You are on page 1of 17

ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

თემა II. პიროვნების ინდივიდუალური განვითარება


ინდივიდის მისია–მიზნები

მიზანი არის ადამიანის საქმიანობის შედეგის სახე (ფორმა). მიზანი აწესრიგებს


ადამიანის საქმიანობას და აძლევს მას შინაარსს. მიზნის დასახვა არის მომავლის ხედვა, ანუ
ელემენტი, რომელიც ადამიანს აიძულებს მოახდინოს ძალისა და ენერგიის კონცენტრირება
იმაზე, რაც მის მიერ უნდა იქნეს მიღწეული.

ამის გარდა:

• მიზნების დასახვა არის თქვენი მოთხოვნილებების და სურვილების გაცნობიერება და


ზუსტი ფორმულირება;
• ბოლომდე გაცნობიერებული და კონკრეტული ფორმით გამოხატული მიზნები
ადამიანის მოქმედებებს აძლევენ ორიენტაციას იდეალური შედეგის რეალურ შედეგად
გარდაქმნაზე;
• გაცნობიერებული მიზნები ეხმარება ადამიანს ორიენტირებული იყოს არა იმაზე, რასაც
აკეთებს, არამედ იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას;
• მიზნები ადამიანს ენერგიის, დროის და სახსრების დანახარჯების შეფასების
კრიტერიუმად ადგება. მუშაობის არანაირი, თვით საუკეთესო მეთოდიც კი, არაფრად
ღირს, თუ წინასწარ არ არის განსაზღვრული, რა სურს ადამიანს და რისკენ
მიისწრაფვის იგი.

მიზნები ჯგუფდება პიროვნულ და პროფესიულ მიზნებად.

პიროვნული მიზნები ის მიზნებია, რომელთა მიღწევა ადამიანს რეალურ ცხოვრებაში სურს.


იგი შეიძლება იყოს ადამიანის მსოფლმხედველობის განვითარება, სულიერი ღირებულებების
ჩამოყალიბება და სხვა. მოცემული მიზნის უზრუნველსაყოფად ხშირად ჰკითხეთ თქვენს თავს
_ „მინდა თუ არა, რომ მომავალში მე ვახსოვდე ადამიანებს და თუ მინდა, მაშინ რით მინდა,
რომ ვახსოვდე?“ ეს თქვენ დაგეხმარებათ პირადი მიზნების განსაზღვრაში.

პროფესიული მიზნები პიროვნების პროფესიულ ზრდასა და დაოსტატებაზე არის


ორიენტირებული.

მნიშვნელოვანია, რომ მიზანი რომელსაც დავისახავთ იყოს SMART. (იხ.სურათი 1)

 Specific - კონკრეტული
 Measurable - გაზომვადი
 Attainable - მიღწევადი
 Relevant - რელევანტური, რეალისტური
 Time Based - დროში განსაზღვრული

1
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

მიზნები მისი შესრულების ხანგრძლივობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს:

• გრძელვადიანი - 10 წლიანი და მეტი პერიოდის;


• საშუალოვადიანი - 5 წლამდე პერიოდის;
• მოკლევადიანი - 1 წლამდე პერიოდის.

მიზნის არჩევისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესი: უპირველესად უნდა დავისახოთ


გრძელვადიანი მიზნები (ანუ სტრატეგიული მიზნები), შემდეგ საშუალოვადიანი და მხოლოდ
ამის შემდეგ - მოკლევადიანი (უახლოესი, ტაქტიკური).

მიზნების დასახვის ნაბიჯები:

1. პირველი ნაბიჯი - მიზნების დეტალური გააზრება - იგი მოიცავს მიმდინარე სიტუაციის


ანალიზს და პასუხობს კითხვას - რისი მიღწევა გვსურს. მიზნის დასახვის დროს
აუცილებელია შეგვეძლოს სურვილის რეალობისგან გამიჯვნა.

2. მეორე ნაბიჯი - შესაძლებლობების გარკვევა - ამ ეტაპზე შესაძლებლობების მრავალი


ვარიანტებიდან უნდა გავაკეთოთ არჩევანი. სასურველია ვარიანტების ჩამონათვალი იყოს
მრავალფეროვანი. შეიძლება მასში ისეთი ვარიანტებიც კი შედიოდეს, რომელიც თქვენ
ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ისინი უნდა დარჩნენ, რადგან ფსიქოლოგები
გვარწმუნებენ, რომ თავდაპირველად ყველა შესაძლებლობა უნდა მოხვდეს ჩამონათვალში და
მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დაიწყოს გამორიცხვა.

3. მესამე ნაბიჯი _ ამ ნაბიჯზე პასუხი უნდა გავცეთ შემდეგ კითხვებს:

1.პიროვნული ფასეულობებიდან რომელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

2. რა რისკზე წასასვლელად ხართ მზად?

2
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

3.როგორ ზეგავლენას მოახდენს თქვენი გადაწყვეტილებები გარშემომყოფებზე.

პირველი კითხვა ეხება პიროვნულ ფასეულობებს. თუ რომელიღაც შესაძლებლობა


ეწინააღმდეგება თქვენს წარმოდგენებს პატიოსნებასა და კეთილსინდისიერებაზე,
აუცილებელია მისი უარყოფა. მოგების და პატიოსნების საკითხი ერთმნიშვნელოვნად წყდება
მეორის სასარგებლოდ. პატიოსნება ყოველთვის ძვირფასია მოგებაზე. შეიძლება
ეკონომიურად მოგება არის უპირატესი, მაგრამ ფსიქოლოგიურად მის წინ პატიოსნება დგას.

მეორე კითხვა, რომელიც ეხება შესაძლებელ რისკს, გეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი


არჩევანის საზღვრები. თქვენ საშუალება გეძლევათ გააკეთოთ ნაკლებ სარისკო და უფრო
საიმედო არჩევანი. თუმცა, ძალზე ხშირად ხდება, რომ რისკის ხარისხის შეფასება რთულდება
სხვადასხვა სუბიექტური ფსიქოლოგიური ფაქტორებით.

მესამე კითხვა მიმართულია შესაძლებელ მოქმედებათა შედეგების გამოვლენისკენ. ცხადია,


რომ ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება სხვებზე აისახება, ისევე როგორც მათი
გადაწყვეტილებები თქვენზე. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ფაქტორმა არ მოგცეთ
საშუალება მოიქცეთ ისე, როგორც თქვენ გსურთ. ძლიერი პიროვნების და ძლიერი
ხელმძღვანელის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანი სწორედ მისი დამოუკიდებლობაა. ეს ის
თვისებაა, რომელიც პიროვნების თვითაქტუალიზაციას გვიხასიათებს.

4. ნაბიჯი მეოთხე - არჩევანი - როცა არსებულ შესაძლებლობათა დიაპაზონი უკვე


განსაზღვრულია, უკვე შეიძლება არჩევანის გაკეთება. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არსებულ
შესაძლებლობათა შორის ამოირჩევთ ერთს (ან რამდენიმეს) და მთელ თქვენ ძალისხმევას
მიმართავთ მისკენ (მათკენ). არ არსებობს ისეთი მეთოდი, რომელიც ამ არჩევანს უშეცდომოდ
გაგაკეთებინებთ. არჩევანის გაკეთების დროს სასურველია მხედველობაში მიიღოთ შემდეგი
ფსიქოლოგიური მომენტებიც:

1. რამდენად უზრუნველყოფს თქვენს მიერ არჩეული ვარიანტი თქვენს მიერ დასახული


მიზნის მიღწევას.

2. წარმატებული ადამიანი ირჩევს შესაძლებლობათა არა ყველაზე საუკეთესო ვარიანტს,


არამედ საუკეთესოთა შორის ყველაზე შესრულებად ვარიანტს.

3. არჩევის პროცესში სრულიად დასაშვებია ჭოჭმანი. მაგრამ თუ მიიღეთ


გადაწყვეტილება მაშინ ისღა დაგრჩენიათ იმოქმედოთ. ჭკვიანი ადამიანი გადაწყვეტილების
მიღებამდე ჭოჭმანობს, სულელი კი - გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

5.ნაბიჯი მეხუთე - მიზნების დაზუსტება - დაუკონკრეტებელი მიზანი ხშირ შემთხვევაში


შეუსრულებელ სურვილად რჩება. ხშირად, ერთი მიზნის მიღწევისთვის მთელი რიგი
მოქმედებების შესრულებაა საჭირო, ზოგჯერ ადამიანი ისე იძირება ამ მიმდინარე საქმეებში,
რომ სასურველ საბოლოო მიზანს შორდება. ამისთვის საჭიროა დაადგინოთ ლოგიკური

3
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

კავშირი ამოცანებსა და კონკრეტულ მიზნებს შორის. ეს თავიდან აგაცილებთ უნაყოფო დროის


და ენერგიის ხარჯვას.

6. ნაბიჯი მეექვსე - დროითი საზღვრების დადგენა - დრო შეუცვლელი და შეუვსებელი


რესურსია. მისი შენახვა ან შევსება შეუძლებელია. ყველა ადამიანს ერთნაირი რაოდენობის
დრო აქვს. ეს არის 365 დღე წელიწადში. ამის მიუხედავად, ზოგ ადამიანს ყოფნის დრო, ზოგს
კი არა. დრო ადამიანებს აძლევს გარკვეულ შესაძლებლობებს, რომლის ნორმალური, სწორი
მართვა აფართოებს ამ შესაძლებლობათა არეალს. ადამიანთა საქმიანობაში ნებისმიერი
სტრატეგიული თუ ტაქტიკური ამოცანის გადაწყვეტას უნდა მკაცრად განესაზღვროს
შესრულების დრო.

7.ნაბიჯი მეშვიდე - მიღწევათა კონტროლი - მიზნის დასახვის ნაბიჯობრივი მეთოდი იმითაა


სასარგებლო, რომ მისი საშუალებით მიზნების დასახვა უფრო ცხადი ხდება. დაუსვით თქვენ
თავს კითხვა, რომელ ნაბიჯს არ აქცევთ ხოლმე ყურადღებას, ანდა ცუდად ასრულებთ მას.

მიზნების დასახვა თვითმენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიზანი არა მხოლოდ


შედეგს, არამედ მის მიღწევასაც გულისხმობს.

მიზნების დასახვისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ძირითადი ფსიქოლოგიური


პრინციპები:

1.გაცნობიერების პრინციპი - მიზნები ყოველთვის გაცნობიერებულია. ისინი წარმოიქმნება


არსებულ შესაძლებლობათა საერთო სპექტრიდან ამორჩევით.

2.სისტემურობის პრინციპი - პიროვნების მიზნები წარმოადგენენ სისტემას, რომელიც


ორგანიზებულია მიმართულებების (პირადი, საზოგადოებრივი და პროფესიონალური),
დროის (გრძელვადიანი, საშუალოვადიანი, მოკლევადიანი) და პრიორიტეტების მიხედვით.

3.კონკრეტულობის პრინციპი - მნიშვნელოვანია მიზნები კონკრეტულად იყოს


ფორმულირებული.

4.დროითი საზღვრების პრინციპი - მიზნის მისაღწევად მეტნაკლებად ზუსტად უნდა იყოს


განსაზღვრული დროის ინტერვალი.

5.ჰუმანურობის პრინციპი - მიზნები დაისახება და შესრულდება იმის გათვალისწინებით თუ


რა პრობლემებს შეუქმნის ან რა სარგებელს მოუტანს მისი შესრულება სხვა ადამიანებს.

ყოველი მიღწევა ადამიანის ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღებით იწყება. თუ თქვენ


იტყვით „მე გადავწყვიტე გავაკეთო..“, ე.ი. თქვენ უკვე ადგახართ პროდუქტიული ცხოვრების
გზას. წარმატება შემთხვევითი არ არის. წარმატება მოჰყვება გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმაც არის გადაწყვეტილების მიღების ფორმა.
ადამიანთა უმრავლესობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი გაუბედავი, მფრთხალი
ადამიანები არიან. მათ არ აქვთ წარმატების რწმენა. რწმენა მოქმედების გარეშე მკვდარია,

4
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

გადაწყვეტილების გარეშე კი მოქმედება არ არსებობს. სწორედ რწმენა აქცევს თქვენს იდეას


რეალობად. იდეების და რეალობის ურთიერთკავშირის ჯაჭვი შეიძლება ასეთი სქემით
წარმოვადგინოთ (იხილეთ სქემა 1).

სქემა 1. იდეების და რეალობის ურთიერთკავშირის ციკლი

წარმატებული ადამიანები გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ და მეტად ძნელად


ცვლიან მათ, წარუმატებლები კი - პირიქით. ეს არ ნიშნავს, რომ თითქოს წარმატებული
ადამიანები ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი ხშირად იღებენ არასწორ
გადაწყვეტილებებსაც, მაგრამ, რაც მეტია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საერთო
რაოდენობა, მით მეტია სწორი გადაწყვეტილებების რაოდენობაც. ამას განაპირობებს მათი
დახელოვნება, დაოსტატება გადაწყვეტილებების მიღებაში. ასე რომ, თუ გვინდა, რომ
ვისწავლოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საერთოდ
გადაწყვეტილებების მიღება. მეცნიერი ნ. ჰილი წერს, რომ „წარუმატებლობის ყველაზე უფრო
გავრცელებული მიზეზი არის გაუბედაობა“.

იმისათვის, რომ სწორი არჩევანი გააკეთოთ, უნდა გამოიყენოთ სტრუქტურული მიდგომა.


უპირველესად შეადგინეთ თქვენი სურვილების სია ორ ბლოკად.

პირველი ბლოკი - პირადი ცხოვრება: რას ელოდებით მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და


კოლეგებთან ურთიერთობისგან?

მეორე ბლოკი - სამსახური: როგორი კარიერული წინსვლა გხიბლავთ და რა უნდა გააკეთოთ


მის მისაღწევად?

შემდეგ მოიფიქრეთ თქვენი სურვილების ჩამონათვალიდან, რამდენად რთული იქნება,


თუნდაც სამი, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სურვილის რეალიზაცია. თუ თქვენი
გეგმების მთელი ჩამონათვალი ძალიან ძნელად შესასრულებელი იქნება, მაშინ შეაფასეთ
ისინი რეალურობის თვალსაზრისით და სიაში მხოლოდ შესრულებადი საქმეები დაიტოვეთ.
თუ თქვენ, თქვენს მიერ განსაზღვრულ ვადებში, ამ საქმეებს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე
შეასრულებთ, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავის და თქვენი
ცხოვრების მართვა.

5
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

მიზნების დასახვისთვის აუცილებელია შეგვეძლოს საკუთარი თავის შეფასება. ამისთვის


დაგვეხმარება SWOT ანალიზი. (იხ.ცხრილი 2)

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები


strength Weaknesses
• რა პროფესიულ უნარებს ვფლობ? • რაში ვარ სუსტი?
• რა სფეროში ვარ ძლიერი? • რაში მჭირდება დაოსტატება?
• რა არის ის, რისი შეთავაზებაც შემიძლია მე და არ • რისი მეშინია?
შეუძლია სხვას? • რა არის ჩემი წარუმატებლობის საფუძველი?
• პიროვნული თვისებები რომლებიც სხვებისგან
გამომარჩევს.
• რა რესურსებს ვფლობ?

შესაძლებლობები საფრთხეები
opportunities threats
• რომელი ტრენინგ-კურსების გავლა არის • რა ბარიერები შემხვდება წარმატების
შესაძლებელი? მიღწევის გზაზე?
• შემიძლია თუ არა უკეთესი განათლების • ვინ არიან ჩემი კონკურენტები?
მიღება?
• რომელია ის ახალი ტექნოლოგიები
• რისი შემოთავაზება შეუძლია დამსაქმებელს,
რომელსაც ვერ ვფლობ?
რომ განვვითარდე?
• ვის შეუძლია მხარი დამიჭიროს და
დამეხმაროს?

ორი რჩევა, რომელთა გათვალისწინება დაგეხმარებათ თქვენს მიერ დასახული მიზნების


მიღწევაში:

1. ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ამოცანა


არის მნიშვნელოვანი, დაუსვით თქვენ თავს ასეთი კითხვა: მაახლოებს თუ არა მე ჩემს
მიზანთან ის საქმიანობა, რომელსაც მე ამჟამად ვაკეთებ? თუ პასუხი დადებითი იქნება, ეს
ნიშნავს, რომ თქვენ აკეთებთ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეთ, ხოლო თუ უარყოფითი, მაშინ
უნდა შეწყვიტოთ თქვენი საქმიანობა და დაიწყოთ იმ საქმის კეთება, რომელიც თანდათან
მიგაახლოვებთ მიზანთან.

2. ყოველდღე ხშირად უთხარით თქვენს თავს: მე დღეს ვიმუშავებ არა იმაზე, რაც დღეისთვის
მნიშვნელოვანია, არამედ იმაზე - რისი მიღწევაც მე მსურს. ამით თქვენ თავიდან აიცილებთ
ისეთ საქმეებს, რომლებიც შეიძლება დღეს მნიშვნელოვნად გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი
ხანგრძლივი მიზნის მისაღწევად არ არიან მნიშვნელოვანნი.

სწორად განსაზღვრული მიზნები ადამიანების წარმატებებს უზრუნველყოფს შემდეგ


შემთხვევებში:

• როცა ადამიანი თვითონაც არის დაინტერესებული მიზნის მიღწევაში;

6
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

• როცა ადამიანი ამჩნევს, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს ამ მიზნის შესრუ-


ლებისაკენ;
• როცა ნათლად ჩანს მისაღწევი მიზნის მოსალოდნელი შედეგები;
• როცა დადგენილია მიზნის მიღწევის ზუსტი დროითი პერიოდები.

ლიდერული თვისებების განვითარების ეტაპები: ინდივიდუალური განვითარება,


პიროვნების შეცნობის ხელოვნება, ურთიერთობათა მართვა.

ლიდერული თვისებების განვითარება მოიცავს შემდეგ სამ ეტაპს:

 ინდივიდუალური განვითარება;
 პიროვნების შეცნობის ხელოვნება;
 ურთიერთობების მართვა.

რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყოველდღიურად ბევრ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა. ისინი


ჩვენს გარშემო იმყოფებიან (ოჯახში, სამეზობლოში, სამსახურში, ქუჩაში და ა. შ.) და ჩვენ
მათთან გვაქვს ურთიერთობა. ურთიერთობის ხელოვნება ყველამ არ იცის. ზოგისთვის ეს
ადვილია, ზოგისთვის - ძნელი.

ურთიერთობის მართვისთვის მნიშვნელოვანია შეგვეძლოს ადამიანების სწორი აღქმა.


ადამიანები გარეშემომყოფთაც და საკუთარ თავსაც სხვადასხვანაირად აღიქვამენ: საკუთარი
თავის შეფასების ვარიანტებია:

 მე ვარ წესიერი, პატიოსანი ადამიანი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ჰქონდეს


უმაღლეს დონეზე;
 მე ვარ წარუმატებელი ადამიანი, მე არ გამიმართლა ცხოვრებაში, მუდმივად მაქვს
პრობლემები.
 გარშემომყოფთა შეფასების ვარიანტებია:
 ისინი წესიერები, პატიოსნები არიან, ცდილობენ ყველაფერი ისე გააკეთონ, როგორც მე
ვაკეთებ;
 ისინი პრობლემური ადამიანები არიან, მათზე ნდობა არ შეიძლება.

მაშასადამე, არსებობს ადამიანებთან ურთიერთობის ოთხი პოზიცია:

პირველი პოზიცია: „მე მუდმივად პრობლემები მაქვს, იმათ კი ყველაფერი წესრიგში აქვთ“.
ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ არ ფლობენ განსაკუთრებულ უნარებს, ამიტომაც ვერ
აღწევენ სასურველ მიზანს. ისინი ფიქრობენ, რომ გარშემომყოფნი უფრო ჭკვიანები არიან.
საქმის ასეთი აღქმით, ისინი შურიანი ხდებიან და, ანგრევენ ჯერ თავის ჯანმრთელობას და
აქედან გამომდინარე, საკუთარ ცხოვრებას.

მეორე პოზიცია: „მე მუდმივად მაქვს პრობლემები, იმათაც მუდმივად აქვთ პრობლემები“.
ასეთი აზრები აქვთ არცთუ ისე მაღალ უნარიან ადამიანებს. ისინი არ ზრუნავენ საკუთარ
თავზე, უფრო მეტად აღელვებთ სხვისი შეხედულება მათზე.

7
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

მესამე პოზიცია: „მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, მათ კი მუდმივად პრობლემები აქვთ“.
ადამიანები რომლებიც ასე ფიქრობენ კარგად აანალიზებენ მათ ცხოვრებაში მომხდარ
მოვლენებს და კარგად აკონტროლებენ მათ. გარშემომყოფებს ისინი სულელებად თვლიან და
ზიზღიც კი აქვთ მათ მიმართ. არიან ამპარტავნები და ადვილად შეუძლიათ სხვისი
დამცირება.

მეოთხე პოზიცია: „მე ყველაფერი წესრიგში მაქვს, იმათაც ყველაფერი წესრიგში აქვთ“.
ადამიანები რომლებიც ასე ფიქრობენ ყველაფერი კარგად გამოსდით. გარშემომყოფთ ისინი
იღებენ როგორც სასურველ ადამიანებს და უღირს ადამიანებს ადვილად ამჩნევენ.

როგორც ვხედავთ, გარშემომყოფებთან კომუნიკაციაში ყველაზე კონსტრუქციული პოზიცია


არის მეოთხე პოზიცია. ასეთი პოზიციის ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნოც არის, და,
პროდუქტიულიც.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: თუ მეოთხე პოზიცია, ყველაზე სასურველია, მაშინ, რატომ არ


იქცევიან ადამიანები ყოველთვის ასე? ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანები ხშირად ცუდს
ფიქრობენ სხვა ადამიანებზე. დაიმახსოვრეთ, რომ როდესაც ადამიანი ასეთ შთაბეჭდილებას
ტოვებს, შესაძლოა ეს გამომდინარეობს რაიმე პრობლემის მოუგვარებლობით ან სხვა
ფაქტორიდან. თუ თქვენ შეძლებთ და თქვენი კარგი მოქცევით მათ ამ მდგომარეობიდან
გამოიყვანთ,ისინიც ისევე გიპასუხებენ თქვენ.

მუდმივად გახსოვდეთ რომ „ადამიანებს უნდა მოექცეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ ისინი
მოგექცნენ“.

გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ნეგატიურ სიტუაციაში ვიპოვოთ ჩვენთვის სამი პოზიტიური


შედეგი. მაგალითად:

1. თუ, რომელიმე ადამიანთან (ან ადამიანთა ჯგუფთან) თქვენ პირადი კომუნიკაცია


გიჭირთ, იმიტომ, რომ მათგან ნეგატიური ინფორმაცია (შეიძლება ეს იყოს ნეგატიური აურა)
მოდის, მაშინ დაამყარეთ მათთან ელექტრონული მიმოწერა.

2. თუ ვინმემ თქვენზე ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელა (ან ავრცელებს), რაც თქვენ


აღშფოთებას იწვევს, მოიქეცით შემდეგნაირად: შექმენით რეფერენტული ჯგუფი და
განიხილეთ ეს საკითხი. რეფერენტული ჯგუფი დააკომპლექტეთ თქვენი ახლობლებისგან.
ისინი აუცილებლად თქვენ სასარგებლოდ გადაწყვეტენ ამ საკითხს. უცხო ადამიანების
კომენტარებს, ქუჩაში მოხდება ეს თუ სხვაგან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და გულს ნუ იტკენთ.

3. ურთულესი ამოცანის შესრულებისას განეწყვეთ არა იმისთვის, რომ იგი არ


შესრულდება, არამედ იმისთვის რომ შესრულდება. არსებობს ასეთი გამოთქმა: „ითხოვე და
მოგეცემა“. ეს სიტყვა „ითხოვე“ სულ გონებაში უნდა იჯდეს. მაშინ ის მატერიალურ ფორმასაც
მიიღებს, ანუ დაგეხმარება იმაში, რომ ამოცანა სწორად გადაწყვიტო.

თვითორგანიზება -თუ თქვენ ცდილობთ ისწავლოთ საკუთარი თავის მართვა, უპირველესად


აუცილებელია გახდეთ ორგანიზებული ადამიანი. თუ თქვენ ოთახში გადააადგილეთ

8
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

ნივთები, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, სად დააწყვეთ, რადგან ეს ნივთები ნებისმიერ


მომენტში დაგჭირდებათ.

ორგანიზებულობის მიღწევა შეიძლება შემდეგნაირად: ისარგებლეთ დღიურით, რომელშიც


ჩაწერთ საჭირო ინფორმაციას და დავალებებს, რომლებიც უნდა შეასრულოთ. იყავით
აკურატულები. ასე თქვენ ადვილად იპოვით საჭირო ნივთებს, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად
გაუძღვეთ თქვენს ვალდებულებებს. ხშირად მოსახმარი ნივთები შეინახეთ ახლოს, რომ მათ
აღებაზე დიდი დრო არ დაგჭირდეთ.

სახლი და ნივთები რეგულარულად დაალაგეთ. ყველა ნივთი თავის ადგილზევე დააწყვეთ,


რადგან იგი თქვენ უკვე გახსოვთ. ასევე გააკეთეთ სამსახურში საწერ მაგიდაზე (საერთოდ
სამუშაო ადგილზე). ასე თქვენ მოწესრიგებული დაგხვდებათ სამუშაო ადგილი და კარგი
განწყობით დაიწყებთ მუშაობას.

ადამიანის მაღალი ორგანიზებულობის უზრუნველსაყოფად საჭიროა:

• კრიტიკულად შეაფასოს მიმდინარე სიტუაცია;


• გაიაზროს რისი შეცვლა არის საჭირო;
• სწორად აირჩიოს საქმიანობის მიმართულება;
• შეადგინოს სასურველი სურვილების სია;
• მოახდინოს ყურადღების კონცენტრირება მიზნების შესრულებაზე;
• შეზღუდოს საკუთარი ვალდებულებების წრე;
• გაიფართოოს ცოდნა და სრულყოს ჩვევები;
• იყოს თვითდაჯერებული.

თვითორგანიზების ერთ-ერთი ნიშანია მობილობა. იყავით მოქნილი და მობილურნი.


ადვილად შეეგუეთ ცვლილებებს. თქვენ, რომც არ გინდოდეთ ცვლილებები, მაინც მოხდება,
ამიტომ ნუ შეეწინააღმდეგებით მათ და ნურც „სირაქლემას პოზას“ მიიღებთ. ცვლილებები
ადამიანებს აშინებთ, რადგან ცვლილებები რისკებს უკავშირდება, მაგრამ ამ შიშის გამო
ცვლილებებზე უარი არ თქვათ. ცვლილებებით იწყება პროგრესი. თქვენ არ შეგეშინდებათ
ცვლილებების, თუ:

1.მუდმივად იმუშავებთ თქვენს განვითარებაზე, ისწავლით ახალ ტექნიკა-ტექნოლოგიებს და


მოაწყობთ მათ გამოცდასაც კი.

2.აქტიურად დაინტერესდებით უახლესი სამეცნიერო მიღწევებით.

3.ობიექტურად შეაფასებთ სიტუაციას და დაინახავთ რა, პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო


გზას, აუცილებლად გამოიყენებთ მას.

9
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

ლიდერის ხასიათი და თვისებები


ცხრილი 2 : ლიდერთა თვისებები სხვადასხვა მეცნიერთა თვალთახედვით
Stogdill (1948) Mann (1959) KKirkpatrick and Locke (1991)
inteleqti inteleqti SemarTeba
sifxizle mamakacuroba Motivacia
gamWriaxoba adaptaciis unari Patiosneba
asuxismgebloba dominanturoba Tavdajerebuloba
iniciativa eqstravertuloba kognituri SesaZleblobebi
Seupovroba konservatizmi saqmis codna
TviTrwmena
Socialuroba

მეორე ცხრილში მოცემულია ის თვისებები და მახასიათებლები, რომლებიც


მკვლევრებმა ლიდერის თვისებებად მიიჩნიეს. ის კარგად აღწერს, იმ თვისებებთა ფართო
სპექტრს რომელიც უკავშირდება ლიდერობას. ცხრილში ასევე ნაჩვენებია თუ რამდენად
რთულია გამოყო კონკრეტული თვისებები, რომლებიც ლიდერებისთვისაა
დამახასიათებელი. ზოგიერთი თვისება რამდენიმე კვლევაშია დასახელებული როგორც
ლიდერთა თვისება, ზოგიერთი კი მხოლოდ ერთ ან ორ კვლევაში გვხვდება. და მაინც რა
შეიძლება ითქვას კვლევებზე, რომლებიც განიხილავენ ლიდერობას, როგორც თვისებას?
რა სარგებელი მოგვიტანა მთელი საუკუნის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა?
პასუხი, რეალურად წარმოადგენს თვისებების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებსაც
ადამიანები, ან იმედოვნებენ, რომ ფლობენ ან სურთ რომ განივითარონ, რათა სხვების მიერ
ლიდერებად იყვნენ აღქმულნი. ზოგიერთი ამ თვისებათაგანი, რომლებიც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია, მოიცავს ინტელექტს, თვითრწმენას, გამბედაობას, პატიოსნებას და
სოციალურობას.

ინტელექტი ან ინტელექტუალური შესაძლებლობები, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი


ლიდერისათვის. მეცნიერი Zaccaro et al (2004) ინტელექტისა და ლიდერობის შესახებ
ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევების საფუძველზე ასკვნის, რომ ზოგადად
ლიდერები უფრო მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, ვიდრე არალიდერები. კარგი
ვერბალური და შემეცნებითი შესაძლებლობები და მსჯელობის უნარი ადამიანს უკეთეს
ლიდერად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით კარგია, როცა ძალიან ჭკვიანი
ხარ, კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ლიდერის ინტელექტუალური შესაძლებლობები
კარდინალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მისდამი დაქვემდებარებული ადამიანების
ინტელექტუალური შესაძლებლობებისაგან. სხვა შემთხვევაში, ლიდერობაზე ამან ცუდი
გავლენა შეიძლება მოახდინოს. ლიდერებს, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი
ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, შეიძლება პრობლემა ჰქონდეთ მიმდევრებთან
კომუნიკაციისას, თუნდაც იმიტომ, რომ მათი იდეები შესაძლოა გასაგებადაც რთული
იყოს.

თვითრწმენა მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი კარგ


ლიდერად აქციოს. თვითრწმენა გულისხმობს, რომ ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ
შესაძლებლობებში. იგი მოიცავს საკუთარი თავის პატივისცემას, საკუთარი თავის

10
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

დარწმუნების უნარს და იმის რწმენას, რომ შეგიძლია რაღაც შეცვალო. ლიდერობა სხვებზე
გავლენის მოხდენას მოიცავს და თვითრწმენა ლიდერს საშუალებას აძლევს დაიჯეროს,
რომ მისი მცდელობა, გავლენა მოახდინოს სხვებზე, სათანადო და გამართლებულია.

გამბედაობა/შეუპოვრობა ბევრი ლიდერი სამაგალითო გამბედაობას ავლენს. გამბედაობა


გულისხმობს სურვილს, ბოლომდე მიიყვანო შენი საქმე და მოიცავს ინიციატივას,
შეუპოვრობას, დომინირებას და მამოძრავებელ ენერგიას. ადამიანებს, ვისაც ეს თვისება
აქვთ, ახასიათებთ პროაქტიულობა, სირთულეების მიმართ შეუპოვრობა. იგი ასევე
გულისხმობს დომინანტურობის გამოვლენას მაშინ, როცა მიმდევრებს მიმართულების
მიცემა სჭირდებათ.

პატიოსნება - პატიოსნება კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი თვისებაა ლიდერთათვის.


ეს თვისება გულისხმობს, რომ ამ ადამიანს შეგიძლია ენდო. ამ თვისების ადამიანები,
რომლებიც გარკვეული პრინციპებისთვის იბრძვიან, პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.
პატიოსანი ლიდერები რწმენას და თვითდაჯერებულობას მატებენ სხვებს, რადგან
მიმდევრებს სჯერათ, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც ამბობენ. პატიოსანი ადამიანები
ერთგულები და სანდონი არიან, ისინი არ იტყუებიან. ლიდერის პატიოსნება მას
დამაჯერებელ და ჩვენი ნდობის ღირს ადამიანად ხდის. ბოლო წლებში ჩვენს
საზოგადოებაში პატიოსნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამერიკაში
ადამიანები მოითხოვენ, რომ სახელმწიფო მოხელეები უფრო პატიოსნები იყვნენ.

სოციალურობა - ლიდერთა მახასიათებელი ბოლო მნიშვნელოვანი თვისება


სოციალურობაა. სოციალურობაში ვგულისხმობთ ლიდერის მიდრეკილებას სასიამოვნოდ
წარმართოს ურთიერთობები სოციუმში. ასეთი თვისების ლიდერები მეგობრულები არიან,
ადვილად შედიან კონტაქტში, გამოირჩევიან ტაქტითა და დიპლომატიურობით. ისინი
სხვის საჭიროებებსა და კეთილდღეობაზე ზრუნავენ. სოციალურ ლიდერებს კარგი
ინტერპერსონალური უნარები და მიმდევრებთან თანამშრომლობაზე დაფუძნებული
ურთიერთობები აქვთ.

ხუთფაქტორიანი პიროვნული მოდელირება და ინტელექტი

ბოლო 25 წლის განმავლობაში, მკვლევრებმა კონსენსუსს მიაღწიეს იმის თაობაზე თუ


რომელი მთავარი ფაქტორები განსაზღვრავს პიროვნების ხასიათს (Goldberg, 1990; McCrae &
Costa, 1987). ეს ფაქტორები, რომელთაც ხშირად დიდ ხუთეულს უწოდებენ, მოიცავს
ნევროტიზმს, ექსტრავერტულობას, ღიაობას, კეთილგანწყობასა დაკეთილსინდისიერებას
. (ცხრილი 3).
ცხრილი 3 : დიდი ხუთეული შემადგენელი პიროვნული ფაქტორები
nevrotizmi depresiis tendencia, nerviuloba, daucvelobis SegrZneba, mtruli ganwyoba
eqstravertuloba socialurobisa da Seupovrobis midrekileba, pozitiuri energiis qona
Riaoba informirebulobis, SemoqmedebiTobis, gamWriaxobisa da cnobismoyvareobis
midrekileba
keTilganwyoba mimReblobis, morCilebis, ndobisa da mzrunvelobisken midrekileba

11
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

keTilsindisiereba Tanmimdevrulobis, organizebulobis, Tavis kontrolis, sandoobisa da simtkicisken


midrekileba

იმისათვის, რომ შევაფასოთ კავშირი დიდ ხუთეულსა და ლიდერობას შორის,


მეცნიერებმა Judge, Bono, Ilies da Gerhardt (2002) 1967-1998 წლებში ლიდერობის და პიროვნების
მახასიათებლების შესახებ ჩატარებული 78 კვლევის ანალიზი გააკეთეს. მათ დაასკვნეს, რომ
დიდი ხუთეულის შემადგენელი თვისებები მჭიდრო კავშირშია ლიდერობასთან. როგორც
აღმოჩნდა, ზოგიერთი ხასიათის თვისება, მართლაც იყო ასოცირებული ეფექტურ
ლიდერობასთან.

მათი კვლევის მიხედვით ერთი თვისება _ ექსტრავერტულობა, ყველაზე მჭიდრო კავშირში


იყო ლიდერობასთან. იგი განისაზღვრა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება
ლიდერთათვის. შემდეგ ასეთი რიგითობა მივიღეთ: კეთილსინდისიერება, ღიაობა და
დაბალი ნევროტიზმი.

ემოციური ინტელექტი - ემოციური ინტელექტის ცნება, კიდევ ერთი საშუალებაა შევაფასოთ


თვისებების გავლენა ლიდერობაზე. ემოციური ინტელექტით ფსიქოლოგები განსაკუთრებით
1990-იან წლებში დაინტერესდნენ. ამ ცნებით არა მხოლოდ მკვლევრები, არამედ
პრაქტიკოსებიც ხშირად ინტერესდებოდნენ (Caruso & Wolfe, 2004; Goleman, 1995, 1998; Mayer
&Salovey, 1995, 1997; Mayer, Salovey, & Caruso, 2000).

როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ემოციური ინტელექტი დაკავშირებულია


ადამიანების ემოციებთან (აფექტური განზომილება), აზროვნებასთან (კოგნიტიური
განზომილება) და მათ ურთიერთქმედებასთან. მაშინ, როცა ინტელექტი გულისხმობს
ადამიანების შესაძლებლობას, ავითვისოთ გარკვეული ცოდნა და ინფორმაცია და
გამოვიყენოთ ის ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად, ემოციური ინტელექტი
გულისხმობს ემოციების წვდომას, მათ გააზრებას და ამ ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.
უფრო ზუსტად, ემოციური ინტელექტი შეიძლება განისაზღვროს როგორც ადამიანის უნარი,
აღიქვას და გამოხატოს ემოციები, გამოიყენოს ემოციები აზროვნების ფასილიტაციისათვის
(გაადვილებისთვის, გამარტივებისთვის), შეიმეცნოს და იმსჯელოს ემოციების დახმარებით
და ეფექტურად მართოს საკუთარი ემოციები (Mayer, Salovey, & Caruso, 2000).
არსებობს ემოციური ინტელექტის გაზომვის სხვადასხვა გზები. ერთ-ერთი გახლავთ
ზემოთ ხსენებული ავტორების სახელობის ინტელექტის ტესტი (MSCEIT; Mayer, Caruso &
Salovey, 2000). ტესტი ზომავს ემოციურ ინტელექტს, როგორც მენტალური შესაძლებლობების
გარკვეულ ერთობლიობას, მათ შორის ემოციის აღქმის, გააზრებისა და მართვის უნარს.

მეცნიერი Goleman (1995, 1998) ემოციურ ინტელექტს უფრო ფართოდ განიხილავს. მისი
აზრით, იგი გარკვეულ პიროვნულ და სოციალურ კომპეტენციებს მოიცავს. პიროვნული
კომპეტენციაში იგულისხმება საკუთარი თავის შეცნობა, თავდაჯერებულობა,
თვითრეგულირების შესაძლებლობა, კეთილსინდისიერება და მოტივაცია. სოციალურ

12
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

კომპეტენციაში იგულისხმება ემპათია და სოციალურ უნარები, როგორიცაა კომუნიკაცია და


კონფლიქტების მართვა.

ემოციური ინტლექტის (EQ) კომპონენტებია:


 Self-awareness – თვითშეცნობა
 Self-Regulation - თვითრეგულაცია
 motivation - მოტივაცია
 Empathy -ემპათია
 Social skills - სოციალური უნარები

გოლემანი (1995) მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი, ძირითადად, განსაზღვრავს რამდენად


წარმატებულია ადამიანი სკოლაში, სახლში და ლიდერისთვის, ემოციური ინტელექტი,
მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანები, რომლებიც უფრო მგძრნობიარენი არიან როგორც
საკუთარი ასევე, სხვების ემოციების მიმართ უფრო ეფექტური ლიდერები არიან. რაც უფრო
მეტი კვლევა ჩატარდება ლიდერობასა და ემოციური ინტელექტის შესახებ, მით უფრო
ნათელი გახდება მათ შორის არსებული კავშირები.

ინდივიდუალური განვითარების გეგმა

ნებისმიერი პიროვნება მისი ცხოვრების პროცესში შეიძლება შეიცვალოს და ეს


ცვლილებები შეიძლება მოხდეს როგორც უკეთესობისკენ, ასევე - უარესობისკენ. სასარგებლო
ცვლილებები მოიცავს ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების შეძენას, ხოლო უარყოფითი
ცვლილები შესაბამისად, არსებული სასარგებლო ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების
დაკარგვას. პიროვნების განვითარებაში შეჩერება შეიძლება უარყოფით ფაქტორად
განვიხილოთ
თუ ადამიანი აღარ განაგრძობს განვითარებას, ის აუცილებლად დაიწყებს რაღაცის
დაკარგვას მის ცხოვრებაში (სამუშაო, ბიზნესი, ურთიერთობები, ჰობი და ა.შ.) არსებობენ
ადამიანები, რომლებიც გამიზნულად შეიმუშავებენ ხერხებს, რათა მოახდინონ საკუთარი
თავის განვითარება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამას გაუთვითცნობიერებლად
აკეთებენ.
როგორ ფიქრობთ რომელი ადამიანი მოახერხებს საკუთარი თავის განვითარებას უფრო
ეფექტურად: ვინც ამისათვის გარკვეულ მოქმედებებს ახორციელებს, შეიმუშავებს მიზნებს და
ამოცანებს და მიილტვის მათი შესრულებისკენ თუ ის ვინც ამაზე საერთოდ არ ფიქრობს? ჩემი
აზრით, პასუხი აშკარაა.
პიროვნების განვითარების პროგრამა არის გარკვეული ზომების ერთობლიობა,
რომლებიც მიზნად ისახავენ გარკვეული შედეგის მისაღწევად ინდივიდის როგორც მთლიან
განვითარებას, ასევე მის ცალკეულ სფეროებს. წარმოგიდგენთ თვითგანვითარების ყველაზე
ზოგად, გამარტივებულ პროგრამას, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი სქემის სახით:

13
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

1. მიზნების დასახვა;
2. ინტროსპექტივა;
3. პიროვნების განვითარების გეგმა;
4. პრაქტიკული განხორციელება;
5. შედეგების ანალიზი.

1. მიზნის პარამეტრი - უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია იმის დადგენა, თუ რაში


გჭირდებათ პიროვნულობის განვითარების პროგრამა, ანუ რა მიზანს გსურთ რომ მიაღწიოთ.
რისი შეცვლა გსურთ?

• პირად ცხოვრებას;
• სამუშაო, კარიერა, მოგება;
• ინტელექტუალური განვითარება;
• ჯანმრთელობა, ფიზიკური განვითარება;
• ჰობი;
• ცუდი ჩვევებისგან თავის დაღწევა და ა.შ.

მიზნები უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რათა ზუსტად დაინახო ის,
რისი მიღწევაც გსურს. მიზნების დასახვისას, გირჩევთ არ გაითვალისწინოთ ვიღაცის მიერ
დაწესებული სტერეოტიპები (მშობლები, მასწავლებლები, ნაცნობები, გარშემომყოფები და
ა.შ.). უნდა შეეცადოთ გახდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც თავად გსურთ რომ იყოთ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ღრმად იმედგაცრუებული დარჩეთ.

2. ინტროსპექტივა მიზნების დასახვის შემდეგ, ჩვენ პიროვნების განვითარების პროგრამის


მეორე ეტაპზე გადავდივართ - ინტროსპექტივა. თუ წინა ეტაპზე თქვენ "დახატეთ" იდეალური
"მე" ახლა თქვენ უნდა დახატოთ რეალური „მე“. როგორც ზეემოთ აღვნიშნე აუცილებელია
გამოვყოთ ჩვენი ძლიერი მხარეები რომლებიც დაგვეხმარება და ის უარყოფითი მხარეები,
რომლებიც ხელს შეგვიშლის მიზნის მიღწევაში

იმისთვის, რომ თვითშეფასება მაქსიმალურად ობიექტური იყოს, აუცილებელია


შევადაროთ ის თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს და როგორ გხედავენ სხვები შენ. ეს პროცესი
ყოველთვის არ არის მარტივი. ფაქტია, რომ თქვენმა მეგობრებმა ან ნაცნობებმა, შეიძლება,
ეთიკური მიზეზების გამო, არ გითხრათ თქვენი უარყოფითი თვისებები და ნაკლოვანებები,
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ხრიკი: იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ
თქვენს მეგობრებსა და თქვენს სოციალურ წრეს. სავარაუდოა, რომ ხარვეზები, რომლებიც
გარშემომყოფებში ხედავთ, საკუთარი ხარვეზების სარკისებური გამოსახულებაა.

14
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

პიროვნების განვითარების პროგრამის თვითანალიზის ეტაპზე თქვენ უნდა განსაზღვროთ და


დააფიქსიროთ საწყისი წერტილი, საწყისი მონაცემები, რომელთანაც შეადარებთ მომავალში
მიღწეულ შედეგს.

3. პიროვნების განვითარების გეგმა. მესამე ნაბიჯი არის კონკრეტული სამოქმედო გეგმის


შედგენა, რისი დახმარებითაც მივაღწევთ თქვენს სასურველ მიზანს. ჩვენ მას "პიროვნების
განვითარების გეგმას" ვუწოდებთ. გეგმის მიზანია თქვენს მიერ იდენტიფიცირებული
ძლიერი მხარეების საფუძველზე მოახდინოთ უარყოფითი თვისებების აღმოფხვრა და
პოზიტიური მხარის კიდევ უფრო გაძლიერება.

პიროვნების განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ კონკრეტული


საქმიანობის ჩამონათვალს, არამედ თითოეული მათგანის მიღწევის ვადებს და ფაქტორებს,
რომლებიც განსაზღვრავენ, მიღწეულია თუ არა მიზანი.
4. გეგმის პრაქტიკული განხორციელება - გეგმის შემუშავების მომდევნო ეტაპია მისი
პრაქტიკული განხორციელება. ანუ, განსაზღვრული გეგმის ყველა კომპონენტის
თანმიმდევრობით შესრულება.
ნებისმიერი ცვლილება თავდაპირველად ყოველთვის რთულია. თუმცა, დროთა
განმავლობაში, ეს სირთულეები ქრება. არსებობს ე.წ. ”21 დღის წესი”, რომელიც გვეუბნება,
რომ თქვენთვის ახალი, არასასიამოვნო და არასასურველი მოქმედება 21 დღის შემდეგ გახდება
ჩვევა. ამიტომ შეეცადეთ მოითმინოთ თავდაპირველი სირთულეები და შეძლებისდაგვარად
განავითაროთ რაც შეიძლება მეტი კარგი ჩვევა, რომელიც სულ რაღაც 3 კვირაში თქვენი
ნაწილი გახდება. ასევე აუცილებელია გვესმოდეს, რომ ყველა მოქმედება რაიმე კონკრეტულ
შედეგს არ გამოიღებს და ეს ნორმალურია. პარეტოს პრინციპი გვეუბნება, რომ ძალისხმევის
20%სმოაქვს შედეგის 80% და პირიქით.
იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად განახორციელოთ თქვენი პიროვნების
განვითარების პროგრამა, მოგიწევთ თავი დააღწიოთ ე.წ. „დროის შთამნთქმელებს“ -
საქმიანობა, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ დრო მიაქვს. ამ გზით
გამოთავისუფლებული დრო შეგიძლიათ დახარჯოთ უფრო სასარგებლო საქმიანობებზე,
რომელსაც თქვენი პიროვნების განვითარების პროგრამა ითვალისწინებს.
5. შედეგების ანალიზი. დაბოლოს, ნებისმიერი პროცესის მსგავსად, პიროვნების განვითარების
პროგრამა მოითხოვს შედეგების ანალიზს. რათა გაირკვეს რა მიზნები იქნა მიღწეული, რას ვერ
მივაღწიეთ და რა შეიძლება გაკეთდეს რომ გავხდეთ უკეთესები.

10 რჩევა თვითგანვითარებისთვის

15
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

1. იძინე ნაკლები - ძილის დროს მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა. თუ


სრულფასოვნად გამოიძინებთ საკმარისია 6 საათიც კი. მაშინაც კი თუ თქვენ 12 ან 14
საათს დაიძინებთ შეიძლება საკმარისი ძილი არ მიიღოთ.

2. დაუთმეთ დილით დრო საკუთარ თავს - ყოველ დილით დაუთმეთ ერთი საათი მაინც
თქვენი მიზნების, გეგმების და აზრების ვიზუალიზაცია.

3. პრიორიტეტების დასახვა - ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი მნიშვნელოვანი ან მეორე


ხარისხოვანია. შეცდომა რომელსაც ბევრი ადამიანი უშვებს არის ის, რომ ვერ ახდენენ
მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნას.

4. პოზიტიური აზრების სტიმულირება - სამყაროს პოზიტიური აღქმა


თვითგანვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია. პოზიტიურ აზრებს აქვთ ძალიან
დიდი ძალა. საკითხისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ყოველთვის გვაძლევს მეტ
სტიმულს.

5. ღიმილი- ეცადეთ ყველას გაუღიმოთ, ღიმილი სიგნალია, რომელიც ხალხში იწვევს


პოზიტიურ განწყობას და სანაცვლოდ ისინიც გაგიღიმებენ. იცოდეთ, რომ ღიმილი
ძლიერი და ბრძნული იარაღია.

6. მუდამ იქონიეთ თან დღიური - როგორც კი დაიწყებთ თვითგანვითარების პროცესს


აუცილებელია თან იქონიოთ დღიური, რადგან დარწმუნებული იყავით რომ ახალი
იდეები დაიწყებენ რეგულარულ სტუმრობას.

7. გეგმა - თქვენი საკვირაო საღამოები დაუთმეთ თვითგანვითარებას, დაივიწყეთ


ტელევიზორი და სხვა დროის მჭამელები. ეცადეთ გქონდეთ ყოველი კვირის და დღის
გეგმა, თუნდაც მონახაზი რომელიც მოგცემთ სტიმულს და მოტივაციას.

8. გააფართოვე შენი სოციალური წრე- მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თქვენი


ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. ეს არ
ნიშნავს, რომ უბრალოდ დრო უნდა ატაროთ და აქეთ-იქით ისეირნოთ მათთან, არამედ
ეცადეთ იყოთ ღია კომუნიკაციაში, გაცვალეთ გამოცდილება და ცოდნა. არ
გამოტოვოთ შესაძლებლობა დაესწროთ ლექციებს ან შეხვედრებს ცნობილ და ნიჭიერ
ადამიანებთან.

9. არ იფიქრო მიზანზე როგორც ფინანსურ შედეგზე - ”თუ თქვენი საბოლოო მიზანი


ფულია, მაშინ ის არასოდეს გექნებათ.” ეცადეთ დასახოთ გლობალური მიზანი
რომელიც მხოლოდ ფინანსურ შედეგებზე არ იქნება ორიენტირებულია. ამ მხრივ, მარკ
ცუკერბერგის ამბავი ძალიან შთამაგონებელია. ერთ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ მას
და მის თანამოაზრეებს არ სურდათ თანხა, მათ უბრალოდ სურდათ შეექმნათ
სტუდენტური პლატფორმა კომუნიკაციისთვის. ყველამ ვიცით, რა მოხდა საბოლოოდ.
მარკ ცუკერბერგმა შეძლო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სოციალური ქსელის

16
ნატალია ხარაძე
ლიდერობა - მართვის ხელოვნება / ლექციების კურსი ბაკალავრებისთვის

შექმნა და მილიარდების გამომუშავება. დღესაც კი, მას არ სჯერა, რომ მისი მთავარი
მიზანი და მოტივაცია არის ფული.

17
ნატალია ხარაძე

You might also like