You are on page 1of 5

სალექციო კონსპექტ-ბარათი №_7

სტუდენტი: ნათია ტუღუში

თარიღი: 11/05/2020

ა)მოძიებულ ლიტერატურაზე მუშაობის ხერხები და სამეცნიერო ლიტერატურის


მიმოხილვა: კითხვის სტრატეგიები.

ბიბლიოგრაფია: აკადემიური მუშაობის საფუძვლები 91-95გვ.

რეზიუმე: მეცნიერებაში მნიშვნელოვანია არსებული ინფორმაციის გაცვლა.


მკვლევარმა უნდა იცოდეს რა არის შესწავლილი მის სფეროში და როგორია უკვე
არსებული შედეგები. სამეცნიერო ლიტერატურამდე მისასვლელად კი ჩნდება
კითხვები, თუ რითი დავიწყოთ, სად მოვძებნოთ ლიტერტურა და როგორ
დავამუშაოთ. ყველაზე რთული ბოლო შეკიხვაზე პასუხის გაცემაა.

კითხვის პროცესი კი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საკითხის შესწავლისას,


რადგან სამეცნიერო მუშაობა დაგროვებითი პროცესია- ახალი ცოდნა დაშენებულია
ძველ ცოდნაზე. ამასთანავე სამეცნიერო მუშაობა არის ინოვაციური პროცესი-
კითხვის პროცესი ქმნის ცოდნის რუკას, რომელზეც ნაცნობ გზებთან ერთად
ახლებიც ჩნდება. რადგანაც კითხვა მნიშვნელოვანია წერისთვის, სწორი და
ეფექტიანი კითხვისთვის გამოყოფენ კითხვის სტრატეგიებს:

1. კურსორული კითხვა- საკვლევი თემის შესაბამისი ლიტერატურის კითხვა,


2. სელექციური/შერჩევითი კითხვა- საკვლევ თემასთან დაკავშირებული
დეტალური ინფორმაციის მოძიება ტექსტში,
3. შემეცნებითი კითხვა-შინაარსის სრულყოფილად გაგება და გადმოცემა.

შესაძლებელია გარკვეული წყაროს შემთხვევაში მხოლოდ ერთი ან ორი


სტრატეგია დაგვჭირდეს.

კურსორული კითხვისას უნდა განისაზღვროს რამდენად არის ტექსტი


საკვლევი თემის რელევანტური. ამ სტრატეგიით კითხვისას ყურადღება უნდა
გავამახვილოთ ნაწილებზე, რომლებსაც ინტენსიურად ვეცნობით. მანამდე კი უნდა
გავითვალისწინოთ საკვლევი ტექსტის შემდეგი ელემენტები:

 ავტორი
 სათაური
 სარჩევი
 აბსტრაქტი
 დასკვნა

კურსორული კითხვის პროცესში წყაროებს უნდა დავუსვათ შინაარსობრივი


(ობიექტური) და სუბიექტურ-სიტოაციური (ტექსტის მკითხველზე მიმართული)
კითხვები.

კურსორული კითხვის შემდეგი ნაბიჯი არის სალექციო კითხვა. ამ ეტაპზე


მნიშვნელოვანია სასარგებლო ინფორმაციის მოძებნა. წარმატებული სალექციო
კითხვისთვის მნიშვნელოვანია:

 ცნებების განმარტება
 რაოდენობრივი მონაცემები
 სხვადასხვა ავტორის მსჯელობა სხვადასხვა სამეცნიერო წყაროში

ამ სტრატეგიის დროს ცნებების განმარტება, რაოდენობრივ მონაცემებსა და


წყაროებში დისკუსიებზე დაკვირვება, საშუალებას მოვცემს ამოვირჩიოთ
მოძიებული წყაროებიდან ჩვენი თემისთვის საჭირო ინფორმაცია. საკვლევი
ინფორმაციის მისაღებად კი შეგვძლია გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდები:

1. წყაროში საკვანძო სიტყვებისა და წინადადებების გამოკვეთა, გამუქება. თუკი


საკვანძო სიტყვები არჩეულ საკვლევ საკითხს მიესადაგება მაშინ ეს წყარო
უნდა წვიკითხოთ.
2. ყურადღება გავამახვილოთ ისეთ მონაკვეთებზე, რომლებშიც ნახსენებია :
 „შეჯამების სახით“
 „შედარება“
 „კრიტიკა“

კითხვის სტრატეგიებს შორის უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს შემეცნებითი


კითხვა. ამ ეტაპზე უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს მთელი ტექსტი. ამ ეტაპზე
ტექსტი იკითხება 2 პერსპექტივით:

შიგა პერსპექტივა- საკვლევი ტექსტი თავდაპირველად იკითხება ამ პერსპექტივით.


ამ შემთხვევაში მკვლევარი ეცნობა წყაროს ავტორის არგუმენტებს და
ითვალისწინებს მის პერსპექტივებს. მკვლევარს შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი
თანმიმდევრული მოსაზრებები და შეამოწმოს, რამდენად ღირებული არგუმენტები
აქვს წარმოდგენილი ავტორს.

გარე პერსპექტივა- ამ პერსპექტივით მაშინ აკვირდება მკვლევარი ტექტს, როდესაც


უკვე ჩამოყალიბებული აქვს თავისი შეხედულებები. იგი ადარებს საკუთარ და
ავტორის არგუმენტებს, შემდეგ კი ცდილობს გაარკვიოს არის თუ არა ავტორის
მოსაზრებები თანხვედრაში საკვლევ თემასთან.

ბ) პლაგიატი: ციტირების ხერხები, პარაფრაზი, წყაროების მითითება, სქოლიო.


ბიბლიოგრაფია: აკადემიური მუშაობის საფუძვლები 125-130გვ.

რეზიუმე: სამეცნიერო ნაშრომში დასაბუთების გარეშე აზრის გამოთქმა არ არის


მიზანშეწონილი. საყოველთაოდ ცნობილ ჭეშმარიტებას დამოწმება არ სჭირდება,
ხოლო სხვა შემთხევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკური მონაცემები ან სხვა
გამოკვლევები. უკვე არსებული ინფორმაციის გამოყენება საკუთარ ნაშრომში
აკადემიური მუშაობის შემდეგი ტექნიკების საშუალებითაა შესაძლებელი:
ციტირება, პარაფრაზირება, რეზიუმირება, მინიშნება და წყაროს დამოწმება.

პლაგიატი, მისი ფორმები, თავიდან აცილების გზები

აკადემიურ ნაშრომში შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვისი სამეცნიერო ნაშრომები,


ეს იქნება მადლიერების გამოხატვა მისი ავტორის მიმართ. ის ვინც წესებს არღვევს
და ინტელექტუალურ საკუთრებას თავისად ასაღებს, პლაგიატორად მიიჩნეა,
ნაშრომი კი- პლაგიატად. პლაგიატი არის „გონებრივ-შემოქმედებითი ნამოღვაწის
ქურდობა“. ანუ მასალა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის და შესაბამისი დამოწმების
გარეშე გამოვიყენეთ. არსებობს პლაგიატის სხვადასხვა ფორმა. Turnitin-ის გუნდა
გამოყო 10 ტიპი ყველაზე გავრცელებული პლაგიატისა. ესენია: კლონი, CTRL-C,
CTRL-F, ხელახალი არანჟირება, გადამუშავება, ჰიბრიდი, მოზაიკა, 404 error, RSS feed,
ხელახალი გამოქვეყნება.

ამის გარდა, არსებობს სხვა შემთხვევებიც: პლაგიატური თარგმანი,


მაგიერმწერის დახმარება (ფულის გადახდა სხვისთვის ნაშრომის დაწერის
სანაცვლოდ). პლაგიატისგან თავის დასაცავად კი სათანადოდ უნდა დავამოწმოთ
გამოყენებული წყაროები, არ გამოვიყენოთ ინტერნეტში განთავსებული მასალა
დამოწმების გარეშე, არ გავაკეთოთ ტექსტთან მიახლოებული პარაფრაზი.

წყაროს ტექტსში ჩართვა: ციტატა, პარაფრაზი, რეზიუმე, მინიშნება

ციტატა არის სხვა ტექსტიდან სიტყვასიტყვით გადმოტანილი მონაკვეთი.


ციტირებისას მნიშვნელოვანია შემდეგი წესების გათვალისწინება და დაცვა:

 ციტირება აკადემიური/სანდო წყაროდან: ციტატა უნდა შევარჩიოთ


სიფრთხილით. ციტატა განსაზღვრავს ნაშრომის ხარისხს და
დამაჯერებლობას.
 ცოტატების რაოდენობა ტექსტში: სხვათა ნაშრომის დიდი რაოდენობით
გამოყენება მსმენელს წარმოდგენას უქმნის, რომ ავტორს გაუჭირდა ამ თემაზე
მუშაობა. შებამისად სასურველი არ არის ჭარბი რაოდენობით ციტატების
გამოყენება.
 ბრჭყალები: ქართული და გერმანული წყაროების ციტირებისას გამოიყენება
ორმაგი ბრჭყალები „.....“, ინგლისურენოვანიდან- “....“, ფრანგულენოვანი
ტექსტებიდან- კუთხური ბრჭყალები.
 მოკლე ციტატა: ციტატა რომელიც არ აღემატება 4 სტრიქონს განთავსებულია
ძირითად ტექსტთან და იწერება ბრჭყალებში.
 გრძელი ციტატა: 4 სტრიქონზე მეტია და იწერება ბრჭყალების გარეშე.
ძირითად ტექსტს გამოეყოფა ქვემოდან და ზემოდან 1 ხაზით, მცირდება
შრიფტის ზომა(11) და სტრიქონებ შორის ინტერვალი (1,15).
 ფრაგმენტული ციტატა: შესაძლებელია ციტატის შეცვლა მხოლოდ ისე, რომ
არ შეიცვაოს შინაარსი. თუ რაიმე სიტყვას არ ვიყენებთ ციტატაში სიტყვს
ნაცვლად ვწერთ კვადრატულ ფრჩხილებს.
 ციტატა ციტატაში: თუ მოგვყავს სხვა წყაროში ციტირებული ციტატა ვსვამთ
ერთმაგ, მარტივ ბრჭყალებში. ,....’, თუმცა სასურველია ციტატა ყოველთვის
დედნიდან მოვიყვანოთ.
 უცხოენოვანი ციტატა: უცხოენოვან წყაროებზე მუშაობისას სასურველია
ციტატა ორიგინალის ენაზე მოვიყვანოთ. მთარგმნელის მონაცემების
შემთხვევაში კი მას მხოლოდ ერთხელ, პირველად ვუთითებთ.
 შეცდომა ციტატაში: თუ ციტატის მონაკვეთში ბეჭდური შეცდომაა მას
ვიწერთ უცვლელად და ვუთითებთ- sic-.
 ციტატის დამოწმება: ციტატის დამოწმება შეიძლება ტექსტშიც და
სქოლიოშიც.
 ციტატის ჩართვა მსჯელობაში: ჩვენს თხრობაში ციტატა შეგვიძლია
წარმოვადგინოთ ორი სახით: ა) დამოუკიდებელი წინადადების, ნაწყვეტის
სახით, რომელსაც თავში ან ბოლოში წარვუმძღვარებთ ჩვენს ნააზრევს და ბ)
ჩვენს ნააზრევში ჩავრთოთ.

პარაფრაზი არის არაპირდაპირი ციტატა. ამაში იგულისხმება სხვა ტექსტების


შინაარსის ჩვენი ენით გადმოცემა. გადმოცემული შინაარსი ბრჭყალების გარეშე
იწერება. ამ დროს მნიშვნელოვანია არ დავშორდეთ ავტორის აზრს. პარაფრაზირების
შემდეგ იგი ისევე უნდა დავამოწმოთ, როგორც ციტატა და დავურთოთ ჩვენი
მოსაზრება.

სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისას ტექსტის ვრცელი მონაკვეთების


ჩვენი სიტყვებით გადმოცემა- შეჯამებას რეზიუმირება ეწოდება. ამგვარი მოსაზრება
საკმაოდ მოკლე უნდ იყოს და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:

 ვინ დაწერა ტექსტი?


 სად დაიბეჭდა/გამოიცა იგი?
 რისი გამოკვლევა/დადგენა სურს ავტორს?
 როგორ არის აგებული ტექსტი?
 როგორ წარიმართა კვლევა?
 რა გამოიკვეთა ჩატარებული კვლევის საფუძველზე?
როდესაც ავტორი თავისი მსჯელობის ასაგებად ერთ კონკრეტულ ტექსტს
ეყრდნობა, ამგვარი მიმართულება გამოიყენება ტერმინით- passim. საკვლევ
თემასთან მუშაობისას შეგვხვედა ისეთი წყაროებიც, რომლიდანაც არ გამოვიყენებთ
ციტირებას, პარაფრაზირებას, მაგრამ შეგვიძლია ეს წყაროები მივუთითოდ
მკითხველებსაც. მინიშნების საშუალებით შეგვიძლა ვაჩვენოთ, რომ :

 სხვა ავტორები ჩვენს პოზიციას იზიარებენ


 სხვა ავტორებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ
 სხვა ავტორებმა შეაჯამეს ის საკითხი, რაც ჩვენს ნაშრომში ვახსენეთ
 სხვა ავტორებთან ჩვენ მიერ უკვე განხილულ საკითხებზე დამატებითი
ინფორმაცია მოიპოვება

მინიშნებას ვამოწმებთ შემდეგნაირად- (იხ.ავტორის გვარი წელი, გვერდი). სხვა


მკვლევართა პოზიციის წარმოდგენისას ჩვენს პოზიციას განვამტკიცებთ და
ამასთანავე ვებმებით დარგობრივ დისკუსიაში. ამ დროს გასათვალისწინებელი და
ამავე დროს მნიშვნელოვანია, სპეციფიკური, ენობრივი საშუალებებით ცხადვყოთ,
თუ ვის ეკუთვნის მსჯელობა, როდის გადმოვცემთ ჩვენს მსჯელობას და როდის-
სხვისას.

You might also like