You are on page 1of 12

ტრეფიკინგის არასრულფასოვანი რეგულირება

საქართველოში, როგორც 21-ე საუკუნის გამოწვევა

ნაშრომის ავტორი; რაია გაგაძე


რეცენზენტი: ნინო პერტაია

აკადემიური მუშაობის ტექნიკები


კურსის ხელმძღვანელი; ქეთევან არევაძე

ნინო პერტაია
Nino.pertaya.2@iliauni.edu.ge
20 ივნისი 2020
სათაური

ტრეფიკინგის არასრულფასოვანი რეგულირება


საქართველოში, როგორც 21-ე საუკუნის გამოწვევა
სათაური არ არის ზოგადი, ვინაიდან დაკონკრეტებულია
გეოგრაფიული არეალი და დროის განსაზღვრული პერიოდი,
თუმცა ლიტერატურის მიმოხილვიდან და კვლევის მიზნიდან
გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა თუ დავამატებდით ტერმინს
საკანონმდებლო/სამართლებრივი.
საკვლევი პრობლემის აღწერა

საკვლევ პრობლემად მოცემულია ტრეფიკინგი და


აღწერილია მისი ე.წ. ბექგრაუნდიც, ეს საკმაოდ ზოგადი
აღწერაა და არ მოიცავს საკვლევ საკითხს. უმჯობესი
იქნებოდა თუკი საქართველოს კანონმდებლობასაც
ვახსენებდით, რადგან ჩვენი კვლევის მიზანს
კანონმდებლობაში ტრეფიკინგთან დაკავშირებული
ხარვეზების პოვნა წარმოადგენს.( კვლევის მიზნიდან
გამომდინარე)
აქტუალურობა
კვლევის აქტუალურობის დასაბუთებისას გვესაჭიროება მინიმუმ სამი
არგუმენტი, ავტორს არათუ 3 არამედ 4 არგუმენტი მოჰყავს , მაგრამ ერთ-ერთ
არგუმენტთან იკვეთება შემდეგი პრობლემა, ავტორი ამბობს: ,,მიუხედავად
იმისა, რომ საქართველოს სსსკ-ით ტრეფიკინგი დასჯადია, მისი შემთხვევები
არც თუ ისე მცირეა". აქ არ არის მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, ან არ
არის დამოწმებული შესაბამისი წყარო ,რაც ამ არგუმენტის სანდოობას ეჭქვეშ
აყენებს და აძლევს მკითხველს შესაძლებლობას, იფიქროს რომ ეს ავტორის
სუბიექტური შეხედულებაა.
მეორე არგუმენტი, აშშ-ში ტრეფიკინგის მსხვერპლთა 66%-ს ქალები და
ბავშვები შეადგენენ დამოწმებულია სწორად, მაგრამ არ შეესაბამება საკვლევ
საკითხს. ჩვენ ტრეფიკინგს საქართველოს მაგალითზე ვიკვლევთ და
პირობითად ეს მაჩვენებელი საქართველოში შესაძლოა 5 ან სულაც 0.05%-ს
შეადგენდეს.
აქტუალურობა

რაც შეეხება შემდეგ არგუმენტს ,,ტრეფიკინგი მსოფლიო დანაშაულთა


შორის მესამე ადგილს იკავებს", მეტწილად რელევანტურია საკვლევ
საკითხთან, (ვინაიდან საქართველოც მსოფლიოს ნაწილია) და
დამოწმებულია სათანადო წესით.
აქვე აღვნიშნავ, რომ არგუმენტი, რომლის თანახმადაც ,,ტრეფიკინგი
მეტად სენსიტიური საკითხია, ვინაიდან იგი თავისუფლების უფლებას
ხელყოფს", თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ საჭიროებს დამოწმებას
( საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა) და ამიტომაც ეს არ შეიძლება
ჩაითვალოს ავტორის ხარვეზად.
მიზანი
თურაბიანისეული სტრუქტურა ნაწილობრივ არის დაცული.

პირველი კომპონენტი _ მე ვმუშაობ თემაზე (ნაშრომის სათაური) დაცული არ


არის
მეორე კომპონენტი_ ვინაიდან მსურს გავიგო ( რა ხარვეზები არსებობს
საქართველოს კანონმდებლობაში ტრეფიკინგთან დაკავშირებით),
შინაარსობრივად გამართულია, მაგრამ უმჯობესია სიტყვების ვინაიდან მსურს
გავიგო გამოყენება ( ნაცვლად სიტყვისა გავეცნო)
მესამე კომპონენტი_ რათა ,,ჩამოვაყალიბო ისეთი რეკომენდაციები,
რომლებიც , იქონიებს დადებით გავლენას მოცემული საკვლევი საკითხის
ნაკლოვანებაზე“. საჭიროა, სიტყვის რათა ჩამატება და აზრის უფრო მკაფიოდ
ჩამოყალიბება.
სიტყვები ,,ჩემი კვლევის მიზანია“ ზედმეტია.
საკვლევი კითხვები

1)რამდენად დიდი პრობლემაა ტრეფიკინგი და რაში


გამოიხატება საქართველოს კანონმდებლობის ნაკლოვანება?
ეს კითხვა ორი ქვეკითხვისგან შედგება პირველი კითხვა
არარელევანტურია, რადგან იგი აქტუალურობის დასაბუთების
ნაწილში უნდა განვიხილოთ, ხოლო მეორე კითხვა
საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით შეესაბამება
საკვლევ მიზანს.
2)რა უნდა გააკეთონ სახელმწიფოებმა, რომ მნიშვნელოვნად
შეამცირონ ტრეფიკინგის შემთხვევები და იგი აღარ იყოს
დამალული დანაშაული?
არ შეესაბამება საკვლევ საკითხსა და კვლევის მიზანს, და
სცილდება ჩვენი ნაშრომის განსაზღვრულ გეოგრაფიულ
არეალს.
ლიტერატურის მიმოხილვა
გამოყენებულია როგორც ანოტირების, ისე რეზიუმირების,
პარაფრაზირების, კომენტირებისა და ციტირების მეთოდები. მაგრამ
პრობლემა იკვეთება ლიტერატურის საკვლევ მიზანთან და საკვლევ
კითხვებთან შესაბამისობაში.
პირველ 5 აბზაცში ჩვენ არანაირ ინფორმაციას არ ვიღებთ საქართველოს
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების შესახებ ტრეფიკინგთან
დაკავშირებით, არამედ მიმოვიხილავთ ტრეფიკინგს ისტორიულ კონტექსტში
და ასევე იმ დამატებით ფაქტორებს, რამაც შესაძლოა საქართველოში
ტრეფიკინგი,, წაახალისოს".
ნაშრომში ასევე მოცემულია, გაეროს კონვენცია ტრანსნაციონალური
ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ, მაგრამ საქართველოსთან მისი
კავშირი არ არის ხაზგასმული.
მე-6 აბზაცი ყველაზე რელევანტურია საკვლევ მიზანთან და კითხვებთან
და უკეთესი იქნებოდა თუ განვავრცობდით ამ საკითხს და მივუთითებდით
ასევე შესაბამის მუხლებსა და საკანონმდებლო აქტებს.
.
მე-7- და მე- 8 აბზაცებში მოცემული პრობლემები კავშირშია საკვლევ
მიზანთან, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა მათი სხვაგვარი ფორმულირება.
მაგალითად ,,საზღვარგარეთ ბავშვის გაშვილება უნდა აიკრძალოს"
ნაცვლად ამისა, შეგვიძლია დავწეროთ საზღვარგარეთ ბავშვის გაშვილების
აკრძალვამ, შესაძლოა შეამციროს ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა,
რადგან სახელმწიფო არ დაკარგავს კონტროლს ამ ბავშვებზე.
9-11 აბზაცები შესაძლებელია საერთოდ ამოვიღოთ , ვინაიდან მათში
მოცემული ინფორმაცია ძალიან ზოგადია და არ გვაწვდის ახალ
ინფორმაციას.
მე-12 აბზაცში მოცემულია, რომ სსსკ-ის 143(პრიმა) მუხლით, ტრეფიკინგი
დასჯადია. ეს უკვე აღვნიშნეთ, აქტუალურობის დასაბუთების ნაწილში,
ამიტომაც აქ ზედმეტია.(თუკი მას სხვა რაიმე არგუმენტთან არ
დავაკავშირებთ)
მე-13 აბზაცში მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დადებითი
მხარეც, ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ეს საკმაოდ კარგია, რადგან
გვიჩვენებს, რომ ავტორი ერკვევა როგორც კანონმდებლობის ხარვეზებში,
ისე მის დადებით მხარეებში.
შეჯამება
ამ ნაწილში ავტორს არ აქვს შეჯამებული მთავარი არგუმენტები და
ძირითადად საუბრობს იმაზე , რომ მისი წყაროები სანდოა და შეესაბამება
საკვლევ თემას, ეს კი არ არის ლიტერატურის შეჯამების ფუნქცია
ავტორი ასევე ახსენებს ბექასა და აღბუღას სამართალს, რაც არ
შეიძლება, ვინაიდან ეს ნახსენები არ იყო ლიტერატურის მიმოხილვის
ნაწილში.
ნაშრომის ავტორი ლაპარაკობს ზოგადი ტერმინებით: პირველი
ავტორი, პირველი ლიტერატურა, ეს მკითხველისთვის ძალიან
დამაბნეველია, ამიტომაც საჭიროა ავტორის გვარის და სახელის მითითება
ნაცვლად მისი ,,პირველ ავტორად" მოხსენიებისა.
ლიტერატურის მიმოხილვის შეჯამების ნაწილში საჭიროა
დავაკავშიროთ არგუმენტები ერთმანეთთან და ვანახოთ მკითხველს , რომ
საკვლევ კითხვას პასუხი გაეცა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არგუმენტირებული
მსჯელობით და არა უბრალოდ მოსაზრების დონეზე.
ბიბლიოგრაფია
ინტერნეტიდან მოძიებული წყაროების დამოწმებისას,
წვდომის თარიღთან ერთად აუცილებელია ბმულის დართვაც.
ჟურნალის სახელწოდება უნდა იყოს დახრილი შრიფტით და
არა სტატიის სახელწოდება.
კიდეები სწორად არ არის გასწორებული.
სხვა მხრივ კი ბიბლიოგრაფია გამართულია და შეესაბამება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის სტილს.
წყაროები განლაგებულია ანბანის მიხედვით, ჯერ ქართული
შემდეგ კი უცხოენოვანი. არ არის დანომრილი.
ზოგადი რეკომენდაციები

1)თავი ავარიდოთ პირველ პირში საუბარს

2)თვალი გადავავლოთ ნაშრომს და გავასწოროთ გრამატიკული


შეცდომები (რომლებიც არც ისე ცოტაა)

3)მოვერიდოთ ისეთ თამამ გამონათქვამებს როგორიცაა: ,,მისი


ნაშრომი სრულყოფილებით გამოირჩევა" ასევე არ გამოვიყენოთ
ისეთი ტერმინები როგორიცაა: პირველი ლიტერატურა , პირველი
ავტორი.

4) შესაბამისობაში მოვიყვანოთ ერთმანეთთან სათაური, კვლევის


მიზანი (საკვლევ კითხვებთან ერთად) ლიტერატურის მიმოხილვა და
შეჯამება. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ შეჯამებაზე .

You might also like