You are on page 1of 51

სემინარი 1 - გვ.

3 – 9
სემინარი 2 - გვ. 9 – 20; 27 - 47
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თავი 1: შესავალი კოგნიტურ ფსიქლოგიაში

სარჩევი

კოგნიტური ფსიქოლოგიის განსაზღვრება

ფსიქოლოგიის ფილოსოფიური წანამძღვრები

რაციონალიზმისა და ემპირიზმის შეპირისპირება

კოგნიტურ ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიური წანამძღვრები

ადრეული დიალექტიკა შემეცნების ფსიქოლოგიაში

გონების სტრუქტურის განსაზღვრა: სტრუქტურალიზმი

გონების ფუნქციონირების ახსნა: ფუნქციონალიზმი

ინტეგრაციული სინთეზი: ასოციაციონიზმი

ანგარიშგასაწევია მხოლოდ ის, რასაც ხედავ: ასოციაციონიზმიდან ბიჰევიორიზმისკენ

ბიჰევიორიზმის მომხრეები

ბიჰევიორიზმის კრიტიკა

ბიჰევიორისტები ბედავენ შავ ყუთში ჩახედვას

მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: გეშტალტ-ფსიქოლოგია

კოგნიტური ფსიქოლოგიის აღმოცენება

ფსიქობიოლოგიის როლი

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება: ინჟინერია, კომპიუტერიზაცია და გამოყენებითი


კოგნიტური ფსიქოლოგია

შემეცნება და ინტელექტი
1
2 სემინარი 1

რა არის ინტელექტი?

ინტელექტის სამი კოგნიტური მოდელი

ქეროლი: ინტელექტის სამდონიანი მოდელი

გარდნერი: მრავლობითი ინტელექტის თეორია

სტერნბერგი: ინტელექტის ტრიარქიული (სამმაგი ინტელექტის) თეორია

კვლევის მეთოდები კოგნიტურ ფსიქოლოგიაში

კვლევის მიზნები

კვლევის ცალკეული მეთოდი

ადამიანის ქცევის ექსპერიმენტული შესწავლა

ფსიქობიოლოგიური კვლევა

თვითდაკვირვება, შემთხვევის (ქეისის) შესწავლა, ბუნებრივი დაკვირვება

კომპიუტერული სიმულაცია და ხელოვნური ინტელექტი

შეჯამება
კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი მოსაზრებები

კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი თემები

დასკვნები

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული საკითხები

ძირითადი ცნებები
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ამ თავში ჩვენ ვუპასუხებთ შემდეგ შეკითხვებს:

1. რა არის კოგნიტური ფსიქოლოგია?


2. როგორ ყალიბდებოდა ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი?
3. როგორ განვითარდა ფსიქოლოგიიდან კოგნიტური ფსიქოლოგია?
4. რა როლი მიუძღვის სხვა დისციპლინებს კოგნიტური ფსიქოლოგიის თეორიული და კვლევითი
ასპექტების განვითარებაში?
5. რომელი მეთოდების გამოყენებით შეისწავლიან კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები
აზროვნების პროცესს?
6. რა საკითხები და კვლევის რა სფეროებია აქტუალური კოგნიტურ ფსიქოლოგიაში?

დავიჯეროთ თუ არა? | ხან ხედავ და ხან არა!

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში მრავალი მოულოდნელი აღმოჩენა მოიძებნება. დანი საიმონსი ილინოისის


უნივერსიტეტიდან მოულოდნელი ქმედებების ოსტატია (იხილეთ Simons, 2007; Simons & Ambinder, 2005;
Simons & Rensink, 2005). სცადეთ! ნახეთ მოცემული ვიდეოჩანაწერი და გამოთქვით თქვენი აზრი.
http://viscog.beckman.illinois.edu/flashmovie/23.php
შენიშვნა: არ განაგრძოთ კითხვა, ვიდრე არ ნახავთ ვიდეოჩანაწერს.
შენიშნეთ, რომ პირი, რომელიც ტელეფონს პასუხობს, ის არ არის, ვინც მაგიდასთან იჯდა? მიაქციეთ
ყურადღება, მას სრულიად სხვა ტანსაცმელი აცვია. ეს ცვლილებებისადმი სიბრმავის მაგალითია - ადამიანის
უუნარობა, შეამჩნიოს ცვლილებები. ამ ცნების შესახებ დაწვრილებით იხილეთ მე-3–ე თავში.

ახლა კი ნახეთ შემდეგი ვიდეოჩანაწერი. თქვენი ამოცანაა დაითვალოთ, რამდენ ჩაწოდებას გააკეთებენ
თეთრმაისურიანი სტუდენტები. შავმაისურიანი სტუდენტების ჩაწოდებები არ უნდა დაითვალოთ.

http://viscog.beckman.illinois.edu/flashmovie/15.php
შენიშვნა: არ განაგრძოთ კითხვა, ვიდრე არ ნახავთ ვიდეოჩანაწერს.

სინამდვილეში სულ ერთია, რამდენი ჩაწოდება შესრულდა. შენიშნეთ გორილას კოსტიუმში გამოწყობილი
პირი, რომელიც მოთამაშე სტუდენტებს შორის მიდი–მოდის? ადამიანების უმრავლესობა მას ვერ ამჩნევს. ეს
ვიდეოჩანაწერი უყურადღებობით გამოწვეული სიბრმავის ფენომენის თვალნათელი მაგალითია.

ამ ცნების შესახებ დაწვრილებით შეიტყობთ მე-4 თავში. ამ წიგნში შევისწავლით ამ და მრავალ სხვა ფენომენს.

3
4 სემინარი 1

გაიხსენეთ თქვენი ბოლო ვიზიტი წვეულებაზე, ან სხვა სოციალური შეკრება. იქ, შედარებით პატარა სივრცეში,
ალბათ, ათობით და, შესაძლოა, ასობით სტუდენტი იმყოფებოდა. შესაძლოა, უკრავდა მუსიკა და ისმოდა
საუბარი. ამავე დროს, მეგობრებთან საუბრისას, თქვენ შეგეძლოთ გარშემო ფონური ხმაურისთვის
ყურადღება არ მიგექციათ, გაგეგოთ და კონცენტრაცია მოგეხდინათ იმაზე, თუ რას გეუბნებოდნენ
მოსაუბრეები. თუმცა უეცრად თქვენი ყურადღება, შესაძლოა, გადართულიყო სხვა ადამიანების საუბარზე,
რადგან იქ ახსენეს თქვენი სახელი. რა პროცესებს უნდა ჰქონოდა ადგილი მოცემულ სიტუაციაში? როგორ
შეძელით გარშემო ამდენი ირელევანტური ხმის უგულვებელყოფა და ყურადღების კონცენტრირება
მხოლოდ იმ ერთ ხმაზე, რომელმაც თქვენი სახელი ახსენა? რატომ შენიშნეთ თქვენი სახელის ხსენება, თუმცა
კი მიზანმიმართულად არ უსმენდით გარშემომყოფთა საუბარს? წვეულების მრავალფეროვან ხმაურში ერთ
ხმაზე კონცენტრირების ჩვენეული უნარი ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი მოვლენაა კოგნიტურ
ფსიქოლოგიაში და ცნობილია ,,კოქტეილის წვეულების ეფექტის“ სახელით. კოგნიტური პროცესები
მუდმივად მიმდინარეობს ჩვენი და გარშემომყოფი ადამიანების გონებაში. რა შემთხვევასთანაც არ უნდა
გქონდეთ საქმე - საუბრისას, იმის შეფასებისას, თუ ქუჩაზე გადასვლისას მანქანა რა სისწრაფით
გიახლოვდებათ, სასკოლო ტესტირების წინ დასწავლილი გაკვეთილის გახსენებისას - თქვენ აღიქვამთ,
ამუშავებთ და იხსენებთ ინფორმაციას, ან ფიქრობთ მასზე. ამ წიგნში აღწერილია ის კოგნიტური პროცესები,
რომლებიც, ხშირად, ავტომატურად მიმდინარეობს, უჩინარია და, შესაბამისად, აღიქმება, როგორც
თავისთავად არსებული. ამ თავში იმ ადამიანებს გაეცნობით, რომელთა მეოხებით კოგნიტური ფსიქოლოგია
დამოუკიდებელ სფეროდ ჩამოყალიბდა და იმად იქცა, როგორიცაა დღეს. ამავე თავში განხილული იქნება
Cognitive Psychology Defined 3
კოგნიტურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში გამოყენებული მეთოდები.
Kane Skennar/Digital/Vision/Getty Images

When you are at a party, you are usually able to filter out many irrelevant voice streams in order to
concentrate on the conversation you are leading. However, you will likely notice somebody saying your
name in another conversation even if you were not listening intently to that conversation.
წვეულებაზე, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დატოვოთ ირელევანტური ხმაური და კონცენტრაცია მოახდინოთ საუბარზე,
რომელშიც ჩართული ხართ. მაგრამ შეიძლება ყურადღება სხვა საუბარსაც მიაქციოთ, თუ იქ თქვენი სახელი ახსენეს.
not purposefully listen to theრომ
იმის მიუხედავად, conversations
იმ საუბარსaround you? Our ability to focus
მიზანმიმართულად on one
არ უსმენდით, ეს მაინც მოხდება.
out of many voices is one of the most striking phenomena in cognitive psychology,
and is known as the “cocktail party effect.”
Cognitive processes are continuously taking place in your mind and in the minds
of the people around you. Whether you pay attention to a conversation, estimate the
speed of an approaching car when crossing the street, or memorize information for a
test at school, you are perceiving information, processing it, and remembering or
thinking about it. This book is about those cognitive processes that are often hidden
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

კოგნიტური ფსიქოლოგიის განსაზღვრება

რას ისწავლით კოგნიტური ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდან?

კოგნიტურ ფსიქოლოგიას აინტერესებს როგორ აღიქვამენ, დაისწავლიან, იმახსოვრებენ და


ფიქრობენ ადამიანები. კოგნიტურმა ფსიქოლოგმა უნდა შეისწავლოს, როგორ აღიქვამენ ადამიანები
სხვადასხვა ფორმას, რატომ ახსოვთ ზოგიერთი ფაქტი მაშინ, როცა ზოგს ივიწყებენ, ან როგორ სწავლობენ
ენას?

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

• რატომ გვეჩვენება ნისლიან ამინდში ახლომდებარე ობიექტები უფრო შორს? მძღოლისთვის ამგვარი
აღქმა სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს და ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად იქცეს.
• რატომ ამახსოვრდებათ ადამიანებს ცალკეული განცდები (მაგ. ბედნიერების წუთები, ან უხერხულობის
განცდა ბავშვობაში), მაგრამ, ამასთან, ავიწყდებათ იმ ადამიანთა სახელები, რომლებსაც წლების
მანძილზე იცნობენ?
• რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს თვითმფრინავით მგზავრობის უფრო ეშინია, ვიდრე ავტომობილით
გადაადგილების? აშკარაა, რომ დაშავების ან სიკვდილის ალბათობა გაცილებით მაღალია
ავტომობილით მგზავრობის შემთხვევაში.
• რატომ გამახსოვრდებათ ბავშვობაში გაცნობილი ადამიანები უკეთ, ვიდრე ერთი კვირის წინ
გაცნობილი?
• რატომ ხარჯავენ დიდი კომპანიების მარკეტინგული სამსახურები ამდენ ფულს რეკლამაზე?

ეს იმ შეკითხვათა მაგალითებია, რომლებზეც პასუხის გაცემა კოგნიტური ფსიქოლოგიური კვლევითაა


შესაძლებელი.

განვიხილოთ თუნდაც უკანასკნელი კითხვა: რატომ ხარჯავს, მაგალითად, Apple უზარმაზარ თანხებს
iPhone-ის რეკლამაზე? საბოლოოდ, რამდენ ადამიანს ამახსოვრდება iPhone-ის ტექნიკური მახასიათებლები,
ან ის ფუნქციები, რაც მას სხვა ტელეფონებისგან განასხვავებს? ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ხარჯავს ამდენ
ფულს Apple, ევრისტიკაა. ამ საკითხს შევისწავლით მე-12 თავში. ევრისტიკის გამოყენებით ჩვენ
გადაწყვეტილებას ვღებულობთ ამა თუ იმ მოვლენის შესაბამისი ინფორმაციის იოლად გახსენების
საფუძველზე (Tversky & Kahneman, 1973). ამგვარი მსჯელობის მაგალითია სიტუაცია, როცა ახალი
ტელეფონის შეძენა გვინდა და მოდელი უნდა ამოვირჩიოთ. ცნობილია, რომ ადამიანები უფრო ხშირად
ბრენდის მიერ შეთავაზებულ და კარგად ნაცნობ მოდელებს ყიდულობენ. ასევე, Microsoft-მა Windows-7-ის
დანერგვისას უზარმაზარი თანხა გადაიხადა იმაში, რომ ეს პროდუქტი პოტენციური მყიდველისათვის
კოგნიტურად მისაწვდომი ყოფილიყო და, ამრიგად, პოტენციური კლიენტების ფაქტიურ კლიენტებად ქცევის
ალბათობა გაეზარდა. ყოველივე ამის არსი ისაა, რომ კოგნიტურ-ფსიქოლოგიური კვლევა შეიძლება იმის
გაგებაში დაგვეხმაროს, თუ რა და როგორ ხდება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რატომ უნდა შევისწავლოთ კოგნიტური ფსიქოლოგიის ისტორია? როცა ვიცით, საიდან მოვდივართ,
უკეთ ვგებულობთ, საით მივდივართ. ჩვენ წარსულ შეცდომებზე სწავლაც შეგვიძლია. მაგალითად, პრესაში

5
6 სემინარი 1

ნახავთ მრავალ სტატიას იმის თაობაზე, თუ როგორ აისახა ესა თუ ის საგანმანათლებლო პროგრამა
მოსწავლეთა მიღწევებზე, მაგრამ იშვიათად შეხვდებით სტატიას, სადაც აღნიშნულია ასეთ კვლევაში
საკონტროლო ჯგუფის მონაწილეობა. საკონტროლო ჯგუფი კი გამოავლენდა იმ მოსწავლეთა მიღწევებს,
ვისაც შეხება არ ჰქონია საკვლევ საგანმანათლებლო პროგრამასთან, ან მონაწილეობდა ალტერნატიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში. შესაძლოა, საკონტროლო ჯგუფის მოსწავლეებსაც ჰქონოდათ მსგავსი
მიღწევები. ექპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეების შედარება საკონტროლო ჯგუფის მოსწავლეებთან
აუცილებელია იმისათვის, რომ გავარკვიოთ ექსპერიმენტული ჯგუფის მოსწავლეთა მიღწევები.
ფსიქოლოგიის დარგის ისტორია გვასწავლის, რომ საკონტროლო ჯგუფის გამოყენება მნიშვნელოვანია,
მაგრამ ყველა ამ ფაქტს როდი ითვალისწინებს.

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში შეიცვალა ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის გზები, თუმცა ბევრი


ფუნდამენტური საკითხი კვლავ დღის წესრიგშია. საბოლოოდ, კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები
იმედს იტოვებენ, რომ აზროვნების პროცესს შეისწავლიან, თუკი გაიგებენ იმას, თუ რას ფიქრობენ ადამიანები
აზროვნების პროცესის შესახებ. აზრების გაჩენის პროცესი ხშირად დიალექტიკურია. დიალექტიკა
განვითარების პროცესია, რომელიც გულისხმობს აზრების განვითარებას გარკვეული ტრანსფორმაციების
შედეგად. რა არის ეს ტრანსფორმაციები? დიალექტიკურად:

• თეზის ვარაუდი. თეზა არის რწმენის კონსტატაცია. მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ ადამიანის
ბუნება განსაზღვრავს მის ქცევას (მაგ: ინტელექტი, ან პიროვნება Sternberg, 1999). თუმცა,
გარკვეული დროის შემდეგ, ზოგიერთმა ადამიანმა თავის თეზაში აშკარა ნაკლოვანებები
შეიძლება შენიშნოს.
• ჩნდება ანტითეზა. საბოლოოდ, ან, შესაძლოა, მალევე, ჩნდება ანტითეზა. ანტითეზა წინა რწმენის
გამომრიცხავი დებულებაა. მაგალითად, ალტერნატიული აზრია, რომ ადამიანის ქცევას თითქმის
მთლიანად აღზრდა განსაზღვრავს (გარემოს გავლენა).
• სინთეზი. სინთეზის პროცესში ხდება ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებების ინტეგრაცია. ადრე თუ
გვიან, თეზასა და ანტითეზას შორის დისკუსია სინთეზით სრულდება. სინთეზის პროცესში
ინტეგრირდება ორი (ან მეტი) შეხედულების ყველაზე სანდო თვისებები. მაგალითად,
ბუნება/აღზრდის გავლენის დისკუსია, შესაძლოა, გადაწყდეს შემდეგნაირად: ადამიანის ქცევას
განსაზღვრავს შინაგან (თანდაყოლილ) ბუნებასა და გარემოს აღმზრდელობით გავლენას შორის
ურთიერთქმედება.
დიალექტიკა მნიშვნელოვანია, რადგანაც მის გარეშე ჩნდება ცდუნება ვიფიქროთ, რომ თუ ერთი
მოსაზრება სწორია, სხვა, ერთი შეხედვით, საპირისპირო მოსაზრება - მცდარი იქნება. მაგალითად,
მიიჩნეოდა, რომ ინტელექტი, მთლიანად ან მეტწილად, გენეტიკურად არის განსაზღვრული. მსგავსი
დისკუსია წარმოებდა ენის ათვისებასთან დაკავშირებითაც. ხშირად, სჯობს თავი შევიკავოთ საკითხის
ამგვარად - ან/ან - დასმისგან და შევისწავლოთ, თუ რა გავლენას ახდენს ერთმანეთზე და როგორ
ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ძალები. სინამდვილეში ყველაზე მიღებული თანამედროვე მოსაზრება
ბუნება-აღზრდის ზეგავლენის თაობაზე არასრულია. განვითარების პროცეში ბუნება და აღზრდა ერთად
მოქმედებენ.
სხვადასხვა კულტურაში აღზრდა, შეიძლება, განსხვავებულად ზემოქმედებდეს. ზოგიერთ კულტურაში,
განსაკუთრებით აზიურში, დიალექტიკური აზროვნების ტენდენციებია მაშინ, როცა სხვა კულტურებში,
მაგალითად, ევროპულსა ან ჩრდილოამერიკულში, უფრო ხშირია სწორხაზოვანი აზროვნების ტენდენცია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აზიელებს უფრო მეტად შესწევთ ურთიერთგამომრიცხავი რწმენების დაშვების
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

უნარი და გარკვეული დროის შემდეგ სინთეზის უნარი, რომელიც აღმოფხვრის დაპირისპირებას.


ევროპელები და ამერიკელები მიიჩნევენ, რომ მათი რწმენების სისტემები მდგრადი უნდა იყოს.

ამის მსგავსად, ახალ ობიექტთან შეხების შემთხვევაში აზიური კულტურის წარმომადგენლებს (მაგ.
ფილმი ოკეანის თევზებზე; Nisbett & Masuda, 2003) უფრო ახასიათებთ განსხვავებული აზრის მიმღებლობა,
ვიდრე დასავლური კულტურის წარმომადგენლებს. ზოგადად, დასავლურ კულტურებში მცხოვრები
ადამიანებისთვის დამახასიათებელია ობიექტების განხილვა კონტექსტისგან დამოუკიდებლად, მაშინ, როცა
აღმოსავლური კულტურების ბევრი წარმომადგენელი ობიექტებს კონტექსტთან კავშირში განიხილავს
(Nisbett &Miyamoto, 2005). აზიელებმა, შესაძლოა, უფრო კონტექსტზე გაამახვილონ ყურადღება, ვიდრე
ობიექტზე. ამრიგად, ევროპელები და ამერიკელები ოკეანის თევზებზე ფილმის ყურებისას ყურადღებას
გაამახვილებენ თევზებზე, ხოლო აზიელები ყურადღებას ოკეანეს მიაქცევენ, რომელშიც თევზები ცურავენ.
დღეისთვის არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, კულტურა გავლენას ახდენს ბევრ კოგნიტურ პროცესზე,
მათ შორის ინტელექტზეც (Lehman, Chiu, & Schaller, 2004).

თუ სინთეზის წყალობით საგნის გაგება უმჯობესდება, ჩნდება ახალი თეზა. შესაბამისად, მას მოჰყვება
ახალი ანტითეზა და ა.შ. გეორგ ჰეგელი (1770–1831) გერმანელი ფილოსოფოსი, რომლის იდეებიც
დიალექტიკის გზით ჩამოყალიბდა, აზრების დიალექტიკურ განვითარებას აკვირდებოდა. ჰეგელმა თავისი
წინამორბედებისა და მის თანამედროვე მეცნიერთა იდეების სინთეზი მოახდინა. ამ თავში ვნახავთ, რომ
ფსიქოლოგიაც დიალექტიკის შედეგია: ფსიქოლოგებს ჰქონდათ მოსაზრებები ჩვენი გონების მუშაობის
თაობაზე და შესაბამის კვლევებს ახორციელებდნენ. შემდგომ სხვა ფსიქოლოგები ამ კვლევებისა და
მოსაზრებების ნაკლოვანებებს აღმოაჩენდნენ და, თავის მხრივ, ალტერნატიულ მოსაზრებებს ავითარებდნენ,
როგორც რეაქციას ზემოთაღნიშნულ იდეებზე. საბოლოოდ, ხშირად, საპირისპირო მიდგომათა
მახასიათებლები ერთიან, ახალ და უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაში ინტეგრირდებოდა.

ფსიქოლოგიის ფილოსოფიური წანამძღვრები: რაცინალიზმის და ემპირიზმის


შეპირისპირება

სად და როდის დაიწყო კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლა? ფსიქოლოგიის ისტორიის


სპეციალისტები, ჩვეულებრივ, ფსიქოლოგიის ადრეულ ფესვებს შემდეგ ორ მიდგომაში ეძებენ:
• ფილოსოფია, რომელიც მიისწრაფვის გაიაზროს სამყაროს მრავალმხრივი ბუნება ნაწილობრივ
ინტროსპექციის გზით, შინაგანი აზრების და განცდების შესწავლით (სიტყვიდან intro-, რაც ნიშნავს
შიგნით, შიდა და spect -ყურება);
• ფიზიოლოგია, რომელიც მიისწრაფვის მეცნიერულად შეისწავლოს ცოცხალი მატერიის სიცოცხლის
შემანარჩუნებელი ფუნქციები, პირველ რიგში, ემპირიული (დაკვირვებაზე დაფუძნებული) მეთოდებით.

ორმა ბერძენმა ფილოსოფოსმა, პლატონმა (ჩვ.წ-მდე 428–348) და მისმა მოსწავლემ არისტოტელემ


(ჩვ. წ-მდე 384–322 ), ძლიერი გავლენა მოახდინეს თანამედროვე აზროვნების სტილზე ფსიქოლოგიასა და

7
8 სემინარი 1

მეცნიერების მრავალ სხვა სფეროში. პლატონსა და არისტოტელეს განსხვავებული შეხედულება გააჩნდათ


აზრების შესწავლასთან დაკავშირებით.
პლატონი იყო რაციონალისტი. რაციონალისტის მოსაზრებით, ცოდნისკენ მიმავალი გზა გადის
აზროვნებასა და ლოგიკურ ანალიზზე. ამიტომ რაციონალისტს არ სჭირდება ექსპერიმენტები იმისათვის, რომ
ახალი ცოდნა შეიძინოს. რაციონალისტი, რომლის ინტერესის სფეროა კოგნიტური პროცესები, ახალი
ცოდნის შეძენისა თუ დასაბუთებისთვის საღ აზრს მიმართავს.
პლატონისგან განსხვავებით, არისტოტელე (ბიოლოგი, ნატურალისტი და ფილოსოფოსი) ემპირისტი
იყო. ემპირისტის მოსაზრებით, ცოდნას ვიძენთ ემპირიული გამოცდილებით - ანუ ფაქტებს ვიძენთ
გამოცდილებისა და დაკვირვების საფუძველზე (სურათი 1.1). ადამიანის გონების შესასწავლად ემპირისტი
დაგეგმავს ექსპერიმენტს და ჩაატარებს კვლევას, რომლის დროსაც დააკვირდება მისთვის საინტერესო
ქცევას და პროცესებს. ამრიგად, ემპირიზმს პირდაპირ მივყავართ ფსიქოლოგიაში ემპირიულ კვლევებთან.
თავის მხრივ, რაციონალიზმი მნიშვნელოვანია თეორიული განვითრებისთვის. მაგრამ რაციონალური
თეორია ემპირიული მეთოდებით მოპოვებული დაკვირვებების გარეშე, შესაძლოა, ვალიდური არ იყოს,
ხოლო დაკვირვებით მიღებული ზღვა მონაცემი თეორიული ჩარჩოს გარეშე უაზრო იქნებოდა. შეგვიძლია
განვიხილოთ სამყაროს რაციონალური ხედვა როგორც თეზა, ხოლო ემპირიული, როგორც ანტითეზა.
დღეისთვის ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამ ორი მოსაზრების სინთეზის ძიებაშია. მათი ემპირიული
დაკვირვებები ეფუძნება თეორიას. თეორიული საფუძველი აუცილებელია იმის ასახსნელად, თუ რას
აკვირდებოდნენ ექსპერიმენტის განმავლობაში. მეორე მხრივ, მეცნიერები დაკვირვებას იყენებენ თეორიის
გადასახედად და შესასწორებლად იმ შემთხვევებში, როცა თეორია ვერ ხსნის რეალურ სამყაროზე
დაკვირვებით მიღებულ მონაცემებს.
რაციონალიზმის და ემპირიზმის ურთიერთსაპირისპირო იდეები ცნობილი გახდა ფრანგი
რაციონალისტის, რენე დეკარტეს (1596–1650) და ბრიტანელი ემპირისტის ჯონ ლოკის (1632–1704)
წყალობით. დეკარტეს შეხედულებით, ჭეშმარიტების ძიებაში ემპირიულ მეთოდებზე უპირატესია
ინტროსპექციული აზროვნება და მსჯელობა. ცნობილი გამონათქვამი “cogito, ergo sum” (ვაზროვნებ,
მაშასადამე ვარსებობ) სწორედ დეკარტეს ეკუთვნის. დეკარტეს აზრით, მისი არსებობის ერთადერთი
მტკიცებულება ის ფაქტია, რომ ადამიანი აზროვნებს და ეჭვობს. მაგრამ დეკარტე გრძნობდა, რომ მხოლოდ
საკუთარ შეგრძნებებზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან დამტკიცებულია, რომ ხშირად სწორედ
შეგრძნებები გვატყუებს (მაგალითისთვის გაიხსენეთ ოპტიკური ილუზიები). დეკარტესგან განსხვავებით, ლოკი
ემპირიული დაკვირვების მიმართ მეტი ენთუზიაზმით იყო განწყობილი (Leahey, 2003). ლოკს სჯეროდა, რომ
ადამიანები ყოველგვარი ცოდნის გარეშე იბადებიან და ცოდნა ემპირიული დაკვირვების გზით უნდა
მოიპოვონ. ამ შეხედულებას ასახავს ლოკის ცნობილი ტერმინი tabula rasa (რაც ლათინურად ნიშნავს ,,სუფთა
დაფას“). ამ იდეის არსი ისაა, რომ ცხოვრება და გამოცდილება ,,ზედ გვაწერს“ ცოდნას. ამრიგად, ლოკისთვის
დასწავლის პროცესის შესწავლა გასაღებია ადამიანის ფსიქიკის გასაგებად. მისი რწმენით, თანდაყოლილი
იდეები არ არსებობს.
without any connection to observations gained through empiricist methods may not
be valid; but mountains of observational data without an organizing theoretical
framework may not be meaningful. We might see the rationalist view of the world
as a thesis and the empirical view as an antithesis. Most psychologists today seek a
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
synthesis of the two. They base empirical observations on theory in order to explain
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

(b)
(a)

სურათი 1.1. (ა) რაციონალისტის აზრით, ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა დასაბუთებული ანალიზია. (ბ) ემპირისტის
Figure 1.1 (a) According to the rationalist, the only route to truth is reasoned contemplation; (b) according to the
აზრით, ჭეშმარიტებასთან
empiricist, მხოლოდ
the only route to truth და მხოლოდ
is meticulous დეტალური
observation. დაკვირვება
Cognitive მიგვიყვანს.
psychology, like other კოგნიტური ფსიქოლოგია,
sciences, depends on the სხვა მეცნიერებების
work of both rationalists and empiricists.
მსგავსად, ეყრდნობა როგორც ემპირიზმს, ისე რაციონალიზმს.

მეთვრამეტე საუკუნეში გერმანელმა ფილოსოფოსმა ემანუელ კანტმა (1724–1804) დიალექტიკურად


გააერთიანა დეკარტეს და ლოკის შეხედულებები. კანტის მოსაზრებით, ემპირიზმსაც და რაციონალიზმსაც
თავთავისი ადგილი აქვს და ჭეშმარიტების ძიების პროცესში უნდა ორივე გამოვიყენოთ. დღეს
ფსიქოლოგების დიდი ნაწილისათვის კანტისეული სინთეზი მისაღებია.

კოგნიტური ფსიქოლოგიის ფსიქოლოგიური წანამძღვრები


კოგნიტური ფსიქოლოგია დასაბამს მრავალი სხვდასხვა მოსაზრებიდან და მიდგომიდან იღებს. ამ
მიდგომებიდან ჯერ შევეხებით ადრეულ შეხედულებებს - სტრუქტურალიზმსა და ფუნქციონალიზმს, შემდეგ კი
ასოციაციონიზმს, ბეჰევიორიზმსა და გეშტალტ-ფსიქოლოგიას განვიხილავთ.

ადრეული დიალექტიკა შემეცნების ფსიქოლოგიაში


ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი სფეროს გამოყოფა მხოლოდ ახლო
წარსულში მოხერხდა. ფსიქოლოგიის განვითარება დიალექტიკური გზით მიმდინარეობდა. როგორც წესი,
დასაწყისში გონების შემსწავლელი მიდგომები ვითარდება. თუმცა გარკვეულ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ
გამოყენებად მეცნიერულ მიდგომას შეზღუდვები გააჩნია, ან მკვლევრები ამ მიდგომის ფუნდამენტურ
დებულებებს არ ეთანხმებიან. შესაბამისად, მეცნიერები ახალ მიდგომას ავითარებენ. ახალი მიდგომები
აბათილებს წინა მიდგომების ზოგიერთ ასპექტს, ან, შესაძლოა, მათ უმეტეს ნაწილს, და აერთიენებს
უარყოფილი მიდგომების საუკეთესო ასპექტებს. შემდეგ ქვეთავში შევისწავლით ადრეული ფსიქოლოგიის
წარმომადგენელთა აზრის განვითარებას, იმავდროულად, სხვადასხვა სკოლის აზროვნების სტილის
განხილვისას თვალს მივადევნებთ ფსიქოლოგიის განვითარებას.

გონების სტრუქტურის გააზრება: სტრუქტურალიზმი


დიალექტიკის ადრეული გამოვლინება ფსიქოლოგიის ისტორიაში სტრუქტურალიზმისა და
ფუნქციონალიზმის ინტეგრირებაში აისახა (Leahey, 2003; Morawski, 2000). ფსიქოლოგიური აზროვნების
პირველ დიდ სკოლას სტრუქტურალიზმი წარმოადგენდა. სტრუქტურალიზმის ფარგლებში ნაცადია ფსიქიკის
9
10 სემინარი 1

სტრუქტურის (ელემენტების კონფიგურაციის) განსაზღვრა და მისი შემადგენელი ნაწილების (ემოციის,


ყურადღების, მეხსიერების და შეგრძნებების) გაგება ამ ფსიქოლოგიური ფენომენების ანალიზის გზით.
მაგალითისთვის განვიხილოთ ყვავილის აღქმა. სტრუქტურალიზმის წარმომადგენელი ყვავილის
აღქმას განიხილავდა მისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით: ფერების, გეომეტრიული ფორმების, ზომების
შეფარდებებისა და ა.შ. სტრუქტურალისტის გადასახედიდან ფსიქიკის დეკონსტრუქცია შესაძლებელია მის
შემადგენელ ნაწილებზე დაყრდნობით. სტრუქტურალისტებს ასევე აინტერესებდათ, აღნიშნული
შემადგენელი ნაწილების ერთობლივი მუშაობით როგორ იქმნება ერთიანი ფსიქიკა.
ვილჰელმ ვუნდტი (1832–1920) გერმანელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც სტრუქტურალიზმის
განვითარებაზე მუშაობდა. ვუნდტს ხშირად განიხილავენ ფსიქოლოგიაში სტრუქტურალიზმის დამფუძნებლად
(Structuralism, 2009). ვუნდტი თავის კვლევებში მრავალფეროვან მეთოდებს იყენებდა. ამ მეთოდებიდან
ერთ-ერთი ინტროსპექცია გახლდათ. ინტროსპექცია არის ცნობიერებაში მიმდინარე განცდებზე
მიზანმიმართული დაკვირვება. ინტროსპექციის მიზანი ობიექტის ან პროცესის ელემენტარულ კომპონენტებზე
დაკვირვებაა. ინტროსპექციის, როგორც ექსპერიმენტული მეთოდის ფსიქოლოგიის სფეროში შემოტანა
მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა. ამით ფსიქიკის შესწავლის რაციონალური მიდგომა ემპირიულმა
მიდგომამ ჩაანაცვლა. შესწავლის საგანზე დასკვნის გაკეთება ქცევაზე დაკვირვების გზით ხდება.
ინტროსპექციულ ექსპერიმენტებში კვლევის მონაწილეები აღწერდნენ განცდებს, რომლებიც უჩნდებოდათ
კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის პროცესში. მკვლევრები, რომლებიც ამოცანის გადაწყვეტის პროცესს
შეისწავლიდნენ, ამოცანაზე მუშაობისას კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ, ემსჯელათ და ეფიქრათ
ხმამაღლა. ამდენად, მათ შეეძლოთ კვლევის მონაწილეთა განცდებისთვის თვალის მიდევნება. ამრიგად,
ინტროსპექციის საშუალებით ჩვენ საკუთარი განცდების გაანალიზება შეგვიძლია.
მაგრამ ინტროსპექციის მეთოდს გარკვეული სირთულეები უკავშირდება. პირველ რიგში, ადამიანებს
ყოველთვის როდი შეეძლოთ იმის ზუსტად თქმა, თუ რა ხდებოდა მათ გონებაში, ან კონკრეტული განცდების
აღსაწერად შესაბამისი სიტყვების პოვნა. გარდა ამისა, განცდების აღწერა შეიძლება ზუსტი არც ყოფილიყო.
გარდა ამისა, თავად ფაქტს, რომ ამოცანის გადაწყვეტის პროცესში ადამიანებს საკუთარ აზრებზე დაკვირვება
ან ხმამაღლა მსჯელობა მოეთხოვებოდათ, შეეძლო მიმდინარე პროცესების შეცვლა.
ვუნდტს ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი სტუდენტი, ედვარდ
ტიტჩენერი(1867–1927) იყო. ზოგიერთ წყაროში (1910) ტიტჩენერი განიხილება პირველ სრულყოფილ
სტრუქტურალისტად. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტრუქტურალიზმის შემოტანა
უპირობოდ მისი ღვაწლია. მისი ექსპერიმენტები ეფუძნებოდა მხოლოდ ინტროსპექციულ მეთოდებს, რაც
გულისხმობდა ფსიქოლოგიის შესწავლას ინდივიდის განცდების საფუძველზე. იმ დროის სხვა ფსიქოლოგები
აკრიტიკებდნენ როგორც მეთოდს (ინტროსპექციას), ისე სტრუქტურალიზმის სამიზნეს (განცდის შემადგენელი
ნაწილები). სტრუქტურალიზმის კრიტიკამ ბიძგი მისცა ახალი მიმდინარეობის - ფუნქციონალიზმის -
აღმოცენებას.

ფსიქიკური პროცესების გააზრება: ფუნქციონალიზმი


ფუნქციონალიზმი ახალი ალტერნატივა იყო, რომელიც სტრუქტურალიზმის საპასუხოდ გაჩნდა. ეს
მიმდინარეობა ფსიქოლოგიის სამიზნედ მიიჩნევდა არა ფსიქიკის შინაარსს, არამედ საკუთრივ პროცესს.
ფუნქციონალიზმის მიზანია იმის შესწავლა, თუ რას აკეთებენ ადამიანები და რისთვის. პროცესთან
დაკავშირებული ძირითადი შეკითხვების თვალსაზრისით სტრუქტურალიზმი და ფუნქციონალიზმი სრულ
ურთიერთწინააღმდეგობაშია.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ფუნქციონალისტებს მიაჩნდათ, რომ ადამიანის ფსიქიკისა და ქცევის გასაგებად პროცესის გამოკვლევა


გადამწყვეტია: როგორ და რატომ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა და არა ფსიქიკის სტრუქტურული შინაარსების
შესწავლა. ფუნქციონალისტები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ თავიანთი კვლევების პრაქტიკული
გამოყენებით. ფუნქციონალისტებს საერთო კითხვები ჰქონდათ, მაგრამ პასუხები, რომლებსაც თავიანთი
მეთოდების გამოყენებით იღებდნენ, განსხვავდებოდა. ფუნქციონალისტებს სჯეროდათ, რომ ნებისმიერი
მეთოდი, რომელიც დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებას მისცემდათ, სასარგებლო იყო. აქედან
გამომდინარე, ბუნებრივია, ფუნქციონალიზმმა მიგვიყვანა პრაგმატიზმამდე. პრაგმატიკოსების მოსაზრებით,
ცოდნის შემოწმება ხდება მისი სარგებლიანობით: რაში გამომადგება? პრაგმატიკოსებს აინტერესებთ არა
მხოლოდ ის, თუ რას აკეთებენ ადამიანები. მათ სურთ გაიგონ, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა
იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ადამიანები. მაგალითად, პრაგმატიკოსებს სჯერათ, რომ მეხსიერებისა და
დასწავლის ფსიქოლოგიის შესწავლა მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ეს ცოდნა დაგვეხმარება
გავაუმჯობესოთ სკოლის მოსწავლეების მიღწევები. ეს ცოდნა დაგვეხმარება ვისწავლოთ, თუ როგორ
დავიმახსოვროთ ახალი ნაცნობების სახელები.
ფუნქციონალიზმის პრაგმატიზმის მიმართულებით განვითარებაში წამყვანი როლი შეასრულა უილიამ
ჯემსმა (1842–1910). ფსიქოლოგიის სფეროს განვითრებაში ჯემსის მთავარი წვლილი მის ერთადერთ წიგნში
- ფსიქოლოგიის პრინციპები- აისახა (1890/1970). დღესაც, კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები
ხშირად ეყრდნობიან ჯემსის მოსაზრებებს ისეთი ძირითადი საკითხების განხილვისას, როგორიცაა
ყურადღება, ცნობიერება, აღქმა. ადრეული პრაგმატიზმის კიდევ ერთი წარმომადგენელია ჯონ დიუი (1859–
1952). ჯონ დიუიმ ძლიერი გავლენა მოახდინა კოგნიტური ფსიქოლოგიის თანამედროვე შეხედულებებზე.
პირველ რიგში, დიუის სახელი ასოცირდება მის აზროვნებისა და სწავლების მიმართ პრაგმატულ
მიდგომასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონალისტებს აინტერესებდათ, თუ როგორ დაისწავლიან ადამიანები,
მათ არ განუსაზღვრიათ დასწავლის მექანიზმები. ეს საკითხი განიხილეს სხვა მიმდინარეობის -
ასოციაციონიზმის წარმომადგენლებმა.

ინტეგრაციული სინთეზი: ასოციაციონიზმი


ფუნქციონალიზმის მსგავსად, ასოციაციონიზმი უფრო გავლენიანი ფსიქოლოგიური აზროვნების
სტილია, ვიდრე ფსიქოლოგიის რიგიდული სკოლა. ასოციაციონიზმის ამოცანაა ფსიქიკის ელემენტების -
ასოციაციების შესწავლა. კერძოდ, ასოციაციონიზმი სწავლობს, როგორ უკავშირდება ერთმანეთს
განსხვავებული მოვლენები და აზრები, რაც დასწავლის გარკვეულ ფორმას უდევს საფუძვლად.
ასოციაციები შეიძლება წარმოიქნას შემდეგი ფაქტორების გავლენით:
• სიახლოვე (მეზობლობის ასოციაცია - მოვლენათა სიახლოვე დროსა და სივრცეში, როდესაც
გარკვეული მოვლენები ვლინდება ერთსა და იმავე დროს)
• მსგავსება (ერთმანეთთან ასოცირდება მოვლენები, რომლებსაც გააჩნია მსგავსი ნიშან-თვისებები)
• კონტრასტი (ერთმანეთთან ასოცირდება ურთიერსაწინააღმდეგო მნიშვნელობის მოვლენები,
როგორიცაა სიცივე/სიცხე, სინათლე/სიბნელე, დღე/ღამე).
კოგნიტური ფსიქოლოგიის პრაქტიკული გამოყენება
პრაგმატიზმი

11
12 სემინარი 1

სცადეთ ახლავე და გამოიყენეთ პრაგმატიზმის იდეა. მოიფიქრეთ, როგორ გახადოთ ამ სახელმძღვანელოში


მოცემული ინფორმაცია თქვენთვის უფრო სასარგებლო. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს თავი იწყება
შეკითხვებით, რაც უფრო გასაგებს ხდის და ამთლიანებს მოცემულ ინფორმაციას. ამ თავის დასასრულს კი
შეჯამებაში კვლავ ვუბრუნდებით იმავე შეკითხვებს. მოიფიქრეთ თქვენი საკუთარი შეკითხვები და სცადეთ
თქვენს ჩანაწერებს მისცეთ ამ შეკითხვებზე პასუხის ფორმა. ასევე სცადეთ დაუკავშიროთ ეს მასალა სხვა
კურსებს ან აქტივობებს, რომლებშიც მონაწილეობთ. მაგალითად, შესაძლოა მეგობარმა გთხოვოთ აუხსნათ
ახალი კომპიუტერული პროგრამის გამოყენება. დასაწყისისთვის, კარგი იქნებოდა დაგესვათ მისთვის
შეკითხვა: ,,შეკითხვები ხომ არ გაქვს?“ ამ ხერხით ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდი შენს მეგობარს, უფრო
გასაგები და გამოსაყენებლად ადვილი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ მას მოუწევდა გრძელი ლექცია-
მონოლოგის მოსმენა.
როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პრაგმატიზმი ცხოვრების სხვა სფეროებში (სასწავლო პროცესის გარდა)?

1800-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტატორი ფსიქოლოგი, რომელიც


სისტემატურად იყენებდა ასოციაციონისტურ პრინციპებს, ჰერმან ებინგჰაუსი იყო (1850–1909). კერძოდ,
ებინგჰაუსი შეისწავლიდა საკუთარ ფსიქიკურ პროცესებს. მან შეადგინა უაზრო მარცვლების ჩამონათვალი,
სადაც თითოეული მარცვალი დახურული იყო და შედგებოდა ერთი ხმოვნისა და ორი თანხმოვნისგან (მაგ.,
ზაკ). ებინგჰაუსი დეტალურად აღრიცხავდა, თუ რამდენ დროს ანდომებდა მარცვლების ამ ჩამონათვლების
დამახსოვრებას, ითვლიდა შეცდომებს და იწერდა პასუხების დროს. თვითდაკვირვებების პროცესში
ებინგჰაუსი შეისწავლიდა, თუ როგორ იმახსოვრებენ და დაისწავლიან ადამიანები მასალას მისი
მიზანმიმართული გამეორების გზით (სურ. 1.2). მან აღმოაჩინა, რომ ხშირი გამეორება ხელს უწყობს
ასოციაციების უკეთ განმტკიცებასა და აღბეჭდვას მეხსიერებაში. ამრიგად, გამეორება ხელს უწყობს
დასწავლას (იხ. თავი 6). სხვა გავლენიანი ასოციაციონისტი ლ. თორნდაიკი ((1874–1949) მიიჩნევდა, რომ
ასოციაციის ფორმირებაში საკვანძო როლს ,,კმაყოფილება“ ასრულებს. თორნდაიკი ამ პრინციპს
განმარტავდა, როგორც ეფექტის კანონს (1905): რაღაც დროის შემდეგ სტიმული გარკვეულ პასუხს
გამოიწვევს, თუკი ორგანიზმი ამ პასუხისთვის ჯილდოს მიიღებს. თორნდაიკს სჯეროდა, რომ ორგანიზმი
სწავლობს მოცემულ სიტუაციაში სტიმულზე კონკრეტული რეაქციით (ეფექტი) პასუხს, თუკი ამ რეაქციისთვის
მისი მრავალჯერადი დაჯილდოვება (კმაყოფილება, რომელიც მოქმედებს, როგორც შემდგომი მოქმედების
სტიმული) მოხდება. ამრიგად, ბავშვი, რომელიც ამოცანის ამოხსნას ცდილობს ტკბილეულის მოლოდინში,
სწავლობს ამოცანის უშეცდომოდ გადაწყვეტას, რადგან მას უყალიბდება ასოციაცია ამოხსნის ვალიდურ
სტრატეგიასა და ტკბილეულის მიღებას შორის. აღნიშნული იდეები ბიჰევიორიზმის განვითარების
წინამორბედია.
to future actions). Thus, a child given treats for solving arithmetic problems learns
to solve arithmetic problems accurately because the child forms associations between
valid solutions and treats. These ideas were the predecessors of the development of
behaviorism.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

Ebbinghaus
% of Data Remembered Forgetting Curve
100

90

80

70

60

50

40

30
2nd Repetition

3rd Repetition

4th Repetition

5th Repetition
1st Repetition

Photo © Bettmann/CORBIS
20

10

სურათი 1.2 ებინგჰაუსის დავიწყების მრუდი. ებინგჰაუსის დავიწყების მრუდიდან ჩანს, რომ პირველი რამდენიმე გამეორება
Figure 1.2 The Ebbinghaus Forgetting Curve shows that the first few repetitions result in
დასწავლის ციცაბო
a steep learning მრუდს
curve. Later იძლევა. შემდგომი
repetitions result in aგამეორებები კი, ofიწვევს
slower increase დამახსოვრებული
remembered words. სიტყვების რაოდენობის შედარებით
ნელ მატებას.

ანგარიშგასაწევია მხოლოდ ის, რასაც ხედავ: ასოცაციონიზმიდან ბიჰევიორიზმისკენ

თორნდაიკის თანამედროვე სხვა მეცნიერები სტიმული-რეაქციის მიმართებას ცხოველებზე


სწავლობდნენ. თორნდაიკისა და ასოციაციონიზმის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ამ
შემთხვევაში ექსპერიმენტული მეთოდები გამოიყენებოდა. ამ მკვლევართა შრომები მიეკუთვნება
ასოციაციონიზმსა და ბიჰევიორიზმის ახლად აღმოცენებულ მიმდინარეობას შორის გარდამავალ პერიოდს.
ბიჰევიორიზმის შესწავლის საგანია დაკვირვებად ქცევასა და სტიმულს, ან გარემოს მოვლენათა შორის
კავშირი. ბიჰევიორიზმისთვის ყველაფერი, რასაც სხვა უწოდებდა ,,ფსიქიკურს“, ფიზიკურ პარამეტრებში უნდა
აღწერილიყო (Lycan,2003). ზოგიერთი მკვლევარი, თორნდაიკის მსგავსად, შეისწავლიდა ნებისმიერ
პასუხებს/რეაქციებს (მაგრამ თორნდაიკის შრომებისგან განსხვავებით, აქ ცნობიერი აზრები არ
ფიგურირებდა). სხვა მკვლევრები შეისწავლიდნენ უნებლიე რეაქციებს, რომლებიც ვლინდებოდა
ერთმანეთისგან, ერთი შეხედვით, დამოუკიდებელი გარე მოვლენების ზემოქმედების შედეგად.
რუსი ფიზიოლოგი, ნობელის პრემიიის ლაურეატი, ივანე პავლოვი (1849–1936) შეისწავლიდა სწორედ
ამ ტიპის ქცევის უნებლიე დასწავლას. პავლოვის დაკვირვებით, ძაღლებს ნერწყვის გამოყოფა ეწყებოდათ იმ
ლაბორანტის დანახვაზე, რომელიც მათ კვებავდა. ეს რეაქცია ლაბორანტების მიმართ მაშინაც ვლინდებოდა,
როდესაც ძაღლი ვერ ხედავდა, მოჰქონდა ლაბორანტს მისთვის საჭმელი თუ არა. პავლოვმა რეაქციის ეს
ტიპი განმარტა, როგორც დასწავლის ფორმა (კლასიკური განპირობებით დასწავლა), რომელზეც ძაღლები
კონტროლს ვერ ახორციელდნენ. გარკვეული ტიპის უნებლიე დასწავლის შედეგად, ძაღლის ფსიქიკაში
საკვები ლაბორანტს დაუკავშირდა (Pavlov, 1955). პავლოვის ისტორიულმა ნაშრომმა გზა გაუკვალა
ბიჰევიორიზმის განვითარებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი იდეები ცნობილი გახდა ჯონ უოტსონის
ნაშრომებიდან (იხ. შემდეგი ქვეთავი). კლასიკური განპირობება მეტია, ვიდრე უბრალოდ მოვლენების დროში
მეზობლობით გამოწვეული ასოციაცია (მაგ. საკვები და პირობითი სტიმული ვლინდება ერთსა და იმავე
13
14 სემინარი 1

დროს; Ginns, 2006; Rescorla, 1967). ეფექტური განპირობება საჭიროებს შედეგების მოლოდინს (მაგ.
პირობითი სტიმული იწვევს საკვების გამოჩენის მოლოდინს; Rescorla & Wagner, 1972; Wagner & Rescorla,
1972). შედეგის მოლოდინი დაჯილდოებისა თუ დასჯის სახით დღესაც გამოიყენება, მაგალითად,
ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის პროცესში (Cameron & Ritter, 2007).
ბიჰევიორიზმი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ასოციაციონიზმის უკიდურესი გამოვლინება. ეს
მიმდინარეობა მთლიანადაა ფოკუსირებული გარემოსა და დაკვირვებად ქცევას შორის კავშირების გაგებაზე.
უკიდურესი, რადიკალური ბიჰევიორიზმის მიხედვით, ნებისმიერი ჰიპოთეზა შინაგან აზრებთან და აზროვნების
პროცესებთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა სპეკულაცია.

ბიჰევიორიზმის მომხრეები
რადიკალური ბიჰევიორიზმის ,,მამად“ მიჩნეულია ჯონ უოტსონი (1878–1958). უოტსონი ყურადღების
მიღმა ტოვებდა შინაგან ფსიქიკურ შინაარსებს ან მექანიზმებს. მას სწამდა, რომ ფსიქოლოგმა ყურადღება
უნდა გაამახვილოს მხოლოდ დაკვირვებადი ქცევის შესწავლაზე (Doyle, 2000). იგი უარყოფდა აზროვნებას,
მიაჩნდა რა, რომ აზროვნება უბრალოდ გაშინაგნებული, გაუხმოვანებელი მეტყველებაა.
ფსიქოლოგიის ადრეული მიმდინარეობებისგან ბიჰევიორიზმი იმითაც განსხვავდებოდა, რომ
ექსპერიმენტები ძირითადად ცხოველებზე ტარდებოდა და არა ადამიანებზე. ისტორიულად,
ბიჰევიორისტული შრომების დიდი ნაწილი ეძღვნებოდა (და დღესაც ეძღვნება) ცხოველებს. მაგალითად,
კვლევები ტარდება მტრედებზე ან ვირთხებზე, ვინაიდან ამ ცხოველებთან შესაძლებელია კარგი კონტროლი
იმ კავშირისა, რომელიც გარემოსა და მის საპასუხოდ აღმოცენებულ ქცევით რეაქციას შორის ვლინდება
(თუმცა ბიჰევიორისტები ატარებდნენ ექსპერიმენტულ კვლევებს ადამიანების მონაწილეობითაც).
ცხოველების გამოყენებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ პრობლემას ექსპერიმენტული შედეგების ადამიანებზე
გავრცელება (ანუ მიღებული შედეგების საფუძველზე ადამიანებთან მიმართებაშიც ანალოგიური დასკვნების
გაკეთება) წარმოადგენდა.
რადიკალური ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო სკინერი (1904–1990). სკინერის
მოსაზრებით, არა მხოლოდ დასწავლა, არამედ ადამიანის ქცევის პრაქტიკულად ყველა ფორმა შეიძლება
აიხსნას გარემო პირობებზე საპასუხო რეაქციით. სკინერი თავის კვლევებს, პირველ რიგში, ცხოველებზე
ატარებდა. ის უარყოფდა ფსიქიკურ მექანიზმებს, სამაგიეროდ, მიაჩნდა, რომ ოპერანტული
განპირობებულობით - განმტკიცების (ჯილდოს) ან დასჯის მოლოდინის გამო ქცევის გაძლიერებით და
შესუსტებით - შესაძლებელი იყო ადამიანის ქცევის ყველა ფორმის ახსნა. სკინერმა გამოიყენა ქცევის
ექსპერიმენტული ანალიზი მრავალ ფსიქოლოგიურ ფენომენთან მიმართებაში - დასწავლაში, ენის
ათვისებაში, ამოცანის გადაწყვეტაში. მეტწილად სწორედ სკინერის მყარმა მეცნიერულმა პოზიციებმა
განაპირობა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ბიჰევიორიზმის დომინირება სხვა ფსიქოლოგიურ
მიმდინარეობებზე.

ბიჰევიორიზმის კრიტიკა
ბიჰევიორისტულ მიდგომას აკრიტიკებდნენ ბევრ სხვადასხვა ფენომენთან მიმართებაში, როგორიცაა,
მაგალითად, ენის ათვისება, პროდუქცია და გაგება. მიუხედავად იმისა, რომ ბიჰევიორიზმი თითქოს კარგად
ხსნიდა დასწავლის ზოგიერთ ფორმას, ეს მიდგომა არ გამოდგებოდა ისეთი რთული ფსიქიკური
მოქმედებების ასახსნელად, როგორიცაა აზროვნება და ენის ათვისება. მეორეც, ზოგიერთ ფსიქოლოგს
სურდა არა მხოლოდ აეხსნა ადამიანის ქცევა, არამედ გაეგო, რა ხდება ადამიანის გონებაში. მესამე, ხშირად
გამოდიოდა, რომ ბიჰევიორისტული ტექნიკების გამოყენება უფრო იოლი იყო ცხოველების შესწავლისას,
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ვიდრე ადამიანებთან მიმართებაში. მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, ბიჰევიორიზმი განაგრძობს


არსებობას, როგორც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური სკოლა. ამავე დროს, ბიჰევიორიზმი ნაწილობრივ არ
იზიარებს კოგნიტურ მიდგომას, რომელიც მეტაფორულად, ზოგჯერ კი პირდაპირი მნიშვნელობით
გულისხმობს ადამიანების „თავში ჩახედვას“ იმის გასაგებად, თუ როგორ დაისწავლიან, იმახსოვრებენ,
აზროვნებენ და ფიქრობენ ისინი. როგორც ნახავთ შემდეგ ქვეთავში, იყო ბიჰევიორიზმის სხვა სახის კრიტიკაც.

ბიჰევიორისტები ბედავენ შავ ყუთში ჩახედვას


ზოგიერთი ფსიქოლოგი უარყოფდა რადიკალურ ბიჰევიორიზმს. მათ აინტერესებდათ, რა იყო
დამალული იდუმალ შავ ყუთში. ბიჰევიორისტები მიიჩნევდნენ, რომ გონება შავი ყუთია, რომლის შიგთავსის
განსაზღვრის საუკეთესო საშუალება ამ ყუთის შესავალსა და გამოსავალზე დაკვირვებაა, საკუთრივ შავ ყუთში
მიმდინარე პროცესების დეტალური აღწერა კი შეუძლებელია, ვინაიდან თავად ამ პროცესებზე დაკვირვებაა
შეუძლებელი. მაგალითად, ედვარდ ტოლმენი (1886–1959) ფიქრობდა, რომ ქცევის ასახსნელად
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქცევის მიზანი და გეგმა. ტოლმენს (1932) მიაჩნდა, რომ ყველა ქცევა
მიმართულია გარკვეული მიზნისკენ. მაგალითად, ლაბირინთში მოხვედრილი ვირთხის მიზანი ამ
ლაბირინთში საკვების პოვნაა. ზოგჯერ ტოლმენს განიხილავენ, როგორც თანამედროვე კოგნიტური
ფსიქოლოგიის წინამორბედს.
ა. ბანდურამ (1977b) შეამჩნია, რომ დასწავლა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ქცევის პირდაპირი
განმტკიცების შედეგი, არამედ სოციალურიც - სხვათა დასჯისა თუ წახალისებაზე დაკვირვების შედეგი.
დაკვირვების შედეგად სწავლის უნარი კარგად არის აღწერილი. ასეთი რამ გვხვდება ადამიანებთან,
მაიმუნებთან, ძაღლებთან, ფრინველებთან, და თევზებთანაც კი (Brown & Laland, 2001; Laland, 2004).
ადამიანებთან ეს ქცევა მოიცავს ყველა ასაკს - გვხვდება როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში (Mejia-Arauz,
Rogoff, & Paradise, 2005). ეს შეხედულება განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ როგორ
ვახდენთ საკუთარი ქცევის მოდელირებას სხვა ადამიანების ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ჩვენ ვსწავლობთ
მაგალითით. სოციალური დასწავლის ამგვარმა განხილვამ ბიძგი მისცა ინდივიდის გონებაში მიმდინარე
პროცესების შესწავლას.

დავიჯეროთ თუ არა?| სამეცნიერო პროგრესი!?

მეცნიერების განვითარება ზოგჯერ შეიძლება საკმაოდ უცნაური მიმართულებით წარიმართოს. ადრეული


1930-დან 60-იან წლებამდე ლობოტომია ფსიქიკური აშლილობების მკურნალობის მიღებული და
პოპულარული ხერხი იყო. ლობოტომიის დროს შუბლის წილებსა და თალამუსს შორის ხელოვნურად
წყვეტენ კავშირს. 1946 წელს ფსიქიატრმა უოლტერ ფრიმენმა გამოიგონა ლობოტომიის სპეციფიკური ტიპი-
ტრანსორბიტალური ,,ყინულის სოლის“ ლობოტომია. ეს პროცედურა ხორციელდებოდა ინსტრუმენტით,
რომელიც გამოიყურებოდა, როგორც ყინულის სამსხვრევი სოლი. ექიმს ინსტრუმენტი თვალბუდის არიდან
შეჰყავდა შუბლის წილში და ამოძრავებდა მას წინ და უკან. მანამდე ასეთ პაციეტებს მკურნალობდნენ
ელექტროშოკით. 50-იან წლებში ათობით ათასი ამერიკელი გადიოდა ზემოთაღწერილ ,,ფსიქოქირურგიას“.
ზოგიერთი ანგარიშიდან ჩანს, რომ პროცედურის შემდეგ პაციენტებს ეხსნებოდათ დაძაბულობა და
უმცირდებოდათ შფოთვა. თუმცა იყო უამრავი ადამიანი, ვინც ლობოტომიის შედეგად სამუდამოდ
15
16 სემინარი 1

უნარშეზღუდული დარჩა, ან სულაც შეეწირა ამ პროცედურას. ერთ-ერთი ცნობილი პაციენტი, რომელიც


ლობოტომიის მეთოდით მკურნალობდა, ჯონ კენედის და როზმარი იყო. დაუჯერებელია, მაგრამ
ლობოტომიით მკურნალობდნენ ისეთ პაციენტებსაც, რომლებიც ვერც კი აცნობიერებდნენ, რომ მათზე
ქირურგიული ჩარევა ხორციელდებოდა. ცნობილია ჰოვარდ დალის საშინელი შემთხვევა, რომელსაც
ლობოტომია 12 წლის ასაკში ჩაუტარდა. ჰოვარდმა ამის შესახებ მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ შეიტყო.
ამ შემთხვევის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე
http://www.npr.org/templates/story/story.php?storyId=5014080 (Helmes & Velamoor, 2009; MSNBC, 2005).

მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი: გეშტალტ-ფსიქოლოგია


ბიჰევიორიზმის კრიტიკოსთა შორის ყველაზე შეურიგებელი გეშტალტ-ფსიქოლოგიის
წარმომადგენლები იყვნენ. გეშტალტ-ფსიქოლოგიის ძირითადი დებულება მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ
უკეთ ვიგებთ ფსიქოლოგიურ ფენომენს, როცა მას განვიხილავთ, როგორც ორგანიზებულ და
სტრუქტურირებულ მთლიანს. ამ მოსაზრების თანახმად, ჩვენ ქცევას სრულად ვერ გავიგებთ, თუ მას
შემადგენელ ნაწილებად დავყოფთ. მაგალითად, ბიჰევიორისტები სწავლობდნენ აზროვნების პროცესს
შინაგან მეტყველებაზე დაკვირვებით; ისინი აზროვნების გამოვლინებებს ქცევაში ეძებდნენ, რომელზე
დაკვირვებითაც შესაძლებლად მიაჩნდათ აზროვნების პროცესის ახსნა. ამის საპირისპიროდ, გეშტალტ-
ფსიქოლოგიის წარმომადგენლები შეისწავლიდნენ „ინსაიტს“ (უეცარ წვდომას) - ამოცანის გადაწყვეტისას
ადამიანი თითქოს მყისიერად, უეცრად წვდება, გაიგებს სრულიად უცხო მოვლენას, რომელიც მას
გამოცდილებაში არ ჰქონია. გეშტალტ-ფსიქოლოგები სწორედ ამგვარი, გარედან არადაკვირვებადი,
შეუმჩნეველი ფსიქიკური ფენომენების შესწავლას ცდილობდნენ.
დებულება ,,მთელი მეტია, ვიდრე მისი ნაწილების ჯამი“- ზუსტად გადმოსცემს გეშტალტის სკოლის
თვალთახედვას. მაგალითად, იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ აღვიქვამთ ყვავილს, მხედველობაში უნდა
მივიღოთ ამ მოვლენასთან არსებული მთელი გამოცდილება. აღქმის გაგება აღქმის ობიექტის მხოლოდ
ფორმის, ფერის, ზომისა და ა.შ აღწერით შეუძლებელია. მსგავსად ამისა, როგორც წინა მსჯელობაში უკვე
აღინიშნა, შეუძლებელია, ამოცანის გადაწყვეტის გაგება მხოლოდ ქცევის ელემენტებზე წუთიერი
დაკირვებით (Köhler, 1927,1940; Wertheimer, 1945/1959). გეშტალტის პრინციპებს უფრო
დეტალურად მე-3 თავში განვიხილავთ.

კოგნიტური ფსიქოლოგიის აღმოცენება


გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ბიჰევიორიზმის საპასუხოდ ჩამოყალიბდა ახალი
მოძრაობა, რომელსაც ,,კოგნიტური რევოლუცია“ უწოდეს. კოგნიტივიზმის გაგებით, ადამიანის ქცევათა
უმეტესობა შეიძლება ახსნილ იქნას იმით, თუ როგორ აზროვნებს ადამიანი . ეს მიმდინარეობა უარყოფს
წარმოდგენას, რომ ფსიქოლოგები უნდა ერიდონ ფსიქიკური პროცესების შესწავლას, რადგან მათზე
დაკვირვება შეუძლებელია. კოგნიტივიზმი ნაწილობრივ ანალიზის იმგვარი ადრეული ფორმების სინთეზს
წარმოადგენს, როგორიცაა ბიჰევიორიზმი და გეშტალტფსიქოლოგია. ადამიანის დასწავლისა და აზროვნების
პროცესების შესწავლის მიზნით აქაც, ბიჰევიორიზმის მსგავსად, მიღებულია ზუსტი რაოდენობრივი ანალიზი,
ხოლო, გეშტალტფსიქოლოგიის მსგავსად, ყურადღება გამახვილებულია შინაგანი ფსიქიკური პროცესების
მნიშვნელობაზე.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ფსიქობიოლოგიის ადრინდელი როლი


ბედის ირონიით, უოტსონის ყოფილმა სტუდენტმა სპენსერ ლეშლიმ (1890–1958) მოულოდნელად
შეიცვალა აზრი. მას აღარ აკმაყოფილებდა ბიჰევიორისტული წარმოდგენა, რომლის თანახმად თავის ტვინი
პასიური ორგანოა, რომელიც მხოლოდ პასუხობს გარე გამღიზიანებლებს (Gardner,1985). ნაცვლად ამისა,
ლეშლი ტვინს განიხილავდა, როგორც ქცევის აქტიურ, დინამიკურ ორგანიზატორს. ლეშლის იმის გაგება
სურდა, თუ როგორ შეუძლია ადამიანის მაკრო-ორგანიზაციის მქონე თავის ტვინს იმგვარი რთული,
დაგეგმილი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მუსიკალური ნაწარმოების შესრულება, თამაში,
მეტყველების გამოყენება. ლეშლის პოზიციიდან, ეს მოქმედებები არ ექვემდებარება განპირობებულობის
მარტივი რეაქციით ახსნას.
მსგავსი სულისკვეთებით, ოღონდ სხვა დონის ანალიზის საფუძველზე, დონალდ ჰებმა (1949)
შემოიტანა უჯრედული ანსამბლის ცნება. ჰების აზრით, დასწავლის საფუძველია თავის ტვინში არსებული
უჯრედული ანსამბლები. უჯრედული ანსამბლები კოორდინირებული ნერვული სტრუქტურებია, რომლებიც
ხშირი სტიმულირების შედეგად ყალიბდება. ანსამბლი გარკვეული დროის შემდეგ ყალიბდება, როცა
იზრდება ცალკეული ნეირონის (ნერვული უჯრედის) მიერ სხვა, მასთან დაკავშირებული, ნეირონების
სტიმულირების უნარი. ბიჰევიორისტები არ ჩქრობდნენ ლეშლის და ჰების მოსაზრებების მიღებას. ამის
საპირისპიროდ, ბიჰევორისტმა სკინერმა დაწერა წიგნი იმაზე, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ენის ათვისება
და გამოყენება მხოლოდ გარემოსთან კავშირების ტერმინებში. ამ ნაშრომით სკინერმა იმდენად გააფართოვა
თავისი ჩარჩოები, რომ ოპონენტების წინაშე სრულიად დაუცველი დარჩა. შეტევამაც არ დააყოვნა.
ლინგვისტმა ნოემ ჩომსკიმ შემოგვთავაზა სკინერის იდეების გამანადგურებელი მიმოხილვა (1959). ამ
სტატიაში ჩომსკი ყურადღებას ამახვილებდა ენის როგორც ბიოლოგიურ საფუძველზე, ისე კრეატიულ
პოტენციალზეც. ის მიუთითებდა წინადადებების განუსაზღვრელ რაოდენობაზე, რომელთა წარმოება
შეგვიძლია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ამით ჩომსკი წინ აღუდგა ბიჰევიორისტულ მოსაზრებას, რომ
ენას განმტკიცების შედეგად ვსწავლობთ. ადრეულ ასაკშიც კი, ბავშვებს შეუძლიათ იმგვარი ახალი
წინადადებების წარმოება, რომლებიც მანამდე გამოცდილებაში არ ჰქონიათ და, შესაბამისად, საამისოდ
არასოდეს ყოფილან წახალისებული.

ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება: ინჟინერია, კომპიუტერიზაცია და გამოყენებითი კოგნიტური


ფსიქოლოგია
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, ზოგიერთი ფსიქოლოგი დაინტერესდა ახალი წარმოდგენით
იმის თაობაზე, რომ მანქანის პროგრამირების ანალოგიით შესაძლებელია ინფორმაციის გონებრივი
გადამუშავების იმიტაცია (Rychlak & Struckman, 2000). ტურინგმა დაუშვა, რომ უახლოეს მომავალში ძნელი
იქნებოდა ადამიანთა კომუნიკაციის განსხვავება მანქანური კომუნიკაციისგან. მან შეიმუშავა ტესტი, რომელსაც
უწოდეს ,,ტურინგის ტესტი“. ამ ტესტის საშუალებით უნდა შეფასებულიყო კომპიუტერულ პროგრამა. კერძოდ,
პროგრამა წარმატებულად იქნებოდა მიჩნეული, თუ მისი ფუნქციონირების შედეგები არ იქნებოდა
განსხვავებული ადამიანის ფუნქციონირების შედეგებისგან (Cummins & Cummins, 2000). სხვა სიტყვებით,
წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით კომპიუტერს და გგონიათ, რომ ის ადამიანია. შესაბამისად, კომპიუტერმა
წარმატებით გაიარა ტურინგის ტესტი (Schonbein & Bechtel, 2003). 1956 წელს ლექსიკონში გაჩნდა ახალი

17
18 სემინარი 1

ტერმინი: ხელოვნური ინტელექტი (Artificial intelligence, AI). ეს არის ადამიანის მცდელობა, შექმნას სისტემა
ინტელექტის მახასიათებლებით, კერძოდ, ინფორმაციის ინტელექტუალური გადამუშავების სისტემა (მერიემ-
ვებსტერის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2003). ხელოვნური ინტელექტის მაგალითია ჭადრაკის თამაშის
პროგრამები; კომპიუტერთან თამაშში დღეს ადამიანების უმეტესობა მარცხდება. თუმცა ექსპერტები
სათანადოდ ვერ აფასებდნენ იმ ფაქტს, რომ იმგვარი კომპიუტერის შექმნა, რომელიც ადამიანივით
იაზროვნებდა, ძალზე რთულია. კომპიუტერებს დღესაც უჭირთ ხელწერის გარჩევა, სალაპარაკო ენის გაგება
და სათანადო პასუხის გაცემა, რაც ადამიანებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
გამოყენებითი სახის პრობლემების გავლენით ადრეულ ეტაპზე ბევრი ფსიქოლოგი დაინტერესდა
კოგნიტური ფსიქოლოგიით. მაგალითად, ბერის თანახმად (2002), დონალდ ბროდბენტი (1926–1993)
აცხადებდა, რომ კოგნიტური ფსიქოლოგიის მიმართ ინტერესი AT6 თვითმფრინავებთან დაკავშირებული
თავსატეხების გავლენით გაჩნდა. აღნიშნულ თვითმფრინავებს სკამების ქვეშ თითქმის იდენტური ბერკეტები
გააჩნდათ. ამ ბერკეტთაგან ერთი შასის ასაწევად იყო განკუთვნილი, ხოლო მეორე - ფრთების ფარის
ასაწევად. პილოტებს ბერკეტები მუდმივად ერეოდათ ერთმანეთში, რის გამოც ძვირადღირებული
თვითმფრინავები აფრენისას ვარდებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს კოგნიტური ფსიქოლოგიის ბევრი
სპეციალისტი, მათ შორის, ერთ-ერთი ავტორის უფროსი მრჩეველი, უენდელ გარნერი, კონსულტირებას
უწევდა სამხედრო ძალებს ავიაციისა და სხვა სფეროების მრავალ პრაქტიკულ პრობლემასთან
დაკავშირებით. ინფორმაციული თეორია სწორედ ინფორმატიკის და ინჟინერიის სფეროებში წამოჭრილი
პრობლემების შედეგია. ამ თეორიის მიზანია ქცევის გაგება, რომელიც ეფუძნება ადამიანის მიერ ბიტებში
ასახული ინფორმაციის გადამუშავების შესწავლას (Shannon & Weaver, 1963).
გამოყენებითი კოგნიტური ფსიქოლოგია ასევე ფართოდ გამოიყენებოდა რეკლამის სფეროში. მას
შემდეგ, რაც დატოვა პროფესორის თანამდებობა ჰოპკინსის უნივეტსიტეტში, ჯონ უოტსონი ერთ-ერთი
სარეკლამო სააგენტოს უაღრესად წარმატებული მმართველი გახდა. წარმატების მისაღწევად უოტსონი
ფსიქოლოგიის სფეროში თავის ცოდნას იყენებდა. მართლაც, ბევრი სარეკლამო სააგენტო იყენებდა
კოგნიტური ფსიქოლოგიის პრინციპებს მომხმარებლების მოსაზიდად (Benjamin & Baker, 2004).
1960-ანი წლების დასაწყისში, ფსიქოლოგიის სხვა ძირითად მიმართულებებთან ერთად,
ბიჰევიორიზმის კრიტიკამაც მოამწიფა რევოლუციური ვითარება და განაპირობა ისეთი სფეროების
განვითარება, როგორიცაა ფსიქობიოლოგია, ლინგვისტიკა, ანთროპოლოგია და ხელოვნური ინტელექტი.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში Emergence of Cognitive Psychology 15
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

Harris, S./www.CartoonStock.com
ამ პრობლემაზე მუშაობა ჩემი ცხოვრების მიზანი იყო. მე ვგეგმავდი დარჩენილი ცხოვრების წლები ამ საქმისთვის მიმეძღვნა. ის კი სულ
რაღაც 4 წამში გადაიჭრა.

კოგნიტური ფსიქოლოგიის პირველი წარმომადგენლები (მაგ., მილერი, გალანტერი და პრიბრამი, 1960;


ნიუელი, შოუ და საიმონი, 1957) აცხადებდნენ, რომ ბიჰევიორისტების მოსაზრებები ქცევის თაობაზე ნაკლებად
ადეკვატური იყო. ბიჰევიორისტებს არ აინტერესებდათ, როგორ აზროვნებს ადამიანი. ერთ-ერთი პირველი,
psychology through a puzzle regarding AT6 aircraft. The planes had two almost
ყველაზე ცნობილი სტატია
identicalკოგნიტურ
levers underფსიქოლოგიაში ჯორჯ
the seat. One lever was მილერის
to pull ,,მაგიური
up the wheels and the other 7“ იყო (1956). ჯორჯ
ციფრი
to pull
მილერმა შენიშნა, რომ up the flaps.
კოგნიტურ Pilots apparently regularly
ფსიქოლოგიაში ხშირადmistook one for the
ფიგურირებს other, thereby
ციფრი 7, მაგალითად, აღქმისა და
crashing expensive planes upon take-off. During World War II, many cognitive
მეხსიერების ფსიქოლოგიის სფეროს
psychologists, ლიტერატურაში.
including მილერი
one of the senior author’s დაინტერესდა,
advisors, Wendell Garner, ხომ არ ჰქონდა 7-ის ამგვარ
consulted
with the military in solving practical problems of aviation and other fields
უცნაურ სიხშირეს რაიმე ფარული მნიშვნელობა. მაგალითად, მან აღმოაჩინა, რომ ადამიანთა უმრავლესობა that arose
out of warfare against enemy forces. Information theory, which sought to understand
იმახსოვრებს ინფორმაციის დაახლოებით
people’s behavior they process თავის
in terms of 7howერთეულს. the kindsნაშრომში მილერმა შემოიტანა არხის
of bits of information
processed by computers (Shannon & Weaver, 1963), also
მოცულობის ცნება. არხის ტევადობა გულისხმობს მიწოდებული ინფორმაციის იმ ზედა grew out of problems in ზღვარს, სადამდეც
engineering and informatics.
შეიძლება დაიტიოს ეს ინფორმაცია
Applied cognitiveინდივიდმა. მაგალითად,
psychology also თუuseთქვენ
has had great იმახსოვრებთ
in advertising. John თანმიმდევრულად
მიწოდებულ 7 ციფრს,Watson,
თქვენიafter he left
არხის Johns Hopkins
მოცულობა University
ციფრების as a professor,
დახსომებაში became
არის 7. an ex-
tremely successful executive in an advertising firm and applied his knowledge of
ფსიქოლოგიის psychology
ამ ახალი,to მზარდი
reach his success.
სფეროს Indeed, much of advertising has directly
პოპულარიზაციისთვის used princi-კურსდამთავრებულთა
სტუდენტების,
და აკადემიკოსთა ples from cognitive psychology to attract customers to products (Benjamin & Baker,
წრეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ულრიკ ნაისერის კოგნიტური
2004).
By theნაისერი
ფსიქოლოგიის გამოცემას. early 1960s, developments
კოგნიტურ in psychobiology, განსაზღვრავდა,
ფსიქოლოგიას linguistics, anthropology,
როგორც მეცნიერებას,
and artificial intelligence, as well as the reactions against behaviorism by many
რომელიც შეისწავლის, თუ როგორ დაისწავლის, ახარისხებს, ინახავს და იყენებს ცოდნას ადამიანი. შემდეგში
mainstream psychologists, converged to create an atmosphere ripe for revolution.
ალენ ნიუელმა და ჰერბერტ საიმონმა (1972) წამოაყენეს აზროვნებისა და ამოცანის გადაწყვეტის (როგორც
ბაზისური, ისე ურთულესი ფორმების) დეტალური მოდელი. 1970 წლისთვის კოგნიტური ფსიქოლოგია
საყოველთაოდ იქნა აღიარებული, როგორც ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში კვლევის მეთოდების ფართო
არსენალის მქონე მთავარი სფერო.
1970-იან წლებში ჯერი ფოდორმა (1973) გაავრცელა გონების მოდულარობის კონცეფცია (concept of
the modularity of mind). ფოდორის მოსაზრებით, ფსიქიკა განსხვავებული მოდულებისგან, ანუ სპეციალური

19
20 სემინარი 1

დანიშნულების სისტემებისგან შედგება, რომლებიც ამუშავებს ლინგვისტურ და, შესაძლოა, სხვა ტიპის
ინფორმაციას. მოდულარობა გულისხმობს, რომ ერთი რომელიმე სფეროს ინფორმაციის გადამუშავებაში
ჩართული პროცესები სხვა მოდულებში მიმდინარე პროცესებისგან დამოუკიდებელია, მაგალითად,
ლინგვისტურ მოდულში მიმდინარე პროცესები (Fodor, 1973) აღქმის მოდულში მიმდინარე პროცესებისგან
დამოუკიდებელია (Marr, 1982). ამ მოსაზრების საპირისპირო იქნებოდა დაშვება, რომ სხვადასხვა ტიპის
ინფორმაციის გადამუშავება წარმოებს არა ურთიერთდამოუკიდებლად, არამედ ერთი პროცესის
ფარგლებში, და ეს პროცესი გამოიყენება როგორც ენისა და აღქმის, ასევე სხვა ტიპის ინფორმაციის
გადამუშავებისას. მოდულარული მიდგომის გამოყენება ნაყოფიერია იმგვარ კოგნიტურ ფენომენთა
შესასწავლად, როგორიცაა ენა და მეტყველება, მაგრამ ნაკლებად გამოდგება ისეთი ფენომენის
შესწავლისთვის, როგორიცაა ინტელექტი. ინტელექტუალურ პროცესებში, როგორც ჩანს, ჩართულია თავის
ტვინის მრავალი სხვადასხვა უბანი და მათ შორის ურთულესი ურთიერთქმედება ხორციელდება.
საინტერესოა, რომ გონების მოდულარობის იდეა მომდინარეობს ფრენოლოგიიდან, რომლის
ცნობილი წამომადგენელი ფრანც-ჯოზეფ ჰალი (იხ. ბორინგი, 1950) ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს
მიიჩნევდა, რომ ადამიანის თავის ქალაზე არსებული კოპები და ამობურცულობები პირდაპირ კავშირშია
ადამიანის კოგნიტურ შესაძლებლობებთან. მიუხედავად იმისა, რომ ფრენოლოგია თავისთავად არ
წარმოადგენდა მეცნიერულად ვალიდურ მეთოდიკას, მენტალური კარტოგრაფიის პრაქტიკა დიდხანს
შემორჩა და საბოლოოდ გადაიზარდა თანამედროვე მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებულ მოდულარობის
იდეებში.

ცნებების შემოწმება
1. რა არის პრაგმატიზმი და რა კავშირი აქვს მას ფუნქციონალიზმთან?
2. რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება ასოციაციონიზმი და ბიჰევიორიზმი?
3. რაში მდგომარეობს გეშტალტ-ფსიქოლოგიის ფუნდამენტური იდეა?
4. რა მოიაზრება გონების მოდულარობაში?
5. როგორ აერთიანებს კოგნიტივიზმი წინამორბედი მიმდინარეობების ელემენტებს?

შემეცნება და ინტელექტი

ინტელექტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც გამაერთიანებელი ფსიქოლოგიური კონსტრუქტი,


ერთგვარი ,,ქოლგა“, რომელიც აერთიანებს კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებულ თეორიებსა და კვლევებს.
ინტელექტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლის, დასწავლის გასაუმჯობესებლად
მეტაკოგნიტური პროცესების გამოყენებისა და გარემოსთან ადაპტაციის უნარია. ადაპტაცია, შესაძლოა,
განსხვავებული აღმოჩნდეს სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. მაღალი ინტელექტუალური
შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, როგორც წესი, უკეთესი მაჩვენებლები აქვთ ყურადღების
განაწილებასა და სელექციურ ყურადღებაში, მუშა მეხსიერებაში, აზროვნებაში, ცნებების შემუშავებაში,
გადაწყვეტილების მიღებასა და ამოცანის გადაწყვეტაში. ამიტომ კოგნიტურ ფუნქციებთან დაკავშირებული
ფსიქიკური პროცესების ახსნის მცდელობა გვეხმარება, უკეთ გავიგოთ ინტელექტის ინდივიდუალური
განსხვავებების საფუძველი.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

რა არის ინტელექტი?
სანამ გაეცნობით, რას მოიაზრებენ კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები ინტელექტის ცნებაში,
შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი. კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა: ინტელექტის ცხრილში მოცემული
ამოცანების დახმარებით.
ითვლება (ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის), რომ ცხრილში მოცემული
თითოეული ამოცანის გადაწყვეტა ინტელექტის გარკვეულ დონეს საჭიროებს (პასუხებს იხილავთ ამ ქვეთავის
ბოლოს.) ინტელექტი ისეთი ცნებაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველა
ასპექტს. მაშ, რას წარმოადგენს ინტელექტი, ძირითადი განსაზღვრების მიღმა? უახლეს სტატიაში,
მკვლევრების მიერ მოყვანილია ინტელექტის დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა განსაზღვრება (Legg & Hutter,
2007). 1921 წელს, ჟურნალ ,,განათლების ფსიქოლოგიის“ რედაქტორებმა 14 ცნობილ ფსიქოლოგს დაუსვეს
შეკითხვა: რა არის ინტელექტი? შეკითხვას მრავალფეროვანი პასუხი მოჰყვა, მაგრამ ყველა თანხმდებოდა
ორი ძირითადი უნარის თაობაზე. ინტელექტი მოიცავს:
1. გამოცდილებით დასწავლის უნარს და
2. გარემოსთან ადაპტაციის უნარს.
65 წლის შემდეგ ინტელექტის კვლევაში გამოცდილ 24 ფსიქოლოგს დაუსვეს იგივე შეკითხვა (Sternberg
& Detterman, 1986). ამჯერად, მეცნიერებმა განავრცეს განსაზღვრება და ხაზი გაუსვეს მეტაკოგნიციის
მნიშვნელობას. მეტაკოგნიცია ადამიანის უნარია, გაიგოს და გააკონტროლოს თავისი ფსიქიკური პროცესები.
თანამედროვე ექსპერტები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კულტურულ ფაქტორს. მათი მითითებით, ის,
რაც ერთ კულტურულ გარემოში გონიერების გამოვლინებად ითვლება, სხვა კულტურაში შეიძლება
სისულელედ იქნას მიჩნეული (Serpell, 2000). მართლაც, აღმოჩნდა, რომ ინტელექტის განსაზღვრებაშიც კი
კულტურული განსხვავებების მთელი რიგია. ამ ფაქტს ინტელექტის სფეროში კვლევების ახალი ტალღა
მოჰყვა, რომელთა მიზანი ინტელექტის გაგებასა და განსაზღვრებაში კულტურული განსხვავებების
გამოვლენა/დადგენა იყო. ეს სფერო შეისწავლის ფენომენს, რომელიც ცნობილია კულტურული ინტელექტის
სახელით (იგივე CQ). ამ ტერმინით აღნიშნულია ადამიანის უნარი, გაუმკლავდეს სხვადასხვა კულტურულ
გარემოში არსებულ გამოწვევებს და ადაპტირდეს პრობლემებთან (Ang et al., 2010; Sternberg &Grigorenko,
2006; Triandis, 2006). კვლევების შედეგებში ასევე გამოვლინდა ინტელექტთან დაკავშირებული პიროვნული
ცვლადები (Ackerman, 1996, 2010). ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ინტელექტის ყოვლისმომცველი
განსაზღვრება აერთიანებს ინტელექტის მრავალ ასპექტს.

კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა: ინტელექტი


1. სანთელს ქონი ისევე შეესაბამება, როგორც საბურავს შეესაბამება A) ავტომობილი, B)
წრე, C) რეზინი, D) ღრუ;
2. დაასრულეთ მწკრივი: 100%, 0.75, 1/2; (a) მთელი, (b) 1/8 (c) ¼;
3. პირველი სამი ნიმუში შეადგენს პირველ მწკრივს. დაასრულეთ მეორე მწკრივი,
რომელიც იწყება მეოთხე ნიმუშით:

21
22 სემინარი 1

4. თქვენ იმყოფებით ცრუების და მართლის მთქმელების წვეულებაზე. მართლის


მთქმელები ყოველთვის სიმართლეს ამბობენ, ხოლო ცრუები - ტყუილს. თქვენ
გაიცანით ახალი სტუმარი. ახალი ნაცნობი გადმოგცემთ გაგონილ საუბარს,
რომელშიც გოგონა საკუთარ თავზე ამბობს, რომ მატყუარაა. ვინ არის თქვენი ახალი
ნაცნობი - ცრუ თუ მართლის მთქმელი?

გარდა ამისა, ინტელექტის განსაზღვრებებს ხშირად შეფასებითი ხასიათი აქვთ. მართლაც, ზოგიერთი
ფსიქოლოგი კმაყოფილდებოდა განსაზღვრებით, რომ ინტელექტი არის ის, რაც იზომება ტესტებით (Boring,
1923). ასეთი ტიპის განსაზღვრებას, სამწუხაროდ, მანკიერ წრემდე მივყავართ, რადგან გამოდის, რომ
ინტელექტის არსი ისაა, რაც ტესტების გამოყენებით იზომება, ხოლო ის, რაც ტესტებით იზომება,
აუცილებლად ინტელექტის ბუნებითაა განსაზღვრული. მეტიც, სხვადასხვა ტესტი შეიძლება სრულიად
განსხვავებულ კონსტრუქტს ზომავდეს (Daniel, 1997, 2000; Kaufman, 2000; Kaufman&Lichtenberger, 1998).
აქედან გამომდინარე, მიუღებელია ინტელექტის დადგენა იმით, რასაც ტესტები ზომავს მაშინ, როცა ყველა
ამგვარი ტესტი ერთსა და იმავეს არ აფასებს.

ქვემოთ მოყვანილია პასუხები კითხვებზე


კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა: ინტელექტი
1. რეზინი. სანთლებს ხშირად ამზადებენ ქონისგან, ხოლო საბურავებს ხშირად ამზადებენ (c) რეზინისგან.
2. 100%, 0.75 და ½ არის რიცხვები, რომლთა შორის სხვაობა არის ¼. ამ მწკრივის გაგრძელებას
წარმოადგენს (c) ¼. (ანუ ნაკლებია ½-ზე ¼-ით).
3. მწკრივის პირველი ფიგურა იყო წრე და კვადრატი, შემდეგი - ორი კვადრატი და წრე, შემდეგ სამი
წრე და ერთი კვადრატი; მეორე მწკრივის პირველი ნიმუშია სამი სამკუთხედი და ერთი კვადრატი,
შემდეგ უნდა ყოფილიყო ((b), ოთხი კვადრატი და სამკუთხედი.
4. წვეულებაზე თქვენ შეხვდით ცრუს. გოგონა, რომელზეც პიროვნება გესაუბრებოდათ, სიმართლის
მთქმელი რომ ყოფილიყო, თავის თავზე იტყოდა, სიმართლის მთქმელი ვარო. თუმცა ცრუც რომ
ყოფილიყო, მაშინაც სიმართლის მთქმელი ვარო, გეტყოდათ. ამრიგად, გოგონა როგორიც არ უნდა
ყოფილიყო - ცრუ თუ მართალი, იტყოდა, რომ სიმართლის მთქმელია. ამგვარად, წვეულებაზე
შემხვედრი პიროვნების მიერ მოტანილი ამბავი გოგონას შესახებ, რომელიც საკუთარ თავს ცრუს
უწოდებს, სიმართლე არ არის. შესაბამისად, თქვენი ნაცნობი უნდა ტყუოდეს და, მაშასადამე, ცრუა.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ინტელექტის სამი კოგნიტური მოდელი


ინტელექტის მრავალი მოდელი არსებობს. კოგნიტურ სფეროსთან ადამიანის ინტელექტის
დაკავშირების საკითხში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამ მოდელს: ინტელექტის სამდონიანი
მოდელი, მრავლობითი ინტელექტის თეორია და ინტელექტის სამკომპონენტიანი თეორია.

ქეროლი (Carrol): ინტელექტის სამდონიანი მოდელი


ინტელექტის სამდონიანი მოდელის თანახმად, ინტელექტის სტრუქტურა წარმოდგენილია კოგნიტური
უნარების სამდონიანი იერარქიით (Carroll, 1993):
• პირველი დონე მოიცავს ვიწრო, სპეციფიკურ უნარებს (აზროვნების სისწრაფე, ფონოლოგიური
ანალიზის უნარი)
• მეორე დონე მოიცავს სხვადასხვა, ზოგად უნარებს (ფლუიდური ინტელექტი, კრისტალიზებული
ინტელექტი, ხანმოკლე მეხსიერება, გადავადებული მეხსიერება, ინფორმაციის გადამუშავების
სისწრაფე)
• მესამე დონე კი ზოგადი ინტელექტია (ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც g ფაქტორს).
ამ დონეთაგან ყველაზე საინტერესო შუა დონეა, რომელიც არც ძალიან სპეციფიკურია და არც -
ყოვლისმომცველი.
შუა დონეზე გაერთიანებულია „ფლუიდური“ და „კრისტალიზებული უნარები“. ფლუიდური უნარია
აბსტაქტული აზროვნების სისწრაფე და სიზუსტე, განსაკუთრებით, ახალ პრობლემებთან მიმართებაში.
კრისტალიზებული უნარი გულისხმობს დაგროვილ ცოდნასა და ლექსიკონს (Cattell, 1971). გარდა
ფლუიდური და კრისტალიზებული ინტელექტისა, ქეროლი ამავე დონეში მოიაზრებს რამდენიმე სხვა უნარს.
ესენია დასწავლა და დახსომების პროცესი, ვიზუალური აღქმა, სმენითი აღქმა, იდეების თავისუფალი
პროდუცირება (ვერბალური მოქნილობის მსგავსი) და სისწრაფე (რაც მოიცავს ორივეს - ნებისმიერი ტიპის
პასუხის სისწრაფეს და სწორი პასუხის სისწრაფეს). ქეროლის მოდელი, გაზომვაზე დაფუძნებული
ინტელექტის მოდელთა შორის, შესაძლოა, ყველაზე ფართოდაა აღიარებული.
ამ პროცესების შესახებ მეტს გაიგებთ მომდევნო თავებში.

გარდნერი: მრავლობითი ინტელექტის თეორია


ჰოვარდ გარდნერმა (1983, 1993b, 1999, 2006) წარმოადგინა მრავლობითი ინტელექტის თეორია,
რომლის თანახმად, ინტელექტი მრავალი დამოუკიდებელი კონსტრუქტისგან შედგება. ამდენად, ინტელექტი
არ არის მხოლოდ ერთი, უნიტარული (დაუნაწევრებელი) ფენომენი. ამ თეორიაში ინტელექტი არ
განიხილება ცალკეული უნარების ჯამად (მაგ.Thurstone, 1938); გამოყოფილია, ერთმანეთისაგან
მეტნაკლებად დამოუკიდებელი, ცალკეული ინტელექტი (იხ. ცხრილი 1.1). თითოეული წარმოადგენს
ფუნქციონირების ცალკე სისტემას, თუმცა ეს სისტემები ურთიეთქმედებენ და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც
უწოდებენ ინტელექტუალურ მოქმედებას (intelligent performance).
დააკვირდით გარდნერის ინტელექტების ჩამონათვალს, თქვენ, ალბათ, თქვენი საკუთარი ინტელექტის
შეფასება ან, თქვენი ძლიერი მხარეების ჩამონათვალის შედგენაც შეიძლება მოისურვოთ.
გარდნერი მთლიანად არ უარყოფდა ფსიქომეტრული ტესტების გამოყენებას. მაგრამ გარდნერის მიერ
გამოყენებული მონაცემები (მაგ., განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ინდივიდების ყოფნა ერთ გარემოში,
თავის ტვინის დაზიანება, რომელიც გარკვეული ტიპის ინტელექტის დარღვევებს იწვევს, ან საბაზო

23
24 სემინარი 1

ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული ინტელექტის ფუნქციონირებისათვის) არ ეფუძნებოდა


მხოლოდ ფსიქომეტრული ტესტების ფაქტორულ ანალიზს.

ცხრილი 1.1 გარდნერის რვა ინტელექტი


გარდნერის რვა ინტელექტიდან რომელი აღმოგაჩნდათ ყველაზე მეტად განვითარებული? რა
კონტექსტში შეგიძლიათ ამ უნარის ყველაზე ეფექტურად გამოყენება? (After Gardner, 1999.)
ინტელექტის ტიპი ამ ტიპის ინტელექტის გამოვლენის მაგალითები
ლინგვისტური ინტელექტი გამოიყენება წიგნების კითხვისთვის, ნაწარმოების
წერისას, რეცეპტული (მიმართული მეტყველების)
გაგებაში.
ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტი გამოიყენება მათემატიკური ამოცანების
გადაწყვეტაში, თეორემის დამტკიცებაში,
საბუღალტრო ბალანსის წარმოებაში და ლოგიკურ
აზროვნებაში.
სივრცითი ინტელექტი გამოიყენება ნავიგაციისთვის, რუკის წაკითხვისა და
მანქანის საბარგულში ნივთების კომპაქტურად
ჩალაგებისთვის.
მუსიკალური ინტელექტი გამოიყენება სიმღერის, დაკვრისა და მუსიკის
დასაწერად ან თუნდაც შესრულებული ნაწარმოების
შესაფასებლად.
სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი გამოიყენება ცეკვის, სირბილის, კალათბურთის
თამაშისა და შუბის სროლისთვის.
ინტერპერსონალური ინტელექტი გამოიყენება სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში,
მაგალითად, სხვა ადამიანის ქცევის, მოტივების, ან
ემოციების გაგებისთვის.
ინტრაპერსონალური ინტელექტი გამოიყენება საკუთარი თავის გაგებისთვის - ამ
უნარის საფუძველზე ვიგებთ, ვინ ვართ, რას
წარმოვადგენთ, როგორ შეიძლება შევიცვალოთ იმ
დროისათვის არსებული უნარებისა და ინტერესების
გათვალისწინებით.
ნატურალისტური ინტელექტი გამოიყენება ბუნების კანონზომიერებების გასაგებად.
ჰოვარდ გარდნერის მრავლობითი ინტელექტი. 1993 წლის გამოცემა, გამოშვებული Perseus Books, L.L.C. წევრის
,,Basic Books“ ნებართვით.

მოდით, ერთი წუთით დავფიქრდეთ:


• როგორ ფიქრობთ, თქვენი ინტელექტის სხვადასხვა მხარე ერთ მთლიანობას ქმნის?
• როგორ ფიქრობთ, განსხვავებული ტიპის ინტელექტი ურთიერთდამოკიდებულია?
გარდნერის შეხედულებით, გონება მოდულარულია. გონების მოდულარული სტრუქტურის მომხრეებს
მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ცალკეული უნარების ურთიერთგამიჯვნა იმაზე დაყრდნობით, რომ ისინი
თავის ტვინის განსხვავებულ უბანთა ანუ მოდულთა ფუნქციებს წარმოადგენენ. ამრიგად, ინტელექტის
ამჟამინდელი და მომავლის კვლევის მთავარი ამოცანაა თავის ტვინის იმ უბნების გამოყოფა, რომლებიც
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ცალკეული ტიპის ინტელექტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. გარდნერმა თავის ტვინში ამგვარი, სულ
მცირე, რამდენიმე უბნის არსებობა ივარაუდა, მაგრამ სხვადასხვა ტიპის დამოუკიდებელი ინტელექტის
არსებობის უტყუარი დამამტკიცებელი მონაცემები ჯერ არ წარმოუდგენიათ. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერი
გარდნერის თეორიის მკაცრ მოდულარიზმს ეჭვქვეშ აყენებს (Nettelbeck & Young, 1996). განვიხილოთ
აუტიზმის მქონე ინდივიდები, რომელთაც სპეციფიკურ კოგნიტურ სფეროში განსაკუთრებული ნიჭიერება
ახასიათებთ. ამგვარი ინდივიდები მძიმე სოციალური და კოგნიტური დეფიციტის მქონე ადამიანები არიან,
ვიწრო კოგნიტურ სფეროში კარგად განვითარებული უნარებით. მეცნიერთა ვარაუდით, ამ ტიპის მონაცემები,
ანუ ცალკეული უნარის განვითარება, არ ადასტურებს ინტელექტის მოდულარულ ბუნებას. გადავადებული
მეხსიერების მოცულობის შევიწროვება და აუტიზმის მქონე განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანების
კონკრეტული უნარები, შესაძლოა, სულაც არ იყოს ინტელექტუალური ხასიათის (Nettelbeck & Young, 1996).
ამრიგად, ეს არის საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ მოუქნელი მოდულებისგან შედგენილი ინტელექტის
არსებობაში.

სტერნბერგი: სამკომპონენტიანი ინტელექტის თეორია


მაშინ, როდესაც გარდნერი ხაზს უსვამს ინტელექტის სხვადასხვა ასპექტის დამოუკიდებლობას, რობერტ
სტერნბერგის სამკომპონენტიანი ინტელექტის თეორიაში ყურადღება სწორედ ამ ასპექტების
ურთიერთქმედების ხასიათზეა გამახვილებული (Sternberg, 1985a, 1988, 1996b, 1999). სამკომპონენტიანი
თეორიის თანახმად, ადამიანის ინტელექტი მოიცავს სამ ასპექტს: კრეატულს, ანალიტიკურსა და პრაქტიკულს.
• კრეატიული უნარები გამოიყენება ახალი იდეების გენერირებისთვის;
• ანალიტიკური უნარები გამოიყენება თქვენი და სხვა ადამიანების ახალი იდეების შესაფასებლად;
• პრაქტიკული უნარების გამოყენებით ხდება იდეათა რეალიზება და ამ იდეების ღირებულებაში სხვა
ადამიანთა დარწმუნება.
სურათი 1.3 -ზე ასახულია ინტელექტის ნაწილები და მათი ურთიერთქმედება.

“მოხმარება”
“გამოყენება”
“უტილიზაცია”
პრაქტიკული

“შეფასება” “შექმნა”
“ანალიზი” “გამოგონება”
ანალიტიკური კრეატული
“შედარება” “აწყობა”

სურათი 1.3 რობერტ სტერნბერგის მიხედვით, ინტელექტი შედგება ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული
უნარებისგან. ანალიტიკური აზროვნების მეშვეობით ჩვენ ვწყვეტთ ჩვეულ პრობლემებს. გადაწყვეტილების მიღების
პროცესში ხდება პრობლემის ელემენტებით მანიპულირება (მაგ., შედარება, ანალიზი). კრეატული აზროვნების

25
26 სემინარი 1

შემთხვევაში ხდება ახალი ტიპის პრობლემების გადაწყვეტა. ამ დროს საჭიროა პრობლემისა და პრობლემის
ელემენტების განხილვა სხვა კუთხით (სხვა ხერხის პოვნა, გამოგონება). პრაქტიკული აზროვნების შემთხვევაში
პრობლემის გადაწყვეტა ხდება გამოცდილების საფუძველზე, იმ ხერხებსა და ცოდნაზე დაყრდნობით, რომლებიც
ვისწავლეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში (მოხმარება, გამოყენება).

ამ თეორიის თანახმად, კოგნიცია ინტელექტის ცენტრია. შემეცნების პროცესში ინფორმაციის


გადამუშავებაში მონაწილეობს სამი ტიპის კომპონენტი: 1. მეტაკომპონენტები - უმაღლესი აღმასრულებელი
ფუნქციები (მაგ. მეტაკოგნიცია), რომლებიც ერთვება ამოცანის გადაწყვეტის დაგეგმვაში, მონიტორინგსა და
შეფასებაში; 2. განმახორციელებელი კომპონენტები - შედარებით დაბალი რანგის ფუნქციები, რომლებიც
მონაწილეობს მეტაკომპონენტების ბრძანებების შესრულებაში; 3. ცოდნის შეძენასთან დაკავშირებული
კომპონენტები, ანუ ამოცანის გადაწყვეტის ხერხების დასასწავლი ფუნქციები. ეს კომპონენტები
ურთიერთდამოკიდებულია.
წარმოიდგინეთ, რომ დასაწერი გაქვთ რეფერატი. ამ შემთხვევაში მეტაკომპონენტებს გამოიყენებდით
უმაღლესი დონის გადაწყვეტილებებისთვის - თემის შესარჩევად, რეფერატის დასაგეგმად, წერის პროცესის
მონიტორინგისა და იმის შესაფასებლად, რამდენად კარგადაა შესრულებული ნაშრომი. შერჩეულ თემაზე
ინფორმაციის ძიების პროცესში თქვენ გამოიყენებდით ცოდნის შეძენასთან დაკავშირებულ კომპონენტებს,
ხოლო უშუალოდ წერის პროცესში - განმახორციელებელ კომპონენტებს.
სტერნბერგმა და მისმა კოლეგებმა მრავალმხრივი კვლევა ჩაატარეს სამკომპონენტიანი თეორიის
ვალიდობისა და კონკრეტულ საქმიანობაში გაუმჯობესების შესაძლებლობის შესაფასებლად. მათ ივარაუდეს,
რომ სწავლების მეთოდის და შეფასების კრიტერიუმების კომბინირებული გამოყენებით შესაძლებელი
იქნებოდა მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება (Sternberg et al., 1996; Sternberg et al.,1999).
მოსწავლეები შერჩეულ იქნა უნარების 5 მახასიათებლით: ანალიტიკურ, კრეტიულობის და პრაქტიკულ
უნარებში ცალ-ცალკე მაღალი მაჩვენებლის, სამივე უნარში ერთად მაღალი მაჩვენებლის და სამივე უნარში
ერთად დაბალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით გაანაწილეს 4 ჯგუფში,
რომლებშიც სწავლების განსხვავებული მეთოდი გამოიყენებოდა. კონკრეტული ჯგუფის სწავლებისას
გამოიყენებოდა: მეხსიერებაზე დაფუძნებული, ანალიტიკური, კრეატიული, ან პრაქტიკული დასწავლის
მეთოდები. შემდეგ შეფასდა ყველა ჯგუფის მოსწავლის მიღწევა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფის
მოსწავლეებს, სადაც სწავლების მეთოდი მათ ძლიერ უნარებს შეესაბამებოდა, უკეთესი მიღწევა ჰქონდათ,
ვიდრე იმ ჯგუფში, სადაც სწავლების მეთოდი მოსწავლეთა ძლიერ უნარებთან შეუსაბამო იყო. ამრიგად,
მკვლევრების ვარაუდი გამართლდა. მაგალითად, იმ ჯგუფში მყოფი მაღალი ანალიტიკური უნარის მქონე
მოსწავლეები, სადაც სწავლების მეთოდი ანალიტიკური აზროვნების გამოყენებას მოითხოვდა, დავალებას
უკეთ ასრულებდნენ, ვიდრე სხვა ჯგუფში მყოფი, ასევე მაღალი ანალიტიკური უნარის მქონე მოსწავლეები,
სადაც სწავლების მეთოდი პრაქტიკული აზროვნების გამოყენებას მოითხოვდა. გარდა ამისა, კვლევის
შედეგად მოსწავლეები გავარჯიშდნენ თავიანთი უნარების (ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული)
გამოყენებაში, და ეს აისახა იმაში, რომ კვლევაში მონაწილე ყველა მოსწავლის მოსწრება სკოლაში
გაუმჯობესდა, მათი ძლიერი და სუსტი უნარების მიუხედავად (Grigorenko, Jarvin, & Sternberg, 2002;
Sternberg & Grigorenko, 2004; Sternberg, Torff, & Grigorenko, 1998).
ამ კვლევის შედეგად მიღებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ის არის, რომ ინტელექტის
შეფასების პრინციპები უნდა შეიცვალოს (Sternberg& Kaufman, 1996). ინტელექტის შეფასების თანამედროვე
საშუალებები, გარკვეულწილად, ცალმხრივია. როგორც წესი, თანამედროვე ტესტები ძირითადად აფასებენ
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ანალიტიკურ უნარებს. ამ ინსტრუმენტებში თითქმის, ან საერთოდ არ არის გათვალისწინებული ინტელექტის


პრაქტიკული ან კრეატიული ასპექტების შეფასება (Sternberg et al., 2000; Wagner, 2000). შეფასებისა და
სწავლების უფრო სრულყოფილი, მრავლისმომცველი სისტემა ბევრად სასარგებლო იქნებოდა სხვადასხვა
დონის უნარების მქონე მოსწავლეთა განათლების პროცესისთვის. ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მცდელობა
იყო ,,ცისარტყელას პროექტი“ (Rainbow Project). ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ავსებდნენ SAT
(Scholastic Assessment Test) და შეფასების დამატებით სკალებს. ეს დამატებითი შეფასება მოიცავდა
როგორც პრაქტიკული, ისე ანალიტიკური უნარების გაზომვას (Sternberg & the Rainbow Project Collaborators,
2006). დამატებითი შეფასების სკალების გამოყენების შედეგად კოლეჯის საშუალო მოსწრების ქულა (grade
point average, GPA) გაცილებით უკეთ იწინასწარმეტყველეს, ვიდრე მხოლოდ SAT-ის ქულებისა და სასკოლო
მოსწრების საშუალო ქულების გამოყენებით. რეალურად, ახალი ტესტების საშუალებით კოლეჯში პირველი
წლის საშუალო მოსწრების წინასწარმეტყველება ორჯერ უფრო ეფექტური გახდა, ვიდრე მხოლოდ SAT-ის
საფუძველზე. მეტიც, ახალი სახის შეფასებამ მნიშვნელოვნად შეამცირა სხვადასხვა ეთნიკური
წარმომავლობის მოსწავლეთა ქულებს შორის არსებული სხვაობა.
ჩვენ განვიხილეთ, როგორ იძლევა ადამიანის ინტელექტი კოგნიტურ-ფსიქოლოგიური ფენომენების
ახსნის კონცეპტუალურ საფუძველს. რა მეთოდებს ვიყენებთ ამ ფენომენების შესასწავლად?

კვლევის მეთოდები კოგნიტურ ფსიქოლოგიაში


მკვლევრები იყენებენ კვლევის სხვადასხვა მეთოდებს. ეს მეთოდები მოიცავს ლაბორატორიულ ან სხვა
სახის კონტროლირებად ექსპერიმენტებს, ფსიქობიოლოგიურ კვლევებს, თვითდაკვირვების ანგარიშს,
შემთხვევის ანალიზს, ბუნებრივ დაკვირვებას, კომპიუტერულ სიმულაციას და ხელოვნურ ინტელექტს. ყველა
ეს მეთოდი დეტალურად იქნება განხილული ამ ქვეთავში. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ კოგნიტურ
ფსიქოლოგიაში გამოყენებადი კვლევის სპეცეფიკური მეთოდები, ჯერ კარგად უნდა გავითავისოთ
კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის მიზნები.

კვლევის მიზნები
მოკლედ, კვლევის მიზნებს შეადგენს მონაცემების შეგროვება, მონაცემების ანალიზი, თეორიის
განვითარება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ჰიპოთეზის შემოწმება და, ზოგჯერ, მისი გამოყენება
არაექსპერიმენტულ გარემოში. ხშირად, მკვლევრების მიზანია მოიძიონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია
კონკრეტული ფენომენის შესახებ. მათ შეიძლება ჰქონდეთ, ან არ ჰქონდეთ ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რა
შეიძლება იპოვონ მონაცემების შეგროვების პროცესში. ამ შემთხვევაში კვლევის მიზანია გარკვეული
კოგნიტური ფენომენის აღწერა, მაგალითად, როგორ ცნობენ ადამიანები სახეებს, ან როგორ იძენენ
გამოცდილებას. როგორც კი აღნიშნულ კოგნიტურ ფენომენზე მონაცემთა საკმარისი რაოდენობა
შეგროვდება, მათზე დაყრდნობით და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, კოგნიტური ფსიქოლოგიის
სპეციალისტები აყალიბებენ დასკვნებს. თავიანთი ჰიპოთეზის დადასტურების მიზნით იდეალურ შემთხვევაში
ისინი სხვადასხვა ტიპის ურთიერთთავსებად მონაცემებს იყენებენ. ზოგჯერ მონაცემების სწრაფი გადახედვაც
კი საკმარისია ინტუიტური დასკვნისთვის ამ მონაცემებიდან გამომდინარე მახასიათებლების თაობაზე. თუმცა
უფრო ხშირად მკვლევრები მონაცემთა ანალიზის სხვადასხვა სტატისტიკურ საშუალებას მიმართავენ.

27
28 სემინარი 1

მონაცემთა შეგროვება და სტატისტიკური ანალიზი მკვლევრებს კოგნიტური ფენომენების აღწერაში


ეხმარება. ფენომენის აღწერის გარეშე მხოლოდ მეცნიერული მისწრაფება შორს ვერ წაგვიყვანს. თუმცა
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა დიდ ნაწილს კოგნიტური ფენომენების აღწერაზე უფრო მათი
გაგება აინტერსებს. უმრავლესობას აინტერესებს აზროვნების პროცესი „როგორ?“ და „რატომ?“
ხორციელდება. ამიტომ მკვლევრები ეძიებენ არა მხოლოდ კოგნიციის აღწერის, არამედ მისი ახსნის გზებსაც.
იმისთვის, რომ მხოლოდ აღწერით არ შემოიფარგლონ, კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა
პირდაპირი დაკვირვების მონაცემები და ამ მონაცემებიდან გამომდინარე დასკვნები ერთმანეთს უნდა
დაუკავშირონ.
დავუშვათ, ჩვენ შემეცნების ერთი გარკვეული ასპექტის შესწავლა გვინდა. მაგალითად იმისა, თუ როგორ
ხდება წაკითხული ინფორმაციის გაგება. ჩვეულებრივ, მეცნიერი იწყებს თეორიით. თეორია ფენომენის
ზოგადამხსნელი პრინციპების ორგანიზებული სტრუქტურაა, რომელიც ძირითადად დაკვირვებას ეყრდნობა.
ჩვენ ვცდილობთ შევამოწმოთ თეორია და, შესაბამისად, დავადგინოთ ამ თეორიით ფენომენის კონკრეტული
ასპექტების წინასწარმეტყველების შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით, ჩვენი მსჯელობის პროცესი
შემდეგნაირად ვითარდება ,,თუ ჩემი თეორია მართებულია, x-ის გამოვლენის შემთხვევაში, უნდა მივიღოთ
შედეგად y“. ამ პროცესს მივყავართ ჰიპოთეზის აღმოცენებამდე, თეორიის მოსალოდნელ ემპირიულ
შედეგებზე ვარაუდამდე, როგორიცაა კვლევის შედეგები.
შემდეგ ჩვენ ვამოწმებთ ჰიპოთეზას ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენებით. მაშინაც კი, როცა გარკვეული
ემპირიული მონაცემები ჰიპოთეზას ადასტურებს, მონაცემები სტატისტიკურად მაინც უნდა დამუშავდეს,
მონაცემთა სტატისტიკური სანდოობის დასადგენად. მონაცემების სტატისტიკური სანდოობა მიუთითებს იმაზე,
თუ რამდენად მოსალოდნელია იმავე შედეგების მიღება მხოლოდ შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედებით.
მაგალითად, სტატისტიკური მნიშვნელობის 0.05 მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მოცემული შედეგის მიღების
ალბათობა მხოლოდ შემთხვევითი ფაქტორების გავლენით სულ რაღაც 5%-ია. ამდენად, მიღებული
შედეგები შემთხვევითობის გამო არ გამოვლენილა. ამ გზით ჩვენ ჰიპოთეზის დადასტურება ან უარყოფა
შეგვიძლია. მას შემდეგ, რაც ჰიპოთეტური წინასწარმეტყველება ექსპერიმენტული გზით შემოწმდა და
სტატისტიკურად გაანალიზდა, მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება.
მაგალითად, ფსიქოლოგმა შეიძლება წამოიწყოს ახალი მონაცემების შეგროვება, ანალიზი, თეორიის
განვითარება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება და ამ ჰიპოთეზის შემოწმება. ჰიპოთეზის დადასტურებისა თუ
უარყოფის შემდეგ შესაძლოა თეორია გადაიხედოს. გარდა ამისა, კოგნიტური ფსიქოლოგიის ბევრი
წარმომადგენელი იტოვებს იმედს, რომ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეძლებენ, ადამიანებს რეალურ
სიტუაციებში შემეცნებით პროცესებზე მიღებული ცოდნის გამოყენებაში დაეხმარონ.
ზოგიერთი კოგნიტურ-ფსიქოლოგიური კვლევა იმთავითვე გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
კვლევათა ერთ-ერთი მიზანი ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა. ამრიგად, ფუნდამენტური
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ ამ მიზნების მისაღწევად
გამოყენებად კვლევის მეთოდებს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

კვლევის ცალკეული მეთოდი


კოგნიტურ ფსიქოლოგიაში შემეცნებითი პროცესების შესასწავლად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება.
ესენია: (ა) ლაბორატორიული ან სხვა სახის კონტროლირებული ექსპერიმენტი, (ბ) ფსიქობიოლოგიური
კვლევა, (გ) თვითდაკვირვების ანგარიში, (დ) შემთხვევის ანალიზი, (ე) ბუნებრივი დაკვირვება, (ვ)
კომპიუტერული სიმულაცია და ხელოვნური ინტელექტი. თითოეული მეთოდის აღწერა და მაგალითები
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

მოცემულია ცხრილში 1.2. როგორც ცხრილიდან ჩანს, თითოეულ მეთოდს თავისი დადებითი და უაყოფითი
მხარეები აქვს.

ჰენრი რუდიგერის ლაბორატორიაში

მეცნიერება გონების (mind) შესახებ

1620 წელს ფრენსის ბეკონი წერდა: ,,ტექსტის ფრაგმენტის დასწავლა უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ მას, 20-
ჯერ წაკითხვის ნაცვლად 10-ჯერ წაიკითხავთ, ეცდებით, ზეპირად გაიხსენოთ წაკითხული და ტექსტს
პერიოდულად გადახედოთ მაშინ, როცა რამეს ვერ გაიხსენებთ.“ საიდან იცოდა ეს ბეკონმა? საქმე ისაა, რომ
მან დანამდვილებით არ იცოდა, მაგრამ მისი მსჯელობა ემყარებოდა პირად გამოცდილებას. ეს შემთხვევა
საინტერესოა იმით, რომ ბეკონი მეცნიერული მეთოდის ერთ-ერთი პირველი შემქმნელია და მანვე ჩაუყარა
საფუძველი ექსპერიმენტულ მეცნიერებას. ბეკონის მოღვაწეობის პერიოდში მეცნიერება შეისწავლიდა
სამყაროს ფიზიკურ გამოვლინებებს. ეს იყო ის, რასაც დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (უპირატესად,
ფიზიკა და ქიმია) უწოდებენ. ხოლო ადამიანთან მიმართებაში მეცნიერული მეთოდების გამოყენებაზე არც კი
ოცნებობდნენ. საკითხი კიდეც რომ დაეყენებინათ, მსგავსი იდეები სრულად ჩაიხშობოდა. ადამიანები ხომ
უსულო საგნები არ არიან, მათ აქვთ სული, გააჩნიათ თავისუფალი ნება - შესაბამისად, მათი მეცნიერული
შესწავლა შეუძლებელია! გავიდა თითქმის 250 წელი, სანამ ამ შეხედულების ჭეშმარიტებაში პირველად
შეიტანდნენ ეჭვს, ხოლო ფსიქოლოგია ფსიქიკის შემსწავლელი მეცნიერება გახდებოდა. ფსიქოლოგიის
მეცნიერებად დაფუძნების ათვლის თარიღად 1879 წელია მიჩნეული, როცა გერმანიაში, ლაიფციგში ვილჰელ
ვუნდტმა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია დააარსა. ედვინ ბორინგი, ფსიქოლოგიის ისტორიის
დიდი წარმომადგენელი, წერდა: ,,ფსიქიკის მიმართ ექსპერიმენტული მიდგომის გამოყენება ფსიქიკის
შესწავლის სფეროში გამორჩეული მოვლენაა, რომელსაც, თავისი მნიშვნელობით, ვერც ერთი სხვა მოვლენა
ვერ შეედრება“(1929, p. 659). ბორინგი მართალია, და სახელმძღვანელო, რომელიც ახლა გიჭირავთ ხელში,
გაგიზიარებთ კოგნიტური ფსიქოლოგიის, გონების თანამედროვე ექსპერიმენტული შესწავლის შესანიშნავ
ისტორიას. რა შეიძლება ითქვას ბეკონის მოსაზრებასთან დაკავშირებით? ნამდვილად უფრო ეფექტურია
მასალის მრავალჯერადი გახსენება და გადახედვა, ვიდრე მისი დაზეპირება? ერთი შეხედვით, ეს მოსაზრება
უცნაურია, რადგან განათლებასთან ასოცირედება როგორ ვსწავლობთ, ხოლო ტესტირებასთან - რას
ვსწავლობთ. მე და ჩემი სტუდენტები ბეკონის განაცხადის ვალიდობას სხვადასხვა ექსპერიმენტულ
კონტექსტში შევისწავლიდით (თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ციტატა მას შემდეგ ვიპოვეთ, როცა კვლევა
უკვე დაწყებული გვქონდა). ჩვენს ექსპერიმენტებში მოსწავლეები დაისწავლიდნენ მასალას (როგორც
მარტივი სიტყვების ნაკრებებს, ისე რთულ ამონარიდებს წიგნებიდან - მასალას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი
მნიშვნელობა არა აქვს) დასწავლისა და მასალის გამოკითხვის სხვადასხვა კომბინაციის პირობებში. ჩვენი
კვლევის ძირითადი აღმოჩენა ის გახლდათ, რომ დასწავლილის აღდგენა (ანუ ზეპირად დეკლამირება,
როგორც მას ბეკონი უწოდებდა) გამოკითხვით დასწავლის პროცესში გაცილებით უფრო ეფექტურია
შემდგომი შენახვისთვის (მასალის ხანგრძლივად დამახსოვრებისთვის), ვიდრე მრავალჯერადი გამეორების
გზით მასალის დასწავლა (Roediger & Karpicke, 2006).
29
30 სემინარი 1

ამ შედეგების უკეთ გასააზრებლად აქვე განვიხილოთ ერთი ექსპერიმენტი. ზარომბი და რუდიგერი (2011)
სტუდენტებს დასახსომებლად სიტყვების ჩამონათვალს აწოდებდნენ, 2 დღის შემდეგ კი სტუდენტების ცოდნას
ამოწმებდნენ. სტუდენტების ერთ ჯგუფს მასალა უნდა დაესწავლათ რვაჯერ გამეორებით, მოკლე
შესვენებებით, ხოლო ორი სხვა ჯგუფის სტუდენტებს, დასწავლის ცდებთან ერთად, უტარდებოდათ ორი ან
ოთხი გამოკითხვა. თუკი S-ით დასწავლის ცდას აღვნიშნავთ, ხოლო T-თი - გამოკითხვას, სამი ჯგუფის
პირობები იყო შემდეგი: SSSSSSSS, STSSSTSS, და STSTSTSTST. თუ დასწავლის ცდების რაოდენობა
გადავადებულ აღდგენას განაპირობებს, მაშინ პირობები ეფექტის კლების შესაბამისად დალაგდება (ჯერ
დასწავლის 8 ცდა, შემდეგ - 6, შემდეგ კი - 4). მაგრამ თუ ბეკონი მართალია, მაშინ სწორი ეფექტის მატების
შესაბამისად დალაგება იქნებოდა - 0, შემდეგ 2, შემდეგ კი 4 გამოკითხვა. მიღებული შედეგები: 2 დღის
შემდეგ მასალის გახსენების მაჩვენებელი სამ ჯგუფში პირობების თანმიმდევრობის შესაბამისად დალაგდა,
პროპორციით - 0.17, 0.25, 0.39.
სერ ფრენსის ბეკონი მართალი გამოდგა: დასწავლისას უშუალო გახსენება უფრო ეფექტურია, ვიდრე
მხოლოდ გამეორება (თუმცა, რაღაც დოზით გამეორებაც აუცილებელია). ჩემი ინფორმაციით, ბეკონის მიერ
შეთავაზებული ექსპერიმენტი (20 ცდა) არავის ჩაუტარებია. მაგრამ ურიგო არ იქნებოდა ექსპერიმენტის
ჩატარება დასწავლის 20 ცდის გამოყენებით ერთ ჯგუფში და 10 დასაწავლისა და 10 აღდგენის ცდის
გამოყენებით მეორე ჯგუფში. სხვათა შორის, სწავლის პროცესში საკუთარი თავისთვის მოყოლა სასარგებლო
იქნებოდა თქვენი სალექციო მასალის უკეთ ასათვისებლად (Roediger, McDermott & McDaniel, 2011).

ადამიანის ქცევის ექსპერიმენტული შესწავლა

ექსპერიმენტს, რომელშიც საკონტროლო ჯგუფები მონაწილეობს, ექსპერიმენტატორი, როგორც წესი,


ლაბორატორიულ პირობებში ატარებს. ამ შემთხვევაში კონტროლს ექვემდებარება ექსპერიმენტული
სიტუაციის რაც შეიძლება მეტი ასპექტი. ყველა ექსპერიმენტში, ძირითადად, ეს არის ორი სახის ცვლადი.
დამოუკიდებელი ცვლადები კვლევის ის ასპექტია, რომელიც ინდივიდუალურ მანიპულაციას ექვემდებარება,
ანუ ექსპერიმენტატორის მიერ იმართება მაშინ, როცა კვლევის სხვა ასპექტები უცვლელი რჩება (ან
ცვლილებას არ ექვემდებარება). დამოკიდებული ცვლადები სწორედ დამოუკიდებელი ცვლადის
ცვალებადობაზეა დამოკიდებული. ამ ცვლადების წონა/ღირებულება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა
ზეგავლენას ახდენს ექსპერიმენტის დროს ერთი ან მეტი დამოუკიდებელი ცვლადი კვლევის მონაწილეთა
პასუხებსა და მოქმედებებზე. როდესაც თქვენ კვლევაში მონაწილე სტუდენტების ერთ ნაწილს ეუბნებით, რომ
ამოცანას თავს კარგად გაართმევენ, მაგრამ არაფერს ეუბნებით დანარჩენებს, დამოუკიდებელი ცვლადი
იქნება ინფორმაცია, რომელსაც სტუდენტებს ვაწვდით მათ მიერ ამოცანის შესრულების თაობაზე. ამ
შემთხვევაში დამოკიდებულ ცვლადად გვევლინება ის, თუ რამდენად კარგად შეასრულებენ ამოცანას ორივე
ჯგუფის კვლევის მონაწილეები - მაგალითად, რა ქულას მიიღებენ მათემატიკის ტესტში.
როდესაც ექსპერიმენტატორი დამოუკიდებელი ცვლადებით მანიპულირებს, ის აკონტროლებს
ირელევანტური ცვლადების ეფექტს და აკვირდება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მანიპულაცია
დამოკიდებულ ცვლადზე, ანუ კვლევაში მონაწილეთა შედეგებზე. ირელევენტური ცვლადებია ის ცვლადები,
რომლებიც ექპერიმენტის პროცესში უცვლელი რჩება, მათ საკონტროლო ცვლადებს უწოდებენ. მაგალითად,
როდესაც ექსპერიმენტს ატარებთ ადამიანების ყურადღების კონცენტრაციის უნარზე სხვადასხვა სახის მუსიკის
მოსმენისას, უნდა გააკონტროლოთ ოთახის განათება; ის არ უნდა იყოს არც კაშკაშა და არც მკრთალი. ამ
შემთხვევაში სინათლე, როგორც ცვლადი, უცვლელი უნდა იყოს ექსპერიმენტატორის მიერ დამოუკიდებელი
ცვლადის ცვლილების მიუხედავად.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

კიდევ ერთი სახის ცვლადია ე.წ. დამატებითი (Confounding) ცვლადები. ესაა ირელევანტური ცვლადები,
რომლებიც რაღაც მიზეზების გამო გაუკონტროლებელი დარჩა. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ამოცანის
გადაწყვეტის ორი ტექნიკის ეფექტურობის შემოწმება გსურთ. თქვენ ავარჯიშებთ და აფასებთ ამოცანის
გადაწყვეტის ერთ სტრატეგიას დილის 6 საათზე, ხოლო მეორეს - საღამოს 6 საათზე. ამ ექსპერიმენტში
სტრატეგიის შეფასების დრო იქნება დამატებითი ცვლადი. სხვა სიტყვებით, დროის ცვლადმა შეიძლება
გავლენა მოახდინოს ამოცანის გადაწყვეტაზე და ეს ცვლილება დაკავშირებული იქნება ცდის დროსთან და
არა გამოყენებულ სტრატეგიასთან. ცხადია, კვლევის ჩატარებისას დამატებითი ცვლადების გავლენის
თავიდან ასაცილებლად დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ექსპერიმენტული მეთოდი გამოიყენება სამიზნე პოპულაციის რეპრეზენტატულ და შემთხვევით
შერჩევაზე. ექსპერიმენტატორმა მკაცრად უნდა გააკონტროლოს ექსპერიმენტული პირობები იმისთვის, რომ
გამოვლენილი ცვლილებები მხოლოდ დამოუკიდებელი ცვლადების ცვლილებასთან დააკავშიროს და სხვა
არაფერთან. მაგალითად, ზემოაღნიშნულ ექსპერიმენტში ადამიანების ყურადღების კონცენტრაციის უნარი,
ზოგადად, საერთოდ არ არის დამოკიდებული ოთახის ხელოვნურ განათებაზე. თუმცა რამდენიმე სესიის
განმავლობაში კვლევის მონაწილეებს მზე პირდაპირ თვალებში ისე ანათებდა, რომ ყურება უჭირდათ.
ექსპერიმენტატორი შემთხვევით უნდა ანაწილებდეს კვლევის მონაწილეებს ექსპერიმენტულ და
საკონტროლო პირობებში. მაგალითად, თქვენ ალბათ არ ისურვებდით, რომ ყურადღების კონცენტრაციის
შესწავლისას ექსპერიმენტულ ჯგუფში ყურადღების დეფიციტის მქონე ბევრი კვლევის მონაწილე გყავდეთ,
ხოლო საკონტროლო ჯგუფში თითქმის არც ერთი. თუ ექსპერიმენტული მეთოდის ყველა ეს პირობა დაცული
იქნება, ექსპერიმენტატორი შეძლებს სავარაუდო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას. ეს არის დასკვნა
მოცემული პოპულაციისთვის დამოკიდებულ ცვლადზე (შედეგზე) დამოუკიდებელი ცვლადების
(ექსპერიმენტული პირობის) ეფექტის (გავლენის) თაობაზე. კოგნიტურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში
გამოიყენება ბევრი სხვადასხვა დამოკიდებული ცვლადი. ორი ყველაზე გავრცელებული ცვლადია სწორი
პასუხების პროცენტული რაოდენობა (ან მისი შებრუნებული რაოდენობრივი მაჩვენებელი, შეცდომის
კოეფიციენტი) და რეაქციის დრო. ეს საზომები პოპულარულია, რადგან მათი საშუალებით მკვლევარი
გებულობს ფსიქიკური გადამუშავების სიზუსტესა და სისწრაფეს. დამოუკიდებელი და დამოკიდებული
ცვლადები დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს. იმის მიუხედავად, რა პროცესს ვაკვირდებით,
ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებით მიღებული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ იმ შერჩეულ
ცვლადებზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომლებსაც მკვლევარი დასაკვირვებელი რთული ქცევის
მრვალფეროვანი გამოვლინებებიდან გამოყოფს.

ცხრილი 1.2. კვლევის მეთოდები


კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები შემეცნებითი ფენომენების შესწავლისას იყენებენ კონტროლირებად
ექსპერიმენტებს, ფსიქობიოლოგიურ კვლევას, თვითდაკვირვების ანგარიშს, შემთხვევის ანალიზს, ბუნებრივ
დაკვირვებას, კომპიუტერულ სიმულაციასა და ხელოვნურ ინტელექტს.
თვითდაკვირვების ანგარიში -
კონტროლირებადი თვითშეფასების კითხვარი,
ლაბორატორიული ვერბალური ოქმები, დღიურები,
მეთოდი ექსპერიმენტები ფსიქოლოგიური კვლევა თვითშეფასების სკალები
მეთოდის აღწერა შესრულების ნიმუშების ადამიანებისა და კოგნიტური პროცესების
მოპოვება გარკვეულ ცხოველების თავის ტვინის მიმდინარეობის შესახებ მონაწილეების
31
32 სემინარი 1

დროსა და ადგილზე. შესწავლა postmortem მიერ შევსებული ანგარიშების


(სიკვდილის შემდგომ) შეგროვება.
კვლევების მეშვეობით და
სხვადასხვა
ფსიქობიოლოგიური
საზომების ან
ნეიროვიზუალიზაციის
საშუალებით (იხ. თავი 2).

კვლევის ყოველთვის ასეა ხშირად ასე არ არის შეუძლებელია


მონაწილეთა
შემთხვევითი
განაწილება
დამოუკიდებელი ყოველთვის ასეა ძალიან იცვლება ალბათ არა
ცვლადის გამოყენებული ტექნიკის
ექსპერიმენტული შესაბამისად
კონტროლი
შერჩევის სიდიდე ნებისმიერი ხშირად არის მცირე შესაძლოა იყოს მცირე
შერჩევის შესაძლოა იყოს ხშირად არ არის შესაძლოა იყოს რეპრეზენტატული
რეპრეზენტატულობა რეპრეზენტატული რეპრეზენტატული
ეკოლოგიური არც თუ ისე იშვიათია. იშვიათია, ზოგიერთი შესაძლოა. იხილეთ ძლიერი და სუსტი
ვალიდობა დამოკიდებულია გარემოებიდან მხარეები.
ამოცანასა და გამომდინარე
კონტექსტზე, რომელშიც
გამოიყენება.
ინფორმაცია ჩვეულებრივ, არის არის
ინდივიდების ნაკლებადაა ყურადღება
განსხვავებებზე გამახვილებული.
ძლიერი მხარეები - იოლია ჩატარება, - ფიზიოლოგიური ინტროსპექციული თვითდაკირვების
დათვლა და აქტივობით მისაწვდომობა კვლევის მონაწილეთა
სტატისტიკური ანალიზის განპირობებული ,,მყარი“ პოზიციიდან.
გამოყენება. მონაცემები კოგნიტური
- მაღალია მიზეზ- ფუნქციების შესახებ.
შედეგობრივი დასკვნების - ალტერნატიული
გამოკვეთის ალბათობა. თვალსაზრისი კოგნიტურ
პროცესებთან
დაკავშირებით.
- კოგნიტური დეფიციტის
მკურნალობის
საშუალებათა
განვითარების
შესაძლებლობა
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სუსტი მხარეები • მიღებული შედეგების • მკვლევართა • არაცნობიერი პროცესების აღრიცხვის


კონკრეტული ადგილის, უმეტესობისთვის შეუძლებლობა.
დროისა და ამოცანის მიუწვდომელია •ვერბალური ოქმი და თვითშეფასების
სიტუაციის (საჭიროებს შესაბამის სკალები: შესაძლოა გავლენას
გარეთ განზოგადების კვლევის მონაწილეებსა ახდენდეს კოგნიტური პროცესების
სიძნელე. და ძვირადღირებულ მიმდინარეობაზე.
• რეალურ ცხოვრებასა აღჭურვილობას). • გახსენება: სხვაობა აქტუალურ
და ლაბორატორიულ • მცირე შერჩევა. მოცემულობასა და რეტროსპექტულად
პირობებში ქცევითი • ცხოველის თავის ტვინის, გახსენებულ კოგნიტურ პროცესებს,
განსხვავებები. ან თავის ტვინის მათ შედეგებს, შორის.
დაზიანების შესწავლისას
განზოგადების
შესაძლებლობა
შეზღუდულია.
მაგალითები კარპიკემ (2009) მოიგონა ნიუმ და მისმა კოლეგებმა კვლევაში, სადაც შეისწავლიდნენ
ცდა, რომლის დროს (New et al., 2009) კორტიზოლის (რომელიც სტრესზეა
ლაბორატორიულ აღმოაჩინეს, რომ დამოკიდებული) გამომუშავების
პირობებში კვლევის მოსაზღვრე მიმართებას ძილთან, საკუთარი
მონაწილეებს უნდა მდგომარეობის მქონე ჯანმრთელობის მდგომარეობის
დაესწავლათ და პაციენტები პერიოდული სუბიექტურ განცდასთან, აგრეთვე
გაეხსენებინათ შვედურ- ექსპლოზიურ სტრესთან, პაციენტებს უნდა
ინგლისური სიტყვების აშლილობით1 უფრო ეწარმოებინათ დღიური და
წყვილები. რომელიმე აგრესიულად შეეგროვებინათ ნერწყვის ნიმუშები 4
წყვილის დავიწყების რეაგირებდნენ კვირის მანძილზე (Dahlgren et al.,
შემთხვევაში ამ წყვილს პროვოკაციაზე, ვიდრე 2009).
აწოდებდნენ კიდევ საკონტროლო ჯგუფის
ორჯერ - ჯერ დასწავლის (აშლილობის არმქონე)
ცდაში, შემდეგ - კვლევის მონაწილეები.
გამოკითხვის ცდაში. ამის კერძოდ, პაციენტებს
შემდეგ საბოლოო აღენიშნებოდათ
გახსენება 1 კვირის გლუკოზის მოხმარების
შემდეგ მოითხოვებოდა. ზრდა თავის ტვინის იმ
უბნებში, რომლებიც
დაკავშირებულია
ემოციებთან და აქტივობის
შემცირება ტვინის
დორსალურ ნაწილებში,

1
პერიოდული ექსპლოზიური აშლილობა - პიროვნული აშლილობა, ახასიათებს გუნება-განწყობილების მერყეობა,
მიდრეკილებით მრისხანების, სიძულვილის, ძალადობისა და მიჯაჭვულობის პერიოდული აფეთქებისკენ. აფექტის
მდგომარეობაში ინდივიდი ასეთ აფეთქებებს ვერ აკონტროლებს, დანარჩენში ასოციალური ქცევის ნიშნები არა აქვს.

33
34 სემინარი 1

რომლებიც ემსახურება
აგრესიის კონტროლს.

ცხრილი 1.2. კვლევის მეთოდები (გაგრძელება)


კომპიუტერული სიმულაცია
შემთხვევის ანალიზი ბუნებრივი დაკვირვება და ხელოვნური ინტელექტი
მეთოდი
მეთოდის აღწერა იძლევა ცალკეული აკვირდება რეალური ცხოვრების სიმულაცია: კომპიუტერის
შემთხვევის ინტენსიური სიტუაციებს, მაგალითად, საკლასო საშუალებით ადამიანის
შესწავლის და ქცევის ოთახში, სამუშაო პირობებში ან შემეცნებითი პროცესების
შესახებ ზოგადი სახლში. სიმულირების მცდელობა.
დასკვნების გაკეთების AI- ხელოვნური ინტელექტი:
საშუალებას. კომპიუტერების საშუალებით
ინტელექტუალური
მოქმედების (მიუხედავად
იმისა თუ რამდენად ჰგავს ეს
პროცესი ადამიანის
შემეცნებით პროცესს)
დემონსტრირების
მცდელობა.
კვლევის მონაწილეთა ნაკლებად არ შეეფერება არ შეეფერება
შემთხვევითი სავარაუდოა
განაწილება
დამოუკიდებელი ნაკლებად არა საინტერესო ცვლადების
ცვლადის სავარაუდოა სრული კონტროლი
ექსპერიმენტული
კონტროლი
შერჩევის სიდიდე პრაქტიკულად, სავარაუდოდ მცირე არ შეეფერება
ყოველთვის მცირეა
შერჩევის როგორც წესი, არ არის შესაძლოა იყოს რეპრეზანტატული არ შეეფერება
რეპრეზენტატულობა რეპრეზენტატული
ეკოლოგიური ინდივიდულური დიახ არ შეეფერება
ვალიდობა შემთხვევების მაღალი
ეკოლოგიური
ვალიდობა;
განზოგადების
ნაკლები
შესაძლებლობა სხვა
შემთხვევებზე.
ინფორმაცია დიახ, ინდივიდების შესაძლებელია, მაგრამ არ შეეფერება
ინდივიდების გათვალისწინებით ხაზგასმულია სხვაობა გარემო
განსხვავებებზე დეტალებით მდიდარი პირობებში და არა ინდივიდუალური
ინფორმაცია. განსხვავებები.
ძლიერი მხარეები • მისაწვდომობა • დეტალური კონტექსტური •კოგნიტური პროცესების
ინდივიდის შესახებ ინფორმაციის წვდომა. მოდელირების
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

დეტალურ შესაძლებლობის
ინფორმაციაზე, გამოყენება.
როგორც ისტორიული, • შესაძლებელია
ისე სიტუაციური ჰიპოთეზების
კონტექსტის სრულფასოვანი შემოწმება.
ჩათვლით. • პრაქტიკული გამოყენების
• შეიძლება ფართო შესაძლებლობა
გამოყენებულ იქნას (მაგ., რობოტების
სპეციფიკურ (მაგ., გამოყენება
განსაკუთრებული სიცოცხლისათვის საშიში
ნიჭით ამოცანების შესრულებაში).
დაჯილდოვებულ
პირებთან, ან თავის
ტვინის დაზიანების
მქონე პირებთან)
ჯგუფებთან.
სუსტი მხარეები •სხვა ადამიანების • ექსპერიმენტული კონტროლის • კომპიუტერის ტექნიკური
მიმართ გამოყენების ნაკლებობა. შეზღუდვით (მაგ.,
შესაძლებლობა. • დამკვირვებლის ფაქტორის კომპიუტერული სქემა) და
• განზოგადების შესაძლო გავლენა კვლევის პროგრამული შეზღუდვით
შეზღუდული მონაწილის ქცევაზე. (მკვლევრების მიერ
შესაძლებლობა მცირე დაწერილი პროგრამები)
შერჩევისა და გამოწვეული შეზღუდვები.
არარეპრეზენტატული • სიმულაციის გამოყენებით
შერჩევის გამო. შესაძლოა აზროვნების
პროცესში ტვინის
მოქმედების მოდელირება
არასრულყოფილი იყოს.
მაგალითები მკერდის სიმსივნის კვლევამ, რომელშიც სიმულაცია: დეტალური
მქონე პაციენტის გამოიყენებოდა კითხვარები და გამოთვლების შედეგად
შემთხვევის ანალიზი, დაკვირვება, გამოავლინა, რომ დავიდ მარმა
რომლის შედეგად საშუალოდ, საკუთარ თავს (1982) სცადა ადამიანის
გამოვლინდა, რომ მექსიკელები ნაკლებ ვიზუალური აღქმის
ახალი ტექნიკის კომუნიკაბელურად განიხილავენ, სიმულაცია და ამ მოდელზე
(პრობლემის ვიდრე შეერთებული შტატების დაყრდნობით შემოგვთავაზა
გადაწყვეტაზე მკვიდრნი. თუმცა ყოველდღიურ ვიზუალური აღქმის თეორია.
ორიენტირებული ცხოვრებაში მექსიკელები ქცევის ხელოვნური ინტელექტი:
თერაპია) გამოყენებამ დონეზე უფრო კომუნიკაბელურნი ხელოვნური ინტელექტის
შეიძლება შეამციროს არიან, ვიდრე ამერიკელები სხვადასხვა პროგრამა ისეა
შფოთვა და დეპრესია (Ramirez-Esparza et al., 2009). შექმნილი, რომ რომელიმე
სიმსივნის მქონე სფეროში ექსპერტიზის
პაციენტებში მაღალი ხარისხის
(Carvalho&Hopko, მოდელირება მოახდინოს
35
36 სემინარი 1

2009). (მაგ., ჭადრაკის თამაში).


მაგრამ, სავარაუდოდ,
პროგრამა ამას უნდა
აკეთებდეს სულ სხვა
პროცესების მეშვეობით,
ვიდრე იმავე სფეროში
სპეციალიზებული,
დაოსტატებული ადამიანი.

კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები, რომლებიც რეაქციის დროზე დამოკიდებულ


კოგნიტურ პროცესებს შეისწავლიან, ხშირად მიმართავენ „გამოკლების მეთოდს“. „გამოკლების მეთოდის“
გამოყენებით კონკრეტული კოგნიტური პროცესისთვის აუცილებელი დროის გამოთვლა ხდება
შემდეგნაირად: კოგნიტური პროცესისა და ინფორმაციის გადამუშავებისათვის საჭირო ერთობლივ დროს
უნდა გამოაკლდეს მხოლოდ ინფორმაციის გადამუშავებისათვის აუცილებელი დრო - კოგნიტური პროცესის
გარეშე საჭირო დრო (Donders, 1868/1869). მაგალითად, თქვენ გთხოვენ დაათვალიეროთ სიტყვები -
ძაღლი, კატა, თავი, ზაზუნა, თახვი; ამის შემდეგ გთხოვენ თქვათ, არის თუ არა ჩამონათვალში სიტყვა თახვი.
შემდეგ ისევ გთხოვენ გადაათვალიეროთ სიტყვების ჩამონათვალი - ძაღლი, კატა, თაგვი, ზაზუნა, თახვი და
ლომი. თქვენ უნდა თქვათ, არის თუ არა ჩამონათვალში სიტყვა ლომი. შედეგად რეაქციის დროში მივიღებთ
გარკვეულ სხვაობას. ინფორმაციის გადამუშავების ზოგიერთი მოდელის თანახმად, ეს სხვაობა არის
დაახლოებით იმდენი, რამდენიც საჭიროა ცალკეული სტიმულის გადამუშავებისათვის.
დავუშვათ, რომ ექსპერიმენტული ჯგუფის შედეგები სტატისტიკურად სანდოდ განსხვავებული აღმოჩნდა
საკონტროლო ჯგუფის შედეგებისაგან. ექსპერიმენტატორს შეუძლია ივარაუდოს მიზეზ-შედეგობრივი
კავშირის შესაძლებლობა დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის. ვინაიდან მკვლევარს
მოცემულ დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის შესაძლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირის
დადგენა შეუძლია, ლაბორატორიული კონტროლის პირობებში ჩატარებული ექსპერიმენტი ჰიპოთეზის
შემოწმების შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.
დავუშვათ, ჩვენ გვინდა გავიგოთ, რამდენად ახდენს ინტენსიური ხელისშემშლელი ხმაური
კონკრეტული კოგნიტური ამოცანის შესრულების უნარზე გავლენას (მაგალითად, ტექსტის ამონარიდის
წაკითხვა და ამ ტექსტთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა). საუკეთესო შემთხვევაში, ჯერ
ჩვენთვის საინტერესო პოპულაციიდან, შემთხვევითობის პრინციპით, კვლევის მონაწილეები უნდა შევარჩიოთ.
შემდეგ, კვლავ შემთხვევითობის პრინციპით, ეს კვლევის მონაწილეები ექსპერიმენტულ და საკონტროლო
ჯგუფებში უნდა გადავანაწილოთ. შემდეგ უნდა აღვრიცხოთ ექსპერიმენტული ჯგუფის მონაცემები, მიღებული
ხმამაღალი ხმაურის ფონზე. საკონტროლო ჯგუფის კვლევის მონაწილეებს ხმაურის პირობა არ ეხება. ორივე
ჯგუფის კვლევის მონაწილეებს მიეწოდებათ კოგნიტური ამოცანა, რომლის შესრულება ფასდება გარკვეული
კრიტერიუმებით (მაგ., შეკითხვებზე პასუხის გაცემის სისწრაფე და სიზუსტე). ბოლოს, მიღებული შედეგები ჩვენ
სტატისტიკურად უნდა გავაანალიზოთ და ვნახოთ, არის თუ არა ორი ჯგუფის შედეგებს შორის მიღებული
სხვაობა სტატისტიკურად სანდო. დავუშვათ, რომ ექსპერიმენტული ჯგუფის პირობებში მიღებული შედეგები
უარესია, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში მიღებული შედეგები. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ინტენსიური
ხელისშემშლელი ხმაური გავლენას ახდენს ამ კონკრეტული კოგნიტური ამოცანის კარგად შესრულებაზე.
კოგნიტურ-ფსიქოლოგიურ კვლევებში დამოკიდებული ცვლადი შეიძლება საკმაოდ მრავალფეროვანი
იყოს. ხშირად ეს ცვლადები მოიცავენ სიზუსტის, პასუხის სისწრაფის, ან ორივეს სხვადასხვა საზომს (მაგ.,
შეცდომების სიხშირე). დამოუკიდებელი ცვლადის არსებული უამრავი ვარიანტიდან გამოყოფენ
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სიტუაციასთან, ამოცანასთან და უშუალოდ კვლევის მონაწილესთან დაკავშირებულ მახასიათებლებს.


მაგალითად, სიტუაციის მახასიათებლებად შეიძლება გამოყენებულ იყოს კონკრეტული სტიმულის
არსებობა/არარსებობა, ან ამოცანის გადაწყვეტის პროცესში მინიშნების არსებობა/არარსებობა. ამოცანის
მახასიათებლად შეიძლება ჩავთვალოთ სიტყვების წაკითხვა ან მოსმენა და შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა.
კვლევის მონაწილეთა მახასიათებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვაობა ასაკში, განათლებაში, ტესტის
ქულებში. ერთი მხრივ, შესაძლებელია სიტუაციური და ამოცანის მახასიათებლებით მანიპულირება
ექსპერიმენტულ და საკოტროლო ჯგუფებში კვლევის მონაწილეთა შემთხვევითი განაწილებით. მეორე
მხრივ, ექსპერიმენტული მანიპულირება კვლევის მონაწილეთა მახასიათებლებით იოლი არ არის.
მაგალითად, დავუშვათ, ექსპერიმენტატორს უნდა ამოცანის გადაწყვეტის სისწრაფესა და სიზუსტეზე ასაკის
გავლენის შესწავლა. ამ შეთხვევაში მკვლევარს არ შეუძლია კვლევის მონაწილეთა შემთხვევითი
გადანაწილება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რამდენადაც კვლევის მონაწილეთა ასაკზე გავლენას ვერ
მოვახდენთ (მაგრამ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ერთი ასაკობრივი ჯგუფის მონაწილეთა
გადანაწილება საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებში შესაძლებელია). ასეთ შემთხვევაში მკვლევრები
ხშირად მიმართავენ მონაცემების შესწავლის სხვა გზას, მათ შორის, კორელაციის მეთოდს (სტატისტიკური
დამოკიდებულება ორ ან მეტ ცვლადს შორის, მაგ., კვლევის მონაწილეთა მახასიათებლებსა და სიტუაციურ
მახასიათებლებს შორის). კორელაცია ხშირად გამოისახება კორელაციის კოეფიციენტში, რომელიც
ცნობილია პირსონის r (Pearson’s r) სახელით. პირსონის r არის რიცხვი, რომელიც იცვლება -1-დან
(ნეგატიური კორელაცია) 0-მდე (არ არის კორელაცია), ან +1-მდე (დადებითი კორელაცია).
კორელაცია არის დამოკიდებულების აღწერა. კორელაციის კოეფიციენტი აღწერს ცვლადებს შორის
არსებული დამოკიდებულების სიძლიერეს. რაც უფრო ახლოსაა კორელაციის კოეფიციენტი 1-თან, მით
უფრო ძლიერია ორ ცვლადს შორის არსებული დამოკიდებულება. კოეფიციენტის ნიშანი (დადებითი თუ
უარყოფითი) აღწერს დამოკიდებულების მიმართულებას (ვექტორს). დადებითი დამოკიდებულება იმაზე
მიუთითებს, რომ თუ ერთი ცვლადის მაჩვენებელი იზრდება (მაგ., ლექსიკური მარაგის სიდიდე), მეორე
ცვლადის მაჩვენებელიც ასევე იზრდება (მაგ., წაკითხულის გაგება). უარყოფითი დამოკიდებულება მიუთითებს
იმაზე, რომ თუ ერთი ცვლადის მაჩვენებელი იზრდება (მაგ., გამოფიტვა), მეორის - კლებულობს (მაგ.,
ყურადღება). როცა კორელაცია 0-ია, ეს ნიშნავს, რომ ორი ცვლადის ცვლილებათა პატერნები ერთმანეთზე
დამოკიდებული არ არის (მაგ., დამოკიდებულება ინტელექტის მაჩვენებელსა და ყურის ბიბილოს სიდიდეს
შორის). ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე ცვლადი იცვლებოდეს, მაგრამ ეს ცვლადები არ
იცვლება ერთად, ერთი თანმიმდევრული პატერნის ფარგლებში.
კორელაციურ კვლევებს ხშირად მიმართავენ მაშინ, როდესაც მკვლევარს არ სურს კვლევის
მონაწილეთა მოტყუება ექსპერიმენტული მანიპულაციების გამოყენებით, ან როცა იმგვარ ფაქტორთა კვლევა
აინტერესებთ, რომლითაც მანიპულირება შეუძლებელია ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე (მაგ.,
თავის ტვინის გარკვეული უბნის დაზიანება). რამდენადაც მკვლევრებს ექსპერიმენტული პირობების
გაკონტროლების არანაირი საშუალება არ გააჩნიათ, კორელაციური კვლევების შემთხვევაში მიზეზ-
შედეგობრივი კავშირის დაშვება შეუძლებელია. სტატისტიკური დამოკიდებულების დადგენას დიდი
ინფორმაციული ღირებულება აქვს. ამგვარ მონაცემთა შეუფასებლობა დაუშვებელია. ასევე, რამდენადაც
კორელაციურ კვლევაში შემთხვევითი შერჩევა აუცილებელი არ არის, მათი გამოყენება მეტი მოქნილობის
საშუალებას იძლევა. კორელაციური კვლევები მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ დასკვნების გაკეთების
შესაძლებლობას არ იძლევა, ამიტომ, როგორც წესი, კოგნიტური ფსიქოლოგიის სფეროში მოღვაწე ბევრი

37
38 სემინარი 1

მკვლევარი უპირატესობას სწორედ ექსპერიმენტული გზით მოპოვებულ და არა კორელაციურ კვლევათა


მონაცემებს ანიჭებს.

,,ის საკმოდ კარგად ართმევს თავს მექანიკურ კატეგორიზაციას და ცალკეული ობიექტის იდენტიფიკაციას, მაგრამ არც
ისე ბრწყინვალეა რეპრეზენტაციული და ასოციაციური ნიშნების განსხვავებაში, და ძალიან სუსტია სინტაქსში.“

ფსიქობიოლოგიური კვლევა
ფსიქობიოლოგიური კვლევის მეშვეობით მკვლევრები შეისწავლიან კავშირს კოგნიტურ ფუნქციებს,
თავის ტვინის სტრუქტურებსა და მათში მიმდინარე პროცესებს შორის.
მე-2-ე თავში აღწერილია ფსიქობიოლოგიურ კვლევებში გამოყენებული სხვადასხვა სახის სპეციფიკური
საშუალება. ეს საშუალებები, ძირითადად, შეიძლება სამი ტიპის იყოს:
• ადამიანის თავის ტვინის postmortem (სიკვდილის შემდგომი) შესწავლის საშუალებები, რაც
გულისხმობს კონკრეტული ინდივიდის სიცოცხლეში კოგნიტური ფუნქციების შეფასების შედეგებსა და
სიკვდილის შემდგომ მისი თავის ტვინის მახასიათებლებს შორის ურთიერთდამოკიდებულების
შესწავლას.
• კონკრეტული კოგნიტური დეფიციტის მქონე პირების თავის ტვინის სტრუქტურების, ან აქტივობის
ნეიროვიზუალიზაციის საშუალებები;
• კოგნიტური აქტივობის დროს თავის ტვინში მიმდინარე პროცესების შემსწავლელი საშუალებები.
პირველად სწორედ სიკვდილის შემდგომმა კვლევებმა გამოავლინა კავშირი თავის ტვინის სპეციფიკურ
დაზიანებებსა (ტრავმირებული უბანი თავის ტვინში) და გარკვეული კოგნიტური დეფიციტის გამოვლინებებს
შორის. ამ ტიპის კვლევები დღესაც გვაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კოგნიტურ ფუნქციებზე თავის
ტვინის გავლენის შესახებ. ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონე კოგნიტური დეფიციტის მქონე
პირების in vivo სიცოცხლეშივე შესწავლის საშუალებასაც იძლევა. თავის ტვინის დაზიანების მქონე პირების
კოგნიტური ფუნქციების დარღვევების შესწავლა ამდიდრებს ჩვენს ცოდნას ნორმაში მიმდინარე კოგნიტურ
პროცესებზე.
ფსიქობიოლოგიური სფეროს მკვლევრები, ცხოველების თავის ტვინის აქტივობის შესწავლის გზით,
ასევე შეისწავლიან ნორმის ფარგლებში მიმდინარე კოგნიტურ პროცესებს. მკვლევრები ხშრად იყენებენ
ცხოველებს ექსპერიმენტულ კვლევებში, მათ შორის, ნეიროქირურგიული პროცედურებისთვის, რაც,
არაეთიკურობის გამო, ადამიანებთან მიმართებაში დაუშვებელია. მაგალითად, კვლევები, რომლებიც
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ემსახურება თავის ტვინის ქერქის აქტივობის რუკების შექმნას, შეიძლება ჩატარებულ იქნას კატებზე ან
მაიმუნებზე (მაგ., ფსიქობიოლოგიური კვლევის ფარგლებში შეიძლება შესწავლილ იქნას, თუ როგორ
რეაგირებს ტვინი ვიზუალურ სტიმულზე; იხ. თავი 3).
შესაძლებელია თავის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანსა და ცხოველთან კოგნიტურ პროცესებსა და
თავის ტვინს შორის გამოვლენილი დამოკიდებულების განზოგადება ნორმალური თავის ტვინისა და
კოგნიტური ფუნქციონირების მქონე პირებზე? ფსიქობიოლოგიის წარმომადგენლები ამ კითხვაზე
არაერთგვაროვან პასუხს იძლევიან. ზოგიერთი სახის კოგნიტურ აქტივობას შეისწავლიან ჯანმრთელი
კვლევის მონაწილეების მიერ კოგნიტური ამოცანების შესრულებისას ცერებრული აქტივობის აღრიცხვის გზით
(იხილეთ თავი 2, თავის ტვინის ვიზუალიზაციის საშუალებები).

თვითდაკვირვების ანგარიში, შემთხვევის ანალიზი, ბუნებრივი დაკვირვება


ცალკეული ექსპერიმენტები და ფსიქობიოლოგიური კვლევები ხშირად ადამიანების შემეცნების
ცალკეული ასპექტების ზუსტი სპეციფიკის განსაზღვრაზეა მიმართული. მრავალფეროვანი, არსებითი
ინფორმაციის მისაღებად იმის თაობაზე, თუ როგორ აზროვნებს ცალკეული ინდივიდი სხვადასხვა
კონტექსტში, მკვლევრები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ეს მეთოდებია:
• თვითდაკვირვების ანგარიში (ინდივიდის ანგარიში საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ)
• შემთხვევის ანალიზი (Case study) (ინდივიდის ჩაღრმავებული შესწავლა) და
• ბუნებრივი დაკვირვება (ყოველდღიურ სიტუაციებში და არალაბორატორიულ პირობებში ინდივიდების
კოგნიტური ფუქნციონირების დეტალური შესწავლა).
ჰიპოთეზის შესამოწმებლად ყველაზე ეფექტური მეთოდი ექსპერიმენტული კვლევაა. თუმცა,
თვითდაკვირვების ანგარიშზე, შემთხვევის ანალიზსა თუ ბუნებრივ დაკვირვებაზე დაფუძნებული კვლევა,
ხშირად, სწორედ ჰიპოთეზის შესამუშავებლადაა სასარგებლო. ეს მეთოდები ასეთივე მნიშვნელობისაა იმ
სახის იშვიათი შემთხვევების ან პროცესების აღსაწერად, რომელთა შეფასება სხვაგვარად შეუძლებელია.
ძალიან სპეციფიკურ გარემოებებში ისინი, შესაძლოა, ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებასაც
წარმოადგენდეს. ამის მაგალითია ჯენის შემთხვევა - გოგონასი, რომელიც 13 წლის ასაკამდე სახლში
ჰყავდათ ჩაკეტილი. ძალზე შეზღუდული სოციალური და სენსორული გამოცდილების შედეგად ჯენის მძიმე
ფიზიკური დარღვევები აღმოაჩნდა, ამასთან, არ გააჩნდა მეტყველების უნარი. სწორედ შემთხვევის ანალიზის
მეთოდით მოხერხდა ინფორმაციის შეგროვება იმაზე, თუ როგორ მოახერხა შემდგომ ჯენიმ ენის ათვისება
(Fromkin et al., 1974; Jones, 1995; La-Pointe, 2005). ექსპერიმენტულ პირობებში კი მთელი 13 წლით
ადამიანის მიერ ენის ათვისების პროცესის შეზღუდვა არაეთიკური იქნებოდა. აქედან გამომდინარე,
შემთხვევის ანალიზის მეთოდი მსგავსი შემთხვევების შესწავლის ერთადერთი გზაა.
ასევე შეუძლებელია ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნურად ადამიანის თავის ტვინის დაზიანების
გამოწვევა. შესაბამისად, როცა საქმე გვაქვს თავის ტვინის დაზიანებასთან, შემთხვევის ანალიზი ინფორმაციის
შეგროვების ერთადერთი გზაა. მაგალითისთვის, განვიხილოთ ფინეას გეიჯის შემთხვევა (Phineas Gage).
რკინიგზის მუშას - ფინეას გეიჯს, 1948 წელს უბედური შემთხვევის შედეგად რკინის სოლით შუბლის არე
ძლიერად დაუზიანდა (Torregrossa, Quinn, & Taylor, 2008; იხილეთ სურათი1.4). საოცარია, მაგრამ გეიჯი
გადარჩა, თუმცა მისი ქცევა და ფსიქიკური სფერო რადიკალურად შეიცვალა. ცხადია, ჩვენ არ შეგვიძლია
ადამიანებს თავში რკინის სოლი ჩავარჭოთ იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები ექსპერიმენტულად

39
40 სემინარი 1

შევისწავლოთ. ამრიგად, თავის ტვინის ტრავმის შემთხვევაშიც ძალზე ხშირად ასევე შემთხვევის ანალიზის
მეთოდით მოპოვებულ ინფორმაციას ვეყრდნობით.

სურათი 1.4 ფინეას გეიჯს აფეთქების შედეგად რკინის ძელმა თავი გაუხვრიტა, შედეგად მას შუბლის წილები
დაუზიანდა. გეიჯს შეისწავლიდნენ როგორც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, ისე სიკვდილის შემდგომაც.

თვითდაკვირვების ანგარიშის საფუძველზე მიღებული მონაცემების სანდოობა კვლევის მონაწილეთა


გულწრფელობასა და პატიოსნებაზეა დამოკიდებული. შესაძლოა, კვლევის მონაწილემ, სხვადასხვა მიზეზით,
არასწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია საკუთარი კოგნიტური პროცესების შესახებ. ეს შეიძლება მოხდეს
განზრახ ან უნებლიედ. ინფორმაციის განზრახ შეცვლა, შესაძლოა, არასახარბიელო მონაცემების
შელამაზების მცდელობაც იყოს.
ინფორმაციის უნებლიედ დამახინჯება შეიძლება იმან გამოიწვიოს, რომ კვლევის მონაწილემ კითხვა
არასწორად გაიგო, ან ზუსტად ვერ იხსენებს ინფორმაციას. მაგალითად, კვლევის მონაწილემ, შესაძლოა,
ზუსტად ვერ აღიდგინოს სტრატეგია, რომელსაც სასკოლო ასაკში ამოცანის ამოსახსნელად იყენებდა, როცა
მას მკვლევარი ამ სტრატეგიის გახსენებას სთხოვს. მან შეიძლება არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდოს
მაშინაც კი, როცა სრულიად გულწრფელია. ამიტომ წარსული ინფორმაციის აღდგენაზე დაფუძნებული
ანგარიში (დღიური, რესტროსპექტული ანგარიშები, კითხვარები და გამოკითხვები) ნაკლებად სანდოა, ვიდრე
კოგნიტური პროცესების უშუალოდ კვლევის პროცესში წარმოებული ანგარიში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ
ხშირად კვლევის მონაწილეებს არ ახსოვთ, რას და როგორ აკეთებდნენ.
ისეთი რთული კოგნიტური პროცესების შესწავლისას, როგორიცაა ამოცანის გადაწყვეტა ან
გადაწყვეტილების მიღება, მკვლევრები ხშირად მიმართავენ ვერბალურ ოქმებს (პროტოკოლს). ასეთ
ოქმებში ასახულია კონკრეტული კოგნიტური ამოცანის შესრულების პროცესში კვლევის მონაწილეების მიერ
ხმამაღლა აღწერილი საკუთარი აზრები და იდეები (მაგ., ,,მე უფრო მომწონს სახლი საცურაო აუზით, მაგრამ
ჩემთვის ეს ძვირი სიამოვნებაა, ამდენად მე უნდა ავირჩიო ისეთი სახლი, რომლსაც საცურაო აუზი არა აქვს“).
ვერბალური ოქმის ალტერნატიული ვარიანტია კვლევის მონაწილის მიერ ცდის პროცესში
კონკრეტული ინფორმაციის გახმოვანება საკუთარი კოგნიტური პროცესების გარკვეული ასპექტების შესახებ.
მაგალითად, განვიხილოთ ამოცანის გადაწყვეტის შესწავლა (იხ. თავი 11). კვლევის მონაწილეებს
სთხოვდნენ, 15-წუთიანი ინტერვალებით სკალაზე იმის შეფასებას, თუ რამდენად ახლოს იყვნენ მოცემული
ამოცანის გადაწყვეტასთან. სამწუხაროდ, ასეთ მეთოდებსაც კი აქვთ შეზღუდვები. რა სახის შეზღუდვებია
ესენი? ოქმის ან კითხვარის შევსებამ, შესაძლოა, შეცვალოს კოგნიტური პროცესები (მაგ., ხანმოკლე
მეხსიერების ფორმები. იხ. თავი 5) ან, შესაძლოა, კოგნიტური პროცესები გაუცნობიერებლად
მიმდინარეობდეს (მაგ., ისეთი კოგნიტური პროცესები, რომლებიც არ საჭიროებს ცნობიერ ყურდღებას, ან
იმდენად სწრაფია, რომ მათი შემჩნევაც კი შეუძლებელია. იხ. თავი 4). იმისთვის, რომ შეიქმნათ წარმოდგენა,
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

თუ რა სირთულეებს უკავშირდება თვითდაკვირვების ანგარიშების გამოყენება, შეასრულეთ სექციაში


კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა - მოცემული თვითდაკვირვების ამოცანები. იფიქრეთ თქვენს
გამოცდილებაზე თვითდაკვირვების ანგარიშისთვის.
კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა

თვითდაკვირვების ანგარიშები
1. ფეხსაცმელზე დახედვის გარეშე სცადეთ, ხმამაღლა ჩამოთვალოთ ფეხსაცმლის თასმების
შესაკრავად საჭირო ყველა საფეხური.
2. ხმამაღლა გაიხსენეთ, რას აკეთებდით თქვენს ბოლო დაბადების დღეზე;
3. ახლა, ამ მომენტში შეიკარით ფეხსაცმლის თასმები (ან რაიმე სხვა, მაგ., მაგიდის ფეხის გარშემო
შემოხვეული ზონრის შეკვრა) და გაახმოვანეთ მოქმედებები, რომლებსაც ასრულებთ. შენიშნეთ რამე
სხვაობა 1 და 3 ამოცანებს შორის?
4. გაახმოვანეთ, თუ როგორ გააცნობიერეთ თასმების შეკვრის მოქმედებები, ან ბოლო დაბადების
დღის გახსენების პროცესი. შეგიძლიათ ზუსტად აღწეროთ, როგორ ამოიტანეთ ინფორმაცია ცნობიერებაში?
შეგიძლიათ მიუთითოთ, ტვინის რომელი ნაწილი იყო ყველაზე აქტიური ამ ამოცანების შესრულებაში?

შემთხვევის ანალიზი (მაგ.,განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოებული ადამიანების დეტალური,


ღრმა გამოკვლევა) და ბუნებრივი დაკვირვება (მაგ., როგორიცაა დეტალური დაკვირვება ატომური
ელექტროსადგურის თანამშრომლების მუშაობის პროცესზე) შეიძლება გამოყენებულ იქნას ექსპერიმენტული
გზით მიღებული მონაცემების შესავსებად. კოგნიტური ფსიქოლოგიის ამ ორი მეთოდის გამოყენებას მაღალი
ეკოლოგიური ვალიდობა აქვს, ანუ ერთ კონკრეტულ გარემოში მიღებული მონაცემები რელევანტურად
შეიძლება მივიჩნიოთ არა მხოლოდ ამ კონკრეტული გარემოსთვის, არამედ სხვა კონტექსტისთვისაც. ალბათ
იცით, რომ ეკოლოგია ორგანიზმსა (ან ორგანიზმებსა) და გარემოს შორის დამოკიდებულებას სწავლობს.
კოგნიტური ფსიქოლოგიის ბევრი წარმომადგენელი ცდილობს, გაიგოს ურთიერთმიმართება ადამიანის
აზროვნების პროცესებსა და იმ გარემოს შორის, სადაც ადამიანს აზროვნება უწევს. ზოგჯერ ერთი და იგივე
კოგნიტური პროცესები, განსხვავებულ სიტუაციებში დაკვირვებისას (მაგ., ლაბორატორიაში და საკლასო
ოთახში, ან საჰაერო ტრანსპორტის კონტროლისას) სულაც არ არის იდენტური.

კომპიუტერული სიმულაცია და ხელოვნური ინტელექტი


ციფრულმა ტექნოლოგიებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევითი
ასპექტების განვითარებაში. ერთი მხრივ, ამ სფერომ არაპირდაპირი გავლენა მოახდინა კოგნიტურ
ფსიქოლოგიაზე - ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელების შექმნა დაეფუძნა კომპიუტერის მიერ
ინფორმაციის გადამუშავების მოდელებს. მეორე მხრივ, მას პირდაპირი გავლენაც ჰქონდა - შემეცნებითი
პროცესების კომპიუტერული სიმულირებისა და ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობები.
კომპიუტერული სიმულირებისას მკვლევრები შეიმუშავებენ კონკრეტული კოგნიტური ფუნქციის
სიმულაციის პროგრამებს. მაგალითად, გარკვეული ამოცანების შესრულება (მაგ., ობიექტებით მანიპულირება
სამგანზომილებიან სივრცეში) და გარკვეული კოგნიტური პროცესის იმიტაცია (მაგ., პატერნების ამოცნობა).
ზოგიერთ მკვლევარს ადამიანის მთლიანი გონების კოგნიტური არქიტექტურის კომპიუტერული მოდელების
41
42 სემინარი 1

შექმნის მცდელობაც ჰქონდა. ამ მოდელებმა გამოიწვია ცხარე დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ


როგორია ადამიანის გონების, როგორც მთელის, ფუნქციონირება (იხ. თავი 8).
ზოგჯერ განსხვავება სიმულაციასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის ბუნდოვანია. მაგალითად,
ზოგიერთი პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ მოახდინოს ადამიანის მიერ ამოცანის გადაწყვეტის
სიმულაცია და გაზარდოს სიმულტანური ფუნქციონირება. განვიხილოთ კომპიუტერული პროგრამა,
რომელიც თამაშობს ჭადრაკს. ასეთი პროგრამის შექმნის ორი გზა არსებობს. ერთი ცნობილია როგორც
უხეში ძალა: მკვლევარი აგებს ალგორითმს, რომელსაც შეუძლია გათვალოს სვლების უკიდურესად დიდი
რაოდენობა ძალიან მოკლე დროში. პოტენციურად ასეთმა პროგრამამ უნდა დაამარცხოს ნამდვილი
მოთამაშე სწორედ სვლების მრავალი ვარიანტისა და შემდგომი შესაძლო სვლების ძალიან სწრაფი
ანალიზის ხარჯზე. პროგრამა წარმატებულად ჩაითვლებოდა, თუ ის საუკეთესო მოთამაშეებს დაამარცხებდა.
ამ ტიპის პროგრამის მიზანია ჭადრაკის თამაშის უმაღლესი დონის დემონსტრირება და არა იმისა, თუ როგორ
ფუნქციონირებს ადამიანის თავის ტვინი. ალტერნატიული მიდგომა, სიმულაცია, გულისხმობს დაკვირვებას
დიდი პროფესიონალების მიერ ჭადრაკის ამოცანების გადაწყვეტაზე და იმავე გზებით მოქმედებას. პროგრამა
ჩაითვლებოდა წარმატებულად, თუ კონკრეტულ პარტიაში ის აირჩევდა ისეთივე სვლების კომბინაციას, რასაც
პროფესიონალი მოჭადრაკე შეასრულებდა. შესაძლებელია ამ ორი მიდგომის კომბინირება და იმგვარი
პროგრამის შექმნა, რომელიც თამაშის მოსაგებად ადამიანის გონების სიმულირებასაც ახდენს და უხეშ
ძალასაც იყენებს.

შეჯამება

კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტები მეცნიერული კვლევების გამოყენებით ხშირად აღრმავებენ


და აფართოვებენ თავიანთ ცოდნას შემეცნებითი პროცესების შესახებ. კოგნიტური მეცნიერება
ინტერდისციპლინური სფეროა, რომელიც იყენებს იდეებსა და მეთოდებს კოგნიტური ფსიქოლოგიის,
ფსიქობიოლოგიის, ხელოვნური ინტელექტის, ანთროპოლოგიისა და ფილოსოფიის სფეროებიდან
(Nickerson, 2005; Von Eckardt,2005). კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი მეცნიერები ამ იდეებსა და
მეთოდებს მიმართავენ ადამიანის მიერ ცოდნის შეძენისა და გამოყენების საფუძვლად მდებარე პროცესების
შესასწავლად. კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტებისთვის სასარგებლოა სხვა სპეციალობის
ფსიქოლოგებთან თანამშრომლობა. ასეთი თანამშრომლობის მაგალითია ერთობლივი მუშაობა
სოციალური ფსიქოლოგიისა (მაგ., ინტერდისციპლინური სფერო - სოციალური კოგნიცია) და საინჟინრო
ფსიქოლოგიის სპეციალისტებთან (რომლებიც ადამიანისა და მანქანების ურთიერთქმედებას შეისწავლიან),
მოტივაციისა და ემოციის შემსწავლელ ფსიქოლოგებთან, ასევე, კლინიკური ფსიქოლოგიის
წარმომადგენლებთან, რომლებიც ფსიქიკურ აშლილობებს შეისწავლიან. ასევე მჭიდრო თანამშრომლობა
და ინფორმაციის გაცვლა წარმოებს მეცნიერების სხვა დარგების წარმომადგენლებთანაც. ფსიქიატრებს
აინტერესებთ, როგორ მუშაობს ადამიანის თავის ტვინი და როგორ გავლენას ახდენს აზროვნებისა და
ემოციების პროცესებზე. ანთროპოლოგებმა შეიძლება გამოიყენონ აღქმისა და აზროვნების შესახებ
ინფორმაცია იმისათვის, რომ იკვლიონ ამ ფენომენების კულტურული ვარიაციები. ციფრული
ტექნოლოგიების სპეციალისტები ცდილობენ, შეიმუშაონ ეფექტური კომპიუტერული გარემო, რომელიც
გააადვილებს ინფორმაციის აღქმას და გადამუშავებას. კოგნიტური ფსიქოლოგიის ცოდნის გამოყენებით
ტრანსპორტის დაგეგმარების სპეციალისტებს სატრანსპორტო სიტუაციების ისეთი მოდელების დაგეგმვა და
შექმნა შეუძლიათ, რომლებიც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებდა.
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

ცნებების შემოწმება
1. რას ნიშნავს ,,სტატისტიკურად სანდო“?
2. რა გასხვავებაა დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის?
3. რატომაა, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოსავლენად მხოლოდ ექსპერიმენტული
მეთოდი გამოიყენება?
4. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია შემთხვევის ანალიზის მეთოდს?
5. რით განსხვავდება თეორია ჰიპოთეზისაგან?

კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითადი იდეები


კოგნიტური ფსიქოლოგიის სფეროში, იმის მიუხედავად, თუ რა წარმოადგენს მისი შესწავლის
კონკრეტულ ობიექტს, მუდმივად ჩნდება ახალი ფუნდამენტური იდეები. ქვემოთ მოყვანილია ხუთი
დებულება, რომლებიც კოგნიტური ფსიქოლოგიის ხუთ ძირითად იდეად შეიძლება იქნას მიჩნეული. ეს
იდეები კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითად თემებთან იკვეთება, რომელთა ჩამონათვალი ამ თავის
ბოლოსაა მოცემული.
1. მნიშვნელოვანია როგორც ემპირიული მონაცემები, ისე თეორიები - კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
ემპირიული გზით მოპოვებული მონაცემების სრულად გააზრება შესაძლებელია მხოლოდ ამხსნელი
თეორიის ჩარჩოებში, ხოლო თეორიები, თავის მხრივ, სწორედ ემპირიულ მონაცემებს ეყრდნობა.
თეორიიის საშუალებით მონაცემები მნიშვნელობას იძენს. დავუშვათ, ვიცით, რომ ადამიანებს გამოცდილებით
შეძენილი ინფორმაციის ცნობის უკეთესი უნარი აქვთ, ამავე ინფორმაციის აქტიურ გახსენებასთან შედარებით.
მაგალითად, სიტყვების ჩამონათვალში ადამიანი კონკრეტულ სიტყვას უფრო იოლად ცნობს, ვიდრე
ახერხებს იმ სიტყვების ზუსტად გახსენებას, რომლებიც წაუკითხეს. ეს საინტერესო ემპირიული განზოგადებაა,
მაგრამ თეორიული ჩარჩოს გარეშე აღნიშნული ფენომენი ვერ აიხსნება. მეცნიერების კიდევ ერთი,
მნიშვნელოვანი მიზანია წინასწარმეტყველება. სწორედ თეორიის საფუძველზეა შესაძლებელი იმის
განსაზღვრა, თუ რა გარემოებებზე ვრცელდება მოცემული წესი. ამრიგად, თეორია უზრუნველყოფს ახსნას და
წინასწარმეტყველებას.
ამავე დროს, თეორია მონაცემების გარეშე ცარიელია. პრაქტიკულად ყველას შეუძლია შექმნას თეორია, მათ
შორის, საკმაოდ დამაჯერებელიც. მაგრამ მეცნიერება მოითხოვს ამ თეორიების შემოწმებას. ამრიგად,
თეორიები და მონაცემები ურთიერთდამოკიდებულია. თეორია ბიძგს აძლევს მონაცემების შეგროვებას,
რომელთა საფუძველზე თეორიის შემოწმება და შესწორება ხდება, რაც, თავის მხრივ, კვლავ იწვევს
მონაცემთა შეგროვების საჭიროებას და ა.შ.
2. კოგნიციის ძირითადი ფუნქცია ადაპტაციაა, თუმცა არა ყოველთვის. ჩვენ შეგვიძლია უდიდესი
სიზუსტით აღვიქვათ, დავისწავლოთ, დავიმახსოვროთ და გადავწყვიტოთ პრობლემები, თანაც ამას
ვაკეთებთ უამრავი გარე სტიმულის ზემოქმედების მიუხედავად. თუმცა პროცესებმა, რომლებიც ჩვენს
ზუსტ აღქმას, მეხსიერებას და აზროვნებას წარმართავს, ბევრ სიტუაციაში, შეიძლება სწორ გზას
აგვაცდინოს. მაგალითად, ადამიანებს ადვილად მისაწვდომი ინფორმაციის გაზვიადების ტენდენცია
აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ეს ტენდენცია შემეცნებითი ფუნქციების უფრო ნაყოფიერ გამოყენებაში

43
44 სემინარი 1

გვეხმარება, ჩვენ მაინც ასე ვიქცევით მაშინაც კი, როცა მოცემული ინფორმაცია გადასაწყვეტ
პრობლემასთან შეუსაბამოა.
3. შემეცნებითი პროცესები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთანაც და სხვა არაკოგნიტურ პროცესებთანაც.
იმ ფაქტის მიუხედავად, რომ კოგნიტური ფსიქოლოგიის მიზანს კონკრეტული შემეცნებითი პროცესის
შესწავლა და, იმავდროულად, მისი გამოცალკევება წარმოადგენს, ამ სფეროში მომუშავე
სპეციალისტებმა იციან, რომ შემეცნებითი პროცესები მუდმივად ურთიერთქმედებენ. მაგალითად,
მეხსიერების პროცესები აღქმის პროცესებზეა დამოკიდებული. რას დაიმახსოვრებ, ნაწილობრივ
იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რას აღიქვამ. ამას გარდა, კოგნიტურ პროცესებთან არაკოგნიტური
პროცესებიც ურთიერთქმედებს. მაგალითად, თუ მოტივირებული ხარ, უკეთესად დაისწავლი.
ამდენად, კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტთა მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ თავისთავად
კოგნიტურ პროცესთა სპეციფიკის, არამედ სხვა ფსიქიკურ პროცესებთან (როგორც კოგნიტურ, ისე
არაკოგნიტურ) მათი ურთიერთქმედების შესწავლაც.
კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სფეროა კოგნიტური და ბიოლოგიური დონის
ანალიზის გადაკვეთა. ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა თავის ტვინში სხვადასხვა სახის კოგნიტურ
პროცესებთან დაკავშირებული აქტივობის ლოკალიზება. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს იმ დაშვებასთან
დაკავშირებთ, რომლის თანახმად, ბიოლოგიური აქტივობა კოგნიტურ აქტივობას განაპირობებს. კვლევების
შესაბამისად, დასწავლას, რომელიც თავის ტვინში ცვლილებებს, სხვა სიტყვებით, კოგნიტურ პროცესებს
იწვევს, ისევე შეუძლია ბიოლოგიურ სტრუქტურებზე გავლენის მოხდენა, როგორც, თავის მხრივ, ბიოლოგიურ
სტრუქტურებს კოგნიტურ პროცესებზე. კოგნიტური სისტემა არ ფუნქციონირებს იზოლირებულად, ის ყველა
სისტემასთან ურთიერთქმედებაში მუშაობს.
4. კოგნიცია უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა მეცნიერული მეთოდის გამოყენებით. არ არსებობს
კოგნიციის შესწავლის ერთადერთი სწორი გზა. ყველა კოგნიტური პროცესი სხვადასხვა მეთოდის
გამოყენებით შესწავლას საჭიროებს. ერთსა და იმავე შედეგს რაც უფრო ბევრი სხვადასხვა მეთოდის
გამოყენებით ვღებულობთ, მით უფრო მაღალია ამ დასკვნების სანდოობა. მაგალითად, ვთქვათ,
რეაქციის დროის, შეცდომების შეფასებისა და ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლას მივყავართ
ერთსა და იმავე დასკვნამდე. მხოლოდ ერთი მეთოდის გამოყენებით მიღებულ შედეგებთან
შედარებით, ასეთ ვითარებაში მიღებული შედეგების სანდოობაში უფრო დარწმუნებული შეგვიძლია
ვიყოთ.
ამასთან, ყველა აღნიშნული მეთოდი აუცილებლად მეცნიერული უნდა იყოს - ეს მცდარი მოლოდინების
უარყოფის შესაძლებლობას გვაძლევს. არამეცნიერულ მეთოდებს ასეთი შესაძლებლობა არ გაჩნია.
მაგალითად, გამოკითხვის მეთოდები, რომლებიც მხოლოდ ნდობას ან ავტორიტეტს ეყრდნობა, შესაძლოა
ღირებული იყოს, მაგრამ მეცნიერული არაა.
5. კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველა ფუნდამენტური კვლევა შეიძლება გამოყენებული იყოს პრაქტიკაში,
ხოლო ყველა გამოყენებითი კვლევა შეიძლება საფუძვლად დაედოს კოგნიტური ფსიქოლოგიის
ძირითად წარმოდგენებს.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზღვარი ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევას შორის მკაფიო არ არის - ერთი
შეხედვით ფუნდამენტური კვლევა, არც თუ იშვიათად, მაშინვე ჰპოვებს თავის გამოყენებას ისევე, როგორც
თითქოს გამოყენებითი ხასიათის კვლევამ ზოგჯერ უსწრაფესად შეიძლება მიგვიყვანოს ფუნდამენტური
წარმოდგენების ჩამოყალიბებამდე. მაგალითად, მეხსიერების კვლევით მიღებული ძირითადი დასკვნა ის
არის, რომ დასწავლა გაცილებით ნაყოფიერია, თუ დასწავლის პროცესი დროის დიდ მონაკეთზეა
გადანაწილებული და ნაკლებად ნაყოფიერია, თუ ათვისება დროის მცირე ინტერვალში მოხდება. ამ კვლევის
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

შედეგები მაშინვე გამოიყენეს დასწავლის სტრატეგიების შესწავლის სფეროში. იმავდროულად, მოწმეთა


ჩვენებებთან დაკავშირებულმა კვლევებმა, რომლებიც თითქოს უკიდურესად გამოყენებითია, გაამდიდრა
ჩვენი ცოდნა მეხსიერების სისტემების შესახებ და პიროვნული მოგონებების კონსტრუირების მექანიზმების
თაობაზე.
ამ წიგნში ჩვენ უბრალოდ ფაქტების კონსტატაციას კი არ მოვახდენთ, არამედ ყურადღებას
გავამახვილებთ კოგნიტური ფსიქოლოგიის ძირითად, ზოგად იდეებსა და ფუნდამენტურ თემებზე. ამ გზით
ჩვენ დაგეხმარებით კოგნიტური ფსიქოლოგიის დიდი და მნიშვნელოვანი კანონზომიერებების გაგებაში. ჩვენ
ასევე შევეცდებით შეგიქმნათ წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ აზროვნებენ კოგნიტური ფსიქოლოგიის
სპეციალისტები და როგორ ავითარებენ თავიანთ სფეროს ყოველდღიური საქმიანობით. ვიმედოვნებთ, რომ
ეს მიდგომა დაგეხმარებათ კოგნიტური ფსიქოლოგიის პრობლემების უფრო ღრმად განხილვაში, რაც სხვა
მიდგომის შემთხვევაში ნაკლებად შესაძლებელი იქნებოდა. საბოლოოდ, კოგნიტური ფსიქოლოგიის
წარმომადგენელთა მიზანია იმის გაგება, თუ როგორ აზროვნებენ ადამიანები არა მხოლოდ
ლაბორატორიულ პირობებში, არამედ ჩევეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

კოგნიტური ფსიქოლოგიის საკვანძო თემები


ამ თავში განხილულ მნიშვნელოვან იდეებს თუ გადავხედავთ, კოგნიტური ფსიქოლოგიის
საფუძველმდებარე ძირითად თემებს აღმოვაჩენთ, ესენია ბუნება და აღზრდა, ემპირიზმი და რაციონალიზმი.
ამ და სხვა ქვემოთ მოყვანილი ძირითადი თემების მიზანია ადამიანის გონების არსის ახსნა. ეს თემები
მუდმივად ჩნდება კოგნიტური ფსიქოლოგიის შესწავლის პროცესში. ყოველი თავის წაკითხვისას
დაუკვირდით, რა მიმართებაშია კონკრეტულ თავში მოცემული ინფორმაცია კოგნიტური ფსიქოლოგიის
მთავარ თემებთან. ამ თემებს წიგნის ტექსტში თქვენ ბევრჯერ შეხვდებით. მთავარი თემების განხილვა
თითოეული თავის ძირითადი თემების სექციაშიც შეგიძლიათ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს შეკითხვები
მოცემულია შეხედულებათა ან მეთოდების სინთეზის „ორივე/და“ ფორმით ან კიდევ თეზა/ანტითეზის „ან/ან“
ფორმით. მოსაზრებები სინთეზზე, ხშირად, უფრო სასარგებლოა, ვიდრე, საზოგადოდ, რადიკალური
შეხედულება. მაგალითად, ჩვენი ბუნება უზრუნველყოფს ქცევისა და აზროვნების მრავალფეროვან
მახასითებელთა მემკვიდრეობით საფუძველს. თუმცა აღზრდა აყალიბებს იმ სპეციფიკურ გზებს, რომლებიც
მემკვიდრეობით განპირობებული მახასიათებლების ხორცშესხმაში გვეხმარება.
ჩვენ, შესაძლოა, ვიყენებდეთ ემპირიულ მეთოდებს მონაცემების შეგროვებისა და ჰიპოთეზების
შემოწმების მიზნით. მაგრამ, ამავე დროს, ვიყენებთ რაციონალურ მეთოდებსაც მიღებული მონაცემების
ინტერპრეტაციის, თეორიების აგებისა და ამ თეორიების საფუძველზე ჰიპოთეზების ჩამოსაყალიბებლად.
ჩვენი ცოდნა შემეცნების შესახებ ღრმავდება, როცა განვიხილავთ როგორც ფუნდამენტურ კვლევებს
ძირითადი კოგნიტური პროცესების შესახებ, ისე ამ კვლევათა შედეგების გამოყენებას ყოფაში. სინთეზი
გულისხმობს მუდმივ ცვლილებებს. ის, რაც დღეს განიხილება, როგორც სინთეზი, ხვალ, შესაძლოა,
რადიკალურ შეხედულებად იქცეს და პირიქით. გახსოვდეთ, ამ წიგნის თითოეული თემა (აღქმა, მეხსიერება
და ა.შ) შესაძლოა გაანალიზებულ იქნას შემდეგი შვიდი თემის კუთხით:

1. ბუნება vs აღზრდა

45
46 სემინარი 1

თეზა/ანტითეზა: რომელს აქვს უფრო დიდი გავლენა ადამიანის ინტელექტზე - აღზრდას თუ ბუნებას?
თუკი გვჯერა, რომ ადამიანის კოგნიციის თანდაყოლილი თვისებები უფრო მნიშვნელოვანია, სავარუდოდ,
კოგნიციის თანდაყოლილი მახასიათებლების კვლევას შევუდგებით. ხოლო თუ გვჯერა, რომ შემეცნებაში
მნიშვნელოვან როლს გარემო თამაშობს, გამოვიკვლევდით, თუ რა გავლენას ახდენს შემეცნებაზე
გარემოს ცალკეული მახასიათებელი.
სინთეზი: ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ გარემოს კოვარიაციებისა და ურთიერთქმედებების
(მაგალითად, სიღარიბის) უარყოფითი გავლენა ინდივიდზე, რომლის გენებიც, გარემოს სასიკეთო გავლენის
შემთხვევაში, უზრუნველყოფდა ინდივიდის წარმატებას სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტაში.

„კარგი, შენ დადიხარ როგორც ბატი, ყიყინებ როგორც ბატი... შეიძლება გკითხო, ვინ გაგზარდა?“
ბუნება თუ აღზრდა: როგორც გენები, ისე გარემო ახდენს იმაზე გავლენას, თუ რანი ვართ, რას ვფიქრობთ და
როგორ ვიქცევთ.

2. რაციონალიზმი vs ემპირიზმი
თეზა/ანტითეზა: როგორ აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება საკუთარ თავსა და სამყაროს შესახებ? ლოგიკური
დასაბუთებით, უკვე ცნობილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თუ დაკვირვების გზით - რასაც შევიგრძნობთ და
აღვიქვამთ, და ამ დაკვირვებების შემოწმების გზით?
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

სინთეზი: ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ემპირიული და თეორიული მეთოდების კომბინაცია იმისთვის,


რომ კოგნიტური ფენომენების შესახებ რაც შეიძლება მეტი გავიგოთ.
3. სტრუქტურები vs პროცესები
თეზა/ანტითეზა: რა უნდა შევისწავლოთ ადამიანის გონების შემეცნების მიზნით - სტრუქტურები
(შინაარსები, თვისებები და შედეგები), თუ გონებაში მიმდინარე პროცესები?
სინთეზი: ჩვენ შეგვიძლია ვიკვლიოთ, თუ როგორ ხდება ფსიქიკურ სტრუქტურებში ფსიქიკური
პროცესების რეალიზება.
4. სფეროს ზოგადობა vs სფეროს სპეციფიკურობა
თეზა/ანტითეზა: დაკვირვებადი პროცესები ერთი სფეროთია შემოსაზღვრული თუ სხვადასხვა სფეროში
ვლინდება? ერთ სფეროში წარმოებული დაკვირვება მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს
ფარგლებისთვისაა სამართლიანი თუ შესაძლებელია მისი განვრცობა ყველა სფეროში?
სინთეზი: შეგვიძლია ვიკვლიოთ, რომელი პროცესებია შემოსაზღვრული ერთი სფეროთი და რომელია
ზოგადი.
5. მიზეზ-შედეგობრივი დასკვნა vs ეკოლოგიური ვალიდობა
თეზა/ანტითეზა: როგორ უნდა შევისწავლოთ კოგნიცია, კონტროლირებული ექსპერიმენტების
საშუალებით, რომლებიც ზრდის მიზეზ-შედეგობრივი დასკვნის ალბათობას, თუ გამოვიყენოთ ბუნებრივი
საშუალებები, რომელთა გამოყენება ზრდის ეკოლოგიურად ვალიდური შედეგების მიღების
შესაძლებლობას?
სინთეზი: ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორი მიდგომა და გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივი, ისე
ლაბორატორიული ექსპერიმენტები და მოვიპოვოთ მყარი შედეგები, იმის მიუხედავად, თუ რა მეთოდს
გამოვიყენებთ.
6. გამოყენებითი vs ფუნდამენტური კვლევები:
თეზა/ანტითეზა: რა უნდა ვიკვლიოთ - ფუნდამენტური კოგნიტური პროცესები, თუ შევისწავლოთ გზები,
რომლებითაც ადამიანები შეძლებენ რეალურ სიტუაციებში კოგნიციის ეფექტურ გამოყენებას?
სინთეზი: შესაძლებელია ამ ორი ტიპის კვლევის კომბინირება ისე, რომ ფუნდამენტურ კვლევას
გააჩნდეს გამოყენებითი ღირებულება, ხოლო მიღებული გამოყენებითი შედეგები იწვევდეს ახალ
ფუნდამენტურ კვლევას და ა.შ.
7. ბიოლოგიური vs ქცევითი მეთოდები
თეზა/ანტითეზა: თავის ტვინი და მისი ფუნქციები შევისწავლოთ პირდაპირი გზით, თავის ტვინის
სკანირებით, როცა ადამიანები გარკვეულ კოგნიტურ ამოცანებს ასრულებენ, თუ შევისწავლოთ ადამიანის
ქცევა ამოცანის გადაწყვეტის პროცესში, გავზომოთ სიზუსტე და რეაქციის დრო?
სინთეზი: შეგვიძლია ვცადოთ ამ ორი მეთოდის სინთეზური გამოყენება და კოგნიტური ფენომენები
გავიაზროთ ანალიზის სხვადასხვა დონეზე.

შეჯამება
1. რა არის კოგნიტური ფსიქოლოგია?
კოგნიტური ფსიქოლოგია არის დისციპლინა, რომელიც შეისწავლის, თუ როგორ აღიქვამს, დაისწავლის,
იმახსოვრებს და აზროვნებს ადამიანი.
47
48 სემინარი 1

2. როგორ მოხდა კოგნიტური ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერული დარგის ჩამოყალიბება?


არისტოტელესა და პლატონის დროიდან ადამიანები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ მიაკვლიონ
ჭეშმარიტებას. პლატონის მოსაზრებით, მხოლოდ რაციონალიზმია ჭეშმარიტებისკენ მიმავალი ერთადერთი
გზა, ხოლო არისტოტელეს ცოდნის შემეცნების ერთადერთ გზად ემპირიზმი მიაჩნდა. საუკუნეების შემდეგ,
დეკარტემ განავრცო პლატონის რაციონალიზმი, ხოლო ლოკმა განავითარა არისტოტელეს ემპირიზმი.
კანტმა შემოიტანა ამ ორი მოსაზრების სინთეზი. კანტის მოსაზრებების გამოქვეყნებიდან ათეული წლების
შემდეგ, ჰეგელმა დააფიქსირა, თუ როგორ ვითარდებოდა იდეები ისტორიული დიალექტიკის პროცესში.
3. როგორ განვითარდა კოგნიტური ფსიქოლოგია ზოგადი ფსიქოლოგიიდან?
მეოცე საუკუნისთვის ფსიქოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. ვუნდტი ფსიქიკურ
სტრუქტურებს შეისწავლიდა (რამაც სტრუქტურალიზმის განვითარება განაპირობა), ხოლო ჯემსი და დიუი
ფსიქიკურ პროცესებს (ფუნქციონალიზმი) შეისწავლიდნენ. ამ დიალექტიკის პროდუქტს წარმოადგენდა
ასოციაციონიზმი, განმტკიცებული ებინგჰაუსისა და თორნდაიკის შრომებით. ყოველივე ამან გზა გაუკაფა
ბიჰევიორიზმს, რომელშიც ასოციაციების მნიშვნელობა განსაკუთრებით იყო ხაზგასმული. შემდეგი ნაბიჯი
ბიჰევიორიზმისკენ პავლოვის კლასიკური განპირობებულობის პრინციპების აღმოჩენა გახდა. ბიჰევიორიზმის
მთავარი მომხრეები სკინერი და უოტსონი იყვნენ. ბეჰივიორიზმი მთლიანად იყო ფოკუსირებული ორგანიზმის
ქცევასა და გარემოში მოცემულ მახასიათებლებს შორის დაკვირვებად კავშირებზე, რომლებიც აძლიერებენ
ან ასუსტებენ კონკრეტული ქცევის განმეორებით გამოვლინებას. ბიჰევიორისტების უმრავლესობა მთლიანად
უარყოფდა იმ ფსიქოლოგთა წვლილს, რომლებიც ქცევის განხორციელების პროცესში ინდივიდის გონებაში
მიმდინარე პროცესების შესწავლას ცდილობდნენ. მაგრამ ტოლმენმა და შემდგომი თაობის ბიჰევიორისტებმა
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს კოგნიტური პროცესების როლს ქცევის განხორციელებაში. სხვადასხვა
სფეროს განვითარების კონვერგენციამ განაპირობა კოგნიტური ფსიქოლოგიის ცალკე დისციპლინად
გამოყოფა. ამ დისციპლინის სათავეში ნაისერი იდგა.
4. რა მიმართება აქვს კოგნიტური ფსიქოლოგიის თეორიისა და კვლევითი ნაწილის განვითარებას სხვა
დისციპლინებთან?
კოგნიტური ფსიქოლოგიის საწყისები ფილოსოფიასა და ფიზიოლოგიაში იძებნება. ამ სფეროების
გაერთიანებამ დასაბამი მისცა ფსიქოლოგიიის ახალ მიმდინარეობას. როგორც დამოუკიდებელი სფერო,
კოგნიტური ფსიქოლოგია ასევე ეყრდნობა კროსდისციპლინურ კვლევათა შედეგებს. ამ დისციპლინების
რიცხვშია ლინგვისტიკა (მაგ. როგორ ურთიერთქმედებს აზროვნება და ენა?), ბიოლოგიური ფსიქოლოგია
(მაგ., რა წარმოადგენს კოგნიტური ფუნქციების ფიზიოლოგიურ საფუძველს?), ანთროპოლოგია (მაგ,. რა
მნიშვნელობა აქვს კულტურულ კონტექსტს შემეცნებისთვის?) და ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიცაა
ხელოვნური ინტელექტი (მაგ., როგორ ამუშავებს ინფორმაციას კომპიუტერი?).
5. რომელ მეთოდებს იყენებენ კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომდგენლები ადამიანის აზროვნების
პროცესის შესასწავლად?
კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელებს მეთოდების ფართო არჩევანი აქვთ. ისინი იყენებენ
ექსპერიმენტებს, ფსიქობიოლოგიურ კვლევებს, შემთხვევის ანალიზს, ბუნებრივ დაკვირვებას,
თვითდაკვირვების ანგარიშებს, კომპიუტერულ სიმულაციასა და ხელოვნურ ინტელექტს.
6. რა საკითხები და კვლევის სფეროებია აქტუალური კოგნიტურ ფსიქოლოგიაში? ამ სფეროს ერთ-
ერთი უმთავრესი საკითხია ის, თუ როგორ გამოვიმუშავოთ ცოდნა. ფსიქოლოგიური კვლევები
შეიძლება განხორციელდეს შემდეგი მიმართულებით:
• რაციონალიზმის (რაც თეორიის განვითარების საფუძველია) და ემპირიზმის (რაც მონაცემების
შეგროვების საფუძველია) გამოყენებით;
თავი I: შესავალი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
Robert J. Sternberg & Karin Sternberg “Cognitive Psychology”, 6th edition

• კოგნიტური სტრუქტურებისა და პროცესების ხაზგასმით;


• ზოგადი და სპეციფიკური სფეროებით შემოსაზღვრული პროცესების ხაზგასმით.
• სწრაფვით ექსპერიმენტული კონტროლის მაღალი დონისკენ (რაც ხელს უწყობს მიზეზ-შედეგობრივი
დასკვნების გაკეთებას) და მაღალი ეკოლოგიური ვალიდობისკენ (ხელს უწყობს შედეგების განზოგადებას
არალაბორატორიულ სიტუაციებზე).
• ფუნდამენტური კვლევების გახორციელებით კოგნიციის ძირითადი საკითხების უკეთ გასაგებად,
ხოლო გამოყენებითი კვლევების განხორციელებით ყოველდღიურ სიტუაციებში კოგნიციის ეფექტურად
გამოსაყენებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხები დიამეტრულად განსხვავებულია, საპირისპირო მოსაზრებები
ხშირად ისეთ ახალ ფორმაში შეიძლება სინთეზირდეს, რომელიც საპირისპირო მოსაზრებების საუკეთესო
თვისებებს მოიცავს. კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები სწავლობენ შემეცნების, ასევე
ყურადღების, ცნობიერების, აღქმის, მეხსიერების, წარმოსახვის, ენისა და მეტყველების, შემოქმედების,
აზროვნების, ამოცანის გადაწყვეტისა და გადაწყვეტილების მიღების ბიოლოგიურ საფუძვლებს, აგრეთვე,
კოგნიტური სფეროს ცვლილებებს ცხოვრების მანძილზე, ადამიანის ინტელექტს, ხელოვნურ ინტელექტს და
აზროვნების პროცესის სხვადასხვა ასპექტს.

ფიქრი ფიქრის შესახებ: ანალიტიკური, შემოქმედებითი და პრაქტიკული საკითხები

1. აღწერეთ, კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარების ხელშემწყობი ფსიქოლოგიის ძირითადი


ისტორიული სკოლები.
2. აღწერეთ, რა გზით შეუწყო ხელი კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებას ლინგვისტიკამ,
ხელოვნურმა ინტელექტმა და ფილოსოფიამ.
3. შეადარეთ და შეუპისრისპირეთ ერთმანეთს პლატონისა და არისტოტელეს გავლენა ფსიქოლოგიის
განვითარებაზე.
4. გააანალიზეთ, როგორ აისახა კოგნიტური ფსიქოლოგიის სხვადასხვა მეთოდზე ცოდნის შეძენის
ემპირიული და რაციონალური მიდგომები.
5. შეიმუშავეთ კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევის გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ თავში
აღწერილი კვლევითი მეთოდებიდან ერთ-ერთზე. აღწერეთ ამ კონკრეტული მეთოდის თქვენს
კვლევაში გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
6. ამ თავში კოგნიტური ფსიქოლოგია აღწერილია როგორც ფსიქოლოგიის თანამედროვე სფერო.
როგორ წარმოგიდგენიათ ამ სფეროში მოსალოდნელი ცვლილებები 50 წლის შემდეგ?
7. როგორ შეიძლება ფუნდამენტური კვლევებით მიღებულმა ცოდნამ ჰპოვოს პრაქტიკული გამოყენება
ყოველდღიურ სიტუაციებში?
8. როგორ შეიძლება გამოყენებითი კვლევებით მიღებულმა ცოდნამ გააღრმავოს შემეცნების
ფუნდამენტურ თვისებებთან დაკავშირებული ცოდნა?
.

ძირითადი ცნებები
49
50 სემინარი 1

ადამიანის ინტელექტის სამკომპონენტიანი თეორია


ასოციაციონიზმი
ბიჰევიორიზმი
გეშტალტ-ფსიქოლოგია
დამოკიდებული ცვლადები
დამოუკიდებელი ცვლადები
ეკოლოგიური ვალიდობა
ემპირიზმი
თეორია
ინტელექტის სამდონიანი მოდელი
ინტელექტი
ინტროსპექცია
კოგნიტური ფსიქოლოგია
კოგნიტური მეცნიერება
კოგნიტივიზმი
მრავლობითი ინტელექტის თეორია
ფუნქციონალიზმი
პრაგმატიზმი
რაციონალიზმი
სტატისტიკური მნიშვნელობა
სტრუქტურალიზმი
ხელოვნური ინტელექტი, (AI)
ჰიპოთეზა

მედია რესურსები
www.cengagebrain.com

You might also like