You are on page 1of 4

1 შესავალი

გამარჯობა. მე ვარ ლაზარე კაპანაძე და დღეს ვისაუბრებ თემაზე, რომელიც სულ უფრო
და უფრო მნიშვნელოვანი ხდება დრღევანდელ რეალობაში. იქნება ეს ჩვენი პირადი თუ
პროფესიული ცხოვრება. მოკლედ დღეს განვიხილავთ EQ-ს ანუ ემოციურ ინტელექტს.
ემოციური ინტელექტი არის გადამწყვეტი უნარების ნაკრები, რომელიც გვეხმარება ჩვენი
და სხვისი ემოციების ნავიგაციაში. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ EQ მჭიდროდ არის
დაკავშირებული წარმატებასთან სხვადასხვა სფეროში. ამ პრეზენტაციის განმავლობაში
ჩვენ შევისწავლით ემოციური ინტელექტის განმარტებას, მის გავლენას და EQ-ის როგორც
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტის როლს ჩვენს ცხოვრებაში.

2 ემოციური ინტელექტის განმარტება.

ემოციური ინტელექტი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც EI ან EQ (ემოციური


კოეფიციენტი), არის კონცეფცია, რომელიც მოიცავს საკუთარი ემოციების ამოცნობის ,
გაგების და მართვის უნარს. ასევე სხვისი ემოციების აღქმისა და რეაგირების უნარს. იგი
მოიცავს უნარებისა ერთობლიობას, რომლებიც დაკავშირებულია ემოციურ
ცნობიერებასთან, თანაგრძნობასთან, თვითრეგულირებასთან და ეფექტურ
ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან.

3 EQ-ის გავლენა

ემოციური ინტელექტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, იქნება ეს


მეგობრებთან, ოჯახთან თუ კოლეგებთან. ის გვეხმარება ეფექტური კომუნიკაციის
დამყარებაში, კონფლიქტების გადაჭრაში და ძლიერი კავშირების დამყარებაში.

სამუშაო ადგილზე, EQ უფრო და უფრო აღიარებული ხდება, როგორც წარმატების


მნიშვნელოვანი უნარი, რადგან ის აძლიერებს ლიდერობის , გუნდურ მუშაობ ის და
მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარებს.

4 EQ-ს ხუთი კომპონენტი

ახლა კი განვიხილოთ ემოციური ინტელექტის ხუთი კომპონენტი:

1 self-awareness : ეს გულისხმობს საკუთარი ემოციების ამოცნობისა და გაგების უნარს.

2 თვითრეგულირება: ეს არის ჩვენი ემოციების მართვისა და კონტროლის უნარი,


განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში

3 მოტივაცია: ეს მოიცავს ჩვენი ემოციების გამოყენებას მონდომების გასაძლიერებლად ,


მნიშვნელოვანი მიზნების დასასახავად და კონცენტრაციის შესანარჩუნებლად .

4 ემპათია: ეს არის სხვისი გრძნობების გაგებისა და გაზიარების უნარი .

5 სოციალური უნარები: ეს მოიცავს ეფექტურ კომუნიკაციას, აქტიურ მოსმენას, გუნდურ


მუშაობას და კოლაბორაციას.
5 თვითშემეცნების განვითარება

თვითშემეცნების განსავითარებლად აუცილებელია გამოვიყენოთ თვითრეფლექსია და


mindfulness ( ეს არის მედიტაციის ერთ-ერთი მიმდინარეობა, როდესაც აცნობიერებ თუ რას
გრძნობ კონკრეტულ მომენტში, ზედმეტი ინტერპრეტაცისაა და განსჯის გარეშე).
ყოველდღიურად რამდენიმე წუთის დათმობა ჩვენი აზრებისა და ემოციებზე
დასაკვირვებლად აუცილებლად დაგვეხმარება თვითშემეცნებაში.

ასევე, შეგვიძლია მივიღოთ გარკვეული უკუკავშირი ძალიან ახლო მეგობრებისგანა და


ოჯახის წევრებსისგან, რაც დაგვეხმარება იმის გაგებაში თუ რა ნაწილში ვართ
განსავითარებლები.

შესაძლოა, გქვონდეს დღიური სადაც ჩავინიშნავთ ჩვენს ემოციებს და მათ გამომწვევ


ფაქტორებს.

გარდა ამისა, თვითშეფასების ტესტების ჩაბარებამ შეიძლება დაგვანახოს ჩვენი


უპირატესობები, ძლიერი და სუსტი მხარეები.

6. თვითრეგულირების გაძლიერება

თვითრეგულირების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია სტრესის გამომწვევი ფაქტორების


ეფექტურად იდენტიფიცირება და მართვა. ეს შეიძლება მოიცავდეს სტრესის შემცირების
ტექნიკის პრაქტიკას, როგორიცაა ღრმა სუნთქვა ან ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც
სიხარულს გვანიჭებს.

აგრეთვე, როდესაც რთულ სიტუაციებში ვხვდებით, პაუზა და სუნთქვა გვეხმარება


ვიმოქმედოთ არა იმპულსურად არამედ გააზრებულად.

ასევე, ვარჯიში, მედიტაცია ან კრეატიული აქტივობების განვითარება, ხელს უწყობს


თვითრეგულირების გაუმჯობესებას.

და ბოლოს, Growth mindset-ის ხელშეწყობა, ანუ სხვადასხვა პრობლემებისა და გამოწვევების


ხედვის გაუმჯობესება. ეს საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ წარუმატებლობებს და
ვადაპტირდეთ ცვალებად გარემოში.

7. მოტივაციის გაზრდა

მოტივაცია იწყება ჩვენი პიროვნული ღირებულებების შესაბამისი მიზნების დასახვით.


როდესაც ჩვენი მიზნები ემთხვევა ჩვენს პიროვნულობას ჩვენ უფრო მეტად
მოტივირებულები ვხდებით. დიდი მიზნების დაყოფა პატარა, მისაღწევ ნაბიჯებად მუხტის
შენარჩუნებასა და პროგრესის მარტივად დანახვაში გვეხმარება.

ნებისმიერი მიღწევის აღიარება და დაჯილდოება, რაც არ უნდა მცირე იყოს ის, აძლიერებს
მოტივაციას.

აუცილებელია პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება, რათა გამოწვევებს მარტივად


გავუმკლავდეთ და არ დავკარგოთ მოტივაცია.
8 ემპათიის ჩამოყალიბება

ემპათიის ჩამოყალიბება ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტია. ის იწყება


აქტიური მოსმენით. -საუბრის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპიკერის
პერსპექტივის გაგებაზე და არა პასუხის ჩამოყალიბებაზე.

აუცილებელია წარმოვიდგინოთ სვხის ადგილას საკუთარი თავი, მისი ემოციებისა და


გამოცდილების ჩათვლით.

გამოვიჩინოთ გულწრფელი მზრუნველობა და თანაგრძნობა, იქნება ეს კეთილი ჟესტები თუ


უბრალოდ მასთან ყოფნა. მრავალფეროვანი გამოცდილებების დაგროვება ასევე აფართოებს
ჩვენს უნარს, რომ მარტივად გავუგოთ სხვებს.

9. სოციალური უნარების განვითარება

სოციალური უნარების განვითარება აუცილებელია ეფექტური შიდა ურთიერთობებისთვის.


ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ვერბალური, ასევე არავერბალური, აუცილებელია.
მნიშვნელოვანია აქტიური მოსმენის პრაქტიკა, თვალის კონტაქტის შენარჩუნება და
სხეულის ენაზე დაკვირვება

კონფლიქტის მოგვარებისა და მოლაპარაკების უნარების განვითარება გვეხმარება რთული


სიტუაციების მართვაში და ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებების პოვნაში.

თანამშრომლობა და გუნდური მუშაობის უნარი აუცილებელია სხვებთან ეფექტური


მუშაობისთვის. ჯგუფურ პროექტებში ან კლასგარეშე აქტივობებში ჩართვამ შესაძლოა
გააუმჯობესოს ეს უნარები.

10 ემოციური ინტელექტის ბენეფიტები განათლებაში

ემოციურ ინტელექტს განათლებაში უამრავი სარგებელი მოაქვს. მოსწავლეებს


უვითარდებათ უკეთესი აკადემიური მოსწრება, სტრესის მენეჯმენტი და კომუნიკაციის
უნარები. ეს ყოველივე ამცირებს კონფლიქტებს და ქმნის პოზიტიურ საკლასო გარემოს.

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე პედაგოგები უკავშირდებიან სტუდენტებს და მათთან


ერთად აყალიბებენ სწავლების მიდგომებს. ეს კი აძლიერებს ჩართულობას და სწავლის
შედეგებს. ემოციური ინტელექტი აწვდის სტუდენტებს აუცილებელ ცხოვრებისეულ
უნარებს და ეხმარება პიროვნული ზრდისა და წარმატების განვითარებაში.

11 EQ სამუშაო გარემოში

სამუშაო ადგილზე ემოციური ინტელექტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიდერობისა და


მართვის უნარებში. მაღალი EQ-ის მქონე ლიდერებს შეუძლიათ შთააგონონ თავიანთი
გუნდის წევრები, ხელი შეუწყონ პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნას და ეფექტურად
გაუმკლავდნენ კონფლიქტებს.
ასევე, გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა გაუმჯობესებულია, როდესაც ინდივიდებს
აქვთ ძლიერი EQ .

EQ ასევე ხელს უწყობს მომხმარებელთან პროდუქტიულ ურთიერთობის დამყარებას.


კლიენტების ემოციების გაგება და მათზე რეაგირება დამეთანხმებით აუცილებელი
კომპონენტია.

უფრო მეტიც, ემოციურ ინტელექტი ეხმარება დასაქმებულებს იპოვონ win-win


გადაწყვეტილებები და შეინარჩუნონ მომგებიანი ურთიერთობები.

12 შეჯამება

მოკლედ რომ შევაჯამოთ ემოციური ინტელექტი არის გადამწყვეტი უნარი პირადი და


პროფესიული წარმატებისთვის. ემოციური ინტელექტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია
გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, ეფექტური კომუნიკაცია და მარტივად
გავუმკლავდეთ გამოწვევებს.

გახსოვდეთ, ემოციური ინტელექტი არის მოგზაურობა, რომელიც მოითხოვს უწყვეტ


ვარჯიშს და ღრმა აზროვნებას.

You might also like