You are on page 1of 2

პრაქტიკული ფსიქოსინთეზი

ნაწილი I
ფსიქოსინთეზის სავარჯიშოები პიროვნული და სულიერი ზრდისთვის

ავტორი: ტომას იომენსი

მთარგმნელი: გიორგი კურტანიძე

No. 2

სავარჯიშო ’’ვინ ვარ მე?’’


ეს სავარჯიშო განკუთვნილია იმისთვის, რომ დაგეხმაროთ თვითცნობიერების
განვითარებაში და საკუთარი ჭეშმარიტი, ნამდვილი ’’მე’’-ს გამოვლენაში. ის
დაფუძნებულია თეორიაზე, რომ თითოეული ჩვენგანი ხახვის მსგავსად, დაფარულია
მრავალი ’’გარსით’’, რომლებიც მალავენ ჩვენს ’’ცენტრალურ ბირთვს’’. ეს თვით-
აღქმული ფენები შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. ისინი წარმოადგენენ
ჩვენი პიროვნების სხვა და სხვა ასპექტებს და განაპირობებს ჩვენს ურთიერთობას,
დამოკიდებულებას სამყაროსთან. ზოგიერთი მათგანი ფასადურია, ნიღაბია, რომელიც
მალავს ჩვენი პიროვნების იმ მხარეებს რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს (არ ვაღიარებთ);
ასევე ზოგი შესაძლებელია იყოს ჩვენი პიროვნების დაფარული დადებითი მხარეები,
რომლის მიღება, აღიარება არ შეგვიძლია. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაფრის
(გარსების, ფენების) მიღმა თითოეულ ჩვენგანში იმალება შემოქმედებითი და
აქტიური, ცოცხალი ცენტრალური ბირთვი-’’ჩვენი ნამდვილი მე’’, ჩვენი არსების
ყველაზე სიღრმისეული ნაწილი. ამ სავარჯიშოთი, შეკითხვით ’’ვინ ვარ მე?’’ ჩვენ
თანდათან ვუახლოვდებით ‘’ჩვენს ნამდვილს მე-ს’’. საბოლოოდ ამ გზით შეიძლება
შევეხოთ საკუთარი არსების საწყისს, ჩვენს ნამდვილ ვინაობას.

შესრულების თანმიმდევრობა:
1.ამოირჩიეთ ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით. აიღეთ ფურცლები, თავში
დააწერეთ თარიღი და დაწერეთ: ’’ვინ ვარ მე?’’. ქვემოთ დაუწერეთ თქვენი პასუხები
ამ კითხვაზე: პასუხები უნდა იყოს რაც შეიძლება ღია და გულწრფელი. პერიოდული
პაუზების შემდეგ განაგრძეთ აზრობრივად ისევ ამ კითხვის დასმა და ჩაიწერეთ
პასუხები.
2.დაჯექით და მოდუნდით. დახუჭეთ თვალები. ეცადეთ არ იფიქროთ არაფერზე.
ისევ დაუსვით თქვენ თავს შეკითხვა: ’’ვინ ვარ მე?’’ და შეეცადეთ მიიღოთ პასუხები
აზრობრივ ფორმაში. არ იფიქროთ და არ შეაფასოთ, ნება მიეცით ’’ფორმებს’’ თავისით
ამოტივტივდნენ (გაჩნდნენ) ცნობიერებაში. შემდეგ გაახილეთ თვალები და რაც
შეიძლება დაწვრილებით აღწერეთ ეს ფორმები; მიუთითეთ ასევე რა გრძნობები
გაგიჩნდათ მათთან დაკავშირებული და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის.

3.დადექით ისე, რომ გქონდეთ რაღაც სივრცე მოძრაობისთვის. დახუჭეთ თვალები


და ისევ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა: ’’ვინ ვარ მე?’’ ამჯერად პასუხი ეძებეთ
საკუთარი სხეულის მოძრაობაში. მიენდეთ მის სიბრძნეს, დაე მოძრაობები თავისით
განვითარდნენ იქამდე, სანამ თქვენ არ იგრძნობთ, რომ ის დამთავრდა. თუ გსურთ,
შეგიძლიათ მოძრაობებს დაურთოთ ბგერები ან სიმღერა. ამის შესრულების შემდეგ
აღწერეთ თქვენი გამოცდილება.

ამ სავარჯიშოს შესრულება რეკომენდირებულია გარკვეული დროის პერიოდში.


განმეორებით შესრულებისას მისი მოქმედება, ეფექტურობა ძლიერდება.

You might also like