You are on page 1of 5

გამონაბოლქვი და მისი გავლენა გარემოზე - საქართველოში

ლიტერატურის მიმოხილვა

გამონაბოლქვის გავლენა გარემოზე, დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური პრობლემაა


საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. გამონაბოლქვი გამოყოფს
მავნე ნივთიერებებს, რაც აბინძურებს ჰაერს და ზიანს აყენებს, როგოც გარემოს ასევე
ადამიანსაც. „საქართველოში ჰაერის დაბინძურება უმთავრესი გარემოსდაცვითი
პრობლემაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას და
ეკოლოგიას“ (ნინუა 2018, 1). მართლაც, გამონაბოლქვი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე
საშიშ ობიექტად, რაც ადამიანს და არა მარტო ადამიანს ზიანს აყენებს. გამონაბოლქვი
ადამიანში იწვევს გარკვეულ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა ბავშვებში, გულ-
სისძარღვთა დაავადებები, ფილტვის ფუნქციების დარღვევა, კიბო, რაც შემდგომში
სიკვდილით სრულდება (დუშუაშვილი 2016). ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები
მართლაც საგანგაშოა. ყველამ იცის, რომ მათ შეუძლით ადამიანისთვის დიდი ზიანის
მიყენება. საქართველოში ეს პრობლემა XXI საუკუნეში უფრო გამძაფრდა და სულ უფრო
და უფრო იმატებს მისი აქტუალობა. „ალბათ საგანგაშოზე მეტია მსოფლიოს ჯანდაცვის
ორგანიზაციისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ჩატარებული
კვლევების შედეგები, რომელთა თანახმადაც საქართველო პირველია იმ ქვეყნებს შორის,
სადაც ჰაერის დაბინძურების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება“ (დუშუაშვილი
2016, 1). ეს კვლევა ცხადყოფს თუ რამდენად პრობლემურია ეს საკითხი საქართველოში.
თუ დავეყრდნობით დუშუაშვილის კვლევას, ეს ყველაფერი იქეთკენ წაგვიყვანს, რომ
საქართველო ითვლება იმ ქვეყნად სადაც ცხოვრება „საშიშია“. მართლაც, საქართველოში
გამონაბოლქვის დონე უკვე დიდი ხანია სცდება დადგენილ ზღვარს და პირიქით
კლების ნაცვლად იმატებს საქართველოში ავტომობილების რაოდენობა, რაც კიდევ
უფრო ზრდის გამონაბოლქვის დონეს. დუშუაშვილი თავისი სტატიით ცდილობს
დაგვანახოს თუ რაოდენ პრობლემურია გამონაბოლქვის გავლენა გარემოზე და
საზოგადეობაზე. მას მოჰყვას სათანადო კვლევები და ფაქტები ამის დასამტკიცებლად,

1
რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ასევე ის გვთვაზობს ამ პრობლემის გადაჭის გზებს. ის
აკეთებს აქცენტს რამოდენიმე ქვეყნის მაგალითზე. მაგალითად ის განიხილავს
ევროკავშრის ქვყნების რეგულაციას, კერძოდ იმპორტის შეზღუდვა, აკრძალვა,
რაცითვალისწინებს იმას, რომ გარკვეულ წლამდე გამოშვებული ავტომობილის
გამოყენებას ზღუდავს, მაგალითად აზერბაიჯანში მოქმედებს „ევრო 4“ პრინციპი, რაც
ითვალისწინებს 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძლვას.
(დუშუაშვილი 2016). ჰაერის დაბინძურების 71% საქართველოში ავტომობილების
გამონაბოლქვითაა გამოწვეული (ნინუა 2018). ამ კვლევით ავტორს იმის თქმა სურს, რომ
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. თან ყველაფერთან
ერთად საქართველოში უმეტეს ავტომობილს არ აქვს კატალიზატორი, რაც
დამღუპველია ჩვენთვის, რადგან კატალიზატორი გამონაბოლქვის 99% ამცირებს,
კატალიზატორი ყველა ქვეყანაში სავალდებულოა მაგრამ არა საქართველოში (ნინუა
2018). ეს ფაქტი იმას აღნიშნვას, რომ დღეს საქართველოში არ ექცევა სათანადო
ყურადღება ტრნასპორტის გამართულობას და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებს.
„საქართველოში ჰაერის დაბინძურება უმთავრესი გარემოსდაცვითი პრობლემაა,
რომელიც დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას, ეკონომიკასა და
ეკოლოგიას.“ (ნინუა 2018). ავტორი უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ გამონაბოლქვით
დაბინძურებული ჰაერი დიდ პრობლემად იქცა საქართველოში. მის მიერ გამოწვეული
პრობლემები დიდია. როგორც აღმოჩნდა მთავარი დამაბინძურებელი ჰაერისა, არის
ბენძინში არსებული ტყვია. ტყვია არის მძლავრი ნეიროტოქსინი, რომელიც აბრკოლბეს
ბავშვის ტვინის განვითარებას, აფერხებს იმპულსების მართვას, და იწვევს სხვადასხვა
დაავადებებს. ყველაზე საგანგაშო ამ სიტუაციაში ის არის, რომ საქათველოში საწვავში
ტყვიის არსებობა აკრძლალული არ არის, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
(ნინუა 2018). ამ სტატიით ავტორს სურს დაგვანახოს გამონაბოლქვით გამოწვეული
პრობლემები. აქვე გვთავაზობს გადაჭრის გზებსაც. მას მოჰყავს სხვადასხვა ქვეყნების
მაგალითები. მაგ: მას მოჰყავს აშშ-ს მაგალითი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო იმ
ქყეყნებს შორის, რომელმაც აკრძლა ტყვია საწვავში. ის იძლევა რეკომენდაციებს და
გამოთქვამს ვარაუდს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ერთ ჯგუფად

2
შექმნილი კუალიცია, რომელშიც გაერთიანებული იქნება საჯარო, ჯერძო და
სამოქალაქო სექტორები, რომელთა მიზანიც იქნება გამონაბოლქვის წინააღმდეგ
ბრძოლა (ნინუა 2018).

ლიტერატურის მიმოხილვის შეჯამება

ნაშრომში ნათლად არის გამოხატული არსებული პრობლემის აქტუალობა, რომ დიახ


გამონაბოლქვის გავლენა გარემოზე მართლაც საგანგაშოა საქართველოში.
გამოყენებული ლიეტერატურის თანახმად, შეგვიძლია ვისაუბროთ არსებულ
პობლემაზე, მის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. ასევე გამოყენებული ლიტერატურა
გვეხმარება იმის დამტკიცებაში, რომ გამონაბოლქვის გვალენა გარემოზე დიდ
პრობლემას უქმნის, როგორც გარემოს და ასევე ადამიანებს. ავტორები კონკრეტულად
ამახვილებან ყურადღებას იმ საკითხებზე, რაც იყო კვლევის მიზანი. პირველ რიგში
ყურადღება მახვილდება გამონაბოლქვზე, რომ ის საშიშია, როგორც გარემოსთვის ასევე
ადამიანისთვის, რაც იყო ჩვენი ერთ-ერთი კვლვის მიზანი, რომ ინფორმირებული
გაგვეხადა საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ლიტერატურის
დახმარებით ჩვენ მკაფიოდ გავეცით, შემდგომ კითხვას პასუხი თუ რა იყო
გამონაბოლქვის მთავარი გამომწვევი მიზეზი საქართველოში, ამ კითხვას ზუსტი და
არგუმენტირებული პასუხი გავეცით, რომ კვლევების თანახმად ავტომობილების
გამონაბოლქვი არის საქართველოში მთავარი პრობლემა (ნინუა 2018). აღსანიშნავია, ის
ფაქტი, რომ ლიტერატურის დახმარებით ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე საშუალება ამ
პრობლემის აღმოფხვრისთვის. ავტორები ნათლად და არგუმენტირებულად მსჯელობენ
და გვთავაზობენ სხვადასხვა ქვეყნების მაგალითზე, პრობლემის აღმოფხვრის
საშუალებებს. განვიხილეთ ევროკავშირის რეფორმა, რომლის თანახმადაც იკრძალება
გარკვეულ წლამდე ატომობილის იმპორტი, ასევე განვიხილეთ აზერბაიჯანის რეფორმა,
რომელიც ითავლისწინებს 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის
აკრძალვას. და ბოლოს ასევე ლიტერატურის დახმარებით დავასკვენით, რომ ამ
პრობლემის გადასაჭრელად უნდა გაერთანდეს საზოგადოება და ერთიანი ძალებით
შევძლოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა.

3
როგორც ვხედავთ მთლიანი ნაშორმი დაეთმო გამონაბოლქვის გავლენას გარემოზე
საქართველოში, რადგან კვლევის მიზანი ყოფილიყო გამრთლებული. კვლევის მიზანში
კი ამ შემთხვევაში მოვისაზრებთ საზოგადოების სწორ და ზუსტ ინფორმირებას ამ
საკითხთან დაკავშირებით, როგორც მის საშიროებაზე ასევე ამ პრობლემის გადაჭრის
გზებზე, რათა თავიდან ავიცილოთ ცუდი და არასასურველი შედეგები.

იმის გათვალისწინებით, რომ გამონაბოლქვი არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა


საქართველოში, სათანდაოდ ყურადღება უნდა მიექცეს ამ პრობლემასმ როგორც
მთავრობის მხრიდან ასევე საზოგადოებიდან, გატარდეს შესაბამის რეფორმები, რათა
მაქსიმალურად იქნეს აღკვეთილი ეს პრობლემა.

4
ბიბლიოგრაფია:

დუშუაშვილი, თათული. 2016. გამონაბოლქვი - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარეგანი


ეფექტი საქართველოში. ფორბსი. 16.10.2016 https://forbes.ge/blog/209/avtomobilis-
gamonabolqvi 29.12.19

ნინუა, ქეთევან. 2018. სუფთა ჰაერი. NATIONAL GEOGRAPHIC საქართველო. 01.06.2018


https://www.nationalgeographic.ge/wm.php?page=world&id=648 29.12.19

You might also like