You are on page 1of 5

შუალედური წერა #1

გიორგი მოკვერაშვილი

1. გთხოვთ, დეტალურად აღწეროთ რა განსხვავებებია თვისებრივ და რაოდენობ


რივ მეთოდოლოგიებს შორის :
სოციალური კვლევის მეთოდები შედგება ორი ჯგუფისგან, ესენია:
რაოდენობრივი და თვისებრვი მეთოდები.
რაოდენობრივი მეთოდი გამოიყენება ისეთ კვლევაში, სადაც საჭიროა
მონაცემების როდენობრივი დათვალა. ასევე ისეთ კვლევაში სადაც პასუხს
ვიღებთ ციფრები, პროცენტებით. როგორც უკვე ვთქვი, საბოლოოდ გვაქვს
შედეგი, რომელიც ითვლება. იგი შემდეგი სახის კითხვებს ცემს პასუხს:
რამდენი? რა? თუ გვინდა, რომ კვლევის შედეგები სწორი და მთლად
გამართული იყოს, მაშინ აუცილებელია რეპრეზენტატულობის დაცვა.
მაგალითად ჩვენ თუ კვლევას ვატარებთ საქართველოს რომელიმე
მუნიციპალიტეტში, სადაც ცხოვრობს პირობითად 50000 ადამიანი, ჩვენ არ
გვექნება საშუალება გამვიკითხოთ ყველა მათგანი. ამ მომენტში, ადამიანები
ისეთი სიზუსტთ უნდა ავარჩოთ, რომ მათი ნააზრევი რელევანტური იყოს
მუნიციპალიტეტის 50000 მოსახლესთვისაც. ესეიგი თუ რაოდენობრივი კვლევა
რეპრეზენტატულია, მაშინი შეგვიძლია, ვიფიქროთ რომ, მთლიანა ან უმეტეს
მოსახლეობას აქვს მსგავსი შეხედულება კვლევის საკითხის მიმართ.
რაოდენობრივი კვლევა გამოირჩევა თავისი მოწესრიგებულობით. იგი
წინასწარვე დაგეგმილია, ჩამოყალიბებული და არ უხვევს გეგმას და
ეტაპობრივად ვითარდება. იგი დახლოებით 2 კვირას გრძელდება. მისი
დათვლა და გაანალიზება მარტივია, რადგან პასუხები წინასწარვეა
კოდირებული. ამ კვლევის დროს ისმევა დახურული შეკითხვები. ყველანაირ
პასუხს ციფრით ვიღებ და არა სიტყვით, რაც ამარტივებს შედეგების დათვლას.
რაც შეეხება თვისებრივ მეთოდები, ისინი საკვლევ საკითხს ღრმად
შეისწავლიან. რაოდენობრივი მეთოდისგან განსხვავებით, ყოველთვის
ინტერესდებიან თუ რატომ? როგორ? ხდება ესა თუ ის მოვლენა
საზოგადოებაში. აქედან გაომდინარე, იმის მიხვედრაც ადვილია, რომ კვლევას
ოფისში ვერ ჩაატარებ. ამ დროს მკვლევარს სჭირდება სიღრმისეულად
შეიმეცნოს მისი დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანები და მათი სოციუმი.
არამსგავსად რაოდენობრივი კვლევისგან, თვისებრივი არაპროგნოზირებადია.
შეუძლებელია წინასწარ გაწერო გეგმა და მიყვე. მოცემული კვლევა შედარებით
დიდხანს გრძელდება ვიდერ რაოდენობრივი. მკვლევარის ყოველივე ქმედება
ეთიკის ნორმებს უნდა ერგებოდეს, რაიმე გამოუვალი სიტვაციის დროს ჯერ
ითვალისწინებს რესპოდენტის სურვილს. შეიძლება თავიდან გარკვეული

1
შედეგის მიღებას ვარაუდობდე, მაგრამ რადიკალურად სხვა მიიღო.
მაშასადამე, ჰიპოთეზის არსებობა თვისებრივ კვევაში მეორე ხარისხოვანია,
რადგან ამ შემთხვევაში წინასწარი ვარაუდუები არ მართლდება, უბრალოდ
მკვლევარს არ შეუძია გაიაზროს თუ რა მოხდება. შესაძლოა კვლევის
დასაწყისში არსებული ჰიპოთეზა ბოლოს სრულიად გაუჩინარდეს. რასაც ვერ
ვიტყვით რაოდენობრივ კვლევასთან დავშირებით იგი მთლიანად
დაფუძნებულია ჰიპოთეზის არსებობაზე. უბრალოდ ამ კვლევისთვის
მნიშვნელობა არ აქვს დადასტურდება თუ არა ჰიპოთეზა.

მონაცემების დამუშავებისას ჯერ ხდება პასუხების ორგანიზირება შემდეგ


გაწმედ და შემდეგ ასახვა. რაოდნობრივი კვევის შედეგები ცხრილები და
დიაგრამებით გამოისახება. პასუხებს ენიჭება კოდები, რის შედეგადაც
ადვილდება მათი გამოხატვა. მართალია თვისებრივი კვლევის შედეგების
დასამუშავებლად შექმნილია კომპიუტერული პოგრამა, მაგრამ ძირითადი
სამუშაოს ხელით ასრულებენ მკვლევარები. ასევე რაოდენობრივი კვლევის
დროს შედარებით მეტი ადამიანი გამოიკითხება ვიდრე თვისებრივი. რადგან ამ
დროს არ არის აუცილებელი ინდივიდის ქცევაზე და ცხოვრებაზე დაკვირვება,
მხოლოდ საჭიროა კი ან არას აღნიშვნა. ხოლო თვისებრივში გამოიყენება ღია
კითხვები, სადაც რესპოდენტი არაა შეზღუდული პასუხებით.

გთხოვთ, განმარტოთ შემდეგი ცნებები:


1. საკვლევი კითხვა - არის კითხვა რომელსაც პასუხს გასცემს შენი კვლევა. იგი
არსებითი ელემენტია როგორც თვისებრივი ასევე რაოდენობრივი კვლევის.
2. გენერალური ერთობლიობა-სამიზნე ჯგუფი რომელზედაც უნდა ჩატარდეს
კვლევა.
3. ოპერაციონალიზაცია- მხოლოდ რაოდენობრივი კვლევის პროცესია,
რომლის დროსაც მკვლევარები ზუსტად აღწრენ თუ როგორ იზომება
კონცეფცია.
4. რეაქტიულობა- რეაქტიულობას გამოხატავს დაკვირვების ქვეშ მყოფი
ადამიანი. ამ დროს დაკვირვების ქვეშ მყოფი ადამიანი ცვლის თავის ქცევას.
მაგალითად ცდილობს ზრდილობიანად მოიქცეს იმასთნ შედარებით ვიდრე
არის და ა.შ..... ანუ კარგავს თავის ბუნებრივობას.
5. საიტი- ადგილი სადაც ტარდება კვლევა.
6. ტრანსკრიპტი- ჯერ უნდა ჩავატაროთ ინტერვიუ. ამის შემდეგ ჩაწერილი ხმა
უნდა გადმოვწეროთ ფურცელზე და სწორედ ესს ტრანსკრიპტი.

2
3.განმარტეთ დეტალურად რას ნიშნავს სიღრმისეული ინტერვიუ და ჩამოწერეთ მეთ
ოდის მახასიათებლები. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე თუ როდის გამოიყე
ნება ეს მეთოდი და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები:

სიღრმისეული ინტერვიუს დანიშნულეებაა: ჩამოართვას რესპოდენტს ინტერვიუ,


რომელიც მოიცავს სიღრმისეულ ინფორმაციას, დაწვრილებით გადმოგვცემს თუ რა
შეხედულება აქვს რესპოდენტს საკვლევ საკითხთან მიმართებაში. ინტერვიუ ტარდება
პირისპირ მხოლდ ორ ადამიანს შორის. ინტერვიუს ჩამორთმევის საუკეთესო
ადგილია ოფისი. ინტერვიუერი არ უნდა ჩაერიოს ხშირად რესპოდენტის საუბარში.
მას უნდა აცადოს, რომ თვალსაჩინოდ გამოხატოს თავისი გულწრფელი რეაქციები.
საუბრის დროს უნდა შეეხნენ სენსიტიურ თემებს. ამასთთანავე ინტერვიუერმა უნდა
უზრუნველყოს, რომ ინტერვიუმ გზიდან არ გადაუხვიოს. ეს პროცესი არ უნდა
შეჩერდეს ხისტად, რათა არ დავაფრთხოთ და დავთრგუნოთ რესპოდენტი.
ინტერვიუერს ამ დროს უნდა ჰქონდეს წინასწარ მოზადებული კითხვები, რათა
სწორედ და ხარისხიანად წარიმართოს ინტერვიუ. სიღრმისეული ინტერვიუ იყოფა
ორ ძირითად ფაზად: პრეინტერვიუდ და პოსტინტერვიუდ.პირველ შემთხვევაში
მკვლევარმა რესპოდენტს უნდა აუხსნას თუ რატომ გამიკითხავს კერძოდ მას.
წამყვანმა უნდა დაარწმუნოს რესპოდენტი, რომ მისი კონფიდენციალურობა
სრულიად დაცულია. აუცილებლად, ყოველთვის უნდა გავაფრთხილოთ რესპოდენტი
აუდიო ან ვიდეო ჩაწერის შემთხვევაში. მეორე ნაწილში კი ძირითადად ხორციელდება
დამშვიდობების პროცესი. თუ შეთანხმებულები არიან, მაშინ იგეგმება სამომავლო
შეხვედრა. სიღრმისეული ინტერვიუს ძლიერი მხარე ის არის, რომ შეუძლია
გამოავლნოს კვლევისთვს დამალული, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი თემები. მის
სუსტ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ დიდი დრო, რომელიც ჭირდება თითოეულ
აუდიო ტექსტის დამუშავებას და ტრანსქრიპტის შექქმნას. დაახლოებით 6-8სთ.
ადამიანების გამოკითხვა მიმდინარეობს იქამდე, სანამ შეწყდება ახალი ინფორმაციის
მიღება და ინფორმაცია გამეორდება, დაახლოებით გაოიკითხება 20-30; 50-60-
ადამიანი. ასევე ამ დროს დაძაბულობის დონე არის მაღალი.

4.განმარტეთ დეტალურად რას ნიშნავს ფოკუს - ჯგუფი და ჩამოწერეთ მეთოდის მახა


სიათებლები. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე თუ როდის გამოიყენება ეს მე
თოდი და რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები

ეს მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ინტერვიუს ჩატარება გვსურს ერთდროულად


რამდენიმე ადამიანთან. რესპოდენტთა მინიმალუი რაოდენობაა 5-6, ხოლო
მაქსიმალური - 12. აუცილებელია რომ იყოს ზუსტად ეს რაოდენობა, რათა ყოვლ
რესპოდენტს შეეძლოს დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება. ამ დროს ინტერვიუერი
იგებს, თუ როგორ უყურებს სხვადასხვა საზოგადოების წარმომადგენელი ერთ
საკითხს. კარგად ჩნდება ადამიანების ემოციური დამოკიდებულება საკვლევი

3
საკითხის მიმართ. ფოკუს-ჯგუფს ყავს წამყვანი, რომელსაც მოდერატორი ეწოდება.
მას დიდი მისია აკისრია, რომ ინტერვიუ ჩატარდეს ინტერაქციულად, ხარისხიანად
და სრუყოფილად. ფოკუს-ჯგუფის ძლიერ მხარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ
იგი რესპოდენტს მარტოს აღარ ტოვებს ინტერვიუერთან, ამით ხსნის დაძაბულობას.
ხოლო სოციალურ დისტანციას მეორეხარისხოვნად აქცევს რესპოდენსა და
ინტერვიუერს შორის. მისი ჩაწერაც მიმდინარეობს, რაზეც რესპოდენტები წინასწარვე
უნდა გავაფრთხილოთ. ასევე ოთახი უნდა იყოს სადა. აუცილებლად უნდა ჩატარდეს
ოფისში. ოთახის ერთ კედელზე უნდა იყოს 2 მხრივი სარკე სიდანაც კვევაში მონაწლე
სხვა წევრები დააკვირდებიან, მაგრამ ამის შესახბ რესპოდენტებმა არ უნდა იცოდნენ.
რაც შეეხება სუსტ მხარეს, ისაა რომ არ შეგვიძლია ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე.
მაგ.:ინტიმურ ცხოვრებაზე და ა.შ.

5.გთხოვთ, განმარტოთ ნიშნავს დაკვირვება. რა ტიპის დაკვირვებები არსებობს, რა შე


მთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი, რა რისკებთან არის დაკავშირებული თ
ითეული მათგანის გამოყენება.

ინტერვიუების შედეგად ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ ვერბალურ ინფორმაციას.


რადგან რესპოდენტს არ შეუძლია თავისი ქცევების შესახებ სრულყოფილი
ინფორმაციის გადმოცემა, რაც შეიძლება მეტად მნიშვნელოვანი იყოს. სწორედ,
ამდროსაა საჭირო დაკვირვება. დაკვირვება ხორიციელდება არა ოფისში, არამედ
ველზე, რაც სირთულეებთანაა დაავშირებული. დაკვირვებას ძირითადად იყენებენ
უცხო ხალხთა კულტურის შესასწავლად. მკვლევარი თუ თავისივე კულტურას
აკვირდება შეიძლება გამორჩეს ისეთი მნიშვნელოვანი და უჩვეულო მოვლენა,
რომელიც მისთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს. რაც დიდი რისკია კვლევის
სრულყოფისთვის. დაკვირვება იყოფა ორ ჯგუფად, ესენია: უბრალო და ჩართული.
პირველის შემთხვევაში დამკვირვებელი თავის ობიექტებთან კონტაქტს არ ამყარებს,
მხოლოდ შორიდან აკვირდება მათ ცხოვრებისეულ ქცევებს და მათ
დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ. ხოლო მეორე შემთხვევაში დამკვირვებელს
უშალოდ კონტაქტი უწევს. აუცილებელი იურთიერთოს თავის ობიექტებთან, რათა
კარგად შეისწავლოს მათი ცხოვრების სტილი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.
ეს ერთგვარ სირთულეებთანა დაკავშირებული, რადგან დამკვირვებელი ხვდება
სრულიად უცხო გარემოში და თავისივე ძალებით შეიზწავლის მას. ასევე, ამ
შემთხვევაში, როდესაც სურს რომ დაკვირვებამ სრულყოფლიდად ჩაიაროს საჭიროა
რამდენიმე თვიანი ან ერთ წლიანი დაკვირვება მაინც. ეს საჭიროა რათა სრულიად
ჩავწვდეთ უცხ ხალხთა ცხოვრების სტილს. ასევე ძნელია ხალხის ნდობის მოპოვე, რაც
შემდეგ მათიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად გვჭირდება.

4
6.თვისებრივი კვლევის მეთოდლოგიის გამოყენებით შეარჩიეთ და დაგეგმეთ თქვენ
თვის საინტერესო თემაზე კვლევა შემდეგი საკითხების მიხედვით. ამ დავალების შეს
რულებისას გაითავლისწინეთ შემდეგი:,

სოციალური პრობლემა; საქართველოში ადამიანთა დიდი ნაწილისთვის


გენდერული თანასწორობა მიუღებელია.

საკვლევი საკითხი: რატომაა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი


გენდერული თანასწორობის წინააღმდეგი.
კვლევის მიზანი: აჩვენოს მიზეზები, თუ რატომ არ სურს მოსახლების დიდ
ნაწილს გენდერული თანასწორობა; როგორი დამოკიდებულება
აქვთ გენდერული თანასწორობის მიმართ და რაისგანაა
გამოწვეული ეს დამოკიდებულება.

სამი საკვლევი კითხვა: რა არის გენდერული თანასწორობა? რატომაა ნეგატიური


დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ
საზოგადოებაში? როგორ ჩამოყალიბდა ზემოთხსენებული
დსმოკიდებულება?

სამიზნე ჯგუფი; 25-50 წლამდე ასაკის ადამიანები.


მეთოდოლოგია (თვისებრივი);
მეთოდი (რატომ ეს მეთოდი) რადგან მოცემული კვლევა მიმართულია აჩვენოს
არა პასუხები ციფრებით, არამედ პასუხები
რომლებიც ხსნიან და ნათელ პასუხებს ცემენ
კვლევის კითხვებს. ამ შემთხვევაში გვჭირდებდა,
რათა უნდა შეგვესწავლა ადამიანთა ღრმა
შეხედულებები გენდერულ თანასწორობასთან
დაკავშირებით.

You might also like