You are on page 1of 5

კონსპექტბარათი N4

სტუდენტი–ანა კოდიაშვილი

ფაკულტეტი–მეცნიერება და ხელოვნება

ლექტორი–თინათინ ქავთარაძე

ა) აკადემიურ ნაშრომზე მუშაობის ეტაპები და საშინაო ნაშრომის


სტრუქტურა (ლიტერატურა: თურაბიანი: 146-148; ეკო: 26-27)

• შესავალის ან ძირითადი ნაწილის დასკვნისგან გამოსაყოფად მკვლევარს


შეუძლია ქვესათაურის გამოყენება ან ცარიელი ადგილის დატოვება.
• საჭიროა მკვლევარმა ნაშრომის სტრუქტურა თანმიმდევრულად ააწყოს.
• აუცილებელია მკითხველმა ძირითადი ტერმინები დაინახოს აბზაცების
უმეტესობაში, რათა იფიქროს, რომ ნაშრომი თანმიმდევრულია.
• ქვესათაურების გამოყენებით მკვლევარს შეუძლია მიანიშნოს, რომ ერთი
მთავარი ნაწილიდან მომდევნოზე გადადის.
• მკითხველმა ნაშრომში უნდა დაინახოს თუ სად მთავრდება ტექსტის ესა თუ
ის ნაწილი.
• თანმიმდევრობის ლოგიკა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიტყვებით : პირველ
რიგში, ამას გარდა,უფრო მნიშვნელოვანია, ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება
და ა.შ.
• ტექსტის ერთი ნაწილის შესაბამისობა უნდა ჩანდეს მთელ ტექსტთან
მიმართებაში.
• თითოეული ნაწილისთვის მკვლევარმა უნდა იპოვოს წინადადება,რომელიც
მის ძირითად არსს გამოხატავს,ასევე უნდა განსაზღვროს ძირითადი
ტერმინები,რომლებითაც ძირითად ნაწილს სხვა ნაწილებისგან გამოარჩევს.
• თითოეული აბზაცი უნდა შეესაბამებოდეს ძირითადი ნაწილის არსს, მასში
ჩართული უნდა იყოს ძირითადი ტერმინები.
• ნაწერი ყოველთვის უნდა გადამუშავდეს პროფესორის ან ხელმძღვანელის
რჩევის გათვალისწინებით.
• თემა რომელსაც მკვლევარი ირჩევს უნდა შეესაბამებოდეს მის ინტერესებს,
ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს საკვლევი მასალა, ანუ
უნდა შეესაბამებოდეს მაძიებლის ინტელექტუალურ დონეს. ამასთანავე
კვლევის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს მკვლევარის გამოცდილებას და
შესაძლებლობებს.

ბ) თემის პრობლემის საბოლოო შერჩევა, შესავალი (ლიტერატურა:


აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 31-32; ჩუბინიძე: 89-90; ეკო: 62-76)

• სამეცნიერო ნაშრომის შესავალი ნაწილი წარმოდგენას უქმნის მკითხველს


თემის შესახებ.
• შესავალი იწყება საკვლევი პრობლემის აღწერით, გრძლედება კვლევის
აქტუალურობის, მნიშვნელობის დასაბუთებით, სრულდება კვლევის მიზნისა
და საკვლევი ჰიპოთეზის ჩამოყალიბებით.
• მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს საკვლევი პრობლემა და მისი აღწერა.
პრობლემის აღწერა შეუძლია დაიწყოს მნიშვნელოვანი გამონათქვამით ან
აქტუალური მოვლენით.
• აკადემიური ნაშრომის კვლევის მიზანი შეიძლება იყოს: ფაქტობრივი მასალის
ანალიზი, პოზიციების შედარება, გარკვეული წვლილის შეტანა კონკრეტული
საკითხის უკეთ გააზრებაში და ა.შ.
• შესავალი უნდა ქმნიდეს კვლევის თეორიულ ჩარჩოს, რომელიც მიუთითებს
კვლევის ჩატარების საჭიროებაზე. იგი უნდა იწყებოდეს თეორიული ან
ისტორიული საფუძვლებით.
• შესავალში უნდა იყოს აღწერილი თუ როგორ უკავშირდება საკვლევი
პრობლემა მეცნიერების შესაბამის სფეროს.
• შესავალი უნდა დასრულდეს მომდევნო ნაწილების მოკლე აღწერით.
• საკვალიფიკაციო ნაშრომში ზუსტად უნდა განისაზღვროს თემის მიმოხილვის
გეოგრაფია და დროის ფარგლები.
• მონაცემების მოპოვებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ: ოფიციალური
დოკუმენტები–ისინი ყველაზე სანდოა, მონაწილე პირთა განცხადებები–ისინი
ობიექტურ მონაცემებს წარმოადგენენ, მოსმენის პროტოკოლები–მათში
თავიდანვე ჩანს საკითხს სეროზულად უდგებიან თუ დილეტანტურად.
გ) პლაგიატი: ციტირების ხერხები; პარაფრაზი; წყაროების მითითება;
სქოლიო (ლიტერატურა: აკადემიური მუშაობის საფუძვლები: 125-130; პლაგიატი
და მისი გამოვლენის ათი შემთხვევა აკადემიურ ნაშრომში: 8-12; 18-26; 57-64;
თურაბიანი: 64-73; 110-116; ჩუბინიძე: 139-143; Plagiarism Spectrum 2.0:
https://bit.ly/2F4ZYFl )

• ადამიანი რომელიც სხვის ინტელექტუალურ ნაშრომს, ნააზრევს თავისად


მიიჩნევს პლაგიატორია, მისი ნაშრომი კი პლაგიატი
• პლაგიატისგან თავის დასაცავად მკვლევარმა სხვა წყაროებიდან მოხმობილი
იდეები თუ ციტატები უნდა გამოყოს, ასევე უნდა მოხდეს გამოყენებული
წყაროების დამოწმება.
• პერიფრაზისას მკველვარმა არ უნდა გააკეთოს ტექსტთან მიახლოებული
პერიფრაზი.
• მკვლევარს შეუძლია ნაშრომში წყარო გამოიყენოს სამი ფორმით: რეზიუმე,
პერიფრაზი, ციტატა.
• მრავალი ციტატის გამოყენება მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ
მკვლევარს გაუჭირდა საკუთარი პოზიციის, მოსაზრების გადმოტანა
• ქართული და გერმანული ციტატების გამოყნებისას ვიყენებთ „ ....“ ასეთ
ბრჭყალებს, ინგლისურენოვანისას “....“ ასეთს, ფრანგულენოვანისას კი <<...>>
ასეთ ბრჭყალებს.
• გრძელი ციტატა, რომელიც ოთხ სტრიქონს აღემატება იწერება ბრჭყალების
გარეშე.
• ციტატაში გამოტოვებული მონაკვეთის აღსანიშნავად ვიყენებთ [...]
კვადრატულ ფრჩხილს, რაიმეს ჩამატებისასაც ვიყენებთ ისევ კვადრატულ
ფრჩხილს,მის შიგნით კი ვწერთ ჩვენს კომენტარებს ან განმარტებას.
• ციტატებში შეცდომების აღმოჩენისას ვუთითებთ – [sic!]
• პერიფრაზი სხვისი ნათქვამის ჩვენი სიტყვებით გადმოცემაა.
• ტექსტის ვრცელი მონაკვეთის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, შეჯამებას
რეზიუმირება ჰქვია.
• როდესაც მკვლევარი თავის მსჯელობას ერთ კონკრეტულ ტექსტზე
დაყრდნობით წერს იწერება– (ავტორის გვარი წელი passim )
• მინიშნებაში სხვა ავტორის დამოწმებისას ვწერთ– (შდრ. ავტორის გვარი,
წელი,გვერდებს)
• მეცნიერულობას განსწაზღვრავს შემდეგი კრიტერიუმები : ორიგინალურობა,
აზრობრივი/ენობრივი სიცხადე, ვალიდურობა, მნიშვნელოვნება,
ობიექტურობა, კეთილსინდისიერება, გამჭირვალობა.
• მონაცემებით მანიპულირება, გაყალბება, შედეგების ან სტატისტიკის
გამოგონება მიუღებელია სამეცნიერო ნაშრომისთვის.
• ვალიდურობა გულისხმობს წამოჭრილი თვალსაზრისის შემოწმების ან
უარყოფის შესაძლებლობას.
• რეზიუმე კეთდება მაშინ, როდესაც გვჭირდება ნაწყვეტის, ნაწილის და ა.შ
ზოგადი აზრი.
• პერიფრაზირება კეთდება მაშინ, როცა გვინდა წყაროში მოცემული აზრის
უფრო მკაფიოდ გადმოცემა.
• ზუსტი ციტირების გამოყენება შეგვიძლია მაშინ, როდესაც იგი წარმოადგენს
რაიმეს მტკიცებულებას.
• მკვლევარმა მუშაობისას უნდა გააკეთოს საკვლევის შეკითხვისა და სამუშაო
ჰიპოთეზისთვის აქტუალური და საჭირო ჩანაწერები.
• თუ მკვლევარი ბრჭყალების ან აბზაცის გარეშე მოიყვანს ციტატას ჩაეთვლება
პლაგიატად, ასვე პლაგიატია, როდესაც პერიფრაზირება ძალიან ახლოსაა
წყაროსთან.
• საზოგადოდ აღიარებული ცოდნის ან ამა თუ იმ დარგში აღიარებული
დებულებებისა და შეხედულებების გამოყენებისას წყაროს მითითება აღარაა
საჭირო.
• წყაროების მითითებით მკვლევარს შეუძლია დაარწმუნოს მკითხველი,
როგორც ფაქტის სიზუსტეში, ისე მისი მოსაზრების სისწორეში.
• მკვლევარს შეუძლია ციტატა დამოუკიდებელი წინადადების ან ნაწყვეტის
სახით წარმოადგინოს, რომლსაც მოკლე განმარტებით ფრაზას წაუმძღვარებს,
მას ასევე შეუძლია თავის წინადადებაშივე ჩააქსოვოს ციტატა.

ბიბლიოგრაფია

ქავთარაძე, თინათინ, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე და სალომე პატარიძე. 2018.

აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო

სტუდენტებისთვის. თბილისი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ეკო, უმბერტო. 2014. როგორ დავწეროთ საკვალიფიკაციო ნაშრომი. მთარგმნ. სალომე

კენჭოშვილი. არტე.

თურაბიანი, ქეით. ლ. 2007. სახელმძღვანელო რეფერატების, თეზისების და

დისერტაციების ავტორებისათვის “ჩიკაგოს სტილი ” სტუდენტებისა და

მკლევრებისთვის. მთარგმნ. ანა ადამია და მარინე თავყელიშვილი.

ჩუბინიძე, ნინო. რედ. 2011. ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი:


სახელმძღვანელო წიგნის, სტატიის, დისერტაციისა და სხვადასხვა აკადემიური

ნაშრომის ავტორებისთვის. თბილისი.

https://bit.ly/2F4ZYFl (29.10.2020)

You might also like