9. მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში

You might also like

You are on page 1of 6

მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში (ნაწილი II)

1. ა) განვიხილოთ ლატარეა, სადაც 49 ბურთიდან ავტომატი შემთხვევით


არჩევს ექვს ბურთს. რამდენი სხვადასხვა ვარიანტია პირველი ბურთის
მოსვლისა?
ბ) დავუშვათ, რომ პირველი ბურთი უკვე არჩეულია. რამდენი სხვადასხვა
ვარიანტია მეორე ბურთის მოსვლისა?
გ) რამდენი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს მთლიანად პირველი ორი
ბურთის მოსვლის, თუ ბურთების თანმიმდევრობასაც გავითვალისწინებთ?
(ანუ, ეს ნიშნავს, რომ სხვასხვა თანმიმდევრობით დალაგებული ორი
ბურთი ითვლება ორ სხვადასხვა ვარიანტად.)
დ) რამდენი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს მთლიანად პირველი ექვსი
ბურთის მოსვლის? (თანმიმდევრობის გათვალისწინებით.)
ე) დავუშვათ, თქვენ აირჩიეთ ნომრები 1, 2, 3, 4, 5, 6. ვთქვათ,
გაგიმართლათ და ექვსივე ეს ნომერი მოვიდა. რამდენი სხვადასხვა
თანმიმდევრობით შეიძლება მოვიდნენ ამ ნომრის ბურთები?
ვ) რეალურ თამაშში თქვენთვის არა აქვს არის მნიშვნელობა, თუ რა
თანმიმდევრობით მოვლიან ბურთები. რამდენი განსხვავებული ვარიანტი
არსებობს 49–დან 6 ბურთის მოსვლის, თუ მათ თანმიმდევრობას არ
გავითვალისწინებთ? (ამ რიცხვს ეწოდება ბინომიალური კოეფიციენტი.)
პასუხი: ა) 49 ბურთიდან პირველი ბურთის მოსვლის 49 ვარიანტი არსებობს.
ბ) იქედან გამომდინარე, რომ პირველი ბურთი უკვე არჩეულია, მეორე ბურთის
მოსვლის 48 ვარიანტი არსებობს.
გ) თუკი გავითვალისწინებთ თანმიმდევრობებს, პირველი ორი ბურთის მოსვლის
კომბინაცია იქნება A492=49!/47!=49*48=2352
დ) თუკი გავითვალისწინებთ თანმიმდევრობებს, პირველი ექვსი ბურთის
მოსვლის კომბინაცია იქნება A496=49!/43!=49*48*47*46*45*44=10,068,347,520
ე) 1, 2, 3, 4, 5, 6 - ამ ნომრის ბურთების მოსვლის კომბინაცია იქნება 6!=720
ვ) თუკი არ გავითვალისწინებთ თანმიმდევრობებს, ექვსი ბურთის მოსვლის
კომბინაცია იქნება C496=49!/43!*6!=49*48*47*46*45*44/720=13,983,816

2. ინჟინრის ხელფასია 500 ლარი თვეში. აქედან 200 ლარს იგი


ყოველთვიურად ხარჯავს პროდუქტებზე. ხელფასის რამდენი პროცენტი
იხარჯება პროდუქტებზე?
პასუხი: პროდუქტებზე დახარჯული ხელფასის პროცენტული რაოდენობაა
(200/500)*100%=40%

3. ოჯახმა რესტორანში სადილობის შემდეგ გადაიხადა 55 ლარი. ამ


თანხაში შედიოდა მომსახურების 10 პროცენტი. რა ღირდა თვითონ
სადილი?
პასუხი: სადილის ღირებულებაა (55*100%)/110%=50 ლარი.

4. ბილ გეიტსმა რომ თქვენ გაჩუქოთ თავისი ქონების 98%, ის მაინც


მილიარდერი დარჩება. შეაფასეთ ბილ გეიტსის ქონება.
პასუხი: პირობიდან გამომდინარე ბილ გეიტსის ქონების 2% არის მილიარდი.
შესაბამისად მისი ქონება დაახლოებით იქნება (100%*1)/2%=50 მილიარდი.

5. ქვემოთ მოცემული წრეწირის რამდენი პროცენტია შეღებილი წითლად?

პასუხი: წრის წითელი სექტორის გრადუსული ზომაა 2400, შესაბამისად მისი


პროცენტული რაოდენობა წრეწირის მიმართ იქნება (240/360)*100%≈66,7%

6. საქონლის ფასი შემცირდა 100 ლარიდან 80 ლარამდე და შემდეგ ისევ


შემცირდა 80 ლარიდან 60 ლარამდე. რომელ ჯერზე უფრო მეტია
პროცენტული შემცირება?
პასუხი: პირველ ჯერზე შემცირდა 20%-ით ((20/100)*100%=20%), მეორე ჯერზე
კი შემცირდა 25%-ით ((20/80)*100%)=25%). შესაბამისად მეორე ჯერზე მეტია
პროცენტული შემცირება.
7. საქონლის ფასმა ორჯერ მოიმატა ერთი და იგივე თანხით. რომელ ჯერზე
უფრო მეტი იყო პროცენტული მატება?
პასუხი: პროცენტული მატება მეტი გვექნება პირველ ჯერზე, რადგან საწყისი
თანხა ნაკლებია გაზრდილ თანხაზე, შესაბამისად დამატებული თანხა პირველი
თანხის მეტ პროცენტულ ნაწილს შეადგენს, ვიდრე მეორე თანხის. (მაგ: გვაქვს
საწყისი 100 ლარი და ორივე ჯერზე გავზარდეთ 10 ლარით. პირველ ჯერზე
პროცენტული მატება იქნება 10%, ხოლო მეორე ჯერზე დაახლოებით 9%,
შესაბამისად პირველ ჯერზე გვაქვს მეტი პროცენტული მატება).

8. ა) მოქალაქემ შეიტანა 3.000 ლარი ბანკში დეპოზიტზე, სადაც მას


ერიცხება 10 პროცენტიანი წლიური მოგება. რა თანხა ექნება მას
ანგარიშზე 2 წლის შემდეგ?
ბ) დაწერეთ ფორმულა, რომელიც გამოითვლის თანხას მოქალაქის
ანგარიშზე N რაოდენობა წლის შემდეგ.
პასუხი: ა) ორი წლის შემდეგ მოქალაქის ანგარიშზე არსებული თანხა იქნება
3000*1.1*1.1=3630.
ბ) N წლის შემდეგ მოქალაქის ანგარიშზე არსებული თანხა იქნება 3000*1.1 N.

9. მანქანის ფასი გაიზარდა 20 პროცენტით, შემდეგ კიდევ ერთხელ


გაიზარდა 20 პროცენტით და ბოლოს მოიკლო 40 პროცენტით. მოიმატა
თუ მოიკლო მანქანის ფასმა მთლიანობაში ამ სამი ოპერაციის შედეგად?
პასუხი: ვთქვათ მანქანის ფასი იყო a. თუკი იგი ორჯერ გაიზარდა 20%-ით,
გაზრდილი ფასი იქნება a*1.2*1.2=1.44a, ხოლო 40%-ით შემცირებისას ფასი
გახდება 1.44a*0.6=0.864a. ამ სამი ოპერაციის შედეგად მანქანის ფასმა
მოიკლო.

10. თანამშრომელი დამქირავებლისაგან ითხოვს გარკვეულ ხელფასს


(სუფთად). რამდენი პროცენტი უნდა დაამატოს ამ თანხას
დამქირავებელმა, რომ 20–პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადის
შემდეგ თანამშრომელს დარჩეს სასურველი ხელფასი?
პასუხი: ვთქვათ ჩვენთვის სასურველი თანხაა x, ხოლო დამქირავებლის მიერ
განსაზღვრული სახელფასო თანხა (საშემოსავლოს ჩათვლით) y. პირობიდან
გამომდინარე y*0.8=x => y=1.25x, შესაბამისად დამქირავებელმა თანხას
უნდა დაამატოს 25%.
11. რა ჯობია, ხელფასის 10 პროცენტით გაზრდა და მერე 20 პროცენტით
გაზრდა, თუ ჯერ 20 პროცენტით გაზრდა და მერე 10 პროცენტით გაზრდა?
პასუხი: ვთქვათ ხელფასი გვაქვს x ლარი. თუკი თავდაპირველად გავზრდით
10%-ით, ხოლო შემდეგ 20%-ით, მივიღებთ x*1.1*1.2=1.32x, ხოლო თუკი
თავდაპირველად გავზრდით 20%-ით, ხოლო შემდეგ 10%-ით, მივიღებთ
x*1.2*1.1=1.32. შესაბამისად ორივე შემთხვევაში ვღებულობთ ერთსა და იმავე
შედეგს.

12. კოკა–კოლა (Diet Coke) შეიცავს 99 პროცენტ წყალს. წყლის რაღაც


ნაწილი აორთქლდა და დავიდა 98 პროცენტზე. რამდენჯერ შემცირდა
კოკა–კოლას წონა?
პასუხი: თუკი კოკა-კოლას 99% არის წყალი, შესაბამისად მასში არსებული
მყარი კრისტალები (მაგ: შაქარი) იქნება 1%. წყლის 1% აორთქლების შემდეგ
მისი პროცენტული შემცველობა გახდა 98%, ხოლო მყარის კრისტალების 2%.
ვთქვათ საწყისი მასა იყო x, ხოლო აორთქლების შემდგომ მასა იყო y.
შესაბამისად მივიღებთ: x*1%=y*2% (მყარი კრისტალების მასა არ შეცვლილა
აორთქლების პროცესში) => x/y=2, ანუ მასა შემცირდა 2-ჯერ.

13. ორ ადამიანს დავარქვათ ფეისბუქით დაკავშირებული, თუ ერთი


მეორის ან მეგობარია ფეისბუქზე, ან მეგობრის მეგობარია, ან მეგობრის
მეგობრის მეგობარია და ასე შემდეგ. ვთქვათ ქვეყანაში ნებისმიერი ორი
ადამიანი დაკავშირებულია ერთმანეთთან ან ფეისბუქით ან ტვიტერით.
შეიძლება თუ არა, რომ ერთ-ერთი ქსელი ამ ორიდან გავთიშოთ, ისე რომ
ნებისმიერი ორი ადამიანი კვლავ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული?
პასუხი: დავუშვათ A და B ადამიანი ერთმანეთთან ვერ კავშრდება ფეისბუქის
მეშვეობით, შესაბამისად ამოცანის პირობიდან გამომდინარე ისინი
ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან ტვიტერით. უნდა დავამტკიცოთ, რომ
ნებისმიერი C პიროვნება დაკავშირებული იქნება A-სთან ან B-სთან ტვიტერით.
თუკი C არ არის დაკავშირებული ტვიტერით არც A-სთან და არც
A B- B სთან, მაშინ იგი დაკავშირებული იქნებოდა ფეისბუქით
ორივე მათგანთან. შესაბამისად A და B ერთმანეთთან
C დაკავშირებულები იქნებოდნენ ფეისბუქით C-მეშვეობით (C-ს
გავლით). თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენი საწყისი დაშვება
იყო, რომ A და B დაკავშირებულნი არიან ტვიტერით. ანუ C მინიმუმ ერთთან
მაინცაა დაკავშირებული (ან A-სთან ან B-სთან) ტვიტერით, შესაბამისად
არაპირდაპირად იგი დაკავშირებული იქნება მეორესთანაც და ნებისმიერ სხვა
ადამიანთან. ამგვარად, ერთ-ერთი სოციალური ქსელით (ამ შემთხვევაში
ტვიტერით) შესაძლებელია ყველა ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირება.
14. (ძლიერი ჯგუფებისთვის): გვაქვს ორი ჭურჭელი არყით, a ლიტრი და b
ლიტრი მოცულობის, სხვადასხვა გრადუსის. რაღაც x რაოდენობა უნდა
ავიღოთ პირველი ჭურჭლიდან, იგივე რაოდენობა ავიღოთ მეორე
ჭურჭლიდან და გადავასხათ საწინააღმდეგო ჭურჭლებში. გვინდა რომ ამის
შემდეგ გრადუსული ზომები გათანაბრდეს. რას უნდა უდრიდეს x?
პასუხი: ვთქვათ, პირველ ჭურჭელში ჩასხმულ არაყში
a b სპირტის შემცველობაა α, ხოლო მეორე
ჭურჭელში ჩასხმულ არაყში სპირტის
შემცველობაა β. დავთვალოთ სპირტის
შემცველობა თითოეულ ჭურჭელში ჩასხმული არყისთვის x რაოდენობა არყის
მიმოცვლის შემდგომ: ((a-x)*α+x*β)/a=((b-x)*β+x*α)/b =>
baα-bxα+bxβ=abβ-axβ+axα => ab(α-β)=bx(α-β)+ax(α-β) => ab(α-
β)=x(a+b)(α-β) => x=ab/(a+b).

15. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ასეულის ჯარისკაცების რაღაც ნაწილი


შვებულებაშია. დარჩენილებიდან ორჯერ მეტია აღმოსავლეთ
საქართველოდან, ვიდრე დასავლეთიდან. ამ დარჩენილების 4% ჯარიდან
დაითხოვეს. რამდენი ჯარისკაცი დარჩა ასეულში?
პასუხი: ვქვათ დარჩენილი ჯარისკაცებიდან x რაოდენობა არის დასავლეთიდან,
შესაბამისად აღმოსავლეთიდან იქნება 2x. ჯამში ჯარში დარჩენილი იქნება 3x
ჯარისკაცი. დარჩენილის 4% დაითხოვეს, ანუ მთლიანი რაოდენობის 1/25
ნაწილი. აქედან გამომდინარე ჯარში დარჩენილი იყო 25-ის ჯერადი და 100-ზე
ნაკლები რაოდენობის ჯარისკაცი, ანუ ან 25, ან 50, ან 75. რადგან დარჩენილი
ჯარისკაცების რაოდენობაა 3x, ეს ნიშნავს რომ მათი რაოდენობა არის 3-ის
ჯერადი. შესაბამისად ჩვენ გვინდა ერთდროულად 3-ისა და 25-ის ჯერადი 100-
ზე ნაკლები რიცხვი, რაც არის 75. 4%-ის დათხოვის შემდგომ ჯარში დარჩებოდა
72 ჯარისკაცი.

16. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ერეკლემ ყავით სავსე ფინჯანი ნახევრამდე


რომ დაცალა, ფინჯანი რძით შეავსო. ამის შემდეგ 30% დალია და ისევ
რძით შეავსო. შემდეგ ისევ 30% დალია და ისევ რძით შეავსო. ამის შემდეგ
ფინჯანი ბოლომდე გამოსცალა. რა დალია საბოლოოდ მეტი ერეკლემ,
ყავა თუ რძე?
პასუხი: თავდაპირველად ჭიქაში იყო ყავა, ereklem დალია 50% და დაამატა
50% რძე, შემდგომ დალია 30% და დაამატა 30% რძე, შემდგომ ისევ დალია
30% და დაამატა 30% რძე და ბოლოს ბოლომდე დალია. დავთვალოთ
რამდენი ჭიქა რძე დალია და რამდენი ჭიქა ყავა. განვსაზღვროთ რამდენი ჭიქა
რძე დაამატა: 1/2+3/10+3/10=1.1. ხოლო ყავა გვქონდა 1 ჭიქა. შესაბამისად
ereklem დალია 0.1 ჭიქით მეტი რძე.

17. (ძლიერი ჯგუფისთვის) მტკიცდება, რომ გამოსახულებას (1+1/x) x აქვს


ზღვარი, როცა x მიისწრაფის პლიუს უსასრულობისაკენ. ეს ზღვარი
აღინიშნება e ასოთი და ეწოდება ეილერის რიცხვი. დაამტკიცეთ, რომ
გამოსახულებას (1+0.12/x)x აქვს ზღვარი, როცა x მიისწრაფის პლიუს
უსასრულობისაკენ და ეს ზღვარი არის e0.12.

პასუხი: თუკი (1+1/x)x გამოსახულებაში x-ის ნაცვლად ჩავსვავთ უსასრულოდ


დიდ რიცხვებს მნიშვნელობის ზღვარი იქნება е (ეილერის რიცხვი), რომელიც
≈2,72. განვსვაზღვროთ ზღვარი გამოსახულებისათვის (1+0.12/x) x =>
[(1+0.12/x)x/0.12]0.12. თუკი დავაკვირდებით ამ ორ გამოსახულებას: (1+1/x) x და
[(1+0.12/x)x/0.12], დავასკვნით, რომ, თუკი x-ის ნაცვლად ჩავსვავთ უსასრულოდ
დიდ რიცხვებს, მათ მნიშვნელობებს შორის განსხვავება იქნება იმდენად მცირე,
რომ შეგვეძლება იგი მხედველობაში არ მივიღოთ. შესაბამისად,
[(1+0.12/x)x/0.12]0.12-ის ზღვარი იქნება е0,12.

You might also like