You are on page 1of 31

შესავალი კურსი ეკონომიკის

საფუძვლებში I
(მიკროეკონომიკა)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


შემოდგომის სემესტრი, 2017
გიორგი მიხელიძე

1
ლექცია 11. ფირმები კონკურენტულ
ბაზრებზე
•სავალდებულო საკითხავი: მენქიუ (2008)
თავი 14, გვ. 275-295

2
წარმოიდგინეთ სიტუაცია...
 ფირმამ უნდა გადაწყვიტოს რამდენი აწარმოოს, რა
ფასად გაყიდოს, რამდენი თანამშრომელი
დაიქირაოს...
 რა ფაქტორები მოახდენს გავლენას
გადაწყვეტილებებზე?
 დანახარჯები (წინა ლექციის თემა)
 კონკურენციის დონე ბაზარზე
 ამ ლექციაზე შევისწავლით ფირმების ქცევას
კონკურენტულ ბაზარზე

3
სრულყოფილად კონკურენტული ბაზრის
მახასიათებლები
1. ბევრი მყიდველი და ბევრი გამყიდველი.
2. ბაზარზე წარმოდგენილი საქონელი
ერთგვაროვანია.
3. ფირმებს შეუძლიათ თავისუფლად (დანახარჯების
და შეზღუდვების გარეშე) შევიდნენ ბაზარზე და
გავიდნენ ბაზრიდან.

 1 და 2 მახასიათებლებიდან გამომდინარეობს,
რომ ყოველი მყიდველი და გამყიდველი ფასის
მიმღებია (ისინი ვერ ახდენენ გავლენას საბაზრო
ფასზე)
4
კონკურენტული ფირმის
შემოსავლები
 მთლიანი შემოსავალი (TR) TR = P x Q

 საშუალო შემოსავალი (AR) TR


AR = =P
Q

 ზღვრული შემოსავალი
(MR) ∆TR
მთლიანი შემოსავლის MR =
ცვლილება დამატებითი
∆Q
ერთეულის გაყიდვისას
5
კონკურენტული ფირმის ზღვრული
შემოსავლები
 კონკურენტულ ფირმას შეუძლია აწარმოოს მეტი და
გაზარდოს გაყიდვები ისე, რომ საბაზრო ფასი (P) არ
შეიცვლება (იგი ფასის მიმღებია).
 ამგვარად, კონკურენტული ფირმა საქონლის
ყოველი დამატებითი ერთეულის გაყიდვით საკუთარ
შემოსავალს ზრდის P თანხით.
 ეს კი ნიშნავს, რომ კონკურენტული ფირმისთვის
ზღვრული შემოსავალი საბაზრო ფასის ტოლია:

∆TR
P = MR =
∆Q
6
მოგების მაქსიმიზაცია
 რამდენი ერთეულის (Q) წარმოებით იღებს ფირმა
მაქსიმალურ მოგებას?
 ამ კითხვაზე საპასუხოდ „ზღვრულად უნდა ვიაზროვნოთ“:
თუ წარმოებას გავზრდით ერთი ერთეულით:
 შემოსავალი გაიზრდება MR-ით (MR აღნიშნავს ზღვრულ
შემოსავლებს)
 ხარჯები კი გაიზრდება MC-თი (MC აღნიშნავს ზღვრულ
დანახარჯებს)

 თუ MR > MC, მაშინ Q-ს გაზრდა მოგებას ზრდის.


 თუ MR < MC, მაშინ Q-ს შემცირება გაზრდის მოგებას.
 ამგვარად, მაქსიმალური მოგება მიიღწევა, როცა: MR =
MC. 7
მოგების მაქსიმიზაცია
(მაგალითი)

მოგებ მოგება =
როცა MR > MC, Q TR TC ა MR MC
MR – MC
Q-ს გაზრდა
მოგებას ზრდის. 0 $0 $5 –$5
$10 $4 $6
როცა MR < MC, 1 10 9 1
Q-ს შემცირება 10 6 4
2 20 15 5
მოგებას ზრდის.
10 8 2
3 30 23 7
როცა MR = MC, 10 10 0
მოგება 4 40 33 7
მაქსიმალურია
10 12 –2
5 50 45 5

8
ზღვრული დანახარჯები და ფირმის
მიწოდება
მაქსიმალური მოგების შესაბამისი
წარმოების წერტილში: MR = MC

Qa რაოდენობის

ხარჯები
წარმოებისას MC < MR. MC
ამიტომ მოგების
გასაზრდელად Q უნდა
გაიზარდოს

Qb რაოდენობის P1 MR
წარმოებისას MC > MR.
ამიტომ მოგების
გასაზრდელდ Q უნდა
შემცირდეს. Q
Qa Q1 Qb
Q1 რაოდენობის
9
წარმოებისას MC = MR. ამ
ზღვრული დანახარჯები და ფირმის
მიწოდება
როცა ფასი იზრდება P2-
მდე, მაქსიმალური
მოგების მომტანი Costs
წარმოების რაოდენობა MC
იზრდება Q2-მდე.
P2 MR2
ამგვარად ზღვრული
დანახარჯების (MC)
მრუდი განსაზღვრავს
ფირმის ოპტიმალური P1 MR
წარმოების მოცულობას
მოცემული ფასის
პირობებში.
MC მრუდი ფირმის Q
Q1 Q2
მიწოდების მრუდია
10
ფირმის დახურვა და ბაზრიდან
გასვლა
 დახურვა:
გადაწყვეტილება მოკლევადიან პერიოდში
წარმოების შეჩერების შესახებ საბაზრო პირობების
გამო.
 ბაზრიდან გასვლა:
გადაწყვეტილება გრძელვადიან პერიოდში ბაზრის
დატოვების შესახებ.

 მთავარი განსხვავება:
 მოკლევადიან პერიოდში დახურვის შემთხვევაში ფირმამ
უნდა დაფაროს ფიქსირებული დანახარჯები (FC).
 გრძელვადიან პერიოდში ბაზრიდან გასვლის შემთხვევაში
ფირმის დანახარჯები ნულის ტოლია.
11
ფირმის მოკლევადიანი გადაწყვეტილება დახურვის
შესახებ
 დახურვის დანახარჯი: დაკარგული შემოსავალი = TR
 დახურვის სარგებელი: დაზოგილი ცვალებადი დანახარჯები =
VC
(ფირმა მაინც გაიღებს ფიქსირებულ დანახარჯს ( FC))

 ამგვარად, დახურვა მომგებიანია როცა: TR < VC


 გავყოთ უტოლობის ორივე მხარე Q-ზე:TR/Q <
VC/Q
 საბოლოოდ გვექნება:
ფირმა იხურება როცა: P < AVC

12
კონკურენტული ფირმის მოკლევადიანი მიწოდების
მრუდი
ფირმის მოკლევადიანი
მიწოდების მრუდი ზღვრული
დანახარჯების მრუდის (MC)
ის ნაწილია, რომელიც

ხარჯები
საშუალო ცვალებადი
დანახარჯების მრუდის (AVC) MC
ზემოთ მდებარეობს.

როცა P > AVC, ფირმა ATC


აწარმოებს Q-ს.
რომლისთვისაც: P = AVC
MC.
როცა P < AVC,
ფირმა იხურება (Q =
Q
0).

13
დაკარგული დანახარჯები
 დაკარგული დანახარჯები: დანახარჯები,
რომლებიც გადაწყვეტილების მიღების
მომენტისთვის უკვე გაწეულია და რომლებიც ვეღარ
დაბრუნდება.
 დაკარგული დანახარჯები გადაწყვეტილების
მიღებისას არ უნდა გავითვალისწინოთ, რადგან
მათი გადახდა მაინც მოგვიწევს არჩევანის
მიუხედავად.
 ფიქსირებული დანახარჯები (FC) მოკლევადიან
პერიოდში დაკარგული დანახარჯებია: ფირმას მაინც
მოუწევს მათი გაღება იმის მიუხედავად აწარმოებს
თუ დაიხურება.
 ამგვარად, ფირმამ FC არ უნდა გაითვალისწინოს 14
ფირმის გრძელვადიანი გადაწყვეტილება
ბაზრიდან გასვლის შესახებ
 ბაზრიდან გასვლის დანახარჯი: დაკარგული შემოსავალი =
TR

 ბაზრიდან გასვლის სარგებელი: დაზოგილი დანახარჯები =


TC
(ნულოვანი FC გრძელვადიან პერიოდში)

 ამრიგად, ფირმა გადის ბაზრიდან როცა: TR <


TC
 გავყოთ უტოლობის ორივე მხარე Q-ზე.
 საბოლოოდ
ფირმა გადის ბაზრიდან
მივიღებთ : როცა: P < ATC

15
ახალი ფირმის გადაწყვეტილება ბაზარზე
შესვლის შესახებ

 გრძელვადიან პერიოდში ახალი ფირმა იმ


შემთხვევაში შევა ბაზარზე თუ შესვლა
მომგებიანია. ანუ თუ: TR > TC.
 გავყოთ უტოლობის ორივე მხარე Q-ზე და
მივიღებთ ფირმის ბაზარზე შესვლის
პირობას:

ფირმა შედის ბაზარზე როცა: P > ATC

16
კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი

ფირმის გრძელვადიანი
მიწოდების მრუდი

ხარჯები
წარმოადგენს მისი
ზღვრული დანახარჯების MC
(MC) მრუდის იმ ნაწილს,
რომელიც გრძელვადიანი
საშუალო მთლიანი LRATC
დანახარჯების (LRATC)
მრუდის ზემოთ
მდებარეობს

17
საბაზრო მიწოდება: დაშვებები
1) ბაზარზე მყოფ ყველა ფირმას და პოტენციურ
შემსვლელებს აქვთ იდენტური დანახარჯები.
2) ფირმის დანახარჯები არ იცვლება სხვა ფირმებს
ბაზარზე შესვლის ან გასვლის შედეგად.
3) ბაზარზე ფირმების რაოდენობა
 უცვლელია მოკლევადიან პერიოდში
(ფიქსირებული დანახარჯების გამო).
 იცვლება გრძელვადიან პერიოდში
(ბაზარზე შეუზღუდავად შესვლის და
გასვლის შესაძლებლობის გამო).

18
მოკლევადიანი საბაზრო მიწოდების
მრუდი
 როცა P ≥ AVC, ყოველი ფირმა აწარმოებს
მაქსიმალური მოგების მომტან რაოდენობას.
ანუ რაოდენობას, რომლისთვისაც: MR = MC.
 გავიხსენოთ:
ყოველ მოცემულ ფასად საბაზრო მიწოდების
რაოდენობა ყველა ფირმის მიწოდების
რაოდენობათა ჯამის ტოლია.

19
მოკლევადიანი საბაზრო მიწოდების მრუდი
მაგალითი: 1000 იდენტური ფირმა
ყოველ მოცემულ P ფასად, საბაზრო მიწოდების რაოდენობა:
Qs = 1000 x (ერთი ფირმის მიწოდების რაოდენობა)
ერთი ფირმა ბაზარი
P MC P S
P3 P3

P2 P2
AVC
P1 P1
Q Q
10 20 30 (ფირმა) (ბაზარი)

10,000 20,000 30,000


20
ბაზარზე შესვლა და გასვლა გრძელვადიან
პერიოდში
 გრძელვადიან პერიოდში ბაზარზე ფირმების
რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს შესვლის და
გასვლის შესაძლებლობის გამო
 თუკი ბაზარზე მყოფი ფირმები დადებით ეკონომიკურ
მოგებას იღებენ:
 ბაზარზე შემოვლენ ახალი ფირმები და მოკლევადიანი
საბაზრო მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება.
 საბაზრო ფასი (P) დაეცემა, რაც შეამცირებს მოგებას და
შეზღუდავს ბაზარზე ახალი ფირმების შესვლას.

 თუკი ბაზარზე მყოფი ფირმები ზარალს ნახულობენ:


 ზოგიერთი ფირმა დატოვებს ბაზარს და მოკლევადიანი
საბაზრო მიწოდების მრუდი მარცხნივ გადაადგილდება.
 საბაზრო ფასი (P) გაიზრდება, რაც დარჩენილი ფირმების
ზარალს შეამცირებს.
21
ნულოვანი მოგების პირობა
 გრძელვადიანი წონასწორობა:
როცა ბაზარზე შესვლა-გასვლის პროცესი
დასრულდება, დარჩენილი ფირმები ნულოვან
ეკონომიკურ მოგებას მიიღებენ.
 ნულოვანი ეკონომიკური მოგების დროს: P = ATC.
 ვინაიდან ფირმების წარმოების წერტილში P = MR =
MC, ნულოვანი მოგების პირობა მიიღებს სახეს:
P = MC = ATC.
 გავიხსენოთ, რომ MC კვეთს ATC -ს მისი მინიმუმის
წერტილში.

 ამრიგად, გრძელვადიან პერიოდში:


P = მინიმალური ATC.
22
რატომ რჩებიან ფირმები ბაზარზე, როცა მათი
მოგება ნულოვანია?

 გავიხსენოთ, რომ ეკონომიკური მოგება მიიღება


შემოსავლისთვის ყველა დანახარჯის გამოკლებით
(არაცხადი დანახარჯების ჩათვლით, როგორიცაა
ალტერნატიული დანახარჯები)

 ნულოვანი მოგების წონასწორობაში:


 ფირმები იღებენ საკმარის შემოსავალს, რათა
დაფარონ ყველანაირი დანახარჯები (მათ შორის
ალტერნატიული დანახარჯები).
 ბუღალტრული მოგება დადებითია.

23
გრძელვადიანი საბაზრო მიწოდების მრუდი
გრძელვადიან პერიოდში გრძელვადიანი საბაზრო
თითოეული ფირმა იღებს მიწოდების მრუდი
ნულოვან მოგებას. ჰორიზონტალურია
P = მინიმალური ATC დონეზე

ერთი ფირმა ბაზარი


P MC P

LRATC
P=
მინიმ. გრძელვა
დ-იანი
ATC
მიწოდება

Q Q
(ფირმა) (ბაზარი)

24
მოთხოვნის ზრდის მოკლევადიანი დაგრძელვადიანი
ეფექტები
ვთქვათ, თავდაპირველად ეკონომიკა იმყოფება გრძელვადიან
წონასწორობაში (A წერტილში). მოთდოვნის ზრდა D1-დან D2-მდე
მოკლევადიან პერიოდში ზრდის ფასს P2-მდე და ფირმები იღებენ მოგებას.
თუმცა გრძელვადიან პერიოდში დადებითი მოგების გამო ბაზარზე შემოვლენ
ახალი ფირმები, რაც მოკლევადიან საბაზრო მიწოდებას S1-დან S2-ში
გადააადგილებს, მოგებას ნულამდე ამცირებს და ეკონომიკა გადაყავს ახალ
გრძელვადიან წონასწორობაში (C წერტილი).
P ერთი ფირმა P ბაზარი
MC S1

მოგებ S2

ATC B
P2 P2
A C long-run
P1 P1 supply
D2
D1
Q Q
(ფირმა) Q1 Q2 Q3 (ბაზარი)

25
შეიძლება თუ არა გრძელვადიანი საბაზრო
მიწოდების მრუდი იყოს აღმავალი?

 გრძელვადიანი საბაზრო მიწოდების მრუდი


ჰორიზონტალურია როცა:
1) ფირმებს აქვთ იდენტური დანახარჯები
2) ფირმის დანახარჯები არ იცვლება ბაზარზე სხვა
ფირმების შესვლის ან გასვლის დროს.
 თუკი ამ ორი დაშვებიდან ერთ-ერთი მაინც არ
სრულდება, გრძელვადიანი საბაზრო მიწოდების
მრუდი იქნება აღმავალი.

26
დასკვნა: კონკურენტული ბაზრის
ეფექტიანობა
 მოგების მაქსიმიზაცია: MC = MR
 სრულყოფილი კონკურენცია: P = MR
 ამრიგად, კონკურენტულ წონასწორობაში გვაქვს: P = MC
 გავიხსენოთ, რომ MC ზღვრული ერთეულის
წარმოების დანახარჯია, P კი ამ ზღვრული
ერთეულის ფასეულობაა მყიდველებისთვის.
 მივიღებთ, რომ კონკურენტული ბაზრის
წონასწორაბა ეფექტიანია: იგი უზრუნველყოფს
მაქსიმალურ მთლიან დანაზოგს.
 მომდევნო ლექციაზე განვიხილავთ შემდეგ საბაზრო
სტრუქტურას: მონოპოლიას.
27
შეჯამება
 ვინაიდან კონკურენტული ფირმა ფასის
მიმღებია, მისი შემოსავალი პროდუქციის
ფასის პროპორციულია.
 საქონლის ფასი უდრის ფირმის, როგორც
საშუალო ასევე ზღვრულ შემოსავალს.
შეჯამება
 მოგების მაქსიმიზაციისათვის ფირმა
პროდუქციის ისეთ რაოდენობას ირჩევს,
რომლის დროსაც ზღვრულ შემოსავალი
უდრის ზღვრულ დანახარჯს.
 ეს ასევე ის რაოდენობაა, რომლის დროსაც
ფასიც უდრის ზღვრულ დანახარჯს.
 ამრიგად, ფირმის ზღვრული დანახარჯის
მრუდი მისი მიწოდების მრუდიცაა.
შეჯამება
 მოკლევადიან პერიოდში, როდესაც ფირმას
საკუთარი მუდმივი დანახარჯების
ანაზღაურება არ შეუძლია, ფირმა დროებით
დახურვას ამჯობენებს, თუ საქონლის ფასი
საშუალო ცვალებად დანახარჯზე ნაკლებია.
 გრძელვადიან პერიოდში, როდესაც ფირმას
შეუძლია როგორც მუდმივი, ისე ცვალებადი
დანახარჯების ანაზღაურება, ის ბაზრიდან
გავა, თუ ფასი საშუალო მთლიან
დანახარჯებზე ნაკლებია.
შეჯამება
 ბაზარზე, სადაც შესვლა და გასვლა
თავისუფალია, გრძელვადიან პერიოდში
მოგება ნულის ტოლია და ფირმები
ეფექტიანი მასშტაბის დონეზე აწარმოებენ.
 მოთხოვნის ცვლილებას დროის სხვადასხვა
პერიოდში სხვადასხვა შედეგი აქვს.
 გრძელვადიან პერიოდში ფირმების
რაოდენობა მანამ თვითრეგულირდება, სანამ
ბაზარი ნულოვანი მოგების წონასწორობას
არ დაუბრუნდება.

You might also like