You are on page 1of 9

პრედიკატთა ლოგიკის უმარტივესი კანონები და დასაბუთების თეორიის

ელემენტები

§1. პრედიკატთა ლოგიკის უმარტივესი კანონები

ვცადოთ გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს ლოგიკური გამომდინარეობის ცნება პრედიკატთა


ლოგიკისათვის (მხედველობაში ვიქონიოთ, რომ საქმე აქ ცვლადებითა და კვანტორებით
აგებულ გამოსახულებებთან გვაქვს):

პრედიკატთა ლოგიკაში დანასკვი B გამომდინარეობს A1,….,An წანამძღვრებიდან მაშინ


და მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორიც არ უნდა იყოს ცვლადების განსაზღვრის არე, A1,
……,An და B წინადადებებში შემავალი სინგულარული ტერმინების, თავისუფალი

ცვლადებისა და პრედიკატების ნებისმიერი მნიშვლელობისათვის B ჭეშმარიტია


ყოველთვის, როდესაც ამავე მნიშვნელობებისათვის ჭეშმარიტია ყველა წანამძღვარი A1,
……,An .

როდესაც ანალოგიური დებულება განიხილებოდა პროპოზიციური ლოგიკისათვის,


ვნახეთ რომ ჭეშმარიტებითი ცხრილები, პრინციპში, ეფექტური საშუალება გახლდათ
დებულებების ტავტოლოგიურობის შესამოწმებლად, ისევე როგორც კატეგორიული
სილოგიზმის მოდუსების სისწორის შესამოწმებლად ეფექტური აღმოჩნდა დიაგრამების
მეთოდი. თუმცა, იმ უსასრული მრავალფეროვნების გამო, რასაც თავისუფალი
ცვლადების, ერთეულოვანი ტერმინებისა და პრედიკატთა ნრავალსახეობა გულისხმობს,
მსგავსი თვალსაჩინოების მქონე ეფექტური პროცედურის ნახვა, შესაძლოა, სათუოც იყოს.

მიუხედავად ამისა, მაინც ვცადოთ დავადგინოთ პრედიკატთა ლოგიკის კანონები ,


რომლებშიც კვანტორთა ფუნდამენტური თვისებებია გამოთქმული.

1. ზოგადობის კვანტორის მოცილების წესი


xA(x)  A(a)
სხვა სიტყვებით, თუ ყელა საგანს გააჩნია რაიმე თვისება, მაშინ ეს თვისება გააჩნია
მოცემულ (კონკრეტულ) საგანსაც.

2. არსებობის კვანტორის შემოღების წესი

A(a)  xA(x)

3. კვანტორთა დაქვემდებარების წესი

xA(x)  xA(x)
ყურადრება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული წესი გამომდინარეობს (1) და (2)-
დან ტრანზიტულობის კანონის გამოყენებით.

4. დე მორგანის კანონები კვანტორებისათვის

6.1. xA(x) ≡ xA(x)

6.2. xA(x)] ≡ xA(x)

5. დისტრიბუციის წესები კვანტორებისათვის

7.1. x(A(x)  B(x)) ≡ xA(x)  xB(x)

7.2. x(A(x)  B(x)) ≡ xA(x)  xB(x)

7.3. x(A(x)  B(x))  xA(x)  xB(x)

7.4. xA(x)  x B(x)  x(A(x)  B(x))

6. დასკვნის წესები კვანტორებისათვის

8.1. B  A(x)
-----------------------
B  xA(x)

8.2. A(x)  B
------------------------
xA(x)  B

შემდეგი ფორმულები, ყველანი შიძლება გამოყვანილ იქნან კვანტორებისათვის მარტივი


დასკვნის წესებისა და პროპზიციური და პრედიკატთა ლოგიკის ჩვენ მიერ უკვე
დადგენილი ჭეშმარიტი ფორმულების გამოყენებით. სხვა სიტყვებით , ისინი
წარმოადგენენ პრედიკატთალოგიკის თეორემებს.

პრედიკატთა ლოგიკის ზოგიერთი თეორემა:

8.3. xA(x) ≡ x A(x)


8.4. x(A(x) B(x))  (xA(x)  x B(x) )
8.5. x(A(x) B(x)) ≡ x (A(x)   B(x))
8.6. xyRxy ≡ yxRxy
8.7. xyRxy ≡ yxRxy
8.8. xyRxy ≡ yxRxy

7. მაგალითისათვის განვიხილოთ ორი დასაბუთება:

7.1. განზოგადების წესი

A(x)
-----------------

xA(x)
დასაბუთება:

1. A(x) დაშვება

2. (p p)  A(x) დაშვებიდან წინადადებათა ლოგიკის კანონის


გამოყენებით და მოდუს პონენსით:.
p(qp)-ში ვანაცვლებთ p/A(x) ხოლო q/(pp) და
ვიყენებთ მოდუს პონენსს

3. (p p) xA(x) (2)-დან (8.1)-ის ძალით


4. p p წინადადებათა ლოგიკის კანონი
5. xA(x) (3)-დან და (4)-დან მოდუს პონენესით

თუ გავიხსენებთ, როგორ განვსაზღვრეთ დასაბუთება, დავრწმუნდებით, რომ ჩვენ მიერ


წარმოდგენილი (1) – (5) წინადადებების თანამიმდევრობა არის (5) წინადადების დამტკიცება
A(x) წანამზღვრიდან.

7.2. x(A(x) A(x))

1. p p წინადადებათა ლოგიკის კანონი


2. A(x) A(x)) p-ში A(x)-ის ჩანაცვლების შედეგი
3. x(A(x) A(x)) (2)-დან (9.1)-ის გამოყენებით

სავარჯიშო:
დაასაბუთეთ 9.1-ისა და 9.2-ის მსგავსად დემორგანის კანონები (6) .

§2. დასაბუთების თეორიის ელემენტები

2.1. ზოგადად, დებულებების ჭეშმარიტებების დადგენა სხვა ისეთი წინადადებებიდან


გამოყვანის მეშვეობით, რომელთა ჭეშმარიტება უფრო ადრეა დადგენილი , დედუქციური
დასვნა ქვია. დასაბუთებაში გამოიყოფა სამი ძირითადი ნაწილი:

 თეზისი, ანუ დებულება, რომლის ჭეშმარიტების დადგენა არის დასაბუთების


ძირითადი მიზანი.
 წანამძღვრები, ანუ წინადადებები, რომელთა ჭეშმარიტება უკვე დადგენილადაა
მიჩნეული ამ დასაბუთების ჩატარებამდე და რომელთაგანაც გამოიყვანება თეზისი .
 ბჭობა, ანუ დემონსტრაცია - წანამძღვრებიდან თეზისის გამოყვანის პროცესი.

2.2. წინადადების ჭეშმარიტების დადგენის საპირისპირო აქტია მისი მცდარობის დადგენა ,


ანუ დარღვევა. დარღვევაც გარკვეული დასაბუტებით ნიიღწევა: კერძოდ, მისი
უარყოფის დასაბუთებით, რასაც უკუგდება ქვია. ხოლო პროცედურას, რომელიც
არგუმენტაციას (ჭეშმარიტების დასაბუთებას) უპირისპირდება , უწოდებენ კრიტიკას.

ამგვარად, გვაქვს შემდეგი დაწყვილება:

დადგენა დარღვევა
დასაბუთება უკუგდება
ბჭობა კრიტიკა
(არგუმენტაცია)

საზოგადოდ, ბჭობის დარღვევა იმას ნიშნავს, რომ ამ ბჭობის წანამძღვრებიდან დანასკვი


ლოგიკურად არ გამომდინარეობს.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია ძირითად ლოგიკურ კონსტრუქციათა უარყოფა , უფრო


სწორად, თუ რის დასაბუთებას ნიშნავს მათი უარყოფა:

N ლოგიკური სიმბოლური უარყოფა


კონსტრუქცია გამოსახვა
ლოგიკური სიმბოლური
კონსტრუქცია გამოსახვა
1 A და B AB არა-A ან არა-B A  B
2 A ან B AB არა-A და არა-B A  B
(არაგამომრიცხავი)
3 A ან B A B A მაშინ და მხოლოდ AB
(გამომრიცხავი) მაშინ, როდესაც B
4 თუ A, მაშინ B AB A, მაგრამ არა-B A  B
5 A მაშინ და მხოლოდ AB A ან B A B
მაშინ, როდესაც B (გამომრიცხავი)
6 აუცილებელია, რომ A □A შესაძლებელია, რომ ◊A
არა- A
7 შესაძლებელია, რომ A ◊A აუცილებელია, რომ □A
არა-A
8 ყველა S არის P SaP ზოგიერთი S არ არის P SoP
9 არც ერთი S არ არის P SeP ზოგიერთი S არის ც P SiP
10 ზოგიერთი S არის P SiP არც ერთი S არ არის P SeP
11 ზოგიერთი S არ არის P SoP ყველა S არის P SoP
12 ყველა სგანს აქვს P xP(x) არსებობს P თვისების xP(x)
თვისება არა მქონე ერთი საგანი
მაინც
13 არსებობს P თვისების xP(x) ყველა საგნისთვის xP(x)
მქონე ერთი მაინც მცდარია რომ მას აქვს
საგანი P თვისება

ერთმანეთისაგან განასხვავებენ რამოდენიმე სახის დასაბუთებას:

 დედუქციური - ინდუქციური
 პირდაპირი - ირიბი
 პროგრსული - რეგრესული

ქვემოთ, პირველ წყვილზე გავჩერდებით.

2.3. ინდუქციურ დასკვნას აქვს სამი მთავარი თავისებურება, რითაც ის დედუქციური


დასკვნებისაგან განსხვავდება:

1. უკვე ჭეშმარიტად მიჩნეული (კონკრეტული კვლევის შდეგად) ერთეულოვანი


აღმწერი დებულებიდან (დებულებებიდან), რომლების წანამძღვრებად მოიაზრება ,
გადავდივართ სხვა კონკრეტულ ფაქტზე (რომელიც არ გამოგვიკვლევია), ან
ზოგად დებულებაზე, რომელიც გარდა წანამძღვრებში მოხსენიებული საგნებისა
სხვა საგნების შესახებაც ადასტურებს ან უარყოფს რამეს.
2. ინდუქციური დასკვნის დანასკვი ლოგიკურად არ გამომდინარეობს
წანამძთვრებიდან და მაშასადმე, საალბათოა.
3. აღნიშნული ალბათობა (მისი საწმუნოობის ხარისხი) მთლიანად წანამძღვრებითაა
გაპირობებული

ინდუქციური დასკცნის უმარტივესი სახეებია ანალოგიით დასკვნა და ინდუქცია


მარტივი ჩამონათვალით.
2.3.1. ანალოგიით დასკვნა: რომელიმე საგანს ან საგნებს, სხვა საგნებთან მათი
მსგავსების საფუძველზე გარკვეულ ნიშან-თვისაებას მივაწერთ. ანალოგია ნიშნავს
საგანთა მსგავსებას მათი ნიშან-თვისების მიხედვით.

ანალოგიით დასკვნის წანამძღვრებში დადგენილია:

i. მოცემული a საგანი მთელი როგი ნიშან-თვისებებით (ვთქვათ, ეს ნიშან-თვისებებია


Q, R, S, …) გავს სხვა საგნებს (b,c,d,…);
ii. b,c,d,… საგნებს დამატებით გააჩნიათ P თვისება.

ანალოგიით დასკვნის დასკვნაში ვადგენთ, რომ P თვისება აქვს a საგანსაც.

2.3.2. ინდუქცია მარტივი ჩამონათვალით: ეს არის განმაზოგადოებელი შემდეგში


მდგომარეობა:

დასკვნის წანამძღვრებში დადგენილია, რომ

i. S სახეობის რომელიღაც საგნებს ახასიათებს P თვისება;


ii. აქამდე, ამ სახეობის P თვისების არმქონე საგანი არ შეგვხვედრია.

მაშინ, დანასკვში დგინდება ზოგადი დებულება, რომ S სახეობის ყველა საგანს აქვს P
თვისება.

ამ ტიპის დასკვნების სტრუქტურაა:

1. a1 არის S სახეობის საგანი და მას აქვს P თვისება,


2. a2 არის S სახეობის საგანი და მას აქვს P თვისება,

. . . . . .

n. an არის S სახეობის საგანი და მას აქვს P თვისება,

მაშასადამე, S სახეობის ყველა საგანს აქვს P თვისება, ანუ ყველაS არის P.


როდესაც გარკვეულ ნიშან-თვისებათა მატარებელი საგნების სიმრავლე სასრულია , მაშინ
გვექნება ინდუქციის ზღვრული შემთხვევა, ე.წ. სრული ინდუქცია. თუმცა, ეს ის შემთხვევაა,
რომელიც დასკვნის ბუნებას ცვლის, ვინაიდან თავისი არსით სრული ინდუქცია
დედუქციური დასკვნაა: მასში დანასკვი ლოგიკურად გამომდინარეობს
წანამძღვრებიდან.

2.4. განსხვავება ინდუქციურ და დედუქციურ მეცნიერებს შორის

მთავარი განსხვავება ინდუქციურ და დედუქციურ მეცნიერებს შორის დასაბუთების


გაგებაშია.
2.4.1. დედუქციურ მეცნიერებაში დებულება, რომელიც აქსიომა არაა , რომ ჭეშმარიტად
მოვიჩნიოთ, აუცილებელი და საკმარისია, რომ ის დედუქციურად გამოვიყვანოთ
აქსიომებიდან.

თუმცა, მეცნიერების დედუქციური ხასიათი არ ნიშნავს იმას, რომ ამ დარგში ინდუქციას


საერთოდ არ ვიყენებთ: ვარაუდებისა და ჰიპოთეზების შემუშავება ინდუქციურად ხდება,
მაგრამ სანამ არ მოხერხდება მათი დასაბუთება დედუქციური ბჭობით, ისინი
ჭეშმარიტად არ მიიჩნევა.

2.4.2. ინდუქციურ მეცნიერებებში საქმე სხვაგვარადაა:

 ახალი დებულების ჭეშმარიტად მიჩნევა დასაშვებია მაშინაც , როდესაც ეს


დებულება დასაბუტებულია ინდუქციურადაც, ანუ როდესაც ადრე დადგენილი
წინადადებებიდან მისი გამოყვანა ინდუქციური მეთოდებით ხდება და მაშასადმე ,
ის მხოლოდ გარკვეული ხარისხითაა დადასტურებული.
 ინდუქციურ მეცნიერებებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გამოიყენება
დედუქციურ მეცნიერებებში (ლოგიკა, მათენატიკა) მოპოვებული შედეგები : მათ
განსაზღვრების ძალით ჭეშმარიტად მიიჩნევენ.
 ინდუქციურ მეცნიერებებში გამოყენებული ცნებები ორ ჯგუფად იყოფა :
a. დაკვირვებადი (ემპირიული) ცნებები, რომელთა განხორციელება-
არგანხორციელება შეგვიძლია დავადასტუროთ უშუალო დაკვირვებით და
b. თეორიული ცნებები, რომელთა განხორციელების არე უშუალო
დაკვირვებაში მოცემული არ არის და მათ შესახებ მხოლოდ ირიბი
მონაცემების საფუძველზე ვასკვნით: მაგალითად, ელექტრონი, ატომი,
ენერგია და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალო ცოდნა მხოლოდ დაკვირვებადი ცნებებითა და


დაკვირვების აღმწერი წინადადებებითაა გაპირობებული, მეცნიერება ვერ
იარსებებდა, თუ მათზე დაყრდნობით ვერ შევძლებდით ზოგადი წინადადებების
ფორმულირება, რომელიც გარკვეული სახის ყველა შესაძლო შემთხვევაშია ჭეშმარიტი
(ზოგადი კანონები). ინდუქციურ მეცნიერებათა ფუნქციაც სწორედ ეს არის.

§3. აქსიომატური თეორია

ეს არის სხვა სახელი დედუქციური თეორიისა, რომელიც, თავის მხრივ, გარკვეული


წესრიგით არის აგებული:

a. ვადგენთ საწყისი ტემინების სრულ სიას. ეს არის ტერმინები, რომელტა


განსაზღვრება საჭირი არ არის, ვინაიდან მათი მოხმარება კონტექსტებში ცხადად
არის მიჩნეული.
b. ვადგენთ საწყისი წინადადებების სიას. ეს ის წინადადებებია, რომლებიც
მიჩნეულია ჭეშმარიტებებად მათი გამამართლებელი ბჭობის (დასაბუტების )
გარეშე. ცხვანაირად მათ აქსიომები ქვია.
c. ყველა სხვა ტერმინი, რომელიც სესაძლოა გამოყენებულ იქნას თეორიის
დებულებათა ფორმულირებისას, საწყისი ტერმინებით უნდა იყოს განსაზღვრული .
d. ყველა დებულება, რომელიც აქსიომათა სიაში არ გვხდება, ჭეშმარიტად არის
მიჩნეული მხოლოდ მას შემდეგ, თუ კი იგი დედუქციური დასაბუთებითაა
გამოყვანილი აქსიომებიდან და დედუქციურად უკვე გამოყვანილი
დებულებებიდან. ასეთ დებულებებს მოცემული თეორიის თეორემები ქვია.
e. ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც აქსიომატურ თეორიას წაეყენება , არის
მისი არაწინააღმდეგობრიობა (თავსებადობა). ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელი
უნდა იყოს აქსიომებიდან ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულების
გამოყვანა.
f. თუ აღნიშნულის გარდა, თეორიაში განსაზრვრულია გამოსახულებათა აგებისა და
დასკვნებისათვის ნებადართული წესები, ვამბობთ, რომ გვაქვს ფორმალური
აქსიომატური თეორია.

§4. შეცდომები დასაბუთებაში

დასაბუთების შეცდომების შესწავლის ტრადიცია არისტოტელედან მომდინარეობს . ამ


საკითხს მან ნაშრომიც მიუძღვნა. ამ ტრადიციაზე დაყრდნობით, სქოლასტებიდან
მოყოლებული, ხდებოდა დასაბუთების შეცდომების აღწერა. ჩვენ ზოგოერთ მათგანს
შევეხებით, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანს.

ასხვავებენ ფირმალურ და არაფორმალურ შეცდომებს:

 ფორმალური შეცდომები გამოწვეულია ლოგიკის კანონების, განსაზღვრების


წესების, დებულებების აგების წესებისა და დასკვნის წესების არასწორად
გამოყენების შედეგად.

 არაფორმალური შეცდომები გამოწვეულია დასაბუთების რომელიმე საფეხურზე


გაჩენილი ბუნდოვანების შედეგად. ვინაიდან ასეთი საფეხური სამია , თეზისი,
წანამძღვრები და ბჭობა (დემონსტრაცია), აღნიშნული შეცდომებიც სამ ნაწილად
იშლება:
a. შეცდომები თეზისში
b. შეცდომები წანამძღვრებში (საფუძველში)
c. შეცდომები ბჭობაში (დემონსტრაციაში)

4.1. შეცდომები თეზისში: ვასაბუთებთ არა იმ თეზისს, რომლის დასაბუთება გვქონდა


მიზნად. ამ შეცდომას ignoratio elenchi ქვია, ე.ი. იმის არ ცოდნა, რისი დასაბუთებაა საჭირო.
ხშირად ეს დებულების უკუგდებისას: მაგალითად, წანამძღვრის უკუგდება , ზოგჯერ
გონიათ თეზისის ჭეშმარიტების უკუგდება.
ამ შეცდომის თავისებური სახეა ე.წ. argumrntum ad hominem (ადამიანისადმი მიმართვა) და
argimentum ad populum (ხალხისადმი მიმართვა). თეზისის შეცვლის არსი აქ შემდეგში
მდგომარეობს: დასასაბუტებელი თეზისი შეცვლილია სხვა თეზისით, რომელიც
მოქმედებს რა ადამიანის (ხალხის) ემოციებზე, ხსირად აიძულებს მას აღიაროს თეზისის
ჭეშმარიტება.

მაგალთი: პავლე მოციქულის სასამართლო პროცეაზე, პავლემ გააცნობიერა რა, რომ


მისის მოსამართლეები ფარისევლები და სადუკეველნი იყვნენ, თავის მართლება კი არ
დაიწყო, არამედ მიმართა სხდომას, რომ მას ფარისევლობისთვის ასამართლებენ,
რითაც გამოიწვია დაპირისპირება სადუკეველებსა და ფარისევლებს შორის და
ფარისეველთა მხარდაჭერა მოიპოვა.

4.2. შეცდომები წანამძღვრებში (საფუძველში)

დასაბუთება არ არის მართებული, თუ ის მცდარ, ანდა დაუსაბუტებელ წანამძღვარს


ეყრდნობა. ამგავრ შეცდომას ძირითად შეცდომას (error fundamentalis) ეწოდება.

ამ შეცდომის თავისებური სახეა ე.წ. მანკიერი წრე (circulus in demonstrando): გვინდა


დავასბუთოთ A დებულება B დებულების საშუალებით, თუმცა B გულისხმობს A-ს,
როგორც წანამძღვარს. circulus in demonstrando, გარკვეულწილად, ეთანადება საფუძვლის
მოთხოვნას (petitio principii), როგორც შეცდომას: წანამძღვარში გამოყენებულია
დებულება, რომლის ჭეშმარიტება უკვე გულისხმობს დასასაბუთებელი თეზისის
ჭეშმარიტებას.

4.3. შეცდომები ბჭობაში (დემონსტრაციაში) გამოწვეულია დასკვნის წესების


დარღვევით (არასწორი დასკვნის წესების გამოყენებით).

You might also like