You are on page 1of 6

კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

№6
შ ე მ ა ჯ ა მ ე ბ ე ლ ი წ ე რ ა

სტუდენტი: ანანო კუბლაშვილი

ჯგუფი #: L2

 გაეცანით ქვემოთ მოცემულ საკითხებს, იმუშავეთ მათზე, შემდგომ კი, თქვენი პასუხები
დაწერეთ პასუხების ველში
 სტუდენტის ველში ჩაბეჭდეთ თქვენი სახელი და გვარი, ჯგუფის ველში კი დააფიქსირეთ
თქვენი ჯგუფის ნომერი (როგორც ეს არგუსზე გიწერიათ)
 საბოლოოდ, ფაილი ატვირთეთ მუდლზე, მეორე შუალედური გამოცდისთვის შექმნილ
შესაბამის ფანჯარაში
 შენიშვნა: თითოეული დავალება 3-ქულიანია. გამოცდის მაქსიმალური ქულაა - 15

1. სტილის განსაზღვრა

იმსჯელეთ, რომელ სტილს - მხატვრულს, სამეცნიეროს, პუბლიცისტურს თუ


ოფიციალურ-საქმიანს - მიეკუთვნება ქვემოთ მოცემული ამონარიდი. პასუხი დაასაბუთეთ
ტექსტზე დაყრდნობით.
პიარი ანუ საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც ესოდენ აქტუალურია დღევანდელ მსოფლიოში,
სრულიად უცხო იყო საბჭოთა მენტალიტეტისათვის, რამაც დააბრკოლა ეს სოციალური სისტემა ჩვენშიც-
საქართველოშიც. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ქართული საციალური რეალობა (და არა მხოლოდ)
უმალ დაინტერესდა პიარტექნოლოგიებით და თანდათან შეითვისა კიდეც ამ სასარგებლო ინსტიტუტის „ანბანი“.
შეიძლება ითქვას, რომ ესოდენ მოკლე დროში პიარტექნოლოგიებში გაწაფვა და ამ საქმიანობისათვის ქართული
ენობრივი საშუალებების მზაობის დადასტურება არა მარტო სასიამოვნო ფაქტია, არამედ გასაკვირიც.
ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ ჰქონდა ქართულ ენას ერთგვარი ისტორიული გამოცდილება
საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში, და ეს გამოცდილება ამჟამინდელი ლინგვიეტური პიარამოცანების
გადაჭრაში ეხმარება? საინტერესოა, ე.წ. საზოგადოებრივი ურთიერთობების ინსტიტუტები მართლაც სიახლეა
ჩვენთვის, თუ არსებობს დღეს პიარადწოდებული მოვლენის წინამორბედი ენობრივი კომუნიკაციის ფორმა
ქართულ სინამდვილეში? რა ხერხებს მიმართავდნენ ქართველები პროპაგანდისა თუ ოფიციალური პირების
დიპლომატიური წარდგინების წარმატებულად განსახორციელებლად მაშინ, როცა არც პრესა იყო, არც
ტელევიზია და არც სპეციალური პიარსამსახურები?
“ვეფხისტყაოსანი“, ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, შესაძლოა მივიჩნიოთ პიარტექსტადაც. რა იყო მისი
შექმნის მიზანი? რატომ შექმნა პოეტმა თამარ მეფის ქებათაქება?
პასუხი:
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოცემული ამონარიდი მიეკუთვნება სამეცნიერო სტილის, რისი
თქმის საფუძველსაც მაძლევს კონკრეტულ ტექსტში გამოყენებული საშუალებები. პირველ
რიგში აღვნიშნავ, რომ ტექსტი მკითხველისთვის ადვილად აღქმადია, თუმცა არ არის
დაწერილი ყოველდღიური საურთიერთო ენით, პირიქით, ტექსტში გამოყენებული
დარგობრივი ტერმინები(„პიარი“, „საზოგადოებრივი ურთიერთობის სფერო“), რათა

1
კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

მკითხველისთვის დამაჯერებელი იყოს მისი მსჯელობა. ასევე ამ სამეცნიერო ტექსტში არ არის


გამოყენებული მაღალფარდოვანი სიტყვები და მხატვრული საშუალებები(ეპითეტი,
მეტაფორა, შედარება).პუნქტუაციის წესები დაცულია და არ არის გამოყენებული ძახილის
ნიშნები და მრავალწერტილი. რაც შეეხება ტექსტის შინაარსობრივ მხარეს, ტექსტი არ არის
პირად გრძნობებზე ემოციებზე დამყარებული, ავტორისეული პოზიცია მიუკერძოებულია:
“შეიძლება ითქვას, რომ ესოდენ მოკლე დროში პიარტექნოლოგიებში გაწაფვა და ამ
საქმიანობისათვის ქართული ენობრივი საშუალებების მზაობის დადასტურება არა მარტო
სასიამოვნო ფაქტია, არამედ გასაკვირიც.“ მიუხედავად იმ ფონისა, რომ ნაწილობრივ პირად
მოსაზრებებსაც გვიზიარებს. ავტორი ასევე განიხილავს მანამდე არსებულ
მოსაზრებებს(„მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ქართული საციალური რეალობა (და
არა მხოლოდ) უმალ დაინტერესდა პიარტექნოლოგიებით და თანდათან შეითვისა კიდეც ამ
სასარგებლო ინსტიტუტის „ანბანი“.), არამედ ინოვატორადაც გვევლინება და მონაკვეთის
ბოლოს დასმული შეკითხვების(„საინტერესოა, ე.წ. საზოგადოებრივი ურთიერთობების
ინსტიტუტები მართლაც სიახლეა ჩვენთვის, თუ არსებობს დღეს პიარადწოდებული
მოვლენის წინამორბედი ენობრივი კომუნიკაციის ფორმა ქართულ სინამდვილეში?“)
მეშვეობით ცდილობს შექმნას ახალი ცოდნა, რაც უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია
სამეცნიერო ნაშრომის. შეჯამების სახით შეიძლება ითქვა, რომ მოცემული ტექსტი ემყარება
ობიექტურობას, სიზუსტეს, ნეიტრალურ კონსტუქციებს, რაც სამეხნიერო ტექსტის არსებით
მახასიათებლად შეიძლება ჩავთვალოდ. და გამოყვოდ იმ არგუმენტს თუ რატომ არ არის ეს
პუბლიცისტური სტილი რადგან ავტორი არ ცდილობს ემოციურად დაუკავშირდეს
მკითხველს იმოქმედოს მის ფსიქიკასა და განწყობაზე და კონკრეტული საკითხისადმი
მოახვიოს სუბიექტური დამოკიდებულება.

...

2. რეზიუმე
გაეცანით სტატიის ნაწყვეტს და დაწერეთ მისი რეზიუმე.

2
კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

მოსწავლის ემოციური ინტელექტის განვითარების შესაძლებლობები ქართული ენისა და


ლიტერატურის სწავლების ფორმატში
(„ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ეპიზოდის მაგალითზე)

ყველა ეპოქას ახასიათებს ამა თუ იმ იდეითა თუ ტენდენციით განსაკუთრებული გატაცება, და ამ


გატაცების საგნისადმი მრავალი თეორიული თუ პრაქტიკული მოღვაწეობის დაქვემდებარება. ასეთია
უკიდურესად თანამედროვე, და შეიძლება ითქვას, „მოდური“ იდეა „ემოციური ინტელექტის განვითარების
თაობაზე“, რომელმაც თანამედროვე ინტელექტუალური წრეები და, შესაბამისად, საგანმანათლებლო სივრცეც
დაიპყრო.
აკადემიური ლექსიკონების განმარტებით, „ემოციური ინტელექტი“ აერთიანებს ჭკუას, ლოგიკასა და
ემოციებს; მიიჩნევა, რომ სწორედ ეს ერთიანობა ქმნის ინფორმაციის დამახსოვრებისა და შეფასებისთვის
აუცილებელ ფონს. ემოციური ინტელექტი არის ადამიანის მიერ ცხოვრებისეული (მათ შორის საზოგადოებრივი)
ამოცანების გადასაწყვეტად საკუთარი ემოციების აღქმისა და მართვის უნარი. ემოციური ინტელექტი
პიროვნების ხასიათში რამდენიმე კომპონენტის თავმოყრას გულისხმობს, კერძოდ, დანიელ გოლმანის თეორიის
მიხედვით, ემოციური ინტელექტი მოიცავს: 1. ემპათიას, 2. სოციალურ ურთიერთობებს, 3. თვითკონტროლს, 4.
თავდაჯერებულობას, 5. მოტივაციას. ავტორის მტკიცებით, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები
ბევრად უფრო წარმატებულნი არიან ნებისმიერ სფეროში. თუმცა სამეცნიერო წრეებში სადავოა ემოციური
ინტელექტისა და სწავლის ურთიერთმიმართების საკითხი, მაინც უმრავლესობის აზრით, ეს ორი ფენომენი
უმჭიდროესადაა გადაჯაჭვული. მიიჩნევა, რომ რამდენადაც ძირითადი ინტელექტუალური უნარ–ჩვევების
გამოსამუშავებლად ყველაზე ნაყოფიერ პერიოდად სასკოლო ასაკი მიიჩნევა, ამიტომ ემოციური ინტელექტის
განვითარებაზე ზრუნვაც ამ პერიოდიდან უნდა დაიწყოს.
სასკოლო–საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს მოსწავლეში აკადემიური უნარ-
ჩვევების განვითარება და მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება. სწავლის დასრულების შემდგომ
მოსწავლის გონებრივი და ემოციური ინტელექტი ისე უნდა იყოს ფორმირებული, რომ მან ადვილად მიაღწიოს
პირად თუ კარიერულ წარმატებას. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული სარგებლობის მოტანა
შეუძლია ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო კურსს, რომელიც ლიტერატურული მაგალითებითა და
ლექსიკა–ფრაზეოლოგიური მრავალფეროვნებით ემოციურად ააქტიურებს მოსწავლის გონებას შესასწავლად
განკუთვნილი მასალის აღქმის მიმართულებით და სიღრმისეულად აკავშირებს კონკრეტულ მაგალითს მისგან
მომდინარე ღირებულებებთან, რომლებმაც მომავალში ამ ადამიანის (მოსწავლის) სოციალური ქცევები უნდა
განსაზღვროს.
თინათინ გავაშელი
პასუხი:
თინათინ გავაშელის სტატიის “მოსწავლის ემოციური ინტელექტის განვითარების
შესაძლებლობები ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ფორმატში
(„ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე ეპიზოდის მაგალითზე)“ ნაწყვეტში წარმოდგენილია

„ემოციური ინტელექტის“ შესახებ ინფორმაცია, მისი დეფინიცია და მნიშვნელობა

პიროვნების წარმატებისათვის. მიუხედავად ზემოდაღნიშნული დადებითი ასპექტისა

ავტორი აღნიშნავს, ემოციური ინტელექტისა და სწავლების ურთიერთმიმართების

სადავოობის საკითხს, თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლის ასაკიდან უნდა მოხდეს

ემოციური ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვა, რადგან ინტელექტუალური უნარ-ჩვევების

3
კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

გამომუშავების საუკეთესო პერიოდი სკოლის ასაკია- სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს

ტექსტის ძირითად იდეას. ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს და საკვანძო საკითხად

აქცევს, ქართული ენისა და ლიტერატურის კურის სარგებლობას, რომლის დახმარებითაც

შესაძლებელია ემოციური და ინტელექტუალური შესაძლებლობების ისე ფორმირება, რომ

მოსწავლემ მიაღწიოს წარმატებას.


3. სათაური; საკვლევი თემა ან/და პრობლემა
გაეცანით სტატიის ანოტაციას და:
1) შეურჩიეთ სტატიას სათაური და ჩამოაყალიბეთ ის აკადემიური სათაურის
სტანდარტების დაცვით
2) გამოყავით საკვლევი თემა ან/და პრობლემა
3) დაასაბუთეთ სათაურისა და საკვლევი თემის ან/და პრობლემის ურთიერთკავშირი
ტექნოლოგიების განვითარებამ, ინფორმაციის საშუალებების მრავალფეროვნებამ და მენეჯმენტის თანამედროვე
მიდგომებმა ცვლილებები მოახდინა, როგორც კომერციულ ასევე არაკომერციულ სექტორში. ქართულ თეატრში
მარკეტინგის და კომუნიკაციების ინოვაციური მეთოდების გამოყენებას არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს.
თეატრი, როგორც ცოცხალი ხელოვნება, საჭიროებს იყოს აქტუალური და დროსთან შესაბამისი. იმისათვის, რომ
დააინტერესო მაყურებელი აღარ არის საკმარისი აფიშის და სარეკლამო პლაკატების განთავსება ქუჩებში. ჩვენი
კვლევის მიზანი იყო გაგვეგო თუ რა მეთოდებით ხდება აუდიტორიის მოზიდვა? რა ფაქროტები უწყობს ხელს
სპექტაკლის - როგორც პროდუქტის გაყიდვას? რა სპეციფიკით ხასიათდება მარკეტინგის ინსტრუმენტების
გამოყენება თეატრში? რა შეიცვალა კომუნიკაციის მენეჯმენტის მიმართულებით წარსულთან მიმართებაში? და
ა.შ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კომუნიკაციების და მარკეტინგის მენეჯმენტის თანამედროვე
მეთოდების გამოყენება კულტურის სფეროს ორგანიზაციები და კერძოდ თეატრში არანაკლებ მნიშვნელოვანი და
აქტუალურია, კომერციულ კომპანიებთან შედარებით. თეატრალური პროდუქტი - სპექტაკლი განსხვავდება
ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან ტექნიკური და სამომხმარებლო მახასიათებლებით, ის ცოხალი
ორგანიზმია და ადამიანის ემოციებთან, სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფებასთანაა დაკავშირებული.
აქედან გამომდინარე საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს.
პასუხი:
1თანამედროვე მარკეტინგული საშუალებების თეატრალურ ცხოვრებაში რეალიზების
საჭიროება.
2. საკვლევი თემა- რამდენად იყენებს თანამედროვე მარკეტინგულ საშუალებებს თეატრი და
უწყობს თუ არა ის ხელს სპექტაკლის, როგორც პროდუქტის გაყიდვას.
3. საკვლევ საკითხს სათაური მიემართება რადგან წარმოდგენილია, რომ თანამედროვე
თეატრს იმისათვის, რომ იყოს უფრო პოპულარული სჭირდება თანამედროვე მარკეტინგული
საშუალებების რეალიზება, რომელიც იქნება მასზე, როგორც ცოცხალ ხელოვნებაზე
მორგებული.
4. პარაფრაზი; წყაროს მითითება
გაეცანით ქვემოთ მოცემულ ამონარიდს და:
1) მოახდინეთ მისი პარაფრაზირება
2) საჭირო ადგილას მიუთითეთ წყარო (ტექსტში ჩართული ან შენიშვნებში
მითითების ფორმატით)

4
კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

დღევანდელ პირობებში, როდესაც ძირფესვიანად შეიცვალა საგანმანათლებლო მიდგომები, ცალკეული საგნების


სწავლებისადმი დამოკიდებულება და ხედვა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათლების სფეროს მეცნიერულ
კვლევას. განსაკუთრებით დიდი სიახლეები გვაქვს ქართული ენის სწავლების კუთხით. ქართული ენა კი
ქართულ სკოლაში არა მხოლოდ სასწავლო დისციპლინაა, არამედ სხვა საგანთა სწავლების საფუძველიც.
ბოლო წლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ არაერთი კვლევა ჩატარდა მოსწავლეებში
წიგნიერებისა და ანალიტიკური აზროვნების დონის დასადგენად (სასწავლო პროცესის სახელმწიფო შეფასება
მშობლიურ ენაში _2003 წ , წიგნიერება -PIRLS _ 2006, 2012 წწ...). კვლევის შედეგები არასახარბიელოა, რაც იმაზე
მეტყველებს, რომ სკოლაში არასასურველი მდგომარეობაა პირველ რიგში ქართული ენისა და ლიტერატურის
სწავლების თვალსაზრისით.
სათანადო სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი, სწავლების პროცესზე დაკვირვება და მასწავლებელთა
გამოცდილების შესწავლა-განზოგადება გვიჩვენებს, რომ მართლმეტყველებისა და მართლწერის ჩვევათა
ფორმირებაში _ ისევე, როგორც მთლიანად მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაში _ ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ადგილი მშობლიური ენის კანონების შეგნებულად დაუფლებასა და გააზრებას ეკუთვნის. ამ
პროცესში კი განუზომლად დიდია სასკოლო გრამატიკის როლი, რომელსაც დღეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში,
და აქედან გამომდინარე „ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ სტანდარტში“, არც თუ დიდი ადგილი
ეთმობა და ფაქტიურად დაყვანილია ე.წ. „საკომუნიკაციო გრამატიკის“ სწავლებამდე _ სწავლების პროცესში ენის
საკითხები უკავშირდება მხოლოდ საკითხავ ტექსტებზე მუშაობასა და კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციას. არ
ხდება „ცოდნის დაგროვება“, მთელი აქცენტი კეთდება ამ ცოდნის პრაქტიკულად „გამოყენებაზე“. ეროვნულ
სასწავლო გეგმაში („საგნობრივ სტანდარტში“) არსად არ არის მითითებული კონკრეტულად ენის რომელ
საკითხებს უნდა დაეუფლოს მოსწავლე სწავლების ამა თუ იმ საფეხურზე. აქ მოცემულია მხოლოდ „შედეგები“
სათანადო „ინდიკატორებით“. თუ როდის რა მასალა უნდა ასწავლოს მასწავლებელმა, ეს თავად მისი (და
სახელმძღვანელოს ავტორთა) გადასაწყვეტია. საკითხისადმი ამგვარი მიდგომის შედეგია ის, რომ გრამატიკის
სწავლების თვალსაზრისით სკოლებში საკმაოდ ჭრელი სურათია, ბევრგან კი იგი ფაქტიურად აღარც ისწავლება.

წყარო: მაღლაკელიძე, ნათელა. 2014. გრამატიკის როლი ენის სწავლების საკითხთა სისტემაში. ენა და კულტურა
9.
პასუხი:
თანამედროვე ტენდენციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საგნების სწავლის ადრე არსებული
მიდგომები და დამოკიდებულება და აქტუალური გახდა განათლების სფეროს მეცნიერულ
კვლევა განსაკუთრებით, კი ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება, რადგან ის, ერთი
მხრივ, თავად კონკრეტული საგანი, ხოლო მეორე მხრივ სხვა საგნების სწავლების
აუცილებელი საშუალებაა. კვლევებმა ცხადყო, რომ წიგნიერების დონე დაბალია, „რაც იმაზე
მეტყველებს, რომ სკოლაში არასასურველი მდგომარეობაა პირველ რიგში ქართული ენისა და
ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით.“(მაღლაკელიძე, ნათელა. 2014. გრამატიკის როლი
ენის სწავლების საკითხთა სისტემაში. ენა და კულტურა.) მშობლიური ენის კანონების
შეგნებულად გააზრება და ცოდნა წინაპირობაა წიგნიერების დონის ამაღლების პროცესს. ამ
პროცესში განსაკუთრებული როლი გრამატიკის სრულყოფილ ცოდნას უკავია,თუმცა დღეს
„ეროვნულ სასწავლო გეგმის“ თვალისწინებით, არ ისე დიდი ადგილი ეთმობა მას. ზოგადა
სწავლების პროცესში აქცენტი კეთდება ცოდნის პრაქტიკულ რეალზებაზე და მისი
დაგროვებაზე. ასევე არ არის კონკრეტული მითითება თუ რომელ საფეხურზე რა მასალა უნდა
აითვიოს მოსწავლემ. საკითხისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ კი სკოლებში მოსწავლეთა
გრამატიკის ცოდნის დონის არარსებობა ან მინიმუმამდე დაყვანა გამოიწვია.
5. არგუმენტი
გაეცანით ქვემოთ მოცემულ ამონარიდს და მასში არსებული რომელიმე დებულების
მიხედვით ჩამოაყალიბეთ არგუმენტი.

5
კურსი: აკადემიური მუშაობის ტექნიკები

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვაქვს შეხება მხატვრულ თარგმანთან, იქნება ეს სკოლაში, უნივერსიტეტში,
თუ დამოუკიდებლად. თუმცა ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ნაწარმოების თარგმანის კითხვით შესაძლოა
სულაც ვერ შევაფასოთ ეს ნაწარმოები სათანადოდ. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც კითხულობ
მხატვრულ თარგმანს და შემდგომ, როდესაც ეცნობი მის ორიგინალ ტექსტს ძალიან ბევრ უზუსტობას ამჩნევ.
რატომ ხდება ასე? – ამ თემასთან დაკავშირებით დღესაც ბევრს მსჯელობენ და სხვადასხვა ფაქტორები იკვეთება.
ძალიან ხშირია შინაარსობრივი სხვაობები, განსაკუთრებით ეს პოეზიაში და მის მონათესავე დარგებში იკვეთება,
აქ მთარგმნელი ვერ ხვდება რომელს მიაქციოს უფრო მეტი ყურადღება - აზრს თუ რიტმს. თუმცა მარტო პოეზიის
გამოყოფა არასწორი იქნება, ავტორის მიერ გამოყენებული მხატვრული ხერხების თარგმნაც ძალიან დიდ
სირთულეებთან არის დაკავშირებული, სამწუხაროდ, ხშირად მთარგმნელი ნებით თუ უნებლიედ აქრობს მათ.
მაგალითად, ფრანც კაფკას რომან „პროცესში“ მთავარი გმირის უკანასკნელი სიტყვები ასე ჟღერს - „როგორც
ძაღლი“, ეს არის დაუმთავრებელი ფრაზა, რომელიც რომანს არსებითი მნიშვნელობის მხატვრულ ბუნდოვანებას
სძენს, იგი მკითხველმა რეცეფციული ესთეტიკის საფუძველზე უნდა შეავსოს, რაც ბევრად უფრო მიმზიდველია
მკითხველისთვის, თუმცა ამ ნაწარმოების ქართულ თარგმანში ეს სიტყვები ნათარგმნია როგორც „ძაღლივით
დამკლეს“ (კაფკა 1992, 198) და ეს კონკრეტიზაცია არღვევს ავტორის მიერ ჩაფიქრებულ მხატვრულ
ბუნდოვანებას. კიდევ უფრო მძიმედაა ვითარება, როდესაც ხდება მეორადი თარგმანი, თუმცა, სამწუხაროდ, ესეც
ხშირია. სწორედ ამ სირთულეების გამოა, რომ იტალიელი ფილოსოფოსი და მწერალი უმბერტო ეკო თარგმანს
აღიქვამს როგორც „თქვა თითქმის იგივე“ (Eco, 2001, 45), და არავითარ შემთხვევაში - ზუსტად იგივე, რაც არ უნდა
კარგი მთარგმნელი იყო, ეს უბრალოდ შეუძლებელია! მთარგმნელის დანიშნულება მართლაც განსაკუთრებით
საკამათოა, ერთნი განიხილავენ მას, როგორც უბრალო შუამავალს ავტორს და მკითხველს შორის, რომელმაც
საკუთარი ინდივიდუალურობა გვერდზე უნდა გადადოს, რათა მან ხელი არ შეუშალოს ავტორის სათქმელის
ზუსტად გადმოცემაში, ხოლო მეორენი თვლიან, რომ „თარგმანი შემოქმედებაა და არა უცხო ენაზე შექმნილი
ტექსტის მშობლიურ ენაზე გადმოტანის მექანიკური აქტი“ (ფანჯიკიძე 1995, 6). თუმცა რომელ შემთხვევაში
შეიძლება ვუწოდოთ თარგმანს კარგი თარგმანი ეს კვლავ გაურკვეველი რჩება.
პასუხი:
დებულება:“კიდევ უფრო მძიმედაა ვითარება, როდესაც ხდება მეორადი თარგმანი, თუმცა,
სამწუხაროდ, ესეც ხშირია. სწორედ ამ სირთულეების გამოა, რომ იტალიელი ფილოსოფოსი
და მწერალი უმბერტო ეკო თარგმანს აღიქვამს როგორც „თქვა თითქმის იგივე“ (Eco, 2001, 45),
და არავითარ შემთხვევაში - ზუსტად იგივე, რაც არ უნდა კარგი მთარგმნელი იყო, ეს
უბრალოდ შეუძლებელია!“
არგუმენტი: მეორადი თარგმანების დროს უფრო რთულია ამოიცნო პირველწტაროს ავტორის
მოსაზრება, ამის დასადასტურებლად ავტორი უმბერტი ეკოს ფრაზას იშვლეიებს და ამობბს,
რომ მთარგმნელი ზუსტად იგივეს ვერ თარგმნის , რადგან ენობრიობიდან გამომდინარე ეს
შეუძლებელია.

You might also like