძლებელი ხატებისა და პროპოზიციების
თეორიების კომბინირება.
 დაბოლოს, განვიხილავთ ფსიქიკურ რუკებს.

ცოდნის ფსიქიკური რეპრეზენტაცია


იდეალურ შემთხვევაში კოგნიტურმა ფსიქოლოგებმა თითოეული ჩვენგანი უნდა
შეისწავლონ იმის გასარკვევად, თუ როგორ არის ცოდნა წარმოდგენილი ჩვენს
გონებაში. ეს იქნებოდა ვიდეოჩანაწერის ან ფოტოთა სერიის (სნაფშოტების) მსგავსი
პროცესი, სადაც დავინახავდით ადამიანურ გონებაში ცოდნის რეპრეზენტაციის
პროცესს. სამწუხაროდ, ცოდნის რეპრეზენტაციის შემსწავლელი პირდაპირი
ემპირიული მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობს და, ნაკლებად სავარაუდოა, რომ
ასეთ მეთოდებს უახლოეს მომავალში შექმნიან. რადგან პირდაპირი ემპირიული
მეთოდები არ არსებობს, მრავალი ალტერნატიული გზა არის შემუშავებული.
შეგვიძლია ვთხოვოთ ადამიანებს, აღწერონ საკუთარი ცოდნა და ცოდნის
რეპრეზენტირების პროცესი: მაგალითად, რას წარმოიდგენთ, როცა ფიქრობთ
თავისუფლების ქანდაკებაზე? სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ცოდნის
რეპრეზენტაციის პროცესების ცნობიერი წვდომა და ამიტომ თვითანგარიშით
მოწოდებული ინფორმაცია ამ შემთხვევაში უკიდურესად არასარწმუნოა (Pinker,
1985). მიუხედავად ამისა, ინტროსპექციული მეთოდი ფართოდ გამოიყენება.

რაციონალისტური მიდგომა კიდევ ერთი შესაძლებლობაა ცოდნის


რეპრეზენტაციის შესასწავლად. ამ მიდგომის შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ
ლოგიკურად აღვწეროთ და დავასაბუთოთ ცოდნის რეპრეზენტაციის შესაძლო
პროცესები. საუკუნეების მანძილზე ფილოსოფოსები სწორედ ამ გზას მიმართავდნენ.
5

კლასიკურ ეპისტემოლოგიაში (ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის


შემეცნების პროცესის კანონზომიერებებს) - ბუნების, სიცოცხლის საწყისების და
ადამიანური ცოდნის შეზღუდულობის შემსწავლელი მეცნიერებაში - ფილოსოფიაში
სტრუქტურულად ცოდნის ორ ტიპს გამოყოფდნენ. ცოდნის სტრუქტურის პირველი
ტიპი დეკლარაციული ცოდნაა. დეკლარაციული ცოდნა ფაქტებს ასახავს,
მაგალითად, ჩვენი დაბადების დღე, საუკეთესო მეგობრის სახელი ან ის, თუ
როგორია კურდღელი. პროცედურული ცოდნა არის ცოდნა განსახორციელებელი
პროცედურების შესახებ. მაგალითად, მანქანის ტარებისთვის აუცილებელი
პროცედურების ცოდნა. განსხვავება ცოდნის ორ სტრუქტურას შორის ასეთია -
იცოდე -„რა“ და იცოდე - „როგორ“ (Ryle, 1949). ამ ცნებებს მოცემულ თავში
მოგვიანებით გამოვიყენებთ.
6

ფიგურა 7.2 თითოეულ ფოტოს ყურადღებით დააკვირდით. შემდეგ დახუჭეთ თვალები და


წარმოიდგინეთ ამ ადამიანებიდან 2 - ისინი, ვინც თქვენთვის ცნობილია მედია წყაროებიდან.
არ შეხედოთ ფოტოებს, გონებაში შეადარეთ ერთმანეთს თქვენს მიერ არჩეული ორი
ადამიანი. ამ ადამიანების შესადარებლად გონებაში მათი ფსიქიკური რეპრეზენტაციები
უნდა გქონდეთ.

ცოდნის რეპრეზენტაციის ემპირიულ მონაცემებად გარდაქმნის ორი ძირითადი


წყარო არსებობს: სტანდარტული ლაბორატორიული ექსპერიმენტები და
ნეიროფსიქოლოგიური კვლევები. ექსპერიმენტში მკვლევრები ირიბი გზებით
შეისწავლიან ცოდნის რეპრეზენტაციას, რადგან მათ არ შეუძლიათ ადამიანის
7

გონებაში „პირდაპირ ჩახედვა“. ისინი აკვირდებიან, როგორ ასრულებენ ადამიანები


იმ კოგნიტურ დავალებებს, რომლებშიც საჭიროა ცოდნის რეპრეზენტაციებით
მანიპულირება.
ნეიროფსიქოლოგიურ კვლევებში ძირითადად ორიდან ერთ-ერთ მეთოდს
იყენებენ: 1) აკვირდებიან, როგორ ასრულებს ჯანმრთელი თავის ტვინი იმ კოგნიტურ
ამოცანებს, რომლებშიც ცოდნის რეპრეზენტაციებით მანიპულირებაა საჭირო. 2)
აკვირდებიან კავშირებს თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგიასა და ცოდნის
რეპრეზენტაციის სხვადასხვა ტიპის დეფიციტს შორის.
შემდეგ ქვეთავში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე თეორიას, რომლებსაც
მკვლევრები გვთავაზობენ გონებაში ცოდნის რეპრეზენტაციის პროცესის
ასახსნელად:
 უპირველეს ყოვლისა, ჩვენ განვიხილავთ განსხვავებებს ხატებისა და
სიტყვების მეშვეობით იდეების რეპრეზენტაციაში, მაგალითად ისე, როგორც
ეს წიგნში ხდება.
 შემდეგ გავეცნობით ფსიქიკურ ხატებს და იდეას ცოდნის ნაწილის ხატებად
შენახვის შესახებ.
 ვიკვლევთ იდეას ცოდნის შენახვის შესახებ როგორც სიტყვების, ისე ხატების
ფორმით (ორმაგი კოდის თეორია).
 დაბოლოს, ჩვენ განვიხილავთ ალტერნატივას - პროპოზიციულ თეორიას,
რომელიც ცოდნის კოდირების აბსტრაქტულ ფორმებს აღიარებს და უარყოფს
ხატების ან სიტყვების ფორმით ცოდნის შენახვის შესაძლებლობას.

ცოდნის შესახებ: სურათები სიტყვების წინააღმდეგ

ცოდნა გონებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იყოს წარმოდგენილი: ის შეიძლება


შენახული იყოს ან როგორც ფსიქიკური ხატი/სურათი ან სიტყვა, ან აბსტრაქტული
პროპოზიცია. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა სახის რეპრეზენტაციას შორის
განსხვავებებს. რა თქმა უნდა, კოგნიტურ ფსიქოლოგებს აინტერესებთ ჩვენი ცოდნის
შინაგანი, ფსიქიკური რეპრეზენტაციები. მაგრამ შინაგანი რეპრეზენტაციების
განხილვამდე ჩვენი ყურადღება გარეგან რეპრეზენტაციებს (მაგ. წიგნი) უნდა
8

მივაპყროთ. წიგნში იდეები გადმოცემულია სიტყვებისა და სურათების მეშვეობით.


როგორ განსხვავდება სიტყვებით გადმოცემული გარეგანი რეპრეზენტაციები
ხატოვანი რეპრეზენტაციებისგან?

ზოგიერთი იდეა უკეთ გამოისახება სურათებით/ხატებით, ზოგიერთი კი


სიტყვების მეშვეობით. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ გეკითხებიან: ”როგორი
ფორმის არის ქათმის კვერცხი?” თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხის
გაცემა უფრო მარტივია სურათის, ვიდრე სიტყვის მეშვეობით. ბევრი გეომეტრიული
ფიგურისა თუ კონკრეტული საგნის რეპრეზენტაცია უფრო მარტივია სურათებით,
ვიდრე სიტყვებით. მაგრამ, რა მოხდება, თუ გკითხავენ: ”რა არის სამართალი?”; ასეთი
აბსტრაქტული ცნების განსაზღვრა სიტყვებით ძალიან რთული იქნება, მაგრამ
პასუხის გაცემა სურათებით - კიდევ უფრო რთული.

როგორც ნახატზე 7.3(a) და ნახატზე 7.3(b) ხედავთ, ორივე - სიტყვაც და სურათიც -


შეიძლება გამოვიყენოთ საგნებისა და იდეების აღსაწერად, მაგრამ ცალ-ცალკე ვერც
ერთი მათგანი ვერ შეძლებს ყველა მახასიათებლის ასახვას. მაგალითად, არც სიტყვა
კატა და არც მისი სურათი არ გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კატა ჭამს
თევზს ან კნავის. ორივე - სიტყვა ”კატა” და კატის სურათი -„ კატობის“ სხვადასხვა
რეპრეზენტაციაა. თითოეულ რეპრეზენტაციას განსხვავებული მახასიათებლები აქვს.

როგორც ნახეთ, სურათი მის მიერ ასახული რეალური კატის ანალოგია. სურათი
ისეთ კონკრეტულ მახასიათებლებს ასახავს, როგორიცაა ფორმა და შედარებითი
ზომა. ეს მახასიათებლები რეალური ობიექტის ანალოგიურია. მაშინაც კი, თუ თქვენ
დაფარავთ კატის გამოსახულების ნაწილს, მიხვდებით, რომ ღიად დარჩენილი
ნაწილი კატას ასახავს. ტიპურ სიტუაციაში სურათის მახასიათებლების
უმრავლესობა ერთდროულად (სიმულტანურად) აღიქმება, მაგრამ თქვენ
შეგიძლიათ თანმიმდევრულად დაათვალიეროთ სურათის სხვადასხვა ნაწილი,
გაადიდოთ კონკრეტული ნაწილი და დააკვირდეთ დეტალებს. მაშინაც კი, როცა
თანმიმდევრულად ვათვალიერებთ ან ვადიდებთ სურათს, არ არსებობს მისი
შესწავლის განსაზღვრული წესები - თქვენ შეგიძლიათ სურათის სკანირება
მარცხნიდან მარჯვნივ, ქვემოდან ზემოთ ან თქვენი სურვილისამებრ.
9

b) კატა მაგიდის ქვეშ არის.

с) ქვეშ (კატა, მაგიდა)

ფიგურა 7.3 ფსიქიკური რეპრეზენტაციების სხვადასხვა ტიპები


ჩვენ შეგვიძლია საგნებისა და იდეების ასახვა სიტყვებში ან სურათებში. არც ერთი -არც
სიტყვა და არც სურათი - არ ასახავს რეპრეზენტირებული საგნისა თუ იდეის ყველა
მახასიათებელს, ორივე კონკრეტული ტიპის ინფორმაციას გვაწვდის. ზოგიერთი კოგნიტური
ფსიქოლოგის აზრით, ჩვენ გვაქვს ა) ზოგიერთი ფსიქიკური რეპრეზენტაცია ხატოვანი
ანალოგის სახით; ბ) ზოგიერთი ფსიქიკური რეპრეზენტაცია სიმბოლურად, სიტყვის სახით,
და გ) უფრო ფუნდამენტური პროპოზიციული რეპრეზენტაცია, რომელიც უკიდურესად
აბსტრაქტულია და არც ხატოვანია და არც სიტყვიერი.

ამის საპირისპიროდ, სიტყვა „კატა“ სიმბოლური რეპრეზენტაციაა, რაც ააშკარავებს,


რომ კავშირი სიტყვასა და მის მიერ ასახულ ობიექტს შორის პირობითია. ცალკე
სიტყვას კატობის არანაირი ნიშანი არ აქვს. თუ თქვენ სხვა ქვეყანაში, მაგალითად,
გერმანიასა ან საფრანგეთში, იზრდებოდით, მაშინ სიტყვის - ”კატა” - ნაცვლად
თქვენთვის რეალური კატის ამსახველი იქნება სიტყვები “Katze” ან “chat”.
წარმოიდგინეთ, რომ დაფარეთ სიტყვის - ”კატა” - ნაწილი. ღიად დარჩენილ ნაწილს
აღარ ექნება სიმბოლური კავშირი მის მიერ რეპრეზენტირებულ ცხოველთან.

რადგან სიმბოლოები პირობითია, მათ წესების გათვალისწინებით ვიყენებთ.


მაგალითად, სიტყვების ჩამოყალიბებისას ბგერები თუ ასოები განსაზღვრული
თანმიმდევრობით უნდა დაათვალიეროთ (მაგალითად, ”კ-ა-ტ-ა და არა ”ტ-ა-კ-ა” ან
”ა-კ-ტ-ა”). წინადადებების ჩამოყალიბებისას კი სიტყვები განსაზღვრული
10

თანმიმდევრობით უნდა დალაგდეს წესების შესაბამისად. მაგალითად, შეიძლება


ვთქვათ ”კატა მაგიდის ქვეშ არის”, მაგრამ ვერ ვიტყვით ”ქვეშ მაგიდა კატის არის”.

იმგვარი სიმბოლური რეპრეზენტაციები, როგორიცაა სიტყვა ”კატა”, გვაწვდის


მხოლოდ გარკვეული ტიპის ინფორმაციას. ლექსიკონი განსაზღვრავს კატას, როგორც
”ხორცისმჭამელ ძუძუმწოვარს (Felis catus), რომელიც დიდი ხნის წინ მოიშინაურა
ადამიანმა თაგვებისა და ვირთხების დასაჭერად” (Merriam-Webster’s Online
Dictionary, 2010). ახლა ვნახოთ, როგორ შეესაბამება ჩვენს მიერ სიტყვის - ”კატა” -
განსაზღვრება ლექსიკონის განმარტებას. ჩვენთვის კატა არის ცხოველი, რომელიც
ჭამს ხორცს, ადრეულ ასაკში სჭირდება მოვლა და ძუძუთი კვება და სხვა. ეს
აბსტრაქტული და ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც ნებისმიერი შეფერილობისა თუ
ჯიშის კატას შეიძლება მოერგოს. დამატებითი მახასიათებლების
რეპრეზენტაციისთვის, ჩვენ სხვა სიტყვებიც უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, შავი ან
სპარსული.

კატის სურათი არ შეიცავს დამატებით აბსტრაქტულ ინფორმაციას, მაგალითად,


რომ ის ჭამს ხორცს, ან იკვებება ძუძუთი. მაგრამ სურათი გვაწვდის დიდ
ინფორმაციას კონკრეტულ კატაზე. მაგალითად, ის გვეუბნება როგორ უდევს კატას
ფეხები, რომელი კუთხით ვუყურებთ კატას, როგორია კატის კუდის სიგრძე, აქვს თუ
არა ორივე თვალი ღია და სხვ.

სურათები და სიტყვები კავშირებს/მიმართებებსაც განსხვავებული გზებით


ასახავს. სურათზე 7.3(a) ასახულია სივრცითი მიმართება კატასა და მაგიდას შორის.
ნებისმიერ სურათზე, სადაც ასახული იქნება კატა და მაგიდა, ჩვენ შეგვიძლია
განვსაზღვროთ მათ შორის სივრცითი მიმართება, იქნება ზემოთ, ქვემოთ, წინ თუ
უკან. ამის საპირისპიროდ, სიტყვების გამოყენებისას ნებისმიერი სივრცითი
მიმართება ჩვენ დამატებითი სიმბოლოს გამოყენებით უნდა ავსახოთ. უფრო მეტად
აბსტრაქტული მიმართებები, როგორიცაა კლასზე კუთვნილება, შესაბამისი
შინაარსის მქონე სიტყვით გადმოიცემა, მაგალითად, კატა ძუძუმწოვარია, ან მაგიდა
ავეჯია. აბსტრაქტული მიმართებები იშვიათად რეპრეზენტირდება სურათებით.

დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ გარე სამყაროს მსგავსად, სურათები


გადმოსცემს კონკრეტულ და სივრცით ინფორმაციას ის ყველა ნიშანს ერთდროულად
11

წარმოგვიდგენს. სურათში რეპრეზენტირებული ობიექტისა თუ იდეის ამოცნობა


ძირითადად არ საჭიროებს განსაკუთრებული წესების გათვალისწინებას. სურათზე
ხდება წარმოდგენილი ობიექტის მაქსიმალური სიზუსტით ასახვა. ამის
საპირისპიროდ, სიტყვები უფრო მეტად აბსტრაქტულ ინფორმაციას გვაწვდის.
კავშირი სიტყვასა და წარმოდგენილ ობიექტსა თუ იდეას შორის სიმბოლური და
პირობითია. რეპრეზენტაცია სიტყვებით დადგენილი წესების გათვალისწინებით
თანმიმდევრულად (სუქსცესიურად) არის წარმოდგენილი. სურათები და სიტყვები
ერგება გარკვეულ მიზნებს, მაგრამ არ გამოდგება ყველა მიზნისთვის. მაგალითად,
საიდენტიფიკაციო ფოტოები სხვა მიზანს ემსახურება, ესსეები ან მემუარები კი -
სხვას.

ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული იდეები ცოდნის გარეგანი რეპრეზენტაციის შესახებ.


ახლა განვიხილოთ ცოდნის შინაგანი რეპრეზენტაციები. როგორ ვახდენთ ჩვენი
ცოდნის ასახვას გონებაში? გვაქვს ფსიქიკური სცენარი (სურათები) თუ ფსიქიკური
ნარატივი (სიტყვები). ინფორმაციის გადამუშავებისა და ენის შესახებ თავებში ჩვენ
განვიხილავთ სიმბოლურ ფსიქიკურ რეპრეზენტაციებს. ამ თავში კი ჩვენი ფოკუსი
ფსიქიკური ხატები იქნება.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ


რეპრეზენტაციები სურათებსა და სიტყვებში

მოძებნეთ წიგნში ან ჟურნალში ცხოველის, მცენარისა ან სხვა ობიექტის (სახლის,


მანქანის, თვითმფრინავის) ფოტო და დაწერეთ შესაბამისი სიტყვა. როგორია ამ
სიტყვის ფორმა? როგორია სურათის ფორმა? დააფარეთ ხელი სიტყვის ნაწილს და
ახსენით, როგორ უკავშირდება თქვენს მიერ შერჩეულ საგანს სიტყვის ღიად
დარჩენილი ნაწილი. ახლა დაფარეთ სურათის ნაწილი და შეაფასეთ, რამდენად
შეესაბამება დარჩენილი ნაწილი ობიექტის მახასიათებლებს.

სურათები თქვენს გონებაში: ფსიქიკური ხატები

წარმოსახვა არის საგნების ფსიქიკური რეპრეზენტაცია და ის უშუალოდ


სენსორული ორგანოს მიერ არ შეიგრძნობა (Moulton & Kosslyn, 2009; Thomas, 2003).
12

ჩვენ გვაქვს გონებაში გარკვეული საგნების, მოვლენებისა ან სიტუაციის შესაბამისი


ხატები. მაგალითად, გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე კოლეჯში. გაიხსენეთ, რა
ხედები, ხმები თუ სუნი შეიგრძენით - მოჭრილი ბალახი, მაღალი შენობები თუ
ბილიკი ხეებს შორის? თქვენ აღარ შეიგრძნობთ ბალახის სუნს, ვეღარ ხედავთ იმ
შენობებს, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მათი წარმოდგენა. წარმოსახვა იმ ობიექტის
რეპრეზენტაციის საშუალებასაც კი გვაძლევს, რომლებიც ჯერ არ გვაქვს
გამოცდილებაში. მაგალითად, წამოიდგინეთ, როგორი იქნება მოგზაურობა ამაზონის
ნაპირებზე. ფსიქიკური ხატი შეიძლება ისეთი ობიექტის რეპრეზენტაციასაც
ახდენდეს, რომელიც არ არსებობს ინდივიდის წარმოსახვის მიღმა. წარმოიდგინეთ,
როგორი იქნებოდით, შუბლზე მესამე თვალი რომ გქონოდათ.

წარმოსახვითი ფსიქიკური ხატი ნებისმიერი მოდალობის, მაგ. სმენითი, გემოსი


ან ყნოსვითი შეიძლება იყო. წარმოიდგინეთ ხანძრის განგაშის ხმა, თქვენი საყვარელი
სიმღერა ან ეროვნული ჰიმნი. ახლა წარმოიდგინეთ ვარდის, შემწვარი ბეკონის ან
ნივრის სუნი. დაბოლოს, წარმოიდგინეთ ლიმონის, მჟავე კიტრის ან თქვენი
საყვარელი ნამცხვრის გემო. ჰიპოთეტურად, ფსიქიკური რეპრეზენტაციის
თითოეული ფორმა კვლევის საგანია (Kurby et al., 2009; Palmieri et al., 2009; Pecenka
& Keller, 2009).

კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევების უმრავლესობა ფოკუსირებულია ისეთი


საგნებისა თუ მოვლენების ვიზუალური წარმოსახვის შესწავლაზე, რომლებიც
უჩინარია თვალისთვის. როდესაც სტუდენტები ფსიქიკური ხატების დღიურს
აწარმოებდნენ, ისინი გაცილებით უფრო მეტ მხედველობით ხატს აღწერდნენ, ვიდრე
სმენით, ყნოსვით, ტაქტილურ ან გემოსთან დაკავშირებულ ხატებს (Kosslyn et al.,
1990). ადამიანთა უმრავლესობის მიერ მხედველობითი ხატები უკეთ არის
გაცნობიერებული, ვიდრე წარმოსახვის სხვა ფორმები.

მხედველობით ხატებს ვიყენებთ პრობლემების გადასაწყვეტად და საგნების შესახებ


შეკითხვებზე პასუხის გასაცემად (Kosslyn & Rabin, 1999; Kosslyn, Thompson &
Ganis, 2006). რომელი უფრო მუქი წითელი ფერისაა - ალუბალი თუ ვაშლი? რამდენი
ფანჯარაა თქვენს სახლში ან ოთახში? როგორ აწყობთ თავსატეხის ნაწილებს?
Kosslyn-ის თანახმად, პრობლემების გადასაწყვეტად და ამ ტიპის შეკითხვებზე
13

პასუხის გასაცემად ჩვენ საგნების ვიზუალიზაციას ვიყენებთ. ამ დროს ჩვენ


ფსიქიკურად წარმოვიდგენთ ხატებს.

კოგნიტური ფსიქოლოგების გარდა, სხვა ფსიქოლოგებიც არიან დაინტერესებული


წარმოსახვითი ხატების გამოყენებით ფსიქოლოგიის სხვა სფეროებში. წარმოსახვითი
ხატების გამოყენებას ცდილობენ ტკივილის კონტროლის ან იმუნური სისტემების
პასუხების გაძლიერების მიზნით. ამ ტექნიკების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ
წარმოიდგინოთ მშვენიერი სანაპირო, იგრძნოთ თავი კომფორტულად და ამ გზით
დაძლიოთ ტკივილი. შესაძლებელია წარმოიდგინოთ იმუნური სისტემის უჯრედები,
რომლებიც წარმატებით ამარცხებენ ცუდ ბაქტერიებს თქვენ სხეულში. ასეთი
ტექნიკები ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაშიც დაგეხმარებათ,
როგორიცაა შიშები ან სხვა ტიპის შფოთვითი აშლილობები. დიზაინის ინჟინრები,
ბიოქიმიკოსები, ფიზიკოსები, ასევე მეცნიერები და ტექნოლოგები სხვა მრავალი
სფეროდან იყენებენ ფსიქიკურ წარმოსახვას სხვადასხვა საკითხზემსჯელობისთვის
და მათ მიერ შერჩეულ სფეროში პრობლემების გადაწყვეტისთვის.

ყველა ერთნაირად დახელოვნებული არ არის ფსიქიკური ხატების შექმნასა და


მანიპულაციაში. ლაბორატორული კვლევები ცხადყოფს, რომ ზოგიერთი ჩვენგანი
უკეთ აყალიბებს ფსიქიკურ ხატებს, ვიდრე სხვები (Reisberg et al., 1986; Schienle et
al., 2008). ეს განსხვავებები ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფითაც
იზომება (f MRI) (Cui et al., 2007). კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქიკური ხატების
გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებას. დაუნის სინდრომის მქონე პირებთან
ფსიქიკური ხატების გამოყენება მოთხრობის მოსმენისას აუმჯობესებდა მასალის
დამახსოვრებას (de la Iglesia, Buceta, & Campos, 2005; Kihara & Yoshikawa, 2001).
ფსიქიკური ხატები ისეთ სფეროებშიც გამოიყენება, როგორიც ოკუპაციური
თერაპიაა. თავის ტვინის დაზიანებების მქონე პაციენტები წარმოსახვითი
ვარჯიშებით უვითარებენ რთული დავალებების გადასაჭრელად საჭირო უნარებს.
მაგალითად, დავალებების დეტალებს სწორი თანმიმდევრობით წარმოიდგენენ
იმისთვის, რომ ყველა დეტალი დაიხსომონ. თავის ტვინის ამ ფორმის დაზიანების
მქონე პაციენტებს შეუძლიათ ჭურჭლის გარეცხვა ან მედიკამენტების მიღება (Liu &
Chan, 2009).
14

რა ფორმით არის წარმოდგენილი ხატები გონებაში? წარმოსახვის შესახებ


ექსტრემალური შეხედულების თანახმად, ჩვენს მიერ შეგრძნებით მიღებული
ნებისმიერი ფიზიკური გამოსახულების ასლი შეიძლება ინახებოდეს თავის ტვინში.
ამ საკითხს უფრო რეალისტურად თუ მივუდგებით, შეუძლებელია თავის ტვინმა ამ
მოცულობის ინფორმაცია შეინახოს - ამგვარი დავალების გადაწყვეტა მის
შესაძლებლობებს აღემატება (Kosslyn, 2006; Kosslyn & Pomerantz, 1977). ნახეთ
მარტივი მაგალითი ნაწილში კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ - „შეუძლია თქვენს
თავის ტვინს თქვენი სახის ხატების შენახვა?“

გასაოცარია, რომ დასწავლა, ამავე დროს, სწორედ ფსიქიკური ხატების


გამოყენებით შეიძლება მიმდინარეობდეს. Tartaglia-სა და მისი კოლეგების კვლევაში
(2009) მონაწილეებს აწვდიდნენ სამ პარალელურ ვერტიკალურ ხაზს. შუა ხაზი
უფრო ახლოს იყო მარჯვენა ან მარცხენა ხაზთან. ფსიქიკური ხატებით ვარჯიშის
შედეგად მონაწილეები ასიმეტრიისადმი უფრო სენსიტიური ხდებოდნენ (უკეთ
იმახსოვრებდნენ ხაზების განლაგებას). არქიტექტორების მონაწილეობით კვლევის
შედეგების თანახმად, მონახაზების შესრულების პროცედურები არანაირად არ აისახა
პროექტის საბოლოო ფორმით შექმნაზე. აღმოჩნდა, რომ მონაწილეები მაშინაც
იყენებდნენ ფსიქიკურ ხატებს, როდესაც ჩანახატის გაკეთება არ მოეთხოვებოდათ
(Bilda, 2006).

ორმაგი კოდირების თეორია: ხატები და სიმბოლოები

ორმაგი კოდირების თეორიის მიხედვით, გონებაში ინფორმაციის რეპრეზენტაცი-


ისთვის ჩვენ ვიყენებთ ორივეს - ვიზუალურ-ხატოვან და ვერბალურ კოდებს (Paivio,
1969, 1971). ეს ორი ტიპის კოდი აყალიბებს ინფორმაციას ცოდნად, რომლის
გამოყენება, შენახვა და აღდგენა შეგვიძლია. Paivio-ს თანახმად, ფსიქიკური ხატები
კოდი-ანალოგიებია. კოდი-ანალოგიები მათ მიერ რეპრეზენტირებული ობიექტების
მსგავსია. მაგალითად, კოდი-ანალოგიებით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ხეები და
მდინარეები ისევე, როგორც ხელების მოძრაობა, საათის ანალოგია შეიძლება
აღნიშნავდეს დროის გასვლას; ფსიქიკური გამოსახულებები, რომელთაც გონებაში
ვიყალიბებთ, სამიზნე ფიზიკური სტიმულის ანალოგიურია.
15

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ


შეუძლია თქვენს თავის ტვინს თქვენი სახის გამოსახულებების შენახვა?
შეხედეთ თქვენს სახეს სარკეში. ნელ-ნელა შეაბრუნეთ თავი უკიდურესი მარჯვენა
კუთხიდან (რათა დაინახოთ, როგორი ხართ მარცხენა პერიფერიული მხედველობის
მიღმა) მარცხენა კუთხისკენ. ახლა, რამდენადაც შეძლებთ, წინ დახარეთ თავი,
შემდეგ უკან გადაწიეთ. ამ მოძრაობისას მუდმივად უნდა ხედავდეთ საკუთარ
გამოსახულებას. მიიღეთ სხვადასხვა გამომეტყველება, სხვადასხვა მიმიკის
დასაფიქსირებლად შეგიძლიათ ესაუბროთ საკუთარ თავს. შეუძლია თქვენს ტვინს
თქვენი სახის სხვადასხვა ხატის შენახვა? შეუძლებელია თავის ტვინმა წლების
მანძილზე თქვენს მიერ დანახული თქვენი სახის ყოველი გამოსახულება შეინახოს.
მაშინ რა პრინციპით ვინახავთ გამოსახულებებს თავის ტვინში?

ზემოაღწერილის საპირისპიროდ, სიტყვების ფსიქიკური რეპრეზენტაციები


მარტივად არის წარმოდგენილი სიმბოლური კოდებით. სიმბოლური კოდი ცოდნის
რეპრეზენტაციის ფორმაა; კოდის ეს ფორმა პირობითად იმგვარ სტიმულს
წარმოადგენს, რომელთანაც მას პერცეპტული მსგავსება არა აქვს. როგორც დროის
გასვლის აღსანიშნავად საათში ვიყენებთ სიმბოლოებს (ჩვეულებრივ, ციფრებს), ისე
ჩვენი ტვინიც, იდეების წარმოსადგენად, პირობით სიმბოლოებს (სიტყვებსა და
სიტყვათშეთანხმებებს) იყენებს. ქვიშა შეიძლება ასახავდეს დროს, როგორც ეს 7.4
სურათზეა წარმოდგენილი.

სიმბოლო შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც პირობითად ასახავს საკუთარი


თავისგან გასხვავებულ სტიმულს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ციფრი ”9”
სიმბოლურად ცნებას ”ცხრა” წარმოგვიდგენს. ის ცხრის რაოდენობრივ მნიშვნელობას
ასახავს. მაგრამ თავად სიმბოლოს გარეგნული მახასიათებლები არაფრით არ
მიგვითითებს მის მნიშვნელობაზე. ჩვენ პირობითად მივანიჭეთ ამ სიმბოლოს
აღნიშნული მნიშვნელობა. ”9”-ს მხოლოდ იმიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ
ვგულისხმობთ მასში ამ მნიშვნელობას. ცნებების „სამართალი“ და „მშვიდობა“
რეპრეზენტაცია სიმბოლოებით უფრო მარტივია.
16

Paivio-მ საკუთარი თეორიის შესაბამისად განაცხადა, რომ ვერბალური


ინფორმაცია პიქტოგრამულისგან განსხვავებულად გადამუშავდება. მაგალითად,
ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს აჩვენებდნენ სურათებისა და სიტყვების რიგებს
(Paivio, 1969). შემდეგ სთხოვდნენ სიტყვებისა ან სურათების განსაზღვრული
მეთოდით აღდგენას. აღდგენის ერთი მეთოდი შემთხვევითი იყო, შესაბამისად,
პრეზენტაციისას მათ შეძლებისდაგვარად ბევრი ერთეული უნდა აღედგინათ მათი
თანმიმდევრობის გაუთვალისწინებლად. მეორე შემთხვევაში კი სასტიმულო
მასალის თანმიმდევრულ აღდგენას სთხოვდნენ.

მონაწილეები უფრო მარტივად აღადგენდნენ სურათებს, როდესაც


თანმიმდევრულ აღდგენას არ სთხოვდნენ. ხოლო თანმიმდევრობით სიტყვების
აღდგენა უფრო უადვილდებოდათ, ვიდრე სურათებისა. ეს შედეგები ბადებს ეჭვს,
რომ სიტყვებისა და სურათების აღდგენას სხვადასხვა სისტემა უზრუნველყოფს.

ფიგურა 7.4 სიმბოლოებს შეუძლიათ იდეების რეპრეზენტაცია გონებაში. ეს საგანი არის


ილუსტრაცია იმისა, რომ დროის გასვლა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმით გამოვსახოთ.
ციფრები აუცილებელი არ არის.

სხვა მკვლევრებმაც მოძებნეს ორმაგი კოდირების თეორიის დამადასტურებელი


არგუმენტები. მაგალითად, არსებობს ჰიპოთეზა ვიზუალურ წარმოსახვასთან
აქტუალური მხედველობითი აღქმის პროცესის ინტერფერენციის შესახებ. მსგავსად
ამისა, შესაძლებელია ვერბალური პასუხის პროდუცირების მოთხოვნის
ინტერფერენცია სიტყვების ერთდროული ფსიქიკური მანიპულაციის პროცესთან.
თუ მხედველობითი (ვიზუალური) და სიტყვიერი (ვერბალური) დავალებების
ინტერფერენცია ექსპერიმენტით არ დადასტურდებოდა, მაშინ თვალსაჩინო
იქნებოდა, რომ ეს ორი პროცესი სხვადასხვა სისტემის მიერ ხორციელდება.
17

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ


კატების ანალოგიური და სიმბოლური რეპრეზენტაცია

ინფორმაციის რეპრეზენტაციის ამ ორი გზის უკეთ გასაგებად, დაფიქრდით, როგორ


წარმოიდგენდით კატას კატების შესახებ თქვენი ცოდნის გამოყენებით. გამოიყენეთ
სიტყვის - ”კატა”- დეფინიცია და ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით დახატეთ
კატა თქვენს გონებაში. რომელი ტიპის რეპრეზენტაცია უფრო დაგეხმარათ შემდეგ
შეკითხვებზე პასუხის გაცემაში:

 კატის კუდი საკმარისად გრძელია, რომ მის ცხვირს მიწვდეს, თუ კატა მთელ
სიგრძეზე იჭიმება?
 კატებს უყვართ თევზის ჭამა?
 კატის უკანა და წინა თათები ერთი ზომისა და ფორმისაა?
 კატა ძუძუმწოვარია?
 რომელი უფრო განიერია - კატის ცხვირი თუ თვალი?
რომელი ტიპის რეპრეზენტაცია უფრო გამოგადგათ შეკითხვებზე პასუხის გაცემისას?

კლასიკური კვლევით შეამოწმეს შემდეგი ვარაუდი (Brooks, 1968). მონაწილეებს


აძლევდნენ ვერბალურ ან ვიზუალურ დავალებას. ცდის მონაწილეებს ვიზუალურ
დავალებას აძლევდნენ: ხანმოკლე დროით წარმოდგენილი სურათების შესახებ
შეკითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ. ვერბალური დავალებისას კი ხანმოკლე
დროით მიწოდებულ წინადადებასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა
მოითხოვებოდა. მონაწილეები პასუხობდნენ სიტყვიერად (ამბობდნენ ”კი”-ს ან ”არა”-
ს ხმამაღლა, ვიზუალურად (მიუთითებდნენ პასუხზე), ან ჟესტებით (ერთი ხელის
დარტყმა ნიშნავდა თანხმობას, მეორე ხელის - უარყოფას). ბრუკსი (Brooks) ორ
მდგომარეობაში ელოდა ინტერფერენციის გამოვლენას: ვიზუალური დავალებისას -
ვიზუალური პასუხის გაცემის შემთხვევაში და ვერბალური დავალებისას -
სიტყვიერი პასუხის გაცემის შემთხვევაში. ეს პროგნოზი ეფუძნებოდა იმ აზრს, რომ
ორივე - დავალებაც და პასუხიც ერთ სისტემას ექვემდებარება. ინტერფერენციის
მაჩვენებელს ადგენდნენ დავალების შესრულებისთვის საჭირო დროის
გახანგრძლივებით. ბრუკსმა დაადასტურა თავისი ჰიპოთეზა, რომ მონაწილეებს
18

უფრო დიდი დრო მხედველობით დავალებაზე ვიზუალური პასუხის გასაცემად


სჭირდებოდათ , ვიდრე მაშინ, როცა ვიზუალურ დავალებას სიტყვიერად ან
ჟესტებით პასუხობდნენ.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესახებ


ორმაგი კოდირება

შეხედეთ სიტყვების სიას, რომელიც თქვენმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა


აღადგინეს მეექვსე თავში. კენტ პოზიციაზე მდგომ სიტყვებს (მაგ. წიგნი, ფანჯარა,
ყუთი და სხვ.) დაუკავშირეთ გარკვეული მოგონება. იგივე პროცედურა გაიმეორეთ
ლუწ პოზიციაზე მდგომი სიტყვებისთვის (მაგ. მშვიდობა, სირბილი, ჰარმონია, ხმა
და სხვ). ადამიანების უმრავლესობა უკეთ აღადგენს სიტყვებს პირველი რიგიდან,
რადგან იქ უფრო კონკრეტული სიტყვებია მოცემული და მათი ვიზუალიზაცია
მარტივია, აბსტრაქტული სიტყვების ვიზუალიზაცია კი - რთული. ეს არის ორმაგი
კოდირების ჰიპოთეზის (ან მისი უფრო თანამედროვე ვერსიის ფუნქციურ-
ეკვივალენტური ჰიპოთეზის) დემონსტრაცია.

ამის მსგავსად, ვერბალურ დავალებებზე სიტყვიერი პასუხის გაცემისას


ინტერფერენცია უფრო ძლიერად ვლინდებოდა, ვიდრე ვიზუალური ან ჟესტური
პასუხის შემთხვევაში. ამრიგად, პასუხი, რომელიც მხედველობით აღქმას საჭიროებს,
ხელს უშლის იმ დავალების შესრულებას, რომელიც მხედველობით ხატს მოიცავს. იმ
დავალებისთვის, რომლის გადასაწყვეტად სიტყვიერი მასალა გამოიყენება,
ვერბალური პასუხი ინტერფერენციას (ან ხელს უშლის, ან ხელს უწყობს)
წარმოადგენს. ეს კვლევები ადასტურებს ცოდნის კოდირების ორი დამოუკიდებელი
პროცესის არსებობას. ეს კოდებია ხატოვანი (ანალოგიური) კოდი და ვერბალური
(სიმბოლური) კოდი.
19

შტეფან კოსლინის ლაბორატორიაში


ხედავდე გონების თვალით
თუ სთხოვენ წარმოიდგინოს, რა ფერის ყურები
აქვს მიკი მაუსს, ადამიანების უმრავლესობა
აცხადებს, რომ ისინი იხსენებენ მულტფილმის
გმირის სურათს და ისე აღიდგენენ, რომ მისი
ყურები მრგვალია. მხედველობითი ფსიქიკური
მონაწილეებს თვალების დახუჭვას და
წარმოსახვა ერთგვარი ”გონების თვალით ხედვაა”
ვიზუალიზებული საგნის ნაწილების
და ის მხოლოდ ინფორმაციის აღსადგენად არ
დაჯგუფებას სთხოვენ - ამ დროს 90%-ის
გამოიყენება; ის, ასევე, სხვადასხვა ლოგიკური
შემთხვევაში თავის ტვინის იგივე არეები
პრობლემის გადაწყვეტაშიც გვეხმარება.
აქტიურდებოდა.
მაგალითად, როდესაც ფიქრობთ, როგორ ჩატიოთ
არსებობდა ურთიერთგამომრიცხავი
საბარგულში ჩანთები, თქვენ შეიძლება
შეხედულებები თავის ტვინის იმ არეების
მხედველობით წარმოიდგინოთ საბარგული და
შესახებ, რომლებიც ვიზუალურ მენტალურ
ჩანთები ამ პრობლემის უკეთ გადასაწყვეტად.
წარმოსახვას ააქტიურებს. თავის ტვინის
ჩემი ლაბორატორია სამ ათწლეულზე მეტია
რომელი არე მონაწილეობს აღქმისას
შეისწავლის ვიზუალური წარმოსახვის ბუნებას.
პირველადი შენატანის დაფიქსირებაში,
გარკვეული საკითხები უკვე ვიკვლიეთ. პირველი,
აგრეთვე, მხედველობით ფსიქიკურ
მხედველობითი წარმოსახვა ძალიან ჰგავს
წარმოსახვაში? (ანუ რამდენად ჰგავს ერთმანეთს
მხედველობით აღქმას, რომელიც თვალებით
ფსიქიკური წარმოსახვა და აღქმა?)
დაფიქსირებულ სასტიმულო მასალას აფიქსირებს.
ნეიროვიზუალური კვლევების ნაწილი
ამასთან, წარმოსახვა DVD-ზე თამაშსა და
ადასტურებს ამ არეების ჩართულობას
შედეგების ეკრანზე გამოტანასა და ნახვას ჰგავს,
ვიზუალურ წარმოსახვაში, ნაწილი კი უარყოფს.
ხოლო აღქმა უფრო მეტად კამერის მიერ ეკრანზე
50-ზე მეტი კვლევის შედეგების ანალიზით ჩვენ
ასახულის დანახვას ჰგავს (მაგრამ ეს მხოლოდ
აღმოვაჩინეთ, რომ შედეგების ცვალებადობა სამ
მეტაფორაა, თქვენს თავში არ ზის პატარა კაცი,
ფაქტორს უკავშირდება: (1) თუ დავალება
რომელიც ეკრანს უყურებს). ერთ ნაწილში ჩვენ
მოითხოვს ნაწილების მაღალი ხარისხის
ვთხოვდით მონაწილეებს საგნების ხილული
გამოსახულების „დანახვას“ (მაგ. ცხოველის
(მაგრამ დამახინჯებული) ნაწილების
ყურის ფორმის კლასიფიცირებისას), მაშინ
კლასიფიცირებას, ტესტის მეორე ნაწილში
თავის ტვინის ეს არეები აქტიურდება; (2) თუ
20

დავალება სივრცითია (მაგ. როცა უნდა


თავის ტვინის ეს არეები არ აქტიურდება. გავიხსენოთ, რომელ ხელში უჭირავს
(3) უფრო ძლიერი სადიაგნოსტიკო ტექნიკის თავისუფლების ქანდაკებას ლამპარი),
გამოყენებისას (მაგნიტო-რეზონანსულ პირველ შემთხვევაში, ფსიქიკური
ტომოგრაფში უფრო ძლიერი მაგნიტის წარმოსახვისას აქტიური მოძრაობის
გამოყენებისას), უფრო დიდია ამ არეების კონტროლზე პასუხისმგებელი არეები
აქტივაციის შემჩნევის ალბათობა. აქტიურდებოდა, მაგრამ აქტივაცია მოცემულ
გარდა ამისა, წარმოსახვის გამოსაყენებლად არეებში არ ვლინდებოდა, როცა იგივე
საბარგულში ჩანთების ჩალაგებისას ადამიანს მოძრაობები გარეშე ძალის მუშაობის შედეგი
უნდა შეეძლოს გამოსახულებების ტრანსფორმაცია იყო. ამ კვლევამ აჩვენა, რომ თავის ტვინის
(საგნების როტაცია, გადაადგილება, სხვადასხვა დიდი ნაწილი აქტიურდება ვიზუალური
გზით დაჯგუფება). ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს წარმოსახვისა და აღქმის დროს. მაგრამ
პროცესები სხვადასხვა გზით შეიძლება წარმოსახვა არ არის „ცალკე ერთეული“, ის
მიმდინარეობდეს. მაგალითად, თქვენ შეიძლება უფრო სხვადასხვა უნარის ნაკრებია (ფორმების
გამოსახულების შიგნით გადააადგილოთ საგნები კატეგორიზაციაზე ან ობიექტების როტაციაზე
(ხელით გაწიოთ) ან წარმოიდგინოთ გარეშე ძალა, პასუხისმგებელი უნარები)
რომელიც მათ გადაადგილებს (მაგ. ძრავი თითოეული მცირე აღმოჩენა წარმოსახვის
ატრიალებს მათ). შესახებ უკეთ გვაგებინებს, თუ როგორ
„ვხედავთ“ იმას, რაც აქ არ არის!

ცოდნის შენახვა აბსტრაქტული ცნებების სახით:


პროპოზიიული თეორია
ყველა არ ემხრობა ორმაგი კოდირების თეორიას. მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი
თეორია, რომელიც კონცეპტუალურ-პროპოზიციულის სახელით არის ცნობილი
(Anderson & Bower, 1973; Pylyshyn, 1973, 1984; 2006). პროპოზიციული თეორია
გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვინახავთ მენტალურ რეპრეზენტაციებს ხატების ან
სიტყვების სახით. ჩვენ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი მენტალური
რეპრეზენტაციები ხატების სახით, მაგრამ ეს ხატები ეპიფენომენებია - მეორეული,
წარმოებული (დერივატი) ფენომენი, რომელიც ჩნდება როგორც სხვა უფრო
ბაზისური კოგნიტური პროცესების შედეგი. პროპოზიციული თეორიის თანახმად,
21

ჩვენი ფსიქიკური რეპრეზენტაციები (ზოგჯერ უწოდებენ “mentalese”-ს) უფრო


მეტად მოგვაგონებს პროპოზიციის აბსტრაქტულ ფორმას. პროპოზიცია არის ცნებებს
შორის არსებული კავშირის საფუძველმდებარე მნიშვნელობა. Anderson და Bower
გასცდნენ თავდაპირველ კონცეფციას და ჩამოაყალიბეს უფრო რთული მოდელი,
რომელიც ფსიქიკური რეპრეზენტაციების რამდენიმე ფორმას მოიცავს. ზოგიერთი,
მაგალითად, Pylyshyn (2006) კვლავ თავდაპირველ პოზიციას იცავს.

რა არის პროპოზიცია?
როგორ მუშაობს პროპოზიციული რეპრეზენტაცია? განვიხილოთ მაგალითი.
სურათ 7.3 (ა) აღსაწერად თქვენ შეიძლება თქვათ, „მაგიდა არის კატის ზემოთ“. თქვენ
შეგიძლიათ თქვათ - „კატა არის მაგიდის ქვეშ“. ორივე შემთხვევაში ორ ობიექტს
შორის მიმართება სწორად იქნება ასახული. ცოტა კიდევ თუ დაფიქრდებით,
შეიძლება სხვა მრავალი სიტყვა მოძებნოთ მაგიდასა და კატას შორის მიმართების
სწორად აღსაწერად.
ლოგიკოსებმა შეიმუშავეს სტენოგრაფიული საშუალება სახელწოდებით
„პრედიკატის გამომთვლელი“, რომელიც კავშირის საფუძველმდებარე მნიშვნელობას
ასახავს.
{ელემენტებს შორის მიმართება}({სუბიექტის ელემენტი})({ობიექტის ელემენტი}).
ამით ნაცადია საგნებს შორის მიმართებების ასახვის გზებში (საშუალებებში)
განხვავებების დანახვა. კატასა და მაგიდას შორის კავშირის ამსახველი პროპოზიციის
ლოგიკური გამოხატულება მოცემულია სურათზე 7.3 (c). ეს ლოგიკური ექსპრესია,
რა თქმა უნდა, თავის ტვინის მიერ შინაგანი ფსიქიკური რეპრეზენტაციის შესაბამის
ფორმატში „გადაითარგმნება“.
პროპოზიციების გამოყენება
მარტივი მისახვედრია, თუ რატომ არის პროპოზიციის ჰიპოთეტური კონსტრუქტი
ასე ფართოდ აღიარებული კოგნიტურ ფსიქოლოგებს შორის. პროპოზიციები
შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ტიპის კავშირის აღსაწერად. კავშირების
მაგალითია ერთი ობიექტის ზემოქმედება მეორეზე, ობიექტების ატრიბუტები,
ობიექტის ადგილმდებარეობა, ობიექტის კლასობრივი კუთვნილება და სხვა,
როგორც ეს ნაჩვენებია ცხრილში 7.1. დამატებით ნებისმიერ პროპოზიციას შეუძლია
22

რთული მიმართებების, ხატებისა თუ სიტყვების სერიის ასახვა. მაგალითად,


„ფუმფულა თაგვმა უკბინა კატას, რომელიც ახლა მაგიდის ქვეშ იმალება.“ საკვანძო
იდეა ისაა, რომ მენტალური რეპრეზენტაცია არც ხატებშია და არც სიტყვებში. ეს
უფრო აბსტრაქტული ფორმაა, რომელიც ცოდნის საფუძველმდებარე მნიშვნელობას
ასახავს. შესაბამისად, წინადადების პროპოზიცია არ ფლობს სიტყვის არც
პერცეპტულ და არც აკუსტიკურ მახასიათებლებს. ანალოგიურად, სურათის
პროპოზიციას არ ექნება სურათის ფიზიკური მახასიათებლები (Clark & Chase, 1972).
პროპოზიციული თეორიის თანახმად (Clark & Chase, 1972), ორივე
გამოსახულებაც (მაგალითად, სურათზე 7.3(ა) კატა და მაგიდა) და დებულებებიც
(მაგალითად სურათზე 7.3(ბ)) ფსიქიკაში მათი სიღრმისეული მნიშვნელობით იქნება
წარმოდგენილი. ისინი ფსიქიკაში წარმოდგენილია არა სიტყვებით ან ხატებით,
არამედ პროპოზიციებით. შენახულ ინფორმაციას სწორედ პროპოზიციის სახით
აღვიდგენთ. სწორედ პროპოზიციიდან აყალიბებს ჩვენი გონება ვერბალურ ან
ხატოვან კოდებს.
აუცილებელი არ არის, რომ ეს რეპრეზენტაციები ექსკლუზიური იყოს. ადამიანებს
ორივე ტიპის რეპრეზენტაციის ფლობა სჭირდება კოგნიტური ტესტების წარმატებით
შესასრულებლად (Talasli, 1990).

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ პროპოზიციები ნებისმიერი ტიპის კავშირის რეპრეზენტაციისთვის,


იქნება ეს აქტივობა, ატრიბუტი, სივრცითი მიმართებები, კლასობრივი კუთვნილება თუ ნებისმიერი
სხვა კავშირი. პროპოზიციების კომბინირება უკიდურესად მოქნილი სისტემის ჩამოყალიბების
საშუალებას გვაძლევს.
კავშირის სიტყვებით პროპოზიციული ხატოვანი
ტიპი რეპრეზენტაცია რეპრეზენტაცია რეპრეზენტაცია
აქტივობა თაგვმა კბენა (აქტივობა),
უკბინა კატას. თაგვი (აგენტი),
კატა (ობიექტი)
ატრიბუტი თაგვი ბეწვიანი(ატრიბუტი)
ბეწვიანია. თაგვი (ობიექტი)

სივრცითი კატა არის (ვერტიკალურად


პოზიცია მაგიდის ქვეშ. მაღალი პოზიცია)
კატა, მაგიდა
კლასობრივი კატა (ცხოველი - კატეგო-
კუთვნილება ცხოველია. რია, კატა - წევრი)
23

პროპოზიციული თეორია და მენტალური ხატები თუ ასრულებს თავის


დანაპირებს?
დაპირისპირება ორ შეხედულებას შორის - ინფორმაცია გონებაში წარმოდგენილია
პროპოზიციებით თუ ხატებით - დღემდე გრძელდება (მაგალითისთვის ნახეთ
Kosslyn, 2006;Pylyshyn, 2006). ორივე თეორიას აქვს თავისი შეზღუდვები. ჩვენ ამ
შეზღუდვებს შემდეგ ქვეთავში შევისწავლით.

მენტალური ხატების შეზღუდვები


რა არის ხატების ანალოგიური რეპრეზენტაციის შეზღუდვა? მაგალითად, შეხედეთ
სურათს 7.5, შემდეგ დააფარეთ ხელი. სურათზე 7.5 პარალელოგრამია გამოსახული?
(ოთხგვერდიან ფიგურას, რომელსაც პარალელური გვერდების ორი წყვილი აქვს)
ერთ-ერთი კვლევის მონაწილეები ამ ტიპის ფიგურას უყურებდნენ. მათ უნდა
განესაზღვრათ, იყო თუ არა გარკვეული გეომეტრიული ფიგურა (მაგ.
პარალელოგრამი) წარმოდგენილი რთული ფიგურის ნაწილი (Reed, 1974). სწორი
პასუხების რაოდენობა მცირედით აღემატებოდა შემთხვევითს. მონაწილეებს
უჭირდათ იდეალურად ზუსტი მენტალური ხატის აღდგენა. ისინი ვერ იყენებდნენ
წარმოდგენილ ფიგურას მასში სამიზნე ფიგურის მოსაძებნად. Reed-ის თანახმად, ამ
შედეგებმა გამოააშკარავა, რომ ცოდნის აღსადგენად მონაწილეები უფრო მეტად
პროპოზიციებს იყენებენ, ვიდრე კოდ-ანალოგიებს. პროპოზიციული კოდის
მაგალითი ამ შემთხვევაში იქნებოდა „დავითის ვარსკვლავი“, ან „ორი
ურთიერთგადამფარავი სამკუთხედი, რომელთაგან ერთ ამობრუნებულია“. მეორე
შესაძლო ახსნა - ადამიანებს აქვთ მენტალური ხატები, რომლებიც ობიექტს
დეტალურად არ ასახავს.
მენტალური ხატებით ცოდნის წარმოდგენას კიდევ აქვს შეზღუდვები (Chambers
& Reisberg, 1985, 1992).
 შეხედეთ ფიგურას 7.6(ა).
 ახლა დააფარეთ ხელი გამოსახულებას და წარმოიდგინეთ მასზე დახატული
კურდღელი.
24

აქ ნაჩვენებია ორაზროვანი ფიგურა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას რამდენიმე


ინტერპრეტაცია შეიძლება მოვუძებნოთ. ორაზროვანი ფიგურები ხშირად
გამოიყენება აღქმის შესწავლისას.

სურათი 7.5. მენტალური ხატები

სწრაფად შეხედეთ ამ ფიგურას და შემდეგ დააფარეთ ხელი. წარმოიდგინეთ ფიგურა,


რომელიც ახლა დაინახეთ. მოიცავს პარალელოგრამს?
წყარო: Cognition, Third Edition, by Margaret W. Matlin. Copyright © 1994 by Holt, Rinehart and
Winston. გამოყენებულია გამომცემლის ნებართვით.

მაგრამ ამ მკვლევრებმა ასეთი ფიგურების გამოყენება იმის გასაგებად გადაწყვიტეს,


თუ რამდენად გავს ფსიქიკური რეპრეზენტაცია აღქმულ ფიზიკურ საგნებს (ანუ
რამდენად იდენტურია რეპრეზენტაცია და თვალით დანახული ობიექტი).

 სურათ 7.6(ა)-ის განსხვავებულ ინტერპრეტაციას შეძლებთ შეხედვის გარეშე?

როდესაც Chambers-ისა და Reisberg-ის კვლევაში მონაწილეები სირთულეს


აწყდებოდნენ, მათ მიმნიშნებლებს აწვდიდნენ. მაგრამ კარგი ვიზუალური უნარების
მქონე ადამიანებსაც კი უჭირდათ ალტერნატიული ინტერპრეტაციის მოძებნა.
შემდეგ მონაწილეებს სთხოვდნენ, წაეშალათ ფიგურა საკუთარი მეხსიერებიდან.

 არ შეეხედათ სურათისთვის 7.6(ა), ისე ჩამოეყალიბებინათ მანამდე ნანახი


ფიგურის სქემა.
 სქემატური მენტალური გამოსახულების შექმნის შემდეგ ეპოვათ ფიგურის
ალტერნატიული ინტერპრეტაცია.

თუ თქვენ ჰგავხართ ამ კვლევის მონაწილეებს, მაშინ ალტერნატიული


ინტერპრეტაციის მოსაძებნად დაგჭირდებათ სურათზე შეხედვა (ისე, რომ უშუალოდ
25

აღიქვამდეთ ნახატს ამოცანის გადაწყვეტისას). ეს შედეგები ცხადყოფს, რომ


რეპრეზენტირებული ხატი განსხვავდება აღქმულისგან. თუ ჯერ კიდევ ვერ
გამოიცანით, ალტერნატიული მნიშვნელობა იხვია, კურდღლის ყურები იხვის
ნისკარტია.

სურათი 7.6. შეიძლება მენტალური ხატი ორაზროვანი იყოს?

ა) ახლოდან შეხედეთ კურდღელს, შემდეგ დააფარეთ ხელი გამოსახულებას და აღადგინეთ


გონებაში. შეგიძლიათ სხვა ცხოველის დანახვა მენტალური გამოსახულების პერსპექტივის
შეცვლით?
ბ) რომელ ცხოველს ხედავთ ამ ფიგურაზე? წარმოიდგინეთ ეს ფიგურა და შეეცადეთ ამ
ცხოველის წინა ნაწილი სხვა ცხოველის კუდს მიამსგავსოთ, ხოლო უკანა ნაწილი კი სხვა
ცხოველის წინა ნაწილს.
გ) დაათვალიერეთ ცხოველი და ჩამოიყალიბეთ ამ ცხოველის მენტალური ხატი; დააფარეთ
ხელი ფიგურას და შეეცადეთ სხვა ცხოველი დაინახოთ წარმოდგენილ გამოსახულებაში
(ორივე ცხოველი ერთი მიმართულებით იხედება).
წყაროები: (ა) From D. Chambers and D. Reisberg (1985), “Can Mental Images be Ambiguous?”
Journal of Experimental Psychology: Human Perception and Performance, 11, 317–328.
Copyright © 1985 by the American Psychological Association. Reprinted with permission.
(ბ,გ) Peterson, M. A., Kihlstrom, J. F., Rose, P. M., & Glisky, M. L. (1992). Mental images can
be ambiguous: Reconstruals and reference-frame reversals. Memory & Cognition, 20, 107–123.
Reprinted by permission of Psychonomic Society, Inc.

Chambers-ის და Reisber-ის აღმოჩენის ერთ-ერთი ახსნა ასეთია - ნანახის


რეპრეზენტაციისთვის ადამიანები გონებრივად არ მიმართავენ ხატებს
ხატებს/გამოსახულებებს. მეორე, უფრო მისაღები შეხედულებით, გარკვეულ
სიტუაციებში პროპოზიციული კოდი ხატოვან კოდს გადაფარავს.
26

ადრეული კვლევების თანახმად, ვიზუალური ხატები შეიძლება დამახინჯდეს


ვერბალური ინფორმაციით. მონაწილეებს სთხოვდნენ ფიგურის ნახვას, რომელშიც
უკვე დასახელებული ცხოველი უნდა ამოეცნოთ. აღმოჩნდა, რომ გამოსახულების
აღდგენისას ის ნახატის შინაარსის შესაბამისად იყო შეცვლილი.

კიდევ უფრო ადრეული კვლევების თანახმად, სემანტიკური (ვერბალური)


ინფორმაცია (ანუ ფიგურის დასახელება) ხატს შინაარსის შესაბამისად ცვლის
(Carmichael, Hogan, & Walter, 1932). მაგალითად, შეეცადეთ თითოეულ ფიგურას
სურათზე 7.7 აღდგენისას მოუძებნოთ ალტერნატიული ინტერპრეტაცია. შედეგები
განსხვავდება ფიგურების დასახელების მიხედვით.

სურათი 7.7. სემანტიკური იარლიყების გავლენა

სემანტიკური იარლიყები მნიშვნელოვნად ცვლის მენტალურ გამოსახულებებს. როგორც აქ არის


ნაჩვენები, მენტალური რეპრეზენტაციით აღდგენილი ფიგურა იცვლება სემანტიკური იარლიყის
შესაბამისად (After Carmichael, Hogan, & Walter, 1932).

პროპოზიციული თეორიის შეზღუდვები

წინა ქვეთავში განხილული ინფორმაციის საპირისპიროდ, არსებობს მოსაზრება,


რომ ინფორმაციით მანიპულირებისთვის არ არის აუცილებელი პროპოზიციული
27

კოდები, რამდენადაც ამ მიზნისთვის პირდაპირ მენტალური ხატები შეგვიძლია


გამოვიყენოთ.
Finke-სა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევაში (Finke, Pinker, & Farah,
1989) ორი განსხვავებული გამოსახულების კომბინირებისთვის მონაწილეები
მენტალური ხატებით მანიპულირებდნენ. მენტალური ხატებით ასეთი
მანიპულირება შეიძლება წარმოსახვით გეშტალტექსპერიმენტად განვიხილოთ.
კომბინირებული გამოსახულება განსხვავდებოდა ორი სხვადასხვა ნაწილის
ჯამისგან. კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთ სიტუაციაში მენტალური გამოსახულების
შესაქმნელად მენტალური გამოსახულებების ეფექტურად კომბინირებაა
შესაძლებელი (მაგ, ასო H-ისა და ასო X-ის). ეს გამოსახულებები შეიძლება იყოს
გეომეტრიული ფიგურები (მაგ. სამკუთხედები), ასოები (მაგ.M) ან საგნები.

აღმოჩნდა, რომ პროპოზიციული კოდები გავლენას წარმოსახვით ხატებზე


ნაკლებად ახდენს, როდესაც ადამიანები გარკვეული მანიპულაციების შედეგად
წარმოსახვით თავად აყალიბებენ მენტალურ ხატს იმ სიტუაციისგან განსხვავებით,
როცა მათ პირდაპირ აწვდიან რეპრეზენტაციისთვის საჭირო სურათს.
პროპოზიციული კოდები გავლენას ახდენს ხატებზე, როცა მიწოდებული სურათი
ორაზროვანი (როგორც ეს ნაჩვენებია ფიგურაში 7.6(გ)) ან აბსტრაქტულია (როგორც
ფიგურაში 7.5).

სხვა მკვლევრები ფინკეს შრომაზე დაფუძნებით აგებენ მენტალური ხატების


ამხსნელ კონტრუქციებს (Finke, Pinker, & Farah, 1989). მათ Chambers-ისა და
Reisberg-ის ორაზროვანი ფიგურების კვლევების შედეგების ალტერნატიული ახსნა
მოძებნეს (Peterson et al., 1992). მათი აზრით, ორაზროვანი ფიგურების მენტალური
რეინტერპრეტაცია ორ მანიპულაციას საჭიროებს.

1. სამიზნე ფიგურის მენტალური გადაადგილება. ეს გადაადგილება მენტალურ


„ფურცელზე“ ან “ეკრანზე“ ფიგურის პოზიციის შეცვლას გულისხმობს.
სურათზე გ 7.6(ა), კურდღლის უკანა ნაწილი იხვის წინა ნაწილად უნდა
გადაიქცეს და, პირიქით, კურდღლის წინა ნაწილი - იხვის კუდად.
28

2. მეორე მანიპულაცია ფიგურის ნაწილების მენტალური რეკონსტრუქციაა


(რეინტერპრეტაციაა). ეს იქნება კურდღლის ყურების „გარდაქმნა“ იხვის
კუდად.

მონაწილეები ვერ ახერხებენ ორაზროვანი ფიგურების სპონტანურ


რეინტერპრეტაციას, მაგრამ ასეთი მანიპულაციების განხორციელებას ახერხებენ,
როდესაც სწორ კონტექსტს აწვდიან.

რა პირობებია საჭირო იხვი-კურდღელი ფიგურის რეინტერპრეტაციისთვის


(ნახეთ სურათი 7.6(ა)) ან სხვა ორაზროვანი ფიგურის ინტერპრეტაციისთვის
(Peterson et al., 1992)? რა დამხმარე მინიშნებებია საჭირო? ექსპერიმენტში 20-დან
83%-მდე მონაწილეს შეეძლო ორაზროვანი ფიგურის რეინტერპრეტაცია ერთ-ერთი
მინიშნების მიწოდებით:
1. ფარული იმპლიციტური მინიშნება (Implicit reference-frame hint). მონაწილეებს
ჯერ აჩვენებდნენ სხვა ორაზროვან ფიგურას იმისთვის, რომ პრინციპს
მიმხვდარიყვნენ (მაგ. სურათი 7.6(ბ))
2. ექსპლიციტური მინიშნება (Explicit reference-frame hint). მონაწილეებს
სთხოვდნენ ნაჩვენები ცხოველის უკანა ნაწილის სხვა ცხოველის წინა
ნაწილად განხილვას (Peterson et al., 1992, p. 111; განიხილა კონცეპტუალური
მინიშნება) ან ნაჩვენები ცხოველის წინა ნაწილის სხვა ცხოველის უკანა
ნაწილად განხილვას (p. 115; განიხილა აბსტრაქტული მინიშნება).
3. ყურადღების გასამახვილებელი მინიშნება. მონაწილეებს მიუთითებდნენ იმ
ადგილებზე, რომელთა გადაადგილებაც იყო საჭირო ფიგურის
რეინტერპრეტაციისთვის.
4. „კარგი“ ნაწილებისგან გამოსახულების აგება. მონაწილეებს სთხოვდნენ
ნაწილებისგან შეედგინათ გამოსახულება, რომელიც, მათი აზრით, იქნებოდა
„კარგი“ და არა „ცუდი“.
გარდა ამისა, მონაწილეთა ნაწილი სპონტანურად, დახმარების გარეშე ასრულებდა
ორაზროვანი ფიგურის რეინტერპრეტაციის დავალებას. ასეთი შემთხვევები უფრო
ხშირი იყო მაშინ, როცა ფიგურის შებრუნება საჭირო არ იყო. მაგალითად, იხილეთ
29

სურათი 7.6(გ), რომელიც შეიძლება იყოს ლოკოკინა ან სპილოს ყური, ან ჩიტი, ან


ფოთოლი და სხვ.
მკვლევრები მივიდნენ ვარაუდამდე, რომ მენტალური გამოსახულების
მანიპულირებისა და კონსტრუქციისთვის იგივე პროცესებია საჭირო, რაც აღქმისას
(Peterson et al., 1992). მაგალითად, ფორმების ცნობა (მესამე თავში განხილული). ამ
შეხედულებას ყველა არ ეთანხმება. მეცნიერთა ეს ნაწილი მხარდაჭერას პოულობს
კოგნიტურ ფსიქოლოგებთან, რომელთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ფსიქიკური
ხატოვანი წარმოსახვა და აღქმა ფუნქციურად ეკვივალენტური პროცესებია.
საბოლოოდ, ექსპერიმენტების შედეგები გვაჩვენებს, რომ ცოდნის
რეპრეზენტაციისთვის ერთს კი არა, მრავალ კოდს ვიყენებთ. მაგრამ დაპირისპირება
გრძელდება (Kosslyn, 2006; Pylyshyn, 2006).

 შეამოწმე საკუთარი ცოდნა

1. რა ფორმებით არის რეპრეზენტირებული ცოდნა გონებაში?


2. რა ტიპის კოდებს აღიარებს ორმაგი კოდირების თეორია?
3. რა არის პროპოზიცია?

ფსიქიკური მანიპულაცია ხატებით

ფუნქციურ-ეკვივალენტური ჰიპოთეზის თანახმად, მხედველობითი წარმოსახვა არ


არის მხედველობითი აღქმის იდენტური, ის ფუნქციურად მისი ეკვივალენტურია.
ფუნქციურად ეკვივალენტური ობიექტები ძალიან გვანან ერთმანეთს - ისინი ერთი
და იგივე მიზანს ემსახურებიან, ანუ წარმოადგენენ თავიანთი ორიგინალის
ანალოგებს. ფუნქციურად ეკვივალენტური ხატები მათ მიერ რეპრეზენტირებული
ფიზიკური პერცეპტის (აღსაქმელი ობიექტის) ანალოგურია. ეს შეხედულება
ამყარებს იმ აზრს, რომ ჩვენ კონკრეტული ობიექტების შესახებ ცოდნის
რეპრეზენტაციისთვის ხატებს უფრო ვიყენებთ, ვიდრე პროპოზიციებს. ამ აზრს
ბევრი დამცველი ჰყავს (მაგ., Farah, 1988b; Finke, 1989; Jolicoeur & Kosslyn, 1985a, 1985b;
Rumelhart & Norman, 1988; Shepard & Metzler, 1971).
30

მხედველობითი წარმოსახვის პრინციპები

ერთმა მკვლევარმა ჩამოაყალიბა რამდენიმე პრინციპი, თუ როგორ შეიძლება იყოს


მხედველობითი წარმოსახვა ფუნქციურად ეკვივალენტური მხედველობითი აღქმისა
(Finke, 1989). ეს პრინციპები შეიძლება გამოვიყენოთ წარმოსახვის კვლევის
დაგეგმვისა და შეფასებისთვის. ცხრილი 7.2 გვაწვდის საკვლევი შეკითხვების იდეებს
Finke-ს პრინციპების გათვალისწინებით.

ცხრილი 7.2. მხედველობითი წარმოსახვის პრინციპები: შეკითხვები


ფუნქციურ-ეკვივალენტური ჰიპოთეზის პოზიციიდან, ჩვენ მხედველობით წარმოსახვას ვიყენებთ
ფიზიკური აღქმის ფუნქციურ-ეკვივალენტურად (დიდწილად ანალოგიურად). Ronald Finke-მ
შემოგვთავაზა მხედველობითი წარმოსახვის რამდენიმე პრინციპი, რომლის გამოყენებაც
შესაძლებელია კვლევების დასაგეგმად და თეორიის გასავითარებლად.
პრინციპი პრინციპზე დაფუძნებული შეკითხვები

1. გამოსახულების ფსიქიკური ტრანსფორმაცია ფსიქიკური ხატები მოძრაობისა და სივრცის


და გამოსახულებების ფსიქიკური იმავე კანონებს ექვემდებარება, რასაც მათი
გადაადგილება, რომლებსაც ჩვენ ფიზიკური პერცეპტი? მაგალითად, ფსიქიკური
ვახორციელებთ, იმეორებს ფიზიკური ხატის დიდი რადიუსით (როცა დიდი კუთხე
ობიექტების ტრანსფორმაციისა და მათ შორის კეთდება) შემოტრიალება უფრო მეტ დროს
გადაადგილების პროცესს. გვართმევს, ვიდრე მცირე რადიუსით (როცა
პატარა კუთხე კეთდება) შემოტრიალება?
ფსიქიკური ხატის შორი მანძილიდან
სკანირებისთვის უფრო დიდი დრო გვჭირდება,
ვიდრე ახლო მანძილიდან სკანირებისთვის?

ფსიქიკური ხატის მახასიათებლები პერცეპტის


2. გამოსახულების ფსიქიკური ტრანსფორმაცია ანალოგიურია? მაგალითად, დიდი ზომის
და გამოსახულებების ფსიქიკური ფსიქიკური ხატის დეტალების დანახვა უფრო
გადაადგილება, რომლებსაც ჩვენ მარტივია, ვიდრე მცირე ზომისა? ფიზიკურ
ვახორციელებთ, იმეორებს ფიზიკური სივრცეში ერთმანეთთან ახლოს მყოფი ობიექტები
ობიექტების ტრანსფორმაციისა და მათ შორის იმეორებენ ამ სივრცით მიმართებას ფსიქიკურ
გადაადგილების პროცესს. ხატში?
31

შეუძლიათ მონაწილეებს ფსიქიკური


გამოსახულების ჩამოყალიბების შემდეგ
პერცეპტის გარეშე გასცენ პასუხი შეკითხვებს
3. ფსიქიკურ გამოსახულებას შეუძლია ისეთი
ობიექტის იმ დეტალების შესახებ, რომლებიც არ
ინფორმაციის მოწოდება, რომელიც არ იყო
აღუბეჭდავთ მენტალური ხატის
ექსპლიციტურად შენახული ინფორმაციის
ჩამოყალიბებისას? მაგალითად, მონაწილეებს
აღბეჭდვისას.
სთხოვენ ჩოგბურთის ფეხსაცმლის წარმოდგენას.
შეძლებენ ისინი მოგვიანებით გაიხსენონ,
რამდენი ზონრის გასაყრელი ჰქონდა
ფეხსაცმელს?

4. ფსიქიკური გამოსახულებების კონსტრუქცია


რთული გამოსახულების ფსიქიკური
მხედველობით აღქმული ფიგურების
კონსტრუქტის ასაგებად უფრო დიდი დრო
კონსტრუქციის ანალოგიურია.
გვჭირდება, ვიდრე მარტივისა? დიდი
გამოსახულების ფსიქიკური ხატის
ჩამოყალიბებას უფრო მეტი დრო სჭირდება,
ვიდრე მცირე გამოსახულებისას?

5. მხედველობითი წარმოსახვა მხედველობითი


აღქმის ფუნქციურად ეკვივალენტურია მათი
პროცესების აღსაწერად გამოყენებული მხედველობით აღქმასა და წარმოსახვაზე თავის
ტერმინების გათვალისწინებით. ტვინის ერთი და იგივე არეები აგებს პასუხს?
მაგალითად, ობიექტის ფსიქიკური
მანიპულაციისას იგივე არეები აქტიურდება, რაც
ფიზიკური მანიპულაციისას?

ნეირომეცნიერება და ფუნქციური ეკვივალენტობა

ფუნქციური ეკვივალენტობის მტკიცებულებები ნეიროვიზუალურ კვლევებშიც


მოიძებნება. ერთ კვლევაში მონაწილეები უყურებდნენ ან წარმოიდგენდნენ
გამოსახულებას. ორივე შემთხვევაში თავის ტვინის შუბლისა და თხემის წილებში
ერთი და იგივე არეები აქტიურდებოდა. განსხვავებული აქტივობა ფიქსირდებოდა
მხედველობით სენსორულ არეებში (Ganis, Thomspon, & Kosslyn, 2004).
32

შიზოფრენია მხედველობისა და წარმოსახვის მსგავსების საინტერესო მაგალითებს


გვაწვდის. შიზოფრენიით დაავადებული ბევრი ადამიანი განიცდის სმენით
ჰალუცინაციებს. სმენითი ჰალუცინაცია - ეს არის სმენითი სტიმულის აღქმა
რეალური სმენითი სტიმულის არსებობის გარეშე. სმენითი ჰალუცინაცია შინაგანად
გენერირებული ფენომენია. პაციენტებს უჭირთ თვითპროდუცირებული და გარემოს
მიერ მოწოდებული სტიმულების განსხვავება (Blakemore et al., 2000). სმენითი
ჰალუცინაციებისას სმენით ქერქში პათოლოგიური აქტივაცია აღინიშნება (Lennox et
al., 2000). გარდა ამისა, სმენითი ჰალუცინაციებისას ვლინდება რეცეპტულ
მეტყველებაში (მიმართული მეტყველების გაგება ან კითხვა) ჩართული არეების
აქტივაცია (Ishii et al., 2000). მიიჩნევენ, რომ სმენითი ჰალუცინაციები პრობლემური
აღქმის პროცესებისა და პათოლოგიური სმენითი წარმოსახვის შედეგია (Seal, Aleman,
& McGuire, 2004). ეს ცვლილებები შეუძლებელს ხდის დაავადებული ადამიანის მიერ
თვითპროდუცირებული და აღქმული ობიექტების განსხვავებას. ეს შედეგები
ამტკიცებს, რომ ჩვენს მიერ აღქმული და გონების მიერ შექმნილი ფუნქციურად
ეკვივალენტურია. შემდეგ ქვეთავში ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ
ფსიქიკური გამოსახულებით მანიპულაციის პროცესს.

ფსიქიკური როტაცია

ფსიქიკური ხატებით მანიპულაცია სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.


შესაძლებელია მათი როტაცია ფიზიკური ობიექტების ანალოგიურად. ჩვენ
შეგვიძლია ფსიქიკური ხატის გადიდება კონკრეტული არის დეტალურად
სანახავად, ან სკანირება თავიდან ბოლომდე. დაიმახსოვრეთ, რომ ფსიქიკური
ხატებით მანიპულაციის შესწავლა, ასევე, იძლევა მტკიცებულებებს ფუნქციური
ეკვივალენტობის ჰიპოთეზის სასარგებლოდ, რომლის მიხედვით ფსიქიკური
ხატებისა და ჩვენს მიერ დანახული ობიექტები ანალოგიურ პრინციპებს
ემორჩილებიან.

როგორია ფსიქიკური როტაციის პროცესი?

ფსიქიკური როტაცია გულისხმობს ობიექტის სივრცეში ტრანსფორმაციას


წარმოდგენაში (Takano & Okubo, 2003; Zacks, 2008). თქვენ ისევე შეგიძლიათ
33

წარმოდგენილი ბოთლის გამოსახულების როტაცია გონებაში, როგორც შეგიძლიათ


ხელში დაჭერილი ბოთლის შებრუნება.

კლასიკურ ექსპერიმენტში მონაწილეებს სთხოვდნენ, დაკვირვებით შეეხედათ


სამგანზომილებიანი გეომეტრიული ფორმების ამსახველი სურათებისთვის (Shepard
& Metzler, 1971). ფორმები 0-დან 180 გრადუსამდე იყო შებრუნებული (სურათი 7.8).
ამასთან, შესაძლებელი იყო მთლიანი საგნის (ორგანზომილებიან სივრცეში საათის
ისრის მიმართულებით ან საპირისპიროდ, სურათი 7.8(ა)) ან სიღრმისეული როტაცია
(სამგანზომილებიან სივრცეში, სურათი 7.8(ბ)).

დამატებით მონაწილეებს დისტრაქტორებს (გარეშე, არასამიზნე ფორმებს)


აჩვენებდნენ. ეს ფორმები არ იყო სამიზნე სტიმულის როტაციის შედეგი (სურათი
7.8). მონაწილეებს სთხოვდნენ განესაზღვრათ, მოცემული ფორმა იყო თუ არა
სამიზნე ფიგურის როტაციის შედეგი.

შეკითხვებზე პასუხის გასაცემად საჭირო დრო ფიგურის როტაციის ხარისხის


შესაბამისად იზრდებოდა (სურათი 7.9). გასათვალისწინებელია, რომ ფიგურის
ორგანზომილებიან როტაციასა და სიღრმისეულ/სამგანზომილებიან როტაციას
შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლინდა. ეს შედეგები ფუნქციურად
ეკვივალენტურია იმისა, რისი მოლოდინიც შეიძლება არსებობდეს სივრცეში
ფიზიკური ობიექტების როტაციისას. ობიექტის როტაციის ხარისხის ზრდასთან
ერთად როტაციისთვის საჭირო დროც იზრდება. მცირეა განსხვავება საათის ისრის
მიმართულებით, დიდია, თუ როტაცია მესამე განზომილებაში ხორციელდება.
როტაციის კუთხის ზრდასთან ერთად დავალების გადასაწყვეტად საჭირო დროის
ზრდა სხვადასხვა სასტიმულო მასალით დადასტურდა (მაგ., Gogos et al., 2010; Van
Selst & Jolicoeur, 1994; იხილეთ ასევე Tarr, 1999).
34

ფიგურა 7.8 ფსიქიკური როტაცია


რომელ წყვილში წარმოადგენს მარჯვენა ფიგურა მარცხენა ფიგურის ზუსტ როტაციას?
წყარო: დაიბეჭდა ნებართვით “Mental Rotation,” by R. Shepard and J. Metzler. Science, 171(3972),
701–703. Copyright © 1971, American Association for the Advancement of Science.

ფსიქიკური როტაციის თვალსაჩინოებისთვის იხილეთ კოგნიტური ფსიქოლოგიის


შესწავლა: გამოსცადეთ თქვენი უნარები ფსიქიკურ როტაციაში ( Hinton, 1979).

სხვა მკვლევრები მხარს უჭერენ ფსიქიკური როტაციის კვლევების შედეგებს.


მაგალითად, მათ ასეთივე შედეგები მიიღეს ორგანზომილებიანი ფიგურების
როტაციისას, ისეთებისა, როგორიცაა ანბანის ასოები (Gogos et al., 2010; Jordan &
Huntsman, 1990), კუბები (Just & Carpenter, 1985; Peters & Battista, 2008), სხეულის
ნაწილები, ძირითადად ხელები (Fiorio, Tinazzi & Aglioti, 2006; Fiorio et al., 2007; Takeda
et al., 2009). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დამახინჯებული სტიმულების - ბუნდოვანი,
დაუსრულებელი ან სხვა მხრივ არასრული სტიმულების - წარდგენისას პასუხის
დრო იზრდებოდა (Duncan & Bourg, 1983). პასუხისთვის საჭირო დრო, მარტივი
ფიგურების დამუშავებასთან შედარებით, უფრო იზრდებოდა რთული ფიგურების
დამუშავებისას (Bethell-Fox & Shepard, 1988), აგრეთვე, ნაცნობი ფიგურების
35

დამუშავებასთან შედარებით, უცნობი ფიგურების დამუშავებისას (Jolicoeur, Snow, &


Murray, 1987). უფროსი ასაკის ზრდასრულებს უფრო უჭირდათ დავალების
შესრულება, ვიდრე ახალგაზრდებს (Band & Kok, 2000).

ფიგურის ნაცნობობის დადებითი ეფექტი ააშკარავებს პრაქტიკის მნიშვნელობას -


პრაქტიკასთან ერთად უმჯობესდება მსგავს დავალებათა შესრულების შედეგები.
როდესაც მონაწილეები ვარჯიშობენ ფიგურების როტაციაში, მათი შედეგები
უმჯობესდება (Bethell-Fox & Shepard, 1988). მაგრამ შედეგების გაუმჯობესება
აღინიშნებოდა მხოლოდ იმ ფიგურების წარდგენის შემთხვევაში, რომლებზეც
გავარჯიშებული იყვნენ, ახალ ფიგურებზე პრაქტიკა არ აისახებოდა (Jolicoeur, 1985;
Wiedenbauer, Schmid, & Jansen-Osmann, 2007).

ბავშვებზე და ახალგაზრდებზე უფრო მეტად აისახებოდა პრაქტიკის ეფექტი


ფსიქიკური როტაციის დავალებებში (Kail & Park, 1990). სასკოლო ასაკის ბავშვებისა
და ახალგაზრდების შედეგი ფსიქიკური როტაციის დავალებებში უცვლელი იყო
მაშინაც, როცა მათ პარალელურად გარკვეული ინფორმაციის აღდგენას სთხოვდნენ
(Kail, 1991). ეს აღმოჩენა საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ფსიქიკური როტაცია
ავტომატური პროცესია სასკოლო ასაკის ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის.
36

სურათი 7.9 პასუხის გასაცემად საჭირო დრო ფსიქიკური როტაციის დავალებებში


პასუხის დრო ფიგურების როტაციის დავალებებში იზრდება როტაციის კუთხის შესაბამისად, ეს
კავშირი ნარჩუნდება იმის მიუხედავად, სიღმისეულია როტაცია თუ არა.
წყარო: Mental Rotation,” by R. Shepard and J. Metzler. Science, 171(3972),701–703. Copyright © 1971,
American Association for the Advancement of Science.

იმის გათვალისწინებით, რომ ფიგურის ნაცნობობა და ფსიქიკურ როტაციაში


ვარჯიში ამცირებს როტაციის დავალებებში პასუხის გასაცემად საჭირო დროს, Robert
Kail-ი ვარაუდობს, რომ ფსიქიკური როტაცია ავტომატური პროცესი უნდა იყოს.
შესაბამისად, პასუხისთვის საჭირო დროის შემცირება, შესაძლებელია,
ავტომატიზაციის გაზრდის შედეგი იყოს. გარდა ამისა, ასეთი ავტომატური
პროცესები ვიზუალურ-სივრცითი უნარების ეფექტურობის ზრდის შედეგი უნდა
იყოს, რადგან ეს დადებითად აისახება სივრცით მეხსიერებაზე (Kail, 1997).

ფსიქიკური როტაციის დავალებებში მიღებული შედეგების მიხედვით იკვლიეს


ასაკის ეფექტი (ანუ გავლენა) გადამუშავების სისწრაფესა და სხვა ფაქტორებზე (Dror
& Kosslyn, 1994). აღმოაჩინეს, რომ უფროსი ასაკის მონაწილეები (55-71 წელი,
საშუალო ასაკი 65 წელი) უფრო ნელა და ნაკლები სიზუსტით პასუხობდნენ
ფსიქიკური როტაციის დავალებებს, ვიდრე ახალგაზრდა მონაწილეები (18-23 წელი,
37

საშუალო ასაკი 20 წელი) (Band & Kok, 2000; Inagaki et al., 2002). ხატის სკანირებისას
(დეტალური დათვალიერებისას) ახალგაზრდები და ხანშიშესულები ერთნაირ დროს
ანდომებდნენ და შეცდომების ერთნაირ რაოდენობას უშვებდნენ. ამ და სხვა
აღმოჩენებზე დაყრდნობით, ავტორები ასკვნიან, რომ ასაკის ეფექტი ვიზუალური
წარმოსახვის სხვადასხვა ასპექტზე განსხვავებულად აისახება.

კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა


გამოსცადეთ თქვენი უნარები ფსიქიკურ როტაციაში
წარმოიდგინეთ კუბი, რომელიც თქვენს წინ სივრცეში დაცურავს. ახლა მარცხენა
ხელით მენტალურად დაიჭირეთ კუბის წინა მარცხენა ქვედა კუთხე. მარჯვენა
ხელით დაიჭირეთ მაჯვენა უკანა ზედა კუთხე. ახლა ისე შეატრიალეთ კუბი, რომ
კუთხე, რომელიც მარცხენა ხელით გიჭირავთ, მარჯვენა ხელში მოქცეული კუთხის
ქვეშ აღმოჩნდეს (თითქოს ქმნით ვერტიკალურ ღერძს, რომლის გარშემოც კუბმა
უნდა იტრიალოს). წარმოსახული კუბის რამდენი კუთხეა შუაში (რომელზეც არ
გიკიდიათ ხელები)? აღწერეთ ამ კუთხეების მდებარეობა.
როგორ გაუმკლავდით ფსიქიკურ როტაციას? გეომეტრიული ფორმების როტაციის
გამოცდილება ადამიანების ძალიან მცირე ნაწილს აქვს. ადამიანების უმრავლესობა
წარმოიდგენს, რომ გარდა ხელებში მოქცეული ორი კუთხისა, კუბს ოთხი კუთხე
აქვს. ისინი წარმოიდგენენ, რომ ოთხივე კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეზეა
მიწასთან მიმართებაში. სინამდვილეში კი 6 თავისუფალი კუთხეა და აქედან
მხოლოდ ორი, რომელზეც ხეკი გიკიდიათ აღმოჩნდება ჰორიზონტალურ პოზიციაში
(მიწის პარალელურად).
38

You might also like