You are on page 1of 4

სილოგისტური დასკვნები

ზოგადად, დებულებების ჭეშმარიტებების დადგენა სხვა ისეთი წინადადებებიდან


გამოყვანის მეშვეობით, რომელთა ჭეშმარიტება უფრო ადრეა დადგენილი , დედუქციური
დასვნა ქვია. დასაბუთებაში გამოიყოფა სამი ძირითადი ნაწილი:

 თეზისი, ანუ დებულება, რომლის ჭეშმარიტების დადგენა არის დასაბუთების


ძირითადი მიზანი.
 წანამძღვრები, ანუ წინადადებები, რომელთა ჭეშმარიტება უკვე დადგენილადაა
მიჩნეული ამ დასაბუთების ჩატარებამდე და რომელთაგანაც გამოიყვანება თეზისი .
 ბჭობა, ანუ დემონსტრატცია - წანამძღვრებიდან თეზისის გამოყვანის პროცესი.

ერთ-ერთი ფორმა ამდაგავრად აღწერილი დედუქციისა არის მარტივი კატეგორიული


სილოგიზმი: ის შედგება ორი წანამძღვრისა და დანასკვისგან , რომლებიც მარტივი
კატეგორიული წინადადებებია და სამივე (ორი წანამძღვარი და დანასკვი ) ერთობლივად
სამ ტერმინს შეიცავს (სხვა სიტყვებით, მოცემულ ორ წინადადებას(წანამძღვრებს ) ერთი
ტერმინი საერთო აქვთ). მარტივ კატეგორიულ სილოგიზმში ორი ტერმინის მესამესთან
დამოკიდებულების საფუძველზე ვადგენთ დანარჩენი ორი ტერმინის
ურთიერთდამოკიდებულებას.

ტერმინს, რომელიც ორივე წანამძღვარში მონაწილეობს (ანუ, მოცემულ წანამძღვრებს


საერთო აქვთ), საშუალო ტერმინი ეწოდება და აღინიშნება ასო M-ით. საშუალო
ტერმინი დანასკვში არ შედის. იმ ტერმინებიდან, რომლებიც დანასკვში მონაწილეობს ,
დანასკვის სუბიექტს მცირე ტემინს, ხოლო დანასკვის პრედიკატს დიდ ტერმინს
უწოდებენ. პირველი აღინიშნება S -ით, ხოლო მეორე P -თი. შესაბამისად,
წანამძღვრებსაც იგივე სახელები მიყვება: დიდი ტერმინის შემცველი წანამძღვარი დიდი
წანამძღვარია, ხოლო მცირე ტერმინის შემცველი - მცირე წანამძღვარი.

ყურადღება მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ წანამძღვრებში შუა ტერმინის ადგილი


ფაქტიურად კიდურა ტემინებს ადგილსაც განსაძღვრავს. კატგორიული სილოგიზმის
სახეებს, რომლებიც ერთმანეთისაგან წანამძღვრებში შუა ტერმინის ადგილით
განსხვავადებიან, კატეგორიული სილოგიზმის ფიგურები ეწოდება. სულ ასეთი ოთხი
ფიგურა არსებობს:

(I). M – P (II). P – M (III). M -- P (IV). P -- M


S–M S -- M M–S M -- S
--------------- --------------- ------------ -------------
S–P S–P S–P S–P

ახლა თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თითოეული მარტივი კატეგორიული


წინადადება შეიძლება იყოს a, e, i ან o, ვნახავთ რომ განსხვავებები მოცემული
ფორმების შიგნითაც იარსებებს. მათ (ამ ფორმის შიგნით განსხვავებებს ) მოდუსებს
ვუწოდებთ.

ახლა საკითხი სწორი მოდუსების პოვნაზე დგება, რისთვისაც ისევ წრიული დიაგრამების
მეთოდს შეგვიძლია მივმართოთ.

არსებობს კატეგორიული სილოგიზმის 24 სწორი მოდუსი. ესენია

I ფიგურა II ფიგურა III ფიგურა IV ფიგურა


aaa eae aai aai
eae aee iai aee
aii eio aii iai
eio aoo eao eao
aai eao oao eio
eao aeo eio aeo

მაგალითისთვის განვიხილოთ პირველი ფიგურის პირველი, მესამე და მეექვსე


მოდუსი:

ა). aaa

MaP
SaM
---------------
SaP

ყველა ცოცხალი არსება არის მოკვდავი


ყველა ადამიანი არის ცოცხალი არსება
--------------------------------------------------------
ყველა ადამიანი არის მოკვდავი

S P
M
ბ). a i i

MaP
SiM
---------------
SiP

ყველა ცხენი ლამაზი არსებაა


ზოგიერთი შინაური ცხიველი არის ცხენი
--------------------------------------------------
ზოგიერთი შინაური ცხიველი ლამაზი არსებაა

M
P
S

გ). eio
MeP
SiM
---------------
SoP

არცერთი დედა არ არის ბოროტი


ზიგიერთი ადამიანი არის დედა
------------------------------------------------------
ზოგიერთი ადამიანი არ არის ბოროტი

S
P
M
სილოგისტური მოდუსების ადვილად დამახსოვრების მიზნით ლათინურად შეიქმნა
მათი მნემონური სახელები

პირველი ფიგურისთვის: Barbara, Celarent, Darii, Ferio, Barbari Celaront

მეორე ფიგურისთვის: Cesare, Camestres, Festino, Baroco, Cesaro, Camestros

მესამე ფიგურისთვის: Darapti, Disamis, Datisi, Felapton, Bocardo, Ferison.

მეოთხე ფიგურისთვის:  Bramantip, Camenes, Dimaris, Fesaro, Fresision,


Camenos

კატეგორიული სილოგიზმის წესები

1. საშუალო ტერმინი ერთ წანამძღვარში მაინც სრული მოცულობით უნდა იყოს


განაწილებული
2. თუ კიდური ტერმინი წანამძღვარში მთელი მოცულობით არ არის აღებული, მაშინ
ის არც დანასკვში უნდა იყოს აღებული მთელი მოცულობით
3. ერთ-ერთი წანამძღვარი მაინც უნდა იყოს დადებითი (სხვა სიტყვებით, ორი
უარყოფითი წანამძღვრიდან დანასკვი არ გამომდინარეობს )
4. თუ ერთ-ერთი წანამძღვარი უარყოფითია, დანასკვი აუცილებლად უარყოფითი
იქნება
5. თუ ორივე წანამძღვარი დადებითია, დანასკვი აუცილებლად დადებითი იქნება
6. ერთ-ერთი წანამძღვარი მაინს ზოგადი უნდა იყოს ((სხვა სიტყვებით, ორი
კერძოობითი წანამძღვრიდან დანასკვი არ გამომდინარეობს)
7. თუ ერთ-ერთი წანამძღვარი კერძოობითია, დანასკვი აუცილებლად კერძოობითი
იქნება

სავარჯიშო

1. მოიყვანეთ მე-2 და მე-3 ფიგურის მოდუსების თითო მაგალითი

2. დიაგრამების მეთოდის გამოყენებით ვაჩვენოთ მე-4 ფიგურის მოდუსების


მართებულობა

You might also like