You are on page 1of 8

მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში (ნაწილი I)

1. რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ რულეტკებს შორის? რომელ


რულეტკაზეა მეტი ჩვენი მოგების შანსი, თუ, მაგალითად, ვთამაშობთ
ფერზე? რას უდრის ეს შანსები?
პასუხი: ევროპულ რულეტკაზე არის ერთი 0, ხოლო ამერიკულზე ორი 0.
ევროპულ რულეტკაზე მეტია მოგების შანსი, რადგან მასზე ფერზე თამაშისას
მოგების ალბათობაა 18/37, ხოლო ამერიკულზე 18/38.

2. რომელი ფსონია ჩვენთვის უფრო მომგებიანი (ანუ ნაკლებ წამგებიანი)


ამერიკულ რულეტკაზე: ფერზე თამაში (მოგების კოეფიციენტი 1), (1-12)
ინტერვალის არჩევა (მოგების კოეფიციენტი 2) თუ ნომერზე თამაში
(მოგების კოეფიციენტი 35).
პასუხი: ფერზე თამაშისას ჩვენ საშუალოდ ვაგებთ 2 დოლარს (თუკი ერთსა და
იმავე ფერს ავირჩევთ საშუალოდ მოვიგებთ 18-ჯერ, ხოლო წავაგებთ დანარჩენ
20 შემთხვევაში, რადგან მოგებული თანხაა (+18) დოლარი, ხოლო წაგებული (-
20) დოლარი, ჯამში საშუალოდ წავაგებთ 2 დოლარს), (1-12) ინტერვალის
არჩევისას ჩვენ საშუალოდ ვაგებთ 2 დოლარს (38 დატრიალებიდან, თუკი
მუდამ ერთსა და იმავე ინტერვალს ავირჩევთ, საშუალოდ ჩვენ ვიგებთ 12-ჯერ,
და ვაგებთ 26-ჯერ, იქედან გამომდინარე, რომ მოგებული თანხაა (+24)
დოლარი (კოეფიციენტი 2-ია), ხოლო წაგებული (-26) დოლარი, ჯამში
საშუალოდ წავაგებთ 2 დოლარს), ნომერზე თამაშისასაც ჩვენ საშუალოდ
ვაგებთ 2 დოლარს (38 დატრიალებიდან, თუკი ერთსა და იმავე რიცხვს
ავირჩევთ საშუალოდ მოვიგებთ 1-ჯერ, ხოლო წავაგებთ დანარჩენ 37
შემთხვევაში, რადგან მოგებული თანხაა (+35) დოლარი, ხოლო წაგებული (-
37) დოლარი, ჯამში საშუალოდ წავაგებთ 2 დოლარს).

3. რა არის the house edge და და რისი ტოლია იგი ამერიკული


რულეტკის შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშობთ ფერზე ან ნომერზე?
პასუხი: The house edge არის კაზინოს საშუალო მოგება თითოეულ გაგორებაზე
(ან დატრიალებაზე) ჩამოდებულ დოლარზე, რომელიც პროცენტულად 5-ის
ტოლია. The house edge ამერიკული რულეტკის შემთხვევაში ფერზე ან ნომერზე
თამაშისას თითოეული ჩამოდებული დოლარისთვის დაახლოებით უდრის 5
ცენტს. (The house edge მიახლოებით უდრის 5%-ს).

4. რა არის the hold და რატომ არაა ეს იგივე რაც the house edge?
პასუხი: The hold არის კაზინოს მოგება, რომელიც ტოლია ჯამში კლიენტის მიერ
სათამაშოდ განსაზღვრული თანხის 25%-ის. The house edge-ისგან
განსხვავებით The hold არ ითვლის მოგებას თითოეულ თამაშზე.

5. არსებობს თუ არა მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია რულეტკაზე


(თუ, მაგალითად, ფერზე ვთამაშობთ)? არსებობს თუ არა სტრატეგია,
რომელიც გარანტიას მოგვცემს უმრავლეს შემთხვევაში მოგებული
დავბრუნდეთ კაზინოდან?
პასუხი: რულეტკაზე მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია არ არსებობს.
უმრავლეს შემთხვევაში მოგებისათვის გამოიყენება ფსონის გაორმაგების
სტრატეგია, რომელიც 1 დოლარის მოგების შესაძლებლობას იძლევა.

6. ვთქვათ, თქვენ თამაშობთ რულეტკაზე ფერზე ფსონის გაორმაგების


სტრატეგიით და თავიდან დებთ 1 დოლარს. მოგების შემთხვევაში
ამთავრებთ თამაშს, წაგების შემთხვევაში ჩამოდებთ 2 დოლარს. თუ კვლავ
წააგებთ ჩამოდებთ 4 დოლარს და ასე ჩამოდებთ ფსონს მაქსიმუმ 5–ჯერ.
თვლის სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ ყოველ გაგორებაზე თქვენი
მოგება-წაგების შანსები თანაბარია.
ა) რა არის შანსი, რომ არასოდეს არ გაგიმართლებთ? რამდენს წააგებთ
ასეთ შემთხვევაში?
ბ) რა არის შანსი, რომ ერთხელ მაინც გაგიმართლებთ? რამდენს იგებთ
ასეთ შემთხვევაში?
გ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში(თუ ერთ
გაგორებაზე მოგება-წაგების შანსები თანაბარია)?
დ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში (თუ ერთ
გაგორებაზე მოგების შანსი ნაკლებია წაგების შანსზე)?
პასუხი: ა) თუკი ვთამაშობთ მაქსიმუმ 5-ჯერ, შესაბამისად ჩამოდებული თანხები
იქნება: 1, 2, 4, 8, 16 (ვიყენებთ ფსონის გაორმაგების სტრატეგიას). ალბათობა
იმისა, რომ პირველ ჯერზე წავაგებთ არის ½, მეორე ჯერზე ½ , ... მეხუთე ჯერზე
½. ალბათობა იმისა, რომ ყველა თამაშს წავაგებთ არის 1/32. ფსონის
გაორმაგების სტრატეგიის გამოყენებისას თუკი 5 თამაშიდან არცერთხელ არ
გაგვიმართლა ვაგებთ 31 დოლარს.
ბ) ერთხელ მაინც მოგების ალბათობის დასათვლელად გამოვიყენოთ
საწინააღმდეგო ხვდომილების სიდიდე და მივიღებთ: 1-1/32=31/32. ამ
შემთხვევაში მოვიგებთ 1 დოლარს.
გ) ეს და ზოგადად ყველა პატიოსანი თამაში არც მომგებიანია და არც
წამგებიანი. მაგალითად, ამ შემთხვევაში მოგების ალბათობაა 31/32, ხოლო
კოეფიციენტი (+1), წაგების ალბათობაა 1/32, ხოლო კოეფიციენტი (-31).
შედეგად მათემატიკური მოლოდნი იქნება: 31/32*(+1)+1/32(-31)=0.
დ) თუკი თითოეულ გაგორებაზე წაგების შანსი გაიზრდება მათემატიკური
მოლოდინი გახდება უარყოფითი.

7. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ვთქვათ, თქვენ თამაშობთ ამერიკულ


რულეტკაზე ფერზე (მოგების შანსი არის 18/38) ფსონის გაორმაგების
სტრატეგიით და თავიდან დებთ 1 დოლარს. მოგების შემთხვევაში
ამთავრებთ თამაშს, წაგების შემთხვევაში ჩამოდებთ 2 დოლარს. თუ კვლავ
წააგებთ ჩამოდებთ 4 დოლარს და ასე ჩამოდებთ ფსონს მაქსიმუმ 5–ჯერ.
რა არის ამ სტრატეგიით თქვენი მათემატიკური მოლოდინი?

პასუხი: თუკი ვთამაშობთ მაქსიმუმ 5-ჯერ და ვიყენებთ ფსონის გაორმაგების


სტრატეგიას, შესაბამისად ჩამოდებული თანხები იქნება: 1, 2, 4, 8, 16.
ალბათობა იმისა, რომ პირველ ჯერზე წავაგებთ არის 20/38, მეორე ჯერზე
20/38, ... მეხუთე ჯერზე 20/38. ალბათობა იმისა, რომ ყველა თამაშს წავაგებთ
არის (20/38)5, შესაბამისად ალბათობა იმისა, რომ ერთს მაინც მოვიგებთ იქნება
(1-(20/38)5). იქედან გამომდინარე, რომ მოგებისას კოეფიციენტი არის (+1),
ხოლო წაგებისას (-31), მათემატიკური მოლოდინი იქნება: (20/38) 5*(-31)+ (1-
(20/38)5)*(+1)≈(-0.29).

8. ვთქვათ ადამიანს აქვს გადასახდელი ვალი 2000$ და მას მხოლოდ


1000$ დოლარი აქვს. იგი შევიდა კაზინოში და რულეტკაზე თამაშობს
ფერზე. რა ჯობია, მან მთელი 1000 დოლარი ერთიანად დადოს თუ,
მაგალითად, 100$ ჩამოდოს ყოველ ჩამოსვლაზე? (ამ კითხვაზე
მოითხოვება მხოლოდ პასუხი დასაბუთების გარეშე.)
პასუხი: ჯობია 1000 დოლარი დადოს ერთიანად, რადგან რაც უფრო დიდხანს
გრძელდება თამაში, მით უფრო მცირდება მოგების შესაძლებლობა.

9. თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი დასტიდან.


ა) რა არის ნატურალური ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ტუზი და ვალეტი)?
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი დასტით
(სულ 104 კარტი)?
გ) რა არის ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ერთ-ერთ ერთი კარტი ამ ორიდან
არის ტუზი, მეორე კი ნახატი ან ათიანი.
დ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი დასტით
(სულ 104 კარტი)?
პასუხი: ა) ამოხსნა I
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, რაც არის C 522,
ტუზის მოსვლის კომბინაციაა C41, ვალეტის მოსვლის კომბინაციაც არის C41.
შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ მოვა ნატურალური ბლექჯეკი იქნება: C 41*
C41/ C522=16/1326≈0.012≈1.2%.

ამოხსნა II
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, პირველ
ადგილზე შეიძლება მოხვდეს 52 კარტიდან ნებისმიერი, ხოლო მეორეზე
დარჩენილი 51-დან ნებისმიერი. იქედან გამომდინარე, რომ კარტების
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა ორი კარტის მოსვლის კომბინაცია
იქნება 51*52/2. დასტაში სულ არის 4 ვალეტი და 4 ტუზი, შესაბამისად, მათი
მოსვლის კომბინაცია იქნება 16, ხოლო ალბათობა 16/1326≈0.012≈1.2%.
ბ) ამოხსნა I
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, როდესაც
დასტაში 104 კარტია, რაც არის C1042, ტუზის მოსვლის კომბინაციაა C81, ვალეტის
მოსვლის კომბინაციაც არის C81. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ მოვა
ნატურალური ბლექჯეკი იქნება: C81* C81/ C1042=64/5356≈0.0119≈1.19%.
შესაბამისად, ბლექჯეკის მოსვლის ალბათობა შემცირდება.
ამოხსნა II
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, პირველ
ადგილზე შეიძლება მოხვდეს 104 კარტიდან ნებისმიერი, ხოლო მეორეზე
დარჩენილი 103-დან ნებისმიერი.იქედან გამომდინარე, რომ კარტების
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა ორი კარტის მოსვლის კომბინაცია
იქნება 104*103/2. დასტაში სულ არის 8 ვალეტი და 8 ტუზი, შესაბამისად, მათი
მოსვლის კომბინაცია იქნება 64, ხოლო ალბათობა 64/5356≈0.0119≈1.19%.
შესაბამისად, ბლექჯეკის მოსვლის ალბათობა შემცირდება.
გ) ამ შემთხვევაში გამომგვადგება შემდეგი კომბინაციები: ტუზი-ათიანი, ტუზი-
ვალეტი, ტუზი-დამა, ტუზი-კაროლი. იქედან გამომდინარე, რომ თითოეულის
მოსვლა თანაბარია (სიმეტრიული შემთხვევაა) აწ უკვე გამოთვილი ტუზი-
ვალეტის (ბლექჯეკის) მოსვლის ალბათობა გამრავლდება 4-ზე და მივიღებთ:
16*4/1326≈0.048≈4.8%.
დ) ამ შემთხვევაში გამოგვადგება შემდეგი კომბინაციები: ტუზი-ათიანი, ტუზი-
ვალეტი, ტუზი-დამა, ტუზი-კარონი. იქედან გამომდინარე, რომ თითოეულის
მოსვლა თანაბარია (სიმეტრიული შემთხვევაა) აწ უკვე გამოთვილი ტუზი-
ვალეტის (ბლექჯეკის) მოსვლის ალბათობა 104 კარტიან დასტაში გამრავლდება
4-ზე და მივიღებთ: 64*4/5356≈0.0476≈4.76%. შესაბამისად მოსვლის
ალბათობა შემცირდება.

10. (ძლიერი ჯგუფებისთვის) თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი


დასტიდან.
ა) რა არის ორი ტუზის მოსვლის შანსი?
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი დასტით
(სულ 104 კარტი)?
პასუხი: ა) ამოხსნა I
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, რაც არის C 522,
2 ტუზის მოსვლის კომბინაციაა C42. შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ მოვა 2
ტუზი იქნება: C42/ C522=6/1326≈0.0045≈0.45%.

ამოხსნა II
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, პირველ
ადგილზე შეიძლება მოხვდეს 52 კარტიდან ნებისმიერი, ხოლო მეორეზე
დარჩენილი 51-დან ნებისმიერი. იქედან გამომდინარე, რომ კარტების
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა ორი კარტის მოსვლის კომბინაცია
იქნება 51*52/2. დასტაში სულ არის 4 ტუზი, პირველ ადგილზე ტუზის მოსვლის 4
ვარიანტია, ხოლო მეორეზე 3, რადგან თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა
ორი ტუზის მოსვლის კომბინაცია გაიყოფა 2-ზე: 4*3/2. საბოლოო ჯამში, ორი
ტუზის მოსვლის ალბათობაა 6/1326≈0.0045≈0.45%.
ბ) ამოხსნა I
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, როდესაც
დასტაში 104 კარტია, რაც არის C1042, 2 ტუზის მოსვლის კომბინაციაა C82.
შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ მოვა 2 ტუზი იქნება: C82/
C1042=28/5356≈0.0052≈0.52%. შესაბამისად, 2 ტუზის მოსვლის ალბათობა
გაიზრდება.
ამოხსნა II
თავდაპირველად განვსაზღვროთ 2 კარტის მოსვლის კომბინაცია, პირველ
ადგილზე შეიძლება მოხვდეს 104 კარტიდან ნებისმიერი, ხოლო მეორეზე
დარჩენილი 103-დან ნებისმიერი. იქედან გამომდინარე, რომ კარტების
თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა ორი კარტის მოსვლის კომბინაცია
იქნება 104*103/2. დასტაში სულ არის 8 ტუზი, პირველ ადგილზე ტუზის
მოსვლის 8 ვარიანტია, ხოლო მეორეზე 7, რადგან თანმიმდევრობას არ აქვს
მნიშვნელობა ორი ტუზის მოსვლის კომბინაცია გაიყოფა 2-ზე: 8*7/2. საბოლოო
ჯამში, ორი ტუზის მოსვლის ალბათობაა 28/5356≈0.0052≈0.52%. შესაბამისად,
2 ტუზის მოსვლის ალბათობა გაიზრდება.

11. გონივრული იქნება თუ არა, რომ ბუქმეკერმა შემოგვთავაზოს,


მაგალითად, შემდეგი კოეფიციენტები მოგება, ფრე და წაგებისთვის: (2, 4,
5)?
პასუხი: ამოხსნა I
ვთქვათ, ჩვენ გვინდა, რომ მოვიგოთ 100 ლარი. ამისათვის თითოეულ შედეგზე
ვდებთ თანხებს მათი კოეფიციენტის უკუპროპორციულად. შესაბამისად მოგებაზე
დავდებთ 50 ლარს, ფრეზე 25 ლარს, წაგებაზე 20 ლარს. ჯამში დავდეთ 95
ლარი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ 100 ლარს მოვიგებთ ნებისმიერი
შედეგისათვის, დანახარჯისა და მოგებული თანხის შეჯამებისას - (-95)+100=5
ლარ სუფთა მოგებას მივიღებთ. შესაბამისად, ბუქმეკერის მიერ განაწილებული
კოეფიციენტები არაგონივრულია.
ამოხსნა II
იმის შესამოწმებლად სწორად გაანაწილა თუ არა ბუქმეკერმა კოეფიციენტები,
დავაჯამოთ შებრუნებელი კოეფიციენტები, (რადგან, თანხებს ვანაწილებთ
კოეფიციენტების უკუპროპორციულად) შესაბამისად მივიღებთ:
1/2+1/4+1/5=0.95. იქედან გამომდინარე, რომ მიღებული რიცხვი ნაკლებია 1-
ზე, ბუქმეკერის კოეფიციენტების განაწილება არაგონივრულია.

a, b, c კოეფიციენტების გონივრული განაწილებისას:


1/a+1/b+1/c>1

12.

წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი იღებს მეორისგან 1 ლარს, მეორე


მესამისგან 2 ლარს, მესამე მეოთხისგან 3 ლარს და ასე შემდეგ.
მომგებიანია თუ არა ამ ადამიანებისთვის ასეთი სქემა? შესაძლებელია თუ
არა ამ სქემის პრაქტიკული განხორციელება?
პასუხი: წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწაზე ცხოვრობს ზუსტად 7 მილიარდი
ადამიანი და თითოეული მოქმედებს ამ სქემით. მაგალითად I-მა მიიღო 1 ლარი,
II-მ მიიღო 2 ლარი, 1 ლარი მისცა წინას და 1 ლარი კი დარჩა, III-მ მიიღო 3
ლარი, 2 ლარი მისცა წინას და 1 ლარი დარჩა, ... 6 999 999 999-მ მიიღო 6
999 999 999 ლარი, 6 999 999 998 მისცა წინას და 1 ლარი დარჩა. 7 000 000
000-მ თანხა ვთქვათ მიიღო I-სგან და იგივე რაოდენობის მოგება დარჩა
(სიტუაციის უკეთ აღსაქმელად წარმოვიდგინოთ წრე, რომელიც დაყოფილია 7
მილიარდ ნაწილად და თითო ნაწილს შეესაბამება შესაბამისი რიცხვი). თუკი
გავითვალისწინებთ იმას, რომ I-მა მიიღო 1 ლარი, ხოლო გასცა 7 მილიარდი ეს
სქემა არ იქნება მომგებიანი და არც მისი პრაქტიკული განხორციელება
მოხდება.

13. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ა) როგორი უნდა შემოგვთავაზოს


ბუქმეკერმა ფეხბურთის ტოტალიზატორში მოგება–ფრე–წაგების
კოეფიციენტები, რომ ეს იყოს „პატიოსანი“ თამაში?
ბ) გამოთვალეთ თქვენი მათემატიკური მოლოდინი, როცა თქვენ დადეთ
ერთი დოლარი მასპინძელი გუნდის მოგებაზე, თუ მასპინძელი გუნდის
მოგების შანსია p და შესაბამისი კოეფიციენტი არის 1/p.
გ) რა იქნება მათემატიკური მოლოდინი, თუ ბუქმეკერი შეამცირებს ამ
კოეფიციენტს (ანუ 1/p -ს) 10 პროცენტით?
პასუხი: ა) ვთვქვათ ბუქმეკერმა შემოგვთავაზა მოგება-ფრე-წაგების
კოეფიციენტები (a; b; c). თითოეულ შედეგზე თანხის დადება მოხდება
კოეფიციენტების უკუპროპორციულად: 1/a, 1/b, 1/c.
ვთქვათ ჩვენ გვინდა 1 ლარის მოგება, ამისათვის თითოეულ შედეგზე დავდებთ
1/a ლარს, 1/b ლარს, 1/c ლარს. ჩვენ მიერ დადებული მთლიანი თანხა
აღვნიშნოთ x-ით. შესაბამისად მივიღებთ: 1/a+1/b+1/c=x. x-ის მიხედვით
შეიძლება გვქოდეს სამი შემთხვევა:
1. თუ x<1, ჩვენ მოგება იქნება 1- x.
2. თუ x=1, არც წაგებაში ვიქნებით და არც მოგებაში.
3. თუ x>1, ჩვენ წავაგებთ x-1 ლარს.
შესაბამისად, „პატიოსანი“ თამაშისას 1/a+1/b+1/c=1.
ბ) დავდეთ 1 დოლარი გუნდზე, რომლის მოგების შანსია p, ხოლო შესაბამისი
კოეფიციენტი 1/p. მათემატიკური მოლოდინის დასათვლელად დავთვალოთ
მოგება და წაგება.
მოგება იქნება: p(1/p-1), ხოლო წაგება: (1-p)*(-1).
მათემატიკური მოლოდინი იქნება: p(1/p-1)+ (1-p)*(-1)=1-p-1+p=0
ზოგად შემთხვევაში, როდესაც მოგების ალბათობაა x, ხოლო შესაბამისი
კოეფიციენტია 1/x, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს „პატიოსან“ თამაშთან.
გ) დავდეთ 1 დოლარი გუნდზე, რომლის მოგების შანსია p, ხოლო შესაბამისი
კოეფიციენტი (1/p) შემცირებულია 10%-ით - 0.9/p. მათემატიკური მოლოდინის
დასათვლელად დავთვალოთ მოგება და წაგება.
მოგება იქნება: p(0.9/p-1), ხოლო წაგება: (1-p)*(-1).
მათემატიკური მოლოდინი იქნება: p(0.9/p-1)+ (1-p)*(-1)=0.9-p-1+p=-0.1
მოგება შემცირდა 10%-ით, ხოლო ჩვენ მიერ დადებულ ყოველ დოლარზე
ვაგებთ 10 ცენტს.

You might also like